შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვტყუივარ შენთან ( თავი 7)


30-09-2022, 17:21
ავტორი თუკა
ნანახია 4 209

რამოდენიმე საათში ახალი წელი შემოხსნიდა კარს.
როგორც ყოველთის ადამიანები ახალ წელს, ახალ იმედებს და გეგმებს ვუკავშირებთ. მე კი სულაც არ მინდოდა რაიმე ახალი, პირიქით მინდოდა ყველაფერი ასე დარჩენილიყო, როგორც გუშინ და გიშინწინ იყო. დემნას მკლავებში დამთენებოდა თავზე და ყოველ დილით მეყურებინა როგორ სვრიდა მოსიყვარულე მამა-შვილი ჩემს წინა დღით დალაგებულ სამზარეულოს.
- ღმერთო ჩემო რა ლამაზი ხარ - ჩუმად მიჩურჩულა ყურში და ყელზე მაკოცე.. - რომ ვიცოდე , რომ ერთ საათში შევძლებ შენით დაკმაყოფილებას და შენით სურვილის მოკლვლას ამას ასე არ დავტოვებდი, მაგრამ ამისთის როგორც წესი..
- მთელი ღამე გჭირდება.. ჩვენ კიდევ მთელი ღამე არ გვაქვს დემნა. - გეყოფა- სიცილით ვუთხარი და მისკენ დავტრიალდი...
- კარგი რაა ელენე, ასეთი ლამაზი უნდა წამოხიდე და იმ ახვარმა გიყუროს? ეს რა ჩაგიცვამს ტო , მთელი მკერდი გიჩანს და მაგრად მოქმედებ ჩემზე უკვე..
- დემნა მორჩი . არც მე ვარ რკინის და თუ არ შეწყვეტ ახლა ჩემს გაგიჟებას იცოდე ვერსად ვერ წავალთ.. არადა სულაც არ მინდა იქ წასვლა და თიკას სახის დანახვა .
- არაფერია, მე ხომ შენთან ვარ. წავიდეთ და მალე წამოვიდეთ. ევა ჩემებთანაა, ასე რომ მთელი ღამე გვაქვს საამისოდ..
- აუუ, უკვე არ მინდა წასვლა გეფიცები - ხელები კისერზე შემოვხვიე და გამოფიტულ ტუჩებზე ნელა გადავუსვი ენა.
- რას აკეთებ გოგო, დალაგებული ხარ?
- ტუჩები გამომშრალი გაქვს და ვატენიანებდი...
- რა აუტანელი ხარ ელენე.. -კბილებში გამოსცრა და მაგრად მომიჭირა ხელი მკერდზე..
- გეყოფა. წასვლის დროა.. - სწრაფად ვუთხარი და კარისკენ გავიქეცი..
- ჯერ გამაგიჟა და ახლა წასვლის დროაო - ნერვიულად ჩაიფრუტუნა და უკან გამომყვა.
ყოველთის მქონდა კარგი წინათგრძნობა მაგრამ ამ ჯერზე ახლა ეს სულ სხვა რაღაც იყო. მივდიოდი და არ მინდოდა, შენობაში შევდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. რაღაც უხილავი ძალა მთელი ძალით ჩამძახოდა რომ ხელი ჩამეკიდა დემნასთვის და უკან წავსულიყავი..
ნანჩოს და გიორგის დანახვაზე , ოდნავ მომეშვა გულზე. მაგრამ მთელი ეს ემოცია არაფრით მასვენებდა. ნერვიულობა ფორიაქში გადამდიოდა და ყელში მაგრად მიჭერდა ხელებს.
- როგორც იქნა, ერთად გხედავთ - ღიმილით გვითხრა გიორგიმ და მაგრად მაკოცა ლოყაზე. - ხო იცი როგორ მიხარია ასე რომ ხართ..
- ვიცი ჯორჯ, მაგრამ აქ რა ამბავია, ყველა დაპატიჟე?- აღრენიმა თქვა დემნამ და ცოტნეს გამჭოლი მზერით გახედა..
- მისმინე, მოდი დაძაბვების გარეშე კარგი? კი ყველა დავპატიჟე, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა ხო გესმის, ვიღაცეებს ვერ გამოვარჩევდი. თან მინდა ყველას ერთი ძალიან მაგარი ამბავი ვუთხრა..
- ვიცით ჩვენ ეგ მაგარი ამბავი რაცაა- ვალში არ დარჩა დემნა და მხარზე მაგრად დაჰკრა ხელი. დღეს ცოტა ადრე წავალთ მე და ელენე, ევა ჩემს ძმასთანაა, გვინდა რომ მერე ერთად გავატაროთ ეს დღე, ხო არ გეწყინება?
- არანაირად. მაგაზე არ იდარდოთ, მიდით დასხედით და ჩვენც მოვალთ. - ნანჩო მაღლაა, მიდი ადი ელენე- სწრაფად მომაყარა სიტყვები და კარისკენ გაიქრა, მორიგი სტუმრების დასახვედრად.
„ალისფერი გოგონას და თაბაგარის სიყვარულის ამბავი უმალ მოედო თეატრალურს და შურის თვალით დაუწყეს ყურება გოგონას, რომელსაც არავინ და არაფერი ანაღვლებდა.. იმდენად ბედნირი იყო, იმდენად უყვარდა და ამ სიყვარულით სუნთქავდა არაფერს იხვედრებდ გულზე. უნდოდა ხმამაღლა ეყვირა რომ ყოველი ღამის დაღამება და დილის დადგომა უყვარდა. უყვარდა როდესაც დილაობით მის სუნთქვას გრძნობდა თმებზე და შეეძლო ჯერ კიდევ ნამძინარევი თვალები და სახე დაეკოცნა მისთვის. უყვარდა მისი ყოველი ამოსუნთქული ჰაერი , რომელსაც ხარბად ისუნთქავდა თვითონ და ფილტვებში მარადიულ კონსერვირებას უკეთებდა.“
- ნანჩო - ხმამაღლა დავუძახე და მთელი ტანით დატრიალდა ჩემკენ. სწრაფად დაემშვიდობა ტელეფონს იქით ვიღაცას და ხელები შემომხვია.
- როგორ მომენატრე, უკვე რამდენი დღეა არ მინახავხარ ელენე. არც ევა მოიყვანე კარგი რაა . სხვათაშორის ახლა ევას ველაპარაკებოდი, ძალიან ბედნიერი იყო, ვერ მივხვდი რას ლაპარაკობდა..
- ხო, მე და დემნამ დავალაგეთ ურთიერთობა ხო იცი ევას ამბავი, უამრავი კითხვა დაგვისვა, ყველაფერი დეტალურად გაარკვია.
- გასაგებია ამიტომაც გიბრწყინავს თვალები ასე. - ხელი ჩამკიდა და საწოლზე გვერდით დამისვა.. - ვიცი რომ შენ დიდი ხარ და მე პატარა, მაგრამ ისიც ხომ იცი რომ ბევრჯერ შენზე ჭკვიანი ვარ ელენე. ახლა ერთს გეტყვი და კარგად მომისმინე. თუ გინდა რომ შენი ბედნიერება შეინარჩუნო, თუ გინდა რომ დემნა არასოდეს დაკარგო მეტად, ყველაფერი გააკეთე ამისთვის, უკან არაფერზე დაიხიო. თორე როგორც ქორი ისეა ჩასაფრებული თიკა, ის უკან არაფერზე დაიხევს, ისე მარტივად აგაცლის დემნას როგორც დაკარგულ ნივთს.. ხო ახლა მეტყვი, დემნას არ უყვარს თიკაო, მაგრამ კაცებს ბევრი ქალი არ უყვართ მაგრამ მათთან არიან. ასე რომ ფრთხილად იყავი.. ამ ბედნიერებას რაც ევას მოუტანეთ ნუ დაუნგრევთ..
- ვერ წარმოიდგენ როგორ მეშინია. აქ მოსვლაც კი არ მინდოდა. ასე მგონია ყველაფერი აირევა, აცრემლებული მზერით შევხედე დას და ხელები შემოვხვიე.. - კიდევ თავიდან ვერ გავუძლებ დემნას დაკარგვას. ძალა არ მეყოფა რომ თავიდან აღვადგინო ყველაფერი. ახლა თუ ზურგს მაქცევს , ვიცი რომ ეს სამუდამო იქნება და თუ თიკა ოდნავ მაინც შეეცდება დემნას გარშემო ტრიალს გპირდები რომ თმით ვითრევ - გაღიზიანება ვერ დავფარე და ნანას სიცილზე მეც გულიანად გამეცინა..
მიუხედავად იმისა რომ ცოტნესთან განსაკუთრებული არაფერი მქონია , მაინც დაძაბული ვიჯექი დემნას გვერდით. მის ძლიერ ხელს ვგრძნობდი მხარზე და ყოველ მის შეხებაზე ვხედავდი როგორ იძაბებოდა ცოტნე..
მაქსიმალურად ვცდილობდი მისი მზერისთის ყურადღება არ მიმექცია და ეს ყველაფერი უფრო მეტად ცხადი არ გამეხადა. ახლა ყველაზე ნაკლებად დემნას აფეთქება მინდოდა, არადა ვიცოდი შინაგანად იმ ვულკანს ჰგავდა ამოფრქვევის პირას რომ არიან და რაღაც პატარა აკლიათ საბოლოო აფეთქებისათვის.
- მინდა სიყვარულის სადღეგრძელო დავლიოთ მეგობრებო, სიყვარულს გაუმარჯოს - ფეხზე წამოდგა გიორგი და ხმამაღლა დაიძახა. - დღეს აქ ჩემთან ხართ, ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანები, მინდა რომ ეს იდილია არასოდეს გაქრეს, მუდამ გვქონდეს ერთმანეთის იმედი და ნდობა . ამასთანავე მინდა ძალიან მაგარი ახალი ამბავი გაგანდოთ, წლების წინ დაწყებული და უვე ტკივილად გამჯდარი სიყვარული დღეს ჩემთანაა, ახალმა წელმა ახალი იმედები ჩამინერგა.. მინდა ყველას გისურვოთ ისეთი ბედნიეები იყოთ როგორიც ახლა მე ვარ. მოკლედ მე და ნანჩომ დაქორწილება გადავწყვიტეთ - გაბადრული სახით წარმოთქვა და ნანჩოს მაგრად აკოცა თავზე.
- გილოცავ ძმაო - უმალ წამოდგა ფეხზე დემნა და გიორგის გადაეხვია.. - ხო იცი ორივე ძალიან მიყვარხართ, ჯერ კიდევ წლების წინ ერთად ავიდგით ფეხი სამსახიობო საქმიანობაში, ეს გესლიანი ნანჩო კიდევ იმედია ახლა მაინც შეიცვლება და მეტს არ გაგაწვალებს. - თბილად მოუსვა ხელი სახეზე ნანას და ლოყაზე აკოცა..
- სიძე ასეთ უნდა გყავდეს რა - სიცილით უთხრა დემნას და დავინახე ცოტნეს სახეზე როგორ გადაირბინა ფერადმა ტალღამ..
- მეც მინდა სიყვარულის სადღეგრძლო დავლიო - ბარბაცით წამოდგა თიკა და ალმაცერად გამომხედა ჯერ მე და მერე ცოტნეს.. - სიყვარულის რომელსაც არ გიფასებენ. როცა გიყვარს, გიყვარს და ბოლოს მაინც ხელს გკრავენ. არაფრად გაგდებენ. გეუბნებიან რომ ზედმეტი ხარ.. მიუხედავად ამისა პირველივე გაჭირვების დროს შენკენ გამორბიან , შენ კიდევ სულელი ხარ და მუდამ ღიაა მისთვის შენი გულის და სახლის კარიც.. მაგრამ თუნდაც ასეთს, თუნდაც უარყოფილს მაგრამ მაინც სიყვარულს მინდა რომ გაუმარჯოს მეგობრებო..
- სიყვარულს გაუმარჯოს თუნდაც ისეთ არარსებულს ახლა შენ რომ დახატე - ნიშნისმოგებით უთხრა დემნამ და მისკენ დატრიალდა.. თქვენ ქალები მუდმივად ლაპარაკობთ იმის შესახებ , რომ მზად ხართ გვქონდეთ იდეალური ურთიერთობა და დაუვიწყარი სიყვარულის განცდა. მიუხედავად ამისა, პირველივე შემხვედრზე არ აკეთებთ არჩევანს. ხმამაღლა ამბობთ რომ გინდათ ოცნების პრინცს დაელოდოთ , მაგრამ თქვენს გულს იმ ადამიანს უხსნით, რომელიც სულაც არ ჩამოჰგავს პრინცს, დაუფიქრებლად ზურგს გაქცევთ და თქვენთან ყოფნა სულაც არ უნდა. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც მხოლოდ იმიტომ ირჩევს პარტნიორს, რომ მასთან თავს კარგად გრძნობს. გრძნობას სულ ერთს ხდის, ფერს უკარგავს და არაფრად მიაჩნია. მაგრამ იცით რა? - რამოდენიმე წლის მერე ხვდებით, რომ თქვენს თავს ატყუებდით. ადამიანი, რომელიც ვითომ გიყვარდა მასთან დაშორება გინდა, თითქოს აქამდე მუცელში მოფარფატე პეპლები ერთიანად იწყებენ მიყუჩებას. მერე საკუთარ თავს უტყდებით , რომ თქვენი ურთიერთობა არც ისე ყოფილა აგებული სიყვარულზე. მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება იყო. მინდა გითხრათ რომ , საკუთარ თავს ატყუებთ. ამ ყველაფრით სჯით საკუთარ თავს , ამას თავიდან ვერ ხვდებით მაგრამ გადის დრო და საკუთარი შეცდომის მსხვერპლი თავად ხდებით. მაშინ როდესაც საშუალება გაქვთ, თქვენი ცხოვრება, სულ სხვანაირად წაიყვანოთ, ამისათვის კი მხოლოდ ერთი რაღაცაა მთავარი, რომ რაღაც საოცარი და თქვენივე შექმნილი სტერეოტიპები დაამსხვიოთ და ცხოვრებისაგან გამოგზავნილი ყოველი წუთი მიიღოთ. შეწყვიტეთ საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება, შეწყვიტეთ იმ ადამიანისათვის სიყვარულის ჩუქება, ვინც არაა თქვენი ღირსი. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის რომ თქვენი ენერგია და დადებითი მუხტი იმ ადამანებს გაუზიაროთ ვინც თქვენ არ მოგიტანთ ბედნიერებას. ყველაფერს ჯობია დაელოდოთ იმ ადამიანს, ვინც შეგიყვარებთ , ისე , როგორც ამას თქვენ იმსახურებთ. გულის კარი იმ ადამიანს გაუღეთ , ვინც ყოველ დღე მხოლოდ თქვენ ამოგირჩევთ, თქვენს გულს სიყვარულით აავსებს და გაჩუქებთ იმ ქალურ ბედნიერებას რასაც ასე ძალიან ელოდით. მიენდეთ იმ ადამიანს, რომელსაც თქვენი სხეულის სათითაო უჯრედი ეყვარება და მხოლოდ წამიერი ტკბობის გამო არ იქნება შენთან. დაუჯერეთ იმ ადამიანს , რომელიც არასოდეს მოგცემს უფლებას ეჭვი შეიტანოთ მის სიყვარულში. რომელსაც არ შეეშინდება მოგცეთ მისი გულის გასაღები. მხოლოდ ის ადამიანი შემოუშვით გულში რომელიც მოთმინებით მოგისმენთ, როდესაც თქვენი მომავლის გეგმების ჩამოყალიბებაში დღეებს გადაწელავთ. რომელიც მზად იქნება ასეთს გიყუროთ ყოველ დღე და ყოველ დილით. რაღაც ახალი აღმოაჩინოს თქვენში. არ დაუთმოთ დრო იმ ადამიანს, რომელიც თქვენს სიყვარულს რუტინად აქცევს. მოეშვით იმ ადამიანებს , რომლებიც მხოლოდ თქვენი გარეგნული სილამაზის გამო იქნებიან თქვენს გვერდით, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ - მე მინდა რომ ყოველმა თქვენთაგანმა განიცადოთ ისეთი სიყვარული როგორიც მე მაქვს, ის სიყვარული რომელიც ერთიანად დაგავიწყებთ ყვეა ტკივილს, თუნდაც წლების წინ მოყენებულს და მაინც იძლებულს გაგხდით გულში ჩაიკრად ის ადამიანი რომელიც ამად გიღირთ. - გადაჭრით და გარკვევით ჩამოაყალიბა დემნამ და მთელი ტანით მიმიკრა ზედ.
- მიყვარხარ- ჩუმად ვუჩურჩულე ყურში და ათრთოლებული ხელები შემოვხვიე კისერზე.
მათი საუბრის მოსმენით გადაღლილი განცალკევებით ვიჯექი და საკუთარ ფიქრებს გასაქანს ვაძლევდი.. ახლა საშინლად ვნანობდი დემნასთვის ამდენი წელიწადი ევას არსებობის დამალვას. ახლა ვგრძნობდი რამხელა შეცდომას ვუშვებდი , მაგრამ ვერაფერს გამოვასწორებდი, დაკარგულ ათ წელიწადს ვერც ევას და ვერც დემნას უკან ვერ დავუბრუნებდი.. კიდევ ერთხელ გავუგავნე ევას შეტყობინება , ახალი წლის მილოცვით და მაგიდისკენ წასვლა დავაპირე, რომ მოულოდნლად მტაცა ხელი ცოტნემ და გვერდით ოთახში შემიყვანა.
- შენს თავს რის უფლებას აძლევ? - გაბრაზება ვერ დავმალე ისე დავუტიე და ხელი გავაგლიჯე.
- შენთან ლაპარაკი მინდა რამდენი ხანია, იმ დღის მერე ვეღარ გნახე ელენე.. ეს ყველაფერი როგორ უნდა გავიგო?
- რა ყველაფერი? შენს წინაშე თავს ვალდებულად არ ვთვლი რომ ახსნა-განმარტება გაბარო ცოტნე. თუ დაგავიწყდა გაგახსენებ რომ მე და შენ მეგობრები ვართ, კოლეგები და ერთად ვმუშაობთ..
- და მეტი არაფერი?
- და მეტი როდის ვიყავით?
- სანამ შენი საყვარელი დაბრუნდებოდა მანამდე..
- დემნა ჩემი საყვარელი არაა ! დაიმახსოვრე დემნა ჩემი შვილის მამაა, და ჩვენი ისტორია გუშინ არ დაწყებულა ლამის თერთმეტი წლის წინათ დაიწყო ..
- ფეხებზე როდის დაიწყო. სანამ ეგ ახვარი ჩამოვიდოდა, ჩემთან სხვანაირი იყავი, თბილად მექცეოდი, კაფეში მომყვებოდი..
- ახლა რა შეიცვალა?- დაბნეულმა შევხედე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე..
- ახლა გამომყვები კაფეში? ახლაც წამოხვალ სასეირნოდ?
- რა თქმა უნდა არა! და ამას იმიტომ კი არ გავაკეთებ რომ შენ ჩემი მეგობარი აღარ ხარ, მხოლოდ იმიტომ რომ დემნას არ გავაღიზიანებ ამით. არ მინდა ჩემს შვილს მამასთან ურთიერთობა ჩემს გამო გაუფუჭდეს და ყველაზე მეტად არ მინდა ვატკინო კაცს რომელიც სიგიჟემდე მიყვარს.
- ესეიგი სიგიჟემდე გიყვარს. და იქნებ მეც მიყვარხარ სიგიჟემდე? ამიხსენი ჩემით რატომ თამაშობდი?
- არასოდეს არ მითამაშია შენით გესმის? ყავის ერთად დალევა არ ნიშნავს რომ შენით ვეთობოდი, ყავას გიორგისთან ერთადაც ვსვავდი და სხვა თანამშრომლებთან ერთადაც, შენ როგორც გაწყობს ახლა ისე საუბრობ ცოტნე..
- მაგრამ მიყვარხარ ელენე. ძალიან მიყვარხარ და რა გავაკეთო?
- არაფერი არ გააკეთო გთხოვ. ასე შენც კარგად იქნები და მეც..
- ასე ვერ გავჩუმდები - ჩურჩულით მითხრა და მთელი ძალით მტაცა ხელი მაჯაში. - ახლა რომ დაიყვირო დემნა გაიგებს, აქ ერთად დაგვინახავს და შენს საყვარელ კაცს ისევ დაკარგავ...
- მირჩევნია დავკარგო ვიდრე შენი მოფერება ავიტანო..
- მარტო ერთი კოცნა - ლამის მუდარით მითხრა და მთელი ძალით ავფართხალდი.
- ხელი გაუშვი ელენეს !- დემნას ყვირილზე ორივე ერთიანად შევკრთით და დამყოლი ბავშვივით ინსტიქტურად გამიშვა ხელი ცოტნემ..
- დემნა მე...
- სახლში ვილაპარაკოთ, წამოდი მივდივართ - მაშინვე გამაჩუმა და ხელი მაგრად შემომხვია წელზე.. ჩემი გაფითრებული სახის დანახვაზე ნანა მაშინვე წამოხტა ფეხზე და თვალებით მკითხა რა ხდებოდა.
- ხვალ დაგირეკავ ნან - აცრემლებულმა დავუბრუნე პასუხი და სწრაფი ნაბიჯით დავეწიე ეზოშ გასულ დემნას.
დაახლოვებით ნახევარი საათით ორივე ჩუმად ვიყავით. ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ვბედავდით. არ მინდოდა რაიმე ზედმეტი მეთქვა, თავის მართლებაც არ მინდოდა მის წინაშე, რადგან დამნაშავე არ ვიყავი. გზა გიორგის სახლიდან საშინად გაიწელა.. ფიქრებდან მანქანის გაჩერებამ გამომარკვია. მივხვდი რომ ტატოსტან წასვლას სულაც არ ჩქარობდა. მთელი ძალით მიხურა მანქანის კარები და სახლში შევიდა.. ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და დემნას უკან შევყევი..
- დემნა ..- გაუბედავად დავუძახე და სამზარეულოში მაგიდასთან მდგარს ფრთხილად შევახე ხელი მკლავზე.
- იმ ახვარს ხელებს დავამტვრევ, გიორისთან არ მინდოდა ჩხუბი, ბიჭს ასეთი ლამაზი დღე ჰქონდა და ვერ ჩავუშხამებდი. მაგრამ სად გამექცევა, ძვლებში გადავამტვრევ ელენე.
- დემნა დამშვიდდი, უბრალოდ ვლაპარაკობდით მართლა, არაფერი ყოფილა ზედმეტი, არაფერი უკადრებია..
- იმიტომ რომ დროზე მოვედი, კედელზე აკრული პლაკატივით იყავი და ფერი არ გედო რა ზედმეტი არაფერი უქნია გოგო, მაბრმავებ?? - შენ ჩემი ხარ, ჩემი და მორჩა. გითხარი ეს კაბა არ ჩაიცვა ყველაფერი გიჩანს თქო.
- მე ხომ შენთვის ჩავიცვი დემნა- ემოცია მოძალებულმა ძლივს ამოვიკნავლე და ცრემლები გადმომცვივდა.
- ოდესმე გაიგებ რომ ვეჭვიანობ?! - ძლიერი ხელი შემომხვია წელზე და მკერდზე მიმიკრა. -ელენე მისმინე, ვიცი რომ ცოტნესთან შენ არაფერი გინდა მაგრამ ცოტნეს ყველაფერი უნდა შენთან. ამაზე რომ ვფიქრობ , ფიქრითაც კი ვგიჟდები.
- მე ყველაფერი მხოლოდ შენთან მინდა დემნა...
- სულ ყველაფერი? - ირონიული ტონით მკითხა და ოდნავ დამწია უკან. - ვნახოთ რა დონემდე გინდა ყველაფერი ჩემთან ..
- მერე ევა?
- ევამ იცის რომ არ მივალთ, დედიკოს და მამიკოს ერთად ყოფნას აცდის, ჩვენი ახალი წელია და ისე გავატაროთ როგორც გვინდა..
- რომ მიყვარხარ გითხარი? - ტუჩებთან რაც შემეძლო ახლოს ვუჩურჩულე და ენის წვერი გადავუსვუ ქვედა ტუჩზე..
- ისევ შენსას აგრძლებ , და დაისჯები ..
- მეც ეგ მინდა - ამღვრეულმა ვუთხარი და პერანგის ღილების გახსნა დავუწყე.
ვგრძნობდი როგორ მედებოდა ცეცხლი შინაგანად. თანდათან მემატებოდა რაღაც საოცარი სიმხურვალე და სურვილი მისი შეხების. ათრთოლებული ტუჩებით შევეხე მკერდზე და ვიგრძენი როგორ დაეძაბა სხეული. სწრაფად დამატრიალა ზურგით და ნელა წაატანა ხელი ზურგზე ჩატანებულ კაბის ელვას და ელვის სისწრაფით გადამაცალა მხრებიდან. ნელა დამისვა ცერა თითი ხერხემალზე და სათითაო მალაზე ვიგრძენი მისი ვნებით გაჟღენთილი სუნთქვა.
შიშველ ზურგზე გავარვარებული სხეულით მეკვროდა და ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის. სწრაფად ამიტაცა ხელში და ზანტი ნაბიჯით აუყვა კიბეებს. ფრთხილად დაეშვა საწოლზე და პატარა ბავშვივით კალთაში ჩამისვა.. ვგრძნობდი მისი სხეულიდან რამხელა მუხტი მოდიოდა , სურვილით და ვნებით გაჟღენთილი მუხტი, რომელიც ერთიანად მიდუღებდა აქამდე ჩემს ვენებში მშვიდად მოდუდუნე სისხლს..
მხოლოდ ახლა ვიაზრებდი რამდენი რავკარგე დემნას გაშვებით. მისთვის ხელის არ გაწვდით, მისთვის ზურგის შექცევით. ახლა ვიაზრებდი როგორ მენატრებოდა მისი თითების შეხება ..
ნელა დავტრიალდი მისკენ და ოდნავ შევახე ტუჩები.
- არ ვიცი, უშენოდ როგორ ვცოცხლობდი დემნა, ტუჩებთან ვუჩურჩულე და ყელზე მფეთქავ არტერიაზე დავუსვი ენა.
- როგორ გიყვარს ცეცხლთან თამაში, სულ ასეთი იყავი ელენე, ჩემში მოელვარე ცეცხლს სულ ნავთს ასხამდი, ახლაც ასეთი ხარ..
- არა, ახლა უბრალოდ მინდიხარ - ერთიანად დამცდა ბაგეებიდან სიტყვები და სწრაფად მოვექეცი დემნას ქვეშ..
მართვის სადავეები ისევ ხელზე ჰქონდა დახვეული, ისევ უნდოდა ჩვენს სიყვარულში მმართველი თავად ყოფილიყო. მე კი მისი ყოველი შეხება ყველაზე მეტად მსიამოვნებდა. მინდოდა მისი შეხების სურვილი არასოდეს დასრულებულიყო.
ნელა დაუყვა კოცნით აცახცახებულ სხეულს თაბაგარი, კოცნის კვალს მისი თლილი თითები შლიდა და გადასმულ ადგილებზე ერთანად მაყრიდა სიამოვნების ტაო. ბაგეები ერთმანეთს დავაშორე გულის დასამშვიდებლად. სულით შეშლილივით ვიმეორებდი მის სახელს და სიამოვნებას სადღაც შორს სულ სხვა ნაპირზე მივყავდი. შეგრძნებები ერთმანეთში მერეოდა, დანიელის გახშირებულ სუნთქვას ჩემი კვნესა ერწყმოდა და ვხვდებოდი უფრო მეტად ედებოდა სურვილის ალი მის სხეულს.
- ერთხელაც იქნება შემომაკვდები - თვალებდახუჭულმა დაიჩურჩულა და საყვარელი ადგილი დაიმკვირდა
**

გადაღლილი გაიშხლართა დივანზე დემნა და თვალები მილულა... ფიქრის ძაფი უმალ გაუწყდა და სადღაც ძილისკენ წაიღო სიჩუმემ, მაგრამ კაბინეტის კარის შეღების ხმაზე ნელა გახილა თვალები და მის წინ მდგა ქალს ალმაცერად შეხედა..
ზლაზვნით წამოიმართა და ჯერ გაოცებისგან მერე მოულოდნელობისგან ზღვისფერი თვალები კიდევ უფრო მეტად გაუფართოვდა.
- რას მიყურებ, მოჩვენება დაინახე?- ღიმილით ჰკითხა ქალმა და გაუღიმა. - ჩამეხუტები თუ ასე უნდა მიყურო დიდხანს..
- ინგა? - გაოცებულს დასცდა და ქალისკენ გაიწია..- აქ საიდნ გაჩნდი, რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი..
- Surprize - აქცენტით დაიძახა და ხელები გაშალა. ხომ იცი, როგორ მიყვარს სურპრიზები..მაგრამ ასე თუ გაოცდებოდი არ მიფიქრია. რამდენი თვეა წამოხვედი დემნა, სიახლეებზე არ მწერდი, არც მირეკავდი. ვიფიქრე რომ ჩამოსვლა ყველაზე კარგი ვარიანტი იყო. თანაც რომ არ დაგიმალო საშინლად მომენატრე.. - სუსტი ხელები შემოხვია კისერზე და საკოცნელად გაიწია რომ, სწრაფად გაეცალა თაბაგარი ქალს და ნერვიულად შემოიდო ხელები თავზე.
- მისმინე სად დაბინავდი?
- მხოლოდ ეს გაინტერესებს? არ მეტყვი რომ მოგენატრე და ჩემზე ფიქრობდი?
- მოდი ამაზე მერე ვილაპარაკოთ კარგი? დღეს ძალიან რთული დღე მქონდა, ძალიან დავიღალე და ერთი სული მაქვს სახლში წავიდე.. - მასიმალურად გარკვევით უთხრა თაბაგარმა და დივანზე დაეშვა..
- მერე მე არ წამიყვან შენთან?
- უმჯობესია საკუთარ სახლში წახვიდე..
- დემნა იქ საუკუნეა არ ვყოფილვარ, ალბათ ყველაფერი მტვერშია გახვეული.
- მაშინ სასტუმროში წაგიყვან - ნელა წამოდგა ფეხზე და ოთახში შემომავალ გიორგის გახედა..
- სტუმარი გვყავს? მაპატიეთ ხელი თუ შეგიშალეთ - ალმაცერად გახედა მეგობარს და თვალები მოჭუტა..
- გაიცანი ჩემი ბავშობის მეგობარი გიორგი, მასზე ბევრი გსმენია ხო გახსოვს.. ეს კიდევ ინგაა გიორგი, ამერიკაში ყოფნისას გვერდში მედგა.. - ახლა ინგას გავაცილებ და შენ აქ დამელოდე, მანამ მოასწრო სიტყვების ერთმანეთზე მიყრა სანამ გიორგი კიდევ რაიმეს ეტყობა დემნას და სწრაფი ნაბიჯით გაიყვანა ქალი ოთახიდან.
ტაქსის მოლოდინში ორივე უხმოდ იდგა..
არც კი უფიქრია რომ ინგა ასე მარტივად შეძლებდა საქართველოში დაბრუნებას. არც კი გახსენებია რომ იქ ქალი დატოვა, რომელიც წლები გვერდით ედგა და მისი ჭრილობების შეხორცებას ცდილობდა. ახლა მისთვის თვალებში უნდა ჩაეხედა და სიმართლე ეღიარებინა, მიუხედავად იმისა რომ კარგად იცოდა ინგამ, დემნას გული მუდამ სხვა ქალს ეკუთვნოდა.
მიუხედავად ამისა მის წინაშე სიმართლის აღიარება არც ისე მარტივი იყო...
ფანჯარასთან იდგა გიორგი, ხელები ჯიეებში ჩაეწყო და მოთმინების უცდიდა დემნას. დიდი ხნის ლოდინი არ დასჭირვებია, წელში გამართული შევიდა კაბინეტში და მეგობარს თვალი თვალში გაუყარა..
- შარში ხარ არა? - ღიმილით ჰკითხა და მაგიდაზე დადგმულ ფინჯანზე მიანიშნა დალიეო..
- არ ვთვლი რომ შარში ვარ ძმაო.. ათი წელიწადი ვიყავი მისგან შორს. მგონი გასაკვირი არაა რომ ვირაც მეყოლებოდა.
- არც მე მიკვირს. უბრალოდ შარში ხარ არა ელენესთან, არამედ ინგასთან .. სიმართლეს როგორც კი ეტყვი, მაშინვე გეტყვის რომ გამოიყენე, რომ მისით გაიყვანე დრო ..
- და ეს სიმართლეც იქნება გიორგი, მე ის გამოვიყენე, ათი წელიწადი ვიყენებდი ელენეს დასავიწყებლად. მაგრამ იცი რა არის ყველაზე ცუდი, მან ეს კარგად იცოდა. ჩემგან არაფერს ითხოვდა, არც ცოლის სტატუსს და არც საყვარლის. ჩვენ მუდამ თავისუფალი ურთიერთობა გვქონდა..
- თუნდაც . თუნდაც ასე იყოს. მისთვის მაინც მტკივნული იქნება შენგან სიმართლის მოსმენა.. მაგრამ მოგიწევს..
- მომიწევს. აუცილებლად მომიწევს. მაგრამ მანამდე ელენეს უნდა დაველაპარაკო. თორემ ინგას უკიდურსობიდან, ელენეს უკიდურესობაში გადავვარდები - სიცილით თქვა და ხარბად მოსვა ცხელი სითხე. - ხო მართლა, მოდი რა საღამოს შენ და ნანა გამოდით, ჩავუსხდეთ ძველებურად.. მომენატრა თბილი საღამოები. ხომ ვიცი რთული საღამო მელოდება..
- კაი ნუ ახურებ, აუხსნი და ეგაა.
- მე კი ავუხსნი, მთავარია თუ გაიგებს- ნერვიული სიცილი მოეფინა სახეზე დემნას და ნერვიულად გაიქნია თავი..
რვა ხდებოდა თაბაგის კარზე გაბმული ზარის ხმა რომ გაისმა.. ამღვრეული მზერა გააპარა გიორგიმ დემნასკენ და დაინახა როგორ ეცვალა ფერი მამაკაცს სახეზე.. ნელა წამოიმართა და აუჩქარებლად წავიდა კარისკენ.. რამოდენიმე წუთში მთელს ეზოს მოედო ექოსავით ქალის კისკისი ..
- რა ჯანდაბას აკეთებთ აქ? - გაბრაზებულმა მიახალა ეზოში მდგართ დემნამ და ჯიბეებში ჩამალა ხელები ნერვების მოსათოკად.
- შენთან მოვედით ჩემო ბრილიანტოო - ხმამაღლა დაიძახა ინგამ და დემნას მთელი ძალით შემოხვია ხელები.
- დღეს ნამდვილად ცუდი დღე მაქვს და უფრო ცუდი მელოდება.. დანანებით ჩაიფრუტუნა და ქალის ხელებისაგან სწრაფად გათავისუფლდა- მოდით ახლა ორივე როგორც მოხვედით ისე წადით, და ხვალ დავილაპარაკოთ. არ მინდა ამ საღამოს ჩაშხამება თორემ, თინათინ თავზე დაგახურებდი ყველაფერს.
- მე რა შუაში ვარ . ამან მოინდომა შენთან წამოსვლა..
- და ეს შენ როგორ გაიცანი საერთოდ?
- როცა შენ გეძებდა მაშინ გავიცანი, აღმოჩნდა რომ საერთო კაცი გვიყვარს.
- ერთი წუთით რა! - ორიოდე ნაბიჯით დაიხია უკან და საჩხუბრად მოემზადა რომ ეზოში გამოსული ელენეს დანახვაზე ადგილზე შეკრთა.
- დემნა რა ხდება? მშვიდობაა? აღარ შემოხვედი და ... - ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს და უცნობ ქალს ალმაცერად გავხედე..- ეს ვინაა? - ყურთან ჩუმად ვუჩურჩულე მისი ამღვრეული სახის დანახვაზე მივხვდი რაღაც რიგზე არ იყო..
- შენ ელენე ხარ არა? - ღიმილით მკითხა და ხელი გამომიწოდა. - მე ინგა ვარ. მე და დემნა ერთად ..
- ინგა ამერიკაში გავიცანი რომ ჩავედი, მოკლედ მთელი ეს წლები ერთად ვმუშაობდით და ერთად ვლახავდით ყველა პრობლემას.
- მერე აქ რატომ დგახართ? შემოდით შიგნით.ვახშამზე გეპატიჟებით..
- გადასარევია - ბედნიერი თვალებით შემომხედა და თიკასთან ერთად სახლში შევიდა..
- ელენე, დემნას ძლიერმა ხელმა უკან დამხია და მისი სიყვების გაგონების მოლოდინში გავიტრუნე - მერე უნდა ვილაპრაკოთ. სერიოზულად.
- კარგი ვილაპარაკოთ დემნა, რატომ დაიძაბე ხდება რამე?
- არაფერი . წამოდი შევიდეთ . - ხელი შემომხვია და ნელა შემახო ტუჩები თმაზე. ვგრძნობდი რომ რაღაც ხდებოდა და ეს რაღაცა კარგს არაფერს მომიტანდა. ყველაზე მეტად ახლა ამ ბედნიერების დანგევის მეშინოდა. გული წვიმაში მოყოლილი პატარა ჩიტივით მიფეთქავდა, ისე მეშინოდა სინამდვილისთვის თვალებში ჩახედვის.
- დემნა სად გაიცანი? - ნანჩოს ხმაზე მისკენ გავიხედე და თვალებით ვანიშნე გაჩუმდი თქო.
- დემნა რომ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი. მას მერე ერთად მოვდივართ ასე, ჭირშიც და ლხინშიც..
- საინტერესოა ჭირში და ლხინში რას გულისხმობ, - სიტყვა პირზე შეაყინა ნანუკამ და დემნას გახედა..
- ყველაფერს ერთად. - არც ინგა დარჩა ვალში და ნანას თვალი ჩაუკრა..
მთელი სხეულით ვგრძნობდი ,რომ ეს უბრალოდ ინგა, სულაც არ იყო უბრალო.. მაგრამ არ მინდოდა ამაზე ფიქრი. ვიცოდი დემნას სიტყვები „უნდა ვილაპარაკოთო“ ისედაც ამას ნიშნავდა.. მორიგი ტკივილისთვის მზად არ ვიყავი. ამიტომ ვდუმდი. ვდუმდი მაშინაც კი როდესაც სტუმრები გავაცილეთ და საძინებლის კარები ზურგს უკან მივიხურეთ..
ფრთხილად შევწექი საწოლში და ნახევრად მძინარე დემნას გადავხედე. თვალები ეხუჭა მაგრამ ვიცოდი არ ეძინა. დარწმუნებული ვიყავი სიტყვებს აწყობდა, აკოწიწებდა, რომ ჩემთვის ყველაფერი ეთქვა.
და მეც დამჯერი ბავშვივით ვდუმდი.. ბოლო სიჩუმე ისევ დემნამ დაარღვია და საწოლში წამოჯდა.
- არ მკითხავ ინგაზე?
- ისედაც მივხვდი, რა გინდა რომ გკითხო დემნა..
- მთელი საღამოა აზრებს ვალაგებ როგორ გითხრა, რა გითხა ელენე..
- მისმინე , მისკენ დავტრიალში და ნერვიულობისაგან ათრთოლებული ხელები ლოყებზე შემოვადე. - არაა საჭირო თავის მართლება ვხვდები რა როლი ეკავა ინგას შენს ცხოვრებაში, პრეტენზიის გამოთქმის უფლება არ მაქვს დემნა. ლამის თერთმეტი წელიწადი გავიდა.. მთავარია ახლა ჩვენთან ხარ, ჩემთან და ევასთან, ესაა მთავარი და სხვა არაფერი გვინდა..
- როდის დაჭკვიანდი ასე? - ეშმაკური მზერა მომაპყრო და ანცი ბავშვივით მაკოცა ტუჩებზე.
- დღეს გავიაზრე რომ უაზრო ეჭვიანობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ამით მხოლოდ დროს დავკარგავთ. მერე ამაში კიდევ უაზროდ გავლევთ დროს . მე კიდევ სულაც არ მინდა შენს გარეშე ყოფნა, ისედაც საკმარისი დრო ვიყავი ასე.. - მოწყენილმა შევახე ტუჩები ცხვირზე და მთელი ტანით ავეკარი მკერდზე.
- მიყვარხარ იცოდე და ვერავინ და ვერაფერი ვერ შემიცვლის ამ გრძნობას ჩემო ალისფერო - ჩუმად მიჩურჩულა ყურში და ცხელი ტუჩები შემახო ნელა.
**
მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში დემნა და რძალს ალმაცერად ახედა..
ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა რძალთან, მაშინაც კი როცა ერთმანეთს ოკეანე აშორებათ. მაშინაც კი ყოველი გასაჭირის დროს თამოს ურეკავდა და ცდილობდა მასთან საუბარში მისულიყო შეჭმარიტებამდე..
სრულიად არეული და სულამღვრეული იჯდა და ნერვიულად ათამაშებდა თითებს სავარძლის სახელურზე. არ იცოდა საიდან დაეწყო საუბარი, მაგრამ იმასაც ხვდებოდა რომ თამოსთან საუბრის დასაწყისი ყველაზე მარტივი იყო.
- რა გჭირს, ისევ ელენე? - ალმაცერად გახედა მაზლს გოგონამ და ცხელი სითხით სავსე ჭიქა დაუდგა მაგიდაზე ..
- მთლად ელენე არა მაგრამ, რა თქმა უნდა ელენე მთავარი პერსონაჟია..
- დემნა ეს თეატრი არაა, ეს ცხოვრებაა, შენ სცენარს არ წერ, ხომ ხედავ სცენარი შენ გწერს..
- „მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“ ვარიანტია არა? -ნერვიულად გაიცინა და წელში გასწორდა. - სასაცილოდ არ მაქვს საქმე ახლა.
- რა ხდება არ იტყვი? -ნერვიულობა დაეტყო სახეზე და დაძაბულმა შეხედა.
- შარში ვარ. აი ეს ქართველებს მაგარი გამოთქმა გვაქვს ხო იცი. შარში ვარ თამარ ქალო, ინგა დაბრუნდა, უფრო სწორად მე ჩამომაკითხა.
- არ იცის ელენეზე?
- იცის ელენეზე რა თქმა უნდა თავიდანვე იცოდა, ევაზე თავად არ ვიცოდი კარგად მოგეხსენება. ჯერ სამსახურში მომადგა, მაგას კიდე რა უშავს, მერე სახლში იმ გადარეულ თიკასთან ერთად. მაშინვე მიხვდა ელენე ინგას რაობას, მითხრა არ ვაპირებ ინგას გამო გეჩხუბოო, მაგრამ ხომ ვიცი ინგა აქ ტყუილად არ ჩამოვიდოდა თამო, რარაცას უეჭველად აურევს და კიდევ ერთ მსგავს პრობლემას ვეღარ ავიტან..
- და რას იზამ?
- უკან დავბრუნდები და აღარასოდეს ჩამოვალ..
- მერე ევა?
- ევა დიდი გოგოა, იცის რომ მამამისი ვარ, ჩამოვა ამერიკაში და ჩემთან იქნება..
- ასე მარტივია?? ამას ასე მარტივად როგორ ამბობ, დემნა ეს ოჯახია და ოჯახი მასე მარტივად არ ინგრევა.. იცი მე და შენი ძმა ხანდახან დღეში ათჯერ ვკამათობთ,მაგრამ იცი ბოლოს რა ხდება? ერთმანეთის გარშე ვერ ვძლებთ- ეს სიყვარულია. შეუძლებელია ადამიანი ასე მარტივად დაივიწყო და მიატოვო, ასე რომ ტყუილად ლაპარაკობ ამეებს, მე ხომ გიცნობ შენ და თანაც ძალიან კარგად ჩემო სიმპატიურო მაზლო. შენ აგერ ათი წელიწადი ვერ შეძელი ერთი უბრალო ქალის დავიწყება და როგორ გინდა დამაჯერო რომ ახლა მას მერე რაც გაიგე რომ შვილიც გყავს დაჰკრავ ფეხს და წახვალ, ნუ ვერ დავიჯერებ ამას.
- ახლა როცა ასე ვარ და ვფიქრობ რომ ელენესთან მორიგი კამათი მელოდება , იმდენად მინდა ამ კამათს გავექცე , მართლა შემიძლია წავიდე, არა იმიტომ რომ სუსტი ვარ და პრობლემას გავურბივარ, უბრალოდ იმიტომ რომ დავიღალე გესმის? რაც ჩამოვედი სიმშვიდე ვერ ვიპოვე, სულ ცოტა ხანია რაც რაღაც დალაგდა და ახლა ამ ყველაფრის არევა არ მინდა თამო..
- მე მესმის, მაგრამ აუხსენი ინგასაც. აუხსენი ვინაა შენთვის წინა პლანზე მდგომი, ვინაა შენთვის ოჯახი, აუხსენი და გაიგებს. თუნდაც ეტკინოს და ეწყინოს, თუნდაც იტიროს და ასეც იქნება. თუნდაც გითხრას რომ გამოიყენე - ნაწილობრივ ასეცაა , უთხარი სიმართლე რომ ეს ყველა მისი მცდელობა არაფერს მისცემს..
- მე ის არ გამომიყენებია თამო, მე მისთვის იმედი არ მიმიცია, მან სულ იცოდა რომ ჩემთვის მხოლოდ ელენე არსებობდა.
- ამას არ აქვს მნიშვნელობა დემნა, ის ქალია , ქალი რომელსაც უყვარხარ და თავად მისცა თავის თავს იმედი რომ ერთხელ შენს გრძნობით უპასუხებ ამაში მისი დადანაშაულება არ იქნება სწორი. უბრალოდ სიმართლე უთხარი. ნუ გაწელავ დროს, თორემ ეს დრო დაგაზარალებთ სამივეს.
- რა მეშველებოდა შენ რომ არ მყავდე ჩემო ფილოსოფოსო რძალო - ღიმილით უთხრა და გოგონას თლილი ხელები თავის ძლიერ ხელებში მოიქცია..- ძალიან გაუმართლა ჩემს ყეყეჩ ძმას რომ შენნაირი ცოლი ჰყავს გვერდით. მინდა რომ მე და ელენეც ასე ვიყოთ, თუნდაც ასჯერ ვიკამათოთ დღეში , ოღონდ ვიცოდე რომ სულ ჩემს გვერდით იქნება და მუდამ გამიგებს, მუდამ მხარს დამიჭერს ამის მეტი არაფერი არ მინდა..
- ასეც იქნება, რატომ გგონია რომ ასე არა. ასეა დამიჯერე, ელენე ძალიან ძლიერი ქალია. უბრალოდ იმდენი წელიადია მარტო თავისი ტვირთით, რომ რაღაცეები უჭირს დემნა უნდა გაუგო..
- ხოო ქალური სოლიდარობაა ეს ახლა და სხვა არაფერი..
- არა , მაგრამ თუ გინდა ასე დაარქვი - გულიანად გადაიკისკისა და განათებუ ტელეფონს დახედა.- აგერ შენი ყეყეჩი ძმა მირეკავს და იცი რატომ? დილით ჩემი საყვარელი ყავის ფინჯანი გატეხა და ცდილობს როგორმ ვაპატიო. არადა რა ხანია ვაპატიე, მაგრამ ცოტას ვაწვალებ - ნიშნის მოგებით თქვა და ტელეფონს უპასუხა.
სანამ ცოცხალი ხარ, სანამ არსებობ და შეგწევს ძალა რომ ნაბიჯები გადადგა, მანამდე გაძლევს ცხოვრება შანსს რომ გამოასწორო, ის რაც დააშავე, გააკეთო ის რაც ვერ მოასწარი. ბოდიში მოიხადო რომ სხვას გული ატკინე. სანამ დაიარები, სანამ სხეულში და გულში იმედის თუნდაც პატარა ნაპერწკალი ჯერ კიდევ ხარობს და ფეთქავს მანამდე გაქვს შანსი რომ ყველაერი გააკეთო.
არასოდეს არაფერი არ არის გვიან, თუ ეს ნამდვილად გინდა. თუ გულით გინდა, მაშინ ვერავინ და ვერაფერი დაგიშლის.
მთავარია საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგო, მთავარია იცოდე რომ გამოგიივა და აუცილებად გადახვალ იმ ჩატეხილ ხიდზე სანაც ერთ დღეს შენი იმედები დატოვე, დაყარე და გადააბიჯე. მიატოვე ისინი , ობლად მიყარე ბლენ კუნჭულში.



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მიიიიიყვაააარხააააარ !!! ვსო მეტს არ დავწერ არაფერს !! <3333

 


№2  offline ადმინი თუკა

uchveulo
მიიიიიყვაააარხააააარ !!! ვსო მეტს არ დავწერ არაფერს !! <3333

ჩემო საყვარელოო. მეც მიყვარხარ
--------------------
4love.ge

 


№3 სტუმარი ეკა

შემდეგი თავი როდის იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent