ნავსაყუდელი ( 6 )
- მოვიდა არა? ნიკუშ თუ გინდა დაგენიძლავები რომ შემოსასვლელში ლარა დგას, -რეზიმ ნიკას ხელი გაუწოდა, ნიკამ უკან მიიხედა და მერე გაოცებული მიუბრუნდა მეგობარს. - გაფიცებ მითხარი როგორ მიხვდი, კეფაზე მესამე თვალი გაქვს? - დათას შეხედე და მიხვდები, -გაეღიმა რეზის. თვალებგაბრწყინებული უყურებდა დათა მოლე შავ ტანზე მომდგარ კაბაში გამოწყობილ თმაგაშლილ გოგონას რომელიც მათკენ მელი ნაბიჯით მოდიოდა, დაბლები ეცვა და უმაკიაჟოდ იყო, მაგრამ მაინც ყველასგან გამოირჩეოდა, ანათებდა და ყველას ყურადღებას იპყრობდა. - მიხარია რომ მოხვედი, -შაკომ გულში ჩაიკრა და ორივე ლოყა დაუკოცნა, რეზი და ნიკაც გადაეხვივნენ და მოიკითხეს, დათა ადგილიდან არ დაძრულა, უყურებდა ლარა შესამჩნევად გამხდარ, გადაღლილ, უპეებ ჩაშავებლ და მაინც უღმერთოდ სიმპათიურ მამაკაცს და თავს ძლივს იკავებდა რომ არ ჩახუტებოდა, პირი გაუშრა, თითები უცახცახებდა, რაღაც ძალა ეწეოდა მისკენ და თავს ვერაფერს უხერხებდა, მორცხვად მიუჯდა გვერდით თავი ჩაღუნა და ათრთოლებული თითები მუხლებზე დაიწყო. - როგორც ვხედავ საერთოდ არ მოგნატრებივარ, -მისი ხმის გაგონებისთანავე ასწია თავი და ეშმაკურად მოციმციმე მწვანე თვალებში ჩახედა, დათამ ერთხანს უხმოდ უყურა და მერე ფართოდ გაშალა მკლავები, თითქოს ამას ელოდაო წელზე შემოხვია ლარამ ხელები და მკერდზე მიეკრა, ნაცნობი სითბოს და სურნელის შეგრძნებისას სიამოვნებისგან ამოიოხრა და თვალები მინაბა, საერთოდ არ აიტერესებდა რას იფიქრებდნენ ბიჭები, არც ხალხით სავსე ბარზე ფიქრობდა, დათას სასიამოვნო სურნელში გახვეული, მის ძლიერ მკლავებში შეყუჟული თავს სამოთხეში გრძნობდა, აი თურმე რა აკლდა... - არ მეგონა აქ თუ შეგხვდებოდი ლარა, ესე იგი ესენი არიან შენი მეგობრები? -ირაკლის ხმა მოესმა და თვალები გაახილა, მათ მაგიდასთან იდგა და ირონიულად უღიმოდა სასმლისგან თვალებ ამღვრეული. ლარამ იგრძნო როგორ დაიძაბა დათა მისი დანახვისას და არც ბიჭების მოღუშული სახეები გამოპარვია, მაშინვე მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. - აქ რას აკეთებ? -კბილებში გამოსცრა დათამ. - მინდოდა ჩემს ასისტენტს მივსალმებოდი. - ასისტენტს? - მის ფირმაში ვმუშაობ, ირაკლი ჩემი უფროსია, -ახსნა სცადა ლარამ, დათას მთელი სხეული დაეძაბა, კბილი კბილს დააჭირა და ის იყო წამოდგომას აპირებდა რომ ირაკლის მაღალი ქერათმიანი, გამომწვევად ჩაცმული ქალი მიუახლოვდა. - სად დამეკარგე საყვარელო, აქედან წასვლა მინდა, დავიღალე, -დაიწუწუნა და მკლავზე დაქაჩა. - სამსახურში შევხვდებით, -თვალი ჩაუკრა ირაკლიმ ლარას და ქალს გაყვა. - ვინმე ამიხსნის რა ხდება? -იკითხა ლარამ როცა სიჩუმე საეჭვოდ გაგრძელდა და მიხვდა რომ არავინ არ აპირებდა ხმის ამოღებას. - ესე იგი ირაკლი ლაბაძის ასისტენტი ხარ, რა დამთხვევაა რომ მაინცდამაინც მასთან დაიწყე მუშაობა, -დათამ ნერვიულად ჩამოისვა ნიკაპზე თითები. - არ ვიცი რა ხდება მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, -ლარამ მზერა მოავლო ბიჭებს, -მივხვდი რომ ირაკლისთან რაღაც პრობლემა გაქვთ, ან დაწვრილებით მომიყვებით რაც ხდება ან არადა სიტყვასაც კი არ გავიგებ ჩემი სამსახურის შესახებ, იქაურობა მომწონს... - მოგწონს და იმუშავებ კიდეც პატარავ, -დათამ მსუბუქად ჩამოუსვა ლოყაზე თითები, -უბრალოდ შემპირდი რომ თუკი რამე არასასიამოვნო მოხდება მაშინვე მეტყვი კარგი? - კარგი, -თავი დაუქნია ლარამ და ისევ მის მკლავებში ამოყო თავი. - - - - - - - - - - კიდევ ერთი თვე გავიდა, ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდებოდა, ლარა არც თუ ისე ხშირად ახერხებდა დათას ნახვას და ყოველთვის ცდილობდა რომ მათი ურთიერთობა მეგობრობის ჩარჩოებს არ გასცდენოდა, დათა მოთმინებით იტანდა მის სიცივეს, იცოდა ერთხელაც ვეღარ შეძლებდა ლარა გრძნობების დამალვას და სამზეოზე გამოიტანდა ამ დღეს ელოდა... მოქუფრულ ცას გახედა და გაეღიმა რომ წარმოიდგინა საცოდავად გაწუწული შემცივნული ლარა, საათს შეხედა, ექვსი ხდებოდა, წამოხტა და გასაღებს დასწვდა, ოციოდე წუთში უკვე ლარას სამსახურთან იდგა, ტელეფონი ამოიღო რომ დაერეკა და ეთქვა გელოდებიო, სწორედ ამ დროს დაინახა როგორ გამოვიდა შენობიდან ირაკლისთან ერთად და როგორ ჩაჯდა მის ავტომობილში, გაცოფებულმა დასცხო ხელი საჭეს და უშვერად შეიგინა, სახლამდე მისდია უკან, დაინახა როგორ გადმოვიდა ირაკლი, როგორ გაუღო კარი ლარას და გადმოსვლაში დაეხმარა, რომ დაიხარა მისი სახე ხელებში რომ მოიქცია და ტუჩებზე რომ შეეხო, სიბრაზისგან თვალთ დაუბნელდა, მთელი ძალით დააწვა გაზს და ავტომობილი საბურავების ღრჭიალით მოსწყვიტა იქაურობას. - - - - - - - სამსახურიდან უნდა წამოხვიდე ლარა, ახლა ყველაფერს ვერ აგიხსნი მაგრამ ხომ მენდობი? უკეთეს რამეს გიშოვი, ოღონდ იქიდან წამოდი და რაც გინდა მთხოვე, -შაკო თითქმის ემუდარებოდა, ცხელი შოკოლადი მოსვა ლარამ და ტუჩები ენით მოიწმინდა. - შენ რომ არ გეთხოვა ისედაც ვაპირებდი წამოსვლას. - ჰოო? რატომ? - ჯერ შენ მითხარი რა პრობლემა გაქვთ შენ და შენს მეგობრებს ირაკლისთან. - ეს ყველაფერი მხოლოდ მე რომ მეხებოდეს გეტყოდი, -უხერხულად აიჩეჩა მხრები შაკომ. - მესმის, -ირონიულად გაიღიმა ლარამ, -როგორც ყოველთვის ყველაფრის თავი და თავი ბატონი დათაა, ერთი კვირაა საერთოდ არ გავხსენებივარ, ჯანდაბა, რომ იცოდე როგორ ვერ ვიტან. - ვიცი, -თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები აუციმციმდა შაკოს, -ვიცი და სწორედ ამიტომ მინდა რომ კარგად იყოთ, დიდხანს ნუ გადადებ სამსახურიდან წამოსვლას კარგი? - ერთი კვირის წინ ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ ირაკლი საავადმყოფოში მოხვდა და არ მინდოდა წამოსვლა სანამ სამსახურში არ დაბრუნდებოდა. - საავადმყოფოში რის გამო წევს? -გამომცდელად შეხედა შაკომ. - ერთხელ მოვინახულე, მიზეზად ავარიას ასახელებენ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ აშკარად ვიღაცასთან იჩხუბა, ისეთი დალურჯებები და მოტეხილობები აქვს, ნაავარიებს არ ჰგავს, ორ კვირაში გამოვა და მეც დავწერ განცხადებას განთავისუფლებაზე. - ასე აჯობებს, -შაკომ ღიმილით შეავლო თვალი გოგონას და მიმტანს უხმო. - - - - - - - - - - - - ჯიუტი ციცქნა, -დათამ ტელეფონი გვერდზე გადადო, საზურგეს მიეყრდნო, თავი უკან გადააგდო და ღრმად ამოისუნთქა. - არ გპასუხობს? -რეზიმ ღიმილით გადახედა შაკოს. - ალბათ გაბრაზებულია რომ ამდენ ხანა არ გინახავს, -ნიკუშამ კარადიდან ვისკის ბოთლი გადმოიღო და ჭიქებში ჩამოასხა, -დღეს ირაკლი გამოდის საავადმყოფოდან, რატომღაც მეგონა რომ გიჩივლებდა, მაგარი ცუდ დღეში კი ჩააგდე. - იმედია მიხვდა რომ იმას რაც ჩემია არ უნდა შეეხოს, -კბილებში გამოსცრა და წამოდგა, -ჩივილს რაც შეეხება ამას არ იზავს, ეცდება სხვანაირად გადამიხადოს სამაგიერო. - ასე მშვიდად როგორ ხარ? - ისეთს ვერაფერს იზავს რომ რამე დამიშავოს, -უდარდელად აიჩეჩა მხრები და მანქანის გასაღებს დაავლო ხელი, -კომპანიას მიხედეთ, დღეს აღარ მოვალ, -დაუბარა და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან. უცნაურად გახალისებული მართავდა ავტომობილს, ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა ლარას, უბანს მიახლოებულს როცა რამდენიმე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩაუქროლა გვერდით ცუდად ენიშნა, ლარას ბინას რომ მიუახლოვდა გზა გადაკეტილი დახვდა, ფეხით, სირბილით დაფარა დარჩენილი მანძილი, გულმა რეჩხი უყო როცა ერთიანად კვამლში გახვეული შენობას შეავლო თვალი, ერთი სიკვდილი გაათავა სანამ იქვე ტროტუარზე მჯდარი პიჟამოს შორტსა და მოკლემკლავიან მაისურში გამოწყობილი ფეხშიშველი და სულ მთლად გამურული ლარა არ დაინახა, გულამოვარდნილი მივარდა მასთან, ბუმბულივით მსუბუქად ააფრიალა ჰაერში და გულში ჩაიკრა. - რა მოხდა? კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავდა? -ნაწყვეტ-ნაწყვეტ, აღელვებული ხმით ეკითხებოდა და გამურულ სახეს უკოცნიდა. - შენ აქ საიდან გაჩნდი? თუმცა მიხარია რომ აქ ხარ, ისე როგორ ახერხებ რომ ყოველთვის იმ დროს მოხვიდე როცა ძალიან მჭირდები, -თვითონაც შემოხვია მკლავები ლარამ და მაგრად მიეკრა, -ნუ გეშინია კარგად ვარ, ნატალიას ბინაში გაზი აფეთქდა, ერთი კედელ გვაქვს მაგრამ ჩემი ბინა საერთოდ არ დაზიანებულა, ისეთი ხმა იყო დაფეთებული გამოვვარდი გარეთ და ფეხსაცმლის ჩაცმაც კი დამავიწყდა. - მართლა კარგად ხარ? ასე გამურვა როგორ მოახერხე? -ღიმილით მოწმინდა ცხვირიდან შავი ლაქა. - გარეთ რომ გამოვვარდი ნატალიას ყვირილი მომესმა, კიდევ კარგი კარი ღია ჰქონდა დატოვებული, შევედი და გამოვიყვანე თორემ კვამლისგან გაიგუდებოდა საწყალი, ყველაფერს ცეცხლი ეკიდა. - ჩემი მამაცი გოგო, -ჩაიჩურჩულა და უფრო მაგრად შემიხვია მკლავები, -შენ რომ რამე მოგსვლოდა... - არაფერი მომსვლია, ერთადერთი ის არის რომ მგონი ფეხშიშველი სიარული დამებედა, შიშველ ფეხებზე დაიხედა და მხიარულად გადაიკისკისა. - ისე გატყობ მგონი ამ სიტუაციაშიც ხედავ რაღაც კარგს, -ირონია შეეპარა ხმაში დათას. - რატომაც არა, -გაეღიმა ლარას, -შეიძლებოდა ნატალიას ბინასთან ერთად ავფეთქებულიყავი, მაგრამ აქ ვარ ცოცხალი და საღსალამათი არაფერი მაქვს საწუწუნო, -მისი მკლავებისგან თავი გაინთავისუფლა და ორიოდე ნაბიჯით მოშორდა. - წავედით? - სად? -დაიბნა დათა. - ალბათ ერთი ორი დღე მაინც ვერ შევალ ბინაში, სანამ ყველაფერს არ მოაწესრიგებენ და შეამოწმებენ, იმედი მაქვს სასტუმროში არ გამამწესებ, ხომ მითხარი რომ შენს სახლში თავისუფალი საძინებელი გაქვს ჩემთვის? -საყვარლად აუხამხამა თვალები და იქაურობა მოათვალიერა. - მანქანა სად დააყენე? - ვგიჟდები შენზე, -თავისთავად დასცდა დათას ბაგეებს, ხელში აიტაცა ლარა, გულზე აიკრა და მანქანისკენ წაიყვანა. - - - - - - - - - - სამზარეულოში იჯდა სკამზე ფეხაკეცილი, სველი თმით, დათას შორტში და მაისურში გამოწყობილი, მაგიდაზე იდაყვებ დაყრდნობილი უყურებდა როგორ ამზადებდა დათა ყავას. - როგორი სუფთა ხარ, არადა ცოტა ხნის წინ ბუხრის მწმენდავს გავდი, -მისკენ გადმოიხარა, სიცილით მოუჭირა ცხვირზე ხელი, შუბლზე აკოცა და წინ ოხშივარ ავარდნილი ფინჯანი დაუდო. - მადლობა რომ შემიფარე, ჩემი გმირი ხარ, -საყვარლად გაუღიმა და ყავა მოსვა. - გმირი? მეგონა რომ შენი ნავსაყუდელი ვიყავი, -სიცილით უთხრა, საზურგეს მიეყრდნო და მწვანედ მოელვარე თვალები მიანათა ლოყებაწითლებულ გოგონას. - ისე სხვათაშორის ერთი მეორეს არ გამორიცხავს, შემთხვევით ხომ არ ფიქრობ რომ მაშინ პარკში გაუაზრებლად გითხარი რამე? შენ ზუსტად მაშინ გამოჩნდი ჩემს გვერდით როცა ძალიან მჭირდებოდი, მაშინ ძალიან მიჭირდა, დაკარგულივით ვგრძნობდი თავს, მიტოვებულივით, ნაპირზე უწყლოდ დარჩენილი თევზივით ვიყავი, სუნთქვა მიჭირდა და იმ ყველაფრის გააზრება რაც ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ დაგინახე თუ არა თითქოს იმწამსვე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ჩემს გარშემო აზვირთებულმა ოკეანემ ღელვა შეწყვიტა და მე მაშინ პირველად ვიფიქრე რომ ჩემს ცხოვრებაშიც შეიძლება რაღაც სასიკეთოდ შეიცვალოს, რომ შეიძლება მართლაც ხდება სასაწაულები, ისეთი მშვიდი ჩანდი ისეთი ძლიერი, ისეთი საიმედო... მონუსხული უყურებდა და უსმენდა ლარას, მის სახეზე ერთმანეთს ცვლიდნენ სხვადასხვა გრძნობები, ბოლოს ვეღარ მოითმინა, წამოდგა, მის წინ ჩაიმუხლა, ხელები მოხვია, თავი მუხლებზე დაადო და გაყუჩდა, ერთ წამს გაშეშდა ლარა, სუნთქვა შეწყვიტა... მალევე მოვიდა გონს და მოკლედ შეჭრილ თმაში შეუცურა თითები, ისხდნენ ასე მშვიდად და გაუნძრევლად, ერთმანეთის სითბოს შეიგრძნობდნენ, ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ... - მინდა რომ სამსახურში აღარ წახვიდე, -დათას ხმამ დაარღვია მყუდროება. - ასეთი სასიამოვნო სიტუაციების გაფუჭების დიდოსტატი ხარ, -უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ლარამ, და წამოდგომა სცადა მაგრამ დათამ ამის საშუალება არ მისცა. - არ მინდა რომ მასთან მუშაობდე, -ქვემოდან ამოხედა დამრგვალებული თვალებით, თუ ჩემს შემოთავაზებას არ თანხმდები სამსახურის თაობაზე მაშინ სადმე სხვაგან დაიწყე მუშაობა, ოღონდ მასთან ნუ იმუშავებ კარგი? - არ ვიცი ირაკლისთან რა პრობლემა გაქვთ მაგრამ ასე უბრალოდ ვერ მივატოვებ, ასეთი უპასუხისმგებლო არ ვარ, ორ დღეში წვეულებას მართავს გამოჯანმრთელების აღსანიშნავად, თან რაღაც საქველმოქმედო აქციის ჩატარებასაც აპირებენ, მისი ჩინელი პარტნიორებიც იქ იქნებიან, მთხოვა რომ წავყვე, ის დღე ჩემი ბოლო სამუშაო დღე იქნება... - უნდა რომ წვეულებაზე გვერდი დაუმშვენო? -ირონიულად ჩაიცინა წამოდგა და მაგიდას მიეყრდნო. - უბრალოდ უნდა რომ პარტნიორებთან ურთიერთობაში დავეხმარო, -შესაშურად მშვიდი იყო ლარა. - ვერ ხვდები რა ხდება თუ თავს იტყუებ? -კბილებში გამოსცრა დათამ, -ვერ ხედავ როგორ გიყურებს? დარწმუნებული ვარ იცი შენს მიმართ... - ვიცი, -შეაწყვეტინა ლარამ, -ვიცი და ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ და ყველაფერი გავარკვიეთ. - ის კოცნაც ამ გარკვევის ნაწილი იყო? დაგინახეთ იმ დღეს როცა სახლში მოგაცილა, არც თუ ისე უკმაყოფილო ჩანდი, ყველასთან ასე არკვევ ხოლმე სიტუაციას? ლარას მთელი ძალით მოქნეული ხელი ხმაურით შეასკდა მის ლოყას, არ ელოდა დათა, თვითონ ლარაც არ ელოდა რომ ამას ჩაიდენდა, ინსტიქტურად გააკეთა და იდგა ახლა მის წინ ხელებ აცახცახებული და თვალებ აწყლიანებული. - უფლება არ გაქვს ასე მომექცე და ასეთი რამ მითხრა, -ხმა აუკანკალდა და ცრემლებმა ლოყებზე თავისით იპოვეს გზა, -თუ ის დაინახე რომ მაკოცა, ის რატომ ვერ დაინახე როგორ მოვიშორე, მეგონა რომ ერთმანეთს ცოტათი მაინც ვიცნობდთ მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ყოფილა. - ლარა გთხოვ, -ხმაში მუდარა შეეპარა დათას. - ნუ მთხოვ და იცოდე ხმა აღარ გამცე, არ გელაპარაკები, -პატარა ბავშვივით ხელით მოიწმინდა სისველე ცხვირიდან, ზურგი შეაქცია და სირბილით გავიდა ოთახიდან. შუაღამისას გაბედა დათამ ლარას ოთახში შესვლა, ფეხაკრეფით მივიდა საწოლთან რომელსაც ღია ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი ანათებდა, მისკენ ზურგით იწვა, საცოდავად იყო მოკუნტული, ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული და მშვიდად ფშვინავდა. ფრთხილად ჩამოჯდა საწოლზე და ბალიშზე უწესრიგოდ გაშლილ თმაზე ხელი გადაუსვა... - მაპატიე პატარავ, არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა, უბრალოდ რომ წარმოვიდგენ რომ ვიღაც სხვა გეხება, გკოცნის... ჯანდაბა, ამაზე საუბარიც კი არ შემიძლია, გონება მიბნელდება და ვეღარ ვაზროვნებ როცა სხვასთან ერთად გხედავ, მიყვარხარ, შენზე ვგიჟდები და იმდენად მეშინია რომ ჩემს გრძნობას უარყოფ, თქმას ვერ გიბედავ, ლაჩარივით მძინარს გესაუბრები... ღრმად ამოიოხრა, კიდევ ერთხელ მოეფერა თმაზე, დაიხარა, ტუჩები მსუბუქად შეახო ლოყაზე და მერე სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან, კარის დაკეტვის ხმა გაიგონა თუ არა ლარამ თვალები გაახილა და ღია ფანჯრიდან მომზირალ მთვარიან ღამეს გაუღიმა. - - - - - - - - - ტყუილად მთხოვ დედა, არსად არ ვაპირებ წამოსვლას, ხომ იცი არ მიყვარს ასეთი რაღაცეები, შეგიძლია შენს ყოფილ სარძლოს სთხოვო და წამოგყვება, -მის წინ მჯდომ ნიკუშას თვალი ჩაუკრა და ანიშნა უკან მიიხედეო, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ბიჭს როცა მათი მაგიდისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარ მაგიდასთან მჯდარი გამხდარი ქერათმიანი გოგონა დაინახა, ახლავე დავბრუნდებიო ანიშნა დათას და წამოდგა. - კარგი ჰო ნუ ყვირი, თავი მეტკინა, მხოლოდ ხუთი წუთი დედა, წვეულებაზე შენთან ერთად შემოვალ სტუმრებმა რომ დაინახონ როგორი კარგი დედა შვილობა გვაქვს, შენ ხომ ხოლოდ ეს გაინტერესებს, ისე არ მეტყვი სად და რატომ მიდიხარ? - - - - კარგი რა როდის აქეთია ქველმოქმედება გაინტერესებს? - - - - კარგი რაც არის არის, მხოლოდ ხუთი წუთი და მაშინვე უკან გამოვბრუნდები, -ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე მიაგდო გაცოფებულმა. - რა გჭირს? -დაკვირვებით შეათვალიერა რეზიმ. - დედაჩემი მჭირს, სხვა რა უნდა იყოს, უნდა რომ საღამოს რაღაც საქველმოქმედო საღამოზე გავყვე და ისევ ვერ ვუთხარი უარი, წამოდი საქმეს მივხედოთ, ხომ ხედავ ნიკუშამ დაინახა გულის სწორი და ისევ ჩვენ შეგვატოვა ყველაფერი, -ღიმილით გადახედა გოგოსთან საუბარში გართულ მეგობარს, რეზის მხარზე ხელი დაჰკრა და წამოდგა. მთელი დღე თავაუღებლად მუშაობდა, საქმეები კარგად მიდიოდა, საკმაოდ სარფიანი გარიგების დადებაც მოახერხა და ახლა ის წვეულებაც ვერ გაუფუჭებდა გუნებას სადაც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ უწევდა წასვლა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ იქიდან მალე მოეხერხებინა წამოსვლა რათა ლარასთვის გაეარა და სახლში წამოეყვანა, არ იმჩნევდა მაგრამ ღელავდა მის გამო... სახლში გაუარა დედას, ლარა პირდაპირ სამსახურიდან მიდიოდა წვეულებაზე ასე რომ წასვლამდე, მისი ნახვა ვერ მოახერხა, ავტომობილში რომ ჩაჯდა საგულდაგულოდ გამოპრანჭული ქალბატონი ლია და მისამართი რომ უკარნახა გაოცებისგან ლამის დაუსტვინა, ნუთუ ასეთი დამთხვევებიც ხდება? რა ირონიული იყო, ირაკლის წვეულებაზე უწევდა მისვლა, მაგრამ ახლა უარს ვეღარ იტყოდა, წვეულება უკვე დაწყებული იყო როცა მივიდნენ, როგორც იქნა ჟურნალისტებს ხელიდან დაუსხლტნენ და გვერდიგვერდ შეაბიჯეს დარბაზში. არასდროს ხიბლავდა დათას ასეთი თავყრილობები, სხვა დროს ალბათ სადმე მოშორებულ კუთხეში დაჯდებოდა და შეუმჩნევლად დალევდა ერთ ჭიქა სასმელს, ახლა კი გაფაციცებული ეძებდა ლარას და სხვა არაფერი აინტერესებდა. - აქ არ გელოდი, როგორ ხარ? -ელენე ამოუდგა გვერდით და ნაზად შეეხო მკლავზე. - მე დაგტოვებთ და ნაცნობებს მივესალმები, -ლიამ მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა ელენეს და ახლოს მდგარი შუახნის წყვილისკენ წავიდა. - არაჩვეულებრივად გამოიყურები, -ზრდილობის გამო გაიმეტა დათამ ორსიტყვიანი კომპლიმენტი და კიდევ ერთხელ მოათვალიერა დარბაზი. - ლარას ეძებ არა? -უსიამოვნო ხმით ჩაისისინა ელენემ, -ცოტა ხნის წინ დავინახე როგორ მიდიოდა აივნისკენ ირაკლისთან ერთად. იქედნურად ჩაიღიმა როცა დაინახა როგორი სახით დაიძრა დათა აივნისკენ და ტელეფონი ამოიღო, სწრაფად აკრიფა ტექსტი. - მოდის, აბა შენ იცი. - - - - - - - - - - წვეულებიდან ადრიანად დაბრუნებულ ლარას არ გაკვირვებია დათა რომ სახლში არ დახვდა, იცოდა რომ მასაც საქველმოქვედო საღამოზე უწევდა წასვლა და სრულიად ბუნებრივი იქნებოდა გვიან რომ მოსულიყო, შესასვლელშივე გაიხადა მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და ფეხშიშველმა აიარა კიბე, საძინებელში შევიდა თუ არა ტანზე მოტმასნილი კაბა გაიძრო, თბილი შხაპის ქვეშ მდგარი იხსენებდა რაც მოხდა სანამ წვეულებას დატოვებდა და ჯერ კიდევ საშინლად ბრაზობდა მომხდარზე, მარჯვენა ხელისგულს დახედა რომელიც ჯერ კიდევ ეწვოდა იმის მერე რაც ირაკლის გვარიანად გაულაწუნა სახეში, სახედამანჭული იხსენებდა მისმა აწ უკვე ყოფილმა უფროსმა როგორ მიიმწყვდია კუთხეში აივანზე, როგორ ეფერებოდა, როგორ აკოცა ძალით... - ჯანდაბა, როგორ მეზიზღება, -გამწარებულმა იყვირა, -ვერ ვიტან და ვერც ჩემს თავს ვიტან იმის გამო რომ დათას არ დავუჯერე და უფრო მალე არ წამოვედი სამსახურიდან. ასე საკუთარ თავთან ლაპარაკით გამოვიდა აბაზანიდან, ქვედა საცვალი და მოკლე თხელი პენუარი ჩაიცვა, შუაღამემდე იჯდა საწოლზე, ფილმებს უყურებდა და დათას ელოდა, რამდენჯერმე დაურეკა თუმცა ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ის იყო ჩათვლიმა რომ ხმაური მოესმა და დაფეთებული წამოხტა ფეხზე, არც კი გახსენებია რომ მხოლოდ თხელი პენუარის ამარა იყო ისე გავიდა დერეფანში, საკუთარი საძინებლის კართან იდგა დათა, ბარბაცებდა და ცდილობდა კარი გაეღო. - დათა კარგად ხარ? -ლარა მიუახლოვდა და მძაფრი ალკოჰოლის სუნი რომ იგრძნო უსიამოვნოდ შეეჭმუხნა სახე. - მთვრალი ხარ? ამდენი რატომ დალიე? მოდი დაგეხმარები, საძინებელში შეგიყვან რომ დაიძინო და დაისვენო, -კარი გაააღო მხარში შეუდგა და საძინებელში შეიყვანა, შევიდნენ თუ არა ხმაურით მიხურა დათამ კარი და ლარა მკლავებს შორის მოიქცია. - სახლში ხარ? მეგონა დღეს არ მოხვიდოდი, ასე მალე მორჩით ყველაფერს? -სუნთქვა გახშირებული ზემოდან დაყურებდა ამღვრეული მწვანე თვალებით, მკლავებს უფრო და უფრო მაგრად უჭერდა წელზე, უკვე სუნთქვა უჭირდა ლარას. - რას აკეთებ გამიშვი, -საცოდავად ამოიკნავლა. - რა იყო მასთან ყოფნის მერე ჩემი სიახლოვე აღარ გსიამოვნებს? -უზომოდ იყო მთვრალი და არ იყო ძნელი შესამჩნევი რომ ნათლად ვერ აზროვნებდა. - რას გულისხმობ დათა? -ლარას მთელი არსება ამოუხსნელმა შიშმა მოიცვა. - დაგინახეთ როგორ ეალერსებოდით ერთმანეთს აივანზე, როგორ გკოცნიდა, მერე სატუმროში წახვედით არა? ასე უბრალოდ იაფფასიანი კახპასავით გაყევი, არ გაბედო და არ უარყო, ყველაფერი ვიცი, -ძალით მიათრია საწოლთან და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად ხელის უხეში კვრით დააგდო ზედ, წამსვე ზემოდან მოექცა და ხელები გაუკავა... - ასეთი სახით ნუ მიყურებ, თამაში საჭირო აღარ არის, მისი საყვარელი ხარ, ჩემთან კი წმინდანის როლს თამაშობ, ერთი უბრალო მატყუარა მანიპულატორი ხარ და ისე მოგექცევი როგორც იმსახურებ, -მისი ცრემლებისთვის, ყვირილისა და მუდარისთვის ყურადღება არ მიუქცევია, კოცნიდა, კბენდა, უხეშად ეფერებოდა, საცვალი და პენუარი ტანზე შემოაგლიჯა, მუხლები ძალით გააშლევინა და ფეხებს შორის მოექცა, მხეცს გავდა რომელიც მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე ფიქრობდა... გათენებამდე უდარდელად მძინარი დათას გვერდით იწვა ლარა, ერთი წამითაც კი არ უძინია ან კი რა დააძინებდა, უბრალოდ გონებას გათიშვა აიძულა რომ საბოლოოდ არ შეშლილიყო, მზის პირველ სხივებთან ერთად გაახილა თვალი და წამოდგომა შეძლო, სრულიად გამოფიტული იყო ვერაფერს გრძნობდა, ვერ აზროვნებდა, ცრემლ გამშრალმა და სახე გაფითრებულმა დახედა დათას რომელსაც ჩვილი ბავშვივით მშვიდად ეძინა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, შიშველი გავიდა ოთახიდან, საძინებელში შესულმა სარკეში საკუთარ დალურჯებულ სხეულს რომ მოჰკრა თვალი მწარედ გაეცინა, მაშინვე სპორტული შარვალი და მაისური ჩაიცვა, ჩანთას ხელი დაავლო, აქედან რაც შეიძლება მალე უნდა წასულიყო, აქაურობა სულს უხუთავდა, ვეღარ სუნთქავდა... ორიოდე ნაბიჯი თუ ექნებოდა გადადგმული რომ თავბრუსხვევა იგრძნო, ეღტხანს უღონოდ ტორტმანებდა და მერე უგონოდ დაეცა ძირს გაშლილ ხალიჩაზე. როცა გაიღვიძა და მიხვდა რაც ჩაიდინა ერთხელ მაშინ მოკვდა დათა, მეორედ მაშინ, როცა ჩადენილი დანაშაულისგან თითქმის შეშლილმა, უგონოდ მყოფი, მკვდარივით გაფითრებული ლარა იპოვა, ახლა კი იჯდა საწოლზე და სიკვდლ მისჯილივით ელოდა როდის გაახელდა თვალებს, არ იცოდა რა უნდა ეთქვა, ან კი ჰქონდა აზრი რამის თქმას? როცა იგრძნო რომ ლარა გონს მოდიოდა დაიძაბა და ხელები ერთმანეთზე გადააჭდო რომ ნერვიული ცახცახი როგორმე შეეჩერებინა. თვალები გაახილა შესაშური სიმშვიდით მოათვალიერა ოთახი და მერე მზერა დათაზე გადაიტანა, ისეთი სახით უყურებდა თითქოს სულ ერთი იყო ვინ იჯდა მის წინ. ერთხანს სასოწარკვეთილი ცდილობდა დათა მის სახეზე და თვალებში რაღაც ისეთი ამოეკითხა რაც მცირეოდენ იმედს მაინც მისცემდა რომ ისევ შეძლებდა იმ სამთხეში დაბრუნებას რომლიდანაც წუხელ ასე მტკივნეულად დაენარცხა ცოდვილ დედამიწაზე, უყურებდა და აშინებდა მასში გამეფებული სიცარიელე, ამ საყვარელ თაფლისფერ სფეროებში რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ მხოლოდ მისთვის ანათებდნენ, და რომლებშიც მხოლოდ მისი სახე ირეკლებოდა ახლა უძირო ხახადაფჩენილ უფსკრულებს დაედო ბინა... - აღარ ვარ შენი ნავსაყუდელი, -არ უკითხავს, უბრალოდ თქვა ძლივსგასაგონი ჩახლეჩილი ხმით და ბალიშებზე უღონოდ მისვენებულ სახეგაფითრებულ გოგონას მზერა აარიდა, უაზრო, არაფრისმთქმელი სახით შეხედა ლარამ თავჩაღუნულ, მხრებში საცოდავად მოხრილ მამაკაცს, მერე გვერდზე გადაბრუნდა, ზურგი შეაქცია, გამხდარი მკლავები მოხვია ბალიშს და თვალები მაგრად დახუჭა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.