შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელფერის სასახლის ქურდი


16-07-2022, 22:01
ნანახია 1 439

შესავალი

ბავშვობის სახლი, რომელიც პატარაობისას დავტოვეთ და სხვაგან გადავედით, მას მერე ერთადერთი იყო, რომელსაც ჩემთვის ჩემი სახლი ერქვა, მხოლოდ ჩემი სახლი. სახლი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მომწონდა და ბავშვობას მაგონებდა. მას შემდეგ ბავშვობაც და ეზოში ბედნიერად მოთამაშე გოგონაც სადღაც უცბად გაქრა... და იმ სახლში აღმოვჩნდი, რომელიც ვერ შევიყვარე მთელი 20 წლის განმავლობაში. მთელი 20 წლის განმავლობაში ვუყურებდი ეზოში მოთამაშე ბავშვებს და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ეს სახლი შენი არ არის, არც ეს ეზოა შენი, ისინი შენი ნაწილი ვერასოდეს გახდებიან, რადგან ბავშვობა იქ დატოვე, იმ სახლში, რომელიც შენი იყო, შენი და მეტი არავისი. ახალ სამოსახლოში არასდროს მდომებია ეზოში ჩასვლა და იქ თამაში, ჩემთვის მხოლოდ ერთადერთი სახლი არსებობდა, სახლი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი მხოლოდ 5 წლამდე, ბავშვობის ეზოში, სადაც ბავშვებთან და პირველ მეგობრებთან ერთად დავრბოდი და ვთამაშობდი. 5 წლის მერე ახალ სახლში თავს ტყვედ ვგრძნობდი, სიზმრებშიც კი იმ სახლს ვეძახდი და იმ ეზოში დავრბოდი, ვთამაშობდი და მეგობრებს ვნახულობდი. სიზმრებში იმ სახლს ვეფერებოდი და ვესიყვარულებოდი, რომელიც ჩემთვის ყველა მდიდრულ სახლზე უფრო ლამაზი და საინტერესო იყო... რადგან იქ ვიყავი მხოლოდ პატარა გოგონა, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ ახალ სახლში გადასვლისას უცბად გავიზარდე და დიდი გოგო გავხდი... ჯერ კიდევ ადრე გავხდი დიდი გოგო, რომელიც ცდილობდა მთელი 20 წელიწადი იმ სახლისთვის ეცქირა, რომელიც არ უყვარდა და ძველი სახლის სიყვარული დაევიწყებინა. ძველი სახლის ქუჩაზე გავლილს ყოველთვის ცრემლები მეძალებოდა, მაგრამ თავს ამის უფლებას ვეღარ ვაძლევდი, რადგან ვიცოდი, რომ ის სახლი უკვე ძველი ბავშვობის სახლი იყო და მეტი აღარაფერი... იქ მოხვედრა ჩემთვის ხელახალი ჭრილობების გახსენება იყო. თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდი, როცა ძველი სახლის ლიფტის კარზე ჩემი და ძმების სახელები ეწერა. წარწერას შევხედავდი და მხოლოდ ეს ერთი რამ მანუგეშებდა, ცრემლი რომ არ მომრეოდა, უცბად ავივლიდი კიბეს და მეზობელს ვესტუმრებოდი, ეზოს გადავხედავდი ფანჯრიდან და ძველ დროს ვიხსენებდი, სადაც გოგონა ეზოში დარბოდა და თამაშობდა... მხოლოდ იმ სახლზე ვფიქრობდი, ის სახლი მინდოდა და მჭირდებოდა, რომლის დაკარგვაში არავინ არასდროს დამიდანაშაულებია. ახალი სახლი უფრო დიდი იყო, ძველ სახლზე დიდი და კარგი ჩემი ოჯახისთვის... მაგრამ ჩემს ფიქრებსა და სიზმრებში მაინც ვერ დავთმე ძველი, რომლის სიყვარულიც, ვიცოდი, რომ მუდამ გულსა და სულში მექნებოდა გამჯდარი და არასდროს მივცემდი თავს მისი დავიწყების უფლებას... მთელი 20 წელიწადი მენატრებოდა და მსურდა იქ, იმ სახლში და მეგობრებთან მოხვედრა, თუნდაც ერთი წამით... ერთი წამით მოვხვედრილიყავი იმ ძველ დროში და მერე თუნდაც მომკვდარიყავი, ამაზეც თანახმა ვიქნებოდი, რადგან ის სახლი ჩემი ბავშვობის ერთადერთი სიყვარული იყო, რომლის დაკარგვა არ მინდოდა და არც არასდროს დამიკარგავს ჩემს ფიქრებსა და სიზმრებში... ის მხოლოდ ჩემი იყო, ჩემი ერთადერთი პატარა სიყვარულის სახლი... თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ადრე თუ გვიან დავიბრუნებდი... ყველაფრის ფასად... თუნდაც სიკვდილის ფასად... მაგრამ ახლა უკვე სხვისი სიკვდილის ფასად...


მწვანე ხასხასა მინდორში რუ მიედინებოდა. მასში ოქროსფერი, მწვანე, წითელი თევზები ჯგუფებად დაცურავდნენ. უეცრად გოგონას შიგ ქვა ჩაუვარდა, თავისი ერთადერთი ზურმუხტის ქვა და ყველაფერი წამში შეიცვალა.
_ შენ, ელფერის სასახლის მეპატრონე, დატოვებ ამ სასახლეს და უკან დაბრუნდები 20 წლის შემდეგ, როგორც ტყვე! _ მოესმა უცბად საზარელი წინადადება და გონებაც დაკარგა. გონს როგორც კი მოვიდა, მაშინვე წყლისკენ გაიქცა. ხელი შიგ ჩაყო, ქვის ამოღება დააპირა, მაგრამ ყველაფერი წამში გაიყინა, მისი ქვაც იქვე დარჩა და თევზებიც უმოძრაონი გახდნენ. წყლიდან ხელი ამოიღო თუ არა, მაშინვე ყველაფერი ამოძრავდა, თითქოს სული ჩაუდგესო. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ქვას ვეღარ შეეხებოდა და დამწუხრებული დაბრუნდა უკან, სახლში. ყველანი ნივთებს ალაგებდნენ ჩემოდნებში და მანქანას ელოდებოდნენ. რამდენიმე საათში ატირებული დატოვებდა თავისი სასახლის კარს. სასახლეს, სადაც დაიბადა, სადაც მთელი 5 წელი გაატარა, სადაც ბედნიერი ღიმილით სავსე დარბოდა. ახლა სასახლეს ტოვებდა და მიემგზავრებოდა. მანქანაში ჩაჯდა და დედის კალთაში თავჩადებულმა ცრემლებით დატოვა სასახლე მამასა და ძმებთან ერთად...
მთელი 20 წელიწადი ტიროდა ღამით, სიზმრებში სასახლეს ნახულობდა და მასზე ოცნებობდა. არავის ადანაშაულებდა სასახლის დატოვებაში, ეს ბედისწერას მიაწერა, მაგრამ ამ ბედისწერას არ ეგუებოდა. არც შეეგუებოდა, სანამ შურს არ იძიებდა მათზე, ვის გამოც სასახლე დატოვა.
გოგონა თავის ახალ პატარა სახლში ახალ ცხოვრებას იწყებდა და იზრდებოდა. ვერ ეგუებოდა ამ სახლს, მაგრამ იძულებული იყო მაინც იქ ეცხოვრა. ეს სახლი არ მოსწონდა, თავის სასახლეზე ოცნებობდა. დედა მუსიკას ასწავლიდა, ასწავლიდა არა მარტო დაკვრას, არამედ მის სიყვარულსაც. თავიანთ ძმებს მშვიდად დაჰყავდათ პატარა და სკოლაში, ერთად მიდიოდნენ და ერთად ბრუნდებოდნენ უკან. წლები გადიოდა, მაგრამ გოგონა მაინც ვერ ეგუებოდა თავის ახალ სახლს. ეს სახლი მისთვის მაინც ახალი და უცხო იყო, ვერ შეეჩვია და ვერ შეიყვარა.
25 წლის ფერი ცხოვრებას აგრძელებდა. ან ჭადრაკს თამაშობდა, ან ფარიკაობდა. ყოველდღე ჯირითობდა და მშვილდ-ისრით სროლას ხვეწდა... მთელი 20 წლის განმავლობაში ბრძოლას სწავლობდა. სახლში საჭმელსაც ამზადებდა, დედას ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში. მთელი 20 წელი, რაც თავისი სასახლისგან შორს გაატარა, გულში იმუქრებოდა, რომ შურის საძიებლად დაბრუნდებოდა.
რაფაელი და ფერნანდა, ვინც ფერის მშობლების შემდეგ სასახლეში დასახლდა, თავიანთ შვილთან ერთად ცხოვრობდნენ ახალ სასახლეში. მეურნეობას უძღვებოდნენ და შვილს ზრდიდნენ. მოსამსახურეები თავიანთ საქმეს მშვიდად აკეთებდნენ, ცხოვრებითა და მეპატრონეებით კმაყოფილები იყვნენ. ბიჭი აქ მეფესავით იზრდებოდა და ყველაფერი გააჩნდა, რაც სურდა.
კეთილი და მზრუნველი მშობლები თავიანთ ვაჟს ყურადღებას აქცევდნენ და არაფერს აკლებდნენ. ბიჭი სწავლობდა ყველაფერს და ყველა წიგნი, რაც ახლა უკვე კაბინეტში ეწყო თაროებზე, წაკითხული ჰქონდა, ხმალაობასა და მშვილდ-ისრის სროლაშიც კარგად იყო გაწვრთნილი, ისე, რომ სანადიროდაც დადიოდა. მას ელიანი ერქვა.
სასახლის მფლობელი ელიანი 30 წლის გახდა თუ არა, სევდამ შეიპყრო. იმ სევდამ, ელფერის დიდმა ბებიამ რომ თქვა გოგონას ცრემლების გამო: `დაე, ამ სასახლეში მემკვიდრე არ ჰყავდეთ! ელფერის, ჩემი შვილიშვილის აცრემლების გამო!~ და ასეც მოხდა. კლარა, ელიანის არჩეული ქალი, რომელთანაც კარგად გრძნობდა თავს, არა და არ დაორსულდა. ქალის ბებია კამილა, რომელიც თავის შვილიშვილთან ერთად სასახლეში ცხოვრობდა, ელიანს აფასებდა და შვილიშვილსაც უწონებდა ასეთ კარგ არჩევანს.
კაცმა კიდევ ერთი ღამე გაათია თავის ქალთან და დამწუხრებული მდინარეს ჩაუყვა დარდით, რომ შვილი ისევ არ ჰყავდა. მთვარე უნათებდა გზას. მთვარის შუქზე წყალში მოკაშკაშე მწვანე ქვა შენიშნა, რომელმაც სწორედ იმ ღამეს გაიღვიძა და გამოანათა თავისი ბრწყინვალებით. კაცმა წყლისკენ წაიღო ხელი, ამ დროს ქვა შეირხა და ალაპარაკდა:
`ამ ქვის მომავალი პატრონი იქნება შენი მემკვიდრის დედა! მაგრამ მას სძულხარ!~ კაცი შეტორტმანდა, როცა წყალში ქალის სახე დაინახა. უცბად ამოიღო წყლიდან ხელი, მაგრამ შემდეგ ისევ ჩაყო და ქვაც მის ხელში აღმოჩნდა.
მთელი სასახლე, მსახურები ეძებდნენ იმ ქალს, რომელიც ელიანს ქვის სიტყვების მოსმენისას მოელანდა, მაგრამ ვერაფერი გაიგეს მასზე. კაცმა მხატვარი დაიბარა და უბრძანა, დაეხატა ის ისეთი, როგორსაც აღუწერდა. შეხედა თუ არა ნახატს, მაშინვე მსახურები იხმო. ყველას უბრძანა: დაერიგებინათ საჩუქრები ღარიბებისთვის, თვითონ კი რამდენიმე მსახურთან ერთად გზას გაუდგა, რათა ეპოვა ის ქალი. თან ნახატიც წაიღო.
ცუდი ამინდი იყო და გზა ვეღარ განაგრძეს, ამიტომ კარავი გაშალეს ტყესთან ახლოს. ქარი ანგრევდა იქაურობას, მთელი ტყე ზანზარებდა და ქუხდა. კაცი სანადიროდ მარტო გაეშურა, გულის გადასაყოლებლად. ჯერ კიდევ არ ბნელოდა. მშვილდ-ისარი მოზიდა და უნდა ესროლა შველისთვის, როცა ქალის სახე მოელანდა. ხელში შეაჩერა ისარი და შველის თვალებში ჩაიხედა თითქოს. ამ დროს ქარმა ძლიერად დაუბერა, ისე, რომ მისი სამოსი, რომელიც მძიმე იყო და მდიდრული, ჰაერში აფრიალდა. ქარის ხმაზე კაცს ლაპარაკი მოესმა და კარვისკენ წავიდა. ყველას უბრძანა, მოეძებნათ ელფერის სახელის ქალი და ჩუმად შეეტყობინებინათ მისი ადგილსამყოფელი. უკან დაბრუნებული რამდენიმე დღე სასახლეში მარტო იჯდა თავის ოთახში და არავის ღებულობდა. მთელი დღე ქვას უყურებდა და ხელებში იქცევდა გაბრაზებული. გაიგეს თუ არა ფერის ადგილსამყოფელი, ელიანმა წერილი გაუგზავნა, სადაც ქალის მშობლებს მის ხელს სთხოვდა! თავად ელფერის ხელს.
უარი მიიღო თუ არა მამამისის ელაიანისგან და საჩუქრები უკან მოუბრუნდა, გამძვინვარებულ მხეცს დაემსგავსა, ყველაფერს ამტვრევდა და ანადგურებდა, ტყეში მხეცებს სასტიკად უსწორდებოდა და მათი სისხლით შეღებილ ხელებს ტანსაცმელზე ისვამდა: `შენ მაინც დაგიმორჩილებ და ძალით დაგიმონებ!~ _ დაიმუქრა და გასამგზავრებლად ბრძანება გასცა. რადგან ელიან ლამბეტი თავის საცოლის სანახავად მიდიოდა და ეს უკვე ქალის მამისთვისაც შეეტყობინებინათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent