გამთელება
თვალებს ვხუჭავ და მახსენდება მისი ღიმილი, მიმიკა გაბრაზებისას, საუბრის მანერა და კეპი რომელიც მუდამ მისი განუყრელი ნაწილი იყო, დიდი ხანი იყო გასული მისი გარდაცვალებიდან, მართალია ეს ფაქტს არ ცვლიდა და დრო ვერავის დაავიწყებდა ამ დანაკლისს, მაგრამ ვერ აგიღწერთ, ვერ ავხსნი, რა ძალამ, მაგრამ რაღაც ძალამ ნამდვილად ყველას გულებში დაიბუდა და მხსნელად მოგვევლინა, გულზე მალამოს რომ დაგადებენ უზომოდ დიდი ტკივილის დროს და პატარა, მცირე, მაგრამ იმედიან შვებას იგრძნობ, აი ასე ვიყავით ყველა... დილის საათები იყო, ჩვეული სისწრაფით დავლიე ყავა და სამსახურისკენ გავემართე, კიბეები ფეხით ჩავიარე და წვიმის წვეთებს შევუერთდი, კოკისპირულად წვიმდა, ჩემს სახლთან ტრანსპორტი ახლოს არ არის, არც ტაქსის გამოძახების დრო მქონდა, გზას დავუყევი უახლოესი გაჩერებისკენ, მიუხედავად წვიმისა ეკლესიასთან ნაბიჯები შევანელე და როგორც ყოველთვის ახლაც პირჯვარს ვიწერ, ღმერთს ყოველ დღე ვთხოვ რომ თომას სული ნათელში იყოს და გამძლეობას ვუსურვებ მის ოჯახს, არ ვიცი რატომ მაგრამ რამდენჯერაც ამას არ გავაკეთებ, მგონია რომ ასე უფრო მძიმე დღე ექნებათ თომას მშობლებს, მე რომ არ ეს არ გავაკეთო ის დღე მათ უფრო ეტკინებათ... ალბათ თავს ვიტყუებ... პატარა, ფერადი საღებავებით მოხატულ სახელოსნოში ვმუშაობ, სახელოსნო სავსეა პოზიტივით, სიყვარულით, რასაც აქ მომუშავე ხალხი განაპირობებს, სახელოსნო მე და ჩემმა მეგობარმა ერთიანი ძალებით გავხსენით ზაფხულობით კაფეში მუშაობით დაგროვებული თანხით და ახლა შეკვეთებზე ვმუშაობთ, საკმაოდ ბევრი ერთგული მომხმარებელი დაგვიგროვდა, საოჯახო პორტრეტები, საქორწილო ნახატები, ყველაფერი რაც ხალხს სურს ჩვენ ფუნჯების დახმარებით ფურცელზე გადმოგვაქვს, ანიკო და მე თუ ამ საქმეს თავს დავანებებთ, ვფიქრობ რაიმე სასწაული უნდა მოხდეს... -ბავშვებო, მოვედი -ლილია მალე მოწესრიგდი, ხომ გახსოვს ის ვიღაც ანდრო, მაგის შეკვეთა უნდა დავიწყოთ... თან სწრაფად მაწვდის ტილოს და მეც თმის გამშრალებას ვიწყებ.. -ანდრო ის ბიჭია, შესაკვეთად რომ დარეკა და ცოტა დრო მოგვცა? -ხო, ეგ არის, გამოექომაგა გოგა, ხომ იცი ბევრს გვიხდის, ეგ ჩვენი დამკვეთი ცოტა უცნაური ტიპი ჩანს, ასე ერთი თქმით ვინ ამბობს რა უნდა და ეგრევე ასახელებს თანხას? -უცნაურობები არც ისე გვაკლია, თათაც ჩაერთო. მორჩით ახლა ჭორაობას, დავალაგოთ და მოვემზადოთ დასახატად. -კარგი ხოო კარგი, მე ჩაის გავაკეთებ, თქვენ მოკალათდით, გოგა სამზარეულოსკენ გაემართა. სახელოსნოს ფორმები მოვირგეთ და საქმეს შევუდექით... ესკიზი დავხატეთ და ფერების დატანა მეორე დღისთვის გოგამ ითავა, რადგან მე და ანიკოს სხვა გეგმები გვქონდა... ანიკო ჩემი დეიდაშვილია, მამამისს არ ვიცნობთ, როცა დეა ანიკოზე იყო ფეხმძიმედ, მიატოვა და მას შემდეგ შვილი არც მოუკითხავს. ანიკო თვეების იყო როცა დეა გარდაიცვალა... მე დედისერთა ვარ მაგრამ ეს არასდროს მიგრძვნია, რადგან დედაჩემმა მე და ანიკო ერთად გაგვზარდა და დებივით ვართ.. გოგა ანიკოს შეყვარებულია, ერთმანეთი სკოლიდან უყვართ, თათა გოგას და არის, ჩვენ ყველანი ერთად კი სამეგობროს ვამაგრებთ და ჩვენს "პატარა" ბიზნესშიც ერთად ჩავერთეთ, მე და გოგა კარგად ვხატავთ, ანიკო და თათა ჩვენს ესკიზებზე მუშაობენ, შეკვეთებს იღებენ და ასე ვინაწილებთ საქმეს... *** ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა, ანიკო იყო, გოგას სიცხე აქვს და წამოდი ჩვენ უნდა დავასრულოთ შუადღდემდე ნახატიო, საათს დავხედე და მხოლოდ ცხრის ათ წუთს აჩვენედა, სწრაფად მოვემზადე და გარეთ გავედი, ამჯერად წვიმის წვეთები მზის სხივებმა ჩაანაცვლა, მეც ბედნიერი გავუყევი გზას... სახელოსნოსთან ანიკო მელოდებოდა -როგორ ხარ ლილუ? -მეძინება მაგრამ კარგად ვარ, გოგას რა სჭირს? -სიცხე მაქვსო დამირეკა, არ ვიცი, ჩვენი საქმეც გადაიდო, თათასაც ლექციები აქვს დღეს და ვერ დაგვეხმარება, საღამომდე აქ მოგვიწევს დარჩენა -შუადღემდე ხომ უნდა დავასრულოთ ხატვა? საღამომდე რატომ? -დალაგება? -მოდი ეგ ხვალისთვის გადავდოთ და საღამოს გოგას სანახავად წავიდეთ -კარგი იყოს ასე იმ უცნაური დამკვეთის ნახატი დავასრულეთ, ვაღიარებ, აქამდეც ძალიან ბევრი ლამაზი და უნიკალური ნახატები დაგვიხატავს, მაგრამეს ნახატი გამსაკუთრებულ ემოციებს იწვევდა, რომ არა შეკვეთა აუცილებლად ჩემთვის დავიტოვებდი ნახატი უმეტესად თეთრი, ბეჟი და ღია ვარდისფერი ტონალობებით შევასრულეთ, ღია ტონალობებით გაწყობილი ნამუშევარი მთლიანად ანგელოზის ესკიზით იყო შესრულებული, ანგელოზის ერთი ფრთა არ დავხატეთ, მხოლოდ ერთი ფრთის ამარა დარჩენილი ანგელოზის სახეზე კი სევდა იკვეთებოდა, უცნაური გრძნობა ამის გამო მქონდა, რატომ უნდა მოეცა იმ ბიჭს ასეთი შეკვეთა... ამანათი კურიერს გავატანეთ და სახელოსნოც დავკეტეთ. მაღაზიიდან მზა პროდუქტები ავიღეთ და გოგას სანახავად ავედით, მიყვარდა გოგას და ანკას განსაკუთრებული ურთიერთობა, ზედმეტად არაფერს ამბობენ, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ ერთმანეთის გამო, პატივისცემა კი ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის, მამაჩემმა დარეკა, ნეტავ ყურმილი არ ამეღო... -ლილია, შვილო, წამოდით შენ და ანიკო პირდაპირ საავადმყოფოში არ ინერვიულო ახლა რასაც გეტყვი -რა ხდება მამა? რას ჰქცია არ ვინერვიულო? -დამშვიდდი, დედაშენი შეუძლოდ გახდა, სასწრაფოს გადაუყვანია, მეც ახლა მივდივარ სამსახურიდან და იქ გნახავთ თქვენ -მისამართი მომწერე ახლავე გამოვრბივართ. ყურმილი სწრაფად დავკიდე და ანიკოსთან ახსნის გარეშე გამოვიქეცი, ანიკო უკან გამომყვა... კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე, როცა ანიკო ძლივს წამომეწია და სირბილისგან გულამოვარდნილი მეკითხებოდა რა მოხდაო -დედა გახდა ცუდად, მამამ დამირეკა და საავადმყოფოში მივდოვართ -რას ქვია ცუდად, რა დაემართა? -არ ვიცი ანიკო, არააა ანიკომ ტაქსი სწრაფად გააჩერა, მისამართი ვუკარნახეთ და წავედით... გზა საუკუნოდ გაიწელა.. მიმღებში ელენე მაისურაძე ვიკითხე და მაშინვე მისი პალატისკენ გავემართე, მეოთხე სართულის დერეფნის ბოლოს იყო პალატა, 86 ნომერი კარი სწრაფად შევაღე და შიგნით შევვარდი, შესასველთანვე ექთანმა გამაჩერა -გამარჯობა გოგონა, ვისთან ხართ? ელენე მაისურაძესთან, დედაჩემია - გასაგებია, პაციენტს ექიმი სინჯავს, ცოტახნით მიმღებში მოიცადეთ, ღიმილით გვანიშნა მე და ანიკოს. - რა დაემართა? მდგომარეობა მძიმეა? - პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ინფორმაციას დაწვრილებით ექიმი გადმოგცემთ, უბრალოდ ცოტა ხანი მიმღებში მოიცადეთ. გამიღიმა და დაგვტოვა -ანიკო ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება, ვამშვიდებდი ანიკოს, როცა ბოლო ხმაზე ტიროდა, ამ დროს კი მეც ყელში მეჩხირებოდა ცრემლები. -დაო ხომ იცი რომ მის გარეშე ვერ ვიქნები, ვერ ვიქნებით, რამე რომ მოხდეს... -გაჩუმდი, არაფერი მოხდება, გაჩუმდი ანიკოს მთელი ძალით ვეხუტებოდი და დასამშვიხებლად თავზე ვეფერებოდი როცა მის ზურგს უკან მამა დავინახე, ზურააა, აქ ვართ მოდი მამა სწრაფი ნაბიჯებით ჩვენსკენ წამოვიდა, სანამ გვკითხავდა რა ხდებოდა ორივე გულში ჩაგვიკრა და ატირებულ ანიკოს შუბლზე აკოცა. -რა ხდება გოგონებო? სად არის დედათქვენი? ექიმს ელაპარაკეთ? -არა მამა, ექთანმა პალატაში არ შეგვიშვა, ექიმი შიგნით არის, გამოვა და ყველაფერს გვეტყვის -თქვენ არაფერი გინდათ? წყალს ვიყიდი ანიკო და დალიე -არა, მე კარგად ვარ -კარგი დაველოდოთ, მეც ვერ წავალ ახლა ვერსად სანამ არაფერს გავიგებ... ანიკოს და მამას მამა-შვილურზე უფრო დიდი, რაღაც საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, მე ხომ მთელი ბავშვობა ვვეჭვიანობდი, სანამ რაღაცეების გააზრებას ვისწავლიდი, მახსოვს ერთხელ მამამ დამსვა და ცალკე დამელაპარაკა, მე და დედაშწნი რომ შენს გვერდით არ ვიყოთ და სხვა ზრუნავდეს შენზე საკმარისი იქნებაო? წამს გულში რაღაც ჩამწყდა როცა წარკოვიდგინე და ვუთხარი რომ მათ გარეშე არანაირ სიყვარულს არ ექნებოდა საკმარისი სითბო... მამამ მითხრა რომ ანიკო ჩემი და იყო მაგრამ მისი მშობლებიასთან არ იყვნენ, სადამდეც და როგორც შეგვიძლია უნდა შევუმსუბუქოთ და არ ვაგრძნობინოთ რომ ოჯახის არულფასოვანი წევრი არ არის, რადგან ის ნამდვილად ოჯახის ნამდვილი წევრია და შენგან, ჩვდნგან არაფრით გამსხვავდებაო, მამა მიხსნიდა რომ ისინი ისედაც ჩემი მშობლები იყვნენ და ამას ვერაფერი შეცვლიდა, მაგრამ შემეძლო მათი ზრუნვა ანიკოსთვისაც გამენაწილებინა და ასე მეც ბედნიერი ვიქნებოდი... როცა გავიაზრე მივხვდი რომ მშობლებს უზომოდ ვუყვარდით ორივე და არ უნდა მეეჭვიანა, თითქოს გულიდან ლოდი მომეხსნა... -პაციენტ მაისურაძეს ნათესავები თქვენ ხართ? -დიახ, ჩვენ ვართ -ბატონო, პაციენტის მდგომარეობა რთულია, მკერდის კიბო აქვს, გაგვიმართლა, ის იქამდე მოვიდა სანამ ყველაფერი უფრო გართულდებოდა, მკურნალობა დროული იქნება, სიმსივნე პატარაა და მისი ამოკვეთა შეგვიძლია, ყველაზე რთულ ვარიანტში კი მკერდის მოკვეთა გახდება საჭირო -გადარჩება? ვიგრძენი მამაჩემმა ეს ერთი სიტყვა რამხელა კანკალით თქვა... გული მომიკვდა. -თუ მკურნალობას ახლავე დავიწყებთ, გადარჩება, რაც მალე გადაიყვანთ საფრანგეთში, მით უკეთესი -საფრანგეთში? -დიახ, პაციენტს საფრანგეთში ესაჭიროება მკურნალობა, დამატებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მალე გაცნობებთ, გაგვიღიმა და დერეფანს გაუყვა.. -გოგონებო მისმინეთ, ახლა სახლში წადით, ხომ გაიგეთ რომ ყველაფერი მკურნალობას ექვემდებარება, მიდით მოწესრიგდით, დედათქვენის და ჩემი საჭირო ნიჳთები მოაგროვეთ, ყველაფერი ჩაალაგეთ, სანამ ყველაფერს გავიგებთ მზად უნდა ვიყოთ -მხოლოდ შენი და დედასი? გაიოცა ანიკომ -კი ანიკო, შენ და ლილია სახლში დარჩებით და ყველაფერსე მოგიყვებით, ხომ იცით რომ ახლა ყველა ვერ წავალთ, ვიცი რომ გინდათ მაგრამ ასე უცებ ამდენ რამეს ვერ მოვახერხებთ, მოდი ამაზე არ ვიკამათოთ - არა მამა, მე უნდა წამოვიდე, მოკლედ მოვუჭერი მამას. - არა მეთქი ლილუ, ანიკოს მიხედავ, მე დედათქვენს მივხედავ, გთხოოვთ, გამიგეთ და ჭირვეული ბავშვებივით არ მოიქცეთ. -რა გაეწყობა, წავალთ მაშინ და ყველაფერს ჩავალაგებთ. მამა ორივეს გადაგვეხვია და მანქანის გასაღები მოგვცა გზას გავუყევით,, ანიკომ დაარღვია სიჩუმე -ლილუ, ხომ ყველაფერი ძველებურად იქნება? -ან, მისმინე, მეც ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ხომ გესმოდა ექიმმა თქვა მკურნალობა დროულიაო, მოდი იმედი არ დავკარგოთ მხარზე ხელი მომისვა და საზურგეს მიეყრდნო. თვალები დახუჭა თითქოს ყველაფრისგან გაქცევა უნდაო -გისმენ გოგა -კი კარგად ვართ, ელენეა ცუდად, მაგრამ ყველაფერი მოგვარდებაო ექიმმა -არა არაფერს გიმალავ, ახლა საში მივდივართ და ხვალ ყველაფერს მოგიყვები -კარგი გავიგე, წამლები დალიე იცოდე, მიყვარხარ ანიკოს პასუხებით უკვე ვიცოდი გოგამ რაც ჰკითხა, ამიტომ ზედმეტად მეც აღარ ჩავეძიე... -სიცხე ისევ აქვს? -არ უთქვამს, ხვალ გავაცილოთ ელენე და ზურა, მერე ვნახავ გოგას -კარგი კარადიდან ჩემოდანი ჩამოვიღეთ და საჭირო ნივთები, თავის მოვლის საშუალებების მცირე ნაკრები და ტანსაცმელი ჩავაწყვეთ, საბუთები, პასპორტი, მამას დანაზოგი, ყველაფერი ცალკე გადავდეთ და დილისთვის მოვემზადეთ, რომ ვთვა თვალი რომელიმემ მოვხუჭეთ ან საჭმელი ვჭამეთთქო მოგატყუებთ, გვიანობამდე ვსაუვრობდით, ანიკოს როცა ჩაეძინა ჩემს საძინებელში მხოლოდ მას შემდეგ გადავედი... მოვწესრიგდი და საწოლზე ზემოდან დავწექი, სანამ ღრმა ფიქრებში წავიდოდი შეტყობინების ხმამ რეალობიდან წასვლის უფლება არ მომცა უცხო ნომერი იყო "იმაზე კარგი გამოვიდა ვიდრე ველოდებოდი, შემდეგში მეცოდინება ვის მივმართო..." ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ნახატი დავხატეთ და დამკვეთებთან გავაგზავნეთ, ვერ მივხვდი კონკრეტულად რომელი ნახატის ავტორს ეკუთვნოდა, ჩვენი სახელოსნოს გვერდზე ჩვენი ნომრებია განთავსებული და მსგავსი შეტყობინებები საკმაოდ ხშირია, ყველას კი ერთ პასუხს, მადლიერების შემცველ ტექსტებს ვუგზავნიდი და მიმოწერაც სრულდებოდა... დილით ადრე ავდექით, საავადმყოფოში წავედით, ნივთები დავტოვეთ ზურასთან და შემდეგ გავაცილეთ კიდეც, სახლში მისვლა საერთოდ აღარ მინდოდა, დედა რომ არ მხვდებოდა ჩვეული "მოდი დე ჭამეს" შეძახილით, გული მისევდინდებოდა, ამიტომ მე და ანიკომ გადავწყვიტეთ უმეტესი დრო სახელოსნოში გავვეტარებინა, უქმე დღეებზე სოფელში წავსულიყავით მეგობრებთან ერთად და ცოტა ხანი დაგვევიწყებინა მომხდარი, მიუხედავად იმისა რომ მუდამ ზურასთან ვკონტაქტობდით და ყველა ინფორმაციას დაწვრილებით ვიღებდით... რამდენიმე დღე იყო გასული როდესაც ზურამ მოგვწერა რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა და მალე დედა სრულიად განიკურნებოდა... სახელოსნოში ვიყავით როცა გოგა სახელოსნოში შემოვიდა სიცილით -გოგოებო, იმ ტიპმა ისევ ანგელოზის შეკვეთა მოგვცა, ოღონდ ამჯერად ორივე ფრთა დაზიანებული უნდა ჰქონდეს, თითქოს ააგლიჯესო, მე მაგის დამხატავი არავარ და იქნებ მოაბათ თავი? თან სიცილს არ იკავებდა... -მე დავხატავ, ვუთხარი შემართებით -კარგი, არააა პრობლემა, გაუხარდა ანიკოს -თათა როდის ჩამოვა? ჰკითხა გოგას ანიკომ - არამგონია ჯერ, მგონი ორი კვირა მაინც დარჩება სოფელში, ბებიას ეხმარება საქმეებში, ასე თქვა ვერ მოვალ უჩემოდ ცოტა ხანი მოითმინეთ როგორმეო - გადავიტანთ კი დღეები გადიოდა, შეკვეთებს ვასრულებდით და ჩემი დაბადებისდღისთვის სოფელში ვგეგმავდით წასვლას, რის გამოც სახელოსნოსაც ვკეტავდით და შეკვეთების მიღებაც წასვლამდე ერთი კვირით ადრე შევაჩერეთ, ანგელოზის ნახატი, რომელიც მომხმარებელმა მეორედ დაგვიკვეთა დავასრულე, წითელი ფერის გამოყენება არ მინდოდა, ამიტომ დაზიანებული ფრთა უბრალოდ ძაფის გადახვევის იმიტაციით შევცვალე, ნამუშევარი საბოლოო ჯამში ისევ საკმაოდ ნაზი, ძალიან ღია ფერებით, ვარდისფრითა და თეთრით შევასრულე, პირველი ნახატივით ესეც საკმაოდ ლამაზი და უცხო იყო, არც ამის გადაცემა მიხაროდა მეპატრონისთვის, შეფუთვისას გული საკმაოდ დამწყდა, მაგრამ ასეთია ჩემი საქმე, ის რაც სხვას ეკუთვნის, თუ შენთვის არ არის განკუთვნილი უნდა დაივიწყო...კურიერს კვლავ ყველა ნამუშევარი გადავეცით და სახელოსნოც დავკეტეთ. დილით ადრე გავდიოდით, სამწუხაროდ ისევ ცუდი ამინდი დაგვემთხვა, რას ვიზამთ, ნოემბრის დასაწყისია, თბილისში ხანდახან მზეც გვანებივრებს, მაგრამ ბებიამ გაგვაფრთხილა მხოლოდ თბილი ტანსაცმელი წამოიღეთ, თოვს და გაიყინებითო... -ლილია, ჩემოდანი როგორ ჩავიტანო ქვემოთ? გოგა არ დამეხმარება, გამაფრთხილა შენებურად ორი ტონა არაფერი ჩადოო, სახე უკმაყოფილოდ დაბღვირა -მართალი უთქვამს, ერთი კვირით მივდივართ, ამდენი რამე როდის უნდა ჩაიცვა? -ჩამატანინე და თუ არ ჩავიცვამ მაგასაც მახავ -კარგი კარგი, აიღე ჩემი ხურგჩანთა და მაგ ჩემოდანს როგორმე ჩავიტანთ -ზურგჩანთა? მხოლოდ ეს გაქვს თუ მატყუებ - არა გოგო, ეგ მაქვს, თანაც შენ იმდენი რამე მოგაქვს მე რაღატო წამოვიღო? დავეჭყანე - ჰაჰა რა ხარ ვინც არ გიცნობს, მიდი კარი დაკეტე და კიბესთან გელოდები. ყველანი შევიკრობეთ, ჯერ წყნეთისკენ გავემართეთ, თათა რომ წამოგვეყვანა, შემდეგ უკვე საგურამოში მივდიოდით, სადაც ბებია ანთებული თვალებით ისე გველოდებოდა როგორც ყოველ წელს. ზუსტად ამ დროს... თბილსს საკმაოდ გავცდით და საგურამოს გზაზე გადავუხვიეთ, ამ მაგიურ დღეს თოვლი უფრო მაგიურს ხდიდა, მანქანა პატარა, მაგრამ მთლიანად განათებული სახლის წინ გაჩერდა, მანქანის ხმაზე მაშიმვე გაიღო სახლის კარი და მომღიმარი ბებო დავინახე, გულს მითბობდა მისი მთელი ემოცია, ადამიანურობა, სიყვარული, უბრალოება და ის რაღაცნაირი გრძნობა ყოველთვის რომ მისი იმედი გაქვს და იმაზეც კი შეგიძლია ესაუბრო რასაც ვერც ოჯახს, ვერც საიმედო მეგობარს და თვით ანიკოსაც ვერ დაუჯდები და მოუყვები, გულიდან წამოსულ სითბოს, იმ სიტყვებს რაც მთელს ცუდსა და კარგ ემოციას, აღტაცებასა თუ იმედგაცრუებას გადმოსცემდა ბებოს ვუცვლიდი, ეს იყო ყველაზე ლამაზი მომენტები ჩემთვის.. -მოდით ბავშვებო - ბებო, მომენატრე, გაიქცა ანიკო და ლოყები ჩვეულად დაუჩქმიტა -ბებო, რა დაგვახვედრე? გოგა კვლავ ცანცარებდა -მოდი ბებო, შენ რომ გიყვარს ისეთი ქადები დაგიცხვე -აი ამიტომ მიყვარხართ - მეც მიმიშვით -მოხვალ ბებო აბა რას იზამ -მთელი ძალით მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე -თათა მოდი ბებო, ესენი ვირები არიან და თუ არ დაასწარი ვერ მოერევი -მე ბოლოს თავისუფალი რომ ხართ მერე მიყვარს, ხომ იცით -ჩემო პატარებო, წამოდით ახლა შევიდეთ სახლში "სახლური" სიყვარულით სავსე სითბო იდგა, ბუხრიდან შეშის ტკაცუნი ისმპდა, მაგიდაზე დაწყობილი საჭმელი კი უზომოდ მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა... ჩემს დაბადების დღემდე სამი საათი იყო დარჩენილი... დრო სწრაფად გადიოდა, ვსვამდით, ბებოს ისტორიებს ვუსმენდით, შემდეგ ყველანი ვცვლიდით ისტორიას, გოგას გიტარა თან ჰქონდა, ეგეც ავაჟღერეთ, ბებომ ფანდურით აუბა მხარი აბა თუ ბიჭი ხარო, მოკლედ კარგი ჟრიამული იყო, ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა, მეგონა ზურა მილოცავდა და დედას ამბებს მიყვებოდა, მაგრამ უცხო ნომერი იყო, შეტყობინება გავხსენი "გარეთ გამოდი" არავის ვიცნობდი საგურამოში და თანაც არავინ იცოდა რომ ჩამოვდიოდი, ჩემი ყველა მეგობარი აქ იყო და გამიკვირდა... -ორი წუთით გავალ, უნდა დავრეკო და მალე შემოგიერთდებით.. შარფი მოვიფარე და გარეთ გავედი, სახლის წიმ არავინ დამხვდა, შემოვუარე და ვერც მაშინ ვიპოვე ვერავინ, ვიფიქრე ალბათ თბილისში ვგონივარ ვინმეს და იქ მელოდებათქო, ნომერზე დავრეკე და ტელეფონის ხმა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარი მანქანიდან ისმოდა, შემეშინდა... კარი გაიღო და მანქანიდან მაღალი მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა, ბნელოდა მაგრამ მაინც ვამჩნევდი მისი დინჯი, მშვიდი სახის გამომეტყველებას და ჩემსკენ მომავალი მამაკაცის ყურებისას შიშმა უფრო მეტად ამიტანა, როცა მომიახლოვდა მხოლოდ მაშინღა გახდა შესამჩნევი მისი ნახშირივით შავი თვალები, გრძელი წვერი და მარმარილოსავით თეთრი კანი... -გამარჯობა? განვაცხადე შეშინებულმა და დაბნეულმა - ვიცი არ მიცნობ და შესაძლოა გეშინია კიდეც, მაგრამ მე საკმაოდ კარგად გიცნობ, დაბადებისდღის საჩუქარი მინდოდა გადმომეცა, პირადად, აქ ამიტომ ვარ... მისი საოცრად მშვიდი და ამავდროულად მაღალი ჟღერადობის ხმის ტემბრი უსაზღვრო აღშფოთებას და სიმშვიდეს ერთდროულად იწვევდა... -დამელოდე, მითხრა და მანქანისკენ დაიძრა, კარი გააღო და ორი დიდი ჩარჩოს მაგვარი ნივთი გადმოიტანა... -ეს შენთვის არის, ახლა სახლში შედი, მეგობრები არ ალოდინო, თბილისში რომ დაბრუნდები შემდეგ დაგელაპარაკები... ლოყაზე სწრაფად მაკოცა, სიცივის მიუხედავად თბილი, მხურვალე კანის შეხება ვიგრძენი, ტანზე ელვისებურმა ტალღამ დამიარა.. გამიღიმა და მანქანისკენ დაიძრა.. ვუყურებდი ორ დიდ ჩარჩოს და მოუთმენლობისგან მაშინვე შემოვაცალე ქაღალდი.. -ჯანდაბა, არ არსებობს... *** გამარჯობა, ესეც პირველი ისტორია, იმედი მაქვს საინტერესო იქნება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.