შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთხელ(თავი მეოთხე)


18-09-2022, 01:52
ავტორი girasole
ნანახია 9 757

უყურებდა ფურცლებს, გაშეშებული, თვითონაც ვერ ხვდებოდა ასე რატომ იყო, მალევე მოვიდა გონს, და ლევანს მიუბრუნდა
-ლევან მე წავალ - ოდნავ გაუღიმა, და მოსაცმელს დასწვდა
-კარგი - უთხრა ლევანმა
-კარგად - უთხრა, და შებრუნდა როდესაც ლევანმა შეაჩერა
-ევა
-ხო
-ნუ გააკეთებ ისეთ რამეს რასაც ინანებ - უთხრა და ფანჯარაში გაიხედა. ნელა შებრუნდა ფასასვლელისკენ, და კაფედან გავიდა.
სახლის კარი შეაღო თუ არა ტელეფონი აწრიპინდა, ნომერი და სახელი რომ დაინახა, გაეღიმა, და დანაშაულის შეგრძნება დაეუფლა
-თეკლე?
-ჩემო გოგოვ…-ნაღვლიანი ხმა გაისმა ტელეფონში - როგორ მინდა გკითხო როგორ ხარ, მაგრამ ეს სულელური კითხვა იქნება ახლა შენთვის
-თეკლე შენ როგორ ხარ? - ცხვირი აეწვა ქალის ხმის გაგონებისას, ეს ხომ თეკლე იყო, მისი მოხუცი მეგობარი, ქალი რომელმაც მასზე ყველაფერი იცოდა. მისთვის ხომ ეს ქალი ბევრს ნიშნავდა, მისი დამსახურებაა ასეთი რომ არის, ნომერ პირველი სამაგალითო ქალი, რომელიც ცხოვრებას კიდევ და კიდევ აგრძელებდა.
-კარგად კარგად…როცა მოგინდება ჩამოდი, აქ დაისვენებ, თანაც შენს აგნესას ენატრები
-მეც მენატრება - გაიღიმა ცხენის წარმოდგენისას - კუბდარს ხომ გამიკეთებ - გაახსენდა კითხვა რომელსაც ბავშვობაში ეკითხებოდა ქალს
-გაგიკეთებ.
დიდხანს ისაუბრეს თითქოს ქალის მშვიდი წყნარი ხმა ამშვიდებდა, ყურმილი რომ დაკიდა, სიცარიელის შეგრძნება დაეუფლა, თავში აზრმა დაჰკრა, მაშინვე წამოდგა, და ჩალაგება დაიწყო. იმის მიუხედავად რომ გონების დასაწყნარებლად მიდიოდა საბუთები მაინც ჩადო…სვანეთი, მისი მეორე სამშობლო, მისი მთელი ბავშვობა სვანეთში ჰქონდა გატარებული, თეკლე, აგნესა და მთელი სვანეთი. უყვარდა ის ყოველი ემოცია რომელიც სვანეთთან აკავშირებდა, ყოველთვის უკვირდა ყველას, ესეთი მტკიცე, მყარი, და სერიოზული ადამიანი, როგორ არის ქალი ამდენი ემოციით.
სახლიდან გავიდა, ერთი ამოისუნთქა, და “გარაჟში” მყოფ მანქანისკენ წავიდა. საბარგულში ჩემოდანი ჩადო, და საჭის ადგილი დაიკავა, წავიდა, უხაროდა რომ მიდიოდა.
გრძელი გზის შემდეგ ღამე დააყენა მანქანა მინდვრიან ეზოში, და სახლისკენ გზას გაუდგა. კარზე დააკაკუნა, ორი წამის შემდეგ მასზე ერთი თავით დაბალმა ქალმა გააღო კარები. ჭაღარა თმა, და დანაოჭებული სახე ჰქონდა, თუმცა თუ შეხედავდით იტყოდით რომ ახალგაზრდობაში ლამაზი ქალი იყო.
-ევა - სიხარულით მოეხვია ახლად ჩამოსულს
-თეკლე, როგორ მომენატრე - ნაოჭებიანი ხელები დაუკოცნა, და სახლში შევიდა
-ჩემო გოგო, როგორ შეცვლილხარ - შუბლზე აკოცა - ტკივილმა როგორ შეგცვალა - დანაღვლიანებული სახით უთხრა, და ახლა ლოყაზე აკოცა
ბოლოს ორივენი ისხდნენ ჩაის ჭიქებით ხელში, ყველაფერზე ილაპარაკეს, ერთადერთი ადამიანი იყო რომელთანაც დაუსრულებლად საუბარი შეეძლო…ლაპარაკის დასასრულს ქალის კალთაში ჩაედო თავი
-ვფიქრობ რომ დიმიტრის უნდა მოუსმინო
-თეკლე შენც?
-დიახ, მეც. შენ არ იცი რას გეტყვის, უფრო მეტიც გეშინია - მიხვდა რომ გამოააშკარავეს
-რისი უნდა მეშინიდეს?
-იმის რომ ჩემი დის შვილს უღალატებ იმით რომ მამაშენს აპატიებ. - დის შვილის წარმოთქმისას ისევ დაუნაღვლიანდა სახე ქალს
-ვერ ვაპატიებ - ჩამწყდარი ხმით თქვა
-ჩემო გოგოვ, შენ ისიც კი არ იცი რა უნდა აპატიო. განა დიმიტრიმ არ თქვა რომ ლილი არ გიშვებდა მასთან? ყველა ვუშვებთ შეცდომებს, ლილიმაც დაუშვა შეცდომა. - მშვიდი ხმით უთხრა
-დიმიტრიმაც დაუშვა შეცდომა - უთხრა თვალ დახუჭულმა
-სხვისი შეყვარება შეცდომა არ არის,შეცდომა იქნებოდა რომ სხვა ჰყვარებოდა და ლილისთან ყოფილიყო.
იმის მიუხედავად რომ დიმიტრის არ ვამართლებ, ის მაინც უძლული იყო ლილისთან, ლილიმ საფრანგეთში წაგიყვანა ყოველგვარი მისამართის დატოვების გარეშე, შენ როგორ მოიქცეოდი?
-შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებდი - გაბრაზებული თვალებით შეხედა
-მაშინაც როდესაც უბრალოდ ამას ვერ გააკეთებდი? როცა უძლული იქნებოდი, დიმიტრი მაშინ არ იყო ასეთი სახელ განთქმული, არც რესტორნები ჰქონდა, ჩვეულებრივი ბიჭი იყოს რომელსაც სხვა შეუყვარდა.
-რატომ ცდილობ რომ დიმიტრის ვაპატიო?
-მე მინდა რომ სამართლიანად შეხედო ამ ყველაფერს, მეტი არაფერი.
-ყველაფერი გართულდა - ამოისუნთქა - თეკლე, წავალ აგნესას ვნახავ
-მიდი ჩემო გოგო მიდი - უთხრა და კიდევ ერთხელ აკოცა ნანატრ “შვილიშვილს”
სვანეთში ნოემბერი ყინვას უდრიდა, მაღალი “ჩექმებით” გაემართა ცხენისაკენ. შავი არაბული ბედაური ჯერ კიდევ თინეიჯერობისას გაეცნო, როდესაც ჯერ კიდევ კვიცი იყო
-ჩემო ლამაზო, მოგენატრე? - ფერება დაუწყო, შუბლზე აკოცა. ცხენი მოამზადა, შემოაჯდა, ცხენმაც აღარ დააყოვნა, გააჭენა. ღამისფერი ცხენი მიჰქროდა,გაშლილი თმებიც სიჩქარისგან აქეთ იქით უჰქროდა, იღიმოდა.
მდინარის პირას გაჩერებულიყო ცხენი, ევა კი მასზე გადაწოლილი იყო. როცა მიხვდა რომ დრო იყო სახლში დაბრუნების, ცხენიც ნელი სიარულით სახლისკენ დაიძრა.
დაღლილი, და გხარებული სახლში შევიდა, ქალს უკვე ეძინა, ისიც მიუწვა გვერდზე ქალს, და ჩაეძინა.
დილით ხმაურმა გამოაღვიძა, მოსაცმელი მოიცვა, და ოთახიდან გავიდა, გაშეშდა როდესაც მაგიდასთან მჯდომი ლილუ ვიბლიანი, და ნესა დაინახა, რომლებიც იცინოდნენ, და თეკლესაც აცინებდნენ
-თეკლე? ნესა? - გაკვირვებული მზერით შეხედა ორივეს, ვიბლიანს კი მტრული მზერა გაუსწორა, სიცილი შეწყვიტეს
-ევა? აქ რა გინდა?
-მე რა მინდა? შენ რა გინდა
-ნესა, ეს ქალი ვინ არის? - იკითხა ვიბლიანმა
-ევა, რა მოხდა? - გაოგნებული სახით შეჰყურებდა თეკლე სამივეს
-გაიცანი, დიმიტრის შვილი ნესა, რომელიც აქედან ახლავე წავა - უთხრა, და გოგონებს შეხედა
-არ წავლენ, უკვე გადავწყვიტე აქ რჩება ნესა.თან თურმე თალიკოს შვილი - შვილი ყოფილა ლილუ - ლილუზე გადაიტანა მზერა
-გამარჯობა - ლილუმ ოდნავ გაიღიმა
-მე წავალ - თქვა ნესამ, და სახლიდან გავარდა. თეკლემ თვალებით ანიშნა მისკენ
-რა? - ჰკითხა ევამ, და ნესას გაეკიდა
-არ არის საჭირო წასვლა, შეგიძლია დარჩე - მიაძახა, გოგო გაჩერდა და მისკენ მიბრუნდა - მხოლოდ სვანეთი ს დათვალიერების მიზნით, და შენ და შენი მეგობარი - ზიზღით გაიხსენა ლილუ - თვალში არ გამეჩხირებით
- მადლობა - ჩაეხუტა გოგო, და სწრაფად მიშორდა
-მადლობა მე არა, თეკლეს გადაუხადე - უთხრა, და იმ წამსვე გაეშურა ცხენისკენ, თითქოს ჯირითი დაამშვიდებდაო. თალიკო იყო ქალი, რომელთანაც დიდ დროს ატარებდა, ბევრჯერ წასულა მასთან, ფეხებ გადატყავებული, თეკლეს რომ არ ენერვიულა, რა იცოდა მაშინ რომ თალიკო იმ ოჯახის წევრი იყო, რომელიც საყვარელ ადამიანს წაართმევდა. ქარის სიჩქარით აჭენებდა ცხენს, უკვირდა როგორ ერთხელ მაინც არ შეხვედრია ოჯახის წევრებს სვანეთში. რომ ახსენდებოდა ლილუ და მისი კეთილი თვალები…თავს დააძალა, ისევ ცუდზე იფიქრა, ისევ გაიხსენა დამიანეს სისხლი, უსულო სხეული, გაშეშებული თავის თავი, მისი ღრიალი…ცხენი ფეხით დააბრუნა სახლში, და თან მას ელაპარაკებოდა, მისი შურისძიების გეგმას მხოლოდ მას უყვებოდა. როგორი იყო გეგმა? როგორმე ოჯახს უნდა გაახლოვებოდა, უნდა გაეკეთებინა ის რაც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა, ადამიანების გამოყენება.
სახლში დაბრუნებულს კუბდარის სუნი რომ იგრძნო გაეღიმა, ცხობაში გართულ ქალს მოეხვია, და აკოცა.
-მალე გამოცხვება - უთხრა სიცილით ქალმა - საღამოს თალიკო და ლილუც მოვლენ
-კარგი
-ევა კარგად ხარ? - დაეჭვებული მზერით ჰკითხა
-როდის იყო თალიკოს მოსვლა არ მიყვარდა?
-დღეს დილით
-დღეს დილით სხვა იყო - უთხრა და აკოცა - წავალ გამოვიცვლი
ოთახში შესულს ნესა დახვდა, რომელიც თმებს იშრობდა
-უი ევა, ეხლავე გავალ
-არ ვიცოდი მონსტრი თუ ვიყავი - უთხრა, და ახლად გადმოტანილი ჩემოდნის გახსნა დაიწყო
-უბრალოდ მე…ვიცი რომ არ გიყვარვარ
-მე არასდროს მითქვამს რომ არ მიყვარხარ
-ხო მაგრამ მაგრძნობინე
-შეიძლება - უთხრა, და ტანსაცმლის ამოლაგება დაიწყო. რას აკეთებდა? ნესას უახლოვდებოდა, ესეც ვიბლიანებისთვის, საკუთარ თავს აბიჯებდა
-მე გავალ - უთხრა, და ოთახიდან გავიდა. ამოისუნთქა, და ტანსაცმელი ამოალაგა, საბუთიც კომოდზე დადო, და აბაზანაში შეიკეტა.
გამოსვლის თანავე თავის თავს ებუტბუტებოდა, საკუთარ თავს ამშვიდება, ამხნევებდა…ჩაიცვა, მაღალი ჩექმებზე შავი შარვალი, თეთრი გრძელმკლავიანი მაისური, და შავი ჟილეტი მოიცვა, ოთახიდან გავიდა და ნესას შეხედა
-ჯირითი იცი?
-რა?
-ჯირითი იცი? - გაუმეორა კითხვა
-ცოტა კი
-ცოტა არ არსებობს ან იცი ან არ იცი ჯირითი - უთხრა - დღეს ისწავლი, ბოლოს და ბოლოს სვანეთში ხარ - უყურებდა გაკვირვებული ნესა - რას მიყურებ? მოემზადე - გოგოც დაფაცურდა, და ოთახში შევიდა
-რის გაკეთებას ცდილობ? - დაეჭვებული მზერით უთხრა ქალმა
-რის გაკეთებას უნდა ვცდილობდე - იცოდა გულს ატკენდა შურისძიებაზე რომ ეთქვა, ამიტომ ისევ თავი გაისულელა, და კუბდარი ჩაკბიჩა
-ნესას თან დაახლოებას ცდილობ
-შეიძლება
-არ ვიცი რისი გაკეთება გინდა თუმცა ვიცი რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება, ამას ვგრძნობ - უთხრა ქალმა, და კუბდრის ცხობა განაგრძო.
ოთახიდან გოგო გამოვიდა, ღიმილს იკავებდა, და ისევ ცქმუტავდა
ცხენთან მივიდნენ, პირველი ის მოეფერა, შუბლი შუბლზე მიადო, და სიტყვებს უჩურჩულებდა.
-დაჯდომა იცი?
-კი
- კარგი, ვნახოთ რა შეგიძლია - უთხრა და დაელოდა გოგოს, რომელმაც ერთი ამოისუნთქა, და დაჯდომა სცადა, ცხენი ჭკვიანად იდგა, და ელოდა გოგოს, რომელსაც ვერ გაეგო როგორ გადამჯდარიყო ცხენზე.
ცხენმა ყურები დაბლა დასწია
-მის ყურებს ხედავ? - უთხრა, კედელზე მიყრდობილმა - ეს ნიშნავს რომ უკვე დაიღალა, და ბრაზდება - უთხრა და გოგონას ხელი აიღო - თუ გინდა რომ ცხენმა შენთან კომუნიკაცია დაამყაროს, მას უნდა ენდობოდე, შენ კი შუაშია გარდა არაფერი გაქვს სახეზე გამოსახული - ხელი ცხენზე დაადებინა, და ჩამოასმევინა - ცხენი ყველაზე უწყინარი არსებაა, ის არ გიკბენს, მინიმუმ ფეხი ამოგარტყას, ან გადმოგაგდოს - უთხრა და გოგოს დაჯდომაში დაეხმარა - ყოჩაღ ჩემო გოგოვ - უთხრა ცხენს და მოეფერა
-ახლა კი უთხარი წავიდეს - უთხრა და წადი ს მანიშნებელი სიტყვაც შეახსენა.
ცოტა ხანში გოგონა სიცილით ატარებდა ცხენს, და გაიძახოდა, რომ ცხენზე ზის.
ორივე სიცილით შევიდა სახლში,დაღლილ ნესას ჩაეძინა, ხოლო ის თეკლეს მიუჯდა გვერდით, და თავზე აკოცა
-თეკლე
-ევა
-თალიკოს ოჯახზე იცი რამე?
- რა თქმა უნდა ვიცი
- რატომ არასდროს მყავს ნანახი მისი შვილიშვილები?
-იმიტომ რომ დიდი ხანი საფრანგეთში ცხოვრობდნენ, შენ მხოლოდ 3 წელი იყავი, ისინი კი 15 წელი, თალიკოს ქალიშვილის შვილები არიან, ვიბლიანების სახლს მაინც თალიკოს სახლს ამჯობინებენ - უთხრა და ერთი ამოისუნთქა
-გასაგებია.
საღამომდე ოთახში იყო შეკეტილი, და საბუთებს კითხულობდა, ყველაფერს სწავლობდა ვიბლიანებზე. საბუთებში დედის სურათიც კი იყო, რომელიც 15 წლის წინ გარდაცვლილიყო, ანდრია მას გავდა, ლილუ კი ავთანდილს. თალიკოს არასდროს უხსენებია მისი ქალიშვილი, საინტერესო იყო რატომ, ამ ოჯახში იყო საიდუმლოები რომლებიც არავინ იცოდა მათ გარდა. როცა გარედან ხმა გაიგონა, მოსაცმელი მოიცვა, და ღიმილით გავიდა ოთახიდან, სადაც სანდომიანი ქალი ელოდა
-როგორ გაზრდილხარ ევა - ჩახუტებულს თმაზე მოეფერა, და ლოყაზე აკოცა. ლილუ წყნარად ადევნებდა თვალს ბებიას და ევას, ღიმილიანი მზერით.
ღამის 12 საათამდე ისხდნენ და იხსენებდნენ ძველ დროს, ბევრი იცინეს,ბოლოს კი დანაღვლიანებული თვალებით გაიხსენეს დამიანეს პირველი სტუმრობა, ერთიანად იცინოდნენ, და თან თვალებში წყალი ჰქონდათ ჩადგმული. როგორ უნდოდა ეღრიალა, რომ აღარ შეუძლია იმ ოჯახის წევრთან ერთად ყოფნა რომელმაც ქმარი მოუკლა,მაგრამ თავს იკავებდა, ვერ იტყოდით რომ ძალით იღიმოდა.ეს ორი ქალბატონი და უკვე ნესაც ღიმილს ანიჭებდა.


ბოდიშით პატარა თავისთვის, ვფიქრობ რომ ბევრი რამ არის შეტანილი ამ პატარა თავში. მადლობა რომ კითხულობთ. დიდი სიყვარულით girasole



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არ ვიცი რა გითხრათ ძალიან ემოციური თავი იყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ♥️

 


№2  offline წევრი girasole

სტუმარი ნესტანი
არ ვიცი რა გითხრათ ძალიან ემოციური თავი იყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ♥️

ძალიან დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent