შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე (თავი 2)


22-09-2022, 15:27
ავტორი ანა1
ნანახია 1 987

ორი საათის შემდეგ ყველა საინფორმაციო წყარო გადმოსცემდა მაღლივის ხიდზე თვითმკვლელობის მცდელობას 19 წლის გოგონას მიერ, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა.

-გაგა მომისმინე, შენ იქ ვერ შეხვალ საავადმყოფოში, ძმაო. ხომ ხვდები? რაებსაც ააგორებენ. პოლიცია იძიებს და მისი ოჯახის წევრებიც იქ არიან, ყველას კითხავენ. -გააფრთხილა ვახომ.
გაგამ გადაქანცული და განადგურებული გამომეტყველებით დაუქნია თავი. -ვიცი ეგ. შენ მიდი და გაარკვიე გთხოვ. როგორაა.. რო მოკვდეს ვერ გადავიტან. ხომ იცი, თავს ვერ ვაპატიებ.. ჩემი დანაშაულიცაა.. რომ ვუყვარვარ..- თავი ჩახარა და მძიმედ ამოისუნთქა. -ის ღამე...
-ძმაო, დამშვიდდი.. ეს შეცდომა იყო..-სხვა ვეღარაფერი უთხრა ვახომ გასამხნევებლად ძმაკაცს და მანქანიდან ფრთხილად გადავიდა, საავადმყოფოში შევიდა და იქვე მდგომ ექიმს გოგონას მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, უთხრა რომ მისი მეგობარი იყო. თვალში რომ აღარავის მოხვედროდა უმალ დატოვა შენობა და შორიახლოს მდგომ გაგასთან მიიჭრა.
-რას შვრები ხო გითხარი დაგინახავენ თქო, გაგა რატო მოხვედი აქ..
-რა თქვეს, როგორაა?-მომლოდონედ შეხედა გაგამ. ვახომ შეამჩნია როგორ უკანკალებდა ხელები და თვალები ჩასისხლიანებოდა ძმაკაცს.
-მდგომარეობა კრიტიკულია, ბევრი მოტეხილობა აქვს, ტემპერატურა არ ესინჯებოდაო, რეანიმაციაშია ჯერ-ჯერობით თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ.. ღმერთი გადმოხედავს.. შენ ასე ნუ განიცდი და თავს ნუ იდანაშაულებ, გაგა.. ის რაც მოხდა შეცდომა იყო.. და ეს ნაბიჯი კი მისი მეამიტური სისულელე..-მხარზე ხელი დაკრა ვახომ და მანქანისკენ ანიშნა.
-ვახო, დღეს მე სახლში მიმსვლელი არ ვარ, ცუდად ვარ. აგარაკზე ავიდეთ, გათიშვამდე უნდა დავლიო. ლიკას შენ დაურეკე.
-კარგი რა, გაგა, სმა ასეთ დროს გამოსავალი არაა..
-აბა რა არის გამოსავალი.. -ჩაილაპარაკა ჩუმად და განზე ჩაბნელებული მზერით გაიხედა..
~~~~~~~~~

უამრავი საათის შემდეგ ექიმებმა წარმატებით დაასრულეს ანი გავაშელის მოტეხილობებისა და დაჟეჟილობების მკურნალობა. მთლიანი სხეული თაბაშირში ჰქონდა. რამდენიმე საათი ძილის შემდგომ, თვალებიც გაახილა. ნელ-ნელა მოდიოდა გონს და აცნობიერებდა რომ არ მომკვდარა. დაჭიმულ სხეულს და გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა თაბაშირის ქვეშ.
შემდეგ მისი ყველა მომნახულებელი ეწვია პალატაში.
-რას გვიშვრები, გოგო.. ეს რა გააკეთე..-თავი ვეღარ შეიკავა ტირილისგან და ნერვიულობისგან გადაღლილმა დედამისმა შვილის ნახევრად მკვდარ მდგომარეობაში დანახვისას. მამამისიც იქვე იდგა. უჩვეულოდ აცრემლებული და გამტყდარი ჩანდა, ხმას საერთოდ ვერ იღებდა.
-მმმ...-ამოიზმუვლა გოგონამ თუმცა ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო წამლის ზემოქმედებიდან და თვალებიც ეხუჭებოდა.
ექიმი უმალ გაჩნდა იქვე და ფრთხილად მოუსინჯა ხელით შუბლი.
-ძლიერი მორფინი გავუკეთეთ დიდი დოზით და ბუნებრივია ვერ ისაუბრებს, გონს ბოლომდე არაა მოსული. ტემპერატურა მწყობრში აქვს. ღმერთს უმადლეთ. სასწაულით გადარჩა..
-მმ..-კვლავ ამოიკვნესა გოგონამ,-მაპატიეთ..-ამოილაპარაკა უღონოდ და ტკივილისგან დაღლილს თვალებზე ძილის სიმძიმე კვლავ გადაეკრო.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგად წერთ. ველით ახალ თავს

საინტერესოდ წერთ. იმედია გაზრდით თავებს. ძალიან პატარაა. პატივისცემით

 


№2 სტუმარი Елка

Мадлоба далиан каргад церт велодеби шемдег тавс да цота2 газардет

 


№3  offline წევრი ლელა მუმლაძე

ძალიან მომეწონა იმედია გააგრძელებ.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

კარგია გააგრძელე მალევე წავუკითე ცოტა დიდი თავები ატვირთე .❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

ახალ თავს როდის დადეებთ. ძალიან საინტერესოა. ვტხოვტ გაზარდეთ თავები.

ახალ თავს როდის დადებთ. გტხოვტ გაზარდეთ თავების მოცულობა.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

ახალ თავს როდის დადეებთ. ცოტა გაზარდეთ მოცულობა

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

ახალ თავს როდის დადეებთ. იმედია გააგრძელებთ ფა გაზრდით თავის მოცულობას. პატივისცემით

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

ღარ აგრძელეებთ. ხალიან კარგად წერთ. ველით ახალ თავს. გთხოვთ მოცულობა გაზარდეთ

აღარ აგრძელეებთ

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანა

ახალ თავს როდის დადებთ. გელოდებით. საინტერესოდ წერთ

დადეთ დროით ახალი თავი თორემ უკვე გვავიწყდება რაზე წერთ

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

გადაიფიქრეეთ ახსლი თავის დადება. როდის გააგრძელებთ, გელით

 


№11 სტუმარი Taķkor

გააგრძელებთ, გელით
 

 


№12 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან გტხოვტ გააგრძელეთ. გელით მოუთმენლად. მაშ რისთვის დაიწყეთ დაწერა

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

ა ხალ თავს როდის დადებთ, იმედია გააგრძელებთ და შუა გზაზე არ შეაჩერებთ, თუ თქვენც მუზა დაკარგეთ

ეტყობა წერა გართობის ახალი სახეა და მოგწყინდათ. ეტყობა არაა თქვენი საქმე. მუზა გაგიფრინდათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent