შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთხელ(თავი მეექვსე)


29-09-2022, 08:52
ავტორი girasole
ნანახია 1 086

აპარატის წრიპინმა გამოაფხიზლა,ნელ - ნელა დააცილა თვალები ერთმანეთს, პირველი კი თეთრი კედლები და ჭერი შენიშნა, რომლიდანაც მბჟუტავი სინათლე თვალებს ატკიებდა, და აიძულებდა რამდენჯერმე დაეხუჭა.ირგვლივ მიმოიხედა, როცა სავარძელში მძინარე მეტრეველი შენიშნა, მაშინ აღიდგინა მომენტები, რის გამოც იწვა პალატაში.გაახსენდა ცეცხლი,ხმაური, და ნახატები, რომლებიც წარსულს მისცემოდნენ,ერთმა კითხვამ ტვინის ღრღნა დაუწყო, როგორ გაჩნდა გამოფენაზე ხანძარი? და ეჭვმა გეზი ვიბლიანებისკენ აიღო. ზედმეტი ფიქრებისგან თავი შეიკავა,და ტკივილისგან ამოიკვნესა, რამაც ბატონი დავითი გამოაფხიზლა,და თვალების გახელისთანავე,საწოლს მიუახლოვდა
-ხანდახან მგონია რომ თავი უკვდავი გგონია - უთხრა გახარებულმა, და გაბრაზებულმა დავითმა
-ვინ იცის შეიძლება ვარ კიდეც - მკრთალად გაუღიმა
-ცეცხლში რატომ შევარდი
-ჩემი ნახატები - ცრემლები ჩაუდგა თვალში
-ყველა დაიწვა, მხოლოდ 4 არის გადარჩენილი,ვწუხვარ
-ღმერთო ჩემო, დავით ხანძარი გამოფენაზე როგორ გაჩნდა?
-არ ვიცით, იკვლევენ, თუმცა ჯერ ვერაფერი დაადგინეს,ამაზე ნუ იფიქრებ დასვენება გჭირდება - შუბლზე აკოცა, და კართან მივიდა, როდესაც ქალმა შეაჩერა
-ის როგორ არის? - ვერ იტანდა სხვა მის გამო ცუდად რომ იყო.
-ჯერ არ გამოფხილებულა, მხარი აქვს დაშავებული
-კი მაგრამ რანაირად? - აფორიაქდა
-როცა გამოყავდი, ჭერის რაღაც ნაწილი მხარზე დაეცა - უთხრა, და პალატიდან გავიდა.
-ჯანდაბა ევანგელია - ამოიხვნეშა, და თვალები დახუჭა.

1 თვის შემდეგ
1 იანვარი იყო, თავისი თავის გაკვირვებულიც, ახალი წელი დასტან ერთად გაატარა, მხიარულად, ალბათ პირველად იყო ასე კარგად დამიანეს სიკვდილის შემდეგ. ოთხი ნახატი საგულდაგულოდ შეენახა, და ახალსაც ვერ ხატავდა, უბრალოდ არ და ვერ ხატავდა, თიტქოს დაცარიელებულიყო, და თან ბედნიერი. ვიბლიანების პატარა წევრს ბევრჯერ ხვდებოდა, შურისძიება დავიწყებული არ ჰქონდა, იცოდა რომ საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა, ამიტომ გადაწყვიტა, ყველაფერი კარგად დაელაგებინა, შემდეგ კი გეგმის განხორციელებაზე გადასულიყო.
შარფ შემოხვეული, თბილ მანტოში გამოწყობილი, სადარბაზოდან ტელეფონზე ლაპარაკით გავიდა
-მეტრეველო, ჭკუას ნუ მარიგებ, არაფერს არ ვაპირებ…ჯერ - დააყოვნა ბოლო სიტყვა
-არც არასდროს დააპირო - გაბუტული ხმით ესაუბრებოდა დავითი
-დავით, რაც ერთი თვის გითხარი იმას გაგიმეორებ, ქალი გჭირდება, ქალი რომ თავი დამანებო - უთხრა, და გათიშა. მანქანის კარი გამოაღო, და დაძრა.საღამოს 9 საათზე დაღამებულიყო, ამიტომ შუქურა ანთებული მანქანა გზაზე მიჰყავდა, და ნერვიულობდა დის დაბადებისდღეზე არ დაეგვიანა. როცა სარკეში უცხო სხეული დალანდა, მანქანა ძლიერ დაამუხრუჭა, რამაც სხვა მანქანების სიგნალი გამოიწვია.სუნთქვა აჩქარებულს რულზე ხელები შემოეჭდო, და მძიმედ სუნთქავდა, უკან შეტრიალდა, და სიბნელეში სხეულის ვინაობის გარკვევას შეეცადა, თუმცა მამაკაცს სახე არ უჩანდა
-დამმშვიდდი ევანგელია - თვალები გაუფართოვა, გრძნობდა გულის ცემის აჩქარებას, ბოხი ბარიტონი ექოდ ჩაესმა ყურებში, გონებამ ერთი სიტყვა, გვარი გაიძაღა თავში “ვიბლიანი”
-შენ…შენ აქ რას აკეთებ? - გაბრაზებული მზერა შეანათა, წინ გადმოწეულ, ახლა უკვე სახესთან მიახლოვებულ მამაკაცის სახეს
-მანქანის არ დაკეტვა საშიშია, მითუმეტეს როცა თვით ევანგელია მენაბდე არ კეტავს - ანთებული ეშმაკური თვალებით, უყურებდა ჭაობისფერ თვალებში, და თან ტუჩებთან უჩურჩულებდა, დენ დარტყმული უკან გაიწია
-მანქანიდან გადადი - მკაცრად უთხრა
-მეც ნესას დაბადების დღეზე მივდივარ, და ვიფიქრე გამიადვილებდი გზას - ახლა უკვე დასაჯდომის ზურგს მიყრდობოდა, და წინ შემყურე ევანგელიას სარკეში უყურებდა
-დავიჯერო, შენნაირი შესაძლებლობის მამაკაცს მანქანა არ გყავს? - ცინიზმი შეერია ხმაში ქალს, და სარკეში შეხედა მამაკაცს
-შენ ჩემი შესაძლებლობების დონეზეც გსმენია კიდევ რა იცი ჩემს შესახებ?
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა იცოდე?
-კი.ზედმეტადაც კი
-და რას იტყვი იმაზე თუ გეტყვი, რომ ვიცი მკვლელი ხარ? - პირდაპირ კითხა. მამაკაცს მზერა შეეცვალა, გაბრაზებისგან შავი თვალები წყვდიადივით გაუხდა
-არც პირველი და მგონი რომ უკანასკნელი ხარ ამას ვინც მეუბნება, ამიტომ…- უთხრა, ამ წინადადების შემდეგ კი ლაპარაკი შეწყვიტეს.
ერთ ერთ ბარ-რესტორანთან გააჩერა მანქანა, პირველ გადასულ ვიბლიანდ ყურადღება არ მიაქცია, და შენობის კარისკენ წავიდა.
-ევანგელია - დაუძახა უკნიდან, ირონიული ღიმილი აიკრო, და მას გახედა
-რამე მოხდა?
-მანქანის ჩაკეტვა დაგავიწყდა, არადა ჯერ შენთვის მეზსიერების პრობლემები ადრეა - თან მისკენ განაგრძობდა სვლას, და თან ეუბნებოდა, ბოლოს ანდრია შევიდა შენობაში, და გაბრაზებული ქალიც მას მიჰყვა.
სტუდენტებს აკვირდებოდა, მათ ხარხარს, უდარდელობას, თავი მოხუცადაც კი იგრძნო, წარსული წლების მონატრება დაეუფლა, უჰაერობის გამო აივანზე გავიდა, სადაც სკამზე მჯდომი ანდრია დახვდა. მუხლებზე იდაყვებით დაჰრდნობილიყო, და ახლახან გამოსულ ევანგელიას ბავშური ღიმილით უმზერდა, რამოდენიმე წამში გასწორდა, და გამომწვევი თვალებით აათვალიერა, გრძელ მუქ მწვანე კაბაში გამოწყობილი ქალი, რომელსაც თეძოები ლამაზად გამოეყვანა. კაბის დეკოლტე ოთხკუთხედი იყო, რაც მის სავსე მკერდსა და ლამაზ ლავიწებს ხაზს უსვამდა. ხარბად აათვალიერა, ქალი და მზერა ჭაობისფერ თვალებზე შეაჩერა. ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს რენდგერში ატარებდნენ. მერვიულობსიგან სიგარეტი მოუნდა, და კაცს შეხედა
-სიგარეტი ხომ არ გაქვს? - მომლოდინე თვალებით უყურებდა, კაცმა უხმოდ ამოაძვრინა ჯიბიდან კოლოფი, და მას გაუწოდა - მადლობა. ნერვიულად მოუკიდა, აივანზე გადაყუდებულმა მოწევა დაიწყო, იგრძნო როგორ ამოუდგა ვიბლიანიც და გააბოლა.
-ნამდვილად გჯერა? - ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ბოხი ხმით, ისე რომ არც შეუხედავს ქალისთVის
-რისი?
-იმის რომ მკვლელი ვარ - თვალებს გაუსწორა შავი წყდიადები - ნამდვილად გჯერა რომ მკვლელი ვარ?
-არ უნდა მჯეროდეს? - კითხვა ბანზე აუგდო
-ნწ…არა - უთხრა და ქალსა და მის შორის მანძილი უფრო შეამცირა - ერთ ნაბიჭვარ მკვლელს ვგავარ?
-ძალიან გაინტერესებს რას გავხარ? - ჰკითხა დაეჭვებული მზერით
-მინდა ვიცოდე რას ფიქრობს ადამიანი ჩემზე, მიპასუხე ვგავარ თუ არა?
-არ აქვს მნიშვნელობა რას გავხარ, მთავარია დანამდვილებით ვინ და რა ხარ - უთხრა, ღერი აივნიდან მოისროლა,და აივნიდან შიგნით შევიდა. ლაპარაკმა ააფორიაქა, მართლაც რომ ვიბლიანი არ ჰგავდა მკვლელს, თუმცა ჰგავდა ადამიანს, რომელსაც დიდი ტკივილი გადაეტანა.
შენობა დატოვა, ხვდებოდა იქ გაჩერება აღარ შეეძლო, ამიტომ მანტოს ხელი დასტაცა, და უკან მოუხედავად დატოვა შენობა.
სახლში შესულმა ფეხსაცმელები იქვე დაყარა, და ფეხშიშველა გატანტალდა საძინებელში, სადაც საწოლზე დაემხო, და თვალები დახუჭა. გონებაში ვიბლიანის სახე ამოუტივტივდა,მკაცრი, ამავდროულად ბავშური გამომეტყველება,სწორი ცხვირი, და საშუალო ზომის ტუცები, გამოკვეთილი ყბები რომელიც მის სახეს მეტ სექსუალოურობას სძენდა. ვერც კი მიხვდა უნებურად რომ მოიკვნიტა ტუჩი, და თვალები გაახილა
-იდიოტო… - თავის ტავს შესძახა, და აივანზე გავიდა, სკამზე ჩამოჯდა, და მუხლებზე თავი დადო. ეს იყო მომენტი როდესაც რაღაცამ დაჰკრა თავში. ის იქ უნდა ყოფილიყო სადაც ვიბლიანი, ისეთი რამ ეპოვნა რაც ვიბლიანების ოჯახს ძირიანად ამოთხრიდა მიწიდან, და სიცოცხლეს გაუმწარებდა, რადგანაც გამოძიება ვერაფერს ვერ ახერხებდა, გადაწყვიტა თავად გაეკეთებინა ის ყველაფერი, რის გაკეთებასაც 4 დაწყევლილი თვე ელოდა.
მეორე დილას, შერცხვენილი ისმენდა ნესას უკმაყოფილებას წასვლის ამო
-მაპატიე, საჩუქრის მოცემაც დამავიწყდა, დღეს ჩემთან გამოივლი?
-კარგად იცი რომ საჩუქარში საქმე არ არის გაბუტული ბავშვივით ესაურებოდა ტელეფონში
-ვიცი ნესა, მაგრამ მინდა რომ საჩუქარი გადმოგცე, ლექციების შემდეგ ჩემთან მოდი, თუ გინდა ლულუც წამოიყვანე - მხოლოდ ეს უთხრა და გაუთიშა.
როგორც უკვე იცოდა, ვიბლიანებს “სუფთა” კომპანებიც ჰქონდა, რომლის ბიუჯეტის ნახევარი ქველმოქმედებას ეძვნებოდა “იქნებ მართლა არ არიან ისინი ვინც შორიდან ჩანან” გაიფიქრა “არ დაგავიწყდეს მან საყვარელი მამაკაცი მოგიკლა” თავი შეახსენა მეორე მემ. ერთ - ერთი კომპანია დიდი ხანი იყო ნახატების შესყიდვით დაინტერესებული, და რადგნაც საქმე ხატვას ეხებოდა, მანაც ეს შანსი გამოიყენა. თეთრ პერანგში გამოწყობილს, წაბლისფერი თა დაუდევრად ფუნჯით აეწია, პერანგის საყელო მოეღეღა, გრძელი კისერი წინ გადაეწია, და ხატავდა, ვინ ან რას ხატავდა? ვიბლიანს, დიახ ვიბლიანს, კაცს რომელაც ადამიანი მოუკლა, მოუკლა გრძნობები, წაართვა ცხოვრება, დიახ ანდრია ვიბლიანს ხატავდა, თავის თავს ფიქრებით აჯერებდა რომ ამას მხოლოდ შურისძიებისთვის აკეთებდა, მაგრამ შორიდანვე შენიშნავდით იმ პატარა გრძნობის ნაპერწკალს, რომელსაც ხატვისას გამოხატავდა. ფუნჯი ძირს დააგდო, ადგა, და ტილოზე გამოხატულს პორტეტს შეჰყურებდა
-ჯანდაბა… - ტილო გადამალა, და ახლიდან დაიწყო ხატვა, ბოლოს კი უყურებდა ქალს, სიგარეტით ხელში, სევდიანი სახით. თითქოს სადღაც ენახა აქამდეო, თუმცა ამ შეგრძნებაა ყურადღება არ მიაქცია, და ოთახიდან გავიდა. სავარძელში კომფორტულად მოთავსდა, და მობილურზე ნომერი აკრიფა
-გისმენთ
-გამარჯობა, მე ევა მენაბდე ვარ, ვიცი რომ თქვენ კომპანიას ნახატები სჭირდება, ამიტომ გირეკავთ
-დიახ, ნამდვილად გვჭირდება ნახატები, თუ შეგიძლიათ ხუთი წუთი დაიცადეთ - სრული სიჩუმე, სამ წუთში გოგონას ბავშური ხმა ისევ გაისმა
-შეხვედრა უნდა დაგინიშნოთ, ბატონ ანდრიასთან, ხვალ საღამოს 8 საათზე, მისამართ მეილზე გამოგიგზავნით, ყველაფერი ხვალ გადაწყდება - მიახალა გოგომ და გათიშა. კმაყოფილი სახით გავიდა აივანზე, და ერთ წერტილს ცქერა დაუწყო.

იმედი მაქვს მომიტევებთ დაგვიანებისთვის და პატარა თავისთვის, შემდეგ თავს მალე დავდებ. გამიხარდება თუ აზრს გამიზიარებთ. პატივისცემით girasole



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიაან კარგად და საინტერესოდ წერთ. გთხოვთ არ დააგვიანოთ შემდეგი თავი

 


№2  offline წევრი girasole

სტუმარი ნანა
ძალიაან კარგად და საინტერესოდ წერთ. გთხოვთ არ დააგვიანოთ შემდეგი თავი

შევეცდები, მადლობა რომ კითხულობთ.

 


№3  offline წევრი OKI ME

დიდი ხანია მეც აღარ დამიკომენტარებია. რამდენიმე თავი ერთად წავიკითხე ახლა. ძალიან, ძალიან, ძალიან საინტერესოდ ავითარებ ისტორიას. heart_eyes heart_eyes heart_eyes

რა ვქნა არ მგონია ეს ბიჭი მკვლელი და საშინელი ადამიანი. ანდრია და ლილუ არ მქონია ცუდი ადამიანები. და საერთოდ იქნებ დამიანე არ იყო მთლად წმინდანი ანდაც უდანაშაულო, მხოლოდ მსხვერპლი? laughing laughing laughing

ახალ თავს მოუთმენლად ველი. კიდევ მამამისთან ევას ურთიერთობის განვითარებასაც მოუთმენლად ველი. როდის გადააბიჯებს სიამაყეს და მოუსმენს მამამისის რეალურ ისტორიას.

წარმატებებიი. heart_eyes heart_eyes ახალ თავს იმედი მაქვს მალე ატვირთავ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა სასიამოვნო საოცარი საინტერესო მაგრამ ცოტა სევდიანია მეცოდება ეს გოგო მაგრამ რატომ მგონია ანდრო არაა მკვლელი შეუძლია ადამიანს ასე ითვალთმაქცოს არადა ეს წყვილი ძალიან მომწონს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ❤️????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent