შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელფერის სასახლის ქურდი (სრულად)


6-09-2022, 15:33
ნანახია 4 536

``ელფერის სასახლის ქურდი``
შესავალი

ბავშვობის სახლი, რომელიც პატარაობისას დავტოვეთ და სხვაგან გადავედით, მას მერე ერთადერთი იყო, რომელსაც ჩემთვის ჩემი სახლი ერქვა, მხოლოდ ჩემი სახლი. სახლი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მომწონდა და ბავშვობას მაგონებდა. მას შემდეგ ბავშვობაც და ეზოში ბედნიერად მოთამაშ¬ე გოგონაც სადღაც უცბად გაქრა... და იმ სახლში აღმოვჩნდი, რომელიც ვერ შევიყვარე მთელი 20 წლის განმავლობაში. მთელი 20 წლის განმავლობაში ვუყურებდი ეზოში მოთამაშე ბავშვებს და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ეს სახლი შენი არ არის, არც ეს ეზოა შენი, ისინი შენი ნაწილი ვერასოდეს გახდებიან, რადგან ბავშვობა იქ დატოვე, იმ სახლში, რომელიც შენი იყო, შენი და მეტი არავისი. ახალ სამოსახლოში არასდროს მდომებია ეზოში ჩასვლა და იქ თამაში, ჩემთვის მხოლოდ ერთადერთი სახლი არსებობდა, სახლი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი მხოლოდ 5 წლამდე, ბავშვობის ეზოში, სადაც ბავშვებთან და პირველ მეგობრებთან ერთად დავრბოდი და ვთამაშობდი. 5 წლის მერე ახალ სახლში თავს ტყვედ ვგრძნობდი, სიზმრებშიც კი იმ სახლს ვეძახდი და იმ ეზოში დავრბოდი, ვთამაშობდი და მეგობრებს ვნახულობდი. სიზმრებში იმ სახლს ვეფერებოდი და ვესიყვარულებოდი, რომელიც ჩემთვის ყველა მდიდრულ სახლზე უფრო ლამაზი და საინტერესო იყო... რადგან იქ ვიყავი მხოლოდ პატარა გოგონა, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ ახალ სახლში გადასვლისას უცბად გავიზარდე და დიდი გოგო გავხდი... ჯერ კიდევ ადრე გავხდი დიდი გოგო, რომელიც ცდილობდა მთელი 20 წელიწადი იმ სახლისთვის ეცქირა, რომელიც არ უყვარდა და ძველი სახლის სიყვარული დაევიწყებინა. ძველი სახლის ქუჩაზე გავლილს ყოველთვის ცრემლები მეძალებოდა, მაგრამ თავს ამის უფლებას ვეღარ ვაძლევდი, რადგან ვიცოდი, რომ ის სახლი უკვე ძველი ბავშვობის სახლი იყო და მეტი აღარაფერი... იქ მოხვედრა ჩემთვის ხელახალი ჭრილობების გახსენება იყო. თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდი, როცა ძველი სახლის ლიფტის კარზე ჩემი და ძმების სახელები ეწერა. წარწერას შევხედავდი და მხოლოდ ეს ერთი რამ მანუგეშებდა, ცრემლი რომ არ მომრეოდა, უცბად ავივლიდი კიბეს და მეზობელს ვესტუმრებოდი, ეზოს გადავხედავდი ფანჯრიდან და ძველ დროს ვიხსენებდი, სადაც გოგონა ეზოში დარბოდა და თამაშობდა... მხოლოდ იმ სახლზე ვფიქრობდი, ის სახლი მინდოდა და მჭირდებოდა, რომლის დაკარგვაში არავინ არასდროს დამიდანაშაულებია. ახალი სახლი უფრო დიდი იყო, ძველ სახლზე დიდი და კარგი ჩემი ოჯახისთვის... მაგრამ ჩემს ფიქრებსა და სიზმრებში მაინც ვერ დავთმე ძველი, რომლის სიყვარულიც, ვიცოდი, რომ მუდამ გულსა და სულში მექნებოდა გამჯდარი და არასდროს მივცემდი თავს მისი დავიწყების უფლებას... მთელი 20 წელიწადი მენატრებოდა და მსურდა იქ, იმ სახლში და მეგობრებთან მოხვედრა, თუნდაც ერთი წამით... ერთი წამით მოვხვედრილიყავი იმ ძველ დროში და მერე თუნდაც მომკვდარიყავი, ამაზეც თანახმა ვიქნებოდი, რადგან ის სახლი ჩემი ბავშვობის ერთადერთი სიყვარული იყო, რომლის დაკარგვა არ მინდოდა და არც არასდროს დამიკარგავს ჩემს ფიქრებსა და სიზმრებში... ის მხოლოდ ჩემი იყო, ჩემი ერთადერთი პატარა სიყვარულის სახლი... თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ადრე თუ გვიან დავიბრუნებდი... ყველაფრის ფასად... თუნდაც სიკვდილის ფასად... მაგრამ ახლა უკვე სხვისი სიკვდილის ფასად...
***
2015 წელს თეთრი ფურცლები ნელ-ნელა შეფერილობას იძენდა და ივსებოდა რომანით `მკვლელობა შავი იებით“. პირველი წიგნი, რომელიც შექმნა ავტორმა ქალზე, რომელმაც საბედისწერო კოცნით დაანგრია თავისი კარიერა და შეშინებული სამშობლოს გაექცა. უკან დაბრუნებული კი თავად ყოფილი უფროსის მკვლელობაში იქნა ეჭვმიტანილი. პირველი წიგნის შექმნის შემდეგ ავტორი ახალ რომანზე ფიქრობდა, მაგრამ ისე ჩაითრია თეთრი ფურცლების შეფერადებამ თავისი ნაფიქრით, რომ მესამე რომანიც მასთან ერთად შექმნა. რომანი, რომელშიც გოგონა 5 წლის ასაკიდან თითქოს უცბად გაიზარდა ახალ სახლში გადასვლისას და სამუდამოდ გამოემშვიდობა ბავშვობის სიყვარულის სახლს და თავად ბავშვობასაც. ახალ სახლში უსიყვარულოდ მყოფი 20 წელი თავის თავს არწმუნებდა, რომ უკან დაბრუნდებოდა და მის პირველ საოცარ სიყვარულს, სახლს დაიბრუნებდა. უკან დაბრუნებამ კი მოუწია როგორც ახალგათხოვილ ელფერს, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ თავის სასახლეში, თავის ერთადერთ სიყვარულის სახლში მიჰყავდა ამ საბედისწერო ქორწინებას...
წიგნი თავად ავტორს შთააგონა იმ ტკივილმა, როცა მართლა დაკარგა თავისი ბავშვობის სახლი. მისი გონება მუდამ იმ სახლში დაქროდა, თუმცა იცოდა, რომ მას უკან ვეღარასდროს დაიბრუნებდა... ზუსტად ეს ბავშვობის სახლი მან ამ წიგნში ნამდვილ სასახლედ გადააქცია...

``ელფერის სასახლის ქურდი``
მწვანე ხასხასა მინდორში რუ მიედინებოდა. მასში ოქროსფერი, მწვანე, წითელი თევზები ჯგუფებად დაცურავდნენ. უეცრად გოგონას შიგ ქვა ჩაუვარდა, თავისი ერთადერთი ზურმუხტის ქვა და ყველაფერი წამში შეიცვალა.
_ შენ, ელფერის სასახლის მეპატრონე, დატოვებ ამ სასახლეს და უკან დაბრუნდები 20 წლის შემდეგ, როგორც ტყვე! _ მოესმა უცბად საზარელი წინადადება და გონებაც დაკარგა. გონს როგორც კი მოვიდა, მაშინვე წყლისკენ გაიქცა. ხელი შიგ ჩაყო, ქვის ამოღება დააპირა, მაგრამ ყველაფერი წამში გაიყინა, მისი ქვაც იქვე დარჩა და თევზებიც უმოძრაონი გახდნენ. წყლიდან ხელი ამოიღო თუ არა, მაშინვე ყველაფერი ამოძრავდა, თითქოს სული ჩაუდგესო. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ქვას ვეღარ შეეხებოდა და დამწუხრებული დაბრუნდა უკან, სახლში. ყველანი ნივთებს ალაგებდნენ ჩემოდნებში და მანქანას ელოდებოდნენ. რამდენიმე საათში ატირებული დატოვებდა თავისი სასახლის კარს. სასახლეს, სადაც დაიბადა, სადაც მთელი 5 წელი გაატარა, სადაც ბედნიერი ღიმილით სავსე დარბოდა. ახლა სასახლეს ტოვებდა და მიემგზავრებოდა. მანქანაში ჩაჯდა და დედის კალთაში თავჩადებულმა ცრემლებით დატოვა სასახლე მამასა და ძმებთან ერთად...
მთელი 20 წელიწადი ტიროდა ღამით, სიზმრებში სასახლეს ნახულობდა და მასზე ოცნებობდა. არავის ადანაშაულებდა სასახლის დატოვებაში, ეს ბედისწერას მიაწერა, მაგრამ ამ ბედისწერას არ ეგუებოდა. არც შეეგუებოდა, სანამ შურს არ იძიებდა მათზე, ვის გამოც სასახლე დატოვა.
გოგონა თავის ახალ პატარა სახლში ახალ ცხოვრებას იწყებდა და იზრდებოდა. ვერ ეგუებოდა ამ სახლს, მაგრამ იძულებული იყო მაინც იქ ეცხოვრა. ეს სახლი არ მოსწონდა, თავის სასახლეზე ოცნებობდა. დედა მუსიკას ასწავლიდა, ასწავლიდა არა მარტო დაკვრას, არამედ მის სიყვარულსაც. თავიანთ ძმებს მშვიდად დაჰყავდათ პატარა და სკოლაში, ერთად მიდიოდნენ და ერთად ბრუნდებოდნენ უკან. წლები გადიოდა, მაგრამ გოგონა მაინც ვერ ეგუებოდა თავის ახალ სახლს. ეს სახლი მისთვის მაინც ახალი და უცხო იყო, ვერ შეეჩვია და ვერ შეიყვარა.
25 წლის ფერი ცხოვრებას აგრძელებდა. ან ჭადრაკს თამაშობდა, ან ფარიკაობდა. ყოველდღე ჯირითობდა და მშვილდ-ისრით სროლას ხვეწდა... მთელი 20 წლის განმავლობაში ბრძოლას სწავლობდა. სახლში საჭმელსაც ამზადებდა, დედას ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში. მთელი 20 წელი, რაც თავისი სასახლისგან შორს გაატარა, გულში იმუქრებოდა, რომ შურის საძიებლად დაბრუნდებოდა.
რაფაელი და ფერნანდა, ვინც ფერის მშობლების შემდეგ სასახლეში დასახლდა, თავიანთ შვილთან ერთად ცხოვრობდნენ ახალ სასახლეში. მეურნეობას უძღვებოდნენ და შვილს ზრდიდნენ. მოსამსახურეები თავიანთ საქმეს მშვიდად აკეთებდნენ, ცხოვრებითა და მეპატრონეებით კმაყოფილები იყვნენ. ბიჭი აქ მეფესავით იზრდებოდა და ყველაფერი გააჩნდა, რაც სურდა.
კეთილი და მზრუნველი მშობლები თავიანთ ვაჟს ყურადღებას აქცევდნენ და არაფერს აკლებდნენ. ბიჭი სწავლობდა ყველაფერს და ყველა წიგნი, რაც ახლა უკვე კაბინეტში ეწყო თაროებზე, წაკითხული ჰქონდა, ხმალაობასა და მშვილდ-ისრის სროლაშიც კარგად იყო გაწვრთნილი, ისე, რომ სანადიროდაც დადიოდა. მას ელიანი ერქვა.
სასახლის მფლობელი ელიანი 30 წლის გახდა თუ არა, სევდამ შეიპყრო. იმ სევდამ, ელფერის დიდმა ბებიამ რომ თქვა გოგონას ცრემლების გამო: `დაე, ამ სასახლეში მემკვიდრე არ ჰყავდეთ! ელფერის, ჩემი შვილიშვილის აცრემლების გამო!~ და ასეც მოხდა. კლარა, ელიანის არჩეული ქალი, რომელთანაც კარგად გრძნობდა თავს, არა და არ დაორსულდა. ქალის ბებია კამილა, რომელიც თავის შვილიშვილთან ერთად სასახლეში ცხოვრობდა, ელიანს აფასებდა და შვილიშვილსაც უწონებდა ასეთ კარგ არჩევანს.
კაცმა კიდევ ერთი ღამე გაათია თავის ქალთან და დამწუხრებული მდინარეს ჩაუყვა დარდით, რომ შვილი ისევ არ ჰყავდა. მთვარე უნათებდა გზას. მთვარის შუქზე წყალში მოკაშკაშე მწვანე ქვა შენიშნა, რომელმაც სწორედ იმ ღამეს გაიღვიძა და გამოანათა თავისი ბრწყინვალებით. კაცმა წყლისკენ წაიღო ხელი, ამ დროს ქვა შეირხა და ალაპარაკდა:
`ამ ქვის მომავალი პატრონი იქნება შენი მემკვიდრის დედა! მაგრამ მას სძულხარ!~ კაცი შეტორტმანდა, როცა წყალში ქალის სახე დაინახა. უცბად ამოიღო წყლიდან ხელი, მაგრამ შემდეგ ისევ ჩაყო და ქვაც მის ხელში აღმოჩნდა.
მთელი სასახლე, მსახურები ეძებდნენ იმ ქალს, რომელიც ელიანს ქვის სიტყვების მოსმენისას მოელანდა, მაგრამ ვერაფერი გაიგეს მასზე. კაცმა მხატვარი დაიბარა და უბრძანა, დაეხატა ის ისეთი, როგორსაც აღუწერდა. შეხედა თუ არა ნახატს, მაშინვე მსახურები იხმო. ყველას უბრძანა: დაერიგებინათ საჩუქრები ღარიბებისთვის, თვითონ კი რამდენიმე მსახურთან ერთად გზას გაუდგა, რათა ეპოვა ის ქალი. თან ნახატიც წაიღო.
ცუდი ამინდი იყო და გზა ვეღარ განაგრძეს, ამიტომ კარავი გაშალეს ტყესთან ახლოს. ქარი ანგრევდა იქაურობას, მთელი ტყე ზანზარებდა და ქუხდა. კაცი სანადიროდ მარტო გაეშურა, გულის გადასაყოლებლად. ჯერ კიდევ არ ბნელოდა. მშვილდ-ისარი მოზიდა და უნდა ესროლა შველისთვის, როცა ქალის სახე მოელანდა. ხელში შეაჩერა ისარი და შველის თვალებში ჩაიხედა თითქოს. ამ დროს ქარმა ძლიერად დაუბერა, ისე, რომ მისი სამოსი, რომელიც მძიმე იყო და მდიდრული, ჰაერში აფრიალდა. ქარის ხმაზე კაცს ლაპარაკი მოესმა და კარვისკენ წავიდა. ყველას უბრძანა, მოეძებნათ ელფერის სახელის ქალი და ჩუმად შეეტყობინებინათ მისი ადგილსამყოფელი. უკან დაბრუნებული რამდენიმე დღე სასახლეში მარტო იჯდა თავის ოთახში და არავის ღებულობდა. მთელი დღე ქვას უყურებდა და ხელებში იქცევდა გაბრაზებული. გაიგეს თუ არა ფერის ადგილსამყოფელი, ელიანმა წერილი გაუგზავნა, სადაც ქალის მშობლებს მის ხელს სთხოვდა! თავად ელფერის ხელს.
უარი მიიღო თუ არა მამამისის ელაიანისგან და საჩუქრები უკან მოუბრუნდა, გამძვინვარებულ მხეცს დაემსგავსა, ყველაფერს ამტვრევდა და ანადგურებდა, ტყეში მხეცებს სასტიკად უსწორდებოდა და მათი სისხლით შეღებილ ხელებს ტანსაცმელზე ისვამდა: `შენ მაინც დაგიმორჩილებ და ძალით დაგიმონებ!~ _ დაიმუქრა და გასამგზავრებლად ბრძანება გასცა. რადგან ელიან ლამბეტი თავის საცოლის სანახავად მიდიოდა და ეს უკვე ქალის მამისთვისაც შეეტყობინებინათ.
***
გოგონა იმ დღეს საფარიკაოდ წავიდა ტყეში ძმასთან ერთად. მთელი დღე იჯირითეს, იქვე მიირთვეს ფერის გამზადებული საჭმელი და იფარიკავეს კიდევაც. გვიან დაბრუნებულმა გოგონამ სევდა ამოიკითხა მამის მზერაში და გამოკითხვა დაუწყო.
_ ელი, შვილო! უკვე გვიანია, დაიძინე, ჩემო ლამაზო.
_ მამა, ახლავე მითხარი, ასეთი სევდიანი რატომ ხარ?!
_ შვილო! შენი ხელის სათხოვნელად იყვნენ.
_ მერე?!
_ იძულებული გავხდი დავთანხმებოდი.... მაპატიე.... შვილო...
_ მამააა! მამააა! _ იყვირა ელფერმა და ჩაეხუტა, მაგრამ მერე უღებ თქვა. _ თანახმა ვარ, მამა! მაგრამ მასთან შეხვედრა მინდა! _ და მამას აკოცა. მშვიდად გავიდა ოთახიდან და მაშინვე გამძვინვარებული დავარდა ლოგინზე, თავის ოთახში... დედასთან საუბრის მერე თავი მოიწესრიგა და სახემცინარი დაენახა მათ, რათა თავისი ცრუბედნიერებით დაემშვიდებინა მშობლები...
ფერის გრძელი ლურჯი კაბა ეცვა, თმა შეეკრა და ჩაეწნა. სამკაული მხოლოდ თმაზე ეკეთა და ტანის რხევით მოაპობდა პატარა სახლის იატაკზე თავის სხეულს. დარბაზში მისი ოჯახის წევრები და სიძის ოჯახის წევრები დახვდნენ. გოგონამ კარი შეაღო და შევიდა თუ არა, ქარმაც დაუბერა, მის სახეს მოეფერა. ქალმა თითქოს სიოს გაუღიმა, შემდეგ მათ წინ წარდგა და გაჩერდა. თავი კი ასწია, მაგრამ არცერთისთვის არ შეუხედავს:
_ თანახმა ვარ! მხოლოდ ოთხი პირობით! _ თქვა და გახევდა.
ქალის სილამაზე შეუფასებელი იყო. სიცოცხლით სავსე იდგა შემოსასვლელში. კაცმა შეათვალიერა, ცდილობდა მის თვალებში ჩაეხედა, გაბრაზებული შესცქეროდა ქალს, რომელიც ზედაც არ უყურებდა და ძირს იხედებოდა. ასე რომ, სახე კარგად არ მოუჩანდა. ელიანი მისკენ დაიძრა, რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა და ქალს მიმართა:
_ გისმენ! _ თქვა მან მკაცრად და სხეულში რაღაც უცნაური იგრძნო, ის რაც აქამდე ჯერ არ შეეგრძნო და განეცადა.
_ ჩემს ოჯახს აღარ დაემუქრებით!
_ წამოვიყვან ერთ ადამიანს!
_ ქორწილი არ იქნება!
_ და იმ ოთახს დავისაკუთრებ, რომელიც მე მომინდება! _ თქვა და გაჩუმდა.
კაცს გაეღიმა და მიუახლოვდა. ქალის სახე შეათვალიერა და ჰკითხა:
_ რომ არ ვიყო თანახმა?!
_ მაშინ არც მე ვარ თანახმა! _ თქვა ფერიმ ცივად და კარისკენ დაიძრა, მაგრამ ამ დროს კაცმა თანხმობა განაცხადა და ქალმაც მიუგო:
_ მაშინ მეც თანახმა ვარ! _ შემდეგ თავის ოთახს მიაშურა და ატირდა.
_ ელი!... ელი! მე უშენოდ რა ვქნა?
_ შენ ჩემთან წამოხვალ, ხომ არ მიმატოვებ? არ მიმატოვებ! 20 წლის წინ ჩემი სახლი დავკარგე და ახლა ამ სახლსაც ვკარგავ და მასთან ერთად ყველაფერს! ოჯახს და მათ სიყვარულსაც!
_ ელი... მათ მუდამ ეყვარები.
_ მაგრამ მე ტყუილისთვის გამიმეტა ბედისწერამ, უნდა მოვიტყუო და ბედნიერი ქალის როლი ვითამაშო, რათა მათ არ ეტკინოთ!
_ უარი რატომ არ თქვი მაშინ?!
_ მამამ მას თანხმობა მისცა!
_ მაგრამ შენ, ელი?! შენ ვერ შეეგუები და ვერ იცხოვრებ უსიყვარულოდ!
_ მორჩი! სიყვარული არ მჭირდება! მე რაც მიყვარდა, იქ დავტოვე 20 წლის წინ, იქ დავტოვე მე, 5 წლის გოგომ! იქ დარჩა ჩემი გული და სული! დრო მოვა, ამ ქორწინებიდან თავს დავიძვრენ და შურისძიებას ვეცდები! შურისძიებაზე ფიქრს არ დავივიწყებ ამ ფარსი ქორწინების დროსაც კი!
_ მისთვის არ შეგიხედავს, ელი...
_ მე ის არ მაინტერესებს! 20 წელი ვემზადებოდი შურისძიებისთვის, ის ვიღაც კი გამომეცხადა და გეგმა დროებით ჩამიშალა! მაგრამ მასაც ბოლოს მოვუღებ!
_ ელი! ასე ნუ ამბობ. გაიხსენე, როგორ გაგზარდეს, მხიარული, ბედნიერი და ნაზი გოგონა.
_ მე 25 წლის ვარ უკვე, ფრანკა! და შურისძიება მწყურია! დაე, ორ კაცზე ვიძიებ შურს, ამაზე და ჩემი სასახლის ქურდზეც! _ დაიმუქრა და ლოგინზე დაჯდა გაბრაზებული.
ელფერის გასვლის მერე სიძე მშობლებით ვახშამზე მიიწვიეს. მანამ კი სტუმრები პატარა ოთახში განათავსეს, ხოლო ფერის ოთახი ცოტა ხნით სიძეს დაუთმეს, რის გამოც ქალი მხეცს ჰგავდა. ძმას ძლივძლივობით ეჭირა და ძალით გარეთ გაჰყავდა. გაბრაზებული ქალი ხანჯალს ისე ატრიალებდა, როგორც დანას, თან ძმას უძალიანდებოდა.
_ ელი! დროა დამშვიდდე! _ უყვიროდა ძმა.
_ ის ჩემს ოთახს ისაკუთრებს! _ იკივლა ელიმ და ძმის ხელებში შებორკილ ტყვესავით აფართხალდა.
ელიანი ქალის ოთახში შევიდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა. ოთახს თვალი მოავლო, ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებული იყო. ყველა ნივთი თავის ადგილას იდო, ზედმეტი არსად არაფერი ჩანდა. სავარძლების შუაში მდგარ მაგიდაზე ლამაზი ყვავილები იდო. კაცმა ხელი შეახო ყვავილებს, მათი სურნელი შეიგრძნო და მერე აივანზე გავიდა, სადაც მხოლოდ დივანი იდგა. ალბათ აქ ზის ხოლმეო, გაიფიქრა. ისევ ოთახში შებრუნდა და კედელზე დაკიდებული ფოტოები შეათვალიერა. შემდეგ ლოგინს შეახო ხელი, ძალიან რბილი მოეჩვენა და დაენანა წამოსაწოლად, კიდევ ერთხელ გადაუსვა ხელი და უკან დაიხია. ქალზე ფიქრობდა, მისი მკაცრი სიტყვები ჩაესმოდა ყურში და თავის თავს ეკითხებოდა, ნეტავ, რატომ ვძულვარ, ან რატომ არ შემომხედაო.
_ ელი! ის შენი ქმარი გახდება და ეს წესია, რომ შენს ოთახში შევიდეს! იქ, სადაც 20 წელი გაატარე!
_ იქ ჩემი ნივთებია! ჩემი ოთახია! ჩემი საკუთრებაა იქ და ჩემი სული! დრო მოვა და ამისთვის ვაზღვევინებ! ჩემს ოთახშია! ყველაფერს ვკარგავ, რაც მე მიყვარს!
_ შენ ნივთებს კარგავ მხოლოდ!
_ და ახლა ოჯახსაც! ჩემს ოთახსაც! მე დავკარგე სასახლე და მასთან ერთად სულიც! ახლა კი ვკარგავ აქაურობასაც!
_ ახალი სახლი გექნება ფერი! _ დაუყვირა. როცა ძმა მასზე აღარ ბრაზობდა, ფერის ეძახდა, მაგრამ გაბრაზებისას ელის დაუძახდა ხოლმე თავის პატარა დას. ბიჭმა გულწასული გოგონა ხელში აიყვანა და სახლში შევიდა. მომავალმა სიძემ დაინახა თუ არა საცოლე ამ ყოფაში, გაბრაზებული ბიჭს წინ გადაუდგა.
_ ვინ ხარ! ჩემი ცოლი ხელში რომ აგიყვანია?!
_ მისი ძმა ვარ! თავის ოთახში უნდა ავიყვანო! _ თქვა და ნაბიჯი გადადგა.
_ მე ავიყვან! უკვე ვიცი სადაცაა მისი ოთახი! _ თქვა კაცმა მკაცრად.
_ გირჩევთ, გამოღვიძებისას არ დაენახვოთ! _ გააფრთხილა ძმამ და ელი სასიძოს გადაულოცა.
_ მე ყველაფერს ვკარგავ, ყველაფერს! _ დაიჩურჩულა ქალმა და როგორც კი თავის ლოგინს შეეხო, უცბად გამოფხიზლდა და წამოვარდა.
_ გაეთრიეთ! აქ ვინ მომიყვანა!
_ ეს ოთახი ჩემიცაა ცოტა ხნით!
_ თქვენი აქ არაფერია!
_ შენ იქნები! _ მიუგო მკაცრად და ქალს შეხედა, რომელიც გაბრაზებული უცქერდა. მისი თვალები მოეწონა, მასში სიამით ჩაიძირა, სულ მიავიწყდა ყველაფერი, ვერც გაიგო, როგორ შეეხო მის ყელს ცივი რაღაც და ქალის ხელს ახლაღა შეხედა. გოგონას პატარა დანა მიედო კაცის ყელთან. სანამ დასერავდა, კაცმა მოასწრო და დანის პირი ხელით დაიჭირა.
_ დრო მოვა და გაგანადგურებ! _ დაემუქრა ქალი, მაგრამ მან არ იცოდა, რომ კაცსაც დაკარგული ჰქონდა ის, რაც გულით უნდოდა. არ ჰყავდა შვილი, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. მასაც სტკიოდა გული, მაგრამ ამას არავის უმხელდა, არასდროს...
_ ქმრის მოკვლა ისჯება!
_ თქვენ ჩემი ქმარი არასდროს იქნებით! _ თქვა ცივად და ხელში დანის დატრიალება სცადა, თუმცა ძვრა ვერ უყო და უფრო გაბრაზდა. ადგომა სცადა, მაგრამ კაცმა ხელი ჩაავლო და ლოგინზე მიაწვინა. ამ დროს კარზე დააკაკუნეს და კაცი ვახშამზე იხმეს. იმანაც უკან დაიხია და ოთახი დატოვა. ქალმა გაბრაზებულმა გადააგდო დანა და ფეხზე წამოხტა. კაბა გამოიცვალა და ისიც ჩავიდა დაბლა.
კარი შეაღო, უფროსი სტუმრისკენ წავიდა, მის წინ დადგა და მიესალმა, კაცმაც გაუღიმა და გოგონას თბილად დაუბრუნა სალამი. მერე ქალისკენ დაიძრა, მიუახლოვდა და შეხედა. მისი თვალები მოეწონა, თითქოს ბროლივით სათუთი და ნაზი ყოფილიყო, ისეთი, რომ შეიძლება დამსხვრეულიყო. ქალმა მისი ხელი აიღო და ხელისგულზე პატარა კოლოფი დაუდო. გოგონამ მადლობა გადაუხადა და ქალს ლოყაზე აკოცა:
_ გმადლობთ. ის თქვენი შვილია?!
_ დიახ, _ ქალს გაეღიმა და შვილს გახედა, რომელიც მათ თვალს არ აშორებდა.
_ ნამდვილი მხ... _ გოგონა გაჩუმდა და გაიღიმა.
_ შეგიძლია დაასრულო, ყველას ვაძლევ უფლებას, ბოლომდე მითხრას, რასაც ფიქრობს! _ შენიშნა სასიძომ.
_ ძალიან კარგი! ნამდვილი მხეცი ხართ და არ მომწონხართ! არც მომეწონებით! _ მიაძახა კაცს და სკამისკენ დაიძრა.
_ ელი! _ ხმას აუწია ფერის მამამ და თავისი სახელის გაგონებაზე სიძემაც მისკენ გაიხედა. კაცს ელის მხოლოდ დედა ეძახდა.
_ მამა, შენმა სიძემ ნება დამრთო და მეც ვთქვი. შემიძლია კიდევ ბევრი რამ ვთქვა!
_ გისმენ, გააგრძელე. ბატონო ელაიან, გთხოვთ. მინდა ვიცოდე, რას ფიქრობს ჩემი მომავალი ცოლი.
_ იმ კაცს, ვინც ჩემს მშობლებს აიძულებს ჩემი სურვილის გარეშე მითხოვოს, ჩემს თვალში არაფრის ფასი არ აქვს!
_ ელი, ხომ გთხოვე, დამშვიდდი-მეთქი! როგორ იქცევი?!
_ აი, ჩემი სიყვარულიც მოვიდა! _ თქვა ქალმა და მისკენ მომავალ ბიჭს ლოყაზე აკოცა, მერე გადახედა მომავალ მშობლებს და მათ გაკვირვებულ მზერას რომ წააწყდა, გაეღიმა: _ ეს ჩემი უფროსი ძმაა, ანხელი, ეს კი ფილიპე, შუათანა ძმა, _ აუხსნა სტუმრებს და ძმები გააცნო მათ.
_ დროა ვივახშმოთ! _ თქვა ელაიანმა.
როგორც კი ფერიმ სუფრასთან თავისი ადგილი დაიკავა, წინ ელიანი დაუჯდა და ქალს თვალი თვალში გაუყარა. მისი მწვანე თვალები კაცს შიგ გულში მოხვდა. როცა ქალის სიტყვები გაახსენდა, გაეღიმა. ჯერ არცერთ ქალს არ გაუბედია მისთვის ასე ელაპარაკა, ასეთი ტონით, ასე ხმამაღლა. არცერთი მისი ქალი არასდროს გამოხატავდა მის მიმართ სიბრაზეს და უხეშობას.
ფერის კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სადედამთილოს ნაზი ხმა მოესმა, მისკენ გაიხედა და გაჩუმდა.
_ ფერი, მოგვიყევი შენზე. ვაღიარებ, ჩემი შვილი ჯიუტია და ზოგჯერ მხეციც, მაგრამ როცა გაიცნობ, მიხვდები, რომ თბილი ადამიანია. შენ როგორი ხარ?! პირდაპირი და ცოტა ჯიუტი შენც ხარ, მაგრამ ეს მომწონს... კიდევ როგორი ხარ?!
_ ფერი თავის თავზე არ ილაპარაკებს. ის კეთილია და ნაზი, ისეთი, თავის საყვარელ ყვავილსაც რომ არ მოწყვეტს, არ დაჭკნესო. ყოველდღე დაყნოსავს, მაგრამ არ მოწყვეტს... _ თქვა უმცროსმა ძმამ და ფერის შეხედა, რომელიც ფერნანდას შესცქეროდა.
_ საოცარია! მართლაც კეთილი ყოფილხარ და ნაზი. ლამაზი თვალები გაქვს, ფერი.
_ გმადლობთ, ქალბატონო ფერნანდა. თქვენც ლამაზი თვალები გაქვთ, ბროლივით, გეგონება დაიმსხვრევა, თუ შეეხებიანო.
_ იმედია, მარტო მე მტრობთ, ქალბატონო ფერი... _ მოესმა მის წინ მჯდარი კაცის ხმა და ფერიმაც მას შეხედა:
_ მე თქვენსავით არ მჩვევია მუქარა სხვის მშობლებთან! თანაც, ვინც მომწონს, იმათ არაფერს ვერჩი. ქალბატონი ფერნანდა და ბატონი რაფაელი კი ძალიან მომწონს! არ გგვანან თქვენ!
_ ელი დამიძახეთ, ისე, როგორც დედა მომმართავს.
_ დაე, მხოლოდ დედამ მოგმართოთ ასე! _ თქვა ფერიმ და თეფშზე დააწყო დანა- ჩანგალი.
_ ახლა კი ყველას ბოდიშს გიხდით, უნდა დაგტოვოთ. _ სკამი გამოსწია და წამოდგა. მომავალ მშობლებთან მივიდა, დაემშვიდობა და კარისკენ წავიდა.
_ შეიძლება ვიცოდე, სად წავიდა?!
_ მისი შვილობილი პატარას ელოდება და იქ...
_ რააა?! _ გაკვირვებული და გაბრაზებული კაცი სწრაფად წამოხტა.
ანხელმა გაიღიმა:
_ სპილო ფინის მშობიარობა უწევს და მასთან წავიდა.
_ მეც მინდა ამის ნახვა! _ თქვა სიძემ.
ანხელი კაცს წინ გაუძღვა, რომ მისთვის გზა ეჩვენებინა. კარგა მანძილი რომ გაიარეს, ფარდულში შევიდნენ და კაცმა შეამჩნია ქალი, რომელიც სპილოს გვერდით იჯდა და ელოდებოდა, როდის დაიბადებოდა სპლიყვი. კაცმა ხელით ანიშნა ანხელს, აქ დავრჩები, შენ კი შინ დაბრუნდიო. ანხელი წავიდა. ასე მარტო დადის ღამღამობით?! თუმცა ალბათ დანა ლააქვს თან, _ გაიფიქრა კაცმა. ამ დროს გაიგონა, ვიღაცამ როგორ დაუძახა ფერის და ახლაღა დაინახა უცნობი ქალი, რომელიც მის საცოლესთან მივიდა და წყალი მიაწოდა. ფერიმ ხელები დაისველა და სპილოს სხეულზე გადაუსვა:
_ ჩემო პატარა, 22 თვე გელოდებოდი. ახლა დროა გამოხვიდე და დამენახვო. მე მალე უნდა წავიდე იმ მხეცთან და მერე ვეღარ გნახავ. გამოდი გარეთ, ჩემო ლამაზო, უნდა მოგეფერო... შენთვის ბევრი საჭმელი მაქვს მზად... მიდი, ჩემო ბიჭო, შენ ხომ დამჯერი ხარ... _ მოეფერა სპილოს მუცელს. ფინიმაც ხორთუმი ასწია და ქალის თავთან გააჩერა. ფერიმ ახედა: _ ისევ?! _ გაუცინა და როცა სპილომ წყალი დაუშვა მის სახესა და ტანზე, თავი გააქნია და ბედნიერმა გადაიკისკისა. კაცი თვალს არ აშორებდა მისი თმის რხევას და ბედნიერ სახეს. `ყველა ქალს ვაძლევ რაც სურს, მაგრამ ჯერ ისინი ასეთი ბედნიერები არასდროს მინახავს~... გაიფიქრა და თავისი სახელიც მოესმა. ჩუმად უკან დაიხია, რათა მოესმინა, ქალები მასზე რას იტყოდნენ.
_ ბატონ ელიანზე არაფერს იტყვი?!
_ ნამდვილი მხეცია!
_ ფერი, კარგი რაა.. ისეთი სიმპათიურია! ასეთ კაცს ცოლად გავყვებოდი და ყველა ბრძანებას შევუსრულებდი!
_ ხოდა, მიჩუქნია შენთვის!
გოგონას გაეცინა:
_ ფერი, რაღაც მინდა გთხოვო...
_ მიჩუქნია უკვე და თხოვნა საჭირო აღარაა...
_ ფერი... მე სხვა მიყვარს.
ფერის გაეცინა და ერთიანად სველი გოგონას ჩაეხუტა:
_ ვიცოდიიი! ვიცოდიი... მაგრამ შენ მე მიღალატე! ახლა ვინ წავიყვანო იმ მხეცის სახლში?! მეგონა შენ წამომყვებოდი, მაგრამ ახლა ვერ წაგიყვან... _ და ისევ სპილოსთან დაჯდა დაღვრემილი.
_ ფერი, ვიცი... მინდოდა შენთან წამოსვლა, მაგრამ მე...
_ ვიცი უკვე...
_ მან გითხრა?!
_ ჰო! მე ხომ მისი მესაიდუმლე ვარ! შენ კი ჩემი მესაიდუმლე ხარ!
_ ისეთი თბილი და მზრუნველია, ვგიჟდები მას რომ ვხედავ...
_ ძალიან მაგარია, მიხარია.
_ პატარას რა უნდა დაარქვა?!
_ ახლა მასზე შენ უნდა იზრუნო ცოტა ხნით, სანამ შენი არ გეყოლება, ფრანკა. ალექსანდრიტი უნდა დავარქვა! ალექსანდრიტ! გამოდი და დამენახვე, რააა. პატარაზე მაინც დამენახვე... გთხოვ...
სპლიყვი ნელ-ნელა გამოჩნდა კიდევაც და ფერი მოეფერა სპილოს, გაამხნევა, მიდი, დაბადე პატარაო. და როცა ნაშიერი დაიბადა, ფრთხილად შეეხო ცხვირზე:
_ რა მაგარიააააა! აი, ჩემი ბიჭუნაც! ჩემი ლამაზი ბიჭუნაააა...
_ ფრანკა, ახლა ის მითხარი, რა უნდა დაარქვა შენს მომავალ შვილს, ჩემო მომავალო რძალო?!
_ ფერი და ელაიანი.
ფერის გაეცინა და ქალს ახედა:
_ დედაშენის სახელი სჯობს: ფედერიკა...
_ ხომ არ მიბრაზდები, რომ ვერ მოგყვები?!
_ თუ ჩემს ძმას ბევრ პატარას აჩუქებ, მაშინ არ გაგიბრაზდები, _ მიუგო და მეგობარს ჩაეხუტა.
_ დღეს დაიბადა ჩვენი 22 თვის ნანატრი არსება! ჩვენი ბიჭუნა ალექსანდრიტი... _ თქვა ფერიმ და ხელით ფრთხილად შეეხო დედა სპილოს.
_ მაშ, ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენს ახალშობილ ალექსანდრიტსაც, _ თქვა ფრანკამ და წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა ფერის. ამ დროს ფაჩუნის ხმა მოესმათ. ფერი შეტრიალდა და ჭიქას მთელი ძალით მოუჭირა ხელი, _ აქ რას აკეთებ!
_ ფერი, ხელი! _ იკივლა ფრანკამ. ელიანმა დაინახა, როგორ ჩაუტყდა გოგონას ჭიქა ხელში და სისხლი გადმოსდინდა. მაშინვე ამოიღო ჯიბიდან ცხვირსახოცი და ქალს მივარდა, რომ გადაეხვია, მაგრამ ფერიმ ხელი უკან გასწია, _ არ შემეხო! გაეთრიე აქედან!
_ მორჩი ჩემთან ასე საუბარს და ხელი მომეცი! _ კაცმა ხელი დაუჭირა, ძალით გადაუხვია და მერეღა შეეშვა. ქალმა დაიგულა თუ არა თავისუფლად თავი, უცბად ხელი მოუქნია კაცს სილის გასარტყმელად, მაგრამ ელიანმა დროზე აიცდინა. მერე მისკენ გადადგა ნაბიჯი, იმანაც უკან დაიხია, მაგრამ კედელს დაეჯახა და თავი მიარტყა. ტკივილისგან თვალები დახუჭა.
_ რამე იტკინე?!
_ არა! ფრანკაა! _ დაიყვირა ბოლოს.
_ აქ ვარ, ფერი.
_ წვენი დაასხი და გავაგრძელოთ!
ისევ სპილოს მიუახლოვდა და მოეფერა. მერე ჭიქა გამოართვა ფრანკას და მიუჭახუნა. ფრანკამ ელიანსაც მიაწოდა წვენით სავსე ჭიქა.
_ ეს ფერის საყვარელი სასმელია... მე ფრანკა ვარ, მისი მეგობარი...
_ ელიანი. მეც მეგობრად მიგულეთ...
კაცმა დალია. მოეწონა ტკბილ-მწარე სასმელი და ქალს შეხედა, რომლის გადახვეული ხელიდან სისხლს გამოეჟონა. კაცმა დაინახა ეს და ქალი ხელში აიტატა. ფერი ყვიროდა და გაშვებას ითხოვდა, მაგრამ კაცი ყურს არ უგდებდა და სახლისკენ მიაბიჯებდა... მაგრამ ისეთი სიბნელე იყო, კაცს გზა აერია და ტყისკენ წაიყვანა ქალი.
_ თავი იტკინე! თან გზა ამიბნიე!
_ გამოდის, სულელი გზამკვლევი ყოფილხართ! ტყეში დაიკარგებით და მხეცები შეგჭამენ!
_ მე ვერავინ მომერევა, ქალბატონო ფერი! ვერც თქვენ! _ და ქალი ძირს ჩამოსვა. ამ დროს ფერის თავბრუ დაეხვა და ალბათ დაეცემოდა, ელიანს რომ არ დაეჭირა. ძლიერად მოხვია მკლავები. ფერი აფართხალდა და კაცის მკლავებიდან დასხლტომა სცადა, მაგრამ კაცი მძლავრად იჭერდა და გზას აგრძელებდა. ცოტა ხანში სახლიც გამოჩნდა. ყველა მათ შესცქეროდა გაკვირვებული სახეებით.
_ ნუ გეშინიათ! კარგად იქნება, დასვენება სჭირდება. გზა აგვერია და ტყეში აღმოვჩნდით.
ელიანმა ქალი ლოგინზე დააწვინა. ფერიმ უყვირა და ოთახიდან გასვლა უბრძანა. კაცი გავიდა და სადედამთილოს მიუახლოვდა:
_ ქალბატონო ფელისია, სპილოსთან იბანავა და სჯობს სამოსი გამოუცვალოთ, არ გაცივდეს.
დედა შევიდა შვილის ოთახში. ის უკვე იცვლიდა ტანსაცმელს და კარის შეღებაზე წამოიყვირა, მაგრამ დაინახა თუ არა დედამისი, ამოისუნთქა და მშვიდად ჩაწვა ლოგინში. ფელისია დაამშვიდა, სთხოვა დაძინება მინდაო, ქალმაც შვილს აკოცა და ოთახიდან გავიდა... ფერიმ თავზე ხელი მიიდო და თვალები დახუჭა, გაახსენდა კაცის შეხება და ლოგინიდან წამოვარდა. ამ დროს კარის გაღების ხმა გაისმა და უცბად მიტრიალდა. კაცი დაინახა შემოსული და მაშინვე უბრძანა ოთახის დატოვება, მაგრამ სისუსტისგან შეტორტმანდა. კაცმა ხელი სტაცა და ლოგინზე დააწვინა. ქალი გამოფხიზლდა და კაცს პირდაპირ შეხედა თვალებში, მანაც მაშინვე დაადო სველი ნაჭერი შუბლზე. ფერიმ გაიბრძოლა.
_ გამიშვი! მხეცო! _ დაუყვირა, მაგრამ კაცმა ხელი დაუჭირა და ხელისგულზე დახედა. მხოლოდ ნაკაწრი რომ დაინახა, საიდანაც სისხლი აღარ მოდიოდა, ამოისუნთქა.
_ გადი აქედან! გადი! ვერ გიტან! _ დაუყვირა და ისევ სცადა ხელიდან დასხლტომა, მაგრამ კაცს მძლავრად ეჭირა.
_ დამშვიდდი და ნუ ფართხალებ! _ უთხრა კაცმა და ამან კიდევ უფრო გააბრაზა. მისი მოშორება უნდოდა, უფრო ემატებოდა ბრაზი, ამ კაცის გამო მისი ამდენი წლის შურისძიების გეგმა რომ ჩაეყარა წყალში. ისევ გაიბრძოლა და დაუყვირა:
_ მძულხარ! გამიშვი! მეტკინა, მხეცო! _ ბოლოს თავი მოისაწყლა. კაცმა ასწია ხელები და უკან დაიხია, ბოდიში მოუხადა და შეხედა, მის გაბრაზებულ სახესა და სხეულს აკვირდებოდა, რომელსაც მოკლე პიჟამა ეცვა. ქალმა მის თვალებს გააყოლა მზერა, მიხვდა, რომ კაცი მას უყურებდა და გაბრაზებულმა მოუქნია ხელი. კაცმა ისევ მოასწრო მისი ხელის დაჭერა და გაბრაზებულმა ჩახედა თვალებში. ისე მოეწონა მისი თვალები, რომ გაბრაზება გადაავიწყდა. უცბად გაუშვა ხელი და გაუღიმა:
_ შენ ხელს ვერ გამარტყამ! რამდენჯერაც უნდა სცადო, მაინც არ გამოგივა!
_ მხეცო, მძულხარ! მეზიზღები! _ დაუყვირა და აივანზე გავარდა. გაბრაზებული დაჯდა დივანზე და სიბნელეს გახედა.
_ როდის უნდა წავიდეს ეს მხეცი აქედან!
_ მარტო არსად მივდივარ! შენც მიმყავხარ! _ მოესმა კაცის ხმა და წამოხტა, საქმროსკენ დაიძრა, ხელი მოუქნია და ისევ რომ დაუჭირა კაცმა, მოეშვა და როგორც კი ელიანი შეეშვა, ხელი თვითონვე ჩამოსწია.
_ გახვალ ოთახიდან, თუ აქ რჩები?! _ დაისისინა, მაგრამ კაცი ახლა თვითონ წამოწვა დივანზე და ცას შეხედა, რომელიც ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. მშვიდად გადაავლო გარემოს თვალი და ქალს შეხედა:
_ აქ ვრჩები! _ ამის გაგონებაზე ქალი თვითონ გავარდა ოთახიდან. კაცი უკან გაჰყვა და როგორც კი ფერი გაჩერდა, კაციც გვერდით დაუდგა. მშობლების შეკითხვაზე, როგორ გაუგეთ ერთმანეთსო, ფერიმ გაიღიმა, ერთი სული მაქვს ახალი სახლი ვნახოო, წამოიძახა ვითომ გახარებულმა და საქმროს გადახედა, რომელმაც გაკვირვებული სახე მიიღო მის ნათქვამზე. ფერი კი გულში ფიქრობდა: `რაც უფრო მალე წავალ, მით უფრო მალე მოგიშორებ თავიდან!~ _ მერე ყველას დაემშვიდობა და თავის ოთახს მიაშურა.
ქალს გაბრაზებულ გულზე არ ეკაროდა ძილი, მაგრამ თვალები მიეხუჭა, კაცის ძლიერ მკლავებს ისევ გრძნობდა და შუბლზე ისვამდა ხელებს, მისი თბილი თითები ახსენდებოდა და ამ ფიქრებში ჩაეძინა.
კაცი გარეთ გავიდა. სახლს თვალი შემოავლო და მიხვდა, რომ აქ სიმშვიდე, სიწყნარე და სითბო სუფევდა. ქალი გაახსენდა, მისი ნატკენი ხელი, თავი და შეეცოდა. მაგრამ გაახსენდა სპილო და ბედნიერება და ტკივილი ერთად იგრძნო გულში. ეს ერთადერთი იყო, რაც გულს სასტიკად სტკენდა და მის ცხოვრებას ანგრევდა. მისი სიტყვები გაახსენდა მაგიდასთან და ამწუთას ქალი არც ებრალებოდა და მასაც სძულდა...
_ უკვე გვიანია. ბატონო ელიან, თქვენი ოთახი მზადააა...
_ თუ შეიძლება, მხოლოდ სახელი დამიძახეთ. ნუ იდარდებთ, მასზე მე ვიზრუნებ. _ უთხრა ელაიანს, ქალის მამას და მხარზე ხელი მოხვია, _ მასზე მე ვიზრუნებ..._ გაუმეორა და გაუღიმა.
_ მაშინ მე და ჩემი ცოლი მშვიდად ვიქნებით... რამე ხომ არ გინდათ?! მითხარით...
_ ის სპილო ვისია, რომ ვიყიდო?!
_ გინდათ წაიყვანოთ?! მაგრამ მას ახლა პატარაც ჰყავს...
_ ორივეს ვიყიდი.
_ ის ფერისია. როცა ფერის წაიყვანთ, თუ გსურთ ისინიც წაიყვანეთ.
_ მაგრამ ეს ფერიმ არ უნდა იცოდეს...
_ კარგი... ძილი ნებისა... _ სასიმამრო დაემშვიდობა.
ელაიანი მთელი ღამე არწმუნებდა ცოლს, რომ ფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ქალი სულ იმას ეუბნებოდა, ფერი მას ვერ შეეგუებაო. კაცი კი მის დამშვიდებას ცდილობდა და გაუმხილა, რომ სპილოებიც მიჰყავდა, მაგრამ ჯერ ფერიმ ეს არ იცისო... მერე მშვიდად დაიძინეს მშობლებმა, მხოლოდ ელის არ ეძინა მშვიდად, თავისი სახე ელანდებოდა წყალში და გული სტკიოდა, როცა ბავშვები ესიზმრებოდა, რომელიც ასე უნდოდა და არ ჰყავდა.
***
დილით ფერის ბარგი მზად იყო, დედამ ყველაფერი ჩაულაგა. თვითონ არც უნდოდა არაფრის წაღება, არც წასვლა უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ უნდა წასულიყო და ბედს ეგუებოდა.
დილით თავის ოთახში თაროზე კოლოფი შენიშნა. თავი ახადა და ლამაზთვლიანი ზურმუხტის ბეჭედი დაინახა. შეცბუნებულმა კოლოფი მაშინვე დახურა, ჩანთაში ჩაიდო და ოთახი დატოვა.
უკვე ყველანი შეკრებილიყვნენ სასაუზმოდ. ფერიც შევიდა და ყველას მიესალმა. ქალბატონ ფერნანდასკენ წავიდა, საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა, თან აღნიშნა, რომ ძალიან ლამაზი იყო და მოეწონა. ქალმაც გაუღიმა და სთხოვა, თითზე მოერგო. ფერიც ოთახში ავიდა, ჩანთიდან ბეჭედი ამოიღო, თითზე გაიკეთა და უკან დაბრუნდა.
_ ძალიან ლამაზია... _ აღნიშნა ფერნანდამ.
_ დიახ, ასეა, ულამაზესი ბეჭედია.
_ თქვენს თითებს უხდება, რომელიც ძალიან თბილი გაქვთ. _ თქვა ქალმა და გოგონას ხელი შეახო.
ფერის გაეცინა და ქალს შეხედა:
_ თქვენც თბილი ხელი გქონიათ, _ თქვა და თავის ადგილას დაჯდა.
ყველა მხიარულად საუზმობდა, მხოლოდ ფერის დაეხარა თავი და ფიქრობდა, ახალი სახლი მოეწონებოდა თუ არა, ან როგორი იქნებოდა. ან ისევ როდის ნახავდა თავისიანებს.
საუზმის შემდეგ დაემშვიდობა თავისი ოჯახის წევრებს მოჩვენებითი მხიარულებით და გზას გაუდგა იმ სასახლისკენ, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა. აბა საიდან უნდა სცოდნოდა, რომ თავის ძველ სახლში მიდიოდა, თავის ბავშვობის სასახლეში, რომ ისევ ელოდა შეხვედრა საკუთარი ბავშვობის სამყაროსთან. ეს იყო დღე, რომელიც მის მომავალ ცხოვრებას ცვლიდა.
ფერი კაცის გვერდით მარტო იჯდა მანქანაში. ხმას არ იღებდა, მხოლოდ გზას მიშტერებოდა.
ელიანი მისი სილამაზით იხიბლებოდა. ჯერ კიდევ ინახავდა ქალის ნახატს და იხსენებდა წყალში ნანახ მის ლანდს. ფერი კი მისი განადგურების გეგმებს აწყობდა გულში და თავის სასახლეზე ფიქრობდა.
_ ფერი! _ მოესმა მკაცრი ხმა, მაგრამ არც გაუხედია. _ ფერი! _ დაუძახა ისევ კაცმა, მაგრამ არც ახლა გასცა პასუხი. _ შენ გელაპარაკები და შემომხედე!
_ რა საჭიროა შემოხედვა და მხეცის დანახვა! პირდაპირ თქვით სათქმელი!
_ მე სხვა ქალიც მყავს სახლში! და მას კარგად მოექეცი! მინდა ყველას კარგად მოექცე და არა ასე მტრულად!
_ კარგი! _ მორჩილად წარმოთქვა ფერიმ და ელიანი მიხვდა, რომ საერთოდ არ აინტერესებდა ქალს არც ის და არც მისი სხვა ქალები. ისევ შეხედა ცოლს, მისი ჩაცმულობა შეათვალიერა. ფერის მუქი შინდისფერი კაბა ეცვა ოქროსფერი ძაფებით გაწყობილი, ხელები ნაზად დაედო კალთაში, თითზე მხოლოდ დედამთილის ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა და მისი მწვანე თვალები სამყაროს უცქერდნენ. უცებ შენიშნა გოგონას ნათელი მზერა ყვავილების დანახვისას. ამან მისი ძმის სიტყვები გაახსენა და მანქანა შეაჩერა.
_ შეგიძლია გადახვიდე და გაისეირნო... _ თქვა და მანქანიდან თვითონაც გადავიდა. ფერი ყვავილებისკენ გაშრიალდა და დაიხარა. მათი სურნელი შეიგრძნო და სულ გადაავიწყდა სამყარო თავისი უცნაური ბედისწერით, მერე ერთ ყვავილს ხელიც შეახო და მოეფერა. ბოლოს ადგა, მთელ მინდორში მიმოპნეულ ყვავილებს გადახედა და გაიღიმა. თავისი ვარდისფერი გლიცენიის ხე გაახსენდა და იგრძნო მისი მონატრებაც და ცრემლი, რომელიც თვალზე მოადგა, უცბად მოიწმინდა და ისევ ყვავილებს შეავლო მზერა. კაცს ეღიმებოდა, როცა უყურებდა, როგორ ეფერებოდა ქალი ყვავილებს. ახლაღა გაიაზრა, რომ ფერი უკვე მისი ცოლი იყო და მოსწონდა, მაგრამ მასთან ახლოს ვერ მიდიოდა. პირველად იგრძნო, რომ ქალს ვერ უახლოვდებოდა და გული ეწურებოდა, ასე შორიდან რომ გასცქეროდა...
ფერი მოტრიალდა, გვერდით მდუმარედ ჩაუარა ქმარს და მანქანაში თავისი ადგილი დაიკავა. კაციც დაჯდა, მანქანა დაძრა და ქალს მიუბრუნდა:
_ ამდენი ყვავილია, არ გინდა ერთი მაინც მოწყვიტო?!
_ არა!
_ რატომ?!
_ ისინი ახლა სიცოცხლეს და თავისუფლებას გრძნობენ. დაე იყვნენ ცოცხლებიც და თავისუფლებიც თავიანთ სამყაროში! თავიანთ ლამაზ მინდორში!
_ შენც თავისუფალი ხარ!
_ ცდებით! მე ხომ მუქარით დამისაკუთრეთ!
_ ფერი! ჩემი საკუთრება ჯერ მხოლოდ კლარაა!
_ დაე, ასე იყოს მუდამ! _ გაეცინა ფერის და კაცს გაბრაზებულმა შეხედა.
მანქანა გაჩერდა.
_ მოვედით! _ თქვა კაცმა და გადავიდა.
როცა ფერიმ გარეთ გაიხედა, გაოგნდა.
_ ესსს?! _ წარმოთქვეს მისმა ბაგეებმა.
_ ესაა სასახლე, სადაც ჩემთან ერთად უნდა იცხოვრო! _ მოესმა ზარივით მჟღერი ხმა, რომელიც გულში ძლიერად ურტყამდა. ქალმა უფრო მეტი სიძულვილი იგრძნო მის მიმართ!
_ თურმე ბედისწერას ნდომებია ვიცხოვრო ჩემს სასახლეში მტერთან ერთად! შურის საძიებლად ეს ბედისწერა ხომ შესანიშნავია! _ ჩაილაპარაკა და სასახლისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა. კარის გარდიგარდმო მდგარ ფარშავანგის ქანდაკებებს თვალი მოავლო და ზემოთ აიხედა:
`ელფერის სასახლე! ჩემი სასახლე ისევ ჩემი საკუთრება იქნება! ის კი ჩემი ერთადერთი მონა! მაგრამ მე ჯერ ტყვე ვარ!~ _ გაიფიქრა. მოულოდნელად ქვის ნათქვამი გაახსენდა და გააკანკალა: `შენ დაბრუნდები 20 წლის მერე საკუთარ სასახლეში როგორც ტყვე!~ მიხვდა, რომ წინასწარმეტყველება აუხდა და შეშინების ნცვლად გაუხარდა ბედის ასე შეტრიალება. ფრთხილად შედგა ფეხი თავის 20 წლის წინანდელ სასახლეში, თითქოს ისევ პატარა, 5 წლის ყოფილიყოს, მთელ სხეულში სიხარულისა და ბედნიერების ჟრუანტელმა დაუარა. მთელი მონდომებით ჩაისუნთქა ჰაერი ღრმად და ამოისუნთქა, იგრძნო მონატრების და სურნელი და კარის პირდაპირ კიბეებთან მდგომ ლამაზყვავილებიან ლარნაკებს შეხედა, რომლის შუაში მამამისის საყვარელი კაბინეტის კარი ისევ ისე შემოსცქეროდა. სახეზე ბედნიერების ღიმილი მოეფინა.
_ ყველა ოთახი დაათვალიერე და ამოირჩიე! _ შესთავაზა ელიანმა და წინ წაუძღვა. ფერი ნელა მიდიოდა დერფანში, თან ფიქრობდა, იმედია არ იციან ჩემი საიდუმლო გვირაბებისა და ნივთების შესახებო... ამასობაში თავისი ოთახის წინ შედგა და მკაცრად თქვა: _ ეს ოთახი მინდა!
_ გამოდის პირდაპირ ჩემს ლოგინში გსურთ მოხვედრა!
_ რააა, რას ამბობთ?!
_ ეს ჩემი ოთახია!
_ პირობის თანახმად ახლა მხოლოდ ჩემია! _ მიუგო გაბრაზებულმა და თავისი ჩანთა ოთახში დადო.
_ და გგონიათ აქედან გამაგდებთ?!
_ თქვენ პირობას ვერ დაარღვევთ!
_ თუ მომინდა დავარღვევ!
_ მაშინ სიტყვის კაცი არ ყოფილხართ! ასეთ კაცს კი ჩემთვის არაფრის ფასი არ აქვს!
_ არც თქვენ გაქვთ აქ რაიმე ფასი! ახლა კი დაიძინეთ ამ ოთახში! თუ მშვიდად შეძლებთ ძილს! _ დაუბღვირა ელიანმა ქალს და ოთახი დატოვა.
ფერიმ თვალი მოავლო იქაურობას და ატირდა: ჩემი უკვე 25 წლის ოთახი, სადაც მხოლოდ 5 წელიწადი დავყავი ბედნიერად! ლოგინს ხელი შეახო და აივნისკენ წავიდა. ღრმად შეისუნთქა 20 წლის წინანდელი ჰაერი და ბედნიერს გაეღიმა, ხელები გაშალა და თვალები დახუჭა. დაღლილი გაიზმორა და გარემოს მოავლო თვალი. ისევ ყვაოდნენ ყვავილები და ხეები თავის სამფლობელოში. გაუხარდა და ოთახში შევარდა, ბედნიერი დატრიალდა და ჩაეღიმა. ხელი შეავლო ავეჯს, ნაზად და მგრძნობიარედ ეხებოდა და ცდილობდა, მათი ამდენი ხნის სიცოცხლე და სუნთქვა შეეგრძნო. ეს სიხარულს ანიჭებდა.
გარდერობი გამოაღო, მაგრამ როგორც კი დაინახა სხვისი ნივთები, მაშინვე მოსამსახურეს დაუძახა, თავისთან დაიბარა და უბრძანა ნივთების გარდერობიდან და ყველა უჯრიდან გამოღება და გატანა. ქალმა ჯერ შეიცხადა, მერე კი შეშინებულმა გადმოიღო ელიანის ტანსაცმელი და ყველა ნივთი, რათა ოთახიდან გაეტანა.
ფერიმ ჩემოდნები გახსნა და ამოალაგა თუ არა ავისი სამოსი, გარდერობში შეაწყო თანამიმდევრობით: გრძელი კაბები, მოკლე კაბები, შლაპები და თბილი მოსასხამები. ფეხსაცმელებიც დააწყო თავის ადგილას და გამარჯვების ნიშნად გარდერობის კარი მხიარულად მიხურა. რამდენიმე უჯრაში თავისი შარფები, თმის სამაგრები, სავარცხლები და სამკაულები ჩააწყო. ბეჭედი თითზე ეკეთა, რადგან დედამ უთხრა წამოსვლის დღეს, მუდამ კეთებოდა და არ მოეხსნა. ფერიმ უსმინა, უსმინა, გაუღიმა და აკოცა, თან ამშვიდებდა, რომ არ ენერვიულა.
დედის ნაჩუქარი თმის სამაგრი მოიხსნა და ახალი კაბა გადმოიღო. მერე თავის დალაგებულ ოთახს გაუღიმა და სააბაზანოში გაუჩინარდა.
ქაფი ჩაასხა აბაზანაში, ტანთ გაიძრო და თეთრ სითხეში ისე გაუჩინარდა, რომ მხოლოდ თავი მოუჩანდა. მშვიდად ჩაისუნთა, ამოისუნთქა და ხელები ყელზე მოისვა. დაიმშვიდა თუ არა სხეული, აბაზანიდან ამოვიდა და სქელი ქსოვილი შემოიხვია ტანზე. რამდენიმე წუთში გამოვიდა და თმის სამაგრს დასწვდა, გაიკეთა და ბეჭედი აიღო. კიდევ ერთხელ შეათვალიერა იგი და ღიმილით წარმოთქვა: _ დროა შენი განადგურება დავიწყოთ! _ მერე ახალი კაბა ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
ელიანი სასახლეში დაბრუნდა თუ არა, კლარას მიაშურა. ქალი დაამშვიდა, მოეფერა, უთხრა, რომ ისევ ის იყო მისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი და მას ვერავინ შეცვლიდა. როცა ქალის საძინებლიდან გამოვიდა, თავისი ოთახისკენ გაუწია გულმა. სახეანთებულმა ფერიმ დაინახა თუ არა ელიანი, მაშინვე სიმკაცრე აღიბეჭდა სახეზე და კაცის წინ გაჩერდა.
_ სასახლე უკვე ნახე, ახლა ეზოში გავიდეთ! _ თქვა კაცმა და მიტრიალდა.
_ შევჭამ და მერე!
_ ამდენ ხანს რას აკეთებდი, არ გიჭამია?!
_ ვბანაობდი! _ თქვა და სამზარეულოსკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ უცებ შეჩერდა, _ სადაა სამზარეულო? _ იკითხა და თავის ტყუილზე გაეღიმა.
კაცმა კარისკენ მიუთითა. ფერი დინჯად შევიდა და მოსამსახურეს მიესალმა, მერე კი მშვიდად დაჯდა მაგიდასთან. მოსამსახურემ მაშინვე საჭმელი გადმოუღო და ფერიც ჭამას შეუდგა. ელიანიც იქვე ჩამოჯდა და ელოდებოდა, ქალი ჭამას როდის მორჩებოდა.
როცა ფერი დანაყრდა, მოსამსახურეს მადლობა გადაუხადა, თავისი თეფში კი ნიჟარაში ჩადო. მოსამსახურეს გაუკვირდა ახალი დიასახლისის მადლობა, რაც სახეზე შეეტყო. ფერი ელიანთან ერთად კარისკენ გაემართა.
_ ეზოში რა მინდა?!
_ ნახავ! _ უთხრა კაცმა მკაცრად და ფერი უკან ეზოში გაიყვანა. კარგა მანძილი უხმოდ გაიარეს და დიდ შენობაში შევიდნენ. ქალმა დაინახა თუ არა თავისი ფინი და ალექსანდრიტი, მაშინვე მათკენ გაიქცა გახარებული და ორივეს მოეფერა. რამდენიმეჯერ გარს შემოუარა სპილოებს, თან იძახდა:
_ ჩემი ალექსანდრიტიიიი... ალექსანდრიტიიი...
_ მადლობა მაინც გადაგეხადათ!
ფერი კაცისკენ მიტრიალდა და სიძულვილით წარმოთქვა სიტყვები: არასდროს! ამ დროს მეორე დიდი სპილოც დაინახა და მას მიაშურა. კანკალით შეახო ხელი და იცნო თავისი ბავშვობის სპილო. მაშინვე წარმოუდგა თვალწინ ბავშვობის სცენები. როგორ იდგა პატარა გოგონა მამასთან ერთად სპილოსთან და როგორ ეფერებოდა. თავიდან როგორ ეშინოდა ამხელა არსების და მამამ როგორ შეაყვარა, მასზე როგორ იჯდა და როგორ დაატარებდა სასახლის გარშემო, მამა სულ თან დაჰყვებოდა, მარტო არასდროს არ უშვებდა. უცბად ხელი მოაშორა სპილოს და შენობიდან გამოვარდა. ჰაერი შეისუნთქა და წინა ეზოსკენ გაემართა.
_ ფერი! _ მოესმა კაცის ხმა, _ სახლში შედი და დაისვენე! _ გამოსძახა ელიანმა და ეზოდან გავიდა.
როგორც კი კაცი თვალს მიეფარა, თვითონ წყალთან მივიდა, იქვე დაჯდა, სადაც ქვა ჩაუვარდა და გაახსენდა 20 წლის წინ მოსმენილი სიტყვები. იმ ქვას დაუწყო ძებნა. მერე წყალში ჩაყო ხელი, შეიგრძნო ცივი წყალი, ხელები შიგ აატყაპუნა და გაიღიმა. ისევ ქვას დაუწყო ძებნა და რომ ვეღარ იპოვა, ჩაფიქრებული დააშტერდა თევზებს. უკვირდა, ისევ აქ რომ იყვნენ და ისევ ისეთები, როგორიც დატოვა. მისი ღიმილი კაცმაც შენიშნა, როცა უკან მობრუნდა და ჩუმად დაუწყო თვალთვალი. ქალი ოთახში დაბრუნდა. კაციც შეუმჩნევლად მიჰყვა. ფერი ლოგინზე წამოწვა თვალებდახუჭული. კაცი ოთახში შევიდა. ქალი კარის ხმაზე უცბად მოტრიალდა და კაცს შეხედა:
_ შეგაშინე?!
_ არა!
_ აბა რატომ მოტრიალდი? ოთახში ჩემ გარდა ვერავინ შემოვა ასე თავისუფლად!
_ როდის მოხვალ და წახვალ, უნდა ვიცოდე!
_ ეს ჩემი გადასაწყვეტია!
_ უკვე აღარ! ეს ჩემია! მხოლოდ ჩემი! არ მინდა ყოველდღე აქ შემოდიოდე!
_ შენ არ გაქვს რამის არჩევის უფლება!
_ რატომ?!
_ ჩემთან როცა იქნები, მერე გადავწყვეტ, რისი უფლება გაქვს!
_ ამ ოთახს ნუ გადმოაბიჯებ! _ მიმართა მკაცრად და გაბრაზებულმა შეხედა.
_ ფერი! _ ხმადაბლა, მაგრამ მკაცრად მიმართა, რომ არავის გაეგონა, ხელი მოჰკიდა და ლოგინზე დააგდო. ფერიმ გულის ძგერა იგრძნო. თვალები დახუჭა და ეცადა უცნაურად მფეთქავი გული გაეჩერებინა.
_ მე როცა მინდა მაშინ შემოვალ და გავალ! ეს კარგად დაიმახსოვრე! ნუ მეწინააღმდეგები! სამაგიეროდ ჯერჯერობით ხელს არ გახლებ! _ თქვა და მის ლოგინს მოშორდა. მოშორდა თუ არა, ქალი მაშინვე აივნისკენ გაემართა. კაცი დივანზე ჩამოჯდა, ქალს გააყოლა თვალი, რომელიც აივანზე გავიდა და მოაჯირთან გაჩერდა. უყურებდა გრძელ კაბაში გამოწყობილ ქალს, რომელსაც ტკბილი სურნელი ასდიოდა და თან სიცივეს აფრქვევდა. ქალმა გული დაიმშვიდა, ნელი მოძრაობით ოთახისკენ წამოვიდა. კარადის უჯრა გამოსწია, ბეჭედი შიგ ჩადო თავის თმისამაგრთან ერთად და უჯრა ხმაურით მიხურა.
კაცმა ახლაღა შეამჩნია, რომ მისი ნივთები არსად ჩანდა და გარდერობი გამოაღო.
_ ჩემს გარდერობს ნუ შეეხებით! _ მოესმა უცბად და ქალისკენ მიტრიალდა.
_ სად წაიღე ჩემი ნივთები?
_ გაიტანეს!
_ ვისი მითითებით?!
_ ჩემი! ეს ხომ მხოლოდ ჩემი ოთახია!
_ ნუ მიშლი ნერვებს! ახლავე უთხარი დააბრუნონ ჩემი ნივთები! იცოდე...
_ შენი არ მეშინია!
ქალს ისევ წაატანა ხელი წაავლო და ლოგინზე წააწვინა, თვითონ კი ზემოდან დააცქერდა:
_ ახლავე უბრძანე ჩემი ნივთების მოტანა და დაალაგე ისევ თავის ადგილზე!
ფერიმ თვალები დახუჭა და გაიტრუნა.
კაცმა რამდენიმეჯერ დაუძახა, მაგრამ ფერიმ ხმა რომ არ გასცა, გაბრაზებული ადგა და კარი გაიჯახუნა.
ელფერს გარედან ელიანის დედის ხმა შემოესმა:
_ რა იყო შვილო?! ეს ისეთი არაა, მშვიდად რომ დაგემორჩილოს! და ეს მომწონს!
_ დედა... შენ მის მხარეს ხარ?!
_ მგონი ორივეს მხარეს... მკაცრად ნუ ექცევი!
_ ჩემი ნივთები გამოატანინა მოსამსახურეებს და ის ოთახი თვითონ დაისაკუთრა!
_ არა უშავს! შენ ხომ კლარაზე გიჟდები, ხოდა მასთან წადი! ეს გოგო კი დაასვენე და ნუ შეჭამ, მინდა აქ მშვიდად იცხოვროს!
_ დედა, ვუთხარი დააბრუნოს ჩემი ტანსაცმელები და ნივთები ოთახში!
_ შენ პირობა დადე და შეასრულე! ის ოთახი ახლა მხოლოდ მისი საკუთრებაა!
_ აქ ყველაფერი ჩემი საკუთრებაა! _ იყვირა კაცმა და ფერი ნაბიჯების ხმით მიხვდა, რომ წავიდა.
ფერიმ გაიღიმა, ლოგინს ჩაეხუტა და ჩათვლიმა. ცოტა ხანში გამოეღვიძა, ადგა და აივანზე გავიდა. მთვარით განათებულ გარემოს შეხედა, ჩაისუნთქა გრილი სიო, თვალები დახუჭა და თავი გაარხია:
_ აქ ვარ აქ ჩემს სასახლეში! _ ჩაიჩურჩულა და მოაჯირს ორივე ხელი ჩასჭიდა. თვალებდახუჭული ისევ შეიგრძნობდა სიოს, რომელიც ჩამოშლილ თმას უფრიალებდა. კაცი ქვემოდან შესცქეროდა მთვარით განათებულ სხეულს, მერე უკან მობრუნდა და კვლავ ფერის ოთახში შევიდა.
_ რატომ დამთანხმდი ცოლობაზე, თუკი ასე გამაგდებდი აქედან?!
_ მე არა, მამა დაგთანხმდა შენი მუქარის გამო!
_ და უარი გეთქვა! შენ ხომ არ გეშინია მუქარის!
_ მე იმათ ვუფრთხილდები, ვინც მიყვარს!
კაცს ჩაეღიმა. სინამდვილეში მან არც იცოდა რა იყო ქალის სიყვარული, ისევე როგორც ქალმა არ იცოდა კაცის სიყვარული. მას მხოლოდ ჭადრაკი, სიმღერა, საჭმელების კეთება, ცეკვა უყვარდა, ის, რასაც თავის სახლში სწავლობდა მხოლოდ! ფარიკაობა კი მხოლოდ შურის საძიებლად ისწავლა! და თუ დასჭირდებოდა, გამოიყენებდა მტრის წინააღმდეგ, თავისი სასახლის მეპატრონის წინააღმდეგ, ამჯერად კი უკვე თავისი ქმრის წინააღმდეგ.
_ რატომ არ გძინავს?!
_ ვერ ვიძინებ აქ რომ ხარ!
_ მაშინ მოგიწევს უძილობას შეეჩვიო! _ თქვა კაცმა და ოთახში შებრუნდა. ფერი მოაჯირს დაეყრდნო და ეზოს გადახედა. რამდენიმე ხანი იდგა გარეთ და იცდიდა, როდის წავიდოდა ელიანი. ის კი დივანზე წამოწვა, ელოდებოდა, დიდხანს იქნებოდა გარეთ თუ თავის საწოლს დაუბრუნდებოდა. ბოლოს ქალს ძილი მოერია და შემოვიდა. მშვიდად დაჯდა ლოგინზე და დაწვა. თვალები დახუჭა და მალევე მისცა თავი ძილს, ბედნიერმა და გახარებულმა, რომ თავის სასახლეში და თავის ოთახში იწვა.
ფერის მშვიდად ეძინა, აქ მოსვლის დღიდან აღარ ხედავდა სასახლეზე სიზმრებს და არც ენატრებოდა, თითქოს სიზმრებიც ხედავდნენ, რომ ქალი სასახლეში იყო და მონატრებით და სასახლის ფრაგმენტებით თავს აღარ აწუხებდნენ, მის მშვიდ ძილს ხელს უწყობდნენ და სხვას უგზავნიდნენ სიზმრებს... ამჯერად მხოლოდ კაცი ხედავდა სიზმრებს: კაცს ისევ ეჭირა ქვა ხელში და ფერის სახეს ხედავდა, ლურჯ კაბაში გამოწყობილი ქალი მის წინ ამაყად იდგა და შეუდრეკელი კაცის მკაცრ მზერას თვითონაც მკაცრად პასუხობდა...
***
ელაიანი ფელისიასთან ერთად იდგა და გარემოს გასცქეროდა, თან ქალს ამშვიდებდა:
ფერი იქ ყველაფერს აიტანს, კარგად იქნება, როცა თავის ერთადერთ ნანატრ ოცნებას დაინახავს, თავის ელფერის სასახლეს... იქ მხოლოდ იმიტომ გავუშვი, რომ ელიანი გაიცნოს, თვითონ გაიგოს, ის მტერია თუ მისი მომავალი...
***
დილით ელიანმა გამოღვიძებისთანავე გადახედა ქალს, რომელსაც მშვიდად ეძინა. ოთახიდან გავიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და მოსამსახურეს რაღაც უბრძანა.
ფერი კარის ხმამ გამოაფხიზლა. გოგონა შემოვიდა, მიესალმა და ქმრის დანაბარები გადასცა. ფერიმ თავი მოიწესრიგა და ახალი კაბით კვლავ ლოგინზე წამოწვა. რამდენიმე წუთის შემდეგ ელიანის ნაბიჯების ხმა გაიგონა და ჩაეღიმა.
_ რატომ არ ჩამოხვედი?! ხომ გითხრეს გელოდებაო!
_ შენი ბრძანებების შესრულებას არ ვაპირებ!
_ ნუ მაბრაზებ, თორემ დაინახავ ვინ ვარ!
_ ვიცი უკვე! არავინ!
_ მე შენი ქმარი ვარ! _ მიუგო გაბრაზებულმა, ქალს ხელი წაავლო, ყურთან მიიტანა სახე და უჩურჩულა: _ ახლავე ადექი და წამომყევი! თორემ ძალით წაგიყვან!
ქალი არ ინძრეოდა, კაცი კარისკენ დაიძრა და მოხედა ქალს, რომელიც ისევ იწვა. მიბრუნდა და ხელი ჩაავლო, მისი ყვირილის მიუხედავად, კარში ძალით გაიყვანა. _ ყველა შენ გელოდება სასაუზმოდ! არ მიყვარს, როცა ვინმე აგვიანებს! დილის 9 საათზე სამზარეულოში უნდა იყო! დღეის იქით აღარ დავინახო დაგვიანება! დედაჩემიც გელოდება! მას ნუ გააბრაზებ, თორემ ისევ შენ დაზარალდები! _ უთხრა მკაცრად და ქალს ხელი გაუშვა.
ფერიმ მშვიდად გადადგა ნაბიჯები. კაცი გაბრაზებული რომ იყო, ჩუმად ეღიმებოდა. მერე სამზარეულოში ისე შევიდა, როგორც ამ სასახლის მეპატრონე, რომელსაც უნდა დალოდებოდნენ და ბოდიშიც არ მოიხადა. უცებ ორი უცხო ქალი შენიშნა და მიხვდა ვინც იყვნენ. ყველას მიესალმა, შემდეგ ქალბატონ ფერნანდას და ბატონს შეხედა და გაუღიმა. ბებიას არ მოეწონა მისი დაგვიანება და მაშინვე ხმამაღლა მიმართა ფერის:
_ დააგვიანეთ! ასე თავხედურად გაგზარდეს?!
_ არავის უთქვამს 9 საათზე ვისაუზმებთო!
_ შეპასუხებას როგორ მიბედავთ! არ იცით ვინ ვარ?!
_ ახლა გასაგებია ეს მხეცი ვისაც ჰგავს! _ თქვა ხმამაღლა და კაცისა და ორივე ქალის გაბრაზებულს სახეებს შეხედა.
_ ასეთი თავხედი ქალი რამ მოგაყვანინა, შვილო! _ თქვა ბებიამ და შვილიშვილს შეხედა.
_ მე მხოლოდ 10 წუთი დავიგვიანე, _ თქვა ფერიმ და თავის კუთვნილ ძველ ადგილას დაჯდა, მაგრამ ბებიამ შენიშვნა მისცა:
_ ეს შენი ადგილი არაა!
ფერი სწრაფად წამოდგა, ყველას გადახედა და ხმამაღლა გამოაცხადა:
_ თქვენ ხომ გინდათ ელიანს არ შევეხო და მხოლოდ თქვენი იყოს! ჰოდა ეს ადგილი ჩემია, სამაგიეროდ ეს მხეცი თქვენ გყავდეთ! თუ ჩემს ოთახში აღარ შემოვა, მადლობელი ვიქნები!
ამის გაგონებაზე კაცი მისკენ დაიძრა და ხელი წაავლო:
_ რაც მოხვედი არეულობაა ამ სახლში! დაჯექი და ჩუმად იყავი! შენი ხმა აღარ გავიგონო!
ფერი მშვიდად დაუბრუნდა თავის ადგილს და საჭმელი გადაიღო. უხმოდ იჯდა და მათ საუბარს უსმენდა. როგორც კი კლარას სიტყვები მოესმა, რომელიც ბებიას და ელიანს ესაუბრებოდა, მაშინვე მიხვდა, რომ პირველი ცოლი ელიანის მშობლებს დიდად ვერ იტანდა და ვერც ისინი იტანდნენ ქალს. ეს გაუკვირდა.
როცა საუზმეს მორჩა, ადგა. პირველად მოავლო თვალი სამზარეულოს, დაათვალიერა და ჩაეღიმა: ჩვენი ლამაზი სამზარეულო, ჩუმად თქვა. ყველანი გავიდნენ, მხოლოდ ფერი და მოსამსახურეები დარჩნენ. ერთ გოგონას შეხედა, რომელიც მაგიდიდან ჭურჭელს ალაგებდა.
_ რა გქვიათ?!
_ ანხელა, ქალბატონო.
_ მე ფერი... უბრალოდ, ფერი. დიდი ხანია აქ მუშაობთ?!
_ რამდენიმე წელია.
_ მოგწონთ აქ ყოფნა?!
_ დიახ.
_ ძალიან კარგი. კიდევ ვინ ალაგებს სამზარეულოს?
_ მე და ჩემი და ალმა.
_ ოჯახი გყავთ?!
_ მშობლები არა... ქალბატონმა გვიპატრონა და წამოგვიყვანა.
_ რამდენი წლის ხართ?!
_ 25-ის. ჩემი და 23 წლის.
_ ქმრები არ გყავთ?!
_ არა, ქალბატონო.
_ რატომ, გეკრძალებათ?!
_ არა, მაგრამ ქალბატონი ბებია გვიკრძალავს სასახლიდან გარეთ გასვლას.
ფერის გაუკვირდა.
_ რამდენიმე წელია აქ ხართ და ჯერ სასახლიდან არ გასულხართ?!
_ დიახ, ქალბატონო.
_ რას აკეთებთ ხოლმე?!
_ სამზარეულოს ვალაგებთ და საჭმელს ვამზადებთ.
_ კარგი, ცოტა ხანს დაისვენეთ, ჭურჭელს მე მივხედავ.
_ ქალბატონო, ეს ჩვენი საქმეა და გაგვიბრაზდებიან... _ თქვა გაკვირვებულმა ანხელამ და ფერის შეხედა.
_ ორივე დას თუ მხოლოდ სამზარეულო გაბარიათ, გაძლევთ უფლებას დაისვენოთ. ერთი საათის მერე შემოიარეთ, თუ დამჭირდით, გეტყვით. _ უთხრა ანხელას და სამზარეულოდან გაუშვა.
ფერი ჭურჭლის რეცხვას შეუდგა. თან ფიქრობდა. ამ დროს ქალბატონი ფერნანდა შემოსულიყო, რომელიც ვერც შენიშნა წყლის ხმაურში. ქალი კი იდგა და გაკვირვებული უყურებდა მის ქცევას. ფერი გარეცხილ თეფშებს საწურზე ალაგებდა თანმიმდევრულად. მერე შეისვენა, ფანჯარასთან მდგარი ქოთნის ყვავილებისკენ წავიდა, ნაზად გადაუსვა ხელი მის ფოთლებს და წყალი დაუსხა. ბოლოს ფანჯარა გამოაღო და გრილი ნიავი მოელამუნა თუ არა სახეზე, თვალები დახუჭა და ხმამაღლა თქვა: _ რა კარგი სურნელი მოდის ყვავილებისგან...
_ დიახ, მართლაც მშვენიერია გლიცენიის ხეები... _გაიგონა ამ დროს ქალის ხმა და უცბად მოტრიალდა.
_ არ მეგონა აქ თუ იყავით, ბოდიში წეღანდელის გამო... _ თქვა და ქალს თვალი აარიდა.
_ არაფერია... მაგრამ ცოტა თუ დამშვიდდები კარგი იქნება, არ მინდა აქ ვინმემ გიყვიროს, ფერი... მომწონხარ და მინდა კარგად გრძნობდე თავს. ჭურჭელს რატომ რეცხავ?!
_ დები ცოტა ხნით დავასვენე... მითხრეს სასახლის გარეთ არასდროს ვყოფილვართო და გამიკვირდა.
_ დიახ, გარეთ არ გადიან.
_ ქალბატონი კამილა ასე რატომ უკრძალავს გარეთ გასვლას?!
_ უკრძალავს?!
_ დიახ!
_ ეს ჩემთან არ უთქვამს არცერთს!
_ ალბათ, ერიდებათ. თქვენ ხომ მათთვის ბევრი რამ გააკეთეთ.
_ ბევრი არაფერი, შვილო, მაგრამ არ მეგონა, თუ ვინმე მათ უკრძალავდა გარეთ გასვლას... მადლობა, რომ გამაგებინე.
ფერიმ გაუღიმა და ჭიქებს მიუბრუნდა გასარეცხად.
_ წყალი მინდა! _ თქვა კაცმა და კარში გადმოაბიჯა თუ არა, გაჩერდა. ფერის შეხედა, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა და გაუკვირდა.
_ არ მეგონა თუ ახალი მოსამსახურე გვყავდა! წყალი დამისხით! _ თქვა უცბად და ქალს დაელოდა.
_ თქვენ ხელი არ გაქვთ?! ან რა წესია! შემოსასვლელიდან იყვიროთ წყალი მინდაო! 5 წლის ბავშვივით! გინდათ და დაისხით!
_ როგორ ბედავ ასე საუბარს! მე ამ სასახლის მეპატრონე ვარ!
_ მე კი ამ სასახლის მეპატრონის ცოლი!
_ თუ ასეა ცოლის როლი შეასრულე და ნუ მიყვირი!
დედამ გაუღიმა ორივეს და გავიდა.
_ კლარას სთხოვე ცოლის როლი შეასრულოს! _ ფერიმ ბოლო ჭიქა აიღო გასარეცხად. კაცმა მისი სიტყვები ვეღარ მოითმინა და ხელში ეცა. ქალმა იყვირა. ჭიქა ხელში შეატყდა და სისხლი წამოუვიდა. კაცი მაშინვე ტილოს დასწვდა და ქალის გადაჭრილ თითს ხელი მაგრად მოუჭირა, მაგრამ სანამ შეუხვევდა, ფერიმ იყვირა: _ შიგნით ნამსხვრევებია! არ მომეკარო, მხეცო!
კაცმა ხელი მოუჭირა, თითზე ნამსხვრევები მოაშორა, ტილო შემოახვია და ხელში აიყვანა. მერე სამზარეულოდან გავიდა და ოთახს მიაშურა, სადაც ქალი ლოგინზე დააწვინა.
_ აქ იწექი! _ თქვა და მარლას დაუწყო ძებნა. როგორც კი იპოვა, ტილო მოხსნა და თითი გადაუხვია: _ ბოდიშს გიხდი, არ მინდოდა გტკენოდა.
ქალმა არაფერი უპასუხა, თვალები დახუჭა და ლოგინს მიეყრდნო. კაცი ოთახიდან გავიდა, თავის კაბინეტში შევიდა და ფანჯარასთან დაჯდა. სამჯერ ატკინა უკვე ქალს და გული დასწყდა, ასე რომ ექცეოდა. გაიხსენა, სპილოსთან მყოფმა ხელი რომ გაიკაწრა ჭიქით და თავიც რომ ატკინა. თმაზე გადაისვა ხელი და ახლაღა შეამჩნია, რომ თვითონაც გასისხლიანებოდა ხელები. მაშინვე სააბაზანოს მიაშურა.
ცოტა ხანში ფერი ეზოში გავიდა და ხეები შეათვალიერა, რომლებსაც გემრიელი ნაყოფი უკვე გამოესხა. გაბრწყინებულმა მოწყვიტა ერთი ნაყოფი და ჩაკბიჩა. შვებით ამოისუნთქა და თან ამოაყოლა დარდი და ამდენი წლის ტკივილი. ისევ დახუჭა თვალები, ბედნიერმა დააგემოვნა თავისი ეზოს ხილი და კმაყოფილმა სასახლეს გახედა.
ელიანი აღტაცებული შესცქეროდა, როგორ აგემოვნებდა ქალი ხილს, როგორ ეფერებოდა ხეს, მის კაბას ააყოლა თვალი, რომელიც ირხეოდა და ჩაეღიმა: ლამაზიაა... ლამაზიააა... _ თქვა მეორეჯერ ხმამაღლა და უცებ დედის შეხება იგრძნო.
_ დედა!...
_ მე ვარ, შვილო!... მაგრამ ხმამაღლა ნუ იფიქრებ ამ ქალზე! ეს კლარას არ მოეწონება, _ გააფრთხილა და თვითონაც გახედა ქალის ბედნიერ სახეს, ისევ გემრიელად რომ აგემოვნებდა ხილს.
_ ელი! ეს გოგო შენს ბრძანებებს ვერ შეეგუება... იცოდე რა გინდა მისგან და რატომ მოიყვანე ამ სასახლეში! შენი ზმანების გამო! მაგრამ მე ის მომწონს, ძალიან მხიარულია... _ თქვა დედამ და ფერის გახედა, რომელიც უკვე ფარშავანგებთან იდგა და მათი სილამაზით ტკბებოდა. მერე ახედა წარწერას, რომელიც აღარ მოჩანდა, რადგან გარშემო ლიანები შემოხვეოდნენ. იქვე მებაღე დაინახა და სთხოვა კართან კიბე მიედგა. კაბა ხელით აიწია და კიბეზე ავიდა, უხაროდა, რომ თავის სახელს ისევ გამოაჩენდა და მთელ სასახლეს მოფენდა ლამაზი ქვებით გამოყვანილ წარწერას. ავიდა თუ არა ბოლო საფეხურზე, ლიანებს წაავლო ხელი, ზემოთ ასწია. მერე გახარებულმა შეხედა მწვანე ქვებით გამოყვანილ წარწერას და გაუღიმა.
_ რა ხდება აქ?! _ გაიგონა კაცის მკაცრი ხმა და ფეხიც აუსრიალდა. შეშინებულმა წამოიყვირა და კიბიდან თავით გადმოეშვა, მაგრამ კაცმა დროზე დაიჭირა, თან გაბრაზებულმა დაუყვირა: _ კიბეზე რისთვის ახვედი, იქ რა გინდოდა?!
_ დამსვი!
_ ოთახში შედი და იქიდან გამოსული არ გნახო! ვინ მოიტანა ეს კიბე აქ! რა გინდოდა ზემოთ!
_ სასახლის სახელი გამოვაჩინე!
_ რა საჭირო იყო!
_ ქვები შევნიშნე და მომეწონა, მაინტერესებდა რა ერქვა ამ სასახლეს! ელფერის სასახლე... _ თქვა ისეთი გრაციოზულობით, სინაზითა და სიტკბოთი, კაცს გაბრაზება დაავიწყა. დაბნეულმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, მებაღეს დაუყვირა ეს კიბე აქედან მოაშორეო. თვითონ კი ფერი კაბინეტისკენ გაიყოლა.
_ ეს კარი... აქ რა არის? მაინტერესებს... _ იკითხა ფერიმ რბილად.
კაცმა კარი შეაღო:
_ ეს კაბინეტია. _ თქვა და ქალიც შიგნით შევარდა. აღელვებულმა გახედა წიგნების დიდ თაროებს, რომელსაც ბავშვობაში სულ უტრიალებდა, დიდი რომ გავიზრდები, ყველა წიგნს წავიკითხავო... მაგრამ უკვე 25 წლის იყო, წიგნები მხოლოდ ახალ სახლში წაეკითხა, ამ წიგნებს კი მთელი 20 წელიწადი არ შეხებია, არ უგრძვნია მათი სურნელი. წიგნებს მონატრებით და სითბოთი გადაუსვა ხელი. მერე თავისი საყვარელი წიგნი მოძებნა, გამოიღო, გადაფურცლა და ბედნიერმა ჩაისუნთქა ჰაერი. კაცმა ვეღარ მოითმინა, ხელები შემოხვია და მისი მიხუტება სცადა, მაგრამ ქალი აკივლდა და ისიც გაერიდა, გაბრაზებული გავიდა კაბინეტიდან.
_ შვილო... დამშვიდდი... _ ალერსიანად უთხრა ეზოში მყოფმა დედამ, შვილს ხელი გამოსდო და თავისი ოთახისკენ წაიყვანა.
_ ფერის ვესაუბრე. მითხრა, რომ აქაურობა ძალიან მოეწონა, ნუ დაუშლი ნურაფერს! ხომ ნახე როგორი ბედნიერებით უცქეროდა სასახლეს და ხეებს, მიეცი უფლება გაიხაროს.
_ ახლოს არ მიკარებს! _ წამოიძახა კაცმა და შეკრთა, არ ეგონა ამას თუ იტყოდა. უცებ ისევ დაინახა ფერი, კაბინეტიდან გამოსულიყო და გლიცენიის ხეებთან ბზრიალებდა თვალდახუჭული და გაღიმებული. კაცი ოთახიდან გავარდა და ცოლს მიეჭრა.
_ რა გახარებს ასე ძალიან?!
_ ყვავილები, ჩემი ცხოველები და ეს საამური სურნელი, _ თქვა ფერიმ, თვალები დახუჭა და ისევ ჩაისუნთქა ყვავილების სურნელი. კაცმა ზურგი აქცია და კლარას მიაშურა. პირველი ცოლის ოთახის კარი შეაღო. ქალი ბედნიერი შეეგება და ხელები მოხვია. კაცმაც იმავეთი უპასუხა. ბედნიერი ქალი ქმრის მკლავებში სიყვარულით ტკბებოდა.
ფერი კი იჯდა საქანელაზე და გლიცენიის ხეებს უყურებდა ჩაფიქრებული, მერე სასახლისკენ დაიძრა. თავის ოთახში შევიდა, მოწესრიგდა და სამზარეულოსკენ დაეშვა, რომ სადილზე არ დაგვიანებოდა. როცა შევიდა, კაცის მკაცრი ხმა მოესმა:
_ სად იყავი! დაგაგვიანდა!
_ მშვენიერი სასახლის სურნელით ვტკბებოდი! _ თქვა და ამაყად დაჯდა თავის ადგილას.
_ დაგვიანებას ვერ ვიტან! დროის ცნობა არ იცი?!
_ როცა ადამიანი ბედნიერია, ის დროს ვერ გრძნობს! ბედნიერი დაიარება და სრულიად არ შია ამ დროს! თქვენი არ მეშინია! თუ ასე ძალიან გინდათ ჩემი დანახვა ყოველ სადილზე და ჩემი არდაგვიანება, ზარი დარეკეთ და მივხვდები, რომ სასადილოდ მეძახით! _ თქვა, ლუკმა ჩაიდო პირში და კმაყოფილმა მოავლო ყველას მზერა.
_ ბატონი რაფაელი სად არის?!
_ სამუშაოზე, შვილო, გინდოდა რამე?
_ არა, ქალბატონო ფერნანდა. დილას რომ ვნახე, მეგონა სულ აქ იქნებოდა... _ რბილად მიუგო და გაუღიმა, დიასახლისმაც ღიმილით უპასუხა: _ მხოლოდ დილას საუზმობს ჩვენთან ერთად და ზოგჯერ ვახშმობასაც ასწრებს.
ფერი თან ილუკმებოდა, თან ფიქრობდა: ბედნიერებაა ამ სამზარეულოში ყოფნა და თანაც ბავშვობის ადგილის დაკავება! ბედნიერებაა, როცა აქ ვარ, 20 წლის წინანდელ სასახლეში, რომელსაც არასდროს დავთმობ ჩემს გულსა და სულში! რომელსაც არასდროს გადავიყვარებ!
ამ დროს კლარა გაწიწმატებული წამოხტა:
_ ეს კერძი, ნახევრად უმია!
_ დიდხანს თუ მოვხარშავთ, გემოს დაკარგავს. _ შენიშნა ფერიმ და ქალს შეხედა, რომელიც გაბრაზებული შესცქერდა.
_ ბედავს და ჭკუას მასწავლის! _ ჩაიდუდღუნა კლარამ და სამზარეულოდან გავარდა.
ელიანი მაშინვე კლარას გაჰყვა უკან. ქალმა დაინახა თუ არა მოეხვია, თან შესჩივლა, ამ ქალის აქ მოსვლიდან ყველაფერი აირიაო. კაცმაც დაამშვიდა, ნუ აჰყვები და ნუ მიაქცევ მის სიტყვებს ყურადღებასო. მერე ცოლი ხელში აიყვანა და მისი ოთახისკენ წავიდა. ქალი ნაზად დასვა ლოგინზე და მიეალერსა... პირველად ხვევდა ასეთი სითბოთი ქალს ხელს და ფერი ედგა თვალწინ, რომელიც ხან რბილად, ხან უხეშად ესაუბრებოდა და კაცს უფრო აგიჟებდა... პირველ ცოლს ეფერებოდა და ფერიზე ფიქრობდა.
ფერიმ სადილი მოითავა თუ არა, საჯინიბოს მიაშურა, ცხენით გასეირნება მოუნდა. ცხენს უნაგირი დაადგა. მეჯინიბის უარის მიუხედავად, ეს ცხენი არ წაიყვანოთ, ბატონი გაგიბრაზდებათო, მაინც შეკაზმა ცხენი და ნელა გაუდგა გზას. სასახლეს გასცდა თუ არა, ჰკრა დეზი ცხენს და სწრაფად გააქროლა. გახარებული მიაპობდა ნაცნობ ადგილებს თვალდახუჭული მიჰყვებოდა ცხენის ნებას, ბოლოს მინდორს მოავლო მზერა და უცბად შეაჩერა ცხენი. ყვავილების ლამაზი მინდორი დაინახა და ჩამოქვეითდა. ცხენი საბალახოდ მიუშვა, თვითონ კი იქვე წამოწვა, ცას ახლა ახედა და გაიზმორა: ჩემია, ისევ ჩემიააა! მადლობა, მამა, რომ აქ გამომიშვი! მადლობა, რომ გამომიშვი იქ, სადაც არ მინდოდა, მაგრამ ახლა სრულიად ბედნიერი ვარ... ისევ ჩემი სასახლე... 20 წლის მერე... ახლა ის ჩემია, მხოლოდ ჩემი და მეტი არავისი! არ იქნება ეს სასახლე მისი! ჩემი მტრების ეს სასახლე არ იქნება! _ თქვა და ისევ ამხედრდა ცხენზე.
_ ჩემო ლამაზო! შენ იცი ვინც ვარ მე, შენი პატარა ქალბატონი, რომელიც 5 წლისას გეფერებოდა, გაჭმევდა და შენთან ერთად დასეირნობდა. შენ ჩემი პირველი საჩუქარი ხარ, მამას ნაჩუქარი პატარა დემიანი! _ მოეფერა ცხენს, დაიხარა და აკოცა.
კაცმა სასახლე მოიარა, ქალს ეძებდა. ეგონა გაიქცა, როცა უთხრეს, ცხენზე შეჯდა და ეზოდან გავიდაო. მაშინვე საჯინიბოსკენ გაიქცა და როცა ცხენი, რომელიც წლების წინ ძლივს მოათვინიერა, თავის ადგილას არ დახვდა, გაბრაზებულმა მეჯინიბეს უყვირა: მეორე ცხენი შემიკაზმეო.
კაცი ტყისკენ მიაჭენებდა ცხენს და ღმერთს ევედრებოდა, ოღონდ არაფერი დაუშავოს ცხენმაო! უცბად ქალიც დაინახა, რომელსაც ჩორთით მიჰყავდა ცხენი და თმას ჰაერი ურხევდა.
ფერი იღიმოდა და ცხენს ფაფარზე ხელს უსვამდა: ჩემი ჭკვიანი დემიანი! წყალთან მივიდეთ! _ თქვა მან და ცხენი ჯირითზე გადაიყვანა. კაციც უკან მიჰყვა. ცხენი წყალთან გაჩერდა. ქალი მაშინვე ჩამოქვეითდა, ცივ წყალში დაისველა ხელები და დემიანს მოხვია... მერე ისეთი სინაზით აკოცა თავის ბავშვობის სიყვარულს, რომ კაცს წყენა დაავიწყდა...
ქალმა გაშლილი თმა გადაიწია სახიდან და თავი მაღლა ასწია. ნაპირისკენ წამოვიდა, მის სხეულს სველი კაბა მიჰკვროდა და ტანი მთელი სისავსით მოუჩანდა. ქალმა ხელზე დაიხედა და ბეჭედს შეხედა: ეს ბეჭედი რომ დავინახე, მეგონა წინ საშინელი ტყვეობა მელოდებოდა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ეს ბეჭედი დიდი ბედნიერების მომტანი ყოფილა ჩემთვის... დიდი, ლამაზი ბედნიერების მომტანი და დაკარგულის დაბრუნების...
ქალი ისევ ამხედრა ცხენზე და მინდორში გაინავარდა, უფრო და უფრო შორდებოდა იმ არემარეს. უცბად შედგა, რადგან კაცის მბრძანებლური ხმა მოესმა. მთელ ტანში გააჟრჟოლა.
გაბრაზებულმა კაცმა ცხენი ქალთან მიაგდო და მის გვერდით დადგა.
_ რას აკეთებ?!
_ ვჯირითობ!
_ როგორ გაბედე ეს ცხენი წამოგეყვანა! დაგიშალეს, მაგრამ მაინც წამოიყვანე!
_ მე ამ სასახლის მეპატრონის ცოლი ვარ და ჩემი სიტყვა კანონია!
_ მაგრამ ჩემთვის არაა! დღეიდან კი არც სხვებისთვის იქნება შენი სიტყვა კანონი!
_ მაშინ მე ჩემთვის ვიქნები, შენ შენთვის, შენს საყვარელთან ერთად!
_ შენც ჩემი საყვარელი ხარ! მალე გახდები!
ქალმა ცხენს დეზი შემოჰკრა და გავარდა, კაცი დაედევნა, წინ გადაუდგა და ორივე ცხენიც ერთდროულად შედგა.
_ არასდროს გაბედო ასე ჩემთან მოქცევა, როცა გელაპარაკები!
_ შენ ჩემთვის არავინ ხარ! _ ისევ დეზი ჰკრა ფერიმ ცხენს, მაგრამ კაცმა აღვირს ჩაავლო ხელი და შეაჩერა. შემდეგ ფერის ცხენზე გადაჯდა და ცხენს მათრახი დაჰკრა თუ არა, ქალიც ინერციით მას მიეხუტა. და მაშინვე დაავიწყდა ბრაზი. ტყეს მიაშურა და სასახლეც უკან დარჩა. ცხენს სწრაფად მიაჭენებდა და ქალის სხეულიც უფრო ეკვროდა მის სხეულს. მისი თმაც ეხებოდა ლოყაზე და ეს მოსწონდა კიდევაც. ქალს ხელი მოხვია თუ არა, აყვირდა, გაშვებას ითხოვდა, მაგრამ კაცი ყურს არ უგდებდა. ბოლოს ცხენი გააჩერა და ჩამოქვეითდა. ქალს ხელი გაუწოდა, მაგრამ ის თავისით ჩამოხტა ცხენიდან და კაცს წინ აესვეტა:
_ არ გაბედო ჩემთან ასე ახლოს დგომა! _ გაბრაზებულმა დაუყვირა კაცს. კაცი ისევ ამხედრდა ცხენზე და ქალს შეხედა:
_ არ გაბედო ჩემს გამოწვდილ ხელზე უარის თქმა!
_ ვითომ რატომ! _ იყვირა ქალმა და ქვემოდან ახედა.
_ იმიტომ, რომ მე შენი ქმარი ვარ!
_ მძულხარ! ვერ გიტან!
_ რამდენიმე საათში დაბნელდება! გონს მოეგე, თუ როგორ უნდა მელაპარაკო და ჩემი ბრძანებები როგორ შეასრულო. გვიან მოგაკითხავ, თუ მანამდე მხეცებმა არ შეგჭამეს! _ თქვა და ცხენს მათრახი გადაუჭირა.
_ არ მეშინია მხეცების! და შეგიძლია არც მომაკითხო! _ დაუყვირა ფერიმ და იქვე ხესთან ჩაჯდა.
კაცი მიეფარა თუ არა თვალს, ხეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ახლაღა იგრძნო რაღაც ძლიერი, რომელიც უკვე აგიჟებდა... ეს ელაინის ხელები იყო. სწორედ იმან დაუკარგა მოსვენება. შეშფოთებული წამოხტა, გასწორდა, კაბა დაიფერთხა და გზას დაადგა. სრულიად არ აქცევდა ყურადღებას სად მიდიოდა, სიო სახეში ელამუნებოდა, ბედნიერი მისეირნობდა და ღიღინებდა...
ვერც შეამჩნია, როდის მოიღრუბლა და უცბად დაუშვა წვიმამ... ქალი ისე იყო გართული, ვერც იგრძნო როგორ სველდებოდა...
როცა სიცივისგან შეაკანკალა, თავისი ბავშვობის ხეს შეაფარა თავი. ამ დროს ცხენის ფლოქვების ხმა გაიგონა. ელაინი დაბრუნდა. კაცმა ცხენი გააჩერა და ქალს ზემოდან დახედა:
_ სადაც დაგტოვე იქ რატომ არ იყავი?!
_ იმიტომ, რომ არ გეპოვე! _ უთხრა გაღიზიანებულმა.
_ ადექი! მივდივართ! _ კაცმა ქალს შეხედა, რომელიც ისევ იჯდა და არ ინძრეოდა.
_ ჯერ მხეცებს არ შევუჭამივარ! კიდევ ვიქნები აქ თუ გინდა! _ თქვა მკაცრად და ხეს მიეყუდა, სიცივის მიუხედავად, რომელსაც მის კაბაში გაეღწია.
კაცი ჩამოქვეითდა და ქალს ხელი მოჰკიდა: _ კიდევ ვერ მიხვდი, რომ მე უნდა დამემორჩილო და რასაც გეტყვი, შეასრულო?!
_ ვერა!
_ კარგი! თუ ასეა, ღამე აქ მოგიწევს დარჩენა და რადგან ჩემნაირი მხეცის არ გეშინია, იქნებ ნამდვილი მხეცების მაინც შეგეშინდეს! _ თქვა და ისევ წავიდა. სასახლისკენ მიაჭენებდა იმაზე გაბრაზებული, ასე რომ ექცეოდა ქალი, მკაცრად და ქედმაღლურად. ეზოში შესული დედამისმა დაინახა:
_ ისევ დატოვე ტყეში ფერი?! ხომ გითხარი მოიყვანე-მეთქი!
_ როცა დამიჯერებს მოვიყვან!
_ შენ ის არ დაგიჯერებს, ელი!
_ რატომ?! მე მისი ქმარი ვარ!
_ კარგად დაიმახსოვრე. ფერი ისეთი ქალი არაა, შენ რომ გყოლია! ის სულ სხვაა! ახლავე წადი და მოიყვანე! მთელი დღე საჭმელიც არ უჭამია! თან წვიმს და გაცივდება! წადი!
_ ჯერ აზრზე მოვიდეს და მერე მოვიყვან!
_ შვილო! შენ ის არ დაგემორჩილება, რადგან შენს ბრძანებებს და ყვირილს ვერ იტანს, ამიტომ არ შეგისრულებს არაფერს! კლარა ხომ გყავს. ხოდა მას უბრძანე და ის შეგისრულებს! ფერის კი დაანებე თავი! მშვიდად მინდა იცხოვროს აქ!
_ რატომ?! მოგწონს ის უხეში გოგო?
_ ის არ ჰგავს იმათ, ვინც შენ გყოლია! კეთილია და თბილი. ამდენი ხანია აქ ვართ და რომელიმე შენს საყვარელს მოსამსახურეებთან უსაუბრია და მათ თბილად მოქცევია?! არა! მან შენი ცხენიც კი დაიმორჩილა! იმიტომ, რომ მას კეთილი გული აქვს და ესმის ცხოველების! სპილოებიც უყვარს და მათზე ზრუნავს! ყვავილებზეც ზრუნავს, სამზარეულოში ფანჯრები გააღო და ისეთი სიყვარულით გახედა გარემოს, რომ ჯერ არ მინახავს, ამ ლამაზი ბუნებისთვის აქ ვინმეს ასე შეეხედა! თუ გინდა კარგად მოგექცეს, მისი გაცნობა უნდა სცადო და არა მისი დამორჩილება! ახლავე წადი და მოიყვანე! გარეთ ქარია, წვიმს! ვინ იცის, როგორ სცივა, ცუდად არ გახდეს!
ელი ისევ ცხენზე ამხედრდა და ტყისკენ გაემართა. ქარი და წვიმა სახეში სცემდა და მაინც მიიკვლევდა გზას წინ. მივიდა იმ ხესთან, სადაც ფერი დატოვა, მაგრამ ქალი იქ აღარ დახვდა. მალე დაბნელდებოდა და შეეშინდა მისი ტყეში დატოვება. მიხვდა, რომ ასე არ უნდა მოქცეოდა, ცხენს მათრახი გადაუჭირა და ქალს დაუძახა. წვიმამ უმატა, უკვე მთელ ბილიკს ატალახიანებდა, ცხენსაც უჭირდა სიარული. უცებ წაადგნენ ფერის თავზე, მაგრამ ის უგონოდ იყო...
_ ფერიი! ფერიიი! ხმა გამეციი! _ დაიყვირა კაცმა, ქალი ხელში აიყვანა და ცხენზე შემოსვა. კარგა მანძილი რომ გაიარა, პატარა ქოხს მიადგა და ქალით ხელში შიგნით შევიდა. მაშინვე ლოგინზე დააწვინა ფერი და ცეცხლი დაანთო. აგიზგიზდა თუ არა კოცონი, ქალი ახლოს მიიყვანა ცეცხლთან და სხეულზე მიიხუტა. იგრძნო მისი სველი ტანსაცმელი და ნოხზე დააწვინა.
_ ბოდიში... მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... _ თქვა და ქალს სველი სამოსი გახადა. თავის სველ სამოსს სრულიად ვერ გრძნობდა და ქალს იხუტებდა. მხოლოდ თავისი სუნთქვა ესმოდა ისე გამალებით, რომ ხვდებოდა პირველად უძგერდა გული ასე. მის თმას ხელები შეახო, მერე აკოცა და თავი ბალიშზე დაადებინა. მოძებნა გადასაფარებელი და ქალს დააფარა. ცეცხლს შეშა დაუმატა. ცეცხლი გიზგიზებდა და ბნელ ქოხს ანათებდა. ირგვლივ მხოლოდ შეშის ტკაცატკუცი ისმოდა. კაცი ცეცხლის ალს თვალს აყოლებდა ჩაფიქრებული. ქალი შეირხა და თვალები მძიმედ გაახილა. კარგად ნაცნობ ძველ, ბავშვობის გარემოს მოჰკრა თვალი და წამოიწია.
_ აქ რა გვინდა?!
_ გარეთ წვიმს. ცხენიც დაიღალა. შენ კი შეგცივდა და გათბობა გჭირდებოდა.
ქალმა იგრძნო, რომ კაბა არ ეცვა და ყვირილით წამოხტა. დაფარებული ქსოვილი გადაუსრიალდა და კაცის მზერა რომ დაიჭირა, მაშინვე დასწვდა ქსოვილს და სხეულზე შემოიხვია.
_ მე... _ თქვა კაცმა ძლივს და ცეცხლის ალს შეხედა.
_ მხეცო! ვინ გითხრა შემეხე და კაბა გამხადეო!
_ დამშვიდდი! არაფერი დამიშავებია! სველი ტანსაცმელი მოგაშორე და მშრალი პლედი მოგაფარე მხოლოდ!
_ სასახლეში მინდა! _ დაუყვირა ფერიმ და კარისკენ გავარდა.
_ ჯერ ღამეა. დილამდე აქ ვიქნებით! _ დაუღრინა კაცმა და კარისკენ გაქცეულ ქალს დაეწია, _ რა კარგი იყო, რომ გეძინა და ხმას არ იღებდი!
კაცი ხელში სწვდა. ფერი გაუძალიანდა. ძიძგილაობაში ქალს ფეხი აუსრიალდა, კაციც ასრიალდა ტყლაპოიან მიწაზე და ორივე დაეცა. ქალი მისმა შეხებამ ადგილზე გააშეშა. ვერც წვიმას გრძნობდა და ვერც იმას, ტალახში რომ ამოიგანგლა. კაცმა ხელები მოხვია ქალს და უცებ მოეგო გონს, აყვირდა.
_ გამიშვიიიი! გამიშვიიი!
_ შენ ჩემი ცოლი ხარ! _ არ უშვებდა ელი.
_ შენ ჩემი ქმარი არ ხარ! არ ხარ ჩემი ქმარი! მძულხარ, მეზიზღები და მინდა მომშორდე!
_ ფერი, ასე ნუ მელაპარაკები! იცოდე ძალით გაგხდი ჩემად! ასე ნუ მესაუბრებიი!
_ მძულხარ! მძულხარ! _ შესძახა ქალმა და ატირდა, პირველად ტიროდა კაცის წინაშე. კაცმა ხელები მოხვია, მიიხუტა და მასთან ერთად დაბრუნდა ქოხში. ტალახიანი და სველი ქალი ახლოს დააწვინა ცეცხლთან. თვითონაც იქვე დაჯდა.
_ შეგიძლია გძულდე... მაგრამ მე შენ არასდროს შეგეხები... არასდროს გაიძულებ ჩემს ცოლობას! ოღონდ, როცა კიბიდან ვარდები ან ფეხი გისხლტება და საიდანღაც ეშვები, ვალდებული ვარ დაგიჭირო! სხვა მხრივ არასდროს შეგეხები! _ თქვა კაცმა და ქალს გადახედა, რომელიც მოკუნტული და თავდახრილი იჯდა. რატომ ვგრძნობ მისი შეხებისგან რაღაც ამოუხსნელს და გაურკვეველს? _ ფიქრობდა ფერი თავისთვის და იატაკს მიშტერებოდა. როცა ელიმ უთხრა, არასდროს შეგეხები და გაიძულებ ჩემს ცოლობასო, სადღაც სიღრმეში გული დასწყდა. კაცმა სხვა პლედი მოაფარა. ქალი ისევ დაჯდა ცეცხლთან ახლოს და კედელს მიეხუტა. ისევ თავის ახალგაღვიძებულ გრძნობებს დაუბრუნდა. ცეცხლისკენ მიიხედა და აგიზგიზებულ ალს ააყოლა მზერა... ცხელა... მისი შეხებისგან მცხელა... ახლაღა მიხვდა, რომ მისი შეხებისგან ცხელოდა და უფრო გაურკვევლობაში ვარდებოდა. ცეცხლს უყურებდა და მის მოფარფატე ალს თვალს ადევნებდა. მაგრამ წესით უნდა მძულდეს, მეზიზღებოდეს! მეტი მისთვის არაფერი მემეტება! მინდა მხოლოდ სიძულვილი და ზიზღი ვაჩუქო! ჩემი გულიდან და სულიდან, რადგან დამტანჯა 20-წლიანი სასტიკი ბედისწერით, რომელიც ამ სასახლის დაკარგვის გამო მხვდა წილად!
ფერი ისე ახლოს იჯდა ცეცხლთან, ღაწვები შეფაკლოდა სიცხისგან. მთელი სახე უხურდა... როგორც იქნა, გათბა.
_ შემომხედე... _ წარმოთქვა კაცმა ნაზად და ქალს შეხედა, _ ფერი, შემომხედე, არ შეგეხები...
ქალმა თვალებში ჩახედა, პირველად. პირველად იდგნენ ასე ახლოს ერთმანეთის პირისპირ. კაცი მისი მწვანე თვალებით იხიბლებოდა და მასში იძირებოდა, ქალის სითბო უნდებოდა. მერე გაუღიმა:
_ ხვალ დილას წავალთ სასახლეში... მანამდე კი დამშვიდდი და დაიძინე... ქარია გარეთ, წვიმაც არ ჩერდება და ცხენიც დაღლილია... ძალიან ბევრი ასეირნე მინდორში... ცოდოა, უნდა დაისვენოს... შენც უნდა დაისვენო და დაიძინო... მე შენგან შორს ვიქნები... _ უთხრა და კარისკენ გაიწია, იქ დაჯდა. ქალმა მის სახეს შეავლო მზერა. ისევ ცხელოდა, გახურებას გრძნობდა, რომელიც აგიჟებდა, თან მის თვალებს მიშტერებოდა, ლურჯ თვალებს, ქალს ასე ძალიან რომ მოსწონდა... უფრო ყურადღებით შეათვალიერა ელიანი. მისი სიმპათიური, ოდნავ უხეში სახის ნაკვთები... თმა ყავისფერი... აბურდული თმა... ტალახიანი და სველი სამოსი...
კაცი კართან რომ გადაჯდა, ფერი უცბად წამოდგა ფეხზე. ფანჯარას მიუახლოვდა და გარეთ, მთვარით განათებულ გარემოს გახედა. მინას მიაყრდნო ლოყა: ნუთუ მას უნდა წაეღო ჩემი ბედნიერება 5 წლიდან! მან დაისაკუთრა ჩემი სახლი! მან წამართვა ყველაფერი! ჩემი სულის ერთადერთი ბედნიერი ნაწილი! მინდა მძულდეს და მეზიზღებოდეს, მინდა სტკიოდეს და კლავდეს! კლავდეს ისე, როგორც მე მკლავდა ეს 20 წელიწადი სასახლის მონატრება! მისთვის ყველაფერი მემეტება: სიძულვილი! ზიზღი! შურისძიება! მტრობა! ის ჩემი მტერია, ჩემი 20 წლის დაუძინებელი მტერი! მისი განადგურება და სასახლიდან სამუდამოდ გაგდება მინდა!
უხეშად მოხვია ხელები ქსოვილს, რომელიც გარს ჰქონდა შემოხვეული. მერე უცბად მოიშორა, ხელებში მოიქცია და თამამად გადადგა ნახევრად შიშველმა ნაბიჯი. პლედი ბუხრის წინ დააგო და ზედ დაწვა. შემდეგ მოკეცა და დაიფარა, თან კაცს გულში განადგურებით ემუქრებოდა...
კაცმა მის სხეულს შეხედა, პირველად მიავიწყდა კლარა, მერე ქალს მზერა აარიდა. უნდოდა მასთან ახლოს ყოფნა და ვერ ეკარებოდა. ადგა, კარი გააღო და გულჩათხრობილმა ტყის მრისხანე სიბნელეს მიაშურა...
როგორც კი მარტო დაიგულა თავი, წამით შვება იგრძნო, მაგრამ მერე ვერ მოისვენა... წამები... წუთები... დრო გადიოდა, კაცი არ ჩანდა... ამ დროს დაიქუხა და შეეშინდა, სწრაფად კაბა გადაიცვა და გარეთ გავიდა. მხოლოდ ცხენი შენიშნა, იქვე მდგომი. კაცი არსად ჩანდა. ცხენს ზედ მოექცა და ადგილიდან დაძრა.
***
კაცი სევდიანი მიუყვებოდა გზას, არც კი იცოდა, სად მიდიოდა და რატომ! ყველაფერი სტკიოდა, სულიც სტკიოდა: ვძულვარ! ვეზიზღები! რატომ! რისთვის ვეზიზღები! რატომ ვძულვარ ასე! რატომ მიყურებს ზიზღითა და შურისძიებით! რატომ მებრძვის მუდამ და არ მემორჩილება?! რატომ მეუხეშება და მიშორებს?! რატომ! რატომ! ის რატომ უნდა იყოს ჩემი შვილების დედა, თუ ვძულვარ და ვეზიზღები?! რატომ დავუჯერე იმ ქვის სიტყვებს! რატომ! რატომ! _ ფიქრობდა თავისთვის. ბოლოს ხეს მიეყუდა და ხელები მოხვია: ფერი... ფერი... რატომ გძულვარ... რატომ გეზიზღები... რატომ მმტრობენ შენი თვალები... თვალები, რომელიც ასე მომეწონა და მინდა ბოლომდე ჩავიძირო და დავიკარგო მათში! რატომ ვძულვარ ამ თვალებს! რატომ?!.. ფერიიი.... ფერიიი! _ დაიყვირა მოულოდნელად. უცბად მის წინ ცხენი გაჩერდა. ქალმა კაცს შეხედა, ხეს რომ ჩახუტებოდა.
ქალი ჩამოქვეითდა.
_ წამოდი! _ უთხრა მკაცრად, თან მის სახეს თვალს არ აცილებდა.
_ ასეთი უხეში, ჭუჭყიანი და გაბრაზებულიც კი ლამაზი ხარ! _ თქვა კაცმა სევდიანად. ქალი მკლავში წვდა.
_ ცხენზე შეჯექი! თუ სიკვდილი გინდა, ჯობია იქ, სასახლეში მოკვდე. ოღონდ აქ არა! _ მკაცრად შენიშნა. ჯერ კაცი ამხედრდა, მერე ქალი. ამხედრდა. ცხენი ჩორთით მიიკვლევდა გზას ქოხისკენ. ქალის სხეულის სურნელს შეიგრძნობდა კაცი და სიამოვნებით ივსებოდა მისი სიახლოვისგან.
ქოხთან მისულები ჩამოქვეითდნენ და უხმოდ შიგნით შევიდნენ. კაცმა ცეცხლს შეუკეთა და კვლავ დასაძინებლად მიწვა, მაგრამ ფიქრებში გართულს ძილი არ ეკარებოდა... გარეთ კი წვიმდა და ქარი ქროდა...
დილით პირველად ელიანს გაეღვიძა. გარეთ გავიდა. წვიმას გადაეღო. მზე ამოსულიყო. ცხენი გაამზადა. მერე უკან შებრუნდა. ფერის უკვე გაღვიძებოდა და ჩაეცვა. წასასვლელად გაემზადნენ. კაცმა ქალს ხელი გაუწოდა დასახმარებლად, მაგრამ ფერი თავისით ამხედრდა ცხენზე. კაცი მის უკან დაჯდა და სასახლისკენ გააჭენა.
_ დედაჩემი რატომ მოგეწონა?! _ შეეკითხა გზაში.
_ ის დედაჩემს ჰგავს... მასავით თბილია... სადღაც ცივი... სადღაც სევდიანი და ასევე ნაზიც... მგრძნობიარე და გამგები...
_ მამაჩემი როგორია?!
_ მკაცრი, მორიდებული და ერთგული ჩანს... თქვენ არ გგავთ.
კაცმა ქალის რბილ ხმას მიაქცია ყურადღება, ესიამოვნა, ასე რომ საუბრობდა ფერი მათზე და გულის სიღრმეში გაუხარდა.
_ მაშ სასახლეში რომ მივალ, იქ მაძლევ სიკვდილის ნებას?!
კაცის შეკითხვაზე ფერიმ ჩაიღიმა:
_ მართალია შენზე არ მიქორწინია, მაგრამ დაქვრივებას არ ვაპირებ! ჯერ პატარა ვარ ამისთვის!
_ შენს მშობლებს არ უთქვამთ, პატარაა და შვილს ვერ მოგათხოვებთო!
_ მამა იძულებული იყო და იმიტომ გამომიშვა!
_ მე მას არ დავმუქრებივარ! არა მგონია ჩემი ეშინოდეს!
_ მან იცოდა ვინც იყავით, ამიტომაც გამოგიცხადათ თანხმობა! სპილოები რომ წამოიყვანეთ, მაშინ იგრძნო, რომ ბოროტი არ იყავით! მაგრამ მე პირიქით ვფიქრობ!
_ რას ფიქრობ?! _ ჩაეკითხა გაკვირვებული კაცი.
_ თქვენ ჩემთვის ერთი საძულველი კაცი ხართ და მეტი არავინ! მხოლოდ საშინელ კაცს თუ ეყოლება ქალი ქორწინების გარეშე, როგორც კლარასთან ხართ!
_ მაგრამ შენთანაც ასე არ ვარ?
_ ცდებით! მე თქვენთან არ ვარ და არც თქვენი საკუთრება ვარ! არც ვიქნები!
_ რატომ?! იმიტომ, რომ გძულვარ და გეზიზღები?!
_ იმიტომ, რომ არ მჭირდებით! მძულხართ და მეზიზღებით! თქვენთვის მეტი არაფერი მემეტება..._ თქვა ცივად.
კაცმა სწრაფად დაჰკრა ცხენს მათრახი და ცხენი მთელი სისწრაფით გააქანა.
_ გძულდე, გეზიზღებოდე, მხოლოდ ეს ორი რამ გემეტებოდეს ჩემთვის! _ შესძახა და ქალს ხელები მოუჭირა, რათა უფრო მჭიდროდ მიეხუტებინა და უკეთ შეეგრძნო მისი სურნელი. თვალები დახუჭა და ქალის სურნელის დამახსოვრებას შეუდგა. ქალი ყვიროდა, გაშვებას სთხოვდა, მაგრამ კაცი აღარ უსმენდა, ქალის სხეულს შემოხვეოდა, ლიანასავით მოექცია მკლავებში და მკერდზე მძლავრად იკრავდა, რომ არსად გაეშვა, რომ არ დაკარგვოდა და არ გაქცეოდა.
_ გპირდები, ეს სასახლე ყველაზე დიდი ციხე იქნება შენთვის! სადაც თავს მხოლოდ ტყვედ იგრძნობ! შენ იქნები ამ სასახლის ერთადერთი ტყვე!
მისი სიტყვები, რომ ამ სასახლის ტყვე იქნებოდა, ფერის უხაროდა კიდევაც, რადგან ეს მისი სასახლე იყო, სასახლე, სადაც ყოველ საგანს და აქ მცხოვრებ ყველა ადამიანს კარგად იცნობდა, ცხოველებსაც კი. იცოდა, რომ აქ მონობას და დამცირებასაც კი შეეგუებოდა და აიტანდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი სასახლე იყო, რომელიც გულის შეძვრამდე უყვარდა და ენატრებოდა. ახლა აქ იყო და ვინც უნდა ყოფილიყო _ ტყვე, მონა თუ მოსამსახურე, არად დაგიდევდათ. მაგრამ ის თავის სიძულვილს და შურისძიებას ამის გამო არ შეწყვეტდა, ის მხოლოდ მის მიმართ იქნებოდა სასტიკი და ულმობელი!
კაცმა ხელები უფრო ძლიერად მოხვია და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა:
_ ფერიიი... ეს სასახლე შენთვის ერთადერთი ციხე იქნება, რომელსაც თავს ვერ დააღწევ! ვერსად გაექცევი!
ქალს გაეღიმა. თავი კაცისკენ მიატრიალა და მის ტუჩებთან მოუხვდა ტუჩები, თვალებში ჩახედა და მათში ტკივილი, სევდა და შიში ამოიკითხა... უეცრად კაცმა მის წელს ხელი შეუშვა და გაშმაგებით ეძგერა კისერში საკოცნელად, მის თმაში ჩაეფლო, მერე კი ბაგეზე დაეკონა. ქალმა გაიბრძოლა, მის ხელებისგან გაქცევა სურდა, მაგრამ იმხელა სიამოვნება იგრძნო, მთლიანად მოსწყდა ყველაფერს და ყველას... მის სულში ვნება და სისასტიკე ებრძოდა ერთმანეთს და არცერთი მათგანი არ აპირებდა დათმობას... ქალმა თვალები დახუჭა. პირველად კოცნიდნენ მას ასე და ვეღარ გაეგო, სინამდვილეში რას გრძნობდა. ბოლოს კაცი შეეშვა და ცხენს დეზები ჰკრა.
ქალმა გზას გახედა, ამწუთას იგრძნო რაღაც ბედნიერების მსგავსი. წინ ხეივანი გამოჩნდა, რომელიც აუწყებდა, რომ სასახლეს უახლოვდებოდნენ. ფერის გაეღიმა და ბედნიერებით გაევსო სხეული... ის თავის სასახლეში ბრუნდებოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რომ ბედნიერების ეს შეგრძნება არა მხოლოდ სასახლის გამოჩენის, არამედ ელის კოცნის ბრალიც იყო, კაცისა, რომელიც სძულდა და ეზიზღებოდა...
ელიანმა ცხენი სახლთან გააჩერა, ჩამოქვეითდა და ფერისაც მიეხმარა. ქალი გაოგნებული იყო. რა ემართებოდა? აქამდე საერთოდ არ უსმენდა თავის გულს, ახლა კი კაცის ერთ შეხებაზე უცნაურ ბაგაბუგს გრძნობდა და ეშინოდა.
მათ ელის დედა შეეგება. ორივე ადგილზე გაშეშდა.
_ შვილო... ვინერვიულე თქვენზე, სად იყავით?!
_ პატარა ქოხში ტყეში... კარგად ვართ, დედა, არაფერია, არ ინერვიულო.
_ მერედა ვისი ბრალია!
_ დედა... არ მიყვარს, როცა არ მემორჩილებიან!
_ ხოდა გაითვალისწინე, რომ ფერი არ დაგემორჩილება! და ამას შეეგუე!
_ გავიგე! მე წავალ... _ ელიანმა დედას აკოცა და მაშინვე კლარასკენ გაეშურა.
ფერნანდამ შვილს მზერა გააყოლა, მერე ფერის შეხედა და თავზე გადაუსვა ხელი:
_ შვილო... ცუდად ხარ?! ჩემმა შვილმა ხომ არაფერი დააშავა...
_ არა... კარგად ვარ, უბრალოდ, ძალიან მშია და თავიც უნდა მოვიწესრიგო, თუ არ გეწყინებათ. _ როგორც კი ქალმა თანხმობა მისცა, ლოყაზე აკოცა და გაუღიმა.
ფერი ოთახში შევარდა კაბა მოისროლა, მაშინვე აბაზანაში ჩაეშვა და ბანაობას შეუდგა.
დაბანის შემდეგ გამზადებული და მოწესრიგებული ჩაუყვა კიბეს. სამზარეულოსკენ გაეშურა, შეაღო კარი და უცბად გაშეშდა, როცა ფერნანდას გარდა ელიც დაინახა. გაბრაზებულმა გადახედა კაცს და კლარას, ძალუმად რომ ეხუტებოდა მას და უფრო გაბრაზდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, უდარდელი სახე მიიღო და დაჯდა. კლარას დაასწრო მოკითხვა და მისალმებაც.
ფერიმ ლუკმა ჩაიდო პირში და კაცს მტრულად გადახედა, რომელიც თან ჭამდა და თან ხან კლარას უყურებდა, ხან ფერის. ფერის ბავშვობა გაახსენდა: დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა, ნამცხვარს უცხობდა. ყოველთვის ასე იყო _ პატარა ფერი დედის გამომცხვარ ტკბილეულს მიირთმევდა, მანამდე კი მამას თხოვნით იმღერებდა და იცეკვებდა. ამის გახსენებაზე თავი ჩაღუნა, რომ არ ეტირა. არავინ უნდა იცოდეს ჩემი სუსტი წერტილი! რასაც ჩემი სიკვდილი შეუძლია! მე მაშინ მოვკვდი, იმ დღეს, როცა მამას თხოვნით აქ უკანასკნელად ვიმღერე, ვიცეკვე და ნამცხვარი ვჭამე. მამამ კი თავისი მწვანე ქვა მომცა საჩუქრად, რომელიც წყალში ჩამივარდა და ყველაფერი მაშინ დასრულდა! მაშინ მოვკვდი! მაშინ დავკარგე სულის ნაწილი! ამის გამო ამ კაცის გასანადგურებლად ახლა სიკვდილსაც არ შევუშინდები! ჩემი მტრის არ მეშინია, არც მისი შეხების და ახლოს ყოფნის! _ გაიფიქრა გაბრაზებულმა და წვენიანი ჭიქა აიღო, მაგრამ უცებ ხელიდან გაუსრიალდა და წვენი კლარას შეესხა კაბაზე. ქალი წამოხტა და აყვირდა:
_ შენ მე კაბა გამიფუჭე! ადექი და სხვაგან გადაჯექი!
_ ბოდიში... ეს შემთხვევით მოხდა.
_ შენი ბოდიში არაფერში მჭირდება!
_ არა უშავს, ეს შემთხვევითობა იყო! _ თქვა ელიმ და ფერიმაც არ დააყოვნა:
_ ახლავე მივხედავ თქვენს კაბას, თუ მომცემთ!
_ ადგილზე დარჩით! _ დაიღრინა კაცმა და ქალებს გადახედა. ფერნანდა ჯერ მშვიდად შესცქეროდა სიტუაციას.
_ მან ჩემი საყვარელი კაბა გამიფუჭა! _ შესძახა კლარამ.
_ არა უშავს, კაბა გამოიცვალე და გაგირეცხავენ!
_ მაპატიეთ, მე დაგტოვებთ... _ ცოტა ხანში ძლივს ამოთქვა ფერიმ და წამოდგა. კარიდან გავიდა თუ არა, კლარას შეეფეთა, მას ახალი კაბა ეცვა, დალაქავებული კი ხელში ეჭირა. ფერის დანახვაზე ხელი მისკენ გაიშვირა:
_ გარეცხე!
_ მოსამსახურეებს მიეცი და მიხედავენ!
_ შენ გადამასხი წვენი და შენვე გარეცხავ! _ ქალმა კაბა სახეში ესროლა და სამზარეულოში შევიდა. ფერიმ ჩაისუნთქა და ძირს დაგდებული კაბა აიღო. სააბაზანოში შევიდა და რეცხვას შეუდგა. საგულდაგულოდ მოაცილა ლაქები, გაავლო, გაწურა და პირდაპირ სამზარეულოში წაიღო. შევიდა თუ არა, ეგრევე კლარას დაუდო წინ მაგიდაზე:
_ უკვე გაგირეცხეთ! _ წამოიძახა ხმამაღლა და ქალს თვალი ჯიქურ გაუსწორა.
იმანაც უყვირა:
_ სველი რად მინდა! გაიტანეთ და გააშრეთ!
_ მე რაც დავაშავე, უკვე გამოვასწორე! თუ გინდათ გააშრეთ, თუ გინდათ სველი ჩაიცვით! _ თქვა და მიტრიალდა, მაგრამ კლარა ხელში სწვდა:
_ ასეთი ტონით საუბარს როგორ ბედავ ჩემთან!
_ ხელი გამიშვი! _ დაიყვირა და ქალს მაჯა გამოგლიჯა, _ შენ ნუ მელაპარაკები ასეთი ტონით! თითქოს შენი მოსამსახურე ვიყო!
_ ამ კაბის გარეცხვით უკვე დაამტკიცე, რომ მოსამსახურე ხარ! და ჭურჭლის დარეცხვითაც!
_ შენ კი გგონია ამ სასახლის დედოფალი ხარ?! _ გაეცინა ფერის და კაცს შეხედა, რომელიც ჩუმად იდგა და მათ უსმენდა. ფერიმ ხელი გაიშვირა მისკენ და ქალს მიუბრუნდა: _ შენ მხოლოდ მისი დედოფალი ხარ და არა ჩემი! მე კი ამ სასახლეში სრულიად თავისუფალი ვარ და არა ამ კაცის საყვარელი ან მონა! არც შენი მოსამსახურე არ ვარ! კაბა დავსვარე და გაგირეცხე! და შენთვის ვინ ვარ ეს სრულიად არ მაინტერესებს! ჩემთვის მხოლოდ ამ კაცის საყვარელი ხარ და არა ცოლი! _ თქვა ბოლოს ხმამაღლა და გავიდა.
_ ეს?! ეს ქალი! ახლავე აქედან გააგდე ელიიიანნ! როგორ ბედავს ერთი დღის მოსული ქალი ასე მელაპარაკოს! _ იყვირა და კაცს მიუბრუნდა, _ იმ ქალმა შენს საყვარლად მომიხსენია! შენ კი ასე დგახარ და ხმას არ იღებ!
_ კმარა, კლარა! მისი დამცირება საჭირო არაა! შენ ისედაც პირველი ხარ ჩემთვის! _ თქვა კაცმა.
_ არ მინდა მის გვერდით იყო, ელიან! _ შესჩივლა ქალმა და კაცს მიეხუტა.
_ ის ჩემი ქალია! ისევე როგორც შენ!
_ მაგრამ მას არ უნდიხარ! მე კი მინდიხარ და ყოველწუთას გელოდები!
_ მე შენთან ვარ ახლაც და შენთან ვიქნები სულ! _ ქალს ხელი მოხვია და აკოცა. ქალსაც მიავიწყდა ფერიზე ეჭვიანობა და მთლიანად მიენდო კაცის სხეულს... რომელიც კაცის ფიქრებში მისი უკვე აღარ იყო...
***
ფერიმ აბაზანა მიიღო, რადგან ციოდა და აკანკალებდა. ჭრილობა ჯერაც სტკიოდა, ამიტომ ისევ გადაიხვია. მერე მუქი ნაცრისფერი კაბა ჩაიცვა და თმა უკან შეიკრა. ლოგინზე დაჯდა და ხელებს დააკვირდა... ბეჭედი შეათვალიერა, ხელი გადაუსვა. ლამაზი და დახვეწილი ბეჭედი იყო. ნასიამოვნებმა გულში მადლობა გადაუხადა ქალბატონ ფერნანდას.
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და მანაც დართო შემოსვლის ნებართვა. დაინახა თუ არა ქალბატონი ფერნანდა, მაშინვე მიეახლა და მოუბოდიშა სამზარეულოში მომხდარის გამო. ქალმა ჩაიხუტა, არაფერიაო, უთხრა და შუბლზე აკოცა. შუბლი შეიკრა, რადგან ფერი სიცხიანი ეჩვენა. მაშინვე დასვენება ურჩია, ლოგინში ჩააწვინა და შეჰპირდა, ექიმს მოვიყვანო. ბოლოს ისევ აკოცა და ოთახი დატოვა.
ფერის უკვე ჩასძინებოდა, როცა ფერნანდას ხმა შემოესმა და გამოფხიზლდა.
_ ფერი, შვილო, ბოდიში, ექიმი მოვიდა.
_ მობრძანდით, არა უშავს, _ უთხრა ხმადაბლა ქალს და გაუღიმა.
ექიმმა გასინჯა და ისეთი არაფერია, დასვენება სჭირდება და ცოტა სიცხეც აქვსო. ფერნანდამ მშვიდად ამოისუნთქა და ფერის აკოცა.
_ ხელზე რა მოგივიდათ?! _ შეეკითხა ექიმი და ფერის შეხედა.
_ ჭიქის ნამსხვრევით გავიჭერი... _ თქვა ჩუმად.
ექიმმა სახვევი მოხსნა, ხელისგული უნახა და ფერნანდას მიუბრუნდა:
_ ძალიან აქვს ნატკენი ხელი! გაღიზიანებულია... რამე გარეცხეთ?! ასეთი ხელით?!
_ დიახ, კაბა...
_ მალამო უნდა წაისვათ და მოერიდოთ რეცხვას! _ კაცი კალამს დასწვდა და ცოტა ხანში რეცეპტი გაუწოდა ქალბატონ ფერნანდას. მან ექიმი გააცილა და ისევ ფერისთან დაბრუნდა. მის გვერდით ჩამოჯდა, წამალი დაალევინა, ხელზე მალამო წაუსვა და ბოლოს მშვიდად გამოხურა კარი, რათა ფერის ჩასძინებოდა.
ფერნანდა დაბლა ჩავიდა და ელიანს გამოელაპარაკა.
_ შენი ნახვა მინდოდა! სიცხე აქვს ფერის!
_ მართლა?! ჩემთვის არ უთქვამს...
_ გარდა ამისა, ხელი აქვს ნატკენი! ჭრილობა გაუმიზეზდა შენი საყვარელი კლარას კაბის გამო! _ მკაცრად უთხრა ქალმა და შვილს გაბრაზებულმა შეხედა.
_ კარგი რა, დედა... _ მიუგო გულდაწყვეტილმა.
_ მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია?!
_ რა ვქნა?! ფერი არ მიკარებს ახლოს... მხოლოდ კლარა ზრუნავს ჩემზე! მაგ გოგოს ვეზიზღები და ვძულვარ!
_ კლარას უთხარი, ფერის თავი დაანებოს და მშვიდად იცხოვრებ ორივესთან! თუ ასე ძალიან გინდა კლარა გყავდეს გვერდით!
_ და ფერი?!
_ ფერი! ფერი! შენ აირჩიე და ჩვენც დაგეთანხმეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გოგო მომეწონა! შენ კი მას ჭრილობებს უმატებ! შენც და კლარაც!
_ კმარა! აღარ მინდა მასზე საუბარი! _ თქვა ელიმ და გარეთ გავარდა. გლიცენიის ხეზე გაბმულ საქანელაში ჩაწვა და გარემოს გადახედა.
ქალის თვალები ედგა თვალწინ, მხოლოდ მის მწვანე თვალებს ხედავდა. გაახსენდა, ელფერის სასახლის წარწერა მწვანე ქვებით რომ იყო მოჭედილი. მიხვდა, რომ ქალს მწვანე ფერი უყვარდა და გაეღიმა. მასაც მწვანე უყვარდა, როგორც ფერის. ამ ფიქრებში იყო, კლარა რომ მიუახლოვდა. მან ხელები მოხვია კაცს და მიეხუტა. ელიანს სულ დაავიწყდა კლარას არსებობა, წარმოიდგინა, ფერი მეხუტებაო და მისკენ შებრუნდა, მაგრამ როგორც კი კლარა დაინახა, სევდიანმა მიიკრა მკერდზე. ბედნიერი ქალი მის გვერდით მოკალათდა. კარგა ხანს ერთად ქანაობდნენ ბედნიერები, თუმცა პირველად იგრძნო კაცმა, რომ ეს ბედნიერება კლარას გვერდით უკვე მოჩვენებითი იყო...
***
ფერი იწვა, მაგრამ ვერ ისვენებდა. სულ კაცის სახე ახსენდებოდა და მისი კოცნა, მთლიანად ამ ამბავს დასტრიალებდა მისი გონება. ბოლოს წამოდგა და აივნისკენ დაიძრა და როცა ძირს გადაიხედა, დაინახა კლარასთან ჩახუტებული კაცი. მაშინვე უკან შემობრუნდა, კარი გააღო და ძირს დაეშვა. საჯინიბოსკენ წავიდა. თავისი ცხენი მოინახულა, მერე სპილოებს ჩამოუარა, ეფერებოდა და უღიმოდა, შემდეგ თავის პატარა სპილოს დახედა და კმაყოფილმა გადაუსვა ხელი: ჩემი პატარა... ჩემი მშვენიერი ალექსანდრიტი... _ მიეალერსა და საჭმელი დაუყარა.
სამზარეულოში რომ შევიდა, იქ მყოფ კამილას და ქალბატონ ფერნანდას მიესალმა. მხოლოდ ფერნანდა გამოელაპარაკა და მოიკითხა. კამილა, ელის ბებია რატომღაც ცუდი თვალით უყურებდა. მას აშკარად კლარა უფრო მოსწონდა. ყველა ელოდებოდა კლარას და ელიანს, რომლებიც ჯერ არ ჩანდნენ. ფერი მათ აღარ დაელოდა და ჭამას შეუდგა. კამილამ ამაზე შენიშვნა მისცა, მაგრამ ფერიმ ყურადღება არ მიაქცია და მშვიდად განაგრძო ლუკმის ღეჭვა. კამილა უარესად გაბრაზდა და ფეხზე წამოდგა, როცა ელიანიც შემოვიდა და კლარაც.
_ ეს ქალი! არც კი იცის მაგიდასთან მოქცევის წესები! _ თქვა კამილამ და ფერის გახედა. ელიანმა ორივეს შეხედა და თავისი ადგილისკენ დაიძრა.
_ რა ხდება?! _ იკითხა გაკვირვებულმა.
_ ჭამა დაიწყო ისე, რომ არც დაგელოდათ!
_ დაგაგვიანდათ! _ თქვა მკაცრად ფერიმ და კაცს შეხედა: _ ბოდიში მაინც მოიხადეთ!
_ ფერიიი! _ დაუყვირა კაცმა და შეხედა, _ მე როცა მინდა მაშინ მოვალ საჭმელად! აქ მე ვარ უფროსი! და ამ სასახლის მეპატრონე!
_ მეპატრონე... _ გაიმეორა ფერიმ და მძიმედ ამოისუნთქა. ამის მერე ხმა აღარ ამოუღია, ცდილობდა მშვიდად დანაყრებულიყო.
ელიანი ორ ცეცხლს შუა იყო. კლარას წყენინება არ უნდოდა, ამის გამო ფერის ყურადღებას ვერ აქცევდა.
_ ფერი, შვილო... წადი, დაისვენე... გაცივებული ხარ... ოთახში ადი და იქ მოგიტანენ საჭმელს... _ თქვა რბილად ქალბატონმა ფერნანდამ, ხოლო გაბრაზებულმა კლარამ წამოიძახა:
_ გინდა შენი ავადმყოფობა გადაგვდო? ვინ გთხოვა საჭმელად ჩამოდიო! _ თქვა მკაცრად და ფერიც ადგა, ჯერ მას გადახედა, მერე კაცს შეხედა:
_ მეც ბედნიერი ვიქნები, აქ რომ არ მიწევდეს ჩამოსვლა. თქვენც თუ იქნებით თანახმა, არც ჩამოვალ! _ თქვა ცივად. კაცმა მძიმედ ამოიხვნეშა.
_ რაც აქ მოხვედი, მის მერე სრული ქაოსი ტრიალებს სახლში! არც ჩვენ გვინდა შენი დანახვა და როცა აქ არ ვიქნებით, მხოლოდ მაშინ ჩამოდი საჭმელად, გასაგებია?! _ თქვა გაღიზიანებულმა კლარამ.
ფერიმ გაიღიმა, მხოლოდ ქალბატონ ფერნანდას დაემშვიდობა და გავიდა. კაცმა თვალი გააყოლა. როგორც კი ქალი გაუჩინარდა, მძიმედ ჩაიდო ლუკმა პირში, პირველად დასწყდა გული, რომ იძულებული იყო ასე მოქცეულიყო. კლარა და კამილა გემრიელად ილუკმებოდნენ, ელიანი და დედამისი კი ჩაფიქრებულები ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე.
_ ელი, შვილო... მამამ საბუთები დაგიტოვა და გთხოვა გადაგევლო თვალი... _ უთხრა ფერნანდამ შვილს და ყველას დაემშვიდობა. მაშინვე ფერის მიაკითხა და დაამშვიდა. ქალი ლოგინში იწვა და ქალის მოტანილ წამალს სვამდა.
ელი კაბინეტში შევიდა, მამამისის დატოვებულ საბუთებს დაუწყო ძებნა, რომ ვერ იპოვა, დედას მიაშურა დასახმარებლად. ქალმა საბუთები გაუწოდა, მერე შვილს ხელი წაავლო და თავის ოთახში შეიყვანა.
_ ელი, კლარას გადაწყვეტილებას სულ რატომ იზიარებ?!
_ ის ჩემი ცოლია!
_ ცდები... ის შენი საყვარელია! შენ მისთვის არასდროს გითხოვია ცოლობა, მხოლოდ ბეჭედი აჩუქე!
_ დედა!
_ ფერის რაც შეეხება, რაც მოხვედით, მას მერე ორივენი შეცვლილები ხართ! რამე დაუშავე?!
_ არა, დედა... _ თქვა ჩუმად და გაახსენდა, როგორ კოცნიდა ქალს. გაბრაზებული დასწვდა ჭიქას და წყალი მოსვა. _ ისევ ცუდადაა?! _ ჰკითხა დედას და მისკენ მიტრიალდა.
_ ცუდადაა, სიმშვიდე სჭირდება, რასაც შენ, კამილა და კლარა ურღვევთ!
_ მისი თვალები...
_ ჰო, ის ფერია, რაც შენ მოგწონს...
_ მიყვარს, დედა... _ თქვა ჩუმად და ფანჯარაში გაიხედა.
_ მწვანე ფერი თუ ეს ქალი, შვილო?! _ ჩაეკითხა შვილს და მხარზე ხელი დაადო. კაცმა თავი მოაბრუნა და დედას შეხედა. ვერ მიმხვდარიყო, რა უყვარდა _ მხოლოდ მწვანე ფერი თუ ქალიც... არეული ქაღალდებს დასწვდა და კაბინეტისკენ აიღო გეზი... სევდიანი მიდიოდა. ამ დროს ფერიმ გვერდით ჩაუქროლა და ეგრევე მაჯა დაუჭირა.
_ უნდა ვილაპარაკოთ! _ უთხრა კაცმა და თავისკენ მოატრიალა, როგორც კი მისი კაბა და თმა შეეხო, ორივე ხელით ჩაიხუტა... ქალმა გაიბრძოლა, ხელი ჰკრა და ის იყო სილის გასაწნავად მარჯვენა შემართა, რომ კაცმა დაუჭირა და ისევ ჩაიხუტა. ქალი ყვიროდა, გაშვებას ითხოვდა, მაგრამ კაცი არ უშვებდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა მისი ყვირილი, ქალს ხელი გაუშვა და მოშორდა.
_ გაჩუმდი! არაფერს გიშავებ! შენგან არაფერი მინდა! გარდა იმისა, რომ შენი ხმა აღარ გავიგონო! _ და მაშინვე გატრიალდა იმით გაოგნებული, რომ ასეთი რამ უთხრა, არადა პირიქით, უნდოდა მისი ნაზი ხმა გაეგონა, მის თვალებში ჩაეხედა.
ფერი უეცრად მოლბა და ელი შეაჩერა:
_ წერილი ვის უნდა მივცე, რომ ჩემს მშობლებს წაუღოს?!
_ რას სწერ მათ?!
_ იმას, რომ კარგად ვარ, რომ რამდენიმე დღეში სტუმრად ვეწვევი და ვინახულებ, რომ ეს სასახლე ძალიან ლამაზია!
_ მათთან სტუმრად ერთი თვის მერე შეგიძლია წახვიდე და ისიც ჩემთან ერთად!
_ რაა?! ამ დღეებში რატომ არა?!
_ ერთი თვე აქაურობას უნდა შეეგუო, კარგად შეისწავლო გარემო და ოსტატურად იცრუო, რომ აქ ბედნიერი ხარ!
_ და ვინ თქვა აქ უბედური ვარო?! _ გადაიხარხარა ქალმა და იქვე მდგარ ტახტზე დაჯდა.
_ არ მიბრძანებია დაჯექი-თქო!
ქალი ადგა და ფანჯარასთან მივიდა:
_ მე შენი მონა არ ვარ!
_ მონა კი არა ცოლი ხარ! და არ იცი, რა გევალება! _ ელიანმა ხელი წაავლო და ისევ დივანზე დააგდო. მანაც შიშისგან წამოიყვირა, _ გამიშვიი! გამიშვი, მხეცო!
_ შენ ჩემი ცოლი ხარ! ცოლი! _ ქალს სახე დაუჭირა და თვალებში ჩახედა. როგორ მოსწონდა ეს თვალები.
_ მძულხარ! ვერ გიტან! _ მიახალა ფერიმ და თვალებში ზიზღი ჩაუდგა. კაცმა ხელი შეუშვა და თავის კაბინეტში შევარდა. დასამშვიდებლად ღვინო ჩამოისხა, რამდენიმე ჭიქა დაცალა და ეზოში გავიდა ჩაფიქრებული. კარგა ხანს ბოლთას სცემდა მინდორში. ქალის სიძულვილით სავსე თვალები ელანდებოდა და უფრო ბრაზდებოდა. ამ დროს მამამისმა დაინახა და მაშინვე მისკენ დაიძრა.
_ ელიან?! ასე რატომ გადი-გამოდიხარ ასე განერვიულებული?!
_ მამა...
_ შვილო... ძალიან სევდიანი და ჩაფიქრებული დადიხარ, რა ხდება შენს თავს?!
_ არაფერი მამა... დამშვიდდი...
_ მე დამშვიდებული ვარ, შვილო... მაგრამ შენ არ ხარ მშვიდად... თუ ეს შენი პირადული პრობლემებია, მინდა იცოდე, რომ ჩემი გული ყოველთვის მხოლოდ დედაშენს ეკუთვნოდა. მეც მქონდა შენნაირი გატაცებები, მყავდა დროებითი ქალები... მაგრამ მხოლოდ დედაშენთან ვიყავი მთელი სულით და გულით... მე დედაშენი შემიყვარდა, მხოლოდ ის მიყვარდა... შენც უნდა გადაწყვიტო, ვინ გიყვარს ამ გულით და ვისთან გინდა ყოფნა... რამდენიმე წელი შენს გადაწყვეტილებას ვემორჩილებოდი და შენთვის არაფერი დამიშლია... სამსახურშიც დადიოდი და ქალებთან ატარებდი დღეებს... მაგრამ ეს არ ამიკრძალავს, მიუხედავად დედაშენის თხოვნისა... დაიმახსოვრე, ერთ სახლში, თუნდაც ამ სასახლეში, ვერ იქნება ორი ცოლი... გულს ორ ქალს ვერ გაუყოფ, ელიან... ან ერთი უნდა გიყვარდეს, ან მეორე! და თუ არ გიყვარს, ორივეს უნდა მისცე თავისუფლება და გაუშვა... აი, მაშინ მიხვდები, რომელი დარჩება შენს გულში...
ელიანმა მამას მადლობა გადაუხადა და საქანელებისკენ გაეშურა. კლარა... ის ერთადერთია, ვისაც ასე ძლიერ ვუყვარვარ და სულ ჩემზე ფიქრობს... ის ერთადერთია, ვინც მინდა... მაგრამ... ფერი?! და უცებ ქალიც დაინახა. მეწამულისფერი გრძელი კაბა ეცვა. კაცი გაჩერდა, ახლოს აღარ მისულა, დაიცადა, ქალი რას იზამდა, მის სახეს, მის ქცევებს თვალს ადევნებდა და მის ბედნიერ სახეს აკვირდებოდა, რომელსაც სრულიად დავიწყებოდა კაცის მიმართ ზიზღი და სიძულვილი. ქალი ხესთან შეჩერდა, აიხედა და ერთი ამორჩეული ნაყოფისკენ წაიღო ხელი... მოწყვიტა, გაწმინდა, კაბა აიწია და ხის ტოტზე კოხტად ჩამოჯდა... მერე თავის სასახლეს გადახედა და ნაყოფი ჩაკბიჩა იმ ხილისა, რომელიც მამას დაერგო მის ბავშვობაში.
კაცს მაშინვე გადაავიწყდა მამის ნათქვამი ყველა სიტყვა... ყველა სიტყვა, რაც დედისგან მოისმინა, კლარაც დაავიწყდა და მთელ სასახლეში მხოლოდ ფერის ხედავდა, მის თვალებსა და ტუჩებს იხსენებდა, რომელიც წინა ღამით პირველად ასე ახლოს შეიგრძნო და განიცადა სულ სხვა ბედნიერება, რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა მის სულში და ვერ ხვდებოდა...
კაცი ქალს მიეჭრა და ხელი სტაცა.
_ ვინ დაგრთო ნება, მოწყვიტო რაც გინდა და ჭამო!
_ ხემ! _ დაუყვირა ფერიმ და ხელი გამოგლიჯა. უცებ ინერციით უკან გადაქანდა და ჩამოვარდებოდა კიდევაც, მაგრამ კაცმა დაიჭირა. მძლავრად ჩაიჭირა მკლავებში. პირდაპირ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. ქალმა დაყვირება დააპირა, მაგრამ კაცმა პირზე ხელი ააფარა და უფრო მიიხუტა. ფერი ცოტათი მოლბა... მოლბა, რათა კაცს გაეშვა. კაცმა იგრძნო მისი სიმშვიდე, ხელი გაუშვა და უკან დაიხია, რადგან უცბად გაახსენდა კლარა. პირველად იგრძნო შიში... შიში, რომ კლარა დაინახავდა და ფერის ისევ გაუწყრებოდა... პირველად მოშორდა ქალს სხვის გამო და წინ დაუდგა.
როგორც კი განთავისუფლდა, ფერიმ ტოტიდან ჩამოხტომა მოინდომა, მაგრამ არ უნდოდა აქაურობის დატოვება, მაინც წაიღო ხილი ტუჩებისკენ, აკოცა და გემრიელად ჩაკბიჩა. მისი სურნელიც შეიგრძნო და სიხარულით აივსო, სრულიად გადაავიწყდა აჩქარებული გული, კაცის შეხებისგან დატოვებული...
_ ასე აპირებ ჩემს ბრძანებებს დაემორჩილო?! _ დაუყვირა კაცმა.
_ დიახ! _ თქვა და ქალი ისევ მიტრიალდა ხისკენ.
გაცოფებულმა კაცმა მუშტი შეკრა: ეს ქალი აქ ტყვე რომც იყოს, მაინც დაუმორჩილებელია! ნეტავ რა უხარია?! ის თავიდანვე არ ემორჩილებოდა მის ბრძანებებს და არც აგდებდა არაფრად. ქალის სხეული კიდევ ერთხელ აათვალიერა და მისი დაუფლების სურვილი გაუჩნდა. არასდროს არცერთ ქალთან არ ჰქონია პრობლემა, ყველა თავისი სურვილით უგორდებოდა ლოგინში, მაგრამ ხვდებოდა, რომ ფერის ადვილად ვერ დაეუფლებოდა და თავი აიძულა დამშვიდებულიყო. არადა, მოსწონდა მისი მიხვრა-მოხვრა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ისევ მოერია მისი დაუფლების სურვილი. უცბად მივარდა, ფერი ხელში აიტაცა და სახლში შეარბენინა. ეგონა, გაიმარჯვა, როცა ფერი მოეშვა, მაგრამ როგორც კი ხელი შეუშვა, ქალმა კედელზე დაკიდებული ხმალი დაინახა და სწრაფად ჩამოხსნა. ყველა ილეთი მსწრაფლ გაიხსენა და ხმალი გაიქნია:
_ მე შენ მძულხარ! და მძულს ის, ვინც მე სასახლე და მასთან ერთად სული წამართვა! სულის ქურდი კი ვერასდროს გახდება ჩემი ქმარი! მე მას არასდროს არ ვაღიარებ, არასდროს! _ თავისთვის ჩურჩულით ჩაილაპარაკა და კაცს ეკვეთა... ელიმ ძლივს მოასწრო კედლიდან მეორე ხმლის ჩამოხსნა.
ბრძოლა დაიწყო 25 წლის ფერისა და 30 წლის ელიანს შორის. ერთმანეთის მიმართ მოქნეული ხმალი რამდენჯერმე აიცილეს და მთელი აივანი შემოიარეს ფარიკაობით. ფერის მოქნეული იარაღი იქვე მდგარ ლარნაკს მოხვდა და დაიმსხვრა. ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა. არცერთი არ აპირებდა დანებებას.
_ ბრძოლა გცოდნია!
_ მტრის გამო ვისწავლე!
_ მართალია. ასეთ სილამაზეს მტერი ეყოლება და თავი უნდა დაიცვას!
_ ჩემი მტერი შენ ხარ! _ მისი სიტყვები კაცს გულში ხანჯალივით მოხვდა და ქალს ხმალი მოუქნია. მის ხელზე მოუხვდა და გაუსერა. ფერის სისხლი წამოუვიდა. კაცი მისკენ დაიძრა, მაგრამ ქალმა ხმალი მკერდზე მიაბჯინა და ახლოს არ მიუშვა.
_ ერთი არასწორი მოძრაობა და ხმალი შენს გულს განგმირავს!
_ მე გული არ მაქვს...
_ გული ყველა ცოცხალ არსებას აქვს! სიმართლე გითხრა, სურვილი არ მაქვს მოვკლა ის, ვინც ცოცხალი აღარ არის! _ ფერიმ ხმალი გადააგდო და მის წინ უიარაღოდ დადგა. კაცმა ხმალი აიღო და მოუღერა:
_ შეგეძლო მოგეკალი!
_ უიარაღო კაცის მოკვლა ვაჟკაცობა არ არის!
_ წეღან ჩემმა ხმალმა მიღალატა, ამაში კი შენი სილამაზეა დამნაშავე! _ უთხრა ქალს, ხმალი გადააგდო, უცბად მიეჭრა, ხელში აიყვანა და ლოგინზე დააწვინა.
კაცმა მუშტი გაუშალა. მის ხელისგულს დახედა:
_ ხომ გითხრა ექიმმა, ხელი გაქვს ნატკენი და გაღიზიანებულიო!
_ შენი ქალის კაბის გამო მაქვს ასე! _ მიუგო მკაცრად.
_ გინდა დავსაჯო?! _ შეეკითხა კაცი.
_ არაა! საჭირო არაა! _ თქვა ქალმა და ლოგინიდან წამოვარდა. ხელები დაიბანა და მალამოს დასწვდა. კაცმა ხელიდან გამოგლიჯა:
_ მე წაგისმევ...
_ არ მინდა!
_ რატომ?!
_ არ მინდა!
_ ფერი! არ გინდა რომ მალამო მე წაგისვა?!
_ არა! ამას მე თვითონვე გავაკეთებ!
კაცი ადგა და ოთახი მორჩილად დატოვა.
ფერი სამზარეულოში ჩავიდა, თეფშზე საჭმელი დაიდო და ისევ თავის საძინებელში დაბრუნდა. კმაყოფილი ჩამოჯდა ლოგინზე, რომ დღევანდელ ვახშამს მარტო მიირთმევდა აივანზე.
***
ელის გაეღვიძა და ახლაღა გაიაზრა, რომ ჩაცმულს ეძინა. მაშინვე ადგა და ქალის ოთახისკენ დაიძრა, ისე რომ სრულიად არ ფიქრობდა, საუზმეზე რომ აგვიანდებოდა. ფერი ოთახში არ დახვდა, სასახლიდან გასულიყო. შავი გრძელი კაბა ეცვა, ნაზად მინარნარებდა 20 წლის მივიწყებულ ქუჩებში და დახლებს ათვალიერებდა თავდახრილი, რომ მის თვალებში არავის ამოეცნო პატარა 5 წლის გოგონა, რომლის დაბადებაც ყველას უხაროდა... ბედნიერი, მაგრამ ჩაფიქრებული მიაბიჯებდა. უცებ გაჩერდა პატარა სახლის წინ, რადგან თავისი ტოლი ნაცნობი ბიჭი დაინახა. გაიღიმა და მიუახლოვდა.
_ გამარჯობათ...
_ გამარჯობათ, ქალბატონო...
_ გავიგე, ცხოველები გყვარებიათ, იქნებ სასახლეში გემუშავათ...
_ იმ ლამაზ ცხოველებთან?!
_ დიახ... თანახმა იქნებით?! გთხოვთ...
_ კარგი, ქალბატონო. თქვენ ალბათ ახალი ქალბატონი ხართ... _ თქვა თბილად ბიჭმა და ქალი აათვალიერა.
_ მე... მალე გაიგებთ... დღეს სასახლეში გელოდებით. _ მოწყვეტით მიუგო და გზა განაგრძო. ახლა ქუჩა სევდიანი, ღარიბი, მოუვლელი მოეჩვენა და გული დასწყდა, რომ აღარ ჰგავდა 20 წლის წინანდელ ადგილს, სადაც სიხარული და სილაღე სუფევდა. ხალხი ბედნიერი და მშვიდი ახსოვდა, მაგრამ ახლა რაც ნახა, სულ სხვანაირი იყო. ხილის გამყიდველთან გაჩერდა და თავდახრილმა იკითხა:
_ მახსოვს, მამა ამბობდა, ეს ქუჩა ძალიან მხიარული და მშვიდიაო, ახლა კი ახლა ასე აღარ არის, თითქოს სევდა შერევია აქაურობას...
_ დიახ, შვილო... მამათქვენს სიმართლე უთქვამს, აქ უკვე 20 წელიწადია, აღარ სუფევს სიმშვიდე და მხიარულება...
_ რატომ?!
_ მას მერე, რაც სასახლეში ბატონი შეიცვალა, ყველაფერი სევდიანი გახდა ჩვენს ქუჩაზე, შვილო... ახლანდელი ბატონიც კარგია... მაგრამ ძველი ბატონი ისეთი თბილი და კეთილი იყო... თქვენ აქაურს არ ჰგავხართ..._ თქვა მან და ფერის შეხედა.
_ მე სტუმარი ვარ ქალაქიდან, აქ დროებით ვარ... ვაშლი და ფორთოხალი ამიწონეთ 2 კილო... _ თქვა ჩუმად და ისევ გადახედა გარემოს.
კაცმა ვაშლი ამოარჩია, აწონა და ფერის კალათში ჩაუწყო. მერე ფორთოხლისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ერთი ცალი ხელიდან გაუვარდა და ფერიმ დაიჭირა.
_ ბოდიში, ქალბატონო... _ მოესმა კაცის შეშინებული ხმა.
_ ბოდიშს რატომ იხდით?! _ გაუკვირდა ფერის და კაცს შეხედა.
_ ასეთი სამოსით აქ მხოლოდ სასახლიდან დადიან, მათგან კი მხოლოდ ბოროტება მოდის... მაგრამ ქალბატონი ფერნანდა კარგი ადამიანია, ის არავის ჰგავს... ძალიან კეთილია...
_ მაპატიეთ, თქვენი შეშინება არ მინდოდა...
_ კეთილი ჩანხართ, შვილო... ეს კი თქვენი ფორთოხალია...
_ გმადლობთ, ბატონო... ერთი ეს მითხარით, სასახლიდან ვინმე ცუდად გექცევათ და გაწუხებთ აქაურებს?!
_ ბატონი. ყოველთვე ჩვენგან თანხას იღებს! _ გაოგნებული ფერი დახლს მიეყუდა. _ ვის აძლევთ თანხას?!
_ თავად ბატონის ბრძანებით, სასახლეში ვტოვებთ...
_ კარგი, ბატონო, დაგემშვიდობებით... _ თქვა ფერიმ, ფული გადაიხადა და კალათით ხელში სასახლისკენ გაბრუნდა. მძულს ის კაცი! ახლა უფრო მეტად მძულს! სასახლიდან გავაგდებ! ისევე როგორც მან გამაგდო და აქაურობა ასე გაანადგურა! მოვა დრო, მასაც გავაგდებ ამ სასახლიდან და ისიც ისევე იქნება დამცირებული და განადგურებული, როგორც ეს ხალხია!
სამზარეულოში შესულმა მოსამსახურეებს, სთხოვა, მოტანილი ხილიდან მისთვის წვენი გამოეწურათ და მის ოთახში მიეტანათ.

თავის ოთახში შესულს ელი დახვდა. ფერიმ თამამად შეხედა და უთხრა:
_ გავიგე ცხოველებს ვინც უვლის კარგად. ფაბი ჰქვია, მკერავის შვილია. რამდენიმე ხანში მოვა... ჩემს ცხოველებს საქმის ცოდნე მომვლელი სჭირდება.
_ და შენ უჩემოდ გადაწყვიტე, ჩემს სახლში ვიღაც უცხო კაცი მოსულიყო?! ახლა მეუბნები ამას?! _ წამოიძახა კაცმა.
_ რა, არა მაქვს ამის უფლება? შენ არ შეგაწუხე და მე თვითონ გავიკითხე, თან დავიბარე! ის სპეციალისტია, შენი მომვლელები ვერ შეედრებიან!
_ მეც მჯობია?!
ქალმა გაიცინა:
_ შენ ვერ შეგადარებთ, ის ნამდვილი ჯენტლმენია და თბილი ადამიანი!
_ ასე კარგად საიდან იცნობ!
_ მის თვალებში წავიკითხე!
_ სად ნახე და როდის! მარტო შეხვდი უცხო კაცს?!
_ ბაზარში გავისეირნე, მითხრეს, ის ყველაზე კარგიაო. დაველაპარაკე და მივხვდი, რომ მას მართლა შეუძლია ოთხ სპილოს და ყველა ცხენს მოუაროს!
_ ჩემს ცხენსაც?!
_ დიახ! მას შეუძლია ყველა ცხოველი დაიმორჩილოს და გაუგოს! ისევე როგორც მე შემიძლია მათი გაგება!
_ მაინც როგორ უგებ მათ?!
_ მე ისინი მემორჩილებიან, რადგან გული, გრძნობა და სული მაკავშირებს მათთან, მაგრამ შენ მხოლოდ იმიტომ გემორჩილებიან, რომ მათ აშინებ!
_ შენც გეშინოდეს ჩემი! რადგან მალე მათსავით ძალით დაგიმორჩილებ!
_ მე შენი არ მეშინია! _ თქვა მკაცრად და ფანჯარაში გაიხედა, _ აი, ისიც! _ შესძახა და კარისკენ გაემართა. კაციც უკან მიჰყვა.
_ აქ დარჩები! მე დაველაპარაკები! _ მოესმა ქალს მისი ხმა და გაჩერდა. შორიდან შეხედა თავის ძველ მეგობარს, რომელსაც ჯერ კიდევ პატარაობიდან ესმოდა ცხოველების, იცოდა, რომ ფაბი მის ცხოველებსაც კარგ მეგობრობას გაუწევდა.
ელიანი ბიჭს გამოელაპარაკა. როცა ყველაფერზე შეუფანხმდა, ნება დართო, მუშაობას შესდგომოდა. ბიჭიც დასთანხმდა და როცა ცხოველების ნახვა მოითხოვა, კაციც თან მიჰყვა. ამ დროს ბიჭის პატარა ძაღლი გამოიქცა, იქვე ღობესთან მდგარი და კარში გამოსული ქალისკენ გაქანდა.
_ ეს ის ვერ იქნება! ის ახლა დიდი ძაღლი უნდა იყოს... მაგრამ ალბათ მისი ლეკვია... _ ქალი ჩაიცუცქა და ძაღლს მიეფერა: იგივე სურნელი, იგივე სითბო და იგივე გრძნობები დაუბრუნდა, რაც ბავშვობაში. ძაღლს აკოცა და გულზე მიიკრა. ბიჭმა თავისი ძაღლის დანახვაზე მოიხედა და უკან გამოიქცა. ქალს კი ამ დროს თავი ძირს დაეხარა და ძაღლს კოცნიდა.
_ ქალბატონო, ბოდიშს გიხდით! _ მოესმა ქალს მისი ხმა და გააჟრჟოლა, ჩემი ძმა, ჩემი მესამე ძმა.
_ არა უშავს! _ თქვა ფერიმ ჩუმი ხმით, ფეხზე წამოდგა, ბიჭს ხელი გაუწოდა და სახეში შეხედა: _ ფაბი! _ მისი სახელი წარმოთქვა. ბიჭმა ხელი ჩამოართვა და მის თვალებში კარგად ნაცნობი წარსული წარმოუდგა, მაგრამ ვერ მიხვდა, ეს რა იყო. _ მე ფერი ვარ...
ბიჭმა ქალს გაუბედავად შეხედა. ბოლოს, როგორც იქნა, ქალში პატარა ცხოველების მეგობარი ფერი შეიცნო.
_ გახსოვარ?! _ გაუღიმა ქალმა.
_ ელფერი! _ აღმოხდა ბიჭს ხმის კანკალით. _ ბაზარში ვერ გიცანი...
_ არავინ უნდა იცოდეს, მე ვინ ვარ! და შენ რომ გიცნობ!
_ კარგი...
_ ძაღლი დამიტოვე. ბინგოსიაა?!
_ კი მისია. დედას... _ ამის გაგონებაზე ფერი შეტორტმანდა და უცბად ძირს დავარდა. ბიჭმა ხელი შეაშველა. ამ დროს კაცის ხმამ გამოაფხიზლა და მაშინვე მოშორდა ქალს.
_ ჩემს ცოლს არავინ ეხება! მაგრამ მადლობა, რომ ხელი შეაშველეთ! ახლა კი ცხოველებს მიხედეთ! _ ცივად წარმოთქვა, ქალი თავის ხელში აიყვანა და სახლში შევიდა. პატარა ძაღლი ხელში ეჭირა ბიჭს და უხაროდა ბავშვობის მეგობრის დანახვა. მაგრამ აქ რა უნდა?! ამ კაცის ცოლი გახდა?! რატომ? რისთვის! ფიქრებით სავსემ მიაშურა იმ ცხოველებს, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ შორიდან უცქერდა და მათით სასახლის გარედან ტკბებოდა...
ლეკვი იქვე დააბა და დემიანეს მიუახლოვდა. ცხენმა იცნო თუ არა, კუდი გაიქნია და მის ხელის სითბოს მშვიდად შეხვდა. ფაბიმ აჭამა ცხენს, სადგომი დაუსუფთავა და სპილოებს მიაშურა. უკვე იცოდა, ოთხი სპილო რომ დახვდებოდა. ოთხივეს მოეფერა, მათაც აჭამა და მათი სადგომის მილაგებასა და დასუფთავებას მიჰყო ხელი.
ელიანმა ქალი ლოგინზე დააწვინა, ჩამოშლილი თმა გადაუწია და შუბლზე ხელი შეახო. სიცხე აღარ ჰქონდა. ქალმა თვალები გაახილა და წამოჯდა.
_ სადილზე დაგაგვიანდა, წადი! _ უბრძანა ფერის.
_ მე სადილზე არავინ აღარ მელოდება! _ მიუგო უხეშად და კაცმა უცბად წაავლო ხელი.
_ გელოდებიან! ახლა შეგიძლია ყოველთვის ზუსტ დროს გამოცხადდე სამზარეულოში და მშვიდად მიირთვა!
_ არ მსურს იქ მყოფებთან ვისადილო!
_ ფერი... _ მიმართა ელიმ რბილად, _ დღეიდან საჭმელად თავის დროზე ჩამოდი... დედაჩემის ხათრით... _ დააყოლა ბოლოს და გავიდა.
ფერი ისევ საჯინიბოში გავიდა და ფაბის გამოელაპარაკა:
_ ბინგოს გარდა კიდევ მოკვდა რომელიმე?!
_ ქალბატონო, ვწუხვარ, მას ვერ მოვუარე... შენი პატარა თევზებიც დაიხოცა.
_ არა უშავს. შენ როგორ ხარ? რა მოხდა ამ 20 წლის მანძილზე?!
_ რაც ახალი ბატონები გვყავს... ყველაფერი შეიცვალა... ხალხი ბედნიერი აღარაა და ყველას გაუჭირდა...
_ ფულს ყველა უხდით ბატონს?! ელეონორაც?!
_ დიახ...
_ ეს დღეს გავიგე... თუ არ გადაიხდით, რას იზამენ?!
_ ფრინველები ან ცხოველები მიჰყავთ, თუ თანხას არ გადავიხდით!
_ მინდა ყველას დაელაპარაკო მალულად და თანხის გადახდაზე უარი თქვათ! დედა რას შვრება?!
_ ისევ კერავს, ამ სახლში მოდის ხოლმე ქალბატონ ფერნანდასთან. ძალიან თბილი ქალიაო, ამბობს. რომ წახვედი, სულ შენ გკითხულობდა და ცუდად იყო... დედა ყოველ დაბადების დღეზე შენთვის კაბას კერავდა და გინახავდა... ფერი, აქ რატომ ხარ, მისი ცოლი გახდი?!
_ აქ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ! _ გააფრთხილა ქალმა და გავიდა. თავის ოთახში შევარდა, ბალიშს ჩაეხუტა და ატირდა. იმ ქალს მამამ ფული აჩუქა, რომ კარგად ყოფილიყო და ფეხზე დამდგარიყო. ის კი ჩემთვის კაბებს კერავდა! კაბებს კერავდა და ჩემზე ფიქრობდა... მას მე არ დავვიწყებივარ და ვახსოვარ! ჩუმად, თავისთვის ტიროდა. ამ დროს ელი შემოვიდა:
_ რატომ არ ჩამოხვედი?! ხომ გთხოვე, დედაჩემის... _ თქვა და ქალის ცრემლებისგან აწითლებულ სახეს რომ შეხედა, გაჩერდა. ფერის შავი კაბა ხელში ჩაებღუჯა და გაბრაზებული უყურებდა კაცს. მისი ხმა გაიგონა თუ არა, გააკანკალა და გააჟრჟოლა. მისი ხმაც კი აშინებდა, ზაფრავდა და აგიჟებდა. ხელები მოუჭირა კაბას და ხარბად დაიწყო ჰაერის შესუნთქვა. ღრმად სუნთქავდა და ფაბის სიტყვები ახსენდებოდა ფულის გადახდასა და მუქარაზე. წინ მდგომ კაცს ზიზღით და სიძულვილით ააყოლა თავისი მწვანე თვალები. ელიანმა იგრძნო მისი მტრული მზერა.
_ მითხარი, ფერი... ასეთი სიძულვილი საიდან გაქვს ჩემ მიმართ?!
_ ჯამაგირს უხდი ახალ მეჯინიბეს?!
_ ჰო, მაგრამ უარი მითხრა, თქვა, უანგაროდ მოვუვლი ცხოველებსო!
_ რატომ, იცი?!
_ არა...
_ და არც დაინტერესებულხარ?!
_ ფერი... მე სხვა...
_ სხვა პრობლემები გაქვს?! და ფულზე უარი რატომ გითხრა, ამით არ დაინტერესებულხარ?!
_ ვკითხე და მითხრა, ცხოველები მიყვარს და მათზე ზრუნვა მსიამოვნებს, ფულის გამო არ დავთანხმებულვარო...
_ ფული საიდან გაქვს?!
_ მამა მუშაობს... ფული გჭირდება?! მითხარი რამდენი და რისთვის...
_ ფული მაქვს... მადლობა არ მინდა... ახლა კი უნდა დავისვენო! _ თქვა მკაცრად და ლოგინისკენ წავიდა. კაცს გაახსენდა მისი წეღანდელი სასტიკი მზერა და ოთახი დატოვა.
ელიანმა თავის ოთახს მიაშურა, გაბრაზებული დადიოდა აივანზე და დამშვიდებას ცდილობდა. რამდენიმე ხნის მერე გაემზადა და კლარასთან წავიდა იმ განზრახვით, რომ რამდენიმე დღით მასთან ერთად სასახლიდან წასულიყო და დაესვენა...
ელი ქალის გვერდით იჯდა, ისევ ფერიზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა უნდოდა მისგან მთლიანად შორს ყოფილიყო და რამდენიმე დღე მაინც მისი სახე არ დაენახა. კლარა ბედნიერი ეხუტებოდა კაცს, რომელიც ჰპირდებოდა, ყველგან გავისეირნებთ, სადაც შენ გენდომება და რაც გინდა ის ვიყიდოთო. ბედნიერი ქალი მის სხეულს მიჰკვროდა და გარემოს უცქერდა, კაცის სევდას კი საერთოდ ვერ ხვდებოდა.
ფერიმ სამზარეულოში შეაბიჯა, იქ ჯერ მხოლოდ ბებია კამილა და ქალბატონი ფერნანდა დახვდნენ. ორივეს მიესალმა, დაჯდა და შეუდგა ჭამას, თან გულის სიღრმეში უკვირდა, კლარა და ელიანი რომ არ იყვნენ სადილზე. უცებ ბებიამ თქვა: _ დასასვენებლად წავიდნენ რამდენიმე დღით, რადგან აქ სრული ქაოსია! _ ფერის გულში რაღაც ჩასწყდა. ქალს მაინც გაუღიმა:
_ ახლა სრულიად არ არის ქაოსი! მე მშვიდად და გემრიელად მივირთმევ! მიხარია ერთად რომ არიან!
_ მათაც უხარიათ ერთად და შენ გარეშე ყოფნა, აქ ნამდვილად ზედმეტი ხარ!
_ კამილა, საკმარისია! _ უსაყვედურა ქალბატონმა ფერნანდამ კამილას და ფერის შეხედა:
_ რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან, თან მამასთანაც შეივლიან სამსახურში.
***
ფერი აივანზე იდგა, გაბრაზებული დააბიჯებდა და ვერ ხვდებოდა, რა აბრაზებდა. კაბინეტი გაახსენდა და უცბად ჩაიპარა კიბეზე. კარი შეაღო და შიგნით გაუჩინარდა... კაბინეტში.
აქ გრძელი მწვანე ქვებით ნაშენი გვირაბი იყო, რომლის არსებობა არავინ იცოდა მისი მშობლების გარდა. ჩუმად მიუახლოვდა სამალავს. ქვებს ხელი გადაუსვა და აბლაბუდის ქსელები მოაშორა. გაუხარდა, რომ აქ არავინ იყო ნამყოფი. სამალავის კარი ფრთხილად გამოაღო იქვე კედელზე ჩამოკიდებული სანათური აანთო და ნახევრად სიბნელეში გზა გაიკვლია... ერთ ადგილას გადაუხვია და ქვის კიბეზე ჩავიდა, იქვე დადებული დიდი ქვა ასწია და იქით გაიხედა, საიდანაც ჩანჩქერის შხუილის ხმა ისმოდა. ქვა ისევ ადგილზე დააბრუნა და უკან წავიდა. საფეხურები ჩაიარა და კარში შევიდა. შუქი ძირს მიანათა. აქ თავისი მოწყობილი ოთახი ეგულებოდა, ლამაზი ქვებით ნაგები, რომლებმაც ერთდროულად გაანათეს სინათლის შუქზე. მაშინვე საწოლს მიაშურა და ჩამოჯდა. იქ დატოვებული თეთრეული ხელში ჩაბღუჭა და ძირს დააგდო:
_ 20 წელი მელოდებოდა და მიცდიდა ეს ოთახი, სადაც მხოლოდ კაბინეტის გავლით შემიძლია მოხვედრა. აქ ერთად რამდენს დავრბოდით და ვთამაშობდით მე და ფაბი... ეს ჩემი ოთახი იყო, ჩემი კიდევ ერთი საიდუმლო ოთახი... _ თქვა და ფეხაკრეფით დაიძრა მეორე საიდუმლო კარისკენ, რომლითაც თავის ახლანდელ საძინებელში ადიოდა. წამში უკვე თავისთან იყო. ახალი თეთრეული აიღო და კვლავ გვირაბში დაბრუნდა, დაალაგა იქაურობა, ამდენი წლის განმავლობაში მტვერი რომ დასდებოდა. ღიღინით გამოცვალა თეთრეული. გახარებული წამოწვა მერე, ფერად ჭერს ახედა. გაახსენდა, პირველად რომ ჩაიყვანეს გამოქვაბულში და იქიდან ჩანჩქერი დაანახვეს. მის ხმაურზე შეეშინდა და ატირდა. ახლა კი ბედნიერი ჩაეხუტა თავისი ბავშვობის მოგონებას, თვალები დახუჭა და მიიძინა...
დილით ქალბატონ ფერნანდას დაელაპარაკა, მარტონი როცა დარჩნენ.
_ ერთი თხოვნა მაქვს, შეიძლება?!
_ დიახ, შვილო, გისმენ._ თქვა ქალმა რბილი ხმით და ფერის შეხედა.
_ ერთი მკერავი ყოფილა, ელეონორა. შეიძლება აქ დავიბარო?!
_ მე ის უკვე დავიბარე, მალე მოვა, მინდა შენთვის ყველაზე ლამაზი კაბა შევაკერინო, ჩემგან საჩუქრად გქონდეს...
გაღიმებულმა ფერიმ ქალს ხელზე აკოცა და მადლობა გადაუხადა. მერე თავის ოთახში ავიდა, მწვანე კაბა ჩაიცვა, რომელსაც ოქროსფერი ორნამენტები დაჰყვებოდა და აივანზე გავიდა.
ნეტა ისევ ისეთია?! ლამაზი და მოხდენილი?! ისევ ისე კერავს ლამაზ კაბებს?! აი თურმე საიდან მეცნობოდა მისი ხელწერა და რატომაც მომეწონა ფერნანდას ჩაცმულობა... ამ დროს ელეონორაც გამოჩნდა. დაინახა თუ არა ქალი, დაბლა ჩაირბინა და მიეგება. მოუნდა პირველი შეხვედროდა და ისე ელაპარაკა, სანამ სასახლეში შემოვიდოდა. მკერავი გაოცებული ათვალიერებდა. მოსწონდა მისი ჩაცმულობა და მისი სახეც.
_ გამარჯობათ, ქალბატონო, თქვენ ალბათ ფერნანდას რძალი ხართ?!
_ დიახ. თქვენ კი ლამაზი კაბების მკერავი... _ ფერიც მიესალმა, მაგრამ სახელი არ უთხრა, ორივენი ქალბატონისკენ გაემართნენ. მერე ფერნანდას სთხოვა, იქნებ მკერავმა ახლავე ამიღოს ზომებიო და მალე ორივენი მარტონი დარჩნენ ოთახში.
_ შეკერილი კაბები გაქვთ?! იქნებ რამე ამოვარჩიო?!
_ მაქვს, მაგრამ იმათ ვერ გავყიდი, ქალბატონო... ისინი უკვე სხვისია. თქვენ როგორიც გენდომებათ, ისეთს შეგიკერავთ.
_ ის 20 კაბა, რომელიც გაქვთ, არც იმათ დათმობთ ჩემთვის?! ყველანაირ ფასად, რასაც მეტყვით...
_ ქალბატონო, იმ კაბებს ვერ გავყიდი. ცუდი საქციელია კაბები სხვას მივცე, როცა მათ უკვე ჰყავთ პატრონი...
_ და თუ ის პატრონი ელაიანის ელფერია... მაშინ?! მას მისცემდით იმ კაბებს?!
ქალს ცრემლები მოაწვა, ხმას ვეღარ იღებდა.
_ ნუთუ ვერ იცანით იმ 5 წლის გოგონას ხმა?.. _ მოესმა ქალს და გოგონას თვალებში შეხედა.
_ ელფერიი...შენ.... _ შესძახა ელეონორამ, ჩაეხუტა და ატირდა.
_ 20 წელიწადი გავიდა და გელოდებოდი... 20 წელიწადი, შვილო...
_ ცრემლები მოიწმინდეთ, მალე, ალბათ, შემოვლენ. არავინ უნდა იცოდეს, რომ მიცნობთ და ეს სასახლე რომ მეკუთვნოდა.
_ ისეთივე ნაზი და თბილი ხარ, ფერი, მაგრამ შენს თვალებში ახლა სხვა რაღაც ჩანს და ეს გულს მტკენს...
ფერიმ ქალს ცრემლი მოწმინდა. აკოცა და ოთახიდან გავიდა. მერე მკერავი ქალბატონ ფერნანდას დაელაპარაკა, კაბებს შევკერავ და გამოგიგზავნითო. ბოლოს ოჯახის დიასახლისმა იგი სადილზე დაპატიჟა. სამივენი ერთად დასხდნენ სადილად. ელეონორა ფერის უცქეროდა და მის ბავშვობას იხსენებდა, ძლივს იკავებდა ცრემლებს. შემდეგ ფერნანდას შეხედა:
_ ძალიან მომეწონა თქვენი რძალი, თბილი და ლამაზია... თვალები კი საოცრად მწვანე და ხასხასა აქვს... ბედნიერი დედამთილი ხართ, ასეთი რძალი რომ გყავთ...
ფერნანდამ ქალს გაუღიმა და ფერის შეხედა სიყვარულით სავსე მზერით. ელეონორა მალევე დაემშვიდობა მათ და ჩაფიქრებული გაუდგა გზას სახლისკენ... ნეტავ აქ რატომ არის მარტო?! ასეთი თბილი და თან ცივი მზერით სავსე?! როგორ გახდა მათი რძალი?.. ეკითხებოდა მკერავი თავის თავს და თან პატარა ელფერის 5-წლიან ცხოვრებას იხსენებდა. ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა, როგორც კი სამკერვალოში შეაბიჯა.
მინდორში სასეირნოდ გასული ფერი კი იმაზე ნერვიულობდა, თურმე ელიანი ხალხს ფულს რომ ართმევდა. ფიქრობდა, თუ როგორ დაებრუნებინა ამ ხალხისთვის მათი ფული და მიენიჭებინა სიხარული. მან კარგად იცოდა, რომ მხოლოდ ფულით ბედნიერებას ვერავის დაუბრუნებდა, მაგრამ მათ ისევ უნდა ჰყოლოდათ კეთილი სასახლის მეპატრონე და მგრძნობიარე ადამიანი გვერდით, ვინც გაჭირვების ჟამს დაეხმარებოდათ...
უკან დაბრუნებისას მსახური შემოეგება.
_ ქალბატონო! ქალბატონი ფერნანდა გიბარებთ.
ფერიმ იმწამსვე მას მიაშურა. ქალმა გვერდით დაისვა.
_ გამიკვირდა, მკერავმა რომ ამდენი კაბა გამოგიგზავნა: თქვა, ეს გოგო ძალიან მომეწონაო და 20 კაბა გამოატანა ჩვენს მსახურს. ფული არ აიღო. კაბები შენს ოთახშია. მიდი, რომელიმე ჩაიცვი, მინდა გნახო. გოგონამ აკოცა და გავიდა.
ელიანი საცაა მოადგებოდა სასახლეს მამამისთან და კლარასთან ერთად. ის მხოლოდ ფერიზე ფიქრობდა და მისი დანახვა სურდა...
ოთახში შესულმა კაბები გადაათვალიერა და მწვანე აირჩია, მისი საყვარელი ფერი. ქსოვილი ისეთი ნაზი და რბილი იყო, რომ გააკანკალა: ეს ხომ მისთვის იყო შექმნილი! მხოლოდ მისთვის.... გაბადრულმა კაბა გადაიცვა. ფარდის უკან რომ ვიღაც იყო მიმალული, შეუმჩნეველი დარჩა. ისე გაიხადა ძველი და ჩაიცვა ახალი, რომ არც კი ეგონა, თუ ოთახში ვინმე იყო.
`ფერი... როგორი ლამაზი ხარ... მომენატრა შენი დანახვა... შენი ზიზღი და სიძულვილიც კი მომენატრა... როგორი სავსე ხარ... ამ კაბებს რომ უცქერ და ბედნიერით სავსე გაქვს მზერა. ძალიან, ძალიან მინდა შენთან ახლოს ვიყო, თუნდაც ზიზღით შემომხედო~ _ გაიფიქრა ელიანმა და ქალს შეხედა, რომელმაც მწვანე თმის სამაგრი დაიბნია თმაზე და სარკესთან ჩამოჯდა. ფერიმ თავის თავს ახლაღა შეხედა სარკეში: მწვანე თვალები სევდით ავსებოდა, ამან გუნება მოუშხამა და სარკეს მოშორდა. კარი გამოხურა და სასადილო ოთახში ჩავიდა. უკვე ყველანი შეკრიბილიყვნენ: მშობლები, ბებია და მისი რჩეული რძალიც, კლარა. ფერი შემოვიდა თუ არა, ყველამ მისკენ მიაპყრო მზერა და რამდენიმე შურიანი მზერაც კი დაიჭირა.
_ ფერიი... ულამაზესი ხარ.... ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ხარ და ჩვენი რძალი ხარ... _ თქვა ფერნანდამ და ჩაიხუტა. მამაც დაეთანხმა თავის ცოლს და შეამჩნია, როგორ უყურებდა მისი ვაჟი მის საყვარელ ფერში გამოწყობილ გოგონას, რომელიც იღიმოდა.
_ მართლაც ძალიან ლამაზი ხარ... _ ამოთქვა კლარამაც და ფერის გააკანკალა. მისკენ გაიხედა:
_ გმადლობთ, ქალბატონო კლარა, თქვენც ძალიან ლამაზი ხართ. ბედნიერი ყოფილა თქვენი ქმარი, რომ ასეთი ლამაზი ქალი ჰყავს გვერდით... დღეს ჩამოხვედით?!
_ დიახ... მაგრამ ის თქვენიც არის, ქალბატონო ფერი...
ფერის გაეცინა:
_ ის მხოლოდ თქვენია და თქვენი იქნება მუდამ, არასდროს იფიქროთ, რომ მე ის რამეში დამჭირდება... ამიტომ გიხაროდეთ, რომ ის მხოლოდ თქვენია...
_ მის მიმართ რატომ არ გრძნობთ არაფერს?! _ შეეკითხა გაკვირვებული ქალი.
_ იმიტომ, რომ არ მომწონს... და არც არასდროს მომეწონება!
_ თუ ასეა, თქვენს სახლში დაბრუნდით! _ ამაზე ფერის გააჟრჟოლა. ისევ წავიდე ჩემი სასახლიდან?! დაე ასე იყოს! თქვენ გგონიათ, ამაზე უარს ვიტყვი! არა! _ გაიფიქრა, კაცისკენ შებრუნდა და შეხედა: _ ჰოდა, დავბრუნდები... _ თქვა და კარისკენ ნაბიჯი გადადგა.
_ შეჩერდი! _ მოესმა უცბად და ადგილზე შედგა.
_ მხოლოდ ორი გზა გაქვს! ან აქ დარჩები და ცოლის მოვალეობას შეასრულებ, ან სახლში დაბრუნდები და გამოვაცხადებ, რომ შენთან არაფერი მქონია, მაგრამ არა მგონია, ვინმემ შენზე კიდევ იქორწინოს!
_ დაქორწინება ჩემთვის არაფერს წარმოადგენს! თანაც არსებობს ადამიანი, ვინც ამაზე უარს არ იტყვის! _ თქვა უცბად გასაბრაზებლად და კაცს თვალი თვალში გაუყარა: _ არც ახლა ვარ ჩემი ნებით გათხოვილი!
_ გამოდის, უკან დაბრუნება გირჩევნია, აქ ყოფნას?! _ გამწარებული შეეკითხა ელიანი.
_ დიახ! _ უხეშად თქვა ქალმა და კაბინეტისკენ გაიქცა. კართან მიმოიხედა, ხომ არავინ მოსდევდა, მერე შიგნით შევიდა. წიგნების კარადას საჭირო ადგილას ხელი შეახო და კედელი დატრიალდა თუ არა, მის უკან გაუჩინარდა. მაშინვე ხის კიბეს ჩაუყვა და გვირაბში შევიდა. იქიდან ჩანჩქერს მიაშურა. უკვე ბნელდებოდა. იქვე ჩამოჯდა და წყალს გახედა, რომელიც ხმაურით ეშვებოდა კლდიდან.
ელი ფერის ოთახში შევიდა და ქალი იქ რომ ვერ იპოვა, იფიქრა გაიქცაო და მისი მოძებნა ბრძანა. სასახლის მოსამსახურეები ყველგან ეძებდნენ მას, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. კაცი ცხენზე ამხედრდა და ტყისკენ გაჭენდა. მთელი ღამე ტყეში ეძებდა და ეძახდა, ნაკადულთანაც მივიდა, მაგრამ იქ თითქოს ყველაფერს ეძინა. ცხენი მოატრიალა და ტყიდან გავიდა თუ არა, ჩანჩქერისკენ აიღო გეზი. ფერის მაშინვე ჩაესმა ცხენის ფლოქვების ხმა და წამოდგა. გაიგონა კაცის ხმაც, რომელიც ცოტაც და მოახლოვდებოდა. ქალი ჩანჩქერის თავზე დადგა:
_ მე შემიძლია ელფერის სასახლისთვის მოვკვდე! და სიცოცხლე შევწირო ჩემს წარსულს, რომელიც ასე მიყვარდა! _ თქვა და წყალში გადაეშვა. კაცის სმენას ექოსავით მისწვდა წყალში ჩავარდნის ხმა, თითქოს იგრძნო რასაც კარგავდა და თვითონაც გადაეშვა...
დინებამ ორივე გამორიყა ნაპირზე. კაცს ქალის სხეულზე ხელი ჰქონდა მოხვეული და ნაპირისკენ მიჰყავდა, უსულო სხეული. ქალს კი ეღიმებოდა: გათამაშებული სიკვდილი! ვნახოთ რას გამოიღებს! ერთ დღეს წყალში ჩავხტი იმ იმედით, რომ ცურვას ვისწავლიდი და ქვევით მამა მელოდებოდა, რომელიც დახრჩობის შემთხვევაში წყლიდან ამომიყვანდა. ამის გაფიქრებაზე შეახურა, ისე იმოქმედა ელიანის სხეულზე რომ იყო აკრული. მისი თმა კაცს ყელზე ეხებოდა და რაღაც ახალს და თბილს განაცდევინებდა, სრულიად ახალ რამეს ბადებდა მასში...
კაცი ნაპირზე ამოვიდა, ქალის სხეულიანად მიწვა ჩანჩქერის ცივ ნაპირებზე. როგორ შეიძლებოდა დამხრჩვალიყო ის, ვისგანაც შვილი მინდა! შვილი! _ გაიფიქრა და ქალს ხელი მოჰკიდა, რათა წაეყვანა:
_ არ მინდა წამოსვლა!
_ შენი ქმარი ვარ! და დღეს დაგაჯერებ, რომ ჩემი ხარ! _ მაჯაში ხელი წაუჭირა და ძალით მიათრია ცხენამდე, მერე ზედ შესვა და გაუყვნენ სასახლისკენ გზას.
შინ მისულმა ყველას უბრძანა, არ შეგვაწუხოთო! _ და საძინებელში შესულმა სველი ქალი ლოგინზე დააგდო, შემდეგ ზემოდან დახედა და სახიდან თმა გადაუწია.
_ ნუ მეხებიი! _ ჩაიბუზღუნა ფერიმ და თავი გააქნია, რომ მისი ხელი მოეშორებინა.
მამაკაცი ქალს თვალებში ჩააცქერდა.
_ რას გააკეთებ იმისთვის, რომ არ შეგეხო?! ხომ გინდა გაგიშვა?! ამისთვის რას გააკეთებ?! _ იყვირა კაცმა. ფერი აკანკალებული წამოხტა:
_ მე შენს ბრძანებებს არ დავემორჩილები! მირჩევნია მოვკვდე! _ მაგრამ კაცმა ორივე ხელით გააკავა მისი სხეული.
_ ახლა გაგიშვებ, მაგრამ ერთი კვირა ამ ოთახიდან ვერ გახვალ! _ თქვა და სააბაზანოში შევიდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ რომ გამოვიდა, ქალი ლოგინზე აღარ დახვდა.
მთელ სახლში დაიგრგვინა მისმა ხმამ, ყველა გაქვავდა. ეძებეს, მაგრამ ქალი ისევ არსად ჩანდა. ფერი კი ამ დროს თავის საიდუმლო გვირაბში იმალებოდა და ეღიმებოდა, რომ ისევ გაიპარა სასახლიდან.
გაბრაზებული კაცი კლარასთან წავიდა, მას მოეფერა, მაგრამ მიხვდა, რომ ამ ქალის და არცერთი მის ხელში გამოვლილი ქალის მიმართ მსგავსი არაფერი უგრძნია, რასაც ფერის მიმართ გრძნობდა და განიცდიდა... ცხოვრებაში პირველად ნანობდა, კლარა რომ მოინახულა. უნდოდა ყველა ქალი დაევიწყებინა და სამუდამოდ წაეშალა გონებიდან, ვინც კი მანამდე ჰყოლია...

დილით ფერი ცხელი წყლით სავსე აბაზანაში ჩაწვა და ჩუმად ღიღინი დაიწყო. გამზადებული რძე და თაფლი გადაისხა სხეულზე და თავის ხელებს შეხედა, რომელიც ისევ სტკიოდა და ნელ-ნელა უხორცდებოდა. უცბად კაცმა კარი შეაღო და შეიხედა: ქალი წყალში შიშველი იწვა და თვალებდახუჭული ღიღინებდა. ელი მაშინვე უკუიქცა, არ უნდოდა ფერის დაენახა. თავის კაბინეტს მიაშურა და დივანზე მძიმედ დაჯდა. უცებ რაღაც მოაფიქრდა, დედამისთან მივიდა და სთხოვა, საღამოს ვახშამზე ყველანი შეკრებილიყვნენ.
ის იყო, სასადილო ოთახში ჩასულმა ფერიმ ჭამა დაამთავრა, რომ მოსამსახურე შემოვიდა და რაღაც ბარგი გადასცა:
_ ქალბატონო, ეს თქვენი მშობლებისგანაა.
ფერის გაუხარდა, გოგონას აკოცა და ბარგი გამოართვა. ელიანი ამ სცენას გაოცებული უყურებდა, ჯერ არასდროს ენახა, აქ ვინმეს მოსამსახურისთვის ეკოცნა დედამისის გარდა! ეს ისე მოეწონა, სულ დაავიწყდა მისთვის გამოტანილი წუხანდელი სასჯელი. ფერიმ თავის ოთახს მიაშურა. ლოგინზე დაჯდა და შეფუთული კოლოფი გახსნა. ფრანკას გამოგზავნილი თმის სამაგრი მაშინვე თმაში ჩაიმაგრა გახარებულმა. მერე ძმების ნაჩუქარი ჭადრაკი ამოიღო და გაახსენდა, როგორ თამაშობდა მათთან ერთად ამ დაფაზე, ცელქობდა და მაინც უგებდა ორივეს. მეორე ძმამ თავისი გაკეთებული ზარდახშა გამოუგზავნა, შიგნით კი დედის ძვირფასი კოლიე იდო წარწერით: `ფერი დელავიანი. სიყვარულით დედისგან~! ეგრევე ყელზე გაიკეთა, კაბის შიგნით დამალა და მამის საჩუქარი გახსნა: `ძვირფასო ფერი, გილოცავ! იმედია, არ მიბრაზდები და მანდ თავს კარგად გრძნობ. თუ თავს ცუდად იგრძნობ, ნებას გაძლევ სახლში დაბრუნდე. მიყვარხარ და ყველას უყვარხარ, ჩემო ფერი... ეს კი ჩემგან საჩუქრად. სიყვარულით, მამა~. ისევ კოლოფში დაიწყო ქექვა, მაგრამ მამის საჩუქარი ვერ იპოვა. სადააა მამას საჩუქარიიი! მამას საჩუქარიიი! დაიკარგააა?! რა მაჩუქააა! კაბააა?! კაბაააა! კაბას მაჩუქებდა! თვითონ რატომ არ მოვიდნენ ჩემთან! ნუთუ არ იციან აქ რომ ვარ, ამ ჩემს სასახლეში! არა, იციან. _ გაიფიქრა და კარისკენ წავიდა.
_ შენ?! _ მიმართა ზურგით კარს მიყრდნობილ კაცს. _ ჩემს მშობლებს უთხარი, აქ რომ უნდა მეცხოვრა?!
_ დიახ...
_ ახლა გასაგებია, მამამ ასე ადვილად რატომაც დამთმო! _ მიხვდა ქალი და კალმისკენ დაიხარა.
კაცმა მშობლების გამოგზავნილი წერილი აიღო და წაიკითხა.
_ რას გილოცავენ?! _ ფერის შეხედა.
_ დაბადების დღეს! _ თქვა ჩუმად და ლოგინზე წამოწვა.
ელი გავიდა. ფერი მოწყენილი იწვა. მამის საჩუქარი უნდოდა და ბრაზობდა, რომ დაიკარგა. მთელი საათები ლოგინში მოუსვენრად იკოტრიალა. მერე აივანზე გავიდა.
კაცი ისევ დაბრუნდა. ფარდის მიღმა აივნისკენ გაიხედა და ისიც დაინახა. ფერის ცრემლები და ღიღინი ერთმანეთში შერწყმულიყო.
_ მე ყველაფერს ვკარგავ! მამას ნაჩუქარი კაბაც დაიკარგა! კაბაა! ნეტა ვინ მომპარა?! _ ცრემლებს უმატა. უცბად მოტრიალდა და კაცი შერჩა ხელთ. მის წინ იდგა.
_ ფერი, სამზარეულოში ჩამოდი, ყველა შენ გელოდება. _ მშვიდად უთხრა და გავიდა.
დაბლა ჩასულს სიურპრიზი ელოდა, მისიანები მოსულიყვნენ სანახავად. ფერის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედამისს აკოცა, მერე მამას, ძმებს ჩამოუარა და თავის მეგობარ ფრანკას მოხვია ხელები.
მხიარულად შეუდგნენ ვახშმობას, ფერის კისკისი და ბედნიერება მთელ სამზარეულოში ისმოდა. ვახშამს მხოლოდ კამილა და კლარა არ ესწრებოდნენ.
_ ფერიი... სასახლე მართლაც ძალიან ლამაზია... _ უჩურჩულა ფრანკამ.
_ კი ასეა... _ დაეთანხმა მეგობარს, _ დღეს ჩემს ოთახში დავიძინოთ და თან ვიჭორაოთ! _ გაუღიმა.
_ მერე ელი?!
_ სხვაგან დაიძინებს! _ თქვა და გადაიკისკისა.
_ აბა, რა გაცინებთ, გოგოებო?! _ ჩაერია ანხელი და ორივეს გადაავლო მზერა.
_ ჩვენ დღეს ერთად ვიძინებთ! _ თქვა ხმამაღლა ფერიმ და მეგობარს მხიარულად შეხედა.
_ მერე ქმარს არ ეკითხები?! _ ჩაეკითხა ანხელი და თვითონაც გადახედა ელის.
_ თანახმაა! _ ფერიმ ელიანს შეხედა, რომელმაც თავი დააქნია.
_ თანახმა ვარ მეგობართან ერთად დაიძინო... _ თქვა მშვიდად.
_ ფერი, შენთვის საჩუქარი მე და ჩემს ქმარსაც გვაქვს. _ გოგონას ფერნანდა მიუახლოვდა, გადაკოცნა, მიულოცა დაბადების დღე და ყუთი გაუწოდა. ფერის გაეღიმა, მანაც აკოცა ორივეს და იქვე დაიწყო საჩუქრის გახსნა. კოლოფში მუსიკალური ზარდახშა იდო და მუსიკის ხმა გაიგონა თუ არა, გაუხარდა.
_ რა ლამაზიაა... ლამაზი გოგონა და ეს ბიჭიც... _ თქვა გახარებულმა და ფიგურებს დაუწყო ყურება.
_ მართალია, ლამაზი ქმარია ელი... _ თქვა ანხელმა და ფერის გადახედა. მიხვდა თუ არა ფერი, მაშინვე წამოდგა და ზარდახშა მაგიდაზე დადგა: _ ეს უფრო ლამაზია! თქვა გაბრაზებულმა და გოგოს ფიგურაზე მიუთითა.
_ მე კი მგონია, რომ რეალური ფერი უფრო ლამაზია... _ მოესმა კაცის ხმა და ელის გადახედა ფერიმ.
_ შენ გარდა ყველა ლამაზია! _ თქვა მკაცრად. კაცი წამოდგა და მისკენ გაემართა:
_ თუ ასეა, ალბათ ჩემს საჩუქარს არ მიიღებ!
_ დიახ! _ თქვა ისევ მკაცრად და ფრანკას მიუტრიალდა, რომელსაც ტორტი ეჭირა ხელში. ბედნიერმა შემოკრა ტაში:
_ ეს დედამ გააკეთა?! დეეე, მადლობა დიდი, ძალიან გემრიელი იქნება, ვიცი. უცბად ფერნანდას შეხედა და მისკენ წავიდა, ხელები მოხვია და მასაც აკოცა. ქალმა გაუღიმა:
_ ფერი, ჩვენც გვაქვს შენთვის ტორტი, მე გამოგიცხვე, რატომ არ გვითხარი, რომ დაბადების დღე გქონდა?! ეს მხოლოდ წერილიდან გავიგეთ, ელიმ მითხრა.
_ მე არ მინდოდა თქვენი შეწუხება. _ თქვა ჩუმად და უცბად გასწორდა წელში.
_ აბაა, სადაა ჩემი მეორე ტორტი?! სანთლებს ჩავაქრობ! _ თქვა გახარებულმა, ბედნიერი დააცქერდა მეორე ტორტს და თვალები გაუფართოვდა, როცა ზედ ქალის და კაცის ფიგურებიც დაინახა. სანთელი ჩააქრო თუ არა, მაშინვე წაიღო ხელი კაცის ფიგურისკენ:
_ ორივე ტორტს გავსინჯავ, ძალიან, ძალიან მინდა! _ ფიგურას თავი მოატეხა, ელისკენ დაიძრა, თეფშზე დაუდო და თავისი სკამისკენ გაემართა კმაყოფილი: გაგანადგურებ! მძულხარ! მძულხარ! _ უთხრა გულში კაცს და გატეხილ ფიგურაზე ჩაეღიმა.
კაცი გაბრაზდა, მაგრამ არ შეიმჩნია და მშვიდად თქვა:
_ ძალიან გემრიელია, ფერი, მადლობა, რომ პირველი ნაჭერი მე მიწილადე.
ფერი შეცბა, ხმა აღარ ამოუღია.
_ ახლა კი გემრიელად მიირთვით ყველამ. _ დაამატა ელიმ და ყველას მოავლო მზერა, ბოლოს ფერის შეხედა და დააკვირდა. ის თეფშს მიშტერებოდა და ჩანგალს არჭობდა ტორტის ნაჭერს.
როცა სუფრა აალაგეს, ფერიმ დაქალს შეხედა: _ ახლა წავიდეთ ოთახში... გადაუჩურჩულა და კარიდან გავარდა ფრანკასთან ხელიხელჩაკიდებული. ოთახში შევარდნენ ორივენი და მაშინვე ლოგინზე მიწვნენ.
_ აბა, როგორია ელი?!
_ რა ელი! სასახლეზე მოგიყვები! ისევ ისეთი მშვენიერი, ლამაზი და დიდებულია! როგორც ადრე! გლიცენია კი უმშვენიერესი გახდა... მისი სურნელი აივანზეც აღწევს და შესანიშნავია. _ უცბად გადმოხტა ლოგინიდან და ფრანკაც წაიყოლა აივნისკენ. _ აი, ესაა ჩემი დიდებული აივანი! აქედან ყველაზე ლამაზად და შესანიშნავად მოჩანს ჩემი გლიცენია და საჯინიბო! ჩემი ცხენი დემიანი ისეთი ლამაზია, ვერ ვშორდები!
ფრანკას გაეცინა და ფერის პირზე ხელი ააფარა: _ მოისვენე, ფერი... ცხენი კი არა, ელია სიმპათიური! შენ კიდევ გაიძახი, ლამაზი არ არისო!
_ სულაც არააა ლამაზი! _ თქვა ფერიმ და გაბრაზებულმა გახედა დაქალს.
_ ლამაზიც არის და სიმპათიურიც! არაფერი მომხდარა ჯერ?!
_ არა! _ იცრუა, _ და არც მოხდება! სად მე და სად ის მხეცი!
უცბად კარში ელიანი გამოჩნდა.
_ ისე გიყურებს! _ უჩურჩულა ფრანკამ მის დანახვაზე ფერის, რაც კაცმაც გაიგონა. ფრანკამაც გააგრძელა: _ მე შენს ადგილას დავდნებოდი და გული ამიჩქარდებოდა!
_ მე ვთქვი, სად მე და სად ის მხეცი-თქო! როგორც უნდა ისე მიყუროს!
_ ლამაზი ხარ და ამიტომ გიყურებს!
_ მხეცი!
_ კარგი, მორჩი და აღიარე, რომ სიმპათიურია!
_ არააა!
_ ფერი... სულ ცოტათი მაინც არ მოგწონს?!
_ არააა!
ქალმა ამოიხვნეშა და დაქალს ლოყაზე აკოცა: _ შენ საწოლში წევხარ, მაგრამ ელის სად სძინავს?!
_ დივანზე!,რა თქმა უნდა! ან იმ ქალთან!
_ როგორია ის ქალი?!
_ ლამაზი...
_ სხვა რა არის ახალი?!
_ ცხენით ვიჯირითე და სპილოთიც გავისეირნე, ისეთი მაგარია ორივეე! შენც რომ გაიცნობ, შეგიყვარდება!
_ მე უკვე მიყვარს, ფერი! და დროა შენც შეიყვარო ელი! შენი ქმარი!
_ მორჩი! ის ჩემი ქმარი არაა! მალე მივატოვებ!
_ და ვინ მოგცა ამის უფლება?! _ მიუტრიალდა დაქალს და სახეში შეხედა.
_ ჩემმა თავმა!
_ მერე ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია?!
_ მალე ჩემი გახდება!
_ ფერი... მორჩი მის მიმართ სიძულვილს და შეიყვარე... ცუდი კაცი არ ჩანს!
_ ცუდიააა!
_ მაშ ცუდი ვარ და ჩემი მიტოვებაც გინდა?! _ გაისმა ხმა და ფრანკამ უკან დაიხია შეშინებულმა.
_ დიახ! ასეა! მე არ მომწონხარ! და არ მომეწონები არასდროს!
_ კარგი... ძილი ნებისა, ფრანკა, ძილი ნებისა, ფერიიი... _ თქვა რბილად და დივნისკენ წავიდა. წამოწვა თუ არა, ფერიც მივარდა:
_ შენ სხვაგან იძინებ!
_ რატომ?!
_ მე და ფრანკა აქ ვიძინებთ ერთად!
_ დაიძინეთ, არ გიშლით... _ თქვა რბილად და თან ჩაიღიმა.
ფერი უცბად გონს მოეგო, ისევ აივნისკენ წავიდა. ჩუმად დაიხარა დაქალისკენ და უჩურჩულა:
_ დღეს არ ვიძინებთ! და არც იმას დავაძინებთ! _ თქვა და საუბარი ხმამაღლა დაიწყო. ფრანკაც იღიმოდა და პასუხს სცემდა.
ელი დივანზე ჩამოჯდა და ქალზე დაიწყო ისევ ფიქრი. პირველად იგრძნო, რომ გული ჰქონდა და ქალის მიმართ სხვა, ახალ გრძნობას განიცდიდა. ამ დროს ფერი შემოვიდა. ქალს სევდიანად შეხედა, მერე მზერა მოაშორა.
_ მოემზადე! _ შესძახა ფერიმ, _ ხვალ დილით ჯირითში გიწვევ. ვინც მოიგებს, მეორის ნებისმიერ სურვილს შეასრულებს. თანახმა ხარ?
თანხმობის ნიშნად ელიმ თავი დაუქნია.
მეორე დილით, გაეღვიძა თუ არა, ფერი თავზე წამოადგა:
_ ადექი! ცხენებთან მივდივართ! _ მოესმა ქალის მკაცრი ხმა და ახლაღა იგრძნო საშიში სურვილის მოახლოება, რომელიც აიძულებდა, წაგების შემთხვევაში დასთანხმებოდა ქალის ნებისმიერ სურვილს...
_ ფერი... რომ მოიგო, იცოდე, წასვლას არ მთხოვ!
_ უკვე აღიარებ დამარცხებას?!
_ არა! არა! უბრალოდ, შენ ჩემგან ვერ წახვალ!
_ რატომ?!
_ იმიტომ, რომ... _ კაცმა უსწრაფესად გონებაში წარმოთქვა, რაც უნდა ეთქვა და ოთახიდან გავარდა.
საჯინიბოს მიაშურა, მაშინვე ცხენზე შეჯდა და ჩანჩქერისკენ გაჭენდა. ქარი ეცემოდა სახეში და ფიქრებს უწეწავდა: ნუთუ მე ის შევიყვარე.... შევიყვარე... არა... მე ის არ მიყვარს! არ მიყვარს! იქნებ მაინც შემიყვარდა?! _ ცხენი უცბად გააჩერა და ჩანჩქერთან ჩამოქვეითდა. რამდენიმე ხანი ნაპირთან იჯდა შეფიქრიანებული. ამ დროს ცხენის ფლოქვების ხმა მოესმა და უკან მიიხედა. ქალის ნაზი სხეულის დანახვაზე ზეზე წამოდგა.
_ სასახლეში დავბრუნდეთ! აქედან პირველი ვინც მივა სასახლეში, ის იქნება გამარჯვებული! _ თქვა ქალმა და ცხენიდან არ ჩამოქვეითდა.
კაცმა ღრმად ჩაისუნთა და ქალს მიუბრუნდა:
_ მე მეგონა, ამ ცხენზე უნდა ავმხედრებულიყავით შენც და მეც! ვინც ამხედრდებოდა, ის იქნებოდა გამარჯვებული!
_ ხვალ დილას შეგიძლია მოაწყო ეს შეჯიბრი! ახლა კი პირველი ვინც მივა, ის იქნება დღეს გამარჯვებული! _ თქვა და ცხენი სასახლისკენ მიაბრუნა. კაციც ამხედრდა თავის ცხენზე და ქალს გადახედა.
_ მზად ვარ! სამზე! _ თქვა ქალმა მკაცრად და თვლა დაიწყო. სამი თქვა თუ არა, ორივე ადგილს მოწყდა. კაცი ისევ თავის ფიქრებს მისცემოდა სურვილთან დაკავშირებით. ქალმა ცხენი მოწყვეტით გააჩერა სასახლის უკანა ეზოში და კაცს მიუბრუნდა, რომელიც ახლაღა დაუდგა გვერდით.
_ გილოცავ... _ თქვა გულდაწყვეტილი ხმით ელიანმა და ქალს შეხედა, რომელსაც თითქოს ემშვიდობება და თვალებით ცდილობსო მის დამახსოვრებას.
ქალი ჩამოქვეითდა, საჯინიბოში შეიყვანა ცხენი და კაციც უკან მიჰყვა მეორე ცხენით. როცა ცხენი დააბა და საჭმელიც დაუყარა, ფერიმ სპილოებს მიაკითხა. თავის ალექსანდრიტს და მეორე პატარას შეეხო, მოეფერა. მერე იქვე ჩამოჯდა, ახალდაბადებულ სპლიყვს წყალი მიაწოდა და ყურებზე გადაუსვა ხელი: ჩემი ლამაზი...
_ აქ ყველაფერი შენია?! _ შეეკითხა ელიანი.
_ კი ჩემია! ეს ცხოველები და ის, რაც მე მიყვარს, ყველაფერი ჩემიაა!
_ მეც შენად მთვლი?!
ქალს გაეცინა და ადგა:
_ მე შენ არ მიყვარხარ! მძულხარ! და თვითონვე თვლი შენს თავს ცხოველად! _ გადაიხარხარა და კარისკენ წავიდა. კაცმა ხელი სტაცა, უკან შეიყვანა და კარი მიხურა. ქალი დაიძაბა, შეეშინდა და თვალებში შეხედა:
_ რა გინდა?!
_ შენ მოიგე დღეს! მითხარი, რა გინდა! რა სურვილი გაქვს?!
_ ხვალ გაიგებ! _ მიახალა და ხელის მოშორებას შეეცადა. კაცმა ხელი გაუშვა, ამოიხვნეშა და საჯინიბო დატოვა.
ქალი გლიცენიის ხესთან დაჯდა საქანელაზე, მის სურნელს გაუღიმა და ბედნიერმა შეისუნთქა. თვალები დახუჭა და ნიავს მიუგდო ყური. ქარი გლიცენიის ყვავილებს აფრიალებდა და ჰაერში უფრო იგრძნობოდა მისი სურნელი. ქალი ისევ ფიქრებში წავიდა, როგორ აქანავებდნენ ძმები საქანელაზე და ერთად როგორ დარბოდნენ ეზოში, თამაშობდნენ დაჭერობანას და დამალობანას.
_ აქ იძინებ?! _ მოესმა და უცბად გაახილა თვალები.
_ კი, წადი, დაიძინე! აქ რა გინდა!
კაცი იქვე ჩამოჯდა და საქანელაც გააჩერა. _ მეც აქ ვიძინებ! _ უთხრა მკაცრად და თვალები დახუჭა, როცა საზურგეს მიეყუდა.
_ ძალიან კარგი! მაშინ მე ოთახში ავალ! _ თქვა ფერიმ, მაგრამ კაცმა ხელი ჩასჭიდა, დაჯდომა უბრძანა და უკან დახია. მერე თავისკენ მიიზიდა, ხელები მოხვია და მომთხოვნად დაეტაკა ტუჩებზე. სრულიად დაავიწყდა ქალის წინაშე პირველი კოცნისას დადებული პირობა, რომლითაც ქალს ემუქრებოდა: _ ეს იყო ერთადერთი ჩემი შეხება, რომელიც არასდროს იქნება უკვე შენიო... სრულიად დავიწყებოდა თავისი სიტყვები, ქალს ხელებს უფრო ხვევდა და არ უშვებდა. ფერი გაფართხალდა, თავის დაღწევას ცდილობდა, კოცნას არ პასუხობდა. ბოლოს ხელებით უბიძგა მკერდზე, რომ მოშორებოდა და კაციც მოშორდა, ქალს ხელებში სწვდა და თვალებში ჩახედა:
_ მე ყოველთვის ვამთავრებ იმას, რაც დავიწყე! _ უთხრა მკაცრად და ქალს ახედა.
_ ასე სულელურად კოცნი იმ ქალს?! _ მოესმა ქალის დამცინავი ხმა და უცბად დაავლო მის მაჯას ხელი. ქალს პირზე ააფარა ხელი და იქვე წყლის გვერდით ჩამოსვა. ქალი ფართხალებდა, ხელებს იქნევდა კაცის მოსაშორებლად, მაგრამ კაცი არ უშვებდა:
_ მორჩი ფართხალს! გაგიშვებ, მაგრამ არ გავიგონო შენი ხმა! _ უბრძანა მკაცრად და ხელი გაუშვა.
_ მხეცო! _ თქვა ქალმა მაინც და კაცმა ისევ ააფარა ხელი პირზე.
_ საჩუქრებს მშვიდად და ბედნიერად იღებენ! შენ კიდევ ჩემი საჩუქარი არ დააფასე!
_ შენი კოცნა საჩუქარი კი არა, საშინელებააა! გამიშვიიი ხელიიი! _ მიუხედავად იმისა, კაცი არაფერს უშავებდა, ეშინოდა და მისგან შორს უნდოდა ყოფნა, აღარ უნდოდა გაეგო თავისი გულის ხმა და უნდოდა მშვიდად ეცხოვრა თავის ერთადერთ სასახლეში.
კაცს შეეცოდა, მოლბა და ხელი გაუშვა თუ არა, ქალი უცბად ადგა და გასწორდა:
_ ამ კოცნას არ შეგარჩენ! _ დაემუქრა და სიძულვილით და ზიზღით სავსე სასახლისკენ გაიქცა.
კაცი დაჯდა და ქალს გააყოლა მზერა, ჩაფიქრებული გაჰყურებდა, მისგან რომ გარბოდა და გრძნობდა ქალის სიძულვილს, მაგრამ ვერ გაეგო, რატომ ან რისთვის სძულდა ქალს ასე პირველივე დღიდან. გლიცენიისკენ დაიძრა, საქანელაზე ჩამოჯდა და კოცნა გაიხსენა, ტკბილი ცხელი ბაგეები ისევ შეიგრძნო და საქანელას თოკს მძიმედ მიეყუდა. გული აუჩქარდა და ცდილობდა დამშვიდებულიყო, ქალის სურნელიც იგრძნო იმწუთას და ეზოში გაიარა, ცდილობდა ახლა ქალი დაევიწყებინა, რომ მშვიდად დაეძინა, მაგრამ ძილიც არ ეკაროდა. რამდენიმე ხანი ეზოში იარა, მაგრამ გული ვერ დაიმშვიდა.
ქალი ოთახში შევარდა, მაშინვე ლოგინს მიაშურა გაბრაზებულმა, ბალიშს ხელს ურტყამდა და კვნესოდა. ბოლოს ბალიში ისროლა და დაქალსაც გაეღვიძა.
_ ფერი, რა მოხდა რა გჭირს?!
_ იმ მხეცმა მაკოცა! _ წამოიყვირა.
_ მშვენიერია... ეს ასე რატომ გაბრაზებს, ის შენი ქმარია.
_ არაა ის ჩემი ქმარი! ამას კიდევ მეტყვი და აქედან გაგაგდებ! _ დაიყვირა და წამოხტა.
_ რატომ არ მშვიდდები, ასე ძალიან მოგეწონა მისი კოცნა?!
ფერიმ კედლიდან ხანჯალი გადმოიღო, გაბრაზებულმა მოიქნია და ფრანკას კისერთან გააჩერა. მეგობარი გაკვირვებული უცქერდა და აკვირდებოდა მის სიბრაზეს.
_ ჩემი დაქალი და მომავალი რძალი რომ არ იყო, მოგკლავდი! _ თქვა მკაცრად და ხანჯალი ჩამოსწია.
_ მოგეწონა თუ არა?! _ ჩაეკითხა მაინც დაქალი და ქალს გააყოლა მზერა, რომელიც გაბრაზებული მიაბიჯებდა აივნის მოაჯირისკენ.
_ მე მისი არაფერი არ მომწონს! და არც არასდროს მომეწონება! _ თქვა და დაქალს გახედა._ დაიძინე! ახლა მშვიდად ვარ!
_ გზამ ძალიან დამღალა, შენც დაიძინე, დაივიწყე ეს კოცნა, თუ არ მოგეწონა, დაივიწყე და დაიძინე... _ თქვა რბილად და დაქალს ხელი ჩასჭიდა. _ მოდი, ერთად დავიძინოთ, შენ შენს მხარეს, _ და ჩაეხუტა. ფერიმ ხელები მოხვია და მალევე ლოგინში ჩახტნენ ორივენი.
ფერიმ დიდხანს იწრიალა ლოგინში, მაგრამ ვერ დაიძინა, სულ კოცნა ახსენდებოდა და ვერ ივიწყებდა. ორივე კოცნას ადარებდა ერთმანეთს და უფრო ღრმად ეფლობოდა ფიქრებში. ეს კოცნა უფრო მშვენიერი იყო... უფრო გულის ამაჩქარებელი და ტკბილი... _ გაუმხილა თავის თავს და მაგრად დახუჭა თვალები. ისევ ორივე კოცნა წარმოუდგა თვალწინ და გაბრაზებულმა თვალები გაახილა. _ ისევ მახსენდება და ვგრძნობ ამ კოცნის გემოს! ამ კოცნის გემოს და სიტკბოს! _ თქვა გულში და ბალიშს ჩასჭიდა ხელი. _ ელიიიი! განანებ ორივე კოცნას! განანებ! _ ცდილობდა დაევიწყებინა და გონებიდან გადაეგდო ის სცენა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ბოლოს დაღლილს ჩაეძინა.
დილას გვიან გამოიღვიძა. მაშინვე მოემზადა და სამზარეულოსკენ დაიძრა, შეშინებული იფიქრა, ძალიან დავაგვიანე და გაბრაზდებიანო. კარში შედგა ფეხი. მუქი შინდისფერი კაბა ეცა თვალში ელის და თვალი ააყოლა. ფერის პირველად ეცვა შინდისფერი კაბა. ქალი ყველას მიესალმა და ბოდიში მოიხადა დაგვიანების გამო. არაუშავს, ჯერ ისევ იუბილარი ხარ და შენი ადგილი დაიკავეო, _ გაუღიმა ელიმ. ფერიმ არაფერი უპასუხა, ჩუმი ნაბიჯებით გასწია თავისი ადგილისკენ, რომელიც ელის წაართვა. ელი მის მოპირდაპირედ იჯდა და ქალი დაჯდა თუ არა, ისევ სიმამრს მიუბრუნდა და საუბარი მშვიდად გააგრძელა კაცთან, რომელსაც ეუბნებოდა, ფერი ცოტას მაბრაზებს, მაგრამ არა უშავს, ეს ახალი გარემოს ბრალია და მალე აქ მშვიდად და კარგად იგრძნობს თავსო. მოესმა თუ არა ფერის ეს, მაშინვე გადაყლაპა ლუკმა და მამას შეხედა, მერე ელის გადახედა გაბრაზებულმა და ხმა ამოიღო.
_ მე მშვიდად და კარგად ვგრძნობ თავს! _ ამ დროს ფერნანდა ჩაერია საუბარში და ფერის შეხედა.
_ ფერი, შვილო, ელის საჩუქარი როგორ მოგეწონა?! _ ამის გაგონებაზე იგი ფერდაკარგული წამოხტა სკამიდან. ნუთუ ყველას უთხრა ამ მხეცმა, რომ მაკოცა?!
_ მეე... _ დაიწყო და ელიც ჩაერია: _ რომ არ მოსწონებოდა, ალბათ არ ჩაიცვამდა ამ კაბას. _ თქვა და ქალს გაუღიმა.
ქალმაც ძალით გაიღიმა და ფერნანდას მიუბრუნდა, თან დატრიალდა:
_ მართლა ძალიან ლამაზი კაბაა, ძალიან მომწონს. _ გულში კი ჩუმად დაამატა: მადლობა ელეონორას!
ფერი თან საუზმობდა, თან დედამისს ესაუბრებოდა. ქალს ამშვიდებდა, აქ ძალიან კარგად ვარო და კმაყოფილი იღიმოდა, რომ ამ სასახლეში იყო. დედამ იცოდა, რომ ფერი ამ სასახლეში მართლა ბედნიერი იქნებოდა, მხოლოდ სასახლის გამო მაინც. ცალკე მამასაც ესაუბრა, ისიც დაამშვიდა. ბოლოს თავის დაქალს შეეკითხა, მამამ საჩუქრად კაბა გამომიგზავნაო? მანაც დაუდასტურა, კაბა გამოგიგზავნა მწვანე-ლურჯ ფერშიო. ფერის უკვირდა, სად უნდა გამქრალიყო მამამისის საჩუქარი და ამაზე ისე ნერვიულობდა, ვერ მშვიდდებოდა.
უცებ ხმა მოესმა ზურგს უკან ელი ეძახდა, რომელიც მალევე მოუახლოვდა.
_ ფერი, ხმას რატომ არ მცემ? გეყო ამდენი სიუხეშე! რატომ არ იღებ ხმას?! _ ქალს წინ დაუდგა გაბრაზებული და ახლა შეამჩნია, რომ ის არც უყურებდა. მიხვდა, ჩაფიქრებული რომ იყო და ხელი შეახო. ქალიც გამოფხიზლდა და დაუყვირა:
_ რა გინდა?!
_ რა გჭირს! რაზე იყავი ასე ჩაფიქრებული?!
_ არ მიყვარს, როცა რაღაცას მპარავენ! _ თქვა მკაცრად და კაცს დაბღვერილმა თვალებში შეხედა.
_ შეგიძლია კოცნის გამო სამაგიერო გადამიხადო! მოიფიქრე, რა უნდა მთხოვო?!
_ შეჯიბრის მერე გაიგებ! _ უთხრა ისევ მკაცრად და საჯინიბოსკენ გაიქცა ცხენის ჯირითისთვის მოსამზადებლად.
ფერიმ მეორე შეჯიბრშიც გაუსწრო ელიანს და მოიგო. ახლა უკვე ორი სურვილი დაუგროვდა, რაც ელის ძალიან აშინებდა. შიშობდა, ქალს არ მიეტოვებინა და მშობლებთან ერთად წასვლა არ ეთხოვა სურვილის სანაცვლოდ.
სადილამდე ელიმ ტყეში ცხენით გაისეირნა. გზას მიჰყვებოდა, სახეში ქარი უბერავდა და სევდას გრძნობდა, რომ ქალის ორი სურვილი უნდა შეესრულებინა. უცებ ფერი შეამჩნია და მისკენ გაემართა. მალევე დაეწია. ახლა ელი მის გვერდით მიაჭენებდა ცხენს და თან ქარში მოფრიალე ქალის თმას აქცევდა ყურადღებას, მის შრიალა კაბას უყურებდა და ტკბებოდა. ცოტა ხნით სულ გადაავიწყდა ქალის სურვილები. უცებ ხელი მოხვია მას და თავის ცხენზე გადმოსვა.
_ არ მიყვარს ეს ცხენი! _ დაიყვირა ქალმა და გაიბრძოლა.
მაშინ კაცმა ფერი თავს ცხენზე დააბრუნა და თვითონაც უკან მოუჯდა.
_ მე კი არც ამ ცხენს და არც მის მხედარს არ ვუყვარვარ!
_ ცხენს ქურდები არ უყვარს! არც ამ ცხენს არ უყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხედარი ხარ!
_ რააა?! ქურდი რატომ ვარ, რა მოვიპარე?!
_ ამ სასახლის გარშემო მცხოვრებთა ფული! _ მოესმა უცბად და ცხენი ისე შეანელა, რომ თვითონაც ჩამოხტა და ქალიც ჩამოიყვანა.
_ გაიმეორე!
_ ქურდი ხარ!
_ კიდევ გამიმეორებ ამას და იცოდე!..
_ რა, მცემ?!
_ ეს საიდან მოიტანე! რა მოვიპარე!
_ აქ მცხოვრები ხალხის ფული!
_ ქურდი არ ვარ! და ეს კარგად იცოდე. კიდევ ერთხელ გავიგონებ ამ სიტყვებს და გავბრაზდები! ჯერ ჩემი გაბრაზება არ გინახავს!
_ მაინც რას იზამ?!
_ ცხოველებს დავკლავ და მათი სისხლით ვიჯერებ გულს! მხოლოდ ასე ვიშორებ გაბრაზებას!
_ მაშ მკვლელთან ერთად ქურდიც ყოფილხარ!
_ ფერი! ამას ნუ მეუბნები! ამას ნუ მეუბნები! იცოდე, ძალიან გატკენ! მე არავის არ ვპარავ არაფერს, არც ფულს და არც გულს! შენც კი ვერ მოგპარე გული... _ თქვა ბოლოს შეპარვით და ფეხით გაუჰყვა მინდორს თავდახრილი.
_ შენი სასახლიდან ვიღაც შენს სახელზე ფულს იღებს ამ ხალხისგან და ემუქრებიან, რომ მათ ცხოველებს წაართმევენ, თუ ფულს არ გადაუხდიან!
_ რაა?! ეს ვინ გითხრა?!
_ შენვე შეგიძლია გაიგო რა ხდება სასახლის გარეთ!
_ ვინ გითხრა ეს ტყუილი!
_ ერთმა მოხუცმა...
_ ვინაა?!
_ წადი და ჰკითხე ვისაც გინდა, ჰკითხე და გეტყვიან სიმართლეს!
უცბად დაუსტვინა, ცხენი მოიხმო, მერე ქალს ხელი წაავლო და მანაც იკივლა.
_ დამშვიდდი, ბაზრისკენ მივდივართ! _ თქვა და მასთან ერთად ცხენზე ამხედრდა. მალევე მივიდნენ ბაზართან, ჩამოხტნენ და ფეხით გაუყვნენ გზას. ფერიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მოხუცი კაცის წინ გაჩერდა. მიესალმა.
_ კიდევ იხდით სასახლისთვის ფულს?!
_ დიახ... განა როდისმე მორჩება ადამიანის გაჭირვება, შვილო... მხოლოდ ამ სასახლის ძველი მეპატრონე იყო კეთილი კაცი და მისი შვილებიც... პატარა გოგონა, რომელიც მკერავთან მორბოდა და აქაურობას სიცოცხლეს ჩუქნიდა...
_ რა ერქვა იმ გოგონას?!
_ ელფერი... სასახლის სახელი! _ მოესმა კაცს და ახლა მიხვდა, რატომ იყო სახლის ფასადზე ის სახელი ამოტვიფრული. გაკვირვებულმა მოისმინა კაცის სიტყვები.
სასახლეში ჭენებით დაბრუნდნენ.
_ ეს არავის უთხრა და საიდუმლოდ შეინახე! _ გააფრთხილა ქალმა.
_ რატომ უნდა შევინახო საიდუმლოდ?!
_ ასე უფრო გავარკვევთ, ქურდი შენ ხარ თუ სხვა ვინმე ამ სასახლიდან! _ მიუგო გაბრაზებულმა...
ვახშამმა მშვიდად ჩაიარა, ფერი ბედნიერი უღიმოდა თავისიანებს და ასე ეგონა, ძველ დროში დაბრუნებულიყო...
_ ელი, შვილო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენი წასვლის დროა... _ უთხრა მამამ, როცა წასასვლელად გაემზადნენ.
_ დილამდე მაინც დარჩენილიყავით, მამი...
_ არა, შვილო, საქმეები გველოდება... სხვა დროს თქვენ გვესტუმრეთ... ახლა ჩვენი წასვლის დროა... _ თქვა და შვილს ჩაეხუტა.
ფრანკამ დაქალს ხელი მოხვია და აკოცა:
_ ფერი, არ იტირო... _ უჩურჩულა.
ფერიმ, როგორც კი მანქანა სასახლეს გასცდა, ყველას ხელი დაუქნია, მერე კი თავი დახარა და გაიქცა. წარსული გაახსენდა. მშობლები და ძმები წავიდნენ და თვალწინ წარმოუდგა 20 წლის წინანდელი აქედან წასვლა... გოგონა ტიროდა და დედას ეხუტებოდა. გულში იმუქრებოდა და შურისძიება სწყუროდა, გეგმებს აწყობდა... გარბოდა და ახსენდებოდა, სასახლეს როგორ ტოვებდა პატარა ელფერი, თავად სასახლის მფლობელი... გული აუჩქარდა, ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. ქარმა დაუბერა და სახეში გლიცენიის ყვავილების ფურცლები შეაყარა, თმაც თვალებს უფარავდა. გაბრაზებულმა გადაიწია კულულები და უცბად დაეჯახა... კაცის სევდიან სახეს. გამწარებულმა ხელი ჰკრა და ისევ გაიქცა.
_ ფერიიი... დამშვიდდი, კიდევ ნახავ მათ...
ფერი გარბოდა და არ ჩერდებოდა, ვერც ქარი აჩერებდა და ვერც სახეში შემოყრილი ყვავილები, მირბოდა და ტიროდა. ამასობაში კაცი დაეწია, ხელი სტაცა და აიტაცა.
_ დამშვიდდი და ნუ ტირი... არ მეგონა, პატარა ბავშვი თუ მომყავდა ცოლად! _ თქვა და ქალის სხეულიანად გაემართა სასახლისკენ, მის ყვირილს აღარ აქცევდა ყურადღებას.
_ გამიშვიი! მძულხარ! შენი დანახვა აღარ მინდა! _ სლუკუნებდა ფერი. ტირილისგან დასუსტებულიყო და წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაჰკარგვოდა. კაცმა ლოგინში ჩააწვინა, რამდენიმეჯერ თანაგრძნობით დახედა, მიხვდა, რომ გოგონას სულის ტკივილი აწუხებდა და ამას თვითონაც განიცდიდა. ბოლოს ოთახიდან გავიდა.
ნუთუ მე ვარ მისი ტკივილის და უბედურების მიზეზი?.. აქ ფერი სრულიად არ არის ბედნიერი... იქნებ ესეც ჩემი ბრალია, მხოლოდ ჩემი და მეტი არავისი! მაგრამ ხანდახან როგორი ბედნიერია.
ამ ფიქრებში გართული კლარას ესტუმრა. ქალი გახარებული ჩაეხუტა და ახარა, ორსულად ვარო. ელი გაოგნდა. ამას არ მოელოდა. ნუთუ ასრულდა მისი დიდი ხნის ოცნება? ნუთუ შვილი ეყოლება? მემკვიდრე? ასე ეგონა, სიზმარში იყო...


კლარას როგორც კი ჩაეძინა, ელი კვლავ ფერის ოთახში აბრუნდა. ქალს არ ეძინა, მაგრამ არც ტიროდა.
_ როგორ ხარ?! დამშვიდდი?!
_ შენი დანახვა აღარ მინდა... _ გაბუტულმა მიუგო ფერიმ და თვალები დახუჭა.
_ შენი ერთკვირიანი დასჯა დაბადების დღის გამო დავივიწყე!
_ შემიძლია ერთი კვირა ოთახში ვიყო! _ თქვა ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
_ ძალიან კარგი! მე არ დაგენახვები და არც შენ დამენახვო. საჭმელად როცა გინდა ჩადი ხოლმე! მაგრამ შენვე მოემსახურები შენს თავს!
_ კარგი... _ თქვა ქალმა და თვალები უფრო მაგრად დახუჭა, `შენ მე ვერ დამამარცხებ! ვერ დამამარცხებ! მე შემიძლია ამ სახლში ვიყო მონა, მოსამსახურე და დედოფალი! ამ სასახლის ნამდვილი დედოფალი!~ _ გაიფიქრა და პლედში მჭიდროდ გაეხვია.
_ თბილად დაიფარე! ხვალიდან დაიწყე ერთი კვირის ათვლა! _ გააფრთხილა ელიანმა და მცირე ყოყმანის შემდეგ დაამატა: კლარა ორსულადაა.
ფერი არ განძრეულა, ისე მიულოცა კაცს და ბედნიერება უსურვა კლარასთან ერთად. ელიმ ოთახი დატოვა...
როგორც კი კაცი გავიდა, ფერიმ შალი მოიფარა და სასახლიდან ჩუმად გავიდა. ფრთხილად მიუყვებოდა ვიწრო ქუჩებს მანამ, სანამ ერთი პატარა სახლის წინ არ გაჩერდა. როგორც კი შუქი დაინახა, გახარებულმა ეზოში შეაბიჯა. მის დანახვაზე ლეკვი აწკავწკავდა. ამ დროს სახლიდან ახალგაზრდა ბიჭი გამოვარდა და ფერი რომ შერჩა ხელში, მაშინვე სახლში შეიყვანა.
_ მიხარია, რომ გვესტუმრე... _ გაუხარდა ფაბის და გოგონას ჩაეხუტა.
_ 20 წლის შემდეგ! _ გაუღიმა ფერიმ და ფაბის დედას გახედა, რომელიც აცრემლებული შეჰყურებდა მათ...
_ ელეონორააა... _ ფერი მისკენ დაიძრა, _ მადლობა ლამაზი კაბებისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია... _ ქალს აკოცა და ისევ მიეხუტა გულზე. ქალი ტიროდა, გოგონას კოცნიდა და ხელებს ხვევდა.
_ როგორ მიხარია, აქ რომ ხარ, ელფერიიი... შენ ხელი გამომიწოდე და ფული მაჩუქე, მამას დაბადების დღის ნაჩუქარი ფული მე მომეცი და ხელი გამომიწოდე... _ თქვა ქალმა და ისევ ჩაიხუტა გოგონა.
ფერიმ ცრემლები მოიწმინდა და ქალს შეხედა:
_ არ მანახვებთ სამკერვალოს?! ძალიან მომენატრა... მინდა ვნახო, ისეთია თუ სხვანაირი... ეს კი კაბების ფულია... _ და თანხა გაუწოდა.
_ არა, შვილო! ახლავე უკან წაიღე!
_ არა! ეს ფული გამოიყენე, ეს შენი შრომის ფასია!
მერე სამკერვალოც დაათვალიერა, ხელი გადაუსვა მანქანებს და გაეღიმა: გახსოვს, როგორ ვცდილობდი რამის გაკეთებას შენთან ერთად, შენ კი ძაფს მაძლევდი და მე თვლებს ვაწყობდი... _ ამ დროს ქალმა ყუთი გახსნა და ფერის გაუწოდა, ფერიმ შიგნით ჩაიხედა და პირზე ხელი აიფარა ფერადი ბურთებისა და მის მიერ აწყობილი მძივების დანახვაზე. აცრემლებულმა ხელში ჩაიბღუჯა სამკაულები და ქალს შეხედა: _ აქამდე შეგინახია...
_ ის შენია და წაიღე, _ უთხრა ქალმა.
_ მადლობა. ელეონორა, მამამ ჩემი დაბადების დღისთვის კაბა ხომ არ შეგიკვეთა?!
_ კი, ფერი! რატომ მეკითხები? _ გაუკვირდა ქალს.
_ როგორი იყო?!
_ ლურჯ-მწვანე ფერებში, ძალიან ძვირფასი კაბა იყო და მდიდრული, მწვანე თვლებით გაწყობილი. მამაშენმა თქვა, ფერიმ ერთი ქვა დაკარგა. ვიცი, ის ქვა უყვარდაო, ამიტომაც დამავალა, ბევრი ქვა დამემაგრებინა მხრებზე. კაბა ყველაზე ლამაზი და მშვენიერი იყო. შენთვის როგორსაც ვკერავდი, ისეთს არავის ვუკერავდი.
_ არ გინახავს კაბა?! _ ჩაეკითხა ფაბი და გაკვირვებულმა შეხედა.
_ არა, მოიპარეს! მოდი, საიდუმლოდ დავტოვოთ ეს ამბავი ჯერჯერობით, _ თქვა და ადგა. ორივეს თბილად დაემშვიდობა, კარისკენ წავიდა და უცბად მოტრიალდა:
_ ფაბი... შენთან თხოვნა მაქვს და ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს, მინდა ვიცოდე, თვეში რამდენს უხდიან ფულს სასახლის მეპატრონეებს და ყველა თუ იხდის... მეგობარმა ჭიშკრამდე გამოაცილა ქალი, მერე კი ფერიმ მარტო განაგრძო გზა. გაცილებაზე უარი უთხრა, არ უნდოდა, ვინმეს დაენახა.
_ მაშ, სასახლეში უნდა მოვძებნო ლურჯმწვანე ქვებიანი კაბა... _ ჩაილაპარაკა და ჩუმად შეაბიჯა ჭიშკარში.
შემთხვევით კლარას ოთახისკენ გაიხედა და გაახსენდა, რომ მის გარდა სასახლეში გამხდარი არავინ იყო. სწორედ მას მოერგებოდა ის კაბა. გაჩერდა.
ნუთუ მას შეეძლო მოეპარა?! მაგრამ ახლა ის ორსულადაა და ვერ გავანერვიულებ! რამე რომ დაემართოს, მე დამბრალდება.
მთელი ღამე თავის დაკარგულ კაბაზე ფიქრობდა და არ იცოდა, კლარას საიდან მისდგომოდა, რომ სიმართლე გაეგო.
ელი კლარას ოთახიდან გამოვიდა და მაშინვე მოსამსახურე შეხვდა, რომელმაც ფერის თხოვნა მოახსენა, თქვენი ნახვა უნდაო. მაშინვე ქალისკენ დაიძრა. კაცმა იგი აივანზე აღმოაჩინა, მოწყენილი გარემოს ათვალიერებდა და ცდილობდა არ ეტირა...
_ რა მოხდა?! _ შეეკითხა ელი და გააგრძელა: _ ერთი კვირა გათავისუფლებას ნუ მოითხოვ, არ დაგთანხმდები!
ქალი თავდახრილი იდგა და ისევ ფიქრებში იყო გართული.
_ მინდა ჩემს ორ სურვილზე ვისაუბროთ, რომელიც მოვიგე! _ თქვა ფერიმ და კაცს შეხედა.
_ გააჟღერე, რა სურვილია, _ ცივად წარმოთქვა.
_ სასახლეში ახალი სამოსი ვინ იყიდა და ვის რა აცვია, ხომ კარგად იცი?! მინდა ვიცოდე, ვის აქვს ჩემი კაბა! მამას ნაჩუქარი კაბა! რომელიც დაბადების დღეზე გამომიგზავნა და არ მიმიღია! _ თქვა ძლივს და გაჩუმდა.
_ კაბა როდის მიიღე, იმ დღეს? საჩუქრებში უნდა ყოფილიყო?!
_ ჰო!
_ როგორი კაბაა?!
_ ლურჯმწვანე ფერებშია შეკერილი, მწვანე ქვებით გაწყობილი!
_ ესაა შენი სურვილი?! _ ჩაეკითხა და თანხმობა რომ მიიღო, გაუხარდა და ამოისუნთქა, რომ სხვას არაფერს ითხოვდა ქალი. კარისკენ წავიდა, მაგრამ ქალმა შეაჩერა, _ კიდევ მაქვს მეორე სურვილი. _ ამის თქმაზე უჯრა გამოაღო და საბუთები ხელში დაიჭირა.
კაცი წინ დაუდგა: _ გისმენ, ფერი...
_ მზად ხარ დამთანხმდე და შენი სიტყვა შეასრულო?! რაც უნდა გთხოვო?!
_ თუ აქედან არ წახვალ, კი! თანახმა ვარ ყველაფერზე, მაგრამ პირობას დადებ, რომ კლარას არ შეაწუხებ და არც აქედან წახვალ!
ფერი დაეთანხმა და მშვიდად წარმოთქვა, _ მინდა ხელი მოაწერო, მაგრამ რას აწერ ხელს, ამას არ წაიკითხავ!
კაცმა ჩაისუნთქა და ქალს ახედა, ხელი გაიწოდა და კალამი გამოართვა. ქალმა ანიშნა, აქ მოაწერეო. კაცმა კალამი მოიმარჯვა და თავისი ხელწერა დატოვა თუ არა, ფერიმ საბუთები აიღო და საქაღალდე დახურა. კაცს კალმისთვის ხელი გაუშვირა, მანაც მიაწოდა.
კაცი კიბეს ჩაუყვა თავდახრილი... ახლა ფიქრობდა მხოლოდ ქალის კაბასა და საბუთზე, რომლის შინაარსზე წარმოდგენაც არ ჰქონდა...
ფერიმ საბუთებს დახედა, გაიცინა და გახარებულმა დაიწყო სიარული ოთახიდან აივნამდე... მერე იბანავა და მაშინვე თავის საიდუმლო ოთახში გაუჩინარდა, რომელსაც კოდი შეუცვალა. ახლა უკვე თავისი ოთახიდან შეეძლო თავისუფლად გასულიყო იქ... ლოგინზე წამოწვა და ჭერს ახედა, რომელიც სხვადასხვა ფერის ნათურებს გაენათებინა. მერე შემსუბუქებული რამდენჯერმე დატრიალდა ცეკვა-ცეკვით და საბუთებს გულში იხუტებდა. როცა სიხარულით გული იჯერა, ელის ხელმოწერილი იდუმალი დოკუმენტი საიდუმლო ოთახში დამალა და იქაურობა დატოვა... უკან დაბრუნებული ლოგინში ჩაწვა... კმაყოფილი.
რამდენიმე ხანში კარზე დააკაკუნეს. ადგა და გააღო. მოსამსახურე იყო, დარბაზში გეძახიანო და ისიც მაშინვე ძირს ჩავიდა.
_ ფერია დამნაშავე! _ მოესმა ქალის ხმა და კარში გაჩერდა. _ მან გაიგო, რომ კაბა მე მქონდა და ჩვენი შვილი თავიდან მოიშორა! ბოდიში მოვუხადე დღეს დილით! ჰკითხე თუ გინდა, დილით რძე მომიტანა! წამალი დამალევინა! მან შენ წაგართვა ის, რაც ასე ძლიერ გინდოდა და უკვე გიყვარდა! _ ესმოდა ფერის კლარას სიტყვები. ფერის გაახსენდა ქალმა მართლა რომ დაიბარა დილას და რძე რომ გაატანა მოსამსახურემ. ახლა მიხვდა დაგებულ მახეს. თავი დასჯილივით დახარა იატაკს ჩააჩერდა.
_ მან წაგართვა შვილი! შვილი, რომელზეც წლებია ოცნებობ! მას უნდა, მეც მომიშოროს ამ სასახლიდან, რომ ყველაფერი ხელში ჩაიგდოს!
ფერი აქვითინდა, იგრძნო, რომ ფეხზე დგომა აღარ შეეძლო და ნელ-ნელა უახლოვდებოდა იატაკს. კაცმა ვერ მოითმინა და დაიჭირა, მერე იქვე დივანზე წამოაწვინა.
_ ოთახში აიყვანეთ და იქიდან არ გამოვიდეს, სანამ არ აღიარებს დანაშაულს! ყველას ეკრძალება მასთან საუბარი და მასთან შესვლა! მხოლოდ ერთხელ მიუტანთ საჭმელს დღეში და კართან დაუდებთ! _ ბრძანა კაცმა და თავის კაბინეტს მიაშურა. ფერი აიყვანეს და ოთახში მარტო დატოვეს. კარი როგორც კი გაიხურეს, თვალები ცრემლებით აევსო.
მე არავინ მომიშორებია! ეს ტყუილი ბრალდებაა! მაგრამ თავს არ დავიცავ! _ თქვა ცრემლიანმა და ბალიში ისროლა...
ელიმ კლარასთან მთელი ერთი კვირა გაატარა, ქალს ეფერებოდა და ცდილობდა, მისთვის ბავშვის დაკარგვით მიყენებული ტკივილი დაევიწყებინა, ცრემლებს საკუთარი ხელით უშრობდა... ამავე დროს ფერი ახსენდებოდა, მაგრამ მისი დანახვა არ უნდოდა. კლარა კი ჩაფიქრებული იყო და გულში ეღიმებოდა, რომ მისმა გეგმამ გაამართლა. მახე სპეციალურად დაუგო ფერის, რომ კაცს მისი დანახვა აღარ მონდომებოდა. როგორც კი კაცმა დაადანაშაულა, შენ მოიპარე ფერის კაბაო, მაშინვე აღიარა, ბოდიშიც მოუხადა კაცს. მისი წასვლის მერე კი ფერი დაიბარა, მასაც ბოდიში მოუხადა, მაგრამ გავიდა თუ არა იგი, ექიმი შევიდა მის ოთახში. რამდენიმე საათის მერე კი ელიანს აუწყა, შვილი დავკარგეო... ისტერიკა მოაწყო და ფერის დააბრალა, კაბის გამო შური იძია ჩვენზე და ჩვენს შვილზეო...
ელიანი სასმელს მიეძალა. ბრაზობდა ფერიზე, კლარაზე შური რომ იძია და შვილი წაართვა. არადა, რამდენ ხანს ელოდებოდა ნანატრ შვილს. კარგა ხანს მარტო იჯდა სიბნელეში თავის კაბინეტში და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. ფერიი... შენი თვალებიიი...შენი თვალებიიი! _ თქვა გაბრაზებულმა და ჭიქას მოუჭირა ხელი, მაგრამ ისეთი სქელი ჭიქა იყო, ვერ გატეხა, ბოლოს კედელზე მიალეწა გაბრაზებულმა. ხმაურზე ფერნანდა შევიდა, შუქი აანთო და შვილისკენ გაიქცა, მის დამშვიდებას შეუდგა, მაგრამ ვერ მიავიწყა ტკივილი... მერე კლარაც მოვიდა, კაცს ხელი ჩასჭიდა და თავისი ოთახისკენ წაიყვანა. კაცი უკვე მთვრალი მიაბიჯებდა და ფერის თვალებზე ფიქრობდა... ფიქრობდა მის სიძულვილზე და ასეთ სასტიკ სასჯელზე, რომლითაც თავისი დაუბადებელ პატარას დააშორა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ჩნდებოდა განცდა, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ელიანს უკვე აღარ სურდა კლარასგან შვილი... თუმცა ამას ჯერ ვერ აღიარებდა ხმამაღლა... მას უნდოდა შვილი და ენანებოდა მისი დაკარგვა, მაგრამ მაინც ძლიერად იდგა, რომ კლარამ არ გაუჩინა ბავშვი. ამაზე მეტად კი ფერი სტკიოდა... სტკიოდა, რომ მან ეს ჩაიდინა და არც უნდოდა ამის დაჯერება...
ფერი ერთი კვირა იწვა იატაკზე და არაფერს ჭამდა, მხოლოდ წყალს სვამდა... ერთი კვირა ტიროდა და დაღლილი ეყუდებოდა ლოგინს, სულ ქალის სიტყვები ახსენდებოდა და გულს უკლავდა, რომ კაცს შვილი უნდოდა და ფერიმ მუცელი მოუშალა... ყველას ეგონა, რადგან ფერის თეფში გარეთ ცარიელი იდგა, ჭამდა და ამიტომ არავინ აკითხავდა ოთახში. ქალი კი ერთ ლუკმას შეჭამდა და მერე ნაგავში ყრიდა, თეფშს გაწმენდდა და გარეთ ტოვებდა, კართან. მის ცრემლიან სახეს კი ვერავინ ხედავდა. აივანზედაც აღარ გადიოდა, მხოლოდ ოთახში დადიოდა ან იატაკზე იწვა დაუძლურებული. უკვე ძლივს სუნთქავდა ამდენი ცრემლებისა და ტკივილისგან, უჭმელობით დასუსტებული ძლივს მოძრაობდა.
მეშვიდე დღეს აივანზე გასვლა დააპირა, მაგრამ ნაბიჯი ძლივს გადადგა, იქვე ჩაიკეცა და გული წაუვიდა...
დილით მოსამსახურემ ელის მოახსენა, ფერის საჭმელი არ უჭამიაო და უბრძანა, შეაკითხე და უთხარი, დარბაზში ჩამოვიდესო. ქალიც შევიდა ოთახში და შეშინებული აყვირდა. კაცმაც გაიგონა ქალის კივილის ხმა და ზემოთ ავარდა. დაინახა უსულოდ მწოლიარე ქალის სხეული, რომელიც უფრო გამხდარი ეჩვენა და მაშინვე ხელში აიყვანა. ყველას უბრძანა ოთახიდან გასვლა და ექიმის გამოძახება. მერე ფერი ლოგინზე დააწვინა და მის გვერდით დაჯდა, თავზე ხელი გადაუსვა სევდიანმა: უკვე მეორეჯერ დააპირე ! მე ხომ არ დამისჯიხარ სიკვდილით! რატომ მიკეთებ ამას! _ ხელი წაავლო მაჯაში და გულისცემა რომ ვერ იგრძნო, ფეხზე წამოვარდა. ამ დროს ექიმიც შემოვიდა და ქალს მიეახლა. სანამ ექიმი სინჯავდა, ელიმ შეხედა არეულ ოთახს და გული მოუკვდა, ყველა ბალიში მიყრილი იყო, პლედი ძირს დაგდებული და ფარდაც ჩამოვარდნილი...
ექიმმა საჭმელი, ბევრი წვენი და სიმშვიდე გამოუწერა. ბოლოს ელის გაუღიმა და მიულოცა ფერის გადარჩენა. ელი შეკრთა და კედელს მიეყრდნო, როცა ექიმმა დააყოლა, ორსულადააო! სულში სასტიკად მოხვდა ეს სიტყვები. გაცეცხლებული გავარდა ოთახიდან.
ერთი კვირა იწვა ფერი ლოგინში, აჭმევდნენ და წვენებს ასმევდნენ. ისიც ნელ-ნელა ადგა და ოთახში დაიწყო სიარული, არც აივანზე გასულა და არც გარეთ. ერთ დღეს, როცა მსახურმა საჭმელი შეუტანა, ასე დააბარა მას: _ უკვე მოვკეთდი და სასჯელისთვის მზად ვარო! კაცმა მოისმინა ქალის გადმოცემული სიტყვები და ყველა დარბაზში შეკრიბა.
ფერიმ თავი მოიწესრიგა, ელეონორას გამოგზავნილი ერთი ახალი კაბა ჩაიცვა და დარბაზისკენ გაეშურა. მერე ელის წინ დადგა და თავდახრილი გაჩერდა.
_ საჭმელს რატომ არ ჭამდი?! _ მოესმა კაცის მკაცრი ხმა და ტანში გააცია.
_ არ მშიოდა... _ თქვა ჩუმად.
_ ჩემი შვილი შენ მოკალი?! _ ელიანი ფეხზე წამოდგა.
_ დიახ! _ წარმოთქვა თუ არა, კაცი ხელში ეცა:
_ რატომ! მან რა დაგიშავა! ერთი კაბის გამო მოკალი თუ ჩემზე შურის საძიებლად?! ჩემზე გეძია შური! მე მოგეკალი და არა ის! _ დაუყვირა, _ ის ერთადერთი იყო, ვინც ჩემს გულს უნდა ჰყვარებოდა! ყველას ვეტყვი, რომ ჩემთან არ წოლილხარ, რომ მიღალატე და სხვისგან ხარ ორსულად! ორსულად...ორსულად...
ფერნანდას მისი დაცვა უნდოდა, მაგრამ როგორც კი ეს სიტყვები გაიგონა, მაშინვე გაჩუმდა, დუმდა და გრძნობდა, რომ მის შვილს ქალის წასვლა გაანადგურებდა.
_ აქედან გაგდებ! _ თქვა ბოლოს კაცმა, მაგრამ ქალი მის სიტყვებს უკვე აღარ უსმენდა. თვალდახუჭული ისევ ძირს იყურებოდა.
ორსულად... მოესმა ფერის მისთვის საოცნებო სიტყვები და ცრემლები მოეძალა. კაცმა გულს ვეღარ მომილბობო! _ უთხრა და ქალს გახედა, რომელიც დარბაზიდან უკვე გარბოდა და გაიძახოდა: _ სულელი ექიმები!.
ფერიმ კიბე ვერ აათავა, შუა გზაზე ჩაიკეცა. ელი მივარდა და ისევ თავის ოთახში შეიყვანა, თან სხვა ექიმი გამოაძახებინა. იმანაც გასინჯა ავადმყოფი და დიაგნოზიც დაუსვა:
_ მხოლოდ მოტეხილობა და ჩალურჯებები აქვს, სხვა არაფერი.
ელიანი ექიმს ეცა: _ ორსულად აღარ არისს?!
_ არა, ბატონო!
კაცი იქვე ჩამოჯდა სევდიანი და გულნატკენი:
_ ნუთუ მანაც დაკარგა შვილი?!
_ ბატონო, ის ორსულად არც ყოფილა! ეს ვინ გითხრათ?!
_ რააა?! _ დაიყვირა და უცბად წამოვარდა ფეხზე.
_ დიახ! მხოლოდ მოტეხილობა და ჩალურჯებები აქვს! ორსულად არ ყოფილა, ეს ვინ მოგატყუათ!
კაცმა ექიმი გააცილა და ქალთან დაბრუნდა, რომელსაც უკვე ეძინა. გაუხარდა, რომ არ იყო ორსულად. მიხვდა, რომ ტყუილად დაადანაშაულა ღალატში და ყველას დარბაზში მოუხმო.
_ ფერი ორსულად არ ყოფილა, ექიმს შეეშალა!
გაიგონა თუ არა კლარამ ეს ამბავი, გაწიწმატებულმა წამოიძახა:
_ მან ჩვენი შვილი მოკლა!
_ ეს ჯერ კიდევ გასარკვევია! არ ვიცით, მართლა მან მოგწამლა თუ არა! იქნებ მხოლოდ იმისთვის დაიბრალა, რომ აქედან გაგვეგდო და წასულიყო!
_ მე მჯერა, რომ უდანაშაულოა. _ მოესმა შვილს დედის ხმა. _ შვილოო... ის არც შენ და არც შენს შვილს არ მტრობს და არც კლარას! მე ამის მჯერა! _ ელიმ მოისმინა დედის სიტყვები და დარბაზი უხმოდ დატოვა.
ცოტა ხნის მერე ბიბლიოთეკაში გადაწყვიტა შესვლა, სადაც ფერნანდა დახვდა, ქალი წიგნს ეძებდა და თაროებსს აჰყურებდა.
_ დედა... რას ეძებ?!
_ წიგნს... ფერისთვის, სულ წევს და ვერაფერს აკეთებს, ჯობია წაიკითხოს, თან დაისვენებს, მაგრამ ვერ გადავწყვიტე, რა წიგნი მივუტანო.
კაცმა თაროებს გადახედა და წიგნი მიაწოდა. _ ეს წაუღე. _ უთხრა დედას და შეხედა. _ ჩემზე გაბრაზებული ხარ?!
_ ჩემი გაბრაზება არაფერს უშველის, შვილო! მე ვფიქრობ, რომ შეცდი და დასკვნები ნაადრევად გამოიტანე. მას დააბრალეს ის, რაც ვიცი, რომ არ გაუკეთებია!
_ საიდან იცი, რომ არ მოუკლავს ჩემი შვილი, მის მხარეს რატომ ხარ?!
_ გულს და ჩემს გრძნობებს ვენდობი, ელი! _ მიუგო და გავიდა.
ელიც მალევე გავიდა და მოსამსახურე დაიბარა, დაკითხვა მოუწყო რძესთან დაკავშირებით. მანაც უთხრა, რძე როგორც კი გავამზადე ქალბატონ კლარასთან წასაღებად, ფერიმ გამომართვა და იმან შეუტანაო. ამის გაგონებაზე ფერისთან გავარდა.
_ მე მეუბნებოდი, ქურდი და მკვლელი ხარო! შენ წაიღე რძე კლარასთან?!
_ დიახ. _ თქვა ჩუმად.
_ რძეში არაფერი ჩაგიყრია?! _ ჰკითხა კაცმა.
_ არა... _ თქვა ჩუმად და გააგრძელა: _ შენ მითხარი, ერთი კვირა ოთახში იყავიო, მაგრამ კლარამ მნახეო და მასთან წავედი. მოსამსახურეს რძე მიჰქონდა და მე შევუტანე ოთახში კლარას, მაგრამ მისთვის არაფერი დამიშავებია... მე ხომ დაგპირდი, მას არ შევაწუხებ-მეთქი, მხოლოდ იმიტომ ვნახე, რომ თვითონ მთხოვა. ვიცოდი, რომ ორსულად იყო და ჩემი უარით არ მინდოდა მისი გაბრაზება... _ თქვა და ატირდა... _ მე ის ბავშვი არ მომიკლავს...
_ რატომ დაიბრალე მე მოვკალიო?! _ ჩაეკითხა ელი.
_ გული დამწყდა, რომ შვილი გინდოდა და არ გყავდა... გული დამწყდა, რომ ის ბავშვი მოკვდა... და მე რომ დამაბრალეს... ვიფიქრე, დავიბრალებ და აქედან გამაგდებენ-მეთქი. ექიმი ნახე?! როგორ მოკვდა ბავშვი ან მე რატომ დამაბრალა კლარამ?!
კაცმა უსიტყვოდ გაიხურა კარი და თავის კაბინეტს მიაშურა დასაფიქრებლად...
ფერიმ ამოიოხრა. უნდოდა გაერკვია, კლარამ რატომ დააბრალა რძით მოწამვლა ან რატომ უთხრა ექიმმა ელის, ორსულად ხარო. უნდოდა ყველაფერი სცოდნოდა ამ სასახლეში და მის გარშემო. ფიქრებში ჩაიძირა...

ფერიმ თმა გაიშალა და სასახლიდან მშვიდი ნაბიჯებით გავიდა. მთელი ბაზარი თვალდახრილი დადიოდა, რომ არავის ეცნო სასახლის ადრინდელი 5 წლის ქალბატონი. უეცრად პატარა ბიჭი შეამჩნია, რომელიც იქვე მოწყენილი იჯდა. მიუახლოვდა და წინ დადგა. ბავშვმა ქალს ახედა და გაუღიმა. ქალი მის სამოსს დააკვირდა და დაიხარა.
_ რა გქვია და ვისი შვილი ხარ?!
_ დამიანი... მეე მარტო ვარ... _ თქვა ჩუმად და თავი დახარა.
ამ დროს ფერის ფაბი წაადგა თავს:
_ მას არავინ ჰყავს, ფერი. ქუჩაში სძინავს ან ხანდახან ვინმე თუ შეიფარებს.
_ აქ საიდან მოხვდა?!
_ გემს ჩამოჰყვა... და აქ დარჩა...
ქალმა ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა: _ დამიანი... _ მიმართა ხმადაბლა და რბილად.
ბავშვმა შიშით ამოხედა.
_ ჩემს მამასთან წამოხვალ?! მას ძალიან შეუყვარდები და შენზე იზრუნებს... ჩემი არ შეგეშინდეს, მე არაფერს დაგიშავებ... წამოხვალ?!
ბავშვმა თავი დაუქნია და ფერიმაც ხელი ჩასჭიდა. როგორც ბავშვის ხელს შეეხო, არაამქვეყნიური სითბო შეიგრძნო.
_ ახლა ჩემთან წავიდეთ, მერე მამას ვეტყვი და ის წაგიყვანს, მას ძალიან მოეწონები, ხომ დაუჯერებ მამას?! ის ბევრს გასწავლის და გარეთაც გაგასეირნებს... _ ეუბნებოდა ბავშვს და სასახლისკენ მიაბიჯებდა.
_ დიახ, ქალბატონო...
_ მე ფერი მქვია. _ ბავშვს ჩაეხუტა და გულზე მიიხუტა, ბავშვმა ხელები მოხვია და თვითონაც აკოცა. სასახლეს მიუახლოვდნენ და ბავშვი უცბად ქალს უკან მოეფარა, რადგან კლარა დაინახა. მისი ნუ გეშინიაო, უჩურჩულა თქვა ფერიმ და ხელში აიყვანა. ეზოში შეაბიჯა თუ არა, კლარაც აყვირდა:
_ ჩემი შვილი მოკალი და ახლა სხვა ბავშვი მოგყავს? ვინ არის! რისთვის მოიყვანე!
_ ის ჩემი სტუმარია, რამე გაქვს მის საწინააღმდეგო?! მე შენი შვილი არ მომიკლავს!
_ აქ მისნაირებს არაფერი ესაქმებათ!
_ თქვენ არ შეგაწუხებთ! _ მიუგდო მკაცრად და სამზარეულოსკენ დაიძრა. კლარა უკან მიჰყვა:
_ გაიყვანე ეს ბავშვი აქედან, შენს ოთახში გყავდეს თუ ასე ძალიან გინდა!
ფერიმ საჭმელი თეფშზე გადაიღო და დამიანთან ერთად თავის ოთახში ავიდა. კიბეზე ელის შეეჩეხა და ცოტა დაიბნა.
_ მე... უპატრონო ბავშვი ვიპოვე და მომინდა აქ წამომეყვანა... მაგრამ დროებით. მამას მივწერ და მასთან გავუშვებ... აქ არავის არ შეაწუხებს... _ ძლივს ამოთქვა და თავი დახარა. კაცმა არაფერი უპასუხა, ბავშვი ხელში აიყვანა და კარში შევიდა თუ არა, ძირს ჩამოსვა. სანამ ფერი ბავშვს ხელებს ჰბანდა, კაცი ორივეს უყურებდა და ქალზე ფიქრობდა: ამწუთას ფერი რა ნაზია და სათუთი! მე კი თავისი მძვინვარებით და უხეშობით მაგიჟებს!
_ თანახმა, რომ არ იყოს?! _ უეცრად კითხვა დაუსვა ელიმ..
_ რაა?!
_ მამაშენმა რომ არ მიიღოს?!
_ მიიღებს! ის მამაჩემია და ვიცი, რასაც გააკეთებს ჩემთვის!
_ და შენ რას აკეთებ მისთვის?!
_ რაღაც მაინც გავაკეთე! თუნდაც ის, რომ აქ ვარ!
ქალმა საჭმელი აჭამა ბავშვს და კალთიდან ჩამოსვა. ახლა დროა ვიბანაოთო, მიმართა დამიანს და სააბაზანოში შეიყვანა. თან ჰბანდა, თან ელაპარაკებოდა. უთხრა, ჩემს ცხოველებს გაგაცნობ და ერთად ვისეირნოთო, მერე ლოყაზე აკოცა. როცა დაბანას მორჩა, ბიჭს პირსახოცი მოაფარა. ელიანი დაეხმარა, ბავშვი გამოართვა და ლოგინზე დასვა.
_ დეიდა ელეონორამ მითხრა ამ სასახლეზე, ძალიან ლამაზიაო და ვუყურებდი ხოლმე ამ სასახლეს... თქვა ბავშვმა.
_ კიდევ რა გითხრა დეიდა ელეონორამ?!
_ აქ ლამაზი პრინცესა ცხოვრობდაო. ეს შენ ხარ?!
ფერის ჩაეღიმა:
_ არა მე პრინცესა არ ვარ. _ თქვა ქალმა და ბავშვს ახალი ტანსაცმელი ჩააცვა.
კაცი მის მიმართ გამომჟღავნებულ სითბოს განეცვიფრებინა. ადრე დედამისი ეუბნებოდა ეს ბავშვი სახლში წავიყვანოთ და ჩვენ გავზარდოთო, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, რაღაც აბრკოლებდა. ფერიმ კი ეს ერთ დღეში გადაწყვიტა და ბავშვი ახლა აქ იყო, მის სასახლეში.
_ ახლა ეზოში გავისეირნოთ და თან ცხოველებიც ვნახოთ. აქ დამელოდე, მალე გამოვალ, _ მიმართა ფერიმ და სააბაზანოში შეიმალა.
ელი გვერდით მიუჯდა ბიჭს.
_ ის შენი პრინცესაა?!
კაცმა თავი დაუქნია და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა, მერე უცაბედად ლოყაზე აკოცა და საოცარი სითბო იგრძნო, თითქოს მისი კოცნით გათბა, გული აუჩქარდა და აივნისკენ დაიძრა.
ქალს დააგვიანდა გამოსვლა და კარზე დაუკაკუნა, ფერიმ კი წყლის ხმაურში ვერ გაიგონა. კაცს შეეშინდა, ხომ არაფერი მოუვიდა, ჯერ ისევ სუსტად არისო და კარი შეაღო. ქალის ნახევრად შიშველი სხეული რომ დაინახა, ფრთხილად გამოხურა კარი და ბავშვთან დაბრუნდა. დამიანი აივანზე გაიყვანა, ხელში აიტატა და ეზოში გადაახედა. ბავშვს ცხოველებს აჩვენებდა, ეზოში რომ მიმოდიოდნენ და მათზე ესაუბრებოდა.
ფერიმ ტანსაცმელი გამოიცვალა და ბიჭი ეზოში ჩაიყვანა. კაცი კი შორიდან უყურებდა ორივეს და თვალს არ აშორებდა. ქალი ბავშვს ესაუბრებოდა ცხოველებზე და ხელით აფერებინებდა. ბავშვი იღიმოდა და იცინოდა, თან ერთად აჭმევდნენ ცხოველებს საჭმელს.
ბოლოს ფერიმ ბავშვი ფაბის ჩააბარა, თვითონ კი სამზარეულოს მიაშურა, სადაც უკვე სუფრას უსხდნენ ყველანი.
_ ამ ქალს აქ რა უნდა?! ბავშვიც მოგეყვანა! _ თქვა მკაცრად ბებიამ და ფერის მტრულად გადახედა.
ფერი მხოლოდ მიესალმა მათ და მაშინვე თავისი სკამისკენ წავიდა. მშვიდად დაჯდა და მოსამსახურეს გაუღიმა, რომელიც საჭმელს უღებდა.
_ არ მინდა ამ ქალს მოემსახურონ! _ თქვა უცბად კლარამ და ელის შეხედა, რომელიც ჭამას იწყებდა.
_ მშვიდად ვჭამოთ... _ თქვა ელიმ და კლარას ხელი ხელზე დაადო. ქალი მაინც არ დაწყნარდა, გაბრაზებულმა რამდენიმეჯერ გადახედა ფერის. და ისევ წამოიძახა:
_ როდემდე უნდა ვიჯდეთ ამ მკვლელთან ერთად! თანაც ისეთი ბედნიერი სახე აქვს, თითქოს არაფერი დაეშავებინოს! _ და გაბრაზებულმა დააგდო ხელსახოცი მაგიდაზე. _ შენ გელაპარაკები! _ ფერის შეხედა.
ფერიმ ახედა და მშვიდად განაგრძო ჭამა, მერე წვენიც მოსვა.
_ მორჩი, კლარა... _ მოესმა კაცის ხმა და უფრო გაბრაზდა, ადგა, ფერის მიუახლოვდა, წვენის ჭიქა გამოსტაცა ხელიდან და მოისროლა.
ელი წამოდგა და დაელოდა, ფერი რას იზამდა, უკვირდა ქალის ასე მშვიდად ყოფნა, თან ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და არ დაეყვირა.
_ კლარა, მორჩი! _ თქვა ფერიმ მშვიდად.
_ შენ ჩემი შვილი მოკალი და პასუხი უნდა აგო!
ფერი ფეხზე წამოდგა და ქალს შეხედა:
_ მე შენი შვილი არ მომიკლავს! იმ დილას შენვე დამიბარე! მოსამსახურე შემხვდა კართან და რძე მომაწოდა, რომელიც შემოგიტანე! მე არაფერი დამიშავებია შენთვის! შენ კი კაბა მომპარე! თუმცა არც ამის გამო დაგსჯიდი! არ ვიცი, რატომ მაბრალებ, იქნებ არც არასდროს ყოფილხარ ორსულად! _ როგორც იქნა, სათქმელი თქვა.
კლარა გაწიწმატებული სამზარეულოდან გავარდა. ელიანი უკან მიჰყვა, თავის ოთახში შესულ ქალს ხელი მოჰკიდა, მიიხუტა და თავზე ხელი გადაუსვა.
_ კლარაა... მინდა შენთან ერთად მშვიდად ვიცხოვრო... დაანებე ფერის თავი...
_ მან ჩვენი შვილი მოკლა! ახლა კი იმასაც მაბრალებს, არ იყავი ორსულადო! _ დაიყვირა ქალმა და კაცს ხელები მოხვია. _ ჩვენი შვილი მოკლა იმ ქალმა!
_ კლარაა... დამშვიდდი... ვინც მოიშორა ჩვენი შვილი, იმას აუცილებლად დავსჯი, ვინც უნდა იყოს, მაგრამ შენ უნდა დამშვიდდე... _ თქვა და ფერის სიტყვები გაახსენდა: იქნებ არ იყავი ორსულადო, რამაც დააფიქრა. როგორ გაერკვია სიმართლე? ექიმი გაახსენდა, მატყუარა, ფერის რომ ორსულობა დააბრალა და ისევ ფიქრებში წავიდა...
ფერიმ დამიანი ცხენზე შემოისვა და ტყისკენ გაისეირნა. როცა ტყეში შევიდნენ, ცხენიდან ჩამოხტნენ და ფეხით განაგრძეს გზა. ცხენი კი თავის ნებაზე მიუშვა.
ქალი მინდორში დაწვა და ბიჭიც მის გვერდით მიწვა. ფერიმ თან წამოღებული წიგნი აიღო ხელში. ბავშვს სათაური წაუკითხა და გადაშალა, მუქლურჯ ყდაზე პეპლები ეხატა. ქალმა კითხვა დაიწყო. როცა დაამთავრა, ბავშვმა თქვა:
_ რა ლამაზი ზღაპარია, ფერი...
ფერიმ ბიჭუნას ხელი მოხვია და წიგნი გვერდით გადადო, მერე თვალებში ჩახედა ბავშვს და შეეკითხა:
_ აბა, რა გაიგე ამ ზღაპრიდან?!
_ ბიჭი თევზს იჭერდა და ჭამდა.
_ კარგი. სხვა?! _ გაეცინა ქალს.
_ სხვ?... _ გაჩუმდა ბიჭი და ფერის გახედა.
_ კარგი, მე გეტყვი: _ ეს წიგნი გვასწავლის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ხეს, მდინარეს და მიწას. მასზე უნდა ვიზრუნოთ და მოვუაროთ. თუ კარგად მოვიქცევით, ჩვენც კარგად მოგვექცევიან. ბიჭუნა კარგად იქცეოდა, არ აბრაზებდა მშობლებს და მდინარესაც უფრთხილდებოდა. მდინარე მას თევზს აძლევდა, მშობლები კი სიყვარულს და ასწავლიდნენ, რომ კარგი ბიჭი ყოფილიყო! ახლა გაიგე?! შენც ხომ იქნები კარგი ბიჭი?!
_ კი... მაგრამ... მე ხომ მშობლები არ მყავს... _ თქვა ჩუმად და ქალს მიეხუტა.
ელი მოსეირნეებს უკან გამოჰყოლოდა და ხეს მოფარებული მათ საუბარს ყურს უგდებდა. უსმენდა მათ და უფრო რწმუნდებოდა, რომ ფერის არ მოუკლავს მისი შვილი. ახლა იმასაც ფიქრობდა, იქნებ კლარა მართლა არ იყო ორსულად და მხოლოდ ის უნდა, ფერის დავშორდეო...
_ სამაგიეროდ მე გყავარ და სულ შენთან ვიქნები. ჩემი ხომ აღარ გეშინია? გინდა დედაშენი ვიყო?!
ბიჭმა თავი დაუქნია და ფერიმაც ჩაიხუტა. ბავშვს მალე ჩაეძინა. ფერი მის სუნთქვას, სურნელს შეიგრძნობდა და მის გულის ფეთქვას უგდებდა ყურს. დამიანი მისთვის ახლა მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო და ბედნიერებით სავსე უსვამდა ბავშვს მკლავზე ხელს... ამ დროს ელი შეამჩნია. ცოტათი შეეშინდა, მაგრამ მალევე დამშვიდდა. კაცი მის გვერდით დაჯდა.
_ ელაიანთან რატომ აგზავნი?! შეეკითხა ელი ქალს.
_ აბა ისევ ქუჩაში იყოს და ელოდოს, ვინ გადმოუგდებს ლუკმას?!
_ არ მითქვამს ქუჩაში დააბრუნე-მეთქი! შეგიძლია სასახლეში დატოვო და მასზე იზრუნო... _ თქვა ჩუმად და თვითონაც წამოწვა.
ქალს გაუკვირდა მისი ნათქვამი: _ კლარასთან რატომ არ ხარ?! მას შენ სჭირდები... _ თქვა ხმადაბლა და ელიანს თვალი აარიდა. კაცმა შეხედა.
_ შენ არ გჭირდები?! _ შეეკითხა. ქალმა მხოლოდ თავი გააქნია და ცას ახედა.
_ უკვე ბნელდება... სახლში წავიდეთ... _ თქვა რბილად და ცალი ხელით ბავშვი აიყვანა, მეორე კი ფერის გაუწოდა, ქალმაც შეაგება თავისი ხელი, მის ნებას დაჰყვა. ცხენებზე ამხედრდნენ და სასახლისკენ გამოეშურნენ. კაცი მთელი გზა ხან ქალს უყურებდა და ხან ბავშვს, რომელიც ქალს წინ ეჯდა. ისე მოუნდა მასთან ახლოს და მის გვერდით ყოფნა, რომ მოთმინების ფიალა აევსო, ამიტომ სასახლის ეზოში ფეხი შედგა თუ არა, ქალს დაემშვიდობა და მაშინვე კლარასთან წავიდა...
ფერიმ დილით ბავშვი აბანავა, სუფთა ტანსაცმელი ჩააცვა და დაუბარა, ეს ოთახი შენია და ჩემია, აქ ითამაშე, აივანზე არ გახვიდე, მე მალე დავბრუნდებიო და ოთახიდან გავიდა. ქვემოთ ჩასულს ფერნანდა და რაფაელი შეხვდა. გაუხარდა მათი დანახვა. ფერნანდამ მოიკითხა და უთხრა, ძალიან მიხარია ბავშვი რომ შენთან არისო. მერე შეეკითხა, ახლა სად არისო. მანაც უპასუხა: ოთახში დავტოვეო. ფერნანდამ უცბად დააწყო საუზმე თეფშზე და მოახლეს სთხოვა, ბავშვისთვის მიეტანა. ამ დროს კარი გაიღო და ელი და კლარა შემოვიდნენ. ყველანი მიესალმნენ ერთმანეთს, მალე ბებიაც შემოუერთდათ და საუზმობას შეუდგნენ. საუზმემ მშვიდად ჩაიარა...
***
ფერი და ბავშვი ჩანჩქერის თავზე ისხდნენ. ქალმა ბავშვი მიიხუტა და ზღაპრის მოყოლა დაუწყო. კარგა ხანს დაყვეს ტბეში, მერე ფერი ადგა, რათა ცხენისთვის უნაგირი დაედგა. მოულოდნელად ყვირილის ხმა გაიგონა და იყვირა: _ დამიანეეეე! დამიანეეე! _ დგაფუნის ხმა ჩაესმა და მიხვდა, ბიჭი რომ გადავარდა. მაშინვე გადაეშვა წყალში, ბიჭუნას ხელი სტაცა და ნაპირზე გამოათრია.
_ კარგად იქნები დამიანეეე! დამიანეეე! _ ბავშვს წყალი გადმოანთხევინა პირიდან და სხეულზე მიიკრო.
როგორც კი ბიჭი უკეთ გახდა, მაშინვე სასახლისკენ გამოეშურა, სწრაფად მოაჭენებდა ცხენს. მივიდა თუ არა, ოთახში აირბინა, ბავშვს სველი ტანსაცმელი სწრაფად გახადა და ლოგინში ჩააწვინა.
_ დამიანეეე... როგორ ხარ?!
_ კარრრგაად....
_ დაიძინე, მე შენთან ვიქნები. _ ბავშვს ხელი მოხვია და მიიხუტა.
_ შემაშინე.
_ მეც შემეშინდა.
_ დედა დამიძახე, რა. არ გინდა?!
_ არ მიმატოვო, დედაა! _ წარმოთქვა ბავშვმა, ფერის აკოცა და თავისი პატარა ხელები მოხვია. ქალი დადნა, ცრემლები მოადგა და თავი აიძულა, არ აცრემლებულიყო. როგორი ძნელი იყო მოესმინა ეს სიტყვები, რომელიც ერთდროულად ტკივილს და სიხარულს ანიჭებდა... _ მადლობა ამ სიტყვებისთვის. არ გინდა დაიძინო?!
_ არაა...
_ მეტყვი, წყალში როგორ ჩავარდი?!
_ მეეე... ვიღაც დაამეტაკა... _ თქვა შეშინებულმა.
_ რაააა?! _ წამოვარდა და ისე იყვირა, ბავშვსაც შეეშინდა.
_ მითხარი, რა თქვი...
_ ვიღაც დამეტაკა...
_ არ იცი ვინ იყო?!
_ არა...
_ კარგი. ეს არავის უთხრა. გესმის? არავის. მარტო მე მომიყვები ხოლმე ყველაფერს. კარგი, ჩემო ბიჭო?!
ისევ დაუქნია თავი და ქალს ჩაეხუტა.
_ შენ მე გადამარჩინე.
_ მე შენ მიყვარხარ, შენ ხომ ჩემი შვილი ხარ, მე დედაშენი ვარ.
_ მეც მიყვარხარ, დედააა...
ქალი დაფიქრდა: ვის ან რატომ უნდოდა მისი მოშორება, რატომ?! ვის რა დაუშავა?! აფორიაქებდა ეს ამბავი და ცდილობდა სიმშვიდე არ დაეკარგა. ბავშვს ეფერა, ეფერა და ჩააძინა.
როცა ბავშვმა მშვიდი ძილით დაიძინა, დაბლა ჩავიდა. თან ხელში წიგნი ეჭირა.
_ წიგნი როგორ მოგეწონა? _ შეეკითხა ელიანი, რომელიც იმწუთას შემოვიდა.
_ სასიამოვნო და საინტერესო იყო...
_ მე აგირჩიე!
_ რაა?! დედაშენმა მომიტანა!
_ დიახ, მე ავარჩიე და მივეცი! ეს ჩემი საყვარელი წიგნია!
_ შენ და წიგნები?! _ გაუკვირდა ქალს და კაცს ქვევიდან ახედა.
_ დიახ! ყველა წიგნი, რაც კაბინეტშია, წაკითხული მაქვს!
_ მეც! _ თქვა ქალმა და უცბად დაიხია უკან, როგორც კი კაცი მასთან ახლოს გაჩნდა.
_ ყველა წიგნი, რაც კაბინეტშია?! ასე მალე გაარკვიე, რა წიგნები ამშვენებს იქაურობას?!
_ დიახ! თუ იქ მხოლოდ ის წიგნებია, დაახლოებით 500 ცალი იქნება! ბალზაკი, ფრანსუა რაბლე, ჟიულ ვერნი, დენი დიდრო, სტენდალი, ალექსანდრე დიუმა, გუსტავ ფლობერი, ჯეკ ლონდონი, ჯეიმს ფენიმორ კუპერი, მაინ რიდი და სხვებიც, ტომეულები და უცხოური მოთხრობები, ზღაპრები და საბავშვო წიგნები... _ ჩამოთვალა ფერიმ და კაცს გაუღიმა. კაცმა ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
_ ფერიი... წიგნები გყვარებია...
_ მე ბევრი რამე მიყვარს, შენ გარდა! _ თქვა ფერიმ, კაცს დაუსხლტა და ეზოში გავარდა. ნელა გაემართა საქანელასკენ, მასზე დაჯდა და მშვიდად მიეყუდა საზურგეს, ღიმილით ახედა გლიცენიის ყვავილებს და საქანელა გაარხია. კაციც გამოვიდა, მისკენ დაიძრა მშვიდი ნაბიჯებით და ქალს მოულოდნელად ხელი მოხვია. ფერის შეეშინდა და ამოიკივლა. კაცს გაეღიმა:
_ გამოდის, მხეცის გეშინია!
_ შენი არ მეშინია!
_ ძალიან კარგი! _ თქვა კაცმა მშვიდად და ქალი ხელში აიყვანა.
_ სად... მივდივართ?! _ დაიბნა ფერი და კაცს შეხედა. მისი სახე შეათვალიერა მთვარიან ღამეში, მერე კი უცბად მოაშორა მზერა. რატომ ვგრძნობ მასთან გულის ფეთქვას?.. რატომ მავიწყდება მისი კოცნის მერე მისდამი სიძულვილი და მხოლოდ პატარა ბრაზი რაღატომ მრჩება!
_ ქოხში! _ მოესმა ქალს და სანამ გონს მოეგებოდა, ელიმ ცხენზე შესვა, თვითონაც ამხედრდა და სწრაფად გააჭენა.
ქარი ქროდა, მთვარე მინდვრებს ანათებდა. ქალი კაცის სხეულს მიკრობოდა და თვალები დაეხუჭა. ფიქრებში ორივეს გაახსენდა კოცნის მომენტები და აფორიაქებულებმა ჩაისუნთქეს ნიავისგან მობერილი სუფთა ჰაერი...
კაცმა ცხენი ქოხთან გააჩერა, ჩამოქვეითდა, ქალს წელში წაავლო ხელი და ისიც ძირს ჩამოსვა. მერე ხელი ჩაჰკიდა და ქოხში შეიყვანა. მაშინვე დაანთო ცეცხლი და ალმაც გაანათა იქაურობა. ქოხი ახლა სრულიად სხვანაირი იყო: ცეცხლთან ახლოს თბილი პლედები ელაგა და ლოგინი იყო გაშლილი. ქალმა უცბად დაიხია უკან და კაცს დაუყვირა:
_ რას აპირებ?!
_ მალე გაიგებ! _ მიუგო კაცმა და ქალს მკლავში ხელი ჩაავლო. ქალიც აყვირდა და გაიბრძოლა, კარისკენ გაქცევას ცდილობდა. კაცს აღარ უნდოდა ჩხუბი, ქალი ხელში აიყვანა, რბილ ლოგინზე მიაწვინა და აფართხალებული გააკავა. მერე თვალებში ჩახედა და მშვიდად წარმოთქვა:
_ ფერიი... დამშვიდდი, არაფერს დაგიშავებ... მინდა უბრალოდ ვისაუბროთ!
_ მერე აქამდე გეთქვა, მხეცო! _ თქვა ფერიმ და მაჯებზე ხელი მოისვა.
_ მაპატიე, თუ გატკინე... _ მოუბოდიშა ელიმ და მის გვერდით ჩამოჯდა, თან ცეცხლს შეხედა.
_ თუ ისევ კლარაზე უნდა მელაპარაკო, მე არაფერი ჩამიდენია არც კლარასთან ვარ დამნაშავე და არც ბავშვთან! _ იყვირა და წამოხტა, მაგრამ კაცმა დაიჭირა და უკან დააბრუნა ლოგინზე.
_ კლარას თავი დაანებე! _ თქვა მშვიდად.
_ მე დანებებული მაქვს! მაგრამ ის არ მანებებს თავს! მან მე ბრალი ტყუილად დამდო! ესაუბრე ექიმს?!
_ აქ კითხვებს მე ვსვამ, ფერი! _ თქვა აუღელვებლად კაცმა და ქალს ხელი შეახო. _ შენ ამბობ, რომ კლარასთვის არაფერი დაგიშავებია და გინდოდა, მას ბავშვი გაეჩინა?!
_ ჰო! რატომ არ მენდომებოდა! ასე მეც თავს დამანებებდი და მერე ჩემთვის ვერ მოიცლიდი!
_ და ბედნიერი და თავისუფალი იქნებოდი სასახლეში!
_ კი! ახლაც ბედნიერი ვარ... და თავისუფალიც!
_ ასეა! მაშინ ბავშვის ყოფნა ან არყოფნა არ იმოქმედებდა შენს სტატუსზე! მაგრამ შენ ტყვე ხარ! ტყვეეე! ჩემი ტყვე ხარ! ეს არ დაგავიწყდეს! _ თქვა გაბრაზებულმა ქალს წელში სწვდა.
_ ხელი გამიშვი! _ გაიბრძოლა ქალმა და მკაცრად შეხედა.
_ ახლა შენს თვალებში ისეთ სიძულვილს აღარ ვხედავ, ფერი... არც ისეთ ზიზღს... _ თქვა რბილად და ქალის ბაგეებისკენ დაიხარა. ქალის სხეულში უცბად იხუვლა სისხლის ნაკადმა. კაცის კოცნა შეიგრძნო თუ არა, თავბრუ დაეხვა და ნელ-ნელა მიყუჩდა... მის კოცნას დაბნეული მიჰყვა... ელის სრულიად ავიწყდებოდა ქალის მიმართ სიბრაზე, მის ბაგეებს მთელი სინაზით აგემოვნებდა. სვენებ-სვენებით უკოცნიდა ტუჩებს, რომ ქალს მშვიდად ამოესუნთქა... ქალი მშვიდად ხვევდა კაცს ხელს და მის კოცნას კოცნით პასუხობდა.
_ დღეს ძალიან თბილი კოცნა გამოიმეტე, ფერი... გამოდის, აღარ გძულვარ... _ დაიჩურჩულა კაცმა, მაგრამ ფერიმ უცბად წამოიყვირა: _ მძულხარ! _ და კაცს ხელი ჰკრა. კაცი უკან გადავარდა და ქალიც კარისკენ გავარდა, მაგრამ კაცი დაეწია და დაიჭირა.
_ არაა... ფერიი... არააა! შენ არ გაიქცევიი! ამის უფლებას არ მოგცემ! _ თქვა და ქალი ისევ ლოგინზე დააწვინა. თვალებში ჩახედა. მისი მწვანე ხასხასა თვალების დანახვისას ბედნიერმა გადაუსვა ლოყაზე ხელი, მერე თვალებს შეეხო ნელა და ისევ მისი ტუჩებისკენ დაიხარა.
_ შენი ტუჩები ძალიან თბილია და ცივი ამავე დროს... თუმცა დღეს ისეთი ცივი და უხეში აღარააა... _ თქვა და ქალს ჩაეხუტა. _ ფერი, მითხარი, რატომ გძულდი?! _ ახლაც მძულხარ! _ მოესმა ქალის მკაცრი ხმა.
_ ახლა არ გძულვარ!
_ დედაშენმა ახლოს გაიცანიო, მთხოვა და მეც ამას ვცდილობ! _ თქვა ბოლოს და კაცს ახედა.
_ მერე? გამიცანი?! _ ჩაეკითხა ჩუმად უცბად აკოცა. ქალი მოდუნდა და კაცის კოცნას მიჰყვა. ისევ აუჩქარდა გული.
_ დამიანის მიმართ თბილი ხარ... _ თქვა ქალმა და კაცის ხმაც მოესმა: _ ახლა შენ მიმართაც ვარ თბილი...
_ მაგრამ ჩემი უდანაშაულობის არ გჯერა!
_ შენც არ გჯერა ჩემი, გგონია, რომ ხალხისგან ფულს ვიღებ და ამ ფულებს ვხარჯავ!
_ დაამტკიცე შენი უდანაშაულობა და დავიჯერებ! _ თქვა ქალმა და ცეცხლს გახედა. კაცმაც გაიხედა, წავიდა, ბუხარს შეშა დაამატა და ქალთან ჩამოჯდა.
_ რას გააკეთებ, რომ შენი უდანაშაულობა დავიჯერო?!
_ რა გინდა გავაკეთო? _ თქვა ჩუმად ქალმა და გული აუფრთხიალდა.
_ შენი კოცნა! _ მიუგო აფორიაქებულმა კაცმა და ქალის თვალებს თავისი ლურჯი თვალები მიანათა.
_ ხომ მიიღე უკვე კოცნა, საკმარისია! _ თქვა ქალმა.
_ არაა... ეს მე გაკოცე! შენ კი არ გიკოცნია ჩემთვის! _ თქვა აღელვებულმა და ქალს ხელი ჩაჰკიდა. _ არ გინდა მაკოცო?!
_ არა... _ თქვა ქალმა და გაჩუმდა.
_ კარგი... მაშინ შენ მითხარი, რით დაგაჯერო ჩემი უდანაშაულობა?!
_ კლარას ფულს აძლევ ხოლმე საყიდლებისთვის?!
_ არა... მას თავისი ფული აქვს.
_ საიდან?! _ გაუკვირდა ქალს და კაცს გაკვირვებულმა შეხედა.
_ ნათესავს აქვს მისი მშობლების ვალი და ის უგზავნის..._ თქვა მშვიდად კაცმა და ქალის კაბას თვალი ააყოლა. მისი შავი კაბა გაახსენდა, იმ დღეს რომ ეცვა და ქალს გულდაწყვეტილმა ჰკითხა:
_ ჩემი კოცნით კიდევ გატკინე, ფერი?!
_ ახლა აღარ... _ თქვა ჩუმად ფერიმ და ზეზე წამოდგა. _ სასახლეში მინდა...
_ რატომ?! იქაურობა მოგწონს?!
_ მომწონს... _ ხმადაბლა მიუგო ფერიმ და კარისკენ გაიხედა.
კაცმა ცეცხლი ჩააქრო. მერე ორივვენი გამოვიდნენ ქოხიდან. მოულოდნელად ქალმა უცბად აკოცა კაცს, ისე სწრაფად, რომ ელი აზრზე ვერ მოვიდა, მერე ცხენისკენ გაიქცა, ზედ ამხედრდა, და ელიანს ღიმილით გამოხედა: _ მშვიდობით... სასახლეში შევხვდებით._ თქვა ნაზად და გააჭენა. კაცის ძახილი, უკან დაბრუნდიო, ქარი სრულიად არ ადარდებდა და ბედნიერი მიაგელვებდა ბედაურს... კარგა მანძილი რომ გაიარა, გაჩერდა. გაეცინა, კაცი უცხენოდ რომ დატოვა. ცხენს მოეფერა და ნელი სიარულით უკან დაბრუნდა მის წამოსაყვანად. ელი იქვე ქოხთან იჯდა ჩაფიქრებული. ცხენის ფლოქვების ხმა რომ გაიგონა, თავი ასწია და ბედნიერმა ახედა ცხენზე ამხედრებულ ქალს.
_ მოდიხარ თუ რჩები?! _ ჩაეკითხა ფერი და კაცს ზემოდან დახედა. კაცმა უცბად ხელი სტაცა ქალს და ძირს ჩამოაგდო. ქალი აკივლდა, მაგრამ კაცმა ხელებში მოიქცია მისი სხეული და კოცნა დაუწყო. რამდენიმე ხანი ერთმანეთს კოცნიდნენ და ბედნიერებით ივსებოდნენ... მერე ელიმ თავი ასწია.
_ ფერი... ჩემი როდის გეშინია?! როცა გკოცნი?!
_ არა... შენი არ მეშინია...
_ აბა იმ დღეს, რატომ მოგიტანა ჩემმა კოცნამ ტკივილი?!
_ შენ მე ძალით მაკოცე!
_ ახლაც გტკივა?!
_ მხოლოდ ის, რომ კლარა მე მაბრალებს თავის უბედურებას და არ ვიცი, რატომ!
_ შენზე ეჭვიანობს ალბათ... შენ არ ეჭვიანობ მასზე?!
_ არა... _ თქვა ქალმა მშრალად.
_ გამოდის, არ გჭირდები... ამიტომაც არ ეჭვიანობ... _ თქვა ხმამაღლა და ქალს ორივე ხელი მოხვია.
_ მე... ჯერ პატარა ვარ ამისთვის...
_ კოცნისთვის დიდი ხარ?!
_ შენ მაკოცე! მე ხომ არ მითქვამს მაკოცეო!
_ შენც მაკოცე ცოტა ხნის წინ! აღარ გინდა საერთოდ ჩემი კოცნა?!
_ არა! _ თქვა გაბრაზებულმა ქალმა და ისევ ამხედრდა. კაციც უკან მოუჯდა, აღვირს ჩაავლო ხელები და ქალთან ერთად სწრაფად გააჭენა...
სასახლის ეზოში შევიდნენ თუ არა, ფერი პირველი ჩამოხტა ცხენიდან და სახლში შევარდა.
ელიანი გაბრაზებული გავარდა თავისი კაბინეტის აივანზე, მხეცივით დააბიჯებდა და ქალზე ფიქრობდა. მისი კოცნის გახსენებისას დნებოდა და ბედნიერებას გრძნობდა გულში, მაგრამ როგორც კი ახსენდებოდა ქალის კოცნაზე უარის თქმა, გული წყდებოდა, რომ ბავშვს მისგან ვერ მოითხოვდა. მთელი საათები ბოლთას სცემდა და პირველად დაფიქრდა ორ ქალზე ერთად. ერთმანეთს ადარებდა და ბოლომდე ვერც ადარებდა, რადგან ფერის არც კი იცნობდა. მასზე არაფერი არ იცოდა მისი მწვანე თვალებისა და მისი სიძულვილის გარდა. კლარაზე კი ბევრი იცოდა, წლების წინ გაიცნო ქალი ქალაქში და მის მერე ერთმანეთს ხვდებოდნენ. კარგა ხანს იყვნენ ერთად ქალაქში და ბოლოს თავის სახლში წამოიყვანა ქალიც და ბებიამისი კამილაც. ქალი მას ყველაფერში უგებდა. დაგვიანებებზე არაფერს ეუბნებოდა, არც საყვედურობდა რაიმეს და არც არაფერს ითხოვდა მისგან. როგორც კი კაცს დაინახავდა კლარა, მისკენ გარბოდა და ბედნიერი ეხვეოდა. კაციც ბედნიერი იყო მის ასეთ ყურადღებაზე. მაგრამ მისთვის არც საჭმლის მომზადება მოუთხოვია არასდროს და არც სამოსის გამზადება ან რაიმე... მხოლოდ საყიდლებზე თუ გაგზავნიდა ხანდახან ქალაქში. არც ის უთხოვია არასდროს, შვილი გამიჩინეო, მაგრამ ქალმა იცოდა, რომ კაცს ბავშვი უნდოდა, უნდოდა შვილი ჰყოლოდა, ამიტომ ცდილობდა დაორსულებულიყო, რადგან ელი მერე ცოლად შეირთავდა. მაგრამ ელიანი ვერ ხვდებოდა, რატომ მოვიდა ექიმი ასე უცებ და მაშინვე რატომ წავიდა! დილაუთენია! ვერც ის გაეგო, რატომ ან ვის დასჭირდებოდა ფერიზე ეთქვა, ორსულადააო! რატომ მოატყუა ექიმმა ყველა? კაცი გაბრაზებული დააბიჯებდა აივანზე. ბოლოს ექიმის მოძებნა გადაწყვიტა და მასთან საუბარი... ამან ცოტა შვება მოჰგვარა. ქალის ნაკოცნ ადგილას ხელი ჩამოისვა და ბედნიერს გაეღიმა: გძულვარ და გეზიზღები! მაგრამ ისე აღარ! უკვე მაკოცე, ერთხელ მაინც მაკოცე! მაკოცე და ბედნიერებაც მომიტანე! რა სათუთი იყო შენი გახურებული ბაგეები... _ ღიმილით გაემართა საწოლისკენ და დაწვა, დაღლილმა დახუჭა თვალები, თუმცა თვალდახუჭულიც ქალის სითბოს და სიბრაზეს ხედავდა...

ფერი გაბრაზებული დაიძრა აივნისკენ, ხანჯალი მოიქნია და სწრაფად გააპო ჰაერი. შხუილით გაისმა ხმა ჰაერის გაპობის ხმა. ქალი ისევ დატრიალდა, ისევ მოიქნია ხანჯალი და ჰაერში გააჩერა ხელი:
ელფერი დელავიანი მისი მტერი ვარ! მას მეტჯერ აღარ მივცემ კოცნის ნებას, ჩემს თავს კი მოდუნების უფლებას, რომ მსგავსი შეცდომა აღარ დავუშვა! მეტი კოცნა აღარ იქნება, აღარ! _ დაუყვირა თავის თავს და ისევ მოიქნია ხანჯალი. _ შენ ჩემი მტერი ხარ! 20 წლის მტერი, რომელიც მძულდა, მეზიზღებოდა და მისი მოშორება მინდოდა ამ სასახლიდან! მე ჩემს სასახლეს დავიბრუნებ, შენ კი აქ მხოლოდ ერთი მონა იქნები და მოსამსახურე! შენ ჩემი მონა იქნები და მეტი არავინ! მალე დაიჩოქებ ჩემ წინ განადგურებული ისე, როგორც მე ვიყავი განადგურებული 5 წლიდან მოყოლებული! შენ მე წაგართმევ ყველაფერს! ყველაფერს და ისე დაგტოვებ, როგორც მე დამტოვე 5 წლისა სასახლის გარეთ! 20 წელი! 20 გაუსაძლისი წელი სასახლიდან შორს! შენ ჩემი ელფერის სასახლის ქურდი ხარ და მე შენ მძულხარ! მეზიზღები წართმეული სულის და გულის გამო! მეზიზღები და არასდროს იქნები ჩემი ქმარი! მხოლოდ მე ვიცი, როგორი იყო წლები იქ, იმ სახლში, რომელიც ვერ შევიყვარე! არ მიყვარს ის სახლი! ვერ შევიყვარე ის სახლი! სახლი, რომელსაც ჩემი სახლი არასდროს ერქვა! სახლი, სადაც მისვლაც არ მინდოდა და არც არასდროს მომნდომებია! სახლი, რომელშიც მშვიდად არ მძინებია... გამოღვიძებისას სასახლე მახსენდებოდა და ისევ ვტიროდი, რადგან უკვე ჩემს სიზმრებში იყო იგი და არა ცხადში! ეს ჩემი სასახლეა და მუდამ ჩემი იქნება! ვინც უნდა წამართვას, მაინც ჩემი იქნება! ჩემიაა! ჩემიაააა! აქ ყველაფერი ჩემია! ჩემი საკუთრებააა! ჩემია! ეს სასახლე და აქ ყველაფერი ჩემია და შენი ვერ იქნებააა! 20 სასტიკი წელი გავატარე ამ სასახლიდან შორს ჩემს თავთან! ახლა კი ჩემია და არაა შენიიი! მალე ჩემი გახდება და შენ აქ არაფერი აღარ გერგება! აღარც მე და აღარც ეს სასახლე! ეს ჩემი სასახლე იყო და იქნება მუდამ!..
დილას ელიანს გვიან გაეღვიძა. თავი საშინლად სტკიოდა. მაშინვე კლარას მიაშურა. ისიც კაცისკენ გაექანა და ბედნიერმა მოხვია ხელები, კაციც მიეხუტა, მის მკლავებში თითქოს გამოცოცხლდა და დამშვიდდა. კაცი ლოგინზე მიწვა. თავი ისევ სტკიოდა და კლარას სთხოვა, წამალი მოეტანა მისთვის.
დილას ფერისაც საშინლად სტკიოდა თავი. სამზარეულოში ჩავიდა, რათა თავის ტკივილის წამალი ამოეღო უჯრიდან. მხოლოდ ერთი აბი იპოვა. ამ დროს კლარაც შემოვიდა და რომ გაიგო, წამალი ფერიმ აიღღო მაშინვე დაიწყო საუბარი:
_ მე მჭირდება! ელიანს თავი სტკივა! _ უხეშად უთხრა, წყლიან ჭიქასაც დაავლო ხელი და დადებულ წამალსაც წაატანა ხელი და გავიდა.
შეხედვისთანავე ემჩნევა ამ ქალს, რომ საშიში და ბოროტია! ალბათ ასეთია ელიც! _ თქვა ფერიმ და გარეთ გავიდა. გლიცენიის ვარდისფერ ხესთან დაჯდა. მისი სურნელი შეიგრძნო და გონება კვლავ დაუბრუნდა ბავშვობის მხიარულ დროს, გლიცენიის გარშემო რომ დარბოდა ძმებთან ერთად. მათთან იყო მესამე ძმა ფაბიც, მერე დედა დაუძახებდა ოთხივეს და საჭმელად იხმობდა, ხან იქვე მიუტანდა ნამცხვარს და ისინიც თეფშიდან ერთდროულად ორ ნაჭერს იღებდნენ ხოლმე. ჭამის მერე ისევ ეზოში დარბოდნენ და მხიარულობდნენ. მერე დაიღლებოდნენ, გლიცენიის ხის ქვეშ ჩამოსხდებოდნენ და მის ვარდისფერ ყვავილებს ათვალიერებდნენ ფერი იმდენად პატარა იყო, ვერ წვდებოდა ყვავილებს, ბიჭები კი ხელში იტატებდნენ და ისიც ჭყლოპინით ეხებოდა თავის ვარდისფერ ხეს. ეს ხე ძალიან მოსწონდა. კმაყოფილს გაეღიმა, რომ ახლა აქ იყო თავის სასახლეში. ელფერის სასახლეში... თვალები დახუჭა და მთლიანად შეიგრძნო ქარისგან დატრიალებული ყვავილების სურნელი. სრულიად გადაავიწყდა თავის ტკივილი და ბედნიერმა გაუღიმა თავის სასახლეს.
ამ დროს ელიანი გამოჩნდა უცებ მის წინ. მაშინვე წელში გაიმართა და კაცს შეხედა.
_ გაგიარა თავის ტკივილმა?! _ შეეკითხა.
_ დიახ, კლარამ წამალი დამალევინა, შენგან განსხვავებით! _ მიუგო, რაზეც ფერის გაეცინა.
_ დამიჯერე, მე შხამს დაგალევინებდი!
_ მჯერა! კლარა კი შხამს არასდროს არავის დაალევინებს!
_ ასეთი თბილი და გულკეთილი ქალია?! _ ჩაიცინა ქალმა და კაცმაც უპასუხა: თბილია და მას სიყვარული შეუძლია, შეუძლია უანგაროდ ვუყვარდე!
_ მაგრამ გულკეთილიაო, არ გითქვამს!
_ გულკეთილიც არის!
ქალს გაეცინა და გაიფიქრა: ქალს, რომელმაც მე დამაბრალა ორსულობის მოშლა, მერე ჩემი წამალი მიისაკუთრა, თურმე კეთილი ყოფილა!
_ მერე, მასთან წადი, თავის ტკივილი ხომ მან მოგირჩინა! მაგრამ რაღაც ვერ ვამჩნევ ბავშვის დაკარგვის გამო წუხილს! თანაც ბავშვის დაკარგვის მერე ძალიან მალე ადგა ლოგინიდან, იმწუთასვე, როგორც კი ექიმი მისი ოთახიდან გავიდა! ზუსტად 10 წუთში!
კაცი ჩაფიქრებული დაჯდა საქანელაზე:
_ მასთან უკვე ვიყავი! და ის, რაც მინდოდა, მომცა! _ იცრუა და ქალს შეხედა, რომელსაც მის ნათქვამზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
_ კიდევ წადი, სიყვარულს მოგცემს, რაც შენ არ გაგაჩნია! მასთან იმ დღესაც იყავი, როცა ბავშვი დაკარგა?!
_ კი! ის მუდამ ჩემი იყო და არის! შენგანაც მივიღებ იმას, რაც მე მინდა! _ თქვა კაცმა.
_ მხოლოდ სიძულვილს! ზიზღს და შურისძიებას! _ ზიზღით შეჰყვირა. ელიანი შეკრთა. მიხვდა, რომ ფერის არ უყვარდა, უფრო მეტიც, ზიზღი მოდიოდა მისგან, არადა, ეგონა ასე აღარ იყო წუხანდელს მერე. მაგრამ ვერ გაეგო, რისგან იყო ეს გამოწვეული.
_ რატომ გძულვარ?! _ ხმადაბლა შეეკითხა.
_ არ მინდა ჩემი ქმარი იყო!
_ რატომ?! რატომ?! _ გაიმეორა კაცმა დანანებით და ქალს შეხედა, რომელსაც ნიავი თმას და კაბას უფრიალებდა. ამ სანახაობით კიდევ უფრო მოიხიბლა და კიდევ უფრო მწარედ ეტკინა გული, რადგან ქალს სძულდა და არ უყვარდა.
_ სხვის საკუთრებას ვერ შევიყვარებ! _ მიახალა ფერიმ და ახლაღა დაფიქრდა თავის სიტყვებზე. მიხვდა, რომ კლარას მოშორების და მისი განადგურების შანსი ჰქონდა, რადგან მან ბავშვის მოშორება დააბრალა.
_ მე არავისი საკუთრება არ ვარ! _ უკმეხად მიუგო ელიმ.
ფერის გაეცინა:
_ შენ პირველი ცოლი გყავს!
_ ის ჩემი ცოლი არ არის!
_ საყვარელი ხომ არის?!
_ კი ასეა! მერე რა? არ გინდა აქ იყოს?!
_ ჩემთვის სულერთია. ის აქ რომც არ იყოს, მე მაინც ვერ შეგიყვარებდი!
_ რატომ?!
_ იმიტომ, რომ არ მომწონხარ! _ მიიღო პასუხი კაცმა და მაშინვე მოშორდა ქალს, მინდვრისკენ გაემართა გაბრაზებული.
***
ელიანი ადრე გავიდა სასახლიდან... ვიღაც კაცს შეხვდა და მუქარით ესაუბრა, სულ ხელები უქნია. მერე სხვას შეხვდა, იმასაც გაცოფებული ესაუბრებოდა კარგა ხანს... ბოლოს შინ დაბრუნდა. ეზოში შემოვიდა, კლარას ოთახში შევიდა და მის ნივთებში დაიწყო ქექვა... რამდენიმე ხნის მერე შუშის ბოთლი იპოვა, მაგრამ არ ამოუღია, სადაც იდო, იქვე დატოვა გაბრაზებულმა. ისევ გავიდა სასახლიდან და ქუჩას დაუყვა. ქალაქში რომ ჩავიდა, უცებ დაინახა კლარა და ბებიამისი, როგორი გაბრწყინებულები ვაჭრობდნენ მაღაზიებში. ქალს სრულიად დავიწყნოდა დაკარგული ბავშვი და კმაყოფილი რაღაცაზე იცინოდა...
ფერი ეზოში იყო. ღიმილით გასცქეროდა, როგორ ასეირნებდა ფაბი სპილოზე შესმულ დამიანს. ამ დროს ალმამ წერილი მოუტანა. ფერიმ ქალს წერილი გამოართვა და გახსნა: `ფერი, რამდენიმე დღით გვესტუმრეთ შენ და ელიანი... სიყვარულით, მამა... მოკითხვა ყველას~... ფერიმ დაკეცა წერილი და გაკვირვებულმა ჯიბეში ჩაიდო. რატომ მოიწერა მამამისმა ასე ცოტა? შეფიქრიანდა...
რამდენიმე წუთში ელიანი მიუახლოვდა, ქალის წინ დადგა და შეეკითხა, ვინ მოგწერაო.
ქალმა შეხედა და უთხრა: _ მამამ გვესტუმრეთო... _ და წერილი გაუწოდა კაცს, _ ასეთი მოკლე წერილი გამიკვირდა... _ თქვა ჩუმად და ფეხზე წამოდგა.
კაცმა წერილი გადაიკითხა და ფერის მეორე წერილი მიაწოდა, რომელიც თურმე ელის გამოუგზავნა ფერის მამამ.
ფერიმ წერილი გახსნა: `ელიან, შვილო... გთხოვთ შენ და ფერი გვესტუმროთ რამდენიმე დღით... ბედნიერები ვიქნებით თქვენი სტუმრობით... მომიკითხეთ დედ- მამა და გადაეცით, რომ აუცილებლად დავპატიჟებთ მათაც, მაგრამ ამჯერად გვინდა თქვენ ორი გვეწვიოთ... სიყვარულით, ელაიან დელავიანი. იმედი მაქვს, ფერი ძალიან ცუდად არ იქცევა და არ გაბრაზებთ... იმედი მაქვს, შეგეჩვიათ და მკაცრად აღარ გექცევათ~.
ფერიმ წაიკითხა წერილი და გადაიხარხარა:
_ შევეჩვიე ამ მხეცს! _ თქვა და წერილი დაკეცა.
კაცს ჩაეღიმა ქალის სიტყვებზე და შეხედა, გაემზადე, რამდენიმე დღეში გავემგზავრებითო, უთხრა და წავიდა.
უცებ საჯინიბოს წინ ჩოჩქოლი ატყდა. შეშინებულმა ფერიმ დაბლა ჩაირბინა და ფაბის რომ მიუახლოვდა, გაშეშებული გაჩერდა. ამასობაში ფაბი წინ გადაეღობა და აღარ უშვებდა შიგნით.
_ გამატარეეე! _ იყვირა ქალმა. _ სპილოს რამე დაემართათ?! _ დაიკივლა და ფაბი გვერდზე მიაგდო, _ ფრენიიიი... ფრენიიიი... ფრენიიი... _ ხელები კივილით შეახო ამხელა სპილო უსულოდ რომ დაინახა, ხელები აიფარა პირზე და აცრემლებულმა თავი დაადო: _ ჩეემიი ფრენიიი... ის ხომ მამამ მაჩუქააა... რატომ მიაქვს მას ყველაფერიიი! რატომ! _ გულამოსკვნით ატირდა. ფაბიმ ხელები დაუჭირა, გულში ჩაიხუტა და დამშვიდება დაუწყო.
ხმაურზე ელიანიც მოვარდა. კარი შეაღო და დაინახა, ფაბი როგორ ეხუტებოდა ფერის, ამ დროს ქალის ცრემლიანი ხმაც გაიგონა.
_ მოკვდაააა... მოკვდააა... ის მოკვდააააა! _ მერე ისევ სპილოს მიეხუტა: _ მე ის მიყვარდააა! მიყვარდაააა! რატომ მოკვდააა რატომ! რა მოუვიდაააა! რა მოუვიდააა! ელი შეაშფოთა ამ ამბავმა და ფაბის ჰკითხა, რა დაემართა სპილოს, ხომ არაფერი აწუხებდაო. ფერიმ მისი ხმა გაიგონა თუ არა, გამწარებული მიუტრიალდა:
_ შენ! შენნნ დამემუქრე, გატკენოოო! შენ ჩაიდინეეე ეს ყველაფერიიიი?! მძულხარრრ! მეზიზღებიიი! გაგანადგურებ! _ წამოიძახა და კაცს რამდენიმეჯერ გაარტყა ხელი და მუშტებიც დასცხო. ელიანი არ გარხეულა, ქალს უფლებას აძლევდა დაერტყა. ბოლოს ქალი გაჩერდა, უკან დაიხია და ისევ სპილოს ჩაეკრა: _ გაეთრიე აქედან! შენი დანახვაც არ მინდააა! გაეთრიეეეე! _ დაუყვირა და ისევ სპილოს აკოცა: _ ჩემიი ჩემიიი... ჩემიიი... რატომ ვკარგავ იმას, რაც მიყვარს! რატომ ვკარგავ იმას, რაც ჩემს სულს და გულს უყვარს, რატომ!
გულდამძიმებული ელიანი უხმოდ გავიდა და დედამისს სთხოვა: ფერი იქიდან გამოიყვანე და დაამშვიდეო. ფერნანდა მაშინვე დაიძრა საჯინიბოსკენ, მაგრამ ვერ მოასწრო.
გოგონა უცბად გამოვარდა საჯინიბოდან და ელიანის კარი შეგლიჯა:
_ მკვლელოოოო! როგორ გაბედეეე! როგორ გაბედე, მოგეკლააა სპილოოო! ჩემი სპილოოოო! მძულხარრრრ! მძულხარრრრ! ვერ გიტანნნ! _ დაუყვირა და მუჭები ისევ მკერდზე დაუშინა. კაცმა ხელები დაუჭირა, ქალი გააკავა, ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა. მერე ქალს გაშორდა და უცბად გავარდა კაბინეტიდან... გული სტკიოდა, ქალს რომ სპილოს მკვლელი ეგონა. მაშინვე ფაბის მიაშურა.
_ ბატონო ელიან... ვწუხვარ... _ შეეგება ფაბი.
_ თქვენც ფიქრობთ, რომ ეს მე ჩავიდინე?!
_ არა... ვიცი, რომ ის თქვენც გიყვარდათ, მაგრამ ფერისაც უყვარდა...
_ რითი მოკვდა?!
_ ჯერ არ ვიცი... მალე გავიგებ და გეტყვით...
_ მხოლოდ მე მეტყვი! _ თქვა მკაცრად და გააგრძელა, _ მინდა ყველაფერი მოამზადო ამ დღეებში, რადგან ფერის მშობლებთან მივემგზავრებით. თუ ფერის დავითანხმებ ამ ამბის მერე... _ თქვა ჩუმად და გატრიალდა.
არადა, თვითონაც უყვარდა ეს სპილო. 10 წლის ელიანი სასახლეში დარბოდა და გახარებული დასდევდა უკან სპილოს და ცხენებს, რომელიც ახალ სასახლეში გაიცნო. მამამისი ხშირად აძლევდა მათთან ყოფნის უფლებას. ბიჭი მალე შეეჩვია სპილოს, მასთან მარტოც მიდიოდა და ცდილობდა მის შეხებას, მიუხედავად მისი სიდიდისა. წამოიზარდა თუ არა, მამამისმა სპილოზე შესვა და ტყეში გაასეირნა. მას მერე ბედნიერი დაატარებდა სპილოს ხან წყალში, ხან მცხუნვარე მზის ქვეშ. ბიჭი ბედნიერი იყო... უნდოდა სპილოსავით დიდი და ძლიერი ყოფილიყო, რომ ვერავინ მორეოდა. კაცს ცხოველთან გატარებული ბედნიერი წუთები გაახსენდა, დარდს ვეღარ მოერია, ცხენი შეკაზმა და სასახლიდან ჭენებით გავიდა. სად, თვითონაც არ იცოდა და არც აწუხებდა, თუ საით გააქროლებდა თავისი ცხენი...
ფერი ისევ სპილოს გლოვობდა, როცა ფერნანდას ქალის ხმა გაიგონა და სევდიანად შეხედა.
_ ფერი, გთხოვ... ელიანი ამას არ იზამდა, დამიჯერე. მასაც სტკივა შენი ბრალდებაც და მისი დაკარგვაც, 20 წელი ამ სპილოს უვლიდა, ზედ ევლებოდა... გთხოვ... ცხენით წავიდა ალბათ ტყეებისკენ, რამდენიმე ჭიქაც დალია, არსად არ არის, გთხოვ... წადი მასთან და მის გვერდით იყავი... როგორც დედა, ისე გთხოვ, შვილო. _ ფერიმ დაუთმო ქალს, აკოცა და ცხენზე ამხედრდა. ფერნანდამ სევდიანად მიმართა:
_ ფერი, ის ამას არ გააკეთებდა. ახლა მასაც სტკივა და შეიძლება რაღაც მოუწიოს თავს. დაეხმარე მას... _ გოგონამ თავი დაუქნია და გზას გაუდგა...
ფერი ცხენს მიაჭენებდა. მალე მიუახლოვდა ქოხს, მაგრამ ელიანი იქ რომ არ დახვდა, უცბად მიტრიალდა და ჩანჩქერისკენ აიღო გეზი.
გულზე თითქოს ხელი მოუჭირეს და სუნთქვა უძნელდებაო, ისე გრძნობდა ელი თავს. ჩანჩქერთან ჩამომჯდარს სევდიანად დაეხარა თავი მოჩქრიალე წყლისკენ, რომელიც მთელი სისწრაფით ეშვებოდა ძირს.
_ ამის გამო სასტიკად დაგსჯი! მაგრამ ჩემი ხელით! _ დაიყვირა ქალმა და ცხენი წყალში შეაგდო. რამდენიმე წუთის შემდეგ კაცის წინ გაჩერდა.
_ ისევე როგორც შენ გქონდა ჩემი დასჯის უფლება, მეც მაქვს უფლება, დაგსაჯო! წამოდი! _ ცივად უბრძანა და ცხენი შეატრიალა. კაცი უკან მიჰყვა თავისი ცხენით და ქალს ვერ უყურებდა, არ უნდოდა მისი სიძულვილი ხმის გარდა თვალებშიც შეემჩნია...
მიდიოდა და ფიქრები კლავდა: არც შეეკითხება, მე მოვკალი თუ არა. ამაში დარწმუნებულია, იმიტომ, რომ ვძულვარ და ვეზიზღები... ჩემი დანახვაც აღარ უნდა...არც ვჭირდები და არც არასდროს ვჭირდებოდი... არც არასდროს დავჭირდები... _ თქვა გულში და მძიმედ ამოიხვნეშა. ქალმა სასახლეს მიაღწია თუ არა, ჩამოქვეითდა და კაცს არც შეხედა, ისე უთხრა:
_ მხოლოდ დედაშენის თხოვნით წამოვედი შენს მოსაძებნად... ხვალ დილას დასასჯელად მოემზადე!
ელიანი სევდიანი შევიდა სახლში. სპილოს დაკარგვაზე მეტად ფერის ტკივილი და მასთან უთანხმოება სტკენდა გულს, თან იმაზე ფიქრობდა, რითი დასჯიდა ქალი. თუმცა მისთვის სულერთი იყო, ნებისმიერ სასჯელზე დათანხმდებოდა.
დილით ფერიმ სევდიანმა გაახილა თვალები და უცბად წამოხტა. იცოდა, რომ ღამე სპილოს დაწვავდნენ, თვითონ ვერ შეხედავდა ამ ცერემონიას, ამიტომ არ დაესწრო ახლა კი ფერფლი უნდა მოეკითხა. ჩაიცვა და ოთახიდან გავარდა. ფაბი საჯინიბოსთან ტრიალებდა.
_ სადაა ფერფლი?! _ შეეკითხა მეგობარს.
_ ეს ესაა ელიანმა წაიღო. ალბათ, კაბინეტშია ჯერ...
ქალი მაშინვე კაბინეტისკენ დაიძრა, კარი შეგლიჯა და როგორც მაგიდაზე ყუთი შეამჩნია, მაშინვე იქით დაიძრა. ფანჯარასთან მდგარ ელის ყურადღება არც მიაქცია და ეგრევე ყუთს დასწვდა. სევდიანმა მოხვია ხელები და კარისკენ გაემართა. კაცმა მოიხედა. ქალმა კარის სახელურს ხელი მოჰკიდა და მკაცრად იკითხა:
_ სად გინდა მისი ფერფლი მოაპნიო?!
_ სადაც შენ ისურვებ, ფერი... _ მიუგო ხმადაბლა. გული სტკიოდა, ასე უცებ რომ გაცივდა ქალი მის მიმართ.
_ შენ მასთან 20 წელი გაატარე, მე კი ცოტა ხანი... საუბედუროდ... შეგვიძლია ერთად მოვაპნიოთ და მერე მშობლებთან წავიდეთ. _ თქვა ყრუდ, მაგრამ კაცს სახეში არ შეხედა. კაცმა აათვალიერა მისი შავკაბიანი სხეული მისკენ დაიძრა.
_ ჩანჩქერზე მოვაპნიოთ... ან შენ სადაც მოისურვებ. _ თქვა ბოლოს მძიმედ და კართან დადგა. ფერიმ თავი დაუქნია და გავიდნენ. ორივენი ცხენებისკენ გაემართნენ.
ქალი თავის დემიანზე იჯდა და ჩანჩქერისკენ მიაჭენებდა ცხენს, კაცი გვერდით მიჰყვებოდა და წუხდა, ფერი თვალებში სიცარიელეს და ტკივილს რომ კითხულობდა. როცა ჩანჩქერს მიუახლოვდნენ, ქალი ცხენიდან ჩამოქვეითდა და კაცს დაელოდა, ხელში ფერფლიანი ყუთი ეჭირა. მერე ორივემ ერთად ასწია ყუთი. წამით მათი ხელები ერთმანეთს შეეხო. ორივეს დაუარა სხეულში ჟრუანტელმა, კვლავ შეიგრძნეს ის განცდები, რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ და რაც ამჟამად მხოლოდ ტკივილით იყო დაფერფლილი. ორივეს ხელმა ყუთი გადმოატრიალა და ამ დროს ქალის ხმაც მოესმა კაცს:
_ შენ მოკალი სპილო?!
_ არა, მაგრამ სასჯელისთვის მზად ვარ. _ თქვა ჩუმად და ფერფლს გააყოლა მზერა, რომელიც წყალში იყრებოდა. ფერიმ ცრემლიანმა გახედა ფერფლს და ცარიელი ყუთი ხელში დაიჭირა.
_ მაშინ სასჯელზე რატომ ხარ თანახმა?!
_ მე შენ გატკინე, ფერი. ამიტომაც ვარ თანახმა...
_ ძალიან კარგი! _ თქვა მკაცრად ქალმა და ცხენზე ამხედრდა. _ ჩემი სასჯელის შესახებ მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება და არავის სხვას! _ და ცხენზე გასწორდა. კაციც ამხედრდა და ქალს შეხედა.
_ მშობლებთან ასე როგორ წავიდეთ?!
_ შენ ხომ მომთხოვე, ბედნიერება გაითამაშეო და მეც გავითამაშებ! _ მიუგო და სწრაფად დაძრა ცხენი ადგილიდან.
ფერი გასამგზავრებლად მოემზადა, მერე ფერნანდას დაემშვიდობა, დამიანს ხელი ჩაავლო და მაშინვე ჩაჯდა მანქანაში, რომლითაც ელიანი ელოდებოდა.
გზა ორივესთვის გრძელი და სევდიანი იყო... როგორც კი მანქანა ქალის სახლთან გაჩერდა, ქალმა ბედნიერმა გადააბიჯა მანქანიდან და სახლისკენ გაიქცა.
_ მამაააააა, დეეედაა, _ დაიყვირა და გახარებული ჩაეხუტა ჯერ ერთს, მერე მეორეს, ბოლოს კი ძმებს. ელიანმაც ყველა მოიკითხა. მერე ფერიმ ბავშვი გააცნო მათ და დამიანისკენ დაიხარა:
_ დამიანიი... ესენი ჩემი მშობლები არიან, ესენი კი ჩემი ძმები, რომლებიც შენი ძმებიც იქნებიან... მათ თევზაობა იციან. აქ ძალიან ლამაზი მდინარეა, შეგიძლია ითევზაო კიდევაც მათთან ერთად...
ბავშვმა დიდად გაიხარა და შეპირდნენ, აუცილებლად ჩაგიყვანთ მოგვიანებით მდინარეზეო.
ფერი თავის ოთახში შევიდა და მიმოიხედა. მართალია, აქაურობას ვერ შეეჩვია, მაგრამ 20 წელი აქ გაატარა, 20 ტკივილიანი წელი.
გაახსენდა თავისი თავი ამ სახლში და აივანზე გავიდა. ცოტა ხანში ელიანიც მასთან მივიდა. ქალმა საწოლი და დივანი გაამზადა დასაძინებლად. კაცს ზედ არ უყურებდა და არც ესაუბრებოდა. კაცი ფოტოების ალბომის თვალიერებას შეუდგა. ამ დროს ფერიმ ზურგს უკან მიაძახა, საჭმელად ჩავდივართო. კაცმა ალბომი თავის ადგილას დააბრუნა და ქალს მიჰყვა. გაემართნენ სამზარეულოსკენ, სადაც უკვე ყველას მოეყარა თავი.
***
გვიან იყო, მთვარეც ამოსულიყო... ფერი ეზოში გავიდა, სუფთა ჰაერი შეისუნთქა და ცას ახედა. უეცრად ნაბიჯების ხმა შემოესმა და სწრაფად მიტრიალდა უკან.
_ ფერი, შენ ხარ?... _ მოესმა ქალს და კაციც ჩაეხუტა, ლოყაზე აკოცა: _ მომენატრე...
_ მეც... _ წამოიძახა გახარებულმა ქალმა და სახე დაუკოცნა.
_ როგორ ხარ?!
_ მე შესანიშნავად. შენ?!
_ მომენატრე...
_ მეც ძალიან... _ თქვა და ისევ მიეხუტა კაცის სხეულს.
_ ისევ ისეთი ლამაზი ხარ...
_ ჯერ იქ მხოლოდ თვეებია ვარ!
_ ფერი, რატომ ეგუები ამას?!
_ რას?! _ გაუკვირდა ქალს და კაცს სახეში შეხედა.
_ იმ ქალის საზიზღარ საქციელს!
_ რა საქციელს?!
_ იცი, რასაც ვგულისხმობ!
_ არ ვიცი! ამიხსენი!
_ იმ ქალმა დაგამცირა და ხელი მოგიქნია! ამას რატომ ეგუები? ის კაციც ასე გამცირებს?! იცოდე, მამას ვეტყვი და უკან წამოგიყვანს! ხომ იცი, რომ მიგიღებს!
_ არააა! მამამ არ უნდა იცოდეს! შენ საიდან გაიგე?!
_ რა მნიშვნელობა აქვს! მიპასუხეე!
_ რაზე გიპასუხო?!
_ ის ქალი სულ გამცირებს და ამას მშვიდად ხვდები, მაშინ როცა უსამართლობას არასდროს ეგუებოდი!
_ იცი რატომაც ვეგუები! _ თქვა ჩუმად ფერიმ და თავი დახარა.
_ მინდა ის ქალი მოვკლა და ის კაციც! შენ არასდროს არავინ შეგხებია! არავის უცემიხარ და არავის უყვირია შენთვის! ფერი... დაბრუნდი უკან...
_ არა!
_ რატომ?.. ისევ ერთად ვიქნებით! ისევ ვირბენთ ერთად ჩვენს სამყაროში და ისევ გამოჩნდება სიყვარული, ნამდვილი სიყვარული!
_ არა!
_ რა ჯიუტი ხარ! ჩემ გამო მაინც დაბრუნდი უკან!
_ არა! არაა! ნუ მთხოვ დაბრუნებას!
_ ვიცი, რატომაც არ ბრუნდები! დაივიწყე იმ კაცის ბრძანება, რომ მასთან უნდა იყო და უკან დაბრუნდი!
_ მოვრჩეთ ამაზე საუბარს! ამდენ ლაპარაკს ჯობია მომეფერო! _ თქვა ქალმა და კაციც ჩაეხუტა.
_ კიდევ რა ჩაიდინა იმ ქალმა?!
_ არაფერი!
_ მითხარი, ფერი! ახლავე მითხარი!
_ გეყოფა-თქო! შენ ხომ ისედაც იგებ ყველაფერს!
_ მე შენ მიყვარხარ! ფერი...
_ მეც მიყვარხარ! _ მიუგო ქალმა და უფრო მიეხუტა.
გარეთ გამოსულ ელის ესმოდა მათი დიალოგი და გაშეშებული იდგა ხეს მიყრდნობილი. ისე ჩაბღაუჭებოდა ხეს, რომ ხელები სულ დაკაწრული ჰქონდა, მაგრამ ვეღარაფერს გრძნობდა. ერთმანეთი უყვარდათ და მე დავაშორე?!. უტრიალებდა თავში. ამაზე მეტად ის მოხვდა გულში, რომ ფერის სხვა უყვარდა და ამის შესახებ მას არაფერი უთხრეს. ახლა ყველაზე მეტად ეს სტკიოდა და გულს უჭამდა. დაე, უკან დაბრუნდესო, გაიფიქრა და ჩახუტებულ სხეულებს თვალი მოარიდა.
ელიანი მათთვის გამოყოფილ ოთახში შევიდა და დივანზე წამოწვა. ცოტა ხანში ფერიმაც შემოაღო კარი.
შემოსვლისთანავე იატაკზე სისხლის წვეთები დაინახა და თვალი გააყოლა ნაკვალევს, რომელიც დივანზე მწოლიარე კაცისკენ მიდიოდა. მერე მის ხელს შეხედა და კაცისკენ დაიხარა.
_ ელიან... _ პირველად მიმართა ასე ხმადაბლა და შეშინებულმა.
_ გისმენ... _ ელიმ თვალები გაახილა.
_ ხელი გაქვს ნატკენი...
_ არა უშავს.
_ მანახე... _ მისი ხელისკენ წაიღო ხელი, გადმოატრიალა და თვალები გაუფართოვდა, როცა მის ხელისგულებზე ნაკაწრები და სისხლის ლაქები დაინახა.
_ რა მოგივიდა?!
_ არაფერი.
ფერი წამოდგა, ბინტი აიღო, პატარა ჯამით წყალი მოიტანა, ნოხზე დადო და იქვე ჩაიმუხლა.
კაცი წამოდგა.
_ საჭირო არაა.
_ იწექი, ისე შეგიხვევ!
_ არ მინდა-მეთქი! _ თქვა ხმამაღლა.
_ ხელი გაქვს ნატკენი! იმიტომ გიხვევ, რომ დასჯისას ხელი არ შეგიშალოს!
_ გულიც მაქვს ნატკენი!
_ მერე? კლარამ მოგიშუშოს! _ ჩაიცინა ფერიმ და სისხლიანი ლაქების მოწმენდას შეუდგა.
_ იმასაც შემიხვევ?!
_ გული საერთოდ გააქვს?! _ ჰკითხა ქალმა და მაჯაში ჩასჭიდა ხელი, _ დაჯექი და შეგიხვევ!
კაცი დივანზე ისევ დაჯდა. ქალმა სველი ნაჭრით მთლიანად მოწმინდა სისხლი და გადაუხვია. მორჩა თუ არა, კაცს მოშორდა და ფეხზე წამოდგა: _ კარგი, ძილი ნებისა.
_ ძილი ნებისა და მადლობა, _ თქვა კაცმა და დივანზე წამოწვა.
მართალია... გული არ მაქვს... არც კი ვიცი... _ თქვა კაცმა ჩურჩულით და ქალს შეხედა. მთელი ღამე მძინარე ქალს გაჰყურებდა, რომელიც ხან ერთ მხარეს გადატრიალდებოდა, ხან მეორე მხარეს. _ დღეს ბოლოჯერ გხედავ... ღამით... _ თქვა და ნატკენი ხელი თავზე შემოიდო. იგრძნო თუ არა სახვევი, მასაც შეეხო მეორე ხელით, თითქოს ფერის რაღაც ნაწილს ეხებოდა და არ უშვებდა. როგორ თბილად ეუბნებოდა იმ კაცს, მიყვარხარო... ერთმანეთს როგორ ტკბილად ესაუბრებოდნენ, ასე მე ფერი არასდროს დამლაპარაკებია... მხოლოდ ერთი ელფერის სასახლე მახსოვს მისგან საოცრად თბილად და მომაჯადოებლად წარმოთქმული... რა ბედნიერი იქნებოდა ეს კაცი, ფერი გვერდით რომ ჰყოლოდა, მაგრამ მე ჩავდექი შუაში. ან ამ კაცმა რატომ გამოუშვა ჩემთან?! რატომ არ მოიტაც?.. _ ქალს უცქეროდა და ვერ მშვიდდებოდა. ვერ დავიცავი, ვერ დავიცავი კლარასაგან! მისი ტყუილის გამო დაისაჯა, მაგრამ კლარას დასჯაც არ შემიძლია, რადგან ყველაფერი მხოლოდ ეჭვიანობის გამო ჩაიდინა. ექიმს დაავალა, მოვეტყუებინე და ფერისთან დავეშორებინე. მას ვუყვარვარ... ვუყვარვარ და არ უნდოდა ჩემი დაკარგვა ან ფერისთან გაყოფა... ის ხომ ამდენი ხანია ჩემთანაა და არ უღალატია ჩემთვის. არასდროს არ უღალატია ჩემთვის. ფერი?.. ფერის კი სხვა უყვარდა და მე ჩავდექი თურმე შუაში, მესამე, ზედმეტი... მისთვის მე ზედმეტი ვარ... აი, თურმე რატომ ვძულვარ და ვეზიზღები! მე ხომ მას დავაშორე, თავის სიყვარულს დავაშორე... სასახლეშიც კი იგებდა თურმე ქალის ამბებს... მაგრამ იქ რომ არ გამოჩენილა?! ან იქნებ მოდიოდა და იქაც ხვდებოდა?! იქნებ მე ბევრი რამ არ ვიცი? მგონი, ფაბისაც უყვარს. ამიტომაც იდგა მის გვერდით მთელი ღამე სპილო რომ მოკვდა, თბილად ეხვეოდა ქალის სხეულს... მის სახესაც ეხებოდა და ეფერებოდა... ფერიიი... ნუთუ სხვა გიყვარს და ამ დაკარგული სიყვარულის გამო გეზიზღები?... _ ფიქრობდა კაცი და ნელ-ნელა ძილბურანში იძირებოდა.
დილას ადრე ადგა და აივანზე გავიდა, ცოტა ხანი ისევ ფიქრებს მისცა თავი, თუ როგორ უნდა ეთქვა მისი მშობლებისთვის, რომ ფერის აქ ტოვებდა. მერე სასაუზმოდ ჩავიდა. ფერიც მალევე ჩამოვიდა და წამოიძახა, ძალიან მშიაო.
_ მოდით, შვილებო, ყველაფერი მზადაა, თქვენ გელოდებოდით.
ის იყო სუფრას მიუსხდნენ, რომ ის უცნობი კაციც შემოვიდა, ღამით ფერის რომ ეხუტებოდა.
_ მე არ მელოდებოდით?! _ ღიმილით წარმოთქვა მან და გაბრაზებულმა ელიმ მუშტები შეკრა. მეტი ვეღარ მოითმინა:
_ თქვენ აქ რა გესაქმებათ?! ფერი მხოლოდ მე მეკუთვნის! _ იყვირა და მისკენ დაიძრა, მაგრამ ფერის მამამ შემდეგი სიტყვებით გააჩერა:
_ შვილო, ის ოჯახის ნათესავია, ფერის ბიძაშვილი...
_ ბიძაშვილი?! _ გაუკვირდა ელის, ვერ დაიჯერა.
_ დიახ, ასეა! _ თქვა ფერიმ და კაცს გვერდით ამოუდგა: _ ის ჩემი ბიძაშვილია, ფერდინანდი! ეს კი ელიან ლამბეტი, ჩემი ქმარი! _ გააცნო ფერიმ კაცები ერთმანეთს და სუფრას მიუჯდა.
_ შვილო... _ დაიწყო ელაიანმა და ელის შეხედა, _ ფერდინანდი წუხელ გვიან ჩამოვიდა და ამიტომაც ვერ გაგაცანით. ის რამდენიმე ხანი ჩვენთან ცხოვრობდა და ბავშვები ერთად ერთობოდნენ ეზოში, ამიტომაც შვილივითაა ჩვენთვის და ძმასავით ბავშვებისთვის.
_ ძალიან კარგი, ბოდიშს გიხდით ჩემი უხეშობისთვის თქვენც და თქვენც, ბატონო, _ ყველას ბოდიში მოუხადა ელიანმა და ყველანი ვახშმობას შეუდგნენ.
მოგვიანებით ფერი და დედამისი სამზარეულოში განმარტოვდნენ. ელიანი, რომელიც ფერის ეძებდა, სრულიად შემთხვევით შეესწრო მათ დიალოგს და ყური მიუგდო.
_ ფერი.
_ გისმენ, დედაა.
_ არაფერი გაქვს ჩემთვის მოსაყოლი?! რამე ხომ არ გაწუხებს?!
_ არაფერი დედა, სასახლე ლამაზია და მშვენიერია... ყოველდღე გლიცენიის სურნელით ვტკბები...
_ ელის მშობლები როგორ გექცევიან?!
_ ძალიან კარგად. რომ იცოდე, როგორი კარგი ქალია, საოცრად თბილი და ნაზი, შენ გგავს. მკერავს ჩემთვის კაბა შეაკერინა, გაგიჟდები რომ ნახავ, ისეთი ლამაზი ქსოვილებია.
_ ქალბატონი კლარა როგორია?!
_ კარგი ქალია.
_ ცუდად გექცევა?!
_ არა, დედა.
_ ორი სიტყვით როცა ადამიანს ახასიათებ, გამოდის, ცუდად გექცევა!
_ ცუდად არ მექცევა, დამშვიდდი. მე მას არაფერს ვართმევ და ცუდად ვერ მომექცევა.
_ ფერი! ახლავე მითხარი, რა დაგიშავა!
_ დედა, არაფერი!
_ მითხარი, იქ მართლა კარგად ხარ?!
_ კი, დედა ძალიან კარგად ვარ და ბედნიერი ვარ იქ ყოფნით!
_ კარგი, შვილო... სხვა არაფერი გაქვს სათქმელი?!
_ არა. ნუ ინერვიულებ, მშვიდად და კარგად ვცხოვრობ, მომწონს იქაურობა...
_ ფერი... მე ყოველთვის ვგრძნობ, როცა რაღაცას მიმალავ... ამიტომ სთხოვე მამას ცოტა ხნით დამიანის აქ დატოვება!
_ დედა, იმ პატარა თბილ ბიჭუნას ჩემ მაგივრად გიტოვებთ ცოტა ხნით და არაფერს გიმალავ.
_ ელიანი ცუდად გექცევა?!
_ არა.
_ სიმართლე მითხარი...
_ არა, დედა, მართალია, ვკამათობთ ხოლმე, მკაცრი და უხეშია, მაგრამ ცუდად არ მომქცევია.
_ კარგი, ფერი. დამპირდი, რომ არავის მისცემ უფლებას, ცუდად მოგექცეს!
_ გპირდები, დედა, არავის მივცემ ამის უფლებას! _ შეჰპირდა ფერი და დაფაცურდა. როგორც ჩანდა, დედა-შვილი ნამცხვრის გამოცხობას აპირებდა. ფერიმ ჯამში ფქვილი და შაქარი ჩაყარა, დედაც ეხმარებოდა. ამიტომ ელი მაშინვე მოშორდა კარს.
_ აი, სიძეც დაბრუნდა... _ თქვა ძმამ და ზეზე წამოდგა. _ ჩემთან ერთად ჭადრაკს ითამაშებთ?!
_ დიდი სიამოვნებით. _ მიუგო და მის წინ დაჯდა. თამაში დაიწყეს თუ არა, ეზოდან რაღაც ხმამაღალი საუბრის ხმები შემოესმათ. ელი შეშფოთდა, ანხელმა კი გაიცინა: _ ფერი, ალბათ, ვიღაცას ეჩხუბება...
_ საიდან მოდის ეს ხმა?! _ დაფეთდა ელი და აივანზე გავარდა. ყველანი უკან მიჰყვნენ და ეზოში გადაიხედეს.
ფერის ხმალი დაეკავებინა და ისე უქნევდა ფერდინანდს, გეგონებოდათ, ერთმანეთი უნდა დახოცონო.
_ რა ხდება?! _ წამოიძახა ელიმ და ანხელს შეხედა.
_ დამშვიდდი და უყურე!
_ ესენი სულ ასე კამათობდნენ?!
_ ფერი ყველას ეკამათება, გამონაკლისი არც ფერდინანდია!
_ წუხელ ისე თბილად საუბრობდნენ ერთად, შეყვარებულები მეგონა... _ თქვა და მოფარიკავეებს გახედა.
_ ამიტომაც მოხდა ის ინციდენტი?! _ იკითხა და გაეცინა.
_ დიახ, ბოდიშს გიხდით...
_ არა უშავს, შეყვარებული კაცი ეჭვიანია...
პირველად გაიგონა ასეთი სიტყვები თავის მიმართ და გაოცებული ისევ ანხელს შეაცქერდა.
_ ასეა... თქვენ ეჭვიანობთ! ახლაც.
უცებ ისევ გაისმა ფერის ხმა და ორივემ მაშინვე მისკენ გაიხედა.
ქალმა ფერდინანდს ხმალი ხელიდან გააგდებინა და მუქარით უთხრა:
_ ის ჩემი ელფერის სასახლეა! არ მოგცემ უფლებას, იქ ისე მოიქცე, როგორც შენ მოგესურვება! _ იყვირა უცბად და სახლისკენ გაიქცა.
_ არ იცი რაზე იჩხუბეს?! _ ჩაეკითხა ანხელს ელიანი.
_ არა, ვაღიარებ, პირველად შევესწარი მათ ასეთ კამათს. მოდი, თამაშს დავუბრუნდეთ, თუ წინააღმდეგი არ ხართ...
_ კარგი..._ დათანხმდა ელი და ისევ ჭადრაკს მიუბრუნდნენ.
რამდენიმე ხელი ისე ითამაშეს, სულ ელი აგებდა.
_ მე ვფიქრობ ძლიერი მოთამაშე ხართ, მაგრამ ახლა ფერიზე უფრო ფიქრობთ, ვიდრე თამაშზე.
_ ასეა... _ მიუგო ელიანმა ანხელს.
_ კარგი, მაშინ სხვა დროს ვითამაშოთ... _ და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ელიანი ანხელს გაშორდა და საძინებელს მიაშურა., მაგრამ ოთახში ვერ გაჩერდა და აივანზე გავიდა. ცოტა ხანში ფერიც შემოვიდა და გვერდით ამოუდგა.
_ რატომ ეკამათებოდი ბიძაშვილს?!
_ არ მოსწონს სასახლეში რომ ვარ თქვენთან და კლარასთან ერთად!
_ რატომ?!
_ ბრაზდება, კლარა ცუდად გექცევაო!
_ ფაბისთან რა გაკავშირებს?!
_ მე შენ არ გგავარ! შენნაირი კი არ ვარ, ორ ადამიანთან ერთდროულად ვიყო! _ უთხრა მკაცრად და ოთახში შებრუნდა.


იმწუთას ლოგინში ჩაწვა და დაძინება სცადა, მაგრამ მოულოდნელად საბნის შერხევა იგრძნო და ჩუმად წამოიყვირა, რათა მეორე ოთახში ბავშვი არ გაეღვიძებინა:
_ აქ რა გინდა?!
_ ვინმემ რომ შემოიხედოს, რას იტყვის, თქვენ ცალ-ცალკე გძინავთო?!
_ მერე რა! გადადი შენს დივანზე!
_ დამაძინე და დაიძინე! _ ჯიბრიანად მიუგო კაცმა და ქალი დაიჭირა, რომ არ გადამხტარიყო საწოლიდან, _ ხომ დარწმუნდი, რომ ძლიერი ვარ და გერევი. შეგეშინდეს მაინც!
_ ვიყვირებ და ყველა აქ გაჩნდება!
_ მიდი, იყვირე და აქ ამ სამოსით კი არა, შიშველს გნახავენ! _ დაემუქრა ქალს, გადატრიალდა და პლედი გადაიფარა.
_ მხეცი ხარ, ველური!
_ ხოდა გეშინოდეს ამ მხეცის! _ თქვა და ქალს გაუცინა. _ უნდა გიხაროდეს ასეთი მხეცი რომ გყავს ქმრად, ვერავინ წაართმევს თავის ტყვეს და ნადავლს!
_ მე ნადავლი არ ვარ! _ დაარტყა მკერდზე ხელი. კაცმა ქალს ხელი წაავლო, ზურგზე გაშხლართა, თვითონ კი ზემოდან მოექცა და ქალს თვალებში ჩახედა. ქალმა თვალები დახუჭა კაცის შიშველი მკერდის დანახვისთანავე: _ ჩაიცვი რამეეეე!
_ მცხელა და როგორ ჩავიცვა! ძალიან მცხელა!
_ მაშინ გამიშვი ხელი, რაღას მეხუტებიიი!
_ მართალია, შენნაირ ქალს არ უნდა ჩაეხუტო! _ გაბრაზებული ელიანი მოშორდა ქალს და ისევ თავის მხარეს დაუბრუნდა. თუმცა უცებ ისევ შემობრუნდა და უჩურჩულა:_ მაკოცე და დავიძინოთ. _ ამ სიტყვებით ქალის ტუჩებს მიუახლოვა თავისი ტუჩები და დაელოდა. გაბრაზებულმა ფერიმ მოწყვეტით აკოცა.
_ მშვენიერი იყო, _ თქვა კმაყოფილმა ელიმ, და ისევ გადატრიალდა.
მეორე დილით, სანამ დამიანი გაიღვიძებდა, ფერი დაბლა ჩავიდა. ელიანი ელაიანთან იჯდა და საუბრობდნენ. ფერიმ ყური მიუგდო. მამა ეუბნებოდა სიძეს, ჩემს შვილს ასე უცბად არ გაგატანდით, მაგრამ თქვენი მშობლები მომეწონა და მაგიტომ დაგთანხმდით, თუმცა ვნანობ, სხვა ქალიც რომ გყავთ, ფერი არ არის მიჩვეული, იყოს მეორეო.
_ ერთ დღეს რომ გახაროთ, შვილიშვილი გეყოლებათ-თქო, გაგიხარდებათ?!
_ რააა?!!! _ იყვირა კაცმა და წამოხტა.
_ ჩემი ქალიშვილი ბავშვს ელოდება?!
_ არაა, არაა. ისე გამოდის, რომ არ მოვწონვარ ფერის. იქნებ თქვენც მიწუნებთ სიძედ?
_ შვილოო... თუ ფერის ცუდად არ მოექცევით, მასზე იზრუნებთ და სიყვარულით გააჩენს თქვენგან შვილს, ეს ყველას გაგვიხარდება...
ამის გაგონებაზე ფერიმ გაბრაზებულმა მომუშტა ხელი.
_ ეს მხეცი თავიდანვე უნდა მომეშორებინაა! _ წამოიძახა, მაგრამ ამ დროს ანხელი შემოვიდა და დას ხელი გაუკავა.
_ ეს მხეცი შენი ქმარია, დაო.
_ სულაც არაა ჩემი ქმარი! _ ჩაიბუზღუნა და მამას მიუბრუნდა.
_ გამოდის, ამ მხეცისგან შვილიშვილი გინდა, მამა?! _ ჩაეკითხა.
_ შვილო, ის ხომ შენი ქმარია... შვილები უნდა გაუჩინო. რა, ცუდად გექცევა?! შენ ხომ თქვი, ბედნიერი ვარ და კარგად მექცევიანო?
_ ბედნიერი ვარ... მაგრამ ეს კაცი არ მიყვარს! და არც ვინმემ იფიქროს, რომ შემიყვარდება! მას მე ჩემი ნებით არ გავყოლივარ!
_ თუ ასეა, აქ დარჩი და როცა მოისურვებ, მაშინ გამომყევი! _ მოესმა უეცრად ელის ნათქვამი ფერის და მისკენ გაიხედა, მაგრამ თვალებში არ შეხედა.
_ მაგრამ ჩემი ძმები რომ დაპატიჟე სასახლეში სტუმრად?! ასე უცბად გადაიფიქრე?!
_ არა... შენც დარჩით და მერე მათ გამოჰყევი... თუ გამოჰყვები, ბედნიერი ვიქნები... თუ ამის სურვილი არ გექნება, მაგასაც შევეგუები.
_ შენთან ერთად მოვედი და შენთან ერთად წამოვალ! თუ ხელს არ შეგიშლი მგზავრობაში! _ თქვა და ნირწამხდარი ფეხზე წამოდგა.
მერე ბავშვთან ავიდა, რომელსაც უკვე გაეღვიძა, ჩააცვა და ჰკითხა, სათევზაოდ წავიდეთო?!
_ კიიი, კიიიი! _ იყვირა ბავშვმა და ფერის ჩაეხუტა.
საუზმის მერე ყველანი სათევზაოდ გაეშურნენ. მდინარეს ჩაუყვნენ. ფერის კაბა ქვებზე შრიალებდა, რაც ელიანს სიამოვნებას ჰგვრიდა. უხაროდა ისიც, რომ ქალი არ ტოვებდა და უკან წაჰყვებოდა. ძმებმა ბავშვს ხელი ჩაჰკიდეს და ხტუნვა-ხტუნვით მიარბენინეს ნაპირთან. ფერი მოშორებით ჩამოჯდა, მის გვერდით ელიანიც დაჯდა და მოთევზავეებს გადახედა. ბავშვი ბედნიერი ჟრიამულობდა და მოუსვენრად ელოდებოდა პირველ თევზს. ფერიმ ვერ მოითმინა და ძმებისკენ დაიძრა ელიანიც გვერდით ამოუდგა. ქალმა ნაბიჯი გადადგა ნაპირისკენ, დაიხარა და წყალში ჩაყო ხელი, ააფართხალა შიგ ხელები და ცივი ნაკადის შეხებაზე შეაკანკალა. მაშინვე ჩანჩქერში გათამაშებული სიკვდილი გაახსენდა და კაცის პირველი ძლიერი ჩახუტება. მაშინვე წამოდგა ფიქრების გასაგდებად, მაგრამ ქვაზე ფეხი დაუცდა და წამოიკივლა თუ არა, ელიანმა დაიჭირა.
_ გამიშვებ თუ ასე უნდა ვიყო! _ დაიყვირა ქალმა და გაიბრძოლა, როცა ქმარმა ხელი აღარ გაუშვა.
კაცმა უფრო მაგრად მოუჭირა ხელი ზემოდან დააცქერდა ქალს, _ იყავი ასე, თუმცა სად შეგიძლია გაჩერება, როცა ჩემი გეშინია! _ თქვა და ფერი მიიხუტა.
_ არ მეშინია! გამიშვი ხელი!
_ მადლობა მაინც მითხარი და გაგიშვებ... _ უთხრა რბილად და ჩურჩულით.
_ არასდროს! _ მიუგო და კაცს მკლავებში ჩაავლო ხელი მოსაშორებლად, მაგრამ ძვრა ვერ უყო და გაბრაზებულმა დაიწუწუნა. _ გამიშვიიი!
_ არასდროს!_ მისი ნათქვამი გაიმეორა კაცმა, ქალს ხელი უფრო მჭიდროდ მოხვია წელზე და გარშემო მიმოიხედა. არცერთი მათგანი აღარ ჩანდა ახლომახლო ჩაეღიმა, მიხვდა, ანხელმა რომ გაარიდა სხვები და ფერის ბაგეებს დააცხრა. ქალი ისევ აფართხალდა, გაიბრძოლა, მაგრამ კაცი მაინც არ უშვებდა. ბოლოს ცოტა ხნით შეეშვა, რათა ფერის ამოესუნთქა. სანამ ქალი რამეს იტყოდა, კაცმა დაასწრო:
_ თუ რამეს იტყვი, კიდევ გაკოცებ! _ დაემუქრა და ქალიც გაჩუმდა.
_ და კიდევ! _ თქვა კაცმა და ბედნიერმა გაიღიმა: _ მომენატრა შენი კოცნა. შენ არ მოგენატრა?
_ მხეცოოო! _ წამოიძახა ქალმა, მაგრამ კაცმა ისევ დაიჭირა და ტუჩებში ეცა. გაბრაზებული ქალი ისევ გაირხა, მაგრამ რომ ვერაფერს გახდა, გაჩერდა და ქმრის ნებას მიჰყვა.
ცოტა ხანში კი, როცა გაიაზრა, რასაც აკეთებდა, ელის ხელიდან დაუსხლტდა:
_ მე შენ მძულხარ! მეზიზღები და რაც უნდა გააკეთო, უფრო შემზიზღდები! ვერ ვიტან შენს შეხებას და კოცნას! მძულს ყველაფერი, რაც შენთანაა დაახლოებული! _ დაიყვირა და ზიზღით შეხედა.
გაოცებულმა კაცმა უკან დაიხია, ქალს სრულიად მოშორდა და წინ წავიდა. ქალი უცბად მიჰყვა უკან, სიჩქარეში ფეხი ისევ გადაუბრუნდა და ამოიკივლა, მაგრამ კაცმა აღარ დაიჭირა. ქალმა გაბრაზებულმა გადახედა, რაზედაც კაცმა უპასუხა:
_ ჩემი შეხება გძულს და დახმარება იმედია, არ გჭირდება!
_ არ მჭირდები! _ დაუყვირა ისევ, ფეხსაცმელი გაიძრო და ახლა სწრაფად გაუყვა მდინარის ნაპირს, ისე რომ კაცსაც ჩაუქროლა და გაასწრო კიდევაც. ელი გაკვირვებული უცქერდა, როგორ ეჭირა ქალს ხელში ფეხსაცმელები და როგორ ნაზად ადგამდა შიშველ ტერფებს ქვებზე. როგორც კი ფერიმ დაინახა ძმები და ბავშვი, მაშინვე მათთან მიირბინა და ფეხსაცმელებიც ჩაიცვა.
_ აბა რა ხდებაა?! _ იკითხა და დამიანს გაუღიმა.
_ დეე... დავიჭირეეეთ თევზები, დავიჭირეთ!.. _ ახარა ბავშვმა და ქალს მოეხვია.
_ შენ ჩემი კარგი ბიჭი ხარ და მიყვარხარ... _ ფერიმ დამიანს თევზისსუნიან ხელებზე აკოცა.
_ აქ რა ხდება ვიცით, მაგრამ თქვენთან რა ხდებაა! _ უჩურჩულა ანხელმა ელიანს.
_ არაფერი... შენს დას არაფერს დავუშავებ...
კაცს მის სიტყვებზე გაეცინა.
_ შენ არა. აი, ფერი კი უფრო დაგიშავებს! _ თქვა ანხელმა და გაეცინა. _ მისი ყვირილი მესმოდა...
_ არ მოსწონს, როცა ვეფერები... _ თქვა ჩუმად ელიმ და ცოლისძმას გახედა, რას მეტყვისო.
_ არა უშავს... ოდესღაც მოეწონება... _ დაამშვიდა ანხელმა სიძე და ჩაიღიმა. _ ახლა ფიჩხს მოვიტან და ცეცხლი დავანთოთ. შენ კი ფილიპეს მიეხმარე, რაღაცეები აქვს მოსატანი... _ თქვა და კაცს გაშორდა. მერე ფერის დაუძახა და ერთად წავიდნენ შეშის მოსატანად.
ელიანი, ბავშვი და ფილიპე კი მანქანასთან მივიდნენ და სახლიდან წამოღებული სანოვაგე გადმოიტანეს იქიდან...
უკვე ბნელდებოდა... ელიანმა და ფილიპემ ცეცხლი დაანთეს და თევზის შეწვას შეუდგნენ. სხვებმა ჩანთაში ჩალაგებული საჭმელიც ამოალაგეს, საძინებელი ლეიბებიც და პლედებიც. ამის დანახვაზე ფერიმ გაკვირვებულმა იკითხა:
_ ღამე აქ ვრჩებით?!.
_ კი, დაო... რა იყო, გეშინია? ხუთნი ვართ, რა არის საშიში?! _ ანხელმა ელიანს გადახედა და თვალი ჩაუკრა.
_ მერე აქ მხოლოდ სამი ლეიბი რომაა?!
_ მე ბავშვთან ერთად დავწვები, მეორეზე ფილიპე დაიძინებს, შენ და ელიანი კი მესამეზე!
_ რაააა?! _ გაგიჟებულმა ფერიმ კაცებს გადახედა.
_ ჰო, რა! განა ერთ საწოლში არ წევხართ ისედაც?! ახლაც ერთ ლოგინში იქნებით... _ ეშმაკურად ჩაიცინა ფილიპემ.
ფერიმ ამაზე ვერაფერი უპასუხა. გემრიელად ივახშმეს. რამდენიმე ხანში ცეცხლიც მინელდა და დასაწოლად მოემზადნენ. ყველამ თავისთვის განკუთვნილ ლეიბს მიაშურა.
ანხელმა მალულად გახედა ფერის, ჩუმად ჩაიცინა და ბავშვთან ერთად დაწვა.
ელიანიც მიუწვა ფერის გვერდით. ქალი მაშინვე გაიწია. კაცი წამოწვა, ქალის სხეული მიიკრა, თან უჩურჩულა: ასე თუ გეშინია ჩემი, ლეიბიდან გადავარდები.
_ ხელი გამიშვი. _ გაღიზიანდა ქალი.
_ დამშვიდდი. მინდა შენი გულის ხმა მესმოდეს! _ გააფრთხილა ქალი და წელზე ხელი მოხვია.
ქალს გული უცნაურად უფართხალებდა. პირველად იყო ასეთ მდგომარეობაში...
კაცი კი ბედნიერი მიკვროდა მის სხეულს და ქალის გულისცემას უსმენდა. მის სხეულს ეხებოდა და კმაყოფილი იყო.
ბოლოს ვეღარ მოითმინა, ფერი თავისკენ შემოატრიალა და მის ყელში ჩარგო თავი.
_ გამიშვიიი... _ თქვა ჩუმად ქალმა.
_ არ შემიძლია... გაუძელი ჩემნაირ მხეცთან წოლას! ხომ ხედავ, მამაშენი მზადაა შვილიშვილი აჩუქო!
_ ელიან! _ დაიჩურჩულა გამწარებით და კაცს ხელი მოუჭირა.
კაცმა უცბად აკოცა ყელზე, ქალიც მოლბა, დადნა და კაცს ხელები შემოხვია.
_ ფერი... მართლა სიმართლე ვთქვი იმ დღეს, მინდა შენგან ბავშვი...
_ კლარასგანაც გინდა და მან გაგიჩინოს!
_ მე შენგან მინდა... მხოლოდ შენგან!
_ კლარა წევს შენთან და მას სთხოვე!
_ დაანებე კლარას თავი და შენზე მესაუბრე! გინდა ჩემგან შვილი თუ არააა?!
_ არააა! _ მოესმა კაცს და ვეღარ მოზომა, მაგრად მოუჭირა ქალს ხელი. მას შეეშინდა და გააკანკალა, რაც კაცმა შენიშნა. ნაზად აკოცა კისერთან, თან უჩურჩულა:
_ ბოდიში ყველა ტკივილისთვის. მითხარი, ფერი, რატომ ვერ შეძელი ჩემი გაგება?
_ ვერც შენ გამიგე! _ მიუგო მკაცრად.
_ მითხარი შენი სიძულვილის მიზეზი! მარტო შენი ცოლად შერთვა რომ არაა, ვხვდები. ვიცი, სხვა მიზეზიც გაქვს! კლარას ვაპატიე ტყუილები... შენც გაგიგებ და გაპატიებ ამ სიძულვილს, ოღონდ მითხარი.
_ მე შენგან საპატიებელი არაფერი მაქვს! _ არ მჭირდები, ელიან! მე შენ არ მჭირდები!
_ სიძევ!.. _ მოესმათ ამ დროს, _ დამშვიდდი... დაო, მიდი ბავშვთან, ჩვენ გავისეირნებთ. _ ანხელი მიუახლოვდა წყვილს, ელიანს ხელი ჩაავლო მხარში, წამოაყენა და ტყისკენ წაიყვანა.
_ ელიან... ფერის სიძულვილი, დრო მოვა, გაივლის და დაავიწყდება. დამიჯერეთ... დაავიწყდება.
_ მაგრამ რომ მიმატოვოს?!
_ არ მიგატოვებთ... მანამ, სანამ შენს სასახლეში ცხოველები და ყვავილები იქნებიან! მას ისინი ძალიან უყვარს.
_ რა უყვარს კიდევ?!
_ ეს თქვენ უნდა იგრძნოთ, ელიან... მის გულს უსმინეთ. მართალია ძნელია მისი მოსმენა, მაგრამ სცადეთ.
_ ფერის სხვა უყვარს?!
_ არაა... ცხოველები და ყვავილები უყვარს... ბავშვები, მოხუცები, ყველა, ვის გულშიც სითბოს ხედავს... დედათქვენში და მამათქვენში ეს დაინახა და ხომ თქვა, მომეწონნენო... მას სითბო უყვარს.
_ მის მიმართ სითბოს გამოვხატავ, ვეხუტები, მაგრამ არც ეს უნდა! ჩემგან არაფერი არ უნდა!
_ აგრძნობინეთ, რომ მას სჭირდებით... ასე შვილს ვერ გაჩუქებთ... მისთვის სიმშვიდე, სითბო, სინაზეა მთავარი. გაიხსენეთ, მას უყვარს რაღაც, რაც თქვენია... გაიხსენეთ მისი სიტყვები...
კაცმა მხარზე გადახვია ხელი და სიძეს გაუღიმა:
_ დრო მიეცით. ის შეგეჩვევათ და გვერდიდან აღარ მოგშორდებათ, დამიჯერეთ... მას თქვენ მოსწონხართ, მაგრამ ამას ჯერ არ აღიარებს... დრო მოვა და გაღიარებთ ქმრად...
***
შუდღისთვის ელაიანმა სიძე და ქალიშვილი საყიდლებზე წაიყვანა. ორივეს აარჩევინა ორ-ორი ხელი ტანსაცმელი და უყიდა. მერე კი რესტორანში შეიყვანა. სადაც მათთვის უკვე გაემზადებინათ მაგიდა. ფერი ბედნიერი იჯდა და ათვალიერებდა ქალაქის ქუჩებს ფანჯრიდან. უცებ მამამისი მიუტრიალდა ორივეს და სთხოვა, მისი ხათრით წყვილს ეცეკვა. ელიანი გახარებული წამოდგა და ქალს ხელი გაუწოდა. პირველად შეაგება ქალმა ხელი და შეახურა... ორივე დარბაზისკენ დაიძრა. ნაზი მელოდიის ხმა ირგვლივ იღვრებოდა, ელი და ფერი ცეკვავდნენ. უცბად დარბაზი მთლიანად განათდა და ყველას მზერა მათკენ მიიმართა. ფერი მიენდო კაცის ძლიერ მოძრაობებს, გული უფრო აუფართხალდა. კაცის მზერა ადუნებდა და არბილებდა ქალის დაუმორჩილებლობას და 20-წლიან მტრობას. ელიმ ქალი მთელ სცენაზე ცეკვით მოატარა, მერე მისი კოცნა მოუნდა და თავი დახარა... ამ დროს სინათლე მოულოდნელად ჩაქრა, დაბნელდა. ამით იხელთა ელიანმა და მშიერივით მისწვდა ქალის ტუჩებს. სინათლე აინთო თუ არა, უცბად მოშორდა ქალის სხეულს და ხელზე ეამბორა ჩურჩულით:
_ ბედნიერი ვარ შენთან ცეკვით... და ბოლო მომენტით! _ შემდეგ ორივენი გაღიმებულები წავიდნენ თავიანთი მაგიდისკენ. ფერის მამა ფეხზე ადგა, ორივეს ჩაეხუტა და შვილს უჩურჩულა კაცის გასაგონად:
_ ბედნიერი ვარ თქვენი ერთად ყოფნით და მადლობა, უარი რომ არ მითხარით.... ელიანმა კაცს გაუღიმა და თვითონაც მადლობა გადაუხა ყველაფრისთვის. ფერი დაჯდა თუ არა, სცენას გადაავლო თვალი და ისევ მის მკლავებში წარმოიდგინა თავი, მერე სევდიანმა დახედა საჭმელს და გაბრაზებული წაეტანა ლუკმას კაცის მკლავებში ასე მოდუნებისა და კოცნის გამო...
სახლში შევიდნენ თუ არა, ელიანმა სიმამრს მადლობა გადაუხადა დღევანდელი დღისთვის და ოთახში ავიდა. როგორც კი ფერიც შემოვიდა, ქალს ხელი სტაცა და მიიზიდა. ფერიმ წამოიკივლა, დასხლტომა სცადა, მაგრამ თავის კაბას გამოედო და იატაკზე დაეცა. ახლა ნაზი თბილი მგრძნობიარე თვალები უმზერდნენ მის სახეს და მისი მზერით გამთბარმა თვითონაც შეხედა კაცს, რომელიც ქალს ქვემოდან მოჰქცეოდა. ელიანი ქალის სიჩუმემ გაათამამა და ისე სწრაფად ამოტრიალდა, ფერი აზრზე ვერ მოვიდა. მხოლოდ კაცის მგრძნობიარე თვალებში იმზირებოდა. სრულიად აღარ ახსოვდა წამის წინ ზემოდან რომ დაეცა კაცს, რომელმაც ხელი შეაშველა. კაცის მზერას ვერ სწყდებოდა და კაცის სითბოდან წამოსულ გრძნობებზე ფიქრობდა. კაცს გაეღიმა:
_ ჩემი აღარ გეშინია... აღარც ყვირიხარ და აღარც გაშვებას ითხოვ, მგონი მოგწონს, ჩემი ტყვე რომ ხარ და ლამაზი ნადავლი... _ თქვა თბილად და უცბად ქალიც გამოფხიზლდა.
_ არ ვარ მე შენი ნადავლი! _ დაიყვირა და გაიბრძოლა. კაცს სიცილი აუტყდა.
ფერიმ მოიშორა კაცი, წამოდგა და თავის საწოლს მიაშურა. დაწვა თუ არა, გაბრაზებული გადაბრუნდა გვერდზე და თვალები მაგრად დახუჭა. კაცის ქცევები გაიხსენა პირველი დღიდან მოყოლებული. ნუთუ ის ჩემი მტერი იყო 20 წელი?! ის ჩემი სასახლის მეპატრონეა! მაინცდამაინც ეს კაცი, რომელმაც პირველი კოცნა მომპარა! რომელმაც ჩემი გულიც წაიღო და ამიფრიალა! მძულს! მძულს და მეზიზღება! უნდა მძულდეს! _ გაიფიქრა და ნელ-ნელა მიეძინა.
ელიანიც მიწვა თავის დივანზე და ფიქრს მისცა თავი...
დილით ყველამ ერთად ისაუზმა. ფერის თითქოს მივიწყებოდა წინა დღის ცეკვა და კაცის კოცნა... იჯდა ბავშვთან ერთად და მხიარულობდა. მერე ძმებთან ერთად ბურთით ითამაშა და როცა დაიღალა, დასასვენებლად სახლში შევიდა. საწოლზე ჩამოჯდა და კიდევ ერთხელ დაფიქრდა ელიანის კოცნაზე. კაბის წვალება დაიწყო. ნუთუ მინდა კიდევ მაკოცოს? არ მინდააა! არააა! არ მინდა მისი არაფერიიი! მხოლოდ ჩემი ელფერის სასახლე მინდა! და მისი ქურდიი?! არააა! არ მინდააა! _ დაუყვირა თავის თავს და ისევ ეზოში გავიდა.
სადილის მერე ფერი და ელიანი დაემშვიდობნენ ოჯახს და გაეშურნენ სასახლისკენ... ელის მოეწონა ფერის მშობლებთან გატარებული დრო და ძმებთან ერთად ისინიც დაპატიჟა თავისთან, მალე გვეწვიეთო.
გზაში ელიანმა თავის ტკივილი მოიმიზეზა და ჰაერზე გადასვლა მოისურვა. ერთ მინდორზე გააჩერა მანქანა და ქალს სთხოვა, ცოტა გავისეირნოთო. ქალმა დაინახა მინდორი და გაეღიმა, თბილად გადაუსვა ყვავილებს ხელი და დასუნა. ელიანი ქალს აკვირდებოდა. გვერდიგვერდ მისეირნობდნენ და ცდილობდნენ არ შემჩნეოდათ არაფერი თავიანთი გრძნობებისა. ქალი მიაბიჯებდა და კაცს არც უყურებდა. რამდენიმე ხანი ასე იარეს...
_ ფერი, მომიყევი როგორი იყო შენი ბავშვობა. ძმები განებივრებდნენ?!
_ კი... _ თქვა ქალმა და გაბრაზებულმა მომუშტა ხელები, როგორც კი წართმეული ბავშვობა გაახსენდა სასახლიდან შორს.
_ სახლი ძალიან ლამაზი გქონია...შენი ოთახიც მოწესრიგებული და ნათელია... მაგრამ პატრონს არ ჰგავს სიმშვიდით...
_ ის სახლი არ მიყვარდა! _ თქვა მკაცრად ქალმა. კაცმა გაკვირვებულმა შეხედა და ქალმაც გააგრძელა, სანამ კითხვას დაუსმევდნენ.
_ პატარა ვიყავი, სახლი რომ შევიცვალეთ... მე მხოლოდ ის ძველი სახლი მიყვარდა... მაგრამ ასე გადაწყვიტა ბედმა, ის სახლი უნდა დამეტოვებინა.
_ ძალიან ცუდიაა... ახლაც გიყვარს ის სახლი?!
_ დიახ!
_ ეს სახლი არ გიყვარს?!
_ ადამიანი ძალით ვერაფერს შეიყვარებს. არც მე შემყვარებია ეს სახლი... მთელი 20 წელი ვიყავი აქ და ვერ შევიყვარე... შენთანაც მთელი 100 წელი რომ ვიყო, არც შენ მეყვარები! _ მოესმა კაცს და ქალს შეხედა თვალებში:
_ თუ ასეა... რას ვიზამთ... ჩვენი გზები გაიყრება... ჩემი დასჯის მერე... ნებას გრთავ. სამუდამოდ დატოვოთ ჩემი სასახლე!_ თქვა კაცმა და მანქანისკენ დაიძრა გაბრაზებული.
გაცოფებული მიჰყვა ქალი, რადგან სასახლიდან აგდებდა კაცი, მაგრამ მანქანაში ჩაჯდა თუ არა, გაიღიმა და თვალი თვალში გაუყარა კაცს:
_ მართალია, ზედმეტი აუცილებლად წავაა! _ თქვა და მანქანაც დაიძრა. ქალი უყურებდა მთვარით განათებულ გარემოს და გულში აგრძელებდა: ზედმეტი კი შენ ხარ და წახვალ! სამუდამოდ წახვალ ჩემი სასახლიდან და ჩემი ცხოვრებიდან! ჩემი ოთახიდან და ჩემი გულიდან, რომელიც არასდროს მიგიღებს!
ბედნიერი იყო რაღაც დოზით, რომ სასახლიდან მტერს გააგდებდა და თვითონ მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას იქ, სადაც შეწყვიტა... მაგრამ არა 5 წლისა, არამედ უკვე 26 წლისა... ორივეს თვალებში სევდა და ტკივილი სუფევდა, მაგრამ არცერთმა არ იცოდა, რომ წინასწარ განზრახული ან ჩაფიქრებული, რომელიც ადამიანს უტრიალებს, ყოველთვის ზუსტად ისე არ ხდება, როგორც გონებაში უფიქრია... მხოლოდ ბედისწერამ და ამ ბედისწერის დამწერმა იცოდა მათი შეხვედრის და განშორების გზები... მათი ყოველი მუქარა, რომელიც ტკივილით იყო წარმოთქმული, შეიძლება სხვანაირად შესრულებულიყო იმ სასახლეში...
ისეთი სავსე იყო მთვარე, თითქოს ბურთად გადაიქცაო. ფერის გაეღიმა და ღრუბლებს გააყოლა მზერა, რომელშიც სხვადასხვა ფიგურას ხედავდა და ახალისებდა...
ამასობაში სასახლემდე მიაღწიეს. ფერი უსიტყვოდ გადმოვიდა მანქანიდან და ამაყად დაიძრა თავისი ოთახისკენ. არც კი უვახშმია, ისე დაწვა დასაძინებლად...
მეორე დილით ფერიმ სასტუმროდ ორი ოთახი გაამზადა, ანხელაც ეხმარებოდა, და ბედნიერმა შემოკრა ტაში. ავეჯს გადაუსვა ხელი და იქვე ჩამოჯდა.
ჩემი ძმები... ისევ აქ იქნებიან აქ... _ იღიმოდა და აივანზე დასეირნობდა. მერე ბედნიერი დაბზრიალდა და ახალამოსულ მზეს ახედა.

ელიმ აივანზე იპოვა ფერი, რომელსაც თავი მაღლა აეწია და ცას გასცქეროდა.
_ არ დაგეღალა ეს ლამაზი კისერი?! წამოწექი და ისე უყურე..._ გაიგონა ქალმა და უცბად დასწია თავი.
_ არ დავღლილვარ... _ თქვა რბილად და კარისკენ წავიდა.
_ თავი მტკივა ისევ... მომიმზადებ შენ რომ იცი იმ წამალს?!
_ კარგი. _ მშვიდად დაეთანხმა და სამზარეულოსკენ დაიძრა.
წვენი გამოწურა და ქმარს აივანზე გაუტანა.
_ ქარია... აქ უფრო აგტკივდება თავი... ოთახში შეხვიდე, ჯობია, _ უთხრა და წვენი მიაწოდა. კაცმა მადლობა გადაუხადა, წვენი გამოართვა და ოთახისკენ დაიძრა.
საუზმეზე კლარა და კამილაც იყვნენ. როცა ჭამა დაამთავრა, ფერიმ მადლობა გადაუხადა დედამთილს და საჯინიბოში გავიდა სპილოებისა და ცხენების მოსანახულებლად. კლარას არც ამჯერად გამოპარვია კაცის მზერა კარში გასული ქალისადმი და უფრო აევსო გული შურისძიებით...
ცოტა ხანს ესაუბრა ფაბის, მერე ცხენი გამოიყვანა და სასახლიდან გავიდა. მინდორში მიაჭენებდა ცხენს ბედნიერი, გაშლილ თმას ქარი ურხევდა. ბოლოს მდინარესთან ჩამოქვეითდა. ცხენს პეშვით შეასხა წყალი, რამდენიმეჯერ აკოცა და გავაზე მოუთათუნა ხელი. უცებ თავის ბეჭედს მოჰკრა თვალი და ჩაეღიმა: მალე დაგემშვიდობები, ბეჭედო! შენ ყველაზე დიდი საჩუქარი გამიმზადე, ისეთი როგორც ჩემი სასახლეა, მაგრამ მე მარტო ჩემი სასახლე მინდა! _ თქვა ეს და იქვე მიწაზე დაჯდა.
როცა ფერი სასახლიდან გავიდა, ელიანი შეუმჩნევლად გაჰყვა უკან და ახლა შორიდან უთვალთვალებდა. კაცი მის სახეს თვალს არ აშორებდა, ფიქრებით სავსე სევდიანი უცქეროდა ქალს... ნუთუ ასე ძლიერ უხარია ჩემგან წასვლა და ჩემი მიტოვება? ნუთუ სულ არაფერში დავჭირდები? უეცრად რაღაც შეამჩნია, სწრაფად ჩამოქვეითდა და ქალს დაუყვირა:
_ ფერიიიი! დაიხარეეეე! ცხენს მოეფარეეე! _ დაბნეული ქალი ინსტინქტურად ამოეფარა ცხენს. კაცი კი მაშინვე ამხედრდა ცხენზე და უჩინარ მხედარს გაეკიდა, რომელმაც წეღან ფერი კინაღამ გადათელა. თუმცა ვერ დაეწია და უკან მობრუნდა. ქალისკენ გაექანა, ხელები მოხვია და ცხენზე შეისვა.
_ დამშვიდდი, ფერი... შენ არაფერი მოგივა, მე შენთან ვარ... _ მოესმა ქალს და უცბად გაიბრძოლა, კაცისგან დასხლტომა სცადა, თან გაცოფებული ყვიროდა:
_ ჩემი მოკვლა მხოლოდ შენ გენდომებოდა, მეტს არავის!
_ ფერი, რას ამბობ! _ კაცმა თვალებში ჩახედა: _ მე შენ არაფერს დაგიშავებ! არასდროს! _ მერე ქალი ცხენზე ძალით შესვა. ქალის ყვირილს პასუხს არ სცემდა.
სასახლეს მიუახლოვდნენ თუ არა, ქალს მაშინვე ააფარა პირზე ხელი და ხმამაღლა უთხრა:
_ შენი ძმები გვესტუმრნენ და შენთან ამის სათქმელად წამოვედი! მერე ის ვიღაც გამოჩნდა! ახლა დამშვიდდი და წყნარად მოიქეცი, როგორც ბედნიერი ქალი, რომელიც მალე დააღწევს ჩემს ტყვეობას თავს და რამდენიმე კვირაში სრულიად თავისუფალი იქნება! როგორც კი სასჯელს მივიღებ, შეგიძლია შენი გზით წახვიდე! _ თქვა და ქალს ხელი გაუშვა.
ხელებგაშლილი ქალი გახარებული გაიქცა ძმებისკენ. მათკენ მირბოდა და აღარაფერი აღარ ადარდებდა. ელიანი კი ქალს გასცქეროდა, რომელიც გახარებული ეხუტებოდა ძმებს, ბედნიერებით იყო სავსე და სრულიად არ თამაშობდა ამ ბედნიერებას.
მცირე დასვენების შემდეგ ფერიმ ფაბის შეახვედრა ძმები. ფილიპემ და ანხელმა მისი ნახვით ძალიან გაიხარეს. მერე ცხენები შეკაზმეს და სასეირნოდ გაემართნენ ყველანი ერთად.
ფერი, ფაბი და ფილიპე ჩამწკრივებულები იყვნენ ჩანჩქერთან და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
_ რას აპირებენ?! _ იკითხა კაცმა, ცხენი გააჩერა და ანხელს შეხედა.
_ წყალში ჩახტომას! _ მოესმა კაცს და დაიყვირა:
_ რააა?! _ იყვირა ელიმ და გასაქცევად მოემზადა, მაგრამ ანხელმა გააჩერა.
_ ფერის უყვარს წყალი...
მაგრამ ელიანს გაახსენდა ფერის ჩანჩქერში გადავარდნა და მათკენ გაიქცა, თუმცა ფერი უკვე წყალში იყო დანარჩენებთან ერთად.
კაცმა გადახედა ზემოდან და დაინახა თუ არა ქალი წყალში მშვიდად მოცურავე, ამოისუნთქა. ქალი ძმასთან და ფაბისთან ერთად ცურავდა და იცინოდა.
_ ელიან... კარგად ხარ?! _ ანხელმა კაცს გახედა, რომელიც გაკვირვებული და გაოგნებული იყურებოდა ძირს.
_ ფერიმ ცურვა იცის?!
_ კი! რა იყო?!
_ მეგონა არ იცოდა და აქედან გადახტომის შეეშინდებოდა.
_ სიმაღლის არ ეშინია, თუ ქვემოთ წყალი ეგულება! _ თქვა კაცმა და გაიცინა, _ დამშვიდდი, ხომ ხედავ, კარგად არის და არაფერი მოსვლია... ნუ ნერვიულობ.
როცა ფერი წყლიდან ამოვიდა, ელი გვერდით დაუდგა და უთხრა:
_ ვიცი, რომ მომატყუე მაშინ ჩანჩქერთან და ცურვა იცი!
ფერიმ ვერაფერი უპასუხა. ელიანი ნაწყენი გატრიალდა.
_ მე შენ არ მჭირდები! _ მიაძახა ქალმა.
_ არც მე მჭირდები! არ მჭირდება შენისთანა ქალი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია! _ დაიყვირა კაცმა და ნაბიჯს აუჩქარა.
ფერიმ თვალები დახუჭა: მე ის არ შემყვარებიააა! არ შემყვარებიაააა... მისი შეყვარების უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ... ვერც შანსს მივცემ ჩემს თავს... მას კლარა უყვარდა... ის პირველი იყო, ვინც უყვარდა... არ შემიძლია ვიყო მეორე... არ შემიძლიაა... _ თვალებიდან ცრემლები მოსწყდა და ელის დაედევნა.
_ ჩანჩქერთან წავიდეთ... _ დაეწია კაცს და ჩუმად უთხრა. ორივენი ერთ ცხენზე ამხედრდნენ. ქალი მის მკერდს ეხებოდა და სხეული უთბებოდა მის შეხებაზე. კაცი ბოლოჯერ იკრავდა ქალის სხეულს და სევდიანი მიაჭენებდა ცხენს. როგორც კი ჩანჩქერთან მდგარ სამეულს მიუახლოვდნენ, ფერიმ გაიღიმა და ელიანმაც გაიცინა. მერე ყველანი ჭენებით დაიძრნენ სასახლისკენ...

ყველანი სადილს მიუსხდნენ. ფერი გახარებული გადახედავდა ხოლმე ძმებს და უღიმოდა. ელიანს მისი გაღიმებული ბაგეების დანახვისას მათი კოცნა ახსენდებოდა და იმავეს გამეორება სურდა... მასზე ფიქრებში ჩაიძირა და აღარაფერი ესმოდა ქალის სიცილის გარდა. ფერიმ ფილიპეს თვალებს გააყოლა მზერა და ალმას შეეფეთა. ისევ ძმას გადახედა, რომელიც ქალს უყურებდა. ფერის გაუკვირდა ძმის ასეთი დაინტერესება და დაბნეული წვენს ისე დაეწაფა, დაახველა და დააქცია კიდევაც. უცბად წამოხტა ზეზე და ბოდიშის მოხდისთანავე დატოვა სამზარეულო. გაკვირვებული ბოლთას სცემდა და ფილიპეზე ფიქრობდა. პირველად შეამჩნია მისი ასეთი ინტერესი სხვა ქალისადმი, მის გამჭოლ თვალებს იხსენებდა და ეღიმებოდა. უცებ იგრძნო, კაბა სველი რომ ჰქონდა და კარადას მიუახლოვდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. კარს ხელი წაავლო და ვერ გააღო. რამდენიმეჯერ დაეჯაჯგურა და გაბრაზებულმა დაიხია უკან. ესღაა მაკლდაო, დაიყვირა და ამ დროს ელიანი შემოვიდა.
_ რა მოხდა?! _ იკითხა კაცმა და ფერიმაც გარდერობს მიაშვირა თითი:
_ არ იღება!
_ არ უნდა ეს კაბა გაიხადო! _ გაეცინა კაცს.
ქალმა გაკვირვებულმა ახედა და მიტრიალდა თუ არა, მისი შეხება იგრძნო. ელიმ ქალი კარადისკენ გასწია ისე, რომ ფერი გარდერობსა და კაცს შუა აღმოჩნდა. კაცმა ისე ძლიერად მოიქნია ხელი გამოსაღებად, ქალმა უცბად დაიხია უკან და კაცის სხეულს შეასკდა. მის მკერდს ზურგით დაეჯახა და კაცმაც უცბად მოიმწყვდია მკლავებში. ფერი უცბად სამყაროს მოსწყდა, გული აუფრიალდა და მისი ხელების შეხებაზე მოდუნდა. კაცმა უფრო მჭიდროდ ჩაიხუტა, თვალდახუჭულმა ღრმად ჩაისუნთქა ქალის სურნელი და უცბად გაშორდა. ქალიც წამში გამოფხიზლდა, წაბორძიკდა, მაგრამ თავი შეიმაგრა. გაუკვირდა კაცის ასეთი საქციელი. ელის გააყოლა მზერა, როცა კაცმა ოთახი დატოვა. ფერიმ კაბა გაიხადა და გაბრაზებულმა დააგდო ძირს.
მწვანე კაბა ჩაიცვა და ეზოში ჩავიდა, რათა ძმებთან ერთად ღამე გაესეირნა. ძმები მის გვერდით მიაბიჯებდნენ, იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ, ფერი კი ჩუმად მიჰყვებოდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს ნაპირამდე ჩავიდნენ და ქალს იქ დაემშვიდობნენ, რადგან ელიანი დაინახეს. ანხელმა სიძეს მიმართა:
_ ჩვენ წავალთ, შენ გაბარებთ!
ფერიმ იყვირა:
_ თქვენ სად მიდიხართ?! აკი ერთად უნდა გაგვესეირნა?!
_ ჭკვიანად იყავი, ფერი... _ დაარიგა და ორივე ძმამ და სიცილით გაეცალნენ.
კლარა კი მშვიდად იწვა თავის ლოგინში და ძილს მისცემოდა, რადგან იცოდა, რომ ფერი ძმებთან ერთად იყო და სულ არ ეშინოდა ელის დაკარგვის...
ელიანმა ორი ფარანიი აანთო და ქალს ხელი გაუწოდა, რათა ნავში ჩამსხდარიყვნენ. პატარა გრძელი ნავი იყო, რბილი და ლამაზი დასაჯდომებით.
ქალი რბილად დაჯდა და კაციც მის წინ მოთავსდა. დინებას ნავი თავის ნებაზე მიჰყავდა. ფარნები გარემოს ანათებდნენ და მთვარის შუქს სიძლიერეს ანიჭებდნენ.
_ აბა, მოიფიქრე ჩემი სასჯელი?!
_ მზად ხარ გაიგო?!
კაცმა თავი დაუქნია და ქალის სახეს დააკვირდა, რომელიც ისევ გაბრაზებული უცქეროდა.
_ კალისტოს სახლში უნდა დარჩე, როგორც მუშა, რომელსაც ღარიბული სამოსი ეცმევა, ღარიბული ოთახი ექნება და სულ ცოტა საჭმელი! მათთან იმუშავებ და გააკეთებ, რასაც დაგავალებენ! მათთან მიხვალ თხოვნით, რომ შეგიფარონ და გამუშაონ! ერთი კვირა იმუშავებ გადაცმული, ისე, რომ არავის ეცოდინება ვინ ხარ! მიიღებ ამ სასჯელს?!
_ ვიღებ..._ თქვა კაცმა და ფეხზე წამოდგა. ქალი გაკვირვებული შეაცქერდა. რატომ დათანხმდა, თუ სპილო მას არ მოუკლავს? ტყუილად რატომ ისჯის თავს?
_ აქედან რომ წახვალ, რას იზამ, ფერი?! _ ჩაესმა ელის ხმა.
_ სპილოებს წავიყვან...
_ ისინი შენია, შეგიძლია წაიყვანო. სხვას რას იზამ იმ სახლში, რომელიც არ გიყვარს?!
_ აქამდე როგორც ვცხოვრობდი, ისე ვიცხოვრებ, სახლის საქმეებით და ჩემს სპილოებთან.
_ ცხენი მოგენატრება?!
_ კი.
_ გინდა წაიყვანო?!
_ არა...
_ მე გაგახსენდები?!
_ ალბათ!
_ და შორიდანაც გეძულები?!
_ ალბათ!
კაცმა მძიმედ ამოიხვნეშა და ქალისკენ ახლოს მიიწია. ხელი წაავლო და თავის ხელში მოიქცია:
_ ფერი... მითხარი რა გინდააა?! არაფერი გინდა ჩემგან?!
_ არა... რა უნდა მინდოდეს?!
_ ის, რასაც გაიძახი, ჩემიაო სასახლე, გლიცენია, ცხენი, სპილო!
_ შენი ნაჩუქარი არაფერი მინდა! ამ ბეჭედსაც დაგიბრუნებ უკან!
კაცს გული დასწყდა, ქალის ბეჭდიან ხელს აკოცა და უჩურჩულა:
_ ეს მუდამ შენი იქნება და შეგიძლია დაიტოვო. ატარებ ამ ბეჭედს თუ სადმე გარდერობში ჩაკეტავ?!
_ სადმე გადავაგდებ!
_ ქმარივით!
ქალს გაეცინა და ცას ახედა:
_ შენ ჩემი ქმარი არ ხარ!
_ აბა ვინ ვიყავი ეს პერიოდი?!
_ არავინ.... _ უპასუხა და კაცის შეხებისაგან გამოწვეული სიმხურვალე გაახსენდა, რომელიც გულში კვლავაც ჩარჩენოდა. კაცს ფერის ხელი ისევ ხელში ეჭირა და მის თითებს დასცქეროდა:
_ ვწუხვარ, ფერი... ბოდიშს გიხდი ყველაფრის გამო, რაც დაგიშავე...
_ სამწუხაროა, რომ ჩემი პირველი კოცნა შენ გერგო!
_ ფერიიიიიი... ფერიიიი... _ თქვა კაცმა და უცბად მიიკრა ქალის სხეული ისე, რომ მანაც გაუაზრებლად მოხვია ხელები. კაცმა დამწუხრებულმა უჩურჩულა: _ ვწუხვარ, რომ ბედნიერებას ვერ გრძნობ ჩემთან ყოფნით. მითხარი, ვინმე გყვარებია?!
_ ჯერ არა! _ თქვა გაღიმებულმა.
_ ასეთ ლამაზ ქალს, 26 წლისას რატომ არავისთვის გიკოცნია აქამდე? თუ სხვასთანაც ასეთი მტრული და უხეში დამოკიდებულება გქონდა?!
_ კიიი! ჯერ პატარა ვარ!
კაცს გაეცინა:
_ 26 წლის პატარა?! როცა გეუბნებიან, პატარა ხარო, დიდი ვარო, ამბობ. უჩემოდ ბედნიერი იქნები?!
_ ჰო. შენ არა?! სრულიად თავისუფალი იქნები ერთადერთ ქალთან, თუ კიდევ ვინმეს არ დაატყვევებ!
_ მე მხოლოდ შენნაირი ნადავლი დამაინტერესებს!
_ ქალაქელი გოგოები?!
_ ისინი არ მაინტერესებს!
_ რატომ?! ძალიან ლამაზები, ჭკვიანები და დამჯერი არიან!
_ შენნაირი ტყვე უფრო მომწონს.
_ და შენთან რა უნდა გავაკეთო?! ან რა უნდა გამეკეთებინა?! ბავშვები?!
_ ბავშვები... სიყვარულით.
_ მე მყავს უკვე ბავშვი, დამიანი...
_ მას შენთან დაიტოვებ?!
_ აბა რა, ის ხომ ჩემი ბიჭია უკვე!
_ რა ადვილად შეგიყვარდა... ერთ დღეში...
_ ის მიტოვებული ბიჭუნაა, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა.
_ მე რომ ვყოფილიყავი პატარა, მაშინ რას იზამდი?!
_ შენც გიშვილებდი! _ თქვა ქალმა და გადაიხარხარა.
_ გამოდის, უნდა ვინანო დიდი რომ ვარ?! _ გაეცინა კაცს, _ როგორ ეფერები ხოლმე დამიანს, ზღაპრებს უყვები, თამაშობ.
_ ის ბავშვია, მასზე ეჭვიანობ?!
_ ცოტას კი... მან თავი შეგაყვარა, მე კი ვერა...
კაცმა უცბად შუქი შენიშნა ნაპირზე და გაჩუმდა, მერე ნაპირისკენ წაიყვანა ნავი.
_ ბოდიში, მაგრამ სახლში გელოდებიან! _ თქვა მოსამსახურე კაცმა.
_ რამე მოხდა?!
_ დიახ! ქალბატონ ფერის მშობლები ჩამოვიდნენ!
_ დედა და მამა ჩამოვიდა ბავშვით... _ იყვირა ქალმა და გახარებული გადმოხტა ნავიდან. მაშინვე გაიქცა, კაციც უკან მიჰყვა და რამდენიმე ხანში ერთად შევიდნენ სასახლეში.
_ შვილო... ბატონო ელიან... ბოდიშს გიხდით ასე უცაბედი ჩამოსვლისთვის... მაგრამ ფელისიამ დაიჟინა და უარი ვერ ვუთხარი...
_ არა უშავს, ბატონო ელაიან... მიხარია თქვენი ჩამოსვლა... _ ერთმანეთი მოიკითხეს და მაშინვე დიდ დარბაზში გაშალეს სუფრა.
ელიანი კლარასა და ფერის შუაში იჯდა. მათ პირდაპირ _ ძმები და ბავშვი, მაგიდის თავში კი მშობლები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ...
სადილის შემდეგ ელაიანი და ელიანი ერთად წამოდგნენ და კაბინეტისკენ დაიძრნენ. რამდენიმე ხელი ჭადრაკი ითამაშეს და საუბარშიც გაატარეს დრო. ელიმ ფანჯარაში გაიხედა და ელაიანმაც მის მზერას მიაყოლა თვალი. ფერი დამიანს ეთამაშობოდა, თან ღიმილით სავსე უცქერდა ძმებს და ფაბის ელოდებოდა, სპილოს როდის გამოიყვანდა. ელაიანი სიძეს მიუბრუნდა:
_ რას ფიქრობთ ჩემს შვილზე?!
_ ძალიან თავნებაა... მაგრამ საოცრად მხიარული და ისე გაზრდილი, რომ მომწონს... _ თქვა პირდაპირ და გააგრძელა:_ მომწონს მისი ღიმილიც და სიუხეშეც, მისი ზიზღიც და სიძულვილიც, დაბნეულობაც და სიმორცხვეც... ვაღიარებ, კარგი არჩევანი გავაკეთე.
_ მეც ვფიქრობ, რომ მისთვის კარგი რჩეული იქნებით... მართალია უხეშია თქვენდამი, მაგრამ თავისებური ხასიათი აქვს... თბილიცაა და კეთილიც... უყვარს ბუნება და მის გარშემო ყველაფერი.
_ ფერიმ მითხრა, არ მიყვარს სახლი, სადაც 20 წელი ვიცხოვრეო... ამაზე თქვენ რას იტყვით?!
_ ყველამ ვიცით, რომ არ უყვარდა... ეს, შვილო, მისი გულია და მას შეუძლია შეიყვაროს ან არ შეიყვაროს. მან ვერ შეიყვარა ის სახლი, მაგრამ იქ ჩვენთან ერთად იყო და ცდილობდა ბედნიერი ყოფილიყო.
_ როგორ გგონიათ, რატომ ვძულვარ?!
_ ძალიან უცბად მოუხდა სახლიდან წამოსვლა, ისე, რომ ვერც გაიაზრა... როცა ახლანდელ სახლში გადავედით, ახალი გარემო, ახალი მეგობრები გაუჩნდა, მაგრამ მაინც ბავშვობის მეგობრები ენატრებოდა... ვერ შეეგუა იმ ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა... არავინ ჰყვარებია ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების გარდა... მისთვის ჯერ ძალიან ძნელია კაცის სიყვარული... ჯერ არც კი იცის ამ გრძნობების შესახებ არაფერი...
_ მასზე ამდენი საიდან იცით?! თვითონ გიყვებოდათ?! _ გაუკვირდა კაცს და სიმამრს გადახედა.
_ მე ყველაფერი ვიცი მასზეც და მის ქცევებზეც, რათქმა უნდა, ცოლისგან.
_ არავინ უყვარდა ამდენი ხნის განმავლობაში?! ეს წარმოუდგენელია. ცუდად არ გამიგოთ, ახლანდელი გოგოები ქალაქში არიან თუ მის გარეუბანში, მაინც პოულობენ სატრფოს.
_ მე შენ არ გგავარ! _ გაისმა უცებ ფერის ხმა. ორივე კაცი წამოდგა და მისკენ გაიხედეს. _ თუ რამე გაინტერესებს ჩემს წარსულზე, მე მკითხე, მამაჩემს ნუ მოუწყობ დაკითხვებს!
_ ფერი, მე... _ დაიბნა ელიანი, მაგრამ ქალმა არ აცალა.
_ მე შენ არ გგავარ და არც დაგემსგავსები! მე ჩემი პრინციპები მაქვს სიყვარულში! და როცა ამ პრინციპებს არღვევენ, ჩემგან სიყვარულს ვერ მიიღებენ!
_ და მე რა დავარღვიე შენთან, ფერი?!
_ ცოლიანი ან საყვარლებით გარემოცული კაცები არ მაინტერესებდა არც ადრე და არც ახლა!
_ ყველა კაცს აქვს წარსული... _ თავი იმართლა ქმარმა.
_ მე შენი წარსული ან მომავალი არ მაინტერესებს!
_ ფერი, კმარა, შვილო!.. _ მოესმა მამის ხმა და ფერიმ მამას გახედა. მერე გააღო კარი, ეზოში გავარდა და მყარი ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს ხეებს შორის.
ეს მხეცი! მხეცი! ახლა ისიც აინტერესებს, რატომ არავის ვხვდებოდი! იმიტომ, რომ არავინ მაინტერესებდა! მხოლოდ შენ მაინტერესებდი, ჩემი მტერი! რომელმაც სული და გული ისე წამართვა, რომ სხვისთვის აღარც კი დამიტოვა სხვა გრძნობა! ჩემი სასახლე ჩემია! ჩემი და არა შენი! შენ ელფერის სასახლის ქურდი ხარ და დარჩები! ჩემთვის კი ვერავინ გახდები! _ ელაპარაკებოდა თავის თავს.
ელიანმა ელაიანს შეხედა, როცა კაცმა შვილის გამო მოუბოდიშა. ელი ახლოს მივიდა სიმამრთან და მხარზე ხელი დაადო:
_ არაუშავს... მომწონს მისი თავნებობა და პირდაპირობა... მახარებს ის, რომ არავის ხვდებოდა და არავინ აინტერესებდა... _ თქვა და ჩაფიქრებული გაემართა თავისი ოთახისკენ...
უკან მობრუნებულმა ფერიმ დედას მიაშურა, ჩაეხუტა და მის კალთაში ჩადო თავი...
_ ელიანი ძალიან თბილად გიყურებდა და გათვალიერებდა. შენ კი მის ხელს ჩაკიდებული მხიარულად მიირხეოდი... _ აღნიშნა ფელისიამ.
ფერიმ გულს მიუგდო ყური, რომელიც კაცის სახელის გაგონებისთანავე აუფორიაქდა ისე, რომ სუნთქვა უჭირდა! უცბად წამოსწია თავი და დედას შეხედა:
_ დედა, შენ ფიქრობ, რომ ის კაცი შემეფერება?!
_ რას უწუნებ, ფერი...წარსული დაივიწყე და ისე დაფიქრდი, რა აქვს დასაწუნი?! სხვა ქალი გვერდში?! კარგად იცი, მე და მამაშენს არ გვინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ ასე გამოვიდა. შენ უნდა გაიგო, ის შენთვის რას წარმოადგენს და კარგად დაფიქრდე!
_ და თუ ჩემთვის არც მტერია და არც არავინ, მაშინ?!
_ მაშინ შეგიძლია სახლში დაბრუნდე, შვილო... ხომ იცი, მამაც და მეც აუცილებლად მიგიღებთ უკან.
_ ხალხმა რომ თქვას რამე?!
_ შენ იყავი მშვიდად შენს წარსულსა და აწმყოსთან. ესაა მთავარი...
_ დედა, მე მასთან არ ვყოფილვარ... მხოლოდ კოცნა მაკავშირებს, მაგრამ არ ვიცი მის კოცნას ავყვე თუ არა... _ თქვა ჩუმად და დედას ისევ ჩაუდო თავი კალთაში. ქალი მის ნოტიო თმას მოეფერა და სახეზე აკოცა:
_ რას გრძნობ მისი კოცნისას?!
_ არ მინდა ამაზე ხმამაღლა საუბარი... _ დაიჩურჩულა.
_ ფერი, ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ ან სამუდამოდ, ან რაღაც დროის განმავლობაში! შენ უნდა დაივიწყო ის 20-წლიანი ტკივილი და ცხოვრება განაგრძო! ეს შენია თუ სხვისია, ამას უნდა შეეგუო და თავს ბედნიერების უფლება მისცე... ან მასთან ან სხვასთან!
_ დედააა... არ მინდაა არ მინდა ვიყო მეორე! მე ის არ მჭირდება! _ ფერიმ დედამისს აკოცა და გავიდა...
ძმებს დაუძახა, ცხენზე ამხედრდა და მათთან ერთად ჩანჩქერისკენ გააქანა ცხენი.
ფერი საიდუმლო გვირაბში ჩავიდა და ძმებიც უკან მიჰყვნენ.
მისი ოთახი ნახეს და აღფრთოვანდნენ. ფილიპე დას ჩაეხუტა:
_ რა ლამაზი ოთახი მოგიწყვია, ფერიიი... აქ იძინებ ხოლმე?!
ფერიმ თავი დააქნია.
_ დაგისუფთავებიაა და გაგილამაზებია აქაურობა. _ მოუწონა ანხელმა და დას მიაშტერდა: _ როდემდე აპირებ იცხოვრო წარსულით და ამის გამო ჩაკეტო მომავალი?!
_ მომავალი ის მხეცი არაა!
_ მე ასე არ ვფიქრობ! კარგი კაცია, მუშაობაც იცის და შრომის ფასიც, კარგი სიძეა, სიმპათიური და ძლიერი! უკვე დიდი ხარ, 26 წლის, მორჩი მაგ წარსულის ისტორიის დრამატიზებას და შურისძიებაზე ფიქრს! უნდა განთავისუფლდე და მოეშვაა, ჩვენ სიძე მოგვწონს! ხომ ასეა, ძმაო?! _ გადახედა ძმას და მანაც დაუდასტურა.
_ მე მაინც არ მჭირდება ის კაციი! _ თქვა ფერიმ და თავი ჩაღუნა.
_ ნუთუ არ დაიღალე ამ სისულელეებით?! უბრალოდ, ადექი და ელიანს დააკვირდი! მას მოსწონხარ, შენ კიდევ მარტო ზიზღსა და სიძულვილს იმეტებ მისთვის!
_ არ მომწონს ეს კაცი მეეე! _ დაუყვირა ფერიმ ძმას და გვირაბისკენ გავარდა. ძმებიც უკან მიჰყვნენ. ანხელმა დას ხელი ჩასჭიდა და თვალებში ჩახედა:
_ მაინც რატომ არ მოგწონს?! ეს სასახლე რომ მისი იყო ამდენი წელი, მხოლოდ ამის გამო?!
_ იმიტომ, რომ არ მომწონს! არც მომეწონება სხვისი კაცი! არასდროს მომწონებია!
_ ფერი, შენ ერთი რამ დაგავიწყდა! ამ 20-წლიანი ტკივილის გამო არცერთი საყვედური, არცერთი ბრალდება ან რაიმე მსგავსი არ გითქვამს ელიანისთვის! ამდენი ხანი ერთხელაც არ გისაყვედურია ამ სასახლის გამო! მხოლოდ მძულხარ და მეზიზღების გარდა არაფერი გაგიმეტებია სათქმელად! მაშინ როცა 20 წელიწადი ამ ტკივილს ატარებდი! დაფიქრდი რატომ არ გისაყვედურია და რატომ არ გაგიმხელია მისთვის! შეგეძლო გეთქვა, თუ რატომ გძულს და გეზიზღება! ეს რომ გეთქვა, ის გაიგებდა შენი სიძულვილის მიზეზს, რაც გაანადგურებდა და მოკლავდა! მაგრამ შენ ის არც გაგინადგურებია და არც მოგიკლავს! 20 წელი გეზიზღებოდა კაცი, რომელმაც ეს სასახლე დაიკავა, მაგრამ არ იცოდი ვინ იყო, ისე გძულდა! შენ მის წინ იდექი, მაგრამ ერთხელაც არ გისაყვედურია მისთვის! დაფიქრდი რატომ არ უთხრი სიმართლე! რატომ არ გააკეთე ეს!
გაბრაზებულმა ფერიმ ხელი გაიქნია, ძმა ჩამოიშორა და უცბად გავარდა გვირაბიდან...
ელიანს გაეღვიძა, ბავშვი ლოგინზე წამომჯდარიყო. მაშინვე ხელი მოჰკიდა, მოეფერა და ერთად დაიძრნენ ეზოსკენ. კარგა ხანს ითამაშეს. კაცი ბავშვს ჰაერში აბურთავებდა და მის სიცილზე თვითონაც მხიარულდებოდა. მათი სიცილის ხმა ქალს მოესმა, რომელიც ამ დროს ეზოში შემოსულიყო. გულში კიდევ ერთხელ შეერხა რაღაც, აღტაცებული უცქერდა კაცს და მის ღიმილიან სახეს აკვირდებოდა. მოულოდნელად მისი კოცნა გაახსენდა და იგრძნო, რომ კიდევ უნდოდა. ამის გააზრებაზე უცბად მოიწყინა. _ ნუთუ მინდა? ნუთუ ის მინდა და მჭირდება?!!! _შეუძახა თავის გულს და ახლაღა დაფიქრდა, რომ თავის 20-წლიან ტკივილზე მისთვის მართლაც ერთხელაც არ უსაყვედურია. გაბრაზებულმა მიარტყა ხელი ხეს და მაგრად მოუჭირა კაბას ხელი:
_ ნუთუ დანახვისთანავე, როცა გულში რაღაც უცხო ვიგრძენი, მაშინ მომეწონა? _ დასევდიანებულმა ამოიოხრა და თავი დახარა.
_ მე ის არ მიყვარს! არ მიყვარს! _ გაეჯიბრა თავის გულს და ცხენებისკენ გაემართა. ცხენს ხელი გადაუსვა და ახლა მას შეეკითხა:
_ მე ის მომწონს?! შენც მოგწონს?!. ალბათ მოგწონს! იქნებ არაა ცუდი ადამიანი და ამიტომ მოგწონს! მაგრამ მას სხვა ქალი ჰყავს! ეს არ შემიძლია... არ შემიძლია ვიყო მეორე ან სხვისი ადგილის დამკავებელი... _ ცოტა ხანს ცხენს ეფერა და საჯინიბოდან გამოვიდა. კაცი უკვე აღარსად ჩანდა, ბავშვი კი იქვე დაინახა გლიცენიის ხეებთან და მაშინვე მისკენ დაიძრა. ბავშვს აკოცა და ჩაეხუტა. პირველად იგრძნო კაცის სურნელი ასეთი გრძნობით და ფიქრების განდევნა სცადა. მოუნდა დამიანთან ერთად ნავით გასეირნება, მაგრამ ჩასხდნენ თუ არა ნავში, ელიანიც დაბარებულივით მათთან გაჩნდა. ქალი უცბად შეხტა, ჟრუანტელმა დაუარა ტანში, როგორც კი იგრძნო მისი ხელიდან წამოსული სითბო, სწრაფად მოტრიალდა და სანამ რაიმეს იტყოდა, კაცმა დაასწრო, მეც თქვენთან ერთად გავისეირნებო. გადავიდა თუ არა მათთან, ნავი უცებ აქანავდა, შეშინებულმა ფერიმ კაცს მხრებში ჩაავლო ხელი და მიეხუტა კიდევაც. ორივემ ერთმანეთის თვალებში ჩაიხედეს და ჩაიძირნენ მათში. სრულიად გადაავიწყდათ ბავშვი. კაცმა ქალს ხელები მოხვია. ქალი კაცის სახის ყველა ნაკვთს უცქერდა და აკვირდებოდა. ღიმილი დაეფინა სახეზე და სრულიად მიავიწყდა ყველაფერი. კაცმა ხელი ძლიერად მოხვია წელზე და ქალის ტუჩებს დაეწაფა, თან უჩურჩულა:
_ საოცრად მაბედნიერებს შენი ღიმილი და გარემოში შენი გაფანტული სურნელი, შენი სიცილის მომაჯადოებელი ხმა. _ ქალს ისევ აკოცა და გაუშვა. ქალი მაშინვე ბავშვისკენ გაქანდა, რომელიც ღამეს გასცქეროდა.
ელიანმა ბავშვის გვერდით მოიკალათა:
_ დამიანი, მომიყევი, რა იცი შენზე ან შენს მშობლებზე?!
_ მეეე... არ ვიცი ისინი... არ მახსოვს... მხოლოდ პატარა ნავი მახსოვს... წყლის ზედაპირზე მოცურავე ყვავილები... მეტი არაფერი... _ თქვა ჩუმად. კაცმა მოხვია ხელები და მიიხუტა:
_ დამიანი, ახლა შენ გყავს დედა და მამა... ჩვენ შენზე ვიზრუნებთ... ცოტა ხანს ანხელთან უნდა იყო, მერე ისევ ჩვენთან დაბრუნდები და ერთად ბედნიერები ვიქნებით...
_ მპირდები?.. _ შეეკითხა ბავშვი და კაცმაც უჩურჩულა, გპირდებიო, მერე ლოყები დაუკოცნა, ქალისკენ გადასვა და ნავი ნაპირისკენ დაძრა.
***
დილის საუზმის შემდეგ სტუმრები და მასპინელი ეზოში გავიდნენ, მერე მინდვრისკენ გადაინაცვლეს და ტყეების ჩრდილისკენ გაისეირნეს.
კლარას ნერვებს უშლიდა ბედნიერებით სავსე ელიანის სახე, ფერის რომ მისჩერებოდა და გაბოროტებული გადახედავდა ხოლმე ქალს. თვითონ ელიანს ეხვეოდა და კოცნიდა, მაგრამ ფერი მათ არ უყურებდა, თავისთვის მისეირნობდა და ძმებს ესაუბრებოდა. კლარას უცბად ფეხი გადაუბრუნდა და ელიანმა დაიჭირა. ქალმა იმდენი მოახერხა, რომ კაცმა ხელში აიყვანა და სასახლეში გაბრუნდა... კლარა თავის ოთახში დააწვინა, თვითონ მის ლოგინთან იჯდა და ნატკენ ფეხზე ხელს უსვამდა. და ქალიც ბედნიერი იყო, რომ ელიანი გამოიტყუა და ახლა გვერდით ჰყავდა...
ფერიმ ისე გააგრძელა გზა, არც შეიმჩნია მათი წასვლა. ამაყად დანარნარებდა ხეებს შორის და დაჭერობანას თამაშობდა ძმებთან და ფაბისთან ერთად.
ამ დროს კლარა შენიშნა, მიუახლოვდა და მისი ნატკენი ფეხი მოიკითხა. კლარამ ქალს გაუღიმა და ნიშნის მოგებით მიუგო:
_ ელიანმა თავისი სიყვარულით და ზრუნვით სულ დამავიწყა ფეხის ტკივილი.
ფერის პასუხი არ გაუცია, არც სახეზე შესტყობია რაიმე წყენა, გატრიალდა და ძმებს შეუერთდა.
ელიანი ცეცხლთან იჯდა და შუქის ალს თვალს აყოლებდა. გახურებულ ლოყებზე ხელს ისვამდა და ბედნიერი იღიმოდა. საოცრად ცხელოდა და ნახევრად შიშველი იჯდა აგიზგიზებულ ცეცხლთან. ჯიუტი და საოცარი არსებაა... ამ ქალმა დამავიწყა ბავშვის დაკარგვის ტკივილი. ახლა დამიანი მომწონს. მომწონს მასთან საუბარი და თამაში. ახლა ბედნიერი ვარ ფერისთან და ბავშვთან ყოფნით, მაგრამ ჩემი შვილიც მინდა მყავდეს. ჩემი და ფერის პატარა არსება... ნეტავ როგორი იქნება დედის როლში ეს ქალი, ისევ ისეთი ჯიუტი და თავნება თუ მორჩილი? მაგრამ საყვარელია, როცა აწითლებული აქვს ლოყები და კოცნის რცხვენია, რომელიც არც იცოდა, როგორი იყო. სულელი, საყვარელი და საოცარი არსებაა, ჯიუტია, მაგრამ საოცრად მხიარული და ლამაზი... ფერიი... იმ დღეს ის ქვა რომ არ მეპოვა, ნეტავ შენ გიპოვიდი?! იმ დღეს შენ რომ არ წამოსულიყავი ჩემთან, მაშინ რა იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში?! როგორი მწვანე თვალები გაქვს... იმ ქვასავით მწვანე და კაშკაშა... საოცარია შენი მზერა, რომელიც მაძლევს ძალას და ბედნიერებას მიბრუნებს... ფერიი... როგორ შეძელი ასე ადვილად შეგეყვარებინა დედაჩემი ან დამიანი? მაშინ, როცა მე საერთოდ ვერ მიტან და არ გჭირდები! რა არ მოგწონს მაინც ჩემში! რატომ მკრავ ასე ძლიერ ხელს და რატომ გინდა ჩემგან სამუდამოდ წასვლა! მაშინ, როცა მე არ მინდა შენი გაშვება ამ სასახლიდან! _ კაცს ფიქრებში ცხელი სხეული უფრო და უფრო უხურდებოდა და ბედნიერებას შეიგრძნობდა. ქალის კოცნას სიზმარშიც ხედავდა და ბედნიერი ხვევდა მას ხელს...
მერე უცბად გავარდა ოთახიდან და კლარასთან მივიდა... რამდენიმე ხანში ორივენი ერთად სეირნობდნენ ნავით და მხიარულად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს... კლარა გამარჯვებულად გრძნობდა თავს და ბედნიერი ეფერებოდა კაცს... მზის სხივები გადახურულ ნავს სრულიად არ აცხუნებდა. მშვიდად მიჰყვებოდა ნავი დინებას. გარშემო ტყეები, სახლები, პატარა მთები მოჩანდნენ და ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
ანხელმა შენიშნა ნავი მდინარეზე და გაბრაზებული გაემართა სასახლისკენ ბილიკით, ხანდახან უკან მიტრიალდებოდა და ნავს გახედავდა.
ელიანმა რამდენიმე საათი გაატარა კლარასთან მიხუტებულმა და მერე ქალი სასახლისკენ მშვიდად წაიყვანა ხელიხელჩაკიდებულმა.
ვახშმის შემდეგ ფერი ისევ ბავშვს დაუჯდა ფანქრებით. ჯერ ფურცლებზე ხატავდნენ, მერე ერთმანეთს დაახატეს ფიგურები ხელისგულებზე.
ელიანი ჩაფიქრებულ ანხელს შეეჯახა კართან და უცბად შეხედეს ერთმანეთს. კაცმა პირდაპირ მიახალა, კლარასთან დაგინახეთ ნავში და ეს არ მომეწონაო. ელიანმა ოთახში შეიყვანა ცოლისძმა და აუხსნა, ფერიზე გაბრაზებული ვარ და მინდოდა ეეჭვიანაო.
ანხელს გაეცინა და კაცს ახედა:
_ ფერი ბავშვთან ერთად დღეს სულ იცინოდა და მხიარულობდა, თქვენ ვისთან ხართ, სრულიად არ აინტერესებს!
კაცი გაბრაზდა და ფერისთან შევარდა. ბავშვს ხელი დაავლო, გარეთ გაიყვანა და დროებით ანხელს ჩააბარა.
_ რა გინდა?
_ ცოტა ხანი მოდუნდი და იგრძენი, როგორ გკოცნი... ვიცი, უგრძნობი არ ხარ, მგრძნობიარე ხარ და უნდა იგრძნო...
_ არააა! _ დაიყვირა ფერიმ და წამოსწია ტანი, მაგრამ მაინც ვერ წამოდგა. კაცმა უცბად წაავლო ხელი, ქალი ლოგინზე დასცა და ქვემოთ მოიქცია.
_ ჩათვალე, რომ ხილს კოცნი და მისი გემოს გაგება გინდა... _ თქვა და უცბად დაეტაკა ქალის ბაგეებს. ქალი მაინც არ ჩერდებოდა, არ უნდოდა ისევ ეგრძნო განცდილი გრძნობები და ფართხალს არ წყვეტდა... კაცმა მისი სახე ხელში მოიქცია და ნაზად დაუწყო კოცნა... ქალი მაინც არ ნებდებოდა. კაციც არ უშვებდა ხელს. ბოლოს აფორიაქებული სუნთქვით შეხედა ქალის სახეს, აწითლებული ლოყები შენიშნა და ჩაეღიმა:
_ გრძნობ, მაგრამ არ აღიარებ!
_ არაფერს ვგრძნობ! _ უპასუხა გაბრაზებულმა ქალმა.
_ თუ ასეა, სანამ არ იგრძნობ, არ გაგიშვებ! _ თქვა და ისევ დააცხრა ქალს ტუჩებზე. ფერი მაინც ვერ ისვენებდა, ფართხალებდა როგორც შეეძლო და არ ნებდებოდა. რამდენიმე ხნის მერე დაიყვირა, ვიგრძენი და აღარ მაკოცოო, მაგრამ კაცი არ გაჩერდა, მოწყურებულივით ეწაფებოდა მის ბაგეებს, კოცნიდა ქალს ისე, თითქოს აქამდე შეუგრძნობელ ხილს აგემოვნებდა და მისი გემოს დამახსოვრება სურდა. ბოლოს ქალის ტუჩებს მოშორდა და მაშინვე ლოყებზე გადაინაცვლა. გახურებული ლოყებიც დაუკოცნა, თან ქალის სუნთქვას ისმენდა და გული სიხარულით ევსებოდა მისი აჩქარებული გულის:
_ ფერი, საოცრად მომწონს შენი ცხელი ღაწვებიიი... ეს მაგიჟებს... _ თქვა და ქალს მოშორდა. _ ახლა კი აწითლებული ლოყები გაიგრილე და ვახშამზე ჩამოდი... _ თქვა და ბედნიერი გავიდა ოთახიდან. ფერის კი, ისევ ლოგინს მიხუტებულს, თვალები მაგრად დაეხუჭა კოცნის დასავიწყებლად, მაგრამ როგორც კი ახსენდებოდა კაცის კოცნისგან წამოსული გრძნობები და არეული გულისცემა, მაშინვე ახელდა თვალებს და გამწარებული ასცქეროდა ჭერს... ცრემლით დაენამა სახე, მაგრამ ისევ ჭერს მიშტერებოდა. ცრემლებს აღარც იშორებდა, ბაგეებსა და ყელისკენ უკვლევდა გზას. შემდეგ გადატრიალდა და სახით დაემხო ბალიშს.
_ არააა! არაა! არ მომწონს! არ მჭირდებაა! არ მაინტერესებს! მისი არაფერი მინდა! რატომ ვრეაგირებ და ვგრძნობ მის კოცნას! რატომ განვიცდი ამ გრძნობისგან წამოსულ რეაქციებს, სხეულს რომ მიხურებს და მაჟრჟოლებს... მისი შეხება მინდა და თან მეშინია! _ ჩუმად წამოიძახა და სახეზე მოიკიდა ხელები. ცრემლები შეიმშრალა და ისევ ატირდა...
ვახშამზე ყველა შეკრებილიყო, მხოლოდ ფერი არ ჩანდა... ელიანი შემოვიდა თუ არა, კლარამ დაუძახა და კაციც მისკენ გაემართა ჩაფიქრებული, თუ სად იყო ფერი, რატომ არ მოვიდა ვახშამზე.
ანხელს გახედა ჩუმად და რაღაც ანიშნა. ანხელმაც უცებ მიმართა ელიანს:
_ გთხოვთ, სიძევ, ჩემი და ნახოთ და გაიგოთ, რატომ არ ესწრება ვახშამს!
ელისაც ეს უნდოდა. მაშინვე წამოდგა და გავიდა.
ფერი ცრემლიანი ისევ ლოგინზე იწვა. პატარა დანა ჩაებღუჭა და გაბრაზებული იქცევდა ხელებში. ფიქრებში კაცს ემუქრებოდა და 20-წლიანი ტკივილისთვის შურისძიებას გეგმავდა... კარის ხმაზე უცბად შეხტა, სწრაფად მოუჭირა ხელი დანას და კაცი დაინახა თუ არა, მაშინვე მოუღერა მას დანა. ამ სურათის შემხედვარე კაცი შეკრთა. გულში რაღაც ჩასწყდა და ქალის ცრემლებს მიაშტერდა.
_ მას მერე ასე ტირი?!
_ გაეთრიეეე!
კაცს გულში ხანჯალივით მოხვდა მისი ნათქვამი. ქალის დანიან ხელს ჩაავლო ხელი და ყელთან მიიბჯინა:
_ მიდი, მომკალიი! მიდი! ხო ამისთვის გიჭირავს ეს დანა?! მიდი! ერთი წამის ამბავია და უკვე მკვდარი ვიქნები! _ თქვა ხმადაბლა და ქალს თვალი თვალში გაუყარა.
ფერი ხმას არ იღებდა.
_ რატომ იტირე, რომ გაკოცე იმიტომ! გრძნობები რომ გავაღვიძე შენში?! მითხარი, ფერი და მომკალი!
ქალს შეეშინდა, უცბად გადაიწია კაცისკენ და ტუჩებზე დაეწაფა... კაცი მოეშვა, მოდუნდა, მაგრამ აფორიაქებულს აზვირთებულ ტალღასავით დაატყდა თავს ქალის ასეთი შეხება და გაგიჟებულმა დაუწყო კოცნა... ფერიმ დანა ჩამოუშვა და კაცის ხმაც მოესმა:
_ ხელსაყრელი მომენტი გქონდა ჩემს მოსაკლავად! შეგეძლო მოგეკალი, პირდაპირ ვიდექით ერთმანეთთან და კოცნაც გვაერთიანებდა! _ თქვა და გაბრაზებულმა ელიმ დანას ხელი ისე ჩაავლო, მის პირზე ორივემ გაიჭრა ხელისგული. ქალმა უცბად გასწია ხელი. კაციც სწრაფად წამოდგა და ისე გაეცალა იქაურობას, არცერთს არ გაუგია ერთმანეთის ჭრილობის შესახებ...
ელიანი აბაზანაში შევიდა, ჭრილობიდან წამოსული სისხლი ჩამოიბანა და შეიხვია. სამზარეულოში შესვლისთანავე მოიტყუა, თავი სტკივა და ძილი მოუნდა ფერის, საჭმელი ოთახში აუტანეო, უთხრა ალმას და თავის ადგილს დაუბრუნდა.
ფერიმაც შეიხვია ჭრილობა და ბალიშზე დადო თუ არა თავი, გასავათებულს მაშინვე მიეძინა...
ფერიმ რამდენიმე საათში გაიღვიძა... თვალები მოავლო ოთახს და შეშინებული წამოიწია, როგორც კი იქვე ელი დაინახა.
_ შესარიგებლად მოვედი, _ თქვა მან.
_ და როგორ წარმოგიდგენია ეს?
_ მოდი, ჭადრაკი ვითამაშოთ.
_ კარგი, ვითამაშოთ.
კაცი წინ წავიდა, ქალი უკან მიჰყვა და კაბინეტში ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ.
კაცმა ფიგურები დააწყო... ფერიმაც მას მიჰბაძა და თამაშიც დაიწყეს.
ქალმა სვლა განახორციელა, მაგრამ დედოფლის დაცვა დაკარგა. თუმცა ბოლო სვლით მეფეს დედოფალი ააცალა და კაცს გაუღიმა:
_ ასე მოვიშორებ იმ საშინელ ქალს შენთან ერთად_ თქვა და ცალი წარბი ასწია. თავიდან შეუდგნენ თამაშს.
_ გახარებული არ ხართ ამ ხელით!
_ დედოფლის სიკვდილი არ მახარებს! მეფე მეცოდება! _ თქვა ქალმა და კაცს მოაშორა მზერა, ფიგურებს დახედა.
_ მაგრამ სამაგიეროდ მეორე მეფე და დედოფალი გადარჩნენ!
_ შავები ყოველთვის მარცხდებიან!
ფერიმ სვლა ითამაშა და წამოიძახა:
_ გილოცავ! არ გიხარია?!
_ თეთრი დედოფალი ლამაზია და მისი მოკვლა არ გამიხარდება!
_ მაგრამ მესამე ხელში დედოფალი აღდგა და თანაბარი ბრძოლით განაგრძო თამაში! _ თქვა და ყველა ფიგურა დასვა დაფაზე.
კაცმა გაუღიმა და ქალი შეათვალიერა.
_ დადებთ თქვენს მეფეს დაფაზე თუ მე დავსვა? _ შეეკითხა ფერი და ქვას დასწვდა, ხელი მოუჭირა მეფეს: ნეტავ შემეძლოს ასე მოგიმწყვდიო და შური ვიძიო სასახლის წართმევის გამო! _ გაიფიქრა და მეფე დაფაზე დასვა დედოფლის გვერდით.
თამაში ისე გაგრძელდა, რომ ფერიმ დედოფალი, ხოლო ელიმ მეფე მოკლა, ისე, რომ დაფაზე მხოლოდ თეთრი დედოფალი და შავი მეფე დარჩნენ.
_ თქვენ წააგეთ ჩემს დედოფალთან!
_ გმადლობთ, რომ დედოფალი მომაცილეთ, ასე უფრო ადვილად შემიძლია ვუცქირო თეთრ დედოფალს!
_ ცდებით! მას თავისი მეფე ურჩევნია!
_ მაგრამ მეფე მოკვდა და მეორე დედოფალიც! დროა ორი ცოცხალი არსება გაერთიანდეს!
_ დედოფალს არ მოსწონხართ! _ ადგა და კაცმაც წამოიძახა:
_ მეფეს მოსწონხართ და ის დედოფალს ადვილად არ დათმობს!
_ თქვენი შავი დედოფალი ადვილად დათმეთ სიკვდილისთვის!
_ რადგან მეორე დედოფალს დავადგი თვალი! რადგან ის ერთადერთი მშვენიერი ტყვეა ჩემს სასახლეში! _ თქვა და ქალი ისევ შეათვალიერა, რომელმაც კარში გასვლისთანავე მიაძახა:
_ მაშ მეორე დედოფალიც და თქვენი ნადავლი ტყვეც მალე სამუდამოდ დაგემშვიდობებათ... _ და გაუჩინარდა.
დარბაზის ოთხივე კედელთან სვეტებზე ფარშავანგები იყო გამოსახული. ულამაზესი ფერის კუდები გაეშალათ და თითქოს გასაფრენად ემზადებოდნენ... შუაში ოვალური მაგიდა იდგა. რამდენიმე შანდალს გაენათებინა იქაურობა და ფარდის მიუხედავად მზის სხივებიც ფანჯრებში შემოღწევას ლამობდნენ.
ყველანი უხმოდ სადილობდნენ. ხმას არავინ იღებდა.
ფერი ფიქრობდა ელიანზე, რომელიც სასჯელს დამორჩილდა და ერთი კვირით სასახლიდან უნდა წასულიყო, კაცი ცალკე ფიქრობდა ქალის ერთი კვირით მიტოვებაზე... ორივე ერთმანეთზე ფიქრობდა. ერთი _ მის გაგდებაზე, მეორე კი ქალის დარჩენაზე... უეცრად ორივეს თვალები შეხვდნენ ერთმანეთს და ერთდროულად მოაშორეს მზერა ლურჯ და მწვანე თვალებს... ფერიმ ჩანგალი დაარჭო ხორცის ნაჭერს და პირისკენ წაიღო... მიხვდა, ხელი რომ უკანკალებდა ფიქრებში ჩაძირულს, მისი კოცნა გაახსენდა და ლუკმა უკან დააბრუნა. ხელსახოცი აიღო და ძლიერად მოუჭირა ხელი. მერე წყალს ეცა და ძლივს დალია... არ იცოდა რა უნდოდა... მიხვდა, კაცის სასახლიდან გაგდება არ სურდა... ახლა მისდამი სიძულვილიც აღარ ჰქონდა და ეს უფრო აშინებდა და აფორიაქებდა... მამამისის საუბარს ძლივს ისმენდა და გონებაში გაჭირვებით ხარშავდა... ფიქრები ერთდროულად მოაწვა და გაურკვევლობაში გადაეშვა, უკვე ვეღარ გაეგო, ეს კაცი უნდა მოსწონებოდა თუ უნდა სძულებოდა... ელიანმა ქალს გადახედა და შეშფოთდა. მისი მზერა არ მოეწონა....როგორც კი ფერიმ სუფრა დატოვა, მაშინვე უკან მიჰყვა, დაეწია და გააჩერა.
_ ფერი, კარგად ხარ?!
_ კი. ბედნიერი ვარ. ერთი სული მაქვს, როდის დაღამდება! _ თქვა და კაცს მოშორდა.
საღამო ხანს ყველამ ერთად გააცილა ფერის მშობლები და ძმები. როცა ისინი სასახლეს გაშორდნენ, ფერიმ თავის ოთახს მიაშურა.
მეორე დღეს, როცა ფერიმ პატარა ფინის მიაკითხა და მისი ფერებით იყო გართული, მოსამსახურე მიეახლა.
_ გისმენ, ალმა.
_ ბოდიშს გიხდით. ეს თქვენთან მოიტანეს.
_ რა არის?! _ იკითხა იქვე მდგარმა ელიანმა და ქალს კოპებშეკრულმა შეხედა.
_ მადლობა, ალმა, შეგიძლია წახვიდეთ და დაისვენოთ.
ფერი ოთახში ავიდა და წერილი გახსნა.
_ მინდა ვიცოდე, ვისგანაა! _ ელიანი უკან გაჰყვა. ქალი კი წერილს კითხულობდა, ყურადღებით აყოლებდა მზერას სიტყვებს და იღიმოდა.
_ ჩემი ძმისგან! _ თქვა, წერილი დაკეცა და უჯრაში ჩადო.
_ წაიკითხე! _ თქვა მკაცრად ელიმ და დივანზე ჩამოჯდა.
ქალმაც ამოიღო და წაიკითხა:
`ფერი, ჩვენთან ერთად ბავშვმაც კარგად იმგზავრა, უკვე სახლში ვართ, ჩვენზე არ ინერვიულო... დამიანს ვეთამაშებით ჩვენს თამაშს და წიგნებსაც წავუკითხავთ, ბავშვზე ნუ ინერვიულებ~....
_ რა თამაშს გულისხმობს? _ დაინტერესდა კაცი.
_ რუკა გვქონდა სახლის, სადაც აღვნიშნავდით რაღაც წერტილებს და ის ადგილი უნდა გვეპოვა. იმ ადგილას კი რამე მინიშნება იდო, მერე იმ მინიშნებაზე კიდევ სხვა მინიშნება, ვინც მალე იპოვიდა და გამოიცნობდა, საჩუქარი ერგებოდა.
_ რა იყო საჩუქარი?!
_ ნამცხვარი!
კაცს გაეცინა და ქალს შეხედა:
_ მხოლოდ ნამცხვრის გამო თამაშობდით ამას?!
_ ის ნამცხვარი ჩემი გამომცხვარი იყო და პირველი მხოლოდ გამარჯვებული მიირთმევდა!
_ თუ ასეა, ჩვენც ვითამაშოთ! _ თქვა ელიმ, ოთახიდან გავიდა და მალევე შემობრუნდა.
_ ეს რუკა გამოდგება? ამ სასახლისაა.
_ კი!
_ მაშინ დავიწყოთ!
_ ახლაა! _ გაუკვირდა ქალს.
_ ჰო!
_ საჩუქარი რა იქნება?!
_ შენი ნამცხვარი!
_ ნამცხვარს არ გამოვაცხობ!
_ გამოაცხობ!
_ არააა!
_ იმ ნამცხვარს არავის არ გავასინჯებ!
_ დარწმუნებული ხარ?!
_ კი!
_ დავიწყოთ! _ თქვა ელიმ და მაგიდაზე რუკა გაშალა.
ფერიმ შარფი აიღო ხელში.
_ სახლში რამე უნდა დამალო და მერე მონიშნო რუკაზე! ამისთვის კი საჭიროა თვალების ამ შარფით ახვევაა საჭირო!
_ კარგი! _ თქვა კაცმა და თვალები დახუჭა. ფერიმ კაბის შრიალით ნაბიჯი გადადგა და კაცის უკან დადგა.
ახლა რომ შემეძლოს შურისძიება! ახლა რომ შემეძლოს აქედან გაგაგდო! რომ შემეძლოს შენი დამონება და ამ სასახლის დაბრუნება... მაგრამ უნდა მოვიცადოო... _ გაიფიქრა და შარფი მიადო თუ არა თვალებზე, ორივეს გულმა მთელი ძალით დაიწყო ფეთქვა.
_ რა თბილია და რბილი ეს შარფი! პირველად ვნანობ სხვა ქალებს ჩემს ცხოვრებაში! პირველად მიფეთქავს გული შენთან სიახლოვისას, ფერი.
_ ახლა მოიცადე და როგორც კი მინიშნებას დავტოვებ, მოვალ! _ უთხრა ქალმა და ოთახიდან გავიდა. ელის კაბინეტში შევიდა, დაკეცილი ქაღალდი წიგნის თაროზე ერთ-ერთ წიგნში ჩადო და უკან დაბრუნდა. კაცს ფარდის მიღმა გახედა, რომელიც ისევ ისე იჯდა და ელოდა. ქალმა რუკაზე მონიშნა ადგილი და კაცის წინ დაჯდა.
_ შეგიძლია ძებნა დაიწყო!
_ სახვევი მომხსენი!
ქალმა სახვევი ნაზად მოხსნა და მაგიდაზე დადო, მაგრამ შარფი გადასრიალდა. კაცმა დაიჭირა და ჯიბეში ჩაიდო. მერე რუკას დახედა და დააკვირდა. რამდენიმე ხანი უყურა და ოთახიდან გავიდა. ქალიც უკან მიჰყვა. კაბინეტში შევიდა კაცი, ქალი კი კართან დადგა.
_ ეს ადგილია რუკაზე?!
_ ასეა!
_ ახლა უნდა მოვძებნო სადაა მინიშნება?!
_ კი!
_ ეს მინიშნება რა არის?!
_ ეს შენ უნდა გაიგო!
კაცმა უჯრები გააღო, მერე მაგიდაზე დაიწყო ძებნა, ბოლოს წიგნებისკენ წავიდა, რამდენიმე წიგნი აიღო და უკან დააბრუნა.
_ 5 წუთი დარჩა!
_ რაა?!
_ 4 წუთი დარჩა! _ ქვიშის საათი დაანახვა, რომელიც მაგიდაზე იდგა.
_ არ გითქვამს, რომ დრო შეზღუდულია! _ თქვა და ქაღალდიც გადმოვარდა ძირს. ელიმ აიღო და გახსნა: _ აბაზანა!
_ ეს რას ნიშნავს?!
_ უნდა იფიქრო!
_ პირველად ვთამაშობ და დამეხმარე!
_ აბაზანაში უნდა ნახო!
_ ვის აბაზანაში?!
ქალს გაეცინა:
_ სხვის აბაზანაში არ დავდივარ, შენგან განსხვავებით!
კაცმა კარი გააღო და სააბაზანოსკენ წავიდა. ყველაფერი დაათვალიერა, მაგრამ ვერსად ვერაფერი ნახა. ბოლოს წყლით სავსე აბაზანისკენ გაიხედა და იქით წავიდა. რამდენიმეჯერ მოუსვა ხელი, მაგრამ ვერაფერი იპოვა.
_ სველი არ იყავი! შუაში ვერ დადებდი!
ქალს გაეღიმა:
_ დრო თავდება!
კაცმა საცობი ახსნა და წყალი დაიცალა თუ არა, ქაღალდიც გამოჩნდა. აიღო ხელში და ქალს შეხედა:
_ გამარჯვებული! _ წაიკითხა და ხელები გაიმშრალა. ორივე ქაღალდი ჯიბეში ჩაიდო და სააბაზანო ერთად დატოვეს.
_ გთხოვთ! _ მიუთითა ელიმ დივანზე და ქალიც დაჯდა.
კაცმა სახვევი ამოიღო ჯიბიდან. ქალმა იგრძნო მისი ხელის შეხება თვალებზე და გული აუჩქარდა, ცოტაც და წაიქცეოდა. უკვე თვალზე ახვეულ ქსოვილს ხელი შეახო და დივანს მიეხუტა.
_ ძალიან ხომ არ მოვუჭირე?! _ მოესმა კაცის ხმა და როცა უპასუხა, არაო, კაციც გავიდა ოთახიდან.
კაბინეტში ორივე ქაღალდი ამოიღო. სველი ქაღალდი შეაშრო და ერთად შეინახა. მერე ახალი ფურცელი აიღო და დააწერა, რაც უნდოდა. შემდეგ სამზარეულოში გავიდა.
როცა კაცის შემოსვლა იგრძნო, ფერიმ სახვევისკენ წაიღო ხელი, კაციც მისკენ წავიდა. ორივე ხელი გაუჩერა და ქალიც შეხტა.
_ არ მითქვამს მოიხსენი-მეთქი! _ თქვა და ქალის ხელებს შეეხო.
_ არ მითქვამს შემეხე-მეთქი! _ იყვირა ფერიმ და სახვევი მოიძრო.
იმწამსვე რუკას დახედა და იყვირა:
_ რამდენი ხანიც მოუნდი დამალვას, იმდენი ხანი დასჭირდება ძებნას! იმხელა სამზარეულოში სად ვიპოვო?!
_ გამოდის, გავიმარჯვე!
_ არა! _ მიტრიალდა ქალი და სამზარეულოსკენ გავარდა. სად არ ეძია, ყვავილებთან, სურათებთან, ტაფებთან, მაგრამ ვერ იპოვა.
_ დრო გავიდა! _ თქვა კაცმა და ფერის საშაქრიდან ამოუღო ქაღალდი.
_ რა იყო მინიშნება?! _ კაცმა დაანახვა და ქალმაც წამოიძახა: _ ლოგინი?!
_ კი!
_ ვისი, შენი საყვარლის?!
_ ჩვენი ლოგინი!
_ ჩვენი არაა! ჩემი!
_ ჩემი იყო და დაგითმე! ცოტა ხნით! მერე ისევ დავიბრუნებ!.. _ შენთან ერთადო, უნდა ეთქვა, მაგრამ გაბრაზდებაო, იფიქრა და გაჩუმდა.
_ ცდები! _ თქვა ფერიმ, ქაღალდი ხელიდან გამოსტაცა და ოთახისკენ წავიდა.
_ წააგე! რაღას ეძებ?!
_ ჯერ არა! კიდევ მაქვს ჯერ დრო!
_ კარგი. საათი დაიძრა და მალე ქვიშაც ჩამოიცლება. _ თქვა და ქალმაც შეხედა სარკის წინ მდგარ საათს. ლოგინში ეძება, არია, მაგრამ მაინც ვერ იპოვა.
_ ასე ცუდად თამაშობდი შენს სახლშიც?!
_ იქაურობას კარგად ვიცნობდი და მე ვიგებდი! აქ კი არ ვიცნობ კარგად! _ იცრუა და ლოგინის ქვეშ დაგებული ხალიჩა ასწია.
_ გავიდა დრო!
_ ვნახე!
_ უკვე დრო იყო გასულიი!
_ არ იყო! ტყუი!
_ არ ვტყუი! დამარცხდი!
_ მაგრამ აქ გამარჯვებული აწერია!
_ თუ დროზე იპოვიდი, მაშინ გაიმარჯვებდი!
_ ჰოდა, გაიხარე გამარჯვებით!
_ და ნამცხვრის დაგემოვნებითაც!
_ საწამლავით ვეღარ გაიხარებ! ეგ ნამცხვარი მოგწამლავს! _ თქვა ქალმა და გარეთ გავარდა.
_ აბა, ჩემო ტყვეო! საღამოს ველოდები ნამცხვარს! _ არხეინად თქვა ელიანმა და დივანზე დაწვა.
***
ფერი სამზარეულოში შევიდა. კარადა გამოაღო და მაგიდაზე დააწყო სანამცხვრე მასალა. სიამოვნებით აცხობდა ნამცხვარს მხოლოდ იმიტომ, რომ პირველად აცხობდა თავის სასახლეში და უხაროდა, თან ღიღინებდა. ელიც შემოვიდა უჩუმრად და კედელს მიეყრდნო. მისი საქმიანობით ტკბებოდა. ქალმა ჭურჭელი დარეცხა და გაზქურაში შეიხედა, სადაც უკვე შეედგა ნამცხვარი. რამდენიმე ხანში გამოიღო, თვალდახუჭულმა მისი სურნელიც შეიყნოსა და აღნიშნა, რა გემრიელიაო. ამ დროს ხმაც მოესმა:
_ არ გამასინჯებ?
ფერი გასწორდა და კაცს შეხედა:
_ გაცივდეს და მერე! შენი ცოლი გელოდება, ნახე და მერე ვახშმად მოდით!
_ სხვა ცოლიც მყავს! _ თქვა და ჩაეღიმა, მერე ნამცხვარს დასუნა:
_ მგონი, კარგი გამოვიდა!
_ კი... _ თქვა ქალმა და ნამცხვარი სინზე გადაიტანა.
_ მალე მოვალ დასაგემოვნებლად... _ თქვა კაცმა და წავიდა.
სუფრა უკვე გაშლილი იყო, ყველა დაჯდა. კლარამ ფერის გახედა და მბრძანებლურად უთხრა:
_ ბარემ მოგვემსახურე დღეს!
ფერიმაც თეფშებზე დააწყო თავისი ნახელავი ნამცხვარი და ბადრიჯნის კერძი. თვითონაც დაჯდა.
_ წვენი მომაწოდე, ფერი! _ მოითხოვა კლარამ და ფერიმაც მიაწოდა. ქალმა ძალით გააგდო ხელიდან და ფერის უყვირა, რატომ დამაქცევინეო. ფერიმ მშვიდად განაგრძო ჭამა, ამაზე ქალი უფრო გაცხარდა და სუფრა დატოვა. ელიანმა ფერის შეხედა და ჩაეღიმა.
_ რა იყო?
_ არაფერი, გემრიელია, მადლობა. ვიცი, რომ წვენი შენ არ დაგიქცევია...
_ ეგ მეც ვიცი! _ თქვა ქალმა და გავიდა.
ელიანიც მალევე ადგა და კლარას შეაკითხა. კარგა ხანს ესაუბრა ოთახში, დაამშვიდა და ჩაეხუტა. ბოლოს თვალებში ჩახედა. მასთან დაკავშირებული ძველი გრძნობები გაახსენდა და უცბად შეადარა ფერისგან წამოსულ გრძნობებს.
კლარამ ხელები მოხვია და ეჭვიანად მიმართა:
_ ამ ბოლო დროს ჩემთვის ვეღარ იცლი.
კაცმა ქალი დაამშვიდა:
_ მალე წავა ფერი აქედან.
კლარა გაახარა მისმა ნათქვამმა, კაცს ეხვეოდა და ეფერებოდა...
ცოტა ხნის მერე ელი თავის ოთახში შევიდა, თავი მოიწესრიგა და ფერისკენ დაიძრა. ქალი აივანზე იდგა, კაცმა ფარდა ფრთხილად გადასწია, ქალს ხელი შეახო, თავისკენ მოატრიალა და ოთახისკენ უბიძგა. ქალმა ყვირილიც ვეღარ მოასწრო, ვერც წინააღმდეგობის გაწევა. კაცის ბაგეები კიდევ ერთხელ გასინჯა და დაგემოვნებისთანავე გაახსენდა მის მიმართ გაჩენილი გრძნობები. მოდუნდა. კაცმა თითქოს დაიმახსოვრა ქალის ტუჩების სიტკბოება და უჩურჩულა:
_ ცოტა ხნით გავისეირნოთ, ჩემო ტყვეო... _ მერე ხელი ჩასჭიდა და ძალით გაიყვანა სასახლიდან.
ელიანმა ტყისკენ აიღო გეზი. ქალი გაბრაზებული ელაპარაკებოდა, თან კაცს მისდევდა. ქალის სიტყვებს: _ რა გინდა, სად მიგყავარ, თავი დამანებეო, სრულიად არ აქცევდა ყურადღებას. მისთვის ხელი ჩაეჭიდა და გზას განაგრძობდა. როცა ფერი არ მოეშვა, თვითონაც:
_ მშვიდად ყოფნა არ შეგიძლია? უბრალოდ, შენთან ერთად მინდა გასეირნებაა! ჩავთვალოთ, რომ ეს ღამე უკანასკნელია ჩვენ შორის! _ უთხრა და გულში გაიფიქრა, ეს შენ უნდა გეგონოს ასე, თორემ მე ვიცი, რომ უკანასკნელი არასდროს იქნებაო. ქალი მშვიდად დაეთანხმა მის სიტყვებს და გახარებულმა მიუგო:
_ კარგი, ეს გასეირნება ჩვენი სამუდამო დამშვიდობების იყოს. _ უფრო მეტი ხალისით გააგრძელა სიარული. კაცს ქალისთვის ხელი ჩაეჭიდა და მის ხელს ეფერებოდა. ფერი გაბრაზებული ითმენდა და ფიქრებს გაურბოდა. ცას უცქერდა და ცდილობდა, სხვა რამეზე ეფიქრა და არა კაცის შეხებაზე.
კაცი მინდორში გავიდა და იქვე დასხდნენ. ფერი კაცის ხელიდან განთავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.
_ ფერი, როგორ გაიხსენებ ჩემთან გატარებულ დროს?!
_ არ გავიხსენებ! _ თქვა მკაცრად და იქვე მინდორზე გაწვა.
კაცმა ზემოდან დახედა:
_ ლამაზი მთვარეა... შენს სახეს საოცრად ანათებს და ალამაზებს. მომწონს შენი თვალები. ძალიან მომწონს!
ქალი ჩუმად ისმენდა კაცის სიტყვებს, მაგრამ სახეში არ უყურებდა. ელი მისკენ დაიხარა, სახე ახლოს მიუტანა და უჩურჩულა:
_ საოცრად მწვანე თვალები გაქვს... მწვანე ხავერდს მაგონებს. ზოგჯერ გამჭვირვალეა, ზოგჯერ მუქი და გაუმჭვირვალე, ძნელად იკითხება მასში რაიმე გრძნობა! მაგრამ ახლა ახლა გული გიფართხალებს იმის გამო, რომ შენთან ვარ...
_ შენც! _ მიუგო ფერიმ და თვალებში შეხედა: _ შენც გიფართხალებს გული, გამოდის ჩემთან განშორება ტკივილიანი იქნება შენთვის!
_ შენთვის ასე არ იქნება?!
_ არა! მიხარია, რომ ერთმანეთისგან შორს ვიქნებით!
კაცს გული დასწყდა და ქალის სახეს ხელი შეახო:
_ ფერიი... მე რომ დავბრუნდები, რას იზამ?!
ქალმა კაცს შეხედა და უცბად მოაშორა მზერა.
_ მშობლებთან წავალ და დამიანთან!
_ მათთან ბედნიერი როგორ იქნები, როცა ის სახლი არ გიყვარს! მითხარი, სად არის ის სახლი, რომელიც ასე ძლიერ გიყვარს.
_ არაა საჭირო იმ სახლზე საუბარი!
_ რატომ? იქნებ მე გაჩუქო ის სახლი და ამის მერე მაინც შემიყვარო ცოტათი!
_ არ მინდა შენგან ნაჩუქარი არაფერი!
_ კარგი. მაშინ ის მითხარი, იმ დღეს რა საბუთებზე მომაწერინე ხელი?!
_ ეს საიდუმლოა! როცა დაბრუნდები, მერე ვისაუბროთ, განშორებისას!
კაცმა პასუხის ნაცვლად უცებ აკოცა. ქალმა გაიბრძოლა მინდორზე მიწოლილმა, მაგრამ საბოლოოდ მოეშვა, როგორც კი გაიხსენა, რომ ეს კოცნა სამუდამო განშორების იყო და ამ კოცნას აჰყვა კიდევაც. კაცს ხელი მოხვია თავზე და მის სხეულს მიხუტებულმა დაიწყო კოცნაში ჩაფლობა. კაცს გული აუჩქარდა, სისხლმაც სწრაფად დაიწყო დინება მის სხეულში, ბედნიერება იგრძნო ქალის ასეთი მობრუნებისგან. მოშორდა თუ არა, ბედნიერმა გაუღიმა ქალს და თვალებში ჩახედა, ქალის ხმა საბედისწერო განაჩენივით გაისმა:
_ მშვიდობით... ეს კოცნა სამუდამოდ დამშვიდობების იყო.
კაცი გაშრა. წამის წინ განცდილი ბედნიერება უცბად გაუქრა და დამწუხრებულმა ამოიჩურჩულა:
_ ბედნიერებას გისურვებ, ფერი... და მარადიულ ლამაზ სიყვარულს... _ თქვა და წამოდგა. ფერიც წამოდგა და ერთად გაუყვნენ გზას. მოულოდნელად ფერის ფეხი გადაუბრუნდა და კინაღამ დაეცა, მაგრამ კაცმა მოასწრო და დაიჭირა. ქალის ცხელი სხეული მის ხელებში მოულოდნელად აღმოჩნდა და თვალებშიც ერთმანეთის ანარეკლი დაინახეს. ქალმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
დამწუხრებულმა ელიანმა ხელები ჩამოუშვა და შეეკითხა:
_ საბოლოოდ გადაწყვიტე ჩემგან განთავისუფლება?!
_ ჰო... _ მიუგო ქალმა და სასახლისკენ გაბრუნდა...
_ მშვიდობით ჩემო ტყვეო... _ სევდიანად დაემშვიდობა ელი, როცა ეზოში შეაბიჯეს. ქალის ერთ სიტყვას ელოდებოდა, თუნდაც დამშვიდობების, მაგრამ სასახლის გარეთ გამეფებულ სიჩუმეში არაფერი ისმოდა. ელიმ კარი გაიხურა, ფიქრებში ქალს ეძახდა, უნდოდა უკან მოჰყოლოდა და დალაპარაკებოდა. თავის თავს ეუბნებოდა, ეს კოცნა არ იყო დამშვიდობების და ჩემგან წასვლისო! ფერი კი ამ დროს საქანელაზე ქანაობდა და ღიღინებდა...
იმავე ღამით ელიანი ღარიბულად გამოეწყო და გზას დაადგა. ერთ პატარა სახლს მიადგა და კარზე დააკაკუნა...
ცოტა ხანში ახალ სახლის ერთ კუთხეში იჯდა და ცოლ-ქმარს თავის თავზე უყვებოდა... მათ ნება დართეს სახლში დარჩენის და მიხმარების, რასაც კაცი დაჰპირდა. მერე ლოგინი გაუშალეს კუთხეში პატარა ადგილას და ძილი ნებისა უსურვეს. ელიანი დაწვა. ფერის კოცნაზე ფიქრობდა. ფერისა და კლარას კოცნას ადარებდა, რომელიც საოცრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. კლარას ძლიერ გამოცდილ ბაგეებს ფერის დამაბნეველ, შეშინებულ, მოცახცახე ბაგეებს ადარებდა და ქალის უკოცნელ ბაგეებზე უფრი გიჟდებოდა. მით მეტად მეტად ითრევდა მასზე ფიქრები და მისი კოცნის ნაკვალევს თითებით ეფერებოდა. ასეთ ყოფაში იყო, სანამ ღრმა ძილში შეაღწევდა.
მეორე დილით ფერიმ ელიანის შემოწმება გადაწყვიტა და თავის ფიქრებით სასახლიდან ნელა გაუყვა გზას... მიაბიჯებდა გრძელ კაბაში და ხელებს ერთმანეთში ხლართავდა... ნუთუ მაშინ მისი შეხება რამეს მოასწავებდა... რას ნიშნავდა ის შეხება, რომელმაც ჩემში საოცარი ძვრები გამოიწვია და მხოლოდ ახლა მივხვდი ამას? მაშინ მისი მეშინოდა და ვერაფერს ვგრძნობდი?! მაგრამ მისი არ მეშინოდა, მე ის მძულდა, რომ მამაჩემი დაითანხმა! თუმცა ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ჩემს სასახლეში მოსახვედრად! _ გაეღიმა. ამ დროს წინ გაიხედა და კაცის სილუეტი დალანდა. შავი დასვრილი შარვალი, მუქი ლურჯი ზედა მთლიანად აჩეჩილი და დაკუჭული, შრომისგან ალაგ-ალაგ სისველე ემჩნეოდა. თავზე ქსოვილი მოეხვია სიცხისგან დასაცავად და ნაცნობებისგან თავის შესანიღბად. ხის მორს მოათრევდა და დასაჩეხად ამზადებდა. რამდენიმე ხანი იტრიალა ქალმა მის თვალიერებაში. უცებ ტკაცანის ხმა გაისმა და გამოფხიზლდა, მამაკაცი აათვალიერა, რომელიც მის წინ იდგა.
_ ბოდიშს გიხდი, _ მოესმა ქალს და შეხედა კაცს, ფერის ახლოს დავარდნილ ხის მოზრდილ ნაფოტს იღებდა.
_ იმედია, ხალხს არ ესვრი! _ უკმეხად თქვა.
_ მე მხოლოდ ნადირს ვესვრი!
_ და რა ვიცი, იქნებ მეც ნადირად მთვლი!
_ მე შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ!
_ და რა იცი, იქნებ უკვე დამიშავე! _ მიახალა ქალმა, მიტრიალდა და ნაბიჯი ააჩქარა. კაცმა ვეღარ მოითმინა და დაუძახა:
_ ფერიიი... _ დაუცადა, თუ მოიხედავს ან გაჩერდებაო, მაგრამ ქალი მაინც გზას მიუყვებოდა. კაცი გაბრაზებული გატრიალდა უკან და დაპობილი შეშა ერთად დააწყო. ისევ განაგრძო ჩეხვა ჩაფიქრებულმა და ხმაც მოესმა:
_ მოდი, შვილო, ჭამის დროა... ვინც თქვენ გამოგზავნათ, იმან გაიხაროს... _ თქვა მოხუცმა ქალმა და კაცს ხელები გადააბანინა.
_ მადლობას გიხდით, შვილო, აქ მოსვლისთვის და დახმარებისთვის...
_ არაფერია, დეიდა, მადლობა საჭმლისთვის. ბატონი კალისტო როდის დაბრუნდება?
_ ეჰ, შვილოო... წლებია რძეს და ყველს ყიდის... ადრე ერთი კეთილი კაცი ცხოვრობდა ჩვენთან... თავისი ვაჟების მერე გოგონა უნდოდა ძალიან. ყველას ჩამოგვივლიდა და დახმარების ხელს გვიწვდიდა რითაც შეეძლო. ქალაქში მიჰქონდა ყველა ჩვენგანისგან რძე, ყველი, ხაჭო. მათში აღებულ ფულს კი დაჰყვებოდა და დაარიგებდა, ვისაც რა ეკუთვნოდა... ბედნიერი იყო, როცა გოგონა გაუჩნდა, მასზე ძალიან ზრუნავდა... ახლა მისნაირი კეთილი კაცი აღარსად დადის! ამხელა სასახლე ჰქონდა, ბედნიერად შეეძლო ეცხოვრა თავის ოჯახთან მარტო, მაგრამ ყველას ეხმარებოდა. წყალიც კი მან გაგვიკეთა თავისი ხარჯებით! ელეონორას დაეხმარა, მარტოხელა ქალი შვილს ვერ მოუვლისო და სამკერვალოსთვის ფული მისცა.
_ ახლა სად არის ის კაცი, გარდაიცვალა?
_ არა, შვილო... ის კაცი, ეგერ რომ სასახლეა, იქ ცხოვრობდა, მაგრამ სასახლე წაართვეს და აქედან გადავიდა... უნდა გენახათ, როგორ ეჭირა ქალს თავისი პატარა გოგონა ჩაბღაუჭებული და ცრემლებს იწმენდდა, რომ აქ აღარ დაბრუნდებოდნენ...
_ როგორ! ვინ წაართვა სასახლე?!
_ არავინ იცის, შვილო! ალბათ თავად ბატონმა რაფაელმა. მას უნდოდა იქ ცხოვრება. ისე დასწყდა ყველას გული ბატონის გადასვლაზე, უკვე ყველამ ჩაიქნია ხელი, აღარავის აღარ სურდა ახალი ბატონისგან დახმარება... ყველა ფიქრობს, რომ სასახლის ძველი პატრონის გაგდების მერე მას ვერავინ ვერაფერს სთხოვს... მარტო ეს რომ იყოს, შვილო... _ ამოიოხრა ქალმა და კაცმაც მძიმედ ამოიხვნეშა.
_ ნუთუ ფერიმ იცოდა ყველაფერი და უნდოდა მეც გამეგო? _ გაიფიქრა.
_ მაგრამ ახლა როგორ ვთხოვთ კაცს დახმარებას, როცა ჩვენი ნაწვალები ფული მიაქვს... _ თქვა მოხუცმა და სიტყვა გაწყვიტა. _ აგერ ჩვენი კალისტოც მოვიდა, _ და შეეგება: _ რა ქენი, გაყიდე რამეეე?!
_ მხოლოდ რძე... ვისღა უნდა ჩვენი ნაწვალები რამე... ყველას აქვს ფული, ყველა მაღაზიაში გარბის საყიდლად! _ თქვა კაცმა და სუფრასთან ჩამოჯდა.
_ შვილო... შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ, ჩვენს დასახმარებლად... ის კაცი რომ აქ იყოს. ვიფიქრებდი იმან გამოგზავნა ჩვენს დასახმარებლად-თქო... მაგრამ რად გინდა, 20 წელია ის კაცი არავის უნახავს...
_ როგორ, ასე კეთილად ექცეოდა ყველას და არავინ მოუნახულებია?!
_ არა... ის კი გვნახავდა, როგორ არ გვნახავდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამ სასახლიდან გაგდების დღიდან დაემუქრნენ, აქ აღარ გამოჩენილიყო, თორემ შვილს დაკარგავდა... თავის საყვარელ შვილს...
_ ეს როგორ?!
_ არავინ იცის, ვინ დაემუქრა და რატომ! მაგრამ ერთია, ეს სასახლე სილამაზით ისეთი იყო, რომ შურიან ადამიანებს უნდოდათ, ალბათ... თუმცა ქალბატონ ფერნანდაზე ელეონორა ამბობს, კეთილი და კარგი ქალიაო, ჩვენც გვჯერა მისი...
ელიანმა ვეღარ მოითმინა და ადგა. მასპინძლებს მადლობა გადაუხადა და ისევ სამუშაოს დაუბრუნდა. ხეებს განადგურებული და გამწარებული ჩეხავდა.
_ მამა! მამა ამას ვერ ჩაიდენდა! ის ვერავის გააგდებდა აქედან, ვერავის! ეს სასჯელი! მართლაც რა სასჯელი გამომიტანა ამ ქალმა! მთელი ოჯახი თურმე მიწასთან გაგვასწორეს მუქარით, ბოროტებით, ქურდობით! ფული... _ გაახსენდა უცბად და მასპინძელს მიუბრუნდა:
_ ბატონო კალისტო, ფულს გთხოვთ სასახლიდან ვინმე?!
_ კი, შვილო... უკვე წლებია მიჩვეულები ვართ!
ელიანმა ნაჯახი აიღო და წამის სისწრაფით დაარტყა ხეს. ფერიმ იცოდა! მან იცოდა! თვეებია რაც აქაა და ყველაფერი გაიგო! მას ეს ხალხიც უყვარს! და უნდა მათზე იზრუნოს... უნდა, რომ მათი გასაჭირი დავინახო და მათ ვუშველო... _ გაიფიქრა და შეშის დაპობა გააგრძელა. მერე სახლთან დაალაგა და კარზე დააკაკუნა.
_ შვილო, შემოდი, ნუ აკაკუნებ... ახლა შენ ჩვენი შვილი ხარ ერთი კვირით, რადგან გვითხარი დავრჩები და დაგეხმარებითო. გინდოდა რამე?!
_ მოგვიანებით ბაღში ორმოებს გავაკეთებ ნერგებისთვის... ახლა კი დავისვენებ. _ თქვა და იატაკზე გაშლილი ლოგინისკენ გაემართა.
რამდენიმე საათის შემდეგ გაბრუებული წამოდგა, ნახევრად უძილო იყო. საჭმელი ჭამა თუ არა, ქალს უთხრა, ბაღში გადავალ ორმოების გასამზადებლადო.
გახარებულმა მოხუცმა კაცს აჩვენა, ბარი და თოხი სადაც იყო.
ელიანი ბაღში გადავიდა, რომელიც სახლს ესაზღვრებოდა. ორმოს თხრა დაიწყო ღრმად და ხეხილისთვის გაამზადა. რამდენიმე ორმო ამოთხარა და გაოფლილი იქვე დაჯდა მიწაზე, ფიქრებში გადაეშვა და სრულიად გადაავიწყდა საჭმელად წასვლა. მერე ცოტა წაიხემსა და ისევ განაგრძო მუშაობა. მთელი დღე იდგა და ორმოებს თხრიდა. მზე უკვე ჩასვლას აპირებდა. დაღლილი და ოფლიანი დაბრუნდა უკან, დაიბანა და დასაძინებლად გაეშურა. ამჯერად დაღლილს სრულიად მალე მიეძინა.
ფერი სპილოსთან დაბრუნდა და მის მოფერებაში გაატარა დრო. თან ბედნიერი უცქერდა სასახლეს, რომელიც მის სახელს ატარებდა.
მერე სამზარეულოში შევიდა, ფერნანდა მოიკითხა. კლარა და კამილა მშვიდად ისხდნენ და ჭამდნენ, ფერის არც მიესალმნენ. ფერიმ მშვიდად გაუღიმა ალმას და ანხელას და თავისი ადგილი დაიკავა.
დანაყრდა თუ არა, ყველას დაემშვიდობა, ბატონ რაფაელსაც წარმატებული დღე უსურვა და თავის საიდუმლო ოთახში შეიპარა. შენახული საბუთები გადაშალა და წაიკითხა. ელიან! ახლა შენ სრულიად არავინ ხარ ამ სასახლეში! სრულიად არავინ ხარ ჩემთვის! ეს სულ სხვა სასჯელი იქნება ჩემი გამწარებისთვის! _ ბედნიერმა დახურა ქაღალდები და ისევ შეინახა.
მერე თავის ლოგინს ჩაეხუტა. გაახსენდა კაცის მუშაობა, ოფლი რომ სდიოდა და მაინც არ ჩერდებოდა, მისი ჩაფიქრებული მზერაც გაახსენდა და ფეხზე წამოხტა. ელიანიი... ის ჩემი მტერია, მაგრამ რატომ ვფიქრობ მასზე! რატომ მინდება მისი დანახვა ან ჩახუტება... მისი კოცნააა... როცა ძალით მიჭერს და იმ კოცნას იმეტებს ჩემთვის, რომელსაც ჩემი დადნობა შეუძლია... რომელსაც შეუძლია ჩემი 20-წლიანი სასტიკი გადასახლება სრულიად გააქარწყლოს და ბედნიერ არსებად გადამაქციოს, რატომ მავიწყდება ეს ტკივილი და 20-წლიანი შურისძიების გეგმა... ვატკინე ელიანს რამე?! მაგრამ მე ხომ უფრო მეტკინა... მთელი 20 წელიწადი მეტკინა, როცა არ შემეძლო შორიდან მაინც მეცქირა ამ სასახლისთვის... როცა აქ ჩამოსვლაც კი მეკრძალებოდა დადებული პირობის გამო... მაგრამ რამდენიმე წლის მერე დავივიწყებდი ამ პირობას და ჩემს სასახლეს ვესტუმრებოდი ჩუმად... ელიანსაც გავიცნობდი... მომეწონებოდა ნეტავ ჩემი მტერი რომ არ ყოფილიყოო?! _ ფიქრობდა ქალი და ნელ-ნელა თვალები ეხუჭებოდა...
ელიანი დაუსვენებლად მუშაობდა, თან თავისი ოჯახი ახსენდებოდა, რომელიც ქურდი, მატყუარა და ცუდი ეგონა ხალხს. გაბრაზებული ძლიერად იქნევდა ბარს, მიწის ბელტებს აბრუნებდა.
ფერიიი... ალბათ გინდოდა, მათ დავხმარებოდი და დავეხმარები, როგორც შევძლებ. შენ მათი გაჭირვება შეიცანი და გინდოდა ჩემთვისაც გაგეცნო, რათა დავხმარებოდი... შენისთანა მზრუნველი და ცივი ქალი არსად მინახავს... მომენატრა შენი დანახვა... შენი ცივი კოცნა... მაგრამ გამაფრთხილე, სასახლეში არ გამოჩნდე და ერთი კვირა ეს სახლი არ დატოვოო, ამიტომაც ვერ მოვდივარ შენს სანახავად... ნეტავ შენ მოსულიყავი ისევ და გენახე... მოსულიყავი და გადმოგენთხია ისევ ბრაზი და წასულიყავი... სულ ცოტა ხნით მაინც დამენახე. _ ამ ფიქრებში იყო, რომ საჭმელადაც დაუძახეს.
მშვიდად უცქერდა ცოლ-ქმარს, მერე კაცს მიუტრიალდა. ქალაქში წასვლა სთხოვა და თვითონ წაღება სანოვაგის, დაჰპირდა, თქვენ დაისვენეთ და მე შევეცდები ყველაფერი გავყიდოო.
რამდენიმე ხანში გაემზადა და ქალაქისკენ გაემართა... როცა, როგორც იქნა, გაყიდა ყველაფერი, დაუბრუნდა სახლის გზას. გახარებულმა ცოლ-ქმარმა ნავაჭრი ფულის ნაწილი კაცს მიაწოდეს, ეს შენი წილიაო, მაგრამ გაკვირვებულმა ელიანმა უკან დაიხია. ფულს არ ავიღებო და არც აიღო. მხოლოდ საჭმელი ჭამა და მაშინვე ბაღისკენ გაეშურა. ორმოებში ხეხილის ჩარგვა დაიწყო. ნელ-ნელა რგავდა, მერე მიწას ზემოდან კარგად ტკეპნიდა და სხვა ორმოებზე გადადიოდა...
დაბნელდა... მზე მთვარემ ჩაანაცვლა. ელიანი დასაძინებლად გაეშურა.
დილით ადრე ადგა და გარემოს გადახედა, ძველ დარგულ ხეებს დააკვირდა, რომელსაც კვირტები უკვე ამოეყარა... კმაყოფილმა შეავლო თვალი თავის ჩარგულ ხეხილს და მუშაობას შეუდგა. მთელი დღე ასუფთავებდა მიწას ზედმეტი ბალახისგან, მერე ყვავილებისკენ გადაინაცვლა, სრულიად მოაშორა გარშემო ზედმეტი ბალახები და სათუთად გადაუსვა ხელი. რამდენიმე პატარა ყვავილიც დაინახა და ფერი გაახსენდა გლიცენიის ხესთან. მისი ნახვა ძლიერ მოუნდა...
როცა ამ საქმეს მორჩა, ახალი ღობის დამაგრებას შეუდგა. ფერიზე ფიქრობდა, დარდობდა, რომ ქალმა მხოლოდ ერთხელ მიაკითხა, სრულიად არ ვაინტერესებო იფიქრა. ამ დროს ფაბი შენიშნა. იფიქრა, იქნებ ფერიმ გამოაგზავნაო, გახარებულმა დადო იარაღები და სახლისკენ წავიდა. შევიდა თუ არა, კართან ფაბის ხმა გაიგონა:
_ ამაღამ ფულის დადების დროა... მინდა გთხოვოთ, ფული დანიშნოთ და დაიმახსოვროთ თქვენი ნიშანი...
_ შვილო, ეს რა საჭიროაა?! _ იკითხა ქალმა და ბიჭს შეხედა.
_ უნდა გავიგოთ ვის მიაქვს ფული! ამდენი ხანი ვინ გვართმევს ნაშრომს!
ელიანმა გაიგონა, როგორ დაემშვიდობა და წავიდა ფაბი. გული დაწყდა, ფერის რომ არ გამოუგზავნია. ცოლ-ქმარს სთხოვა, ფულს მეც დავნიშნავო და თანხმობაც მიიღო მათგან. ელიანმა პირუტყვის სადგომი დაასუფთავა, რამდენიმე საათი წმენდდა იქაურობას, თან ოფლი ჩამოდიოდა სახეზე და მაინც აგრძელებდა მუშაობას. დაასრულა თუ არა, მაშინვე გააგრძელა ღობის დამაგრება... გაბრაზებული ამაგრებდა ღობეებს და მიწაში მყარად ამაგრებდა.

მერე მთელი ღამე ვერ მოისვენა იატაკზე გაშლილ ლოგინზე. სულ ქალზე და სასახლის ძველ მეპატრონეზე მოყოლილ ამბებზე ფიქრობდა...
ფერი ფაბისგან მოწოდებულ წყალს სპილოს ასხამდა და თვითონაც იწუწებოდა... მხიარულად ატარებდნენ დროს... უცხოს ისინი შეყვარებულები ეგონებოდა. კლარასაც ასე ეგონა... ეგონა მათი ურთიერთობა სატრფიალო იყო და არა მეგობრული. რას იფიქრებდა, თუ მათ ბავშვობა აკავშირებდათ ერთმანეთთან... ორივე მხიარულად ერთობოდნენ სპილოებთან და თვალებით მხოლოდ წართმეული ბავშვობის მონატრებას იხსენებდნენ... ერთმანეთს უცქერდნენ და ისე წუწაობდნენ, რომ მთელ სასახლეს ესმოდა მათი ჟრიამული. კლარა გაბრაზებული დაიძრა, როგორც კი ფერნანდა დაინახა:
_ სრულიად აღარ ადარდებს არავინ, ისეთი ბედნიერია ამ კაცთან! თქვენს შვილს ეს ღარიბი ამჯობინა!
ფერნანდამ კლარას გადახედა და ფერისკენ დაიძრა... კლარა ბედნიერი იღიმოდა თავისი სიტყვების გამო და ქალს გააყოლა მზერა, რომელიც ფერისთან მივიდა.
_ ბოდიში, ქალბატონო ფერნანდა... ჩვენი მხიარულობისთვის.
_ ფერი... მინდა ვილაპარაკოთ. _ უთხრა ფერნანდამ. _ ფაბი კარგი ბიჭია, ის და დედამისიც. მან მითხრა, რომ მხოლოდ მეგობრად გთვლით. თქვენ რას ფიქრობთ მასზე?!
ფერის გაეცინა:
_ ის ჩემთვის ძმასავითაა...
_ ასე უცბად შეეწყვე მას... _ თქვა ჩუმად ქალმა და ფერის გადახედა.
_ მე და ის ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს... ის ჩემი ძმის მეგობარია და ერთად ვიყავით ხოლმე, ჩვენ მხოლოდ და-ძმასავით ვართ. სხვა არაფერი იფიქროთ.
_ ეს როგორ, ელეონორასაც იცნობდით?!
_ დიახ... თუმცა წლებია არცერთი არ მინახავს... ახლა წავალ, თუ არ გეწყინებათ... მეტი სათქმელი ამჯერად არაფერი მაქვს. იმედი მაქვს, არ გამიბრაზდით.
ქალმა დამშვიდებულმა გაუღიმა და მშვიდად შეაბიჯა სასახლეში.
ფერიი... ფერიიი... მალე გნახავ... იმ დღის მერე ჩემთან არ მოსულხარ, ნუთუ სრულიად არ გაინტერესებს ჩემი ამბავი, ნუთუ სულ არ გჭირდები... თუმცა მე ხომ სასახლიდან გაგდებ! ან იქნებ ჩუმად მოდიხარ და მნახულობ... _ გაიფიქრა ელიანმა და იმედი ჩაესახა გულში... პირუტყვი დააბინავა სუფთა ბოსელში და საბანაოდ გაეშურა. იბანავა, გამოიცვალა და ცოლ-ქმართან მივიდა. ფული გადაითვალეს და ელიანმა ისე დასვა ფულზე წარწერა, რომ მისი ხელწერა არ დასტყობოდა. ქალს დანიშნული ფული მიაწოდა და მისი აკანკალებული ხელი შენიშნა თუ არა, დაამშვიდა. თან გულში იმეორებდა:
_ აუცილებლად ვიპოვი დამნაშავეს და დავსჯი! აუცილებლად მოვაშორებ სასახლიდან და თავისუფლებას და ბედნიერებას დაუბრუნდებიან აქაურები! _ შემდეგ მოხუცებს დაემშვიდობა და გზას გაუდგა...
უკვე ბნელოდა... ელიანი სასახლეში ბრუნდებოდა... ეზოში შევიდა და საშინელმა ფიქრებმა გაუელვა გულში, როგორც კი თავის წინ ჩრდილში ქალი დაინახა...
_ ფერი... _ თქვა და ქალს სასოწარკვეთით ჩახედა თვალებში, რომელიც სიბნელეს მოეცვა. მის თვალებში ბოროტება ამოიკითხა და გული გაუჩერდა... ტყვია ისე გავარდა, უკვე ნატკენი ჰქონდა მთელი სული... ძირს დავარდა და სიცოცხლეც აღარაფრად უღირდა... ქალმა გაიცინა და იქაურობას მაშინვე გაშორდა. რამდენიმე ხნის მერე კლარა გამოიქცა და კაცს დაუყვირა:
_ ელიიიი! ელიიიი! _ სისხლი შეამჩნია და ხელი აუკანკალდა. ცრემლებიც წამოსცვივდა და კაცის გულს ხელი დაადო. _ ისუნთქეეე! ისუნთქეეეე! ელიიიი! შენ არ მიმატოვებ! მე შენ მიყვარხარ! მინდა შენთან ყოფნა! შენგან შვილები მინდა! შენ არ მოკვდეებიიიი! _ ტიროდა და ეხუტებოდა კლარა...
უკვე აკავებდნენ ქალს, ელის კი ექიმი უტრიალებდა. ფერი ქოხისკენ მიაჭენებდა ცხენს... გრძნობდა მდევარს... მაგრამ გზას აგრძელებდა და წინ მიიწევდა... იგრძნო, როგორ ჩაავლეს ხელი და როგორ ძლიერად მიიკრა მეორე ცხენზე ამხედრებულმა ძლიერმა მხედარმა...
ჭაობისფერი კაბა ეკვროდა მის სხეულს. შეშინებულმა გაიფართხალა, გაქცევა სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. პირზე ხელაფარებული და ხელებშეკრული უკვე ცხენით მიჰყავდათ...
_ ასეთ ცოლს რომ მოიშორებს კაცი! _ მოესმა ქალს და ისე გაიბრძოლა, ცხენიდან გადმოვარდა. კაცმა ხელში აიყვანა და კვლავ ცხენზე შესვა. კარგა მანძილი გაიარეს და კაცმა ხელში აყვანილი ქალი პატარა ქოხში შეიყვანა.
_ არ იყვირო!
ქალმა თავი დაუქნია და კაცმა მოხსნა თუ არა სახვევი პირიდან, მაშინვე დაუყვირა:
_ როგორ გაბედე ჩემი მოტაცება!
_ ეგ შენს ქმარს ჰკითხე, შენ აქ უნდა იყო!
_ მან პირადად გიბრძანა ამის გაკეთება?!
_ წერილი და ფული გამომიგზავნა.
_ რა გიბრძანა?!
_ მომეკალი ან ჩემთვის დამეტოვებინე! სასახლეში კი აღარ გამოჩენილიყავი!
_ ფული აიღე და გამიშვი! სასახლეში აღარ დავბრუნდები! დამანახვე ის ფული!
_ ვერ მოგკლავთ, მაგრამ ვერ გაგიშვებთ, რომ გაიგოს, გაგიშვით, ჩემს ოჯახს საფრთხე დაემუქრება!
_ იცი მაინც ვინ მოიტაცე?!
_ ბატონი ელიანის ცოლი... ასეთი ლამაზი ცოლი როგორ უნდა დაკარგო...
_ რობერტო! _ მოესმა კაცს და უცებ შეშინდა, _ საიდან იცი ვინ ვარ!
_ ელფერის სასახლის მეპატრონე ელფერი დელავიანი ყველას ცნობს აქ!
_ ელფერიიი?! შეენ! ბოდიში, მაპატიე... _ კაცი მისკენ დაიძრა და ხელები გაუხსნა. _ თავისუფალი ხართ, ქალბატონო...
_ ქალბატონი არა, შენ ჩემი ძმის მეგობარი იყავი და მიპატიებია! მაგრამ ახლა ჩემს მხარეს იქნები! და არ გაამხელ, ვინ ვარ სინამდვილეში! მხოლოდ ფაბიმ და ელეონორამ იციან ვინც ვარ!
_ გპირდებით, ამას არ გავამხელ.
_ პირადად ვინ გიბრძანა, არ იცი?!
_ არა...
_ ფული მანახვე..._ თქვა ქალმა და ფულს დახედა, ჯერ დააკვირდა და ფულზე დანიშნული წარწერები შენიშნა.
_ წერილი დაწერე! თქვენი ბრძანება შევასრულეთ, ბატონო ელიან და ქალბატონი ფერი მოვიშორეთ! ტყეში ხეზე ზურგი იტკინა, მაგრამ არ უწვალია... და პირადად ბატონს მიეცი ხელში! მხოლოდ მას! და ეს კაბაც _ ფერიმ კაბას მოახია, კაცს მიაწოდა, ზედ კულონი და თმისამაგრიც დაადო. _ იცოდე, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონს მიეცი! არა! _ თქვა უცებ: _ მე შევიპარები და თვითონ მივუტან! შენ მაგ ფულით ოჯახი დაიცავი. თუ გკითხეს, ჩემზე უთხარი, მოვკალი და ჩანჩქერში გადავარდა-თქო! ახლა კი აქ ცოტა ხანს დავრჩები და მერე წავალ! შენც წადი!
_ მაპატიეთ, ქალბატონო ელფერი...
_ ახლა ფერი მქვია! მიპატიებია და ეს ჩვენ შორის დარჩეს! _ თქვა და კაცს დაემშვიდობა.
უკვე ღამე იყო, როცა ფერიმ ქოხი დატოვა, ჩანჩქერისკენ წავიდა და გვირაბში ჩავიდა თუ არა, ჩუმად შევიდა საიდუმლო ოთახში. იქიდან თავის ოთახში შეიპარა, წერილი და კაბის ნაგლეჯი, თმის სარჭი და კულონით ელიანის დივანზე დადო, უკან გამოვიდა და კედელს მიეყრდნო. იქვე ჩაიკეცა და ატირდა. ჩემი სასახლისგან შორს ყოფნა ნუთუ ისევ მომიწევს?! აქ ამ საიდუმლო გვირაბში! უფრო მეტად მძულხარ და ვერ გიტან!
ელიანი კლარას ოთახში დააწვინეს. ექიმმა ჭრილობიდან ტყვია ამოუღო. კაცი მკერდშიშველი იწვა ლოგინზე. კლარა, ფერნანდა, რაფაელი და კამილა ერთად იყვნენ ოთახში და ექიმს მისჩერებოდნენ შეშინებულები...
ფერიმ ჩუმად გაიხედა აივნიდან, უცბად ხელები იგრძნო პირზე. ფაბი იყო. კაცმა შიგნით შეიყვანა ქალი.
_ ფერი! რას გავხარ, სად იყავი?!
_ ჩემი მოკვლა უნდოდათ, რობერტოს დაავალეს. მითხრა, ელიანმა დამავალაო!
_ ფერი! ელიანი დაჭრილია! გავიგონე, შენს სახელს იძახდა და კლარაც გაიძახოდა, ფერი სადაა, მან ჩაიდინა ეს ყველაფერი, რადგან ელიანი მის გაგდებას აპირებდა სასახლიდანო! _ მერე ქალს ხელი წაავლო და მაშინვე აბაზანაში შეიყვანა. სახეზე წყალი შეასხა და როგორც კი ფერი გამოფხიზლდა, მისი ნახვა მინდაო, ითხოვა. ფაბი დაეხმარა ქალს და ჩუმად ანიშნა, კაცთან როდის შესულიყო.
ქალმა ნაბიჯი გადადგა და ლოგინზე გაშოტილი კაცის სხეული დაინახა... მხოლოდ შარვალი ეცვა და უსულოდ ესვენა საწოლზე. კლარა ქოთქოთებდა:
_ როგორ გაბედა იმ ქალმა! უნდა, რომ შენი თავი წამართვას! მე კი ძალიან მიყვარხარ!
_ ფერიი... ფერიიი... _ ამოიგმინა ამ დროს ელიმ და ისიც უცებ დაიმალა ფარდის უკან. _ ფერიიი... ფერიიი... რატომ მესროლეე... სასახლიდან გაგდება რომ გიხსენე, იმიტო?.. რატომ, ფერიი... რატომ გძულვარ და გეზიზღები... რატომ მომკალი... რატომ მესროლე... _ ესმოდა ფერის და პირზე აიფარა ხელი. ცრემლები გადმოუგორდა და როგორც კი კლარა ზურგისკენ შებრუნდა, უცბად გავარდა ოთახიდან. ფაბიმ ხელი სტაცა და თავის ოთახში შეიპარნენ ორივენი. ფაბიმ ქალის დატოვებული ნივთები აიღო და მაშინვე ფერის მიჰყვა საიდუმლო ოთახისკენ.
ფაბიმ მაშინვე დაწერა წერილები. ერთი ელაიანთან გაგზავნა, მეორე კი ქალაქში. ფერის ხელი წაავლო და თავის ოთახში ძალით შეიყვანა. ქალი ტიროდა და კაცის სიტყვებს სრულიად არ აქცევდა ყურადღებას. კაცმა ხელი მაგრად მოუჭირა და თვალებში შეხედა:
_ ფერი! გამოფხიზლდი! ახლავე უნდა ჩაიცვა და აქედან წახვიდე! ქალაქში! ფერდინანდი დაგელოდება! გაიგონე, რასაც გეუბნები!
_ არა! აქ მინდა ყოფნა! ეს ჩემი სასახლეააა!
_ ფერი, ეს შენი სასახლეა თუ ელიანის, ამას მერე გაარკვევთ! შენ კი აქედან უნდა წახვიდე!
_ არაა! არაა! არ მინდა აქედან წასვლა! _ ქალი ლოგინზე დავარდა და ისევ ატირდა: _ რომ მოკვდეს... მე მისთვის არ მისვრიაა... მას რომც დაევალებინა ჩემი მოკვლა, მე მას ვერ მოვკლავდი...
_ ფერი... შენი სპილო კლარამ მოწამლა! შეიძლება მან დაგეგმა ეს ყველაფერი თქვენს დასაშორებლად! მომისმინე, შენ აქ არ უნდა დარჩე!
_ დარწმუნებული ხარ?! ჩემი სპილო მართლა კლარამ მოკლა?! _ დაიყვირა და კაცმა უცბად ააფარა პირზე ხელი: _ ჩუუ ნუ ყვირი...
_ ელიანს ეს უთხარი?! მოუყევი ეს ამბავი?!
_ არა... ვერ მოვასწარი.
_ დამპირდი, რომ არ ეტყვი! მათ ერთმანეთი უყვართ! მას ის ქალი უყვარს! მისი დასჯა არ შეუძლია... არ უნდა და არც დაუსჯია ჩემთვის დაბრალებული დანაშაულების გამო! შენ მას ამას არ ეტყვი!
_ არ ვეტყვი! მაგრამ შენ აქედან წახვალ ფერდინანდთან! _ დაითანხმა ბოლოს ქალი და სასახლიდან ჩუმად გაიყვანა...
კლარა და ფერნანდა ელიანის ლოგინზე ჩამომსხდარიყვნენ. კლარა ტიროდა, დედამისი კი ცივ ტილოებს აფენდა კაცს შუბლზე... სიცხე მატულობდა და არ იკლებდა. კაცმა რამდენიმე საათში თვალები გაახილა. ორივე ქალი მის სხეულს მიეხუტა.
ფერი ფიქრებში იძირებოდა: მისი კოცნაა... მისი ჩახუტებააა.. .ის მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა და კალისტოს ეხმარებოდა საქმეებში. ხეხილიც ისე დარგო, სანამ არ მორჩა, არ დაუსვენია... ოფლი ჩამოსდიოდა და მაინც აგრძელებდა მუშაობას... რამდენჯერ ჩუმად მივეპარე და შორიდან ვაკვირდებოდი. შეშაც დაჩეხა და დაალაგა. როგორ უვლიდა და ასუფთავებდა ცხოველების სადგომს, ისე წმენდდა, არც უფიქრია საქმის მიტოვებაზე! ის მათ დაეხმარა და მათ მიმართ კარგად იყო განწყობილი... შრომობდა მათთან, ყოველდღე საქმეს აკეთებდა და ამდენს შრომობდა, ოფლის და დაღლის მიუხედავად მაინც აგრძელებდა მუშაობას დაღამებამდე...
არა, ეს არ უნდა მომხდარიყო! მე სხვა რამ მინდოდა.... ჩემი სასახლე და ოჯახთან ერთად ისევ აქ დაბრუნება... _ შეფიქრიანებული მიდიოდა ქალი ქალაქისკენ და ცრემლებს იწმენდდა:
_ როგორ ვესროდი მას... მე ის შ... არაა! არაა! არაა, ფერიიი! ეს არ შეიძლებაა! არ შეიძლებაა! მას არ უყვარხარ... მას კლარა უყვარს... _ ამ დროს ფაბიმ ხელი მოკიდა მკლავში. ფერდინანდი დაინახა თუ არა, ფერი მაშინვე ჩამოვიდა მანქანიდან და კაცს ჩაეხუტა. ფაბი ორივეს დაემშვიდობა და წავიდა...
***
_ შვილო... შვილო... როგორ მიხარია თვალებგახელილს რომ გხედავ... როგორ შემაშინე... _ დაიყვირა ფერნანდამ და შვილს ხელები მოხვია.
_ ელიან... როგორ გაბედე ჩემი მიტოვება, როგორ... მე ხომ მიყვარხარ... _ იკივლა კლარამ.
_ კარრგადდ ვარრ... _ ამოთქვა ძლივს და თვალები ისევ დახუჭა. მაშინვე გაახსენდა ჩრდილში მდგომი ფერი. _ ეს როგორ გამიკეთე... ასე მკაცრად როგორ მომექეცი... სიძულვილის გამო! ზიზღის გამო! ნუთუ ის კოცნა დამშვიდობების იყო! ნუთუ ასე წავიდა ჩემგან, ასე უნდოდა ჩემი მოშორება! ერთი კოცნა გაიმეტა დამშვიდობების და მომიშორა! _ ხელები მომუშტა და თვალები ისევ გაახილა.
_ სად არის?! სად არის, დედააა?!
_ ფერი, შვილო?!
_ ფერი! _ დაიყვირა უცბად კლარამ და კაცს შეხედა: _ გაიქცაა! არსად არ არის! შენ გესროლა და გაიქცა!
_ კმარააა! გადით აქედან! _ დაიყვირა კაცმა და ფერისთან ყოფნის ბოლო ფრაგმენტები კვლავ წარმოიდგინა. როგორი ბედნიერი ღიღინებდა... ნუთუ იმ დროს უკვე ფიქრობდა ჩემს მოშორებას! მე ხომ შემიყვარდა! ასე როგორ მომექცა! როგორ გაიმეტა ჩემი გული და სული ამ ტკივილისთვის! ფერი! შენ ვერ წახვალ, ასე ვერ მიმატოვებ!
_ ელიან! მან შენ გესროლა! გესროლა! შენ მას სძულდი, ეზიზღებოდი და თავიდან მოგიშორა. სანამ შენ დაასწრებდი აქედან გაგდებას, მან მოგიშორა! ფერიმ შენ გესროლა. იფიქრა, რომ მოგკლა და გაიქცა!
_ ამიხსენით, რა ხდება! _ მოისმა ეზოდან ხმა და ორივე ქალი მაშინვე გავარდა გარეთ. კლარა უცბად მივარდა მოსულებს და დაუყვირა:
_ სად არის თქვენი მკვლელი ქალიშვილი! მან ელიანს ესროლა და გაიქცა!
_ ჩემი და ამას არ იზამდა! ამას ის ვერ ჩაიდენდა! ტყუილად სდებთ ბრალს!
_ სად არის ელიანი?! _ დაიყვირა ელაიანმა და ფერნანდას შეხედა. ქალმა ოთახი აჩვენა და კაციც მაშინვე შიგნით შევარდა. ელიანმა მზერა შეავლო სიმამრს და იქ შემოსულებს.
_ ფერი ამას არ ჩაიდენდა! _ ამოიხვნეშა მამამ და კაცის სხეული შეათვალიერა: _ ფერიიმ გესროლათ?! მისი სახე დაინახეთ?!
_ არ დამინახავს... _ თქვა კაცმა ჩუმად და დაახველა.
_ ამას ფერის გარდა არავინ ჩაიდენდა! ის ქალი რაც აქ მოვიდა, სუყველაფერი არია! ის ქალი მკვლელიააა! _ წამოიყვირა კლარამ და მტრულად გადახედა ახალმოსულებს.
_ მკვლელი აქ მხოლოდ შენ ხარ! _ გაისმა ამ დროს ხმა და ყველამ უკან გაიხედა. ფაბიმ ქალს ხელი წაავლო და მაგრად დაუჭირა მაჯა: _ შენ ხარ მკვლელი! შენ მოკალი სპილო!
_ ფაბიიი... რას ამბობ?! _ თქვა ძლივს ელიანმა და ორივეს გადახედა.
_ ამ ქალმა მოწამლა სპილო. მხოლოდ ეს ქალია აქ მკვლელი და მატყუარა!
_ ფაბი! მე რატომ არ მითხარი ეს?! _ ამოიკვნესა ელიმ და წამოიწია ლოგინიდან თუ არა, დედამისი მივარდა: _ შვილო... ჯერ სუსტად ხარ და დამშვიდდი...
_ ვაპირებდი, მაგრამ ეს ამბავი მოხდა და ვერ მოვასწარი! თანაც ფერიმ მთხოვა არ მეთქვა, არ უნდოდა გტკენოდათ, რადგან ეს ქალი გიყვართ!
_ კმარა! სადაა ჩემი და?! ის არაფერს არავის დაუშავებდა! სად არის ჩემი და! _ გაცოფდა ანხელი.
_ ფერიი... _ ამოიხვნეშა ფაბიმ და ლოგინზე დააგდო ქალის კაბის ნაგლეჯი, წერილი და მისი ნივთები. _ ფერი მოიტაცეს... ეს წერილი ვნახე და მისი ნივთებიც... _ თქვა კაცმა და ძმა უცბად დასწვდა წერილს. წაიკითხა თუ არა, მამამ გამოსტაცა, იმანაც წაიკითხა და ფილიპემ და ფელისიამაც.
უცებ ელაიანი წაბარბაცდა.
_ მამააა! მააამააა! ელაიან! _ დაიყვირეს ერთხმად და იქვე დივანზე დასვეს კაცი.
_ შენ ჩემს დას რა უქენი! რა უქენი ჩემს დას! _ დაუყვირა ანხელმა ელის, მაგრამ ჭრილობა დაინახა თუ არა, ხელი გაუშვა მის მკლავს.
_ მანახეთ ეს წერილი! _ დაიყვირა ელიანმა და ფილიპემაც მიაწოდა.
`თქვენი ბრძანება შევასრულე, ბატონო ელიან და ქალბატონი ფერი მოვიშორე! ტყეში ხეზე ზურგი იტკინა, მაგრამ არ უწვალია... ჩანჩქერში გადავარდა სისხლიანი~...
ელიანმა წაიკითხა და დაიყვირა:
_ არაააა! არააა! მე ეს არ ჩამიდენიააა! მე მისი მოტაცება არ დამივალებიაა! ის! ის... არ მოკვდებოდააა... _ თვალები დახუჭა და ქაღალდი ხელში მოჭმუჭნა. _ ეს შეუძლებელია! ის მკვდარი ვერ იქნებაა! ვერაააა! _ იყვირა.
დედამისმა გააკავა:
_ შვილო, დამშვიდდი, დამშვიდდი! ის კარგად იქნება... მჯერა, რომ კარგად არის...
_ ის არ დამტოვებდა! _ თქვა ძლივს კაცმა და წამოდგომა სცადა. _ ფერიიი! ფერიიი! სად არის ფერიიი! ფერიიი! მოძებნეთ! ის არსად წავიდოდააა! ოთახში ნახეთ! საჯინიბოში! სპილოებთან! ჩანჩქერთან!
_ შვილოო... დამშვიდდი... ფერი გამოჩნდება, ის არ წავიდოდა... მან პირობა დადო, რომ ცუდად არ მოგექცეოდა! ის არსად გაიქცეოდა, მაგრამ იქნებ მოიტაცეს. იქნებ ვინმემ მართლა მოკლა... _ თქვა ქალმა და შეძრწუნებულმა პირზე აიფარა ხელი. ფელისიას გული წაუვიდა და ახლა მას მივარდნენ ყველანი. ფაბის ისევ ხელი ჩაეჭიდა კლარასთვის და არ უშვებდა.
_ აღიარე შენი ტყუილები! აღიარე!
_ არაააა! არააა! ფერი არ მოკვდებოდააა! ის არ მოკვდებოდააა! _ დაიყვირა ანხელმა, ხელი გაიქნია და ოთახში ყველაფერი დალეწა, მაგიდა აატრიალა, ყველაფერი გადმოყარა თაროდან. უცებ ჰაერში ფულის კუპიურებიც აფრიალდა... ფაბიმ ფულს ხელი წაავლო და ყურადღებით დააკვირდა...
_ ეს! ეს! საიდან გაქვს ეს ფული, საიდან გაქვს! _ დაუყვირა კლარას და ყელში ჩაავლო ხელი.
_ კმარა! ფაბი! გაუშვი ხელი! _ დაუძახა ელიანმა და ლოგინიდან წამოიწია.
_ ფერის მოშორება მე არავისთვის დამივალებია! ახლა მთავარი მისი მოძებნაა! ყველამ უნდა მოვძებნოთ! _ დაიყვირა და წამოდგომა სცადა, მაგრამ მამამისმა არ დაანება და ძალით გააჩერა ლოგინზე.
_ ახლავე გავარკვევთ, ეს ქალი სხვას რომ აბრალებს მკვლელობას, თვითონ რამდენი რამე ჩაიდინა! ეს ფული საიდან გაქვს! _ დაუყვირა ფაბიმ კლარას და ხელი მოუქნია. კლარა ძირს დავარდა და ტირილით დაუძახა ელიანს, მიშველეო.
_ საიდან გაქვს ეს ფული! _ არ ეშვებოდა ფაბი, რომელსაც ანხელი იჭერდა.
_ ნათესავმა გამომიგზავნა!
_ ეს ფული ჩვენია! ჩვენი მოსახლეებისაა და არა შენი ნათესავის! ჩემი პირით ვუთხარი ყველას, ფული დაენიშნათ! _ გაგიჟებული ფაბი მეგობარს ხელიდან დაუსხლტა და ფულს დასწვდა:
_ აი, ეს ნიშანიი მე დავადე, მე და ჩემმა მეზობლებმა! ეს ფული ჩვენია! წლებია გვქურდავდი! ჩვენ კი გვეგონა, რაფაელს და ელიანს ვაძლევდით! მაგრამ თურმე შენ გვქურდავდი! ამ ფულით დასეირნობდი ქალაქში და ძვირფასეულობას ყიდულობდი! გამოტყდი! _ ბიჭმა ქალს ისევ ხელი მოუქნია.
_ ფაბი! კმარა! _ გააჩერა ფილიპემ და კაცს ქალი გააშვებინა.
_ მე არაფერი დამიშავებია... ეს ფული ნათესავმა გამომიგზავნა...
_ კმარა! _ დაიყვირა ელიანმა და ყველას გაჩუმება უბრძანა. ფული მოითხოვა და თვითონაც გადასინჯა, თავისი დანიშნული ფულიც ნახა და მოხუცი ცოლ-ქმრის აკანკალებული ხელით დანიშნულიც. მერე კლარას გადახედა: _ კლარა! ახლავე თქვი სიმართლე!
_ მე არაფერი დამიშავებია ელიან... მე შენ მიყვარხარ... მხოლოდ მე მიყვარხარ... ყველა ტყუილს გეუბნებაა... ყველა გატყუებს, უნდათ, რომ შენთან დამაშორონ... არ დაუჯერო მათ... მე შენ მიყვარხარ და შენთან მინდა ყოფნა... მიყვარხარ...
_ ფერი დაისაჯა! ახლა შენი ვალია, ელიან, ახლავე გაარკვიო სიმართლე და კლარა დასაჯო! შენ ის არ დაგისჯია თავისი ტყუილების გამო! შენ ფერი უდანაშაულოდ დასაჯე! ვინ იცის, ახლა სადაა და როგორ! სულ მას სჯიდი და არა ნამდვილ დამნაშავეს! ერთი წელია ამ ფულს ჩვენ სასახლეს ვუხდით! არასდროს გიფიქრიათ, რატომ დადის აქ მხოლოდ დედაჩემი ქალბატონთან და მეტი არავინ?! რატომ უჭირს ხალხს და მაინც არაფერს გთხოვთ?! იმიტომ, რომ თქვენ ფულს გიხდიდათ ამდენი ხალხი, თანაც არც ისე ცოტას! ახლავე გავარკვევთ სიმართლეს! იმასაც, რაც ფერის დააბრალეს! _ ფაბიმ კლარას ხელი ისევ სტაცა და ელიანის წინ დააყენა. _ აღიარებინე და დასაჯე! მოიქეცი ისე, როგორც ფერის მოექეცი! ახლა ნამდვილი დამნაშავე დასაჯე!
_ შვილო, ახლა ამის დრო არ არის, ახლა ელიანი ცუდადაააა... გთხოვ, ფაბი, შვილო...
_ არააა! _ დაუყვირა ბიჭმა ფერნანდას და ელიანს შეხედა: _ მოიქეცი სამართლიანად!
ელიანმა ამოიხვნეშა და ლოგინიდან წამოიწია. ქალს თვალებში ჩახედა და ანხელს მიუბრუნდა.
_ ანხელ... როგორც გინდათ, ისე მოექეცით და აიძულეთ სიმართლე თქვას! წესიერების ფარგლებში! _ თქვა და თვალები დახუჭა. მერე ხელი წაავლო ქალს და ელიანმა თვალებდახუჭულმა დაიწყო:
_ კლარა! ორსულად იყავი?!
_ კი, ელიან, ამას როგორ მოგატყუებდი... დამიჯერე... მე შენ მიყვარხარ...
_ გეყოფა, კლარა! ეს მეტჯერ აღარ მითხრა! იცოდე, სიმართლეს თუ არ მეტყვი, მე თვითონ გცემ! მიპასუხე, იყავი ორსულად თუ არა?! _ ბიჭებს გადახედა და ქალს ხელი ატკინეს თუ არა, ქალმაც წამოიყვირა:
_ არაა, არ ვიყავიი! მოგატყუე, რომ ის ქალი მომეშორებინა! მისი ორსულობაც მე მოვიგონე! სპილოც მე მოვკალი! ბავშვიც მე გადავაგდე ჩანჩქერში! ტყეშიც მე გავუგზავნე მკვლელი! ის ქალი ყველაფერში ჩაერია! შენ მას სულ სხვანაირად უყურებდი! შენ მასთან სულ სხვანაირი იყავიი! მას უცქეროდი და მისით შორიდან ტკბებოდიიი! ის ქალი შენს თავს ვერ წამართმევს! მას სძულხარ და ეზიზღები! ახლა ვერ წამართმევს შენს თავს! ის მოკვდა! მე ვუბრძანე მისი მოკვლა! _ ამის გაგონებაზე ანხელმა ქალს ხელი რამდენიმეჯერ გაარტყა...
_ კლარა! _ ელიმ ქალს შეხედა: _ მე ვიცოდი. გავიგე, რომ ორსულად არ იყავი და არ დაგსაჯე! ჩავთვალე, რომ ეჭვიანობდი და ამიტომაც მოიქეცი ასე, მაგრამ ამას აღარ გაპატიებ!
_ იმ ქალმაც გატკინა, ელიან! ხომ ხედავ, როგორი სიძულვილით გიყურებს და ზიზღით! მე ასეთი მზერით არასდროს შემომიხედავს შენთვის! მე ყოველთვის ვზრუნავდი შენზე და მიყვარდი! გტკიოდა და შენთან ვიყავი! მან კი დაანგრია ჩვენი ურთიერთობაც და ყველაფერი!
_ კლარა, ეს შენ დაანგრიე ყველაფერი! მე შენ გენდობოდი, შენ კიდევ ამდენი სისულელე ჩაიდინე! სპილოს, ტყუილებს, ყველაფერს გავიგებდი ეჭვიანობის გამო! მაგრამ ფერის რაღას ერჩოდი! რას ერჩოდი ქალს, რომელიც მომწონდა?! ახლავე გაეთრიე ამ სასახლიდან! გაეთრიე, შენი დანახვაც არ მინდა!
_ ის ქალი შენთან ვეღარ იქნება, ელიან! შენ მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემიიი! მე ვართმევდი ფულს ამ ხალხს! შენ აქედან ვერ გამაგდებ ვერ გამაგდებ! _ დაიყვირა ქალმა. _ მე გესროლე! გესროლე, რომ ფერის დაბრალებოდა! ფერი აღარ დაბრუნდება, მას სძულდი და ეზიზღებოდი, მე მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ!
_ შენი სიყვარულიი არ მჭირდება! _ დაიყვირა კაცმა. რაფაელმა დაიჭირა და ლოგინში ჩააწვინა შვილის მისუსტებული სხეული.
ამ დროს ფერნანდა კლარასკენ დაიძრა, ქალს ორივე ლოყაში გაულაწუნა და დაუყვირა:
_ ეს ფერის გამო და სპილოს გამო! _ მერე მესამეჯერ გაარტყა: _ ეს ელის გამო! ახლავე გაიყვანეთ აქედან, ქალაქში წაიყვანეთ და იქ დატოვეთ ორივე, ეგეც და კამილაც!
_ არააა! არაა! _ დაიყვირა ელიანმა და ყველამ მისკენ მიიხედა გაკვირვებულმა. _ ჯერ არ დამისრულებია! კამილაც მოიყვანეთ! _ უბრძანა კაცებს და მამამისს მიუბრუნდა: _ კამილაც მომიყვანეთ და ეს ქალიც! _ ანიშნა კლარაზე და ისევ წამოიწია ლოგინიდან.
მალე ორივე ქალი მის წინ იდგა. კლარა ცრემლებს ღვრიდა, მაგრამ ელიანი მის საუბარს აღარ აქცევდა ყურადღებას. იგი კამილას მიუბრუნდა:
_ ახლავე მითხარი, ეს სასახლე როგორ იყიდე! ვის ემუქრებოდი! ვის წაართვი ეს სასახლე! მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ ორმა! გამეცი პასუხი! იცოდე, ჩემი ხელით მოვკლავ შენს შვილიშვილს!
_ ჩემი შვილიშვილი ერთადერთი იყო, ვისაც უყვარდი! სამაგიეროს ასე გვიხდით?! შენ, ფერნანდა! _ მიუბრუნდა ელის დედას: _ შენ გინდოდა ქალაქიდან შორს სახლი და მეც დაგეხმარე! ეს სასახლე გიშოვე და აქ მთელი 20 წელიწადი ცხოვრობდით ბედნიერები! ჩემი დახმარებით ცხოვრობდით აქ მშვიდად, რომ ელიანს არაფერი დამართოდა! მისი ჯანმრთელობა ქალაქში საფრთხეში იყო! აქაური ჰაერი სჭირდებოდა და მეც დაგეხმარე! დაგეხმარე და ეს სასახლე მოგეცი!
_ ეს სასახლე მე ვიყიდეე შენ მირჩიე და მეც ვიყიდე! _ თქვა ფერნანდამ და მისკენ გაიწია. _ ეს სასახლე ჩვენ ვიყიდეთ!
_ მაგრამ არ გითქვამს, რომ ეს სასახლე ძველ მეპატრონეს წაართვი! თანაც ისე, რომ მისთვის არაფერი მიგიცია, ალბათ! ასეა?! მას ფული არ მიეცი?! _ ჩაერია საუბარში ისევ ელიანი და მკაცრად გადახედა ორივეს.
კამილამ გაიცინა და ელიანს შეხედა:
_ თქვენ მთელი 20 წელიწადი იცხოვრეთ ამ წართმეულ სასახლეში! ვინ იცის, რამდენი მტერი გყავთ სასახლის გარეთ და ის ოჯახიც! თქვენ ბედნიერები იყავით ამ სასახლეში!
_ კმარა! შენი ხმის გაგონებაც აღარ მინდა! _ მიუბრუნდა კლარას ფერნანდა და სილა გააწნა: _ გაჩუმდი, შენი ხმა აღარ გავიგონო! _ მერე კამილას მიუტრიალდა და ზიზღით შეხედა: _ ვწუხვარ! რომ შენისთანა ქურდებს დავუჯერე და სახლში შემოგიშვით! ვწუხვარ! თქვენ ორის ასეთი სიძულვილის და ბოღმის გამოო! თქვენში მხოლოდ ეს ორი რამ დარჩა! მეტი ადამიანური არაფერი გაგაჩნიათ! ორივე ქურდები და მკვლელები ხართ! _ შემდეგ კლარას ეცა: _ სად არის ფერი! ვის დაავალე მისი მოშორება! ახლავე თქვი!
_ არაფერს ვიტყვი! მას უკვე ვეღარ უშველით! _ თქვა ქალმა და გადაიხარხარა.
_ ელიან! ახლავე ციხეში გავუშვათ ორივე!
_ არა! _ თქვა კაცმა და ამოიხვნეშა. ელაიანს მიუტრიალდა: _ ფერის მაინც ვიპოვი! ცოცხალს თუ მკვდარს, მაინც ვიპოვი! ახლა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა უყოთ ამ ქალებს! ამის უფლებას თქვენ გაძლევთ! _ თქვა და ფეხზე წამოდგომა სცადა...
_ ფილიპე... ფერის ოთახში ამიყვანე. _ ითხოვა და კაციც მის გვერდით დადგა. _ დედა, შენ და ქალბატონი ფელისია დამშვიდდით, ფერის მაინც ვიპოვი... _ კაცებს მიუბრუნდა და ყველას გადახედა: _ ამ ქალების არცერთი ნივთი აქ არ დავინახო და არც ეგენი დავინახო აქ ამ წამიდან! ფული კი, ფაბი, დაურიგე ისევ ხალხს... და გადაეცი, რომ ყველას ბოდიშს ვუხდი. ყველას პირადად ვნახავ და დავეხმარები, როგორც შევძლებ...
ყველამ ელაიანს შეხედა. კაცს ჯერ ვერ გაერკვია, რა ექნა. რაფაელს მიუბრუნდა ბოლოს:
_ მინდა მხოლოდ ის ვიცოდე, ფერი სადაა და ვის დაავალეს მისი მოკვლა... მერე კი ესენი ქალაქში წაიყვანეთ და იქ დატოვეთ... _ თქვა კაცმა და ოთახიდან გავარდა.
ელიანი, დედამისი და ფილიპე ერთად გაემართნენ ფერის ოთახისკენ, უკან ჩაფიქრებული ფელისია მიჰყვებოდათ, რომელმაც უცბად ანხელს უჩურჩულა:.
_ ანხელ... საიდუმლო ოთახში ნახეთ...
ამასობაში ფაბი ჩუმად იყო, მაინც არ გაამხილა, რომ ფერი თვითონ გააპარა...
ორივე ქალი გაკოჭეს... მათი ყველა ნივთი, ტანსაცმელი, სამკაულები ფაბიმ ყუთებში ჩაალაგა და გარეთ გაიტანა მეზობლებში დასარიგებლად. ღამესვე წაიყვანეს ორივე გაკოჭილი და თვალებახვეული... ორივე სულ სხვა ქალაქში დატოვეს, ცოტაოდენი ფული დაუტოვეს და მეტი არაფერი...
ანხელი საიდუმლო ოთახში შესვლას ცდილობდა, მაგრამ კაბინეტიდან ვერ გააღო და გაბრაზებული დაფიქრდა პაროლზე, რომელიც ფერის უკვე შეეცვალა.
ელიანი ფერის ლოგინზე იწვა დედის თხოვნით და ჭრილობაზე ხელს იდებდა. ქალი მის გვერდით იჯდა, ჭრილობას ხელახლა უხვევდა და ელიანის სახეს ისევ ცივ ტილოებს ადებდა სიცხის დასაგდებად. კაცი არეული იყო და მხოლოდ ფერის სახელს იძახდა თვალდახუჭული.
***
ფერიმ ფერდინანდის სახლში რამდენიმე საათი დაყო. ქალს ცუდად ეძინა, აფორიაქებული ტრიალებდა ლოგინში... ბოლოს კაცმა გააღვიძა და პორტს მიაშურეს.
ღამე არავის დაუძინია სასახლეში... ყველა ფიქრს მისცემოდა... ფაბიმ ვეღარ მოითმინა და ელაიანს ხელი ჩასჭიდა:
_ ბატონო, იმ ქალების გამო ვერ გაგიმხილეთ... მაპატიეთ... ფერი ფერდინანდთან გავაპარე... _ უთხრა.
_ ეს როგორ! _ გაგიჟდა ელაიანი.
ამის გაგონებაზე ანხელი წამოხტა.
_ მამა! დამშვიდდი! ზუსტად იცი, რომ ფერდინანდთანაა?! აკი მოკვლა დავავალეო იმ ქალმა?!
_ ბატონო... ფერი მე ვნახე... მკვლელმა გაუშვა... ერთი ჩვენი მეზობელი იყო, რომელსაც დაემუქრნენ და აიძულეს ფერის მოტაცება... საიდუმლო ოთახიდან გავაპარე და მე ჩავუყვანე ფერდინანდს... პორტში წავიდოდნენ. ფერდინანდმა მითხრა, რომ დამშვიდდება, ზღვაში გავალთ, მერე კი სადმე დავისვენებთ. როგორც კი სიტუაცია ჩაწყნარდება, ჩამოვიყვან უკანო... ფერი კარგადაა. მხოლოდ ზურგი აქვს ნატკენი, მეტი არაფერი... წერილი და თავისი ნივთები თვითონ შეიტანა ოთახში. მითხრა, მე არ მისვრია, მეც მკვლელი დამდევდაო... კარგად არის, ნუ ინერვიულებთ... მხოლოდ ელიანზე ფიქრობდა, არ მოკვდესო...
მალე მთელმა სასახლემ გაიგო ფერის ამბავი და გაიხარეს.
_ ცოცხალიააა... ცოცხალიააა... _ იმეორებდა სიცხიანი ელი და ცრემლები მოსდიოდა.
_ ცოცხალია, შვილო... ფაბიმ მითხრა, კარგად არისო.
ღამეს უკვე გადაევლო... მზეც ამოსულიყო. მთელ სასახლეს ისევ მოსდებოდა მოწყენილობისა და ტკივილის ფერი. მხოლოდ ელფერი არ იყო სასახლეში და ყველაფერი თითქოს დუმდა და ქრებოდა...
ყველამ იცოდა, რომ ფერი ჯერ არ დაბრუნდებოდა. მხოლოდ ელიანი იწვა და კარს მისჩერებოდა. ფერის დაბრუნებას და მის გამოჩენას ელოდა... ქალი კი არ ჩანდა... ელიანს მისი ბალიში ჩაეხუტებინა და ტიროდა. ტიროდა, რომ ფერი მის უნახავად წავიდა...
ცოტა რომ დაწყნარდა, ელიანმა დედას დამიანის მოყვანა სთხოვა. ქალმა უთხრა, ნათესავთან დატოვეს და აუცილებლად ჩამოიყვანენო. ქალი შვილს საჭმელს დიდი მზრუნველობით აჭმევდა და უხაროდა, რომ გადარჩა. ფერის გამო მის ტკივილსაც გრძნობდა და განიცდიდა...

ფერი კი ფერდინანდთან იჯდა გემზე და სიბნელეში ზღვას გასცქეროდა. მისი სიგრილე თმას უფრიალებდა.
_ რა ლამაზია ზღვა მთვარიან ღამეს! ულამაზესია! აი, თურმე სულ რატომ ხარ ზღვაში!
_ ლამაზი ხანდახან საშიშიცაა, ფერი... აი შენ! ლამაზი ხარ და საშიშიც!
ქალს გაეცინა, ადგა და სიარული დაიწყო გემბანზე.
_ როდის მივალთ?!
_ დილით უკვე იქ ვიქნებით...
_ ზღვა მშვიდია ხოლმე?!
_ დღეს მშვიდი იქნება... ქარიშხლით სავსე შენი გულიც კმარა!
_ ცდები! აქ ძალიან მომწონს. ჩემი 20 წლის შურისძიების გეგმა იდეალურად ახდა! ელის ჰგონია, რომ თავს მე დავესხი! ახლა თვითონ სტკივა გული და იყოს ასე მარტო თავის მოპარულ სასახლეში! ახლა აქ ძალიან კარგად ვარ, ულამაზესი მთვარე ანათებს ზღვის ტალღებს, ამ დიდ გემს. _ ისევ ელიანზე ჩაფიქრდა. მასზე გაბრაზებული იყო და მხოლოდ გულს გარეთ საუბრობდა ასე. _ როდის მივალთ ახალ სახლში?!
_ ჯერ არ გათენებულა, ფერი. დაიძინე ცოტა ხანი, დილას იქ ვიქნებით... _ თქვა კაცმა და ფერის გადახედა. ქალი იქვე ჩამოჯდა და კაცს მიეხუტა. ელიზე ჩაფიქრებული ზღვას გასცქეროდა. ტალღების ხმაური მის ყურამდე აღწევდა. უცებ ცრემლები წამოუვიდა და მაშინვე მოიწმინდა: არააა! არააა! მე მას ვერაფერს დავუშავებდი! მე ხომ ის შე.......! შემ.....! _ გაწყვიტა ფიქრები და შეეცადა ეს სიტყვა გონებაშიც კი არ წარმოეთქვა... აქაფებული ტალღების შხეფები სახეში ეცემოდნენ და უფრო ეკვროდა ბიძაშვილის სხეულს... ფერდინანდმაც მოხვია ხელი, ქალის სახე ხელისგულებში მოიქცია და მის თვალებს სიბნელეში დააკვირდა.
_ ფერი, დამშვიდდი, კარგად იქნება... მხოლოდ სულელი თუ მოკვდება შენი სიყვარულის გარეშე... ის კარგად იქნება...
_ მაგრამ რა ძნელი ყოფილა 20 წლის ტკივილის დავიწყება... _ სლუკუნით მიუგო ფერიმ.

დამიანის დანახვაზე ელიანს მაშინვე დაავიწყდა ჭრილობისგან მიყენებული ყველა ტკივილი და ბავშვი მიიხუტა.
_ აბა სად იყავი მომიყევი?! _ ჩაეკითხა ბავშვს და სახეში შეხედა.
ბავშვმა მოუყვა და ბოლოს დასძინა:
_ აქ ყველაზე კარგია... ფერი როდის უნდა ვნახო? მომენატრა...
ელიანმა თავზე აკოცა:
_ დაბრუნდება... ოდესღაც მაინც დაბრუნდება... _ კაცს ისევ გაახსენდა ფერი და გულის გადასაყოლებლად წიგნის წაკითხვა შესთავაზა. მთელი დღეები ლოგინში იწვა ელიანი და ცდილობდა დაევიწყებინა კლარას ჩადენილი საქციელი, მძიმედ სუნთქავდა მის გახსენებაზე. ბავშვი კი გვერდიდან არ შორდებოდა.
_ ფაბიმ გაგასეირნებო და შეიძლებაა?! _ ჰკითხა კაცს და როგორც კი თანხმობა მიიღო, მაშინვე აკოცა გავარდა. კაცი ნელა წამოიწია, აივანზე მოისურვა გასვლა და უცბად ვიღაცამ ხელი მოჰკიდა. ანხელი აღმოჩნდა.
_ ისევ გტკივა ჭრილობა?!
_ ცოტათი... _ ამოიხვნეშა ელიანმა და დივანზე გასწორდა.
_ ფერის გაგდებაზე საუბრობდა ის ქალი... რამე მოხდა თქვენ შორის? ფერიმ გაწყენინა?!
_ არაფერი ისეთი... ისე ვუთხარი, გაგაგდებ-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში არ ვაპირებდი... თუმცა ამის თქმა ვეღარ მოვასწარი... ვერც მისი ნახვა მოვასწარი...
_ არ ინერვიულო... დაბრუნდება... აქ ვართ ყველა, ვისთანაც დაბრუნება მოუნდება... ცოტა ხანს თუ დაგვტოვებ შენთან სასახლეში... _ გაეღიმა ანხელს.
_ როგორც კი დაბრუნდება, არცერთი არ დაგინახოთ ამ სასახლეში... _ გაიხუმრა ელიმ, გაეცინა და ისე ეტკინა, მაშინვე მიიდო ხელი ჭრილობაზე.
ანხელს ჩაეღიმა:
_ ანუ საბოლოოდ ფერისაც აგდებ?!
_ ყველას, მის გარდა..._ თქვა და გარემოს გადახედა.
***
ერთი კვირა იწვა ელიანი, ცოტა მოკეთდა, წოლაც მობეზრდა და ადგა... თავის კაბინეტში შესულს ფეხდაფეხ ელაიანი შეჰყვა. მალე მათ რაფაელი და ფერნანდაც შეუერთდნენ. მათ ძმებიც შეუერთდნენ.
_ ბატონო რაფაელ... ქალბატონო ფერნანდა..._ დაიწყო ფერის მამამ. _ მინდა ყველაფერი მოგიყვეთ... ეს ჩემი ვალია...
ელი კედელს მიყრდნობოდა. ღრმად და მძიმედ სუნთქავდა, თან ელაიანს უსმენდა:
_ ეს სასახლე მე მეკუთვნოდაა... 21 წლის წინ... ელფერის სასახლე დავარქვი, ჩემი შვილის გამო. 5 წლის იყო, ეს სასახლე რომ დავტოვეთ... მის მერე ამ სასახლეში ან ამ ტერიტორიაზე არავინ გამოჩენილა ჩვენი ოჯახიდან... მხოლოდ იმიტომ, რომ ელფერის მოკვლით დამემუქრნენ... ამიტომაც მას მხოლოდ ფერის ვეძახდით 5 წლიდან... 20 წელი ამ სასახლეზე ფიქრობდა და მის ნახვაზე ოცნებობდა...
_ ბატონო ელაიან, მეე..._ თქვა რაფაელმა და მისკენ დაიძრა.
_ არა... არა, ბატონო რაფაელ... არც მე და არც არავინ ამაში არც თქვენ გადანაშაულებთ და არცერთ ოჯახის წევრს, მითუმეტეს ახლა, როცა ყველამ ვიცით იმ ქალების შეცდომები... მე არაფერში გადანაშაულებთ... მაგრამ ფერი... ფერის ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს სასახლე მისი იყო... ეს ცხოველებიც მისი იყო, რომელიც მე ვაჩუქე... აქ ყველაფერი მისი საკუთრება იყო და არ ეთმობოდა... 20 წლის მერეც არ ეთმობოდა და ენატრებოდა... მხოლოდ ფერი იზრდებოდა იმ ფიქრებით, რომ ეს სასახლე წაართვეს და უნდოდა შური ეძია... თავისებური ახირებების გამო... როგორც კი გავიგე, ვინ იყო ელიანი, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ერთადერთი გზა იყო, გაეგო ფერის, ის მისი მტერი იქნებოდა მომავალში თუ მოყვარე... თქვენ მიმართ ცუდი ზრახვები არასდროს გვქონია... არც ფერის სდომებია რომელიმეს მოკვლა ან დასჯა... თუმცა ვიცი, ელიანს ცუდად ექცეოდა... ცუდად და მკაცრად... ამიტომაც სძულდა ის... მაგრამ თქვენ, მისი მშობლები მოეწონეთ... ელიანი კი იმიტომ აითვალწუნა თავიდანვე, რომ მასზე მისი ნების გარეშე დავაქორწინე. გარდა ამისა, ეგონა, რომ გათხოვილი სასახლეს ვეღარ ნახავდა...ამიტომაც თავისუფლება უნდოდა ისევ, მაგრამ მე თქვენთან გამოვუშვი, რათა თავის სასახლეში ყოფილიყო... ის კი ჩემს თხოვნას ყოველთვის ემორჩილებოდა... ეს სასახლე მისი ბავშვობის სიყვარულია! ის, რაც მისია, უყვარს, მითუმეტეს თუ ეს ბავშვობას ეხება! ჯერ კიდევ მახსოვს, როგორ ტიროდა, როცა 5 წლის ამ სასახლიდან მიდიოდა და მას მერე დღემდე მასზე ოცნებობდა!
`ჩვენ წავართვით ბავშვობის სახლი! და ამიტომ უნდა ამ სასახლის დაბრუნება! ამიტომ გაიძახოდა, აქ ყველაფერი ჩემიაო~... _ გაიფიქრა ელიანმა და კედელს მიეყრდნო მძიმედ.
_ 20 წელიწადი! 20 წელიწადი ჩხუბობდა და ხანჯალს იქნევდა, _ გააგრძელა ელაიანმა, _ იმიტომ, რომ ამ სასახლის მეპატრონეს შებრძოლებოდა, დაემარცხებინა და სასახლე დაებრუნებინა! ჩვენ კი ყველას გვეგონა, რომ ის ხუმრობდა! მაგრამ ახლა მივხვდი, კლარასგან ამდენს რატომ ითმენდა! მხოლოდ ამ სასახლის გამო ითმენდა ყველაფერს ჩვენი ფერი...
ელიმ ხელები შემოიწყო თავზე და თვალები ახლაღა აეხილა: აი თურმე რატომ ამბობდა მძულხარ და ჩემი მტერი ხარო! თურმე ამ სასახლის გამო...
_ მხოლოდ ის არ ვიცით, რა ხდება ელფერთან! ელფერის მხოლოდ ეს სასახლე უნდა თუ სხვა რამეც?! _ თქვა ანხელმა და მამას გადახედა._ ქალი, რომელიც ყვავილებს ვერ წყვეტს, მალე არ დაჭკნესო, ადამიანს მოსაკლავად ვერ გაიმეტებს. მას მხოლოდ ის შეუძლია, გული ატკინოს ელის და ასე გადაუხადოს სამაგიერო! ეს კარგად ვიცი! ის ელის გულს ატკენს და ამით გადაუხდის სამაგიეროს! რაც უკვე მოახერხა...
_ მაგრამ ელი კარგი ადამიანია! ფერიმ ეს თუ დაინახა, მასზე აზრს შეიცვლის... _ თქვა ელაიანმა და რაფაელს გადახედა.
_ ელის ფერი შეუყვარდა. ეს მის ეჭვიანობაშიც ჩანს! მაგრამ ვერ გავიგე, რას ფიქრობს თვითონ ელფერი! _ შენიშნა ანხელმა და მამამისს მიუბრუნდა.
_ ელიანიი 10 წლის იყო... ქალაქში თავს ცუდად გრძნობდა... გადავწყვიტეთ სადმე სხვაგან გვეყიდა სახლი... კამილამ გვირჩია ეს სახლი და ჩვენც მას მივენდეთ... არც გვიფიქრია ამ სასახლეს თუ ვინმეს ვართმევდით... არც ის გვიფიქრია, ფულს თუ არ მოგცემდნენ... არც ის ვიცოდით, ამ სასახლის მეპატრონეები თუ აქაურ მცხოვრებლებზე აგებდნენ პასუხს... ელეონორასთან კარგად ვიყავი, მაგრამ მასაც არ დასცდენია არაფერი... არავის უთქვამს, ფულს ჩვენგან რატომ იღებთო...
_ ბატონო რაფაელ... თქვენგან არაფრის ახსნა არ არის საჭირო, მე გიხდით პირიქით ბოდიშს, რომ ასე გამოვიდა ყველაფერი და ადრევე არ გაგაფრთხილეთ...
ორივე მხარემ ბოდიში მოუხადა ერთმანეთს გაუგებრობისთვის და დაიშალნენ.
ელიანი კი მძიმედ იდგა ფანჯარასთან კვლავ ფერის მოლოდინში. დედის საუბარს კვლავაც რამოდენიმე დღე არ აქცევდა ყურადღებას, მისი ფიქრები ფერის გრძნობებს დასტრიალებდა მისდამი.
როგორც კი ფეხზე დადგა, ელიანმა ფაბის დახმარებით რამდენიმე მოსახლე დაიბარა, რათა ყველანი ერთად დახმარებოდნენ მოსახლეობას. ზოგჯერ სახლის საქმეებში ეხმარებოდნენ მოხუცებს, ზოგჯერ ბაღ-ბოსტანში... რძეც და ყველიც ბლომად წაიღეს ქალაქში გასაყიდად. ელიანი ფაბისთან ერთად ნელი ნაბიჯებით კალისტოს სახლში მივიდა. ცოლ-ქმარს თავიდან გაუკვირდა, მერე გახარებულები გადაეხვივნენ ორივეს და დიდხანს ილაპარაკეს...
ახლა თითქოს ყველა ბედნიერი იყო... სიმშვიდეც დაბრუნდა სასახლის გარშემო, რომ ფულის გადახდა არ უწევდათ. კმაყოფილები იყვნენ, რომ სასახლის მეპატრონე არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმოედგინათ...
ერთი თვე ელიანი ბავშვთანაც ატარებდა დროს, ცხენზე ვერ ჯდებოდა. ამიტომაც ვერც ჩანჩქერისკენ და ვერც მინდვრისკენ ვერ მიდიოდნენ. ამიტომ დამიანესთან ერთად ხან ოთახში, ხან ეზოში იყო და მის მხიარულებას უცქერდა...
როგორც კი ელიანი ფეხზე დადგა, მაშინვე მამამისს მოეთათბირა რაღაც საბუთების შესახებ...
ელიანი კარში იდგა. მან ელაიანს საბუთები მიაწოდა, ბოდიში მოუხადა ყველაფრის გამო და დასამშვიდობებლად მოემზადა, როცა ანხელის ხმა მოესმა ყველას.
_ შენ ვერსად წახვალ! სიძევ!!!
_ ანხელ... სასახლე ახლა თქვენია, მშვიდად შეგიძლიათ აქ იცხოვროთ... ჩვენ ის ისევ თქვენ გადმოგეცით. ყველას დიდ ბოდიშს გიხდით ყველაფრის გამო...
ანხელს გაეცინა და ელიანს მხარზე ხელი დაარტყა:
_ სასახლე?! დიდი ხანია შენი აღარააა! სრულიად აღარ გახსოვს?! ფერის გადაეცი! ელფერის! ახლა შენ მისი მოსამსახურე ხარ, მისი ცხოველების! ყველაფერი აქ წერია, _ და ფერის დამალული ქაღალდები აუფრიალა თვალწინ: _ მშობლები... ხო მშობლებზეც წერია... მოსამსახურეებიც სასახლეში რჩებიან და სადაც უნდათ, იქ გაისეირნონო... _ სიცილით ჩაათავა ანხელმა.
_ რა წერია ჩემს მშობლებზე?! _ გაუკვირდა კაცს და ანხელს შეხედა.
_ მშობლებს შევიწყალებო, _ გაუღიმა ცოლის ძმამ: _ დააბრუნე ეს ჩემოდნები სიძევ, ოთახში და მშობლებიც დააბრუნე უკან!
_ რა წერია ჩემს მშობლებზე?!
_ აქ იცხოვრებენ! ნუ დარდობ... შენ კი ცხოველებს უნდა მიხედო!
_ მანახე ეგ საბუთები...
_ არააა..._ თქვა კაცმა და საბუთები ხელში დაიჭირა: _ მართლა არ გახსოვს ხელი რას მოაწერე?!
ელიანი დაფიქრდა და გაახსენდა:
_ ხელი მოვაწერე რაღაცას, მაგრამ რას, არ წამაკითხა ფერიმ... _ თქვა და ანხელს გახედა.
_ არა უშავს, ცუდი არაფერი წერია მანდ. ახლა აჯობებს საქმეს მივხედოთ.
ანხელმა ხელი წაავლო და კიბეზე აიყვანა. ელიანი გაკვირვებული მიჰყვებოდა და მის სახეს აკვირდებოდა, კაცმა გადახედა სიძეს და მერე მშობლებს მიუტრიალდა, რომელიც ისევ კართან იდგნენ:
_ დედა, ჩემი საყვარელი გოგო ჩამოდის! _ თქვა და უცბად ყველა გაშეშდა.
ბიჭმა გადაიხარხარა და ელიანს მიუბრუნდა:
_ ჩემი სიყვარული ფრანკა ჩამოდის! _ მერე ბატონ რაფაელზე გააჩერა მზერა: _ ბატონო რაფაელ, დროა ჩემოდნები ამოალაგოთ! არცერთი თქვენგანი აქედან არ წავა, აქ უნდა იცხოვროთ ფერის მოსვლამდე. _ თქვა, ელიანს ხელი გადახვია და ფერის ოთახამდე მიაცილა.
ელიანი ოთახში შევიდა და გახარებულმა ხელებში ჩარგო თავი. რამდენიმე ხანში გაემზადა და საჯინიბოსკენ დაიძრა. ფაბი დაინახა თუ არა, მაშინვე გაუშვა სახლში დასასვენებლად და კარში გასვლისას მიუტრიალდა:
_ ფაბი... ანხელთან ერთად შეგიძლია გაისეირნო... ჩემი ცხენით... _ უთხრა და გაღიმებული მუშაობას შეუდგა...
ფრანკა იმ დღესვე ჩამოვიდა. ფელისიას მიეხუტა, აკოცა და თან დაამშვიდა, ფერი კარგად იქნებაო. ყველაზე ბოლოს ანხელს მოხვია ხელები. კაცმაც ბედნიერმა მიაცილა ოთახამდე და დასვენებაც აცალა. მერე კი საჯინიბოში წაიყვანა ცხოველების სანახავად.
ელიანი ცხენებთან იყო, დემიანს ეფერებოდა და ფერი ახსენდებოდა... ცხენს ხელებს ხვევდა და თითქოს ქალის სიახლოვეს გრძნობდა და მშვიდდებოდა. ანხელმა და ფრანკამ დაინახეს თუ არა, გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ელიანმა მაშინვე იკითხა, ფერიც ხომ არ დაბრუნდაო. შეყვარებულებს გაეცინათ და დაამშვიდეს, შენი ფერი მალე მოვაო, მერე კი ცხენით ერთად გაჭენდნენ მინდვრებისკენ. თან სასახლის ამბებზე საუბრობდნენ.
საღამოობით ელიანი ბავშვთან ერთად იჯდა და წიგნს კითხულობდნენ. როცა ეცალა, დამიანს ხელს მოჰკიდებდა და მინდორში მისეირნობდნენ ერთად. დამიანმა უკვე იცოდა სპილოს და ცხენებს რა სჭირდებოდათ და რა არა... მათი დანახვით და მათთან გატარებული დღეებით ხალისდებოდა და ისე ევლებოდნენ თავზე სასახლეშიც, რომ ფერი გაახსენდებოდა თუ არა, არც კი აცლიდნენ მასზე ლაპარაკს და ამხიარულებდნენ. ელიანი ბავშვს თავისი ხელით აბანავებდა, მერე ეზოში სათამაშოდ ან ცხოველებთან უშვებდა...
***
ფერი სასახლეში ღამით შემოიპარა... ლურჯი კაბა ეცვა ახალი, თავის ოთახამდე ფეხაკრეფით მივიდა და კარი ჩუმად შეაღო. თავის ლოგინში ელიანი რომ დაინახა, ფრთხილად დაიძრა მისკენ. კაცის გვერდით ნახატი და თმის სამაგრი დაინახა და აიღო. ნახატზე თავისი თავი დაინახა და ხელი გადაუსვა.
_ ელიანი... ჩემზე ფიქრობდა... ჩემზე ფიქრობდააა... _ ჩაიჩურჩულა ბედნიერმა. ისევ დააბრუნა ორივე ნივთი ლოგინზე და თავის საიდუმლო ოთახში გავიდა.
ფერი ლოგინზე ხტოდა. ხელებს ჭერზე აბრჭყვიალებული კრისტალებისკენ იწვდენდა. თან ღიღინებდა:
_ ჩემზე ფიქრობდაააა... ჩემზე ფიქრობდააა... ფიქრობდააა. არ დავვიწყებივარ... მაგრამ როგორ იფიქრა, რომ მე მას ასე მოვექცეოდი! ამას როგორ ჩავიდენდი, როცა შემიყვარდა! ამისთვის დავსჯი! ისევ გავაწვალებ და გავაბრაზებ! როგორ იფიქრა, რომ მე მას ვესროდი და ასე მოვიშორებდი თავიდან! _ თქვა ღიმილიანი ბაგეებით და დაღლილი ლოგინზე დაეშვა. მალე ელიანზე ფიქრში ჩაეძინა.
დილას ყველანი სუფრასთან იჯდნენ. მშვიდად მიირთმევდნენ საჭმელს და ერთმანეთში საუბრობდნენ.
ფერიმ საიდუმლო ოთახი დატოვა და დაიძრა დარბაზისკენ, საიდანაც ხმა მოისმოდა. ჩუმად შეაბიჯა და ძმამაც მოჰკრა თვალი. ქალის ტუჩებზე აფარებული თითი რომ შენიშნა, ჩაეღიმა და არ შეიმჩნია მისი დანახვა. ის იყო, ფერიმ შედგა ფეხი სამზარეულოში და უნდა დაეძახა, ჩამოვედიო, რომ ამ დროს ელიანი ადგა და პირდაპირ მას დაეჯახა. გაკვირვებულმა დაიყვირა ქალის სახელი და მოეხვია. ფერი გაშრა, როცა ელიმ ფერის ნაცვლად ელფერი დაუძახა. კაცს თვალებში შეხედა და სრულიად დაავიწყდა ყველაფერი... ქალმა გაიღიმა, არ შეიმჩნია კაცის ჩახუტებით გამოწვეული ღელვა და მაშინვე მშობლებისკენ გაექანა, მამას ჩაეხუტა.
_ ფერი, შენ ყველაფერი დაგვიმალე, რაც აქ ხდებოდა! დაგვიმალე და იტანდი! _ უსაყვედურა მამამ.
_ მეე... მე ვიტანდი იმიტომ, რომმმ... იმიტომ, რომ ასე გადავწყვიტე! _ ძლივს დაასრულა სათქმელი და ახლა მიხვდა, რომ ამ სასახლიდან წასვლა სასახლის გამო კი არა, კაცის გამო არ სურდა. მიხვდა თუ არა, ელისკენ გაიხედა და უცბად მოაშორა მზერა. ელიანის თვალები ამდენი ხანი მხოლოდ მას უცქერდა.
_ რაღა დროს ამაზე საუბარია, მამა... დავიწყებას მიეცა... _ თქვა და დედას ჩაეხუტა. რამდენიმეჯერ აკოცა, დაამშვიდა ქალი და გაღიმებული გაემართა ელიანის მშობლებისკენ. ბედნიერმა მოხვია ხელები და ორივეს აკოცა.
_ ფერი, მიხარია შენი დაბრუნება. _ უთხრა ფერნანდამ.
_ მეც მიხარია. ბოდიშს გიხდით ყველაფრის გამო...
_ არა, შვილო მე გიხდით ყველას ბოდიშს... _ ფერნანდა ისევ ჩაეხუტა.
ელიანმა ამ დროს ბეჭედი შენიშნა ფერის თითზე და შვებით ჩაისუნთა: არ გადაუგდია, ამდენი ხანი არ გადაუგდია და არ მოუშორებიაო, გაიფიქრა...
ფერიმ მერე დამიანს ხელები მოხვია ძლიერად და ბევრი ეფერა. ბოლოს ძმებს ჩამოუარა, დაქალს ჩაეხუტა და თავისი სკამისკენ წავიდა.
ფერი საჭმელს დასწვდა და გაბრწყინებული შეჰყურებდა ყველას, ვინც დიდ დარბაზში იჯდა...
საუზმის მერე ეზოში გავიდა. ელიანი მისკენ დაიძრა და ჩუმად მის უკან დადგა... ფერიმ იგრძნო და უცბად მიტრიალდა.
_ რა გინდა?!
_ ახლა უკვე ვიცი, რატომაც გძულვარ! ამ სასახლის წართმევის გამო...
_ არ მინდა ამაზე საუბარი! _ უთხრა მკაცრად...
_ ბოდიშს გიხდი... მინდა გითხრა, რომ ამ სასახლეში აღარავინ შეგაწუხებს... არც ის ორი ქალი! მან აღიარა ყველაფერი და აქ დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა...
_ აპატიე?!
_ ბატონ ელაიანს მივანდე მისი დასჯა...
_ ისე გიყვარდა, რომ ვერც დასაჯე... _ თქვა ჩუმად და კაბას მოუჭირა ხელები.
_ ეს სიყვარული არ იყო... ეს მხოლოდ ახირება იყო, რომელიც უკვე დასრულდა. უკვე დასჯილია... მას აღარაფერი დარჩა, არც სასახლე, არც თავისი ნივთები და არც არაფერი ბებიის გარდა!
_ მისი ნივთები?!
_ ნივთებიც და ფულიც დავარიგეთ...
_ ისევ გტკივა გული?!
_ მისგან მოყენებული ჭრილობებისგან აღარ...
ფერი უცბად მიტრიალდა და დარბაზისკენ წავიდა. კაცი მაშინვე ოთახისკენ დაიძრა, თავისი ნახატი აიღო მხოლოდ და ქალის ნივთები სარკესთან დატოვა. ოთახს თვალი გადაავლო, დაემშვიდობა და მშვიდად გაიხურა კარი.
რამდენიმე ხანში ყველა გარეთ იჯდა ჩრდილში და ფერის უცქერდნენ, რომელიც თავის ამბებს სხარტად ჰყვებოდა:
ისეთი სასიამოვნო და მშვენიერი იყო ზღვა... აბობოქრებულიც და მშვიდიც! ძალიან საოცარი იყო ღამით ზღვაში...საოცარი და საშიშიც. მთვარე ანათებდა იქაურობას და მეტ სილამაზეს სძენდა გარშემო მოცქირალ ზღვას. სადაც უნდა დამდგარიყავი, ყველგან მოჩანდა ღამის სიბნელეში. მთვარე საოცარ ელფერს სძენდა წყლის ზედაპირს. ცაზე გამოკიდებულ რამდენიმე ღრუბელს მთვარე ნახევრად დაეფარა, მის შუქს ჩრდილს ადებდა და გარშემო სიბნელესა და სინათლესაც ერთდროულად აშუქებდა ზღვის ზედაპირზე აბობოქრებულ და მშვიდად მინარნარე ტალღებს... მთვარიდან წამოსული ნახევარი სინათლის ფონზე ლამაზად მოჩანდა თეთრი და მუქი ღრუბლები, რომლებიც შორს, ზღვის კიდეში იმალებოდნენ. ფრინველების ხმაური იქაურობას ავსებდა.
მზე რომ ამოდიოდა, ისეთი საოცარი და შთამბეჭდავი იყო, შეუძლებელია დაგავიწყდეს ეს ფერთა გამა ზღვაზე გადმოფენილი. ულამაზესი იყო ზღვაში ამოსული ახალდაბადებული მზე, რომელიც გარემოს აფხიზლებდა და თავის სინათლეს და სითბოს ჩუქნიდა... ზღვის სურნელი და მასზე მოფრიალე ნიავი საოცარი იყო, სახეში თბილად გელამუნებოდა, ისე თითქოს თავის ხელებს გხვევდა და გაჯადოებდა... გაჯადოებდა, თითქოს შენი დატოვება და დატყვევება სურდა...
დილის მზე ისე ასხივებდა გარშემო, რომ სრულიად დაავიწყდებოდა ზღვაში გამოსულ კაცს თავისი საქმე... სრულიად მიიტაცებდა მის გონებას მზის ფერადი სხივები, ზღვიდან ამოფრქვეული და სამყაროსთვის ნაჩუქარი. მისი სიკაშკაშე მთლიანად ედებოდა გარშემო მოცქირალ კლდეებს, რომლებიც ჩვენ წინ ჩრდილში მოხვედრილიყვნენ, მზის მხარეს კი სრულიად კაშკაშებდნენ და თავიანთ სინათლეს კლდეებზეც ასხივებდნენ. ლურჯად მოტრფიალე ცაც და ზღვაც მზის წვრილი სხივის შუქით იყოფოდა მხოლოდ, კლდეებს აქა-იქ მუქი ყავისფერი და შავი ფონი დასდებოდა. მზის მიახლოებისთანავე გამოჩნდა კლდის გვერდები, რომელიც მზეს სრულიად გაეხურებინა, უფრო მეტ ელფერს სძენდა და ასხივებდა თავის შუქს. კლდეებში გასვლისთანავე გამოჩნდა ზღვის ნაპირი, რომლის გარშემო მთლიანად კლდეები ამოფრქვეულიყვნენ პირდაპირ ზღვიდან, რამდენიმე გასასვლელი არსებობდა მხოლოდ მისადგომებიდან, რომლითაც ქვაფენილს შეერთებოდა. გემიდან მისადგომზე დავეშვით თუ არა, ქვაფენილისკენ დავიწყეთ სვლა. ზღვისკენ ვიყურებოდით და ამ კლდეებით ვტკბებოდით, რომლებიც მაღლა აზიდულიყო ზღვიდან და ყურე თავისით შემოესაზღვრათ. ქვაფენილს ქვიშიანი ბილიკი მიუყვებოდა, სადაც ულამაზესი ნიჟარებით გაკეთებული კიბეები ადიოდა მაღლა, რომლის ავლის მერე ნათლად ჩანდა მინდორი და მის შუაში მდგარი სახლი... მთლიანად მინებში გამეფებული კედლები, გარშემო კლდეების და ცის ანარეკლები მოჩანდა... მზეც კი მის სარკეში იხედებოდა და გარემოს საოცრებას ანიჭებდა... სახლისკენ თუ ზღვისკენ, საითაც გაიხედავდით, მზე, ზღვა და კლდეები ულამაზეს ქმნილებებად მოჩანდნენ...
კლდეებზე დილიდან პეპლები ფუსფუსებდნენ, იქ მოცქირალ პატარა ყვავილებს დაფარფატებდნენ თავს და თვითონაც ბედნიერები იწეოდნენ ჰაერში, თავიანთი პატარა სუსტი ფრთებით ჭრიდნენ ჰაერს და კლდეებს გაშორდებოდნენ თუ არა, მათი სიმრავლე მხოლოდ მაშინ ჩანდა, რადგან სიმუქის გამო კლდეებს ამოფარებოდნენ და იმალებოდნენ...
სახლი მთლიანად ბუჩქებისა და პალმების რამდენიმე რიგში მოემწყვდიათ... თითქოს ამ მცხუნვარე მზისგან დასაცავად, ან ვინმესგან დასამალად, მიუხედავად ამისა, არცერთი მხარე არ ჰქონდა სახლს ქვიანი... შუშის დიდი სახლი მოჩანდა მხოლოდ მწვანეში ჩაფლული. მინდორი სავსე იყო წრეებით, რომელიც მხოლოდ ნიჟარებით გაეწყოთ. პალმების გარშემოც ნიჟარები შემოელაგებინათ...
სახლი ულამაზესი იყო, შესასვლელშივე ჩანდა დიდი ნიჟარებიანი სარკე, რომლის ნახევარში მარჯვენა მხარეს დივნები და მაგიდა ირეკლებოდა. წიგნების თაროებიც მთლიანად ნიჟარებში იყო ჩაფლული. ოთახები სინაზესა და სითბოს ასხივებდა... მზე, რომელიც მასში აღწევდა, ერთიანად ათბობდა ოთახში მომწყვდეულ ატმოსფეროს, ნიჟარებით გაფორმებული კედლების სვეტები კი ჰამაკისთვის გამოეყენებინათ. ფანჯრების გაღებისთანავე დაუბერა გრილმა ნიავმა, მზის მცხუნვარებით სავსემ და სიგრილე შემოიტანა, თითქოს გამოფხიზლდა და ღრმა ძილისგან გამოიღვიძა იქაურობამ...
სახლი სუფთა იყო, მიუხედავად მიტოვებული პატრონისა, სახლი ფერდინანდს მეგობარმა დაუტოვა ცოტა ხნით...
კლდეების ზემოდან ფეხით გავუყვებოდით გზას და კლდეებს უფრო ახლოს ვუცქერდით. მასში ერთდროულად შავი, ყავისფერი, ოქროსფერი და თეთრი ფერები შეერთებულიყვნენ და საოცრად სხვადასხვაფრად ანათებდნენ იქაურობას ღამით...
ზღვის ნაპირი თავიდან ყავისფერი ჩანდა სილის გამო, ალაგ-ალაგ მწვანე და ლურჯი ფერები შეერთებოდნენ ერთმანეთს და აქა-იქ წყლის ძლიერი ნაკადის მოვარდნისგან დარჩენილი პატარა კლდეების ნატეხებიც გამოჩენილიყვნენ მათ შორის. ზღვა ისეთი სასიამოვნო იყო, როცა სხეულს ეხებოდა, თავის მწვანე და ლურჯ წყალს გარშემო რომ გხვევდა და გაგრილებდა, ძნელი იყო მისი მიტოვება... ჩრდილში თუ მზეში ბედნიერებით სავსე ერთად დავრბოდით ზღვის ნაპირზე და ვისუნთქავდით ზღვისგან მონაბერ ნიავს... კლდეებიდან ჩანჩქერიც ჩაედინებოდა ზღვაში. რამდენჯერმე გადახტომის მერე მშვიდად ვეშვებოდით ხელიხელჩაკიდებულები და წყლიდან ამოსვლაც აღარ გვინდებოდა, არათუ ჭამა ან დასვენება... საღამოს ჩრდილში პალმებთან ჩამოვჯდებოდით და ერთმანეთს წიგნებს ვუკითხავდით... მინდორში წამოწოლილები გავცქეროდით ცას და ჩამავალ მზეს, რომელიც მიძინების დროს გვამცნობდა... პეპლებიც ჩვენთან მოფრინდებოდნენ და მინდორში აფრიალდებოდნენ, სადაც ყვავილებს ეკვროდნენ და ეფინებოდნენ... წიგნის კითხვით გულს რომ ვიჯერებდით, ხან მინდორში დავრბოდით, ხან ჭადრაკს ვთამაშობდით და ვინც მოიგებდა, ის ამზადებდა საჭმელს... რა თქმა უნდა უფრო ბევრჯერ მე მიწევდა... _ თქვა ფერიმ და ყველას გაუღიმა.
ელიანი მის თვალებსა და ტუჩებს ვერ აშორებდა მზერას, ქალის ბედნიერებას შეიგრძნობდა და უხაროდა, თან სტკიოდა... სტკიოდა ქალისგან ასე მიტოვება და მივიწყება, თურმე იქ სრულიად არ ახსენდებოდა ქალს...
_ ულამაზესი იყო ეს თვე, გატარებული ფერდინანდთან... სრულიად საოცარი და მხიარული... _ დაასრულა ფერიმ და წვენი მოსვა.
_ ჩვენ კი ძალიან შეგვაშინე! გვეგონა დაგკარგეთ! _ ძმამ ხელი მოხვია და მიიხუტა: _ ფერი... ვინ იყო ის კაცი, ვინც მოკვლა დაგიპირა ახლავე მითხარი, მაგრად უნდა ვცემოო!
_ ფილიპე, ჩავთვალოთ, რომ არავინ! მე უკვე ვაპატიე მას, რადგან აიძულეს... ზურგი აღარ მტკივა, უბრალოდ, ნაკაწრები იყო...
_ მოსახლეობისგან აკრეფილ ფულს რაღაც ნაწილი აკლდა... _ თქვა ფაბიმ და ფერი მას მიუბრუნდა:
_ დანიშნული ფულის ნაწილი მდევარს ჰქონდა... _ თქვა და სასახლისკენ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ამ დროს ხმა მოესმა:
_ ფერი! უნდა ვიცოდე, ვინ იყო ეს და ვინ გადაწყვიტა შენი მოშორება ან რატომ არ შეასრულა თავისი დავალება, რა მოხდა!
_ მამა... მას შეეძლო ფერი დაეტოვებინა თავისთან ან გადაეგდო! მაგრამ არა ელფერი... სასახლის ძველი მეპატრონის ქალიშვილი!
_ ფერი! ესე იგი, ჩვენი ნაცნობი იყო? ვინ?!
_ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა! მე ვაპატიე და მორჩა! _ გაიმეორა ქალმა და სასახლისკენ წავიდა.
ანხელი და ფერი ხეხილის ხეებქვეშ სეირნობდნენ. ძმა უყვებოდა სასახლის ამბებს, მოუყვა, ელიანმა ყველას ბოდიში მოუხადა და ფულის ნახევარიც დაუბრუნა მოსახლეობას, რაც ერთ წელში იმ ქალებს გადაუხადესო...
ფერნანდა ფერის მიუახლოვდა და სთხოვა, შენთან საუბარი მინდაო. ფერი მშვიდად ამოუდგა ქალს გვერდით და როცა გაიგო მისგან, როგორ აყიდვინეს კლარამ და კამილამ სასახლე, შუბლი შეიჭმუხნა და იქვე ხესთან მდგარი ელიანი შეამჩნია, რომელიც ქალებს უცქერდა. ფერიმ უცბად ფერნანდას შეხედა, ქალს აკოცა და ბეჭედი მოიხსნა:
_ მე გთხოვთ პატიებას და ამას გიბრუნებთ...
ელიანმა დაინახა თუ არა ეს სცენა, გული შეეკუმშა, მაგრამ ამ დროს ანხელი მიუახლოვდა და ხელი მხარზე მოუთათუნა.
ფერნანდამ ფერის ხელი მოიქცია ხელებში:
_ ფერი... ეს ბეჭედი შენია, როგორც უნდა გადაწყვიტო ჩემს შვილთან ურთიერთობა, მაგრამ გამიხარდებოდა, ერთმანეთთან საერთო გამოგეძებნათ, ერთმანეთისთვის გაგეგოთ და შანსი მიგეცათ ამ ურთიერთობისთვის. გამიხარდება თუ ყველაფერს თავიდან დაიწყებთ და ერთმანეთს ხელახლა გაიცნობით... ყოველგვარი ტყუილისა და შურისძიების გარეშე... რომ იცოდე, ელი გელოდა და გნატრულობდა... შენი დაბრუნება ძალიან უნდოდა... ეტკინა, როცა გაიგო შენი სიძულვილის მიზეზი და ეშინოდა. ახლაც ეშინია, რომ ამის გამო მიატოვებ და ხელს ჰკრავ... ეშინია, რომ მიატოვებ და შენი სასახლიდან გააგდებ...
_ ეს თქვენი სასახლეა, ქალბატონო ფერნანდა, უკვე 21 წელია.
_ შვილო... ახლა ის უკვე შენი სასახლეა, აქ ჩვენ იქამდე ვიქნებით, სადამდეც სტუმრად მიგვიღებთ.
_ მე სტუმრად არასდროს არ მიგიღებთ. _ თქვა ქალმა და ფერნანდას სახეს შეხედა. მიხვდა მისმა სიტყვებმა ქალზე როგორც იმოქმედა და მისი ხელი ჩაბღუჯა: _ მხოლოდ იმიტომ არ მიგიღებთ სტუმრად, რომ აქ სტუმრები არ ხართ... თქვენ ამ სასახლეს უვლიდით 21 წელი და მასზე ზრუნავდით. თქვენ აქ სტუმრები ვერასდროს იქნებით, ეს თქვენი საკუთრებაა... _ თქვა და სასახლეს გახედა, მძიმედ ამოიხვნეშა და ქალს შეხედა თვალებში: _ მე არც თქვენზე ან ბატონ რაფაელზე არ ვარ გაბრაზებული... თქვენგან არაფერი მწყენია.
_ ელიანი, შვილო... რას გრძნობ მისდამი?!
_ ცუდს არაფერს... არც მას ვადანაშაულებ სასახლის გამო. ახლა სხვას ვერაფერს გიპასუხებთ... ახლა კი დაგტოვებთ და გმადლობთ ამ საუბრისთვის, _ წარმოთქვა და ქალს აკოცა, თან მუჭში მომწყვდეულ ბეჭედს მოუჭირა ხელი.
ელიანმა ქალს მზერა გააყოლა და როგორც კი ფერი თვალს მიეფარა, მაშინვე საჯინიბოსკენ დაიძრა.
ელი ცხენს მოეფერა, თავის დარდს მოუყვა და ჩაფიქრებული გაეშურა ოთახისკენ. იქ არავინ არ იყო. სრულიად მარტო იგრძნო თავი და ისევ ეზოში გავიდა. მრავალჯერ მონატრებული ქალის სხეული გაიხსენა ხეებთან მოცქრიალე და თვითონაც გლიცენიასთან მდგარ საქანელაში ჩაეძინა...
ფერიმ ანხელს გადახედა, რომელიც მის გვერდით იჯდა და უცბად წამოხტა ლოგინიდან, თან თვალები მოისრისა ახალ გაღვიძებულმა. ძმა ლოგინზე მიწვა და ჭერს ახედა:
_ მე ვნახე შენი საბუთები, რომელშიც წერია, რომ სასახლე შენია! მაგრამ ახლა სხვა პუნქტებიცაა ჩამოწერილი, რომ ეს სასახლე შენია, მაგრამ ელიანი შენი ცხოველების მომვლელია და ის აქედან ვერსად წავა, სანამ შენ არ ბრძანებ მის გაშვებას!
_ რაა?! _ წამოიყვირა დამ და ძმას ეცა, _ შენ რაები გააკეთე აქ ჩემს არყოფნაში?!
_ ის, რაც ჩავთვალე საჭიროდ, რადგან ვიცოდი, ელიანი ადგებოდა და წავიდოდა... ხოდა, რომ არ წასულიყო და მისი უკან დაბრუნება შემძლებოდა, ამიტომაც ჩავამატე საბუთებს ახალი პუნქტები!
_ სულელი ხარ, ანხელ! სულელიიი! _ უსაყვედურა ძმას.
_ ელიანმა ბარგი ჩაალაგა და მიდიოდა, მშობლებთან ერთად! მათ არაფერი დაუშავებიათ, ფერი! გარდა იმისა, რომ იმ ორ ქალს ენდნენ! იმდენი რამე გააკეთა ელიანმა, რომ არ ვიცი. მეზობლებს ბოდიში მოუხადა, ფული დაუბრუნა! ყველას ეხმარებოდა საკვების და ნივთების გაყიდვაში!
_ გეყოფა! ეს უკვე ვიცი!
_ ელიანი მიდიოდა აქედან და სასახლეს გიტოვებდა! მაგრამ მე არ მემეტებოდა გასაგდებად! მთელი თვე ჯერ ცუდად იყო, მერე დამიანს ეთამაშებოდა და ცხოველებს უვლიდა! მეზობლებთან მოაგვარა ყველაფერი და ყველაფერი ამის მერე ჩაალაგა ბარგი წასასვლელად! მან დაიმსახურა აქ ყოფნა! და შენც დაგიმსახურა!
_ მე რითი დამიმსახურა?
_ უყვარხარ! მთელი თვე შენს ოთახში ეძინა! შენს ნახატს უცქეროდა და კარს უყურებდა, როდის გააღებდი და მასთან მიხვიდოდი!
_ კარგი! დამტოვე! საბუთები სადაა?!
_ მე მაქვს შენახული და ახლა ის ჩემს ხელში იქნება! თუ ეს სასახლე გინდა, ისიც უნდა გინდოდეს! და აიტანო მის გვერდით ცხოვრება!
_ ძალიან კარგი! იყოს აქ და მომემსახუროს!
_ ფერი! _ უყვირა ანხელმა და გაბრაზებული გავარდა ოთახიდან...
ფერიმ კაბა გამოიცვალა და ნაწნავებდაწნული გავიდა სუფთა ჰაერზე. დამიანი ელიანს ცხოველებზე ესაუბრებოდა. ფერიმ დაინახა თუ არა ელიანი, ჯიბრიანად წაიჩურჩულა:
_ ახლა შენ გახდები მონა! _ და მისკენ დაიძრა. ჯერ ბავშვს აკოცა, მერე კაცს ახედა და მის მზერას შეეფეთა თუ არა, ჩუმად ჩაეღიმა, ხმამაღლა კი თქვა:
_ ცხენი გამიმზადე საუზმის მერე! ახლა სპილოები აბანავე! _ და ბავშვთან ერთად დაიძრა სასახლისკენ.
ფერი სამზარეულოში შევიდა. ოთხი ქალი ამზადებდა სუფრას და მშვიდად საუბრობდნენ ერთმანეთში. ფრანკა კი ანხელთან ერთად იჯდა და მის გაბრაზებულ სახეზე ეცინებოდა, თან ამბობდა:
_ დრო მოვა, ფერი დამშვიდდება და ელიანსაც მიიღებს. ანხელ, მორჩი ამაზე ნერვიულობას. ხომ იცი ფერი როგორი ჯიუტია...
_ ხოდა ეს მაგიჟებს!
_ შენ რას გიჟდები მერე, ფერი უნდა გაგიჟდეს სიყვარულისგან! _ მიუგო ქალმა და გადაიხარხარა. კაცსაც გაეცინა და ფრანკა მიიხუტა:
_ ჩემი ლამაზიი...
_ მომავალი საცოლეეე! _ შეუსწორა ქალმა და წამოხტა.
_ უკვე ჭამის დროა! წავიდეთ და ვნახოთ, რა ხდება ფერის თავს... _ თქვა და გაეცინა.
სამზარეულოში ფერიმ ღიმილით გადახედა დედას და ქალბატონ ფერნანდას და მათთან მივიდა. ორივეს აკოცა და უკან დაიხია.
_ შვილო, როგორ გეძინა?! _ ერთდროულად ჰკითხა ორივემ ერთად. ფერის გაეცინა:
_ კარგად ძალიან... გარეთ ჩრდილში გავშალოთ სუფრა... თუ თანახმა იქნებიან, _ თქვა და თვითონაც დაიწყო სამზარეულოში ტრიალი.
***
საჯინიბოსთან მიახლოებულ ფერის ელიანმა ხელი ჩაავლო:
_ ცხენები ისვენებენ და დღეს ნუ შეაწუხებ! აჯობებს, ფეხით გავიაროთ, სალაპარაკო მაქვს. _ თქვა და ფეხით გაუდგა გზას ქალთან ერთად ხელჩაჭიდებული.
_ აქ შენ ხარ უფროსიიი?! _ დაუყვირა ქალმა და კაცს ხელი გამოსტაცა. ელი მის წინ გაჩერდა:
_ ელფერი, ბოდიში, შენი სიძულვილისა და ზიზღის მიზეზი რომ გავხდი. რაც გინდა მთხოვე... გინდა აქედან წავიდე?! საერთოდ ვერ მნახავ... მითხარიი რა გინდა ვქნა.
ქალი კოპებშეკრული გაიქცა, საჯინიბოში შევარდა და ცხენზე ამხედრდა. მერე ცხენი მიატრიალა და უცბად ჩაუქროლა კაცს გვერდით. ელიანმა მეორე ცხენი შეკაზმა და ქალს დაედევნა. ფერი სასახლეს გასცდა, კაციც უკან მიჰყვა და დაეწია თუ არა, ქალს ყვირილით უთხრა:
_ ელფერი! მე არ მინდოდა გტკენოდა! მაპატიე, მაპატიე, ელფერი! _ ქალს ხელი ჩაავლო, მის ცხენზე გადაჯდა და ფერი მიიხუტა: _ ერთი თვე უჩემოდ როგორ იყავი, სულ არ გაგახსენდი?!
_ 20-წლიანი სიძულვილი არასდროს დამვიწყებია! _ მიახალა ფერიმ, გაიბრძოლა და ორივენი ჩამოვარდნენ ცხენიდან. კაცმა ქალს ხელები გაუკავა და სხეულზე მიიხუტა. ქალი ისევ ყვიროდა, გაშვებას ითხოვდა, მაგრამ კაცი უფრო ძლიერად იკრავდა და არ უშვებდა.
_ ელფერი... _ წარმოთქვა ნაზად კაცმა და ქალიც უმალ მოეშვა. კაცს შეხედა. მის სხეულს ააყოლა მზერა და ჩხუბი დაუწყო:
_ მხეცი ხარ! ჯერ ჭრილობა არ მოგშუშებია და ცხენზე შეჯექი! _ და კაცს ხელი მოკიდა... იქვე, რამდენიმე ნაბიჯში მათი ქოხი იყო, შევიდნენ და ფერიმ კაცი იატაკზე დაგებულ ლეიბზე დააწვინა. მერე ზემოდან დააცქერდა. ელიანმა ქალს ახედა და გაეღიმა:
_ რომ მოვკვდე, მაპატიებ?!
_ სიკვდილს არაა! _ მიუგო მკაცრად და კაცის მაისურს შეეხო.
_ არა, ელფერი, საჭირო არაა... _ თქვა კაცმა და ქალს ჩაეცინა.
_ მხოლოდ ჭრილობას დავხედავ! _ მკაცრად მოითხოვა და მაისური ასწია თუ არა, ჭრილობას ხელი ფრთხილად მოუსვა. ელიანმა ამით იხელთა, ხელი მოხვია ძლიერად და მიიხუტა.
_ ელიიიი... _ თქვა ჩუმად ქალმა.
_ შენს სასახლეში წავიდეთ... _ ელიანმა ფერის ხელი უშვა და წამოჯდა. ფერიმ ხელი მოჰკიდა და ცხენთან მიჰყვა. ორივენი ერთ ცხენზე შესხდნენ და სასახლისკენ აიღეს გეზი. ქალის სხეულს მიჰკვროდა კაცი და თვალები დაეხუჭა:
_ მომენატრეე... ყოველდღე გელოდებოდი... მაპატიე, ელფერი...
_ ჯერ არა! _ მოესმა ქალის ნაზი ხმა კაცს და ჩაეღიმა.
_ როგორც თქვენ ინებებთ, ქალბატონო ელფერი... საჯინიბოს და სპილოებს უკვე ახალი მზრუნველი ჰყავთ... იმედია არ გაბრაზდებით ფაბის სამუშაოდან დროებით გაშვების გამო... თანაც ჩემს ყოფილ მოსამსახურეს ხვდება და აღარ სცალია...
_ კიდევ რა ხდება სასახლეში?!
_ ფილიპეც ხვდება ალმას... ანხელი კიდევ ფრანკას... მე და შენ დავრჩით მოჩხუბარი ცოლ-ქმარი...
_ მორჩი ამ ბოდვებს და გამოფხიზლდი! ასე ძლიერად ნუ მიხუტებ! შენვე თქვი, ქალბატონი ხართ და მე თქვენი მოსამსახურეო! ნუ მიხუტებ ასე!
_ რატომ, ვერ სუნთქავთ ჩემსავით?! _ მოესმა ქალს და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
_ უკვე მოვედით... _ თქვა და ცხენიდან ჩამოხტა.
_ ადი ოთახში და ჭრილობას გადაგიხვევ! _ უცებ ელიანს მიუბრუნდა ქალი და კაცის სხეულს თვალი ააყოლა. კაცი მორჩილად დასთანხმდა, ოთახში ავიდა და დივანზე წამოწვა. ფერიც ფეხდაფეხ შეჰყვა, მის ჭრილობას დააკვირდა და ბინტით ხელში მიუახლოვდა. შეხვევა დაუწყო. კაცი ქალის ხელებს უყურებდა და მის თითზე ბეჭედს რომ ხედავდა, ცოტათი ამშვიდებდა.
_ ბეჭედი არ გადაგიგდია... _ თქვა ჩუმად და ისევ ქალის თითებს მიაპყრო მზერა.
_ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალბატონი ფერნანდასთვის დამებრუნებინა! _ მიუგო მკაცრად და ჭრილობის შეხვევასაც მორჩა.
_ მერე რატომ არ დაუბრუნე?!
_ დავუბრუნე! მაგრამ უარი მითხრა და დამიტოვა.
_ თავიდანვე მოეწონე... ისევე როგორც შენ მოგეწონა დედაჩემი პირველსავე დღეს.
_ კლარა არ გეცოდება?!
_ შეცოდება არ დაუმსახურებია... შენი მოკვლა შეუკვეთა! მაინც ვინაა ის ადამიანი?!
_ ცდები! ყველა იმსახურებს შეცოდებას! გამოდის, არც შენ უნდა შემეცოდო!.. არ აქვს მნიშვნელობა მის ვინაობას!
_ ჯერ კიდევ მჯერა, რომ ცოტათი მაინც მაპატიებ ჩემს შეცდომებს.
_ და თუ არ გაპატიე?!
_ მაშინ მოვითხოვ სასახლიდან გამიშვა.
_ მე მათ ვაპატიე! შენც იმავეს გირჩევ, შენც აპატიო! ჩვენ კი ანგარიში ჯერ არ გაგვისწორებია!
_ და რა გავაკეთო, რომ ანგარიში გამისწორო და ნება მომცე, შენ გვერდით ვიყო?!
_ ჩემ გვერდით ყოფნას ვერ დაგპირდები! _ ჩურჩულით წარმოთქვა და ელიანს უცნაურად დააშტერდა.
კაცმა ქალს თვალებში შეხედა, ვერც ამჯერად ვერ გაეგო, რა იკითხებოდა მის მზერაში და გაკვირვებულმა, ასე რომ უყურებდა კაცს, ქალს შეეკითხა:
_ ელფერი... ახლა შენს თვალებში ვერაფერს ვკითხულობ.
_ წასაკითხი არაფერია! წიგნი წაიკითხე, სანამ ლოგინში იქნები! _ თქვა და საჭმელი ახლოს დაუდგა, თვითონ კი აივანზე გავიდა. ხელები ჩასჭიდა მოაჯირს და სივრცეს გახედა: ნუთუ დავივიწყე ჩემი წარსულის ჭრილობები? რატომ აღარ მტკივა! რატომ არაფერს ვგრძნობ! _ ჩაფიქრებული უცქერდა გარემოს, როცა კაცის ხმა მოესმა და ოთახში შეტრიალდა. მიხვდა, ელი საჭმელს რომ არ ჭამდა და ისევ ლოგინზე ჩამოჯდა.
_ ელიან! უნდა ჭამო!
_ შენც უნდა ჭამო... _ თქვა კაცმა, ლოგინიდან წამოიწია და ზურგით მიეყუდა ბალიშს: _ შენც უნდა ჭამო... _ უნდოდა ხელი მოეკიდა ქალის მაჯისთვის, მაგრამ ვერ გაბედა, უბრალოდ, პირი გააღო და ქალის მიწოდებული ლუკმა გადაყლაპა.
მალულად გადახედავდა ხოლმე და მისი ცქერით ტკბებოდა. ელფერი მის მზერას გრძნობდა, მაგრამ ცდილობდა კაცს არ ეგრძნო, რომ ყველაფერი აპატია. საჭმელს აწვდიდა და თვითონაც ჭამდა.
_ გტკივა ჭრილობა?!
_ არა...
როცა კაცი კარგად დაანაყრა, ფერის გაეღიმა და ადგა. თეფში აიღო და კაცს შეხედა:
_ იწექი, მალე დავბრუნდები! _ უთხრა და გავიდა. ელიანი ისევ დაწვა. ჩაფიქრებული უცქეროდა კარს და ელოდებოდა, როდის დაბრუნდებოდა ფერი.
ფერი სამზარეულოში შევიდა, მშვიდად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ჩუმად წარმოთქვა:
_ საჭმელი ჭამა, კარგად არის...
ფერიმ თეფში დადგა და ქალბატონ ფერნანდას მიმართა:
_ თქვენ უკეთ იცით, რა წიგნი უყვარს ელის, დაგელოდებით, სანამ მოძებნიდეთ... ფერნანდა მაშინვე წამოდგა და კაბინეტისკენ დაიძრა. ფერი ბავშვს მიუახლოვდა და აკოცა: _ დამიანი, დღეს ბიჭებთან დაიძინებ?!
_ კარგი... _ დაეთანხმა ბიჭი, ქალს ხელები მოხვია და აკოცა. ფერის გაეღიმა:
_ ხომ არ გამიბრაზდები?!
არაო, დამიანიმ, კიდევ აკოცა და დაემშვიდობა. ამასობაში ფერნანდაც შემოვიდა. ფერიმ წიგნი გამოართვა და ქალს უჩურჩულა:
_ ნუ გეშინიათ... მეტად აღარ დავსჯი..
ფერნანდა გადაეხვია და ბედნიერმა ამოისუნთქა...
ფერი კარისკენ დაიძრა. ელიანი ჯერ კიდევ კარს უყურებდა და ქალზე ფიქრობდა. როცა ის წიგნით ხელში დაინახა, გაკვირვებული წამოიწია. ფერიმ საწოლს შემოუარა და მის გვერდით ლოგინზე თვითონაც წამოწვა, ოღონდ ცოტა მოშორებით. კაცი ხმას ვერ იღებდა. ქალმა შეხედა და ცივად შეეკითხა:
_ ჭრილობა როგორ გაქვს?!
_ უკეთ...
_ მაშინ დაიწყე წიგნის კითხვა! დაღამებამდე ჯერ 3 საათია! ეს შენი პატიების დავალება იქნება! _ უთხრა, მშვიდად დადო ბალიშზე თავი და თვალები დახუჭა. კაცი წიგნს დასწვდა, ისე რომ ქალს თვალს არ აშორებდა. მერე წიგნს შეხედა.
_ ეს წიგნი საიდან მოიტანე?!
_ კაბინეტიდან!
_ შენ აარჩიე?!
_ დედაშენმა მომცა! დაიწყე კითხვა ისე, რომ მეც მესმოდეს! _ თქვა ისე, რომ თვალები არ გაუხელია. კაცმა წიგნი გადაშალა და კითხვას ხმამაღლა შეუდგა.
შუა კითხვაში ფერი კაცისკენ შეტრიალდა. ხელი ლოყაზე მიიდო. მშვიდი სუნთქვა, რომელიც ტკივილის მოშუშებას გამოეწვია, სრულიად შეცვლოდა კაცის ხმაზე და გული საშინლად უფანცქალებდა.
_ ჩემი ფოტო რად გინდოდა?! _ შეეკითხა უცებ და კაციც გაჩუმდა, მერე კი უპასუხა:
_ მენატრებოდა...
_ ვინ?
_ შენი კოცნა..._ მოესმა ქალს და გულში გაიფიქრა, მეც მენატრებოდა შენი კოცნაო, მაგრამ ხმამაღლა მხოლოდ ეს ჰკითხა:
_ მერე?!
_ ახლა მეშინია... მეშინია, რომ სასახლის გარდა არაფერი გჭირდება... _ მიუგო კაცმა სევდიანად და ქალისკენ თვითონაც გადატრიალდა. ფერიმ მისი შერხევა იგრძნო თუ არა, თვალები გაახილა და შეხედა.
_ ზურგზე დაწექი და დაისვენე...
ელიანი გასწორდა და წიგნი ისევ მოიმარჯვა და კითხვა გააგრძელა:
_ წრეზე დარგული ხეებიდან უცბად ჩიტები ცაში აფრთხიალდნენ. ხეებზე ასულ ვარდისფერ ყვავილებს მთლიანად დაეფარათ ხის ქერქი, ნელ-ნელა მის მწვანე ფოთლებისკენ მიიწევდნენ და თავიანთ სივარდისფრეს მწვანეში აერთიანებდნენ... მათსავით ვარდისფრად შეეღება ბაგეები ქალს. მის თმას ქარი არხევდა და მათში ჰაერში აფრიალებული ყვავილების ფურცლებს ხვევდა... მისი ბედნიერი ღიმილი კიდევ უფრო აერთიანებდა იქაურობას და სიყვარულს სძენდა. ქალის საოცარი თვალები ხელებისკენ იყო მიმართული, რომელზედაც ნაზად ცვიოდა ყვავილები და იფარებოდა მის სიფერადეში... ქალი ბედნიერი ტრიალებდა ხეების წრეში... მის ყურს ჩიტების ჟღურტულის ხმა სწვდებოდა და მუსიკასავით ერწყმოდა გარემოს სიჩუმეს...
ვარდისფერ ბაგეებს ყვავილების ფურცლები შეეხო და თითქოს მის კოცნაში დადნენო, ისე დაეშვნენ ძირს მოწყვეტით, გეგონებოდათ, სასიკვდილოდ იგემეს მისი ტუჩები. მის ბაგეებს შეხებული ყვავილები ძირს მიფარფატებდნენ და მძიმედ ეცემოდნენ მიწას, თითქოს მწუხარებით მიიწევდნენ ქვევით, რომ ვეღარ შეიგრძნობდნენ ქალის ტუჩების სიტკბოს კიდევ ერთხელ... ქალი მაინც ბედნიერი ირხეოდა და დაქროდა ხეების გარშემო. მისი თმა ქარსა და ყვავილებში ფრიალებდა... ქალი გარემოს საოცარი სიყვარულით უცქერდა და ბედნიერებით ივსებოდა...
_ შენ გგავს... _ თქვა უცბად კაცმა და ფერი მაშინვე გამოფხიზლდა სასიამოვნო ფიქრებისგან.
_ რატომ, ჩემმა კოცნამ მოგკლა?! _ შეეკითხა და მისკენ გაიხედა.
_ უკვე დაჭრილი ვარ და ახლოს ვარ სიკვდილთან...
_ ვისი ხელით გინდა მოკვდე?!
_ ახლა არც შურისძიებით მიყურებ, არც სიძულვილით, არც ზიზღით. არც ხანჯლით ან დანით მემუქრები და ეს უფრო მკლავს!
_ შენ უკვე მოკვდი იმ დღეს, როცა სასახლეში ბრუნდებოდი!
_ მხოლოდ იმან მომკლა, რომ შენი კოცნა დამშვიდობებას ჰგავდა...
_ მაგრამ ასე არ აღმოჩნდა! რადგან მკვლელი მე არ ვიყავი!
_ შენც გეგონა, რომ შენი გატაცება მე დავავალე... _ თქვა ამოხვნეშით და წიგნი გვერდზე გადადო.
ფერი წამოიწია და კაცს ზემოდან დახედა:
_ რამე გინდა?! გტკივა?!
_ არაფერი, მადლობა... _ თქვა ძლივს.
_ თავიდან მართლა ასე მეგონა, მაგრამ ცოტა ხანს. მერე მივხვდი, რომ შენ არ დაგივალებია ჩემი გატაცება, რომ ასეთი მხეცი არ იქნებოდი!
_ შენ რომ გესროლა, სწორი იქნებოდა, სასახლის გამო!
ქალს გაეცინა:
_ ტყვიისგან მიყენებული ტკივილი დიდხანს არ გრძელდება!
_ და გინდა დიდი ხნის ტკივილი შენმა წაუკითხავმა თვალებმა მომანიჭოს?!
_ ჩემი თვალები ტკივილს აღარ ატარებენ! უკვე ეყოთ 20-წლიანი ტანჯვა! _ მიუგო ფერიმ ადგა: _ თუ არაფერი გინდა, მე ფრანკასთან წავალ...
კაცმა თავი დაუქნია, დაემშვიდობა და ქალიც გავიდა.
ცოტა ხნის მერე ფერი უკვე დაქალთან იჯდა და ეჭორავებოდა. ფრანკასთვის ხელი მოეხვია და ეჩურჩულებოდა:
_ მოვიშორეეე... მოვიშორეე...
ფრანკა შეშფოთებული მიაჩერდა:
_ ვინ, ელი?! აღარ გჭირდება?!
_ მე ტკივილი მოვიშორე! 20-წლიანი ტკივილი, _ წარმოთქვა ჩუმად და დაქალს აკოცა.
ამ დროს კარს უკან ანხელი იდგა და ჩუმად უგდებდა ყურს მათ საუბარს. გაიგონა თუ არა ფერის სიტყვები, გახარებულმა შეგლიჯა კარი და აყვირდა:
_ როგორც იქნაა გამოფხიზლდი 20- წლიანი ძილისგან!
_ შენ რა, გვისმენდი?! _ გაუბრაზდა ფერი.
_ ძილი ნებისა უნდა მესურვა ფრანკასთვის და შენ დამხვდი აქ! როგორაა შენი ქმარი?!
_ კარგად! კვდება მონატრებული კოცნისგან!
_ და შენც?! _ ჩაეკითხა ფრანკა და ფერიც უცბად წამოხტა.
_ ფრანკააა! შენ ჩემი დაქალი ხარ თუ მტერი?!
_ რძალიც, _ დაამატა ანხელმა და ორივეს გაუცინა.
_ მორჩი ამ შენს სისულელეებს და დამიბრუნე ჩემი საბუთები!
_ საბუთებს დაემშვიდობე! _ მიუგო ძმამ.
_ ძილი ნებისა! _ თქვა გაბრაზებულმა ფერიმ და გავარდა.
ელიანი აბაზანიდან გამოვიდა და ისევ ლოგინზე დაწვა. წიგნს გადახედა და თვალები დახუჭა. უცბად წარმოიდგინა ქალის მოფრიალე სხეული ხეებთან, გლიცენიასთან და ბედნიერს გაეღიმა.
_ აქაა... ახლოსაა... ახლა მისი დანახვა მაინც შემიძლია... _ თქვა ხმამაღლა ისე, რომ ვერც გაიგო კარის გაღების ხმა.
ფერი საწოლისკენ დაიძრა და ლოგინზე დაწვა.
_ ელფერი... _ თქვა კაცმა.
ფერიმ კაცის ხელისკენ თავისი ხელი გააპარა. ნელა მიიწევდა მისკენ და გული უფართხალებდა. ბოლოს თითებით შეეხო და ელიანმაც უცბად გაახილა თვალები და გაკვირვებულმა შეხედა: _ ელფერი...
_ დამშვიდდი და დაიძინე... _ უჩურჩულა ქალმა, კაცის ხელს ხელი მოაშორა და თვალები დახუჭა, მაგრამ ვერ მოისვენა:
_ თვალები დახუჭე... _ უთხრა თუ არა ელიანს, იმანაც დახუჭა. ქალმა აკოცა ლოყაზე და სწრაფად დაიხია უკან, მაგრამ კაცმა ხელი მოხვია და მიიხუტა:
_ არ გამერიდო, ასე იყავი... _ უჩურჩულა და ქალის კაბას უფრო მაგრად მოხვია ხელები, რომელიც ქალის ზურგს მთლიანად ფარავდა. ფერი უცბად შეთბა და ყველაფერი მიავიწყდა, ახლა მხოლოდ გულის ბაგაბუგს ისმენდა და კაცზე მიკრული ძლივს სუნთქავდა.
კაცი მძიმედ სუნთქავდა, ქალის თმის სურნელს გრძნობდა და სიამოვნებდა. ქალმა თავი დაადო მის მხარს და თვალები დახუჭა. კაცმა ბედნიერმა ამოიხვნეშა და ისევ უჩურჩულა:
_ მომენატრე, ელფერი... _ და თმაზე ხელი გადაუსვა.
ქალი ისმენდა მის სიტყვებს და ძილი ერეოდა. ისე დამათრობლად მოქმედებდა კაცის სიახლოვე, უკვე უჭირდა თვალების გახელა და გამოფხიზლება. კაცი მის თმას ეფერებოდა.
ქალი უცბად შეირხა და კაცის სხეულს მჭიდროდ მიეხუტა ძილბურანში წასული. _ ძილი ნებისა, ელფერი... _ თქვა ელიანმა და გულის დაწყნარებას შეეცადა. ხან მშვიდად სუნთქავდა, ხან აფორიაქებული, გულს ვერ იმშვიდებდა და ქალის სხეულს ეკვროდა. ჯერ კიდევ ეგონა, რომ ეს არარეალური იყო და წარმოსახვითი ფრაგმენტი... მიეძინა, მაგრამ ქალის სურნელი მის გონებასა და ყნოსვას არ შორდებოდა.
დილით ფერის ელის მკლავებში გაეღვიძა. არაფერი შეიმჩნია, კაცს მიესალმა, იბანავა, თავი მოიწესრიგა და ბოლოს კაცს მიმართა:
_ დღეს შეგიძლია დაისვენო საჯინიბოსგან და სპილოებისგანაც! აჯობებს, მთელი დღე იწვე, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ჩვენ შორის.
_ ნუთუ არ მაპატიებს... ნუთუ არ ვუყვარვარ და არ მაპატიებს... _ თავისთვის ჩაილაპარაკა ელიანმა და ლოგინიდან წამოიწია.
ფერიმ გადახედა.
_ რამე გინდა?! სად მიდიხარ?!
_ ჩემს ოთახში... გავემზადები და გარეთ გავისეირნებ. _ თქვა და კარისკენ დაიძრა. ქალი ისევ წამოწვა, თავი დადო თუ არა ბალიშზე, თმაც აეშალა და ფიქრებიც: მოვენატრე, მაგრამ ჩემთან არ დარჩა... არ დარჩააა... _ გაბრაზებულმა დახუჭა თვალები... ღამის ჩახუტება გაიხსენა და უფრო მიეკრო მის თბილ ბალიშს, რომელიც ერთი ღამით კაცის გამხდარიყო. თვალები დახუჭა და მძიმედ ჩაისუნთქა. _ ელიი... ელიი... ნუთუ ჩემი ტკივილის მიუხედავად, მე ის ასე შევიყვარე?! შევიყვარეე... შევიყვარეე?! _ ეკითხებოდა თავის თავს და უფრო და უფრო იძირებოდა კაცისგან დატოვებულ სურნელში.
ელიანმა თავის ოთახში თავი მოიწესრიგა და დაბლა ჩავიდა თუ არა, დედამისიც შეეგება. ფერნანდამ გაუღიმა და ფერი მოიკითხა. კაცს გაუკვირდა, ელფერი ჯერ აქ რომ არ ჩამოსულიყო და მაღლა აბრუნდა. კარი ჩუმად შეაღო და ლოგინს მიაშურა. ქალის სახეს დააკვირდა და ხელი ნაზად გადაუსვა:
_ როგორ სძინავს მშვიდად და ღიმილიანი სახით... _ ლოყაზე ხელი ჩამოუსვა. ქალი შეირხა, ჩაისუნთქა და გადატრიალდა. კაცი გაბრუნდა და კარი ფრთხილად გაიხურა. ქალმა უცებ გაახილა თვალები, კაცის სურნელი ეცა და ლოყაზე მოისვა ხელი, მაგრამ ოთახში რომ ვერავინ დაინახა, ისევ ბალიშზე დადო თავი...
_ ახლაც ვგრძნობ მის სურნელს, რომელიც გულში მწვდება და მაბედნიერებს... _ ამოიჩურჩულა და წამოხტა. სასწრაფოდ კაბა გაისწორა და ჩაფიქრებული დაეშვა კიბეზე.
მაგიდა ჩრდილში იდგა და ყველანი სუფრასთან ისხდნენ. ელიანი ფერის ეფოფინებოდა, სხვადასხვა კერძს აწოდებდა და თვითონ უღებდა კოვზით. უცბად ქალმაც გადაუღო საჭმელი. ელის გაუხარდა მისი მზრუნველობა, მაგრამ ფერიმ მოულოდნელად წამოიძახა:
_ ახლა გასწორებულები ვართ!
ყველამ მათ უყურებდა გაფაციცებული. ელიანმა ფერის შეხედა, მერე ისე სწრაფად წამოდგა ფეხზე და ქალის გვერდზე გაჩნდა, რომ არავინ მოელოდა. ქალს ხელი წაავლო, სკამიდან წამოაყენა და სწრაფად დაეწაფა მონატრებულ ბაგეებზე. ქალი აფართხალდა... ბოლოს გაჩერდა, კოცნაში აჰყვა და მოდუნებული მიესვენა კაცის ხელებში.
_ ახლა რას იზამ?! ელფერი... _ შეეკითხა ელი.
ქალმა პირი ყურთან მიუტანა და უჩურჩულა:
_ უკვე გავასწორე. მეც გაკოცე!
კაცმა მაშინვე სტაცა ხელი ყელზე და თვალებში ჩახედა, ისევ აკოცა და მალევე გაშორდა ისე, რომ ქალმა ვერ მოასწრო კოცნაში აყოლა. კაცი თავის ადგილს დაუბრუნდა. ქალმა გაბრაზებულმა გადახედა და წამოიძახა:
_ მე ჩემი ნებით არ გაკოცებ, მხეცო! _ და სასახლისკენ გაიქცა.
ელიანმა ყველას ბოდიში მოუხადა და ფერის დადევნა. ქალს დაეწია, ხელი წაავლო და სწრაფად შეიყვანა სასახლეში. მეორე სართულზე ავიდნენ თუ არა, ელიმ ოთახში შეიყვანა ფერი და ხელი მოხვია. ქალი ყვიროდა, ფართხალებდა, გაშვებას ითხოვდა, მაგრამ კაცი არ უგონებდა. გაბრაზებულმა ქალმა ჭრილობაზე დააჭირა ხელი, მაგრამ კაცმა მაინც არ გაუშვა. ლოგინზე დააწვინა, ზემოდან მოექცა და მძლავრად ჩაიკრა გულში:
_ ელფერიიი! მორჩი ყვირილს და ფართხალს! მხეცი არასდროს არ გაუშვებს თავის ნადავლს პირს! _ თქვა და უცბად დააცხრა ქალის ბაგეებს. მის ხელებს ხელი ჩასჭიდა და სხეულზე შემოიხვია. ქალიც იძულებული გახდა ხელები გაეჩერებინა და გაშეშებული მიჰკვროდა კაცის სხეულს. ბოლოს ვეღარ მოითმინა და კაცის კოცნას აჰყვა... ორივეს გაუხურდა სხეული. კაცი არ ნებდებოდა და არ უშვებდა ქალის ბაგეებს, თუმცა ბოლოს გაჩერდა და მიეხუტა.
_ ელფერიიი... როდის უნდა მორჩე ჯიუტობას?!
_ არასდროს! _ წამოიძახა ქალმა, კაცს ხელი ჰკრა და წამოხტა.
ელის გაეცინა.
_ ჩემო ლამაზო გაბრაზებულო ტყვეო!
_ ეს ჩემი სასახლეა და არა შენი! აქ ყველაფერი ჩემია და შემიძლია აქედან გაგაგდო! ეს არ დაგავიწყდეს! _ დაუყვირა და კაცმა მძიმედ ჩაისუნთქა. სევდიანად წამოდგა ლოგინიდან და კარისკენ დაიძრა:
_ სხვათა შორის, მოსამსახურესთან გეძინა წუხელ!
_ მხოლოდ მეძინა! _ დაუყვირა და თვითონაც კარში გავარდა: _ ელიან! ჭრილობები რადგან მოვიშუშე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მიმართ აზრი შევიცვალე! _ მიაძახა და ეზოში გავარდა.
***
მოსამსახურეები ალმა და ანხელა ბედნიერები სეირნობდნენ ქალაქში... ფერის და ელიანის მშობლები დროებით წასულიყვნენ სასახლიდან. ფერიმ გაიღვიძა და ჩაიცვა თუ არა, დაბლა ჩავიდა... ის იყო სამზარეულოში უნდა შესულიყო, რომ ადგილზე გაშეშდა. დაყვირება უნდოდა, მაგრამ ვერცერთი სიტყვა ვერ თქვა გარდა ერთისა:
_ ძაღლი... _ წაიჩურჩულა შეშინებულმა და კიბის მოაჯირს წაავლო ხელი.
_ მამააა.... დედააა... ანხელ... _სახლში მყოფის ყველა სახელი წაიჩურჩულა და თვალები დახუჭა... ძაღლი ისე უღრენდა, ვერ ინძრეოდა, ნაბიჯსაც ვეღარ დგამდა უკან შეშინებული. კიდევ დაუძახა სათითაოდ ყველას. ბოლოს ელიანი გაახსენდა და წამოიძახა კიდევაც:
_ ელიან... _ და გააჟრჟოლა. მისი სახელის წარმოთქმისას სხეული გაუხურდა და სახეც შეეფაკლა.
_ აქ ვარ... _ მოესმა კაცის მშვიდი ხმა და მაშინვე გაახილა თვალები.
_ ამხელა ძაღლს აქ რა უნდა... სად არიან ჩემები?.._ თქვა ძლივს გასაგონად და კაცს თვალებით ანიშნა, მიშველე და მომაშორე ეს აქედანო.
_ ძაღლი დატოვეს, მე რომ არ შეგჭამო და ყველანი გაიკრიფნენ ქალაქში! _ თქვა ელიმ და გაეცინა ქალის შეშინებულ ხმაზე და აწითლებულ ლოყებზე.
_ წაიყვანეეე! გაიყვანეე გარეთ!
_ რატომ? კარგი ძაღლია! დაგიცავს მხეცი ქმრისგან!
_ გაიყვანე გარეთ, მშია... _ თქვა ჩუმად და კაცს შეხედა. _ გაიყვანე, რააა...
_ მერე ჩემნაირ მხეცთან ერთად ისაუზმებ?!
_ კარგი... _ მორჩილად დათანხმდა და როგორც კი ელიმ ძაღლი გარეთ გაუშვა, მაშინვე სამზარეულოში შევარდა.
ფერი გაბრაზებული იჯდა სუფრასთან, ელიანს არც უყურებდა.
_ ისე ძალიან შეგაშინა ძაღლმა, რომ ჩემნაირი მხეცისკენ ვეღარ იხედები?!
_ სად წავიდნენ ჩემები და შენები, ან მე რატომ არ მითხრეს?!
_ ქალაქში, გასასეირნებლად, დედაშენი და მამაშენი შინ გაემგზავრნენ ცოტა ხნით, ძმები შეყვარებულებთან ერთად არიან, ფაბიც, მამაჩემი მუშაობს, დედამ კი დამიანი გაასეირნა.
_ როდის დაბრუნდებიან?!
_ რამდენიმე დღეში!
_ რააა?! _ დაიყვირა ქალმა და სკამიდან წამოხტა. _ მე აქ რა ვქნა მარტო?!
_ მხეც ქმარს უნდა მოუარო! მეტი არაფერი გევალება!
_ მმმმმმ! _ დაიზმუვლა ფერიმ და გაწიწმატებული მივარდა კარს, მაგრამ როგორც კი კარი გააღო და ძაღლი დაინახა, ისევ გაშეშდა: _ ეს ძაღლიიი! ელიან! ელიან! _ დაიძახა ხმადაბლა. კაცი მის უკან იდგა, ქალს აკვირდებოდა და ეცინებოდა. ცრემლმორეული ქალი მოტრიალდა და მოულოდნელად კაცს შეეჯახა.
_ რომ გეძახი ხმას რატომ არ მცემ?!
_ მე აქ ვიყავი, მაგრამ შენ ისე გეშინია ძაღლების, მხეცის მოახლოება ვერც შენიშნე!
_ წაიყვანე ეს ძაღლი აქედან! საიდან მოიყვანე?!
_ შენ გიცავს ჩემგან და ვერ ხვდები!
_ ელიან! იცოდე!..
_ რა, ელფერი?.. _ ნაზად შეეკითხა.
კრიჭაშეკრული ქალი კაცს უკან ამოუდგა და ჩუმად წარმოთქვა:
_ გაიყვანე ეს ძაღლი, ეზოში მინდა გასვლა... _ და აცახცახებულმა კაბას ჩასჭიდა ხელები. ელიანმა ჩაიცინა, ძაღლი ახსნა და ისევ ეზოში გაუშვა, ისე რომ ქალს არც გაუგია, ღვედი რომ მოხსნა კისრიდან.
_ ელფერი... ამ ძაღლის კი არა, ჩემი უნდა გეშინოდეს! 20-წლიანი მტერი უფრო საშიშია, მითუმეტეს თუ მხეცია! _ უჩურჩულა და ცრემლი მოწმინდა. ქალმა თვალები გაახილა და გაბრაზებულმა დაიხია უკან:
_ მართლა მხეცი ხარ! _ მიახალა და ფრთხილად გადადგა ნაბიჯი.
_ ელფერი, ეს ძაღლი ჩემგან დაგიცავს, არ გინდა?!
_ არაა... _ თქვა ჩუმად ქალმა და უცებ იგრძნო, რომ ძლივს იდგა ფეხზე. ელიმ ხელი მოხვია და მეორე სართულზე აიყვანა. ლოგინზე დააწვინა და თვითონ იქვე ჩამოუჯდა. მერე ხმადაბლა ალაპარაკდა: _ მომენატრე, ელფერი... ძალიან მომენატრე... _ ხელები შეახო სახეზე. ქალს თვალები მიეხუჭა და ჩაისუნთქა. უცბად ძაღლი გაახსენდა. კაცს შეხედა და მისი ხელი მოიშორა.
_ ძაღლი გააგდე სასახლიდან!
_ არა! _ დაუყვირა კაცმა, კარი გააღო და იქვე ატუზულ ძაღლს მიმართა:
_ ამ ქალს თვალი არ მოაშორო, ამ კარს არ გადმოაბიჯოს! _ უბრძანა და იქაურობას გაშორდა.
ფერდაკარგული ფერი პლედში გაეხვია და სახე შიგ ჩამალა.
ცოტა ხნის მერე ელიმ ხილით სავსე თეფში შეუტანა ფერის. ისიც გაბრაზებული დასწვდა თეფშს, ხილი აიღო, ჩაკბიჩა და სანამ ჭამდა, ხმა არ ამოუღია. ელიანი კი იჯდა და კმაყოფილი უყურებდა თავის ცოლს, რომელიც ხმას არ სცემდა. ბოლოს ქალს ხელი წაავლო და უთხრა:
_ საჭმლის მერე ქოხში წავიდეთ!
_ რომ ვთქვა, არა-თქო, მაინც წამიყვან ძალით და სხვა რა გზა მაქვს! _ მიუგო ფერიმ.
ცოტა ხანში ორივენი ხელიხელჩაკიდებულები გაუყვნენ გზას ქოხისკენ.
ქოხში შევიდნენ თუ არა, კაცმა ქალს ხელი გაუშვა. ბუხარში შეშა შეყარა და აგიზგიზდა თუ არა ცეცხლი, ოთახიც განათდა. მერე ქალს შეხედა და მისკენ აიღო გეზი. ხელი ისე სწრაფად მოჰკიდა, ფერიმ შეკივლა. კაცმა თავისკენ დაქაჩა ქალი, რომელიც კაცის სხეულს მიეკრო და ჩაეხუტა.
_ ელიიი... _ თქვა ჩუმად შეშინებულმა და კაცს ხელები მოხვია.
_ გცივაა?! _ მოესმა თუ არა, ჩუმად გააქნია თავი ქალმა. კაცმა ცეცხლს შეშები გამოაცალა და გარეთ გაყარა. სულ ცოტა ნაკვერჩხალი დატოვა და ქალი მუხართან დასვა. მან შეშინებულმა ამოხედა. ქალს გული უფართხალებდა, კაცის მოქმედებებს აკვირდებოდა და ეშინოდა, ცეცხლი რომ მინელდა და სინათლემაც დაიკლო ოთახში. სასოწარკვეთილმა ხელები მოხვია თავის მუხლებს. ნიკაპიც დაადო მუხლისთავებს და კაცს გახედა, რომელმაც კარი ჩაკეტა და მისკენ მოიწევდა. ქალმა თვალები დახუჭა. კაცი მის წინ დაჯდა, ახლოს მიიწია ქალთან და ხელები მოხვია:
_ დღეიდან არავინ გატკენს გულს. შეიძლება შენი ნატკენი ზურგი ვნახოო?! _ ჩუმად ჩაეკითხა. ქალი მიტრიალდა. კაცმა კაბის ელვა ჩახსნა და ნაკაწრებს ხელი გადაუსვა. მერე ქალის სხეული მიიხუტა:
_ ბოდიში, ელფერი, ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი, რომ არა მე, კლარაც არაფერს დაგიშავებდა... მაპატიე... _ უჩურჩულა და მისი ზურგის ნაკაწრებს ტუჩები შეახო. ფერი ზეზე წამოვარდა.
_ ვინ მოგცა უფლება, მაკოცო! _ დაუყვირა და გაბრაზებული ეცა ელვას. ცხელ გულზე ძლივს შეიკრა და ბოლთის ცემას მოჰყვა ცეცხლთან ჩაფიქრებული, რომ მისი კოცნა ასეთი ნაზი და დამათრობელი იყო მისთვის. შემდეგ მისკენ გაიხედა. კაცი ისევ ისე იჯდა და ცეცხლს მიშტერებოდა.
გარეთ გაწვიმდა. წვიმა ძლიერად ხმაურობდა, მისი ხმა ქოხში აღწევდა. ქალმა ჩუმად გააღო კარი და წვიმისგან დატრიალებული სურნელი თვალდახუჭულმა შეისრუტა. ისევ შემობრუნდა. ელის წინ დაჯდა და მისკენ გადაიხარა. კაცი უცბად მოეგო გონს და გაშეშებული იჯდა, მხოლოდ ქალის კოცნას გრძნობდა... მხოლოდ ცხელი სისხლის შხუილს გრძნობდა სხეულში, ქალის კოცნას რომ გამოეწვია. ხელები უმოძრაოდ ეწყო მუხლებზე, ვერსად მიჰქონდა, ვერც ქალს ხვევდა. ქალმა წამოაყენა:
_ გარეთ გავიდეთ... _ უთხრა. კაციც მდუმარედ გაჰყვა. მის ხელს ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა, უნდოდა შეეგრძნო მის გვერდით ყოფნა. ქალმა კარი გააღო და გარეთ გავარდა თუ არა, კაციც მიჰყვა და ცას ახედა. როგორც კი წვიმის წვეთები დაეცა სახეზე, თითქოს სისხლის ცხელმა დინებამაც იკლო სხეულში, მაგრამ ქალის ბედნიერი ღიმილის დანახვისას წამში დაუბრუნდა ყველა გრძნობა... ყველა სურნელი... ერთთვიანმა მონატრებამ ტალღასავით დაუარა სხეულში და ვეღარ მოითმინა. ხელი სტაცა ფერის და ჩაეხუტა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა...
წვიმა ორივეს ასველებდა. არცერთი არ ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. თვალებით ერთმანეთში იძირებოდნენ და მთვარით განათებულ ტყეში ისე იდგნენ, თითქოს მათ გარდა ქვეყანაზე არავინ არსებობდა... ლურჯი და მწვანე თვალები ერთმანეთს უცქერდნენ... თვალებზე დადენილი ცრემლებიც კი არ უშლიდნენ ერთმანეთის თვალებში ჩაძირვას ხელს... ელიანმა ქალის სხეული მჭიდროდ მიიხუტა და ჩაისუნთქა:
_ ელფერი, მიყვარხარ... _ მოესმა ქალს და იმავვე წამს ტუჩებზე კაცის კოცნაც იგემა. _ ვიცი, არ გჭირდები, ვიცი 100 წელი რომც გავიდეს, მაინც არ შეგიყვარდები... ვიცი, ვერ მიტან! ვერც ჩემს კოცნას იტან! გძულს და გეზიზღება! გეზიზღები, რომ პირველი კოცნა ჩემი იყო და არა სხვისი... ვიცი ძნელია პატიება... ძნელია დავიწყება 20-წლიანი ტკივილის!.._ თქვა მძიმედ კაცმა და მიწაზე დაეშვა. _ მე სახლი გამოვიცვალე ჩემი ჯანმრთელობის გამო, მაგრამ თურმე შენ წაგართვი...შენ წაგართვი ის, რაც ასე ძლიერ გიყვარდა და შენი იყო! მხოლოდ შენი საკუთრება... უკან დაბრუნების დღიდან მხოლოდ ამ სასახლით ხარობდი... როგორ გიხაროდა ეზოში ყოფნა, გლიცენიის ხეებთან თამაში და აივანი... ხეები...ცხოველები... ადამიანები... ოთახები... შენ იქ ყველაფერი გიყვარდა და გენატრებოდა... მხოლოდ მე ვარ მიზეზი იმისა, რომ მეორე სახლი ვერ შეიყვარე...მე კი ყოველივე ამის მერე შენგან სიყვარულს ვითხოვ... სიყვარულს, რომელიც 100 წლის მერეც არ მოვა ჩემთან... რომელიც 100 წლის მერეც არ დაგჭირდება... არ დაგჭირდები... არ გეყვარები... არ გეყვარება ჩემნაირი ქურდი, მხეცი ქმარი... _ დაამთავრა კაცმა, ხელები მიწას დაჰკრა და თავი ჩაღუნა. მერე თვალები ძლიერად დახუჭა და სველი მიწიანი ხელები სახეზე მიიფარა...
ქალმა მისი ყოველი სიტყვა მოისმინა. ყოველი მისი სიტყვა გულში მოხვდა და მშვიდად გაახილა თვალები. მიხვდა... მიხვდა და დარწმუნდა, რომ 20-წლიანი ან 100-წლიანი სიყვარული სახლის თუ სხვა რამის მიმართ არაფერი იყო... სრულიად არაფერი იყო ნამდვილ სიყვარულთან შედარებით, რომელსაც თვეებიც სჭირდება, წლებიც, მაგრამ ყველაფერთან ერთად გრძნობებიც, რომელიც ცეცხლს და სიმხურვალეს დაატრიალებდა სხეულში... ბედნიერმა იგრძნო კოცნისგან აწითლებული სახე და კაცს მიუახლოვდა. მუხლებზე დაეშვა, ელის ხელები მოხვია და ჩაეხუტა. ორივე გაიტრუნა თავსხმა წვიმასა და ტყლაპოში. ქალი უცებ გადაკოტრიალდა და კაციც თან გაიყოლა. ორივენი ნელ-ნელა მიგორავდნენ წვიმიან მიწაზე... ქალს გაეღიმა, კაცს ლოყაზე აკოცა. კაცმა ხელები მოხვია და მისი სველი, ტალახიანი სხეული ჩაიხუტა. ქალმა კაცს შეხედა და ხელი მოუსვა სახეზე:
_ დროა სახე დაიბანო და ცეცხლთან დავიძინოთ... _ უთხრა ჩუმად, აჩქროლებულმა მიადო თავი მის მკერდს და თვალები დახუჭა: _ მხეცი შემიყვარდა... _ გაიფიქრა თავისთვის...
ორივენი ცეცხლთან ისხდნენ და იცინოდნენ, თან სახიდან იწმენდნენ წვიმაში ტალახს. ქალმა ხელი კაცის სახისკენ გასწია... კაცმა თვალები დახუჭა და ძლივს დაიწყო სუნთქვა, ეგონა, ჯერ ისევ გარეთ წვიმაში ვზივარ და ეს ყველაფერი მელანდებაო. ქალმა სახე მოწმინდა და თავისი სახე უფრო ახლოს მიუტანა. კაცმა შეიგრძნო მისი სიახლოვე, მისი სურნელი და სუნთქვა... გული გამალებით უძგერდათ...
_ მენატრებოდი, ელფერი, მიყვარხარ _ თქვა თუ არა ელიანმა, ფერიმ მისკენ გადასწია თავი, ლოყაზე აკოცა და თვითონაც უჩურჩულა:
_ ელფერსაც ენატრებოდი, ელი...
გაიგონა თუ არა ფერის ეს სიტყვები, ელიმ ხელი მოხვია და იატაკზე მიაწვინა ქალი. ერთმანეთს პირველად კოცნიდნენ ასეთი გრძნობით და მონატრებით... სრულიად აღარაფერი აღარ ახსოვდათ, არც სველი სამოსი, არც ტლაპოიანი სხეული... ახლა მათი ბაგეები იყო მხოლოდ შეერთებული და ესეც კმაროდა ამდენხნიანი ტკივილის მერე... ბოლოს კაცი ქალის აწითლებულ ბაგეებს მოშორდა და ღიმილით უჩურჩულა:
_ ისე ისმოდა შენი ნაზი თბილი ხმა ჩემი სახელის წარმოთქმისას, რომ ბოლომდე ამავსე იმედებით და გრძნობებით... ელფერი, ძალიან მიყვარხარ... _ კიდევ ერთხელ აკოცა: _ ტკბილი ძილი, ელფერი... _ თქვა და ქალის სხეულთან ჩახუტებულმა თვალები დახუჭა.
კაცს რამდენიმეჯერ გაეღვიძა. გაეღვიძა მხოლოდ იმიტომ, რომ შეემოწმებინა, ქალი მის გვერდით მართლა იყო თუ არა. გრძნობდა ქალის სუნთქვას და მერე ისევ აგრძელებდა ძილს მის სხეულზე მიხუტებული. გამოღვიძებისას ისევ ქალის სახეს შეხედავდა, დაიხრებოდა, ლოყას ლოყაზე დაადებდა და ჩურჩულით ეტყოდა, მიყვარხარ, ელფერიო, მის სურნელს, სუნთქვას შეიგრძნობდა და ისევ აგრძელებდა ძილს... ქალმა გაიგონა მისი ჩურჩული და გაიტრუნა... კაცს ხელი გადახვია და უფრო მიეკრო... ელიანმა ქალის სუნთქვას მიუგდო ყური და ისევ ჩაეძინა. მერე ქალმა გაახილა თვალები, თითები ჩამოუსვა ლოყაზე და ბეჭედს დახედა. ჩაეღიმა და ჩუმად წარმოთქვა:
_ ჩემი ქმარი...
ელიანს გვიან გაეღვიძა. ქალის სხეულს ააყოლა თავისი ლურჯი თვალები და გაეღიმა. ქალი გადატრიალდა და ხელი გადახვია. კაცმა მის კისერში ჩარგო თავი და შეეცადა მშვიდად განეგრძო სუნთქვა. ფერის კისერში კოცნა დაუტოვა და მის ყელში თავჩარგული დარჩა.
_ ელფერი, საოცრად თბილი ხარ...
_ ელი, შენი სუნთქვა გონებას მიბინდავს... მოშორდი ჩემს კისერს... _ თქვა თბილად.
კაცმა გადაიხარხარა:
_ ამდენი ხანი ქმრად არ მაღიარებდი და ახლა უფრო მეტი მოგინდა, ვიდრე ჩემთან ძილი?!
_ რააა?! _ დაიყვირა უცბად ქალმა და სწრაფად წამოდგა. კაბა გაისწორა და კაცს შეხედა: _ მე სასახლეში მივდივარ!
კაცმა ისევ გაიცინა:
_ იქ დიდი ძაღლია...
_ აქ კი მხეცი! _ მიუგო ქალმა და ქოხიდან გავიდა. კაციც უკან გაჰყვა.
წვიმას გადაეღო, რაც ორივეს გაუხარდა. ელიმ ხელი ჩაჰკიდა ცოლს და მინდვრისკენ გაიქცა მასთან ერთად.
ბოლოს დაღლილები სასახლისკენ გაემართნენ. ბედნიერები მიაბიჯებდნენ ხან ხელჩაკიდებულები, ერთმანეთს უცქერდნენ და იღიმოდნენ.
სასახლეს მიუახლოვდნენ თუ არა, ქალი უცბად მიეხუტა კაცს და ხელი მოხვია:
_ სადაა ის ძაღლი?!
_ ნუ გეშინია... _ კაცმა გადაიხარხარა: _ ძაღლისგან მხეცი დაგიცავს, _ თქვა და ქალსაც გაეცინა.
ეზოში შევიდნენ. კაცი ქალისკენ დაიხარა და ჩუმად უთხრა:
_ არ გინდა ჩემთან ერთად აივანზე წამოწოლა?! ჭრილობის გამო დასვენება არ მაწყენდა, მარტო ნუ დამტოვებ, მეყო ის თვე, რაც მიმატოვე... _ შეაცოდა თავი და თვალებში ჩახედა. ქალმა გაუცინა და უჩურჩულა:
_ საჭმელს ამოვიტან, მანამდე ტანსაცმელი გამოიცვალე.
ცოტა ხანში კაცი დივანზე იწვა. ქალი მისგან მოშორებით აივანზე დააბიჯებდა ახალი კაბით. მერე დივანზე ჩამოჯდა და ელის შეხედა:
_ როდის ბრუნდებიან ჩვენები?!
_ როცა მოუნდებათ, არ ვიცი... მოგენატრნენ?!
_ კი... ამხელა სასახლეში მარტო ვართ.
_ მეგონა ეს სასახლე მხოლოდ შენთვის გინდოდა...
_ ის ყველასთვისაა...
_ ჩვენთვისაც?!
_ კიი. _ თქვა ქალმა და უცბად დაინახა, როგორ გაიღო ჭიშკარი და მშობლები მოვიდნენ. ორივენი კისრისტეხით დაეშვნენ კიბეზე. გახარებულმა ფერიმ დამიანს ხელები მოხვია. ელიმაც ყველა მოიკითხა.
_ შვილო, კიდევ გტკივა ჭრილობა?! _ იკითხა დედამისმა და კაცმაც უცბად გასცა პასუხი:
_ ელფერის ხელში რა მომირჩებოდა, წვიმაში ტალახში მაკოტრიალა და ძლივს მოვიშორე! _ ელიანს ჩაეღიმა და დედამისს უჩურჩულა: _ კარგად ვარ, დედა, წვიმაში ვიკოტრიალეთ... სხვა არაფერი მომხდარა, ჩხუბსა და კოცნას არ გავცდენივართ...
ანხელმა ელის გადაუჩურჩულა:
_ სიძე, ძაღლმა შედეგი გამოიღო?!
_ ცოტათი კი, მადლობა... _ მიუგო კაცმა და ცოლისძმას მხარზე ხელი დაუტყაპუნა.
***
_ მამა! ფერის გული დასწყდება, რა ვქნათ?! მას უნდოდა სამივეს ერთად გვექორწინა... _ ანხელმა ელაიანს გადახედა, რომელიც ხმას არ იღებდა.
_ ჩვენც დავქორწინდებით! _ მოისმა ამ დროს ელის ხმა და ძმებმა და ელაიანმაც უკან მიიხედეს.
_ თქვენი საუბარი შემომესმა და...
_ არაფერია, შვილო, შემოდი. _ თქვა ელაიანმა და ელის შეხედა.
_ სამივე დავქორწიდეთ ერთად... _ თქვა ელიმ და იქვე ჩამოჯდა დივანზე.
_ ფერის დათანხმება გაგიჭირდება... _ ანხელმა ელის შეხედა.
_ როდის გინდათ ქორწილი გამართოთ?!
_ ორ დღეში!
_ კარგი. ორ დღეში სამივე ერთად ვიქორწინებთ... _ თქვა ელიანმა და წამოდგა.

ფერი უკვე კარგა ხანია, თავის სასახლეზე სიზმრებს აღარ ხედავდა. ახლა კი ესიზმრებოდა, თითქოს გლიცენიის ხესთან იჯდა და ელისა და პატარა ბავშვს ეხუტებოდა. ბავშვს, რომელიც დამიანი არ იყო, უფრო პატარა იყო... კაცისკენ დაიხარა, ხელები შემოხვია და აკოცა. კაცმა ამოხედა და გაუღიმა.
სწორედ ამ დროს ელიანი მძინარე ფერის თავს წამოადგა. ჩუმად დაჰყურებდა და ელოდებოდა მის გაღვიძებას. ფერიმ თითქოს მისი ყოფნა იგრძნოო, თვალები გაახილა. წამოწევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ელიანს ჰყავდა ჩახუტებული.
_ ელიიი... _ წამოიძახა და კაცს შეხედა. _ გამიშვი! ჩემს კაბაზე წევხარ და ვერ ვინძრევი!
_ არა უშავს, მომავალში ხშირად მოგიწევს ასე. ელფერი, გიყურებდი ახლა, შენი გულის ძგერა მესმოდა და ეს საოცრად მსიამოვნებდა და მაშინებდა!
_ მე შენი მესმოდა?!
_ ალბათ... _ კაცს გაეცინა, ქალი კი წამოხტა გაბრაზებული. _ კარგი, არ მიყვირო, შემიცოდე, ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხანი შენს ყვირილს და უკარებლობას ვიტანდი... მე შენ მიყვარხარ... შენ არ გიყვარვარ?!
_ არააა!
_ არააა?!
_ კი...
_ ახლა კიო! კი თუ არა, ელფერი?!
_ კიი...
_ რა კიი, ელფერიი?!
_ მიყვარხარ... _ მოესმა კაცის სმენას და მთელ სხეულში დაუარა სიამოვნების ტალღამ.
ქალს ხელი მოჰკიდა, კალთაში ჩაისვა და თავი მკერდზე მიადო:
_ რომ იცოდე, ეს სიტყვები როგორ მასულდგმულებს და მასუნთქებს! მაბედნიერებს... მითხარი, რომ მაპატიე.
_ შენ არაფერი დაგიშავებია... _ უთხრა და სწრაფად აკოცა ლოყაზე. კაცმა ხელი ჩამოისვა და ქალს მოეხვია:
_ ელფერიიი... მიყვარხარ...
_ ჰოო?!
_ მიყვარხარ... _ თქვა და ქალს შეხედა, როდესაც მან გულზე დაადო ხელი და თქვა:
_ მართალია, გული გიფართხალებს!
_ იცი, რატომაც.
_ ახლა კი მოვითხოვ, გაიხადო. _ უთხრა ელიანმა და წელზე ხელი შეავლო: _ იცოდე, კარგად დაფიქრდი, ჰო თუ არა?!
_ დიახ... _ თქვა ელიმ და კაცს მშვიდად მიჰყვა ლოგინამდე. კაცმა ხელები მოხვია და ლოგინში ჩააწვინა, ბედნიერმა აკოცა სახეზე და ძილი ნებისა უსურვა. ქალს გაეცინა და კაცს გადახედა:
_ დავიძინო?
_ ჰო, ელფერი... შენ ჩემი ცოლი ჯერ არ ხარ... დასრულდა ჩემი სისულელეები და სჯობს ქორწილის ღამეს დაგიმარტოხელო!
_ მერე?!
_ იმედია, არ გეშინია... სიძულვილის დავიწყების და სიყვარულის დაწყების... ბოლოს და ბოლოს მეც მაქვს შენთვის სამაგიერო გადასახდელი ამდენი ჩხუბის გამო, სულ რომ მეურჩებოდი!
_ მერედა ქორწილის ღამეს რას მიხდი სამაგიეროს, ახლა გადამიხადე! ქორწილის ღამეს კი მომეფერე...
კაცს გაეცინა და ქალის სხეულს მოექცა ზემოდან თუ არა, ქალმაც დაიყვირა. კაცმა გადაიხარხარა, მერე კი უჩურჩულა:
_ ელფერი, მიყვარხარ... სრულიად გამაგიჟე და გადამრიე შენ მე!
_ ელი, შენ კარგი ქმარი ხარ...
_ საქმრო! _ შეუსწორა კაცმა და აკოცა..
დილით ფერიმ თვალები გაახილა და ნიჟარის კოლოფი დაინახა ლოგინზე. ხელში მოიქცია და გახსნა. რაღაც საგანს თეთრი ქაღალდი შემოხსნა და მწვანე ბეჭედიც გაბრჭყვიალდა. ფერი თვალს დააკვირდა. იცნო თავისი მწვანე დაკარგული ზურმუხტის ქვა და გაუხარდა. ბეჭედი თითზე გაიკეთა და ხელს შორიდან შეხედა. საოცრად მშვენიერი იყო ბეჭედში ჩასმული თვალი. მერე ნიჟარაში ჩადებული წერილი ამოიღო. მასზე რიცხვები ეწერა მხოლოდ, თუმცა ადვილად გაშიფრა, ამოიკითხა რაც ეწერა და ლოგინს მიეხუტა.
ამ დროს კარზე კაკუნი მოესმა და იქით გააპარა მზერა.
_ დილა მშვიდობისა, ქალბატონო ელფერი...
_ დილა მშვიდობისა... _ თქვა ჩუმად და კაცს შეხედა, რომელიც ლოგინისკენ წამოვიდა და მისკენ დაიხარა: _ როგორ გეძინათ?!
_ მშვენივრად, შენ?!
_ მე მშვიდად არ მეძინა! თქვენზე ვფიქრობდი! წერილი წაიკითხეთ?!
_ დიახ...
_ და რა ეწერა შიგნით?!
_ 5, 11, 21, 5, 17, 9, 27, 14, 11, 1, 4 3, 1, 12, 14, 12, 24, 6, 5, 2, 9 ?! 8, 20 4, 9, 1, 31, 2, 5, 30, 5, 4, 9 8, 9, 8, 7, 5 3, 22, 14, 13, 4, 5, 18. 12, 9, 24, 6, 1, 17, 31, 1, 17. 5, 11, 9 ...
კაცს გაეცინა, მხოლოდ ციფრები რომ გაუმეორა ფერიმ.
_ `ელფერი, ცოლად გამომყვები?! თუ დიახ, ბეჭედი თითზე გქონდეს. მიყვარხარ. ელი~... _ თქვა კაცმა და ქალს შეხედა.
_ საიდან მიაგენი ამ რიცხვთა ანბანს?!
_ ელფერის საიდუმლო გამიმხილეს ძმებმა... _ თქვა და ჩაეცინა.
ქალმა ხელი გამოსწია და ბეჭედი დაანახვა თუ არა, კაცმა მისი სხეული მიიხუტა და მერე კოცნით გამთბარი მოშორდა ქალს:
_ მაშ, ახალი ამბავი უნდა ვუთხრათ ჩვენებს! _ უჩურჩულა ქალს და ფერიმაც ჩურჩულით ჰკითხა:
_ რა ამბავი?!
_ თავი რომ შეგაყვარე! _ ქალს თვალებში ჩახედა და აკოცა: _ მე რომ შემიყვარდი, შენც რომ გიყვარვარ, ის ამბავი. ჰოდა, ჩემი კანონიერი ცოლი გახდები?! თუ გახდები, სასახლის დედოფალი მიმიღებს თავის სასახლეში?!
_ დიახ...
_ კიდევ ვის მიიღებ ჩემი ოჯახიდან?!
_ გამოვიჩენ გულმოწყალებას და ჩემს სახლში ოთახს დაგითმობ!
_ მართლააა?! რომელს?! კაბინეტისას?!
_ არააა! ჩემს ოთახს! _ გაეცინა ქალს და კაცს ჩაეხუტა.
ელიმ ლოგინზე მიაწვინა:
_ ახლა სულ სხვანაირი სასახლის დედოფალი ხარ...
_ შენც სხვანაირი ხარ... _ თქვა და გაეცინა. _ უკვე აღარ მიყვირი! და ამიტომ შენს მშობლებსაც შევიფარებ ამ სასახლეში!
_ კარგიააა... ანუ მათ შენთვის გული არ უტკენიათ?!
_ არააა... ორივე კარგები არიან და თბილებიც!
_ მიხარია, დედაჩემსაც პირველად მოეწონა ქალი! და ეს ქალი შენ ხარ! მაგრამ ერთი საკითხია გადასაწყვეტი!
_ რააა?!
_ რამდენიმე საათში უნდა მოემზადო, შენი ძმები ცოლს ირთავენ დღეს და შენც დღეს თხოვდები!
_ რააა?! მე რატომ არავინ არაფერი მითხრააა?! _ იყვირა ისევ და ზეზე წამოიჭრა.
_ შენი დათანხმება იყო საჭირო!
_ მე თანახმა ვარ, ჩემმა ძმებმა ცოლი მოიყვანონ!
_ ელფერი, ქორწილი არ იქნება, თუ შენც არ იქნები თანახმა დღეს დაქორწინდე, თანაც მხოლოდ ჩემზე!
_ მერე კაბა?!
_ კაბა უკვე მზადაა! ელეონორამ გამოგიგზავნა და...
_ მართლააა?! _ იყვირა გახარებულმა და კაცს ხელებში შეხედა.
_ აი, ესაა. _ მიაწოდა ელიმ მუყაოს დიდი ყუთი და აკოცა: _ ახლა კი მოემზადე, დედებიც მოგეხმარებიან... მე ძირს დაგელოდები... არა, ცოტა ხანში ამოგაკითხავ! იცოდე, არ გაიპარო!
ფერიმ გადაიხარხარა და კაცს კარში მიაძახა:
_ მართლა შენზე უნდა დავქორწინდე?!
კაცმა მოჩვენებით გაბრაზებულმა გამოხედა და ფერიმაც გაიცინა:
_ კარგი, ცოტა ხანში გელოდები...
***
ანხელი, ფილიპე და ელი ერთად იყვნენ ოთახში, როცა ფერნანდა და ფელისია შევიდნენ. ბიჭები შეათვალიერეს და სამივე გადაკოცნეს.
_ მზადაა ელფერი?!
_ კი! უკვე სამივეს მოგასწროთ! თქვენ კი ახლა ამთავრებთ მზადებას!
_ ასე თუ ეჩქარებოდა, ეთქვა აქამდე! რას შეგვაშინა! გვეგონა სულ უარს იტყოდა! _ თქვა ანხელმა და სამივეს გაეცინა.
_ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ სასახლეში, ოღონდ სხვადასხვა ოთახში! _ გახედა ელიმ ორივე ძმას და ანხელს მიუბრუნდა: _ აწი არც ხმალაობა გამაგონოთ და არც ხეზე დამალობანა!
_ არის, სიძევ! თუ ცოლს დაითანხმებ!
_ მთავარზე დავითანხმე და დანარჩენსაც მივხედავ!
ერთად გადაიხარხარეს და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდნენ.
ალმას ფედერიკა ამზადებდა, ფრანკა და ფერი ერთად იდგნენ სარკის წინ და ლამაზდებოდნენ. ფერის ყავისფერი თმა დაეწნა და უკან შეეკრა გრძელ ნაწნავად, თმაში თავისი თეთრი ყვავილებიანი თმის სამაგრიც დაებნია. პატარა თეთრი საყურე ეკეთა და თითზეც _ მხოლოდ ორი ბეჭედი _ დედამთილის და ქმრის ნაჩუქარი. სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა და კარისკენ დაიძრა თუ არა, ელიმაც დააკაკუნა, ფრთხილად დაუძახა და ოთახში შევიდა.
_ ელფერი.... რა ლამაზი ხარ... ძალიან ლამაზი და საყვარელი დედოფალი... _ თქვა კაცმა და ქალს ლოყაზე აკოცა. _ და შენ ცოლად უშნო კაცს მიჰყვები?!
_ ვინ თქვა უშნოაო?!
_ შენ ამბობდი, ლამაზი არააო! შენს დაქალთან!
_ იმიტომ, რომ... ლამაზი არ ხარ! სიმპათიური ხარ!
_ მართლაა?!
_ ძალიან თან!
_ თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე, ელფერიიი?!
ფერიმ თითზე მწვანე ბეჭედს დახედა:
_ ამას უნდა უმადლოდე!
_ რატომ?!
_ ჩემი თვალი იყო, მამამ მაჩუქა და წყალში ჩამივარდა წასვლის დღეს!
_ მამაშენმა ეს სასახლე უყვარსო და ამიტომ დაგრთე ნება, შენთან წამოსულიყოო, თვითონ შენ კი მხოლოდ მწვანე ქვის გამო მომყვები?! _ წარბები შეკრა ელიანმა და ქალს ხელები მოხვია.
_ არააა... მე შენ მიყვარხარ!
_ მართლააა?! _ გაიკვირვა კაცმა. _ როდიდან?!
_ შენ იცი, როდიდანაც. ჩანჩქერში რომ დამიჭირე, იმ დღიდან.
_ მე კი დანახვისთანავე მომეწონე... მომეწონა შენი ნაზი ღიმილი, ქარისგან მოტანილი, რომელმაც სახეში დაგიბერა, საოცრად ლამაზი იყავი, მაგრამ მზერა დამიმალე და არ დამანახვე იმწუთას ეს ლამაზი მწვანე თვალები... _ და ქალს რაღაც დაადო თმაზე.
_ ელი, ეს?!
_ ეს ჩემს ლამაზ დედოფალს ლამაზი მწვანე თვლებისგან გაკეთებული გვირგვინი, რადგან ყვავილები რომ მომეკრიფა, დამენანა. _ თქვა და ქალს ისევ დააცქერდა, ამჯერად ტუჩებზე და უჩურჩულა: _ ცოტა ხანი და შევამოწმებ ამ ცივ და სულ გაქცევაზე მყოფ ბაგეებს... მაპატიე პირველი მისაკუთრებული კოცნა?!
ქალს გაეცინა და კაცს ხელები მოხვია:
_ კიიი..._ თქვა და უცბად ძმის ხმაც მოესმა:
_ ჩამოხვალთ თუ უკვე დაიწყეთ სიყვარულობანა?!
ფერის გაეცინა და კაცს მიეხუტა:
_ წავიდეთ თუ აღარ გინდა ჩემი ცოლობა?!
_ მე სულ მენდომება, ელფერი... _ მიუგო ელიანმა და მასთან ერთად ბედნიერი დაიძრა ეზოსკენ...
ელიანი ელფერის ხელს კოცნიდა. ქალს გაუღიმა და ბედნიერი ჩაეკითხა:
_ ხომ მაპატიე და თანახმა ხარ, ჩემი ცოლი გახდე?
ქალმა თავი დაუქნია და სამივენი ერთმანეთის გვერდით დაეწყვნენ თავიანთ გულის რჩეულებთან ერთად. მათ უკან მშობლები იდგნენ, ფერდინანდი და სხვა ნათესავები, ასევე მეზობლები.
დამიანს ყვავილებით სავსე კალათა ეჭირა ხელში, როგორც კი ანიშნეს ცერემონიის დასრულება, მაშინვე ჩამოუარა სამივე წყვილს და ყვავილები ბედნიერ სახეებზე მიაფრქვია. ელიანმა ბავშვი ხელში აიტაცა. დამიანმა ორივეს აკოცა და წამოიძახა:
_ დედაა, მამაა, გილოცავთ!
_ იმედია, სიყვარული დაიწყება და არა ახალი სცენები! _ წამოიძახა ანხელმა და დას და სიძეს გაუღიმა.
ბედნიერებით სავსე იყო მთელი მინდორი. ყველგან ხალხი სეირნობდა და მხიარულობდა. ძმები ბედნიერებით სავსენი უცქერდნენ თავიანთ ცოლებს და მათი ღიმილით ტკბებოდნენ...
ელფერი ელეონორას ეხუტებოდა, მის სახეს ლოყას მიადებდა და სიყვარულით კოცნიდა ქალს. ქალიც ბედნიერი უცქეროდა ახლა უკვე 26 წლის ქალს, რომელიც ჯერ ისევ პატარა ახსოვდა ეზოში მორბენალი და მხიარული... ეხვეოდა და ცდილობდა, ახლა მაინც შეეკავებინა ცრემლები. ფერის თვალებში ახლა უკვე ბედნიერებას ხედავდა და მშვიდდებოდა მისი ცხოვრების ასე შეცვლაზე...
ელფერის ბევრი ჩაეხუტა, ბევრმა მოხვია ხელები და მიიხუტა... ახლა უკვე ყველა ერთდროულად იხსენებდა ამ დიდ ქალში პატარა ელფერის, რომელსაც სასახლის ყველა მცხოვრები და მეზობლებიც ელოდნენ და სასახლის მეპატრონესავით ოცნებობდნენ, კაცს სურვილი ახდენოდა და ჰყოლოდა სასახლეში მორბენალი პატარა გოგონა, რომელიც სასახლეს და ეზოს გააბედნიერებდა. ქალიც ღიმილიანი ეხუტებოდა ყველას...
ელიანმა ფერის უჩურჩულა:
_ ელფერი, უკვე ვეჭვიანობ, იმდენი გეხვევა დღეს... _ ამის გაგონებაზე ქალს გააჟრჟოლა. ჩაიღიმა და თვალები კაცისკენ ისე სათუთად და საყვარლად მიატრიალა, ელიანმა ვერ მოითმინა და კოცნა დაუწყო. ქალი გაწითლდა, თავის დაღწევას შეეცადა, მაგრამ კაცი მაინც არ უშვებდა ხელს. მერე ხეებისკენ წაიყვანა ცოლი.
_ ახლა ჩემი საკუთარი ნადავლი ხარ, ჩემო ტყვეო და ვეღარსად გამექცევი... _ უჩურჩულა ელიანმა და კისერში კოცნა დაუტოვა ქალს, მერე ხელი ჩაჰკიდა და სტუმრებისკენ დაიძრა. ქალი გვერდით მიჰყვებოდა და კაცის კოცნას და მის თბილ სიტყვებს იხსენებდა:
_ ასეთ თბილ მხეცზე ვამბობდი უარს... სიმპათიური მხეცი... _ თქვა ხმამაღლა.
_ ჰოდა, ნახავ, ეს სიმპათიური მხეცი მალე რას გიზამს... _ უჩურჩულა ელიმ.
ქორწილი გაჩაღდა. ყველანი მხიარულობდნენ. ელიანი და ფერი ნაზად ცეკვავდნენ და ერთმანეთს მზერას არ აშორებდნენ... სიყვარულით უცქეროდნენ მწვანე და ლურჯი თვალები ერთმანეთს და სრულიად მივიწყებოდათ მათკენ მიპყრობილი ეზოში მყოფების ნაზი მზერა. ქალმა კაცის ძლიერი ხელი იგრძნო წელზე და თვითონაც ჩაეხუტა, რომ არ წაქცეულიყო. ელიანი მის რეაქციაზე იღიმოდა და ქალს ჩურჩულით ეუბნებოდა:
_ ელფერი, ჩემი ლამაზი ნადავლი... მიყვარხარ...
ქალი ნელ-ნელა დნებოდა და ხელებს ძლივს უჭერდა კაცს.
ფილიპესა და ალმას ცეკვის მერე ანხელს ფრანკა მოემწყვდია ხელებში და მასთან ერთად ცეკვავდა... ბედნიერი უცქეროდა ცოლს და იხსენებდა: დამ რომ გააცნო ქალაქში და მის დანახვაზე სრულიად რომ შეიცვალა. ქალს უყურებდა და სრულიად დავიწყებოდა რისთვის მიაკითხა დას სასწავლებელში.
ახსოვს, ისე იყო ფრანკას დანახვით გაბრუებული, ფერიმ ძმას ხელი შეახო ზურგზე და უჩურჩულა:
_ გამოფხიზლდი, ჩვენთან მოდის სტუმრად! _ მოესმა თუ არა ეს სიტყვები, უფრო აწრიალდა. არ უნდოდა გოგონას სახლში სტუმრად წაყვანა... მთელი დღე აფორიაქებული და ჩაფიქრებული დააბიჯებდა... მერე და დაიმარტოხელა და გაბრაზებულმა უთხრა, შენი დაქალები აქ აღარ დავინახოო, მაგრამ რამდენიმე მოუსვენარი კვირის მერე თავად მიაკითხა კაფეში და დას უთხრა, დედა ორივეს გელოდებათ სავახშმოდო. მას მერე რამდენიმე ხანი ერთმანეთს ქალაქში ხვდებოდნენ... რამდენიმე თვე იმალებოდნენ და არავის უმხელდნენ თავიანთ გრძნობას, საკუთარ თავსაც კი. ანხელი სიყვარულს ჯერ არ უხსნიდა... ერთ დღეს კი სტუმრად მოსული ქალი ძალით დასვა სპილოზე, ელფერი კი დედასთან გაუშვა მისახმარებლად. ფრანკას ხელი წაავლო, ხელებში მოიმწყვდია და ანერვიულებულმა სიყვარული აუხსნა. ქალი თავიდან ბედნიერი უცქერდა კაცს, მერე მოიწყინა დაქალის იქ არყოფნის გამო და კაცისგან შორს დადგა... რამდენიმეხნიანი განშორების მერე მონატრებულები შეხვდნენ ერთმანეთს... და უკვე გადაწყვიტეს, რომ ელფერისთვის ეთქვათ... ძმამ გაანდო ელფერის სიმართლე, ქალი კი ფრანკას ჯერ არ უმხელდა, რომ ყველაფერი იცოდა. ფრანკას თვითონ უნდოდა ეთქვა, მაგრამ მასთან სახლში მისულს ახალი ამბავი დახვდა _ ელფერის ხელის სათხოვნელად იყვნენ მოსული...
ანხელმა ცოლს აკოცა და ბედნიერმა დაასრულა ცეკვა. წყვილს სტუმრებიც სიყვარულით ადევნებდნენ თვალს.
***
ელიანმა კიბე აიარა, ქალი ოთახში შეიყვანა და ლოგინზე ჩამოსვა...
ქალს ქვებით მოჭედილი გვირგვინი მოხსნა და უცებ მისი ხმაც გაიგონა:
_ ახლა დედოფლობიდან ჩამოვქვეითდი?!
_ არა! ახალ ამპლუაში უნდა გადააბიჯო და უფრო დიდი ადგილი დაიკავო ჩემს გულში! _ უთხრა და ქალს კოცნასთან ერთად ფერება დაუწყო...
_ ფერი... ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი...
_ აწი აღარც იოცნებო მაშინ, _ თქვა ქალმა და კაცს სიცილში აჰყვა. ორივენი მხიარულად იცინოდნენ და ლოგინში კოტრიალობდნენ.
_ აბა, რას ფიქრობ, ნადავლის ხელში ჩაგდების და დაგემოვნების მერე გგონია ეს ნადავლი მთლიანად შენ დაგემორჩილება?!
_ უკვე მემორჩილებაა! საკუთარი თავი მაჩუქა!
_ ნუ მოდუნდები, ახალი ხერხი იცის განადგურების!
_ ოღონდ შურისძიება და ზიზღი არ მიხსენო და ყველაფერს ავიტან! და მაინც რატომ უნდა გაანადგურო შენი ქმარი?! პირველი კოცნის გამო თუ ნადავლის მთლიანად დაგემოვნების გამო?!
_ იმის გამო, რომ მითხარი, სასახლიდან გაგდებო!
_ ბოდიშს ვიხდი და ქედსაც ვიხრი თქვენ წინაშე, ქალბატონო ელფერი... მე, მხეცმა საკუთარი სასახლიდან გაგდებაზე დაგემუქრეთ... მაგრამ არ ვაპირებდი ამის გაკეთებას! მხოლოდ თქვენი შეშინება მსურდა!
_ ახლა გეშინიათ და ცდილობთ თავბრუ დამახვიოთ ტყუილებით?!
_ არა... თქვენთვის საჩუქარი მინდოდა, მაგრამ ღარიბულად ჩაცმული გამომაგდეს და ვერ მოვახერხე მეყიდა ქვები... როცა მოვახერხე, ეს გვირგვინი დავამზადებინე, რომელიც თქვენს თავს ძალიან უხდება... მაგრამ მთლად ყოველღამე გვირგვინს ნუ გაიკეთებთ, აი ბეჭდები კი გეკეთოთ! რათა იგრძნო, რომ უკვე ცოლი გქვია და პასუხისმგებლობა გაქვს ჩემდამი!
_ მაინც რააა?!
_ უნდა მაკოცო, მომეფერო, მაჭამო და ჩამეხუტო, გიყვარდე და გიჟდებოდე ჩემზე! და ასევე პირიქით: გაკოცებ, მოგეფერები, გაჭმევ, ჩაგეხუტები, მეყვარები და შენზე სულ გავგიჟდები! _ თქვა და ქალს ტუჩებში ეცა...
***
დილით ფერიმ გაიღვიძა და კაცის ლურჯი თვალების დანახვისთანავე მიხვდა, რომ ის ათვალიერებდა ქალის სხეულს და ისე დაეტაკა მამაკაცი საკოცნელად, ქალმა ვერც მოასწრო რამის თქმა.
_ დილა მშვიდობისა, ელფერი. როგორ ეძინა სასახლის დედოფალს?!
_ დილა მშვიდობისა, მეფეო, კარგად. თქვენ?! გილოცავთ, აისრულეთ წადილი და მეფე-დედოფალი გააერთიანეთ წუხელ!
_ მეც მშვენივრად მეძინა შენთან ჩახუტებულს და ისევ მომენატრე, ამიტომ ისევ გავერთიანდეთ, ჩემო ელფერი... _ თქვა და ქალს ალერსი დაუწყო.
როცა ადგნენ, ფერიმ ქმარს შარფით თვალები აუკრა და თავის საიდუმლო გვირაბში ჩაიყვანა. კართან გააჩერა ელიანი და შარფი მხოლოდ ამის მერე მოხსნა. ელიმ გაკვირვებულმა მოავლო ახალ გარემოს თვალი.
_ მხეცის აქ დამწყვდევა გადაწყვიტეთ და ასე მოშორებაა?!
_ ჭკვიანი ხართ, მეფეო! თქვენ აქ იქნებით დამწყვეული და ჩემს სასახლის ოთახში.
_ ასე მალე აქ მოსვლა გულისხმობდა, რომ ესეც სასახლის საკუთრებაა!
_ ვფიქრობდი, ამერია თქვენთვის გზა და ცხენით წამომეყვანეთ! მაგრამ ჩვენი გაერთიანებების გამო ჯერ ცხენზე ჯირითის ძალა არ დამბრუნებია... გაეცანით აქაურობას და მოეწყვეთ! _ თქვა ფერიმ და უცბად სტაცა კაცმაც ხელი, ლოგინზე დააწვინა და ზემოდან დააცქერდა.
_ ახლა აქაც გავეცნობი შენს სხეულს და სხვაგანაც! _ ქალის აციმციმებულ სახეზე ფერები შენიშნა და გაოგნებულმა ახედა ჭერს, თვალი მოავლო ყველა კუთხეს და ცოლს მიუბრუნდა გაკვირვებული.
_ რამდენიმეჯერ აქ დაიმალე, როცა გეძებდი?!
_ დიახ! _ მიუგო ფერიმ და აკისკისდა.
ისევ ბედნიერები დაეშვნენ ლოგინზე...
ელიანს ჩაეღიმა: 20 წელი აქ ვცხოვრობდი და ამ საიდუმლო გვირაბის შესახებ არაფერი ვიცოდიო. მერე ქალს შეხედა და გააგრძელა:
_ 20 წელი აქ ვიყავი და არც ამ ლამაზ სასახლის დედოფალზე ვიცოდი არაფერი. ფერი მის სახეს დააკვირდა და წარმოთქვა:
_ ბატონო, სასახლეში რა ხდება, ვინმე ნახე?!
_ დიახ. დედები და მამები. დამიანიც. დანარჩენები ოთახს არ ტოვებენ!
_ დამიანი რას შვრება?!
_ ჭამდა, შენგან კოცნა გადავეცი და გაუხარდა.
_ მადლობა!
_ მადლობა კოცნით გადამიხადე!
ქალმაც უცბად აკოცა, თან უჩურჩულა: _ რა თქვეს მშობლებმა?!
_ დედოფალი არ გააბრაზო, თორემ ვინ იცის, რა ძალა მიეცეს ახლა და ყველა გაგვისტუმროს აქედანო!
_ ძალიან კარგი! როცა ეშინიათ, ჭკვიანად იქნებიან! მათ შორის მეფეც!
_ მართალი ხართ! რამე გნებავთ კიდევ, დედოფალო?!
_ რა დროა სასახლეში?!
_ ჯერ შუადღეა. გავაფრთხილე, საჭმელი ოთახთან დატოვონ და არავინ შეგვაწუხოს!
_ რააა?! ეს ბრძანება ჩემ გარეშე გაეცით?!
_ დიახ, მე მეფე ვარ! არ დაგავიწყდეთ, მხეცი მეფეე! რომელიც ახლა გაგზრდით!
_ მოიცააა! უკვე გავიზარდე ცოტათი წუხანდელს აქეთ!
_ დიახ, ცოტათი და კიდევ თქვენი ქცევებია გადასახედი! არავითარი ხეები! არავითარი ცხენები! არავითარი გაქცევა სადმე! ახლა კი გეყოფა ამდენი საუბარი და მომეფერე... _ თქვა და ქალს შეხედა, რომელიც კაცს უკვე უახლოვდებოდა საკოცნელად...
***
ფერიმ ოთახში დაინახა თავისი საბუთები, გადაიკითხა და ისევ დადო. ელიანმა ხელი წაავლო საბუთებს, წაიკითხა და გაიგო, რომ სასახლე ქალის საკუთრება იყო და მძიმედ ამოიხვნეშა. ქალმა გაიცინა, ხელიდან გამოგლიჯა ქაღალდები და რამდენიმეჯერ გადახია. მერე კი ნაკუწები ჰაერში ააფრიალა. კაცი მადლიერებით უღიმოდა ქალს. ერთმანეთის ცქერაში ბედნიერებით გავსებულიყო ლურჯი და მწვანე თვალები. კაცმა ხელი მოხვია ფერის და მიიხუტა.
_ მიყვარხარ, მიყვარხარ, ელიიი! _ დაიყვირა ქალმა და კაცის მკერდზე მიხუტებული გაიტრუნა, ბედნიერმა დახუჭა თვალები და კაცის ტუჩებთან დაიჩურჩულა: _ მიყვარდებოდი, მაგრამ არ ვაღიარებდი!
***
ელი და დამიანი ეზოში იყვნენ. მინდორში დარბოდნენ ანხელთან და ფილიპესთან ერთად. ელფერი, ალმა და ფრანკა სამზარეულოში ფუსფუსებდნენ და მხიარულობდნენ საჭმლის კეთებაში. ელფერიმ ყვავილებს წყალი დაუსხა და ბედნიერმა გაიხედა ფანჯარაში. კაცები დაინახა და გაეღიმა მათ დანახვაზე. ოთხივენი ერთად დარბოდნენ და თამაშობდნენ... მათი სიცილი და საუბარიც ისმოდა სამზარეულოში და ქალები ერთად მიხუტებული ბედნიერი შესცქეროდნენ თავიანთ ქმრებს...

***
ბატონი რაფაელი და ელაიანი სამსახურში დადიოდნენ დილიდან საღამომდე. ახლა უკვე ელიც მამასთან ერთად მიდიოდა სამსახურში, როგორც კი დამიანს დატოვებდა ბაღში. სახლში მისული მაშინვე ელფერის კითხულობდა და ოთახში არბოდა. ელფერის უკვე მოყვანილი ჰყავდა ამ დროს დამიანი ბაღიდან და მასთან ერთად ხან სამზარეულოში იყო, ხან ოთახში. ბავშვი ბაღის ამბებს უყვებოდა, ხან ერთად დასხდებოდნენ და მეცადინეობდნენ...
***
ფაბის და ანხელას ქორწილში ბედნიერი იდგა ელფერი და ორივეს ღიმილით უყურებდა. ელიანს ხელი მოხვია და გაიცინა:
_ გაგიხარდეს, ვისზედაც ეჭვიანობდი, ცოლს ირთავს, _ თქვა და კაცს ლოყაზე აკოცა. კაცმა ხელი წაავლო და წყვილების ცეკვაში თვითონაც ჩაერთო ცოლთან ერთად...
***
ელფერიმ დამიანს დაუძახა. ბავშვი უცბად ავარდა საწოლზე და ელის გვერდით დადგა. ქალმა დაიძახა:
_ 1, 2, 3! _ და უცბად დაიჭირეს ორივემ კოლოფი და კაცს გაუწოდეს, ერთად თქვეს ნაზად და ბედნიერებით სავსეებმა:
_ გილოცავ, მამიკო, დაბადების დღეს...
ელიანმა თვალები გაახილა. ბავშვს აკოცა და ქალისკენ დაიძრა, იმასაც აკოცა და უკან დაიხია. ბავშვი ჩუმად გავიდა ოთახიდან. კაცი მაშინვე ეცა ქალს და კოცნა დაუწყო:
_ მამიკო კი არა, ქმარი! ქმარი დამიძახე! _ შეუსწორა ქალს და გაეცინა.
ქალმა მაინც რბილად გაიმეორა, მამიკოო და კაცს ახლა კოცნა თვითონ დაუწყო. მერე უცებ საჩუქარი გაახსენდა და კოლოფი კაცს სახესთან მიუტანა. ელიმ კოლოფი გახსნა და უცბად წამოვარდა საწოლიდან, როგორც კი პატარა ფაჩუჩები დაინახა. ქალი გაღიმებული შეჰყურებდა კაცს, რომელიც ჩაფიქრებული დააბიჯებდა ოთახში. მერე ფერისკენ მიტრიალდა და ხელი წაავლო:
_ რა დამიძახე წეღან?!
_ მამიკოოოოო! _ დაიყვირა ქალმა და კაცმაც უცბად ჩაბღუჯა ცოლი.
_ შენ რა, ორსულად ხარ?! _ თქვა ძლივს და ფერის თვალებში ჩააშტერდა.
_ ჰოოო... _ თქვა თუ არა ქალმა, ელიმ ხელი ძლიერად მოხვია და მიიკრო სხეულზე. ეფერებოდა და მის მუცელს აცქერდებოდა.
_ უკვეეეე?!
_ ჰოოო... უკვე ცოტათი მეტყობა, _ თქვა, კაცს ხელები მოკიდა და თავის მუცელზე დაადებინა.
კაცმა ხელები რბილად და აკანკალებულმა მოუსვა.
_ რამდენი ხანი ველოდი ამას... რამდენი ხანია მინდოდა პატარა არსება, ელფერი. ელფერი, აქ ჩემი და შენი პატარაა... ძალიან მეყვარება, ძალიან. _ წამოიძახა კაცმა და ქალის მუცელს ხელი ისევ გადაუსვა. მერე დაიხარა და კოცნა დაუწყო. ცოტა ხანში თავი დაადო და ქალს ახედა.
_ ელფერი, მადლობა ამ ლამაზი საჩუქრისთვის...
_ იუბილარო მამიკო, ტორტი გვინდა და გაგვიყოფ?! _ თბილად შეეკითხა ფერი და კაცს თავზე ხელი გადაუსვა. ელიანმა მაშინვე კარი გააღო და დაბლა ჩავიდა. _ გილოცავთ, ელიან! _ სათითაოდ ულოცავდნენ ელის ოჯახის წევრები დაბადების დღეს. ბედნიერმა გაუღიმა ყველას და ტორტისკენ გაემართა. დედამისმა გაკვირვებულმა შეხედა შვილს.
_ ელი, ფერის დაველოდოთ და მერე გავჭრათ... მალე სუფრა მზად იქნება... _ თქვა ქალმა, მაგრამ კაცმა მაშინვე დანა აიღო ხელში.
_ მომილოცეთ და ახლა ტორტის გაყოფა არ გინდათ?! _ გაიხუმრა და ყველამ გაკვირვებულმა შეხედა.
_ შვილო, შენი დაბადების დღის ტორტი ფერიმ გამოაცხო და მის გარეშე როგორ გაჭრი?!
_ ოთახში წამოდით მაშინ! _ უთხრა მათ ელიმ და ტორტი ხელში აიტაცა. მაშინვე ყველანი უკან გაჰყვნენ. ფერი კარში შეხვდა კაცს და უცებ სიცილი აუტყდა:
_ ელი, ეს რა არის?! სულ ჩვენ უნდა ვჭამოთ?!
_ ხომ გშიათ?!
_ ჯერ საჭმელი და მერე ტკბილეული, _ თქვა ქალმა და გაეცინა. _ ელი, კარგად ხარ?!
_ ბედნიერი ვარ, ელფერი, ბედნიერიიიი... _ იყვირა კაცმა, მოტრიალდა და ყველას შეხედა. ახლაღა დააკვირდა მათ გაკვირვებულ სახეებს და უცბად წამოიძახა: _ თქვენ ყველამ იცოდით ეს ამბავი და მიმალავდით?!
_ რას?! რა ამბავი?! _ ერთხმად დაინტერესდნენ ყველანი.
ელფერის გაეცინა:
_ პირველი შენ გაიგე, მამიკო. ახლა კი დროა სამზარეულოს ვესტუმროთ... _ თქვა და გაღიმებული დაიძრა.
_ ელფერი, მოიცა! აბა თქვენ წეღან დაბადების დღე მომილოცეთ მხოლოდ?!
_ სხვა რა უნდა მოგველოცა? _ იკითხა გაკვირვებულმა ანხელმა და დას გადახედა: _ რა მამიკოო?! დილიდანვე დათვერით?!
_ მამიკო გავხდები მალე, მამიკოოოოო! _ დაიყვირა ელიანმა და ტორტი უეცრად ფრანკას მიაჩეჩა ხელში.
ახალი ამბით გახარებულებმა დაბლა დაიწყეს რიგრიგობით ჩასვლა.
მხიარული სიცილი ისმოდა სამზარეულოდან და სადღეგრძელოები...
ელიანმა და ელფერიმ ერთად გაჭრეს ტორტი. ერთად დააგემოვნეს და ბედნიერები ჩაეხუტნენ ერთმანეთს...
საღამოს ელფერი აივანზე იჯდა და გარემოს გასცქეროდა ბედნიერი. ელიანმა პლედი მიაფარა და ქალს აკოცა, დივნიდან აიყვანა და თავის კალთაში გადასვა თუ არა, ხელი მოხვია მუცელზე და კისერში კოცნა დაუტოვა:
_ ელფერიიი, რა ბედნიერება ხარ.... ჩემი ბედნიერება... ჩემი ლამაზი დედოფალი. _ თქვა კაცმა და ქალის მუცელზე აუტარა და ჩაუტარა ხელი. ქალსაც გააჟრჟოლა და კაცს მიუტრიალდა:
_ მაგიჟებს შენი შეხება...
_ მეც მაგიჟებს ასეთი დედოფალი... _ ელიანმა ბედნიერმა შეახო ქალის ცოტათი წამოზრდილ მუცელს ხელისგულები...

***
შემოდგომის ფოთლები ნელ-ნელა ეშვებოდნენ მიწაზე... მთელი ხეები ოქროსფერსა და წითელ-ყვითელ ფერებში იყო ჩაფლული. ელფერი ბედნიერი დააბიჯებდა ეზოში. სქელი შალი მოეხვია მხრებზე და ხეების გარშემო დადიოდა, მის ქვეშ მოშრიალე ფოთლებს აკვირდებოდა და ბედნიერი იღიმოდა, როცა წარმოიდგენდა თავის უკვე წამოზრდილ პატარას მუცელში. ხელი გადაისვა მუცელზე და ბავშვს გაუღიმა:
_ ჩვენი საოცარი მშვენიერი ოცნება... _ თქვა და უცბად მიატრიალა უკან თავი, როგორც კი შეხება იგრძნო და ჩახუტება. ელი მის ზურგს ჩაეხუტა და ქალს ლოყაზე აკოცა:
_ ელისა და ელფერის ოცნება... _ თქვა კაცმა და ქალი თავისკენ შემოატრიალა. ფრთხილად აკოცა მუცელზე და მასთან ერთად გააგრძელა სეირნობა ხეების მოშრიალე ფოთლებს შორის.
***
_ ელფერიი, ელფერიიი... _ დაიყვირა ბედნიერმა კაცმა და ქალის სხეულიანად რამდენიმეჯერ გადაკოტრიალდა. _ ელფერიიი... _ წამოიძახა კიდევ და დაეწაფა ქალის ბაგეებს. მერე აკოცა ქალის უკვე დაჩუტულ მუცელს და ხელები მოხვია. _ მიყვარხართ... ძალიან მიყვარხართ... _ თქვა და უცბად აიტაცა ქალი ხელში. ბედნიერები იცინოდნენ ერთად. _ ბედნიერება ხარ ჩემი, ელფერიიი... მიყვარხარ, ჩემო დედოფალოოო...
_ მეც მიყვარხარ, ჩემო ელი, _ მიუგო ქალმა ქმარს ჩაეხუტა, თან ორივენი პატარა საწოლს უცქერდნენ, რომელშიც უკვე ორ პატარას ეძინა.
***
ელიანი სამუშაოს მორჩებოდა თუ არა, ბედნიერი შეაღებდა კარს და სახლში ახლა მხოლოდ თავის პატარებს დაუძახებდა:
_ ფელისია... რაფაელ... დამიანი... ელფერი!.. _ და სამზარეულოში თუ არავინ დახვდებოდა, ოთახისკენ გარბოდა და კარში შესული გაბრწყინებული სახით წავიდოდა აივნისკენ, სადაც ელფერი სამივე ბავშვთან ერთად იჯდა და საუბრობდა. დამიანს სწავლასა და მეცადინეობაზე ესაუბრებოდა, ტყუპისცალებს კი ხან საჭმელს აჭმევდა, ხან ზღაპრებს და სასახლის ძველ ამბებს უყვებოდა.
ელი ყველას სათითაოდ ჩამოუვლიდა და გადაკოცნიდა.
ფელისია და ელაიანი თავიანთ სახლში დაბრუნდნენ. შაბათ-კვირას სასახლეს ესტუმრებოდნენ და მერე ოთხივე მშობელი ერთად იტოვებდა ხოლმე სამივე ბავშვს.
ანხელისა და ფრანკას გოგონასაც ესტუმრებოდნენ ხანდახან ქალაქში და ბედნიერები მიუსხდებოდნენ ხოლმე ერთად დიდ სუფრას... ანხელი თავის პატარა გოგონას თავს ევლებოდა და ცოლსაც, რომელიც უკვე მეორეს, თან ბიჭს ელოდებოდა.
ფილიპე და ალმა მამასთან ცხოვრობდნენ. ორივე ცოლ-ქმარი მუშაობდა და შვილიშვილს, ფილიანის, ბებია ფელისია უვლიდა ბედნიერებით სავსე, რომელსაც მამამისის სახელი ერქვა...
ფაბი ცოლ-შვილთან და დედამისთან ერთად მშვიდად ცხოვრობდა. უკვე ქალაქში მუშაობდა, ცოლი კი ბედნიერი სამკერვალოში ეხმარებოდა ელეონორას.

***
ელფერი გრძელ კრემისფერ კაბაში ყვავილებიან მინდორში იწვა. ელი მის გვერდით იჯდა და ქალის თმას ეფერებოდა. ფელისია და რაფაელი მინდორში დაბაჯბაჯებდნენ და დამიანიც მათთან დარბოდა ხალისიანად. მერე ელიანმა სამივეს დაუძახა და წიგნი გადაშალა. დამიანი დედ-მამის შუაში ჩაჯდა. ფელისია ელფერის მკლავებში მიწვა და თვალები დახუჭა, რაფაელი კი ელიანმა ხელებში მოიმწყვდია, თან წიგნის კითხვას შეუდგა.
***
საღამოხანს ელფერი და ელი გარეთ გლიცენიის ხესთან საქანელაზე ისხდნენ. ბავშვებიც იქვე დარბოდნენ და ჟრიამულობდნენ.
_ ძალიან მიყვარხარ და ბედნიერი ვარ შენთან, ელფერიიი...
_ მეც, ჩემო სასახლის ქურდო!
_ ხომ მაპატიებ, იმ ქალმა რომ მაყიდვინა ეს სასახლე?!
_ გაპატიე დიდი ხანია... _ გაეცინა ქალს და კაცს ბედნიერმა აკოცა: _ იმ დღეს, 5 წლისას ქვა რომ ჩამივარდა წყალში, ქარის მოტანილი ხმა გავიგონე, რომელიც მეუბნებოდა: _ შენ, ელფერის სასახლის მეპატრონე, დატოვებ ამ სასახლეს და უკან დაბრუნდები 20 წლის შემდეგ, როგორც ტყვეო! მაგრამ ახლა თავისუფალი და ბედნიერი ვარ...
კაცმა ქალს ხელი მოხვია და კალთაში ჩაისვა:
_ ბოდიში, რომ ასე გიყვიროდი. მინდოდა ჩემთან ყოფილიყავი. ახლა ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი... _ თქვა და ბედნიერმა მიიხუტა ქალის სხეული.
_ შენი ზღვასავით ლურჯი, ამობრწყინებული თვალები მიყვარს, ელფერის სასახლის ქურდო... ჩემი ბავშვობის სიყვარულის, სულის და გულის ქურდი ხარ, რომელმაც სიყვარული მაჩუქა და ყველა ტკივილი დამავიწყა...
კაცმაც ბედნიერმა უჩურჩულა:
_ მომელანდე თუ არა წყალში, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს გულს სუნთქვას აჩუქებდი, ჯერ კიდევ არაამქვეყნიურ გამოუცდელ სუნთქვას, სიყვარულს, რომელიც დღეს სიცოცხლით მავსებს... _ თქვა და სიამაყით მოავლო ეზოში მორბენალ შვილებს თვალი. მერე ცოლს შეხედა, მისი სახე ხელებში მოიქცია და გრძნობით აკოცა... ტკივილიანი დღეები უკვე აღარ ახსოვდათ. ბედნიერებას და სიყვარულს მთლიანად წაეშალა ძველი ტკივილის ყველა კვალი...
დასასრული...

წიგნის ელ. ვერსია შეგიძლიათ იხილოთ_____ Saba.com.ge/books/details/8664/ელფერის-სასახლის-ქურდი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent