შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯადოსნური ნასახლარი


18-09-2022, 13:28
ავტორი nika141
ნანახია 742

ჯადოსნური ნასახლარი
პირველად მისი დანახვა ღრმა ბავშვობაში შევძელი,მაშინ როდესაც მიხაროდა ბაბუასთან სოფელში ჩასვლა.მისი სიკაშკაშე და სილამაზე ჩემს გონებაში ღრმად ჩაიბეჭდა,იმდენად ღრმად რომ არც არასდროს შემიწყვეტია მასზე ფიქრი.არც კი ვიცი თუ რას შევადარო.არა მგონია რაიმე არსებობდეს ამ ქვეყნად მასზე სრულყოფილი,მასზე მშვენიერი და არა ამ აქვეყნიური.
ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც ხუთი წლის გავხდი.მშობლებმა გადაწყვიტეს დაბადების დღე ბაბუასთან ერთად აგვეღნიშნა.ბებიას გარდაცვალებიდან წლის თავი ახალი გასული იყო. ყველანი ბაბუაზე ვდარდობდით,სიმართლე რომ ვთქვათ დედა და მამა უფრო დარდობდნენ, ხუთიწლის ბავშვი ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი თუ რაოდენ მწარეა საყვარელი ადამიანის დაკარგვა,ადამიანის რომელიც ცხოვრებაზე მეტად გიყვარს.ამ გვარად მშობლებმა იფიქრეს თუკი ჩემს დაბადების დღეს სოფელში ბაბუასთან აღნიშნავდნენ,კარგი იდეა იქნებოდა,რათა დაღონებული კაცის გული გამოეცოცხლებინათ.
მე და ჩემი მშობლები იმ დროისთვის თბილისში ვცხოვრობდით.ბაბუასთან არც თუ ისე ხშირად ჩავდიოდით.მამა პროფესიით არქიტეკტორი იყო ხოლო დედა ადვოკატი.არც თუ ისე დიდი დრო რჩემოდათ იმისათვის რომ ბაბუა ხშირად მოენახულებინათ.სიმართლე რომ ვთქვათ,ხშირად ისე ვიძინებდი იავნანას დედას ნაცვლად ძიძა მიმღეროდა. კარგი ქალი იყო მაყვალა ერქვა.როდესაც პირველად შემოვიდა ჩვენს ოჯახში მისი სახელი ძალზედ მეუცნაურა, მაშინ სამი წლის ვიყავი და ყველაზე მეტად მისი სახელის გამეორება მიყვარდა. დიდი ამაგი აქვს ჩემს წერაკითხვის სწავლაში ჩადებული,რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები.
სოფელი ბახმაროში მდებარეობდა.იმ ადგილს სადაც ბაბუა ცხოვრობდა,ნასახლარს უწოდებდნენ.ერთი შეხედვით ერთი უწყინარი და ჩვეულებრივი სოფელი გახლდათ.მთის ფერდობზე გაშენებული.ირგვლივ ნაძვნარის უშველებელი ტყეებით შემორტყმული და პატარა ნაკადულებით დაძარღვული.ზამთარში დიდი თოვლი მოდიოდა,უწინ განსაკუთრებით, თითქოს მაში ყვლაფერი სხვანაირად მეჩვენებოდა.პირველ იანვარს,დროს როდესაც ხუთი წლის გავხდი.
ახალიწლის და ჩემი დაბადების დღის წინ გავემართეთ სოფელში.გზადაგზა თოვდა და სამაშველო მანქანები გზას ხშირად წმენდნენ.მიყვარდა მანქანის ფანჯრიდან ყურება და მაშველების მოციმციმე ფანრების დანახვა.მომწონდა თუ როგორ ჩნდებოდნენ სადღაც შორიდან,ღრმა სიბნელედან,ციცინათელებივით ყვითელ ფერში მოციმციმე ფანრები.
ბაბუამდე რამოდენიმე საათის სავალი იყო,მაგრამ იმ ღამით რამოდენიმე საათით დაგვაგვიანდა უამინდობის გამო.ალბად სახლიდან ერთი საათით ადრე რომ გამოვსულიყავით სოფლამდე ვეღარც ჩამოვახწევდით,ისე ძლიერად მოჰყარა ცამ ფანტელები.
ეზოს შესასვლელი ჭიშკარი ბაბუას წინასწარ ჰქონდა ღიად დატოვებული.სახლის მისასვლელ კარებამდე მისი ფეხის ნაბიჯები ღრმად დატყობოდა მოთოვილ ბილკს.ეტყობოდა ცოტა თოვლი გადაეფანტა ბილიკიდან. ეზოში შესვლის თანავე მამამ ერთხელ დაასიგნალა. ცოტახანში აივანზე შუქი აინთო და ძველი ჭრაჭუნა ხის კარებიც გაიღო საიდანაც ჩემმა ჭაღარა ბაბუამ გამოანათა.მთვარის შუქზე თითქოს უფრო თეთრ მოელვარე კაცად მომეჩვენა.მისი თმები ღამის სინათლეს ისხლიტავდა და კიდევ უფრო ამშვენებდა მის მოწყენილ სახეს. მაგრამ შევატყე თუ რა მალე გაუქრა სახიდან სევდა,ჩემი დანახვით.მთელი სისწრაფით გამოეშურა ჩვენს დასახმარებლად,თოვლი კიდევ უფრო ძლიერად იყრებოდა,ცოტა ქარიც მატულობდა და ძვლებში ატანდა.მე გახარებული შევცქეროდი ბაბუას,თვალები სიხარულისგან მიციმციმებდა.ერთი სული მქონდა მანქანიდან გადავსულიყავი და ბაბუას ჩავხუტებოდი.და რაღათქმაუნდა ასეც მოხდა.მანქანის კარები გაიღო თუ არა ბაბუას კისერზე შევაფრინდი. მანაც მაშინათვე მკერდში ჩამიკრა.გვინდოდა დიდიხანი ვყოფილიყავით ჩახუტებულები მაგრამ ბოლოს სიცივემ შეგვაწუხა,უფრო სწორედ დედაჩემის კივილმა,დროზე შევსულიყავით სახლში რადგან ეშინოდა არ გავცივებულიყავი.ბაბუამ დედას გადამცა და მანაც რაღათქმაუნდა ერთ წამში სახლის სასტუმრო ოთახში მდებარე ფეჩთან მიმასკუპა,თან მკაცრად გამაფრთხილა არ გავნძრეულიყავი და ჯერ გავმთბარიყავი.მეც როგორც დამჯერმა ბავშვმა ფეხი არ მოვიცვალე და შევცქეროდი,ძველი წაბლის ხით ნაშენებ სახლს,რომელსაც სრულად არ დასტყობოდა დროთა ჟამსვლა.ჭერის კუთხეებში ალაგ-ალაგ აბლაბუდებს შეამჩნევდით,მაგრამ ისიც ალბათ იმიტომ,რომ ბაბუა უკვე კარგად ვეღარ ხედავს თვალებში.სხვა დანარჩენი ყველაფერი მოწესრიგებული იყო.მიუხედავად იმისა,რომ სახლში შეშის უზარმაზარი ფეჩი იდგა,თანაც სასტუმრო ოთახში მტვრის ნასახსაც კი ვერ შეამჩნევდით.კედელზე ბებიას სურათი ეკიდა მის დაბლა პატარა მაგიდა იდგარ,რომელზეც სარკმეველი იწვოდა,ხოლო მისგან გვერდით სანთელი ენთო,იქვე ახლოს მაგიდაზე კი გაშლილი ლოცვის წიგნები,როგორც ჩანდა ბაბუას გადაეშალა.
სანამ მე ამ ყველაფერს ახლად შობილი ბავშვივით ვაკვირდებოდი,ბაბუამ,დედამ და მამამ ყველაფერი შემოზიდეს რაც კი მანქანაში გველაგა.სიცივისგან აკანკალებულები ყველანი ფეჩს მიუსხდნენ ხოლო ბაბუა კი ჩემს გვერდით ჩამოჯდა,ცალი ხელი გადამხვია და შუბლზე მკოცნიდა.თან მეკითხებოდა,როგორ ვიყავი,სახლში დედა და მამა ხომ არ მაბრაზებდნენ, ბაღში შეყვარებული თუ მყავდა და კიდევ სხვა უამრავი შეკითხვები,რომელზეც სიმართლე გითხრათ ვერც ვუპასუხე,ზოგსაც კი საერთოდ ვერ ვიაზრებდი,მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა ბაბუას ბედნიერი სახის ყურება,სულელივით ყველაფერზე თავს ვუქნევდი,მინდოდა ის შეგრძნება და ბედნიერი წამები,რომლებსაც მაშინ განვიცდიდი არასდროს დამთავრებულიყო.
დაღამდა,ჩემმა დაბადების დღემ
განვლო. ნაირ ნაირ ფერებში ბუშტებით მორთულმა ოთახმა ჩემი დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.დედას გამომცხვარი ფაფუკი ტორტის გემო არასდროს დამავიწყდება. არც ბაბუას და მამას მოლივლივე თვალები.რამოდენიმე ჭიქა ღვინოს შესმის შემდეგ კიდევ უფრომ რომ უნათებდათ.ექვსი წლის გავხდი და ეს წელი ჩემს ცხოვრებაში სამუდამო ლაქას დატოვებს. .არა იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღე იყო არამედ იმიტომ რომ იმ დღეს ვიხილე რამ რაც ჩემს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. ვიხილე ის ვინც ჩემს გონებაში სამუდამოდ დარჩება და მას შემდეგ მოსვენებას დამიკარგავს.
ბაბუას ძველი სახლი არც თუ ისე პატარა იყო.პირველ სართულზე სასტუმრო ოთახი,საძინებელი და აბანოტუალეტი იყო განლაგებული, ხოლო მეორე სართულზე მხოლოდ ორი საძინებელი სადაც ბაბუას და ჩემს მშობლებს ეძინათ. იმის გამო რომ სახლში გათბობა მხოლოდ ფეჩის საშუალებით იყო შესაძლებელი პირველი სართულის საძინებელში მოათავსეს რადგან ყველაზე დიდი სითბო სასტუმრო ოთახიდან ნაწილდებოდა.ძილის წინ ბაბუამ თავისი უზარმაზარი ფეჩი აკაციის შეშით გამოავსო რადგან ცეცხლი დიდხანს არ განელებოდა.დედამ ძილის წინ იავნანა წამიმღერა და მეც ღრმა ძილს მივეცი. ალბად ფიქრობთ თუ რა უნდა მომხდარიყო ისეთი რაც ჩემ ცხოვრებას თავიდან ბოლომდე შეცვლიდა.რა უნდა ყოფილიყო ისეთი რაც ექვსი წლის ბავშვს ასე ძლიერად დაამახსოვრდებოდა გარდა დაბადების დღისა და დედის იავნანისა.
ღრმა ძილს მოცემულს თითქოს ყურში ჩურჩულის ხმა მომესმა. თითქოს ვიღაცა ნაზი ხმით მიხმობდა.ეს ყველაფერი ლამაზ სიმღერას გავდა რომლის მელოდიის გადმოცემაც ჩემთვის შეუძლებელია.უცნობი ხმა არ ჩერდებოდა და თავისთან მეძახდა.
-გაბრიელ,მოდი ჩემთან,მე შენი მეგობარი ვარ-და ასე განუწყვეტლივ ერთიდაიგივეს იმეორებდა.ყოველი თხოვნის ბოლოს სასიამოვნო ღიმილის ხმა აცილებდა.
ალბად იფიქრებთ რომ ექვსი წლის ბავშვს ამ დრო უნდა შეშინებოდა.შეიძლება ჩემს ადგილას ნებისმიერს შიშით აკანკალებულს გაღვიძებოდა და ყვირილი დაეწყო.მაგრამ იმ ღამით ჩემდა გასაკვირად სულ სხვა გრძნობა დამეუფლო. თითქოს ხმა რომელიც მიხმობდა ჩემთვის ნაცნობი იყო.მისი ძახილი ჩემში ენით აღუწერელ ნდობას იწვევდა და სწორედ ამიტომ შიშის გრძნობას მიქარწლებდა.
ლოგინიდან წამოვდექი და შევეცადე ხმაზე კიდევ უფრო გულისყურით მომესმინა,თუ საიდან მოდიოდა ის.ნელი ნაბიჯით სასტუმრო ოთახში შევაბიჯე.ამ დროს თითქოს ხმა გაჩერდა.სადაც იყო ჩემი ნახევრად ჩაძინებული გონება უნდა გამოფხიზლებულიყო რა დროსაც უცნობმა ხმამ კვლავ მომიხმო.
-გაბრიელ,მოდი ჩემთან მე შენი მეგობარი ვარ.გაბრიელ მოდი ჩემთან.
ხმას კიდევ უფრო გულისყურით ვუსმენდი.თითქოს და ჩვეულებრივი ჩურჩული ყოფილიყო მაგრამ საოცრად მიმზიდავი.ამჯერად ხმა უკვე სასტუმრო ოთახის გარედან, ეზოდან შემოდიოდა. უცნობმა ცნობის მოყვარეობამ მძლია და მეც ეზოსკენ გავეშურე.არ მახსოვს ძველი კარების სახელურს როგორ დავექაჩე მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ რამოდენიმე წამში ეზოში აღმოვჩნდი საღამურში გამოწყობილი.რაოდენ გასაოცარი არ უნდა ყოფილიყო იმ დროს სიცივე არ მიგრძვნია,მიუხედავად იმისა რომ თოვლი ჯერ კიდევ ცრიდა.
-გაბრიელ მეგობარს შენი დახმარება ჭირდება მოდი ჩემთან.
გარედ გასულზე მისი ხმა შეიცვალა უფრო ხმამაღალი და მომთხოვნი გახდა.ხმა ამ ჯერად სახლის წინ,ეზოში მდებარე ჭიდან მოდიოდა.არ ვიცი თუ საიდან ეწვია ჩემს თავს ამდენი გამბედაობა.ბავშვი რომელიც დედის სიმღერის გარეშე ვერ იძინებდა,ბავშვი რომელიც დედას ყოველთვის თხოვდა საძინებლის კარები არ დაეკეტა გამბედაობით აივსო,შიშის გრძნობა უცნობი ხმის ინტერესმა გადაფარა.უშიშრად მაგრამ ნელი ნაბიჯებით,შიშველი ფეხებით გავუყევი ვიწრო ქვაფენილს,რომელსაც ჭამდეს მივყავდი. შიშველი ფეხები ვერ გრძნობდნენ მუხლებამდე გაფენილ თოვლს,რომელზედაც დიდი გაჭირვებით ვაბიჯებდი.
ჭასთან მისულმა შევჩერდი.მისი კედელი ჩემი სიმაღლის იქნებოდა.
-აქ ვარ ჭაში.დაეხმარე მეგობარს- ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა.უკვე ვგრძნობდი მის სიახლოვეს. ვცდილობდი ჭის კედელზე აცოცებას,მაგრამ ვერ ვახერხებდი. რამოდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ჭის გვერდზე მიგდებული თასი შევნიშნე.ჭის კედელთან მივიტანე და ამოვატრიალე. მთელი ეს დრო უცნობი ხმა არ ჩუმდებოდა და ყოველ ჯერზე უფრო ხშირად იმეორებდა ერთი და იგივეს-გაბრიელ დაეხმარე მეგობარს-ამოტრიალებულ თასზე შევდექი შემდეგ ჭის კიდეზე ავცოცდი და ჭას ჩავხედე.თითქოს მთვარე იმ ღამით სავსე იყო.მისი შუქი თოვლზე დღის შუქივით ანათებდა მაგრამ ჭაში ოდნავადაც ვერ აღწევდა,თითქოს შავი ხვრელივით ისრუტავდა და შთანთქავდა სინათლეს.ღრმა წყვდიადიდან ერთხელ კიდევ მომესმა ხმა მაგრამ ამჯერად მხოლოდ ბოროტი სიცილის. ეს იყო პირველი მომენტი როდესაც თითქოს მძინარეს გამომეღვიძა,შიშმა შემიპყრო და ჭიდან კიდედან ჩამოსვლა დავაპირე რა დროსაც ჭის ღრმულიდან ჩრდილი აღმოიფქვა, როგორც ფანტანი.მინდოდა მეყვირა მაგრამ ამაოდ.საოცარმა ძალამ შემბოჭა და ჰაერში ამიტაცა.
-სულელი ბავშვი-ამჯერად უკვე გველის სისინის ხმას მეტად წააგავდა ვიდრე ადამიანისას. ვგრძნობდი თუ როგორ ამწია უხილავმა ძალამ ჰაერში.თითქოს მის შეხებასაც ვგრძნობდი მაგრამ ჩრდილად როგორც შავ ნისლს ვხედავდი.სადაც იყო გონებას დავკარგავდი რა დროსაც ცაზე გავარდნილი ჭექაქუხილის ნათებასავით შუქმა გაიელვა.
-წყეულიმც იყავ- ჩაიხრიალა ბოროტმა ხმამ და მეც ჭის მიღმა თოვლში მომისროლა.მინდოდა ძალღონე მომეკრიფა,მაგრამ ამაოდ მსურდა მეყვირა თუმცა ხმა წამრთმეოდა. მხოლოდ ის მოვახერხე ცალ მხარზე გადავტრიალებულიყავი. კისერი ჭისკრისკენ მივატრიალე და ვიხილე რა.ღვთაებასავით უმშვენიერესი ახალგაზრდა ქალწული.ნიავივით მოფარფატე ვერცხლის ფერს კაბაში.მისი სამოსი მთვარის შუქზე მოელვარე ვარსკვლავებივით ციმციმებდა. ქალწულის სახე და მისი ნაკვთები სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში.ზურმუხტივით მოელვარე მისი თვალები მიმზერდნენ და ანათებდნენ.მისი წაბლისფერი თმები ტალღებივით მოძრაობდნენ.სისხლივით წითელი ტუჩები დუმდნენ,ხოლო მარგალიტივით მოელვარე მისი კანი საოცრად აღფრთოვანებას იწვევდა.ულამაზესი ქალწული რომლის ყველა ნაკვთი ღვთაებრივათ უმშვენიერესი და უნაკლო იყო,გრძელი,ალვის ხესავით სწორი ფეხებით მოაბიჯებდა ჩემსკენ,ისე თითქოს არც კი ეხებოდა მიწას.მის ირგვლივ წყვდიადი იფანტებოდა და ნათელი მოჰქონდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent