შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ალბათ… (თავი 8)


4-09-2022, 12:52
ავტორი nensimila
ნანახია 1 162

სულაც არ ვთვლიდი თავს დამნაშავედ , მე მხოლოდ იმიტომ მოვიქეცი ასე რომ , გამეგო მისი მკვლელობის საქმე. ზუსტად ამიტომ გავგხოვდი ალექსანდრეზე, ზუსტად ამიტომ ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე უარი , თუმცა ჩემი ეს გადაწყვეტილება მის ტყუილებს ვერ გადაფარავდა.
-რაში მადანაშაულებ? მთელი ეს 4 წელი მკვდარი მეგონე , შენი საფლავიც არ მინახავს ისე გამატარებინეს ეს წლები თუმცა , რას მანახებდნენ ცოცხაჯ ყოფილხარ-გამეცინა , საკუთარ თავზე გამეცინა.-ყველაფერი ეს მხოლოდ შენს გამო გავაკეთე , რომ შენი მკვლელი დასჯილიყო , თუმცა აქ ზედმეტად ბევრი ადამიანი დამნაშავე .-საზოგადოებას გადავხედე რომელიც ვიცოდი ამიერიდან ჩემთვის არავინ იყო.-რაც შეეხება ალექსანდრე , შენთვის დამითმია, მე არ მჭირდება , არც შენი დანახვა მსურს ამის შემდეგ , ჩემთვის თქვენ აღარავინ ხართ, მშვიდობით- აეროპორტი დავტოვე, ცრემლები ვერ შევიკავე , როდემდე , როდემდე უნდა დამტანჯონ , ბოლო მომიღეს, როგორც ცხოველს ისე მომექცნენ, თავის ჭკუაზე მატარეს. სახლში წამოვედი , ნივთები უნდა ჩავალაგო , ამიერიდან მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს , დედა.უნდა მოვძებნო ახლა მისგან მოვისმენ სრულ სიმართლეს, რატომ მიმატოვა , რატომ უღალატა საკუთარ ქმარს..
სახლში ტაქსით წამოვედი , მალევე მივედი უცებ ავირბინე და ბარგის ჩალაგება დავიწყე, ოთახში ქეთო შემოვიდა, გაკვირვებული მიყურებდა , გაუკვირდებოდა აბა რა იქნებოდა , ისე უცებ დავწორწინდით და უკვე მივდივარ.
-ნენე შვილო რას აკეთებ? ნივთებს რატომ ალაგებ? სადმე მიდიხარ?-გაკვირვება ეტყობოდა ქალს სახეზე.
-მივდივარ ქეთო ,ყველაფერს ალექსანდრე აგიხსნის, ნახვამდის,-ქეთოს დავემშვიდობე და სახლიდნა მალე წამოვედი არ მინდოდა მოესწრო მას.
ამდენი ხნის შემდეგ პირველად მივდივარ სვანეთში. 16 წლის ვიყავი საბოლოოოდ რომ დავემშვიდობე ამ გასაოცარ ადგილს . გიორგის (მამას) იქ სახლი ქონდა , პატარა თუმცა ლამაზი და კოხტა, ნინომ და მე რაღაცაზე ვიკამათეთ , ჩვენს მეზობლად ჩვენი ნათესავი ცხოვროდა და იქ წავიდა ანიტაც თან წაიყვანა, სახლში მხოლოდ მე ვიყავი. ოთახში წიგნს ვკითხულობდი როდესაც, დამწვრის სუნი ვიგრძენი, ყურადღება არ მიმიქცევია მეგონა გარედან თუ შემოდიოდა , თუმცა შევცდი, სახლში დენის ძველი გაყვანილობა იყო და მას წაეკიდა ცეცხლი, თითქმის უკვე ოთახში შემოდიოდა. შიშუსგან ვკიოდი თუმცა ამაოდ ხმა არავის ესმოდა , გონება დავკარგე . იქედან კი ჩვენმა მეზობლის ბიჭმა გამომიყვანა ,გონს როცა მივედი უკვე საავადმყოფოში ვიყავი. თუმცა არაფერი მჭირდა და გამომიშვეს . უკან დაბრუნებულს სახლი სულ ფერფლად ქცეული დამხვდა. ნინო მე მადანაშაულებდა სამაგიერო გადამიხადე და სახლი დაგვიწვიო. და ეს დღე იყო და ეს დღე იქ მისვლა ამიკრძალეს . მეორე წელს აგურის სახლი ააშენეს დიდი ისეთი როგორც ნინოს უნდოდდა ყოველ წელს მიდიოდნე სვანეთში მე კი თბილისში მტოვებდნენ. სამუდამოდ დავემშვიდობე სვანეთს იმ დღეს და დღეს ისევ მიწევს იქ მისვლა.
თბილისიდან უკვე ძალიან შორს ვიყავი როდესაც,ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, ალექსანდრე იყო.
-გისმენ ალექსანდრე - 3-4 ზარის შემდგე ვუპასუხე , რომ არ ამეღო არ გაჩერდებოდა.
-სად ხარ? -ტელეფონშიც კი ვხვდებოდი თუ როგორი დაღლილი და დასევდიანებული იყო , ხმაც ზუსტად ასეთი ქონდა, სადღაც გულის სიღრმეში მაინც მეტკინა მისი ეს მდგომარეობა გუმცა მე არაფერი შემეძლო მისთვის . -სახლში მივედი, გელოდები მალე მოდი , ვიდაუბროთ - ჩემდა გასაკვირვად საერთ არ უყვირია მშვიდად და წყნარად საუბრობდა.
-ალექს მე წავედი ! შენ ის მიიღე რაც გინდოდა , ანიტა დაიბრუნე , ასევე შვილი რომლის სიყვარულიც ჯერ ვერ იგემე, ჩემი ადგილი მანდ არ არის , მინდა ჩემს შესახებ ყველაფერი გავიგო , ვინ ვარ ? საერთოდ არაფერი მცოდნია აქამდე ჩემს თავზე და მინდა ეს ყველაფერი შევიტყო . ახლიდან დავიწყებ ცხოვრებას თეთრი სუფთა ფურცლიდან , გთხოვ აღარ დამირეკო. ბედნიერი მინდა იყო ყველაფრის მიუხედავად, მშვიდობით-ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე , ტელეფონიდან კარტა ამოვიღე და ღია ფანჯრიდან მოვისროლე, აღარ მსურს წარსულიდან ვინმე არ მასვენებდეს. ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
უკვე საღამოს 5 საათი ხდებოდა ტაქსმა ულამაზეს სახლთან გააჩერა , პატარა და ლამაზი ბაღი ქონდა ბევრი ყვევილებით და მცენარეებით . სახლი გარედან სულ თეთრი იყო მე-2 სართულზე 3 აივანი ქონდა , წესით ბევრი ოთახები უნდა იყოს. ტაქსისტს თანხა გადავუხადე და იცი წავიდა. ეზოში ქალი შევნიშნე .
-გამარჯობათ.- დავუძახე და მანაც უკან მოიხედა . უკვე ასაკი დატყობოდა . ყვალებში კი დიდი სევდა იმალებოდა. ისეთი თბილი სახე ქონდა გულს ათბობდა.
-უკაცრავად ქალბატონი ნინელი მინდოდა? აქ ცხოვრობს? -ვიკითხე მორიდებით. ჩემი ბიოლოგიური დედის სახელი იყო. სანამ აქ ჩამოვიდოდი ჩემს ახლობელ გამომძიებელს დავურეკე და ყველაფერი გაიგო რაც კი ინფორმაცია არსებობდა .
-მე ვარ შვილო ნინელი. ხომ მშვიდობაა გენაცვალე? შინ მობრძანდი.- წინ მედგა ქალი რომელიც დედაჩემია მან კი ვერც მიცნო. არც იცის დარწმუნებული ვარ ჩემს შესახებ რამე. როგორ მეთქვა მე ის გოგო ვარ რომელიც 27 წლის წინ მიატოვეთქო. მისმა ნაზმა ხმამ გაფანტა ფიქრები.- შვილო ხომ კარგად ხართ? -ღმერთო როგორ ვუთხრა.
-მე. მე, ნენე არღვლიანი ვარ !
-კარგი , მაგრამ ვერ გიცანით.-გაოცება დაეტყო სახეზე ქალს.
-როგორ თუ ვერ ? მე ის გოგო ვარ ვინც 27 წლის წინ მიატოვე.-ქალი გაშრა ჩემს ნათქვამზე არ ელოდა ამას.
-შენ? როგორ შვილო? ცოცხალი ხარ ? -დაიბნა და ხელი მოაჯირს მოკიდა რომ არ წაქცეულიყო. - მე მითხრეს რომ ცოცხალი არ იყავი.



№1 სტუმარი ნაინა

აუ ძალიან მოსკუპულ თავებს დებ რა, ცოტა გაადიდე რომ ეყოს

 


№2  offline წევრი nensimila

ნაინა
აუ ძალიან მოსკუპულ თავებს დებ რა, ცოტა გაადიდე რომ ეყოს
მიღებულია❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent