დუმილის საფარქვეშ
რა დუმილია ასეთი მჭექი, რომ ჩამოქცევას აპირებს ჭერი. სათქმელი ალბათ დაგროვდა ბევრი, ვიღაცაც დარდის გამხელას ელის. რად ამეტყველდნენ ირგვლივ კედლები, ან რად გააჩნდათ ბზარი უბიძგოდ... იდგნენ წარსულის უტყვი მოწმენი, უთქმელობის ფიცს არ ტეხდნენ, არდროს. რა თვალებია ასეთი მკვესი, რომ მუგუზალად ენთება მხვედრი... ცრემლები ალბათ დაგროვდა ბევრი - მეწყრად მოწოლილ გრძნობათა მტევი... ჩამოიღვენთნენ ციდან ღრუბლები, თქეში იარებს უცეკვავს ტანგოს. განწირულია ქვეყნად გულები, როს მონატრების ბათქაში არ თოვს. რა დუმილია ასეთი მჭექი, რომ ჩამოქცევას აპირებს ჭერი. სათქმელს აღვიქვამთ მაგვარად დენთის. ვცდებით და ასე მისრბიან დღენი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.