შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება იდიოტი ( სრულად )


17-09-2022, 09:07
ავტორი თამთა24
ნანახია 28 431

სიცივე... წვიმა და საშინელი ქარბუქი... თბილისში ცივი ზამთარი იცის იანვარში, მაგრამ ეს ზამთარი მძიმე და ყინულებით სავსე აღმოჩნდა... კარიგია წვიმა, ქუჩაში ნელა მივაბიჯებ და არავინ მეკითხება ტირილის მიზეზს, გაოგნებულ სახეებს არ მანათებენ, წარბაწეულები ჩემი დარდის ამოხსნას არ ცდილობენ... თუ ვინმე მკითხავს ეს ცრემლი კი არა წვიმის წვეთებია, რომლებიც ცას ეკუთვნის და არა მე...
სახლში დაბრუნება არ მინდა , მაგერამ სხვა გზა არ მაქვს მივალ გამოკითხვას დამიწყებენ ... არ მივალ და გაკიცხვას... ხან არ ვიცი რომელი ჯობია, ამიტომ რიგ რიგობით ვიქცევი, ხან ვიგვიანებ, ხან ადრე მივდივარ...
სადარბაზოს კარი მძიმედ გაიღო და რა თქმა უნდა ყოვლის მცოდნე და ყველაფრით დაინტერესებული ელისო დეიდაც სადარბაზოს ხვეტავს.
-საყვარელო რა ადრე დაბრუნდი-გამეღიმა, ამ ხალხს ვერ დააკმაყოფილებ, გვიან მოხვალ არ გრცხვენია სად იყავიო და ადრე მოხვალ რას მორბოდიო- რამე ხომ არ მოხდა?
- არა ელისო დეიდა ადრე წამოვედი უნივერსიტეტიდან დღეს გამოცდა მქონდა და ჩავაბარე.
-ჭკვიანი ხარ და მიხარია რომ წინ მიდიხარ, ვიცი ბევრს მიაღწევ და ნახე როგორ ინანოს ყველამ ვინც გული გატკინა- ეს უკვე მათრახის გადარტყმაა ჩემთვის, მაგრამ არ ღირს აყოლა.
-დროებით ელისო დეიდა ხვალ გამოცდა მაქვს და უნდა მოვემზადო- გავიღიმე და სახლის კარი სწრაფად შევაღე.
-რომელი ხარ?
-დედა ერთხელ მაინც რომ ჩაკეტოთ ეს კარი არ გინდათ? როგორ არ გეშინია მიკვირს?
- ნინო შენ ხარ დე? რა ადრე მოხვედი?
- ელისო დეიდამ გამკიცხა უკვე ადრე მოსვლაზე და შენ აღარ გინდა რა!- ნაძალადევად გავიღიმე.
-აუ რა შენ ხო ვერაფერს გკითხავს ადამმიანი, უბრალოდ ჩვენ ძალიან გვიყვარხარ და გვინდა ბედნიერი იყო.
- თამრო , ამისთვის ჩემს სულში ჩაძრომა არ არის საჭირო, უბრალოდ შემეშვით და ბედნიერი ვიქნები- ოთახში შევედი, მაგრამ ვიცოდი დედა არ შემეშვებოდა, უკან შემომყვა კოპებშეკრული.
-ნინო , დედიკო, ხომ იცი რომ შენ რაც გადაიტანე იმისშემდეგ ორმაგად ვღელავთ...
-დედა!-შევაწყვეტინე, არ მიონდოდა მისი მოსმენა- 6 თვე გავიდა, 6 თვე და ყოველი დღე ამ ისტორიით იწყება და ამითვე თავრდება. გინდათ რომ დავივიწყო ყველაფერი, მაგრამ არ მავიწყებთ. რა გავაკეთო?-ცრემლები მომაწვა და ჩანთიდან წიგნების ამოლაგება დავიწყე მათ დასამალად.
- მართლი ხარ!- თქვა დედამ და თავი პატარა ბავშვივით დახარა, რომელსაც ტუქსავენ.
-დედა მე ვცდილობ კარგად ვიყო, ძველ ცხოვრებას ვუბრუნდები და თქვენ ყოველ წამს მისი შეხსენებით ისევ ტკივილს მიახლებთ, საკმარისია!
-ნინო შენ 6 თვეა არ გაგიღიმია და ჩვენ...
-დედა საკმარისია გთხოვ, მინდა ვიმეცადინო და დავიძინო, ხვალ გამოცდა მაქვს.
დედა უთქმელად გავიდა და კარი ფრთხილად მოიხურა.მე წიგნი გადავშალე და უაზროდ ვუყურებდი ასოებს, თუმცა ვერცერთს ვერ ვცნობდი...
6 თვე გასულა, მე კი ისევ ისე ვარ ჩარჩენილი ჩემი სახლის წინ ხის ქვემოთ მდგარი მას ვუსმენ და ვერ ვარკვევ რა უნდა.
-დაჩი ვერაფერი გავიგე რატომ ნერვიულობ ან რას მეუბნები მე რამეს გთხოვ?
-არა შენ ესე პირდაპირ არ მთხოვ , მაგრამ ჩვენგან ეხლა სიახლეებს ელიან , ნაბიჯის გადადგმას.თვალებით ბოტასებს დასცქერის,თითქოს პირველად ნახა.
-რა ნაბიჯზე საუბრობ იქნებ მითხრა და მე შემომხედე სად იყურები, როდიდან გამირბის ეგ თვალები, რა მოხდა ამიხსენი რა?
-ნინო მე , მე ხო იცი ბავშვობიდან მიყვარხარ და შენ ჩემი ბავშვობა, ჩემი ყველაფერი ხარ, მაგრამ მე ცოლის მოყვანა არ მინდა ჯერ.
-ჰა, ჰა , ჰა, მე კიდევ გათხოვება არ მინდა, ეხლა ჩავაბარე და ეხლა ოჯახის შექმნის არც დრო მაქვს და არც სურვილი,ამ ნაბიჯზე მესაუბრებოდი? გააფრინე?
-ნინო!-მისი ცრემლნარევი წითელი თვალების შემეშინდა
-დაჩი, შენ რა გგონია მე შენი ცოლობა მინდა ? არა , კი მინდა როდესმე , მაგრამ ეხლა? არა რა-გავიღიმე, მაგრამ მას არ ეღიმებოდა
-ვიცი, მაგრამ ჩვენგან ეხლა...
-აუუუუუუ ეხლა ნაბიჯები არ მიხსენო თორე გავაფრენ- მივხვდი რომ ის არ ხუმრობდა,სერიოზულად ნერვიულობდა-ვინ ელოდება ამ ნაბიჯს ჩვენგგან?
-ხალხი...
-ვინ ხალხი? ვინაა ეს საზოგადოება?
-მაგალითად ჩვენი მამები, დედები და ზოგადად ყველა!
-მერე როდიდან ვუსმენთ ჩვენ ამ ხალხს დღეს რომ ჩაგწვდა მათი ხმა?- დოინჯი შემოვირტყი და დავუბღვირე,მაგრამ არც კი ამოუხედავს.-დაჩი რა ხდება?რას ითხოვ მაშინ ჩემგან?
დიდი პაუზა ჩამოწვა და მივხვდი ეს რაღაც ცუდის მომასწავებელი ღრუბელი ჩამოწვა.
-ნი, მე შენ... შენ ჩემთვის მთელი ბავშვობა ხარ,მაგრამ უნდა წავიდე...
- შორს მიდიხარ?-ხუმრობა მეგონა და გავაგრძელე
-მე შენგან მივდივარ...
ალბათ მისგან მეტი ახსნა უნდა მომეთხოვა 3 წლიანი ურთიერთობის ასე დასრულებისათვის, მაგრამ უბრალოდ შემოვტრიალდი და უკანმოუხედავად წავედი, გზა არც ამირჩევია უბრალოდ ერთ ჩასახვევში ჩავუხვუიე და გზა გავაგრძელე, ვაცნობიერებდი ყველა მის სიტყვას და ქცევას, ახსნას ვეძებდი, რომელიც არსად იყო...
ის მართლა ჩემი ბავშვობა და ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, არ ვიცი მის მიმართ სიყვარულს უფრო მეტს ვგრძნობდი, თუ მეგობრობას, მაგრამ მის გარეშე რომ ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა ეს ვიცი...
ცრემლები, ტირილი,თავის ტკივილი, ამერია ყველაფერი. არ ვიცი რის უფრო მეშინოდა მისი წასვლის თუ ჩემების და მისიანების რეაქციის, არ ვიცი რა მიწურავდა გულს.
-საჭმელი არ გინდა?-შემოვარდა ჩემი ძმა , პატარა თავხედი ლუკა და ფიქრები შორს გააქცია.
-არა ლუ, ბევრი მაქვს სამეცადინო და თანაც არ მშია-გავიღიმე, მაგრამ მძიმე ფიქრებმა ჩემს სახეზე ეს ღიმილი ალბათ უფრო დაღრეჯვას მიამსგავსა.
-კარგით ქალბატონო, მე აღარ შეგაწუხებთ- ლუკა გავიდა და ისევ შავი ღრუბელი მომადგა და მიკაკუნებს, ნუთუ ეს როდესმე დამთავრდება, თუ უსასრულოდ გაიწელება მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში? არ ვიცი რას მივტირი, ფაქტია არა შეყვარებულს,არამედ მთელი ჩემი ბავშვობის ტკბილ მოგონებას, მეგობარს, რომელიც უბრალოდ ამდენი წლის შემდეგ წავიდა და მარტო დამტოვა, ზაფხულის ძალიან ცხელ დრეს მიმატოვა და მას შემდეგ ჩემთან ყინავს და თოვს...
აზრი არ აქვს ჩემს კითხვას დავწექი და გავითიშე...

მცივა, დავიღალე და ძირს ვწევარ , მიწაზე... აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ , სად ვარ? მიწის სიცივემ ამიცახცახა სხეული. მეშინია, ოღონდ არ ვიცი რისი?!
-ადექი!-ვინ მეძახის- შენ ხომ ძლიერი ქალი ხარ ადექი!შიშით ვდგები, ეს ხმა ჩემსკენ აბიჯებს და შიში იმატებს... ხელი ჩამკიდა, მინდა მას შევხედო. ვინ არის ? რა უნდა? არც ერთი ჩემი მეგობრის ხმას არ გავს, მაგრამ ძალიან თბილი ხელები აქვს , მინდა აქ იყოს და...
უცებ გამეღვიძა, ჯანდაბა ეხლა შემეძლო მისი დანახვა და ... მთლად ოფლში ვიწექი და ვხურდი, პირველად ამდენი ხნის განმავლობაში მცხელოდა...
წყალი... წამოვიწიე , ხალათი მოვისხი და სამზარეულოსკენ გზას თვალდახუჭული გავუყევი, სახლი ხომ ზეპირად იცის ჩემმა გონებამ და ფეხებმა... ხმა მომესმა და შევჩერდი, ქურდვით ვდგევასრ სამზარეულოს შესასვლეში და ვუსმენ.
-თამრი დამშვიდდი რა გაივლის დრო და ყველაფერს გაუმკლავდება,უბრალოდ თავი დაანებე და გამოვა მდგომარეობიდან , ყველა რაღაცას სთხოვთ და დაღალეთ. ისწავლე, გაიღიმე, იცეკვე , იმღერე, ჭამე , სვი და რას შეჭამეთ უბრალოდ აცხოვრეთ. დაჩის ესეა რას შორდებოდნენ თუ ერთად უნდოდათ ამას ვერ ვხვდები უბრალოდ.
- რომ შევახვედროთ? დათო რას იტყვი?
- ქალო, გადამრევ შენ! ნინოს არ უნდა და გავკოჭო და მივიყვანო? მაქვს ამის უფლება? არ მაქვს. საერთოდ შეეშვი რა იცხოვროს. ბოლოჯერ გაფრთხილებ არაფერში ჩაერევი და არც უხსენებ მას . მორჩა!
უკან ფეხაკრეფით გამოვედი. მამა სულ ჩემს მხარესაა და არ მტკენს გულს, თუმცა მე ბევრჯერ ვატკინე გული, თუნდაც ეხლახანს ვუთხარი არ მინდა მისი ნახვა და შენი საქმე არ არისთქო. მამა ამის ღირსი არ იყო, მაგრამ ყველამ დამღალა...
შვებით ამოვისუნთქე... იქნებ ხვალ სხვანაირად იყოს , იქნებ არავინ არაფერი მითხრას...
ისევ ჩამეძინა , ისევ იგივე სიზმარი და იგივე ადგილას გამოღვიძება.
ღრმად ამოვისუნთქე და საწოლზე წამოვჯქი...
საწოლიდან ძლივს, ზლაზვნით ავდექი და შხაპის მისაღებად შევედი... წყალი მაცოცხელებელი ელექა... მეღიმება სიზმარზე , ჩემს სურვილზე , დავინახო ამ ხმის პატრონი ვინ ჯანმდაბაა ძილს რომ არ მაცდის.
ჩემებს დავემშვიდობე და უნივერსიტეტისკენ მიმავალ მიკროავტობუსში ჩავჯექი… ხალხმრავლობაა... ყურში ყურსასდმენი გავიკეთე და მუსიკა ხმამაღალ ხმაზე ჩავრთე, გულის და გონებოს ხმა უნდა დავახშო...
მივაღწიე უნივერსიტეტში და აქაც ხალხმრავლობა.
-ნინო, მოდი აქ ჩვენთან- გვრიტებივით ჩამომსხდარან მთელი ჯგუფი და იცინიან.
-ხალხო რა გაცინებთ არ ნერვიულობთ?-კითხულობს თამარი
-გოგოებო და ბიჭებო ყველას მოგესალმებით დილა მშვიდობისა- ვთქვი და სამარისებული სიჩუმე დადგა. ყველამ გაოგნებით ჩემსკენ გამოიხედა და თითქოს ყველამ სუნთქვა შეწყვიტა. მეც შევცბი... დიმა, წამოხტა და მკლავში ხელი ჩამავლო.
-რა ხდება? იმედია მშვიდობაა? რა გაღიმებს?
-ვერ გავიგე?-კოპები შევყარე და გაოგნებულმა შევხედე ჩემსკენ მომართულ ორ დიდ შავ თვალს.- რა გინდა?
-რატომ იღიმები? უფრო სწორად როგორ? შენი ღიმილიც კი დამვიწყებია შე უჟმურო გოგო. მომეხვია დიმა მე კი განცვიფრებისგან პირი გავაღე.
-ყველამ გააფრინეთ ხო?- გავაშვებინე ხელები- რა გინდათ არ ვიღიმები გაიღიმეო, ვიღიმები რატომო და იქნებ ჩამოყალიბდეთ?
- კარგია რომ გაიღიმე - მომესმა უკნიდან ნათიას ხმა- მე ესეთი მომწონხარ და ასეთი მიყვარხარ-
- ნათ, წამო დაიწყება ეხლა გამოცდა და ამ გიჟებსაც გამაშორე...
-წამო და...
-არა არაფერიცა არ მოხდა უბრალოდ კარგი სიზმარი ვნახე და კარგად გავიღვიძე, კარგ ფეხზე ავდექი და მორჩა…
-მერე მეც ეს მომწონს ის ცუდი ფეხი ხომ არ მოვიჭრათ და მარტო ეგ დავტოვოთ , ჰა?- გადაიხარხარა ნათიამ.
- სულ ნუ გააფრენ კარგი?
-ნი, დღეს ხომ მოდიხარ? ეხლა ერთი არა და წამოვა ეს წიგნები თავში- წიგნები მართლა მოიმარჯვა და გაჯავრებული მიყურებს.
-კაი რა მართლა ნუ გადაირევი ეხლა . როდის გინახავს მე რომ კლუბში დავდიოდი და თან ეხლა არ ...
- მისმინე არ ვხუმრობ
- ნათ, ჩემებს ეს არ გაუხარდებათ , კლუბი მამაჩემითვის ხო იცი... არ არსებობს...ამიტომ...
- ნუ იგონებ დარწმუნებული ვარ მოგცემენ წამოსვლის ნება, უფრო მეტიც, დათო ბიძია თვითონ ჩაგაცნმევს , სახლიდან გამოგაგდებს და კარს ჩაგიკეტავს- ნათიას აღფრთოვანებას ვერ ვხვდებოდი- გინდა ეხლავე დავურეკავ და ვკითხავ-ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა, მეგონა ხუმრობდა და უცებ
-ალო-თვალები დავქაჩე , მაგრამ ტელეფონით შორს გაიქცა და არაფრის არც თქმა და არც გაკეთება მაცადა.
-გიჟი ხარ რა...
-კარგი დათო ბიძია მაშინ ამაღამ ჩემთან დარჩება და არ ინერვიულო- გამეღიმა, ვიცოდი მამაჩემი არსად არ მტოვებდა და უარის მოლოდინში ეშმაკურად ვიღიმოდი-ძალიან კარგია კარგად და მოკითხვა თამრიკიოს
სიჩუმემ ორ წამსაც ვერ გასტანა
-გამოგიშვა-სახე შემეცვალა და პირი გაოცებისგან გამეღო
-რას ამბობ გოგო გააფრინე? მატყუებ?- ტელეფონმა რეკვა დაიწყო, ჩანთიდან ამოვიღე და დედაჩემი- აუ ნათ ეს რა ქენი თამრიკო ტვინს წაიღებს ეხლა- ალო დე,
-დე ჩემო გოგო ჩემო ლამაზო, დღეს შეგამჩნიე რომ სხვანაირად იყავი, მიხარია დე სადაც გინდა იქ წადი და რაც გინდა ის აკეთე მამაც თანახმაა.
- პირი მაინც დახურე გოგო- იცინოდა ნათია მე კი ხელი მუშტად შევკარი და ვემუქრებოდი.
- დე საერთოდ არ მინდა წასვლა ამათმა აიჩეეს
- ძალიან მაგარი მეგობრები გყავს და წადი რა ბებერივით იქცევი. გინდა მეც წამოვალ?
-დედა ნუ გაგიჟდით რა ყველა, კაი წავალ და არ მოვალ სახლში აბა კარგად
- ჩემი გოგო ისევ დაუბრუნდა ცხოვრებას- გათიშული ეგონა დედას და მამას ისეთი ხმით უყვიროდა
მათ გასახარებლად ღირდა კლუბშიც და ყველგან წასვლა.
-აი ხომ გეუბნებოდი, იმედია ასე არ წამოხვალ სკოლის მოსწავლის ფორმუით.
-ეხლა ჯერ არც მოვდიოდი და ეხლა ნუ გამომაწყობ რა.
-მაგასაც ვნახავთ- ეს მითხრა მაგრამ პასუხის გაცემა ვეღარ მოვასწარი გამოცდა დაიწყო. გამოცდამ კარგად ჩაიარა, გარეთ გამოვედი.
ნათია დაიკარგა გამოცდაზე ვეღარ გამოვიდა ... ამოწმებს ალბათ როგორც ყოველთვის. საპირფარეშოში შევედი, სარკეში ჩავიხედე და მართკლაც მე შემეშინდა ჩემი ანარეკლის. სად წავედი სად დავიკარგე? თავს რატომ არ ვუვლი? გაწეწეილი წაბლისფერი თმა, ჩამქრალი ცისფერი თვალები და უფერული სახე, სტუდენტს კი არა საფრთხოვბელას უფრო ვგავარ.
- იქნებ ნათია მართალია რამე უნდა შევცვალო!
-სად იყავი?- მომვარდა ნათია-მეგონა გაიპარე, შენგანმ ამას უფრო ველოდი.
-მომბეზრდა უკვე და ნუ გადამაფიქრებინე!- ცალი წარბი ავწიე და თვალები დავქაჩე
- ანუ მოდიხარ ხო?-არ ისვენებდა
-ნათ
-ხო კაი- ხელი ტუჩებთან მიიდო და ჩუმად ვარო მანიშნა.
უნივერსიტეტიდან გამოვედით და სამარშუტო ტაქსი გავაჩერეთ
- ეხლა ჩემთან წავიდეთ არავინაა და მოვწესრიგდეთ.
- იცი მე მინდიოდა თმა მომეწესრიგებინა სალონში - ჩუმად ვთქვი იმის მოლოდინში, რომ კომენტარის გარეშე ჩაივლიდა, მაგრამ შევცდი.
- მაგარიააააააააა- შეჰყვირა ნათია.
- ნუ ყვირიხარ ყველა ჩვენ გვიყურებს, ვერ ხარ შენ რა!
ნათია სალონში ვერ ისვენებდა, საღამოს გეგმებს სახავდა.
-იმედია სწორი გადაწყვეტილება მივიღე, საკმარისია...
ღამეა და არ მსიამოვნებს გარეთ ყოფნა, მაღალი ქუსლები მკლავს, ჩემი ბრალია რას უჯერებ სხვას ჩაიცვი ის რაც გიყვარს... ჩემს კეტებს მივტირი ვიყინები და ფეხები მატყდება.შავი შარვალი,კომბინიზონი მაცვია, რომელსაც ბრიტელიც კი არ აქვს. რომ ჩამძვრეს ნათიას მოვკლავ.
-ნათია ეს რა ჩამაცვი, კარგი რა გავიყინე რა!
- გოგო ულამაზესი ხარ, გხატავს.-
ტაქსი გავაჩერეთ და გავუყევით თბილისის სავსე ქუჩებს. საცობებთა და გამონაბოლქვით სავსეა აქაურობა...
- ნათია ძალიან ცუდად ვგრძობ თქვს. ისე მაცვია,როგორც შეჩვეული არ ვარ. ისე
ვარ ამ მაღლევით დაღლილი ჯერ არ მივსულვართ და მათი გადაყრა მინდა. მოდი შენ წადი მე კი უკან დავბრუნდები- ნათიას ისეთი გამომეტყველება
ჰქონდა თითქოს არც ესმოდა ჩემი წუწუნი- გოგო არ გესმის შენ ? - ხმას
ავუწიე მაგრამ მივხვდი , რომ მასთან არ ჰქონდა აზრი საუბარს.
- მე რომ ყრუ გავხდი არ იცოდი?- ბოროტულად გაიცინა და მძღოლს
მბრძანებლური კილოთი მიმართა- თუ შეიძლება ცოტა სწრაფად იარეთ
გვაგვიანდება!-წარბი აქაჩული ჰქონდა და თვალებს სიბრაზე ეტყობოდათ.
- ჩემი ჯავრი მასზე იყარე ხო ? - გამეღიმა მე
- შენ ვერ გიბრაზდები და რა ვქნა. ამ სიმფათიურმა მძღოლმა გიხსნა - გაიღიმა და სარკეში მძღოლს მიაშტერდა.
თავი მინას მივადე და ფიქრებმა წამიღო. ეს ჩემი მეგობრები ჩემს გამხნევებას და ჩემს გაბედნიერებას ცდილობდნენ. ბოლო 6 თვის მანძილზე ყველა ტკივილი და
ცრემლი გაიზიარეს. არ მინდა იფიქრონ რომ ამას ვერ ვხედავ. ვეცდები ეს ერთი დღე მოვითმინო და გავახარო, ასე ჯობია. უეცრად მუხრუჭის ხმამ გამომაფხიზლა.
-მადლობა , ინებეთ- ფული გაუწიდა მძლოლს ნათიამ.- შენ ჩაგეძინა? გადმოდ მოვედით!
- ისევ მიბრძანე და მეც შევასრულებ. აი ამიტომაც მიყვარხარ ასე.
კლუბი რუსთაველზე იყო, სადღაც ქვემოთ ჩავედით. ნუთუ არ შეიძლება რესტორანში ან კარაოკეში წავსულიყავით. კლუბი რას აიჩემეს. შეშლილი ადგილია. ეს გავიფიქრე და კარი შევაღე. სიბნელე, უაზრო ფერების ციმციმი.
უაზრო ხმაური, რომელიც გულ-მკერდს მაცლის და სადგაც აგდებს.
- ნათია სად მიდიხარ? ეს რა სისულელე ადგილია.
- აუ არ დაიწყო ეხლა რა. უბრალოდ სცადე მაინც.
- მხოლოდ შენი ხათრით შემოვდივარ აქ.
- და ჩემი ხო?- ყურთან ყვიროდა დიმა
- ხმაც კი არ მესმის. აი რატომ დაყრუვდი ნათია გაიგეეეეეეე?-სიცილი ამივარდა
კიბეებით კიდევ უფრო ქვემოთ ჩავედით და აქ უარესი ხმაური.
- ჯოჯოხეთში თუ მივდიოდით დარწმუნებული ვარ მოკლე გზაც არსებობდა - ჩემსაცე
ნათქვამზე მე გამეცინა.
- ნინ აქეთ წამოდი- ხელი ჩამჭიდა დიმამ, მაგიდასთან და ირგვლივ მოყრილ პუფეფთან აღმოვჩნდი.
- გამარჯობა! - მივესალმე ყველას და კუთხეში დაგდებულ პუფში ჩავესვენე.

ჯაგა-ჯუგი არ მთავრდებოდა. ბედს შევეგუე და უბრალოდ დროს ვუყირებდი.
- როდისღაც დამთავრდება ალბათ. -ჩემთვის ჩავილაპარაკე.
- მე მკითხე რამე? - გადმოიხარა დიმა ჩემსკენ
- არა - ვუთხარი და მაგიდაზე დადებული ჭიქებისაკენ დავიხარე.
- ნინ, აქ ყველაფერს ალკოჰოლი აქვს და- აღარ გააგრძელა დიმამ, მან იცოდა სასმელს, რომ არ ვსვავდი.
- ხო? კარგია რომ მითხარი. -ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე და მოცეკვავე გოგო-ბიჭებს გავხედე.
- მოვეკვავე ხარ და არ ცეკვავ? რა ფენომენიხარ არ ვიცი- მკითხა დიმამ და გაიღიმა.
- მე უკვე აღარ ვცეკვავ არ მინდა ხომ იცი- იმდენჯერ ავხსენი და მაინც არავის ესმის აღარ მსიამოვნებს ცეკვა.
- კი ვიცი. ვიღაც კრეტინს შეწირე შენი ცხოვრება და არაფერი აღარ გინდა, არადა მე ვიცი ის არ გიყვარდა.
- რატომ მელაპარაკები ასე?- თვალებში ცრემლი ჩამიდგა.
- მე შენი მეგობარი ვარ და მინდა სიმართლე დაინახო-ხელი მომხვია და ჩამეხუტა.
- ვიცი მაგრამ ხომ იცი ის მთელი ჩემი ბავშვობა იყო.
- აი ნახავ ვინმე მართლა შეგიყვარდება და ვინმე ისეთი, ვინც მართლა შეგიყვარებს და გაგრძნობინებს რა არის სიყვარული.
მისკენ დავიხარე და მხარზე თავი დავადე. დიმა და ნათია ის ადამიანები არიან, ვინც ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდნენ.
- ნინ ჩვენი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. - ეხლა ნათია მომეხვია და ასე ვიჯექით სამივე.
- იცეკვეთ თქვენ. - ორივეს ხელო ჩავკიდე და ავაყენე
- წამო შენც
- არა არ მინდა
ყველა უდარდელად ცეკვავდა და ერთობოდა. ცოტა ხანში დიმა და ნათიაც დაბრუნდნენ და აქოშინებულები სასმელს მივარდნენ.
- ეს ბიჭი იცანი?- დიმამ ჩვენსკენ გამოიხედა.
- ვინ ბიჭი?- ვიკითხე და იქაურობას თვალი მოვავლე.
- აი ის კუთხეში რომ ზის და თვალს რომ არ გაცილებს ნინ.
- არა არ ვიცი თან ამ განათებაში რას ვიცნობ
- ეს ის ბიჭია უნივერსიტეტში კუთხეებში რომ დგება და ისე გიყურებს თითქოს ნაყინი იყო ან რამე ტკბიილეული და შენი შეჭმა უნდა-ნათია როგორც ყოველთვის თავისებურად ხსნიდა ნანახს.
- ისევ სისულელეებს როშავ ხო?- თავი გააქნია დიმამ
მუსიკა უკვე გულს მირევდა , მაგრამ არ მინდოდა მათთვის გული დამეწყვიტა, ვიცი ჩემთვის ცდილობდნენ.
-საპირფარეშოში რომ წავიდე ხომ შეიძლება?
- ნინო გამარჯობა!- ზემოთ ავიხედე და ის კუთხეში მჯდომი ბიჭი დავინახე-ვიცეკვოთ?
- იცი მე არ ვცეკვავ?
- საერთოდ?-გაოგნებული მიყურებდა
- ხო, არ ცეკვავს- დაიძაბა დიმა.
- კარგი გასაგებია. როდესაც ცეკვას დაიწყებ ჩემი ვალი გექნება- თვალი ჩამიკრა და მისი ადგილისკენ გაეშურა.
- რა აბეზარი თაყვანისმცემელი შეიძინე?-იცინოდა ნათია.
- ნათია, კარგი რა
- მე გავალ და დავბრუნდები- ვთქვი და ავდექი.
- არ გაიპარო
- ყველაფერს აქ ვტობებ და რით წავალ
საპირფარეშო ძლივს ვიპოვე. აქაც ბნელი განათებაა. სარკეში ჩემს ანარეკლსაც ძლივს ვხედავ. ხელები დავიბანე და კართან მივედი. საკეტი გადავწიე, მაგრამ ვერ გავაღე. ვეჯაჯგურე მაგრამ ამაოდ კარი არ იღება.
- დამეხმარეთ კარი ჩამეკეტა. მიშველეთ-ყვირილიც ამაო იყო. რადგან ვიცოდი მუსიკა რამხელაზეც იყო და ჩემს ხმას ვინ გაიგონებდა?- მიშველეთთთთთ- აქ როგორ უნდა ჩავრჩენილიყავი, ოხ ნინო ოხ შენ რა გითხარი.
- გამარჯობა, თქვენ ყვიროდით?- კარს იქით ბიჭის სასიამოვნო ხმა გაისმა.
- მიშველეთ რა აქ ჩავიკეტე. შეეცადეთ კარი გააღოთ აქედან არ იღება, იმედია გამოშტერებული არ არის დასალევი ან მოსაწევისგან ან კიდევ სხვა რამისგან- ჩუმად გავაგრძელე საუბარი
- უკაცრავად ეს მე მლანძღავდით ?- სიცილნარევი ხმით შემომძახა სასიამოვნო ხმამ.
- კარი გააღე ეხლავე- ვიყვირე
- მლანძღავთ ლოთს და კიდევ ათას რამეს მეძახით და თავად ხართ ჩაკეტილი საპირფარეშოში და უცხო მამაკაცს სთხოვთ დახმარებას, არამგონია მე ვიყო გამოშტერებული
- ეხლა ცოტა ნორმალურად და სწრაფად კარი გააღე- უკვე ყვირილს ტირილი დაემატა
- ვცდილობ მაგრამ არ გამოდის
-შტერი , დებილი, იდიოტი
- იცით რა მლანძღავთ და ასე მთხოვთ დახმარებას ამას ვერ მოვითმენ
- ხოდა წადი აქედან- ტირილი აღმომხდა
-ხოდა კარგად იყავით
ფეხის ხმა სადგაც შორს წავიდა და გაუჩინარდა. ნუთუ მართლა დამტოვა უსინდიო კაცმა. ტირილი და ისტერიკა აირია ერთმანეთში. უეცრად კარს მძიმე რაღაც დაეჯახა და გაიღო, მე უკვე ხმაც აღარ მქონდა იატაკზე დავჯექი და ცრემლები რაპა-ღუპით ჩამომდიოდა ლოყებზე..
- გამარჯობა კლუბების პრინცესა-ხელი გამომიწოდა უცნობმა. მას ხმასტან ერთად სასიამოვნო გარეგნობაც ქონდა. მაღალი დაკუნთული ტანი, თეთრი პირისახე , თხელი ტუჩებოთ და ცხვირით, წაბლისფერი თმითა და ლამაზი მწვანე თვალებით. მე მას შევყურებდი და თან ვტიროდი.
- მე დახმარება არ მინდა- ვიუკადრისე და თავად დავაპირე ადგომა, ნერვიულობისაგან ხელ-ფეხი მიკანკალებდა და უკან დავეცი. უცნობმა წამომაყენა, მისკენ მიმიზიდა და ჩუმად ჩამჩურჩულა.
- ნაკლები უნდა დალიო- თვალებში ჩამხედა და გამიღიმა.
- მე , მე - ვკანკალებდი ერთიანად- მე საერთოდ არ ვსვამ და ეხლაც არ დამილევია- თავის მართლება დავიწყე.ის გაოცებით მისმენდა და სახეზე ეწერა, რომ ამის არ სჯეროდა.
ხელი გავაშვებინე და წასვლა მინდოდა.
-მადლობასაც არ მეტყვი?- თბილი ხმა გაუხდა უცნობს.
- კარგად იყავით-ფეხი ამერია და წაქცევას ნიჟარაზე დაყრდნობა ვაჩიე.უცნობმა გაიცინა, რამაც ისედაც განერვიულებული წყობიდან გამომიყვანა
-იდიოტო, შტერო, კლუბის ჭია თავი ვინ გგონია მე რომ დამცინი- გაბრაზებისგან ერთიანად ვკანკალებდი და ცრემლები ლოყებზე გარბი- გამორბოდნენ.
უცნობი ახლოს მოვიდა, ხელები ხელზე მომკიდა და მაკკოცა, მისი ტუჩები თბილი და ძალიან რბილი იყო. გავშეშდი . თქმა ვერაფრის მოვასწარი ისე გავიდა.
- იდიოტი- მივაძახე მას. აკანკალებული გამოვედი და სწრაფად წავედი ბავშვებისკენ.
დიმამ მაშინვე შემამჩნია და ხელი მკლავში ჩამჭიდა
- სად იყავი რა სახე გაქვს? რა მოხდა- გაოგნებული და გაბრაზებული ჩანდა.
- დიმა , საპირფარეშოში ჩავიკეტე, მერე ვიღაც იდიოტმა გამიღო კარი და მაკოცა.- გაოგნებული მიყურებდა დიმა და არ იცოდა რა ეპასუხა- აქედან წამიყვანე, გთხოვ-
დიმამ სწრაფად აიღო ჩემი პალტო და კიბეს ავუყევით.
- ვინ იყო მანახე და მე ვიცი რასაც გავუკეთებ- ბრაზობდა მთელი გზა
- კარგი რა ეხლა არ დაიწყო ვცემ და ასე და ისე.
- პრინციპში აქ ისეთი ხალხი დადის არც შენ უნდა გაგიკვირდეს და არც მას გაუკვირდებოდა გოგო რომ საპირფარეშოში იკეტება, იფიქრებდა მთვრალიაო ან კიდევ რამის ზემოქმედების ქვეშ ეგომებოდი.
- იდიოტი და შეშლილია ასე უცნობს რატომ უნდა მივარდე და აკოცო?!
- რატომაც არა, ლამაზი ხარ და მანაც ისარგებლა, რას კარგავდა, ხალხი ესე იქცევა, თანაც მას ალბათ კლუბის გოგო ეგონე- ეცინებოდა დიმას.
- ხო, ეგრეც მითხრა, კლუბის პრინცესაო.
- მოკლედ მე ეხლა წავალ და ნათიას მოვიყვან, მერე ყველა ერთად წავალთ აქედა.ხომ არ გეშინია მარტო დარჩენის?
- არა , მალე მოდით რა.- ვთხოვე და დიმაც გაიქცა.
მეშინოდა, მაგრამ რის? იმ შეშლილი ბიჭის? არამგონია. მის გახსენებაზე სისხლი თავში ამივარდა
-იდიოტი- ხმამაღლა ვთქვი.
-გამარჯობა კლუბების პრინცესა, იმედია მე მლანძღავ, სხვა შემთხვევვაში მეწყინება.- უკნიდან ისევ ის ხმა მომესმა-მეგონა ვერ გამოაღწევდი იქიდან, ყოჩაღ!
-შენ რა დამცინი?- ისეთი ისტერიკა დამემართა , ხელ ფეხი ისევ ამიკანკალდა- იდიოტი ხარ!
- ხომ არ შეგაშინე?- მიღიმოდა აუღელვებლად.
- იდიოტების არ მეშინია-ვუთხარი და ზურგი შევაქციე. უეცრად ჩემს წინ აღმოჩნდა , ძალიან ახლოს, სუნთქვა შემეკვრა.
- როცა მლანძღავ მაშინ ვიცი როგორც უნდა გაგაჩუმო, როგორც იქ წეღან- თავიდან ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა,ჩემსკენ დაიხარა- თანაც მარწყვი ძალიან მიყვარს და გემოს გავუსინჯავდი მაგ მარწყვივით ტუჩებს-ისე ახლოს იყო მართლა შემეშინდა, დღეს ბევრი გადავიტანე უკვე ძალიან დავიღალე. ხელებს ვერ ვაშვებინებ, მე პატარა ბავშვივით ვიბრძვი და მისგან განთავისუფლებას ვცდილობ ის კი დგას და ისე მიყურებს თითქოს არაფერი.
უეცრად დაღლა და ტკივილი ერთად ვიგრძენი. ჩავიკეცე, ის კი დაიბნა და უკან დაიხია.ხელები ასწია და შეშინებული მიყურებდა, ვტიროდი.
- კარგი- ხელები ასწია და უკან დაიხია- მე ... რა გავაკეთე ასე რომ განიცდი, კარგი ვსო, აი შემომხედე მე წავალ ოღონდ ადექი და არ იტირო.
-ნინო! რა ხდება აქ?- გამოვიდნენ დიმა და ნათია ჩემთან მოვარდნენ. თავი ავწიე, მიმოვიხედე, მაგრამ ის თავხედი აქ აღარ იყო.
- ისევ ის მოვიდა?- დიმა ისეთი გაცეცხლებული იყო- ჯანდაბა რა
- კარგი ვსო მორჩა, წამიყვანეთ აქედან- ვიყვირე და ნათიას ჩავეჭიდე.
- ტაქსს მოვიყვან ნათია არ მოშორდე მაგას გთხოვ!
- აუ რა თავგადასავლები მომხდარა და მე ჭურში ვარ. აბა მოყევი, მე მხოლოდ ის ვიცი რომ მან გაკოცა, აბა როგორი ბიჭია დეტალები მაინტერესებს- არ ცხრებოდა ნათია
-ნათი ის ერთი განებივრებული იდიოტია
- ლამაზია?
- იდიოტი როგორ გამოიყურება რა აზრი აქვს მითხარი?
- ანუ ლამაზია ხო?
- მწვანე თვალები აქვს უცნაური, სხვა არაფერი მახსოვს.
-აუუუ ანუ მწვანეთვალებაა?
- მწვანეთვალება იდიოტი- შევუსწორე
- ჩემთვის სულერთია, მან შენი განკურნება დაიწყო და ჩემს თვალში უკვე გმირია.
- იქნებ ძეგლი აგვეგო ჰა, რას იტყვი?
- რა ძეგლი- გაოცდა ნათია
- იდიოტისთვის აგვეგო ძეგლკი და თაყვანს სცემდი ხოლმე რას იტყვი?
- თუ ლამაზია რატომაც არა ! ყველა დავტკვბებოდით მისი ცქერით.
- ხანდახან მიკცვირს შენთან რატომ ვმეგობრობ. ასე განვსხვავდებით და მაგიჟებ- გაოცებით ვუყურებდი
- მე რომ არა თქვენ ორი უჟმური იქნებოდით და შტერებივით ივლიდით აქეთ-იქით
- გოგოებო წავედით!- დიმა მანქანიდან გვეძახდა. მანქანაში ჩავჯექი. ხმას არცერთი არ ვირებდით. სახლამდე ასე მივედით.
- ადით და მე მერე წავალ
- ხვალ აქ მოდი რა- ნათიამ სადარბაზოს კარიდან მიაძახა დიმას
პასუხი არც მომისმენია მესამე სართულზე ავედი , ნათიამ კარი გააღო თუ არა სიბნელეში შევედი.
- აბანოში შევალ და დავიძინებ, ძალიან დავიღალე.
- კარგი ნინ, იმედია არ მიბრაზდები, არ მეგონა ასე თუ იქნებოდა თორემ არ წაგიყვანდი.
- შენ რა შუაში ხარ?
- მიდი შედი.
წყალი გადავივლე, ლოგინში შევძვერი და არც კი მახსოვს , როდის ჩამეძინა.
- ნინ - მომესმა ნათიას ხმა - თამრიკო რეკავს შენ რომ ვერ დაგირეკა განერვიულდა და გადაურეკე რა- ნათია დარცხვენილი მიყურებდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა.
- კარგი ნათ დავურეკავ და ავდგები
- დიმაც გზაშია და ერთდ ვისაუზმოთ.- ნათია გავიდა
- დე,
- სად ხარ ნინო გავაფრინე- თამრიკო გაგიჟებული იყო.
- დე მეძინა რა მოხდა
- დღეს სახლში მოხვალ? მამაშენი ღელავდა არ გვეძინა-თამრიკოს სჩვეოდა ყველაფრის გაზვიადება, გამეღიმა.
- კარგი დე მოვალ დღეს საღამოს.
გავუთიშე, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში შევედი.
-რა გემრიელი სუნი დგას-ნათია ქურასთან იდგა და საუზმეს გვიმზადებდა
- ნინ გუშინდელზე ბოდიში მინდა მოგიხადო- თავდახრილი მელაპარაკებოდა ნათია.
- ნათ რა შენი ბრალია, ნუღარ გამახსენებ და ეს საკმარისია.- კარზე ზარი და კაკუნი იყო.
- დიმა იქნება- წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი. გავაღე, დიმა, როგორც ყოველთვის სიმპატიური იყო, ცელეფოფნით და დიდი , ლამაზი ვარდების თაიგულით იდგა, გამიკვირდა , ყვავილებით პირველად ვნახე.
- ეს ვის მოუტანე? - ვთქვი კისკისით, მაგრამ დიმა არ იღიმოდა ის გაოცებული იყო.
- ეს მე უნდა გკითხოთ ვისია ეს ყვევილები?
- შენ არ მოიტანე?- დიმა გაბრაზებული შემოვიდა, კარი მივხურე და სამზარეულოსკენ გავიქეცი.
-ნათია გამოტყდი ეხლავე ვინ არის შენი ფარული თაყვანისმცემელი?-
- რა ფარული თაყვანისმცემელი? ამ დილაადრიან რამ გაგაგიჟთ?
- შენ რა გიხარია ასე?- გაბრაზებით შემომხედა დიმამ.
- სულ ეს რომ ხარობს ჩვენი გაწვალებით ეხლა მე მინდა ვიცინო- ნთიამ დიმას ბუკეტი გამოართვა ყვავილები გადაწი-გადმოწია და წითელი კონვერტი ამოიღო, გახსნა და გაიბადრა, დიმა უფრო გაბრაზდა.
- წაიკითხე ეხლავე.- გამოცრა კბილებიდან.
-ეს მე არ მეკუთვნის , ნინო!- გამომიწოდა წერილი,გამოვართვი ღიმილი სახეზე შემაშრა.
"ლამაზო გოგო, ბოდიში შეშინებისთვის და თითოეული შენი ცრემლისათვის.
დაუკითხავად აღარასდროს გაკოცებ!"
ხმამაღლა წავიკითხე და სკამზე მძიმედ დავჯექი. თავბრუ მეხვეოდა , ღრმად ჩავისუნთქე , ავდექი წერილი მაგიდაზე დავაგდე და ოთახისკენ წავედი.
- მე დავწვები, მეძნება. - ცრემლები ისევ თავისით წამომივიდა, რა მატირებდა არ ვიცოდი. საბანში შევძვერი და თვალები ძლიერეად დავხუჭე, რა უნდოდა ჩემგან , ან საერთოდ ვინ იყო, რატომ გადამეკიდა. ამ ფიქრებში ჩამეძინა.
ისევ ის სიზმარი და ისევ ვერ დავინახე ვინ იყო, გამოღვიძებულმა ირგვლივ მიმოვიხედე. ფანჯრიდან სინათლე აღარ შემოდიოდა, დაღამებულა. ნელა ავდექი და სამზარეულოსკენ გავედი, ნათია და დიმა გაოგნებულები ისხდნენ და ერთმანეთს ჩუმად ესაუბრებოდნენ.
- გავაღვიძოთ?-ნერვიული ხმით ამბობდა დიმა- უკვე რამოდენიმე საათია სძინავს.
-მთავარია დედამისმა იცის, რომ ჩვენტან რჩება და ეძინოს არ მინდა კიდევ ინერვიულოს.
-ბავშვებო-შევარდი ოთახში ღიმილით არ მინდდა კიდევ ენერვიულატთ ჩემზე.
-ნინ ადექი, ჩვენ ხომ არ გაგაღვიძეთ ეს ვერ გავაჩერე- დიმამ ნათიაზე მიმანიშნა, ყველას გაგვეცინა.
-მშია, თქვენ?
-გინდა რამეს მოგიმზადებ? რა გინდა?- მკითხა ნათიამ და წამოხტა- ან მე ვფიქრობ სადმე ხომ არ გავიდეთ და გარეთ ხომ არ ვჭამოთ.
- შენი ერთი ცდა ვნახეთ როგორაც დასრულდა, მოდი არ გვინდა არსად წასვლა-განერვიულდა დიმა.
-მეც მინდა გარეთ გასვლა, ცოტა გავმხიარულდეთ- ნათია ჩემი სიტყვებისგან ხტოდა. ზოგადად არასდროს ვეთანხმებოდი, მაგრამ ვიცოდი გუშინდელს განიცდიდა და თავს დამნაშავედ გრძნობდა, ის კი არ იმსახურებდა განაწყენებას ჩემგან,
- კარგი მაშინ გავიდეთ , წადით მოემზადეთ შენებმა იციან აქ რომ დარჩები, მეც სახლამდე მოგაცილებთ ან აქ დავრჩებით- მე და ნათია ოთახისაკენ გავიქეცით არ გვინდოდა მას წამოსვლა გადაეფიქრა.
- რას ჩაიცმევ?-მკითხა ნათიამ
- რასაც სულ ვიცმევ ხოლმე . ჩემს ტანსაცმელს- გავიცინეთ. ჩემს საყვარელ ჯინსში ყველაზე კომფორტულად ვიყავი, უცებ მოვემზადეთ, ქურთუკები მოვიცვით, დიმა მოწყენილკი იდგა და გველოდებოდა. ნათია ოთახში შებრუნდა, მე გახსნილი ქურთუკით კარები გავაღე და კიბეები გიჟივით ჩავირბინე, სუფთა ჰაერი მესაჭიროებოდა. გარეთ გავიქეცი, ქვას წამოვედე და თავი ძლივს შევიკავე , რომ არ წავქცეულიყავი. სიცილი ამიტყდა და ხმამაღლა კისკისი დავიწყე.უკნიდან ჩემების ხმა მესმოდა.
- მგონი გააფრინა ხო ამან- დიმა ჩემთან მოვარდა ისინი არ იცინოდნენ გაოგნებული მიყურებდნენ, მივხვდი, რომ ვაშნებდი და თავს ძალა დავატანე.
- რა ხდება ბავშვებო? ჩემს თავზე მეცინება რატომ მიყურებთ ასე გაოცებულები?
- ნინ შენ იმდენი ხანია ასე არ გაგიცინია, აღარც მახსოვდა საერთოდ სიცილი რომ შეგეძლო- ნათიას ხმა უკანკალებდა.
- წავიდეთ- გაბრაზებული ვთქვი და ვიწრო ბილიკს გავუყევი, ბავშვები მდუმარედ მომყვებოდნენ , არ მახსოვს რამდენ ხანს მივდიოდით, გარეთ ძალიან ციოდა.
- გინდა აქ შევიდეთ, უგემრიელეს ხინკალს აკეთებენ, შენ ხომ გიყვარს ?- დიმას ძალიან თბილმა ხმამ გამომაფხიზლა.
- სადაც გინდათ იქ შევიდეთ მთავარია ერთად ვიყოთ- გავუღიმე და კარი შევაღე. ისეთი სითბო იყო ძალიან მესიამოვნა, მაშინვე შევიხსენი ქურთუკი.ძალიან მყუდრო გარემო იყო. მაგიდები ერთმანეთისაგან ლამაზი ბარიერებით იყო გამოყოფილი. ძალიან ჩუმი და სასიამოვნო მუსიკა ისმოდა,
- ძალიან მომწონს აქ - ვთქვი და სკამზე, კუთხეში ჩამოვჯექი ნათია და დიმა გაოცებული მიყურებდნენ.- ბავშვებო რა ხდება?
- რა უნდა ხდებოდეს?- მკითხა დიმამ
- ნეტა თქვენი სახეები დაგანახათ, მთელი დღეა ოთხი გაოცებული თვალი მიყურებს , ხომ მშვიდობაა?
- ნინ რატომ გიკვირს? შენ 6 თვეა არ გაგიღიმია და ეხლა იცინი, ცრემლი არ ჩამოგვარდნია და ეხლა ცრემლებად იღვრები. ანუ შენ გამოჯანმრთელდი.
- ნათი თუ თქვენ ჩემს ყველა გადადგმულ ნაბიჯს ასე შეხვდებით არა მგონია მეშველოს რამე- გამეცინა , ისინიც ამყვენენ.
- ნინ მთავარია ისეთი დაბრუნდე , როგორც ადრე.
- საპირფარეშოში შევალ კარგი?
- წადი და ჩვენ შევუკვეთავთ.- მომაძახეს ბავშებმა.
დერეფანს გავუყევი, შიშმა შემიპყრო, ნეტა ყველა საპორფარეშოში გასვლისას ასე უნდა ვნერვულობდე ,ის არ დამხვდეს სადმე? ჩემს თავზე მეცინება. საპირფარეშო ძალიან განათებული იყო. ხელებიო დაგავიბანე. ჩემს თავს ვუყურებდი სარკეში. როგორ შევიცვალე ამ ორ დღეში და რა ცუდია , რომ ამ ცვლილების მიზეზი ვიღაც უცნობი იყო. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე ფიქრებში გართული. კართან მივედი დაგაიღო, დაძაბულობა მომეხსნა, გამეღიმა. დერეფანს გამოვუყევი.
- გოგონა- მომესმა უკნიდან, უკან მივიხედე და მიმტანი გოგო დავინახე.
- მე მეძახით?- სულელური კითხვა დავსვი მხოლოდ მე და ის ვიდექით და სხვას ვის დაუძახებდა.
- დიახ. ეს თქვენ გადმოგცეს- ხელში პატარა ფურცელი ეკავა და გამომიწოდა, დავიძაბე.
- ეს რა არის?
- არ ვიცი . აქ ერთმა ბიჭმა მომიყვანა ეს გადმომცა და მთხოვა თქვენთვის მომეცა- გული ისე მიცემდა სავარაუდოდ მიმტან გოგოსაც ესმოდა. პირგაღებული ვიდექი და მას ვუყურებდი.
- გოგონა ბოდიშით , მაგრამ ეხლა რომ არ წავიდე სამსახურს დავკარგავ, გთხოვთ ეს აიღეთ- ახლოს მოვიდა და წერილი ხელში ჩამიდო. მე არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვებისკენ გავიქეცი და აქოშინებული დავჯექი სკამზე.
- ეს გოგო არსად არ არის წასაყვანი რას დარბიხარ ორი წლის ხარ?- მითხრა ნათიამ , ისინი ორივე ტელეფონში იყურებოდნენ და ჩემსკენ არც ამოუხედავთ. ხმა რომ არ გავეცი და ისევ ისე დაძაბული ვსუნთქავდი ამომხედეს და შეშინდნენ
- ნინ რა ხდება? რა დაგემართა- მე პასუხი არ გამიცია ხელში ცაკუჭული ფურცელი გავუწოდე. დიმა დაძაბული იყო, გამომართვა , გაშალა და ხმამაღლა წაიკითხა.
"ჩემო პატარა, ლამაზო გოგო არ იტირო, სიცილი ისე გიხდება სულ უნდა იცინო. ტუჩები გაგლურჯებია, დიდი სიამოვნებით გავათბობდი მათ ( შენი ნებართვით რა თქმა უნდა). "
- რა თავხედია- ვთქვი ხმის კანკალით
- რა რომანტიული ბიჭია- ნათია ყურებამდე იცინოდა. ჩვენ მას ბრაზით გავხედეთ- რას მიყურებთ რა გააკეთა ისეთი ვერ ვხვდები? წერილის მოწერა დანაშაულია?
- ნათი მან მე ჩემი ნებართვის გარეშე მაკოცა, ნერვები მომიშალა და გამაბრაზა, შენ ჩემი დაქალი ხარ და ეხლა მას უნდა ლანძღავდე- ვუთხარი გაბრაზებით.
- შენი მეგობარი რომ ვარ მაგიტომ გეუბნები, რომ ის რომანტიულად იქცევა, ამ საქციელში დასაძრახს ვერაფესრს ვხედავ და რატომ ვლანძღო?
- ამას მაინც ვერ გააგებინე ხო იცი.- თქვა დიმამ.- აქ როგორ მოგაგნო ვერ ვხვდები?
- საპირფარეშო რა კარგად გქონიათ დაცდილი, რა რომანტიკაა ამ საპირფარეშოსთან ხო არ წავიდე? - ნათია არ ცხრებოდა, ჩვენ ისევ გაბრაზებით გავხედეთ.- ეხლა რაღა ვთქვი ვერ გავიგე?!
- კარგო ვსო- ვთქვი ხმამაღლა- მისი სახელი არ გამაგონოთ
- არც ვიცით- წამოიყვირა უდროოდ ნათიამ და ისე გახედეთ შეეშნდა- ვსო ხმას აღარ ვიღებ- ხელებიასწია.
- ვჭამოთ და წავიდეთ მაგ იდიოტს არ მივცემ უფლებას საღამო ჩაგვიშხამოს-ვთქვი და მიმოვიხედე.
- სადმე ხედავ?- მკითხა დიმამ
- არა
- მოდი ვჭამოთ რა- თქვა ნათიამ და ხინკალი გადაიღო.
გარეთ გათოვდა. გადავიხადეთ და გამოვედით. ძალიან ციოდა, მაგრამ სუფთა ჰაერი მსიამოვნებდა. გზას ჩუმად მივუყვებოდით. ფანტელები სახეზე მეცემოდა. ბარდნიდა. არ მიყვარდა თოვლი, მაგრამ ეხლა ეს ამინდი ძალიან უხდებოდა ჩემს ხასიათს.
- გოგოებო- გამომაფხიზლა დიმას ხმამ- თქვენ სახლში ადით, მე რამე გაზიან სასმელს ამოვიტან და ნატურალურ წვენს, რამე კიდევ ხომ არ გვინდა?
- არა დიმა , მალე ამო რა- დაუძახა ნათიამ.
კიბე ავიარეთ და ყველა სართულზე ჩვენთან ერთად სინქრონში ირთვებოდა სინათლე, რამოდენიმე ნაბიჯის მერე ისევ ქვრებოდა, მესამე სართულს მივადექით და შუქი არ აინთო.
- აუ ეს რა გადაიწვა?- შეყვირა ნათიამ.
- ნათ კარგი რა ადი მე ტელეფონს გაგინათებ და გააღებ , ნუ იცი ყველაფრის ასე გაზვიადება.
-მიდი მომანათე.
ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, ნათია ჩანთაში იქექებოდა.
- სულ იმ მწვანეთვალებაზე მეფიქრება , შენ? - ნათია თან ჩანთაში იქექებოდა თან ენაას არ აჩერებდა
- გოგო ნუ მიხსენებ მაგ იდიოტსთქო ხომ გთხოვე?
- ნინ აღიარე ის ძალიან რომანტიული ბიჭია.
- ნათია იდიოტია ჩვეულებრივი და რას აზვიადებ ვერ ვხვდები.ამდენ ლაპარაკს კარი გააღე მეძინება.
- მომინათე აბა- ხელი მაღლა ავწიე ნათიამ გააღო კარი, შევიდა და როცა მე დავაპირე შესვლა, კარს ვიღაც მივარდა და დაკეტა, მერე ტელეფონი გამომართვა და ფანარი მომანათა, ჩემთან ახლოს მოვიდა , ისე რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი.
-გამარჯობა პატარა გოგო, იდიოტს რატომ მეძახი? მწვანეთვალება უფრო მომწონს და ჩემი ნუ გეშნია, შენი ნებართვის და სურვილის გარეშე არ გაკოცებ.- სუნთქვა ისე გამიხშირდა მეგონა გული გამისკდებოდა.ხმა ვერ ამოვიღე- ბოდიში რომ შეგაშინე- ტელეფონი ხელში ჩამიდო და კიბეები ჩაირბინა, მე ჩავიკეცე, შიში და ბრაზი ერთმანეთში აირია.
-ნინ რა მოგივიდა? - კარი გააღო ნათიამ
- ის იყო აქ, შენი სადარბაზოს შუქიც სავარაუდოდ მან გადაწვა- აკანკალებული ხმით ვუთხარი
- ეს უკვე მეც აღარ მომწონს
- გოგოებო ამდენ ხანს რა ვერ შეხვედით სახლში რა ხდება- კიბეზე ნელა ამოდიოდა დიმა
- ის იყო აქ და ნინო შეაშინა-ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ნათიამ.
- ბავშვებო მე სახლში წავალ რა გთხოვთ არ ვარ კარგად . ასე მინდა.- კიბე სწრაფად ჩავირბინე. ირგვლივ მიმოვიხდე არავინ იყო. თოვდა მაგრამ სიცივეს ვერ ვგრძნობდი.
- ნინ სად მიდიხარ ამ შუა ღამეს , თან მარტო?- დიმა და ნათია ჩემს უკან იდგნენ
- გთხოვთ , თუ გიყვვარვართ გთხოვთ სულ ცოტა ხნით მომეცით უფლება მარტო ვიყო. აქ ვიჯდები და მერე ამოვალ, გპირდებით.
- კარგი ნინ ჩვენ წავალთ და სახლში გელოდებით.- დიმამ ხელი მოკიდა ნათიას და სადარბაზოსკენ წავიდნენ. მე იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი. ცრემლები გუბეებად ჩამდგომია თვალებში და ნაკადულებად წამოვიდა ლოყებზე, დაშორებული ცრემლები ერთმანეთს ნიკაპთან შეხვდნენ. ტირილი მომნატრებია, ვტიროდი და ვგრძნობდი, როგორ ვიცლებოდი ამ დაგროვილი ტკივილისგა, როგორ ვთავისუფლდებოდი ამ დიდი ბოღმისგან.
- ასე რა გაწყენინე? - ქარს მოყოლილი სიტყვები მოვიდა ჩემს ყურებთან, გვერდით მივიხედე და მწვანეთვალება თავდახრილი იჯდა.- მაგიჟებს ეს ცრემლები!
- აქ რას აკეთებ?- წამოვხტი დასადარბაზოსკენ წავედი, ვიცნობდი ჩემს მეგობრებს ისინი მარტო არ დამტოვებდნენ და ჩასაფრებულები იქნებოდნენ სადმე სათვალთვალოდ. ვხედავდი ჩემსკენ მომავალ ორ სილუეტს.მათკენ წავედი.
- ანუ მხდალი ხარ?-მომესმა ზურგს უკან მისი ხმა. სიბრაზე მომაწვა. ჩემებს ვანიშნე ხელით , რომ გაჩერებულიყვნენ, ნათიამ დიმა შეაჩერა და იქვე მდგარ სკამთან, ჩვენს შორი-ახლოს ჩამოჯდნენ.
მე უკან მივბრუნდი და მის გვერდით დავჯექი, თავს ვაჩვენებდი, რომ არ ვღელავდი.მწვანეთვალებამ ჩაიცინა. მთელი ცხოვრება თავს ვაგონებდი, რომ ამ ტიპის ბიჭებისგან თავი შორს უნდა დამეკავებინა. ქვეცნობიერი ამას მკარნახობდა, მაგრამ სხვა ჩემი სხეულის ნაწილები მისკენ მექაჩებოდნენ.
- რა გინდა იდიოტო, თავს რატომ არ მანებებ?-მაქსიმალურად აურელვებელი ხმა მივიღე.
- რა გაწყენინე ასეთი ამდენი რომ იტირე?- მისკენ მივიხედე, იდიოტი დარცხცენილი იჯდა და ძირს იყურებოდა, მისთვის უჩვეულოდ მეჩვენა.
- ჩემი ცრემლები შენ არ გეხება და შენ მე ვერ მაწყენინებ , ისე , რომ შენს გამო ვიტირო, არც კი ვიცი ვინ ხარ. ან რა გქვია.
- მე კი ვიცი შენ ნინი გქვია- უეცრად წამოხტა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად. მე შემეშინდა, წამოვხტი და უკან დავიხიე.
- ასე რამ შეგაშინა, მე მხოლოდ შენი გაცნობა მინდოდა.
-მე არ მინდა შენი გაცნობა- ისევ ჩემს ადგილთან მივედი , დაჯდომა მინდოდა, მაგრამ ის მოვიდა ჩემს ხელს ხელი ჩაკიდა და ძალიან თბილი ხმით მითხრა.
- მე გიგი მქვია- ხელზე ნაზად მაკოცა,ხელი სწრაფად გამოვწიე- ასე რატომ გეშინია ჩემი?
- შენი არ მეშინია. ვინ ხარ შენი რომ მეშინოდეს? -გაბრაზება სახეზე მეტყობოდა, ის ძალიან მშვიდად იდგა.
- რატომ ტიროდი?
- გიგი ეს შენ არ გეხება, მე ჩემი პრობლემები მაქვს და უცნობებს არ ვუზიარებ. ეხლა აქედან წადი და მეტჯერ არ მოხვიდე.- ზურგი შევაქციე და ბავშვებისკენ წასვლა მონდოდა.
- მწვანეთვალება ან იდიოტი ჯობდა- მომაძახა ღიმილით.
-რა თქვი?- მივტრიალდი
- შენგან მწვანეთვალება ან იდიოტი უფრო ბუნებრივად ჟღერდა ვიდრე ჩემი ნამდვილი სახელი- ისე იღიმოდა თავბრუ დამეხვა. გაბრაზებულმა შევხედე.-ადამიანის მოკვლა , რომ მზერით შეიძლებოდეს უკვე დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი.- მწვანეთვალება იღიმოდა, მისკენ წავედი, მასთან ისე ახლოს მივედი მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი, ის დაიძაბა, დაიბნა და მისი ლამაზი მწვანე თვალები გააფართოვა.
- გიგი, მწვანეთვალება იდიოტო ეხლა აქედან წადი და მეტჯერ არ შემაწუხო,შენი ნახვა არ მსიამოვნებს.- მოვტრიალდი და სადარაზოსკენ წავედი, გულისცემა ისე გამიხშირდა შემეშინდა.
ბავშვები უკან წამომყვნენ, სადარბაზოში შესვლის წინ მისკენ მოვიხედე, ის ისევ ისე იდგა და გაოგნებული მიყურებდა.
- აი ეხლა მე აგიჩქარე გულისცემა და მე დაგაბნიე- ჩემთვის ჩავილაპარაკე და ჩემი საქციელით კმაყოფილი ვიყავი.
-ნინო რა იყო ეს?- დიმა ისეთი გაბრაზებული იყო შემეშინდა- ნათიამ გამაჩერა.
- დიმა, ასე იყო საჭირო, რატომ უნდა ეგონოს , რომ შეუძლია შემაშინოს და მე პასუხი ვერ გავცე?
- ნი მე მინდა რომ შენ არ ინერვიულო და ბედნიერი იყო, თუ შენ ეს სწორად მიგაჩნდა, მაშინ მე შენს გვერდით ვარ.
-მეც ვიტყვი და არ გამიბრაზდეთ რა- დაიწყო ნათიამ სახლში რომ შევედით- ის ძალიან საყვარელია, ნინო იცი როგორ გიყურებდა? სიყვარულით სავსე ქონდა თვალები და თითქოს შენი წყენინება არ უნდოდა
-აუ ამან დაიწყო ეხლა დაწერს რომანს ამ შუაღამეს რა თვალები დაინახე?!-დიმამ წარბები შეკკრა.
- ბავშვებო მოდი არ გვინდა მასზე ლაპარაკი , მეძინება და მგონი დღეისათვის საკმარისი თავგადასავლები და საუბრები გვქონდა.
დილის მზის სხივი სახეზე მედებოდო და ჩემმს გაღვიძებას ცდილობდა. ნათიას ფარდების გადაწევა ისევ დაავიწყდა. გამომეღვიძა ზუსტად ვიცოდი ჩაძინებას ვეღარ შევძლებდი. აბაზანაზე მეტად არაფერი მაფხიზლებს. არავის ეღვიძა სამზარეულოში შევედი, წყალი დავლიე.
-აქ ამ დილაადრიან რას აკეთებ?- მკითხა პიჟამაში გამოწყობილმა ნათიმ
- ნათ სახლშ უნდა წავიდე
-ხო მესმის თამრიკო ეხლა უკვე გიჟს გავს- ორივეს გაგვეცინა
- ასე მეუბნება დედა რომ გახდები მარტო მერე გაგმიგებო, მე თუ ასეთი დედა ვიქნები შენ შემახსენე რომ ჩემი შვილოს დახრჩობით კარგი დედა ვერ ვიქნები- ორივე მთელი გულით ვიცინოდით,
-ამ ვარდებს არ წაღებ?-მკითხა და ვაზაში ჩადებულ წითელ ვარდებზე თვალებით მიმანიშნა.
-აი ეს უნდა ეხლა თამრიკოს და მერე ნახე შენ წამებით დამკითხავს.
-შენთან დარჩეს.-ვუთხარი, მაგრამ გული დამწყდა აქ რომ ვტოვებდი.
-ნეტა დიმა იყოს გაგაცილებდა-თქვა ნათიამ გულდაწყვეტით.-ვნერვიულობ , რომ წახვიდე და ის სადმე შეგხვდეს?
- გგონია რამეს დამიშავებს , ან მე ვერ შევძლებ თავის დაცვას?ასეთი სუსტიც არ ვარ, თანაც გუშინ ვესაუბრე და არ შევუჭამივარ- დიდზე გავიცინე
- მე პირადად მწვანეთვალებასთან პრეტენზია არ მაქვს. მან შენ თავიდან გასწავლა სიცილი, ტირილი და რაც მთავარია ეს სიცილი დაგიბრუნა, ამიტომ ის ჩემი გმირია.
- გპირდები ერთ დღეს მის ძეგლს დავდგავ- ისევ ვხუმრობდი და ვიცინოდი. ქურთუკი მოვიცვი, ნათიას ვაკოცე და კიბეები სირბილით ჩავირბინე.
გარეთ მზე იყო, თუმცა თებერვლის სუსხი მაინც იგრძნობოდა, სადარბაზოდან გამოსულმა ნათიას ფანჯრებისკენ ავიხედე,რომელიც იდგა და ხელს მიქნევდა, ისე მაცილებდა თითქოს სამამულო ომში მივდიოდი, ჩამეცინა.
სახლის გვერდით პატარა ბილიკს გავყევი და რატომღაც არ გამკვირვებია ჩემი სახელის გაგონება.
- ნინი!- ჩემს უკან მისი ხმა გავიგე,მორბოდა, დამეწია და ჩემს ნაბიჯებს აუწყო ფეხი.
-რატომ არ მიკვირს შენი დანახვა?- გავიღიმე.
- აი ხომ ხედავ უკვე შემეჩვიე. - ისაც თავის საოცარი ღიმილით იცინოდა. სიცილი მის სახეს ბავშურ იერს უბრუნებდა.- მანქანით ვარ და მზად ვარ დედამიწის ნებისმიერ ადგილას წაგიყვანო, სადაც შენ მოისურვებ.
- საქმე არ გაქვს? - გავჩერდი და მისკენ მივბრუნდი, ის ისევ იღიმოდა.- წადი!
- სად მიშვებ?- ისევ ღიმილით მიპასუხა.
- სადმე , რა ვიცი სადაც დადიოდი აქამდე. არ სწავლობ?
- კი
- მერე წადი.
- შენი აზრით შენი ნებართვა მინდოდა და მაგიტომ გელოდებოდი აქ მთელი ღამე? - თავი გვერდზე გადაწია და ეჭვნარევად მიყურებდა.
- გიგი მე საქმეები მაქვს და დროს მაკარგვინებ.
- აუ გიგი ისეთი არაბუნებრივია, ზურგსუკან იდიოტს მეძახი, არ გიხდება - ბრაზი მომერია, ის კი ხალისობდა და იცინოდა.
- არ მიყვარს შენნაირი ადამიანები.- უცებ გაჩერდა და სახე შეეცვალა.
- როგორი ჩემნაირი?
- გათამამებული ბიჭები
- მე ვარ გათამამებული? სავარაუდოდ ადამიანების ამოცნობა ძალიან გიჭირს.
- მისმინე ვიცნობ და შემხვედრია შენნაირები, გოგო გადაარჩინე, აკოცე და თავი მაგარი ბიჭი გგონია- ის იღიმოდა- მაგრამ სინამდვილეში გმირი კი არა ერთი გათამამებული დედიკოს და მამიკოს ბიჭი ხარ და მეტი არაფერი.- მას სახე შეეცვალა, ღიმილის ნაცვლად გაბრაზება და სასოწარკვეთა ერთად გამოეხატა სახეზე. მივხვდი, რაღაც ისეთს შევეხე, ძალიან მტკივნეულს. ის გაჩერდა, გაყინული მიყურებდა.
- შენ მე არ მიცნობ და არ იცი ვინ ვარ . ჩემს მშობლებს კი შეეშვი!- მისი ხმა მკაცრი და გაბზარული მეჩვენა. - კარგად იყავი ნინი!- ეს თქვა შებრუნდა და წავიდა. მაშინვე გავაცნობიერე, რომ ეს სიტყვები მისთვის ძალიან მტკივნეული იყო, მართალია მისი წასვლა და მისთვის "სამაგიეროს''გადახდა მინდოდა, მაგრამ არა ამ გზით, არა ტკივილის მიყენებით, მისკენ გავიქეცი, ხელზე შევეხე და გაჩერება ვცადე, მან ნაწყენი და ცრემლჩამდგარი თვალებით შემომხედა.
- გიგი რა მოხდა , რამე გაწყენინე? თუ უნებურად რამე ისე არ ვთქვი?
- არაფერია, კარგად იყავი სხვა დროს ვილაპარაკოთ.- ჩემს ხელს შეეხო , მისი ხელიდან ნაზად მოიცილა და გზა განაგრძო.
- ბოდიში , უნებურად თუ რამე გაწყევინე.- მივაძახე იმ იმედით რომ გაიგონებდა.
- სხვა დროს შევხვდეთ , კარგად ნინი.- მოიხედა მისი მწვანე თვალებით, რომელშიც დიდი სევდა და ტკივილი დავინახე. გულში რაღაც ჩამწყდა, ის წავიდა.
სახლამდე სულ მას ვეძებდი თვალებით. ასეთი რა ვთქვი ასე რომ ვაწყენინე? ფიქრებს თავიდან ვერ ვიშორებდი. სახლში ასე ფიქრებით გავატარე მთელი საღამო.
დრო გადიოდა მე ჩემს ნათქვამ თითოეულ სიტყვას ვიხსენებდი და ვფიქრობდი რა იყო მისი ასეთი უეცარი გაბრაზების მიზეზი.

***
მზე თვალებში მიჭყიტინებდა და გამაღვიძა, ტელეფონს გადავწვდი, დღეს ორშაბათი იყო ადგომა საშინლად მეზარებოდა კვირაზე მეტი იყო გასული, თუმცა მისი განაწყენებული სახე ეხლაც თვალწინ მედგა. ზლაზვნით ავდექი და მოვწესრიგდი. გაზაფხული მოვიდა, თუმცა მაინც ცივა. ჩავივცი და მაკიაჟის გაკეთებას მოვრჩი.
-ნინ , გამო ვინ მოვიდა.- შემოირბინა ლუკამ ხელი ჩამკიდა და კარისკენ მ იმიყვანა
-დაჩი?- გაოცებას ვერ ვმალავდი მისი ასეთი სითავხედისგან.- აქ რას აკეთებ?
- სახლში არ შემომიშვებ?- დარცხვენილი იდგა.
-ნინო ვინ მოვიდა დედა?- სამზარეულოდან თამრიკო გამოვიდა - დაჩი შვილო შემოდი- თითქოს ამას ელოდებოდა დაჩი მაშინვე შემოვიდა და სასტუმრო ოთახისკენ წავიდა.
მე ჩემს ოთახში დავბრუნდი და ჩანთა ავიღე. შემოსასვლელში დაკიდებული ქურთუკი ჩამოვხსენიდა მისაღებში შევედი. დაჩი და თამრიკო ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ.
- დათო ბიძია არ არის? - იკითხა დაჩიმ.
- არა ეხლახანს წავიდა სამსახურში.- დედამ გამომხედა და გაბრაზებული სახე მიიღო- ნინო მოხვედი დე მოდი ჩამოჯექი-ხელით მის გვერდი მიმითითა.
- მე უნდა წავიდე ლექციები მაქვს.- ვთქვი და ოთახიდან გამოვედი.
- ნინო დამიცადე მე წაგივან- მესმოდა დაჩის ხმა , მაგრამ უკან არც მომიხედავს, კიბეები ჩავირბინე და გაჩერებისკენ წავედი.მიხაროდა ბოტასები, რომ მეცვა და გაქცევაც შევძელი.
- ნინო- გაჩერებასთან მისულს უკნიდან დაჩის ხმა მომესმა - სად გარბიხარ? წამო მე წაგიყვან სადაც გინდა.
- მისმინე, შენ თვეების წინ წახვედი და მიმატოვე, ეხლა რა გინდა საერთოდ რატომ გამოჩნდი?
- მე ძალიან რთული პერიოდი გავიარე , ავირიე, არსებობდა სხვა გოგო და მეგონა ის ... მოკლედ ეხლა მივხვდი , რომ შენ მჭირდები და შენთნ მინდა.
- მისმინე მე არ მჭირდები, შენ მე შემარცხვინე უმიზეზოდ მიმატოვე, მოიგონე ათასი სისულელე ქორწინებასთან დაკავშირებით და წახვედი, ეხლა გამომეცხადე და თურმე სხვა გოგო არსებობდა, წადი და მე მომეშვი.
- ხომ იცი, რომ მაინც ჩემი იქნები და ეს ჭირვეულობა რა საჭიროა?- გაცეცხლებული ვიყავი
- დაჩი შეწყვიტე, უკან გამოყოლა არც სცადო - ხელი გავაქნიე , სამარშუტო ტაქსი გავაჩერე და ავედი. სიბრაზე არ გამდიოდა, საზიზღარი ადამიანი. ნუთუ როდესმე ეს ბიჭი მიყვარდა , ვტუქსავდი ჩემს თავს.
საცობებიანი ქალაქი გავიარეთ, უნივერსიტეტის ეზოში შესულს ნათია გამომეგება.
- როგორ ხარ ? რა ლამაზი ხარ ნინ?
- ნათ როგორ ხარ?
- რა მოწყენილი ხარ?
- დაჩი იყო დღეს დილით მოსული ჩემთან და მომიშალა ნერვები.
- რა უნდოდა?
- დამიბრუნდიო და ათასი სისულელე.
- მერე?
- რა მერე ნათი მიმატოვა და ეხლა რატომ უნდა დავუბრუნდე მე ის არ მაინტერესებს.
-და ვინც გაინტერესებს?- გამომცდელად მიყურებდა ნათია.
- ვინ მაინტერესებს?
- მწვანეთვალება?
- არ გამოჩენილა.- აშკარა წყენა მომესმა ჩემსავე ხმაში.
- რა აწყევნინე ასეთი ორი დღის ლოდინის შემდეგ, რომ გაიქცა?
- არ ვიცი- დარცხვენილმა ძირს დავიხედე.
- გოგოებო- დიმა მოვიდა ჩვენთან- დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოვლენ და უცხოელი ლექტორები ჩაგვიტარებენ რამოდენიმე ლექციას ერთი კვირის განმავლობაში.
- ჩემს არეულ გონებას კიდევ ეგ უნდა?- გავიცინე და ბავშვებიც ამყვნენ.
- რა მოხდა კიდევ?- დიმა გაოცებული და გაბრაზებული იყურებოდა.
- არაფერი ისეთი, წავიდეთ რა არ დავაგვიანოთ- აუდიტორიისკენ წავედით.
აუდიტორიაში ბევრი ბავშვი ირეოდა, აუდიტორიის კიბეებს ავუყევი და მძიმედ დავჯექი, ნერვები მქონდა მოშლილი, თმა ხელს მიშლიდა , ფანქარი ამოვიღე და დავიმაგრე.
-ნინ ნახე ვინ შემოვიდა აუდიტორიაში.-კარისკენ გავიხედე და მწვანეთვალება დავინახე- აქაც მოგაგნო?
- არ ვიცი აქ რას აკეთებს- გული ამოვარდნას მქონდა. ისე გამიხარდა მისი დანახვა. ის შემოვიდა თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა , ბოლოს კუთხეში მდგომ გოგო- ბიჭებთან მივიდა. გული ჩამწყვდა ის ჩემთან არ მოსულა, არც კი იცოდა სავარაუდოდ აქ რომ ვიყავი. გაბრაზებისგან უაზრო მოძრაობები დავიწყე. წიგნები დამეყარა და ყველამ მე გამომხედა. ავკრიბე დაყრილი ნივთები, მერხზე დავაწყვე და მისკენ გავიხედე ის გაოცებული მიყურებდა , ძალა მოვიკრიბე , რომ მისთვის გამეღიმა, მაგრამ მან თავი დახარა და მივხვდი გამარჯობის თქმა არ უნდოდა. გავბრაზდი. წიგნი გადავშალე , ვითომ ვკითხულობდი, ვერც ერთი ასო ვერ ვიცანი. გაბრაზებისგან ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ ტირილის დრო და ადგილი არ იყო აქ.
-ნინ დამშვიდდი სახეზე გეტყობა გაბრაზება.

- აბა გოგოებო რას შვებით- მოვიდა დიმა და ნათიას გვერდით დაჯდა

- რა უნდა ვქნათ მწვანეთვალებაა აქ და ნინო გაბრაზებულია.

- რამე გითხრა? - მომიბრუნდა დიმა.

- ხოდა ზუსტად ეგ აბრაზებს არაფერი არ უთხრა, არც კი მიესალმა- ნათია არც მაცდიდა პასუხის გაცემას.

- ნათი გეყოს რა.

მისკენ გავიხედე ის ისევ თავდახრილი იდგა , გაბუტული სახით. მე თვალი არ მომიცილებია. როცა თავი მის ბოტასებს მოაცილა პირდაპირ თვალებში შევხედე, ამჯერად არც ერთს არ დაგვიხრია თავი ერთმანეთს გაბუტულები ვუყურებდით. უეცრად ჩემსკენ წამოვიდა. კიბეს ამოუყვა ნელ- ნელა. გული ამოვარდნას მქონდა. ის ისე ახლოს იყო , სულ რამოდენიმე ნაბიჯი და ჩემს გვერდით აღმოჩნდებოდა , თუმცა მან გვერდი ამიარა და ჩემს უკან მეხზე დაჯდა.

- იდიოტი- საკმაოდ ხმამაღლა ვთქვი , ის ნამდვილად გაიგონებდა და ადრესატსაც მიხვდებოდა. კომენტარი არ გაუკეთებია. ის ისე ახლოს იყო უკან , რომ მიმეხედა თვალებში ჩავხედავდი. გული ამოვარდნას მქონდა. ლექცია დაიწყო, თუმცა არც ერთი სიტყვა არ გამიგია. ყურები დახშული მქონდა და მისი სიახლოვე მაფორიაქებდა. უცებ ტელეფონმა დარეკა , ლექტორი ისე მიყურებდა გამანადგურა მზერით. ჩანთა სკამზე მქონდა დაკიდებული. ამოვიღე და “დაჩი”. მაშინვე გავთიშე, ტელეფონი ისევ ჩანთაში ჩავაგდე და როცა სკამზე ვკიდებდი იატაკზე დამივარდა. ძალაუნებურად უკან მივიხედე ის გაბუტული მზერით მიყურებდა, მაგრამ ამ ჩემი მოუხერხებლობით გახალისევულს ტუჩებზე ოდნავ დასთამაშებდა ღიმილი.

- იდიოტი!- ისეთი ხმით ვთქვი მას , რომ აუცილებლად გაეგონა. არც ამჯერად გააკეთა კომენტარი, რაც უფრო მაბრაზებდა.

- ყურადღებით ბავშვებო და ეხლა ჩაიწერეთ ის საიტის მისამართები , საიდანაც ინტერნეტის დახმარებით დამატებით ინფორმაციას ნახავთ - ხმამაღლა, თითქმის ყვირილამდე გვესაუბრებოდა ლექტორი. - მოიმარჯვეთ კალმები , გკარნახობთ!

ბლოკნოტი გადავშალე და გულმოდგინედ მოვემზადე. უეცრად თმაზე ხელის შეხება ვიგრძენი ჩემი ფანქარი თმიდან გამომაძრეს და გრძელო თმა ჩამომეშალა მხრებზე. უკან მივიხედე.

- შეკრული თმა მაინც არ გიხდებოდა !- ისეთი ღიმილით მიღიმოდა წესით ვერც უნდა გავბრაზებიდი, მაგრამ გაცეცხლებული ვიყავი

- იდიოტი ხარ!

- მესამე!

- რა მესამე , იდიოტო!

- მეოთხე

ვერ მივხვდი რას ითვლიდა, მაგრამ არ მინდოდა მასთან კამათის გამო მიმექცია ყველას ყურადღება. ლექცია დამთავრდა. ნივთების ჩალაგება დავიწყე. უეცრად გიგი მომიახლოვდა , ფანქარი მერხზე დადო და კიბეები ჩაირბინა. გაოგნებული ვუყურებდი სანამ თვალს არ მიეფარა.

- ნინო წავიდეთ? რა გჭირს? რა უნდოდა იმ ბიჭს?- დიმა გაოგნებული მიყურებდა.

- არაფერი , ფანქარი უნდოდა.- ნათიას და დიმას გარღიმათ

- კი ფანქარი უნდოდა აბა რა - სიცილით მითხრა ნათიამ.

გარეთ გამოსულებს გიგი არ დაგვხვედრია. გაბრაზებული და გულდაწყვეტილი ვიყავი.

- სახლში უნდა წავიდე. დილის გამო თამრიკოსგან ნოტაციები მაქვს მოსასმენი.

- აუუ რა კარგია რომ მე არ მოგყვები- გაბადრულმა მითხრა ნათიამ

- აუ რა მეგობარი ხარ გავგიჟდი- ორივე უდარდელად ვიცინოდით.

სახლში მისულს დედა დაბღვერილი დამხვდა ვიციდი ვერ მოითმენდა ამიტომ მე დავიწყე.

- რატომ იბუტები თამრიკო?

- არ ვიბუტები , ვბრაზდები შენ დაჩის არც კი მოუსმინე ასე აგღზარდე, რომ ადამიანებს, რომლებიც ასე შენთან მოდიან- ვიცოდი ეს უსასრულობაში გადაიზრდებოდა, ამიტომ ვეცადე შემეჩერებინა.

- დედა მე მან რა გამიკეთა? თქვენ რა გაგიკეთათ და კიდევ აქ მოსვლას ბედავს და რამის ახსნას იწყებს.

- მართალია, მაგრამ შენ მაინც უნდა მოგესმინა. ის შენი ბავშვობის მეგობარია სხვა თუ არაფერი. და საერთოდ , რაც ის გამოჩნდა შენ სიცილი და კისკისიც დაიწყე.

- აუ თამრიკო სიმართლე რომ გითხრა მე გამოჯანმრთელება მანამ დავიწყე სანამ მან ისევ დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში შემოღწევა.

- ნინ

- დედა მისმინე მე ის გაჩერებაზე დამეწია და უარესად მომიშალა ნერვები. ათასი სისულელე მითხრა და მოკლედ მე მასთან ყოფნა და მისი ნახვის სურვილი არ მაქვს და რას მთხოვ ?

- მოდი შევთანხმდეთ შენ დამპირდი რომ მხოლოდ მოუსმენ მას და მეტი არაფერი, იქნებ რამე მართლაც ისეთი აქვს სათქმელი.

მივხვდი რომ დედასთან კამათს აზრი არ ქონდა. ღრმად ჩავისუნთქე.


- კარგი თამრიკო გპირდები მას დაველაპარაკები, მაგრამ მეტს ნურაფერს მომთხოვ.

- კარგი შევთანხმდით!

- მე გავალ უნდა დავწვე ცოტა თავი მტკივა და საღამოსკენ გამაღვიძე.

- კარგი დე - თამრიკო საქმეს მიუბრუნდა კმაყოფილი სახით. მეც დავმშვიდდი და დასაძინებლად შევედი ითახში.

თვალის გახელა არ მინდა ისე მეძინება. ტელეფონი კი არ გაჩერდა. ნახევრად მძინარემ ვუპასუხე, ნათია იყო.

- გოგო ათასი რამე ვიფიქრე , რომ არ მიპასუხე.

- ამ ათას ფიქრში ერთი მაინც გეფიქრა , რომ მეძინა და მაღვიძებდი.

- ოჰ ამ შუადღეს რა გაძინებს ახალგაზრდა გოგოს.

- ნათ რამე მოხდა?

- გამო რა ჩემთან.

- რა გავაკეთოთ, ეხლა რა გეგმები დასახე.

- რა მნიშვენლიბა აქვს დავსხდეთ დიმასაც დავურეკავ.

- აუ თამრიკო დაიწყებს ეხლა რა.

- მიდი დამალაპარაკე.

- დე ნათიას უნდა შენთან ლაპარაკი.

- ალო ნათი შვილო როგორ ხარ? კარგი ნათ არაა პრობლმა. რას ამბობ. იცი რას გეტყვი საღამოს გარეთ ბოდიალს მანდ დარჩეს ასე ჯობია. კარგად დედი აბა თქვენ იცით.

- კარგი ნათ მოვემზადები და გამოვალ. - ტელეფონი გავთიშე და ოთახიდან გამოსვლა მინდოდა , მაგრამ თამრიკომ შემაჩერა.

- ნინო შვილო უკვე დიდი ხარ და თუ მეგობარს რამეში შენი დახმარება სჭირდება და გასაჭირშია მე ნუღარ დამალაპარაკებ. თვითონ მიიღე გადაწყვეტილება და მის გვერდით იყავი. თანაც მარტო ცხოვრობს გოგო არ უნდა იფიქრო ამაზე.

- ხო თამრი მართალი ხარ- ეს კი ვთქვი და თან წარმოვიდგინე ნათიამ რეები მოიფიქრა აქედან, რომ დავეღწიე.

ხანდახან ნათიასი მშურდა, მისი მშობლები საქართველოში არ ცხოვრობდნენ. ნათიას ერთი მამიდა ჰყავდა და იშვიათად აკითხავდა. არავისთან იყო ვალდებული ამდენი ესაუბრა და რაიმე აეხსნა.ვინ იცის ამჯერად რა მოიგონა დედაჩემი, რომ გააჩუმა და დაითანხმა. ოთახში შევედი ჯინსი და წითელი ნაქსოვი ზედა ჩავიცვი. თმები ზემოთ ავიწიე დამაკიაჟი გავიკეთე.
სახლიდან ძალიან სწრაფად გამოვედი. სუფთა ჰაერი ძალიან მესიამოვნა. ნათიას სახლთან მისულს გიგი გამახსენდა , მისი ნაწყენი და სევდიანი გამომეტყველება. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.გული დამწყდა. სადარბაზოში სართულებს შორის სინათლე ერთმანეთის მიყოლებით თანმიმდევრულად ინთებოდა. მესამე სართულზე ფეხი , რომ შევდგი სუნთქვა შემეკვრა, ველოდი აინთებოდა თუ არ სინათლე. ნათურა აინთო და გამეღიმა, როგორ ვინერვიულე და როგორ განვიცადე იმ დღეს გიგის აქ ყოფნა, ეხლა კი აქ რომ ყოფილიყო ზუსტად ვიცოდი არ შემეშნდებოდა, მას რა შეეძლო დაეშვებინა. მხოლოდ ეკოცნა დაუკითხავად. მისი კოცნის გახსენებამ თავბრუ დამახვია. კართან მივედი და ზარი დავრეკე. ნათიას სირბილი გარეთ ისმოდა. კარი გააღო, გაბადრული იყო. შევედი ხმაური მომესმა.
-სტუმრები გყავს?- წარბაწეული ვუყურებდი და თან ქურთუკს საკიდზე ვკიდებდი.
- ჩვენები მოვიდნენე ნუ გაბრაზდები , არ ვიცოდი დარეკეს და რა მეთქვა.
- აუ ეხლა ამათი ღრეობის თავი არ მაქვს რა!
- შენ ჩემი ხათრით ყველაფერს გაუძლებ.- ტუჩები გაბუტა და ისე ჩამეხუტა.
- სხვა გზა არ დამიტოვე, ვერ ვიტან ესე ფაქტის წინაშე , რომ მაყენებენ ხომ იცი?!
- ვინ გაბრაზებს ნინ?- ოთახიდან დიმა გამოვიდა
- ვინ იქნება ეს ქალბატონი- თავით ვანიშნე და მისაღებში შევედი. დილით ნანახ ბავშვებს ხელის აწევით მივესალმე და სამზარეულოში გავედი.
- ეს სუფრები და ლოთობა არ მოგბეზრდათ?- ვკითხე დიმას
- ნათიას ნუ აბრალებ , ის არაფერ შუაშია. მე ამოვიყვანე და ნათიამ უარი არ მითხრა, ხო იცი როგორ ვუყვარვარ და ხათრი ვერ გამიტეხა- ეს ორი ჩემი უახლოესი მეგობარი ერთმანეთზე იყო შეყვარებული, მაგრამ ან არ ვერ ხვდებოდნენ ჯერ. მე მათი ყურება გულს მითბობდა. ძალიან საყვარლები იყვნენ და იმედი მქონდა მალე მიხვდებოდნენ მათ გრძნობას და დროს არ დაკარგავდნენ.
- აბა რაში მოგეხმარო?- ხელები ავიკაპიწე.
- მზა საჭმელები ვიყიდე და თეფშებზე გადმომაქვს - სიცილი წასკდა ნათიას- როდესაც იკითხავენ ეს გემრიელი კერძი ვინ გააკეთაო მე ამაყად ვიტყვი, რომ მათი მომზადებისას ძალიან დავიღალე!
- აუ მე შენ გადამრევ. შენგან მზარეული არ ვიცი , მაგრამ კარგი აფერისტი კი ჩამოყალიბდება- ორივემ გადავიხარხარეთ, მხოლოდ დიმა იდგა გაუნძრევლად.
- მე მჯერა , რომ ამ გოგოსგან მშვენიერი დიასახლისი დადგება- გული გამითბა ისე თბილად უყურებდა ნათიას.
კარზე დარეკილმა ზარმა უხერხული სიჩუმე დაარღვია.
- მე გავაღებ- თქვა დიამა და სამზარეულოდან გავიდა.
მე და ნათიამ საჭმელების გადანაწილება დავიწყეთ.
- ნათია!- დიმას ხამამ შემაშნა, ძალიან გაბრაზებული ჩანდა-მოდი აქ!
- რა ეტაკა , რატომ მიყვირის? ხომ მშვიდობაა? წავალ ვნახავ და დავუხშობ ხმას- გადაიხარხარა და გავიდა.
თეფშების გამოსაღებად კარადა გამოვაღე. ფეხის ხმა მომესმა, კარი მივხურე და ადგილზე გავიყინე, მწვანეთვალება მორცხვად იდგა და იღიმოდა, ამათვალიერა და ისევ გაიღიმა.

- აქ რას?..- პირი ღია დამრჩა,ვერ გავერკვიე რა ხდებიდა.
- აქ შემთხვევით არმოვჩნდი. ბიჭებს გამოვყევი სახლთან, რომ შემოვუხვიეთ მაშინ მივხვდი, სადაც მოვდიოდი, ანუ უკან ვეღარ გავბრუნდებოდი, ვერ ავხსნიდი მიზეზს. მოკლედ მინდა იცოდე, რომ შენი შეწუხება და შენთვის თავის მობეზრება არც მიფიქრია, ეს სასიამოვნო მოულოდნელობაა ჩემთვისაც.
- გასაგებია!- რაც შემეძლო მშვიდად მივუგე, მაგრამ შინაგანად ისეთი აღელვებული ვიყავი შიგნიდან მანადგურებდა ქარიშხალი.
- შეიძლება რაღაც გითხრა? ანუ არ მინდა , რომ გამიბრაზდე და თავხედი მეძახო.
- გისმენ- ვგრძნობდი ჩემსკენ , როგორ მოდიოდა , ქარიშხალიც გაორმაგდა.მომიახლოვდა, მისკენ მიმატრიალა, ნიკაპზე ორი თითი დამადო, თავი ამაწევინა და მისკენ მიმახედა. დარწმუნებული ვიყავი ჩემი გულისცემა მთელს ოთახში ისმოდა.
- ძალიან ლამაზი ხარ!- ჩემსკენ მოიწია, ამ დროს ნათია და დიმა შემოვიდნენ, დიმასკენ გავიხედე და გიგის ხელებიდან დავუსხლტი.
- აქ რას აკეთებ?- კბილებიდან გამოცრა დიმამ.
- ხომ აგიხსენი, ჩემი მეგობრები...
- ეს გავიგე , მაგრამ აქ ნინოსთან რა გინდა ?
- ბიჭებო აბა მშვიდად და ყველანი გავიდეთ მისაღებში- სიტუაცის განმუხვტვა სცადა ნათიამ . ორივე სამზარეულოდან გავიდა. ცოტა ხანს უსიტყვოდ ვიდექით მე და ნათია.
- დიმამ კინაღამ მცემა აქ შენ მოიყვანეო?
- ვიცი ნათია ამიხსნა , რომ შემთხვევითობის მსხვერპლნი ვყოფილვართ- გამეღიმა, მსიამოვნებდა მისი აქ ყოფნა.
- რა საყვარელია ხო?- ნათია გაბადრული იდგა.- რომ შემოვედით მაგ ზედის ფერი გქონდა სახეზე რა გითხრა ასეთი?
- არაფერი, ლამაზი ხარო!
- რა მაგარია.
- ნათი გთხოვ რა ეხლა არ დაიწყო რა ისედაც არეული ვარ.
- კარგი მე ნელ- ნელა გავიტან ამ ყველაფერს და შენც გამოდი.- თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი.
სამზარეულოდან ორი თეფშით გაოვედი და მისაღებში ისე შევედი, ჩემი ღელვა, რომ არავის შეემჩნია.
- ვა, გაუცინარმა პრინცესამაც დაგვაფასა და გამობრძანდა- დაიყვირა ზაზამ, რომელიც დიდი ტაქტით არ გამოირჩეოდა. მაგიდას თვალი, რომ მოვავლე მწვანეთვალება ისე უყურებდა ზაზას, ცოტაც და ყელში წვდებოდა.მივხვდი რომ სიტუაციის განმუხტვის დრო იყო. თეფშით გიგისთნ მივედი, მასთნ ახლოს დავდე მაგიდაზე, მისკენ დავიხარრე და ისე , რომ არავის შეემჩნია ყურში ვუჩურჩულე.
- მოდუნდი მწვანეთვალება და დამშვიდდი.- ის ჩემსკენ შემობრუნდა და ისე ახლოს აღმოჩნდა ჩენთან მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. უცებ შიში და სურვილი ერთმანეთში ამერია, საჩქაროდ უკან დავიხიე და სამზარეულოს შევაფარე თავი. სამზარეულოს მაგიდას დაყრდნობილი ვცდილობდი დამშვიდებას. ღრმად ვსუნთქავდი. იმედი მქონდა ჩემი და გიგის ეპიზოდი ვერავინ შენიშნა. წელში გავსწორდი , ერთი კარგად ჩავისუნთქე და შემოვბრუნდი. სულ ტყუილად დავიმშვიდე თავი წინ გიგი შემომეფეთა, წარბებშეჭმუხნული. ჩემსკენ ნელა მოდიოდა და თან მაკვირდებოდა. მე შეშინებული უკან ვდგამდი ნაბიჯებს მანამ სანამ სივრცე მეყო. კედელს ავეკარი. ის მომიახლოვდა სახეზე მისი ხელები ვიგრძენი. უეცრად ძალა გამომეცალა, ავკანკალდი, თვალები პატარა გუბეებად გადამექცა. გიგი უკან გაიწია, წარბები ისევ ერთმანეთზე ჰქონდა მიდევული, გაბრაზდა.
- ისე ეს ცრემლები და შიში?!- ეს თქვა და ოთახიდან გავიდა. არ მახსოვს ასე კედელზე აკრული როდემდე ვიდექი. თავი დავიმშვიდე , წელში გავსწორდი და თამამად შევედი სასტუმრო ოთახში.
აქ ჩემთვის არავის ეცალა. ყველა ყაყანებდა და იცინოდა. მაგიდას თვალი მოვავლე ნათიას გვერდით ერთი ადგილი იყო დარჩენილი, მაგრამ მის მეორე გვერდით გიგი იჯდა. მივხვდი ეს ნათიამ მოაწყო და ამიტომაც იცინოდა ასე მაცდურად. სხვა გზა არ მქონდა ნათაის გვერდით მშვიდად დავჯექი მისკენ გადავიხარე და ვუჩურჩულე:
- ამის სამაგიეროს გადაგიხდი აუცილებლად!- ნათიას გაეღიმა. გიგისკენ თვალები გავაპარე. ის გაბუტული იჯდა და ჩემსკენ არც მოუხედავს.
- რამეს დალევთ?- გიგის ხმა სიმღერასავით ჩამესმა.
- მე არაფერს გიგი და ამ ქალბატონზე ვერაფერს გეტყვი- ღიმილით უპასუხა ნათიამ.
- ნათია შენ შეგიძლია ისევ ძველებურად მომმართო “იდიოტი” ან “მწვანეთვალება- ორივე იღიმოდა მე თვალები ავაყირავე და ისე , რომ მარტო მათ ესმოდათ დემონსტრაციულად ვთქვი.
- იდიოტი!- გიგი ჩემსკენ დაიხარა.
- შენ ცოტა ფრთხილად იყავი ჩემი გალანძღვისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცი, როგორც უნდა გაგაჩუმო!- ღიმილით და ძალიან ტკბილი ხმით მითხრა. ინსტიქტურად ხელი ტუჩებზე ავიფარე. გიგის გაეღიმა. ნათია უბედნიერესი იყო ჩვენი ასეთი სიტუაციით.
- მწვანეთვალებას დაგიძახებ ძალიან გიხდება- ნათია არ ცხრებოდა.
გიგიმ ხელი ხელზე მომკიდა და ტუჩებიდან ჩამომაწევინა.
- მეტჯერ არასდროს გაკოცებ შენი ნებართვის გარეშე, ამიტომ ეს არაა საჭირო!- ხელი ჩამომაწევინა, მაგრამ არ გაუშვია. თავის მუჭში მოაქცია ჩემი პატარა ხელი. ამაოდ ვცდილობდი მისგან გათავისუფლებას.
- ხომ ხვდები, რომ ტყუილად იბრძვი. - ისე იღიმოდა გულისცემა შემიჩერდა. ჩემი ხელი ასწია და ნაზად აკოცა. დიმა ძალიან გაბრაზებული გვიყურებდა.
- რატომ იქცევი ასე? აქ ჩემი მეგობრები არიან და არ მინდა მათ გაღიზიანებულ სახეებს შენს გამო ვხედავდე.
- ვინ ღიზიანდება?-თვალი მოავლი მაგიდას და დიმას გაბრაზებულ სახეს წააეყდა - დიმიტრი?
- ხო დიმა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, როგორც ნათია და არ მინდა ისინი გავაღიზიანოთ.
- ნათია ძალიან ბედნიერი ჩანს და დიმას…
- მისმინე ხელი გამიშვი, არ ამანერვიულო.
ნათია წამოხტა, მუსიკას აუწია და ჩვენს შორის ჩადგა.
- მწვანეთვალება იცი ეს ლამაზი გოგო მოცეკვავე , რომ არის ?
- არ ვიცოდი. - თითქოს არც გაკვირვებია გიგის
- ნათია ეხლა ისე ვიჩხუბებთ, როგორც არასდროს.
- ხო და რომ იცოდე ეს მსოფლიოში ყველაზე ბუტია გოგოა.
- ნათია! - ნერვები მართლა არ მქონდა მწობრში ჯერ ის , რომ გიგი ხელს არ მიშვებდა , დიმა ასე გაბრაზებული იყო და ნათია ასეთი გახარებულს , რომ ვხედავდი ჩემი ნერვიულობის ფონზე.
- მთავარია არ გაგვებუტოს და რაც უნდა ის აკეთოს ! - გაბადრულმა თქვა გიგიმ.
- ნინ წამო ყავა გამაკეთებინე.
- ეხლა მაინც გამიშვი ხელი ! - თხოვნით ვუთხარი იმ იმედით, რომ ცოტა მოწყალებას გაიღებდა.
- მაშინ მეც მინდა შენი გაკეთებული ყავა.
- არ გეშინია შხამით , რომ მოგიმზადო?- თვალები მოვჭუტე და გამომცდელად დავაკვირდი.
- თუ სიკვდილი მიწერია ისევ შენი ხელიდან მოვკვდე !- ისევ ეს მომაკვდინებლად ლამაზი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- იდიო...- დროულად გავჩერდი. მან კი გადაიხარხარა. ნერვები კიდევ უფრო დამეძაბა.
- მაინც რა კოცნა ვიცი ასეთი ასე რომ შეგაშინე! - გაბრაზებისგან ცეცხლი მეკიდა. ავდექი მან ისევ ნაზად აკოცა ჩემს ხელს და მისი ლამაზი ღიმილით გამაცილა კარებამდე.
- ეს ვინ არის რა საყვარელია - ნათია აღფრთოვანებული იყო.
- ნათია შენ ჩემი მხარე უნდა დაიჭირო, არ დაგავიწყდეს შენ ჩემი მეგობარი ხარ!
- აღიარე რომ ძალიან საყვარელია.
- ხო არაუშავს.
- ანუ უკვე მოლბი ხომ ასეა?
- ნათიაააააა!
- კარგი ეხლა გადი და რომ მოდუღდება დაგიძახებ , გამატანინე.
სასტუმრო ოთახში დაბრუნებულს არც გიგი დამხვდა და არც დიმა. ეს ამბავი ცუდად მენიშნა. წეღანდელი დიმას გაბრაზება გამახსენდა. მათი ძებნა დავიწყე არ მინდოდა მათ ჩემს გამო ეკამათათ. ნათიას ოთახს გვერდი რომ ჩავუარე კარი იდნავ შეღებული იყო.
- აქ რატომ მოხვედი? არამგონია ეს უბრალო დამთხვევვა იყოს- დიმას ხმა ძალიან მკაცრი იყო.
- დიმა მე ნინიმ მითხრა, რომ შენ მისი საუკეთესო მეგობარი ხარ და რომ შენი აზრი მნიშვნელოვანია მხოლოდ ამიტომ გიხსნი. კლუბში ის მართლა სხვანაირი გოგო მეგონა ისეთი, რომელიც გართობას ეძებს , მაგრამ როგორც კი ვაკოცე მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან სათუთი და სხვანაირი იყო, მინდოდა მეპოვნა და ბოდიში მომეხადა, მაგრამ არ გამოვიდა ის უარესად განერვიულდა. მისმა ცრემლებმა გამანადგურეს. არც ვიცოდი ასე რატომ იყო.
- შენ მისი უმწეობა გამოიყენე. მაგრამ მე ყველაზე მეტად ის ვერ მივხვდი ნათიას სახლს როგორ მოაგენი?
- თქვენ სანამ ტაქსში ჩაჯექით მე მანქანაში ჩავჯექი და უკან გამოგყევით. იმ იმედით, რომ მასთან დალაპარაკებას შევძლებდი, რომ ბოდიში მომეხადა, მაგრამ აქაც უფრო შევაშინე და დავაფრთხე. ამას ეხლაც ვგრძნობ ნინი ისე ნერვიულობს როცა მხედავს ეს მაცოფებს.
- მისმინე მას ბევრი პრობლემები აქვს. ისედაც ბევრს გაუძლო და შენი დამატებით არ მინდა სულ გააფრინოს. ამის ზღვარზე იყო და
- არ გინდა მას კიდევ მეტი გადავატანინო. მეც არ მინდა მისი წყენინება.
- რომ გითხრა მისგან თავი შორს დაიჭირეთქო.
- არა! - გიგი ძალიან კატეგორიული იყო. - მე ზუსტად არ ვარ ჩამოყალიბებული მის მიმართ რას ვგრძნობ, მაგრამ მის გარეშე რომ არ შემიძლია ეს უდავოა.
- არ მინდა მან ინერვიულოს! მხოლოდ მისი კარგად ყოფნა მინდა. რაც მართალია , რაც შენ გამოჩნდი მან ტირილი დაიწყო და კისკისიც კი გაიხსენა. იცი ჩვენ მისი ხმაც კი არ გვესმოდა ამ 6 თვის განმავლობაში და შენი გამოჩემის მერე იტირა. არ ვიცი კარგია თუ ცუდი, მაგრამ შენ ეს რაღაცნაირად შეაძლებინე.
- განზრახ არ გეკითხები რა გადაიტანა. იმედი მაქვს თვითონ მომიყვება ოდესმე.
მივხვდი რომ შესაძლოა ასე ჩასაფრებული ვინმეს გამოვეჭირე და ნათიასთან დავბრუნდი.
- გოგო რა სახე გაქვს? ცუდად ხარ?- ნათია ჩემსკენ წამოვიდა. ეტყობა არ გამოვიყურებოდი კარგად, რადგან ის ძალიან დაძაბული მიყურებდა.
- არაფერია დღეს ემოციური დღე მაქვს- ოთახში ბიჭები შემოვიდნენ და აღარ გავაგრძელე.
- აბა რაში მოგეხმაროთ ?-დიმა დამშვიდებული იყო. გიგისკენ არც გამიხედავს.
- მე ყავა მოვადუღე მხოლოდ გატანაში დამეხმარე. ნინო კი თავისთვის და მწვანეთვალებასთვის თვითონ მოადუღებს და მოიტანს. წამო დიმა წამაღებინე.
ისინი გავიდნენ. მწვანეთვალება სკამზე მძიმედ დაჯდა. მე ვცდილობდი ნერვიულობა გადამეფარა.
- რომელ ყავას დალევ?- ვკითხე ისე თითქოს სულ არ ვღელავდი.
- რასაც შენ!- ჩუმად ჩაილაპარაკა.ჯეზვე ავიღე და ყავის მომზადებას შევუდექი.
- ნინი, არ მინდოდა შენი შეშინება, ეხლანდელი გადასახედიდან ყველაზე ნაკლებად შენი შეშინება და წყენინება მინდოდა. უბრალოდ იმ დღეს , კლუბში ისე...
- ხო ვიცი მე შენ სხვა გეგონე.
- თუმცა მიხარია რომ იქ , იმ კარს მიღმა შენ გიპოვე, შენ რომ იყავი იქ ეს ძალიან მიხარია.
- ჰმ- ამოვიხვნეშე თან ყავას მოვურიე. ის წამოდგა.
- მანდ იჯექი!- მივბრუნდი და ხელით სკამზე მივანიშნე.
- ასე რატომ გეშინია ჩემი? - ის ისეთი ნაწყენი ჩანდა. - გგონია ჩემს სიტყვას გადავალ და ისევ გაკოცებ?
- არ ვიცი , არ გიცბობ და არ ვიცი, უბრალოდ- ისე ვსაუბრობდი მეც ვერაფერი გავიგე.
- რატომ არ იცეკვე? ჩემ გამო?
- ეს შენ არ გეხება დიდი ხანია აღარ ვცეკვავ.
- რატომ?
- ამაზე საუბარი არ მინდა.
- რა მოხდა ასეთი შენს ცხოვრებაში ასე რომ ხარ? ვინმე გყავს?
- რა?
- შეყვარებული გყავს?
- არა.
- გყავდა?
- იქნებ როდესმე მოგიყვე, მაგრამ ეხლა არა!- ეხლა არაფერზე მინდოდა საუბარი, ყავა დავასხი. ის კი სიყვარულით სავსე თვალებით ,იყურებდა.- შენ რატომ წახვედი იმ დღეს?
- ოდესმე მეც მოგიყვები ამის შესახებ.- გამეცინა.- მომწონს შენი ღიმილი ხშირად გაიღიმე, ძალიან გიხდება.
- უნივერსიტეტში რას ითვლიდი?
- ხო ეხლა გადავედით საინტერესო ნაწილზე, ვითვლიდი რამდენჯერ გამლანძღავდი და რამდენი კოცნა გქონდა ჩემი ვალი.
- ვალი?
- ხო მე ხომ ესე გაჩუმებ ანუ ეგ ლანძღვის საფასურია- გამეღიმა.- ეხლა რომ ავდგე და ჩემი ვალი დავიბრუნო ისევ შეგეშინდება?
- არ ვიცი.- უკან დავიხიე ინსტიქტურად, გიგი იღიმოდა, წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. მე ისევ უკან დავიხიე და ის შეჩერდა.
- ისევ შიში?- ღიმილი გაბრაზებაში გადაეზარდა.
- ვიცი შეიძლება უცნაურად ვიქცევი, მაგრამ ჩემი ეს შიში ძირითადად შენ არ გეხება.
- ძირითადად?- გაოცებული მიყურებდა.
- ხო ეს შიში უფრო უნდობლობაა ადამიანების მიმართ, წარსულის შედეგი.
- მართალია ვერაფერი გავიგე მაგრამ მიხარია თუ მე არ ვარ მიზეზი, მაგრამ საერთოდ რომ მიზეზი არსებობს ეს ძალიან მტკივნეულია. სიყვარულია ამის მიზეზი? ანუ შენს ცხოვრებაში არის ვინმე?
- არა ! - ამ დროს ტელეფონმა დარეკა, დედაჩემი იყო, დავიბენი, ხმა გავუთიშე.
- გინდა გავალ და უპასუხე თუ მე გიშლი ხელს.
- არა უბრალოდ ხმა არ ამოიღო- გიგიმ წარბები ზემოთ აზიდა.
- ხო დე- როგორც კი ეს ვთქვი მოეშვა და გაეღიმა.- კარგად ვარ . შენ?
- დედი არ განერვიულდე ეხლა რაღაცას გეტყვი- თამრიკოს მართლა შეწუხებული ხმა ჰქონდა.-
- რა მოხდა?
- დაჩი იყო მოსული- გაბრაზებამ გონება დამიხშო და სულ დამავიწყდა გიგი რომ მისმენდა.
- თამრიკო რატომ მშხამდება ყველა დღე იქნებ შენ მითხრა ? რატომ ვერ ამოვისუნთქე დაჩის გარეშე. გადაეცი შემეშვას არ მინდა მისი ნახვა.
- მამაშენი ნახა და ისაუბრეს, სამწუხაროდ მე არ ვიცი რა უთხრა , მაგრამ- მისი მოსმენა აღარ მინდოდა.
- დედა , მართლა აღარ მინდა , დავიღალე- ცრემლები წამსკდა- ნუთუ დავაშავე რამე? თვითონ წავიდა და ეხლა რას ელოდება .
- ნინ ჩემო გოგო მართალი ხარ, მაგრამ მინდოდა გცოდნოდა, მაპატიე-მივხვდი დედა ძალიან განიცდიდა და თავი დავიმშვიდე.
- დედა შენ არაფერ შუაში ხარ მის მაგივრად შენზე ვიყარე ჯავრი. მაპატიე რა დე
- მართალი ხარ რომ ბრაზობ, მეც გამებრაზა. თავს გაუფრთხილდი და ხვალ რომ მოხვალ ვისაუბროდ
- კარგი დე მიყვარხარ!
ტელეფონი გავთიშე და მხოლოდ ეხლა მივხვდი, რომ ორი მწვანე თვალი გაოცებით და ცოტა გაბრაზებით მიყურებდა.
- დაჩი ვინ არის?- კბილებში გამოსცრა გიგიმ
- არავინ!
- არავინ? მატყუებ?
- აღარავინ
- მანამდე ვინ იყო?
- შეყვარებული- ის ისე გაბრაზდა შემეშინდა.
- და მის გამო ხარ ასე?
- როგორ ასე?
- არ ცეკვავ , არ იღიმები და კიდევ რა ვიცი...
- შენ რატომ გაღელვებს ეს ასე?
- ნინი მე ყველაფერი მაღვებს , რაც შენ გეხება.- ხმა ისეთი მზრუნველი და თბილი გაუხა მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, თუმცა ამის დრო არ იყო. უკან დავიხიე და სკამზე ჩამოვჯექი. ისაც ჩემს წინ მოკალათდა და თითქოს ჩემგან ახსნას ელოდა სმენად იქცა.
- გიგი რას ელოდები რომ გითხრა.
- არაფრის ახსნა არ მინდა და საერთოდ არც ვარ ვალებული.
- ვალდებულება არაფერ შუაშია.მეგონა მენდობოდი.
- ნდობა ? მე არც კი გიცნობ და საერთოდ რატომ ბრაზობ ვერ ვხვდები? გაქვს ამის უფლება?
- რა უფლებებზე მელაპარაკები? მინდა გავიგო რატომ ხარ ასე, რატომ ნერვიულობენ ასე შენი მეგობრები , რა მოხდა ასეთი, თორე ჭკუიდან გადავდივარ შენ რომ ასე ნერვიულობ.
- არ მინდა მოყოლა .
- ისევ არ მენდობი?
- კი ნდობის პრობლემა მაქვს და ვერც შენ გენდობი. ასრებობს ძალიან ცოტა ადამიანნი, ვისაც ვენდობი და მათ ხუთ თითზე დაითვლი.
-გასაგებია.- ამოიოხრა და ხმაში ბზარი გაუჩნდა. მივხვდი ისევ უნებლიედ ვატკინე გული.
- მინსმინე გიგი ეს შენ არ გეხება.- ადგა და წასვლა დააპირა. მე კი თითქოს ზუსტად ამ მომენტს ველოდი ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე.
- დაჩი ჩემი წარსულია, მე და ის ბავშვობიდან, ღრმა ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენი ოჯახები ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ.რაც თავი მახსოვს ისაც ჩემს გვერდითაა. ჩვენ ერთ სკოლაში დავდიოდით, ერთი სამეგობრო გვყავდა, ერთად ვისვენებდით და რაც მთავარია ჩვენს მშობლებს ძალიან უნდოდათ ერთად ვყოფილიყავით.- გიგი სმენად იყო გადაქცეული და ისე მიყურებდა, თითქოს ყველა სიტყვას იმახსოვრებსო.- მოკლედ ერთ დღეს მან სიყვარლი ამიხსნა და ისე რომ ჩემს პასუხს არც დალოდებია თავი შეყვარებულებად გამოაცხადა მე არ გამიპროტესტებია. ასე გაგრძელდა თითქმის სამი წელი. დასასვენებლად მივდიოდი, მან მომაკითხა და მამაჩემისგან ნებართვა ითხოვა ცოტა ხნით გავეყვანე. ეზოში ჩამიყვანა და სახლის ქვემოთ, ხესთან უაზრო საუბარი გვქონდა, ის მიმტკიცებდა, რომ ჩვენგან ეხლა სხვა ნაბიჯებს ელოდნენ და მას არ ეჩქარებოდა ოჯახის შექმნა. მე რა თქმა უნდა გავაპროტესტე, გათხოვება და მე შორს ვდგევათ, ყოველ შემთხვევაში ჯერ,- გიგის ჩაეღიმა, აზრს ვერ მივხვდი, მაგრამ განვაგრძე.- მიუხედავად ჩემი პროტესტისა ის მაინც ერთი და იგივეს მიმეორებდა, მოკლედ წავედი და ამით დავასრულე. მგონია მეტი უნდა მომეთხოვა სამწლიანი ურთიერთობის ასე დასრულებისათვის, მაგრამ რაღაცნაირად მეც მომეწონა მისი გადაწყვეტილება, თუმცა შემდეგ ყველაფერი ძალიან ცუდად შემოტრიალდა. ყველამ ყველაფერი მე გადმომაბრალა ,ამამას გულის პრობლემები დაეწყო და ძლივს გამოვაძვრინეთ. მოკლედ დაფიქრების მერე მე ღმოვჩნდი დამნაშავეც, მიტოვებულიც და ამან გამანადგურა. ჩვენი ოჯახები განადგურდნენ და მოკლედ მას მერე 6 თვე გავიდა და მაინც ... მოკლედ სულ ეს არის.
- ისე ვარ ეხლა დამშვიდება მჭირდება- გაოცებისგან პირი გავღე.
- შენ გჭირდება დამშვიდება?
- მის გამო - ისეთი გაბრაზებული ჩანდა გამეცინა
- დაჩი- დავიწყე მაგრამ ხელით მანიშნა რომ გავჩერებულიყავი
-მის სახელს ნუ ახსენებ!
- შენ არ გაქვს უფლება გაბრაზდე.
- მას კიდევ ნახულობ?
- საერთოდ არ მყავდა ნანახაი, მაგრამ დღეს გამომეცხადა სახლში- გაბრაზებისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ასხივებდა.
- ანუ სახლშიც გაკითხავს?- მისი გაბრაზება მართლა სასაცილოდ ჩანდა
- შენ რა სტატუსისთ მეკითხები და რა სტატუსით მთხოვ პასუხს? გგონია ამის უფლება გაქვს?
- სტატუსი?- გაოცებული შემომხედა.
- შენ არ გაქვს უფლება მე პასუხი მომთხოვო მისი ნახვისათვის.
- აი მიდი შეხვდი და განახებ რისი უფლება მაქვს!
- შენი გაბრაზების მიზეზი რა არის ვერ ვხვდები?
- წარმოდგენაც კი რომ ის არის მიზეზი შენი ცუდად ყოფნის, ან იმის , რომ შენ ის როდესმე გეხებოდა...- ისეთი ტანჯული სახე მიიღო მივხვდი ეს მართლა ტკივილს აყენებდა.
- გიგი შენ..
- ეხლა უფლებებზე არაფერი მითხრა, თორემ გავაფრენ... ანუ მას აქვს უფლება მოვიდეს და მე ამის გაპროტესტებაც არ შემიძლია.
- შენ ვინ ხარ? მამაჩემი, ჩემი ძმა?ვინ?
- ნინი! - თვალები დახუჭა სიბრაზე რომ დაემალა.
- მართლა ვერ ვხვდები ასე რა გაბრაზებს?
- ის რომ ის შენ გეხებოდა და გკოცნიდა.- გამეცინა ის კი ისე გაბრაზებით მიყურებდა მივხვდი ეს სიცილი მართლა ზედმეტი იყო.
- ის და მე არ ვყოფილვართ ახლოს თუ ამას ნერვიულობ.- არ ვიცი ეს რატომ ვთქვი.
- რას ნიშნავს არ ყოფილხართ ახლოს? სამი წელი ჩემი შეყვარებული რომ ყოფილიყავი მინიმუმ სამ მილიონჯერ მაინც გაკოცებდი მაგ ულამაზეს ტუჩებში- პირი გავაღე და სუნთქვა შემეკრა.
- ანუ შენ ნერვიულობ ...- სიტყვის დასრულება ვერ შევძელი
-ნინი არ მინდა მასზე აღარ ილაპარაკო.
- მისმინე, მე და ის ... ის მე ... მას არასდროს უკოცნია ჩემთვის!
-რა?- გაოგნებული მიყურებდა- როგორ?
- რა და ალბათ ჩემი ოჯახის გამო არ ვიცი ან უბრალოდ არ ვიყავი მისთვის მიმზიდველი.- მას ისეთი გამომეტყველება ჰქონდა , გამარჯვებულის.- გაგიხარდა?
- კი. ანუ მე ვარ პირველი?- გაბადრული სახით და ამაყად იჯდა.
- რა პირველი?
- პირველად მე გაკოცე?
- კი და თან ძალით.
- მოგეწონა?- ის ნელა ადგა და ჩემი სკამის წინ ჩაიმუხლა.
- არა !
- მართლა?- თვალები მოჭუტა და თითქოს არ სჯერაო ისე მიყურებდა.
- არ მიყვარს როცა რაიმე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ხდება.
- ეხლა რომ გითხრა, გაგაფრთხილო და ჩემი ვალი დავიბრუნო რას იზამ? ისევ გამიბრაზდები?
- არ ვიცი- თავი დავხარე, მან ხელები ნიკაპში მომკიდა და თავი ამაწევინა.
- ასე რატომ ხარ გახარებული ვერ ვხვდები?!
- მახარებს რომ პირველი ვარ ისე გაიბადრა მისთვის სილის გარტყმა მინდოდა.
- იდიო- ისევ შევეყვიტე, მაგრამ გვიანი იყო ის ისე ახლოს მოვიდა.
- ეხლა მინდა ჩემი დიდი ვალი დავიბრუნო! ისევ გაიქცევი?
- არ ვიცი!
- ვცადო?- ისე ახლოს მოვიდა მისი სუნთქვა მთელს სახეზე მეფინებიდა.
- მეშინია და საერთოდ მგონია ეხლა გული გამისკდება.
- შენი ასე ახლოს ყოფნა გულისცემას მეც მიჩქარებს. გინდა შეამოწმო ვის უფრო სწრაფად უცემს გული?- მე არაფერი მითქვამს მან ჩემი ხელი აიღო და მის გულზე მიიდო. მასაც გული საშინლად სწრაფად და არათანაბრად უცემდა. ისე ახლოს იყო ცოტაც და კოცნას შეძლებდა. უეცრად და სრულიად უნებლიედ ცრემლები წამომივიდა. შეკრთა და უკან დაიხია
-ისევ ცრემლები?! - მას ისეთი სევდიანი და მოწყენილი ხმა ჰქონდა
არ ვიცი რა გრძნობამ, მაგრამ გიგის, რომელიც უკვე ოთახიდან აპირებდა გასვლას ხელო ჩავავლე მაჯაში და ჩემსკენ მოვზიდე, ფეხზე ავდექი, ის ჩემსკენ დაიხარა და ჩვენს შორის დისტანცია გააქრო.
- არ შეგეხები სანამ თავად არ მომცემ ამის უფლებას!- მის თბილ სუნთქვას მთელს სახეზე ვგრძნობდი და მისკენ მე თვითონ მივიწიე. უფლება მივეცი ჩემს სურვილს ახდენილიყო და მის ტუჩებს შევხებოდი. სიამოვნებამ და სითბომ ჩემი სხეულის ყველა წერტილში მიაღწი. მისი ხელები წელზე შემომეხვია და შევშინდი. მიხვდა რომ შემეშინდა. უკან გაიწია, მაგრამ წელზე მისი ხელები არც კი გაუნძრევია.
- თვალები გაახილე! - ისე თბილად მითხრა მინდოდა ისევ ეკოცნა. თვალები შევახე ის ბედნიერი იდგა და იღიმოდა. - ეს იყო საოცარი წამები!
- მე..- ისეთი ხმა მქონდა მეც შემეშინდა.
- ისევ გეშინია ჩემი?
- ეხლა უფრო მეტად მეშინია- წარბები შეკრა.- ანუ ეხლა უფრო მეშინია , რომ თავს ვეღარ გავაკონტროლებ.- გაეღიმა.
- მერე ეს კარგია.- ტელეფონის ხმამ ორივე გამოგვაფხიზლა და ინსტიქტურად ორივემ მაგიდაზე დადებულ, აწკრიალებულ ნივთს დავხედეთ.
- დაჩი - თქვა გიგიმ გაბრაზებით. მისი დარეკვა მართლაც უდროო იყო.- არ უპასუხებ?
ტელეფონს ხელი დავავლე.
- ალო, რა გინდა დაჩი დღეს გარკვევით აგიხსები რომ შენი ნახვა არ მინდოდა რა არის აქ გაუგებარი ვერ ვხვდები?-გიგი მოწყენილი მიყურებდა და ბოლოს ოთახიდან გავიდა. რამოდენიმე წუთში მეც გავედი. გიგის ჩემთვის არც შემოუხედავს. ასე რა აცოფებდა მართლა ვერ ვხვდებოდი. ნათია ეჭვნარევად მიყურებდა და ძალიან ჩუმად მიჩურჩულა.
- თქვენ შორის რა შავმა კარამ ჩაირბინა?
- დაჩიმ.
- დარეკა.
- გიგიმ ყველაფერი მომაყოლა, მერე დაჩიმ დარეკა და ეს გაგიჟდა.
- ასე რა აბრაზებს ვერ ვხვდები?
- ზუსტად მეც მაგას ვამბობ , რა უფლება აქვს.
- დალევთ რამეს? - გიგიმ ჩვენსკენ მოიხედა და ღიმილიანი სახით დაგვაკვირდა.
- მე დავლევ წითელ ღვინოს და ნინი საერთოდ არ სვამს. - გაეღიმა ალბათ საპირფარრშოში ნასვამი რომ ვეგონე ეს გაახსენდა. მე კი გავბრაზდი და მხოლოდ მას რომ გაეფონა ისე ვთქვი.
- იდიოტი!- მას სახე გაებადრა.
- სიტყვებთან ფრთხილად იყავი და მერე მე არ მომთხოვა პასუხი შედეგებზე. - თუთქოს მუქარა იყო, თუმცა იღიმოდა და მეც გაბრაზებამ გამიარა.
- იდიოტი! - ისევ გავიმეორე ღიმილით.
- კარგია ესეიგი ჩემი კოცნა მოგეწონა და კიდევ გინდა , რადგან ასე რისკავ. მეც მინდა შენი კოცნა. - ბოლო სიტყვები ჩემს ყურთან გაიმეორა. ტანში უცნაურმა სურვილმა და სითბომ დამიარა.
- მე უნდა წავიდე!-გული დამწყდა.
- არ მოგეონს აქ ყოფნა?- ჩაეკითხა ცნობისმოყვარე ნათია.
- კი არ მომწონს ეს სახლი მიყვარს, უსაზღვროდ ბედნიერი წუთები გავატარე აქ, მაგრამ.- გიგიმ აღარ გააგრძელა.
- მაკოცე, შენი სურვილი დაიკმაყოფილე და მიდიხარ ხომ ასეა?- ჩუმად ვუჩურჩე.
- რატომ გაქვს ჩემზე ასეთი წარმოდგენა, უბრალოდ არ მინდა ბოროტად ვისარგებლო იმით , რომ მოგწონვარ!- თვალები უბრწყინავდა და ეხლა მისი კოცნა მე თვითონ მინდოდა. მისი ეს პატარა ბავშვური სახე და ღიმილი სითბოს მიგროვებდა გულში.
- მომწონხარ?- გაკვირვებული და გაოცებული სახე მივიღე.
- ასეა, მეც უზომოდ მომწონხარ და მეტიც - თვალებში ვუყურებდი და ირგვლივ ყველაფერი გაქრა მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით. ეს გრძნობა , რომელიც ეხლა მის მიმართ მქონდა. დაჩის მიმართ არასდროს მიგრძვნია.
- მაგრამ მაინც მიდიხარ ?- გულისწყვეტა აშკარად ვერ დავმალე.
- დავრჩე?
- არა, არ ვიცი.
- გაორება ხომ არ გაქვს? - ისე გავიცინეთ ყველა ჩვენსკენ შემოტრიალდა , მაგრამ ეს უკვე სულ ერთი იყო.
- შენი მართლა მეშინია. შენი სიახლოვის.
- მეც. - მიხვდა რომ მისი სიტყვების არ მჯეროდა და მეტი დამაჯერებლობისთვის მოიღუშა. - მართლა მეშინია, მაგრამ არა შენი სიახლოვის, არამედ შენი დაკარგვის. - ცრემლები მომაწვა. გულწრფელი ჩანდა.
- არაფერი გიჭამია. - საყვედური ვუთხარი.
- შენი გაკეთებული არის აქ რამე?
- არა !
- მაშინ არ მინდა. ცუდია რომ ვერ გავდინჯე. შეგამიწმებდი როგორ აკეთებ.
- რატომ ცოლად უნდა მომიყვანო?- ეს მართლა უტაქტოდ გამომივიდა და თავი დავხარე.
- არ არის გამორიცხული- გაეღიმა. მჯერა კარგად ამზადებ ისეთი ტკბილო ხარ წარმოუდგენელია კარგად არ ამზადებდე.
ნათია ხარობდა ჩვენი ყურებით.
- ნათ მოდი ვიცეკვოდ. - ნათიას დიმა დაადგა თავზე. ნათიაც ბადნიერი წამოხტა და კისერზე ჩამოეკიდა დიმას.
- ამათ ერთმანეთი უყვართ? - მკითხა გიგიმ, რომელიც გაოცებული უყურებდა მოცეკვავე წყვილს.
- ხო, მაგრამ ჯერ არ იციან…- თითი ტუჩთან მივიტანე და მივახვედრე რომ ეს დახურული თემა იყო.
- მერე მიახვედრე.
- არა, მინდა თვითონ აღმოაჩინონ ესე უფრო საინტერესო და სასიამოვნოა. ხო საყვარლები არიან? - მისკენ მივიხედე, ის კი სიყვარულით მიყურებდა.
- შენ ხარ ყველაზე საყვარელი არსება ვინც კი მინახავს.
- ხვალ მოხვალ?
- გინდა რომ მოვიდე?
- არ ვიცი. მეშინია- თავი დავხარე.
- ფობია გაქვს ?- მხოლოდ მე მიყურებდა.
- გინდა ვიცეკვოთ?
- არა - ჩემს ხელს ხელი ჩაკიდა და თავისკენ მიმწია. მინდოდა მისთვის წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ ეს ძნელი იყო.
- იდიოტი- გაეღიმა.
- შენ არ იცი როგორ მახარებ ჩემი კოცნა ასე რომ გინდა. - ვეცადე გაბრაზებული სახე მიმეღო, მაგრამ მის ღიმილიან სახეზე გამეცინა.
- ნათი შეიძლება სამზარეულოში გავიდე წყალს დავლევ. - მწვანეთვალება ადგა. ხელზე მაკოცა და გავიდა.
- რა საყვარელია ხო? - ნათია ხარობდა - იცი ერთმანეთს როგორ უყურებთ. შენ მე ესეთი არასდროს მინახიხარ.
- მეც არ მახსოვს ჩემი თავი ასეთი.
- ტელეფონი სამზარეულოში დაგრჩენია. - მწვანეთვალებამ ტელეფონი მომაწოდა. - მე უნდა წავიდე. - გული ჩამწყდა.
- გასაგებია- ვეცადე წყენა დამემალა, მაგრამ ჩემ ხმაში სევდა მაინც გაიპარა.
- ნათი მადლობა მასპინძლობისთვის. - გიგის ჩემს მხარზე ედო ხელი და ნაზად მეფერებიდა.
- გიგი ჩვენც მოვდივართ სულ რამოდენიმე წუთით და ერთად გავიდეთ.
გიგი გავიდა , უკან რომ მივიხედე ქურთუკი ეცვა. კუთხეში იდგა. გაბუტული ვიჯექი. ტელეფონმა გაიზრიალა.
“ ნუ იბუტები ხვალ ისევ გნახავ. “
ნომერი უცხო იყო, მაგრამ მაშინვე მივხვდი ვინც იქნებიდა.
“იდიოტო!”
სასწრაფოდ ავკრიფე და გავუგზავნე. მან სიცილი დაიწყო. ყველა ადგა და წასასვლელად ემზადებოდა. მეც ავდექი მათ გასაცილებლად. არავინ გვიყურებდა ის მომიახლოვდა ხელზე ნაზად მომეფერა და ყურში ჩამჩურჩულა.
- თუ გინდა დავრჩები!- ტანში ისევ სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა.
- არა მეშინია შენთან ერთად ერთ სივრცეში მარტო დარჩენის.
- ფობია დასაძლევია - ორივემ გულიანად გადავიხარხარეთ. - ხვალ გნახავ! - ლოყაზე ნაზად მაკოცა და გავიდა.
სტუმრები წასვლის შემდეგ ყველაფერი ავალაგეთ და დავრეცხეთ. სანამ ცნობისმოყვარე ნათიას დაეძინა, მანამდე გიგიზე ათას კითხვას მისვამდა. მისი დაძინების შემდეგ ტელეფონი ავიღე. გიგის ნომერს “მწვანეთვალება “ დავაწერე და მივწერე.
“მიხვედი?”
“შენ ამას რა სტატუსით მეკითხები?”
“იდიოტო!”
“ მეც ძალიან მინდა ძილის წინ ისევ მაგრად გაკოცო და შენთან ჩახუტებულმა დავიძინო. ეხლა მივედი, ვიძინებ და მინდა დამესიზმრო.”
“მე უკვე მესიზმრე!”
“ უკვე გეძინა? როდის მოასწარი?”
“ არა მანამ მესიზმრე , სანამ შეგხვდებოდი!”
“ ხვალ ყველაფერს მომიყვები, ტკბილი ძილი!”
“ტკბილი ძილი , იდიოტო!”
“ მეც გკოცნი!”
არ მახსოვს როდის ჩამეძინა. დილის მზის სხივმა გამაღვიძა. ნათია აღარ იწვა. კვერცხის სუნი ტრიალებდა. საჩქაროდ მოვწესრიგდი. ვჭამეთ და ლექციაზე წავედით. გარეთ ძალიან ციოდა , მაგრამ უნივერსიტეტის ეზიში ვიჯექით. დიმა შემოვიდა და გაბრაზებული სახით დაგვადგა მე და ნათიას თავზე.
- გარეთ დაჩი დგას, დაცვა არ უშვებს შიგნით. სანამ ნინო არ გამოვა აქ ვიდგებიო.
- გავალ, თორე არ მინდა ეხლა აქ შემოვიდეს და ყველას ყურადღება მიიქციოს.
- გინდა განოგყვე?- მკითხა ნათიამ.
- ხომ იცი რომ მე მას მარტოც გავუმკლავდები!
გარეთ გავედი დაჩი მანქანას მიყრდნობოდა და გაბრაზებული იყურებოდა.
- აქ რას აკეთებ?
- უნდა გესაუბრო. მოდი ყველაფერი დავივიწყოთ და ისევ ერთად ვიყოთ - სიბრაზისაგან აღარც კი მციოდა.
- შენ რა ვერ გაიგე არ მინდა შენთან. დასრულდა.
- ორივემ ვიცით, რომ ბოლოს მაინც ჩემი იქნები და რატომ ართულებ ყველაფერს!- გაბრაზება თავში მომაწვა. დაჩის სახეში სილა გავაწანი. ირგვლის მდგომმა ხალხმა ჩვენ გამოგვხედა. - ეს რა გააკეთე, გაგიჟდი?
- წადი მომშორდი!
- ეს 6 თვის საფასური იყოს.- დაჩი არ გაბრაზდა.
- დაჩი მომცილდი რა გთხოვ. აქ აღარ დაგინახო. შენ ჩემთვის აღარ არსებობ.
-როდესაც გოგო გეუბნება რომ შენი დანახვა არ უნდა ან წასიო. ეს ნიშნავს თავი უნდა დაანებო და წახვიდე. - უკან მივიხედე და მწვანეთვალება ჩემსკენ მოდიოდა.
- შენ ვინ ხარ?- დაჩი მისმა დანახვამ ცოტა დაბნია. გიგი ჩემთან მოვიდა ლოყაზე მაკოცა, ხელი ჩამკიდა და უნივერსიტეტში შევედით.
ეზოში ნელი მივაბიჯებდით, ის ხმას არ იარებდა, მეც მორჩილად მას მივყვებოდი. აუდიტორია ხალხით იყო გაჭედილი. ყველამ ჩვენ შემოგვხედა. ნათია და დიმა ერთად იჯდნენ. მათ გვერდით დავჯექით.
- შეგიძლია ხელი გამიშვა. არავინ მომიტაცებს. - ვეცადე მეხუმრა.
- ნინი ეხლა ცოტა ხანს ხმა არ გამცე თავს ვიმშვიდებ გარეთ , რომ არ გავიდე და იმ დაჩის ცხვირ-პირი არ გავუერთიანო.
- ვერ ვხვდები რა გაბრაზებს.
- ნინ გთხოვ არ მინდა გაწყენინო.
ხმა არ ამომიღია ის მართლა ბრაზობდა და ვაცადე დამშვიდებულიყო. ლექცია დაიწყო. ხმა აღარ ამოგვიღია არცერთს. მხოლოდ ერთხელ დაიხარა ჩემსკენ. ჩემი ხელი მის ხელში მიაქცია და ასე გავაგრძელეთ ლექციის მოსმენა.
ლექცია დასრულდა. ბავშვები წამოიშალნენ.
- გარეთ გავალ ცოტა ხნით. გინდა რამე მოგიტანო- გიგი ძალიან მშვიდი ჩანდა.
- არა. მე აქ ვიქნები მცივა და არ მინდა გავცივდე.
- კარგი ნინ მალე მოვალ- დაიხარა. მაკცა და გავიდა. სანამ გადიოდა მე და ნათია მას ვუყურებდით
- ეს რა ხდება შენთან?
- ნუ მკითხავ მოგიყვები ყველაფერს. - ტელეფონი ამოვიღე და 5 გამოტოვებული ზარი დავინახე. - მოიცა ერთი წუთი დედაჩემი მირეკავდა. თამრიკოს 3 ჯერ დაურეკავს. ორჯერ დაჩის, მაგრამ მასთან გადარეკვას არც ვაპორებდი.
- დე მირეკავდი?
- ნინ რა ხდება დე? ვისთან ერთად იყავი დღეს დაჩიმ დარეკა ვიღაც ბიჭმა ხელი ჩაკიდა და წაიყვანაო. - გავშრი ამას ნამდვილად არ ველოდი.
- შენ ჩაგასმინა? ეგ საერთოდ როგორი კაცია ? ენა მოგიტანა?
- ნინ შენზე ნერვიულობს. მასზე ნუ ბრაზობ. ვინ იყო ის ბიჭი?
- დე ის ჩემი მეგობარია. დაჩი უხრშად მელაპარაკებოდა მას ეს არ მოეწონა, ხელი ჩამკიდა და წამომიყვანა.
- სახლში რომ მოხვალ ვისაუბროთ ნინო დე.
- კარგი დე.
გავთიშე და გაოგნებული ვიყავი დაჩის ამ საქცელით.

ლექცია დაიწყო ნათიას ვერაფერი მოვუყევი. ვიჯექი და შემოსასვლელისკენ ვიყურებოდი. გიგი არსად ჩანდა. ავნერვიულდი. უეცრად კარი გაიღო და დავმშვიდდი. მისმა დანახვამ დაჩის ამბები სულ გადამავიწყა.
- დამაგვიანდა. შენ ხომ არ ინერვიულე? - ახლოს მოვიდა და სწრაფად მაკოცა სხვებს რომ არ დაენახათ.
- რატომ ინდა მენერვიულა?- მეღიმებოდა.
- ისეთი სახე გქონდა რომ შემოვედი ისედაც მივხვდი რომ ცოტა განერვიულე.
- იდიოტი!
- მეც ძალიან მინდა !
ლექცია ძალიან გაიწელა. დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე გიგი ჩემსკენ დაიხარა და ყურში მიჩურჩულა.
- სადმე წავიდეთ მე და შენ მარტო?
- არა დღეს დედა მელოდება სახლში ცოტა გაბრაზებულია და არ მინდა დავუმატო.
- დედას აბრაზებ? ცუდი გოგო ხარ?- მისი ღიმილი მნუსხავდა და მოჯადოევულივით ვუყურებდი.
- არა მე დედას დამჯერე გოგო ვარ. უბრალოდ ცოტა გაუგებრობა მოხდა და მინდა ავუხსნა.
- კარგი გასაგებია. დღეს იყოს როგორც შენ იტყვი.
ლექცია დასრულდა ბივთები ჩავალაგე. გიგი გულმოდგინეთ მეხმარებოდა. მე და ნათია ერთად მოვდიოდით გიგი ჩვენს წინ წავიდა ტელეფონზე საუბრობდა. მე და ნათია ეზოში შევჩერდით.
- ეს რა იყო თქვენი ხელჩაკიდებული შემოსვლა?
- დაჩისთან მოვიდა , მის დასანახად ხელი ჩამკიდა და წამომიყვანა. იმ სულელმა დედაჩემს დაურეკა და ჩამიშვა
- რა?
- აი ნუ რა სულელია ხო ხედავ.
გიგი შეშლილი სახით მოვარდა ჩვენთან
- მე მგონია უკან მომყვები და რომ ვერ დაგინახე ავნერვიულდი. ნათია ნინის ეჩქარება ხვალ გნახავს. - ნათიას გაეცინა- ჩვენ მივდივართ.
- შენ არსად არ მოდიხარ. მე მივდივარ და
- მე შენ არ გესაუბრები. ნათი კარგად იყავი. ნინ დაემშვიდობე ნათიას. - ხელი ჩამკიდა.
- გიგი!
- ბატონო- უკან მოიხედა და გაურკვევლად დამაკვირდა.
- ჩემს მაგივრად რატომ იღებ გადაწყვეტილებებს?
- შენ ხომ თქვი დედასთან უნდა მივიდეო. მე წაგიყვან.
- შენ არსად არ მოდიხარ.
- ამასაც ვნახავთ. აბა კარგად ნათი. დაემშციდობე ნათიას.
- ტირანი ხარ!
- კარგად გვრიტებო. - ნათიამ გზაში მოგვაძახა. გიგი არც იყურებოდა უკან მივყავდი.
- ტირანი ხარ!
- ვიცი ბებიაც ასე მეძახის.
- ბებია?
მანქანის კარები შორიდან გახსნა პულტით. კარი გამიღო ჩამსვა და მოხურა. მე გაცეცხლებული ვიყავი. ის მშვიდად მომიჯდა გვერდით, ღვედი გადამიკრა, შემდეგ თვითონ გადაიკრა და წავედით. ხმას აღარ ვიღებდი.
- აღარ აპროტესტებ?- ღიმილით შემომხედა
- აზრს ვერ ვხედავ. შენ საერთოდ ადამინაის უფლებებზე რამე გსმენია ?
- კი.
- მერე მე რატომ მიზღუდავ უფლებებს.
- მიჩივლე.
- გიჩივლებ. გიგი მართლა არ მიყვარს ჰაერის გადაკეტვა და ეხლა შენ ამას აკეთებ. ჯერ მეცინება და მერე ვიცი მე არ მიყვარს.
- გასაგებია ჯერ ერთმანეთს არ ვიცნობთ გავა დრო გავიცნობთ ერთმანეთს და დავთმობთ რაღაცეებს.
- ეჭვი მაქვს ეს დათმობა მე მომიწევს. - გაეღიმა - გიგი სახლამდე ნუ მიმიყვან ამსადმე სახლთან ახლოს ჩამოვალ, გთხოვ.
- კარგი დღეს დაგითმობ. ხო ხედავ რამხელა დათმობაზე მივდივარ. - გაიცინა-ვგიჟდები ასე რომ იბუტები. შენს გაბუტულ ტუჩებზე და გაბრაზებულ თვალებზე ჭკუა მეკეტება.
- იდიოტი ტირანი ხარ!- იცინოდა- ბებიაც ასე გეძახის?
- ხო .
- ბებო შენთან ცხოვრობს?სხვებიბრას გეძახიან.
- მხოლოდ მე და ბებია ვართ.
- სხვები?- სერიოზული სახე მიიღო.
- ეხლა არ მინდა ამაზე საუბარი.
- მე ჩემს ცხოვრებაშუ შემოგიშვი ყველაფერი მოგიყევი და შენ არ მენდობი?
- ეს რა შუაშია უბრალოდ არ მინდა მანქანის მართვისას ამაზე ვისაუბრო.
- გასაგებია - ის ისე განაწყენდა მივხვდი რაღაც ძალიან მტკივნეულს შევეხე და ხმა აღარ ამომიღია. ის მოწყენილი უყურებდა გზას. უეცრად შეაჩერა.
- გადმოდი. - ისევ მიბრძანა. კარი გავაღეთ. იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექით. ბავშვების სათამაშო მოედანზე რამოდენიმე ბავშვი და მშობელი იყო.
ის თავდახრილი იჯდა. რაღაც რთულისთვის ემზადებოდა. ბოლოს ამოისუნთქა და დაიწყო.
- ნინ, 4 წლის რომ ვიყავი დედამ და მამამ ბებოსთან დამტოვეს. ისინი ჩემს უფროს დასთან ერთად ქორწილში წავიდნენ. -ვხედავდი როგორ ნერვიულობდა მოყოლოსას, თავის ხელებს უყურებდა.-შუაღამე იყო ბებიას ყვირილმა გამაღვიძა, ოთახიდან გავედი და ბების მეზობლები და პოლიციელები ამშვიდებდნენ. ისინი უკანა გზაზე ტრაილერს შეეჯახნენ და ვერც ერთი ვერ გადარჩა- ორივე გავჩუმდით. ცრემლები მომაწვა ის ისეთი პატარა იყო და მთელი იჯახი დაკარგა
- მერე რა მოხდა?
- თავიდან ვერაფერი გავიგე, მაგრამ როცა ძალიან მომენატრნენ გავჭირვეულდი , საჭმელს არ ვჭამდი და ისტერიკებს ვაწყობდი. ფსიქოლოგებთან და ექიმებთან მატარეს, მაგრამ არაფერი მშველოდა. მოკლედ ეხლა უკვე 21 წლის ვარ და ეხლაც კი არამგონია რომ ის მონატრება გავლილო იყოს. - თავზარი დამეცა. მაშინვე მივხვდი იმ დილით რაც ეწყინა, მე მას დედიკოს და მამიკოს განებივრებული ვიძახე.
- მაპატიე- ტირილით ვუთხარი. ის უცნაურად მიყურებდა.
- შენ რატომ მიხდი ბოდიშს ან რატომ ტირიხარ? ეს იმიტომ მოგიყევი, რომ არ გგონებიდა შენი ნდობა არ მაქვს.
-დიდხანს ვფიქრობდი რა გაწყენინე მაშინ , იმ დილით ნათიასთან მე ხომ, ზოგჯერ რა სულელი ვარ.
- იმ დილით მართლა მეწყინა, მაგრამ ის კი არა შენ რომ დამიძახე, არამედ მინდოდა მართლა მათი განებივრებული ვყოფილიყავი.
ვტიროდი და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. მისკენ მივტრიალდი ხელებზე ხელები დავადე.
- გიგი მე შენს გვერდით ვარ. მართალია მათ ვერ შევცვლი, მაგრამ ჩემი იმედი გქონდეს.
მწვანეთვალებამ ჩემსკენ ამოიხედა თვალები ჩაწითლებოდა.
- ნინ მიხარია იმ დღეს შენ რომ ჩაიკეტე საპირფარეშოში, მიხარია რომ გაკოცე და მიხარია, რომ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში.
- საერთოდ ეს შენ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში. -ორივეს გაგვეცინა.
- ჩემს გვერდით თუ იქნები ეს მართლა მშველის.
- ვერ ვპატიობ ჩემს თავს ეს როგორ გიათხარი მაშინ. - ცრემლები წამომივიდა.
- ნინ რომ მცოდნოდა ამდენს იტირებდი არ მოგიყვებიდი. შენ ისეთი საყვარელი გოგო ხარ. უბრალოდ მეშინია ისეთი რეაქციები გაქვს. ეხლა რომ გაკოცო გაბრაზდები?
- აქ?
- ხო აქ და ეხლა.
- აქ ბავშვები არიან და არ შეიძლება.
- ადექი მივდივართ არ მინდა ჩემს გამო სახლში დაიგვიანო და პრობლემები გქონდეს.
- ტირანმა გაიღვიძა. - ნელა ავდექი - მისმინე თუ გინდა აქ ვიყოთ მინდა რომ დამშვიდდე.
- კარგად ვარ ნინ არ ინერვიულო.
ადგა. მე ხელი ჩავკიდე. გიგიმ გაოგნებულმა გამომხედა. მანქანა ნელა მიყავდა.
- განზრახ მივდივართ ნელა?
- არ მინდა გაგიშვა.
- ხვალ ისევ გნახავ.
- მე რომ მოგაკითხო და წამოგიყვანო ძალიან უჟანგბადობას გამოიწვევს?- გაეცინა.
- არა წამომიყვანე.
- რომ არ მედავები უფრო ნაზი ჩანხარ.
წერეთელი საცობებში ვიდექით. აღმაშენებელზე ნაკლები მანქანები იყო. სახლამდე გავაჩერებინე. გადასვლას არ ვჩქარობდი, მისი დატოვება არ მინდოდა. ის დაბნეული მიღიმოდა.
- მომწონს როცა ლოყები გიწითლდება. ნეტა რაზე ფიქრობ.
- არ ვიცი სახლში წასვლა მინდა თუ არა. - გაიცებულმა შემომხედა.
- ძალიან გულწრფელი ხარ. მე არ მინდა რომ წახვიდე. ასე დარჩი ჩემთან.
- კარგი მე უნდა წავიდე ხვალამდე.
- ხვალ 9 ზე აქ დაგელოდები.
- მაშინ ხვალამდე. - ჩემსკენ გადმოიწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
- შენი ღიმილი ისეთი ლამაზია ეხლა აღარ ვიცი უნდა გაგიშვა თუ არა.
კარი გავაღე და გადავედი. რამოდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი მხოლოდ მაშინ მივიხედე უკან. ის გადმოსულიყო მანქანიდან, ისეთი საყვარელი იყო თავს ძალა დავატანე უკან რომ არ მივბრუნებულიყავი. მიღიმოდა. ჯიბეში ტელეფონმა გაიზრიალა.
“ ულამაზესი ტანი გაქვს !”
“იდიოდო!”- სწრაფად დავწერე და გავუღიმე.
“მეც ძალიან მინდა შენი კოცნა და ცეკვის ნახვა. “
სახლში ჩუმად შევედი. ვიცოდი წინ რაც მელიდა. ქურთუკი და ჩანთა შემოსასვლელში დავკიდე. ფეხზე გავიხადე.
- დე სად ხარ?- ვიკითხე მშვიდად
- სამზარეულოში- დედა გაბრაზებული მიყურებდა - რა ხდება ნინო დედა გავგიჟდი ნერვიულობით.
-დე ხომ იცი მე შენ რომ არაფერს გიმალავ. მოდი მე გამოვიცვლი, შენ ყავა მოამზადე და ყველაფერს მოგიყვები.
მისთვის ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე. სპორტულები ჩავიცვი, ხელ- პირი დავიბანე და “ ფრონტის წინა ხაზზე” გავედი. თამრიკო ჩემს წინ იჯდა და დაძაბული მელიდებოდა. ყავა მოვსვი და დავიწყე.
- დე ეხლა ყველაფერს თანმიმდევრულად მოგიყვები , შენ კი არ შემაწყვეტინო რა.
- კარგი დე.
- გახსოვს ის დღე დიმამ და ნათიამ ღამის კლუბში რომ წამიყვანეს- თამრომ თავი დამიქნია. - იქ თავს ძალიან ცუდად ვგრძბობდი, ხომ იცი ღამის ცხოვრება ჩემი არ არის. წამოსვლა მინდოდა , მაგრამ ბავშვები ერთობოდნენ და არ მინდოდა მათთვის დღე ჩამეშხამებინა. - უცებ გამახსენდა ჩამშვები ლუკა რომ არსებობდა. - დე ლუკა სახლში ხომ არაა ?
- არა დე ეზოშია. მამა მუშაობს. მარტო ვართ.
- საპირფარეშოში გავედი იმ ხმაურიდან თავი რომ დამეღწია. ხომ იცი რა ხიფათიანი ვარ და ჩავიკეტე. ბევრი ვიყვირე, მაგრამ არავის ესმოდა. ისტერიკა მქონდა- თამრიკო შეშფოთებული სახით იჯდა და მიყურებდა. -მერე ვიღაც ბიჭი მოვიდა კარი შემოამტვრია. ისეთი აღელვებული ვიყავი. მოვიდა და მაკოცა, ალბათ ნასვამი ვეგონე.
- რას ამბობ დედა .
- დე გთხოვ ბოლომდე მოგიყვები, მერე გავიქეცი. დიმა და ნათია გავანერვიულე. გარეთ გავედი სახლში წავედით. უს უკან გამოგვყვა. მერე ყვავილები გამომიგზავნა ბოდიშის მოხდის მიზნით. - თამრიკო გაიცებული მიყურებდა. - დილით სახლში მოვდიოდი დამხვდა, მესაუბრა მე დედიკოს და მამიკოს განებივრებული ბიჭი ვეძახე და გაბრაზებული უკანმოუხედავად წავიდა. დღეს გავიგე რომ მშობლები და და გარდაცვლილი ყოლია. მერე უნივერსიტეტში საერთო ლექციებზე ერთად აღმოვჩნდით, მაგრამ არც გვისაუბრია. მერე ნათიასთან აღმოჩნდა შემთხვევით და დედა მოკლედ რომ გითხრა მე ის ძალიან მომწონს.
- ნინო აი თურმე რატომ დაიწყე გამოჯანმრთელება. მე კი დაჩის ვაბრალებდი.
- დე იცი რა ლამაზია. იცი როგორი მწვანე თვალები აქვს. მე ის ძალიან მომწონს და არ მინდოდა დამემალა შენთვის. ოღონდ ჯერ მამას ნურაფერს ეტყვი.
- მე ხომ იცი არ ვეტყვი, მაგრამ დაჩიმ თუ არ უთხრა უკვე.
- აუ დე ენა როგორ მოგიტაბა გავგიჟდი.
- დე მას უყვარხარ და შენზე ნერვიულობდა.
- აუ დე ეხლა დაჩიზე არ მელაპარაკო. მხოლოდ გიგიზე მინდა ფიქრი.
- ნი დე არ იჩქარო. ყველაფერს დაუფუქრდი დე.
- კარგი თამრი.
ტელეფონი ავიღე და მწვანეთვალებას მივწერე.
“ მიხვედი სახლში?”
“შენ ამას რა სტატუსით მეკითხრბი?”
“ იდიოტო! დედას მოვუყევი ჩვენზე.”
“ მერე? იმედია ტირანი და იდიოტი არ მეძახე”
“ყველაფერი მოვუყევი მაგ ირი სიტყვის გარეშე”
“ნეტა აქ იყო ეხლა.”
“ ნეტა. სახლში ხარ?”
“რა სტატუსით მეკითხები მაგას?(ტირანი)”
“ შენ რომ მოსწონხარ იმ გოგოს სტატუსით!”
პასუხმა დაიგვიანა.
“ აი ჰაერის გადაკეტვა რა ყოფილა ეხლა მივხვდი. ხვალ რომ გნახავ თვალებში ჩამხედავ და ისე მეტყვი ამ სიტყვებს”
“იდიოტი ხარ!”
“მეც მინდა შენი კოცნა ეხლა”
ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე ირგვლივ სიბნელე იყო. ითახიდან გავედი. მამა ტელევიზორს უყურებდა

- ნინო შენ როგორ იშვიათად ხარ მა სახლში? სულ სტუდენტურ ცხოვრებაზე გადახვედი ხო?
- არა მა.
- დღეს დაჩი იყო მოსული. - შენოვარდა ლუკა ითახში.
- ზუსტად ამაზე მინდოდა საუბარი შენთან.
- მა
- ნინო ბევრი ვისაუბრეთ. რაღაც სისულელეები მითხრა. ერთი გავარკვიე, რომ შენთან შერიგება უნდა.
- მე არც ვებუტები, უბრალოდ არ მიყვარს და მასთან არ მინდა ყოფნა.
- მე მასაც ვუთხარი ეს თქვენი ცხოვრებაა და გადაწყვეტილებებსაც თქვენ იღებთ. მე გვერდით დაგიდგები , რაც არ უნდა გადაწყვიტო.
- მამა მე ის არ მიყვარს და არ მინდა მასთან. მასაც არ ვუყვარვარ, უბრალოდ აკვიატება აქვს.
- რა გითხრა აბა ?! მეც კი ვერ დამარწმუნა, რომ უყვარხარ. - ორივემ გავიცინეთ.
- მა ხომ არ გეწყინა მასთან რომ არ მინდა ყოფნა.
- რას ამბობ. ეს შენი ცხოვრებაა და რამის თქმის უფლება მე არ მაქვს.
- მა მე წავალ დავიძინებ. ხვალ დილით ლექცია მაქვს.
- კაი მა თავს გაუფრთხილდი.
წყალი გადავივლე და დავწექი. ერთი სული მქონდა , როდის დაღამდებოდა. დილით საჩქაროდ ავდექი. ბედნიერი ვემზადებოდი. ჯინსები,თეთრი ბოტასები და თეტრი ზედა ჩავიცვი. თმები ავიწიე. დედას საჩქაროდ გამოვემშვიდობე. ლურჯი დუტი შემოვიცვი. კიბეებზე გაღიმებული ჩავრბოდი და ჩანთა გზაში გადავიკიდე. შავ “ბე ემ ვეს “ მაშინვე მოვკარი თვალი. გიგი მანქანიდან გადმოსულიყო. მასაც ჯინსები, ბოტასები და შავი დუტი ეცვა. გამეღიმა. ის მე ვერ მხედავდა. ჩუმად მივეპარე და ჩავეხუტე. თავიდან დაიბნა, მაგრამ მალევე გამოერკვა და ჩამეხუტა.
- ჩემი გოგო მოსულა. ეხლა აქ რომ გაკოცო რას იზამ?
- ეს მამაჩემის ტერიტორიაა და აკრძალულია.
- მე ვიტყვი თვითონ ჩამეხუტა და მაკოცათქო.
- ნინო- ორივემ მივიხედეთ , დაჩი იდგა და გაბრაზებული გვიყურებდა.
გიგიმ ხელები ჩამომაწევინა და ეცადა მანქანაში ჩავესვი.
- არ გაბედო ეხლა აქ საქმის გარჩევები. თუ რამე გაქვს მისთვის სათქმელი ჩემთან ერთად უთხარი. - გიგი დამემორჩილა. ხელი ჩამკიდა და დაველოდეთ სანამ დაჩი მოგვიახლოვდებოდა.
- ნინო- ჩვენსკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და ჩვენს ჩაკიდებულ ხელებს წარბშეკრული უყურებდა
- დისტანცია დაიცავი და მაქედან უთხარი სათქმელი!- გიგის მკაცრი ხმა ჰქონდა.
- შენ ვინ ხარ მის მაგივრად რომ ლაპარაკობ?
- შენ თვითონ ვინ ხარ? რა უფლებით ესაუბრები ?- გიგი ცდილობდა ბრაზი დაემალა.
- მე მისი შეყვარებული ვარ!- დაჩის სიტყვებზე ბრაზი მომაწვა. ეს როგორ გაბედა ეს როგორ თქვა. მაგრამ გიგის სიცილმა გამომაფზიზლა.
- ყოფილი ანუ წარსული ხარ. მე კი მისი აწმყო და მომავალი ვარ. ანუ შენ ხარ მესამე, ზედმეტი!
- ნინო შენს მაგივრად რატომ საუბრობს?
- დაჩი შენ მე უკვე აგიხსენი , მე შენთან არ მინდა. ვსო დასრულდა, მაგრამ შენ არ გესმის.
- ხომ იცი , ბოლოს მაინც ჩემთან იქნები. - გიგის ორივე ხელი შემოვხვიე წელზე , რომ გამეკავებინა.
-გთხოვ ჩემი ხათრით უბრალოდ წავიდეთ, გეხვეწები. - მან გაბრაზება მოთოკა და დაჩის გახედა.
- არ მგონია ყურს გაკლდეს ან თავმოყვარეობა არ გქონდეს. მას არ სჭირდები. ის შენი აღარასდროს იქნება. ის ჩემია და არავისთვის ვაპირებ მის დათმობას. - ხელი ჩამკიდა , მანქანაში ჩამაჯინა, გვერდით მომიჯდა და სწრაფად წავედით. უკან აღარ მიმიხედავს.
- გიგი!
- ცოტა ხანიც და დავმშვიდდები.
- როცა ასე იქცევი შენი მეშინია .
- ხომ იცი რომ შენ არაფერს დაგიშავებ?
- ვერ ვიტან ძალადობას. დაჩის ის სიტყვები უფრო ეწყინება, ვიდრე ცემა.
- მას ნუ ახსენებ!
- მთელი ღამე ვგეგმავდი როგორი დილა გვექნებოდა ეხლა კი ყველაფერი ჩამშხამდა.
რამოდენიმე წუთში მანქანა გადააყენა, ღვედი შეიხსნა და ჩემსკენ გადმოიხარა.
- ჩემო გოგო, წინ ძალიან ბევრი ლამაზი დღეები გვაქვს. რაო რას მეუბნებოდი გუშინ მომწონხარო თუ რაღაც ? - ისე იღიმოდა გული ამიჩქარდა. მისკენ დავიხარე და ვაკოცე , მერე ყურთან ძალიან ჩუმად ჩავჩურჩულე.
- მომწონხარ მწვანეთვალება იდიოტო!- საჩქაროდ გამწია
- ასე მითხარი,თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი.
მისკენ მივიწიე. თვალებს არც ვახამხამებდი. მის ტუჩებთან ძალიან ახლოს მივედი და თვალდაუხუჭავად ვუთხარი
- მომწონხარ. - ნაზად ვაკოცე და უკან გავიწიე. ის თვალებდახუჭული იყო და იღიმოდა.
- შენ ხარ საოცრება! კიდევ რაო? მესიზმრეო?
- სანამ ერთმქნეთს შევხვდებოდით ბოლო დღეები სულ მესიზმრებოდა ბიჭი, რომელიც დაცემულს ხელს მაწვდიდა, რომ ფეხზე ავეყენებინე. - გიგი გაფაციცებული მისმენდა. - და მერე შენც გამოჩნდი, იმდენი დღე ვცდილობდი ამომეხსნა ამ ხმის პატრონის ვინაობა და აი გიპოვნე! - გავუღიმე.
- აი ეს მართლა საინტერესოა ! - ჩაფიქრდა. მერე თითქოს გამოფხიზლდაო და ჩამეხუტა. -მეც ძალიან მომწონხარ და თუ ეხლავე არ წავალთ თავის შეკავება ძალიან გამიჭირდება.
მანქანა დაძრა , ხმა აღარ ამოგვიღია, მუსიკას ვუსმენდით და ვიღიმოდით. მანქანა უნივერსიტეტთან გავაჩერეთ.
- ქურთუკი შეიკარი!
- გაიღვიძა ტირანმა! - გიგის გაეღიმა. გადმოვედით. ხელი ჩამკიდა.
- რაღაც აღარ მეწინააღმდეგები! ჰაერი ხომ გყოფნის?
- კი ძალიან კარგად ვარ!
- მეც.
ეზოში შევედით, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ნათიასთან და დიმასთან მივედით.
- როგორ ხართ? - გავუღიმე მათ.
- თქვენ?
- ყავა არ გინდა ?- ნათია ინტერესს ვერ მალავდა
- მე მოგიტანთ- გვითხრა დიმამ
- მეც წავყვები, შენ ხომ არ გეწყინება? თან ნათიას ათასი კითხვა აქვს! - გაგვეცინა. გიგიმ ხელზე მაკოცა და წავიდა.
- ეს რა იყო?- ნათია იცინოდა - რა ხდება ჩქარა მოყევი? რა ეტაპზე ხართ?
- პეპლების ეტაპზე. - გაოცებულმა შემომხედა.
- ეს რას ნიშნავს?
- ყოველ მის შემოხედვაზე და შეხებაზე პეპლები დაფრინავენ მუცელში.
- ვაიმე ნინ შენი ბედნიერება მეც კი გადმომედო.
- მე ხო იცი ყველაფერი რომ უნდა ჩამშხამდეს.
- რა მოხდა?
- დილით დაჩი დაგვხვდა და კინაღამ გიგიმ ცემა?
- რა უნდა თვითონ ხომ წავიდა და საერთოდ რა უნდა.
- მოდიან. ვითომ სხვა რამეზე ვსაუბრობდით.
- ყავა მიგიტანეთ.- გიგიმ ჭიქა გამომიწოდა.
-შენ რა იცი რა ყავა მიყვარს?- თვალები მოვჭუტე.
- დიმას ვკითხე და კაპუჩინო მოგიტანე.
- დიმა შენ ჩემი მეგობარი ხარ და ჩემი საიდულო გაეცი?
- დამარწმუნა- ვიცინოდით.
- ბავშვებო გარეთ ძალიან ცივა ნინი უნდა შევიყვანო შენობაში. არ მინდა გაცივდეს!- თვალები ავატრიალე. დიმა და ნათია იცინოდნენ
- ტირანო, მე თვითონ მოვუვლი თავს!
- მიდი ჩემო დამჯერე გოგო შედი შიგნით არ გაცივდე. - ხელი ჩამკიდა და ოთხივე შენობაში შევედით. აუდიტორია სავსე იყო. ერთად დავჯექით.
-გიგი, მოდი ჩვენთან- გიგის ლამაზი გოგო ეძახდს უკნიდან. მან ხელი აუწია.
- ცოტა ხნით მივალ ჩემს ჯგუფელებთან- ხელზე მაკოცა და წავიდა. გულში რაღაც ჩამწყდა. ცრემლები მომაწვა. უკან არ მიმიხედავს. ნათია მიწყენილი მიყურებდა. ცოტაც და ავტირდებიდი. გიგი მალევე დაბრუნდა.
- მოვედი- ხელი მომკიდა მე კი უხეშად გავაშვებინე.- რატომ მებუტევი?
- არ გებუტები!
- სულ არა?
- მომეშვი რა არ ვარ კარგად!
- მაგას ეჭვიანიბა ჰქვია, მაგრამ ამის მიზეზი არ გაქვს!
- მე ვეჭვიანობ? - გაოცებულმა გავხედე.
- არა?!- ეჭვნარევი მზერით შემომხედა.
- არა და შემეშვი.
- ვგიჟდები მაგ გაბუტულ ტუჩებზე.
- უკანა რიგებში რამე უფრო საინტერესოზე თუ საუბრობთ ჩვენც გაგვიმხილეთ!- ლექტორი ჩვენს მხარეს იყურებოდა. გავჩუმდით. ლექცია უსასრულოდ გაიწელა. დასრულდა თუ არა ის ლამაზი გოგო თავზე დაგვადგა.
- თამო მოდი. ეს თამოა ჩემი ბავშვობის მეგობარი.ეს კი ნინია , მე რომ გიყვებოდი, ჩემი ნინი!- გაბრაზებულმა გავხედე.
- სასიამოვნოა!- გავუღიმე თამოს. გიგი ჩემსკენ მოიწია და ჩამჩურჩულა.
- წეღან გამებუტე თამოსთან რომ წავედი და ეხლა სასიამოვნო გახდა. - ხელი მხარზე მივარტყი.
- რა საყვარლები არიან ხო? - დიმას და ნათიას გახედა - ნინი ზუსტად ისეთია, როგორც ამიღწერე. ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა. ვგიჟდები შენზე ეს არანორმალური , რომ მოარჯულე. - გამეღიმა.
- თამო ეს ნინია მეგობრები ნათია და დიმა არიან. ჩვენთან დაჯექი. - თამო მაშინვე დაჯდა.
- რა საყვარლები ხართ ვგიჟდები თქვენზე - თამო ნათიას გავდა გაოცებული ვუყურებდი.
- გიგი თამო ნათიას გავს , ტყუბები ხომ არ ხართ?
- ნათია რომ ვნახე მეც ეგ გავიფიქრე. - გაგვეცინა
- მეც ვგიჟდები მათზე- ჩაერთო ნათია.
ლექცია დაიწყო. ყველა ვუსმენდით. გიგი ხან მზერას აპარაბდა და კოცნას მიგზავნიდა. მე ჯერ კიდევ გაბუტული ვიჯექი.
- აბა სადმე ხომ არ წავიდეთ?- თქვა ლექციის დასრულებისთანავე თამომ.
- ჩვენ მოვდივართ- მაშინვე დაეთანხმა დიმა და ნათიას გადახედა.
- ჩვენც მოვდივართ. - გიგის ავხედე და თან ნივთებს ჩანთაში ვალაგებდი.
- ტირანო, ჯერ მე უნდა მკითხო - ყველამ გავიცინეთ.
- მოკლედ მივდივართ- თამო და ნათია ერთნაირად გახობდნენ. ჩანთაში ჩავალაგე.
-ქურთუკი შეიბნიე!- გიგის გავხედეთ ყველამ.
- შენ რა მართლა ტირანი ხარ?- თამო გაბრაზებოთ უყურებდა.
- ხო ტირანია- წარბი ავწიე, მერე გიგის შევხედე ისე იღიმოდა გაბრაზებამ გამიარა. - მაგრამ საყვარელი ტირანი.
- აუუუუ- თამო აღფრთოვანებული იყო.
- ამ ქალებს ვერაფერი გაუგე მათზე ზრუნავ ტირანი ხარ. - დაიწყო დიმამ - არ ზრუნავ და უყურადღებო. აუ რა უცნაურები ხართ!
- მართალია. - დაემოწმო დიმა.
ეზოში მართლა ძალიან ციოდა. მანქანაში სწრაფად დავსხედით. დიმა წინ დაჯდა. მე გოგოებმა შუაში დამსვეს და აქეთ- იქიდან მომისხდნენ. თბილისიდან გავედით.
- სად მივდივართ?- ვიკითხე ცოტა დაძაბულმა.
- გიტაცებთ!- თამომ კისკისით წამოიძახა.
- გიგი!- ცოტა გავბრაზდი. მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
- ნი , მცხეთაში მივდივართ. სადმე ვჭამოთ , გავერთოთ და სახლში წაგიყვან. მოტაცებაზე კი დავფიქრდები არ არის ცუდი იდეა სამომავლოდ. - ყველა ვიცინოდით.
მანქანაში ვხალისობდით. თამო და ნათია ზუსტად ერთნაირები მთელი გზა ჩემზე და გიგიზე აგებდნენ სხვადასხვა ისტორიებს. გიგი სარკიდან მიყურებდა. სერიოზული სახით და ხან მიღიმოდა. რესტორანთან გავაჩერეთ. გარეთ ციოდა. ტირანი მოვიდა და კაპიუშონი დამახურა.
- მერე ტირანი, რომ არ მეძახო. გარეთ ძალიან ცივა და არ მინდა გაცივდე. - ხელი ჩავკიდე და ჩვენს წინ მიმავალ მეგობრებს გავყევით.
- მე კი ვგეგმავდი დღეს სადმე მარტო შენთან ერთად წასვლას. - ის მართლა გულდაწყვეტილი იყო. მისკენ მივტრიალდი.
- მე მიხარია ჩვენი საუკეთესო მეგობრები ჩვენთან ერთად, რომ არიან.
- თამო ჩემი ბავშვობის მეგობარია. კლუბიდან განერვიულებულმა დავურეკე გოგო გავანაწყენე და ბოდიში როგორ მოვუხადოთქო და მან მირჩია ყვავილების გამოგზავნა.
- ეი, რომეო- თამომ გამოგვძახა- გამოუშვი ჯულიეტა სანამ გაიყინა.
რესტორანი ძალიან მყუდრო იყო. გავთბი.
- მე გავალ ხელებს დავიბან - გიგის გაეცინა - რა გაცინებს?
- არ ჩაიკეტო. - სიბრაზო მომაწვა.
- არ ინერვიულო გამოჩნდება ვინმე , კარს შემომინგრევს.
- ვერავინ გაბედავს ხო იცი.
გოგოები წავედით. ხმას არ ვიღებდით ყველას გიგის ნათქვამზე და მის გამომეტყველებაზე გვეცინებოდა.
- იცი როგორ განიცადა რომ გაკოცა და ტირილი რომ დაიწყე. ღამე გაგიჟებულმა დამირეკა. გაცოფებული იყო. ძალიან ლამაზ გოგოს ვაწყენინეო. გაგიჟდება ამას რომ გეუბნები , მაგრამ იცი როგორ მოწონხარ და მგონი მეტიც. - გამეღიმა. ნათია ინტერესით უსმენდა. - მახარებს ასეთი კარგი რომ ხარ და მისი ჭკუიდან გადაყვანა რომ შეძელი.
- ჩვენი გოგოც გადარია მაგ ლამაზმა ბიჭმა. მეც მახარებს , რომ ასეთი საყვარლები არიან.
საპირფარეშოდან გამოაულებს გიგი დაგვხვდა კედელთან მიყუდებული. გამეცინა.
- ტირანი აქ არის. იქნებ რომელიმე მოგვიტაცონ - სიცილი აგვიტყდა.
- ვერავინ შეგეხება და თუ გოგოებს არ ენდომებათ რა თქმა უნდა ვერავინ გაეკარება.
- ჩემი კეთილი ტირანი ხარ შენ.
საჭმელი ძალიან გემრიელი იყო. ვიცინოდით და ეს იყო საოცარი დღე, ხუთი სტუდენტის უდარდელი დღე.
- ნინ სახლში დარეკე არ ანერვიულო. - გიგიმ ყურში ჩამჩურჩულა.
- ჩემებზე ნერვიულობ თუ ქულებს იწერ?
- არ მინდა შემდეგ გამოშვებაზე პრობლემები შეგექმნას.
ტელეფონი მოვიმარჯვე
- ალო , დე დღეს ცოტა დამაგვიანდება. ბავშვები ვართ მცხეთაში.
- ვინები?- დედა გამომცდელად მისმნდა.
- მე, ნათია, დიმა, თამო და - ცოტა შევყოვნდი.
- ისაც მანდ არის ხომ ასეა?
- და გიგი. - ნათიამ ტელეფონი გამომგლიჯა ხელიდან.
- თამრიკო არაფერს ვაშავებთ. ხომ იცი როგორი შვილი გყავს. რას დააშავებს. აქედან ჩემთან წავალთ. რომ მივალთ დავრეკავთ და ხვალ სახლში მოვა. - თვალები დავუქაჩე ნათიას. მან კი გიგის თვალი ჩაუკრა. ტელეფონი გადმომაწოდა.
- ხო დე.
- ნინო არ მანერვიულო , როგორც კი მიხვალ მაშინვე დამირეკე.
- კარგი დე. - ტელეფონი გავთიშე. - ნათი ხო იცი მამაჩემს როგორ არ უყვარს სხვაგან , რომ ვრჩები?!
- მამაშენს კი არა შენ არ გიყვარს. დათო ბიძია ძალიან თანამედროვეა.
- ამაზე პასუხს სხვა დროს მოგთხოვ.
- არ ინერვიულო თუ მოგინდება სახლში წაგიყვან. - გიგი მიღიმოდა. - შენ არ ინერვიულო კარგი?
- საყვარელი ტირანი გახდი ხო?
- შენს ხელში სხვა გზა არ მაქვს.
გარეთ ყინავდა. ჩემმა გმირმა იზრუნა , შემფუთა და ჩახუტებული მიმიყვანა მანქანამდე. თამო და დიმა სახლებში დავარიგეთ. ნათიას შესახვევში ჩავუხვიეთ. გიგიმ გაჩერებისთანავე უკან მოიხედა.
- სახლში წაგიყვანო, აქ დარჩები თუ ცოტა ხნით ჩემთან იქნები და მერე ისევ ნათიასთან მოგიყვან. - ის ისე თბილად მიყურებდა არ ვიცოდი უარი, როგორ უნდა მეთქვა.
- შენთან დარჩება და მერე ჩემთან მოიყვანე- მაშინვე უპასუხა ნათიამ.
- ამ ტირანებში, როგორ მოვხვდი?!
სადარბაზოში ჩქარა ავედით
- სწორაფ ვიქცევი ნათ?
- ხომ მოგწონს ?
- კი.
- ხოდა მასაც. ვსო ესეიგი სწორია.
დედას ვესაუბრე. ტკბილი ძილი გვისურვა. ნათიამ გასაღები მომცა. სადარბაზო სირბილით ჩავირბინე. მანქანაში შევვარდი.
- ვინმე მოგზდევდა?
- შენთან მეჩქარებიდა.
- გავისეირნოთ?
- სულ ერათია.
- რატო?
- შენ თუ იქნები რას გავაკეთებთ არ აქვს მნიშვნელიბა.
- ღვედი შეიკარი. - ირივეს გაგვეცინა.
ღამის თბილისი ყველაზე ლამაზია. ცოტა მანქანები და განათება. მუსიკებს ვუსმენდით. უცებ გიგიმ მანქანა გადააყენა ღვედი შეიხსნა და ჩემსკენ მოიხედა. მეც იგივე გავაკეთე.
- ჩემი ისევ გეშინია?- გამომცდელად მიყურებდა.
- კი!
- ცუდია.
- შენთან ყოფნის კი არ მეშინია. მეშინია, რომ თავს შემაყვარებ და მერე წახვალ.
- შენი მეც მეშინია. - თვალები ავაყირავე.
- მართლა. მეშინია ეხლა რომ გაკოცო არ ვიცი რა რეაქცია გექნება .- გავიცინეთ - შენგან წასვლა არ მინდა, რატომ გგონივარ ასეთი ვერ ვხვდები.
- მინდა გენდო, მაგრამ ჯერ ცოტა მიჭრს. არც ის ვიცი , როგორ უნდა მოგიქცე.
- მე უნდა დამიჯერო.
- მეშინია , რომ მიყვარდები. - სიჩუმე ჩამოწვა. მას გაოცებული სახე ჰქონდა. - მგონი ეს არ უნდა მეთქვა ხო?
- შენ ხომ ჩემი გეშინია მე კიდევ ამ სიტყვის ფობია მაქვს. არასდროს არავისთვის მითქვამს და მგონია ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაფრის მთქმელი სიტყვაა. მაშინებს. რატომ მოიწყინე? შენ რომ ასეთ რამეებს მეუბნები ჭკუიდან გადაგყავარ. მიხარია შენნაირ ლამაზ და ძალიან კარგ გოგოს თუ შევუყვარდები.
- შენ რას გრძნობ?- ღრმად ჩაისუნთქა და მძიმედ დაიწყო
- შენთან შეხვედრის შემდეგ მხოლოდ შენზე ვფიქრობ. ამდენი არავისზე, არასდროს მიფიქრია. ყოველთვის მე ვიყავი მთავარი. ეხლა კი მხოლოდ შენი ბედნიერეება და ღიმილია ჩემთვის მნიშვნელოვანი.
- ჩემთვისაც. და ასე ვიჯდებოდი მთელი ცხოვრება აქ შენთან ერთად.
- ასე ჯდომაზე უფრო საინტერესო და სასიამოვნო რაღაცეების კეთებაც შეიძლება. - ჩაიღიმა და ტუცებზე თითი გადამისვა.
- იდიოტო. - ჩემსკენ მოიწია და ისე მაკოცა კანკალმა ამიტანა.
- არ მინდა ჩემი გეშინოდეს. მე არასდროს გავაკეთებ იმას რაც შენ არ მოგინდება. არასდროს წავალ შენი ნების საწინააღმდეგოდ.
თავი მხარზე დავადე. ის თმაზე მეფერებიდა. ასე დიდხანს ვიჯექით.
- ხვალიდან უნივერსიტეტშიც ვეღარ გნახავ. იქ აღარ მოხვალ!
- მაინც გნახავ. შენი გატაცებაც რომ მომიწიოს მაინც.
- ნათიასთან წამიყვანე რა გთხოვვ არ მიყვარს ჩემებს რომ ვატყუებ.
- კარგი. - მანქანა დაქოქა. უხმოდ მივედით სახლამდე. ღვედი გავიხსენი და მან კარი ჩაკეტა. - ანუ ასე დამტოვებ?რომ არ გაგიშვა?
მისკენ მივტრიალდი. მოვეხვიე და ვაკოცე.
- ასე მკოცნი და მერე გაშვებას მთხოვ.
- იმედია მალე გნახავ. - კარი გავაღე და სადარბაზოსკენ გავიქეცი.
ნათია მელიდებოდა.სანამ არ ჩაეძინა ყველაფერი გამომკითხა. ფანჯრიდან მზის სხივმა გამომაღვიძა. ძალიან მეძინებოდა. პიჟამათი და თმაგაწეწილი გავედი სამზარეულოსკენ. თვალებს ძლივს ვახელდი, სამზარეულოში ზრგით გიგი იჯდა. გაქცევა მინდოდა , მაგრამ ვერ მოვასწარი მან მოიხედა და გაოცებულმა შემდედა. შორტები და მაისური მეცვა. გამოვერკვიე და ოთახისკენ გავიქეცი. გზაში ნათიას და გიგის სიცილი გავიგონე.
მოვწესრიგდი და გაბრაზებული გავედი ოთახში.
- ოხ ეს ვინ მოსულა?!
- ნათია გვაგვიანდება წადი მოემზადე!- ნათია გაიქცა და მე გაბუტული დავჯექი სკამზე , გიგის წინ.
- შენ ვინ ხარ? სად არის ის საოცარი და ლამაზი თმაგაწეწილი გოგო? დილამშვიდობისა ჩემო გოგო.
- ნუ დამცინი!- გიგის სახე შეეცვალა.
- რატო უნდა დაქცინო? ეს მართლა ლამაზი სანახაობა იყო. შენი ასეთ უბრალოებას ჭკუიდან გადაგყავარ. საუკეთესო ჩვენებას დავესწარი დღეს.
- იდიოტო!
- მეც ძალიან მინდა ეხლა გაკოცო, მაგრამ ჭამე და მალე უნდა გავიდეთ. ჯერ შენ მიგიყვან და მერე მეც ლექციები მაქვს. საღამოს კი ვნახოთ იქნებ მოგიტაცო ცოტა ხნით. ჭამე.
- ნუ მანებივრებ, თორემ შევეჩვევი.
- ეგ მინდა მეც , რომ შემეჩვიო და ჩემი არ გეშინოდეს.
გარეთ ისე აღარ ციოდა, მარტი ჩემი საყვარელი თვე იყო უკვე ვიცოდი , როგ მაზაფხულია და ვხარობდი. გიგი და მე ერთმანეთს მხოლოდ ლექციების დროს ვშორდებოდით. ყველა შეეჩვია ჩვენს ერთად ყოფნას. უკვე დაჩიც აღარ გვაწუხებდა. ჩემები ჩემი ბედნიერებით გახარებულები იყვნენ. ყოველი დღე სიურპრიზებით იწყებოდა და მთავრდებოდა. ჩემი ტირანი ყურადღებას და მზრუნველობას არ მაკლებდა.







აპრილში ძალიან თბილი ამინდები დადგა. თბილში გამონაბოლქვის სუნს ყვავილების და მწვანე ბალახის სუნი შეერია. ჩემი ყოველი დღე ბედნიერებით იწყებოდა და ბედნიერებით მთავრდებოდა.
ზარმა გამომაღვიძა. ჯერ კიდევ ვერ ვხედავდი კარგად. ტელეფონზე მწვანეთვალება მირეკავდა. 7 საათი იყო. შემეშინდა.
- ნინ დილამშვიდობის. შეგიძლია დაბლა ჩამოხვიდე ?
- გიგი ჯერ 7 საათია. რამე მოხდა?
- გთხოვ სულ რამოდენიმე წუთით ჩამოიპარე და მელა გაგიშვებ.
- რატომ ხარ ასეთი სერიოზული ? რამე მოხდა?
- ჩამო რა გთხოვ!
ვცდილობდი არ მეხმაურა. მივხვდი რომ გიგი ხასიათზე არ იყო და მალე ჩავედი. ის ისევ იმ ხის ქვეშ იდგა, სადაც დაჩიმ დამშორდა. გამეღიმა. ეს ხე ჩემთვის ბედნიერების მომტანი ნამდვილად არ იყო.
- გიგი მშვიდობაა? რა სახე გაქვს ?
- ნინ შენ ჩემთვის , რომ ყველაფერი ხარ ხომ იცი?!
- ეს შენს ენაზე რას ნიშნავს არ ვიცი,მაგრამ ჩემს ენაზე “მე შენ მიყვარხარს ნიშნავს”.
- ეს უბენიერესი დღეები , რაც შენ მაჩუქე ყველაზე საოცარია ჩემს ცხოვრებაში...
- გიგი ნუ მაშინებ! რაღაც ისე დაიწყე მგონია მემშვიდობები!
- ნი, მე მივდივარ!- ხეს მივეყრდენი. ვეცადე არ წავქცეულიყავი. - ბიძაჩემთან ამერიკაში.
- დროებით? ანუ ხომ ჩამოხვალ?
- არ მინდა ისეთი რამ დაგპირდე და მერე ვერ ავასრულო. - ცრემლები მომაწვა. - არ იტირო გთოვ ეს შენი ცრემლები მანადგურებს.
- ანუ შენ ეხლა წახვალ და მეტყვი რომ შენი ნახვა აღრასდროს შემეძლება, ხომ იცი ეს რომ გამანადგურებს, ხომ იცი , რომ ეს მომკლავს.
- ნინ- ჩემთან მოვიდა ჩამეხუტა. - რას ამბობ რა სიკვდილი. ურალოდ არ მინდა ლოდინი გთხოვო. ასე უსასრულოდ მელოდო ეს არ მინდა. როგორ დაგავალდებულო ასე უსასრულოდ მელოდო. არ ვიცი იქ რა იქნება.
- მე მინდა გელოდო. ხომ იცი მაინც დაგელოდები.

***
ორი კვირა ერთად გავატარეთ. ეს იყო ყველაზე სევდიანი დღეები. გიგი აღარ იღიმოდა. ის სულ დაძაბული იყო. ორი კვირის შემდეგ დიდი ზარ-ზეიმით გავაცილეთ. ყველა ჩვენ გვიყურებდა ჩახუტებულები ვიდექით აეროპორტში და ცრემლები სავსა თვალებით უთქმელად ვიტანჯებოდით. ბოლოს ყურში ჩამჩურჩულა.
- შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ!
- მე შენ მიყვარხარ!
მას ღარაფერი უთქვამს ისე აიარა ესკალატორი უკანაც არ მოუხედავს. მე იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი ნათია და დიმა ჩემთან იდგნენ. გიგის ბებია მოვიდა.
- ნინი შვილო, მადლობა რომ მოხვედი და გააცილე. მხოლოდ შენზე საუბრობს და მხოლოდ შენთვის დადის ამ ქვეყანაზე. ეს იცოდე რომ უზომოდ უყვარხარ. უბრალოდ ეხლა უნდა წასულიყო. ჩემო ლამაზო გოგო მადლობა რომ მის გვერდით იყავი.
- მადლობა ნანული ბებო ასეთი ბიჭი რომ აღზარდეთ.
ბებოც წავიდა. მხოლოდ მე ვიჯექი ამ ხალხით სავსე აეროპორტში და მარტოსულად ვგრძბობდი თავს. დიმა და ნათია მოწყენილები ისხდნენ. მახოვს როგორ ავდექი და ყველაფერი დატრიალდა. ძირს დავეხეთქე.
თვალის გახელა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ირგვლივ მხოლოდ სითეთრე იყო. დრო დამჭირდა დამენახა სად ვიყავი. ეს აშკარად საავადმყოფოს პალატა იყო. ითახს თვალი მოვავლე. ნათია, დიმა და ჩემი მშობლები დავინახე, ისინი დაძაბულები ჩანდნენ.
- ნინო დე როგორ ხარ? — დედაჩემი ნამტირალევი და დაღლილი მომეჩვენა.
- ცოტა თავი მტკივა. აქ რას ვაკეთებ?
პალატის კარი გაიღო და მაღალი , ჭაღარა მამაკაცი შემოვიდა თეთრ ხალათში.
- გამარჯობა ნინო მე შენი ექიმი გიორგი ვარ.
- გამარჯობა გიორგი ექიმო!
- ნინო- დაიწყო, მაგრამ დედა წინ დაუდგა და ღაღაც უთხრა. მე ვერ გავიგონე. - ქალბატონო თამარ მე მესმის რომ ყველა ვნერვიულობთ და დაძაბულები ხართ , მაგრამ პაციენტი სრულწლოვანია და არ გვაქვს მისთვის რამეს დამალვის უფლება. თან ხომ აგიხსენით ამ დაავადებას ბრძოლა სჭირდება.
- რა ხდება იქნებ მეც მითხრათ. გულის წასვლის გამო აქ უნდა გამომკეტოთ?
- ნინო შენ გული წაგივიდა და 3 დღეა გონზე ვერ მოხვედი. ვფიქრობთ, რომ თავის არეში სიმსინური წანაზარდებია. ეს ტომოგრაფიაზე გამოჩნდა, მაგრამ ზუსტად ჯერ არაფერი ვიცით. კიდევ რამოდენიმე გამოკვლევა დაგვ-ექიმს სიტყვა გავაწყვეტინე.
- ანუ სიმსივნე. ანუ კიბო ამას მეუბენით?- ჩემებს გავხედე ყველა ტიროდა, როგორც ჩანს მართლა რაღაც სერიოზული იყო და ამიტომაც ნერვიულობდნენ.
- ჯერ ზუსტად ვერაფერს ვიტყვით. მთავარია ბიოფსიის გაკეთება.
- გავიკეთოთ ბიოფსია. - მაშინვე დავთანხმდი. - ეს რა არის რომ ამიხსნათ?
- დაზიანებულ უჯრედებში შევალთ და მასალას ავიღებთ. ამ სითხით გავარკვევთ რასთან გვაქვს საქმე.
- გასაგებია, გავიკეთოთ. - დედა მაშინვე ჩემთან მოვარდა - დე ნუ ნერვიულობ ხომ იცი რომ რაღაც შეცდომაა. გავიკეთოთ გამოკვლრვები და ყველა დავრწმუნდებით ამაში. მერე გიგიც ჩამოვა და- ყველა გაჩუმდა. - დარეკა? ჯერ არაფერი უთხრათ.
- ნინ მხოლოდ ის ვიცით , რომ ის ჩავიდა ამერიკაში და. - დიმას გაგრძელება უნდოდა, მაგრამ დედაჩემმა არ გააგრძელებინა.
- დიმა ეხლა არ არის მაგის დრო.
- სიცრუეში ცხოვრება არ არის სწორი. - მან ჩემი ტელეფონი გამომიწოდა- აქ ერთი მესიჯია, რომ წაიკითხავ ყველაფერს მიხვდები.
“ჩემო ლამაზო, პატარა გოგო შენთვის ამის თქმა პირისპირ ვერ გავბედე, ჩამთვალე , რომ მხდალი ვარ. ნუ დამელოდები. მადლობა სიყვარულისათვის და ლამაზი დღეებისთვის. “
ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. აირია ერთმანეთში. ჩემმა ყვირილმა და ტირილმა ყველა შეაშინა. ექიმებმა და ექთნებმა შემოირბინეს, მათ შორის იყო გიორგი ექიმიც. ნემსი გამიკეთეს და მერე ისევ სიჩუმე ჩამოწვა. გამოვიღვიძე, წყალი საშინლად მწყუროდა, ყელი მტკიოდა, სიბნელე იყო. უცებ ხმები გავიგე.
- დათო გთხოვ თურქეთში წავიდეთ, ნინის იქ ვუმკურნალოდ.
- ეხლა არსად არ ღირს წასვლა. ორი კვირაა აქ გვყავს და გონზეც ვერ მოგვყავს, სულ იმ ბიჭის ბრალია.
- ვერ გავიგე რა მოხდა, ან რას გამოჩნდა ან რას წავიდა.
მივხვდი ჩემები ძალიან შეშინებულები იყვნენ.ორი კვირა გავიდა მე კი ეს დრო სულ უგონოდ ვიყავი და საერთოდ არ მახსოვს.
- დე - ხმა ძლივს ამოვიღე.
- ნინო დე აბა როგორ ხარ? ექიმს დავუძახებ.- დედაჩემი მაშინვე პალატიდან გავარდა.მამა დაღლილი მეჩვენა.ექიმი სერიოზული სახით შემოვიდა.
- ნინო თუ მზად ხარ და თავს მშვიდად გრძნობ მაშინ გავიკეთოთ ბიოფსია.
- გავიკეთოთ.
- უბრალოდ , არ ვიცი როგორ გითხრათ ამისათვის დამჭირდება თმები გადაგხოტროთ.- ტირილი მინდოდა, მაგრამ ჩემი მშობლები ისედაც ძალიან უბედურად გამოიყურებოდნენ არ მინდოდა მათთვის კიდევ სანერვიულო დამემატებინა.
- არ არის პრობლემა, გავაკეთოთ ყველაფერი , რომ მალე გავერკვიოთ და დასრულდეს ეს გაუგებრობა.
ექიმი მაშინვე გავიდა.
- დე ნუ განიცდით, მე დარწმუნებული ვარ გაუგებრობაა და თმებს რაც შეეხება ის ისევ გაიზრდება , თან სულ გრძელი ხომ არ მექნება?- შეძლებისდაგვარად გავიცინე, თუმცა შინაგანად განადგურებული ვიყავი.
ცოტა ხანში ექთანი შემოვიდა თმის საკრეჭით და ნათია შემოყვა. დედაჩემს და მამაჩემს ექიმი ეძახდა. სკამზე გადმომაჯინეს, თვალები დავხუჭე და მხოლოდ თმის საჭრელის ზუზუნს ვუსმენდი. ქვემოთ დავიხედე ძირს ჩემი წაბლისფერი თმები ეყარა, ექთანი და კუთხეში მდგომი ნათია ტიროდნენ.
- ჩემი გმირი, რომ ხარ ეს აუცილებლად უნდა იცოდე ნი.- გამეღიმა.- შეიძლება მეც გადავიხოტრო? მეც მინდა მასავით გამორჩეული ვიყო.
- ნათ გაგიჟდი? რას ერჩი მაგ შავ ულამაზეს თმას.- ნათია ექთანს მივარდა, ხელიდან მანქანა გამოართვა და თმაზე დაისვა. შეშინებული ვუყურებდი. მე და ის ტყუპებივით ვიყავით. პალატაში შემოსული დიმა გაოცებული გვიყურებდა, ნათიასთან მივიდა და მანაც თმა გადაიხოტრა. ოთახში ექიმი და ჩემი მშობლები შემოვიდნენ ყველა ვტიროდით.
- ბავშვებო ეს რა გააკეთეთ?- დედაჩემი გაგიჟდა.
- ჩვენ ყოველთვის ერად ვართ, ყველაფერში. აქაც ესე უნდა ყოფილიყო. ეხლა ერთად გავიზრდით.- დიმა ნაძალადევად იცინოდა. შევამჩნიე, რომ გიორგი ექიმიც თვალცრემლიანი გვიყურებდა.
- როგორც ჩანს ჩვენი პაციენტის ამოცნობა გაგვიჭირდება. აბა წავიდეთ ბიოფსიაზე.
პალატიდან ზარ-ზეიმით გამომაცილეს, თუმცა ყველას ცრემლები გვახრჩობდა, ყველას ყვირილამდე ეტირებოდა, მე არაფერზე ვფიქრობდი. ბიოფსია საკმაოდ დიდხნიანი და რთული პროცედურა აღმოჩნდა, თუმცა 10 დღე მისი პასუხის მოლოდინი ბევრად უფრო სასტიკი იყო. ეს 10 დღე ოთახიდანაც არ გავსულვარ. სახლში ვიწექი და ვცდილობდი სულ არავისთან მესაუბრა. ძალაგამოცლილი და ფერდაკარგული ვიყავი. სარკეში ვერ ვიხედებოდი. თუ მაინც სადმე შევავლებდი ჩემს თავს თვალს ვერც ვცნობდი. თმაგადახოტრილი, მოლურჯო- მოყვითალო ფერით და ძალიან გამხდარი. ჩემი გარეგნობიდან მხოლოდ ცისფერი თვალები შემრჩა, ისაც საცოდავი და ჩამქრალი. ვცდილობდი არავისთან მესაუბრა. ჩემები დაძაბულები იყვნენ და მხოლოდ მათ გამო ვჭამდი. მეათე დღეს მამა ოთახში შემოვიდა და ზუსტად ჩემი თმის ფერის პარიკი მომიტანა. მის დასანახად გავიხარე და გავიკეთე.
ექიმის კაბინეტში მშობლები, ნათია და დიმა შემომყვნენ. გიორგი ექიმმა სათვალე მოიხსნა და დასხდომა გვთხოვა.
- სამწუხაროდ ოპერაცია გარდაუვალია. - მე არც გავქანებულვარ. - ვიმსჯელეთ ექიმებმა და რთული, მაგრამ შედეგიანი ოპერაცია უნდა გამოვიდეს. ქიმიის კურსით ყველაფერს დავამარცხებთ. მთავარია შენ უნდა მოინდომა და რეაბილიტაცია წარმატებული იქნება.
- როდის უნდა გაკეთდეს ოპერაცია?- ჩემები ვეღარ საუბრობსნენ , ამიტომ მე გადავწყვიტე მეკითხა.
- ოპერაცია ძვირი ჯდება ამიტომ როდესაც თანხა შეგროვდება მაშინვე შევძლებთ გაკეთებას.
- რამდენი?
- დაახლოებით 30 000 არის საჭირო.შემდეგ რეაბილიტაციასაც დაახლოებით 50 000 დასჭირდება. - თავზარი დამეცა. გაჭირვებულები არ ვიყავით , მაგრამ ეს თანხა ძალიან ბევრი იყო.
- ნინო დე შენ ამაზე არ უფიქრო.
- დედა ეს დიდდი თანხაა არ მინდა მე გადამარჩინოთ და მერე ვალებმა დაგახრჩოთ.
- ნინ - ნათიამ ძალიან დაბალ ხმაზე დაიწყო. - ჩვენ უკვე დავიწყეთ თანხების მოგროვება. ბევრი ორგანიზაციაა , რომელიც ასეთი შემთხვევებითვის თანხებს აგროვებს. შენ არ ინერვიულო.
ექიმმა დეტალებზე გვესაუბრა და სახლში წამოვედით. არ ვიცოდი ამდენი თანხა საიდან უნდა მოეგროვებინათ. ორგანიზმი აღარ მემორჩილებოდა. ფეხზე თითქმის აღარ ვდგებოდი. ჩემი ითახიდანაც უარს ვამბობდი გასვლაზე. ერთ დღეს ნათია და დედა ოთახში შემოვიდნენ.
- ნინ როგორ ხარ?- ნათია უჩვეულოდ წყნარი იყო. - მინდა გაგახარო შენს ფონდში ერთმა კაცმა 100000 $ ჩარიცხა. ეს ოპერაციასაც ეყოფა, მკირნალობასაც და რეაბილიტაციასაც. - დედა ტიროდა და ოთახიდან გავიდა. ნათია გვერდით მომიწვა. - ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულო, აი ნახავ რა კარგად იქნები.
- იმედია რომ ყველაფერი გამოვა, არ მინდა თქვენ ინერვიულოთ.
- ნინ კიდევ არის რაღაც, იმედია სწორად ვიქცევი
- რა მოხდა?
- გიგი- მისი სახელი მხოლოდ ტკივილის გამძაფრებას უწყობდა ხელს. - აქ არის საქართველოში.
- ნათ. არ მინდა მასზე არაფერი მიამბო. ის წარსულია. ეხლა მხოლოდ ჩემებზე, თქვენზე და ოპერაციაზე უნდა ვიფიქრო.
- მინდოდა გცოდნოდა. - ნათია ახლოს მივიდა, ჩამეხუტა და ასე ჩამეძინა.
თავის ტკივილმა და წყლის წყურვილნა გამაღვიძა, ბნელოდა. ადგომა ვცადე, რაც ძალიან გამიჭირდა. დედა ითახში შემოვიდა მახსოვს გაოცებული , როგორ მიყურებდა და ისევ იატაკზე დავეხეთქე.
თვალის გახელა ეხლა წინანდელთან შედარებით უფრო ძნელი აღმოჩნდა. ჩემები დავინახე.აპარატის წრუპუნი ისმოდა. სახეზე კი ჟანგბადის ნიღაბი მეკეთა. ხმის ამოღებას ვერ შევძლებდი ამიტომ ხელის აწევა ვცადე. ნათია და დედა ახლოს მოვიდნენ.
- ნათია დათოს დაუძახე რა. - ნათია გარეთ გავარდა. - დე ისევ გაითიშე და 3 დღეა აქ ვართ. ძალა მოიკრიბე რომ ოპერაცია გავაკეთოთ.
ნათია შემოვიდა. გარეთ ყვირილი ისმოდა, ჩხუბი. ჟანგბადი მოვიხსენი
- დე რა ხდება?- დედამ ნათიას გადახედა და ადგა.
- მასთან დარჩი.
- ნათ რა ხდება?
- გიგია გარეთ. ყველაფერი დალეწა და ჭკუიდან გადადის. შენთან უნდა შემოსვლა და მამაშენი არ უშვებს. კინაღამ დაჩი მოკლა.
- უთხარი ორივე შემოვიდნენ და შენ და დიმაც.
- დარწმუნებული ხარ?
- ნათ მე მას ვიცნობ სანამ მე არ გავუშვებ აქედან არ წავა.
ნათია გარეთ გავიდა. მამა მაშინვე შემოვიდა.
- ნინ მამა შენი ნერვიულობა არ შეიძლება.
- მამა ის აქ იქნება სანამ მე არ ვეტყვი. გთხოვ ორივეს უთხარი შემოვიდნენ.
- დაჩი და ეგ როდის წვდებიან ერთმანეთს ყელში და როდის დაახრჩობენ ერთმანეთს არ ვიცი. ირივე ნერვებს მიშლის შენზე ვეღარ ვფიქრობთ.
- მა შემოვიდნენ. გავუშვებ ორივეს. -
მამა პალატიდან გადიოდა.
- მა პარიკი მომაწოდე. - მამა ადგილზე გაიყინა. პარიკი მომიტანა და თავზე მომარგო. მე ხელის აწევაც მიჭირდა. ოთახიდან რომ გადიოდა ვხედავდი დატანჯულ სახეზე ცრემლები როგორ ჩამოსდიოდა.
პალატაში ჯერ დიმა და ნათია შემოვიდნენ. იქით- აქედან ამომიდგნენ. დაჩი პირველი შემოვიდა. ფეხის ხმაზე გული აფრთხიალდა. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. და ისიც შემოვიდა. წელში მოხრილი, დარცხვენილი. თავი არ აუწევია.
- გამარჯობა!- ჩემი საცოდავი ხმა ძლივს გაისმა. გიგიმ მუშტები შეკრა, მაგრამ თავი არ აუწევია.
- ნინო- ჩემსკენ რამოდენიმე ნავიჯი დაჩიმ გადმოდგა.
- დაჩი, დიდი მადლობა ჩემი ოჯახის გვერდით, რომ იყავი. ეხლა ძალიან გთხოვ ისე რომ არ გამანერვიულო აქედან გადი. წადი დაისვენე.
ის არ შემწონააღმდეგებია. პალატიდან გავიდა.
- ნათ დიმა გაიყვანე და თქვენც გარეთ იყავით.
- ნინო!- დიმა ბრაზობდა.
- გთხოვთ. არ ვინერვიულებ გპირდებით.
- კართან ვდგევარ. - დიმა გადიოდა შეჩერდა და გიგის უთხრა. - არც გაბედო მისი განერვიულება.
ოთახში მხოლოდ მე და ის დავრჩით. გიგი არ ექანებოდა. თავდახრილი იდგა.
- გიგი!- ჩემი ხმა წინაზე უფრო საცოდავი იყო. მან თავი აწია. მწვანე თვალები წითლად ანათებდა.
- ახლოს არ მოხვიდე!
- ნინ!- მისი ტირილი ჩემთვის უჩვეულო იყო. - ჩემო ლამაზო გოგო მაპატიე. მაპატიე ასე რომ მოგექეცი
- შენ რა შუაში ხარ!
- იცოდი?
- რა ? კიბო , რომ მქონდა? - გიგიგს სახეზე ტკივილი აღებეჭდა - რატომ დაბრუნდი?
- არც არსად წავალ.
- შენ ჩემს არც ერთ გეგმაში არ ხარ!
- მე მაინც არსად წავალ.
- გიგი ჩემი მიზანი ჩემი გაუბედურებული ოჯახის გვერდით ყოფნაა მინდა მათთან ერთად გავატარო დარჩენილი დღეები- მინდოდა ის წასულიყო. არ მინდოდა მასაც გადაეტანე ეს უბედურება. მის ტანჯვას ვერ გავუძლებდი - შენ წარსული ხარ და შენი ნახვა ეხლა საერთოდ არ მჭირდება.
- ნინ , ჩემო გოგო.
- შენი გოგოსგან აღარაფერია დარჩენილი, ჩათვალე , რომ ის უკვე მოკვდა- ხელო პარიკს მოვკიდე და მოვიხსენი - შენი გოგო ასეთი იყო? თავი ასწიე და შემომხედე- გიგიმ ამოიხედა სახეზე ტკივილი ეწერა.
- შენ ჩემი ლამაზი გოგო ხარ.
- გიგი ! რატომ დაბრუნდი? მოგწონს ასე რომ მხედავ? განადგურებულს და გაუბედურებულს?
- რა?
- გსიამოვნებს ასე რომ მიყურებ?- ვიცოდი ეს გულს ატკენდა და ეს უნდა გამეკეთებინა ის უნდა გამეშვა.- ხომ წახვედი ერთხელ. ხომ მიმატოვე. ეხლაც წადი. მე არ მჭირდები - უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და ყვირილი დავიწყე.
ისევ გულისწასვლა და ისევ სიბნელეში გამოღვიძება. ბევრად ცუდად ვიყავი. ვერაფერს ვხედავდი მხოლოდ ხმები მესმოდა.
- არ ვიცი რატომ წავიდა, მაგრამ შემეცოდა ძალიან. ნინოს ამ სიტყვებმა გაანადგურა. ეხლა ერთი აქ წევს მეორე გვერდით პალატაში.
- დიმა- ნათია მკაცრი იყო- მას გული წაუვიდა და დამამშვიდებელი გაუკეთეს. გამოფზიზლდება და გაუვლის. ჩვენ ჩვენს გოგოზე უნდა ვიფიქროთ.
- მართალია! უბრალოდ. აუ არ ვიცი რა საერთოდ რას მიდიოდა რა.
თავი მოვაჩვენე, რომ მეძინა. აღარ მინდოდა არავის ხმის გაგონება. არაფერზე ფიქრი.



გამოღვიძებულმა ოდნავ თავის აწევაც ვერ მოვახერხე. ყველაფერი მტკიოდა. ხელი ავწიე რომ დაენახათ მეღვიძა.
- ნინო!- პირველი გიორგი ექიმი მოვიდა. - დაგასვენეთ და 3 დღეა გთიშავდით. ეხლა შენი ორგანიზმი დასვენებულია და შეგვიძლია გავაკეთოთ ოპერაცია. თუ შენც მზად ხარ.
- მზად ვარ. - ისე ჩუმად ვთქვი მხოლოდ გიორგი ექიმმა გაიგონა.
- მე გავალ მოვამზადებ საოპერაციოს და გაფრთხილებთ მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება. - ექიმმა უკან მდგომ ჩემიანებს მიმართა.
ექიმის გასვლის შემდეგ დედა მოვიდა ჩემთან.
- დე ჩემო გოგო ლუკას ისე უნდოდა წამოსვლა , მაგრამ არ მინდა აქ იყოს და ფეხებში მოგვედოს. მერე მოვიყვან.
- თამრო შენ გადი ოპერაციაზე გაარკვიე და მარტო დამტოვე ჩემს გოგოსთან - მამა დაბერებული და გამხდარი მომეჩვენა. დედა მხარზე მიეფერა. მე მაკოცა და გავიდა. ჟანგბადი მოვიხსენი და მამას გავუღიმე.
- ნინო ჩემი გოგო მე და შენ აქამდე ხომ სწორად ვიცხოვრეთ მა?
- რა ხდება მამა ?
- ვიცი რომ შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება.
- რამე მოხდა?
- ის ბიჭი რაც ამერიკიდან ჩამოვიდა აქ არის. ჯერ თავიდან იბობოქრა აქაურობა დალეწა, ყველას გვეჩხუბა. მერე დაჩი ჩემს თვალწინ კინაღან შუაზე გაგლიჯა. შენთან შემოსვლის შემდეგ ის განადგურდა. ჩემს ხელებში წაუვიდა გული. წამლებით გავთიშეთ. ეხლაც აქ არის ზის ძირს და არ ექანება. დაჩიც კი მასზე ანერვიულდა. არც ჭამს და არც წყალს სვავს. მინდა რომ შეხვდე და დაამშვიდო.
- მამა მან მე მიმატოვა და მისი ნახვა ტკივილს მაყენებს.
- ნინო ვიცი მას კი არ ვამართლებ, უბრალოდ ის შენი ტოლია. აქამდე სწორად ვიცხოვრეთ და არც ამის მერე უნდა შეიცვალოს რამე. შენ მის ხარჯზე ვერ გადაგარჩენ მა. ისაც ვიღაცის შვილია. - ვხვდებოდი მამა მართლა განიცდიდა მასზე. ესეიგი ის მართლა ძალიან ცუდად იყო.
- თან მას მშობლები არ ყავს.- მამაჩემი გაოცებული და განადგურებული მიყურებდა.
- მითუმეტეს. ნახე, მიეცი საშუალება შენთან იყო. არ აპატიო უბრალოდ გადაარჩინე მა. მას მართლა უყვარხარ. არ ვიცი რატომ წავიდა მაგრამ შენ გამო თავს იკლავს. მე ღმერთს შენ გადარჩენას ვერ ვთხოვ, თუ ასე შორიდან ვუყურებ მის ტანჯვას და არაფერს მოვიმოქმედებ.
- შემოვიდეს.
- და ნინო ის არ გეტყვის. შენი მკურნალობის მთელი ფული მისმა ბიძამ გადაიხადა. ის ხშირად ურეკავს. ეს ბიჭი განიცდის და ეუბნება რომ თუ მან შეასრულა თავის პირობა ესაც შეასრულებდა. არ ვიცი ეს რას ნიშნავს , მაგრამ მინდოდა გცოდნოდა.
მამა პალატიდან გავიდა და გიგი თავისი ხელით შემოიყვანა. ჩემს გვერდით მდგარ სკამზე დასვა და ხელში წყლის ბოთლი ჩაუდო. გიგი გაოცებული უყურებდა.
- აქ დაჯექი და არ ანერვიულო უბრალოდ ისაუბრეთ. ნინოს მალე მოაკითხავენ, ოღონდ ეს წყალი დალიე , თორემ ვეტყვი ნინოს როგორც იქცევი.
მამა პალატიდან გადიოდა. ვიცოდი ის ასე ჩემს გადარჩენას უფრო ცდილობდა.
- მადლობა !- გიგის ჩახლეჩილი და უჩვეულო ხმა ქონდა. მერე ჩემსკენ მოტრიალდა. - გამარჯობა. - გაღიმება უნდოდა მაგრამ ვერ მოახერხა.
- გიგი მამა მითხრა, რომ არ სვამ და არ ჭამ და რომ თავს იტანჯავ! ეხლავე გახსენი წყალი და დალიე. - მან წყალს თავი მოხსნა და მოსვა. - რატომ იტანჯავ თავს?
- შენ ჩემს გამო ხარ აქ და
- შენს გამო კიბო ვერ დამემართებოდა.
- აბა იმ იდიოტი დაჩის გამო დაგემართა?
- გიგი დაჩი რა შუაშია. მე სუსტი ჯანმრთელობა მაქვს და ამაში დამნაშავე არავინაა. რომ გავიგე ცუდად გახდა და გათიშულიაო ვინერვიულე.
- უბრალოდ ემოციურად გადავიწვი. ექთნებმა დრო იხელთეს და წამლებით გამთიშეს. ზურგიდან მომეპარნენ. - გამეცინა. - მიყვარს ეს შენი ღიმილი.
- გიგი რატომ წახვედი?- ისეთი მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.
- ნინ არ მიდა ეხლა ინერვიულო.
- წახვალ?
- ჩემი მიზანი ეხლა შენი გამოჯანმრთელებაა! მხოლოდ ამაზე შემიძლია ფიქრი.
- თუ მე რამე დამემართა.
- ამაზე არ მელაპარაკო გთხოვ. არ შემიძლია ამას არც ვუშვებ.
- მისმინე უბრალოდ მომისმინე. თუ მე რამე დამემართება და ვეღარ მნახავ მინდა იცოდე , რომ შენ მე საუკეთესო დღეები მაჩუქე. მინდა მადლობა გითხრა ყოველი დღისთვის რაც ერთად გაგვიტარებია. მინდა ისეთი გახსოვდე, როგორიც იმ დღეებში ვიყავი და არა ესეთი თმაგადახოტრილი, ყვითელი და დაუძლურებული.
- ლამაზი. - წარბები ზემოთ ავქაჩე. - ნეტა ჩემი თვალებით შეგახედა შენი თავისთვის და მერე მიხვდებიდი.
- მოკლედ , ნუ მაბნევ. - მას გაეღიმა - მინდა მხოლოდ ის გოგო გახსოვდეს ვისაც ძალიან უყვარდი და მხოლოდ შეყვარებულ გოგოსთან მინდა ვასოცირდებოდე. თუ რამე მომივა და საოპერაციოდან ვერ გამოვალ.
- ნინი- ის ფეხზე ადგა და ჩემთან ისე ახლოს მოვიდა სუნთქვა შემეკრა.
- გთხოვ გაიწიე.
- რატომ აღარ გიყვარვარ? ჩემი კოცნა აღარ გინდა?
- გთხოვ!
- ნუ მთხოვ!- გიგი ჩამეხუტა და არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავით. ჩემს ძარღვებში წამლებით გაჟღენთილი სისხლი ამოძრავდა და გავთბი. ყველა ტკივილი სადღაც გაქრა. დავრჩით მე და მწვანეთვალება.
- ბავშვებო!- მამას ხმის გაგონებაზე გიგი გასწორდა- ეხლა ნინო უნდა წაიყვანონ.
-ბატონო დავით მადლობა!- გიგი მამასთან მივიდა და ხელი ჩამოართვა. ცრემლები დამიგუბდა თვალებში. ჩემი ირი უსაყვარლესი მამაკაცი ერთმანეთს ხელს ართმევდა.
- გიგი ეხლა დიმას გაყევი და რამე ჭამე. ნინო არსად არ მიდის მას არ აქვს წასვლის უფლება. კიდევ ბევრს ილაპარაკეთბ.
- ნინ მამაშენი რომ არ იყოს აქ ეხლა მაგრად გაკოცებდი. - თავბრუ დამეხვა.
- იდიოტო! - გიგის გაეღიმა.
- მიხარია რომ იღიმით, მაგრამ ეს კოცნის ამბავი დიდად არ მომეწონა.
- ბატონო დავით, ცუდად არ გამიგოთ. მე მას სულ ასე ვემუქრები ის კი იდიოტს მეძახდა. უბრალოდ მისი გამხიარულება მინდოდა.- მამას ეღიმებიდა. პალატაში დედა, ნათია და დიმა შემოვიდნენ. გიგიმ ჰაეროვანო კოცნა გამომიგზავნა.
- იდიოტო- ვუთხარი სიცილით.
- მიხარია ვალებს აუცილებლად დავიბრუნებ!
ყველა გაოცებული იდგა და ცრემლებს იწმენდდა.
- დიმა გიგი წაიყვანე და ნახე რამე ჭამოს. მერე კი ისევ აქ მოდით.
ოთახიდან ყველა გავიდა მხოლოდ მე და მამა დავრჩით.
- მისი პატიება სწორი იყო.
- მა მე ის მიყვარს.
- ვიცი და მასაც ძალიან უყვარხარ.
- მეშინია.
- ოპერაციის?
- არა ის რომ აღარ დამხვდეს, როცა გამოვალ.
- მას მართლა უყვარხარ! ყველაფერი კარგად იქნება. აი ნახავ.
- მადლიბა მა. - მამას ჩავეხუტე და მართლაც მჯეროდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებიდა.
- აბა ჩემი ლამაზი პაციენტი გამატანეთ ეხლა. მალე ისევ მოვიყვან. - გიორგი ექიმი ორ გოგოსთან ერთად მოვიდა. ექთნებმა წრიპინა აპარატიდან გამომრთეს. საწოლი მოძრავი იყო და ნელ-ნელა გარეთ გავედით. ნათია და დედაჩემი ტიროდნენ და ერთმანეთს ამშვიდებდნენ. გიგი და დიმა ძლივს სუნთქავდნენ, როგორც ჩანს მორბოდნენ. გიგი ჩემთან მოვიდა ხელი ჩამკიდა და გვერდით მომყვრბოდა. ლიფტთან მივედით.
- ზემოთ ვერ ამოხვალთ. ოპერაცია 10-14 საათს გრძელდება. ასისტენტები პერიოდულად ყველაფერს შეგატყობინებენ.
ლიფტის კარი გაიღო მე თავი წამოვწიე და რაც შემეძლო ხმამაღლა ვთქვი.
- მალე მოვალ, ვისაც წითელი თვალები გეწნებათ დაგსჯით!- ლიფტში შევედით. გიგი ახლოს მივიდა და ხმამაღლა იყვირა.
- საპირფარეშოში ჩაკეტილო ლამაზო ნინი მე შენ მიყვარხარ! მაქედან მალე გამოდი ეს სიტყვები ბევრჯერ რომ გითხრა. - ეს ის სიტყევი იყო ამდენი თვე მის გაგონებას რომ ვნატრობდი. მთელი ჩემი ახლობელები გაოცებული იყურებოდნენ. - აი ეხლა ხომ გადაგიკეტე ჟანგბადი. მალე მიდი ისევ ჩემთან. - ლიფტის კარი იკეტებოდა. გიგი მუხლებზე დაეცა. მე კი საოპერაციოში ჯერ კიდევ გაოგნებული შემიყვანეს.
საოპერაციო ძალიან დიდი და ზედმეტად განათებული აღმოჩნდა. გორგოლაჭებიანი საწოლიდან გადამაწვინეს. ყურში ისევ გიგის სიტყვები ჩამესმოდა. ნუთუ ეს მხოლოდ ჩემს გასამხნევებლად თქვა. შესაძლებელია მართლა ვუყვარდე და თან წასულიყო?! ღმერთო ნეტავ აქედან ცოცხალი გავიდე და კიდევ ერთხელ გამაგონა მისი ხმა, ეს სიტყვები. ირგვლივ ყველა ფუსფუსებდა. რამოდენიმეჯერ ვენაში ნემსი გამიკეთეს და გადასხმები ჩამოკიდეს რკინის კონსტრუქციაზე.
- ნინო ეხლა წამალს შევუშვებთ. შენ მოდუნდი და მალე ისევ გვნახავ, ხომ ხედავ გარეთ ბიჭები ერთმანეთს წყვეტენ და თან რომეო უპასუხოდ დატოვე. მალე გაგიყვან აქედან გპირდები. - გიორგი ექიმი სამედიცინო ნიღბის ქვემოდან მიღიმოდა.
მხოლოდ ის მახსოვს სამამდე რომ დაითვალეს. მერე კი სიცარიელე და სიბნელეა. თავის ტკივილს ისე გამძაფრებულად ვგრძნობ. ყლაპვა მიჭირს. თვალებს ვერც კი ვარხევდი.
- ასეთი ახალგაზრდა და ლამაზია ნეტა გამოძვრებოდეს. - ხმა ჩემს ახლოს ისმოდა. ორი ქალის ხმასთან ერთად წრიპინა აპარატის ხმა თავის ტკივილს მიმძფრებდა.
- მგონი თვალებს ამოძრავებს?
- აბა დავაკვირდეთ. აუ რა იქნება ღმერთო გამოვიდეს რა ამ მდგომარეობიდან- როგორც ჩანს რაღაც პრობლემა იყო. ვერ ვფხიზლდებოდი. ვერც ვაგებინებდი რომ მესმოდა მათი. თითი გავაქენა, რაღაც მძიმე მეკეთა ზედ მაგრამ მაინც შევძელი ოდნავ შემერხია.
- ვაიმე ესმის, გადი ჩქარა დაუძახე გიორგი ექიმს. - ექთანის ფეხის ხმა ნათლად გავიგე. რაღაცას წამოედო და წაბორძიკდა. - ნინო გამოფხიზლდი რა შენიანები და შენი მწვანეთვალება ისეთი ანერვიულებულია მარტო მაგიტომ გადი აქედან.
- ნინო- გიორგი ექიმი ქოშინით შემოვარდა. - აბა ნინო თვალები უნდა გავახილოთ. უკვე ოპერაციიდან 4 დღე გავიდა. მიდი გაახილე თვალები. - დიდი ტკივილი და ძალიასხმევა დამჭირდა თვალები ოდნავ გავაღე. თავიდან ბუნდოვნათ ვხედავდი, შემდეგ ლანდები დავინახე და ბოლოს გიორგი ექიმის სახეც გავარჩიე. გაღიმება მინდოდა , მაგრამ მიმიკის ცვლა დიდ ტკივილს იწვევდა.
- სახელი და გვარი თქვი შენი?
- ნი, ნი , ნინო აზარაშვილი. - ხმა ნელ- ნელა მოვიდა მწყრობში.
- ყოჩაღ! ეხლა აქ შენები უნდა შემოვიყვანო , თორემ დიდი ხანი გაგიგრძელდა ძილი და განერვიულებულები არიან.
ექიმი გავიდა, ცოტა ხანში ექიმის აღჭურვილობაში გამოწყობილი მამაჩემი ვიცანი. გაღიმება მინდოდა მაგრამ ტკივილები ძალიან მაწუხებდა.
- მამას უძლიერესო გოგო! შენ რა ყოჩაღი ყოფილხარ. სულ ცოტაც და ყველა ერთად წავალთ აქედან. ყოჩაღ ნინო. ჩვენ გარეთ უფრო სუსტები აღმოვჩნდით. ვნერვიულობდით და შენ რამდენს გაუძელი. მა ყველა აქ ვართ ვინც ვიყავით და ყველა გარეთ გელოდებით - მივხვდი მამა მამშვიდებდა , რომ გიგიც აქ იყო და არ მენერვიულა. - მე ეხლა უნდა გავიდე. ხვალ ალბათ კიდევ შემოგვიშვებენ და მალე გნახავ. მამამ ნაზად ხელზე მაკოცა და გავიდა. ვხედვადი მის დაწითლებულ თვალებს. მამა ბედნიერი იყო. გიგის ნახვა ყველაზე მეტად მინდოდ, მაგრამ ტკივილებისაგან ძალადაკარგული და დაღლილი ვიყავი, ჩამეძინა.
გულისრევის და თავბრუსხვევევის შეგრძნებამ გამომაღვიძა. თავს ძალა დავატანე, თვალი გამეხილა. წრიპინა აპარატი მამცნობდა , რომ ჯერ კიდევ ცოცოხალი ვიყავი. ეს ხმა მაბედნიერებდა. კარის ხმა გავიგონე თუმცა თავის განძრევა ძალიან რთული იყო. ფეხის ხმა გაისმა. რამოდენიმე ნაბიჯი და გაჩერდა.
- ძალიან ცოტა ხნით შემოდი. სულ რამოდენიმე წუთის მერე შემოგაკითხავ და გაგიყვან.
- მადლობა. - გიგის ხმა მაშინვე ვიცანი. ის ცდილობდა ჩუმად ევლი, მაგრამ თავი ისე მტკიოდა მისი ყველა ნაბიჯი ყურებში მიორდებოდა. ჩემთან ახლოს მოვიდა და ჩაიმუხლა. - გამარჯობა ჩემო ლამაზო გოგო. შენთვის საუბარი და ნერვიულობა არ შეიძლება. ანუ ეხლა მე ვისაუბრებ და შენ მომისმენ. ხომ უჩვეულოა? - იღიმოდა ისე უდარდელად , თითქოს არაფერი გვქონდა სადარდებელი, მაგრამ თვალები აღარ უციმციმებდა. - ვიცი საშინლად მოგექეცი და გამართლება არც მაქვს , მაგრამ იმედია ოდესმე გამიგებ. ეხლა ჩემი ერთადერთი სურვილი და ოცნება შენი კარგად გახდომაა. - გაეცინა. - ისეთი უჩვეულოა რომ არ მეპასუხები და არ მეწინააღმდეგები. ნინ ვიცი გაინტერესებს თუ მიყვარდი მაშინ რატომ წავედი ხომ- თვალები დავახამხამე ხმის ამოღება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. - ნინ არ აქვს მნიშვნელობა მე შენს გვერდით ვარ თუ არა მთავარია შენ უნდა იყო ჯანმრთელად და ძალიან ბედნიერი. მთავარია ერთ პლანეტაზე ვიყოთ და შენს სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. არ აქვს მნიშვნელობა რა მანძილი დამაშორებს შენთან მე შენ ყოველთვის მეყვარები და თუ შენი გული არ იფეთქებს ჩემსას ვერ ვამუშავებ. თუ მე შენთან არ ვიქნები ეს არ დაივიწყო და კიდევ ერთი შენ უნდა იყო ბედნიერი. იცოდე რამდენჯერაც გაიღიმებ მეც იმდენჯერ გავიღიმებ. ჩემო გოგო.
- კარგი რა რომეო - გიორგი ექიმი გაბრაზებული შემოვიდა - მე მეგონა მისი გამოჯანმრთელება იყო შენთვის პრიორიტეტი და მან თუ არ დაისვენა ისე ვერ გამოვა აქედა. ნინ აბა როგორ ხარ?ეხლა შენებს დავუძახებ და ნელ ნელა უნდა ავდგეთ.
- ხომ არ ეტკინება ? - გიგი შეშფოთებული იყო.
- რომეო ჩემს კომპეტენციაში ნუ ერევი! მოკლედ უნდა მოვიხსნათ ეს ყველაფერი და ვეცადოთ ავდგეთ. - დედა შემოვიდა პალატაში. გიგიგმ თავი დახარა, როგორც ჩანს არც ისე კარგი საუბრები ჰქონდათ.
დედა ახლოს მოვიდა ძალიან ნაზად მომეფერა. ორი გოგონა შემოჰყვა დედაჩემს, ექთნები. წრუპუნა აპარატიდან ჩემი შნურების გამოერთება დაიწყეს და ისიც დამშვიდდა. მხოლოდ გადასხმის პეპელა მეკეთა, იქაც არაფერი იყო შეერთებული, როგორც ჩანს სამომავლოდ დაეტოვებინათ. ექიმმა ექთნებს და გიგის მითითებები მისცა. გიგიმ თავზე ხელი კომკიდა და ნელ- ნელა ადგომა დავიწყე. თავის ძლიერი ტკივილი და გულისრევა მერთმანეთში აირია. დედან ფეხები საწოლიდან გადმომაწევინა. ადგომა მათი დახმარებით შევძელი. უეცრად ფეხებში ძალა ვეღარ ვიგრძენი. დაცემამდე გიგიმ ხელში ამიყვანა.
- გიორგი ექიმო ხომ გითხარით, ნახეთ როგორ ეტკინა. - გიგის მკაცრი ხმა ჰქონდა.
- როგორც ჩანს ვიჩქარეთ.
-თუ აუცილებებია რომ გავატაროთ ასე ხელში აყვანილი წავიყვან სადაც მეტყვით. - გიგის ამ ნათქვამმა ყველა გაგვამხიარულა.
- თუ მასაც უნდა შეგიძლია დერეფანში რამოდენიმე წუთით გაასეირნო.
- არა არაა საჭირო არ გაუვარდეს. - დედა გიგის არც უყურებდა.
- თქვენ ნება მომეცით და მთელს დედამიწას მოვატარებ ასე. - დედამ გადასაფარებელი მომაფარა.
- მზად ხარ?- გიგის უფრო უხაროდა
- წავედით. - თავის მის მკერდს მივადე და დერეფანში გავედით. მამა , დიმა , ნათია და დაჩი მაშინვე სკამიდამ წამოცვიდნენე.
- რა ხდება ? მშვიდობაა? - მამა განერვიულებული ჩანდა, მაგრამ ჩემი ღიმილიანი სახე რომ დაინახა მოლბა.
- დათო ბიძია- დარცხვენილმა დაიწყო გიგიმ.- გასეირნების უფლება მოგვცეს.
- წადით ისეირნეთ მაშინ.
სავადმყოფოს ცივ კედლებში მე მის თბილ გულზე მედო თავი. ჩვენს გვერდით ჩვენი მეგობრები მოსეირნობდნენ და თითქოს ყველაფერი ცუდი სადღაც გაქრა და დავრჩით მხოლოდ მხიარული სტუდენტები. ამ ბედნიერ წუთებში წამიერად მისი სიტყვები მახსენდებოდა, რომელიც რაღაცნაირად გამომშვიდობებას უფრო ჰგავდა, თუმცა ეს ფიქრები მალე მოვიცილე და მხოლოდ ამ წამებით დატკბობა გადავწყვიტე.
- კარგია სეირნობა , მაგრამ ნინოს ნემსი უნდა გაუკეთონ და დააბრუნეთ - ლამაზი და ძალიან გამხდარი ექთანი დაგვეწია და გაბადრული სახით ექიმის დანაბარები გადმოგვცა. გიგიმ ნაზად მაკოცა.
- ცოტა იყო მაგრამ ხომ გამხიარულდი. ეხლა დაისვენე.
- შენ აქ იქნები?- ისე ჩუმად ვუთხარი მხოლოდ მას ესმოდა.
- მთავარია გამოჯანმრთელდი სხვაზე არაფერზე იდარდო. - ისე თბილად მიყურებდა. მის მკერდს მივეკარი და ასე შევედით ოთახში. ნემსი გამიკეთეს, არაფერი მტკიოდა ღიმილით ვიწექი და ბედნიერი ვიყავი ჩემს გვერდით იყვნენ ყველა ვინც მიყვარდა. თუმცა მისი სიტყვები ბოროტად ჩამესმოდა და მაგრძნობინებდა , რომ ის მიდიოდა. დღეს თუ არა ხვალ მაინც. შიში მქონდა ყოველ წამს მისი წასვლის. მაგრამ დღევანდელი დღით ვხარობდი. ის აქ იყო და ეს მაძლევდა იმის საბაბს, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.
დედა და მამა მას დაძაბული უყურებდნენ.
- დააწვინე არ დაგივარდეს. - დედა ბუზღუნებდა.
- ვგიჟდები ამ შენს პიჟამოებზე. - მე ნათია და გიგი ვიცინოდით, რადგან მხოლოდ ჩვენ ვიცოდით რას იხსენებდა გიგი. ჩემები კი ისევ დაძაბული ხან მე და ხან გიგისკენ იყურებოდნენ.




ოპერაციიდან ერთი თვის თავზე უკეთ ვიყავი. ანალიზებიც მწყობრში მქონდა. ყველაფერი კარგისკენ მიდიოდა და ქიმიის კურსის მოლოდინში ნელ- ნელა წინ მივიწევდი. ჩემებიც დამშვიდდნენ და ჩემი უკეთესად ყოფნით ბედნიერად გრძნობდნენ თავს.
- აბა როგორ ხარ?- კარებში გიორგი ექიმი შემოვიდა, არასდროს მეგონა, რომ ექიმი ასეთი დადებითი და პოზიტიური შეიძლებოდა ყოფილიყო. - დღეს პალატას გიცვლი და სხვა სართულზე გადავდივართ. შენით ვერ წამოხვალ , არ მინდა დაიღალო და ეს ეტლი მოვიტანეთ- ექთნებმა ბუშტებით და ფერადი ლენტებით გაფორმებული ეტლი მოიტანეს. გამეცინა- ხომ იცი როგორი სამეგობრო გყავს ისინი თვლიან რომ სავადმყოფო გსტრესავს და ასე გიფერადებენ აქაურობას.
- საოცარი ხალხია ჯერ კიდევ თოთო ვგონივარ -ყველა ვიცინოდით- მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ეს ძალიან მომწონს.
- აბა ნინო წამოვდგეთ ეს მტკივნეული იქნება , მაგრამ შენით უნდა ადგე. ეხლა შენს რომეოს , რომ დავუძახო ხელში აგიყვანს და ეს არ გვაწყობს. - გიგის ხსენებამ ცოტა დამასევდიანა. ის აქ არ იყო. რამოდენიმე დღეა არ მოსულა , ან არ უშვებდნენ. ვერც ვკითხულობდი შიშისგან.
ადგომა მართლაც ძნელი აღმოჩნდა. სავარძელში გადავჯექი, თავის ტკივილი გამიმძაფრდა. ლიფტში შემიყვანეს. დაბლა ჩასულებს დერეფანში ჩემი გულშემატკივრები დამხვდნენ. გიგი კუთხეში იდგა. მიღიმოდა, თუმცა დათრგუნული ჩანდა. მინდოდა მისთვის დამეძახა და ჩემთან მოსულიყო, მაგრამ ვერ გავბედე.
- ნინ დედას გოგო როგორ ხარ?
- კარგად დე. თქვენ მომენატრეთ. კარგია ამ სართულზე უფრო ხშირად შეძლებთ ჩემს ნახვას.
პალატაც ბუშტებით იყო მორთული. ვამაყობდი ასეთი ხალხი რომ მყავდა გვერდით. ჩემს გამო და ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. ცოტა ხანში პალატაში ლუკა, დედა და მამამ შემოვიდნენ. ლუკა აღარ მაწვალებდა , რაც ძალიან მაოცებდა. სავარაუდოდ გააფრთხილეს ნერვებს ნუ მოუშლიო.
- ნინ რაღაცას გთხოვ კარგი დე - თამრიკო სერიოზული სახით მომიახლოვა.
- ხო დე.
- გიგიმ გვთხოვა შენთან შეხვედრა და უარს ნუ ეტყვი.
- კარგი დე. შენგან გამიკვირდა ამის მოთხოვნა.
- სიმართლე რომ გითხრა მეც მიკვირს, მაგრამ არ გამოიყურება კარგად , ძალიან გვანერვიულა და უბრალოდ დაელაპარაკე კარგი.
- კარგი დე. - ჩემები გიგიზე მართლა ნერვიულობდნენ ამან ძალიან შემაშინა. როცა გავიდნენ ჩამეძინა. გამოღვიძებულს გული დამწყდა გიგის მოლოდინში რომ ჩამეძინა. ფანჯრიდან მთვარის შუქი პალატას და ბუშტებს ლამაზად ანათებდა. თავი მეორე მხარეს მოვაბრუნე, რაც აქამდე დამოუკიდებლად არ შემეძლო და სკამზე დამჯდარი გიგი დავინახე, რომელიც ფანჯარაზე ერთ წერტილს მიშტერებოდა და ღრმა ფიქრებში წასულიყო. ჩემს მოძრაობაზე გამოიხედა და სახეზე ღიმილი დაეფინა.
- ვცდილობდი არ მეხმაურა. როგორც ჩანს არ გამომივიდა- ვხვდებოდი ნაძალადევად იცინოდა.
- არა არ გაგიღვიძებივარ. კარგია, რომ აქ ხარ.
- ხო მეც მიხარია შენი ნახვა. - ჩემსკენ მოიწია და ხელზე ნაზად მომეფერა. ვენაში გაკეთებულ პეპელას დახედა. ჩემი ყველა ნანემსარი მას უფრო სტკიოდა. მოიღუშა.
- შეიძლება რაღაც გკითხო? - ძალიან ჩუმად ვკითხე. მან თავისი მწვანე თვალები შემომანათა და თავი დამიქნია. - ის სიტყვები ლიფტთან…
- რომ მიყვარხარ?!- ისე სწრაფად თქვა გული ამიჩქარდა.
- ხო ეს სიტყვები იმიტომ თქვი რომ გინდოდა გაგემხნევებინე?- გაოცებულმა შემომხედა. - ეს სიტყვები რეალობას აცდენილია.
- შენი აზრით ეს გადამხნევებელი სიტყვებია? შენ ხომ იცი ჩემი ამ სიტყვასთან დამოკიდებულება. ამას ისე არ ვიტყოდი?!მეგონა მიცნობდი! მე შენ მიყვარხარ და ამას ვერაფერი შეცვლის ! სადაც არ უნდა ვიყო და რა მანძილიც არ უნდა გვაშორებდეს ერთმანეთს.
- ხო მაგრამ შენ წახვედი და თუ გიყვარვარ. აი ვე ვხედავ ლოგიკას.
- ნინი მე წავედი და ამას არ ვუარყოფ, მაგრამ მაშინაც და ეხლაც უზომოდ , აი განუზომლად მიყვარხარ და ფიქრი იმაზე რომ შენ ჩემს გამო.
- შენს გამო კიბო ვერ დამემართებოდა.
- არ დაიწყო ეხლა შენ არ გეხება. შენი ბრალი არ არისო. აბა ვისი ბრალია იმ იდიოტი დაჩის?
- დაჩი საერთოდ რა შუაშია ?
- მამაშენი რომ არა გავგუდავდი ისე მომიშალა ნერვები.
- ის ჩემი მეგობარია და.
- ის შენი ყოფილი შეყვარებულია და მას ისევ უყვარხარ.
- მაგრამ მე შენ მიყვარხარ!- ცრემლნარევი თვალებით შემომხედა.
- ნინ- ისე მძიმედ დაიწყო ვიცოდი კარგს არაფერს მეტყოდა.
- უნდა წახვიდე?
- იმისთვის რომ შენ იყო კარგად მე უნდა წავიდე. ეს უბრალოდ აუცილებელია.
- მაშინ ეხლავე წადი!- თავი ფანჯრისკენ მივატრიალე. არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა.
- ნინ. - ადგა მისი ფეხის ნაბიჯები მძიმედ ისმოდა.
- გთხოვ წადი. ნუღარ გააგრძელებ. თუ მტოვენ ეს ახლავე გააკეთე. და ბიძაშენს გადაეცი რომ იმედია გამოვჯანმრთელდები და ვალს დავუბრუნებ!
- შენ არავის ვალი არ გაქვს. მე გადავიხადე უკვე.
- ვერ გავიგე?
- არც არის საჭირო. უბრალოდ იცოდე რომ შენ არავის ვალი არ გაქვს და არავის წინაშე არ ხარ ვალდებული.
- გიგი არ წახვიდე! - გიგი შეცბა ჩემსკენ დაიხარა.
- მე შენზე მეტად მიჭირს ეხლა შენი მიტოვება, მაშინ როდესაც ასე მიყვარხარ და ასე გჭირდები, მაგრამ ასეა საჭირო. მე შენი ღირსი არასდროს ვყოფილვარ. - ტუჩებზე თითი გადამისვა - მიყვარხარ საპირფარეშოში ჩაკეტილო ლამაზო ნინი-კარებთან შეყოვნდა და სევდიანი სახით გამომხედა.
- ვერ მივხვდი რატომ დამსაჯე უდანაშაულოდ!- თვალები ცრემლით ამევსო. ვხედავდი ჩემი თითოეული სიტყვა მას როგორ სტკიოდა.
- მიყვარხარ!- ეს თქვა და კარი გაიხურა.
ძნელია გააჩერო ის ვისაც წასვლა გადაწყვეტილი აქვს. ვერც შეაჩერებ და აზრიც არ აქვს. წამსვლელი უნდა წავიდეს. მე კი სხვა მიზანი უნდა გამეჩინა. ჩემი გამოჯანმრთელება და ჩემი ოჯახისთგის სიმშვიდის დაბრუნება. ვიცოდი ეს რთული იქნებოდა , მაგრამ აუცილებელი ჩემებისთვის.



საავადმყოფოში გატარებული დღეები ერთისგან არ განსხვავდებოდა. ტკივილი წამლები ექიმები ექთნები ჩემები და ყალბი ღიმილი. ამ ღიმილს ჩემებიც გრძნობდნენ , მაგრამ არაფერს ამბობდნენ.
ოპერაციიდან ორი თვის თავზე გაწერა დაგეგმეს. შემდეგ თერაპია უნდა დაგვეწყო.
გიორგი ექიმმა პალატის კარი რომ შემოაღო ისევ გაბრაზებით გადახედა ჩემებს , რომლებიც კედელთან იდგნენ და ამაოდ ცდილობდნენ უჩინარი ხალხი ეთამაშად.
- მთელი თვეებია გავყვირი ამდენი ხალხი ნუ ხართ პალატაშითქო და უშედეგოდ!
- ისინი ჩემზე კარგად მოქმედებენ ექიმო - გავუღიმე გიორგი ექიმს.
- ინფექციის წყაროები არიან და მეტი არაფერი.
- ხვალიდან აქ ვეღრ გვნახავთ და დაგასვენებთ- ნათის როგორც ყოველთვის ენა წინ მიურბოდა. ყველას გაგვეღიმა.
- რომეო სად არის არ აპირებს გაწერად დაესწროს ?- სამარისებული სიჩუმე დადგა. გიგის წასვლის დღიდან მასზე აღარავინ საუბრობდა, ჩემთვის ტკივილი რომ არ მოეყენებინათ. ექიმი ჩემების სახეებს რომ დააკვირდა მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ თქვა და ეცადა გამოესწორებინა. - უტაქტოდ მომივიდა უბრალოდ გუშინ აქ იყო და ვიფიქრე. -სიტყვების უკან წაღება უკვე გვიანი იყო. - მაპატიეთ. იქნებ პაციენტთან მარტო დამტოვოდ უნდა გავსინჯო- მამაჩემი ისე უყურებდა ექიმი მიხვდა არავინ არსად რომ არ გავიდოდა. - თქვენთან ერთად ვერ გავსინჯავ. გთხოვთ.
- გიორგი ექიმო- მამა ექიმთან ახლოს მივიდა
- გასაგებია ბატონო დავით.
ჩემები მძიმე ნაბიჯებით გარეთ გავიდნენ. მე თავზარი დამეცა ის აქ იყო და მე არც კი მნახა ისე წავიდა არც დაინტერესდა. გული მეწვოდა.
- ექიმო გიგი აქ იყო?- ისე ჩუმად ვთქვი მეც კი ძლივს გავიგონე ჩემი ხმა.
- მაპატიე ნინო არ მინდოდა რამეს მტკივნეულს შევხებოდი. უბრალოდ ის საღამოს აქ მოვიდა შენზე ყველაფერი გამომკითხა, შემდეგ აქ შემოიპარა. მე ვითომ ვერ შევამჩნიე და ვაცადე შენთან ყოფნა. მეგონა შერიგდით. მოკლედ მე მაპატიე. არ იყო ჩემი საქმე.
- თქვენ არაფერ შუაში ხართ. ჩვენ ადრე დავშორდით ერთმანეთს , მან თავი დამნაშავედ იგრძნო და აქ ამიტომ იყო. ეხლაც იმიტომ მოვიდოდა რომ გაეგო კარგად გავხდი თუ არა და იოლად წასულიყო.
- ეს ჩემი საქმე არ არის , მაგრამ არამგონია ის იმიტომ კითხულობდეს შენს ,ამბავს დანაშაულის გრძნობის გამო. მას ძალიან უყვარხარ.
- ის წარსულია და მე მისთვის დროს ვეღარ დავკარგავ. ეხლა მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე უნდა ვიფიქრო. ეს არის ჩემი მიზანი.
- სწორია. ეს ნამდვილად კარგი მიზანია და ხომ იცი მე და შენი ძალიან ძლიერი ოჯახი გვერდით გყავართ. რაშიც შემეძლება ყველაფერში გვერდით დაგიდგები. შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ! ეჭვიც არ მეპარება ყველაფერი ძალიან კარგად გექნება.
გაწერის პროცედურა ყველასათვის დამღლელია. მე იმდენი ბარგი მქონდა დაგროვილი ძლივს ავლაგდით. მართალია მე არავინ არაფერს მავალებდა ვიჯექი და მათი ყურებით ვიღლებოდი.
- გინდა გარეთ გავიდეთ- ჩემს გვერდით დიმა იჯდა და ალბათ ისიც შეწუხებული აქედან გაქცევას ნატრობდა.
- გავიქცეოდი სადმე. - გავეხუმრე და მის მხარზე თავი დავდე.
- დათო ბიძია მე და ნინო გარეთ გავალთ ცოტას გავივლით.
- წადით ჩვენ ჩავლაგდებით და სახლში წავიდეთ. ნათი გაყევი შენც.
- არა მე ნინოს ნივთებს ჩავალაგებ და თამროს მივეხმარები.
- ნინო მოიცვი რამე გარეთ მოღრუბლულია და არგაცივდე.
გარეთ შემოდგომა დადგა. არადა ზაფხული, რომელიც ასე ძალიან მიყვარს ფანჯრიდან ვნახე. მხოლოდ ფანჯრიდან დავტკბი მისი სილამაზით. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ფანჯრიდანაც რომ შემეძლო ამინდით ტკბობა უკვე კარგია.
- ნინ როგორ ხარ?- დიმა მოწყენილი მომყვებოდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა , მაგრამ ვერ გაებედა.
- უკეთ ვარ ვიდრე გუშინ, მაგრამ ძალიან ცუდად ვიდრე რამოდენიმე თვის წინ.
- შენზე ვდარდობ.
- უკეთ ვარ მართლა.
- არა. ვდარდობ შენზე რომ არ საუბრობ და შენთვის ინახავ დარდებს.
- გიგიზე?
- ვიცი რომ ძალიან გიყვარს და გენატრება.
- კი ასეა მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ის წავიდა და ვცდილობ მასზე აღარ ვიფიქრო. - ამ სიტყვების არ მჯეროდა , მაგრამ რა უნდა მეთქვა. გარეთ წინწკლავდა. წვიმა ისე მომნატრებია სახე მაღლა ავწიე და ვაცადე ცას კარგად დავენამე.
- მოდი აქ ჩამოვსხდეთ. - დიმამ სავადმყოფოს ეზოში მდგარ სკამზე მიმითითა.
- მე უკეთ ვარ მართლა. მენატრება და მიყვარს არ ვუარყოფ, მაგრამ მას წასვლა უნდოდა და არ მქონდა უფლება მისი გაჩერების , განა შეიძლება ძალით ვინმე შეაჩერო?!
- მჯერა რომ მასაც უყვარდი. ამის მართლა მჯერა.
- დიმა მე ის წარსულში დავტოვე. უაზრობაა დაუბრუნდე იმ ადგილს , სადაც მიგატოვეს და მარტო დაგტოვეს. მოდი ვიფიქროთ ამის შემდეგ რა იქნება.
- ერთი ვიცი ყველაფეი კარგად იქნება. წამო შევიდეთ არ გაცივდე.
- თავზე მაფარია და მაცვია. გთხოვ აქ ვიყოთ მომენატრა ასე გარეთ ყოფნა.
- მე შევალ გამოვატანინებ რაღაცეებს და შენ აქ იყავი.
- სად წავალ? - დიმა გაიქცა. მე კი ეზოს მოვავლე თვალი. ღრუბელი ჩამოწვა და მალე ძალიან ძლიერი წვიმა წამოვიდოდა. მიუხედავად იმისა რომ აქ ბევრჯერ ვიყავი მხოლოდ ეხლა მქონდა ეზოში ჯდომის საშუალება. სიმწვანეში ჩაფლული კლინიკა უფრო სასტუმროს გავდა. ეზო ძალიან დიდი იყო და მოვლილი. შემოსასვლელ გზას გავხედე და გიგი დავინახე. მომინდა გავქცეულიყავი. ის ვერ მხედავდა. მაგრამ მისი ყურებით ისე გავერთე. სპორტული ქურთუკის კაპიუნშონი ეფარა და მოწყენილი მოაბიჯებდა. იქვე შემოსასვლელთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ფაჯრისკენ დაიწყო მზერა. ნეტავ რას ელოდება. ჩემი პალატის ფანჯრებს უყურებს და აქ ზის. ჩემამდე არ მოსულა. მე კი მისი მოლოდინით ყოველ დღე ვიტანჯებოდი და თურმე ეს აქ ზის. რა მოხდა ? რატომ არის ასეთი. მისვლა მინდა , მაგრამ რა უნდა ვუთხრა. ღირს ალბათ გარისკვად. ფეხზე მედგრად ავდექი და ჩემი ფეხით მივედი მის სკამამდე. თავზე რომ დავადექი მხოლოდ მაშინ გამოიხედა და ერთიანად გაფითრდა.
- მეგონა სიზმრებს მხოლოდ ძილის დროს ვხედავდით. - გაოგნებისგან თვალებს იფშვნეტდა.
- სიზმარი? არამგონია ეხლა სიზმარს ხედავდე. ყოფილი შეყვარებული დაგადგა თავზე ალბათ უფრო კოშმარია. - ვეცადე მეხუმა, თუმცა მას არ გაუცინია.
- ასე შენით დადიხარ? ანუ უკეთ ხარ? ექიმმა მითხრა უკეთააო მაგრამ რომ დაგინახე სულ სხვაა. ანუ მართლა უკეთ ხარ?- ფეხზე წამოხტა და გულწრფელად უხაროდა.
- სიარული და მეტყველება შემიძლია. მაგრამ ალბათ დავჯდე ჯობია. - ჩამოვჯექი და მაშინვე დაღლილობა ვიგრძენი.
- ეზოში გამოდიხარ ხოლმე?
- არა არ მიშვებდნენ, თორემ აქ გნახავდი. სავარაუდოდ პირველად არ ხარ აქ. - დაიბნა.
-მე დღეს ვიცოდი რომ გწერდნენ და შენი დანახვა მინდოდა.
- და არა ნახვა ?
- ნახვა არ დამიმსახურებია. - თავი დახარა.
- მე უნდა წავიდე ჩემები ალბათ მეძებენ.
- ვიცი ჩემზე ბრაზობ, მაგრამ იმედი მაქვს რომ როდესმე გამიგებ. - თავჩაღუნული მესაუბრებიდა.
- არ ვბრაზობ- თავი ასწია და ეჭვნარევად შემომხედა.
- არ მჯერა.
- მე კი შენი არ მჯერა. იმისა რომ გიყვარვარ. ამიტომაც მიდიხარ.
- იქნებ სჯობს ასე გეგონოს.
- იქნებ სჯობდა საერთოდ არ მენახე. არ ჩავკეტილიყავი იმ საპირფარეშოში და არ გეკოცნა.
- ნეტა ისევ ის დღე იყოს , როდესაც ლაღად და თამამად შემეძლო შენთვის კოცნა. არ მქონდა ვალდებულებები და მითითებები. თუმცა მე არც ერთი წამით არ ვინანებ შენთან შეხვედრას. შენ ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული და ერთ - ერთი უსაყვარლესი ქალი ხარ სამიდა.
- სამი?
- შენ , დედა და ბებო. ეს სამი ქალი არის ჩემი ყველაფერი და აქედან სამივე დავკარგე. დედა გარდამეცვალა , შენ ჩემი ხელით დაგკარგე და ბებო ხმას აღარ მცემს.
- ბებო გააბრაზე? რა მოხდა?
- ჩემს წასვლას ვერ ეგუება. მოკლედ ყველა გამიგებთ როდესმე. შენ კი პატარა ჯიუტო გოგო ეცადე მშვიდად იყო აქ უჩემოდ და ბედნიერი ცხოვრებით ჯანმრთელად იცხოვრო. მე შენ ყოველთვის მეყვარები. მსოფლიოს მეორე ბოლოდა. გავიგებ შენი გულისცემას და თუ მას რამე დაემუქრება ჩემს გულს ვეღარ ვაიძულებ იმუშაოს. - ადგა და თითქოს რაღაცას ფიქრობდა , ეშინოდა არც უკან მიდიოდა არც ჩემსკენ.
- მიდიხარ?
- დარჩენა არ შემიძლია. სხეულით მივდივარ. სულს კი შენ გიტოვებ. შენ უკეთ მოუვლი. - ახლოს მოვიდა ჩამეხუტა, ნაოპერაციევ თავზე მაკოცა , ხელები დამიკოცნა. ტუჩებზე თითი გადამისვა. ერთმანეთს თვალებში ვიყურებდით. - გაკოცებდი და არსად არ გაგიშვებდი. მიყვარხარ.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ხელები გამიშვა და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას. მე სკამზე ჩამოვჯექი და თავის სამშვიდება ვცადე არ მინდოდა ჩემებს ენერვიულათ და გაეგოთ გიგის მოსვლის შესახებ.
- დიდხანს გალოდინე?- დიმა ჩემსკენ სწრაფი ნავიჯებით მოდიოდა.
- არა აქ მომეწონა. ძალიან მშვიდი ადგილია.
- წამო გველოდებიან. სახლში ლუკა გველოდება. გაგიჟდა ის მოენატრე.
- აფერისტი. მოვენატრე კი არა ჩემი გაწვალება მოენატრა.
სკამიდან ავდექი და დიმას დავეყრდენი. უკან მივიხედე გიგი ხესთამ იდგა და ღიმილით მაგრამ სევდიანი თვალებით მაცილებდა. ვიცოდი მას ვეღარ ვნახავდი. მაგრამ მავსებდა მისი სიტყვები. მე შენ მიყვარხარ. ნუთუ შეიძლება გიყვარდეს და ტოვებდე. ალბათ შეიძლება, რადგან მის სიყვარულში ეჭვი ვერ შემქონდა. ალბათ დიდ სიძლიერეს მოითხოვს გიყვარდეს და ტოვებდე. მაგრამ უფრო დიდ სიძლიერეს მოითხოვს სიგიჟმდე გიყვარდეს უშვებდე. მე არ მქონდა უფლება ის გამეჩერებინა.
“კიბო განაჩენი არ არის,მაგრამ ეკლით მორთული ურთულესი გზაა!”

სადღაც წამიკითხავს მშობლიური სახლი ადამიანს კარგად ხდისო და ასეც მოხდა სახლში თავს მშვიდად ვგრძბობდი. ოპერაციის შემდგომი პერიოდი ტკივილებით იყო აღსავსე. ქიმიოთერაპიის კურსი წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა. ტკივილები არ სრულდებოდა. იყო დღეები, როცა ოთახიდან გამოსვლა კი არა საწოლიდან თავის წამოწევაც მიჭირდა. ტკივილი შიგნიდან მანადგურებდა. მომდევნო ერთი წელს სიამოვნებით წავშლიდი ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან. გიორგი ექიმი ყველაფერში გვერდით მედგა. ცდილობდა დამხმარებოდა. იყო დღეები, როდესაც ვითიშებოდი და რამოდენიმედღიანი ძილის შემდეგ საავადმყოფოში ვფიხზლდებოდი.
უყურო ოჯახს, რომელსაც შენი ტკივილი ათასჯერ უფრო სტკივა ეს საშინელებაა. მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობდი. ლუკა მთელი დღის განმავლობაში არ მცილდებიდა. ვხედავდი ჩემებს ჩემი ერთი გაღიმება ბედნიერებას გვრიდა. აღარ ვტიროდი , გავქვავდი, ტკივილებს შევეგუე. მათ არასდროს დაუნახავთ როგორ ვტირი. ყველა ამბობდა ყოჩაღ შენ რა ძლიერი გოგო ყოფილხარო, თუმცა არავინ იცოდა , როგორი იყო ჩემი ღამეები, როცა ყველა იძინებდა. მთელი დღის ნანატრი და ნათმენი ცრემლები თავის კალაპოტს იკვლევდა დაღლილ სახეზე. დილას იგივე მეორდებოდა. ეს რუტინა ჩემებს აბედნიერებდა და ჩემი თავით ვამაყობდი.
გიგიზე არაფერს ვკითხულობდი, ჩემები ხვდებოდნენ მის დავიწყებას ასე მალე , რომ ვერ შევძლებდი და არც ისინი ახსენებდნენ. თამო ჩემს გვერდით იყო, მაგრამ მასზე ლაპარაკს არ ცდილობდა , სავარაუდოდ ასეთი მითითება ჰქონდა.
21 საუკუნეში იოლია გაარკვიო ადამიანი სად არის და რას საქმიანობს , მაგრამ არც სოციალურ ქსელებს ვიყენებდი. მოკლედ რომ ვთქვათ ვეცადე ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამომეშალა. გონება ამაში იოლად დავიმორჩილე, ხოლო გული დავადუმე , ჩავახშე და ისაც დაემორჩილა ჩემს ბრძანებას. მართალია ჩემი ცხოვრება ერთ დიდ სიყალბეს დაემსგავსა, მაგრამ ჩემები ბედნიერები იყვნენ და ეს იყო მთავარი.



ექიმთან შეთანხმებით და რჩევით შემდეგი გამოკვლევა, რომელიც ძვირადღირებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო , თურქეთში ჩაინიშნა. თანხა, რომელიც გიგის ბიძამ ჩემს ფონდში ჩარიცხა ამისთვის საკმარისი იყო. არ მინდოდა მათი ფულით მესარგებლა, თუმცა ვგეგმავდი ეს ვალი მათთვის ბოლო თეთრამდე დამებრუნებინა.
ოთახში ვიწექი და ფანჯარაში მოქუფრულ ამინდს ვაკვირდებოდი. დეკემბრის ძალიან ცივი დღე იდგა, სადაცაა გათოვდებოდა. კარზე ზარი გავიგონე. მე არ ავმდგარვარ.
- ნინო ნათია მოვიდა გამოხვალ?
- ნათ აქ მოდი მეზარება ადგომა- სინამდვილეში ყველა ძვალი მტკიოდა და ადგომას ვერ შევძლებდი. ნათია შემოვიდა და გვერდიატ მომიწვა.
- ნინ მომენატრე.
- მეც. მოწყენილობისგან გავგიჟდი.
- როდის მიფრინავთ?
- 24 ში საღამოს და 29 დეკემბერს აქ ვიქნები. ახალ წელს აქ მინდა შევხვდე თქვენთან
- აუ მეც მინდა წამოსვლა.
- ნათ თამრიკო ამ ადგილს ხო იცი რომ არ დაგითმობს, ეს გამორიცხე.
- არა სხვა გეგმა მაქვს. - ადგა და ოთახიდან გავარდა. ცოტა ხანში ოთახში დედაჩემი და ნათია შემოვიდნენ.
- რა ხდება ხომ მშვიდობა გაქვთ? - ისეთი გახარებული იყო ნათია მივხვდი ჩანაფიქრი აისრულა.
- მეც მოვდივარ თურქეთში
- ერთი მასწავლე რით აჯადოებ დედაჩემს. მეც ხომ უნდა ვიცოდე.
- დედაჩემს ბილეთი შევაკვეთინე და თამრომ უარი ვერ მითხრა.
ასე გადაწყდა, რომ თურქეთში ჩვენ სამნი მივდიოდით. ყველა ბედნიერად ვგრძნობდით თქვს, მხოლოდ დიმა იბღვირებოდა, მას დედამ გარკვევით უთხრა, რომ ის ვერ წამოვიდოდა და კაცთა სააზოგადოება საქართველოში რჩებოდა.

2016 წლის 24 დეკემბერს თბილისი სტამბულის რეისით ჩავფრინდით. სტამბულის ნახვა ვერც მოვახერხე. ფრენამ საშინლად ამატკია თავი და სასტუმროში მთელი დღე მეძინა. გიორგი ექიმი ასეც ვარაუდობდა. გამოკვლევის დღეს სავადმყოფოდან წინასწარ შეთანხმებული შავი ფერის “მინი ვენი” გამომიგზავნეს. ნათია მე და დედა სკამებზე მოვთავსდით. მანქანა ნელა დაიძრა , მას შემდეგ რაც ჩაპუტკუნებულმა , ულვაშა მძღოლმა ჩვენი დაჯდომა სარკიდან დაინახა. სავადმყოფო სტამბულის ძალიან პრესტიჟულ უბანში იყო. აქ ულამაზესი სახლები ცვლიდა ერთმანეთს. მანქანამ მკვეთრად მოუხვია მარცხნივ და ლამაზ ბაღში შეგვიყვანა. საავადმყოფოში შესვლისას მეტალო დეტექტორში გაგვატარეს. ფოიეში შეთანხმებისამებრ ქალბატონი ნაზი დაგვხვდა,რომელიც თურქეთში მაცხოვრებელი ქართველი იყო და თარჯიმნად მუშაობდა.
- გამარჯობა აქეთ მობრძანდით ლიფტისკენ. - ნაზი შუახნის გამხდარი ქალი იყო. ის ისე მიყურებდა თავს უხერხულად ვგრძბობდი. თითქოს ძალიან ვეცოდებიდი, თითქოს კი არა ვეცოდებიდი და ცრემლნარევი თვალებით თვალებს ჩემსკენ აპარებდა. მეხუთე სართულზე ავედით. ჩვენ სამი დაბნეული მივყვებიდით ნაზის.
-აქეთ შემოდით- ხელით გვანიშნა დერეფანში შესასვლელ კარზე. რაც უფრო ახლოს ვიყავი გამოკვლევებთან მით უფრო ვშიშობდი და არ მინდოდა.
მიმღებში გამხდარი ბიჭი და გოგო იჯდნენ. ერთმანეთს ესაუბრებიდნენ. თავზე რომ დავადექით მაშინვე წამოდგნენ და მოგვესალმნენ. ჩვენც გავუღიმეთ. ნაზი გვითარგნიდა, რომ ჯერ გამოკვლევის გამო უნდა მომეცადა. წამალი დამელია და პალატაში დავწოლილიყავი. პალატა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ნომერს გავდა. არც იგრძნობოდა სავადმყოფოში ყოფნა. წამალი გამიკეთეს, დამალევინეს და რკინის კონსტრუქციაზე დამაწვინეს. მკაცრად გამაფრთხილეს რომ არ უნდა მემოძრავა და რომ შეიძლებოდა გამოკვლევა რამოდენიმე საათს გაგრძელებულიყო. ჭერზე ლამაზი ლავანდები ეხატა და მათი მზერა კარგ ხასიათზე მაყენებდა. აპარატი თავად მოძრაობდა, სწორდებიდა. ბოლოს როგორც იქნა რამოდენიმე დამქანცველი საათის შემდეგ ოთახში ექიმები და ექთნები შემოვიდნენ. ერთმანეთში სერიოზული სახეებით საუბრობდნენ მე შემომხედავდნენ და მიღიმოდნენ.
მოვემზადე ჩემი ნივთები ავიღე და მოსაცდელში დედასთან და ნათიასთან გავედი.
- რაო ნინ რა თქვეს?- დედა და ნათია გაურკვევლობით იყვნენ დაბნეულნი.
- მე არავინ არაფერს მეუბნება. რაღაღაც აპარატში ვყავდი შესმული და მერე აქ გამომიშვეს. - ნაზი გამოვიდა ოთახიდან.
- ეხლა ექიმთან მოვა შედეგები და დაგვიძახებენ. - ნაზი დაძაბული ჩანდა, როგორც ჩანს არც მას უნდოდა ცუდი პასუხები ეთარგმნა ჩვენთვის.
ექიმის მოლოდინში ყველა ჩუმად ვისხედით მისაღებში. ლამაზად და გემოვნებით მორთულ მისაღებს ცნობილი ნახატების ასლები ამშვენებდა. ერთ- ერთ კედელზე გუსტავ კლიმტის ჩემი უსაყვარლესი ნახატი”კოცნა” ამშვენებდა. მხოლოდ მასზე გადავიტანე მთელი ყურადღება. პასუხებზე აღარ ვფიქრობდი. ეს ნახატი გიგის მახსენებდა, უფრო სწორად მასთან გატარებულ დღეებს. სევდა მომაწვა და გულთან საშინელი წვა ვიგრძენი. საინტერესოა ამ დროის განმავლობაში თუ გავხსენებივარ მაინც. ნეტა თუ ოდესმე ვყვარებივარ.
- ნინო წავედით გვეძახის ექიმი. - ნერვიულად მითხრა დედამ. მისაღები გავიარეთ და სკამებზე დავსხედით. ნაზი ნერვიულად მივიდა ექიმის მხარეს და სკამი შეასწორა. ეს არ ევალებოდა, თუმცა ყურადღების გადატანას ცდილობდა. ნათია კუთხეში იდგა და მეგონა არც სუნთქავდა. მე და დედა გვერდიგვერდ ვისხედით. კარი შეიღო და წითურთმიანი თხელი ქალბატონი შემოვიდა თეთრ ხალათში. მოგვესალმა და გაგვიღიმა. მკითხა ინგლისური თუ გესმისო. ნათია კუთხიდან გამოვარდა და ორივეს გვესმისო დაუკონკრეტა.
- ძალიან იღბლიანი ადამიანი ხარ, მთელი სხეული შევამოწმეთ და არსად აღარ არის არანაირი დაზიანებული ორგანო ან უჯრედი.
- უკაცრავად ეს როგორ? ანუ მე?.. ეს როგორ?..- რეალირად მესმოდა რასაც მეუბნებოდა, მაგრამ რეალობას ვერ ვაცნობიერებდი. დედა გაუნძრევლად იჯდა. ნათიამ მას სინქრონში გადაუთარგმნა.
- ნინო ანუ დასრულდა?- ცრემლები არ ჩერდებოდა.
ექიმმა დეტალებზე გვესაუბრა. ძალიან რთული ფორმის სიმსივნე მქონდა თუმცა დროული ჩარევით და სწორი მკურნალობით მოხდა მისი დამარცხება. ეხლა მთავარი იყო კონტროლი და მკურნალობა არ შეგვეწყვიტა და ნელ- ნელა დავბრუნებოდი ცხოვრების ძველ რითმს.
კიდევ დიდხანს ვისხედით ექიმ ელიფ შაფაქის კაბინეტში და განვიხილავდით ჩემი შემდგომი ცხოვრების რიტმსა და გეგმებს.
სასტუმროში გახარებულები დავბრუნდით ,მამა გავახარეთ. ის დღე სიცილ-კისკისში გავიდა. მართალია ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ყოველ წელს მომიწევდა ამ გამოკვლევის გაკეთება , მანამ სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდებიდნენ , რომ ყველაფერი კარგად იყო. ამას შეიძლება წლებიც დასჭირვებოდა, მაგრამ მთავარი იყო მე საფრთხე ამ ეტაპზე აღარ მემუქრებიდა.



***

საქართველოში დაბრუნებულს ზარ- ზეიმით შემხვდნენ. ყველა ხარობდა. სახლში ქართული ტრადიციული ჟრიამული იყო. ჩემი მეგობრები , ნათესავები და ახლობლები. თავი მისკდებოდა, თუმცა მათი გახარება მსიამოვნებდა და მეც მათთან ერთად შეძლებისდაგვარად ვერთობოდი. კარზე ზარი იყო, მაგრამ არავინ აღებდა. მე ავდექი გავაღე და თამო დამხვდა.
- ჩემო ლამაზო - ტიროდა თამო- გავგიჟდი. ანუ ყველაფერი დასრულდა?
- შემო თამო კი დამთავრდა.
- არ მჯერა. აუ გიგის… - სიტყვა აღარ გააგრძელა. - ბოდიში.
- ვიცი რომ მას ძალიან გაუხარდებიდა ეს რომ გაეგო!- გავუღიმე- მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი რომ გაიხარებდა.

თამოს და მე აღარ გვილაპარაკია. ყველა ერთად ვხარობდით და ვერთობოდით. თამო სურათებს მიღებდა.
- მე უნდა წავიდე. - თქვა მან უცებ
- რა მოხდა თამ ჩვენც აქ ვართ და გაგაცილებთ.
- არა სინამდვილეში მე აქ დასამშვიდობებლად მოვედი. ხვალ ამერიკაში მივფრინავ სამსახური გამომიჩნდა და უარი ვერ ვთქვი.
- ყოჩაღ რა მაგარია. -შევძახე.
- წასვლამდე მინდოდა მენახე თანაც ასეთი მაგარი ამბის შემდეგ.
- გამიხარდა შენი ნახვა. შენ ჩემი მეგობარიც ხარ და ეს კარი შენთვის ყოველთვის ღიაა.
თამო წავიდა. მივხვდი რომ გიგისთან მიდიოდა. არაფერი არც მითქვამს და არ მას უთქვამსე ეს უთქმელად მივხვდი.

თურქეთიდან დაბრუნების და ახალი წლის გასვლის შემდეგ სწავლას დავუბრუნდი. ნათიამ და დიმამ ჩემზე ერთი წლით ადრე დაამთავდმრეს. ჩემი იჯახი ფინანსურად ცოტა დაუძლურდა და სწავლის დამთავრება და მუშაობის დაწყება მეჩქარებოდა. დიდი ჩამორჩენა მქონდა ამიტომ ეს წელიწადნახევრიანი დანაკლისი, კიდევ ერთი კურსი უნდა დამეხურა. პირდაპირი მნიშვნელობით თავით გადავეშვი სწავლაში. დიმა და ნათია ყველაფერში მეხმარებოდნენ ჯანმრთელობაც ნელ-ნელ მწობრში დგებოდა, იყო კრიზისები, თუმცა უკვე ყველაფერი ისე რთულად აღარ მეჩვენებოდა. ჩემი გონებიდან სამუდამოდ გავრიყე გიგი, სამწუხაროდ გულს ვერაფერს ვუხერხებდი და როცა მარტო ვრჩებიდი მხოლოდ მასზე ვიწყებდი ფიქრს. მას შემდეგ რაც სავადმყოფოს ეზოში დავშორდით მასზე არაფერი გამიგია. თითქოს აორთქლდა. მინდოდა მეფიქრა რომ არ ვუყვარდი, მაგრამ რომც არ ვყვარებიდი ასეთი მძიმე ავადმყოფობის დროს როგორ დამტოვა და გამწირა.

დღეები დღეებს მისდევდა , თვეები თვეებს. და ასე გავატარე წელიწად ნახევარი. სწავლა და სწავლა ასეთი იყო ჩემი მდგომარეობა. ნათია , დიმა და დაჩი სულ ჩემს გვერდით იყვნენ. თამო ამერიკიდან მირეკავდა და საათობით ვსაუბრობდით ინტერნეტით.

მოვიდა უნივერსიტეტის დამთავრების დროც ჩემები ჩემი ბედნიერებით ხარობდნენ. მეც მიხაროდა რომ მიუხედავად ჩამორჩენისა მაინც მოვახერხედა შევძელი უნივერსიტეთის დასრულება. ბოლო გამოცდაღა მქონდა დარჩენილი, თუმცა ძალიან კარგად ვიცოდი ყველაფერი და სანერვიულოც არაფერი მქონდა. ოთახში ვიყავი წამოწოლილი შუადღე იყო. გარეთ ივნისის ცხელი დღე იდგა 2018 წლის. დასრულდებოდა ჩემი სწავლაც. ორ კვირაში თურქეთში მორიგი ვიზიტი მიწევდა. ყოველ წელს თავს ვიიმედებდი, რომ ეს ბოლო ვიზიტი იყო, თუმცა ელიფ ექიმი მაინც შემდეგი წლისთვის მიბარებდა. მართალია ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მაინც თავის დაზღვევის და კონტროლის გამო ყოველ წელს ჩავდიოდი. მიხაროდა ამ ეტაპზე ზაფხულში ჩასვლა. მინდოდა კარგ ამინდში მესეირნა უკვე კარგად ნაცნობ ქუჩებში.
- ნინო- ფიქრებიდან დედაჩემის ხმამ გამომაფზიზლა. - დიმა და ნათია მოვიდნენ გამო.
გამიხარდა მათი მოსვლა უკვე რამოდენიმე დღეა ჩემთან არ მოსულან, არ დაურეკავთ და მათზე ვღელავდი. საწოლიდან ავდექი. სარკეში, რომელსაც მისი ფუნქციით აღარ ვიყენებდი ჩემი ანარეკლი დავინახე და ოთახიდან ლამის სირბილით გავიქეცი მონატრებულ მეგობრებთან. მისაღებ ოთახში დიმა და ნათია დაძაბულები ისხდნენ ტახტზე ერთმანეთის გვერდით და ორივე სერიოზული სახით თავის ხელევს დასცქეროდნენ.
- დაკარგულებო, როგორ მომენატრეთ - გვრიტები გვერდიგვერდ თავდახრილი და სერიოზულები ისხდნენ.
- ნინ - მძიმედ დაიწყო ნათიამ. - რაღაც უნდა გითხრათ.
- რა მიხდა ვინმეს რამე შეემთხვა?- შეშინებულმა ვკითხე.
- არა ნინ არა - ნაძალადევად გაიღიმა ნათიამ. - რამოდენიმე დღის წინ მე და დიმა ჩემთან ვიყავით სახლში და - ნათიამ თავი დახარა.
- რა? აუ არ მითხრათ რომ როგორც იქნა მიხვდით და… კარგი განაგრძეთ. -ნათია გაოცებული მიყურებდა.
- და არ ვიცი როგორ გითხრათ. - მე ისეთი ბედნიერი ვიყავი და ტაშს ვუკრავდი. - შენ რა გაიგე და რა გახარებს ასე ვერ გავიგე?
- რა და ძლივს მიხვდით რომ ერთმანეთი გიყვართ ხო? - დიმა ჯერ მე მიყურებდა გაოცებული და მერე ნათიას გაბრაზებული.
- შენ რა იცოდი?- დიმა უფრო გაბრაზებული იყო ვიდრე გაოცებული.
- ვხვდებოდი და ვგრძნობდი.
- მერე რატომ არ გვითხარი ჩვენ კიდე დავდიოდით ასე სულელებივით.
- ასე უფრო რომანტიული და კარგი არ არის როცა შენ თვითონ ხვდებო რომ გიყვარს.
- მართალია- დიმამ ნათიას ლოყაზე ნაზად აკოცა.
- რა საყვარლები ხართ და როგორ მიხარია.
- ჩვენ კი ვნერვიულობდით შენთვის როგორ გვეთქვა.
- როგორ მიყვარხართ ხომ იცით !- მათთან გადავჯექი და შუაში ჩავუხტი.
- მთავარი არ იცი შენ. - დაიწყო ნათიამ. - შენ ხომ გამოკვლევაზე მიდიხარ და გადავწყვიტეთ ჩვენ როგორც წყვილი წამოგყვეთ. პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება. ერთი კვირით დავრჩებით, სტამბულს დავათვალიერებთ და შენს დაბი- დუბისაც იქ ავღნიშბავთ.
- ნათ დიმა ხომ იცი თქვენთან ყოფნა ძალიან მინდა , მაგრამ ერთი კვირა ჩემთვის დიდი ხარჯია. თქვენ წადით და მე როგორც ყოველ წელს ორი დღით შემოგიერთდებით.
-შენ სიტყვის უფლება ჩამოგართვით- დაიწყო დიმამ , როგორც ყოველთვის მკაცრად. - შენ ბარგს ალაგებ და მოდიხარ სხვაზე ფიქრისგან თავს იკავებ.
- ბავშვებო- დავიწყე მაგრამ ნათიამ გამაჩუმა.
- ნინ ჩემს ბიჭს დაუჯერე ჩვენ ასე გვინდა. ეს ჩვენი ბედბიერი წუთებია და შენ ხო ჩვენი განუყოფელი ნაწილი ხარ ამიტომ არ გამოვა უარის თქმა.
20 ივნისს ჩემი დაბადების დღე იყო. სულ რამოდენიმე დღეში. ჩემი მშობლები ყოველთვის ზარ-ზეიმით აღნიშნავენ ამ დღეს. ცოტა გაიბუტნენ ამ დღეს სხვაგან რომ გავატარებდი , მაგრამ ჩემი ბედნიერების გამო ამ მსხვერპლზეც წავიდნენ. მამამ დაჩის წამოსვლა მთხოვა. მან იცოდა რომ დაჩის მიმართ არაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები გავხდით. ბავშვებს დავეკითხე მათ ძალიან გაუხარდათ მარტო რომ არ ვიქნებიდი.
დედა ჩემზე მეტად ღელავდა. ათასნაირი ტანსაცმელი მიყიდა. მარბენინა მაღაზიებში. სალონში მივედით. ჩემი ძლივს გაზრდილი თმაზე ქერა მელირება გამიკეთა. ბარგი თავად ჩამილაგა.
14 ივნისს დილიდან სახლში ხმაური იყო. ფრენა საღამოს გვქონდა მაგრამ ყველა საქმიანობდა.
- აუ დე რა ამბავია ერთი ჩემოდანი რად მინდა ერთი კვირით სად ჩავიცმევ ამდენ ტასაცმელს.
- ნინ ნუ აპროტესტებ ხო იცი თამრიკოს ვერ გადაათქმევინებ - ოთახში ლუკა შემოვიდა.
- რა გინდა რომ ჩამოგიტანო?
- ჩემთვის მთავარია ჯანმრთელი ჩამოხვიდე. აი ეს იქნება ჩემი საჩუქარი. - ცრემლი მომერია ლუკა უკვე დიდი ბიჭი იყო და აცნობიერებდა ყველაფერს.
- ჩემო პატარა- ჩავეხუტე. - ხომ იცი როგორ მიყვარხარ. მალე დავბრუნდები.
- ნინ დე აბა შენ იცი იქ ჭკუით და ხშირად დაგვირეკე.
- დედა ეხლა არ დაიწყო იქ ხომ იცი კარტა თუ არ გაქ არ ირეკება. როუმინგი ძვირია როცა სასტუმროში ვიქნები დაგირეკავთ და ინტერნეტით ვისაუბრებთ. ხომ იცი წელს პირველად მივდივარ ზაფხულში და მინდა ყველაფერი დავათვალიერო. დაჩი, დიმა და ნათია ჩემთან იქნებიან და არ ღირს ჩეზე ნერვიულობა.
- საღამო მალე მოვა თავი მოიწესრიგე და გავიდეთ ნელ- ნელა არ მინდა დაიგვიანო.
შხაპი მივიღე , თმა გავიშრე. უკვე გრძელი თმა მქონდა და მელირებაც ძალიან მიხდებიდა. ჩემი მოლურჯო- მომწვანო ფერი გდამსვლოდა და ძველ ნინოს იერს ვიბრუნებდი. აეროპორტში იმდენი ადამიანი გვაცილებდა კაცი იფიქრებდა სამუდამოდ მიემგზავრებაო. ნათია და დიმა დროულად მოვიდნენ ხელჩაკიდებული მათი დანახვა უჩვეულოდ სასიამოვნო იყო. დაჩი შესასვლელიდან გვიქნევდა ხელს. თეთრი მაისური და შორტები ეცვა. კუნთები მკვეთრად ეხატებოდა ვიწრო მაისურის ქვეშ. ადრეც სიმპათიური იყო, მაგრამ ეხლა ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მე თეთრ ბოტასებში, შავ შორტებსა და თეთრ მაისურში ვიყავი გამოწყობილი. თავს ასე ძალიან კონფორტულად ვგრძნობდი.
დამშვიდობებამ დიდხანს გასტანა. დედამ ათჯერ მაინც მაკოცა. ბოლოს როგორც იქნა დავაღწიე თავი და ესკალატორზე შევხტი. ფრენის შიში მქონდა ტკივილის უსასრულო ტალღის დარტყმის შიში, თუმცა იმდენად მიხაროდა ასე დამოუკიდებლად მარტო წასვლა რომ ამაზე არც ვფიქრობდი. ფრენა 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა , მთელი გზა მეძინა. მიუხედავად ამისა თავის ტკივილით დავეშვი სტამბულის აეროპორტში.
- აბა ეხლა როგორც გამოცდილს აქედან რით წავიდეთ?- მომიბრუნდა დიმა.
- ორი ვარიანტია ან ტაქსი, რომელიც საკმაოდ ძვირია ან ავტობუსი.
- რა თქმა უნდა ტაქსი- მაშინვე წამოიყვირა ნათიამ.
- მოიცა ჯერ მოვუსმინოთ. აბა უფრო ღრმა და ძირეულ ახსნას ველოდები.
- ჩვენი სასტუმრო ტაქსიმზეა. ეს ცენტრალური უბანია და იქ მისასვლელად დაახლოებით 1 საათი გვჭირდება. ტაქსი დაახლოებით 100 – 120 ლირა ჯდება ჩვენს ფულზე 50-60 ლარი. ავტობუსი გაცილებით იაფია და ძალიან კომფორტული.

დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ავტობუსით წავსულიყავით, როგორც ტურისტებს შეეფერებათ იაფი გზა ავირჩიეთ, რომ გართობისთვის მეტი თანხები დაგვეზოგა. დიმა და ნათია გვერიგვერდ დასხდნენ. მე ფანჯრისკენ დავჯექი და ხედით ვტკბებოდი. დაჩი ჩემსკენ დაიხარა.
- არ გამიბრაზდე კარგი?! მე შენ ისევ ძალიან მიყვარხარ!- ხელზე ხელი ნაზად დამადო, მე შევცბი და ვეცადე მალე გამომეწია. - არა არაფერს არ გთხოვ. ვიცი ჯერ ისევ მასზე ფიქრობ ამიტომ არ გაჩქარებ. უსაზღვროდ დიდი მოთმინება მაქვს , ხომ მიცნობ. ამიტომ მე მაინც დაგელოდები.
არაფერი მითქვამს თავი მინას მივადე და ვეცადე დამესვენა. ისინი მის სახელსაც ვერ ამბობენ ჩემთან მიუხედავად ამდენი წლის გასვლისა მისი სახელი ეხლაც ტკივილს მაყენებს. ამ ფიქრებში დამეძინა. მკლავზე ოდნავ, ნაზი შეხება ვიგრძენი.
- ნინ მოვედით გაიღვიძე.




***

სასტუმრო საოცრად ლამაზი იყო. უამრავი ხალხი ირეოდა. დიმამ ჩვენი პასპორტები წაიღო და სასტუმროში რეგისტრაცია გაიარა. ჩვენ ორი ნომერი გვქონდა ერთში მე და ნათია დავბინავდით, მეორეში ბიჭები. ოთახი საკმაოდ ნათელი და ლამაზი იყო.
- ნინ დაღლილი ხარ? - ნათია ძალიან ბედნიერი იყო.
- ცოტა, მაგრამ დღეს მაინც ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნები- ვეცადე ჩემი გადაღლილობა და ცუდად ყოფნა არ შეემჩნია.
- გავიგონე.
- რა გაიგონე?
- დაჩიმ მიყვარხარო.
- ხო.
- მე არ გეუბნები რომ მას უნდა დაუბრუნდე, მაგრამ იფიქრე. მინდა რომ მხოლოდ დაფიქრდე იქნებ ღირდეს მას შანსი მისცე. თუ შენც გინდა.
- ნათ. ხომ მიცნობ , ხომ იცი მე მასთან ასე უსიყვარულოდ ვერ ვიქნები. ვერც მას დავტანჯავ და ვერც ჩემს თავს. თან არ იმსახურებს.
- ხო ის მართლა შეიცვალა. ფიზიკურადაც და შენთან მიმართებაშიც.
- არ ვიცი. ეხლა მაგის დრო არ არის. გპირდები რომ ვიფიქრებ.
- რას იცმევ?- სასწრაფოდ თემა შეცვალა ნათიამ.
- ალბათ ასე წამოვალ. - ნათიამ წარბები ზემოთ აზიდა და გაბრაზებით შემომხედა.
- ცისფერ კაბას ჩაიცმევ. მე დამიჯერებ.
- კარგი მაგრამ ბოტასებთან
- კარგი. მთავარია ის ულამაზესი კაბა ჩაიცვა.
წყალი გადავივლე , თმა გავიშრე და ცისფერ კაბაში, რომელიც მართლა ძალიან ლამაზი იყო და ძალიან მიხდებოდა , გამოვეწყვე. ნათიას მწვანე კაბა ეცვა, ძალიან ლამაზი იყო. კარზე კაკუნმა ორივე აგვაფორიაქა. კარს მიღმა დიმა და დაჩი იდგნენ.
- რა ლამაზები ხართ!- ვერ დამალა ემოცია დიმამ.
- კი მართლაც ასეა. - დაჩი ისე მიღიმოდა თბილად.
რესტორანიში სასტუმროს ფოიეს გავლით მოვხვდით. ლამაზად მოწყობილი და სასიამოვნო ადგილი იყო. ხალხით გადაჭედილ გარემოში ულამაზესად ირწყმებოდა მუსიკის ხმა. ჩვენ რესტორნის მარცხენა მხარეს ლამაზი გოგო გაგვიძღვა. თბილად გვიღიმოდა და მენიუ მოგვაწოდა. მაგიდა მინასთან იდგა, ხედი არაჩვეულებრივი იყო. სტამბულის ცნობილ ხიდს ვუყურებდით. მე დაჩი მომიჯდა გვერდით. ნათია და დიმა კი ჩვენს წინ დასხდნენ. მათი დანახვა გულს მიხარებდა. ასე ერთად ერთმანეთზე შეყვარებულები. მალე ჩვენი მაგიდა ათასნაირი საჭმლით აივსო.
- ნინ საპირფარეშოში გავიდეთ.
- კარგი.
ბიჭები მარტო დავტოვეთ და ღიმილით შევედით საპირფარეშოში.
- აუ ნინ ეს კაბა ისე გიხდება.
- ხო მეც მომწონს.
უცებ კარი გაიღო და გავშეშდი. კარებში თამო დავინახე.
- აქ
- აქ რას აკეთებთ. - დამასწო ჩემზე მეტად გაოცებულმა თამომ.
- არ მჯერა. აქ რა გინდა - თამო ისე იყო შეცვლილი. მას ნამდვილი ბიზნეს ლედივით ეცვა.
- აქ ბიზნეს ასოციის შეხვედრაა და ჩვენც
- ვინ ჩვენ?- ნათიამ ისე იყვირა შეგვეშინდა.
- ჩემი ორგანიზაციაც მონაწილეობს და.
ერთმანეთს გადავეხვიეთ და სამივე ასე დიდხანს ვიდექით.
- აუ წამო ეხლა ბიჭები გავაოცოთ. - წამოიძახა ნათიამ.
- ვინ ბიჭები?
- აქ დიმა და დაჩისთან ერთად ვართ. ნინოს გამოკვლევა აქვს და ჩვენც გამოვყევით -
მაგიდისკენ მიმავალი შიშმა ამიტანა იქნებ ისაც აქ არის. ამის კითხვა არ შემეძლო. შიში ისე გამიჯდა გონებაში. თვალებს იქეთ - აქეთ ვაცეცებდი. მაგიდასთან მისულებს ბიჭები გაოგნებით გვიყურებდნენ. ყველა ერატმანეთს ეხვეოდა. მე გული ისე მიცემდა. შიშმა შემიპყრო. დაჩიმ ხელი მომკიდა და ყურში ჩამჩურჩულა.
- ის აქ არ იქნება. ნუ ნერვიულობ.
- ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.
- ეს რა სიურპრიზია. ეს რა დამთხვევაა ხო. - ნათია აღფრთოვანებული იყო.
- მართლა მაგარი დამთხვევააა აუ რა მაგარიააა. - თამო მაშინვე ჩემგან ახლოს მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
- იმედია აქ მარტო ხარ?- აშკარად უტაქტო შეკითხვა იყო დაჩისგან.
- დაჩი. მთავარია რომ თამო ვნახეთ. სხვა ჩემთვის სულ ერთია. - მაშინვე გამოვასწორე მისი უტაქტო შენიშვნა. - ისე მახარებს შენი ნახვა.
- მეც. ასეთი დამთხვევა. ალბათ უნდა გვენახა ერთმანეთი- თამო მართლა გაოცებული ჩანდა.
- იქნებ სულაც არ არის დამთხვევა. - დაჩი მართლა ბრაზობდა.
- დაჩი- დაიწყო თამომ- მე აქ შეხვედრაზე ჩამოვედი და მართლა არ ვიცოდი აქ თუ ვინმე ქართველს ვნახავდი, მითიმეტეს თქვენ. თავის მართლებას არ დავიწყებ.
- არც არის საჭირო. ისე მახარებს შენი ნახვა. არც აქვს არაფერს მნიშვნელობა. - დაჩი ბრაზობდა , მაგრამ თამოს აქ ნახვა მართლა ძალიან მახარებდა , თუმცა გულში მაინც შიში მქონდა. იქნება აქ იყო და თუ აქ იყო მე რა უნდა მომეხერხებინა ან როგორ უნდა მოვქცეულიყავი. თვალებს აქეთ- იქით ვაცეცებდი, მაგრამ არსად ჩანდა. ბოლოს მივხვდი , რომ თამო მართლაც მარტო იყო და საშიშროება არ მემუქრებოდა.
- თამო როგორ გაგვახარე ნეტა იცოდე. - დაიწყო ნათიამ. - აქ ნინის გამო ჩამოვედით და კარგია შენც ჩვენს გვერდით,რომ ხარ.
- მარტო ჩემს გამო არა. - ავღნიშნე ხმამაღლა.
- კიდევ რა მოხდა?
- აქ ნათია და დიმას ერთად ყოფნის ასაღნიშნად ვართ.
- რაააა? ვაიმე როგორ განახარეთ.
მუსიკა იღვრებოდა მთელს დარბაზში და ვხვდებოდი მეგობრების ფასი არაფერია. გიგიზე ფიქრი თავიდან ამოვიგდე. არ ღირდა ამ ლამაზი დღის მისი მოგონებებით დამძიმება. თამო ხშირად იყურებოდა ტელეფონზე, ჩავთვალე, რომ საქმიანი ქალის საქციელი იყო. ნათიამ დიმა საცეკვაოდ წაიყვანა. ჩვენ სამივე მათი ყურებით ვხარობდით. დაჩიც მოდუნდა. ყველა მივხვდით, თამო მართლა მარტო იყო. უცებ თამომ ტელეფონს დახედა და წამოხტა.
- რამე მოხდა?- გაოცებული ვუყურებდი.
- უნდა წავიდე. ნინ გამიხარდა შენი ნახვა. - თამომ ტელეფონს ხელი დასტაცა და ჩვენგან სწრაფად წასვლას ეცადა. მე და დაჩიმ ერთმანეთს გადავხედეთ.
- სად ხარ გოგო გირეკავ არ მპასუხობ და მოვიარე აქაურობა. - ადგილზე გავიყინე. მისი ხმა ყურებში გაორდა და ვეცადე სახეზე არაფერი დამტყობოდა. უკანაც არ მიმიხედავს იმ იმედით, რომ ვერ დამინახავდა. თამო ანერვიულებული იდგა ხან მე მიყურებდა , ხან გიგის. გიგი ჩვენსკენ წამოვიდა. ალბათ აინტერესებდა ვისთან ერთად იყო თამო და ადგილზე გაშრა.
- ნინი- მე მისკენ არც გამიხედავს. ხელი მომკიდა, ამაყენა და ჩამეხუტა. გაურკვევლობისგან ყველა გავიყინეთ. თავს ცუდად ვგრძნობდი. ხელი მაშინვე გავაშვებინე და დაჩის მივუჯექი გვერდით. როგორც ჩანს გიგიც მალე მოვიდა გონზე თამოს გადახედა- აქ როგორ შეხვდით? ეს რა დამთხვევაა?
- მეც მაგას ვამბობ!- დაჩის გაბრაზებული სახე მართლა ცეცხლს აფრქვევდა.
ნათია და დიმა სწრაფად მოვიდნენ მაგიდასთან.
- აქ რას აკეთებ?- დიმამ გიგის ხელი ჩამოართვა. მე გაყინული ვიჯექი მხოლოდ იმას ვფიქრობდი აქედან როგორ გავქცეულიყავი, თავი როგორ გადამერჩინა.
- აქ ბიზნეს შეხვედრისთვის ჩამოვედი. რეისმა დაიგვიანა და თამოს აქ ვეძებდი და თქვენ გიპოვეთ. - მერე ჩემს სკამთან ჩაიმუხლა. - ხომ კარგად ხარ? - ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო და წარსული არ არსებობდა. მისი ნახვა შარვალ- კოსტუმში უჩვეულო იყო. ისევ ისეთი დამაბნეველი და სიმპათიური იყო.
- გაიწიე- მხოლოდ ეს მოვახერხე და დაჩისკენ გადავიხარე. ჩემს გვერდით თამოს სკამზე დაჯდა. - აქ თამო ზის.
- გადაჯდება. - ღიმილით მითხრა ისე რომ თვალი არ მოუცილებია. ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა. დაძაბულობა იმატებდა. გიგი თვალს არ მაცილებდა.თვალს ამაყოლებდა- ჩამაყოლებდა და იღიმოდა ალბათ ახალისებდა ჩემი კაბისა და ბოტასის ტანდემი.
გაბრაზებისგან ცეცხლი მეკიდა. ის კი იჯდა და იღიმოდა, მიყურებდა ისეთი სიყვარულის თვალებით თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს და თითქოს არც გასულიყოს დრო, არც მივეტოვებინე ჩემთვის ყველაზე საჭირო დროს. ისე მომინდა ისაც გაცეცხლებულიყო, როგორც მე დაჩისკენ გადავიხარე.
- დაჩი წამო ვიცეკვოთ.- დაჩიმ გაოცებანარევი ღიმილი შემახვედრა. ხელი მომკიდა საცეკვაო ადგილას გავედით. გიგისთვის არც გამიხედავს, თუმცა ვიცოდი ეს გააბრაზებდა. მეც ეს მინდოდა. მე და დაჩი ბავშვობიდან ერთად ვცეკვავდით და ჩვენი მოძრაობები და მიმოხვრა დადგმულ ცეკვას გავდა. ცოტა ხანში დამავიწყდა გიგიც და ყველაფერი მხოლოდ ვცეკვავდი, ჩემს სხეულს ძალიან ჰქონდა მონატრებული მოძრაობა. წამიერად გიგისკენ გავაპარე თვალი ის ღიმილით მიყურებდა. უეცრად თავბრუსხვევა და თავის ტკივილი ვიგრძენი. წაქცევას დაჩიმ გადამარჩინა.მაგიდისკენ წამიყვანა. აქ კი გაბრაზებული გიგი დაგვხვდა , ფეხზე იდგა და დაჩის წარბშეკრული უყურებდა.
- ხომ იცი მისთვის გადაღლა , რომ არ შეიძლება!
- ის უკვე დიდია და თვითონ წყვეტს!- დაჩიმ კბილებიდან გამოცრა.
- შენ უნდა უფრთხილდებოდე მას და მარტო შენს თავზე არ უნდა იფიქრო!
- ჩემზე ისე ნუ საუბრობთ, თითქოს აქ არ ვიყო!- მათ შორის მომიწია ჩადგომა. დავჯექი, რადგან თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი. გიგიმ წყალი მომაწოდა.
- თავს როგორ გრძნობ?- გიგი შეწუხებული ჩანდა.
- მოდი დავიშალოთ. ნინო ნამგზავრია და მისთვის ეხლა ძალიან რთულია ასე ჯდომა. - დაჩი ადგა.
- - შენ დაჯექი თვითონ გადაწყვეტს. - არ ცხრებოდა გიგი.
- ნინ, წამო წავიდეთ ნომერში. - ნათიამ ადგომა დააპირა.
- არა ნათ ეს მნიშვნელოვანი დღეა და ვერ ჩაგაშხამებთ.
- რა დღეა დღეს?- გიგიმ ნათიას გახედა.
- დიმა და ნათია. - დაიწყო თამომ.
- როგორც იქნა მიხვდნენ , რომ ერთმანეთი უყვართ?!- გიგიმ ღიმილით გამომხედა.
- ანუ შენც იცოდი?- დიმა მართლა ბრაზობდა. - ჩემს გარდა ყველა ხვდებოდა. საინტერესოა.
- პირველად ერთად რომ გნახეთ მაშინვე ვუთხარი ნინის. - მისგან ჩემი სახელის წარმოთქმა გულს მიჩქარებდა. - გილოცავთ.
- მე უნდა წავიდე თქვენ კი თუ გიყვარვართ განაგრძეთ აღნიშვნა. მე მაინც წამალს დავლევ და დავწვები. - ფეხზე ავდექი. - ნათი ადრე რომ მოხვიდე არ დაგელაპარაკები იცოდე. კარგი?
- კარგი ნინ.
- მე აგაცილებ!- გიგიც ადგა.
- მე დაჩი წამიყვანს - დაჩის სახე გაებადრა და მაშინვე წამოხტა.
- ნინ შენი ნახვა აქ ამ უცხო მხარეაი საოცრება იყო. - გიგისკენ აღარ გამიხედავს. თამოს ვაკოცე და დაჩიზე დაყრდნობილი ლიფტამდე მივედი.
- საშინელებაა მისი აქ ნახვა. - დაჩი მართლა ნაწყენი იყო.
- მე ეს არ მეხება სადაც უნდა იქ წავიდეს. ჩემთვის სულ ერთია.
- ნინ ჩემს ნათქვამზე იფიქრე?
- გთხოვ ეხლა ამის არც დროა და არც ადგილი ხომ იცი.
- უბრალოდ გახსოვდეს რომ მე მიყვარხარ და სულ დაგელოდები.
- დაჩი. ..
- ვიცი ბევრს გთხოვ. მე მოვიცდი.
- მე შევალ კარგი. გთხოვ შენც ჩადი იმხიარულე. მე დავიძინებ და ხვალ შემოგიერთდებით.
ნომერში ბნელოდა. მართლა ძალიან რთული იყო გიგის ნახვა აქ ასე სხვანაირის. ის ისეთი შეცვლილი იყო. დაკაცებული და დიდი. მეშინოდა და აღარ მინდოდა მისი ნახვა. თუმცა სადღაც ქვეცნობიერი ხარობდა მისი აქ ნახვით და ჩემი ეხლანდელი განცდების გამო. თითქოს რაღაც ძველს და მივიწყებულ გრძნობებს ნელ- ნელა, წვეთ - წვეთად მახსენებდა. მაშინებდა იმის გააზრება , რომ ჩემი გრძნობა ამ წლების განმავლობაში წამითაც არ გამნელებია. წყალი გადავივლე, პიჟამა ჩავიცვი. ჩემებს ველაპარაკე და დავიძინე. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა. ხმაურმა გამომაღვიძა. ნათურას გადავწვდი, თავიდან მეგონა ჩემი გადარეული ნათია დაბრუნდა, მაგრამ კაცის სილუეტი ამოვიცანი. ყვირილი რომ დავაპირე გიგი ვიცანი.
- ნუ ნერვიულობ მე ვარ. - ჩემზე უფრო შეშინებულს გავდა.
- ზუსტად ეგ მანერვიულებს აქ რას აკეთებ?!
- ვინერვიულე და…
- და?
- აქ VIP კლიენტი ვარ და კარი გამიღეს ვუთხარი ჩემი მეგობარია ცუდად და უნდა ვნახოთქო. - წამოვჯექი. მას პიჯაკი აღარ ეცვა.პერანგის ორი ღილი შეხსნილი ჰქონდა. მართლა ნანერვიულები ჩანდა. საოცრად გამოიყურებოდა. ვცდილობდი ჩემში მისდამი ლტოლვა ჩამეხშო.
- რაც გინდა ის იყავი. შენ ჩემი მეგობარი არ ხარ და აქ შენი ყოფნა მე არ მჭირდება.
- ვიცი ბრაზობ...
- ვბრაზობ?! კი არ ვბრაზობ შენ უკვე ჩემთვის აღარ არსებობ! და შენი აქ ყოფნა არასწორია, მაშინ როდესაც მეორე ნომერში ჩემი შეყვარებულია…
- ვინ არის ?- სიცილი და ბრაზი ერთად გამოესახა სახეზე. - ვინ არის შენი შეყვარებული დაჩი? ნუ გამაცინებ რა.
- სასაცილო არაფერია.
- შენ და ის?! შენ ის არ გიყვარს!
- შენ ამდენი წლის მერე მოდიხარ და ამას მეუბნები? რა იცი მე რა ან ვინ მიყვარს ? გიგი წადი აქედან!- ცრემლები წამსკსა თვალებიდან. გიგი შეცბა.
- არ იტირო რა გთხოვ!
- შენ ჩემს ყველაზე რთულ დღეებში წახვედი, მიმაგდე, მიმატოვე და ეხლა აქ გამომეცხადე შარვალ- კოსტუმით, VIP კლიენტი, დიდი კაცი და აპროტესტებ ჩემი და დაჩის ურთიერთობას? ამის უფლება ვინ მოგცა? ვინ ხარ შენ ჩემთვის? არავინ!!!- ტირილი ყვირილში გადამეზარდა. გიგი თავდახრილი იდგა, ხმა არ ამოუღია, მაგრამ მის ხელზე დაცემული ცრემლის დანახვამ მომნუსხა.
- მართალი ხარ!- რამოდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ თქვა და ადგა.
- ეხლა გაიაზრე რომ მართალი ვარ?
- სულ ვიცოდი!
- რატომ წახვედი? ან რატომ არ მითხარი რომ არ გიყვარდი და მტოვებდი?
- იმიტომ რომ ვერ მოგატყუებდი, მიყვარდი და … კარგი არ აქვს მნიშვნელობა.
- არა ქვს მნიშვნელობა? შენ მართლა ფიქრობ რომ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა?
- ნინ არ მინდა ინერვიულო.
- ამიტომ მიმატოვე? რომ არ გინდა მენერვიულა?
- ნინ მე წავალ. შენ დაისვენე.
- ისედაც წასული ხარ. ისედაც არავინ ხარ. ჩემთვის სულერთია.
- ასე ნუ მესაუბრები. ასე ნუ დაივიწყებ ყველაფერს.
- მე ნუ დავივიწყებ? მე დაგივიწყე თუ შენ გამცვალე აი ამ ყველაფერში, რომ VIP კლიენტი და ასეთი დიდი კაცი გამხდარიყავი.
გიგი დაჯდა საწოლზე და ძალიან ღრმად ამოისუნთქა.
- აი ამ ყველაფერს რაც ეხლა მაქვს ჩემს სუნთქვასთან და გულისცემასთან ერთად შენს ერთ კოცნაში გავცვლიდი. - სუნთქვა შემეკვრა. ყურებს არ ვუჯერებდი.
- რატომ მიმატოვე თუკი ეს ყველაფერი ასეთი ძვირფასი იყო რატომ წახვედი?
- ეხლა ამაზე ლაპარაკს მართლა არ აქვს აზრი.
- მართალია არაფერს აღარ აქვს აზრი. ზოგჯერ ისაც კი არ მესმის რატომ გადავრჩი...
გიგი ისე მიყურებდა მივხვდი ამ სიტყვებით გული მოვუკალი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექით, თვალს არც ერთი ვაცილებდით ერთმანეთის მზერას. ბოლოს გადავწყვიტე მე გადამედგა ნაბიჯი. საბანი გადავწიე გიგი არ ექანებოდა გულდაწყევტილი მიყურებდა. თავიდან ვერ მიხვდა რას ვაკეთებდი. ნელა მისკენ მივიწიე. გიგიმ წარბები შეკრა და თვალები მოჭუტა.
- რას აკეთებ ნინ?
- ვამოწმებ ჩემი გიგი ხარ თუ არა.
- ვერ მივხვდი. - მასთან ისე ახლოს მივედი მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. გული ამოვარდნას მქონდა. მის სუნთქვას და გულისცემას ვგრძნობდი. - ნინ გთხოვ გაჩერდი!
- რატომ? არ გინდა ჩემთან ყოფნა, ჩემი კოცნა?- გიგის ჩაეღიმა
- ეხლა ჩემს თავს ვებრძვი, რომ ეგ ლამაზი ტუჩები არ მოგაჭამო!- მასთან კიდევ ახლოს მივიწიე.
- მომენატრე- მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ძალა გამომეცალა. ტირილი დავიწყე.
- არამგონია ეს სწორი იყოს!..
გიგიმ მაკოცა... და ყველაფერი თავის ადგილად დადგა. ჩვენი გულისცემა ერთმანეთს გაუთანაბრდა. მის პერანგზე დარჩენილი ღილებიც შევხსენი. ვხედავდი როგორ ებრძოდა თავს, მაგრამ ბოლოს მაინც დანებდა გრძნობებს. ... გიგი ცდილობდა ძალიან ნაზად მომპყრობოდა, თუმცა ვხვდებოდი როგორ ძლიერად უნდოდა ჩავეკარი გულში, მომფერებოდა , ეკოცნა. ჩვენი სუნთქვა და გულისცემა ისმოდა ირგვლივ. ხმას არც ერთი არ ვიღებდით. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა.
- ეს არასწორი იყო. - გიგი ადგა ჩაცმა დაიყო.
- რა თქმა უნდა არასწორი იყო ვინც არ გიყვარს მასთან სექსი არასწორია. - ვუთხარი ნიშნისმოგებით და ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდე.
- შენ გგონია. -გიგი გულდაწყვეტილი მიყურებდა. - როგორ იფიქრე შენთან ყოფნა რომ არ მინდა - ლოგინზე ჩამოჯდა. თავი ჩაღუნა. - უბრალოდ ასე არ არის სწორი. მე ჩემს თავს მივეცი პირობა…
- წადი , გთხოვ- ჩემი ხმის მე თვითონ შემეშინდა.
- ასე ვერ დაგტოვებ.
- მომაკვდავი დამტოვე და სექსის მერე ვერ მტოვებ? - ცინიკურად ჩავიცინე. - წადი!
- არასწორად მექცევი- გიგის ზურგი შევაქციე და თვალები ძლიერად დავხუჭე. მისი ფეხის ხმა და კარის გაჯახუნება გავიგე.
წავიდა. აბა რას ველოდებოდი. კიდევ ერთხელ მიმატოვა. მე კი ისეთი ძლიერი ვყოფილვარ. ვუძლებ და ვუძლებ მის წასვლას. კარის ხმა გავიგე. ქუსლიანი ფეხსაცმლით მივხვდი ნათია იყო. თვალები არ გამიხელია. მინდოდა ეფიქრა, რომ მეძინა.
- კი სძინავს. - ჩურჩულებდა ნათია. - დიმა ეხლა ვერ გავაღვიძებ და ვერ ვკითხავ როგორ ხართქო. ხვალ დაველაპარაკები. კარგი მეც მიყვარხარ.
დილა ისე მოვიდა თვალი ვერ მოვხუჭე. ავდექი შხაპი მივიღე. ხალათით გამოვედი, ნათიას უკვე ეღვიძა.
- როგორ ხარ?
- ცუდად.
- ვიცი მეც ცუდად ვარ.
- გიშინ აქ იყო.
- ვინ?
- გიგი.
- რა?
- და არ ვიცი როგორ და რატომ
- რა?
- ჩვენ ერთად ვიყავით.
- რა? ნინ რატომ უკეთებ შენს თავს ამას?
- მე ის მიყვარს.
- ვიცი და ვიცი რომ ეს სიყვარული გულს გტკენს.
- მეც ვიცი. კარგი მორჩა, დასრულდა. ის ადგა და წავიდა. ისევ ისე უკანმოუხედავად. მისი დანახვა ეხლა უფრო აღარ მინდა და დარწმუნებული ვარ აღარც გამოჩნდება. - ნათია მოწყენილი მიყურებდა.
- კარგი ნინ მოემზადე და წავიდეთ, მის ჯინაზე უნდა იყო ბედნიერი.
ყვითელი შორტ- კომბინიზონი ჩავიცვი, თმა ზემოთ ავიწიე, თეთრი ბოტასები ჩავიცვი. ბიჭები იკვე კართან გველოდებოდნენ.
- ნონ რა ლამაზი ხარ!- დაჩი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა.
- მეც მოვედი- ყველამ უკან მივიხედეთ. თამო მოვიდა.
- იმედია მარტო ხარ!- დაჩი თამოს წარბშეკრული უყურებდა.
- შენ დამშვიდდი რა -თამო არც მალავდა მისდამი “კეთილგანწყობას”
- მთავარია ჩვენთან ერთად არის. - ვთქვი და თამოს ჩავეხუტე. გულში ის პატარა იმედიც გაქრა, რომელიც აქამდე ბჟუტავდა ჩემს გულსა და გონებაში. ლიფტთან ვიდექით. ვცდილობდი არავის დაენახა ჩემი გულისწყვეტა. უხმოდ ჩავედით პირველ სართულზე. ფოიეში გიგი იდგა. ლურჯი შორტებით, თეთრი მაისურით და ბოტასებით. სათვალე თავზე ეკეთა და იღიმებოდა. მე ძალა მოვიკრიბე დამემალა გახარება და მისი ნახვით გამოწვეული ბედნიერება.
- დილა მავიდობისა!- გიგიმ ღიმილით თქვა, ისე რომ თვალი არ მოუცილებია. ჩამქრალი თვალები ანთებოდა და ბედნიერებისგან უციმციმებდა.
- შენც აქ ხარ?- დაჩიმ გაბრაზება ვერ დამალა.
- კი აქ ვარ. რამე პრეტენზია გაქვს?
- დაჩი!- დიმამ დაჩის გახედა.
- აბა ვისაუზმოთ?- გიგი მხოლოდ მე მიყურებდა.
- მე არაფერი მინდა - ვთქვი და დაჩის დავეყრდენი.
- გინდა, გინდა, ძალების აღდგენა გჭირდება ! - გიგიმ ისე შემომხედა გუშინდელი ღამის მოგონებმა თავბრუ დამახვია.
სასაუზმოდ მრგვალ მაგიდასთან ვისხედით. გიგი ჩემს მოპირდაპირედ იჯდა და თვალებს არ მაშორებდა. პერიოდულად იღიმოდა, ხან სევდა ჩაუდგებოდა თვალებში. საჭმელი ვერ ვჭამე. მხოლოდ ცნობილი თურქული ჩაი დავლიე.
- დღეს რა გეგმები გვაქვს?- გიგიმ ღიმილით გადახედა ბავშვებს.
- ჩვენ უამრავი გეგმა გვაქვს, შენ ალბათ იცი შენი საქმე.- უკმეხად უპასუხა დაჩიმ.
- მისმინე დაჩი მხოლოდ ნინის ხათრით ვიკავებ თავს და შენც ასე მოითმინე. ან შეგიძლია ეხლავე წახვიდე.
- გთხოვთ!- ნათიამ მოწყენილად დაიწყო- ეს თქვენი გაუთავებელი კამათი ნინის ვნებს. არ გესმით. ნუთუ არ შეიძლება მშვიდად ვიყოთ ეს დღეები.
- კარგი მართალი ხარ!- გიგიმ ხელები ასწია.
საუზმეს მოვრჩით და ფოიეში გავედით. გიგი გვერდით დამიდგა და მხოლოდ ჩემს გასაგონად ჩამჩურჩულა.
- ულამაზესი ხარ ნი! არ მიძიანია მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი.
- მომეშვი რა იდიოტო!- მისთვის არც შემიხედავს ნათიას დავეწიე და მასთან ერთად გავაგრძელე ვზა.
- სად მივდივართ?- იკითხა ჩემს ზურგ უკან თამომ.
- წინა ჩამოსვლაზე ზამთარში ნინის უნდოდა რაღაცის გაკეთება და ვერ მოვასწარით, არც ხასიათი გვქონდა და მინდა წელს ავუსრულო. - ნათიამ ხელი ჩამკიდა.
- მეც გამიმხილეთ რა. - გიგი დაგვეწია და ინტერესით გვისმენდა.
- ტაქსიმის მოედანზე, რომ ძველი ტრამვაი დადის იცი?- გამომცდელად კითხა ნათიამ.
- არა არ ვიცი.
- ხოდა უნდოდა მანდ ჩავმჯდარიყავით და ისე ვინერვიულეთ და ისე ცუდად გახდა ვერ მოვახერხეთ ამიტომ წელს ამ ამბავს ვერ გამოვტოვებთ- გიგის თითქოს მძიმე ამბავი მოაგონეს თვალებში სევდა ჩაუდგა.
- აზვიადებთ ძალიან, ისეთი არაფერია უბრალოდ პატარა და ლამაზი ვაგონია. - გამხიარულება ვცადე ყველასი.
გზა უხმოდ გავაგრძელეთ. ყველა მძიმე ფიქრებში წავედით. ტაქსიმის მოედანთან ახლოს იყო ჩვენი სასტუმრო, ამიტომ მალე მივედით. ჰაერში წაბლის გემრიელი სუნი ტრიალებდა. ტრამვაი იდგა, თითქოს ჩვენ გველოდებაო. ასულებს ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა. ფაქტიურად გადაჭედილები ვიდექით. გიგი ხალხს წევდა იქეთ- აქეთ, ჩემთვის სივრცის შექმნას ცდილობდა.
- შენთვის აქ ამოსვლა არ შეიძლებოდა. - მე არც მიყურებდა ისე მიქმნიდა კომფორტულ გარემოს.
- დამშვიდდი!- გიგიმ მხოლოდ ეხლა შემომხედა, ის ისე ახლოს იყო. ორივე გავშრით და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით.
- ნინ!-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა.
- გიგი!- ორივესთვის ყველაფერი გაქრა მხოლოდ მე და ის ვიყავით მთელს სამყაროში.
- ეხლა რაც მოხდება წინასწარ გთხოვ პატიებას. - მხოლოდ ჩემს გასაგონად ყურთან წარმოთქვა ეს სიტყვები. - ადამიანებო- გიგიმ ისე იყვირა ყველამ მას გახედა. - ეს გოგო ჩემი მთელი ცხოვრებააა, ჩემი სუნთქვის და არსებობის მიზეზი- გავიყინე. ყველა სმენას გადაიქცა, თუმცა იქ მყოფთა უმრავლესობას მისი არც ერთი სიტყვა არ ესმოდა.ტრამვაი გაჩერებას უახლოვდებოდა. - არ მოგვძებნოთ მე ნინი მოვიტაცე!-კარი გაიღო და ტრამვაიდან გიგიმ ჩამახტუნდა. ვერ ვეწინააღმდეგებოდი. ერთ- ერთ ჩასახვევში ჩავუხვიეთ და გავჩერდით. ჩვენები გადაჭედილი ტრამვაიდან ჩამოსვლას ვერ მოასწრებდნენ. გიგის გაოცებით ვიყურებდი.
- რას აკეთებ?
- გახსოვს სულ ფიქრობდი, რომ გიტაცებდი აი ეხლა ძალა მოვიკრიბე და მოგიტაცე.
- იდიოტი ხარ!
- მეც ძალიან მიყვარხარ და უზომოდ მინდა ეხლა გაკოცო. -
უცებ თავბრუსხვევა და დაღლილობა ვიგრძენი. გიგიმ ხელში ამიყვანა.
- რას აკეთებ?- შეწინაღმდეგების ძალა არ მქონდა. იქვე პატარა კაფეში შემიყვანა. ყველა გაოცებული გვიყურებდა.
- - ჩემი ბრალია , არ უნდა გამოვქცეულიყავით!- გიგი აშკარად ძალიან ანერვიულებული ჩანდა.
- არაფერია გამივლის - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
- წყალი...water please!- მიმტანი გაოცებული უყურებდა. სავარაუდოდ ინგლისური არ იცოდა, ან ნანახმა ისე გააოცა ყველაფერი დაავიწყდა.
- Sue lutfen! ( წყალი გთხოვთ)- გავიღიმე დაბნეულ მიმტანს. ის მაშინვე გაიქცა. გიგიმ კი ღიმილით თავზე ხელი გადამისვა.
- ყოველ დღე მაოცებ. თურქულიც იცი?- უხერხულად მიღიმოდა.
- აქ იმდენჯერ დამჭირდა ჩამოსვლა და მომიწია სწავლა. - მიმტანი წყლით მოვიდა.
- რა გავაკეთო ?
- ჩანთაში წამლები მაქვს და მომეცი. - გიგი შეშინებული მიყურებდა. ჩანთა გახსნა.
- ამდენი წამლების დანახვას არ ველოდი. - თვალებში ცრემლები ჩაუდგა. წამალი ამოვიღე და დავლიე.
- დაჯექი. გადამივლის ეხლა და ასე ჯდომა საჭირო არაა. ყველა ჩვენ გვიყურებს.
- შენი აზრით ეს მაღელვებს?! - ირონიულად მითხრა.
- გთხოვ დაჯექი რა ასე შენთან ახლოს ყოფნით ძალიან ვიძაბები.- ჩაიღიმა და ჩემთან ახლოს სკამზე ჩამოჯდა.ღრმად ვსუნთქავდი და მალევე თავი უკეთ ვიგრძენი.- უკეთ ვარ ასე ყურება საჭირო არაა.
- როგორ ასე?- ცალი თვალი მოხუჭა და ისე საყვარლად შემომხედა გული ამომივარდა.
- უცნაურად.
- იქნებ სიყვარულით?- პირი გამეღო გაოცებისგან.
- რა?
- ხომ გაიგე რაც ვთქვი? მოგწონს რომ ვიმეორებ? - გამიღიმა.
- არ მჯერა. - ძალა მოვიკრიბე და სხვა მხარეს გავიხედე.
- კარგი. ვხვდები და ვიზრუნებ ამის დასამტკიცბლად.
- გიგი, აქ რას ვაკეთებთ?
- შენ იქ ხარ სადაც უნდა იყო!- საკმაოდ მკაცრად მითხრა.
- შენ მე მიმატოვე! მაშინ წახვედი, როდესაც ...- ხელო ასწია და შემაჩერა. თვალებში ტკივილი ჩაუდგა.
- ვიცი. ყველაფერს აგიხსნი, მაგრამ დრო მჭირდება.
- დრო...- ამოვიხვნეშე. მისთვის არც შემიხედავს.
- ასე რატომ იქცევი?
- მე? როგორ?
- ჩემი მართლა არ გჯერა?- მისკენ მივიხედე, სევდიანი მიყურებდა.
- შენ მე თავი შემაყვარე , მომატოვე, მერე დაბრუნდი, სიყვარული ამიხსენი და ისევ მიმატოვე, ეხლა აქ თურქეთში გამომეცხადე, ოთახში ქურდივით შემომივარდი და
- და?
- და სექსი გქომდა ჩემთან!- ჩემი სიტყვების წარმოთქმისგან მეც კი შოკში ვიყავი. გიგი პირღია მიყურებდა. რამოდენიმე წუთში გაეღიმა. - სასაცილოა ეს შენთვის?
- შენგან წარმოთქმული ეს სიტყვაა სასაცილო. - თვალები ჩაუმუქდა და აემღვრა.
- ჩემგან რა გინდა? ხომ მიიღე ყველაფერი რაც გინდოდა.
- ჯერ ერთი მარტო მე არ მინდოდა , მეორეც მაგასაც გამოვასწორებ!- ზუსტად ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
- მართლა რა გინდა გიგი?
- შენთან- პირი გამიშრა და გულისცემა გამიხშირდა.
- ვერაფერს ვხვდები.
- მე შენ მიყვარხარ!- გაოცებისგან ხმას ვეღარ ვიღებდი. - გუშინ დავინახე და ვიგრძენი რომ შენც ისევ გიყვარვარ. მე აღარსად გაგიშვებ.
- მე არსად მოგყვები, ჩვენ აღარ არსებობს.
- გიყვარვარ? - ამ კითხვას არ ველოდი. თავი დავხარე და ჩემს ხელებს ვუყურებდი.
- მე…
- გიყვარვარ თუ არა? მხოლოდ ამ კითხვაზე მიპასუხე.
- კი!- როგორც ჩანს ისაც არ ელოდა ასე მალე ჩემს აღიარებას. ცოტა ხანს გაოგნებული მიყურებდა. მერე ადგა საფულედან ფული ამოიღო იქვე დადო. ხელი მომკიდა და ამაყენა.
- ჩემთვის ეს არის მთავარი!
- სად მივდივართ?
- შეგიძლია ეს ერთი დღე ისე გავატაროთ, როგრც მაშინ როცა ერთად ვიყავით, თითქოს არაფერი მომხდარა?- მოლოდინით აევსო სახე.
- კარგი მაგრამ…
- გთხოვ არაფერი მკითხო უბრალოდ წამომყევი.
- ასე უბრალოდ ყველაფერი დავივიწყო?
- ხო გთხოვ ისე როგორც გუშინ…- გუშინდელი ღამის გახსენება ორივეს აშკარად გვძაბავდა.

***

მონუსხულივით ვიჯექი, ის მელოდებოდა და ბოლოს ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე
- კარგი.
- რა?
- კარგი, თანახდმა ვარ , მხოლოდ ერთი დღე!
- ჩემთვის ესეც საკმარისია!- გამიღიმა და ერთად უდარდელად გავედით სტამბულის ცხელ ქუჩებში.
ხელჩაკიდებული მივდიოდით, ღიმილით და ჩაფიქრებული. არ მინდოდა რამეზე მეფიქრა, მხოლოდ ეს დღე თუ მქონდა არ მინდოდა ფიქრებს ხელი შეეშალათ და ამ სიზმრიდან გამოვეფხიზლებინე.
- რაზე ფიქრობ? ასე მოწყენილი?
- არაფერზე არ მინდა ფიქრი, დღეს არა, აქ არა...
- ხოდა სწორია, მეც ასე ვარ მოდი მხოლოდ დღევანდელი დღე მომეცი, შენი უდარდელი თავი დამიბრუნე და ხვალ...მოდი ხვალზე ერთი დღით არ ვიფიქროთ.- გავუღიმე.
- რას ვაპირეებთ?
- აუ იმდენ რამეს...- ხელზე მაკოცა და მაცდურად გამიღიმა. ტაქსს ხელი დაუქნია, გავოცდი , მეგონა ვისეირნებდით.
- სად მივდივართ?- ტაქსის კარი გამოაღო.
- კითხვების გარეშე- მანქანაში ჩავჯექით და ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით წავედით. გზაში მის მხარზე დავდე თავი და უბრალოდ სიმშვიდით ვტკბებოდი. როგორც იქნა დავაღწიეთ თავი სტამბულის საცობებს და ჩემთვის უცნობ ადგილას შევჩერდით. მანქანიდან გადმოსულს ძალიან მცხელოდა. დიდი სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან შევჩერდით. გიგიმ თავზე მაკოცა და ულამაზეს, დიდი შენობაში შევედით.
- აქ რას ვაკეთებთ?- ვკითხე ისე უდარდელად მე თვითონ გამიკვირდა ჩემი მხიარული ხმის.
- ხომ კარგად ხარ?
- კი
- მე უნდა წავიდე!- ის მიღიმოდა მაგრამ მე გული ამიჩქარდა . აქ მტოვებს, სად მიდის?- რატომ მოიწყინე?
- სად... სად მიდიხარ?
- რაღაც პატარა საქმე მაქვს , მანამ სანამ მე იმას მოვაგვარებ მინდა მაღაზიებში შეხვიდე, იყიდო ყველაფერი , რაც დაგჭირდება , ერთი , ორი ლმაზი კაბაც და საერთოდ რაც საჭიროდ ჩათვალო ყველაფერი.- საფულიდან ოქროსფერი ბარათი ამოიღო და გამომიწოდა- ეს ჩათვალე რომ ულიმიტოა და არ დაინანო, კოდი 20-07 შენი დააბადების თარიღია და არ დაგავიწყდება- გაოცებული ვუყურებდი.გაეღიმა - ასე ნუ მიყურებ.
- აქ ... აქ ხომ არ დამტოვებ?- მივხვდი ამ სიტყვებით ძალიან ვატკინე.
- არასრდოს დაივიწყებ ხომ ასეა? ყველა ჩემი კარის გახურვა ასე რთული იქნება ხომ? სულ გეგონება რომ წავალ!- მივხვდი ამ ჩემი რეაქციით ის ძალიან დავამწუხრე.
- არა უბრალოდ..
- მესმის და არც გამტყუნებ- ამოისუნთქა და ნაძალადევად გამიცინა.- ცოტა ხნით გავალ და ისევ აქ მოგაკითხავ. 1 საათში აქ ისევ ამ ადგილას ექსავატორთან შევხვდეთ კარგი?
- კარგი
- გთხოვ არ მოიწყინო. გგონია რომ აქ მოგიყვანე , უცხო ადგილაას და აქ მიგატოვებ. ასეთი ცივსისხლიანი ნუ გეგონები!- მოვიდაა და ჩამეხუტა.
- კარგი!
- ანუ კარგდა ხარ ხომ?
- კი შეგიძლია წახვიდე და 1 საათში აქ შევხვდეთ.- მასთან მივედი ჩავეხუტე და სწრაფად შევბრუნდი, ექსკავატორზე ფეხი შევდგი და თითქოს არ ვნერვიულობდი ხელი დავუქნიე. ის მიყურებდა მანამ სანამ მეორე სართულზე არ ავედი.
შიშმა მთელს ტანში დამიარა , მაგრამ გიგი მართალია ნუთუ აქ მომიყვანდა , რომ მივეტოვებინე. მაღაზიებს თვალ მოვავლე და ვეცადე ყურადღება მხოლოდ საყიდლებზე გადამეტანა. საათს , რომ დავხედე თითქმის 2 საათამდე იყო გასული. სწრაფად გადავიხადე და გარეთ გამოვედი. თითქმის გავრბოდი, ექსკავატორზე ანერვიულებული დავდექი და იქეთ აქეთ თვალებს ვაცეცებდი. უეცრად დავინახე აქეთ- იქეთ ნერვიულად მოსიაარულე გიგი და ამოვისუნთქე. დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა, შეშინებული ჩანდა.
- სად იყავი?- ნერვიულად მკითხა და ჩამეხუტა.
- დრო ვერ გავაკონტროლე.
- მე კიდე ჩემი ნერვები, მეგონა მიმატოვე და წახვედეი.- ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა დამშვიდებულიყო.
- მე? მე შენ არასდროს მიგატოვებდი.
- ორი წუთი მჭირდეება დასამშვიდებლად.- უცებ უკან გაიწია და ჩემს პარკებს შეხედა, თავი უხერხულად ვიგრძენი.
- ცოტა ბევრი მომივიდა მგონი.
- არა ნინ მთავარია ყველაფერი ვიყიდოთ, რაც დაგჭირდეება , სასტუმროში არ დავბრუნდებით და ამიტომ.
- გიგი
- დღეს კითხვების გარეშე და მერე ხვალ...
- კარგი. შენც გიყიდე ლამაზი მაისური, იმედია მოგეწონება.- გაეღიმა
- ჩემზეც იფიქრე?მიხარია.
- მე შენზე ფიქრი არც ერთი წამით არ შემიწყვიტავს...- სუნთქვა შეეკრა და დავინახე, როგორ გაფითრდა.
- დღეს ბევრი გეგმა გვაქვს. ეხლა სასტუმროში წავიდეთ.
- აბა არ მივდივართო
-სხვაგან
- კარგი.
- არაფერს მეკითხები და არ მიპროტესტებ, ხომ ყველაფერი კარგადაა?
- არ მინდა ამ სიზმრიდან გამოფხიზლება.- შემაჩერა და მომატრიალა.
- არც მე!
ისევ მაღაზიებში დავბრუნდით და კიდევ უამრავი რამ ვიყიდეთ. მერე გარეთ გამოვედით ტაქსი გავაჩერეთ და ისევ გაურკვეველი მიმართულებით წავედით. დაღლილი ვიყავი და გზაში მის მხარზე ჩამეძინა. ვიგრძენი როგორ შევჩერდით და გიგიმ ფრთხილად შემაფხიზლა.
- გინდა ხელში აგიყვან?
- არა არა მე წამოვალ, ცოტა დავიღალე , მაგრამ არაუშავს.
სასტუმრო ბევრად უფრო ლამაზი და მდიდრული იყო. გიგიმ პასპორტი გამომართვა და რეგისტრაციისთვის წავიდა. ლიფტში მარტო ვიყავით. უჩვეულოდ დაძაბულები ვიდექით.
- ერთ ნომერში უნდა ვიყოთ?- გიგიმ გაოცებული გამომხედა
- გინდოდა ცალ- ცალკე ამეღო ნომრები?
- არ ვიცი, ასე - დავიბენი.
- ხომ იცი რომ ჩემი არ უნდა გეშინოდეს.
- არ მეშნია- მოვიტყუე.- უბრალოდ არ ვიცი ეს რამდენად სწორია.
ლიფტის კარი გაიღო. ნომერი ვიპოვეთ . რა თქმა უნდა ულამაზესი იყო, ულამაზესი ხედით.
- მე გავალ შენ შეგიძლია შხაპი მიიღო და მოწესრიგდე. საღამოს გეგმები გვაქვს.
- სადმე მივდივართ?
- მინდა ლამაზად ჩაიცვა. დღეს მნიშვნელოვანი საღამოა.
- კარგი. მაგრამ შენი გასვლა საჭირო არ არის მე სააბაზანოში მოვწეესრიგდები და შენ აქ იყავი- მისი წასვლა ნამდვილად არ მინდოდა. აბაზანაში შევედი, შხაპი მართლაც სასიამოვნოდ მოედო ჩემს ორგანიზმს. ხალათი მოვიცვი და სასტუმროს ჩუსტებში გავუყარე ფეხები. სააბაზანოს კარი გავაღე. გიგი ლოგინზე იყო წამოწოლილი, მაშინვე წამოჯდა, გაოცებული მიყურებდა.
- სასწაულად გამოიყურები- არ იყო სწორი გადაწყვეტილება მისი აქ დატოვება.
- ხალათით ხომ არ წამოვიდე?- გავეხუმრე.
- არა ეს მხოლოდ ჩემი სანახაობაა.
კაბები საწოლზე დავალაგე. მათ შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იქნებოდა.
- მე რომ აბაზანაში შევდე წინააღმდეგი , ხომ არ ხარ , თან შენც უფრო ნაკლებაად დაძზაბული გამოიცვლი. - აშკარად ირონია იგრძნობოდა მის ხმაში.
- კარგი. - თავდახრილი ვიდექი. გიგი შევიდა თუ არა წითელ კაბას ხელი დავტაცე და სწრაფად ჩავიცვი. თმები სველი მქონდა და გიგის მოლოდინში ბოტასები ჩავიცვი. კარი გაიღ გიგის მხოლოდ შორტი ეცვა მისმა ასეთმა დანახვამ ადგილზე გამაშეშა, სუნთქვა ამიჩქადა და მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ გიგი გაკვირვებული მიყურებდა.
- ნინ.
- ხო- გამოვერკვიე ფიქრებიდან.
- კარგად ხარ?- ირონიულად მიყურებდა. ძალა მოვიკრიბე და სააბაზანოში შევედი. ფენი ჩავრთე და თმის გაშრობა დავიწყე. სარკეში ვხედავდი გიგის ზურგს უკან მედგა კარს მიყიდებული იღიმოდა.
- რა?- უხეშად ვკითხე.
- არ მჯერა აქ რომ ხარ!
- არც მე- გამეცინა.
- ექიმთან როდის მივდივართ? არ მინდა რამე გამოგვრჩეს.
- ხვალ და შენ არა მე მივდივარ!
- ნინ- უცებ ჩემთან მოვიდა და ხელები ლოყებზე დამადო- დასრულდა მე აღარსად წავალ! ამიტომ ხვალ მე და შენ შენს ექიმთან მივდივართ !
- ხვალ ვისაუბროთ! - ეს სიტყვები შიშმა მათქმევინა, ნუთუ მართლა შესაძლებელია არ წავიდეს და არ დამტოვოს. სადღაც გულის სიღრმეში მინდა დავიჯერო,მინდა ვენდო, რომ ასეა.
- კარგი! - მივხვდი რომ ეწყინა, მაგრამ არ მჯერა მისი და მისი მოტყუების აზრს ვერ ვხედავ.
- მზად ხარ?
- კი
- ისედაც ლამაზი იყავი, მაგრამ ამ წითელ კაბაში და ახალი ფერის თმებში უფრო გაზრდილი და ლამაზი ხარ!
- სად მივდივართ?
- საიდუმლოა და მინდა მოემზადო.
სასტუმროს ნომრიდან ჩაფიქრებულები გამოვედით.
- ეს ბოტასები და კაბა შენი მოფიქრებაა?
- ხომ იცი როგორ არ მიყვარს და არაკომფორტულად ვარ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში, ეს კი ძალიან მომწონს.
- მე შენ მომწონხარ სულ ერთია რა გაცვია.
გავიღიმე აშკარად ძალიან მინდა მისი მჯეროდეს და ჩემს თავს ვერ ვაჯერებ რომ ის დარჩება. სასტუმროს ფოიედან ლამაზ გაშლილ სივრცეში გავედით. რესტორანი ულამაზესი იყო. ზღვის ხედი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ალამაზებდა. მაგიდოდან ზღვის ხედს და სტამბულის სხვა ლამაზ ადგილებს და ნაგებობებს ვხედავდით. ზღვის ხმა და მუსიკა ერთმანეთს ერწყმოდა. მალე ჩვენი მაგიდა სხვადასხვა საჭმელებით აივსო.
- მოგწონს?- მკითხა გიგიმ , როდესაც ხედს ვუყურებდი.
- ძალიან!- მისკენ გავიხედე და გავუღიმე.
- მეც მომწონს ის რასაც ვუყურებ!- გამეღიმა.
- იდიოტი ხარ, ჩემი მწვანეთვალება იდიოტი! - მაშინვე ვინანე ასეთი რამის აღიარება. თავი დავხარე.
- საშინლდ საყვარელი ხარ და ეხლა შენი კოცნა მინდა და თან ძალიან მჭირდება, რომ ძალა მოვიკრიბო!
- ძალა?
- ხო ცოტა ვნერვიულობ!
- მეც!- ჩუმად ვუთხარი. ორივემ უდარდელად გავიცინეთ. უცებ წამოდგა. შევცბი და შეჩერდა.
- ჩემი გეშინია?- გაოცებული ჩანდა.
- არა
- აბა ?
- უბრალოდ მართლა ძალიან დაძაბული ვარ!- ძლივსგასაგონად ამოვთქვი. ჩემთან მოვიდა და ხელი გამომიწოდა. გაოცებულმა შევხედე.
- მეცეკვები?- დაძაბული ჩანდა.
- ეხლა მივხვდი რატომ ხარ დაძაბული- გავიცინე და მაშინვე ავდექი.
- რატომ?- მაშინვე მისკენ მიმწია და ხელები მომხვია.
- შენ და ცეკვა?
- შენს გამო, რომ შენთან ვიყო, როცა დავინახე , როგორ ეცეკვებოდი იმ ნაბ...ბოდიში დაჩის მინდოდა მივსულიყავი და კარგად მეცემა , მაგრამ შენ ისე ლამაზი იყავი ცეკვისას ვერ გავბედე. - ღრმად ჩაისუნთქა.
- მართლა ასე ნერვიულობ ცეკვის გამო?- ყურთან ვკითხე.
- არა, შენთან ასე ძალიან ახლოს ყოფნა მანერვიულებს. - ლოყაზე მაკოცა. ეხლა მივხვდი , რომ მხოლოდ ჩვენ ვცეკვავდით და ყველა ჩვენ გვიყურებდა. დაძაბულობამ მოიმატა.
- ნინ- გიგის უცნაური ხმა ჰქონდა. ოდნავ გაიწია ხელი გამიშვა და მიხლზე დადგა. მიჭირდა გააზრება რა ხდებოდა. ჯიბიდან პატარა წითელი ყუთი ამოიღო- შენ ჩემი ყველაფერი ხარ! - სუნთქვაშეკრული ვიდექი. - გიშინ ყველაფერი ისევ თავდაყირა დავაყენე. ეხლა კი მინდა ისე მოვიქცე, როგორც წესია. გახდები ჩემი ცოლი? ჩემი მერორე ნახევარი ? ჩემიცხოვრების მეგზური?- მხოლოდ მის აწყლიანებულ თვალებს ვხედავდი.
- რა?
- ხომ გაიგე რაც გკითხე? მინდა ჩემი იყო სულ , მთელი ცხოვრება.
- კი- ისე ჩუმად ვთქვი მეც ვერ გავიგე.
- რა ? დამთანხმდი?
- კი მინდა შენი ცოლი და შენი მთელი ცხოვრების მეგზური გავხდე. - მაშინვე ადგა ბეჭედი სწრაფად გამიკეთა და ისე ჩამეხუტა მეგონა გამჭ....ტდა. ტაშის და შეძახილების ხმამ გამოგვაფხიზლა. გიგიმ ხელი ჩამკიდა ჩვენსკენ მოტრიალებულ ადამინებს, რომლებიც აშკარად იზიარებდნენ ჩვენს ბედნიერებას ხელო დაუქნია და მადლობა გადაუხადა. ჩვენს ადგილზე დავბრუნდით. ბეჭედს დავხედე. ძალიან ნაზი იყო ერთი თვლით.
- მოგწონს?- მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ გიგი გაღიმებული მიყურებდა.
- ეს ყველაფერი, რაც ეხლა ხდება და ეს ბეჭედიც, ყველაფერი მომწონს და ძალიან ბედნიერი ვარ.
- მეც!- ხელი ჩამკიდა. ჩემს წინ იჯდა და გამომცდელად მიყურებდა.
- ეს... ეს როდის მოახერხე?
- მაშინ როდესაც გეგონა მოლში მიგიყვანე და იქ დაგტოვებდი. - გაეღიმა. - არადა შენთვის ნიშნობის ბეჭდის ყიდვა მინდოდა.
- ძალიან ლამაზია.
- შენ ხარ ძალიან ლამაზი.
- ეხლა რა იქნება?
- გუშინ...- გუშინდელი ღამის გახსენებაზე ორივე დავიძაბეთ. - გუშინ რომ დაგინახე, იმ ცისფერ კაბაში და თან ასეთი ლამაზი... ჩემი ყველა პირობა , ჩემი ყველა ფიქრი სადღაც შორს მოვისროლე და მივხვდი თუ შენ ხელს არ ჩაგკიდებდი და არ გავიქცეოდი უბრალოდ ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდი.
- მაგრამ…
- არ შემაწყვეტინო- ხელზე მომეფერა-შენგან ჩემი ნებით, ჩემი სურვილით არ წავსულვარ, ვერც წავიდოდი! ნუ მკითხავ რა იყო მიზეზი, გთხოვ, ეხლა არა...- სახეზე დაღლილობა გამოესახა.
- კარგი…
- მერე ის დაჩი, ერთხელაც ძალიან მაცემინებს თავს. - გაიღიმა - ის და შენ ანუ ვერ დავუშვი, არადა ხომ იყო შანსი, მაგრამ ვერ დავუშვი რომ აქ შენ მასთან როგორც შეყვარებული ისე იყავი, თანაც რომ დაგინახე და შემომხედე შენმა თვალებმა გაგყიდა
- რა?
- რა და მივხვდი როგორც ძალიან მოგენატრე. მერე წახვედი და მეც მაშინვე ნომერში დავბრუნდი, მეგონა მესიზმრე. ვნერვიულობდი შენზე და მერე შენთან შემოვიპარე. უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი , რომ კარგად იყავი. შენ ისეთი ლამაზი იყავი , მაგრამ ჩემს თავს ვახსენებდი რომ ჩემი აღარ იყავი და არ გამებედა მოკარება, თუმცა გამოგიტყდები ძალიან მინდოდა. მერე შენ... შენ ისე მელაპარაკებოდი და ისე მიყურებდი, შენმა კოცნამ უბრალოდ ძალა წამართვა და ... და ეს იყო საოცრება , შენ , შენთან ყოფნა, მაგრამ მივხვდი, რომ არასწორად მოგექეცი. შენ მეტს იმსსხურებდი, ამიტომ მაშინვე დავგეგმე შენი მოტაცება. ეხლა თავს ბევრად კარგად ვგრძნობ. ეხლა ყველაფერი თავის ადგილზეა.
- რატომ წახვედი ? ხომ იცი ამაზე მაინც მოგვიწევს საუბარი.
- ვიცი ნინ, მაგრამ გთხოვ ეხლა არა. მინდა ამ მომენტით დავტკბეთ.
- კარგი.
- შენ რაღაც ძალიან დამჯერე გახდი. - ისე გაიცინა გული ამიჩქარდა.
- არა არ ვარ დამჯერე უბრალოდ არც მე მინდა ჩვენი ნიშნობის გაფუჭება. - გამიღიმა.
- ანუ ეხლა ჩემი საცოლე ხარ?
- ხო ცოტა დაუჯერებელია.
- საოცრებაა, ნინ
- ხო…
- ბედნიერი ხარ?
- კი. რაღაც იცი როგორ ვარ. აი თითქოს არც გასულა დრო უბრალოდ აი. არ ვიცი როგორ აგიხსნა.
- თითქოს სიზმარია, მე ასე ვგრძნობ!
- მეც. - წითელი ღვინო მოვსვი გიგის სახე შეეცვალა - რა მოხდა?
- შენთვის ღვინო. ანუ შეიძლება?
- ერთი ჭიქა- გავუღიმე.
- როგორ მინდა რომ მაპატიო.
- მე არც ვიბუტები, უბრალოდ სულ მგონია რომ წახვალ
- ვიცი ყველა შენს გამოხედვაში ამას ხედავ , ამას შენს თვალებში ვხედავ
- ერთხელ გაივლის, ალბათ
- ალბათ არა აუცილებლად.
- ყველაფერი ძალიან ლამაზად გააკეთე. ისე როგორც ვოცნებობდი და კიდევ უფრო უკეთ.
- არ მეგონა მეც თუ ვიოცნებებდი, მაგრამ მეც შემაძლებები. ფაქტიურად ჩემი ოცნება იყო ეს და ასე ცხადად ამიხდა.
- შენ რაღაც ძალიან რომანტიკოსი გახდი ასეა?
- გახსოვს პირველად რომ გითხარი
- ოპერაციამდე მიყვარხარო- გაეღიმა - იცი ეს რა იყო
- რა
- ოპერაციაზე ღიმილით შევედი და არც ერთი ნემსი არ მტკენია. - სახე მაშინვე დაუსევდიანდა.
- თავი მძულს
- შენ ჩემს დაავადებასთან კავშირი არ გაქვს.
- მე უნდა ვყოფილიყავი შენს გვერდით და.
- კარგი... დღეს ცუდზე არ ვსაუბრობთ
- ხომ გჯერა რომ მიყვარხარ?
- კი
- მაშინ რომ წავედი, ამაზე რას ფიქრობ?
- მაშინ რაღაც მოხდა. ვიცი ვგრძნობი რომ გიყვარდი, უბრალოდ ვერ ვხსნი რატომ წახვედი, მაგრამ ეხლა ამას ჯერ არ აქვს მნიშვნელობა.
- წავიდეთ?- გიგიმ ხელზე მომეფერა.
- კი
- თან ხვალ ექიმთან
- გიგი შენი წამოსვლა არ არის აუცილებელი.
- შენ ჩემი ცოლი, ხო კაი საცოლე ხარ და მე მინდა რომ წამოგყვე. დასრულდა ნინ აღარსად წავალ.
- ხვალ ვისაუბროთ.
გიგიმ ანგარიში მოითხოვა. სანამ ველოდებოდით ჩვენთან რუსი ტურისტი მოვიდა და გვითხრა რომ ჩვენი ხელის თხოვნა ტელეფონით გადაიღო და გადმოგვიგზავნა ტელეფონზე. გასვლისას ყველამ ტაში დაგვიკრა და ძალიან უხერხულად გამოვედი. ლიფტში შესვლისთანავე დავიძაბე. უხერხულად ვიყავი, გიგიც უცნაურად იდგა. თვალს მარიდებდა. ორივე მძიმედ ვსუნთქავდით, როცა ჰოლი ჩავიარეთ გიგიმ საკეტს ბარათი მიადო და კარი გაიღო. ბნელოდა. ნელა შევედი. გიგი ჩემს წინ მიდიოდა. შევხტი, როცა ჩემს უკან კარი დაიხურა. გიგი შეჩერდა, მაგრამ ჩემსკენ არ შემობრუნებულა. მთვარის შუქზე მხოლოდ მის სილუეტს ვხედავდი. ჩემსკენ შემობრუნდა და მაკოცა. შიში სადღაც გაქრა.
- ეს შენი დაძაბულობა მძაბავს. ხომ იცი რომ ჩემი არ უნდა გეშინოდეს?
- არ მეშინია- ხმა საცოდავად გაისმა.
- რაც შენ არ მოგინდება ის არ მოხდება.
- ვიცი.
- აბა რატომ ხარ ასე?- წელზე ხელი მომხვია და სახეზე ნაზად მომეფერა.
- არ ვიცი. უბრალოდ ვღელავ.
ის ახლოს მოვიდა და მაკოცა. მის მაისურს ხელი ავაყოლე და ღილები შევუხსენი. ვიგრძენი, როგორ გაიღიმა. მან კი ჩემი წითელი კაბის გახსნა დაიწყო. ელვა ნელ- ნელა ჩამოხსნა და კაბა ინერციით ძირს დაეცა. მაშინვე ხელში ამიყვანა.

მზის სხივებმა გამაღვიძა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. გიგის ხელი ნელა გადავწიე და აბანოში შევიპარე.
- ნინ ეხლავე დაბრუნდი აქ!- თვალგაუხელლად ხელი დაარტყა ჩემს ნაწოლ ადგილას.
- გიგი შენ დაიძინე მე.
მაშინვე გამოფხიზლდა და წამოჯდა. ის ისეთი მიმზისველი იყი მომინდა მაშინვე მისი ბრძანება შემესრულებინა.
- რომელი საათია?
- 9
- ხო მახსოვს უნდა წავიდეთ
- შენი წამოსვლა... - მაშინვე გაბრაზდა და თმა სახიდან ნერვიულად გადაიწია.
- ნინ კიდევ ერთხელ თუ ამას გამიმეორებ და ისევ იგივე შიშით შემომხედავ იცოდე გულს მატკენ. შენ ჩემი ცოლი, ნუ საცოლე ხარ და მე მინდა შენს გვერდით ვიყო. შენ რატომ მკრავ ხელს? რატომ არ გინდა რომ წამოვიდე?
- გიგი- საწოლზე მის გვერდით დავჯექი. - შენ ამას სხვანაირად აღიქვამ და ძალიან ნერვიულობ. არ მინდა ჩემი ნემსები შენ უფრო გტკიოდეს!
- შენ ჩემზე ნუ ნერვიულობ!
- მახსოვს მაშინ სავადმყოფოში ჩემზე მეტად შენ გტკიოდა ეს ნემსები და პროცედურები. შენი ღიმილის და ხუმრობების უკან იმხელა ტკივილს ვხედავდი ეს უფრო მანერვიულებს.
- მე მაქვს უფლება შენთან ვიყო და თან მინდა ეს. ჩემს განცდებზე და ტკივილზე შენ არ უნდა იფიქრო. მჯერა დღეს ყველაფერი შეიცვლება.
- კარგი. - დავნებდი. - მაშინ ეხლა მე წყალს გადავივლებ და რამოდენიმე წუთი შეგიძლია იძინო.
- რომ მიყვარხარ არ დაივიწყო - მაკოცა. მე კი კარგი განწყობით შხაპის მიმართულებით წავედი.
- მეც მიყვარხარ!- მისთვის არ შემიხედავს ეს ამ დღეების განმავლობაში ყველაზე სასიამოვნო სათქმელი იყო. მე შემეძლო მისთვის ეს მეთქვა ტკივილის და ცრემლების გარეშე. ის უკვე ჩემი იყო და მე მისი. შხაპის დროს ღამეს ვიხსენებდი და სასიამოვნოდ მაჟრჟოლებდა. შხაპიდან პირსახოცით თავზე და ხალათით გამოვედი. გიგი შორტებით ფანჯარასთან იდგა. ჩემს დანახვაზე თვალები გაუფქრთოვდა.
- ცუდია ცოტა დრო , რომ გვაქვს.
- რა?- მერე მივხვდი რაც იგულისხმა და ვიგრძენი, როგორ გავწითლდი. - იდიოტი ხარ, მაგრამ ჩემი იდიოტი. - მოვიდა მაკოცა და აბაზანაში შევიდა.
ნომრიდან ხელჩაკიდებულები გამოვედით. ლიფტში ჩემს ბეჭედს ვუყურებდი.
- არ მჯერა!- ვთქვი ხმამაღლა.
- რა?
- არ მჯერა რომ დავინიშნეთ
- აუ! თვალები ააყირავა - შენ ჩემი ცოლი ხარ და ეს რაღაც სულელური ფორმალობები სისულელეა.
- ვიდეოს ვნახავ! - ძლივსგასაგონად ამოვიკნავლე. ტელეფონი მაშინვე მომაწოდა.
- კოდს იოლად გამოიცნობ!- გაეღიმა მაშინვე 20-07 ავკრიბე და გაიხსნა. მეც გამეღიმა.
- სისულელეა ყოფილი შეყვარებულის დაბადების დღის კოდად დაყენება.
- შენ ჩემთვის არასდროს ყოფილხარ ყოფილი. - თავი მკერდზე მივადე და ვიდეოს ვუყურე.
- არ მჯერა ესენი მე და შენ რომ ვართ.
- ჩვენს შვილებს ვაჩვენებთ და ნახავენ , როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. - მუცელში ტკივილი ვიგრძენი. ტელეფონი გამოვრთე და გავუწოდე.- რა მოხდა? რატომ მოიწყინე?
- მე... შვილის ყოლა. ისაც არ ვიცი შემიძლია თუ არა. - მიხვდა რომ ავნერვიულდი.
- ეს ისე ვთქვი. შენ ნუ დაიძაბები კარგი. ჩემთვის მთავარია შენ მყავდე. ეს ჩემთვის ყველაფევრია.
გარეთ მანქანა გველოდებოდა. მძღოლი გადმოვიდა და კარებები გაგვიღო. მე თვალები ავაყირავე.
- VIP - ვთქვი მხოლოდ გიგის გასაგონად.
- ეს დაქირავებული მძროლია ეს დღეები მოგვემსახურება ჩემს სამსახურს მოყვება და რატომ უნდა ვიაროთ ჩვენით. ასე მეტ დროს გავატარებ შენთან.
მანქანა წავიდა და ჩემი მღელვარება გაძლიერდა. აქ ყოველ წელს იმ იმედით ჩამოვდივარ, რომ შემდეგ წელს გამოკვლევები და მკურნალობა აღარ იქნება საჭირო. მაგრამ წლებია უკვე დამღალა ამ მოლოდინმა. ეხლა ამ ყველაფერს გიგის აქ ყოფნაც ემატება.
- რა მოხდა რატომ ხარ ასე მოწყენილი?
- არ უნდა წამოსულიყავი.
- რატომ?
- ეს შენთვის ძნელი იქნება.
- მეხუმრები?
- არა
- აბა ჩემთვის რა იქნება ძნელი ?
- ვიცი რომ მე მაჩვენებ თავს და სინამდვილეში ამ ყველაფერს შენს თავს აბრალებ და ყველა ჩემი ტკივილი ჩემზე მეტად შენ გტკივა. - ხელი მომხვია და მიმიხუტა. მე ინსტიქტურად მძღოლისკენ გავიხედე, მაგრამ არც კი გამოუხედავს.
- ნინ ასეც უნდა იყოს შენ ჩემი ყველაფერი ხარ!
- ვგიჟდები ამ შენს სიტყვებზე.
- მე კი მეგონა ბრაზდებოდი.
- არა. იცი როგორც კი ეს პორველად მითხარი მაშინვე მივხვდი, რომ ეს შენი “მე შენ მიყვარხარ “ იყო. - თავზე მაკოცა და მიმიხუტა.
საავადმყოფომდე ხმა არ ამომიღია. სავადმყოფო რა თქმა უნდა ისევ ისეთი იყო. ნაზიმ შესვლისთანავე დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა , ჩამეხუტა.
- მე მისი მეუღლე ვარ!-გიგის ხმამ ორივე გამოგვაფხიზლა. ნაზიმ მაშინვე გამწია და ჩემს “ქმარს” დაუწყო შეთვალიერება. უცებ ტირილი დაიწყო და გიგის ხელი გაუწოდა.
- ძალიან სასიამოვნოა მე ნაზი ვარ მისი თარჯიმანი და უკვე მეგობარიც. იცი როგორ მიხარია. ის იმდენ ხანს იტანჯებოდა მართლა მახარებს , რომ ეხლა ბედნიერია. ეტყობა კიდეც.
- მე გიგი მქვია და მეც ძალიან ბედნიერი ვარ მისი ბედნიერებით.
- ნინ ასეც ვიცოდი , რომ შენი პრინცი მალე გიპოვნიდა. შენ ამას ნამდვილად იმსახურებ.
- მადლობა ნაზი დეიდა. წავიდეთ ელიფი გველოდება და სირცხვილია. - ლიფტისაკენ წავედით. გიგი აშკარად უფრო იძაბებოდა. ლიფტში მისკენ მივიწიე და ყურში ჩავჩურჩულე. - ნუ ნერვიულობ, გთხოვ.
- ნინ, მეშინია. შენც მათსავით რომ...- სახეზე ტკივილი გამოესახა. კარი გაიღო. მისაღებში მისკენ მივტრიალდი.
- ვიცი ბევრი საყვარელი ადამინი დაკარგე ცხოვრებაში, ძალიან ვწუხვარ, სამწუხაროა ამხელა ტკივილის გამოვლა. ვწუხვარ, რომ მეც ამხელა ტკივილს განიჭებ.
- შენ მე მაცოცხლებ და შენ რომ არა უკვე ყველაფერზე ხელი მექნებოდა ჩაქნეული. მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ!
ელიფის კაბინეტისკენ უფრო დამძიმებული შევედი. გაღიმებული ექიმი ცრემლნარევი თვალებით გვიყურებდა.
- ჩემო ლამაზო გოგო ეს რა მომხდარა! გათხოვდი? გილოცავ!
- დიახ ექიმო, - დავიმორცხვე. – ეს ჩემი მეუღლეა.- წარვუდგინე გიგი.
- როგორ მიხარია - მე და ექიმი თურქულად ვსაუბრობდით. გიგი გაოცებული გვიყურებდა.
- ბიჭი ვერაფერს ხვდება- წამოიყვირა ნაზიმ. - გიგი, ელიფ ექიმი ნინოს გაბედნიერებას ულოცავს. შენი მეუღლე ისეთი ნიჭირია თურქული ჩემზე კარგად ისწავლა.
- მადლობა ექიმო ყველაფრისათვის, იმისთვის რომ ჯანმრთელობა დაუბრუნეთ და საერთოდ ყველაფრისთვის- გიგიმ ელიფს ინგლისურად მიმართა.
- მადლობა , მაგრამ ეს სრულიად მისი დამსახურებაა!
- ეხლა რა იქნება?- მე მომიტრიალდა.
- ეხლა მე გამიყვანენ და შენ სადმე უნდა იყო თუ გინდა წადი სადმე და 2 საათში მომაკითხე.
- ნინ!
- კარგი ბოდიში. შემოსვლა არ შეიძლება ამოტომ აქ მოგიწევს დაცდა კარგი.
- კარგი.
მოსაცდელში გავედით ნათია , დიმა და დაჩი მოწყენილები ისხდნენ. გამიხარდა მათი დანახვა.
- ნათ. - მისკენ მაშინვე წავედი და ჩავეხუტე. დაჩი გიგის მივარდა და მაისურაი ხელი ჩაავლო. გიგი გაცეცხლდა.
- ხელი გასწიე!- ხმაურზე ყველამ ჩვენსკენ მოიხედა.
- როგორ გაბედე მისი წაყვანა.
- შენ უნდა გკითხო?
- ბიჭებო დამშვიდდით ეს სავადმყოფოა და ნინოს აშინებთ. - გიგიმ დაჩისგან თავი გაითავისუფლა და ჩემსკენ წამოვიდა.
- ნინ აქ ვარ არ ინერვიულო.
- ხელი გაუშვი ის შენი საკუთრება არ არის როდისაც გინდა წაიყვანო.
- ზუსტადაც ჩემია, ჩემი საცოლეა. - ხელი ჩემს ხელს დასტაცა და დაჩის აჩვენა. - ის მე ცოლობაზე დამთანხმდა და აქ ზედმეტი შენ ხარ!
- არ არსებობს ! ნინ უთხარი წავიდეს!- დაჩი განწირული სახით მიყურებდა.
- დაჩი!
- არ ხარ ვალდებული მას რამე აუხსნა -გიგი აშკარად ბრაზს იკავებდა.
- დაჩი ეს ჩემი არჩევანია. მე ის მიყვარს! გთხოვთ შეეგუეთ ამას. - დავინახე სამივე ხან მე მიყურებდა ხან გიგის.
- ნინო- ნაზის ხმამ დაძაბულობა ოდნავ მოადუნა. - წავედით.
- ეხლა მე უნდა შევიდე. გთხოვთ- გიგის მივუბრუნდი.
- მიყვარხარ და არაფერს არ გავაკეთებ ასე ვიჯდები და დაგელოდები!- ლოყაზე მაკოცა. კართან მისულს გამახსენდა და უკან მოვტრიალდი. მოვიხსენი ჯვარი და ბეჭედი.
- ეს შენ შემინახე- მივაწოდე გიგის. - იქ არ შეიძლება და მინდა შენ გქონდეს.
- მიყვარხარ!- კარისკენ წასულს გზაში დამაწია გიგიმ.
- მეც- ძლივს გასაგონად დავიწრიპინე.
- დაჩი- მომესმა მისი ხმა. - მადლობა უთხარი ნინის რომ აქვე არ გკლავ.
- ხომ იცი რომ ის მაინც არ იქნება შენი. ყველაფერს რომ გაიგებს.
- უკვე ჩემია და ასე იყო სულ. ამ ურთიერთობაში შენ ხარ მესამე ზედმეტი!
გამოკვლევა მართლა დიდიხანს გაიწელა. წამლებმა, რომელიც სხეულში შემიყვანეს უსიამოვნო შეგრძნებების კორიანტელი დამატეხა. გარეთ დაუძლურებული გავედი. ფოიეში გიგი იჯდა ფერდაკარგული და თვალებჩაწითლებული.
- გიგი!- ხმა ძალიან დაუძლურებული მქონდა.
- ნინ- მაშინვე წამოხტა. - რა მოხდა. რამე ცუდია რატომ ხარ ცუდად?
- წამლების გამო ვარ.
- ეხლა რა იქნება.
- დაგვიძახებენ და გვეტყვიან. — სკამზე ჩამოვჯექი. გიგიმ ბეჭედი და ჯვარი გამიკეთა. - ბავშვები სად არიან?
- დაჩი წაიყვანეს. ბიჭმა სტრესს ვერ გაუძლო.
- ის ჩემი…
- არ მითხრა რომ შენი მეგობარია!
- კარგი გიგი ეხლა არც მინდა კამათი არ ვარ კარგად.
- ნინ შემოდით- ნაზიმ დაგვიძახა.
გიგი დაიძაბა და ადგომაში დამეხმარა. ექიმი ფურცლებს ჩაჰყურებდა. უცებ თავი ასწია და გამიღიმა.
- ძალიან იღბლიანი ხარ!- თქვა საბოლოოდ.
- რა ხდება?- გიგი აშკარად ჩემზე მეტად იყო დაძაბული.
- დაავადება საბოლოოდ გაქრა, დაამარცხე.
- რა?
- ეხლა უკვე ჯანმრთელი ხარ და შეგიძლია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდე.- ელიფი მიღიმოდა.
- არ მეხუმრებით ხომ? - გააზრება მიჭირდა ელიფი ნაზის მიუბრუნდა და თურქულად რაღაც უთხრა.
- მივხვდით რომ ვერ გაიაზრეთ. ნინო შენ ჯანმრთელი ხარ და ჩვენთან ვიზიტებიც დასრულდა.
- რა- გიგიმ წამოიყვირა. მე ვტიროდი. ისაც.
- მართლა?
- ცოტა სისუსტე და ცუდად ყოფნა იქნება რამოდებიმე ხანს მაგრამ მალე ესაც გაივლის და რაც მთავარია შენ სრულიად ჯანმრთელი ხარ!- გიგი ჩემს წინ მუხლებზე დადგა.
- ვიცოდი უძლიერესი გოგო რომ მიყვარდა.
- ადექი სირცხვილია. - ნაზი და ელიფი სიყვარულით გვიყურებდნენ.
- ექიმო შეგვიძლია ბავშვი გვყავდეს?- გიგი სკამს დაუბრუნდა. ხელი მივარტყი ყველას გაგვეცინა.
გაღიმებულმა ელიფ ექიმმა გიგის აუხსნა , რომ ბავშვის ყოლა შეგვეძლო და რომ ეს მხოლოდ ჩემს ორგანიზმის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული და რომ ბავშვი აუცილებლად გვეყოლებოდა. გიგი ძალიან ბედნიერი იყო . ყველას დავემშვიდობეთ და ბედნიერებმა გამოვაბიჯეთ საავადმყოფოდან , რომელთანაც ბოლო 3 წელი მაკავშირებდა და სადაც ამ დღის მოლოდინით წლებია დავდიოდი.
- მე ასეც ვიცოდი!- გიგიმ ხელი ჩამკიდა და ლამაზ ბაღს გავუყევით.
-მე კი ის არ ვიცოდი ბავშვის ყოლა თუ ასე ძალიან გვინდოდა?!
- იცი ამაზე მაშინ ვფიქრობდი ერთად , რომ არ ვიყავით მე მინდა შვილი. მინდა რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთ და შევუდგეთ ამ საქმის მოგვარებას.
-იდიოტი ხარ!
- ხო მეც ძალიან მომენატრა შენი კოცნა. აბა დღეს სად ავღნიშნოთ და რა გავაკეთოთ?
-გიგი ძალიან გეწყინება სასტუმროში რომ წავიდეთ? ეხლა ძლიერი წამლები მაქვს ორგანიზმში შეყვანილი, თავს ცუდად ვგრძნობ და ცოტა ხანში უარესად ვიქნები. შენ სასტუმრომდე მიმიყვანე და წადი შენს საქმეებზე.
- არსადაც არ წავალ. მითხარი რამე თუ გჭირდება და.
- არა არაფერი არ მჭირდება უბრალოდ დავწვები და გამოვალ ნელ-ნელა.
მძღოლმა კარი გაგვიხსნა. თავს უფრო და უფრო ცუდად ვგრძნობდი. თავის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება მიმძაფრდებოდა.თვალები დავხუჭე და ვეცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. სასტუმროსთან გავჩერდით გიგიმ მძღოლს კარი გააღებინა და ხელში აყვანილი გადამიყვანა.ვერ ვეწინააღმდეგებოდი. ნომერში შევედით და ლოგინზე დამაწვინა. სააბაზანოში შევვარდი. ის კართან იდგა.
- გთხოვ შემოვალ რა ნინ - მე პასუხს ვერ ვცემდი . გიგი შემოვიდა თავზარდაცემული სახით. პირი მომბანა და ხელშიაყვანილმა ოთახში დამაბრუნა. საწოლზე ჩამოჯდა და თვალს არ მაცილებდა.
- ექიმს მოვიყვან ან ჩვენ წავიდეთ.
- არა გიგი ეხლა გამივლის გამოვიძინებ და ყველაფერი ძველებურად იქნება.
- ადრე ყოფილხარ ასე?
- უარესადაც. ეს იოლია კიდე. ამიტომ რადგან იმას გავუძელი ამასაც გავუძლებ.- დაუფიქრებლად ვუთხარი და მისი სახის გამომეტყველებით თავი მაშინვე დამნაშავედ ვიგრძენი.
- ჩემი ბრალია შენს გვერდით, რომ არ ვიყავი და ეს ყველაფერი არ ვიცი.
- აუ გიგი არ დაიწყო რა გთხოვ. ეხლა ჩემებს უნდა დავურეკო.
- გავიდე?
- არა აქ იყავი . არაფერი მაქვს არავისთან დასამალი.
- დე , როგორ ხართ?
- ნინო დედიკო რატომ არ გვირეკავ? ვნერვიულობთ?- რასგან მხოლოდ ამაზე ნერვიულიბდნენ ესეიგი ჩემს “ აგენტურას” ჩაშვება არ განუხორციელებია ჯერ.
- დე გამოკვლევამ კარგად ჩაიარა. დასრულდა . სრუალად ჯანმრთელი გესაუბრები.
- ვაიმეეე დე ასეც ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა და ჩემო გოგო ძველებურად ჯანმრთელი დაგვიბრუნდებოდა.
-დე
-მამაშენი გაგიჟდება, მთელი დღეა მოჩვენებასავით დადის. ეხლა ბიჭებმა გაიყვანეს გარეთ და რომ მოვა გავახარებ.
-დე კიდევ რაღაც მოხდა და ხომ იცი რომ არაფერს არასდროს გიმალავთ.
-რა მოხდა?
-აქ შემთხვევით გიგის შევხვდი და
-რა ? ნინო გაგიჟდი დე?
შემთხვევთ?
-დედა ჩვენ დავინიშნეთ და მანდ ერთად ვბრუნდებით?
-ნინო ისევ იგივე შეცდომას უშვებ? მამაშენი გაგიჟდება.
- დედა ჩვენ გადაწვეტილება მივიღეთ და მინდა რომ თქვენც ჩემს გვერდით იყოთ. მე ის მიყვარს და მეტჯერ აღარ ვაპირებ თავი დავიტანჯო. ყველაფერმა დამანახა, რომ სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა იმისათვის , რომ ... მოკლედ დედა მე ბედნიერი ვარ.
- ნინო დე არც ვიცი რა გითხრა.
- არაფერი არ მითხრა უბრალოდ ჩემს გვერდით უნდა იყოთ.
- კარგი დედა მე კი ვიცი რომ შეცდომას უშვებ და გული ისევ შენ გეტკინება.
- ორ დღეში ჩამოვალთ დე და ნახავ ყველაფერი კარგად იქნება.
- კარგად ნინო.- დედა აშკარად განაწყენებული და შეშინებული დამემშვიდობა. გავთიშე და გიგისკენ არც მიმიხედავს.
- ყველა შეეჩვევა ხომ იცი. - მითხრა და საწოლზე ჩამოჯდა. - უკეთ ხარ?
- ფიქრი იმაზე რა რეაქცია ექნებათ...არ ვიცი მეშინია.
- მთავარია იცოდე შენ რა გინდა.
- მე შენს გარეშე არ მინდა ეს ვიცი ზუსტად. -ჩამეხუტა.
- ჩავალთ და იმედია.
- შენ მოდიხარ?
- ხო რა თქმა უნდა. ჩემი ისევ არ გჯერა?
- ვიფიქრე საქმეებისთვის დასაბრუნე...- გაგრძელება ვერ შევძელი. მაშინვე სააბაზანოში შევვარდი. გულისრევა , რომ შემიწყდა მხოლოდ მაშინ შევძელი უკან გახედვა გიგი სააბაზანოსთან ფერწასული იდგა. - კარგად ვარ. ნუ ნერვიულობ!- წამოვდექი და ხელ - პირი დავიბანე. ის გაუნძრევლად იდგა.
- სულ ასე იყო?- ხმა უკანკალებდა.
- რა?
- სულ ასე ცუდად იყავი?- თვალებში არ მიყურებდა.
- არა. - მოვატყუე და ლოგინისკენ წავედი.
- ალბათ არასდროს მაპატიებ ხო?- ჩემს წინ განადგურებული იდგა.
- გიგი ჩვენ ახალი ცხოვრება დავიწყეთ და ნუღარ ფიქრობ რა ამდენს.
- მე ვერ ვაპატიებ ჩემს თავს. ვერასდროს.
- ეხლა ძალიან სუსტად ვარ იმისთვის , რომ გედაო.
- ხვალ ავღნიშნოთ შენი გამოჯანმრთელება კარგი. - გვერდით მომიწვა.
- კარგი. - ხვალ დაბადების დღე მქონდა , ვიცი რომ იცის მაგრამ არც ახსენებდა. ალბათ დაავიწყდა. მთავარია აქ არის ამაზე ვერ ვიდარდებდი. ჩამეძინა.
- დილამშვიდობის!- თვალის გახელისთანავე გამიღიმა.
- დილამშვიდობის.
- უკეთ ხარ?- უძინარი და დაღლილი სახე ჰქონდა.
- კი ბევრად. შენ არ გეძინა?
- ღამე ცოტა მანერვიულე და არ მიძინია. სულ იოფლებოდი და ბოდავდი.
- შენ გამომიცვალე?- ეხლა შევამჩნიე მისი მაისური მეცვა.
- ირჯერ.
- ბოდიში, არაფერი მახსოვს. - დავიმორცხვე მან კი გაიღიმა.
- შენს გამოცვლას არ შევუწუხებივარ - ეშმაკურად ჩაიცინა. - მთავარია კარგად იყო და რამდენჯერაც დაგჭირდება გამოგიცვლი. - მძიმედ გაეღიმა.
- ბოდიში ამ ღამისთვის და ამ ცუდი მოგონებებისთვის.
- მართალია ეს საუკეთესო ღამეებში ვერ ჩაითვლება, მაგრამ მინდა ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვიყოთ.
- დღეს...
- დღეს ლამაზად ჩაიცვი მინდა ლამაზი მოგინებები დაგვრჩეს და საუკეთესოდ ავღნიშნოდ შენი გამოჯანმრთელება. რამეს შეჭამ?
- არაფერი მინდა.
- ხორცი და ხილი უნდა ჭამო წავიკითხე, გჭირდება- ადგა და ჩამიხუტა.
- მჭირდება?
- ორსულობა ქალისთვის სტრესი ყოფილა და მინდა კარგად იკვები.
- მე ორსულად არ ვარ!- გაოგნებულნა შევხედე.
- მალე იქნები და არ მინდა რამე პრობლემა შეგექმნას.
- გიგი, გთხოვ ეხლა არ დაიწყო.
- არ აპროტესტებ ხილს მოგიტანენ და სანამ წყალს გადავივლებ ყველაფერს შეჭამ.
- კარგი რა!- თვალები ავაყირავე. ტელეფონი აიღო და ხილი შეუკვეთა. მივხვდი რომ აზრი არ ქონდა გაპროტესტებას და წყლის გადასავლებად შევედი.
- ნინ!
- ხო გიგი
- ცუდად ხომ არ ხარ?
- არა , გამოვალ- საწოლზე იჯდა ჩაფიქრებული.
- მომწონს ხალათში და გაწეწილი თმით როგორც გამოიყურები. სულ ის მახსენდება ნათიასთან პიჟამოთი რომ გამოხვედი. მაშინვე მინდოდა ხელში ამეყვანე და სირბილით შემეყვანე საძინებელში- ეშმაკურად გაიცინა.
- იდიოტი ხარ!- ადგა და ისე მაკოცა რომ არ დავეჭირე წავიქცეოდი.
- ეხლა წყალს გადავივლებ შენ კი ეს თეფში ცარიელი დამახვედრე.

არ მინდოდა მეტი ჭირვეულობა ხილი შევჭამე. ყვითელი სარაფანი ჩავიცვი და ბოტასები. თმა გავიშალე და გიგიც გამოვიდა. მხოლოდ შორტი ეცვა თვალები გამიშტერდა.
- ნინ!- ოდნავ იღიმოდა
- ხო გისმენ- ვეცადე მღელვარება დამეფარა.
- მომწონს შენი წითელი ლიყები. ძალიან ლამაზი ხარ.
- მადლობა - ამოვიწრიპინე.
- სასტუმროში უნდა მივიდე რამოდებიმე წუთით.
- სადაც ჩემები არიან?
- შენი მეგობრები და ის გულჩვილი დაჩი.
- რა ხდება ?
- შეხვედრა მაქვს ძალიან ცოტა ხნით მივიდეთ.
- კარგი არაა პრობლემა ჩემებსაც ვნახავ.
- კარგი.
სასტუმროსთან მძროლი მანქანასთან მიყუდებული იდგა. დაგვინახა და მაშინვე კარი გააღო.
- მობრძანდით ბატონო!- გაგვიღიმა.
- მადლობა!- ჩავჯექი და ვუთხარითურქულად.
- თურქული იცით?- გაუკვირდა
- დიახ - გამიღიმა
- ძალიან კარგია!
გიგი ამ ხნის განმავლობაში გაღიმებული მიყურებდა. ბოლოს მხარზე თავი დამადო.
- კარგია როცა შენი ცოლი ლამაზიც არის , ჭკვიანიც და ნიჭიერიც !
- ცოტა გადამეტებული წარმოდგენა ხომ არ გაქვს ჩემზე?
- პირიქით!
მიხაროდა სასტუმროში მისვლა. იქნებ ბავშვებიც იქ იყვნენ და მათი ნახვა მოვახერხო.მანქანა გაჩერდა, ჩემმა მეგობარმა მურათმა კარი გამიღო. გავიღიმე , რაზეც გულთბილად მიპასუხა. ფოიეში თამო შეგვხვდა. მის ოფიციალურ ჩაცმულობას ვერ ვეგუებიდი.
- ნინ როგორ ხარ?- გადამკოცნა - როგორ მიხარია შენი ჯანმრთელობის ამბავი.
- მეც.
- თამო მოგვარდა ყველაფერი?- გიგი ძალიან მკაცრი ჩანდა.
- კი შენ გელოდებიან. რესტორანში არიან. ნინი ჩემთან დატოვე ყავას დავლევთ.
- ყავა არ უნდა ბევრი კოფეინი მავნეველია.
- კარგი რა! - დავუქაჩე თვალები.
- რა ხდება?- თამოს ეცინებოდა. რესტორანში , როგორც კი შევედით ორი კაცი ჩვენი დანახვისთანავე ფეხზე ადგა.
- გამარჯობა ბატონო გიგი!- თავი ძლივს შევიკავე. გიგის ორივე მამად ეკუთვნოდა და ბატონობით მიმართავდნენ თან საკმაოდ დაძაბულები ჩანდნენ. გიგიმ ორივეს ხელი ჩამოართვა.
- გამარჯობა ბატონებო. ეს ჩემი მეუღლეა ნინო გაიცანით. - მეუღლე ცოტა ნაადრევი იყო მაგრამ არ გამიპროტესტებია.
- ძალიან ლამაზი მეუღლე გყავათ, სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც - გავუღიმე ორივეს.
- ჩვენ დაგტოვებთ. - გიგიმ ლოყაზე მაკოცა. სახეზე სიმხურვალე ვიგრძენი. - ყავას დავლეთ შორს არ წავიყვან - გაუღიმა თამომ. სკამზე გაღიმებული დავჯექით. - საოცრად გამოიყურები.
- თავსაც ასე გვრძნობ. ძალიან ბედნიერი ვარ.
- შენი ჯანმრთელობის ამბავმა ყველა გაგვახარა.
- მეგონა ბავშვებსაც ვნახავდი.
- მათაც ძალიან უნდოდათ შენი ნახვა , მაგრამ ვერ მოახერხეს. - გამიკვარდა დიმა და ნათიას ნამდვილად უნდა ახსოვდეთ ჩემი დაბადების დღე. მაგრამ ეხლა ხასიათს ვერ გავიგუჭებ. - გიგიმ მეილზე მომწერა ყავა არ დალიოსო- თანომ გაოცებულმა შემომხედა.
- სულ გაგიჟდა. ჯერ ექიმი გადარია ათასჯერ კითხა როდის შეიძლება ბავშვის გაჩენაო. მერე ისე მაჭმევს, როგორც ორსულს.
- იცი როგორ ბედნიერია? შენ არც კი იცი. ყოველი წამი, რაც გეგონა, რომ შენს გარეშე იყო სულ შენზე ფიქრობდა და დარდობდა. შენთან მიშვებდა და ვიდეოთვალით ჩუმად გიყურებდა. ყველა ქიმიაზე, რაზეც მე ვყოფილვარ და ყველაზე ვიყავი ჩათვალე იქიდან თვალყურს გადევნებდა. ათას სურათს და ვიდეოს მაღებინებდა და ვუგზავნიდი. ამით იდგა ფეხზე.
- დაკარგული დრო მენანება, მაგრამ მთავარია ეხლა ჩემთან არის.
- აბა რას შვებით. - გიგი ჩამეხუტა.
- შენზე ვჭორაობდით.
- აბა ჩემი გოგო მზად არის ? წავიდეთ?
- კი
- დანარჩენს შენ მოაგვარებ ხომ ასეა?
- კი რა თქმა უნდა. თვენ გაერთეთ.- თამოს დავენშვიდობეთ. რა თქმა უნდა ჩემი მეგობარი მურათი გაღიმებული გველოდებოდა მანქანასთან. გულის სიღრმეში გული მტკიოდა. არავის ახსოვდა ჩემი დაბადების დღე, მაგრამ ფიქრი გავთიშე და მხოლოდ ამ მომენტით მინდოდა დავმტკბარიყავი. მურათმა სანაპიროზე მიგვიყვანა. გადმოვედით და მას დავემშვიდობეთ.
- აქ რა უნდა გავაკეთოთ?- ვკითხე გიგის.
- მინდა ერთად მთელი დღე გავატაროთ, როგორც ადრე. - შენ რისი გაკეთება გინდა?
- რადგან სანაპიროზე ვართ წამო ბორნით აზიურ მხარეს გადავიდეთ!- გავუღიმე მაგრამ მას აშკარად ეს იდეა არ მოსწონებია.
- შეგვიძლია კატერი დავიქირაოთ!- თვალები ავაყირავე.
- კარგი რა , მინდა როგორც ტურისტებმა ისე დავათვალიეროდ აქაურობა.
- ტურისტები კატერითაც დადიან. - გამიღიმა.
- გიგი, ბორნით აზიურ მხარეს გადასვლა დამამშვიდებს. - მაშინვე ბორნის შესასვლელისკენ წავედი, რა თქმა უნდა გიგიც დამემორჩილა. ჩემი ბარათით( Istanbul card) შევედით და ბორანზე აღმოვჩნდით. მაშინვე ბირნის წინა მხარეს გავედით და მზიან ადგილას დავჯექით.
- აქ ადრეც ხარ ნამყოფი?- ჩემს გვერდით მძიმედ დაჯდა.
- კი, ყოველ ჩამოსვლაზე აქ მოვდიოდი და შენზე ვფიქრობდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი აქ ასე შენთან ერთად თუ ვიქნებოდი. - მისი სახე შეიცვალა და უზომოდ დიდი ტკივილი გამოესახა. - რა მოხდა?
- არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ უნდა მაპატიო?!
- რა ყველაფერი?
- ის დარდი, რაც მე გადაგატანინე. - მის ხელს ხელი ძლიერად ჩავკიდე.
- იცი სულ ვფიქრობ, ვფიქრობ და მართალია არ ვიცი რატომ წახვედი, მაგრამ ალბათ ეს ყველაფერი საჭირო იყო, საჭირო იყო გადაგვეტანა და მე ეხლა 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული , რომ შენ მიყვარხარ, შენ მჭირდები.
- შენ არ იმსახურებდი ამ ყველაფრის გადატანას. შენ არა. - თავი მხარზე დამადო და მძიმე ფიქრებში წავიდა.
- რატომ წახვედი?- დავიჩურჩულე. მაშინვე თავი ასწია და მძიმედ მიყურებდა. - ხომ იცი ამაზე მაინც მოგვიწევს საუბარი. ადრე თუ გვიან ამაზე უნდა ვისაუბროთ.
- ვიცი!- ბორანი დაიძრა და ნიავმა სასიამოვნოდ დაუბერა. - მაგრამ მოდი დღეს არ გვინდა. საქართველოში დავბრუნდეთ და მერე.
- სიმართლე გითხრა არც კი მჯერა იქ რომ ბრუნდები.
- ვიცი...ვიცი რომ აღარ მენდობი და ალბათ მართალი ხარ!
- ჩაის დალევ?- აღარ მინდოდა მძიმე თემაზე საუბარი.
- რა ?
- ჩაი და ტოსტი.
- აქ ბორანზე, შუა ზღვაში.
- იცი აქ თუ მოხვდები აუცილებელია ერთხელ მაინც უნდა გასინჯო ამათი ტოსტი და ჩაი.
- გამორიცხულია აქ შენ არ შეჭამ!
- რატომ?
- არ ვიცი ვინ აკეთებს და ვერ გავრისკავ - გამეცინა ისე ბრაზობდა.
- გიგი მე პატარა არ ვარ.
- პატარა ხარ და არაფერი არ მინდა შეგემთხვეს. ისედაც უცხო ქვეყანაში ვართ და აქ ბორანზე მე არ ვიცი ვინ აკეთებს.
- მენდე რა და დამიჯერე. წინა ჩამოსვლაზე ვერ ვჭამე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, არ მინდა წელსაც ვერ გავსინჯო!- ჩამეხუტა.
- მიყვარხარ, ამის ხომ გჯერა?
- კი რომ გიყვარვარ ამის მჯერა. მაშინაც დარწმუნებული ვიყავი ამაში, როცა საავადმყოფოს ეზოში დაგემშვიდობე.
- ყველაზე მძიმე დღე იყო- ისე ამოიხვნეშა გული მეტკინა.
- მეც რომ ძალიან მიყვარხარ ამის ხომ გჯერა?- თვალებში ვუყურებდი.
- ვხედავ და ვგრძნობ, მაგრამ რატომ გიყვარვარ ეს არ ვიცი !- ჩაი და ტოსტები მოგვიტანეს. მართლა ძალიან გემრიელი იყო. - თმები ასე ძალიან გიხდება. ისედაც ლამაზი ფერი გქონდა , მაგრამ ასე ძალიან მომწონს.
- იქ სასტუმროში ძალიან სიმპატიური იყავი!- წარბები აწია.
- მეგონა სულ სიმპათიური ვიყავი. - გაეცინა.
- ასეთ ფორმაში არასდროს მინახიხარ , მართლა ძალიან მომეწონა.
- აქ ისე უხასიათოდ მოვდიოდი. იმდენი ხანი არ მყავდი ნანახი და თან არც თამო იყო ერთი სურათი მაინც რომ გამოეგზავნა და როცა რესტორანში დაგინახე სულ დამავიწყე ყველაფერი. ისეთი გაზრდილი ხარ, ისეთი სექსუალური იყავი იმ ცისფერ კაბაში. ძალიან ლამაზი ხარ! - ლოყაზე მაკოცა.
- მეც მიხარია ფერზე რომ მოვედი. ლურჯი ვიყავი.
- ხო მახსოვს. ვიდეო გადაგიღო თამომ და გამომიგზავნა. მიუხედავად იმისა, როთ თმები არ გქონდა და ფერიც ცუდი გქონდა ყველაზე ლამაზი იყავი მაშინაც კი. - ეხლა მე ვაკოცე ლოყაზე. ბორნიდან ჩავედით. აზიური მხარე თითქმის არც განსხვავდება ეევროპული მხარისგან , მაგრამ შეგრძნება გაქვს , რომ საუკუნეების წინ ხარ გადასული. ვისეირნეთ , ვისაუბრეთ და საღამოც დადგა. გიგის დაბადების დღე არ გახსენებია. გამიკვირდა ბარათზე კოდად თუ დააყენა ეს როგორ არ გაახსენდა, მაგრამ ალბათ ბევრი ემოცია, ჩემი გამოჯანმრთელება და ყველაფერი ყურადღებას უფანტავდა. გაწვიმდა.
- მიყვარს წვიმა.
- მე არ მიყვარს , შენ შეიძლება გაცივდე.
- კარგი რა ცოტა ხანს ვისეირნოთ ასე. - საათს დახედა.
- არა უნდა წავიდეთ!- მკაცრად მითხრა.
- სად?
- არაფერი მკითხო უბრალოდ წამომყევი. - გამეღიმა. ტაქსი გააჩერა და ისევ გაურკვევევლი მიმართულებით წავედით.
- რამე ხომ არ მოხდა? - გიგი ფანჯარაში იყურებოდა.
- არა ნინ უბრალოდ ჩავფიქრდი.
- არ მეტყვი სად მივდივართ?
- არა!- გაეღიმა. სანაპიროსთან შევჩერდით. გიგიმ მძღოლს თანხა მისცა და გადმოვედით. აღარ წვიმდა , მაგრამ ციოდა. - შეგცივდა?
- ცოტა!- შენობა ძალიანლამაზი იყო. გიგიმ შესასვლელში ახალგაზრდა ბიჭს რაღაც ჩასჩურჩულა. ის მაშინვე წინ გაგვიძღვა. დარბაზში შუა ადგილას მაგიდა იდგა. და უცებ დავინახე ყველა ჩემი მეგობარი. ფეხზე იდგნენ და მიღიმოდნენ.
- გეგონა შენი დაბადების დღე დამავიწყდებოდა?- გიგი გაბრაზებული მიყურებდა. მაშინვე ჩავეხუტე. ნათია და თამო მაშინვე მოვიდნენ.
- დილით არ მომალოცინა. გილოცავ ჩემი ლამაზო- თამომ ძლიერად ჩამიხუტა და მაკოცა.
- არც ჩვენ. მაგრამ ვიცოდით ეს სიურპრიზი მოგეწონებოდა და ყველა ავყევით- ნათია ჩამეხუტა. დიმა უთქმელად ჩამეხუტა და თავზე მაკოცა. დაჩი ახლოს მოვიდა და ძალიან ფრთხილად გადამეხვია.
- გილოცავ ნინო!- მაშინვე გიგის გავხედე წარბშეკრული იდგა.
- ნინი დაღლილია და დავსხდეთ. - დაჩი მაშინვე გაიწია და დაჯდა. სავარაუდოდ გააფრთხილა რომ არ მომკარებიდა. ყველა დავსხედით.
- ეს საოცარი სიურპრიზია. - გადავუჩურჩულე გიგის.
- სიურპრიზების მოწყობის დიდოსტატი გავხდი. - გაეღიმა. უცებ ადგა. შამპანიურები დაასხა და მეც ამაყენა.
- ალბათ ყველამ იცით ნინიმ უმძიმესი დღეები გამოიარა. სამწუხაროდ მე ... მოკლედ დღეს არ მინდა მძიმე თემებზე საუბარი... ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს ლამაზი გოგო დღეს იუბილარია. მაბედნიერებს მისი არსებობით და იმედია კიდევ დიდხანს გამაბედბიერებს. დღეს ორი საჩუქარი მაქვს. ეს ერთი- ჯიბიდან პატარა წითელი კოლოფი ამოიღო და გახსნა. ორი ბეჭედი იდო. - ვიცი ეს მშობლებს უნდა მოეცად, მაგრამ მე არც ერთი აღარ მყავს და ჩემთვისაც მე ვიყიდე შენები აღფრთოვანებით არ შეხვდებიან ამ ამბავს... მოკლედ ვიცი ერთხელ უკვე დამთანხმდი , მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ მითხრა. იქნები ჩემი მეორე ნახევარი? გახდები ჩემი ცოლი?
- კი- ხელი ამაწევინა და ნიშნობის ბეჭედთაბ ერთად ოქროსფერი რგოლი გამიკეთა. მერე მე მომაწოდა ყუთი. ბეჭედი ამოვიღე და მასაც გავუკეთე. მაშინვე მაკოცა და ხელში ამიყვანა. დაჯდომას ვაპირებდი.
- მოიცა ჯერ მეორე საჩუქარი? - მაშინვე ავდექი. ისევ ყუთი ამოიღო.
- გიგი სამკაულები არ მიყვარს და ნუ მაიძულებ - გაეღიმა. მაშინვე ყუთი გახსნა , სადაც გასაღები იდო.
- ეს თბილისში ჩვენი სახლის გასაღებია.
- რა?
- ბინა ვიყიდე, სადაც ვიცხოვრებთ თბილისში დაბრუნების შემდეგ.
- რა?
- გეგონა ცალ- ცალკე ვიქნებოდით? - გაოცებული მიყურებდა. - ჩემი ცოლი ჩემს გვერდით იქნება არ არსებობს სახლში დაგტოვო. არც ერთი ღამე! - ის ისე მკაცრად საუბრობდა უცბად ყველამ გავიცინეთ. ცოტა დავლიეთ და ვიცეკვეთ. ცეკვის დროს თავი გულზე დავადე.
- საოცარი დღეა. - ვუთხარი.
- ხომ იცი ჩემი ცოლი ხარ, არანაირი საცოლე შენ ჩემი ხარ! ეხლა თამამად შემიძლია გაკოცო და ასე შემდეგ... -გამიღიმა.
- ქმარი... შეჩვევა მინდა ამ სიტყვასთან - გავუღიმე.
- არ მინდოდა ისე ვყოფილიყავით ერთად , ანუ ხო მიხვდი, მაგრამ იმ ღამეს უბრალოდ თავი ვერ შევიკავე ისეთი იყავი.
- ეს საოცრებააა, არ მჯერა.
- არც მე. - თავზე მაკოცა. - წამო დავჯდეთ რა კიდევ რაღაც არის და
- კიდევ საჩუქარი თუა გავბრაზდები.
- გაგიხარდება ისეთი რამ არის. - მაგიდას მივუსხედით. გიგიმ დიმას რაღაც ანიშნა. შემდეგ მიმტანს. შუქები ჩაქვრა. ჯერ შემეშინა. მერე ისევ აინთო და დიმა მუხლებზე იდგა ნათიას სკამთან.
- ნათ, ჩემო ერთგულო მეგობარო და უკვე ჩემო სიყვარულო ამ დღეს იმდენი ხანია ველოდი. გამომყვები ცოლად. - მასაც წითელი კოლოფი ეკავა ხელში.
- კი, რა თქმა უნდ კი!- იყვირა ნათიამ და დიმას ჩეხუტა. ყველა ტაშს ვუკრავდით. ყველამ ვაკოცეთ მათ.
- გიგი მადლობა ყველაფრისთვის!- ხმამაღლა უთხრა დიმამ.
- ჩვენ რაზე ვისაუბრეთ. არაფერია სამადლობელი. რაც თქვენ ჩემს გოგოს გაუკეთეთ მაგას ვერასდროს გადავიხდი. - გიგიმ პატარა ქისა ამოიღო ჯიბიდან და ნათიას გაუწოდა. შიგნით ლამაზი გულსაბნევი აღმოჩნდა.
- უძირო ჯიბე გაქვს?- გავეხუმრე. გაეცინა.
- მიხარია ყველა გახარებული რომ არის. - ლოყაზე მაკოცა. - დაჩი არ ატირდეს მთავარია. - მისკენ მზერა გავაპარე. მოწყენილი გვიყურებდა.
- გიგი ის ჩემი მეგობარია.
- მასზე ფიქრით დროს აღარ დავხარჯავ.- მიღიმოდა. - მთავარია შენ ჩემი ხარ ...
დიდხანს ვცეკვავდით, ვიცინოდით და ვხალისობდით ყველა. დაჩიც გამხიარულდა. თამოს ესაუბრებიდა. ყველაფერი ისე კარგად აეწყო სადღაც გულის სიღრმეში შიშმა ამიტანა. უცნაური შეგრძნება მქონდა თითქოს ეს მშვიდი დღეები რაღაც ცუდის მომასწავებელი იყო. ფიქრები თავიდან ამოვიგდე. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მე და გიგი სასტუმროში დავბრუნდით.
- დაიღალე?- მკითხა ,როცა ბოტასები გავიხადე და საწოლზე დავწექი.
- ცოტა. - გაეღიმა. გვერდით მომიწვა.
- გეძინება?- ჩემსკენ გადმოტრიალდა. კაბა ნელ- ნელა გამიხსნა და გამხადა. სახეზე სიმხურვალე ვიგრძენი. იქვე დადებული ჩემი პიჟამა ჩამაცვა და დამაფარა. - რატომ მიყურებ ასე?
- როგორ ასე?
- გაოცებული.
- ასე რომ მივლი!- გაეღიმა. გაიხადა და გვერდით მომიწვა.
- მიყვარხარ!
- მეც!
დილას გამოღვიძებულს გიგი საწოლში არ დამხვდა. წყლის ხმა ისმოდა. მისი ტელეფონი კომოდზე იდო და ზრიალებდა. დავხედე “ დათო” ვიცი ბიძამისია. მაგრამ დაძახება ღირს თუ არა ეს არ ვიცი. გიგი მალევე გამოვიდა.
- ბიძაშენი გირეკავდა!
- დილამშვიდობის ნინ !
- დილამშვიდობის!- გამიღიმა და მაისური გადაიცვა.სახეზე დაეტყო ზარი არ ესიამოვნა.
- დღეს რა გეგმები გვაქვა ? - აშკარად თავი აარიდა საუბრის გაგრძელებას.
- მინდა მაღაზიებში წავიდეთ პატარ- პატარა საჩუქრები ვიყიდოთ.
- კარგი!- მოვიდა და მაკოცა. დამწუხრებულია.ესეიგი რაღაც რიგზე არ არის.
- რამე მოხდა?
- არა…
- აბა რატომ მოიწყინე?
- დღეს არა რა გთხოვ. არ ვარ მზად ეხლა ჩავიშხამო ყველაფერი. დავბრუნდებით თბილისში და ვისაუბროდ.
***
ის დღე მეგობრებთან და გიგისთან ერთად მშვიდად და ბედნიერად გავატარე. უამრავი საჩუქრები ვიყიდეთ და დაღლილები მივედით სასტუმროში. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ გიგი ნერვიულობდა. მე არაფერს მიმხელდა, მაგრამ ვატყობდი, რომ რაღაც ანერვიულებდა.
- გეძინება?- მკითხა მოწყენილმა.
- არა, საღამოს რამე დავგეგმოთ?
- როგორც გინდა.
- მისმინე, დღეს მთელი დღეა ასე ხარ.
- ასე როგორ?
- თითქოს აქ არ ხარ, თითქოს სხვაგან ხარ. - მის გვერდით ჩამოვჯექი.
- ნინ ეხლა ძალიან ვნერვიულობ, ვნერვიულობ, რომ ზეგ, თბილისში სხვა რეალობაში გავიღვიძებთ და…
- გეშინია ერთად აღარ ვიქნებით?
- თითქოს ჩემი სათქმელი თქვი.
- არ გინდა ვისაუბროთ და დავასრულოთ ეს პრობლემა?!
- მინდა!- თავი დახარა.
- და?
- მაგრამ ეხლა არა. ეს მარტო მე არ მეხება და ამაზე საუბარი ასე არ იქნება სწორი.
- კარგი გიგი!- არც კი ვიცი მზად ვიყავი თუ არა ამ ყველაფრის მოსასმენად. აივანზე გავედი და ღამის სტამბულის და ზღვის ხედით ვტკბებოდი.
- ნუ გამიბრაზდები რა. - გამოვიდა და ჩამიხუტა.
- არ ვბრაზობ უბრალოდ მეშინია.
- წამო გარეთ გავისეირნოთ.
- მე უფრო კარგი იდეა მაქვს. - ვაკოცე და მის სხეულს ავეკარი. ვიგრძენი როგორ გაიღიმა.

***
დილით თავის ტკივილით გავიღვიძე. გიგი აღარ იწვა. ხმა კი შორიდან მესმოდა. ავდექი და მისკენ წავედი. მხოლოდ შორტით იდგა და ტელეფონზე საუბრობდა. მე არ დავუნახივარ.
- დათო, რატომ ვერ ხვდები მე ის მიყვარს და უკვე ჩემი ცოლია. აწი ვეღარაფერს იზამ და შენი ვალი უკვე ფაქტიურად დაგიბრუნე. ნუ ჩაერევი, იცოდე მაგრად განანებ თუ მას უჩემოდ რამეს ეტყვი…- ტელეფონი გათიშა და იდგა. ჩემმა ხმამ დააბრუნდა ღრმა ფიქრებიდან.
- ბიძაშენს არ უნდა ერთად რომ ვიყოთ?- შეცბა და მოიხედა.
- შენ აქ იყავი?
- მიპასუხე…- თავის ტკივილი გამიმძაფრდა, მაგრამ ეხლა ამის არც დრო იყო და არც ადგილი.
- ნინ მას უნდა არავინ მყავდეს. ეს შენ არ გეხება.
- აბა რა ხდება?
- მას ბიზნესის მმართველი და იმპერიის მემკვიდრე სჭირდება. მისი არ ჰყავს ამიტომ მე , დისშვილს მიყენებს.
- და მე რა არ უნდა მითხრას?- ჯერ დამაკვირდა და ოთახში შებრუნდა. უკან გავყევი.-მისმინე არ მინდა ჩემს გამო ოჯახი დაკარგო.
- რომელ ოჯახზე მესაუბრები?- შეჩერდა და ჩემსკენ მოტრიალდა.
- შენი ოჯახი.
- ჩემი ოჯახი შენ ხარ. სხვა აღარავინ მყავს.
- ბებია და ბიძა გყავს და ისინი თუ არ იქნებიან ჩვენს გვერდით არც ჩვენ გამოგვივა რამე. - თვალებში იმხელა სევდა და ბრაზი ჩაუდგა გული მეტკინა.
- ბიძაჩემს არც ვუყვარვარ, უბრალოდ მიყენებს. ბებია კი ისედაც დავკარგე. შენ რომ მიგატოვე მანაც უარი თქვა ჩემზე.
- რატომ?
- ჩათვალა რომ მე შენი მიტოვებით ადამიანობაც დავტოვე და მანაც უარი თქვა.
- მერე დაურეკე უთხარი რომ ერთად ვართ და…
- არ მიპასუხებს - შემაწყვეტინა.
- შენი ნომერი ხომ არ იცის და დარეკე ერთად ვუთხრათ რომ ერთად ვართ და მჯერა ნანული ბებო ჩვენს გვერდით იქნება.
ეჭვის თვალით შემომხედა, მაგრამ ტელეფონი მოიმარჯვა, ნომერი აკრიბადა ხმამაღალზე ჩართო.
- ალო!- გაისმა ნანულის მოწყენილი ხმა.
- ბებო გამარჯობა. - ხმადაბლა დაიწყო გიგიმ.
- რატომ მირეკავ? - მიუხედავად ამ სიტყვებისა მის ხმაში სიყვარული და მოფერება გაისმა. სევდა და მონატრება.
- ახალი ამბავი მინდა გახარო.
- რა მოხდა დათომ დაგაწინაურა? - ირონია ამ ქალს ნამდვილად არ აკლდა.
- როგორ ხარ ბებო?
- მე ? მე როგორ უნდა ვიყო? შენზე დარდით არც დღე მაქვს მოსვენება და არც ღამე. ეს რა გააკეთე ? ასე აგღზარდე?
- ბებო…
- არ მინდა შენთან საუბარი, ის რაც გაბედნიერებდა აქ დატოვე. მეც არ გამითვალისწინე და გოგო , რომელიც სიკვდილს ებრძოდა და შენ სჭირდებოდი მაგ უსინდისო კაცისთვის მიატოვე…
- ცოლი მოვიყვანე- დიდი პაუზა და უხერხულობა ჩამოწვა.
- ალო, ნანული ბებო- ამოვილუღლუღე.
- ნინის ხმაა?- გაოცედა ნანული.
- მე ვარ ნანული ბებო და მე და გიგი…
- მოკლედ ერთად ვართ. დავნიშნე , მერე ბეჭდები გავუკეთე და ჩემი ცოლია. ისე მოვიქეცი , როგორც წესი და რიგია.
- ჩემო ბიჭო!- ტირილზე მეც ამეტირა. - როგორ მოხდა ან სად ნახეთ ერთმანეთი?
- მოკლედ რომ გითხრა ნინი შემთხვევით ამერიკიდან ჩამოსულს სტამბულში დამხვდა და ისევ თავბრუ დამახვია. ერთად ვართ და ბედნიერები ვართ.
- თქვენ არ იცით როგორ გამახარეთ.
- ხვალ ჩამოვფრინდებით საქართველოში. - ჩავერთე საუბარში.
- რომელზე იქნებით მითხარით და მე დაგხვდებით. - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნანული.
- შენ რით დაგვხვდები ბებო ჩვენით მოვალთ.
- შენი მანქანა ეზოში დგას ხელუხლებელი ამდენი ხანი და ბიჭებს ვთხოვ ვინმე მომიყვანს აეროპორტამდე.
- ხვალამდე ნანული ბებო. - გაღიმებული ვუყურებდი გიგის , რომელსაც პატარა ბავშვივით უხაროდა ბებოს მის ცხოვრებაში დაბრუნება. ბებოს დავემშვიდობეთ და დიდხანს გაღიმებულები ვისხედით ოთახში.
- სადმე გავიდეთ? - მკითხა და თავი მხარზე ჩამომადო.
- ხვალ დილით ფრენა მაქვს…- გიგი იღიმოდა. - შენ რომელზე აიღებ ბილეთს?
- უკვე ავიღე და შენ დილით არა და შუადღეს გაქვს ფრენა?
- არა ზუსტად ვიცი…- იცინოდა. - შენ რა ბილეთი შემიცვალე?
- არა , ახალი გიყიდე, ჩემთან ერთად მოფრინავს შუადღეს!- დავიბენი. - გეგონა იმ დაჩისთან , შენ ვაი მეგობართან ერთად გაგიშვებდი და მე მერე უკან გამოგყვებოდით?
- რა ეჭვიანი გახდი შენ?!
- ეჭვიანი არ ვარ. უბრალოდ ეგ ტიპი , რომ დაგტრიალებს თავზე არ მომწონს და შენ რომ ჩემი ხარ ხომ არ გავიწყდება?!
- კარგი აღარ გედავები. როგორც იტყვი ისე იყოს.
- შენ რაღაც ძალიან დამჯერე გახდი. - მაკოცა და ჩამეხუტა. სინამდვილეში დამჯერე კი არა შეშინებული ვიყავი. ხვალინდელი დღე ისედაც რთული იქნებოდა და ეხლა კიდევ დაჩის გამო ჩხუბის გადაყანა ზედმეტი იქნებოდა.

დილა თავის ტკივილით დაიწყო. სასტუმროში დატოვებული ტანსაცმელები ნათიამ წაიღო და თბილისში დაბრუნებას დამპირდა. ძლივს ავდექი და ჩავალაგე ბარგი. გიგი მეხმარებოდა და ცდილობდა თავის ტკივილი და ნერვიულობა შეემსუბუქებინა. აეროპორტში მძღოლმა მიგვიყვანა, გამოვემშვიდობეთ და სარეგისტრაციოდ რიგში ჩავდექით.
- შემიძლია რამე გიყიდო წამალი- გიგი შეშინებული მიყურებდა.
- არ არის საჭირო გამივლის ნუ დარდობ.
- ნათია რომ იყოს უფრო ეცოდინებოდა რა უნდა დალიო.
- ნუ დარდობ რა გიგი კარგად ვარ.
- კარგი მაშინ წყალი მაინც დალიე. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.

ვხედავდი როგორ განიცდიდა რომ ვერაფრით მეხმარებოდა და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.
ნათია დილით ბიჭებთან ერთად დაბრუნდა და ჩვენ მარტო ვიმგზავრეთ თბილისამდე. ფრენა როგორც ყოველთვის დამღლელი და აუტანელი იყო. გიგი მთელი გზა მიყურებდა და შეშინებული მთავაზობდა ცოტა მაინც დამეძინა. ორი საათი და ორმოცდაათი წუთი აუტანელ ტკივილში გავატარე. შემდეგ საბაჟო და დამღლელი ბარგის მიღება აღმოჩნდა. აღელვებამ პიკს მიაღწია , როდესაც კარი გაიღო და ერთად მდგომი ჩემი ოჯახი, გიგის ორი მეგობარი და ნანული დავინახე. თამრიკო მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და ჩამიხუტა. მერე მამა და ლუკა ჩავიხუტე. ნანულიმ თავის ჩვეული სიდინჯით რამდენჯერმე გამიღიმა და ბევრჯერ მაკოცა. ყველას ცრემლები გვდიოდა. არ ვსაუბრობდით. გიგის მხოლოდ მისი მეგობრები და ბებია მიესალმენ. დედაჩემი განგმირავი მზერით უყურებდა.
- ნინო სახლში წავიდეთ. - ისე მითხრა დედამ გიგისთვის არც გაუხედავს.
- დედა გიგი იქ წამოვა სადაც მე ვიქნები.
- საერთოდ- ნაბიჯი წინ გადმოდგა გიგიმ და ხელი ჩამკიდა.- ჩვენ ცოლ- ქმარი ვართ და ჩვენს სახლში წავალთ.
- მისმინე შენ ხომ წახვედი და მიატოვე ნინო- დედა წინ დაუდგა გიგის. - ეხლაც ასევე წადი ჩვენ შენს გარეშე უფრო წყნარად ვიყავით.
- წყნარად?- გიგიმ დიდი პაუზა გააკეთა.
- დედა, შენ შეიძლება წყნარად იყო, მაგრამ მე უბედური ვიყავი. მხოლოდ იმიტომ ვსუნთქავდი , რომ თქვენ ყოფილიყავით ბედნიერები. მე ის მიყვარს და მიიღეთ ისე თითქოს არაფერი ყოფილიყოს. აქ შუა აეროპორტში ასე საქმის გარჩევას ნუ დავიწყებთ. ჩვენთან წავიდეთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ.
- სახლში სტუმარი გვყავს.
- ვინ სტუმარი დედა ? რა დროს სტუმარი იყო?
- ჩვენ არავინ დაგვიპატიჟებია. მისი ბიძაა ჩამოსული.
- რაა?- იყვირა გიგიმ.
- დამშვიდდი. ჩვენთან მივდივართ ყველა და ვისაუბრებთ. უკვე მეც დავიღალე ამ სულელური , გაწელილი დაუსრულებელი ამბით.

ხმა აღარავის ამოუღია. მანქანებში გადავნაწილდით და სახლამდე დადუმებულები მივედით. ჩემოდნები ამოიტანეს და კარი ნელა შევაღეთ. მაშინათვე მისაღებისკენ წავედი სადაც სიმპატიური და მოხდებილად ჩაცმული შუა ხნის მამაკაცი იჯდა. ანერვიულებული ჩანდა. ჩემს უკან გიგი , ჩემი მშობლები, ლუკა და ნანული შემოვიდნენ.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ დათო? იყვირა გიგიმ.
- გამარჯობა , შენ ალბათ ნინი ხარ, ხომ?- მაშინვე ჩემსკენ გამოწვდილი ხელით წამოვიდა და ჩამომართვა, თითქოს საქმიან გარიგებას დებდესო.
- გამარჯობა, დიახ მე ნინი ვარ.
- ნუ ესაუბრები მას. - განაგრძო გიგიმ ყვირილი.
- ყველა დამშვიდდით და დასხედით.- ვთქვი და დემონსტრაციულად სკამზე დავჯექი. ყველამ მე მომბაძა. დიდხანს უხმოდ ისხდნენ. - დაიწყებს ვინმე თუ კითხვები დავსვა?- უკვე ხმაში ბრაზი გამერია.
- როგორც ვხედავ არავინ აპირებს საუბარს ამიტომ მე მოგიყვები. - დაიწყო დათომ , რომელიც ჩემს წინ იჯდა. გიგი გვერდით მეჯდა და საცოდავი თვალებით მიყურებდა. - წლების წინ როდესაც ჩემი და მის მამას- ხელი გიგისკენ გაიშვირა.- გადაეკიდა დიდი წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ სიღარიბე არჩია ანგელოზივით გოგომ ჩემს გვერდით ფუფუნებაში ცხოვრებას.
- შენ მას გასაქანს არ აძლევდი და ყოველ დღე ოჯახის დანგრევას სთხოვდი. - სიბრაზით წამოიყვირა ნანულიმ.
- მერე ეს ავარია მოხდა და ამ ქვეყნად მხოლოდ გიგი დამრჩა. მის აღზრდაში დიდი რესურსი ჩავდე.
- მხოლოდ ფული, ფიზიკურად არც მყავდი ნანახი. - მისკენ გაუხედავად თქვა გიგიმ.
- მე მას ძვირადღირებული მანქანა და ნივთები მივეცი, ის რაც თვითონ და ნანულის არ შეეძლოთ. სწავლითაც ჩემი ბიუჯეტით ისწავლა ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში და დავიპირე , რომ მის ცოდნას მხოლოდ მე მომახმარდა. ვიცი ეგოისტურია, მაგრამ მე ყველაზე კარგად ვიცი რა სჭირდება მას ბედნიერებისთვის.
- მოკეტე დათო, მოთმინების ფიალას მივსებ.
- ნუთუ არ ფიქრობთ , რომ ამ გოგომ ყველაზე მეტად უნდა იცოდეს სიმართლე. - დათომაც ხმას აუწია.
- გისმენთ ბატონო დავით.
- მე შენ სხვანაირი გოგო მეგონე და ყველაზე ჭკვიანი მემგონი შენ ხარ.
- შენ შენს საქმეს იკეთებ დათო და ამას ნამდვილად არასდროს გაპატიებ. - გიგის ხმაში ბზარი ჰქონდა შეპარული, მაგრამ უკვე მოთმინება ავსებული მქონდა და მხოლოდ დათოს ვუსმენდი.
- მერე მის ცხოვრებაში შენ გამოჩნდი და ვიცოდი დედამისივით გრძნობებს აყვებოდა და დაივიწყებდა დანაპირებს. მივაწექი , ვეჩხუბე და შეთანხმება გავახსენე. დავემუქრე და ვაიძულე ამერიკაში წამოსულიყო. - გამახსენდა რა მდგომარეობაში ვიყავით ორივე ამერიკაში წასვლამდე და მივხვდი გიგი იძულებული იყო დავეტოვებინე და მისი გრძნობები ტყუილი არ იყო.
- შემდეგ, განაგრძეთ გთხოვთ. - ცრემლები მახრჩობდა და ხმაშიც შემეპარა ბზარი.
- ის რომ ცუდად გახდეს არ გაცოცხლებ. - გიგისაც ჩემნაირი ხმა ჰქონდა.
- მერე ჩამოვიდა, მოწყენილი და განადგურებული იყო , მაგრამ ვიცოდი გადაუვლიდა. მერე შენი ცუდად ყოფნა გაიგო და ვერც გავაჩერე. არაფერს აღარ მისმენდა. არც ჭამდა და არც საუბრობდა. წამოვიდა.
- გთხოვ დათო არ გააგრძელო. ეს მას ტკივილს აყენებს.
- გთხოვ გააგრძელეთ. - უკვე აღარც მეტირებოდა.
- ყოველ საათში ვურეკავდი. მერე გავიგე , რომ თანხა გჭირდებოდათ შენს გადასარჩენად. გიგის შევთავაზე მე გადავიხდი , მაგრამ შენ უარი თქვი მასზეთქო. მიყვირა , გამომლანძღა და გამითიშა. შემდეგ შენი ანგარიშის ნომერი გავარკვიე და ოჯახს ამის მეშვეობით დავუკავშირდი.
- იჯახს?- გაოცებისგან შევაწყვეტინე.
- ხო , შენს ოჯახს დავურეკე. - ჩემებს გადავხედე. სახეზე შიში ჰქონდათ გამოსახული. - ავუხსენი სიტუაცია და ისინიც დამთანმხდნენ. შენს გადასარჩენად ყველაფერზე მზად იყვნენ. ოპერაციის და ცოტა უკეთესობის შემდეგ გიგის გამოშვებას და თქვენს დააორებას დამპირდნენ.
- რა? - გაოცება და გაბრაზება ამერია.
- ყველაფერს აგიხსნით. - დედა მაშინვე ადგა.
- არაფერი მაინტერესებს. ახსნისთვის დიდი დრო გქონდათ. თქვენ უყურებდით მე როგორ განვიცდიდი, როგორ მტკიოდა კიბოზე მეტად მისი დაკარგვა და მაინც არაფერი გითქვამთ.
- ნინი , ისინი დათომ აიძულა. - თავდახრილი დაიწყო გიგიმ და ხელი ხელზე მომკიდა. მაშინვე გავაშვებინე.
- შენ და ჩემი ოჯახი თურმე შეთანხმებებს აწყობდით ჩემს ზურგს უკან და ეხლა თავის მართლება არ დაიწყოთ. განაგრძეთ დავით.
- მერე დიდხანს მოგვიწია შენი გამოჯანმრთელების ლოდინი, მერე გიგის გადაბირება და ბოლოს ისაც დანებდა. ჩემთან წამოვიდა და თითქოს განაგრძო ცხოვრება , მითხრა ვალს გადავიხდი ნინისას და შენგან წავალ. ის დავკარგე , მაგრამ არც შენ მჭირდებიო. ვიცოდი წლები დასჭირდებოდა ამ ვალის გადახდას , მაგრამ მაინც გამოჩნდი და ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგა. სულ ესაა. ეხლა კი უნდა მიხვდე მე შენს წინააღმდეგ არ ვარ. მე უბრალოდ ჩემს ინვესტიციას ვუფრთხილდები.
ავდექი. მეგონა ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდებოდა.
- მადლობა ბატონო დავით, თქვენ ერთადერთი ხართ , ვინც სიმართლე ბოლომდე მითხრა.
- ნინი შვილო. - დაიწყო ნანული ბებომ, სავარუდოდ ცუდად გამოვიყურებოდი. გიგიც ადგა. ჩემები და დათო გაუნძრევლად ისხდნენ.
- არავის დანახვა არ მინდა. - მხოლოდ ეს ვთქვი და ავტირდი.
- ის ერთადერთია ჩვენგან ვინც შენს გაბრაზებას არ იმსახურებს - დაიწყო მამაჩემმა. - ის ჩვენ გვაფრთხილებდა რომ ეს გაბრაზება და შენი გულისტკენა გარდაუვალი იქნებოდა.
- მამა , შენ ჩემთვის სამაგალითო ადამიანი იყავი და ამიტომაც მეტკინა გული შენი ასეთი მოქცევის გამო. შენ ხედავდი , როგორ ცუდად ვიყავი მეც და ისაც. - ხელი გიგისკენ გავიშვირე. - და არავინ არაფერი თქვით. მიყურებდით როგორ ვიტანჯებოდი ქიმისს დროს და როგორ მტკიოდა მისი წასვლის გამო გული. სიკვდილს ვებრძოდი და ფულში გამცვალეთ.
- შენს გადასარჩენად… - დაიწყო გიგიმ.
- შენ საერთოდ ნუ მესაუბრები. არავის ნახვა არ მინდა. თქვენთან გადაკვეთა აღარ მინდა. თქვენ - დათოსკენ მივიხედე. - ისარგებლეთ პატარა ბავშვის უმწეობით და ისარგებლეთ ყველაფრით. მერე ჩემი ავადმყოფობა გამოიყენეთ და ობოლი ბავშვი , ისედაც ცხოვრებისგან დაჩაგრული მარტო დატოვეთ ჩემი და ბებიამისის სახით ოჯახი დააკარგვინეთ. თქვენ კი ჩემო ოჯახო მადლობა ასე ზურგში დანა რომ ჩამარტყით. ჩემი მეგობრები კი , - გული მეტკინა მათაც იცოდნენ და არავის არაფერი უთქვამს. - მოკლედ ყველამ დამკარგეთ დღეს. არავინ გაბედოს ჩემი მოძებნა. - მაშინვე მისაღებიდან გამოვედი და ჩემს ჩემოდანს ხელი დავტაცე. კიბეები ისე ჩავიარე თითქოს სიმძიმე არ მკავებოდა. გარეთ გავედი, მზეზე დავდექი და მხოლოდ ეხლა გავიაზრე აღარავინ მყავდა და არც წასასვლელი მქონდა.

რა უნდა ქნას ადამიანმა ,რომელმაც ერთ წუთში სახლიც დაკარგა, ოჯახიც და მეგობრებიც. ვფიქრობდი სად უნდა წავსულიყავი ცარიელი ჯიბით და სავსე ჩემოდნით. თავს კარგად არ ვგრძნობდი, თავი მტკიოდა და მხოლოდ ტირილი მინდოდა, მაგრამ უნდა მეფიქრა რა უნდა მექნა.
- ნინი!- ზურგსუკან ნანულის ხმა მომესმა. მივიხედე. ნამტირალევი და დაუძლურებული მეჩვენა.
- გისმენთ!- ბრაზი ვერ დავმალე ხმაში.
- ვიცი ეხლა ყველაზე და ყველაფერზე ბრაზობ და ეს ლოგიკურიცაა. სად უნდა წახვიდე?
- არ ვიცი არავინ აღარ მყავს ნანული ბებო. ყველა ასე ერთ წუთში დავკარგე. - მივედი და ჩავეხუტე. ვინმესთან ჩემი ტკივილის გაზიარება მინდოდა.
- ვიცი შვილო. - თავზე ხელს ნაზად მისმევდა. - მოდი ეხლა ჩემთან წავიდეთ. ჩემთან შენ არავინ მოგძებნოს და ფიქრისათვის დრო და ადგილი გექნება. მეც მათსავით დამნაშავე ვარ, მაგრამ უბრალოდ მიიღე ჩემი დახმარება. ვერავინ გაიგებს ჩემთან , რომ ხარ. მეც მშვიდად ვიქნები. - პასუხი არ გამიცია. ისე რომ ხელი ჩემთვის არ გაუშვია ტაქსი გააჩერა. მძღოლს ჩემოდანზე ანიშნა და მე მანქანაში ჩამსვა. - ყველაფერი დალაგდება ნინი.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. ხელზე მეფერებოდა. უაზროდ ვუყურებდი საყვარელი ქალაქის ქუჩებს. ცრემლები თავისთავად პოულობდნენ ჩემს ლოყებზე გზას. უცებ შევჩერდით. ნანულიმ ტაქსისტს ფული გადაუხადა. აშკარად საბურთალოზე ვართ. მაგრამ სულ ერთია ჩემთვის სადაც არ უნდა ვიყო ყველგან მარტო ვარ. ირგვლივ მიმოვიხედე. ამ ადგილზე ბევრჯერ გამივლია, თუმცა გიგის სახლი არ მქონდა ნანახი. დოლიძეზე პირველივე სახლის სადარბაზოს კარი შევაღეთ და პირველ სართულზე ხის კარს ნანულიმ გასაღები მოარგო. სახლი პატარა, მაგრამ ლამაზი და კოხტა აღმოჩნდა. შესვლისთანავე სიმყუდროვე ვიგრძენი. ნანული მისაღებში შემიძღვა.
- დაჯექი შვილო. - მისი ხმა რეალობაში მაბრუნებდა და სიმშვიდესს მმატებდა. - ვიცი ეხლა ყველაზე გაბრაზებული და ნაწყენი ხარ, მაგრამ არსებობს რაღაცეები რაც არ აიხსნება. როდესაც შენ ცუდად იყავი ყველა მხოლოდ შენს გამოჯანმრთელებაზე ფიქრობდა. შენებს ნუ გაუბრაზდები მათ უბრალოდ ალტერნატივა ვერ ნახე.
- ნანული ბებო , გთხოვთ ნუღარ გააგრძელებთ მათ დაცვას. ისინი მხედავდნენ როგორ ვკვდებოდი ნელ- ნელა მის გარეშე და მხოლოდ მათ რომ არ ენერვიულად ამისთვის ვსუნთქავდი, ეს ეგოიზმია. მათ უნდა ეთქვათ , უნდა დაეტოვებინათ ჩემთვის არჩევანის საშუალება. მე უნდა მიმეღო ეს გადაწყვეტილებები. სინამდვილეში ყველა ეგოისტი გამოდგა და ყველა მატყუარა.
- ნინი , ჩემო გოგო მოდი დაისვენე ნამგზავრი და ნანერვიულები ხარ. შედი ოთახში, დაისვენე და მერე დამშვიდებულ გონებაზე განაგრძე ფიქრი.
- კარგით, თქვენ კი დიდი მადლობა გვერდით ყოფნისთვის. - ნანულიმ ამაყენა და იქვე ოთახის კარი შეაღო. მაშინვე ნაცნობ ადგილად აღმოვჩნდი და მივხვდი ეს მისი ოთახი იყო. - გიგის ოთახია? - ვკითხე ისე , რომ მისკენ არც გამიხედავს
- კი , მისი ოთახია. - ამოიხვნეშა ნანულიმ. - რაც სახლის კარი გაიხურა და შენ მიგატოვა აქ არაფერი შემიცვლია. ამ ოთახში ვიკლავდი მის მონატრებას. თუ შენთვის რთული იქნება შემიძლი ჩემი ოთახი დაგითმო.
- არა, არ შეწუხდეთ. მადლობა ყველაფრისთვის.
- ეცადე დაიძინო!- თავზე მაკოცა და კარი გაიხურა.

კარი დაიხურა და დავრჩი ჩემი უსაყვარლესი ბიჭის სამყაროში მარტო. როგორც ჩანს აქ პატარაობიდან არაფერი შეცვლილა. ალბათ მშობლების და დის მონატრებას ასე იქარვებდა პატარა გიგი. ჩემი… ჩემი? არც კი ვიცი რა უნდა დალაგდეს. ეს როგორ უნდა გადავიტანო? როგორ დავივიწყო? როგორ მივცე უფლება ასეთ ტყუილზე ავაგოთ მომავალი? ან როგორ ვიცხოვროთ ბიძამისის ჩრდილში და ვალში. ღრმად ჩავისუნთქე.წიგნების კარადაზე ჩემი ფოტო დავინახე. ახლოს მივედი. მახსოვს სეირნობისას როგორ გადამიღო გიგიმ და ეს ფოტო ეყენა ტელეფონზეც. ვიღიმი, უდარდელად ვიღიმი და თვალები მიცინის. მაშინ ჩემი პრობლემა მხოლოდ გიგის სანახავად დროის გამონახვა და ისეთი წვრილმანები იყო ჩემი მაშინდელი თავის შემშურდა. ნუთუ ოდესმე ვიქნები ისევ ასეთი ბედნიერი. ალბათ არა, შეუძლებელია ასეთი დიდი ტკივილების შემდეგ ისევ ასე უდარდელად გიღიმოდეს თვალები. თაროებზე პატარა ბავშვის სათამაშოები იდო. მანქანები და მებრძოლი კაცუნები. ალბათ იმ პატარა გიგიმაც არ იცოდა ამხელა ტკივილი , რომ ელოდა წინ. მშობლების და დის დაკარგვა და შემდეგ სიყვარულზე უარის თქმა. მეძინება ძალიან დავიღალე. მის საწოლზე წამოვწექი და ცრემლებს გასაქანი მივეცი. არც მახსოვს როდის ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე ღამე იყო. ფრთხილად ავდექი, კარი გავაღე. მისაღებისკენ წავედი. ნანული ტახტზე იჯდა და ტიროდა. გვერდით მივუჯექი.
- რა მოხდა ნანული ბებო?
- გიგიმ დარეკა. ნერვიულობს. ყველაგან დაგეძებს. მე არაფერი მითქვამს, თავს ცუდად გრძნობს, როგორც ჩანს ტელეფონი არ გაქვს ჩართული. გონია რომ თავს რამეს აუტეხავ.
- არ ინერვიულოთ მე დავურეკავ და დავამშვიდებ.
- მადლობა შვილო. -ტელეფონი მოვიმარჯვე და ჩავრთე.პირველივე ზარზე მიპასუხა - ალო.
- ნინი- ჩაისუნთქა. - ვიცი ჩემი დანახვა არ გინდა, მაგრამ გთხოვ მითხარი რომ კარგად ხარ.
- კარგად ვარ. როგორც შეიძლება რომ ამ სიტუაციაში კარგად ვიყო.
- სად ხარ?
- მაგას არ აქვს მნიშვნელობა. კარგად ვარ. თავს არაფერს ავუტეხავ არ ინერვიულო. უბრალოდ არ მომძებნოთ. ჩემებსაც გადაეცი თქვენ მაინც რაღაც კლანი გაქვთ და ერთმანეთთან შეთანხმებებეს აწყობთ ჩემს ზურგს უკან.
- ნინ ოღონდ კარგად იყავი და სადაც გინდა იყავი. უბრალოდ ვიცოდე რომ კარგად ხართ. მეტი არაფერი მინდა. - ხმაში ბზარი შეეპარა. ვიცი ნერვიულობს.
- გთხოვთ ნუ მომძებნით. მარტო მინდა ყოფნა. ცოტა ხნით მაინც.
- მესმის.
- კარგად.
- მიყვარხარ. - გამორთვისას გავიგონე.
- არ ინერვიულოთ და მაპატიეთ, რომ ის ჩემს გამო აქ არ მოდია.
- ის აქ ისედაც არ იყო, უბრალოდ არ მინდა ინერვიულოს და ეგონოს რომ რამე მოგივა. შენ მას მართლა ძალიან უყვარხარ და არც იცის შენს გარეშე რა აკეთოს.
- ვიცი, მის სიყვარულში ეჭვი არ მეპარება. - ავტირდი.
- ეხლა რა იქნება?- მკითხა დაბალი ხმით.
- არ ვიცი. მათი პატიება და ამ ყველაფრის გადახარშვა მიჭირს.
- დრო გჭირდება.
- იცით სულ რას ვფიქრობ. რით დავიმსახურე ამხელა ნერვიულობა არ ვიცი.
- მეც ზუსტად ამას ვფიქრობ.
- მე მალე ვიშოვი საცხოვრებელს და აქედან გადავალ. შემდეგ მასაც შეეძლება თქვენთან მოსვლა.
- თუ პატივს მცემ გთხოვ არსად წახვიდე. შენ ჩემი შვილიშვილი ხარ იმ დღიდან, ერთ საღამოს გიგი სახლში, რომ შემოვიდა , იღიმოდა. რომ ვკითხე რა გჭირს გადაირიეთქო მითხრა ერთი ულამაზესი გოგო ვნახე და მემგონი მასაც მოვეწონეო. აი იმ დღიდან როდესაც ჩემს გიგის ღიმილი დაუბრუნე, ნამდვილი ღიმილი, მას შემდეგ ხარ ჩემი შვილიშვილი. ის მიხედავს თავის თავს. შენ კი აქედან არ გაგიშვებ. - მაშინვე ჩავეხუტე.
- თქვენს გარდა აღარავინ დამრჩა , მადლობა გვერდში დგომისთვის. - ორივე დიდხანს ვტიროდით. შემდეგ როცა ცრემლები გამოგველია უბრალოდ ვიჯექით.
- ნინი შვილო ეხლა გვიანია დაიძინე , გამოძინება ნამდვილად გჭირდება.
- მადლობა ყველაფეისათვის კიდევ ერთხელ.
- ძილი ნებისა.

ისევ ჩემი გიგის პატარაობაში დავბრუნდი. დიდხანს ვეფერებოდი მის თითოეულ ნივთს და შემდეგ ისევ ჩამეძინა. კაკუნი გავიგე და მაშინვე წამოვჯექი.
- ნინ , გღვიძავს შვილო?
- კი ნანული ბებო
- გიგი არ მპასუხობს. მეშინია რამე ხომ არ მოუვიდა. - თავი დახარა , როგორც ჩანს ძალიან იყო აღელვებული.
- მე დავურეკავ!- ტელეფონი მოვიმარჯვე, გული სწრაფად მიცემდა. არ მიპასუხა. ხელახლა ავკრიბე. ისევ არ მიპასუხა.
- არ გპასუხობს? - ნანულის თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩაგუბებული.
- კიდევ დავურეკავ. - უკვე მეც ავღელვდი.
- შენ აუცილებლად გიპასუხებდა. არ მინდა შეგაშინო, მაგრამ იმედია არაფერი მოსვლია. არც ის ვიცი სად მოვძებნო.
- აქ ბინა აქვს ნაყიდი, იცოდით?
- არა!- გაიკვირვა ნანულიმ.
- ჩვენთვის იყიდა. მისამართი ვიცი და გასაღებიც მაქვს.
- წამომყვები?- ისე შემომხედა უარს ვერ ვეტყოდი. თავი მოვიწესრიგე და სახლიდან ნაჩქარევად გავედით. გული საშინლად მივემდა და ცუდი ფიქრები არ მასვენებდა. იმედია სისულელელე არ ჩაუდენია და არ მანანაებინებს გადარჩენას. გზაში ხმას არ ვიღებდით. მისამართი ვიცოდი და იმედი მქონდა ჩვენს სახლში დამხვდებოდა. კორპუსთან შეაჩერა მძღოლმა. ნანულიმ ფული გადაუხადა და სწრაფად ავიარეთ პატარა კიბეები. ლიფტს დავაწექი უკვე ნერვიულობისგან ტირილი მინდოდა. მეშვიდე სართულს სრაფად მივაჭირე და მხოლოდ ლიფტის ხმას ვუსმენდი. კარზე გასაღები მოვარგე და სწრაფად შევაღე. ნანულის აღარ ვუყურებდი. სახლში არაფერი იდგა. უბრალოდ ლამაზ ფერებში იყო გარემონტებული. ყველა ოთახი მოვიარე. გიგი ჯერ არსად ჩანდა. ერთ- ერთი კარი შევაღე და საწოლზე გიგის დანახვისას მოვეშვი და მხოლოდ ტირილი მომინდა. ირგვლივ არყის და ვისკის ბოთლები ეყარა. წელსზემოთ შიშველი იწვა და ეძინა. მის სუნთქვას დავაკვირდი აშკარად თანაბრად სუნთქავდა. დავმშვიდდი და ღრმად ჩავისუნთქე.
- ეს საძაგელი , როგორ გვანერვიულა ?!- ნანული მხოლოდ ეხლა გამახსენდა.
- მე წავალ ნანული ბებო!- ვეცადე ჩუმად გავსულიყავი.
- წადი, შენც წადი ჩემი ცხოვრებიდან. ისედაც არავინ მყავს და შენც მიმატოვე. - გიგის ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა. გული მეტკინა. გავჩერდი და უკან მივიხედე.
- მიხარია რომ კარგად ხარ.
- კარგად?! მე ეხლა კარგად ვარ? შენ მე ეხლა ესე მხედავ?!- აშკარად ისევ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა.
- დაიძინე და უკეთ იქნები.
- რომ გავიღვიძებ ჩემთან იქნები? ისევ იმ სტამბულის სიზმარში გავიღვიძებ ? დამპირდი რომ ასე იქნება და და ეხლავე დავიძინებ.
- გიგი- ნანულის ხმამ გამოაფხიზლა.
- თქვენ ორნი ერთად საიდან?
- შემეშინდა რომ არ მიპასუხე და ნინის ვთხოვე შენს მოძებნაში დამხმარებოდა.
- ანუ მას ურეკავ და ეუბნები სად ხარ და რას აკეთებ და მე ძაღლადაც არ ჩამაგდე?! მართალია მე ვინ ვარ?
- გთხოვ დამშვიდდი და ნურავის ანერვიულებ.
- მე რომ რამე მომსვლოდა ინერვიულებდი?!- თავი გვერდზე გადახარა და თვალები გამომცდელად მოჭუტა.
- რა თქმა უნდა ყველა ვინერვიულებდით.
- ყველა არა, ზოგს ძალიანაც გაუხარდებოდა, მაგალითად შენზე შეყვარებულ გულჩვილ დაჩის.
- გეყოს რა გიგი პატარასავით იქცევი.
- მე ვიქცევი პატარააავით? რაც მაობლები და და დავკარგე მას შემდეგ პატარა აღარასდროს ვყოფილვარ. არ მომცა ცხოვრებამ საშუალება პატარა ვყოფილიყავი. ამიტომ გთხოვ რამოდენიმე წუატით მაინც მოვიქცევი როგორც პატარა. - გული მეტკინა და ალბათ ნანული რომ არ ყოფილიყო ჩავეხუტებოდი.
- მე უნდა წავიდე.
- წადი, წადით ორივე და არ იკითხოთ როგორ ვარ. თავს არაფერს ავუტეხავ სულელი არ ვარ ასე გაგწიროთ. - მეტის მოსმენა არ შემეძლო სახლიდან გამოვედი და სადარბაზოს კიბეებს სირბილით ჩავუყევი. არ არის სწორი ნანულისთან წასვლა , მაგრამ ის ერთადერთი ადამიანია , ვინც არ მატყუებდა. ეზოში პატარა სკამზე ჩამოვჯექი და სადარბაზოს ვუყურებდი. რამოდენიმე წუთში ბებოც გამოვიდა. არ იმჩნევდა , მაგრამ სახეზე ტანჯვა ეხატა.
- წამოდი შვილო სახლში წავიდეთ ასე შუაგულ მზეში, რომ ზიხარ შენთვის არ შეიძლება.
- იქნებ…
- ეხლა რომ მითხრა შენთან არ მოვდივარო მე ისე წავალ ვეღარც ერთი ვეღარ მნახავთ
- კარგი ნანული ბებო დამავიდდით, სახლში წავიდეთ.


ერთმა თვემ ისე ჩაიარა მე და ნანული მშვიდად ვცხოვრობდით. ჩემებმა იცოდნენ რომ ცოცხალი ვიყავი. შიშით დედაჩემმა საცხოვრებელიც არ მკითხა მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობა იკითხა. ამ დღეების განმავლობაში ნანული ჩემზე ზრუნავდა. მე კი მასზე. ისე შევეჩვიეთ ერთად ცხოვრებას, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო , თითქოს ეს ადამიანი მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყო.
- გაიღვიძე ბებო?- მკითხა როდესაც აბაზანიდან გამოვედი.
- კი ბებო, ეხლავე ჩავიცვამ და საჭმელი გავამზადოთ.
- გიგიმ დარეკა. - სწრაფად მითხრა და სამზარეულოში გავიდა.
- და რაო?- ისე ვიკითხე თითქოს არ მაინტერესებდა სინამდვილეში გული მეწურებოდა.
- ისევ რაღაცეები იბოდიალა და მგონი მიდის. - თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა. მართალია მას არ ვნახულობდი, მაგრამ ვიცოდი აქვე იყო, ერთ ქალაქში ვიყავით.
- სად?- ცრემლები ყელში მომებჯინა.
- მგონი ისევ ამერიკაში მიდის
- მერე აქ ბიზნესი რომ დაიწყო?- ჩავებღაუჭე იმედს , რომ ეს ბიზნესი გააჩერებდა მას.
- ასე თქვა შენი და ნინის სახელზე გავაფორმებო.
- მე მისი ბიზნესი არ მჭირდება.
- ასეც ვუთხარი, არ ინერვიულო.
- თუ წასვლა და გაქცევა უნდა წავიდეს!- ოთახიდან გამოვედი. მაშინვე გიგის ოთახს შევაფარე თავი. არც იბრძვის , არც ცდილობს, მხოლოდ გარბის. ჩამეძინა.

მწყურია… ისე ვარ თითქოს მძინავს და არც მძინავს. ფანჯარაში ბნელა. აშკარაა დიდხანს მეძინა, მაგრამ შეგრძნება დაღლილობის არ მშორდება. ვიღაცის სუნთქვას ვგრძნობ. ნანული არ არის. ვიღაც გვერდით მიწევს. თითქოს
მეშინია მივიხედო. უცებ გადმოვტრიალდი და გიგი დავინახე. იწვა და მისი მწვანე თვალებით სევდიანად მიყურებდა.
- აქ რას აკეთებ?- გაეღიმა.
- შენ რას აკეთებ ჩემს ოთახში , პატარა ქალბატონო?- სახეზე ხელი ნაზად გადამისვა.
- მე ნანულიმ მთხოვა და აქ ვცხოვრობ.
- მე კი ვფიქრობდი სად არისთქო, სად არ გეძებე და შენ თურმე ჩემს ოთახში, ჩემს საწოლში ხარ!- გაეღიმა.
- შენ თუ ნანულისთან დაბრუნდები მე სადმე გადავალ.
- სადმე!- გაბრაზდა. - სად სადმე? შენ იქ ხარ სადაც უნდა ყოფილიყავი ბიძაჩემი , რომ არ ჩარეულიყო და ყველაფერი არ გაეფუჭებინა.
- ანუ შენ და ჩემი ოჯახი თქვენს დანაშაულს ვერ ხედავთ ხომ ასეა?
- ყველაფერს ვხედავ და ყველაფერი ვიცი, ამიტომაც არ მინდოდა იმ სიზმრიდან გამოსვლა. ეს რეალობა შენს თავს მაკარგვინებს. უფრო სწორად დამაკარგვინა. - ავდექი, თავბრუსხვევადა სრული სიცარიელე. ისევ გული წამოვიდა. თვალი ისევ საავადმყოფოში გავახილე. თავზე შეშინებული გიგი და ნანული მედგნენ.
- რა მოხდა?- ხმა მისუსტებულად გაისმა. მხოლოდ ეხლა შემომხედა თავდახრილმა გიგიმ.
- გული წაგივიდა და ისევ გიორგი ექიმთან მოგიყვანე. თუმცა დამამშვიდა ყველაფერი კარგად არისო. დავუძახებ. - პალატიდან გავიდა.
- შენ რომ ჩემთან იყავი მე არ მითქვამს, არ იფიქრო მეც გიღალატე.
- ეს მისი სახლია და ვიცოდი ადრე თუ გვიან იქ მოვიდოდა.
- ექიმმა ანალიზები გაგიკეთა - ამ დროს კარი გაიღო და გიორგი შემოვიდა.
- გამარჯობა ნინო, როგორ ხარ?- უჩვეულოდ იღიმოდა.
- გამარჯობა გიორგი ექიმო.
- პაციენტთან მარტო უნდა დამტოვოთ, გთხოვთ. - კარზე მიუთითა შეშინებულ გიგის და ნანულის.
- ხომ მავიდობაა? - ჩაეძია გიგი.
- კი, უბრალოდ მარტო უნდა ვესაუბრო , ეს წესია.
- კარგით. - გიორგი დაელოდა სანამ გავიდოდნენ და შემდეგ უფრო ახლოს მოიწია.
- რა მოხდა ექიმო რამე…
- არა, სასიხარულო ამბავია. მიხარია მძიმე პრეპარატებს წინა წლის შემდეგ რომ აღარ იღებ. ამიტომაც მოხდა ეს საოცრება.
- რა საოცრება? გამოჯანმრთელება?
- ბავშვი მთლიანად შეცვლის შენს სამყაროს.
- ვინ ბავშვი ექიმო?- წამოვჯექი.
- არ იცი? ორსულად ხარ?- დავმუნჯდი. -რომ მცოდნოდა მახარობელი ვიყავი უფრო სხვანაირად დავიწყებდი.
- ორსულად ვარ?
- კი ასეა. გინდა მამასაც დავუძახოთ.
- არა , გთხოვთ. ჩვენ ეხლა ცუდი ურთიერთობა გვაქვს და არ მინდა ჯერ რამე გაიგოს.
- კარგი შენი ნებაა, თუმცა ის ძალიან ნერვიულობს და ჩემი აზრით უნდა უთხრა.
- ვეტყვი, მაგრამ ჯერ არა. რაიმე განააკუთრებული მოფრთხილება მჭირდება?
- არა , როგორც ყველა ორსულს სტანდარტულად ვიზიტი გინეკოლოგთან, კარგი კვება და სტრესისაგან შორს ყოფნა. მე გავალ, ხო მართლა წასვლა ნებისმიერ წუთს შეგიძლია.
- მადლობა გიორგი ექიმო. - გავიდა და მუცელზე ხელი კოვიკიდე. წარმოუდგენელია ჩემს შიგნით სიცოცხლე ვითარდება. ეს საოცრებაა, მაგრამ მე და გიგი ეხლა და კიდევ ჩემები. ამ დროს კარგი გაიღო და გიგი შემოვიდა.
- მე არაფერი მითხრა. რაო რატო წაგივიდა ისევ გული?
- სტრესის გამო. - თვალი ავარიდე და ფანჯარაში გავიხედე.
- ნანულისთან წაგიყვან და მე აღარასდროს მოვალ. ვხედავ რა დღეშიც ჩაგაგდე.
- არა!- შევყვირე. - შენ შეგიძლია ნანულისთან დაბრუნდე მე წავალ სახლში სხვა გზა მაინც არ მაქვს.
- მე იქ მაინც არ დავბრუნდები , არ ვიმსახურებ. ბებოს ნუ აწყენინებ , ისედაც ჩვენს გამო რა დღეაია ქალი.
- გიგი…
- გთხოვ ნუღარ გაჯუტდები. - თავზე მაკოცა და გავიდა. თითქოს სამუდამოდ დამემშვიდობა. უკან არ მოუხედავს. კარი ისევ გაიღო და ნანული შემოვიდა.
- ხომ კარგად ხარ?
- კი. წავიდა?
- ასე ჯობია. შენ მე მოგივლი. ის კი მის თავს უპატრონებს. - აღარაფერი მითქვამს ავდექი და სახლში წავედით.
სახლში მისულს არფრის ხალისი არ მქონდა. მაშინვე ოთახში შევიკეტე და ვცდილობდი გამოსავალი მეპოვნა, თუმცა ერთი ზუსტად ვიცოდი ეს ბავშვი მინდოდა. მინდოდა მთელი გულით. ჩემს მდგომარეობაში ორსულად დარჩენა ეს უკვე სასწაული იყო და ვიცოდი ამ სასწაულს უნდა გავფრთხილებოდი. გიგის გარეშე ამას ვერ შევძლებდი. არც იყო ღირსი არ სცოდნოდა მისი შვილის შესახებ, მაშინ როდესაც ასე ძალიან უნდოდა შვილის ყოლა. გამახსენდა როგორ აღფრთოვანებით საუბრობდა , როგორ მოუყვებოდა ჩვენს შვილებს ისტორიებს და როგორ გაართობდა. ის ნამდვილად არ იმსახურებდა ჩემს ამ ტყუილს. ამისათვის ძალა უნდა მოვიკრიბო და ყველაფერი ვუთხრა. რეალობაში მე მასთან ყოფნა მინდა. მხოლოდ ჩემს თავს ვატყუებ რომ შევძლებ მის გარეშე. ღრმად ჩავისუნთქე და ტელეფონი მოვიმარჯვე.
- ალო, ნათი.
- ნინ როგორ მომენატრე. როგორ ხარ?
- კარგად ვარ. შენი ნახვა მინდოდა. თუ გცალია მისამართს მოგწერ და მოდი.
- კი ეხლავე მოვალ.
ნათიას მისამართი გავუგზავნე. ეხლა როგორც არასდროს მეგობრის დახმარება და რჩევა მჭირდება. ნანული გავაფრთხილე სტუმარს მივიღებ თუ არ შეგაწუხებთქო და გამებუტა. შენი სახლია და ვინც გინდა ის დაპატიჟე რატომ მეკითხებიო. ერთი საათის შემდეგ ნათია მოვიდა. გაოცებული დარჩა ნანულის დანახვით. ბებო დაგვემშვიდობა. მოიმიზეზა საყიდლები და წავიდა. ვიცი ასე განზრახ მოიქცა. უნდოდა მარტო დავეტოვებინეთ. მისაღებში ერთმანეთის პირისპირ ვისხედით.
- ამდენ ხანს აქ იყავი?- თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. - ჩემზე ისევ ბრაზობ?
- კი ვბრაზობ. ასე შენ მაინც როგორ მომექეცი.
- პირველ რიგში მადლობა რომ სულ არ გამრიყე შენი ცხოვრებიდან. მეორე ეს საიდუმლო მარტო მე არ მეხებოდა ნინ, და შენებსაც ნუ ადანაშაულებ ხომ იცი შენი გადარჩენა იყო პრიორიტეტი.
- ვიცი, მესმის. მაგრამ ასეთი რამის დამალვა…- თავში გამიელვა. ეხლა მეც ზუსტად მათსავით ვიქცევი გიგის მის შვილს ვუმალავ.
- რა მოხდა? რატომ გაჩერდი. - უცებ ტირილი დავიწყე. ჩემთან გადმოჯდა და ჩამიხუტა. - რა ხდება ნინ კარგად ხარ?
- მეც ზუსტად თქვენსავით ვმალავ და …
- ისევ ცუდად ხარ?
- არა , პირიქით ყველაფერი ისე კარგადაა!- გაოცებული მიყურებდა. - ნათ ორსულად ვარ. - გაოგნებული მიყურებდა.
- რა?- გაოგნებულ სახეზე ღიმილი გადაეფინა. - ანუ დეიდა ვხდები? გიგი? გიგიმ იცის?
- ეგაა პრობლემა ზუსტად. აქ იყო მოსული , გული წამივიდა და საავადმყოფოში წამიყვანა, გიორგი ექიმთან. მან ეს ჩუმად მითხრა , მე გიგის დავუმალე. მან ჩათვალა რომ მისი ნახვა მხდიდა ცუდად და წავიდა. სად წავიდა არ ვიცი.
- უნდა უთხრა. როგორც შენი მეგობარი, ხომ ასეა , ხომ ისევ ვმეგობრობთ?
- ნათი რა თქმა უნდა !- ჩავეხუტე. - თქვენს გარეშე არ ვიცი როგორ უნდა ვიყო.
- გიგის უნდა უთხრა. ეს არაადამიანურია დაუმალო შვილის არსებობა.
- ვიცი.
- თან არ გახსოვს ორსულად არ იყავი და როგორ გაჭმევდა და გივლიდა?! - გაეღიმა.
- ხოო, სულ ეს მახსენდება.
- ხოდა უთხარი.
- დიმა სად არის?
- გარეთ , მე მომიყვანა და გარეთ მანქანაში ზის. გონია არ გვაპატიებ და არ უნდა გულისტკენა გაჩვენოს. ხომ იცნობ?!
- წამო გავიდეთ მეც ცოტა გასეირნება არ მაწყენდა. - ტელეფონი ავიღე. - ბებო მე გავდივარ და საღამოს მოვალ.
- კარგი შვილო, არ დაიგვიანო. - დამარიგა ყურმილის მეორე მხარეს თბილმა ხმამ.
გარეთ ცხელოდა, აგვვისტო ცხელი თვეა. დიმა მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან, როგორც კი მივუახლოვდით. არ მომიახლოვდა , თავდახრილი იდგა.
- გამარჯობა!- ხმადაბლა თქვა.
- გაგიმარჯოს. როგორ ხარ?- მხოლოდ ეხლა ამომხედა
- მე , არამიშავს.შენ?
- მე ? ყველაფრის მიუხედავად ფეხზე ვდგავარ.
- მიხარია. - დიდი პაუზა ჩამოწვა. - როდესმე გვაპატიებ?- პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
- მომიწევს რომ გაპატიოთ, ვიცი ეს ჩემს გამო გააკეთეთ, უბრალოდ პირობა უნდა დადოთ, რომ ჩემს გარეშე მეტ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ. - ჩამეხუტა.
- აღარასდროს !
- გავისეირნოთ?
- ნინ ძალიან ცხელა და იქნებ სადმე დავსხდეთ. - ნათია აღელვებული მიყურებდა.
- ძალიან კარგი ცოტა გავისეირნოთ დე ვიტამინი მჭირდება.
- რამე პრობლემაა ისევ?- დიმამ მანქანა ჩაკეტა და ნელა გავუყევით გზას.
- პრობლემა? არა კარგად ვარ. ძალიან კარგად. - დემონსტრაციულად ხელი მიცელზე დავიდე.
- მუცელი გტკივა?- გაოცებული მიყურებდა დიმა. ნათიას და მე გაგვეცინა. - სასაცილო რა არის?
- ორსულად ვარ. - გაჩერდა და ცდილობდა გაეაზრებინა ნათქვამი.
- რა? გიგი გაგიჟდება. ტვინი წაიღო ბავშვით და…უთხარი?
- არა, ვერა.
- გაგიჟდი? არ მითხრა რომ ამ სისულელეს გააკეთებ და მას ბავშვს დაუმალავ ან უარესი კიდე.
- რა უარესი? გგონია მოვიშორებ? ბავშვს, რომელიც გიგისგან მყავს? გააფრინე?
- არ ვიცი…- დაიბნა და თვალები დახარა - უბრალოდ გაბრაზებულზე.
- კარგი რა ცოცხალ ადამიანზე, ჩემს შვილზე ვსაუბრობთ. ყველაფერთან ერთად ის გიგისგან მყავს.
- კარგი შევცდი ასე რომ ვიფიქრე. რას აპირებ?-ორივე გაჩერდა და მეც გავჩერდი.
- ორი აზრი არ არსებობს ბავშვს ვიტოვებ! გიგისაც უნდა ვუთხრა, მაგრამ არ მინდა ცუდად გამოვიდეს.
- რა გამოვიდეს?- გამომცდელად მიყურებდა ნათია.
- ორსულად ვარ და ცოლად მომიყვანეთქო. - გაეცინათ.
- გოგო ცოლობა გთხოვა და რა უნდა გამოვიდეს ცუდად?!
- მერე გავექეცი და მივატოვე. საშინელ მდგომარეობაში იყო. მოკლედ რაც არის ის არის, უნდა ვუთხრა. დღეს მინდა სახლში მივიდე. ამას ტელეფონით ვერ ვერყვი.
- მე წაგიყვან- წამოიძახა დიმამ.
- ჩვენ წაგიყვანთ-ღიმილით შეხედა ნათიამ. მანქანასთან დავბრუნდით და გიგის, უფრო სწორად ჩვენი სახლისკენ წავედით. გზაში სიტყვებს ვალაგებდი, რა , როგორ უნდა მეთქვა. ნერვიულობამ იმატა, სახლს რომ მივუახლოვდით.
- წამოხვალთ!
- ამას ვერ გამოვტოვებ!- ნათია ჩემზე ადრე გადავიდა მანქანიდან. დიმა გადმოგვყვა. ლიფტიდან გამოვედი და ვიდექი ჩემი სახლის წინ. რამდენჯერმე დავაკაკუნე, შემდეგ ზარი დავრეკე. შიგნიდან სიჩუმე იყო.
- იქნებ სახლში არააა?- იკითხა დიმამ.
- დავურეკავ. - ვთქვი და მაშინვე მოსი ნომერი ავკრიბე. გამორთული ქონდა. შემეშინდა. საავადმყოფოს მერე არ შემხმიანებია. არ მოსულა. იმედია რამე … თუმცა ხომ დამპირდა.
- იქნებ დაუჯდა?- დიმას თავადაც ეჭვი ეპარებოდა ბიზნესმენს, რომელიც ტელეფონზეა დამოკიდებული ტელეფონი დაუჯდეს.
- კარგი აქ ვერაფერს გავაკეთებთ. სახლში წავალ. ნანულის ვკითხავ. იქნებ რამე იცოდეს.
- კარგი. - უხმოდ წამოვედით. სახლში შესულს მადისაღმძვრელი სუნი დამხვდა.
- ნანული ბებო როგორ ხართ?- დიმა სანდომოან ბებოს მიესალმა.
- მოხვედით?- თვალები ჩაწითლებული აქვს რაღაც მოხდა.
- რამე მოხდა ნანული ბებო?
- გიგი- თვალებზე ისევ ცრემლი მოადგა.
- რა გიგი?
- გიგი ამერიკაში წავიდა.
- რა?-შოკმა მთელი სხეული მოიცვა. სუნთქვა გამიძნელდა. - როდის?
- დღეს გამთენიისას?- ცრემლები გადავყლაპე და მკაცრი ხმა დავიყენე.
- მასზე მეტი სიტყვა აღარ გამაგონოთ. ისევ მომატოვა. ისევ არაფერი ამიხსა. არც ჩემს ახსნას დაელოდა. ის არაფრის ღირსი არ არის.
- მან შენ წერილი დაგიტოვა.
- წერილი? ეს სიმხდალეა გაექცე საყვარელ ადამიანს მაშინ… კარგით ნანული ბებო მომეცით წერილი. - მან ხელები შეიმშრალა და ოთახიდან გავიდა. ოთახში დაბრუნებულს კი თაბახის შუაზე გაკეცილი ფურცელი გამომიწოდა. მაშინვე გიგის ოთახში შევედი, ლოგინზე დავჯექი.
“ ჩემო ლამაზო გოგო,
გტოვებ… ისევ გტოვებ, მაგრამ ისევ არა ჩემი მიზეზით. შენ ჩემს გამო ასე ცუდად ხარ. მე ეგოისტი ვერ ვიქნები და ვერ მოგთხოვ ცუდად იყო და ჩემთან იყო. ასე ვერ გავეგოისტდები. ისეც მეყო რაც ჩემს გამო და ბიძაჩემის გამო გადაგატანინე. ვიცი ეხლა ძალიან რთული იქნება , მაგრამ გაივლის დრო და მხოლოდ მოგონებები დაგრჩება ჩემზე. მინდა ბედნიერი იყო. გთხოვ მხოლოდ ის დამპირდი, რომ ბედნიერი იქნები. კომპანია და სახლი შენს სახელზეა. ვიცი გაბრაზდები, მაგრამ მინდა შენ მართო და იქ იცხოვრო , ეს ბინა ჩვენთვის ვიყიდე და მინდა შენი იყოს. მიყვარხარ უზომოდ და მაპატიე, ოდესმე მაინც.
შენი მწვანეთვალება იდიოტი!”

***
წერილის მიღებიდან 3 თვე გავიდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სახლში დავბრუნდი ჩემებს ვუთხარი ორსულობის შესახებ და მიიღეს. არავინ აპროტესტებდა. ნანულიმაც გაიგო და ჩემი თხოვნაც გაითვალისწინა , რომ გიგისთვის არაფერი ეთქვა. მან თავად მიმატოვა და გაიქცა. ვიცი ოდესმე გაიგებს. მაგრამ არა დღეს. დღეს ექოზე მივდივარ. იმედია პატარა კარგადააა
- ნინო მოემზადე ?- დედამ თავი შემოყო ოთახში.
- კი მზად ვარ. - სარკის წინ დავდექი. - მეჩვენება თუ ცოტათი დამეტყო მუცელი?
- კი , ცოტათიც და ბევრითაც. ძალიან ლამაზი ორსული ხარ. სავარაუდოდ ბიჭი გყავს.
- ბიჭი? სქესის გაგება არ მინდა. მინდა ჯანმრთელი იყოს.
- შენი ნებაა…
- რამე მოხდა დედა?
- ნათიას და დიმას ქორწილი ერთ კვირაშია და…
- და?
- და გიგიც დაპატიჟეს.
- ვიცი…- ვიცოდი მაგრამ ხმამაღლა ამის გაგებამ მაინც ამაფორიაქა.
- რომ ჩამოვიდეს?- დედა აშკარად ანერვიულებული იყო.
- ჯერ ერთი არ ჩამოვა. ნანულიც ასე ფიქრობს, მეორე- ის ამას მაინც გაიგებს უბრალოდ ეხლა ასე მსოფლიოს მეორე მხარეს გაქცეულს არაფერს ვეტყვი. ასე თვითონ აირჩია. როდესმე რომ გაიგებს ვერც მისაყვედურებს.
- მისმინე ნინო , მგონი ის შენს გამო წავიდა.
- თამრიკო , როცა საჭირო იყო ჩვენი სიყვარულის და მისი დაცვა შენ სხვა მხარე აირჩიე და ეხლა ყველაფერი დამთავრდა, უბრალოდ ის ჩემი შვილის მამაა.
- კარგი , არ ინერვიულო. იქ ნანულიც მოვა. მიკვირს რომ არ უთხრა გიგის.
- მე ვთხოვე. - დედას აღარაფერი უთქვამს. გავიდა და მეც მალე უკან მივყევი. საცობში მოვყევით, საავადმყოფოში მისულებს ნანული დაგვხვდა ცოტა განერვიულებული ჩანდა.
- ვინერვიულე, როგორ ხარ ნინო?
- კარგად ბებო. თქვენ?
- კარგად ვარ, მთავარია ჩვენი პატარა იყოს კარგად. - მუცელზე მომეფერა და კაბინეტისკენ წავედით. ექიმმა ექოაკოპიაზე გაგვიშვა და ანალიზების დასახელებები გაურკვეველი კალიგრაფიით ჩამოგვიწერა ფერად ფურცელზე. ექოზე დავწექი. სანდომიანი ექიმი მიღიმოდა.
- პირველი ირსულობაა?
- დიახ- სამივემ ერთად გავეცით პასუხი
- გემჩნევათ- გაეცინა. - ყველაფერი კარგად იქნება. მუცელზე ცივი ჟელესმსგავსი სითხე დამასხა და და გულდასმით დაიწყო დათვალიერება.
- სქესს თუ დაინახავთ არ მითხრათ თუ შეიძლება.
- კარგი. - ჩემსკენ არ მოუხედავს. - ყველაფერი კარგად მიდის. გრძნობ უკვე მის მოძრაობას?
- არა ექიმო.
- მალე იგრძნობ, ძალიან კარგი პატარააა. მოძრავი და ყველაფერი რიგზე აქვს. ეხლა გულისცემა მოვისმინოთ. - უეცრად სწრაფი და ომახიანი გულისცემა გაისმა. გულში იმხელა სითბო ჩამეღვარა ცრემლებით ამევსო თვალები. ჩემი პატარა როგორ ძლიერად უფეთქავს გული. ბებია და დედა ტიროდნენ. ექიმმა რჩევა- დარიგებები მომცა და სამივე გაღიმებულნი გამოვედით გარეთ. გრილოდა , ნოემერი იდგა.
- სადმე გინდა გავლა?- მკითხა ნანულიმ- თუ პირდაპირ სახლში წახვალ?
- ერთ კვირაში ნათიას და გიგის ქორწილია და მინდოდა რამე მეყიდა. ტანსაცმელები აღარ მეტევა. - გაეცინათ- სასაცილოა?- მოჩვენებითად გავბრაზდი.
- წავიდეთ მე გიყიდი ქორწილისთვის რამე ძალიან ლამაზას. თან მეჯვარე ხარ ხო?
- კი ნათიას კი ვუთხარი ორსული მეჯვარე არაფერში გამოგადგებათქო, მაგრამ ხომ იცით რა ჯიუტია.







ერთმა კვირამ სწრაფად ჩაიარა. საოცარი ლურჯი ფერის კაბა მიყიდა ნანულიმ. ზედმეტად მეკვროდა ტანზე და ჩემი პატარა მუცელიც ძალიან ლამაზად ჩანდა. თავიდან კომპლექსი მქონდა. ყველა გაიგებდა. ყველა მიხვდებოდა, მაგრამ არც არავის ვუმალავდი. ჩემებმა იცოდნენ და ნერვიულობაც შევწყვიტე. მხოლოდ ჩემს პატარაზე ვფიქრობდი და გიგიზე, რომელიც საერთოდ აღარ ჩანდა. იმედი მქონდა არ ჩამოვიდოდა., ან პირიქით ძალიან მინდოდა ჩამოსულიყო. მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ არ ჩამოვიდოდა. ვიცოდი არ ჩამოვიდოდა.
- ნინო!- კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა.
- მოდი მამა.
- შენთან საქმე მაქვს. - შემოვიდა.
- რატომ არ გაცვია. ასე სპორტულებით მოდიხარ?- გაეღიმა.
- ჯერ ადრეა.
- ვფიქრობ დღეს გიგი იქ მოვა და მინდა არ ინერვიულო.
- არ მოვა. თანაც რომც მოვიდეს მან ინერვიულოს.
- შენ მის შვილს ატარებ მუცლით და ეცადე.
- ვაპატიო?
- არა უბრალოდ გაუგო. ის უცნაური ბიჭია. თავისებური მიდგომა აქვს , მაგრამ შენ რომ უყვარხარ ამაში არც ერთი წამით, არასდროს შემპარვია ეჭვი.
- არც მე.
- მან ეს ყველაფერი შენს გამო გააკეთა. ხო შეიძლება ეს არასწორია , მაგრამ.
- მამა, ვიცი, ვიცი რომ ის უცნაურად აღიქვამს ყველაფერს. თავს ადანაშაულებს მისი ოჯახის დაკარგვის გამო, მერე მე. ანუ ჰგონია, რომ მისი ბრალია. ანუ გონია ვისაც ახლოს მიუშვენმბს მას დაკარგავს.
- ვიცი. მინდა რომ თუ მოვა არ გააგდო, ხელი არ ჰკრა.
- ამის ძალა არც მაქვს. - მამამ თავზე მაკოცა და გავიდა. ჩავიცვი ჩემი ულამაზესი ლურჯი კაბა და გავედი. ჩემები აღფრთოვანებული მიყურებდნენ.
- თამრო , ეს რა ლამაზი გოგო გვყოლია.
- ულამაზესი ხარ დე და ეს შენი პატარას დამსახურებაა, ულამაზესი ორსული ხარ და თავაწეულმა იარე დე შენ საოცარი დედა იქნები.


სახლიდან ნათიასთან წავედით. ნათია საოცრად გამოიყურებოდა. დიმა შარვალ- კოსტიუმში რომ ვნახე გამეღიმა. ჩემი ორი საუკეთესო მეგობარი ასეთი ბედნიერები იყვნენ. ეს ძალაუნებურად მეც გადმომედო. მაგიდასთან, სადაც ათასი ნუგბარი და სასმელები იდო მე ნათია დიმა და დიმას მეგობარი გიორგი ვიდექით.
- არ მჯერა ნინ!- ნათია აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
- ორივე იმსახურებთ ამ ბედნიერებას. - უეცრად ოთახში თამო შემოვიდა. მის უკან კი ნაცნობი სილუეტი. მაგიდას დავეყრდენი. ის ძირს იყურებოდა და როცა ამოიხედა გაჩერდა. ორივე გავიყინეთ. ინსტიქტურად ხელი მუცელზე დავიდე. ეს რა თქმა უნდა ჩემს პრინცს, რომელიც საოცრად მიმზიდველად გამოიყურებოდა არ გამოჰპარვია , მაგრამ თვალებიდან მზერა არ მოუშორებინა. ჩემებს გავხედე ყველა ერთად იდგა და ორივეს გვაკვირდებოდა. გიგიმ როგორც იქნა ნაბიჯი გადმოდგა და ჩვესნკენ წამოვიდა. მისი თვალები არ მცილდებოდა მე კი არ ვიცოდი რა უნდა მექნა. უბრალოდ ვიდექი და ველოდებოდი. ჩემს წინ დადგა. ყველა ჩვენ გვიყურებდა.
- როგორც ყოველთვის…- ლოყაზე ნაზად მაკოცა- ულამაზესი ხარ! ეხლა არ ვიცი როგორ მოგშორდე! - ცრემლებით ამევსო თვალები.
- მომენატრე… მიუხედავად ბრაზისა მომენატრე უზომოდ. - გაიწია, ნათიას და დიმას მიულოცადა იქვე დადგა. მისი ადგილი საგულდაგულიდ აარჩია, საიდანაც ჩემი ყურება ყველაზე კარგად იქნებოდა მოსახერხებელი.
- რამე გითხრა?- ნათია ჩემზე მეტად ღელავდა.
- ლამაზი ხარო.
- რამე შეამჩნია? თუმცა ისე გიყურებდა შენს გარდა ვერაფერს ამჩნევდა. - ნათია იცინოდა. – 9 თვის რომ ყოფილიყავი ვერ შეგამჩნევდა.
- ისე მომენატრა თავს ვეღარ ვაკონტროლებ. - გამეცინა, გულიანად გადავიხარხარე და გიგიც იღიმოდა. ალბათ უხაროდა ბედნიერს რომ მხედავდა. მის სახეზე ღიმილი და სევდა ერთდროულად იყო გამოხატული. მამაჩემი მივიდა მასთან და გადაეხვია, ეს თავიდან გიგის ეუცხოვა, მაგრამ მალევე მოეხვია. მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო თითქოს მათ გულწრფელად უყვარდათ ერთმანეთი. ან ისე ძალიან მინდოდა ეს სიმართლე ყოფილიყო, მეჩვენებოდა.
- მაინტერესებს რა რეაქცია ექნება. - ნათიამ გადმომიჩურჩულა.
- არ მინდა სკანდალი მოაწყოს, თორემ ეხლავე ვეტყოდი.
- ქორწილი მინიმუმ ერთი კარგი ჩხუბის გარეშე არ არსებობს , მე გაძლევთ ჩხუბის უფლებას. - ჩაერთო დიმა. გამეღიმა. მისკენ თვალები გავაპარე. ის მომაკვდინებლად მიმზედველი იყო. ღიმილით შემომხედა
- საოცრად გამოიყურები. - ამოვიკითხე მისი ტუჩების მოძრაობიდან. გამეღიმა. მინდოდა დემონსტრაციულად ჩავხუტებოდი და მეკოცნა მისთვის. სავარაუდოდ დღეს ჩემი ჰორმონები არ მიმცემდნენ ამოსუნთქვის საშუალებას.
ეს გაწელილი მთელი სანათესაო- სამეგობროს შემოსვლა- მოლოცვა ამოიწურა. ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილი ვიყავი. ყველა ნელ- ნელა გავიდა ოთახიდან. მამაჩემი დაბღვერილი მოვიდა ჩემთან.
- ნინო მიდი და უთხარი მას. ის ისე გიყურებს გიჟდება შენზე. უყვარხარ და რაც მთავარია მას ააქვს უფლება იცოდეს.
- ვიცი მამა, დღეს ვეტყვი, უბრალოდ არ მინდა აქ სკანდალი მოაწყოს.
- გიგიმ? რა სკანდალი უნდა მოაწყოს, როცა ეტყვი რომ მისი საყვარელი გოგო მუცლით მის შვილს ატარებს გაგიჟდება სიხარულით.
- მამა!
- კარგი ნინო როგორც გინდა. მაგრამ თუ საღამომდე მას არ ეტყვი ამას მე გავაკეთებ!- მამა საკმაოდ მკაცრი იყო. დავინახე როგორ მოდიოდა გიგი ჩვენსკენ. ისევ ინსტიქტურად ხელი მუცელზე მოვიკიდე.
- რამე მოხდა? რატომ ჩხუბობთ?
- არაფერია შვილო, ნინო აგიხსნის ყველაფერს. - მამა მაშინვე წავიდა.
- რა უნდა ამიხსნა რამე მოხდა? მუცელი გტკივა?
- არა საიდან მოიტანე?
- აბა ხელი რატომ…- უცებ შეჩერდა. - რა ხდება?
- რა ხდება?- შევუბრუნე კითხვა. ხელი მუცლიდან გამაწევინა და დამაკვირდა.
- რა გჭირს?- ოთახს თვალი მოვავლე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
- საღამოს ვისაუბროთ!- ლოყაზე ვაკოცე და სწრაფად გავედი. ისაც მალევე უკან გამომყვა.
- ჩემთან ერთად წამოდი!- ვიგრძენი უკნიდან როგორ მოვიდა და ხელი ისე მომხვია, რომ მუცელზე შემხებოდა. მაშინვე მოვიშორე , მიუხედავად იმისა, რომ ასე მენატრებოდა მისი შეხება.
- ვერა, მეჯვარე ვარ- ნათიამ თვალები დამიქაჩა. უეცრად ბავშვი გაექანა. მამამისის შვილია და დროც ზუსტად შეარჩია პირველად , რომ მეგრძნო მისი გამოძრავება.
- რა მოხდა ცუდად ხარ? - სავარაუდოდ ძალიან შევიმჩნიე სახეზე, მაშინვე ჩემთან ახლოს მოვიდა.
- კარგად ვარ. კარგი წამოვალ შენთან ერთად ეკლესიამდე.- ჩავჯექი ჩემს საყვარელ მანქანაში და ჩანთა ისე დავიდე ჩემი მუცელი ნაკლებად შესამჩნევი , რომ ყოფილიყო.
- ნინი- მობრუნდა ჩემსკან მას შემდეგ რაც მანქანაში ჩაჯდა. - რამე ხდება? ისევ ცუდად ხარ?
- გიგი!- გაეღიმა. - სასაცილოა რამე?
- მომენატრა როგორ წარმოთქვამ ჩემს სახელს.
- ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ჯანმრთელობა წესრიგში მაქვს. თუმცა მაინც არის რაღაც.
- რა მოხდა? - შეშინებული და დაბნეული ჩანდა.
- მოდი შევთანხმდეთ. ეხლა არაფერი კითხრმვა არ დამისვა და საღამოს ვისაუბროთ.
- კარგი ნინი! ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ , მაგრამ ეს დრო ორივეს გვჭირდებოდა.
- გთხოვ წავიდეთ და საღამოს ვისაუბროთ, არ მინდა ბავშვებს ქორწილი ჩავუშალოთ.
- სახლში მიდიოდი ხოლმე? - არ შემოუხედავს ისე მკითხა.
- კი, როდესაც ძალიან მომენატრებოდი და გაძლება მიჭირდა თავს იქ ვაფარებდი.
- ნუთუ შესაძლებელია ამ ყველაფრის გადალახვა და ყველაფრის თავიდან დაწყება. - თითქოს ეს შეკითხვა თავის თავს უფრო დაუსვა ვიდრე მე. - აღარ გვისაუბრია. ორივე საკმაოდ დაძაბულები ვიყავით. როგორც კი მანქანა გააჩერა მაშინვე გადმოვედი და სწრაფად გავეცალე იქაურობას, თუმცა გული სხვას მკარნახობდა მაინც მოვერიე გონებით და სწრაფად შევედი ტაძარში.
ჯვრისწერის დროს საკმაოდ დავიღალე და დგომაც მიჭირდა, თუმცა ბავშვების ხათრით ვუძლებდი. გიგი იქვე იდგა და მიყურებდა, უცნაურად მიყურებდა , მომეჩვენა, რომ ეჭვმა შეიპყრო. დავინახე მასთან დაჩი როგორ მივიდა. დაძაბულად საუბრობდნენ. როგორც კი ჯვრისწერა დასრულდა გიგი მაშინვე ჩემთან მოვიდა, ხელი მკლავში ჩამავლო და გარეთ გამიყვანა.
- ეხლავე ამიხსენი რა ხდება, თორემ შევიშლები.
- რა მოხდა?- ეზოში გავედი და სკამზე ჩამოვჯექი. გიგიც გვერდით დამიჯდა და ცდილობდა სიბრაზე ეკონტროლებინა.
- მოიმატე? ანუ მუცელი? მოკლედ ნინ ორსულად ხარ?-გაფითრებული მიყურებდა.
- გიგი!
- მისმინე თუ რაიმე შეიცვალა და მხოლოდ იმიტომ არ მეუბნები, რომ გეშინია სკანდალს მოვაწყობ, გთხოვ სიმართლე მითხარი და გპირდები ისე წავალ…
- ისე როგორც ოთხი თვის წინ?
- სამი თვე გავიდა. - გაურკვევლად მიყურებდა.
- დღეებს აღარ ვითვლი.
- რაიმე შეიცვალა?რატომ გაქვს მუცელი? ორსულად ხარ?ის დაჩი მოვიდა და ნოტაციები მიკითხა, რომ რაც მოხდა ჩემი ბრალია, რას ნიშნავს ეს?მასთან ხარ?ანუ…- თავი დახარა.
- სამი თვე გავიდა და მაბრალებ , რომ დაჩისთან ვარ? გააფრინე?
- არა ნინ, მე კი არ გკიცხავ, ან პასუხს კი არ გთხოვ, არც მაქვს ამის უფლება, უბრალოდ რომ დაგინახე ისევ იმედი მომეცა და…
- რატომ? შენ ხომ წახვედი?ხომ მიმატოვე? უკვე მესამედ.
- იცი…
- არაფერი არ იცი და არც მე ვიცი.
- მხოლოდ ერთზე მიპასუხე. - ღრმად ჩაისუნთქა- ორსულად ხარ?- მისკენ მიმატრიალა.
- კი…- გაშრა , გაყინული სახით მიყურებდა, მერე ხელები გამიშვა
- ასე დამსაჯე?
- რა?
- ანუ ასე დამსაჯე წასვლისთვის?!
- მე არავინ დამისჯია, უბრალოდ ორსულად ვარ.
- ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო?- ჩემსკენ მოტრიალდა თვალებში ცრემლები ჰქონდა.
- რატომ ბრაზობ?
- ვისი შვილია?- თავი დახარა და დავინახე როგორ ჩამოუვარდა ცრემლი.
- ერთი ბიჭის , რომელმაც ჯერ შემაშინა, მერე თავი შემაყვარა, მერე მიმატოვა, მერე ისევ დამიბრუნდა და როდესაც მისგან ეს პატარა არსება დამიტოვა, მიმატოვა. - დიდხანს იჯდა გაუნძრევლად.
- ვერ გავიგე?- გამეღიმა.
- სასაცილოა?
- კი სასაცილოა, ყველაფერი უკუღმა ხდება ჩვენს ცხოვრებაში.
- ვისი შვილია?- თითქოს ეხლა გაიაზრა- რამდენი თვის ხარ?
- დაახლოებით ოთხის - წარბები შეჭმუხნა. მის საქციელზე მეცინებოდა
- ჩემი…-შეჩერდა, თითქოს ცდილობდა გაეაზრებინა.
- იმედია მამამისს მხოლოდ მწვანე თვალებით დაემსგავსება და ხასიათი მისი არ გამოყვება , თორემ ასე მოუშლია ნერვებს სხვასაც, როგორც მე შენ.
- ჩემი?- ცრემლებით აევსო თვალები. - ჩემი შვილია?
- ეჭვი როგორ შეგეპარა? გეგონა ოდესმე სხვისგან გავაჩენდი შვილს?- ავდექი და წამოვედი. უკან რომ მივიხედე ის ისევ იქ იჯდა. გზაში მამა შემომხვდა.
- სად იყავი ნინო?გიგი იქ რას აკეთებს?უთხარი?
- კი ვუთხარი და ჯერ იაზრებს - გამეღიმა - მე უნდა წავიდე არ მინდა გადაღლა, თან მცივა.
- წადი მას მე დაველაპარაკები.
რესტორანში დედასთან და ლუკასთან ერთად მივედი. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და მეც ნათიას და დიმას გვერდით დავიკავე ადგილი. დაღლილი და დაქანცული ვიყავი.
- ყველაფერი კარგადაა?- მკითხა ნათიამ.
- გიგის ყველაფერი ვუთხარი. მას კი ეგონა რომ სხვისგან, დაჩისგან ვიყავი ორსულად. დავიღალე.
- ამ დროს დარბაზში მამაჩემი გიგისთან ერთად შემოვიდა და დედას და ლუკას მაგიდასთან მოთავსდნენ.
- სიძეს მშვენივრად დახვდნენ , ნუ ნერვიულობ!- ნათია ბედნიერი იყო. მთელი ჩემი ოჯახი გიგის თბილად შეხვდა. დედა მას საჭმელს უღებდა თეფშზე, ლუკა ესაუბრებოდა. მამა ხომ აშკარად გიჟდებოდა მასზე. თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი. გასვლა მინდოდა, მაგრამ ეს ეხლა ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობდა. იეცრად გიგი ადგა და ჩემსკენ წამოვიდა. ჩემთან ახლოს მოვიდა.
- ცუდად ხარ?გთხოვ რამე ჭამე რა , გაფითრებული ხარ და …
- ორსულად ვარ, თან შენგან. შენნაირი უცნაური ადამიანი ზის ჩემს მუცელში, გაფითრებული კი არა შეშლილი რომ არ ვარ მიკვირს. - ნათიას გავხედე , იცინოდა.
- ნინ, - დიმამ გამომხედა - გინდა ცოტა ხანს გახვიდე?ან ჭამე რამე , მართლა ცუდი ფერი გაქვს.
- კარგი!- ავდექი . გასვლა ნამდვილად მჭირდებოდა. გიგიმ ხელი მომკიდა და ნელა გარეთ გამიყვანა - არ მინდა გამოყოლა, საპირფარეშოში შევალ და წყალს შევისხავ სახეზე.
- მისმინე!- მისკენ მიმატრიალა. მუცელზე მიყურებდა, მერე ჩემს წინ ჩაიმუხლა და მუცელზე ხელი დამადო. - პატარა გთხოვ დედას ნერვებს ნუ მოუშლი. დღევანდელი დღე ვაცადოთ, მერე როცა ემოციები ნაკლები ექნება ორივემ გავაგრძელოთ მისი ნერვების მოშლა და ჭკუიდან გადაყვანა. - გამეღიმა. - იცინე რა გთხოვ. ჩემი ხათრით კი არა , მისი პატარა თითები, ხელები და ფეხები წარმოიდგინე და გაგეღიმება. - გამეცინა ომახიანად , ჩემი პრინციც ამყვა.
- უნდა დავჯდე , თავბრუ მეხვევა. - ხელში ამიყვანა და იქვე მდგარ პატარა ტახტზე დამაჯინა. თვითონ ჩემს წინ ჩაიმუხლა.
- ასეთი უკუღმართები როგორ ვართ? - იღიმოდა.
- იმედია ბავშვი იქნება წაღმართი. - ჩამეხუტა. თავი გავაწევინე და ვაკოცე, თავიდან გაშეშდა, შემდეგ ისე ძლიერად მაკოცა მეგონა გავიჭყლიტებოდი.
- შენ არ იცი რას მიკეთებ?! მაგიჟებ!
- გიგი მეშინია , ამ ყველაფრის… ისევ რომ…
- ეხლა რომც მომკლა და გამაგდო აქედან არ და ვერ წავალ. სულ რომ არ მიმიღო შენს სახლთან ვიქნები სანამ არ მაპატიებ ყველაფერს. გთხოვ შეეცადე მაპატიო და ჩვენი შვილის ერთად გაზრდის საშუალება და შანსი მომცე, ხომ იცი…
- ვიცი როგორც გინდოდა მისი გაჩენა, ჩემზე მეტადაც კი. - მამა დავინახე, რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა და გიგი გავწიე.
- ბავშვებო აქ რას აკეთებთ?უბერავს და გაციება გინდათ?
- ცოტა ხანს ვიქნები რა მამა, იქ ძალიან ხმაურია.
- ნინო მარტო შენს თავზე ხომ არ უნდა იფიქრო?!
- ბაბუას ნუ აბრაზებ!- გაიღიმა გიგიმ.
- ადექი და თუ ცუდად ხარ სახლში წადით.
- მე წავიყვან, წინააღმდეგი თუ არ იქნები?
- წინააღმდეგი?ეს გოგო შენი ცოლია, ეს პატარა კი შენი შვილი. თუ წასვლა გინდათ ჩემი ნებართვა არ გჭირდებათ.
- მამა.
- რა მამა ტყუილია?შენ მას თურქეთში ხომ დათანხმდი ცოლობაზე?
- კი- თავი დავხარე.
- ხოდა არ არის შენი ქმარი? ეგ პატარა არ არის მისი შვილი?
- კი, ასეა.
- გიგი შეიცვალა რამე?ანუ ისევ შენს ცოლად თვლი?
- რა თქმა უნდა , ბავშვიც რომ არ არსებობდეს, ის ჩემი ცოლია, მაგრამ ეხლა უკვე დიდი ოჯახი ვართ და არც ვფიქრობ სხვანაირად.
- მაშინ რას აპრობლემებთ ვერ გავიგე?!- ფეხზე ავდექი, თავს უკეთ ვგრძნობდი. - თან ხელზე ეს ბეჭდები ისევ გიკეთიათ, მუცელში ბავშვი გყავთ…
- კარგი მამა ნუ ბრაზობ,ის ჩემი ქმარია, უბრალოდ ნაჩხუბრები ვართ.
- არ ვართ ნაჩხუბრები- გიგიმ წელზე შემომხვია ხელი. მამა მაშინვე დარბაზში შებრუნდა. - ნინ გინდა სახლში წავიდეთ? ჩვენ სამნი, ჩვენს სახლში?
- არა,- შეეშინდა - მინდა აქ ვიყოთ ჩვენ სამნი, მინდა ჩვენი ოჯახი ჩვენი მეგობრების ქორწილში დარჩეს- გაეღიმა , ჩამეხუტა და მაკოცა. დარბაზში შევბრუნდით ნათია და დიმა ცეკვავდნენ და ჩვენც მათ შევუერთდით.




- ნინ- ნათია სამზარეულოში შემოვარდა. - წამო ნახე ჩვენი შვილები რა დღეში არიან. მას გავყევი. ოთახში ჩემი ათი წლის მათე იდგა და გაბრაზებული ნინი , ნათიას ულამაზესი ფერია. ნათია და მე კართან შევჩერდით და მათი მოსმენა დავიწყეთ.
- იდიოტი ხარ მათე!- წრიპინით უთხრა 8 წლის პატარა გოგომ.
- იდიოტი ცუდი სიტყვაა , ნინ. - დაყვავებით უხსნიდა ჩემი ჯელტმენი ბიჭი.
- უზრდელობა არაა, დედაშენი მამაშენს მწვანეთვალება იდიოტს ეძახის. უზრდელობა არ იქნება.
- მერე მე რა შუაში ვარ?
- შენც მწვანე თვალები გაქვს და თან ნერვებს მიშლი.
- კარგი პატარა ქალბატონო რაც გინდა ის დამიძახე, მთავარია არ გამიბრაზდე. - მოეხვია მათე და დაამშვიდა პატარა პრონცესა.

ოთახიდან შეუმჩნევლად გამოვედით.
- დეჟავიუ მაქვს - თქვა ნათიამ.
- ძალიან გავს მამამისს- გამეცინა. მათე მამამისის ასლი იყო.
- ორი ბოდიალა ბიჭი სად არიან მწვადები ვერ გვაღირსეს.- ეზოში გავედით, სადაც ჩვენი მეუღლეები მწვადებს წვავდნენ.
ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალი იყო, რომელიც ძირითადად ბედნიერებით იყო გაჟღენთილი.



№1 სტუმარი სტუმარი თამუნა

მადლობა ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგი ნაწარმოებია, კარგი დასასრულით. ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე თავისით მომდიოდა. მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent