შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ძალაუფლება(4)


25-09-2022, 21:55
ავტორი MmariiamM))
ნანახია 752

თავი 4

-რატომ არ მომეცი უფლება ყველაფერი ბოლომდე გამერკვია?
-კეტრინ შენ წარმოდგენა არ გაქ რას ეჭიდები
-შენ ნოა შენ ჩამომიყვანე ამ დაწყევლილ ქალაქში და ახლა უნდა დამეხმარო სიმართლის გარკვევაში
-არ დაგეხმარები თუ ეს მოგკლავს, დატოვე სალემი წადი და ნორმალური ცხოვრებით იცხოვრე, მე დაგეხმარები გაუჩინარებაში
-რატომ? ამას ახლა რატომ მეუბნები
-იმიტომ რომ არ მინდა შენს საფლავზე ყვავილების მოტანა მომიწიოს-ნოამ უეცრად დაამუხრუჭა და კეტრინს თვალებში ჩახედა-მე ჩაგითრიე ამ ყველაფერში და ყველაზე მეტად ამას ვნანობ
-არ მადარდებს რას ნანობ სიმართლე უნდა გავიგო, არ უსმენდი იმ მოხუცს ხალხი მოკვდება, ჩემთვის ძვირფასი ხალხი, თუ მე ყველაფერში არ გავერკვევი
-არ მადარდებს თუნდაც მთელი ქალაქის მოსახლეობა მოკვდეს მთავარია შენ იცოცხლო
-ამას როგორ ამბობ, ამდენ უდანაშაულო ადამიანს ნებას მისცემ რომ მოკვდეს რათა მე ვიცოცხლო
-ნებას მივცემ კი არა ყველას ჩემი ხელით მოვკლავ თუ ეს შენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
-რატომ? ამიხსენი რას არ მეუბნები ბოლომდე?
-მრავალი წლის წინ პირობა დავდე რომ დავიცავდი მაგრამ ვერ მოვახერხე, იგივეს აღარ დავუშვებ. არ მივცემ ჯადოქრებს იმის უფლებას რომ იმ ძალით მოგწამლონ რომელმაც ერთხელ უკვე წამართვა საყვარელი ქალი
-რა? მოიცადე ყელასაბამი-კეტრინმა მკერდზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია-ეს შავი მარგალიტი სიბილისთვის ამოიტანე წყლიდან?
-ასეა და მე მას დაცვის პირობა მივეცი და ვერ შევასრულე. ასე რომ ამ თემაზე საუბარი დასრულებულია იმ სახლში აღარ დაბრუნდები, მეტიც თუ არ შეჩერდები შენს გონებას გავწმენდ და სალემის დატოვებას გაიძულებ
-ასე ვერ მომექცევი, იცი მაინც რა შეგრძნებაა გამუდმებით გაურკვევლობაში ყოფნა, როცა შენს გარშემო ყველა რაღაცას გიმალავს. სიმართლე უნდა გავარკვიო ნოა თორემ გავგიჟდები
-ეს არ მოხდება, ნუ მაიძულებ რომ შენზე ჩემი ძალა გამოვიყენო, არ მინდა ჩემგან შორს გაგზავნო
-ამას რატომ აკეთებ შენ მე არ მიცნობ , მე სიბილი არ ვარ და იცი რა გათავისუფლებ ჩემთვის მოცემული პირობისგან ამიერიდან შენი დანახვა არ მსურს ნოა ჰარის-კეტრინი მანქანიდან გადმოვიდა და სწრაფად შეირბინა სახლში
-სად ბრძანდებოდი პატარა ქალბატონო?-მისაღებში გაცეცხლებული ელისონი დახვდა
-ახლა არა ბებია ამის დრო არაა
-მე გადავწყვეტი რისი დროა და რისი არა-ქალს ხმა კიდევ უფრო გაუმკაცრდა
-მართლა იქნებ მანამდე იმის მოყოლით დაიწყო ვინაა სიბილი და ჩემთან როგორ არის კავშირში
-მის შესახებ როგორ გაიგე?-ქალის სიბრაზე ერთ წამში გადაიზარდა დაბნეულობასა და შიშში
-ჯადოქას შევხვდი ტყეში, ისტორია მომიყვა სამი საგვარეულოს წარმოშობასა და საერთო წინაპარზე, დამფუძნებელზე სახელად სიბილი
-როგორ გაბედა შენთვის ამის მოყოლოა-ქალს ხმა აუკანკალდა
-რა მოხდა ბებია ასე რამ შეგაშინა? ხო იმის თქმა დამავიწყდა გავიგე როგორ ნადირობთ შენ და სხვა ჯადოქრები სიბილის ძალაზე
-ეს სიმართლე არაა ძვირფასო, იმ მოხუცს ყველაფერი რიგზე არ აქვს თავში
-მართლა ანუ ჯადოქრები საუკუნეები არ ნადირობდნენ მის ძალაზე დაწყევლილი სისხლიანი ძალაუფლების მოსაპოვებლად?! რამდენი ადამიანი შეეწირა ამ სიხარბეს, ნუ თუ ამ სიაში მამაჩემიცა
-ეს ყველაფერი ტყუილია- ქალი ადგილს ვერ პოულობდა
-შენ რატომ უნდა დაგიჯერო, აქ ჩამოსვლის წამიდან გარშემო ყველა რაღაცას მიმალავს.
-მე მხოლოდ შენს დაცვას ვცდილობ
-ეს დაცვა არაა, მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ ეს ტყილია, ტყუილს კი პრობლემების მეტი არაფერი მოაქვს
-ახსნის საშუალება მაინც მომეცი ძვირფასო
-თავს ნუ შეიწუხებ თავად გავერკვევი-კეტრინს ამის მეტი აღარაფერი უთქვმას, ისე გაუჩინარდა უზარმაზარი სახლის კედლებში

მომხდარის გამო ნოა საშინლად განრისხებული იყო, იმდენად სურდა კეტრინის დაცვა რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი, მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა რეალური იყო და მართლაც მიწასთან გაასწორებდა ამ ქალაქს ერთი სიცოცხლის გადასარჩენად. სახლში დაბრუნებული ადგილს ვერ პოულობდა, გამოსავალს ვერ ხედავდა, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული იყო რომ მეორედ იგივე შეცდომას არ დაუშვებდა.

-არ მეგონა თუ დაბრუნდებოდი ნოა ჰარის
-უნდა დავილაპარაკოთ კუდიანო
-ზრდილობა გამოიჩინე აქ ხომ დახმარების სათხოვნელად მოხვედი
-ასე რატომ ფიქრობ?
-რადგან დავინაე იმ პატარა ჩიტს როგორც უყურებდი, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს გრძნობა განიცადე
-მე მხოლოდ მისი დაცვა მინდა ჩემს დაბნევას ნუ ცდილბ
-შენ სიბილის დაცვაც გსურდა და შემახსენე ეგ როგორ დასრულდა
-ვერ დაიცავ ადამიანს საკუთარი თავისგან, სიბილი თავად იყო საკუთარი თავის უდიდესი მტერი
-რატომ რადგან ძალაუფება სურდა?
-მას ბატონობა სურდა უნდოდა ყველა მის ფეხებთან გართხმული ენახა, ის მოწამლა იმან რასაც შენ დიად ძალას უწოდებ მოხუცო
-მასში მართლაც იყო დიადი ძალა თუმცა მან ვერ შეძლო მისი ბოლომდე დამორჩილება
-შენ კი ცდილობ ეგ ძალა პატარა გამოუცდელი გოგოს სხეულში გამოიძახო რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს
-მას იგივე არ დაემართება რაც სიბილს მაგაზე ტყუილად დარდობ
-როგორ ხარ ასეთი დარწმუნებული?
-მას ის ააქვს რაც სიბილს არასოდეს ქონია
-მაინც რა? სიბილი ჭკვიანი და გამოცდილი ჯადოქარი იყო თუმცა ამ ძალამ მისი სული შთანთქა, რაც უფრო მეტს იყენებდა მაგიას მით უფრო ქრებოდა მის თვალებში ადამიანობა
-ვიცი რომ ტკივილს გძნობ ნოა, შენ ის გიყვარდა და ვერ გადაარჩინე მაგრამ ბლეიქების ქალიშვილს იგივე არ მოუვა
-ამით კეტრინის მოტყუება შეგიძლია მე ამ ცრუ პირობებზე არ წამოვეგები
-ეკატერინა ბლეიქს წმინდა სული აქვს, ის სიყვარულის გარემოცვაში გაიზარდა არ გამოუცდია ის ტკივილი რაც სიბილს.სიყვარულს იმაზე მეტი ძალა აქვს ვიდრე შენ გგონია ნოა ჰარის
-არ მაინტერესებს აქ ზღაპრების მოსასმენად არ ვარ
-მაშინ რისთვის მოხვედი ვამპირო ჯადოქრის მიწაზე თუ არც დახმარება გჭირდება და არც ისტორიის მოსმენა
-გასაფრთხილებლად კეტრინს არ მიუახლოვდე თორემ მოკვდები
-ის თავად მოვა ჩემთან როცა ამის დრო მოვა.

მოხუცი არ ცდებოდა, კეტრინი თავიდან ვერ იშორებდა იმ აზრს რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო, სისხლის ყოველი წვეთით გრძნობდა რომ მისი ადგილი იმ სახლში იყო. იქ იყო ყველა მის შეკითხვაზე პასუხი. თუმცა ეშინოდა არა სიკვდილის არმდე იმის თუ როგორ პასუხებს გასცემდა მოხუცი ჯადოქარი, იქნებ ეს გზა ისეთ სიმართლესთან მიიყვანდა რომელიც მის ისედაც დანგრეულ ცხოვრებას ბოლომდე ფერფლად აქცევდა. მაგრამ საყვარელი ხალხის დაკარგვის შიში იმაზე დიდი მოტივატორია ვიდრე ხალხი წარმოიდგენს, უყურებდე როგორ კვდება შენთვის ძვირფასი ხალხი და არაფერი შეგეძლოს ეს ყველა შიშს აქრობს. კეტრინის შიში კი იმაზე ადრე ახდა ვიდრე წარმოედგინა.



№1 სტუმარი მისო

ახალი თავი მინდა სასწაულად ველოდები ???????? იმედი გადამეწურა რომ აღარ დადებ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 4 თავი და სხვა რომ
ვეღარ ვიპოვე გულში რაღაც ჩამწყდა ძალიან მომწონს

 


№2  offline წევრი MmariiamM))

მისო
ახალი თავი მინდა სასწაულად ველოდები ???????? იმედი გადამეწურა რომ აღარ დადებ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 4 თავი და სხვა რომ
ვეღარ ვიპოვე გულში რაღაც ჩამწყდა ძალიან მომწონს

დავდე შემდეგი თავი, ბოდიში რომ ამდენი ხანი გალოდინე pensive , იმედია მოგეწონება.
--------------------
Mm))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent