მეორე სიცოცხლე (თავი II)
-ელა, ეს ალექსანდრეა, თავის საქმეში გამოცდილი და სანდო ადამიანი. დროებით დაგვეხმარება, რომ უსაფრთხოდ იყო,-წამოიწყო ზურაბმა. -აზრი არ აქვს მამა, უკვე გითხარი. მხოლოდ ერთადერთ რამეს გთხოვთ - მარტო ყოფნას. მეეჭვება ბატონმა ალექსანდრემ ჩემს ამ სურვილს პატივი სცეს,-გესლიანად ამოთქვა გოგონამ. მზერა ისევ იქვე მდგომ უცხო მამაკაცზე გადაიტანა და სწრაფადვე დააიგნორა უცნაური გრძნობა, რაც მისი გამოხედვისას ეუფლებოდა. "ასე ნუ მიყურებ"-გონებაში შეუღრინა ალექსს. -დასკვნების გამოტანამდე შეგვიძლია საუბარი ვცადოთ. მე ალექსი ვარ,-ხელი მეგობრულად გაუწოდა, თუმცა ავად გაუღიმა. ელა კაცს ჩანაფიქრს მიუხვდა. იმასაც მიხვდა, მისი შიშები კარგად ცნობილი რომ იყო ალექსანდრესთვის და გამოწვდილი ხელის დანახვისას ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ზურაბი და ნინო სიტუაციას გაოცებულები აკვირდებოდნენ. -მოდი ელა, უბრალოდ მეგობრული ჟესტია,-ირონიული ღიმილი სახიდან არ მოუშორებია, ისე გადადგა მისკენ ნაბიჯი. გოგონამ უკან დაიხია. არათუ უცხოების, საკუთარი ოჯახის წევრების შეხებასაც გაჭირვებით უძლებდა. თუმცა ალექსის პირველივე გამარჯვებას არ დაუთმობდა. გაუბედავად გაუწოდა ხელი. კაცმა მისი პატარა ხელი მჭიდროდ მოიქცია საკუთარში და ღიმილით დახედა. ელას სუნთქვა შეეკრა, სისუსტე იგრძნო, სწრაფად გამოაცალა ხელი, შეტრიალდა და უკანმოუხედავად წავიდა კოტეჯისკენ. ალექსანდრეს გააზრებული ჰქონდა, ელა ყველასგან შეცოდებას რომ იღებდა და მისი ცივი ხასიათიც მხოლოდ თავდაცვის მცდელობა რომ იყო. ამიტომ არ აპირებდა, ქალის ახირებებს აჰყოლოდა და ადრე გადატანილი ამბების გამო მისთვის პრივილეგიები მიენიჭებინა. ასე ვერ გატეხავდა. -მასთან საუბარი რთულია, ამ პერიოდში ძალიან შეიცვალა-ცივად თქვა ზურამ და დაამატა-ბიბლიოთეკაში ავიდეთ. აგარაკი ერთი ორსართულიანი სახლის, მოშორებით მდგარი ხის კოტეჯისა და უზარმაზარი გამწვანებული ეზოსგან შედგებოდა. ყველაფერი გემოვნებით იყო გაკეთებული. ერთი შეხედვით იმასაც იფიქრებდით, ვიღაცას ზედმეტი დრო ჰქონდა და არ იცოდა რაზე დაეხარჯაო. როგორც ეზოს, ისე სახლის დეკორაციების თითოუელ დეტალზე აშკარად ბევრი იყო ნაფიქრიც და ნამუშევარიც. ზურაბი ალექსს ბიბლიოთეკაში შეუძღვა და სავარძლისკენ მიუთითა. თვითონ პატარა მაგიდისკენ დაიძრა და ალექსანდრეს ვისკი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. სასმელი თავად ჩამოისხა ჭიქაში და მშვიდად დაიწყო. -გეგეშიძესთვის ვიცოდი თავადვე რომ უნდა გამომეჭრა ყელი იმისთვის, რაც ელას დამართა. მოგვიანებით ყველა იქ მყოფ მოძალადესაც გავუსწორდი. ლევან ბერიძის შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა. ვიცი რომ ყველაფერში მისი ხელი ურევია, მაგრამ კონკრეტულად რის გამო უნდა მოვთხოვო პასუხი და რა დოზით, ეგ არ ვიცი. ელა არაფერს ამბობს, თითქოს ის 2 თვე არც არასდროს მომხდარა. თუმცა მის მერე ძველი ელა აღარც მინახავს. სახეზე ხელი ჩამოისვა და ჩაფიქრებულმა გააგრძელა-ლევანის სისხლით უსაფუძვლოდ ხელს ვერ გავისვრი. ვიცი, ბევრ სიბინძურეშია გარეული მაგრამ მეტი დეტალი მჭირდება. -ლევანი ბერიძე იშვიათი ნაძირალაა-დაუდასტურა ალექსანდრემ. -გარკვევაში უნდა დამეხმარო. გენდობი. რახან ზაზამ შენ გამოგგზავნა, მიზეზიც ექნება. -ლევან ბერიძის გამოჭერისთვის საკუთარი ინტერესები მამოძრავებს. რაც შეეხება ელას, ერთი თხოვნა მაქვს- დარწმუნებული ვარ, ძალიან გაჯიუტდება. ამდენი ხანი ჩაკეტილია, უცხო ადამიანს თავის გარემოცვაში მარტივად არ შეეგუება. დრო უნდა მომცეთ და მისი პრეტენზიები დააიგნოროთ. -დიდი ტრამვა გადაიტანა, გულს ნუ ატკენ,-მუქარით შეხედა ზურამ. -ეგ ყველაზე ნაკლებად მინდა-მშვიდად მიუგო და წამოდგა. *** ელა სახლისგან მოშორებით, ცალკე კოტეჯში ცხოვრობდა, რომლის აშენებაც მას შემდეგ ითხოვა, რაც მისმა მშობლებმა მისი თვითმკვლელობის მცდელობებისგან შეშინებულებმა, ცალკე საცხოვრებლად გადასვლაზე კატეგორიული უარი უთხრეს. რადგან მარტო ყოფნას აქაც მშვენივრად შეძლებდა, დათანხმდა და წელიწადზე მეტი იყო, რაც ხის კოტეჯი მის სამფლობელოდ ქცეულიყო. მიუხედავად დიდი ფართისა, კოტეჯი შემაშფოთებლად ცარიელი იყო, მინიმალური რაოდენობის ავეჯითა და დეკორაციების თითქმის არარსებობით. ელას ძირითადი გასართობი უამრავი წიგნი და წინა საუკუნის გადმონაშთი, ძველისძველი პლეიერი და ყურსასმენები იყო. ახლაც საწოლზე იწვა, საყვარელ მელოდიას უსმენდა და დაისის ფერებს აკვირდებოდა, როდესაც კარზე ჩუმი კაკუნი გაისმა, რამოდენიმე წამში კი კარი დაუკითხავად შემოგლიჯეს და უკვე ნაცნობი ფიგურა თავზე წამოადგა. -რა ჯანდაბას აკეთებ-წამოიკივლა და შეშფოთებული წამოჯდა. ალექსანდრემ ყურიც არ შეიბერტყა, საქმიანად განაგრძო ოთახის თვალიერება და ყველა კუთხის დეტალური შესწავლა. -შენ გეკითხები!-ახლა უკვე ფეხზე წამოიჭრა ელა, სიბრაზისგან ლოყები აწითლებოდა. -მაინტერესებს სად ვიცხოვრებ ეს პერიოდი. აქაურობის დეტალური შესწავლა მჭირდება-მშრალად მიუგო და გამჭოლი მზერით გახედა, შემდეგ კი საქმეს მიუბრუნდა. ელას შეაკანკალა. -ჩემს კოტეჯში და მითუმეტეს ოთახში არაფერი გესაქმება. დაუკითხავად რატომ შემოხვედი? -დავაკაკუნე-მხრები აიჩეჩა და დაამატა-თანაც იმედები უნდა გაგიცრუო, მეორე სახლიდან აქ ვერ დაგიცავ. -რისი თქმა გინდა? -ცოტა ხანი შენი მეზობელი ვიქნები,-თვალი ჩაუკრა და გვერდითა ოთახზე მიუთითა. ამჯერად აივნის კარი გააღო და თავი ინტერესით გაყო. -შეუძლებელია -შეუძლებელს ვერაფერს ვხედავ, უკვე ჩანთებიც შემოვიტანე,-აივნიდან გამოსძახა,-ჩემს ოთახს ასეთი კარგი ხედები არ აქვს. გოგონას თვალები აუწყლიანდა, ხმის ამოღება ვეღარ შეძლო, ყურსასმენი საწოლზე მიაგდო და ოთახიდან გავარდა. -ან ის წავა ამ სახლიდან ან მე,-კივილით შეუვარდა ზურაბს ბიბლიოთეკაში. -ელა დამშვიდდი,-უკან მოჰყვა ნინოც. -მშვიდად ვარ, როცა მარტო ვცხოვრობ ჩემს საკუთარ სახლში. რატომ შემომისახლეთ ის არანორმალური? ისედაც მთელი სახლი დაცვის წევრებით და კამერებითაა სავსე. -წინა ჯერზე ამ ყველფერმა ისინი ვერ შეაჩერა, არ მინდა რამე ცუდი განმეორდეს. -იმაზე ცუდი ვეღარ მოხდება რაც მოხდა! მაცადეთ რომ უბრალოდ ვიცოცხლო,-თვალები აუწყლიანდა. -ისევ საფრთხე გემუქრება შვილო,-ნინომ ხელები მხრებზე ფრთხილად წაავლო და მუდარით შეხედა,-უნდა დაგიცვათ. ცოტა ხანს აიტანე ის ბიჭი. -მათგან ვერ დამიცავთ, დედა,-ჩუმად ამოიხრიალა,-ვერავინ დამიცავს თუ ჩემამდე მოსვლა მოინდომეს. მირჩევნია მოვიდნენ და დასრულდეს ყველაფერი. -გეყოფა,-ტონს აუწია ზურამ და ქალიშვილს შეხედა,-ყველანაირ მოთხოვნაზე წამოგყევი, მაგრამ ამას არ ავიტან. ვერ ავიტან რომ ჩვენზეც კი აღარ ფიქრობ, შენს პატარა დაზე აღარ ფიქრობ. ყოველთვის მებრძოლი იყავი და კი, ახლაც ამას ველი შენგან. ის ბიჭი შენს გამოფხიზლებას თუ ეცდება, მე ხელს არ შევუშლი,-წყნარად დაამატა და კაბინეტიდან გავიდა. -დაელაპარაკე დედა,-ახლა ნინოზე გადაერთო. -მამაშენს მეც ვეთანხმები ელა, მეორედ შენს უბედურებას ვეღარ გავუძლებ. *** როდესაც კოტეჯში დაბრუნდა, აივანზე ჩამომჯდარი ალექსი დალანდა, სიგარეტს ეწეოდა, სახეზე გამარჯვების ღიმილი დასთამაშებდა. ელამ გაღიზიანებულმა ჩაუქროლა და კარიც ხმაურით მიუჯახუნა, რასაც ჩუმი ჩაცინება მოჰყვა. -აუტანელი,-ამოიგმინა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. *** სამი წლის წინ ფეხშიშველი გარბოდა მეჩხერ ტყეში. შემოდგომა იყო, გამხმარი ტოტები და ბალახები ტერფებზე მტკივნეულად ესობოდა. ტკივილისა და შიშისგან ტიროდა მაგრამ თავს საშუალებას არ აძლევდა დასუსტებულიყო და მდევარი წამოსწეოდა. ის იყო ტრასაზე მიმავალი მანქანების შუქს თვალი მოჰკრა და თავი სამშვიდობოს დაიგულა, როცა სახეზე მძიმე დარტყმა იგრძნო და თვალთ დაუბნელდა. -ამას შეხედეთ, ვინ დაბრუნებულა,-როდესაც თვალები გაახილა, ისევ საძულველი სახე დაინახა. ცივ იატაჯზე იჯდა, კედელზე აყუდებული. -გითხარი ჭკვიანად მოქცეულიყავი, რატომ არ ისვენებ? სანამ რამის თქმას მოასწრებდა კიდევ ერთი დარტყმა იგრძნო. -თუ გგონია რახან ირაკლის მოსწონხარ, ვინმე შეგიცოდებს, ძალიანაც ცდები. აქ არავინ ხარ, საერთოდ არავინ,-თმაში ხელი წაავლო და სახესთან ძალიან ახლოს უჩურჩულა. ელას ცრემლები გაუჩერებლად სდიოდა, ლოყა ეწვოდა, გახეთქილი წარბიდან სისხლი სდიოდა. -ვაჟა, ცოტა შეაშინე ჩვენი ურჩი გოგო, მეორედ გასეირნება რომ აღარ გაბედოს,-შემდეგ ელას მოუბრუნდა,-შემდეგში ასეთი მარტივი სასჯელი აღარ იქნება,-თითი დაუქნია და ბნელი ოთახიდან გავიდა. -გთხოვ, არ გინდა,-წამოიკივლა როცა კაცი წამის მეასედში თმაზე დასწვდა და წამოაყენა, მისკენ შეაბრუნა და სანამ კიდევ რამის თქმას მოასწრებდა, ხელი ინერციით გაუქანა. ელა საწოლისკენ გადაქანდა, მკერდით კიდეს მიენარცხა. აუტანელმა ტკივილმაც არ დააყოვნა. სუსტი კივილი ამოუშვა თუმცა ჰაერი აღარ ეყო. ტკივილი გაძლიერდა ვეღარ უძლებდა ფილტვებიც ჰაერისგან სულ დაეცალა გრძნობდა, ისევ ითიშებოდა... *** ხმაურმა გააღვიძა. ტანსაცმლიანს გაუშლელ საწოლზე ეძინა. ელა იყო, ელა კიოდა. სწრაფად წამოვარდა, იარაღს ხელი დაავლო და წინ მდებარე კარს მიუახლოვდა. სახელური ჩამოსწია. რა თქმა უნდა, დაკეტილი იყო. ბევრი აღარ უფიქრია, უკან დაიხია და ხის კარს საკეტში წიხლი ჩაარტყა. ოთახში როგორც კი შევარდა, ის სურათი დახვდა, რასაც არ ელოდა. საწოლზე წამომჯდარ ქალს გულზე ხელები მიეჭირა და ამოსუნთქვას ცდილობდა. იარაღის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და თავი გააქნია. -აქედან გადი,-ძლივს ამოიხრიალა -დახმარება გჭირდება,-ცივად მიუგო, იარაღი კომოდზე ჩამოდო და საწოლს მიუახლოვდა. პანიკური შეტევა ჰქონდა. კარგად იცნობდა ამ მდგომარეობას. წინ ჩამოუჯდა. -ღრმად ჩაისუნთქე, ელა,-მშვიდად უბრძანა თუმცა ელა სიზმრიდან გამოყოლილი ემოციებისგან გაუჩერებლად კანკალებდა და დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა. -მიდი, შეგიძლია პატარავ,-ხელი ფრთხილად შეახო მის ხელს. ალექსის თბილი ხელიდან წამოსული სასიამოვნო იმპულსები საკმარისი აღმოჩნდა ელასთვის, რომ ყურადღება გადაეტანა, თავი სამშვიდობოს ეგრძნო და სუსტად ამოესუნთა. რამდენიმე წუთის შემდეგ სუნთქვა აღიდგინა, ფერიც ნელ-ნელა უბრუნდებოდა. -ნამდვილი ველური ხარ, რას ერჩი ჩემს კარს-სასოწარკვეთილმა ამოთქვა, როგორც კი ლაპარაკი შეძლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.