ვტყუივარ შენთან (თავი 4)
ყოველთვის ოცნებობდა დემნა ისეთი სახლი ჰქონოდა სადაც მარტივად შეძლება ხელების გაშლას და თავისი ოცნებებისთვის ფრთების შესხმას. პირველი უდიდესი წარმატების მიღწევის მერე რაც გააკეთა ის იყო რომ საკუთარი ოცნების ასრულება დაიწყო. ნაძვების უბანში უზარმაზარი სახლი აიშენა გაზაფხულზე მწვანე და შემოდგომით ყვითლად გადაპენტილი ეზოთი.გუშინდელი რთული დღის მერე ახლა ეს სიცივე და ეს გამფებული სიმშვიდე მისი ხასიათისათვის მისწრება იყო.. ახლაც მიუხედავად მძაფრი სიცივისა ეზოში იჯდა, ჩაის ცხელი ფინჯანი ხელის გულებს შორის ჰქონდა დაქცეული და ელენეზე ფიქრობდა.. უფრო სწორად სულაც არ უნდოდა ეფიქრა, მაგრამ რაღაცა არ ასვენებდა.. მთელი წლების განმავლობაში ვერაფრით შეეგუა , თუნდაც ფიქრებში დაეშვა რომ, ეს ქალი მისი აღარ იყო. რომ ელენე უკვე წარსულის ყველაზე ბნელი კუთხე იყო, არ უნდა დაჯერება და ყოველი ფიქრის მერე უძილო ღამეები ერთმანეთს ებმოდა. წარმოსადგენადაც კი ძნელი იყო.. რომ ის მისი არ იყო. რომ დილაობით მის გვერდით არ იღვიძებდა, არადა დილით ყველაზე მეტად უყვარდა მისი დაბერილი ტუჩები და ძილისაგან აჭრილი სახე.როგორ უყვარდა დილით მისი ცხელი ტუჩების კოცნა, დილით ხო ის ყველაზე ლამაზი იყო მისთვის.. არ უშვებდა იმას რომ დილით ის სხვას უმზადებდა საუზმეს, და პირველივე ზარის მერე მასთან შესახვედრად გარბოდა.. ყველაზე მეტად იმასთან შეგუება უჭირდა რომ თავის სიხარულს და პრობლემას სულაც არ უზიარებდა მას და ვერც ვერასოდეს გაიგებდა რა ახარებდა დედამიწის სხვა მხარეს მყოფ მის საყვარელ ქალს. არ უნდოდა იმაზე ფიქრი რომ ღამით მის სხეულს სხვა ადამიანი შეეხებოდა, რომ სხვას ექნებოდა საშუალება მისი ვნებიანი სხეულით ტკბობის, რომ მერე ყოველ ღამე ის სხვას წაუკითხავდა იმ ლექსებს რომლებსაც მას უკითხავდა.. საათობით იჯდა და ვერ იაზრებდა რომ მასთან ერთად აღარ დაგეგმავდა მომავალს, რომ მასთან ჩხუბის დროს როგორც სჩვევია ისე ვეღარ დაარტყავდა სიბრაზისაგან შეკრულ მუჭებს მკერდზე, და მერე ცხარე ცრემლით ვერ იტირებდა იმის გამო რომ ხელები ეტკინა... იცოდა რომ ისე როგორც ის უყვარდა სხვას ვერასოდეს შეიყვარებდა რადგან ის მისი სულის ნაწილი იყო, ის ნაწილი რომელიც საკუთარ თავზე მეტად იცნობდა მის ყოველ ჩვევას და გამოხტომას. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში უნდოდა დაჯერება რომ ერთ დღეს თუნდაც უამრავი გასული წლის მერე, ის აუცილებლად იქნებოდა მისი ცოლი და მისი შვილების დედა, რომ ისევ შეძლებდა მისი ნეტარი ხმის გაგონებას და მის ალისფერ თმებში თითების გადახლართვას. ჯიბეში ჩადებული ტელეფონი ჟრიალს არ წყვეტდა თაბაგარს კი არავისთან ლაპარაკი და არავის მოსმენა არ უნდოდა.. ბოლოს მოთმინება დაკარგულმა უპასუხა ზარს და სწრაფად გადადო ფინჯანი გვერდზე. - ელენე?- გაოცებულმა ჩაილაპარაკა და წელში გასწორდა. - როდის დაბრუნდი, მოხდა რამე? - არაფერი, რა უნდა მომხდარიყო.. - არ ვიცი გამიკვირდა რომ დამირეკე და ამიტომ.. - შეიძლება შენთან მოვიდე? - ძლივს მოვახერხე სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა და გავიტრუნე.. - რა თქმა უნდა შეიძლება. მისამართს მოგწერ.. - კარგი დაგიცდი- აღელვებულმა ვუთხარი, ტელეფონი საწოლზე დავაგდე და მზადებას შევუდექი. გამოხსნილი კარადის წინ ვიდექი და ვფიქრობდი რა როგორ უნდა მეთქვა დემნასთვის. ვიცოდი რომ ჯერ არ აღდგენილი ურთიერთობა ისევ თავზე დამემხობოდა. მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა როგორე. საკუთარ თავში ძალას ვეძებდი რომ სიმართლე გამემხილა.. ოფლით დაცვარული შუბლი მოვიწმინდე და კარადის წინ იატაკზე დავჯექი. სახე ხელებში ჩავმალე და პატარა ბავშვივით დავიწყე ტირილი.. გული როგორმე ხომ უნდა დამემშვიდებინა.. - ელენე, რა ხდება? - შეშინებული მომვარდა ნანჩო და ზურგიდან შემომხვია ხელები.. - არაფერი.. - აბა რატომ ტირი? შემომხედე. დემნამ რამე გაიგო? - წინასწარ ვიტირი ნანა, სანამ გაიგებს მანამდე ვტირი. მასთან მივდივარ, გადავწყვიტე სიმართლე ვუთხრა. გუშინ მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი. ამ შიშით ვერ ვიცხოვრებ ნერვები მეგლიჯება.ყოველ წამს მგონია რომ საიდანღაც სიმართლე უნდა გაიგოს. გუშინ გიორგის ველაპარაკე მაშინვე მიხვდა რომ დემნას შვილია, წარმოიდგინე ახლა დემნამ ევა რომ ნახოს ნანჩო. მისი ასლია. მერე რა უნდა გავაკეთო.. - დამშვიდდი კარგი? რომც ნახოს ვერაფერს მიხვდება, სანამ არ გაიგებს რომ ევა შენი შვილია. - ამაოდ ცდილობდა ნანუ ჩემს დამშვიდებას და მთელი ძალით მხვევდა გამხდარ ხელებს. დრო საკმაოდ მქონდა, მანძილიც საკმარისი იყო რომ მეფიქრა.. მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი გულის დამშვიდებას. გამალებით მიძგერდა და აფორიაქებულ სხეულს ცახცახში იყოლიებდა. უზარმაზარი ჭიშკრის წინ ნელა შევაჩერე მანქანა და ეზოში შევედი.. მაშინვე გამომემეგება და ხელები აგრად შემმხვია ბეჭებზე, როგორც ადრე ზუსტად ისე ჰაერში დამატრიალა და ხარბად მაკოცა ტუჩებზე.. - მომენატრე - თითქო უხმოდ მითხრა და სახლში სწრაფად შემიყვანა. - არ მეგონა თუ დამირეკავდი. - რა ლამაზია - გაოცებულმა წარმოვთქვი და აქამდე ნათქვამი მისი ყველა სიტყვა დავაიგნორე. - რა სიმყუდროვეა, ეს ბუხარიც რა მაგარია დემნა. - პატარა ანცი ბავშვივით გამოვხატე გაოცება და მისკენ დავტრიალდი.. - ჩემი სიმყუდროვე შენ ხარ - ახლა გავაანალიზე რა მაკლდა ამდენი წელიწადი ამერიკაში.. - როგორც სჩვეოდა ახლაც ცხვირი ყელზე გამიხახუნა და ინსტიქტურად გადავიწიე უკან. ვგრძნობდი რომ ამ კაცთან ლაპარაკი უფრო დიდხანს გამეწელებოდა ვიდრე ეს დაგეგმილი მქონდა. - დემნა მოიცა - გამომშრალი ყელიდან ძლივს დამცდა ორიოდე სიტყვა და ვიგრძენი როგორ შეიცურა ხელები სვიტერის ქვეშ.. - დემნა ახლა არა - ამაოდ ვეჩურჩულებოდი ყურთან. ფრთხილად გამაცალა ტანიდან შოკოლადისფერი ქურთუკი და უწესრიგოდ გადაფინა დივნის საზურგეზე. საოცარმა ტალღამ დამიარა სხეულში და ერთიანად მოვდუნდი მის ძლიერ მკლავებში. ხელები ნელა შემოვხვიე კისერზე და საკოცნელად გავიწიე რომ მოულოდნელად ამიტაცა ხელში და კიბებს ნელი სვლით აუყვა. სისპეტაკით გადაფითრებულ ოთახში დამაწვინა უზარმაზარ საწოლზე და ხარბი მზერა ამაყოლა. ერთიანად ამეფაკლა ლოყები სირცხვილით და ხელის გულები მაგრად დავიჭირე თვალებზე.. ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი მუცელზე და მოულოდნელობისაგან შემკრთალმა დავაშორე ბაგეები ერთმანეთს . სწრაფად მომექცა ზემოდან თაბაგარი და აუტანელი ტკივილის კვალი დამამჩნია მკერდზე. ვგრძნობდი რომ წინააღმდეგონის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ახლა დემნას ვერაფრით გავაჩერებდი, და ამასთან ერთად ტვინი განგაშს მაძლევდა იმდენად მსურდა მისი სიახლოვე და მისი შეხება... სუსტი ხელები შემოვხვიე წელზე და თვალებში ჩავხედე, რაღაც ამღვრეული , ერთიანად ბედნიერი და დათრგუნული იყო მისი ყოველთვის ოკეანისფერი თვალები. როგორც წესი ამბობენ რომ ქალებს უყვართ მხოლოდ წრფელი გულით , კაცებისათვის კი ყველაფერი სექსით იწყება.. ვუყურებდი თაბაგარს და აქ ამ წამს შემეძლო ნებისმიერ შევდავებოდი ამაზე. მისი ალერსი იმდენად ნაზი და სათუთი იყო. იმდენად სითბოთი და სიყვარულის გაჟღენთლი, ვნებისა ნატამალსაც კი ვერ ვგრძნობდი... მხოლოდ მას შეეძლო ისე როგორც ადრე ათრთოლებული ტუჩებით დაეკოცნა ჩემი მუცელი ისე რომ არც მკერდისკენ გაწეულიყო და არც შარვლის შესაკრავისათის წაეპოტინებინა ხელები. მაშინ როდესაც მე მისი შეგრძნების სურვილით პიკზე ვიყავი და ვთხოვდი როგორმე დაემშვიდებინა ჩემში ასებული ქარიშხალი, მაშინ როდესაც მეგონა რომ მისი შეგრძნების გარეშე მივაღწევდი პიკს , მხოლოდ მას შეეძლო აუღელვებლად მომფერებოდა და დაეკოცნა ჩემი სხეული.. აი ზუსტად ამ დროს შევძლებდი შევდავებოდი ყველას, რომ ამ კაცს ყველაზე წრფელი გულით ვუყვარდი, როცა ჩემში წერას ატანილი დემონები იწყებდნენ ფართხალს. ყოველთის ვგრძნობდი რომ დემნა ჩემით სუნთქავდა. მიუხედავად იმისა რომ ჩემი გრძნობა ყოველთვის უფრო მეტად ჩანდა, გულის სიღრმეში ვიცოდი რომ მისი სიყვარული უფრო მეტად ნაზი და სათუთი იყო... ადამიანებს ყველას თავისი შეხედულება აქვს ამ ამოუხსნელი გრძნობის მიმართ. მეც ასე ვიყავი, მხოლოდ დემნას შეეძლო ყვარებოდა ჩემი წუწუნი და ჩემი კვნესა, ჩემი ჩხუბი და ჩემი მოფერება ისე რომ სანაცვლოდ არაფერი მოეთხოვა ჩემგან. მხოლოდ მას გააჩნდა ამისი უნარი.. სწრაფად გავანთავისუფლე მაისურისაგან და დაკუნთულ მკერდზე ნელა დავუსვი ათრთოლებული თითები. ჩემგან დომინანტობას არასოდეს იყო მიჩვეული ამიტომ ჯერ კიდევ გაოგნებულ მდგომარეობაში გადავატრიალე და ზემოდან გადავაჯექი ფეხებზე. ნელა შევახე ტუჩები ყელზე და ბავშური ღიმილით სავსემ ჩავხედე თვალებში.. ყოველთვის როდესაც მის თვალებს ჩემი რბილი თითის ბალიშებით ვეხებოდი , ყოველთვის საოცარი სურვილი მიჩნდებოდა, შეხება კოცნით შემეცვალააა. ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ ის გიჟური გრძნობა და ვნება რაც აქამდე დემნას მიმართ გამაჩნდა, ის აუტანელი და გაუსაძლისი სურვილი ახლა უზარმაზარ და გულწრფელ გრძნობაში მქონდა გადაზრდილი. მინდოდა მის შიშველ მკერდს ლოყით შევხებოდი და ასე დამეძინა. მთელი ცხოვრება ასე ვყოფილიყავი. მხოლოდ მისი ზრუნვა და დაცვა მეგრძნო მეტი არაფერი მინდოდა.. სანამ მის თვალებში ჩაძირული ფიქრებში ვიყავი გართული სწრაფად შემიცვალა ადგილი და ტანზე მომდგარი შარვლის შესაკრავისკენ თამამად გააპარა ხელები. მისი ეს მოქმედება ცეცხლს მიკიდებდა, ვიცოდი ამ მოქმედებას რაც მოჰყვებოდა. ვიცოდი რა საოცრად მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე შემეგრძნო მისი სათითაო მოქმედება და შეხება, რომელიც ჩემში უსახელო ტორნადოს ჰქმნიდა.. მის ნელ მოქმედებას დროდადრო სურვილს აყოლილი ქმედება სცვლიდა და ერთიანად ისმოდა ოთხში სიამოვნებასა და ტკივილში არეული ხმები.. შუაღამეს გამომეღვიძა.. საათისაკენ მალულად გავაპარე მზერა, ოთხს უჩვენებდა, მის მკერდზე თავდადებულს მეძინა. ნელა შევახე ტუჩები მხარზე და ზურგით გადავტრიალდი. მინდოდა ახლა მაინც მქონოდა საშუალება მეფიქრა. ყველაფერი ამეწონა და ისე გამემხილა სიმართლე რომელიც ატომური ბომბის აფეთქებას დაემსგავსებოდა.. - რატომ არ გძინავს? - მისი ხავერდოვანი ხმის გაგონებაზე სახეზე ღიმილი გადამეფინა და თვალები ნელა გავახილე.- ცუდად ხომ არ ხარ? რამე გტკივა? - აღელვებულმა მკითხა და ზურგიდან ამეკრა.. - უბრალოდ გამომეღვიძა.. არა ცუდად არ ვარ. - რა გაწუხებს ელენე? არ გინდა გამანდო?? - დემნა, ყველაფერი ისე მალე მოხდა. შენი ჩამოსვლა, ჩვენი აქ ერთად ყოფნა. ასე მგონია გავიღვიძებ და ეს ყველაფერი ისევე მალე გაქრება როგორც დაიწყო.. ამდენი წლის მერე დაბრუნდი და მივხვდი რომ არც არაფერი შეცვლილა ჩემში.. - არ მესმის, ამაზე რატომ ნერვიულობ? ხომ ხედავად თავად ამბობ რომ არაფერი შეცვლილა. საკმარისად გავიზარდეთ ელე, საკმარისად ვიტანჯეთ, ახლა მაინც არ იბავშო რა. - კი მაგრამ დემნა.. - არანაირი დემნა.. გთხოვ-უბრალოდ ახლა რაც ყველაზე მეტად მინდა შენს გვერდით ასე დაძინება. შენს სითბოში და შენს კანის სურნელში გადახლართულს მინდა მეძინოს სულ ესააა..- მოდი დავიძინოთ ახლა, დილით ვისაუბროთ , ხო იცი ხვალინდელი დღე უფრო ნათელი და მშვიდი იქნება. - კარგი - მშვიდად ჩავიფრუტულე და ცრემლებს გასაქანი მივეცი. ჩვენი სიყვარული ყველაზე იაფფასიან სასმელს ჰგავდა... რომელიც მაღაზიის თაროზეც კი მიუწვდომელ ადგილას იდო... ჩვენი სიყვარული სულაც არ იყო გაჟღენთილი ძვირად ღირებული სურნელებით არამედ პირიქით ის ძალიან მწარე და საშინელი იყო... მისი დალევის მერე საშინელი წვა და აუტანელი ტკივილი გვქონდა ორივეს. ყოველ დღე ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში და არც ერთი არ ვცდილობდით რაიმეს გამოსწორებას, იმიტომ რომ გვეგონა ამ ყველაფერს დასასრული არასოდეს ექნებოდა. მე არ ვუწევდი ვარაოდს მის შეცდმებს ის კიდევ ჩემსას.. ჩვენ ოდნავადაც არ ვიყავით იდეალურები პირადი ურთიერთობის თვალსაზრისით .. სამსახური კი არ გვაძლევდა გასაქანს რაიმე დანაშაული ჩაგვედინა.. ყოველ დილით როდესაც მასზე ადრე მეღვიძებოდა, მის ძლიერ მხარს ნელა ვაყოლებდი ყოველთვის გათანგულ თითის წვერებს და ჩემს საოცარ ქმედებას მის ტანზე ბუსუსების დაჰყრა მოყვებოდა ხოლმე შედეგად. ორივემ ვიცოდით რომ ადრე თუ გვიან ეს უბრალო სასმელი რომელსაც სიყვარულს ვეძახდით, ვადა გაუვიდოდა და რაღაც სხვა სასმელის დალევა მოგვიწევდა. მაგრამ არ ვჩქარობდით. მე ჩემი გეგმებით ვიყავი, ის კი ჩემს გეგმებზე აგებდა თავის გეგმას... ჩვენ არც ერთი არ ვიყავით ანგელოზები , მითუმეტეს იმ ასაკში როცა ვნება და სიყვარული ერთმანეთში გოგლიმოგლივით იყო არეული .. არც ვცდილობდით გაგვერკვია რომელი უფრო მეტად იყო ჩვენში გაბატონებული.. უბრალოდ ვიყავით ერთად, უბრალოდ მოგვწონდა ერთად ყოფნა და სულ ეს იყო. არც ერთს გვერიდებოდა, წინა ღამით დალელული ღვინო შემხმარი ჭიქიდან ახალდჩასხმული ღვინის დალევა.. სისხლში გარეული ალკოჰოლით ერთმანეთისათვის სიამოვნების მინიჭება და მერე ღონე გაცლილები ვეყარეთ იატაკზე მანამ, სანამ ახალი ძალით არ ავივსებოდით.. თუმცა ეს ყველაფერი იმდენად დიდი ხნის წინათ იყო.. მას მერე ჩემს სხეულს არავის გაკარებია. უბრალოდ ვერ შევძელი სხვა კაცის სურნელის და სხვა კაცის ხელების შეგრძნების უფლება მიმეცა საკუთარი თავისათვის, მიუხედავად იმისა ვიცოდი, დემნა ყოველ ღამით ჩემი უარის ჯინაზე ახალ ქალთან ატარებდა ღამეს. ** მას მერე რაც გაიზარდა, უფრო სწორად როცა ცხრა წელიწადი შეუსრულდა თანაკლასელმა ნიშნისმოგებით განუცხადა რომ მას მამა ყველა ოცნებას უსრულებდა.. მაშინ საშინლად ეტკინა გული ევას. მაშინ საშინლად უნდოდა ჰყოლოდა მამა.. მაგრამ იცოდა რამდენიც არ უნდა ეტირა დედა არასოდეს ეტყოდა სიმართლეს. ამიტომ ჩაიკეტა. ხასიათი შეეცვალა , უფრო მეტად უკონტაქტო გახდა. დაიწყო ფიქრი იმაზე რომ შეძლებდა გამხდარიყო ცნობილი მსახიობი და მერე მოეძებნა მამა. იქნება მამას თავად ეპოვნა ის.. ღამით როდესაც დედის გვერდით იძინებდა , მალულად იპარავდა მის ტელეფონს, მაგრამ როგორც წესი ბლოკირებულ ეკრანს ვერაფრით ხსნიდა. მერე ცოტა გამოიცვალა, ასაკმა მაინც თავისი გაიტანა, დედის მოთხოვნით სიარული დაიწყო მუსიკაზე და ცეკვაზე, დრო საფიქრალად აღარ ჰქონდა, მაგრამ მთავარი ოცნება რაც ყველაზე მეტად უნდოდა, დედა მისკენ არც კი ახედებდა.. ახლა უწევდა ამ ტყუილის თქმა. უწევდა ტყუილში დეიდა და ბიძაც ჩაეთრია, რადგან იცოდა სხვანაირად ვერაფერს გააკეთებდა. რაოდენ დიდიც არ უნდა ჰგონებოდა თავი, მაინც პატარა იყო. ათი წელიწადი ძალიან ცოტა იყო იმისათვის რომ რაიმე გადაწყვეტილება თავად მიეღო.. ახლა კარებს მიყუდებული იდგა და უსმენდა უფროსების ლაპარაკს. გაგონილს თავადაც ვერ უჯერებდა, არ იცოდა ეს ყველაფერი უნდა გახარებოდა თუ უნდა სწყენოდა.. რა უნდა გაკეთებიანა ახლა, შევარდნილიყო ოთახში და დედისთვის მატყუარა ეძახა თუ მადლობა ეთქვა დეიდასთვის რომელიც გვერდში დაუდგა და მამასთან მიიყვანა. არადა სულ რაღაც ერთი კვირის წინ, მამასთან ერთად იყო წასული მსახიობების გასაცნობად. როგორც ყველაზე პატარას დემნა ხელს წამით არ უშვებოდა ევას, თითქოს ისიც გრძნობდა რომ ამ გოგონაში მისი სისხლი დუღდა. მერე როდესაც ევამ როგორც ნამდვილმა პატარა ბავშვმა ჩაის დალევაზე უარი განაცხადა და ცხელი შკოლადი მოინდომა, დემნამ მისი გამოხტომა დააკმაყოფილა და ცხელი შოკოლადით მოუსვარა ტუჩები... მიუხედავად იმისა რომ ათი წელიწადი სულ ცოტა იყო, გული ძალიან სტკიოდა ევას, რომ დედა დაპირდა. დაპირდა რომ მამას გააცნობდა, რომ მამასთან წაიყვანდა. ახლა კი გამოდიოდა რომ იტყუებოდა. მამა აქ იყო და დედა ატყუებდა.. იცოდა ახლა დედას თავისი ტყუილის შესახებ ვერ ეტყოდა, მაშინ შეიძლებოდა ელენეს საერთოდ არ გაეშვა გარეთ და შედეგად ვერც მამას ნახავდა მეტად. ცხელი ცრემლები პატარა ხელის გულებით მოიწმინდა და ჩუმად მოიკეტა ოთახის კარები. - ელენე დროს წელავ. ბიჭი ერთი თვეა აქაა და სიმართლეს არ ეუბნები.. - ნანჩო რატომ არ გესმის, ვერ მოვახერხე. - მასთან დაწოლას ხომ ახერხებ - გაბრაზებულმა უთხრა დას და მკლავში ხელი მოუჭირა.. - იცოდე ეს ბავშვი სადღაც გადაეყრება დემნას და მერე უარესი იქნება. - რა ვქნა ამიხსენი ნანა, ამ კაცს სექსის მეტი არაფერი უნდა რომ მხედავს, და წერილი მივწერო? რა გავაკეთო, კარგად იცი გუშინაც სალაპარაკოდ წავედი. ლაპარაკის ნაცვლად ყველაფერი იყო. - არ ვიცი ელენე, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ დემნას როგორმე უთხარი რომ ევა მისი შვილია. მოვკვდი ამ ბავშვის საცოდაობით რა. შვილი სულ არ გეცოდება, ხანდახან გიყურებ და ვხვები ისე კარგად გაქვს გათავისებული რომ ევას მამა არ ჰყავს არც გახსენდება რომ ჰყავს. - ნუ მიყვირი რა !- გაბრაზება ვერ დავმალე და საწოლიდან წამოვდექი.- ვერც კი ხვდები რა მდგომარეობაში ვარ. მუხედავად იმისა რომ დემნას ძალიან გაუხარდება ევას არსებობა, იცი რა იქნება? სამუდამოდ შემიძულებს. ამას ვერ გადავიტან ნანა, ახლა როცა ამდენი წლის მერე ეს კაცი დაბრუნდა, ისევ მის სითბოში და ალერსში გავეხვიე ახლა რომ ხელი მკრას მოვკვდები .. - არ მოკვდები, ამასაც გაუძლებ შენ რომ „რკინის ლედი ხარ“. - მეც ამას გეუბნები მალე უთხარი სიმართლე და ყველაფერი კარგად იქნება.. მთელი ამ დროის განმავლობაში მარტო ამას გთხოვდი რომ ამ კაცს ჰქონდა უფლება სცოდნოდა შვილის არსებობის შესახებ. - ხვალ ყველაფერს ვეტყვი. გპირდები რომ თეატრში ავუხსნი ყველაფერს. მოხდეს ის რაც მოსახდენია. ამდენი წელიწადი საკუთარი შვილი ვტანჯე, ახლა ჩემი ტანჯვის დროც მოვა. - ნუ ხარ პესიმისტი გოგო - საკმარისად იტანჯე. უბრალოდ შენმა ერთმა შეცდომამ სამივეს ცხოვრება უნდა შეცვალოს ახლა. - დანანებით მითხრა ნანამ და ოთახიდან გასულმა მარტო დამტოვა ჩემს ფიქრებთან ერთად. „პირველად რომ დავინახე თაბაგარის პიროვნება ვიფიქრე ეს კაცი ან ამაშენებს ან დამანგრევს თქო. ერთდროულად გვიწევდა მუშაობდა და სწავლა. უმეტესად უნივერსიტეტში ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე ფეხით ერთად მივუყვებოდით გზას თეატრისაკენ.. ათასი ქალის შურიანი თვალი მხვდებოდა. დემნა ყველას უყვარდა, ყველას უნდოდა მასთან ყოფნა მათ შორის მეც. უნვერსიტეტში ყველა მცნობდა ჩემი წითელი თმის და ლურჯი თვალების გამო, თაყვანისმცემლების ყურადღება არასოდეს მაკდლა მაგრამ მე „ალისფერ გოგოს“ როგორც დემნა მეძახდა, ის თაბაგარი მინდოდა რომელსაც ქალების გადამეტებული ყურადღებისაგან ღებინიბის გრძნობა დასჩემდა. ყოველ ღამით ბალიშს ვუყვებოდი ჩემი ტკივილის შესახებ, ყოველ დღე კი დემნა უარესად მიხეთქავდა გულს გოგოებზე ლაპარაკით.. ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, რადგან ვიცოდი მისი დამოკიდებულება ქალების მიმართ..“ ** ჩემს სახეზე მოცეკვავე მზის სხივებს დავემალე და საბანი თავზე წავიფარე..ცხელი შხაპის მიღების მერე, გავარვარებულ ტანზე საყვარელი ხალათი მოვიცვი და ქურდივით გავიპარე გვერდით ოთახში. ევას ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა, საათის ცელქი ისრები კი უკვე რვას უჩვენებდა.. ძალიან ღრმა ბავშობიდან ასე იყო. ევას ძილი ყველას და ყველაფერს ერჩივნა. ყოველ დილით ადრიანად მიწევდა მისი გაღვიძება რომ სკოლაში დროულად მიმეყვანა.. დღეს არ ვჩქარობდი , დღეს შეეძლო დაეგვიანა, რადგან მე ასე მინდოდა. გადატვირთული გრაფიკის გამო ევა კერძო სკოლაში დამყავდა, არ მინდოდა ჩემი შვილი ჩემს დას კისერზე დაწოლოდა, ამიტომ ექვსამდე სკოლაში იყო, მეც თავისუფლად ვმუშობდი მერე კი სიამოვნებით გამოყავდა ნანჩოს , ან მე.. ფარდები გადავწიე და ოთახში მზის სხივებს შემოსლის უფლება დავრთე, მათაც მაშინვე დაიწყეს გათამამება და ელვის სისწრაფის მოედნენ ოთახს. მშვიდად მწოლიარე ევას გავხედე. ზუსტად ისე ეძინა როგორც დემნას. ხელები ბალიშის ქვეშ ამოედო და მშვიდად ფშვინავდა.. გამოძინების საშუალება მივეცი, ოთახიდან ისევე მშვიდად გავედი, როგორც შევიპარე და კიბეებზე ჩავედი.. - დედა, დედოფალს დილა მშვიდობისა - ღიმილით მითხრა ნანამ და თვალი ჩამიკრა.. - რამ გადაგრია ამ დილა უთენია - გაოცებულმა გავხედე და ჩაიდანისკენ გავაპარე ხელი.. - რას ინებებთ თქვენო უდიდებულესობავ? - ნანა ხო კარგად ხარ? - მისკენ წავედი და შეტყუპებული თითები მივადე შუბლზე .- სიცხე არ გაქვს, და რავიცი ეტყობა პერიოდია ასეთი. - რატო ხარ, გოგო ასეთი უჟმური და მჟავე ლობიო..- მაშინვე დამიტია და ზურგი მაქცია.. - მჟავე ლობიო საიდან მოიფიქრე , ამიხსენი რა გჭირს- სიცილისაგან მუცელატკიებულმა ვკითხე და ცრემები მოვიწმინდე.. - როლში ვიყავი. - როლში იყავი? - გაოცება ვერ დავმალე და მთელი ერთი თვის მანძილზე პირველად გადავიხარხარე გიჟივით. როლში იყავი და ვის ანსახიერებდი ფრეილინას? - არაფერი შენ არ გესმის. გაბუტულმა მითხრა და ხარბად მოსვა ყავა.. - ნანა ხანდახან მაგიჟებ. ისე მართლა არ გიცდია ჩვენთან მოხვიდე , როლზე დაგამტკიცებდი.. - ხო, ნამდვილად მე ვაკლივარ მაგ გარყვნილების ბუდეს . - გარყვნილების ბუდეს თუ გიორგის? - ალმაცერად გავხედე და იდაყვი ვუთავაზე გვერდში... - კარგი რა ელენე, შენი დაცინვა მაკლია.. - არასოდეს მოვალ მანდ სანამ ეგ სულიერი მანდ დააბიჯებს. და ეგ სულიერი კიდევ სულ მანდ დააბიჯებს. თეატრის აჩრდილია გეფიცები.. - რატომ სულელობ. კარგად ვიცი გიორგი როგორ გაგიჟებს. და მგონი ყველაფერთან ერთად ისიც გიჟდება - სიცილით ვუთხარი და მის წინ დავჯექი.. - ვიცი.. - დანანებით მითხრა და მზერა ამარიდაა. - მოყევი - ნიკაპის ქვეშ თითები ამოვდე და თავი ავაწევინე.. - მოყევი რა მოხდა.. - გახსოვს ორი თვის წინ ახალი სეზონის დაწყებას აღნიშნავდით . ეტყობა ზომაზე მეტი დავლიე. ვიცი რომ თვითონ გამოვიწვიე მაგრამ არ ვიცი რა დამემართა ელ. პატარა თინეიჯერი გოგოსავით ვკოცნიდი მალულად თავისსავე კაბინეტში. ვერ აგიღწერ რა განცდაა და რა გრძნობა მისი შეხედა. სხეულში ცეცხლი მეკიდება. სურვილი მიჩნდება გავარვარებული ხორცები დავიგლიჯო, ისე მიდუღდება სისხლი სუნთქვაც კი მავიწყდება.. - ნანა, ხო იცი რომ ვნება მალე გაგიფრინდებათ. იცის ხო იცით რომ ვნება სიყვარულამდე ხშირად არ მიდის. ურთიერთობებს სექსით ნუ დაიწყებ. ეცადე ცოტა სხვანაირად დაანახო შენი შინაგანი სამყარო.. - ვიცი, ახლა მეტყვი შენ რომ სიყვარულით დაიწყე ამიტომ არ ხარ მარტოო? - მაგრამ მე თავად დავუშვი შეცდომა, შენ ჩემს შეცდომებზე ისწავლე.. - ვერ ვაკონტროლებ ამ სურვილს ელე, საკმარისია ეგ კაცი დავინახო მაშინვე მზად ვარ კედელზე ავაკრა.. - შენი საუბრის მანერა და სიტყვათა ლექსიკონი ჭკუიდან მწევს ნანჩო. - გინდა მე დაველაპარაკო ? - არა, არ მინდა. იყოს ისე როგორცააა. ხომ ხედავ მანდ აღარ მოვდივარ. საკუთარი თავის და სურვილის პირველად მეშინია ასე ძალიან ..- ცოტა დრო მინდა, გადავხარშავ ყველაფერს და საკუთარ თავზეც ვისწავლი კონტროლს.. - დილა მშვიდობისა - მძინარე ხმით გვითხრა ევამ და მისკენ გავიხედეთ. მე რომ სკოლაში დამაგვიანდა ახლა - მხრები აიწურა და სკამზე შემოჯდა. - დღეს სკოლაში არ მიდიხარ - დღეს დედიკოს გოგო იქნები კარგი? - აუ რა მაგარიაა, პატარა ხელები შემომხვია კისერზე და მაგრად მაკოცა ლოყაზე.. - ჩემი სიყვარული ბავშვი ხარ შენ. ახლა ვისაუზმებთ, მერე გავემზადებით და გავივლით მე და შენ კარგი? - კარგი.. - რა ხდება? - მალულად გამოაპარა მზერა ნანჩომ და აღელვებულმა მკითხა.. - მინდა რომ შევამზადო ნან, დროა - მეც ასევე ჩუმად დავუბრუნე პასუხი და ევას მაგრად შემოვხვიე ხელები. მაგრად ვუჭერდი ხელს მის პატარა თითებს და ვიცოდი მის წინაშეც კი თავის მართლება მომიწევდა.. მიუხედავად იმისი პატარა ასაკისა ევას კითხვები მუდამ მაშინებდა.. ამბობენ ყველაფერი მთავრდებაო... უბრალოდ ხანდახან ამ ყველაფრის დამთავრებას ჩვენ ვუწყობთ ხელს. დროზე ადრე ვამთავრებთ რაღაცეებს, დროზე ადრე ვამთავრებთ ვიღაცეებს და მერე დანანებით გავყურებთიმ გზაც რომელის დასრულდა.. მზე ხარბად ანათებდა. გადაყვითლებულ ფოთლებში ვურევდით ფეხებს, ზუსტად ისე როგორც წლბის წინათ მე და დემნა. ყოველთის მიყვარდა შემოდგომა. მიყვარდა იმიტომ არ ვგრძნობდი სიცივეს, არ მეშინოდა მოსალოდნელი ყინვის და თოვლის. მისი ძლიერი ხელები მუდამ ახერხებდა ჩემს გათბობას... - მამაშენი ძალიან მიყვარდა- : რაც შემეძლო მშვიდად დავიწყე და დავინახე როგორ დაეტყო ევას აღელვება სახეზე. პირველივე სკამზე ჩამოვჯექით, გვერდით მივისვი და მისი ხელები ჩემს გაყინულ ხელებში მოვიქციე. - მართლა ძალიან მიყვარდა, - ისე როგორც ზღაპრებშია?- გულუბრყვილოდ მკითხა და გამიღიმა.. - ისე როგორც ზღაპრებშია. ერთად ძალიან ბედნიერები ვიყავით. გვინდოდა ბევრი შვილი, ჩვენი საკუთარი სახლი და დიდი ეზო გვქონოდა . მაგრამ ორივეს გვინდოდა ჩვენი წილი წარმატება ევა.. - მამამ რატომ მიმატოვა? - აცრემლებული თვალებით მკითხა და ობოლო ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. - მისმინე. - მამას არ მიუტოვებიხარ. - მამაშენმა არ იცის შენი არსებობა , მე ხომ წინაზეც გითხარი ჩემო ანგელოზო.. - მამაშენი სასწავლებლად და სამუშაოდ წავიდა. მე კიდევ არ გავყევი. მერე გავიგე რომ შენ უნდა მყოლოდი, მასზე ძალიან ნაწყენი ვიყავი რომ დამტოვა და დავუმალე შენი არსებობა.. - ახლა რომ გაიგებს რას იზამს?- შეშინებულმა მკითხა და ხელები გამაცალა.. - გაუხარდება. ვიფიქროთ რომ ძალიან გაუხარდება შენი არსებობა. მაგრამ დრო დასჭირდება ევა, მინდა რომ გაგებით შეხვდე ამას. შენ ხომ დიდი გოგო ხარ, მინდა რომ როდესაც მამას გაგაცნობ , მისგან არაფერი გეწყინოს ევა.. არ ელოდო რომ ხელს ჩაგკიდებს და შვილს დაგიძახებს, განა იმიტომ რომ არ ენდომება უბრალოდ იმიტომ რომ მისთვის რთული იქნება.მოდი ვიფიქრით რომ შეიძლება მამას ცოტა დრო დასჭირდეს .. - მაგრამ ხომ შემიყვარდებს დედა? - რა თქმა უნდა, შეგიყვარებს. განა შეიძლება შენ ვინმემ არ შეგიყვაროს? - გული გამალებით მიძგერდა, მხოლოდ ახლა ვგრძნობდი რამხელა ტკივილს ვაყენებდი შვილს ჩემი ეგოიზმით.. ევა კალთაში გადმოვისვი და მაგრად შემოვხვიე ხელები.. სიცივისაგან გაყინული ცხვირი მის შავ თმებში ჩავმალე. კარგა ხანს ვისხედით ასე.ხმას არც ერთი ვიღებდით . ევას თავისი საფიქრალი ჰქონდა მე ჩემი. სინამდვილეში ორივეს ერთიდაიგივე რაღაცის გვეშინოდა. ორივეს სანერვიულო მიზეზი დემნა იყო. სკამის საზურგეზე გადავწექი და ევა ზედ გადავიწვინე. თვალები დავხუჭე და თბილ მზეს სახე მივუფიცხე. გამახსენდა წლების წინ, როცა ევა სასეირნოდ გამყავდა, სწორედ ასე ვაძინებდი მზის გულზე, მინდოდა ბუნებაში დიდხანს ყოფილიყო. მინდოდა ის ჩემგან განსხვავებით სხვანაირი გამხდარიყო. მისი მთავარი მიზანი არ ყოფილიყო მსახიობობა და თეატრი. მეგონა ისიც დემნასავით დამტოვბდა და გაიქცეოდა. ისიც თავისი წარმატების გამო მიატოვებდა დედას, რომელსაც ყველაზე ძალიან უყვარდა. ჩვენი ნეტარება ტელეფონის ზარმა დაარღვია. გიორგი სასწრაფოდ მთხოვდა თეატრში მისვლას.. სხვა გზა არ მქონდა, ევა თან უნდა წამეყვანა. ევათი იქ მისვლა კი სიკვილის ტოლფასი იყო. რაც შემეძლო ფრთხილად უხმოდ შევედი კაბინეტში და მძინარე ევა დივანზე დავაწვინე. ფრთხილად გავხადე ქურთუკი და წერილი დავუტოვე რომ მალე დავბრუნდებოდი.. გიორგის კაბინეტში ყრილობა ჰქონდათ მოწყობილი. დამინახა თუ არა დემნამ მაშინვე გადაისვა ენა ტუჩებზე და მივხვდი რასაც მანიშნებდა. სწრაფად ავარიდე მზერა და გიორგის ცოტნეს შორის თავისუფალ სკამზე დავეშვი... - მოკლედ, მსახიობთა გუნდი შერჩეულია. ყველაფერი დალაგებულია. ახლა რაც ყველაზე მეტად მინდა თქვენი დახმარებაა. მინდა რომ ერთად იმუშაოთ, ერთმანეთს რჩევები მისცეთ. ჩვენი სალექციო კურსის დაწყებამდე ყველას გაგაცნობთ, ზოგიერთს იცნობთ კიდევაც. მაგრამ ჩვენი მიზანია მათგან წარმატებული მსახიობები გამოვზარდოთ. ზოგიერთს დავეხმაროთ წინსვლაში. პატარებს კი მივცეთ შანსი შეძლონ დემნასთან ერთად წავიდნენ ამერიკაში ერთი წლით - ღიმილით ჩამოაყალიბა სათქმელი გიორგიმ და დემნას გახედა.. - აბა რას იტყვი? - ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბე. უბრალოდ ეს პატარა თაობა მაშინებს - თუმცა ამასაც მოევლება. ახლა ჩემი მთავარი მიზანია მთელი ეს გუნდი ორ ჯგუფად ისე დავყოთ რომ არავინ დაზიანდეს. - მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ და ვერ ჩამოვყალიბდი ეს როგორ უნდა გავაკეთო.. - შენ რას ფიქრობ ელენე?- ზღვისფერი თვალებით შემომხედა და ვიგრძენი როგორ დამიწყო გულმა ფართხალი. - გამომშრალ ტუჩებზე ენა გადავისვი და დემნას წინ დაწყობილი სურათები ჩემკენ გავწიე.- მე ასე ვფიქრობ და სწორიც იქნება, რომ ყველა თანაბარ დონეზე იყოს. დამწყები მსახიობები ერთ გუნდში გავიყვანოთ , ხოლო შედარებით გამოცდილები ცალკე. რაც შეეხება ჩვენი თეატრის მსახიობებს ისინი შენს მასტერ კლასზე უარს არ იტყვიან ასე რომ ისინიც გამოცდილებში გავუშვათ . - სწორია. მეც ასე ვიფიქრე. მაგრამ რამდენად სახალისო იქნება მათთვის.. - პრობლემას ვერაფერში ვხედავ. თუ გინდა რომ ყველა მეგობრულად იყოს მოდი ასე დავგეგმოთ კვირაში ორი სემინარი შენ ჩაატარე, მესამე კი მსახიობებს მივანდოთ . ასე უფრო კარგადაც გაიცნობენ ერთმანეთს და იქნებ უკეთესიც იყოს. - მაგრამ ახლა მთავარია დავითვალოთ რამდენი ახალბედაა- სრულიად დამაჯერებლად ვუთხარი და საკუთარი მონაფიქრით ბედნიერს გამეღიმა. - მომეცი ფოტოები და გაჩვენებ - ფეხზე წამოდგა დემნა და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ. ფოტოების დასტა ხელიდან გამალა და ზურგს უკან გამიჩერდა. - ულამაზესი გოგოები გვყავს, ეს ბავშვები საერთოდ ჭკუიდან მწევენ. მამაკაცები ისეთი სექსუალურები არიან, შეგიძლიათ შეესიოთ გოგოები, მხოლოდ სამსახურის მერე- ღიმილით თქვა და ცხვირ წინ სათითაოდ დამილაგა სურათები.. თვალებს არ ვუჯერებდი. ვერაფრით ვაანალიზებდი იმას რაც ჩემს თავს ხდებოდა ამ წამს. ყელი ერთიანად გამიშრა. მთელს სხეულში აუტანელმა სიცივემ დამიარა და კანკალში გადამეზარდა. სახეზე მკვდრის ფერი მედო. გაოცებული სახით მიყურებდა ჩემს წინ მჯდარი ნატალი და ნერვიულად იმტვრევდა თითებს.. - შეხედე, აი ეს ბავშვი არის ლეგენდა ელენე - ზურგიდან გამომატარა ხელი და საკუთარი შვილის ფოტოზე დააკაკუნა. მგონი ეს ბავშვი ისე მგავს , საკუთარ ცხოვრებაზე რომ ვიღებდე კინოს უეჭველად შვილის როლზე დავამტკიცებდი.. - ცუდად ხარ? ელენე . - წყალი დალიე მიდი - აცახცახებული ხელით გამოვართი ჭიქა გიორგის და მალულად გააპარა მზერა ევას სურათისკენ. - წამოდი წამოწექი - მაშინვე ხელი შემომხვია წელზე დემნამ და გიორგის თვალებით ვანიშნე როგორმე დაეხსნა ჩემი თავი.. - მოდი შენ საქმე გააგრძელე. ელენეს ცუდად გახდომის მიზეზი კარგად ვიცი. როგორც ყოველთვის არც ახლა ჭამა ალბათ. ოთახამდე მივაცილებ და მოვალ - შეშფოთებულმა ჩაიფრუტუნა გიორგიმ და დემნას ხელი გააშვებინა... - დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა წამოგყვე? - ამაოდ არ მეშვებოდა დემნა და მთელი ძალით ვუჭერდი ხელს გიორგის. - დემნა მართლა არ მინდა. მადლობა. გიორგი მიმაცილებს.. - მოკლედ მეგობრებო. 5 წუში დემნა ყველაფერს ახსნის და შეგეძლებათ წასვლა. შენ კი სცენაზე გელოდები - გადაჭრით უთხრა გიორგიმ დემნას და ოთახიდან გამიყვანა... - ელენე რა ჯანდაბა ხდება ამიხსენი , ევა როგორ მოხვდა მანდ? - არ ვიცი გიორგი, რომ მცოდნობა ახლა სიკვდილს ჩავხედავდი თვალებში?? - აქამდე რატომ არ უთხარი სიმართლე? - ახლა ჩემს სიმართლეს ოთახში სძინავს . დემნა აქამდე არ გამოუშვა თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩები - მუქარით ვუთხარი და ლოყაზე ჩამოცვენილი ცრემლები მოვიშორე. - კარგი, მიდი ევას დაელაპარაკე და გაიყვანე. - მადლობა - მხარზე ხელი ნელა დავუსვი და ოთახის კარები ზურგს უკან მივკეტე.. დივანზე იჯდა და ტელეფონში რაღაცას თამაშობდა.. ფერწასული დამინახა თუ არა ტელეფონი გვერდზე გადადო და ჩემკენ წამოვიდა.. მაგრამ მოვკიდე ხელი და დივანზე დავსვი. მის წინ მუხლებზე დავდექი და რაც შემეძლო მშვიდი სახე მივიღე. - არ გინდა დედას რამე უთხრა? - ლოყაზე ელი ჩამოვუსვი და მის თბილ ხელებს ნელა ვაკოცე.. - დედიკო.. - ცრემლები გადმოყარა და ხელები კისერზე შემომხვია. - ვიცოდი რომ გამიბრაზდებოდი. - ევა რას ნიშნავს ეს ყველაფერი. როგორ მოახერხე და საერთოდ როგორ გაბედე, ჩემთვის ასეთ რამე დაგემალა? ამიხსენი - განერვიულებული წამოვხტი ფეხზე და დამფრთხალ ევას გავხედე.. - როგორ გაბედე ამხელა ტყუილის თქმა. - მინდა მსახიობი გავხდე. - სლუკუნით მითხრა და ნერვიულად მოვისრისე შუბლი. - შენ გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო, მსახიობობა კი არ გინდა. ამას ახერხებ კიდევაც. რაც დაიბადე შენთვის არაფერი დამიკლია, ყველა შენს თხოვნას და სურვილს ვასრულებდი, მე კი მხოლოდ ერთი რაღაც გთხოვე. - შენ მე მთავარი დამაკელი- მამა - ! გაბრაზებულმა მიყვირა და ტელეფონი იატაკზე დაახეთა. - არ მინდა შენი ნაჩუქარი ტელეფონი, არც ეს ჩანთა მინდა. არც ის კომპიუტერი არ მინდა დედა.. - მამა რა შუაშია აქ პატარავ? - შვილის საქციელით შეშინებულმა მის ჩასახუტებლად გავიწიე რომ დღეს პირველად არ მომცა ევამ ამისი საშუალება. - მე ვიცი რომ მამაჩემი დემნაა. მე მასთან ერთად ვიყავი მთელი ეს დღეები და მინდა სულ მასთან ვიყო. - საიდან გაიგე - ძლივს მოვახერხე კითხვის დასმა და მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი. - შენი და დეიდას ლაპარაკს მოვუსმინე. ვიცი რომ მამაც აქაა, მისი ხმა მესმოდა. მცხეთაში როცა ვიყავით მამა მეფერებოდა, გვერდით ვყავდი. ახლა წავალ და ვეტყვი რომ მამაჩემია. - არ გაბედო !- თორემ არ ვიცი რას გიზავ!-საკუთარ თავზე გაღიზიანებულმა ვუყვირე ევას და დერეფანში გაქცეულს უკან დავედევნე. - ევა გთხოვ, ასე არ გააკეთო . სცენაზე გამავალ კულისთან ორივე შევჩერდით .ორიოდე ნაბიჯის დაშორებით იდგა ჩემგან და სცენაზე მდგარ დემნას და გიორგის გაცისკროვნებული თვალებით უყურებდა. - ევა გთხოვ, ახლა არა - გთხოვ, თუ დედა ცოტა მაინც გიყვარს ახლა არ უთხრა არაფერი დემნას. ფრთხილად მოვკიდე ხელი მაჯაში და ჩემკენ გაწევას შევეცადე ,რომ მოულოდნელად გამისხლტა ხელიდან და სირბილით წავიდა დემნასკენ. - ევა?- გაოცება ვერ დამალა თაბაგარმა რომ პატარა გოგოს ხელები მაგრად შემოხვია წელზე პირველად წარმოთქმული სიტყვით „მამა“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.