შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სიზმარი (თავი 1)


14-09-2022, 23:21
ავტორი CinemonGirl
ნანახია 1 160

თავი 1
და მაინც ვინ ვარ?...
კიდევ ერთი ულამაზესი დილა გათენდა ბონიტასში. მზის პირველი სხივებისთანავე გაეღვიძა მიას. ოთახის ნაცნობ ჭერს შეაშტერდა, ისე რომ არაფერზე უფიქრია, გონება სრულიად თავსუფალი ჰქონდა და აზრებით გამოტენვას არ ჩქარობდა. ზმორებით წამოჯდა ლოგინზე და მის გვერდით მდგარ საწოლს გადავხედა, სადაც მისი და იწვა. როგორც ყოველთვის გაგუდულად ეძინა, მარიანას. მიაც უჩუმრად წამოვდგა ლოგინიდან. სკამზე დაყრილ ტანსაცმელს დაწვდა, ყავისფერი ნაჭრის შარვალი და მაღალი ჩექმები ამოიცვა, თასმა კოჭებთან დაიხვია და ორჯერვე მჭიდროდ შევიკარა, ზედ თეთრი პერანგი გადაიცვა. იქვე მიგდებულ წითელ შარფს დასწვდა და მზარზე გადაიკიდა. სარკის წინ გრძელი, ყავისფერი თმა უცბად დაიწნა და გარეთ გავარდა. ოთახიდან გასული ფრთხილობდა სახლის იატაკი არ აჭრაჭუნებულიყო სადმე და ვინმე არ გაეღვიძებინა. საბედნიეროდ ამ ჯერზეც გაუმართლა და სახლიდან ისე გავიდა არავის ზედმეტი ხმა არ გაუგია და პირდაპირ საჯინიბოაში შევარდა.
- ამარის - ცხენმა ნახნობი ხმის გაგონებაზე დაიჭიხვინა - შშშ.. როგორც ყოველთვის ახლაც გამოვიპარე, პატივს დამდებ და გააჭენებ ჩემთან ერთად მეგობარო? - თანხმობის ნიშნად თავი მორჩილად დამიქნია.
ამარისი შავი, არაბული ჯიშის ბედაური იყო და ალაგ-ალაგ მრგვალი, ნაცრისფერი ლაქები ჰქონდა, კუნაპეტ ღამეში მთვარეს ჰგავდა. მიამ ყავისფერ უნაგირს გახედა და ის გაიფიქრა რასაც ყოველთვის ფიქრობდა მის დანახვაზე. ყოველთვის უკვირდა რა საჭირო იყო უნაგირი ცხენზე ჯდომისას, რატომ უნდა შეეზღუდა ცხენი და თავისი თავიც ამ ფორმალობისთვის. შვიდი წლის ასაკში მოუყვანეს მშობლებმა, ამარისი ჯერ კიდევ პატარა კვიცი მიას. ორივე ერთად გაიზარდა, პირველი დღიდან დაიწყო მასზე, მოვალა და მზრუნველობა. ახალა უკვე ოცდაერთი წელი უნდა შესრულებოდა ძალიან მალე და მის ერთადერთ ნამდვილ მეგობრად მხოლოდ ამარისი მიანდა. მიას სოფელში ბევრ გოგოს არ აინტერესებდა და ეუცნაურებოდათ კიდეც მიას გატაცება ცხენებისა და მსაგვსი ინტერესების მიმართ, მათთვის მნიშვნელოვანი ლამაზი კაბები, ვარცხნილობები და ბიჭები იყო. მიასთვის მხოლოდ მისი მეგობარი კი არა მშობლების სახსოვარი იყო. მისთვის იმაზე მეტი დატვირთვა ჰქონდა ცხენს ვიდრე ვინმეს წარმოაედგინა. ცხენის ჩუქებიდან ორ კვირაში მისი მშობლები დაიკარგნენ და მას მერე აღარ გამოჩენილან. მოგვიანებით ორი გახრწნილი სხეული იპოვეს და დამარცეს, როგორც ნატალია და ჯონ სალვატორები. იმ დღის მერე გოგონებს მამიდა ზრდიდა, შეძლებისდაგვარადა, რადგან თვითონაც სამი შვილი ჰყავდა ორი ბიჭი და ერთი გოგო. საკმაოდ გაჭრვებული ოჯახი ჰქონდათ, ერთხელ ისე გაუჭირდათ, რომ ამარისის გაყიდვაც გადაწყვიტეს, მაგრამ მიამ ისე განიცადა, მამიდა გოშას შეეცოდა და ნება დართო დაეტოვებინათ. იმ პერიოდში ამარისიც ძალიან გახდა ზამთარი იყო და თავიანთთვის არ ჰყოფნიდათ საჭმელი ცხენზე რომ არაფერი ვთქვათ. ხანდახან მიას ჩუმად გამოჰქონდა ნასუფრალი და აპურებდა თავის ერთგულ მეგობარს.
გახარებული შემოახტა ცხენს ზურგზე, ფაფარში ჩაავლო ხელი და ანიშნა დაძრულიყვნენ, ამარისმა ჩუმად დაიჭიხვინა და ადგილიდან მოწყდა. საოცრად სწრაფი და მსუფუქი თქარუნით გავარდა ქუჩაში. მიას სუნთქვა შეეკრა, როდესაც ცივი ჰაერი იგრძნო პირსახეზე, მზარზე გადაგდებული წითელი სარფი ტავზე დაიფარა, ცალი მზარე ცხვირ-პირზე აიფარა და ყურთან შეიკეცა. გაზაფხული იწურებოდა, მაგრამ ირგვლივ მაინც სუსხი იყო. მიას ძალიან უხაროდა ზაფხულის დადგომა, რადგან მისი საყვარელი სეზონი იყო, გიჟდებოდა აყვავებულ მინდვრებზე და ფერად დღეებზე. ზაფხულობით ხშირად იკარგებოდა ხოლმე ცხენთან ერტად ტყეში და საათობით დადიოდა უცხო ადგილებში. უყვარდა ცივი ნაკადულით გაგრილება და იქვე ტბაში ბანაობა. მაგრამ როგორც გააფრთხილეს მალუმის ტყეებსა და ციხესიმაგრეს ერიდებოდა, რადგან ძველი თქმულებების თანახმად ერთი ავსული კაცი ცხოვრობდა, რომლის სახელსაც ახლა არ ახსენებენ, რადგან მისი საქმეები იმდენად ბნელი იყო, რომ ახლაც კი ეშინიათ. მიას ამის არ სჯეროდა, მაგრამ როგორც კი მალუმის ტერიტორიას მიუახლოვდებოდა, მისგან წამოსულ ავ აურას გრძნობდა და ის შიში რაც სუსხიან ჰაერს მოჰქონდა პირდაპირ ძველბში ატანდა.
მთის წვერზე ავიდა ლაღი ნავარდით ამარისი დაუღალავად. მია გადმოხტა და ხევისკენ გაიქცა ზემოდან გადახედა მთელ სოფელს, ჯერ კიდევ რამდენიმე სახლს ეტყობოდა გამოღვიძება, მამალიც არ ჩქარობდა ყივილს. ნელ-ნელა მზეს ღრუბელი გადაეფარა, აშკარა იყო უნდა ეწვიმა. ცოტა ხანი იქ გაატარა კლდის პირას ჩამომჯდარმა, ბოლოს სიცივემ გამოფხიზლა და უბიძგა სახლისკენ დაძრულიყო.
- წავედით მეგობარო საცაა წვიმა დაიწება, ალბათ ჩვენებიც გაიღვიძებენ და ხომ იცი არ მინდა ისევ შენიშვნებით ამავსონ.
ცხენს შემოახტა და სახლისაკენ მიმავალ გზას დაადგა. გზაში გაწვიმდა, გახარებულმა მიამ ხელეფი გაშალა და სახე წვიმის წვეთებს შეაგება.
- რას იტყვი ამარის იქნებ მოხუც კარლოს შევუაროთ, ხომ იცი უხარია ხოლმე ჩვენი ნახვა.
გზიდან გადაუხვია და პატარა ჩიხში ერთ პატარა ქოხს მიადგა. ცხენიდან ჩამოხტა კართან მივიდა დასაკაკუნებლად და კარი ისე გააღო მოხუცმა, რომ მიას ხელი არც კი დაუდია კარზე.
- შემოდი ჩემო პატარა მეგობარო, გელოდი, ცოტა დაგაგვიანდა, მაგრამ მაინც კარგია, რომ შენი მოხუცი კარლო მოინახულე. - სიხარულით შეეგება კართან მოხუცი.
- ხომ იცი შენ სულ მახსოვხარ, უბრალოდ ხშირად ვერ ვიცლი შენს სანახავად.
- ხო, ხო ვიცი, მაგრამ უშენოდ ვიწყენ ხოლმე. არავინ მოდის ჩემს სანახავად. ან ვინ მოვა მაგ სულელებს მე ვგონივარ სულელი და ყრუ და ჩემს ყოველ დანახვაზე გაჰყვირიან გიჟი კარლო მოდისო.
- მაგათ ნუ მოუსმენ ბევრი რამ არ იციან. რაღაც მოგიტანე - ნახევარად შესულს გაახსენდა და ტყავის შარვლის ჯიბეში ხელი ჩაიცურა. - ვიცი, რომ გაგიხარდება.
- ვგრძნობდი, რომ დღეს მართლაც რარაც გამიხარდებოდა და შენ მოხვედი ახალა კი თან რარაც მოგიტანია - გაიღიმა მოხუცმა - ეს საინტერესოა.
- აი გამომართვი, შავი ობსიდიანნია, მთის ძირას ვიპოვნე. - პატარა ნაჭერში გახვეული შავი ქვა გაუწოდა მიამ მოხუცს.
- ოჰო, ძალიან კარგი, ძალიან კარგი - გამორთვა და კარგად შეათვალიერა თან თვალები ისე გააფართოვა, ერთი შეხედვით ვერც კი წარმოიდგენდი, რომ ამ კაცს ამხელა თვალები შეიძლებიდა ჰქონოდა.
მოხუცი კარლო, არც ისე მოხუცი იყო, როგორც ეტყობოდა, მოუვლელობისა და გამუდმებული ბრძოლის გამო დაჩიავებულიყო. თბილი ნაზი ცისფერი და დანაოჭებული თვალები ჰქონდა. ყოველ ჯერზე როცა მია თვალებში ცახედავდა ხედავდა მისგან სითბო და სიბრძნე ამოსჭვიოდა, ყოველთვის ფიქრობდა, რომ სწორედ ამის გამო ჰქონდა ასეთი დამძიმებული თვალები. მთლიანად გაჭაღარავებულიყო, წელში მოხრილიყო, მაგრამ ისეთი მოუწესრიგებელიც არ იყო რომ შეზიზღებოდა ადამიანს, წვერიც მოვლილი ჰქონდა შეძლებისდაგვარად, არც კუდიანივით გრძელი და ყვითელი ფრჩხილები არ ჰქონდა და არც ჩაყვითლებული კბილები. მია ფიქრობდა, რომ ადრე ძალიან გავლენიანი ადამიანი უნდა ყოფილიყო, ასეც იყო როგორც თავად კარლო ამბობდა. ხანდახან მოხუცი იხსენებდა, რომ ტრიბუსის წევრი იყო და მაღალ კოშკში ცხოვრობდა წევრებთან ერტად, რომ ტრიბუსში მხოლოდ სამი ყველაზე ძლიერი ჯადოქარი ერთიანებდებოდა, ხშირად ყვებოდა მალუმის შესახებ ისტორიებს, რაზეც ყველა დასცინოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წინაპრებისგანაც სმენოდათ და ლეგენდად ქცეულიყო უკვე ეს ამბები.
- მხოლოდ ცოტახნით შემოგიარე კარლო, ხომ იცი ჩემები მელოდებიან უკვე.
- ხო, ხო მესმის, მაგრამ ხომ იცი ჩემი კარი შენთვის ყოველთვის ღიაა.
- რა თქმა უნდა ვიცი - მიუგო გახარებულმა მიამ და კარისაკენ დაიძრა.
- მია ავუროდა სალვატორ, ვიცი არ გჯერა, მაგრამ მოემზადე და მომაკითხე მაშინ როდესაც მზად იქნები სამყარო შენ გელოდება, რომ გადაარჩინო. დროა ნელ-ნელა თვალები გაახილო ჟამი ახლოვდება შენი და ჩვენი მთლიანი სამყაროს გამოცდისა, ის ვინც შენ გვერდში დაგიდგება გადარჩება, ხოლო სხვანი მას მიჰყვებიან ვინც შენ წინ აღგიდგება. მულიმი და მასთან მისი ბატონიც იღვიძებს ამას ჰაერშიც ვგრძნობ, მაგრამ ბონიტას ისევ სძინავს, რადგან შენ გეშინია შენი ნამდვილი სახის. - მთელი სერიოზულობით მიუგო მოხუცმა კარლომ დაბნეულ მიას. ასე მთავრდებოდა, ბოლო პერიოდში მიას და მოხუცის საუბრები, მია ვერ ხვდებოდა რაზე ესაუბრებოდა. რა თქმა უნდა გიჟად არ თვლიდა, მაგრამ ვერც მისი საუბრიდან გამოჰქონდა აზრი, საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კარლოს თავისი სამყარო ჰქონდა, რომელიც გადარჩენაში ეხმარებოდა.
ცხენს შემოაჯდა და სახლისაკენ გასწია, ცხენი თავლაში დააბრუნდა და თვითონ სახლში შევიდა, საბედნიეროდ ჯერ კიდევ ყველას ეძინა, მიაც ლოგინზე წამოწვა და იმაზე დაიწყო ფიქრი რაც თავადაც კი არ იცოდა.



№1  offline წევრი izabella

საინტერესო დასაწყისია, მომეწონა.
მიაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, აი კარლო კი საინტერესო ვინმე ჩანს.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, წარმატებები და იმედია ახალი თავი მალე იქნება.❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი CinemonGirl

izabella
საინტერესო დასაწყისია, მომეწონა.
მიაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, აი კარლო კი საინტერესო ვინმე ჩანს.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, წარმატებები და იმედია ახალი თავი მალე იქნება.❤️❤️❤️

ძალიან მიხარია და სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ვიღაც კითხულობს და თუნდაც ეს პატარა მონაკვეთი მოსწონს ❤️❤️. სამწუხაროდ, გრაფიკიდან გამომდინარე ვერ გეტყვით შემდეგი თავი ზუსტად როდის დაიდება, მაგრამ ვეცდები, რომ მხოლოდ თქვენს გამო მაინც დავაჩქარო. ალბათ გამიგებთ წერის პროცესი საკმაოდ შრომატევადია და არც სულ გაქვს იმის მუზა, რომ განა წერო, არამედ გადმოსცე ის რაც გინდა, რომ მკითხველამდე მიიტანო.❤️❤️❤️❤️ მაგრამ მართლა ძალიან მიხარია თუნდაც ერთი დადებითი კომენტარის წაკითხვა. ❤️❤️❤️❤️ მადლობა თქვენ.❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი EllaTriss

გამარჯობა,
ზოგადად ფენტეზის მოყვარული არ ვარ, თუმცა მგონია, რომ წინ რაღაც ძალიან დიდი და საინტერესოა.
ნაწერში შეცდომებია, თუმცა ეს დიდი ალბათობით სწრაფად ბეჭვდის გამო, საერთოდ ჩემი მეგობრული რჩევა იქნება რომ დადებამდე გადახედო იმას რაც დაწერე, არამარტო ამიტომ, შეიძლება რაღაცამ სხვანაირად გაიელვოს, უკეთესი იდეა მოვიდეს, სიჩქარე საჭირო არაა, მთავარია კარგი შედეგი, ეს ყველას გვესმის, განსაკუთრებით აქ და ყველა დაგელოდება. ♡
დროებს მიაქციე ყურადღება, ერთ მომენტში გაგექცა და პირველი პირი იყო, თუმცა მთლიანი ტექსტი მესამეშია.
ამ ეტაპზე პერსონაჟებზე ვერაფერს ვიტყვი, შემდეგ თავებში უკეთ გაიხსნება თითოეული ტიპაჟურად და ვფიქრობ უფრო საინტერესო განხილვა გამოვა.

.
კარგი გოგო ხარ, დიდი პოტენციალია და აუცილებლად გააგრძელე წერა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent