შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე 1


21-09-2022, 15:26
ავტორი ანა1
ნანახია 2 103

‘‘თეთრი არემარე, თოვლი, სისუფთავე.. ყველაფერი ისეთი მომხიბლავი და ბედნიერების მომტანი იქნებოდა ალბათ, ამ გამყინავი სიცივის გარეშე.. ჩემი გაუნელებელი ცეცხლითაც კი ამ ყინულს ვერაფერი დავაკელი.. სეზონი სეზონია, ბუნების დროებითი ტრადიციათაგან ერთ-ერთი, თუმცა შენ სულ ასეთი ხარ, გაგა. ცივი ზამთარი ხარ, თანაც დაუსრულებელი.. და მხოლოდ ჩემ მიმართ ხარ ასეთი ცივი.. ეს ყველაზე მეტად მტკენს, რომ ხვდებოდე როგორც, ალბათ გამიგებდი.. ჩემი ამქვეყნიური ჯოჯოხეთია შენგან სიცივე.. თანაც ვიცი რომ მართალი ხარ. მე შენთვის ისე სასურველი არასდროს ვიქნები, როგორც შენი ცოლი. შეიძლება თქვან რომ ეს ჩემი ‘’ბავშური’’ გატაცებაა, ამოჩემება, შეპყრობილება შენ მიმართ, რომელიც დროსთან ერთად გადაივლიდა, მაგრამ ეგ არც მინდა.. უშენოდ სიცარიელეა, სიკვდილია.. არ მინდა ამას შევეგუო ოდესმე.. თუნდაც ჯოჯოხეთში ჩავიდე, იქაც შენზე ვიფიქრებ და შენთვის ყოველწამს მოვკვდები.. ბედნიერებას გისურვებ.. რაც ისედაც გაქვს.. ‘გყავს’.. კარგად.‘’ - გაოგნებული დასჩერებოდა მესიჯის სახით მოსულ ტექსტს უცხო ნომრიდან.
თავი ხელებშო ჩარგო და განერვიულებულმა დაიწყო ფიქრი. -იმედია ხუმრობს.. ამის დედაც! სად ვიპოვო ეს დებილი გოგო.. ღმერთო რა შარია.. თავისტკივილი.. ეს სულელი გოგო!- ხმამაღლა დაიძახა და დენდარტყმულივით წამოვარდა ფეხზე, იმ წამსვე მისაღებ ოთახში შევარდა სიგარა მოიძია და ნერვულად დაიწყო ოთახში სიარული, ფიქრისგან თავი უსკდებოდა.
-გაგა რა გი.. -ოთახში შემოსულ ძალიან მომხიბვლელ შავთმიან ქალს მოულედნად ღიმილი სახეზე აშრება,-გაგა! შენ ხო თავი გაანაბე მოწევას დიდი ხანია. რა გჭირს?!-მკლავში ხელი მოკიდა და ინტერესით მიაშტერდა მისი მომნუსხველი შავი თვალებით.
-ლიკა, ტვინი არ წამიღო რა, საყვარელო, გთხოვ. არაფერია ისეთი, სამსახურიდან დამირეკეს და ნერვები მომეშალა, არ იდარდო შენ.. -შუბლზე აკოცა და საძინებელში შევარდა, სასწრაფოდ ჩაიცვა და ტელეფონს ხელი დასტაცა, გასასვლელამდე მისულმა გასძახა ელდანაკრავ ცოლს- ლიკა გავდივარ და მოვალ მალე არ ინერვიულოო და კარი აჩქარებით გაიხურა. როგორც კი გარეთ დაიგულა თავი იმწამსვე რეკვა დაიწყო მესიჯის ავტორთან.
-ტელეფონი გათიშა, ჯანდაბა! დებილი! დებილი გოგო.. რა გინდა ჩემგან!..
სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და ადგილს სინათლის სიჩქარით მოსწყდა. ნერვიულობისგან სახე და ხელები დაეჭიმა და ოფლისგან შუბლი დაეცვარა. ისევ ტელეფონი აიღო და ამჯერად მის უახლოეს მეგობართან დარეკა.
-ვახო.. ძმაო, სად ვიპოვო ეს დებილი გოგო! მგონი თავს იკლავს, უნდა გენახა რა მომწერა ახლა.. -ანერვიულებული იძახდა ტელეფონში.
-რა?! მოიცა ვისზე ამბობ-ყურმილსიქეთ გაოცებული ხმა მოესმა.
-ბიჭო, ანიზე. რაღაც გამოსამშვიდობებელი ტექსტი მომწერა, ეგრევე მივხვდი რო ეგ არი. რა უნდა მაგ გოგოს ჩემგან პროსტა რას გადამეკიდა ეე! დებილი ბავშვი!..
-მოიცა მოიცა.. სულ გააფრინა მაგან? რას ქვია თავს იკლავს.. ბიჭო, შენ პონტში იკლავს თავს თუ რა ხდება?! არ გამომა*ლეო.
-ხო აბა ვის პონტში..
-ბიჭოოო.. უყვარხარ?-გაოგნებულს აღმოხდა ვახოს.
-როგორც ჩანს..-გამოსცრა დაძაბულს,- მოკლედ, მის სახლთან მივდივარ ახლა. იმედია იქ დამხვდება.
-მოიცა მარიამს დავურეკავ და ვეტყვი, ძმაო და ახლავე გამოვალ მეც.
-მარიამი ის არი ხო? მისი და?
-და არა დაქალი..
-კაი, მოკლედ, გავგიჟდები რა..
-კაი, არ იდარდო, ბიჭო, გეფიცები, არამგონია მართლა თავი მოიკლას შეიძლება გაგეხუმრა ეე.. გოგოები ხო იცი..
-კაი კაი. წავედი არ მცალია, მალე მოდი შენც, სხვა ვერავის ვენდობი ხო იცი.. -სწრაფად მიაყარა გაგამ ბოლო წინადადება და ტელეფონი უცებ გათიშა. მანქანიდან გადავიდა თუ არა მის ბინას მიაშურა.
რამდენჯერმე დარეკა ზარი და ვერაფრის გაგების შემდეგ გაბრაზებულმა დაარტყა მუშტი კარებს..
-ან ერთ წუთში გააღებ ან შემოვამტვრევ.. - დაიძახა და ორივე ხელით მიეყრდნო კარს გარშემო. კვლავ სიჩუმე..
მთელი ძალით მიეჯახა კარს რამდენჯერმე და მისი იატაკზე მოწყვეტით დახეთქების შემდეგ დაუყოვნებლივ შიგნით შეირბინა.. ყველა ოთახის ნახვის შემდეგ გამოვიდა და ისევ ვახოს დაურეკა,
-ბიჭო არ არის სახლში, გავგიჟდები. დაურეკე მის დაქალს?
-კი, მომისმინე, ბოლოს გუშინ, საღამოს ნახა, შენზე ელაპარაკა თურმე, მეც ვეჭვობდიო..
-არ იცის სად შეიძლება რო იყოს?-გააწყვეტინა გაგამ მოუთმენლად და თმებში ხელი ნერვულად შეიცურა.
-კი.. მომისმინე რამდენიმე ადგილი იცის სადაც შეიძლება იყოსო.. მანამდე პოლიციაშიც განაცხადებს, მაგრად ნერვიულობს. ჩვენ ერთად მოვძებნოთ გაიგე? თითქმის მოვედი.
-მიდი ხო..
~~~~~~~~

თოვლით გათეთრებულ ხიდზე გამვლელები საერთოდ არ არიან.. თუმცა რა გასაკვირია, გარეთ ძალიან ცივა. მხოლოდ გოგონა დგას ეულად და სასოწარკვეთილი თვალებით დასცქერის ასობით მეტრის ქვეშ გაყინულ მდინარეს, თოვლით დაფარულ კლდეებს და ნაძვნარს,
რამდენიმე წუთის შემდეგ ცრემლები სცვივა.. გაყინული ხელით იწმენდს და წამებში დარწმუნებული გამომეტყველებით მოაჯირიდან შემზარავად ხტება..
კივილი..
ტკივილი..
სისხლი..
სინანული...

გაგრძელება იქნება დღეს ან ხვალ თუ ვინმეს გაინტერესებთ



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოდ წერთ. გააგრძელეთ

 


№2 სტუმარი Елка

Гаагрзелет далиан момецона

 


№3  offline წევრი ლელა მუმლაძე

საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent