შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთხელ (მეორე თავი)


13-09-2022, 05:48
ავტორი girasole
ნანახია 1 516

1 თვის შემდეგ
წყლის ქვეშ იდგა თვალებ დახუჭული,ისევ დამიანეს სახე უდგებოდა თვალწინ, გაახსენდა მათი დიალოგი, ამ სახლში
“-შენ ჩვენზე უარს მხოლოდ შენი საქამიანობის გამო ამბობ? - გაგიჟებული გაჰყვიროდა გაგიჟებული ქალი, და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა
-ევანგელია,შენ არ გესმის,ჩემი საქმიანობა უკვე საფრთხეა, მე დიდი ხნის წინ დამიწყო სიკვდილმა თან დევნა, მაგრამ შენ - მიუახლოვდა წყნარი ლაპარაკით ქალს, და ხელებით სახეზე შეეხო - შენ ისეთი სუფთა ხარ,ყველაფერში ვერ გაგრევ - ტუჩებთან დაუჩურჩულა” ახლაც ჩაესმოდა მისი ხრინწიანი ბოხი ხმა ყურებში, რომელიც გაღიმეას იწვევდა
-ჯანდაბა,შენ მართალი აღმოჩნდი,მაგრამ მე ამ ყველაფერში უკვე გარეული ვარ - მაღლა აიხედა, წყალი გადაკეტა, და აბაზანიდან გავიდა. მოწესრიგდა, და საწოლზე დაემხო. ძალა არ ჰქონდა, მხოლოდ დამიანეზე ფიქრებით იყო დაკავებული, ყოველ გახედვისას ის და დამიანე ახსენდებოდა, დამიანეს ტუჩები, რომელიც ყოველთვის მუდამ ცხელი იყო,თვალები რომლის მსგავსიც არსად არასდროს ენახა,და ეშმაკური ღიმილი, რომელიც ყოველთვის მის სახეს ამშვენებდა…ამ ფიქრებშივე ჩაეძინა.
ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა, გათიშვას აპირებდა, როდესაც მობილურზე სახელი (დიმიტრი) შენიშნა
-რა გინდა - უხეშად უპასუხა
-ევა, ძალიან ვწუხვარ…მართლა ძალიან ვწუხვარ
-არ ვიცი რატომ დამავიწყდა შენი ნომრის წაშლა…სწრაფად მითხარი და გათიშე
-ლაპარაკი მინდა
-კაი? და ამას ჩემი ცხოვრების ნახევარი დასჭირდა?
-ვიცი, რომ არარაობა ვარ შენ თვალში, მაგრამ უნდა მომისმინო,არ ვითხოვ იმას რომ კიდევ მამა დამიძახო, არა ამას არ ვითხოვ, ლაპარაკი მინდა
-კარგი,მომწერე სად - უთხრა და გაუთიშა.
დიმიტრად ცნობილი მამაკაცი მენაბდის მამა იყო,დიახ მამა…
-რა უნდა უნდოდეს - ჭერს თვალები მიაპყრო და თავისთვის ჩაიჩურჩულა.
ნახევარი საათის შემდეგ, სხეული საწოლიდან წამოსწია, მოსაცმელი მოირგო, და აივანზე გავიდა, საიდანაც ბაღი მოჩანდა, ნოემბრის სუსხი უყვარდა, გაეღიმა როდესაც ბაღში მებაღე შენიშნა
-გამარჯობა ამირან როგორ ხარ?
-როგორ ვიქნები ჩემო გოგოვ - მკრთალად გაუღიმა კაცმა, და თავისი საქმე განაგრძო - გული გასკდა, ჯერ იყო და ბატონი გიორგი, ახლა კი დამიანეც - კიდევ ერთხელ გაეპო გული ორად - ბოდიშიჩემო გოგოვ, არ უნდა მეთქვა
-არა, რას ამბობთ… - თვალებიდან მომდინარე ცრემლი მოიწმინდა, და შეეცადა ისევ გაეღიმა - როგორ არის ლეილა დეიდა?
-კარგად შვილო კარგად, ისიც დანაღვლიანდა - უთხრა კაცმა
-სასიამოვნო იყო, რომ გნახეთ - გაუღიმა, და სახლში შევიდაკიბეები ჩაირბინა, სახლს მზერა მოავლო, არავინ იყო სახლში, სამზარეულოსკენ გზა გაიკვლია, და ჩაიდანი დაადგა. ჩაის ჭიქით ხელში იჯდა ტავის ოთახში,1 თვე იყო რაც წყნეთში ცხოვრობდა, სრულიად მოსწყდა მსოფლიოს, ცხოვრებსაც კი, არავის ესაუბრებოდა.მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ქარმა ფანჯარა გააღლო, სწრაფად წამოდგა, და ფანჯარა დახურა,სავარძელზე დაჯდა, ღრმად ამოისუნთქა, და ფეხებ აკეცილმა, ფიქრი დაიწყო,მიხვდა რომ უმოქმედოდ ვერ იჯდებოდა,მიხვდა რომ მისთვის უნდა გაეკეთებინა რაღაც, მაშინ გაუელვა სიტყვა “შურისძიებამ”,კარის ხმის გაგებისას სწრაფად ჩაირბინა კიბეები, და ახლად ჭშემოსულ მეტრეველს შეხედა
-სალაპარაკო გვაქვს! - სერიოზული ტონით უთხრა, და სასტუმრო ოთახში გადაინაცვა, გაკვირვებული სახით მიჰყვა მეტრეველიც
-რა ხდება
-ვინ არიან ის ადამაინები რომლებმაც დამიანე მოკლეს?
-მესმის რომ უნდა იცოდე შენი ქმრის მკვლელი, მაგრამ სახეზე გეტყობა რომ სხვა რამისთვის გჭირდება - ხელები გულზე დაიკირიფა და მჯდომიარესს თავზე დახედა - რა ჩაიფიქრე
-ეგ ჩემი საქმეა დავით, თუ გადავწყვიტე გეტყვი,თუ არა, არა,მეტყვი სახელებს, თუ უნდა ვირბინო აქეთ იქით - მომაბეზრებელი სახით შეხედა
-არ ვიცი რის გაკეთებას აპირებ, მაგრამ ვიცი რომ ეს დამიანეს არ მოეწონებოდა
-არასდროს ვაკეთებდი იმას რაც დამიანეს მოსწონდა, ახლაც ასე ვარ, დავით მეტყვი თუ არა?
-ღმერთო ჩემო…კარგი,მაგრამ მეტყვი რა ჩაიფიქრე მაგ შენს ტვინში - სახეზე ხელები ჩამოისვა - დიდი ხნის საქმე იყო, არასდროს უთქვამს დამიანეს? - შეხედა ქალს
-არა, არასდროს საუბრობდა ჩემთან, ბოლო პერიოდს თუ არ ჩავთვლით - ბოლო სამი სიტყვა თავისთვის ჩაიჩურჩულა
-კარგი ქნა…როგორც გითხარი დიდი საქმე იყო, იმდენად დიდინ რომ ამ საქმეს დამიანეს მამაც მოესწრო
-რა? - გაკვირვეულმა წამოიძახა
-ხო,გიორგი ამ საქმის გამო მოკვდა,ამ საქმის მთავარი გმირი ავთო ვიბლიანია, ახლა კი უკვე მისი ვაჟი ანდრიაც გარეულია. სინამდვილეში ამ ოჯახს ხალხი ბიზნესმენის სტატუსით იცნობს - ახლა გაახსენდა მათი გვარი და სახელი
-კი მახსოვს, უნივერსიტეტის დასრულებამდე, მათ დააფინანსეს გამოფენა - დაფიქრებული მზერით უთხრა მეტრეველს
-კი, ნამდვილად…მოკლედ ამ ოჯახს ძალიან დიდ ქველმოქმედად აღიარებენ,სინამდვილეში კი ბიზნესების გარდა, ნარკოტიკებს ყიდიან…დიდი ხნის წინ მიხვდნენ, რომ დამიანე მათ კვალს დაადგა, მათ…მათ
-რა გააკეთეს?
-მათ შენი დევნა დაიწყეს,ყველგან იყვნენ, დამიანეს სუსტი წერტილი კი
-მე ვიყავი - ცრემლებს იკავებდა - ღმერთო ჩემო - ხელები თავზე მოიკიდა, და დივნიდან წამოხტა - ჩემს გამო მოკვდა
-არასდროს! - უთხრა მკაცრად მეტრეველმა - არასდროს იფიქრო რომ ის შენს გამო მოკვდა, როდესაც ის ნაბიჭვრები არსებობენ - გულში ჩაიკრა სხეული, და ტავზე აკოცა - დამპირდი რომ არაფერს იზამ
-დავით!
-კარგი, მაშინ ის მითხარი რას აპირებ
-როცა კარგად მოვიფიქრებ გეტყვი - უთხრა, და მეორე სართულისკენ დაიძრა, საწოლში ჩაწვა, და სიზმრების მორევში გადაეშვა.
1 თვე მის გარეშე, სასაფლაოზეც კი არ ასულა, თითქოს კიდევ დამიანე ცოცხალი იყოს, მისთვის ისევ ცოცხალია, მაგრამ აკლია, მისი შეხება აკლია, რომლის დროსაც თვალებ მილულავდა, რომლის დროსაც წყნარდებოდა, რომლის დროსაც მუცელში ნამდვილ პეპლებს გრძნობდა, რომლისაც არასდროს სჯეროდა.
შემოდგომის მზემ შემოაღწია ოთახში, და პირდაპირ მის სახეზე დაანათა,სახე სასაცილოდ დამანჭა, და თვალები გაახილა, ისევ ეგონა, რომ დამიანე მის გვერდით იქნებოდა, თუმცა ცარიელ ადგილს გახედა, თვალები დახუჭა, ამოისუნთქა, და საწოლიდან ადგა. მოწესრიგდა, თმის საჭერით მუქი წაბლისფერი თმა აიწია, და ოთახიდან გავიდა. კიბეებზე ჩასულს სამზარეულოში მოფუსფუსე ქალი დახვდა, რომელიც მკრთალი ღიმილით აკეთებდა საუზმეს
-ევა, გაიღვიძე? - უკვე ფართე ღიმილით გახედა, შავებში შემოსილმა ქალმა,რომელსაც სევდით სავსე თვალები უციმციმებდა
-მარიკა? - ქალს უკნიდან მოეხვია, და ლოყაზე აკოცა. თვალწინ ედგა საამაყო ქალი ცხოვრებაში, რომლისგანაც მაგალითი უნდა აეღო, თუმცა მას ხომ უკვე შურისძიება გადაეწყვიტა, შურისძიება, რომელიც არ იცოდა რას მოუტანდა.
-ჩემო გოგოვ,ისაუზმებ?
-ვისაუზმებ
ორივენი იჯდნენ მაგიდის გარშემო, ორივეს თვალებში სევდას დაეკავებინა ადგილი, ორივემ დაკარგა საყვარელი ადამიანი…
-მარიკა, რაღაცას გკითხავ - უეცრად წამოჭრა თემა
-გისმენ ევა
-არასდროს მოგდომებია რომ, გიორგისთვის შური გეძია? - ქალი გაშეშდა,ჩანგალი და დანა მაგიდაზე დადო, და თბილი სახით შეხედა ევას
-ჩემო გოგოვ, ვიცი ახლა რასაც გრძნობ,ამდენი ხანია გიცნობ, ძლიერი ქალი ხარ, მყარად დგახარ, მაგრამ იცოდე შურისძიება არასდროს დაგიბრუნებს იმ ადამიანეს რომელიც დაკარგე,არასოდეს, ეს უბრალოდ გამოიწვევს ტკივილის, უფრო მეტ ტკვილის, რომელსაც ძლიერი ადამიანიც კი ვერ უძლებს,შენ არეული ხარ,ნუ დაიმძიმებ საკუთარ თავს…რაც შეეხება კითხვასა რომელიც შენ დამისვი, კი ძალიან ბევრჯერ მდომებია, სიმართლე გითხრა ახლაც კი მინდა, მაგრამ გავტყდები, უფრო მეტად დავიმსხვრევი… - სათქმელი დაასრულა, და საუზმობა განაგრძო.
საუზმობას როცა მორჩნენ, მარიკა წავიდა, ისევ მარტო დარჩა, და მარიკას ნატქვამზე ფიქრობდა, მართლაც აეული იყო, არ იცოდა რა გაეკეთებინა, თუმცა სურვილი იმ ადამიანების ტკივილის დანახვის არ ქრებოდა, თან კი იცოდა, გრძნობდა რომ ეს ამბავი უბრალო შურისძიებით არ დასრულდებოდა,ფიქრების გასაფანტად თავი აქეთ - იქით გააქნია, და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა, რომელშიც დიმიტრის 5 გამოტობვეული ზარი და “მესიჯი” მოჰყვა სადაც შეხვედრის მისამართი ეწერა, და ისიც რომ 1 საათი იყო “მამა - შვილის” შეხვედრა.ირონიულად გაეღიმა, და მობილურზე ნომერი აკრიფა.
-ლევან გამარჯობა
-ევა? რა სიურპრიზია - ტელეფონიდან გაისმა მამაკაცის ხმა
-დღეს თუ თავისუფალი ხარ შევხვდეთ?
-კი, კი, მისამართი მომწერე და დრო
-კარგი, მადლობა ლევან - დაკიდებას აპირებდა, როდესაც მამაკაცმა შეაჩრა
-ევა
-ხო ლევან
-მიხარია რომ დამირეკე
-შენ წარმოიდგინე და მეც,შენი დახმარება მართლა მჭირდება
-რა თქმა უნდა - უთხრა და გათისა.
ერთი თვის შემდეგ პირველად დაურეკა ვიღაცას…
მოემზადა,სარკეში საკუთარ თავს შეჰყურებდა,არაფერი შესცვლოდა, ისევ ისეთი იყო, თვალებში სევდას თუ არ ჩავთვლით, იქვე დადებულ შარფს დააკვირდა, და გაეღიმა “შეხვედრის მთავარი ფიგურა”ასე მოიხსენიებდა ხოლმე, თბილი შარფი აიღო, და კისერზე მოიხვია, საკუთარ თავს სარკეში მკრთალად გაუღიმა, და ოთახიდან გავიდა. სახლიდან გასულს ქარმა თმები აუწეწა, ცივ ქარმა სხეულშიც შეაღწია, “პალტო” შეიკრა, და ტაქსიში ჩაჯდა. მანქანა დაიძრა, და თბილისისკენ გზას გაუყვა.
ფანჯარაში იყურებოდა, და ხედავდა ნაცნობ ადგილებს, რომელსაც ერთი ტვე მოსყვეტოდა. ტაქსი გაჩერდა, თანხა გადაუხადა, და ახლოს მყოფ კაფეში შევიდა. აქეთ - იქით მიმოიხედა, და ნაცნობი სხეული რომ შენიშნა მისკენ დაიძრა
-გამარჯობა ბატონო დიმიტრი - ციცნიკურადე გაუღიმა, და სკამზე დაჯდა
-მიხარია რომ მოხვედი - უთხრა კაცმა, რომელსაც ნერვიულობა დასტყობოდა - როგორ ხარ?
-ძალიან კარგად ვარ ძალიან კარგად, მამას გავახსენდი და ცოტა - ორი თითიტ აჩვენა - სულ ცოტა მიხარია, რატომ გინდოდა ჩემი ნახვა? არ მითხრა რომ მოგენატრე
-გეყოს ცინიკური ტონი - გაბრაზება დაეტყო კაცს
-კარგი რა დიმა, არ გინდა ეს მამური საქციელების გამომჟღავნება
-მინდა სიმართლე იცოდე - დააიგნორა შვილი კაცმა, და საუბარი დაიწყო - რომ მე ჩემი საკუთარი ნებით მიმიტოვებიხარ, ლინას არ უნდოდა, რომ მე და შენ ერთმანეთს შევხვედროდით
-ჩემს მკვდარ დედას შეეშვი - ჭაობისფერებიდან ნაპერწკლების მფქვევა დაიწყო - ახლა მაინც შეეშვი ლინას - დამშვიდებული ხმით უთხრა
-რატომ არ გინდა მომისმინო? გეშინია რომ დამნაშავე მე არ ვიქნები? - დაბნეული მზერით შეჰყურებდა მამაკაცი
-არა, მე არ მინდა გული მეტკინოს - ჩამწყდარი ხმით უთხრა, და დიდი მინის ფანჯარაში გაიხედა
-აქ იმიტომ მოგიყვანე რომ… - კაცს ლაპარაკი, გოგონას წკრიალა ხმამ შეაწყვეტინა
-მამა,მოვიდა? - დაახლოებით 19 - იოდე წლის გოგონა ედგა წინ, რომელსაც სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა, ნერვიულობდა, და არ იცოდა ხელები სად წაეღო, ცქმუტავდა, და ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. რამოდენიმე წუთი აკვირდებოდა გოგონას, თავისზე ოდნავ დაბალი, ქერა, ჩალისფერი თმითა, და მწვანე ხასხასა თვალებით. სახე შეეცვალა, არ იცოდა რა ექნა, ჰაერი სჭირდებოდა,თვალებ გაფართოებული იყურებოდა, და ვერ იჯერებდა რომ მის თვალწინ მისი და იდგა. ჩანთას ხელი სტაცა, და შენობიდან გავიდა.
უბრალოდ შენობის წინ იდგა, სურვილი გაუჩნდა მოწევისა, ამიტომ უცნობს სთხოვა, ისე რომ არც კი შეუხედავს ვინ იყო
-ბოდიშით, სიგარეტი ხომ არ გაქვთ? - აწყლიანებული თვალები დაბლა ჰქონდა დახრილი
-კი - უცნობმა ჯიბიდან სიგარეტის ყუთი ამოიღო
-მადლობა - სიგარეტის მსხვილი ღერი ამოაძვრინა, მხოლოდ მაშინ შეხედა უცნობს,როცა სანთებელა აანთო და ღერთან მიუტანა აწყლიანებული თვალებით გაუსწორა მის შავ, გირიშის ფერებს, ტვინში მხოლოდ ერთმა სიტყვამ გაუელვა “დამიანე”. ზუსტად მის თვალებს ეგონა უყურებდა,გაგითრდა, ფერები სახეზე გადაუარა, ფეხებში ძალა აღარ ჰქონდა ცოტაც და იქვე ჩაიკეცებოდა, თავი გაიმაგრა, ღერს მოუკიდა და იქვე მოაყოლა
-მადლობა - უცნობმა თავი დაუქნია,და შავ რეინჯროვერში ჩაჯდა, მანქანამაც არ დააყოვნა, და ადგილს მოსწყდა.
ღრმა ნაპასი დაარტყა და მომწამლავ ნივთიერებას ორგანიზმში გასაქანი მისცა
-ეს უბრალოდ სხვა ადამიანი იყო…- თავი თავს უჩურჩულებდა, და ღრმად სუნთქავდა, იგრძნო გულის აჩქარება, რომელიც როცა დაბალანსდა, ღერიც ნაგვის ურნაში ჩააგდო, ისევ ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი და კაფეში შეაბიჯა. ისევ მაგიდასთან დაჯდა, და სერიოზული სახე გაუსწორა ოდნავ გაღიმებულ გოგონას.
-ცოტაც და ქალბატონ ლიკასაც გამაცნობ - ცინიკური ტონით შეხედა დიმას - არა მოიცა თუ ლიკუნა უნდა დავუძახო? - ახლა გოგოს შეხედა, რომელსაც ეტყობოდა როგორ იკავებდა ცრემლებს
-ევა… - მკაცრი ტონით დაიწყო ლაპარაკი კაცმა - აქ იმისთვის არ მომიყვანიხარ რომ ნესა დაგემცირებინა
-ბოდიში, მე მაპატიეთ, დიდი სიყვარულით აღსავსე რომ ვერ ვარ
-მგონია რომ ვერ კი არა არ ხარ - გოგონამ ხმა ამოიღო
-შენ არაფერი არ იცი! იმ ყველაფრის შემდეგ რაც შენ გვერდზე მჯდომმა მამაკაცმა ჩაიდინა, დამიჯერე აქ არც მოხვიდოდი
-შენ მას არც კი უსმენ - ყვირილამდე ცოტა აკლდა გოგოს
-არ მინდა მოსმენა! - მშვიდი ხმით მკაცრად თქვა
-იმედი მქონდა რომ შენ იქნებოდი ისეთი როგორიც წარმომედგინა, მაგრამ იმედები გამიცრუე, რა საკვირველია რომ ბედმა გაგწირა, და საყვარელი ადამიანი წაგართვა, რადგან მათ არც იმსახურებ!
-ნესა! - ხმა გაიმკაცრა კაცმა
-მეორეჯერ ასე საუბარი არ გაბედო, უფლება არ გაქვს ამ თემას შეეხო! - გაცეცხლებული იყო, აღელვებული, სათქმელი მიახალა და ქუჩაში გავიდა.
მიუყვებოდა ქუჩებს, დამძიმებული, თითქოს ყველა ადამიანის გრძნობები ერთიანად ეწვა ზურგზე, ლევანს დაურეკა
-ლევან, შეხვედრა ორი საათით რომ გადავდოთ?
-არ არის პრობლემა - და გათიშა.
საღამოს 7 საათი ღამის 2 საათს მოგაგონებდათ ავი ღრუბლების გამო. წვიმის წვეთები რომ იგრძნო სახეზე გაეღიმა, და თავი მაღლა ასწია, “პალტო” უკეთ შემოიხვია, ფეხები დასველებოდა, ყველა გარბოდა, ის კი ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა ნაცნობ ქუჩებს, რომლებიც ისევ და ისევ დამიანეს ახსენებდნენ.
ზუსტად საათ ნახევარი დააბიჯებდა ასე, როდესაც ქუჩაზე გადასვლის დრო მოვიდა, ნაბიჯი გადადგა, მხოლოდ სიგნალის, და ძლიერი მუხრუჭის ხმა გაიგო, შემდეგ კი გაუაზრებლად მიწაზე აღმოჩნდა, თვალებს ძლიოერ აჭერდა ერთმანეთს, ვერ გაეგო რა ხდებოდა, გონს მხარზე შეხებამ მოიყვანა
-ჯანდაბა, ცოტაც და მოგკლავდი, შენ რა გზაზე არ იყურები? - ღრიალებდა 30 წლამდე მამაკაცი, ნაცნობი ხმის გაგონებისას ახედა მამაკაცს, “უცნობი” ის უცნობი იყო დამიანეს თალებით. თვალები უფრონჩამუქებოდა, გიჟს გავდა
-კარგად ვარ - დაპატარავდაო თითქოს, სადღაც წავიდა ის ქალი, რომელიც ძლიერ იდგა ხოლმე მიწაზე.
-კარგად ხარ? ცოტაც და საიქიოს გზაზე გაგიშვებდი - უთხრა, და წამოაყენა
-მადლობა, რომ საიქიოს გზაზე არ გამიშვი, და ნახვამდის - ბოლოჯერ შეანათა წაობისფერი თვალები და ადგილი დატოვა.



მიხარია რომ კიტხულობთ, მადლობელი ვიქნები თუ აზრზსაც გამიზიარებთ, სიყვარულით girasole



№1 სტუმარი სტუმარი მაიკო

ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი სიუჟეტია ყოჩაღ . ოღონდ ძალიან ნუ დააგვიანებ ხოლმე რომ წაკითხვის სურვილი არ დავკარგოთ

 


№2  offline წევრი girasole

სტუმარი მაიკო
ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი სიუჟეტია ყოჩაღ . ოღონდ ძალიან ნუ დააგვიანებ ხოლმე რომ წაკითხვის სურვილი არ დავკარგოთ

დიდი მადლობა რომ კითხულობთ, და აზრს მიზიარებთ.
დიდი იმედი მაქვს იმედებს არ გაგიცრუებთ.

 


№3  offline წევრი OKI ME

ოჰოოოო, რა მაგარი თავი იყოო ❤️❤️❤️ ძალიან საინტერესო იყო. ❤️ თან როგორი ამბები განავითარე?! ❤️

უჰ, როგორ მაინტერესებს ევას და მამამისის რეალური ამბავი.

უცნობის ამბავიც მაინტერესებს, ვინ არის ნეტა? მე მაინც მითხარი საიდუმლოდ რაა :DDD))))

ძაან საინტერესოა რას იზავს ევა. იძიებს შურს თუ განაგრძობს ცხოვრებას. ნუ ორივე რთულია ახლა მისთვის. არადა ამ დროს შურისძიება სიმშვიდეს მართლა ვერ მოუპოვებს. ან უკეთეს შემთხვევაში წუთიერი იქნება ეს სიმშვიდე.

ახალ თავს მოუთმენლად ველი. ერთი სული მაქვს წავიკითხო ❤️❤️ წარმატებებიი ❤️❤️

 


№4  offline წევრი girasole

OKI ME
ოჰოოოო, რა მაგარი თავი იყოო ❤️❤️❤️ ძალიან საინტერესო იყო. ❤️ თან როგორი ამბები განავითარე?! ❤️

უჰ, როგორ მაინტერესებს ევას და მამამისის რეალური ამბავი.

უცნობის ამბავიც მაინტერესებს, ვინ არის ნეტა? მე მაინც მითხარი საიდუმლოდ რაა :DDD))))

ძაან საინტერესოა რას იზავს ევა. იძიებს შურს თუ განაგრძობს ცხოვრებას. ნუ ორივე რთულია ახლა მისთვის. არადა ამ დროს შურისძიება სიმშვიდეს მართლა ვერ მოუპოვებს. ან უკეთეს შემთხვევაში წუთიერი იქნება ეს სიმშვიდე.

ახალ თავს მოუთმენლად ველი. ერთი სული მაქვს წავიკითხო ❤️❤️ წარმატებებიი ❤️❤️


მადლობა რომ თქვენ დროს ისტორიის წაკითხვაში ხარჯავთ, მიხარია რომ მოგწონთ. რაც შეეხება ევას მაინც საიდუმლოდ დავტოვებ.

 


№5  offline წევრი Marikagogolqdze

კი, კიი..გააგრძლე სა ხშირად დადე ახალი თავები. საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent