შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთხელ (საცდელი თავი)


11-09-2022, 07:49
ავტორი girasole
ნანახია 9 586

ტყვიების ხმას, კაცის პირიდან ყვირილით წარმოთქმული სიტყვები ერეოდა
-მომისმინე…-ქალს სახე დაუკავა ორივე ხელით, და ჭაობისფერ თვალებს შეხედა - ახლა მე აქედან გავალ…
-არა…არ გახვალ! - ქალმა მკაცრად გაიმეორა - არ ქნა
-უნდა მომისმინო - თავი დაუკავა - აქედან გავალ, დავასრულებ ამ ყველაფერს, შენ კი მეორე კარიდან გახვალ
-არ დაგტოვებ, ერთად წავიდეთ - ისევ მის აზრზე იყო, ხვდებოდა რომ დრო იწურებოდა, გული ეკუმშვებოდა დამინეს უსულო სხეულის წარმოდგენისას
-ევა, გააკეთე რასაც გეუბნები…დრო აღარ არის, იცი სადაც უნდა დაიმალო, სანამ სროლა არ შეწყდება არ გამოხვიდე… - უთხრა, გულში ჩაიკრა - მიყვარხარ - ბოლო კოცნა დაუტოვა დევდარიანის ქალს, და საბოოლოდ დატოვა. სახლის მიყუჩებულ კუნჭულში დაიმალა, თვალები დახუჭა, და ყურებზე ორივე ხელი აიფარა
თვალებს ერთმანეთზე ძლიერ აჭერდა,იცოდა, რომ ეს დღე მისთვის ცხოვრების ტრაგედიად იქცეოდა…
რამოდენიმე წუთში, სროლა შეწყდა, გაიგო მანქანების ხმა…გონებაში მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაესმა,სახელი, რომელიც მის ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებდა. გარეთ გავარდა, მტვრის სუნს, მანქანების გამონაბოლქვი ერეოდა, ირგვლივ მიმოიხედა, და გაშეშდა, თითქოს ქანდაკებად იქცა, გაფითრებულს მისი გულისცემაც კი არ ესმოდა, ყურების დაგუბებას გრძნობდა. მიწაზე უსიცოცხლოდ დაგდებულს მივარდა, და სისხლიან სახეზე ხელებით ფერება დაიწყო
-დამიანე…ყველაფერი კარგად იქნება - თუმცა ვის ეუბნბეოდა? გრძნობდა რომ მამაკაცის სული დიდი ხნის წინ ზეცას მიბარებოდა, გრძნობდა, რომ მან ის დაკარგა, და ეს აზრი ეზიზღებოდა.მაინც განაგრძობდა მისი სახის დაკოცვნას, ფერებას, სხეულს გულში იკრავდა…თვალწინ წარმოდგენილი ჰქონდა თითოეული სცენა, დამიანესთან ერთად გატარებული თითოეული წამი, გაცნობის ღიდან ამ დაწყევლილ დღემდე…
-დამიანე…- ბოლო ხმაზე იღრიალა მისი სახელი, ბოლო ამოსუნთქვა იყო მისი, თითქოს ამ კივილით დამშვიიდდებოდაო, ზეცაში აიხედა, ღმერთს გაბრაზება დაუწყო, მას აბრალებდა, აბრალებდა საყვარელი ადამიანის წართმევას.მთელ მის გრძნობებს აყოლებდა სიტყვებს.მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი, ტუჩებზე, მისი სისხლი ჰქონდა შეხმობილი, მაგრამ ისევ გრძნობდა მისი ტუჩების გემოს, რომელსაც არასდროს ივიწყებდა.თმა გაწეწილი, ემხო მიწაზე, მამაკაცის თავი კალთაში ედო, და გასცქეროდა ერთ წერტილს,ცრემლიც აღარ მოსდიოდა, დაიცალა, აღარ ჰქონდა არცერთი ემოცია, ბრაზიც კი, მას აღარაფერი დასჩენოდა, გაუნძრევლად იყო და ისევ გაჰყურებდა წერტილს…თუ იკითხავდით როგორია უბედური ადამიანი, მისთვის უნდა შეგეხედათ, ევანგელია მენაბდისთვის..
მანქანიდან გადმოსული კაცი მასთან ნელი ნაბიჯებით მივიდა,თვალებს არ ახამხამებდა,ერთხელ დახუჭა, და ცრემლიც წამოუვიდა სახიდან,როგორ უნდოდა რომ დანახული სიმართლე არ ყოფილიყო, თუმცა ნაბიჯების გადადგმას განაგრძობდა,როცა ქალს მიუახლოვდა, შეჩერდა, სიტყვით თქმას ვერ ბედავდა,ყელში გაჩხერილი ბურთი ვერაფრით ვერ გადაყლაპა,განადგურებულს უყურებდა,ხედავდა ქალს,რომელსაც ნახევარი ცხოვრება იცნობდა, ხედავდა და ხვდებოდა რომ მენაბდის ქალისგან არაფერი იყო დარჩენილი
-მოკლეს… - აღმოხდა,არაფრის მომცემი ჭაობისფერი თვალებიდან იხედებოდა,რომელიც ტირილისგან უფრო გამუქებოდა…დასიებული თვალებიდან გარემოს ბუნდოვნად ხედავდა, გელაშვილს არ უყურებდა
-ევა,ადექი, მალლე მოვლენ და მის სხეულს წაიყვანენ,შენ კი ამას…
-მოკლეს… - შხედა გელაშვილს, რომელსაც მისი ასეთის დანახვა უჭირდა…
-ევა, გთხოვ, ადექი… - მუდარის სახით შეხედა,როცა პოლიციის რამოდენიმე მანქანა, ადგილს მოადგა, ერთ - ერთი მანქანიდან მამაკაცი გადმოვიდა,რომელმაც დანახვისას დაიღრიალა
-ამის დედასაც…ამის დედასაც შევე*ი… - მანქანის კარები მიაჯახუნა, და ნელი ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ევას,რომელმაც არაფრის მთქმელი მზერა მეტრეველზე გადაიტანა, რომელიც ცრემლებს იკავებდა
-ევა, წამაოდი, წავიდეთ - მასთან ჩაიმუხლა, უსულო სხეულს არ უყურებდა, მის ძმას, მეგობარს, მამას, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს არ შეხედა, იცოდა რომ ნერვები ამას ვეღარ გაუძლებდა, მთავარი ახლა ევანგელია იყო, იცოდა რომ დამიანე ასე ისურვებდა, იცოდა რომ დადიანი მის ცრემლებს არ დაუშვებდა,იცოდა რომ ის გაბრაზდებოდა ქალის ასეთი სახის დანახვისას
-დავით, აქედან წამიყვანე - შეხედა
-წამოდი, წამოდი - შუბლზე აკოცა, სახეზე მიწეპილი თმები გაუსწორა, და ქალი წამოაყენა, რომელსაც ფეხებში ძალა გამოსცლოდა - ამის დედაც მოვ*ყან სად არიან ამდენ ხანს - ქალი ნელ - ნელა მანქანისკენ მიჰყავდა, და თან ქუდ მოხდილ პოლიციელებს უღრიალებდა, ქალი მანქანაში ჩასვა, როცა მანქანა დაიძრა ხმადაბალი ტონით უთხრა
-არ მინდა სახლში, წყნეთში ამიყვანე - ფანჯარაში იყურებოდა, მინას ჩაუწია, ესიამოვნა ცივი საღამოს ნიავი, რომელმაც მუქი ყავისფერი თმა ააფრიალა,ოდნავ გაიღიმა კიდეც, დთითქოს დამიანეს შეხებას გავდა, მის ნაზ შეხებას,ღრმად ამოისუნთქა, ფანჯარა აწია, და შუბლი მას მიადო.
წვიმის წვეთების ხმამ გამოაფხიზლა, უკვე დაბნელებულიყო, მეტრეველი გზას გაჰყურებდა, და საჭეს ხელებს ძლიერ უჭერდა, მეტრეველიდან მზერა ისევ ფანჯარაზე გადაიტანა…
და აი წყნეთის სახლიც…გაახსენდა, პირველად აქ რომ იყვნენ…ეზო ჩქარა გადაირბინა, და სახლში შევიდა, რომლიდანაც შეშფოთებული სახით მდგომი ქალი უმზერდა
-მარიკა? აქ…აქ რას აკეთებ? - სიტყვები არ ყოფნიდა, არ იცოდა რა ეთქვა…იცოდა რომ აუცილებლად დასუვამდა კითხვას, რომლის გაცემისთვისაც ძალა არ ეყოფოდა, როგორ უნდოდა ახლა საწოლში,სადაც დამიანეს სურნელით გაჟღენთილ ბალიშზე დაიძინებდა, ქალს მზერას არიდებდა…
-მარტო შენ იმიტომ მოხვედი რომ…რომ ის…ჩემი ბიჭი…დამიანე აღარ არის არა? - გული შეეკუმშა,ხედავდა ქალს, რომელიც ძლიერ იდგა მისგან განსხვავებით მიწაზე,თავი უხმოდ დაუქნია,რამოდენიმე წუთში კი ქალიც გატყდა,მიწაქზე დაემხო,და ხელები თვალებზე აიფარა
-მარიკა - ქალს მივარდა, და წამოყენება სცადა
-შვილი წამართვეს… - ჩუღცულებდა ქალი, როგორ უნდოდა ახლა მთელ ხმაზე დაეწყო ტირილი,გამოეკეტა თავი ოთახში, და ტირილისგან ერთიანად დაცლილიყო, თუმცა ქალის ხელს ძლიერ ეჭიდებოდა
-მარიკა,გთხოვ,ადექი…
-შვილი წამართვეს… - თავისას იმეორებდა.
ბოლოს ქალი ოთახში დააწვინა, უყურებდა მშვიდი სახით მწოლიარე ქალს, რომელსაც თმაში ჭაღარა შერეოდა, და ნელა სუნთქავდა…ოთახიდან ჩუმად გამოვიდა, და პირველ სართულზე ჩავიდა, სადაც დივანზე მჯდომი მეტრეველი დახვდა, რომელსაც ხელები მუხლებზე დაეწყო და სახე ხელებში ჰქონდა ჩაყოფილი, მის გვერდზე დაჯდა, საზურგეს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და თავი უკან გადააგდო…
მეტრეველი უხმოდ ადგა, და სასმლის კარადიდად ვისკი გამოიღო ჭიქებით ხელში მიუახლოვდა, ქალს, რომელიც ოდნავ გაკვირვებული სახით მისჩერებოდა
-ახლა, წესით უნდა გივლიდე, გაწყნარებდე,მაგრამ ვიცი შენ ეს გჭირდება, ამიტომ…
-კარგად გცოდნია, ვისკი ჭიქებში დაასხა, და მეტრეველს გახედა - მინდა რომ ამ ჭიქით მასთან გატარებულ ყოველ წამს გაუმარჯოს - სწრაფად თქვა, და ჭიქა ჩაცალა
-გაუმარჯოს - ოდნავ ჭიქა ასწია დავითმა, და მანაც გადაუშვა მწარე სითხე ყელში
დალიეს, იმდენი რომ მეორე ბოთლს ცლიდნენ უკვე, თან და თანობით კი, სადღეგრძელოებს ამბობენ
-ბოლოა - ტხრა მეტრეველმა - შეიძლება დამიანემ იქ მეორეჯერ მომკლას - ამოისუნთქა, ზევით აიხედა, და ჭიქებში ვისკი ჩამოასხვა
-იყოს ბოლო - დაუქნია თავი, დაჭიქა ჩაცალა.
ბოლოს ორივეს დივანზე ეძინა, აი ასე ორს, რომლებიც ერთმანეთისვის ქმრის მეგობრისა და ძმაკაცის ცოლზე მეტი იყვნენ…
მეორე დღეს თავის ტკივილით გაეღვიძა, შეგრძნება რომ დამიანე აღარ იყო ეზიზღებოდა, თითქოს მეორე დღ უფრო სძულდა,თითქოს წავიდა და ცხოვრების ყველა ელფერიც თან გაიყოლა
-ჯანდაბა… - თავზე ხელი მოიკიდა, და მეტრეველი გააღვიძა
-დავით ადექი - მხარზე ხელი მიარტყა, და მეტრეველმაც თვალი გაახილა
-ამის დედაც.. - ნელა წამოდგა დივნიდან დავითი - როგორ ხარ? - დახედა მენაბდეს, რომელიც შეწუხებული მზერით იყურებოდა აქეთ - იქით
-როგორ უნდა ვიყო? ჯანდაბა მარიკა, მოვწესრიგდები - სწრაფად აირბინა კიბეები, და სააბაზანოში შესვლა დააპირა, როდესაც მარიკა შეეჩეხა
-მარიკა? გაიღვიძე?
-არც დამიძინია… - უთხრა - თბილისში ჩავიდვარ მე, შენ წამოხვალ? - შეპარვითი მზერით შეხედა
-იცი, მე…არ ვიცი… არ - ენა დაება, როგორ სძულდა ის აზრი რომ დამიანეს პანაშვიდზე უნდა წასულიყო, შავებით გამოეკმაზა თავი, და ყოველ ადამიანს მწუხარების გაზიარებისთვის მადლობა გადაეხადა, სძულდა, ტანში სცრიდა ამის გააზრებისას
-არ ხარ ვალდებული წამოხვიდე - უთხრა ქალმა, შუბლზე აკოცა, და გზა განაგრძო, გაოგნებული იხედებოდა, ქალის შავებში დანახბისას გული მოუკვდა, ქალის რბილ თმას თავშალი არ უხდებოდა, არ უნდა მოხდენოდა!

პ.ს. იმედი მაქვს მოგეწონებათ, პატივის ცემით girasole!



№1  offline წევრი OKI ME

უჰ, მერედა როგორ მომეწონაა. ძალიან მაინტერესებს როგორი გაგრძელება ექნება ამ ისტორიას. ❤️❤️

დამიანეს სიკვდილის ამბავი მეც კი განვიცადე ისე გეწერა :(((((

ვხვდები რომ მკითხველს უფრო საინტერესო თავები გველის წინ ❤️❤️ ჰოდა ერთი სული მაქვს შემდეგ თავს როდის წავიკითხავ ❤️❤️❤️

წარმატებებიი ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი girasole

მა
OKI ME
უჰ, მერედა როგორ მომეწონაა. ძალიან მაინტერესებს როგორი გაგრძელება ექნება ამ ისტორიას. ❤️❤️

დამიანეს სიკვდილის ამბავი მეც კი განვიცადე ისე გეწერა :(((((

ვხვდები რომ მკითხველს უფრო საინტერესო თავები გველის წინ ❤️❤️ ჰოდა ერთი სული მაქვს შემდეგ თავს როდის წავიკითხავ ❤️❤️❤️

წარმატებებიი ❤️❤️❤️


მადლობა,შEვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ. კიდევ ერთხელ მადლობა რომ წაიკითხეთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent