ნავსაყუდელი ( 5 )
ამას ნამდვილად არ ელოდა ლარა, ელენეს სახელი ბიჭებისგან რამდენჯერმე ჰქონდა გაგონილი თუმცა ბევრი არაფერი იცოდა გარდა იმისა რომ დათას ყოფილი საცოლე ჰყავდა, მაინცდამაინც არ უყვარდა დათას საკუთარ წარსულზე და ოჯახზე საუბარი, მის ოჯახის წევრებს არ იცნობდა, მხოლოდ მეგობრებს და რამდენიმე თანამშრომელს, თუმცა ისეთი ურთიერთობა ნამდვილად არ ჰქონდათ რომ ლარას გული დასწყვეტოდა რატომ დედამისი არ გამაცნოო, მითუმეტეს რომ თვითონაც ძალიან იშვიათად ნახულობდა მას... - ენა გადაყლაპე? აქ რას აკეთებ მეთქი, ყრუ ხარ? -ელენეს ირონიულმა ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან და ახლაღა დაიწყო იმის გაცნობიერება რომ არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში იყო, დათას საცოლე? ჰმ, იქნებ მართალია, იქნებ ურთიერთობა აღადგინეს და... გული მტკივნეულად შეეკუმშა როცა წარმოიდგინა რომ ელენე და დათა ერთად არიან, ისეთი ურთიერთობა აქვთ როგორც საცოლეს და საქმროს შეეფერებათ, ერთმანეთს კოცნიან ეხვევიან, ეფერებიან, იქნებ სექსიც აქვთ და ერთად მხურვალე, ცეცხლოვან ღამეებს ატარებენ, წარმოიდგინა როგორ დასრიალებენ დათას გრძელი თითები და ვნებიანი ტუჩები ელენეს გარუჯულ სხეულზე და სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე. - კი მაგრამ როდის მოასწარით? -დაუფიქრებლად წამოსცდა და ტუჩზე იკბინა, თუმცა უკვე გვიან იყო. - რას გულისხმობ? -წარბი მაღლა ასწია ელენემ. - დათას არაფერი უთქვამს, არ ვიცოდი რომ შერიგდით, ჩვენ სულ ერთად ვართ და... - ჰო და ახლა ხომ იცი, ჩვენ არც არასდროს დავშორებივართ ერთმანეთს, უბრალოდ ერთმანეთისგან დასვენება გვინდოდა, ერთმანეთს დრო მივეცით და უკეთ დავინახეთ რომ უერთმანეთოდ გაძლება არ შეგვიძლია. - კარგი ერთი, რას მეუბნები, -ლარას ხმაში აშკარად შეეტყო შვება, არც თუ ისე კარგი მსახიობი იყო ელენე და ლარაც მიხვდა რომ ატყუებდა, არ გაბრაზებულა, რატომღაც შეეცოდა, შეეცოდა იმის გამო რომ ასე უწევდა სიყვარულის და ყურადღების მათხოვრობა. - შენ რა დამცინი? -ელენემ როგორც კი ასე მშვიდად მყოფი ლარა და ინახა და მიხვდა რომ მისი მოტყუება ვერ მოახერხა გაცოფდა, მისკენ გაიწია, ლარა უფრო სწრაფი აღმოჩნდა და მაშინვე მეორე მხარეს მოექცა დივანს. - მოიცადე ნუ ჩქარობ, -მაღლა აწეული გაშლილი ხლებით ანიშნა გაჩერდიო, -შენი მესმის ელენე, გეგონა აქ მოხვიდოდი, ტყუილს მეტყოდი და გამაცოფებდი მაგრამ შეცდი, იმაზე არ გიფიქრია რომ მე და დათა მხოლოდ მეგობრები ვართ და თქვენი ერთად ყოფნა მე ვერ გამაბრაზებს? - შენნაირ პატარა ძუკნებს კარგად ვიცნობ, -სიბრაზისგან სახე დაემანჭა ელენეს, -გგონია ვერ ვხვდები რის გაკეთებას ცდილობ? გინდა მდიდარი, ცნობილი, სიმპათიური კაცი ჩაიგდო ხელში... ტყუილად ცდილობ, იცი დათას რამდენი შენისთანა ყოლია? უამრავი, მათთან ერთობოდა და ბოლოს მაინც ჩემთან ბრუნდებოდა, შენც ასე მოგექცევა, რამდნჯერმე ს და მიგაგდებს, -დაბოღმილი და ჭკუიდან გადასული აფრვევდა შხამიან სიტყვებს... - ეს ყველაფერი გულს მირევს, -ლარას უსიამოვნოდ შეეჭმუხნა სახე, -ვერ ხვდები რომ რასაც ამბობ იმით საკუთარ თავს აყენებ შეურაცხყოფას? - წადი აქედან, ახლავე, -გამყინავი ხმით იკივლა ელენემ. - კარგი რა ელე, -საყვარლად გაბუშტა ლარამ ტუჩები და ღიმილი ვერ შეიკავა როცა დაინახა როგორ აუცახცახდა ხელები მის წინ მდგომ ქალს, -მოდი ასე მოვიქცეთ, იმით ნუ ისარგებლებ რომ ლანძღვა გინება ჩემი სტილი არ არის და შენს სიტყვებზე საკადრის პასუხს ვერ დაგიბრუნებ, არც დაჭერობანას თამაში და ჭიდაობა მხიბლავს, ახლა ზემოთ ავალ, ჩანთას ავიღებ და აქედან წავალ, შენ კი შეგიძლია შენს საქმროს მშვიდად დაელოდო. მის პასუხს აღარ დალოდებია, იმაში დარწმუნებულმა რომ ელენეს ყველა სიტყვა მტკნარი სიცრუე იყო, სწრაფად აუქცია გვერდი ერთ ადგილზე გაშეშებულს და სახე მოქცეულს, კიბეები აირბინა, ჩანთას ხელი დაავლო ტანსაცმელი არც გამოუცვლია ისე გავიდა სახლიდან, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა თავისუფლად როცა ზურგს უკან ხმაურით დაიხურა კარი და მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა რომ ფეხშიშველი იყო. - მე უნდა ვთქვა რომ ბედი მაქვს, -ღიმილით ჩაილაპარაკა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ჭიშკრისკენ მიმავალ ბილიკს, საოცარი სანახავი იყო, წელამდე გრძელი გაწეწილი თმით, რამდენიმე ზომით დიდ მაისურსა და შორტში გამოწყობილი, ხელში ჩანთით და ფეხშიშველი, ფრთხილად გაიხურა კარი და ქუჩაში გავიდა, ყველაფრის მიუხედავად რატომღაც კარგ ხასიათზე იყო, ამ ყველაფერმა გაახალისა, საკუთარ თავს არ უტყდებოდა მაგრამ უხაროდა რომ მიხვდა, ელენეს და დათას შორის არაფერი ხდებოდა, ამაყად თავაწეული, წელში გამართული მიაბიჯებდა ტროტუარზე, დრო და დრო იღიმოდა და ყურადღებას არ აქცევდა გამვლელთა გაოცებულ სახეებს, ფიქრებში გართულს არც კი გაუგია როგორ დაამუხრუჭა მის გვერდით ავტომობილმა. - ლარა, ლარა შენ ხარ? -ნაცნობი ხმის გაგონებისას შებრუნდა და გაოცებისგან თვალებ გაფართოებული შაკო რომ დაინახა გაეცინა. - ასე რატომ მიყურებ? - შუა ქუჩაში ფეხშიშველი რას აკეთებ? - შენ თვითონ რა გინდა აქ? - დათას რაღაც მნიშვნელოვანი საბუთები დარჩა სახლში, შეხვედრა აქვს სჭირდება და იმის წამოსაღებად მივდიოდი, მითხრა რომ იქ დამხვდებოდი, შენ კი... - ჰოო, -ლარამ ღიმილით შეიცურა თითები გაჩეჩილ თმაში, -დათას მოულოდნელი სტუმარი ეწვია და იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. - სტუმარი? მოიცა არ მითხრა რომ ელენე მოვიდა და სახლიდან გამოგაგდო. - როგორ მიხვდი? -გაოცებისგან წარბები მაღლა აზიდა. - აბა სხვა რა უნდა მომხდარიყო რაც სახლიდან დათას მაისურის და შორტის ამარა ფეხშიშველი გამოქცევას გაიძულებდა, მართლა მან გამოგაგდო? - გამოგდება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა, თვითონ წამოვედი რადგან მასთან ჩხუბი არ მინდოდა ის კი აშკარად საჩხუბრად იყო განწყობილი, აბა რას იზავ გამიყვან სახლამდე? -ავტომობილის კარი გამოაღო და მხიარულად გაეკრიჭა შაკოს. - შენ მე გამაგიჟებ, -ღიმილით გადააქნია თავი ბიჭმა, -როგორ შეგიძლია ასეთ სიტუაციაშიც კი ასეთი მშვიდი და საყვარელი იყო. - - - - - - - - - - - აბაზანიდან ახალი გამოსული იყო, თავისი საყვარელი თხელი ცისფერი სარაფანი ეცვა და თმას იმშრალებდა, კარზე კაკუნი რომ მოესმა არც უკითხავს ვინ იყო ისე გამოაღო და გაოცებული მიაშტერდა დათას. - აქ რას აკეთებ? შაკომ მითხრა რომ შეხვედრა გქონდა და... სიტყვა აღარ დაასრულებინა დათამ, ზღურბლს გადააბიჯა, კარი ზურგს უკან მიხურა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში, ხელები ზურგზე შემოხვია, სხეულზე აიკრა და სახე მის სველ თმებში ჩარგო, ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და ციებიანივით გააკანკალა, მასზე მინდობილი გასუსული იდგა ლარა და აშკარად არ აპირებდა თუნდაც ერთი სანტიმეტრით მოშორებოდა მის ძლიერ სხეულს. - კარგად ხარ ციცქნა? ელენემ ხომ არაფერი დაგიშავა? -თბილი ხმით ჰკითხა და თავზე პატარა ბავშვივით გადაუსვა ხელი, თავი ააწევინა და ამღვრეულ თვალებში ჩახედა, -მართლა კარგად ხარ? ელენეს დღესვე დაველაპარაკები და გპირდები აღარასოდეს შეგაწუხებს. - მაინც გითხრა შაკომ არა? ოჰ ის ჭორიკანა, ხომ ვუთხარი რომ არაფერი არ ეთქვა, მოვკლავ მაგ... -ამჯერად დათას თბილმა და რბილმა ტუჩებმა შეაწყვეტინა სიტყვა, ნაზად ეხებოდა დათა სანატრელ ბაგეებს, ფრთხილად, ისე თითქოს დიდი ხნის ნანატრ ნუგბარს აგემოვნებსო, იმის შეგრძნებამ რომ ლარა არ ეწინააღმდეგებოდა გაათამამა და კოცნაც უფრო მომთხოვნი გახდა, ხელებს მის ზურგზე დააცურებდა, ტუჩებს, ღაწვებს, ყელს უკოცნიდა, მლაშე სისველე რომ იგრძნო მაშინღა მოვიდა გონს, ზემოდან დახედა მის მკლავებში განაბულ, მთლად მოდუნებულ გოგონას რომელსაც აწითლებულ ლოყებზე ღვარად ჩამოსდიოდა მსხვილი ცრემლები და გაშრა, პირველად ხედავდა მტირალ ლარას, გული მოეწურა იმის გააზრებისას რომ თვითონ და მისი არასწორად გათვლილი ნაბიჯი იყო მისი ლარას ცრემლების მიზეზი, დაიბნა, ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა, ცხოვრებაში პირველად იყო ასეთ მდგომარეობაში, ნუთუ შეცდა? ნუთუ არასწორად გაიგო ყველაფერი? იქნებ ლარა საერთოდ არაფერს გრძნობდა მის მიმართ? - მაპატიე დათა, -ლარას ხმა უთრთოდა, -არ მინდოდა ასე გამოსულიყო, მე უბრალოდ... მე... - ეს მე მაპატიე და ნუ ნერვიულობ, ყველაფერი გასაგებია, -გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი და გამშრალ პირში ენა ძლივს მოიბრუნა, ფრთხილად გაუშვა წელზე ხელი და ლოყაზე მოეფერა უცაბედად ისე გაყინული თითებით რომ ლარას მის შეხებაზე გააჟრჟოლა. - შენ ვერ გამიგე დათა, მე... უბრალოდ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, დავიბენი და... ცოტა დრო მჭირდება, სულ ცოტა, -უკან-უკან იხევდა და ნერვიულ ცახცახს ვერაფერს უხერხებდა, ვერ ხვდებოდა რა სჭირდა, ჯერ კიდევ ამ დილით მასთან სიახლოვეზე ოცნებობდა, ახლა კი როცა საქმე საქმეზე მიდგა შეეშინდა, იმ საშინლად სასიამოვნო და მტკივნეული გრძნობის შეეშინდა რაც მისი კოცნისას განიცადა, დათას თვალებში არეკლილმა საკუთარმა თავმა შეაშინა, ვნებისგან გათანგულმა და თვალებ ანთებულმა საკუთარმა თავმა, შეეშინდა რომ ეს ყველაფერი შესაძლოა უბრალოდ დროებითი გაელვება ყოფილიო და მერე, მართლაც სამუდამოდ დაკარგავდა დათას, ერთადერთ ნათელ წერტილს მის ცხოვრებაში... ზურგით კედელს მიეხალა, ჩაცურდა, ჩაჯდა და ქვემოდან ამოხედა აწყლიანებული თვალებით, მის წინ ჩაიმუხლა დათამ. - მაპატიე რომ ასეთი სულსწრაფი აღმოვჩნდი, შენი დაკარგვა არ მინდა ლარა, ახლა უკვე იცი ჩემი გრძნობების შესახებ მაგრამ არ მინდა ამის გამო თავი უხერხულად იგრძნო და ჩვენს შორის რამე შეიცვალოს, გეფიცები აღარასოდეს შეგეხები თუ შენი სურვილიც არ იქნება. წამოდგა, მშვიდად გაიხურა კარი და გაბრუებულმა ჩაიარა კიბეები, განადგურებული სახით გავიდა შენობიდან, ავტომობილის კარი გამოაღო და შაკოს გვერდით მიუჯდა. - რა გჭირს? რა სახე გაქვს? -შაკოს მეგობრის მდგომარეობა არ გამოპარვია. - ნამდვილი სულელი ვარ, არასწორად მოვიქეცი, მგონი ყველაფერი გავაფუჭე, -ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა და სახე ხელებში ჩარგო. - ასეთი რა გააკეთე? - ლარას ვაკოცე. - ჰმ, მერე? - იტირა. - გახსოვს რა გითხარი, როცა ლარაზე ვსაუბრობდით? -ხმაში სიცივე შეეპარა შაკოს. - მახსოვს, -უნებურად გაეღიმა დათას, -ლარას თუ რამეს დავუშავებ და ვაწყენინებ, მომკლავ, მაგრამ მე უკანასკნელი ვარ ვისაც მისთვის რამის დაშავება უნდა. - ამ გოგოს ჩვენს მეტი არავინ ჰყავს დათა, ჩემს პატარა დაიკოს მაგონებს, ის შემთხვევა რომ არა ახლა ზუსტად მისი ხნის იქნებოდა, რომ მიყურებს ხოლმე თვალწინ ჩემი ნანუკა მიდგება, არ მინდა რომ გული ატკინო, ვხვდები რომ მოსწონხარ, უბრალოდ ჯერ პატარაა, შენც ხომ ხედავ როგორია, სულ არ ჰგავს სხვა გოგონებს მეტისმეტად გამოუცდელია, დრო მიეცი, აცადე საკუთარ გრძნობებში გაერკვეს, ცოტა ხანს თავი მისგან შორს დაიჭირე და ვნახოთ რა მოხდება. - არ მეგონა როდისმე თუ ასეთი რამ დამემართებოდა, -დათამ მწარედ ჩაიცინა, -შეხედე რას ვაკეთებ, ვზივარ აქ, ცრემლებს ვაღვარღვარებ და ჩემს გრძნობებზე გეწუწუნები. - ვერაფერს იზავ ძმაო ასეთია სიყვარული, -შაკომ სიცილით დაკრა მხარზე ხელი, გასაღები გადაატრიალა და ავტომობილი ადგილს მოსწყვიტა. - - - - - - - - - - ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც დათა ლარას სახლში ესტუმრა, დიდი ხნის ნანატრი კოცნით გააბრუა, გაურკვევლობაში დატოვა და წავიდა, იმ დღეს ძალიან გაუჭირდა ლარას, მთელი დღე ზომბივით დადიოდა წინ და უკან, გალიაში ჩამწყვდეული ჩიტივით ეხეთქებოდა ბინის კედლებს, სული ეხუთებოდა, უნდოდა დათასთან დაერეკა და მისი ხმა გაეგონა, ასჯერ მაინც აკრიფა მისი ნომერი, საკუთარ თავთან ჭიდილში გაატარა მთელი დღე და ღამე და ბოლოს როცა დილით საკუთარ თავს შეხედა სარკეში და ამოღამებული და ჩაწითლებული თვალები და გაფითრებული ტუჩები დაინახა გადაწყვეტილება მიიღო, შეიძლება ცოტა ნაჩქარევი და არასწორი მაგრამ იმ დროისთვის მისი ფიქრით ყველაზე მისაღები, დათასთან მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა ექნებოდა და მერე დრო აჩვენებდათ ყველაფერს. ასეთი ფიქრებით გამხნევებული წავიდა გასაუბრებაზე, მისდა გასაკვირად მაშინვე აიყვანეს სამსახურში და აგერ უკვე ერთი კვირა იყო თავაუღებლად მუშაობდა, იმდენი საქმე ჰქონდა ვერავის ნახვას ვერ ახერხებდა, შაკოს რეზის და ნიკას მხოლოდ ტელეფონზე ესაუბრებოდა, დათას კი არც დაურეკავს მისთვის, ლარაც ჯიუტად დუმდა და შაკოსთან საუბრისასაც კი ცდილობდა დათაზე არაფერი წამოსცდენოდა, ენატრებოდა, სიგიჟემდე ენატრებოდა მაგრამ ყველანაირად ცდილობდა მასზე არ ეფიქრა, კარგ დროს დაიწყო მუშაობა, სამუშაო ყურადღების გადატანაში ეხმარებოდა. აი სად გამოადგა ჩინური ენის მშობლიურივით ცოდნა, ხელფასით და გარემოთი ასე თუ ისე კმაყოფილი იყო, მისი უფროსი ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცი იყო, ირაკლი ლაბაძე, დანახვისთანავე არ მოეწონა ლარას ბატონი ირაკლი და მისი მზერა თუმცა სამსახური სჭირდებოდა და მის მშიერ მზერაზე და ანთებულ თვალებზე ყურადღება არ გაუმახვილებია, აგერ უკვე ერთი კვირა გავიდა რაც მუშაობდა, საკუთარი ოთახი ჰქონდა თუმცა ყოველდღე მინიმუმ ორ საათს მაინც ატარებდა უფროსის კაბინეტში, უცხოელებთან რამდენიმე შეხვედრაზეც იყვნენ ერთად და სადაცაა უკვე იმაზე ფიქრს დაიწყებდა რომ მისი პირველი შთაბეჭდილება ირაკლის მიმართ მცდარი იყო. - გისმენ შაკო, -აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა და სავარძელში ჩაეშვა. - როგორ ხარ ციცქნა? - მე კარგად შენ როგორ გიკითხო? -უნებურად გაეღიმა, ეს ბიჭი მხოლოდ ორი უბრალო სიტყვითაც კი ახერხებდა მის ხასიათზე მოყვანას. - დღეს საღამოს კლუბში მივდივართ და შენც მოდიხარ, -პირდაპირ გამოუცხადა. - ვინ გითხრა რომ მოვდივარ? - მე ვამბობ, არ გეკითხები ლარა, მოდიხარ და მორჩა. - ისიც იქ იქნება? -ხმა ათრთოლებულმა კითხა და ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩი. - იქ იქნება და სხვათაშორის ბუა არ არის რომ გადაგსანსლოს, ისევ ისეთი დათაა როგორსაც იცნობდი და როგორიც შეგიყვარდა. - რას ამბობ, მე ის არ მიყვარს, მე... -ენა დაება და ვეღარ გააგრძელა. - კარგი ჰო, -სიცილით გააწყვეტინა შაკომ, -ვნახავ სადამდე შეძლებთ ყველაფრის დამალვას, იცოდე დღევანდელ საღამოზე უარი არ მიიღება, უკვე ერთი კვირაა ორივე მუშაობით თავს კლავთ, ზომბებს დაემსგავსეთ, არც შენ გვნახულობ და არც ის, კი მაგრამ ჩვენ რაღას გვერჩით, მისამართს მოგწერ და ცხრაზე იქ იყავი, -პასუხს არ დალოდებია ისე გაუთიშა, ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო ლარამ და ჩაფიქრდა. - რაზე ფიქრობ, -უფროსის ხმა რომ მოესმა უნებურად შეხტა და ფიქრებიდან გამოერკვა, მის მაგიდასთან იდგა ირაკლი, ხელებით ეყრდნობოდა და უღიმოდა. - მაპატიეთ, უბრალოდ ცოტა დავიღალე და... -აწითლებულ ლოყებზე თითები ჩამოისვა და გაღიმება სცადა თუმცა სულ ტყუილად. - ვატყობ რომ ძალიან იღლები, ამ ბოლო დროს მეც არანაკლებად გადავიტირთე, ასე რომ დღეს სამსახურის მერე სადმე მინდა დაგპატიჟო, ცოტას დავლევთ განვიტვირთბით, რას იტყვი? - მაპატიეთ მაგრამ არ შემიძლია? დღეს სხვა გეგმები მაქვს, -მიკიბვ მოკიბვის გარეშე უთხრა და არ გამოპარვია მისი შეცვლილი სახე რომელსაც წამიერად ბრაზმა გადაუარა თუმცა წამშივე გულითადი ღიმილი დაიბრუნა. - შეიძლება ვიკითხო რა გეგმები გაქვს? - მეგობრებს უნდა შევხვდე. - გასაგებია, სხა დროს იყოს, -უდარდელად აიქნია ხელი და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.