შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნავსაყუდელი ( 7 )


4-10-2022, 21:52
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 525

არ ახსოვს რამდენ ხანს იწვა გაუნძრევლად, როცა ძალა მოიკრიბა და საწოლიდან წამოდგა დათა ისევ ისე დახვდა, იჯდა საწოლის კუთხეში მობუზული, განადგურებული სახით და ჩამქრალი მზერით, რატომღაც დაენანა ლარას, ყველაფრის მიუხედავად საკუთარ არსებაში მისი სიკვდილი დაენანა, მშვიდად აუარა გვერდი და ოთახიდან გავიდა, დათა უკან არ გაყოლია...
დაბარებულივით ჭიშკართან დახვდა შაკო, ლარა დაინახა თუ არა ავტომობილიდან გადმოვიდა და მიუახლოვდა.
- სად მიდიხარ ციცქნა? მე თქვენთან მოვდიოდი, -მსუბუქად შეეხო მხარზე და როცა მისი დაძაბული სხეული იგრძნო მაშინვე მოაშორა ხელი, -გინდა წაგიყვანო?
- არ ვიცი, სულ ერთია, -მხრები აიჩეჩა და სადღაც შაკოს მიღმა გაუშტერდა მზერა.
- შემომხედე ციცქნა გთხოვ, -მუდარა გაერია ხმაში და ლარამაც თვალი გაუსწორა, შუბლი შეეჭმუხნა და ტუჩი ნერვიულად მოექცა გვერდით როცა თვალებში ჩახედა, თვალებში სადაც სულის გამყინავი სიცარიელე გამეფებულიყო, ძველი ლარასგან აღარაფერი იყო დარჩენილი, აღარსად იყო პატარა, ლაღი, მხიარული გოგონა, ახლა მის წინ უსულო და უგრძნობი სხეული იდგა, სიბრაზისგან მუშტები შეკრა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა რომ როგორმე გონს მოსულიყო...
- დაჯექი სახლამდე მიგიყვან, -ავტომობილის კარი გაუღო და დაელოდა როდის ჩაჯდებოდა, უხმოდ მიუჯდა გვერდით, საკუთარი ხელით გადაუჭირა ღვედი და ძრავი ჩართო, მეტი აღარაფერი უთქვამს მაგრამ ლარასთვის ეს სიჩუმე მეტისმეტად მეტყველი იყო, მიხვდა რომ შაკომ ყველაფერი იცოდა, უხაროდა კიდეც რომ ასე ჩუმად იჯდა და არაფერს ეკითხებოდა, ახლა არავის შეცოდება და თანაგრძნობა არ სჭირდებოდა თუმცა მაინც ყველაფერი სულ ერთი იყო.
არ გაუგია როდის გაჩერდნენ, სანამ შაკომ კარი არ გაუღო მანამდე ვერც მიხვდა რომ უკვე საკუთარ ბინასთან იყო მოსული, მოღუშულმა შეავლო თვალი ნატალიას ბინის ჩაშავებულ ფანჯრებს...
- დარწმუნებული ხარ რომ აქ დარჩენა შეიძლება? -შაკომ ეჭვით შეათვალიერა გამურული ფასადი.
- რათქმაუნდა შეიძლება, ჩემი ბინა საერთოდ არ დაზიანებულა, იმ დღესაც შემეძლო აქ დავრჩენილიყავი მაგრამ რატომღაც ვიფიქრე რომ... -სიტყვა შეწყვიტა თავი გადააქნია და მერე გაიღიმა... უგულო, უწადინო, ცივი ღიმილი გადაეკრა გაფითრებულ სახეზე.
- ლარა მე... -შაკოს ყელში გაეჩხირა სიტყვები და გამშრალი ტუჩები ძლივს დააშორა ერთმანეთს.
- არ გინდა, შენ რა შუაში ხარ, მის მაგივრად თავს დამნაშავედ არ უნდა გრძნობდე და საერთოდაც არავინ არაფერში არ არის დამნაშავე ჩემს გარდა, -ხელი უაზროდ აიქნია და მძიმედ გაყვა ბილიკს ის იყო შენობაში უნდა შესულიყო რომ თვალთ დაუბნელდა, შებარბაცდა და რომ არა შაკო რომელიც უკან მიყვებოდა ალბათ უგონოდ დაეცემოდა ძირს.
- რა გჭირს? -ჰკითხა როცა ლარას ტკვილისგან დამანჭული სახე დაინახა, მისი სუსტი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჩამოუწია მაისური მხარზე და როცა ჩაწითლებულ-დალურჯებული ყელი და მხარი დაინახა ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა, ზურგი შეაქცია, ცალი ხელით კედელს მიეყრდნო და მეორე ხელის შეკრულ მუშტს კბილებით ჩააფრინდა რომ გულიდან ამომსკდარი ღრიალი როგორმე შეეკავებინა, რამდენიმე წამში შეძლო თავის ხელში აყვანა და თავდახრილი მიუბრუნდა ლარას.
- წამოდი, სახლამდე აგაცილებ, -ჩამწყდარი ხმით უთხრა და კიბისკენ ანიშნა, ლარას არაფერი უთქვამს უხმო დაუქნია თავი, შაკო სახლშიც შეყვა, მაშინვე საძინებელი შეაღო ლარამ იქვე გაიხადა ტანზე და სააბაზანოში შევიდა, აბაზანაში წყალი დააგუბა და ჩაწვა, გაუნძრევლად იწვა და თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა თეთრად შეღებილ ჭერს, ვერაფერს გრძნობდა, უნდოდა ეტირა მაგრამ ვერ ახერხებდა, თვალებზე მომდგარი გადმოუღვრელი ცრემლები და ყელში გაჩხერილი უხმო ყვირილი საბოლოოდ ანადგურებდა, მხოლოდ სხეულის ტკივილი თუ ახსენებდა იმას რომ ცოცხალი იყო... ინსტიქტურად გადაწვდა იქვე პატარა მრგვალ ტუმბოზე მიგდებულ ტელეფონს და ნომერი აკრიფა, რამოდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა დედამ...
- ახლა არ მცალია, გადაღებაზე ვარ, ვეცდები ხვალ ან ზედ დაგირეკო, -ერთბაშად მიაყარა.
- არ გათიშო, მინდა ცოტახანს გელაპარაკო, სულ რამდენიმე წუთი, -მუდარით სავსე ხმით სთხოვა და პასუხის მოლოდინში მთელი სხეული დაეჭიმა.
- ხომ გითხარი არ მცალია, რეჟისორი მეძახის...
- იცოდე ახლა თუ გათიშავ, მერე აღარასოდეს აღარ გაბედო ჩემთან დარეკვა, ჩათვალე რომ შვილი აღარ გყავს, -კბილებში გამოსცრა და წყვეტილი ზარის გაგონებისას ნერვიულად აუთამაშდა ქვედა ტუჩი, გამწარებულმა შეახეთქა ტელეფონი კედელზე...
- ლარა კარგად ხარ? -შაკოს აღელვებულმა ხმამ დააბრუნა ამ ქვეყნად.
- რათქმაუნდა კარგად ვარ, -მობეზრებული ხმით უპასუხა.
- არა მე უბრალოდ... ვიფიქრე რომ ცუდად იყავი, უკვე ორი საათია სააბაზანოში ხარ და... თანაც რაღაც ხმაური მომესმა...
ორი საათი? ახლაღა იგრძნო ლარამ რომ ყინულივით ცივ წყალში იწვა და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა, აკანკალებული ამოვიდა აბაზანიდან.
- ნუ გეშინია ს არ ვაპირებ, ახლავე გამოვალ, -უემოციოდ გასძახა და საკიდიდან ფუმფულა ხალათი ჩამოხსნა, სველი თმით, ხალათში გახვეული გავიდა მისაღებში, შესვლამდე იგრძნო ახალი მომზადებული საჭმლის სუნი, ხმაურიც ეუცნაურა, ნიკუშა და რეზი დივანზე გვერდიგვერდ ისხდნენ და აშკარად რაღაც ძალიან სახალისო გადაცემას უყურებდნენ, ლარა შევიდა თუ არა მაშინვე გაუთავისუფლეს მათ შუა ადგილი.
- მოდი დაჯექი, -ხელი დაარტყა დივანზე რეზიმ და გაუღიმა, არ გაბრაზებულა მათი დანახვისას, არც გახარებია, მივიდა შუაში ჩაუჯდა, ფეხები აიკეცა და რეზის მხარზე დაადო თავი.
- შაკო სად არის? -თვალებ მილულულმა იკითხა.
- აქ ვარ, -სამზარეულოდან გამოვიდა შემწვარი კარტოფილით სავსე თეფშით და დივნის წინ მდგარ დაბალ მაგიდაზე ჩამოჯდა.
- ნახე, ზუსტად ისე შეგიწვი შენ რომ გიყვარს, ცოტა უნდა ჭამო.
- მგონი ჯობია ჯერ თმა გაიშროს, -ნიკუშამ სველ თმაში შეუცურა თითები, -ასე არ შეიძლება ციცქნა, გაცივდები და სიცხე აგიწევს.

ეცადა მაგრამ თავის შეკავება ვეღარ შეძლო, ერთხანს ამღვრეული თვალებით უყურებდა მის წინ მჯდომ მომღიმარ შაკოს, მერე სახეზე ხელები აიფარა და ხმამაღლა ატირდა, რომ გეკითხათ ვერ გეტყოდათ რა ატირებდა, დათას საქციელი, საკუთარი უმწეობა თუ ბიჭების მიერ გამოჩენილი სითბო და თანაგრძნობა, ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები და გრძნობდა როგორ ნელ-ნელა იცლებოდა და მშვიდდებოდა.
მთელი დღე მასთან ერთად გაატარეს, ეფერებოდნენ, ესაუბრებოდნენ, ცდილობდნენ თავი კარგად ეგრძნო, თუმცა დათა და ის რაც მოხდა გაკვრითაც კი არ უხსენებიათ, ლარაც ყველანაირად ცდილობდა მასზე არ ეფიქრა და ეს უდიდეს ძალისხმევად უჯდებოდა, საღამოს თერთმეტი საათი იქნებოდა ნიკუშა და რეზი რომ წავიდნენ, შაკომ ბიჭები გააცილა და უკან რომ ამობრუნდა ლარა დივანზე დახვდა ჩაძინებული, ლოყებ წითლად ჰქონდა ავარვარებული და ბორგავდა, ხელში აყვანილი შეიყვანა საძინებელში, მაღალი სიცხე ჰქონდა, გაჭირვებით დაალევინა წამალი, შუბლზე საფენებს უცვლიდა და წამდაუწუმ უსწორებდა ძირს ჩამოცურებულ საბანს, ერთი საათის შემდეგ გაახილა ლარამ თვალი და საწოლთან მდგარ სავარძელში საცოდავად მოკუნტული შაკო რომ დაინახა უკმაყოფილოდ შეკრა წარბები, წამოდგომა სცადა თუ არა შაკომაც მაშინვე გაახილა თვალები.
- არ ადგე, -ანიშნა ხელით, -თუ რამე გინდა მითხარი და მოგიტან.
- ამ ყველაფერს რატომ აკეთებ, -ჩახლეჩილი ხმით ძლივსგასაგონად ჰკითხა.
- იმიტომ რომ ახლა მარტო ხარ და გჭირდება რომ ვიღაც იყოს შენს გვერდით, იმიტომ რომ მეც მჭირდება შენს გვერდით ყოფნა, იმიტომ რომ კარგი ადამიანი ხარ, პატარა, სუფთა, მიამიტი, საყვარელი და ჩემს ნამცეცა დაიკოს ნანუკას მაგონებ...
- სად არის ახლა შენი და?
- ცოცხალი აღარ არის, -ნაძალადევი ღიმილით უპასუხა და თვალი აარიდა.
- მომიყვები მასზე?
- არ მინდა გუნება გაგიფუჭო.
- გთხოვ მინდა რომ მომიყვე, -მიხვდა ლარა, ახლა შაკოსაც სჭირდებოდა რომ ვინმეს მოესმინა მისთვის, ვინმეს გაეზიარებინა მისი გულისტკივილი, -მოდი წამოწექი მასე ცოდვა ხარ, -საწოლზე დაარტყა ხელი და შაკოსაც ბევრი თავპატიჟი აღარ გამოუდვია, ლარას გვერდით წამოწვა, თავქვეშ მკლავი ამოუდო და მიიხუტა, ერთხანს ჩუმად იყო თითქოს საუბრის დასაწყებად ძალას იკრებსო...

- არც თუ ისე შეძლებული ოჯახი გვქონდა, რამდენიმე წლით საზღვარგარეთ მომიწია წასვლა სამუშაოდ რომ ჩემი დის სწავლის ხარჯები, მამაჩემის ვალები და კიდევ სხვა ათასი რამ გამესტუმრებინა, კარგი სამსახური მქონდა, ერთი წლით წასული კიდევ დავრჩი, მერე კიდევ, კიდევ... აქ გამოგზავნილი ფულის უმეტესობას მამაჩემი უგზო უკვლოდ ფლანგავდა, დედაჩემიც ერთი ჩვეულებრივი უყაირათო სუსტი და მშიშარა ქალია, რომელიც იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა ჯერ კიდევ მამაჩემს უდგას მოსამსახურედ...
- ჯანდაბა, ის ყველაფერი რომ მახსენდება რაც მოხდა მინდება რომ ორივე საკუთარი ხელებით დავახრჩო მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, -გამწარებულმა გააღრჭიალა კბილები.
- მისმინე შაკო თუკი შენთვის ასე ძნელია ამ ყველაფრის მოყოლა... -ლარამ წამოიწია და აწყლიანებულ თვალებში ჩახედა, თუმცა შაკომ ისევ უკან დააბრუნა და არაფერი უთქვამს ისე გააგრძელა.
- თხუთმეტი წლის იყო ჩემი ნანუკა როცა დაქორწინების მიზნით მოიტაცეს, მასზე ათი წლით უფროსმა არაკაცმა გოგა ნოზაძემ წაიყვანა, ბიჭები რომ არა ჩემი ოჯახი არც გამაგებინებდა ამ ყველაფერს, დათამ რეზიმ და ნიკუშამ ორი დღის შემდეგ მიაგნეს სადღაც მიყრუებულ სოფელში, იმ არაკაცს მოესწრო და ძალა ეხმარა მასზე თუმცა ჩემთვის სულ ერთი იყო, ამის გამო მასთან ჩემი დის დატოვებას არ ვაპირებდი, მინდოდა სახლში დამებრუნებინა, ბიჭებმა სიკვდილამდე სცემეს გოგა, ნანუკას წამოყვანა სცადეს, თუმცა თავი გაიგიჟა, არ წამოყვათ, თუ აქედან წამიყვანთ თავს მოვიკლავო დაემუქრათ...
- მაშინ ვერანაირად ვერ მოვახერხე საქართველოში დაბრუნება, ჩემი მშობლები სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყვნენ, რადგან გოგა უზომოდ მდიდარი იყო, ფეხებზე ეკიდათ რომ მათ თხუთმეტი წლის შვილს ჯერ კიდევ ბავშვს მოძალადე მამაკაცთან ერთად უნდა ეცხოვრა, ისინი აქ ქორწილს გეგმავდნენ მე კი იქ კედლებს შეშლილივით ვაწყდებოდი...
- ყველაფერი ვცადე, გეფიცები ყველაფერი ვცადე, დაველაპარაკე ვუთხარი რომ ჩემთან წავიყვანდი, არ დამთანხმდა, ჩემთან საუბარზეც კი უარი თქვა, არ ვიცოდი რითი ან როგორ შეაშინეს ასე, ქორწილის შემდეგ რომელიც ასე პომპეზურად აღნიშნეს ამ არაადამიანებმა, მალევე აღმოჩნდა რომ ფეხმძიმედ იყო, წარმოგიდგენია? თხუთმეტი წლის ბავშვი ბავშვს ელოდა, სამი თვის ფეხმძიმე გადაიყვანეს საავადმყოფოში, ნაცემი იყო, მთლად დალურჯებული, მუცელი მოეშალა, არადა როგორც ექიმებმა თქვეს თავის დროზე რომ გამოეძახებინათ სასწრაფო არაფერი მოხდებოდა, ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო მისმა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა გონებამ, მეექვსე სართულიდან გადმოხტა და ადგილზე დაიღუპა...
- დასაფლავებაზე ჩამოვედი... აეროპორტში ბიჭები დამხვდნენ, გზაში ვგრძნობდი და ვხვდებოდი როგორ ოსტატურად მამზადებდნენ იმ სიტუაციისთვის რაც უნდა დამხვედროდა, მხოლოდ დედაჩემი და რამდენიმე ჩემთვის თითქმის უცნობი ადამიანი ესწრებოდა დასაფლავებას, მამაჩემი რომელიღაც მიწისქვეშა კაზინოში ვიპოვე მთვრალი და გაუბედურებული, ის კი საყვარლის ბინაში, როცა ჩემს პატარა დაიკოს ცივ მიწას აყრიდნენ ის საყვარელთან ერთობოდა.
- სიმართლე რომ გითხრა ახლაც არ მახსოვს დეტალურად მაშინ რაც მოხდა, ვცემე, სასტიკად ვცემე, რომ მითხრა მამაშენმა ნანუკა ჩემთან კარტში წააგო და მერე შენს დას შენი სიცოცხლით ვემუქრებოდი რომ ჩემგან არ წასულიყოო გადამეკეტა და... და იქვე მაგიდაზე მიგდებული პურის საჭრელი დანა ავიღე...
- დათა რომ არა ახლა ალბათ ციხეში ვიქნებოდი, დათას დაქირავებულმა ადვოკატმა და იმან გადამარჩინა რომ გოგა არ მომკვდარა, მერე მის წინააღმდეგ საქმეც აღვძარით, ახლა ციხეში ზის და კიდევ დიდხანს ქნება იქ თუმცა ამას ჩემთვის შვება არ მოუტანია, ჩემი პატარა დაიკო ვერ დავიცავი, ჩემი უნიათობის გამო დაიღუპა, ვერც შენი დაცვა ვერ მოვახერხე ლარა, ამას ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ...

კიდევ დიდხანს საუბრობდნენ, ერთმანეთს ცრემლებს წმენდდნენ და ამშვიდებდნენ, თითქოს ამ გულახდილობის ღამემ, ორივეს უფრო მეტად მოუმატა დარდი, ახლა უკვე უფრო კარგად ესმოდა ლარას რატომ იქცეოდა შაკო ასე, ის ჯერ კიდევ ებრძოდა დანაშაულის შეგრძნებას თავისი დის გამო...
როგორც იქნა ჩაეძინათ, შუაღამისას გამოაღვიძა შაკო ლარას მოუსვენრობამ, ისევ მაღალი სიცხე ჰქონდა, ბორგავდა, ბოდავდა და დათას ეძახდა, ბევრი ეცადა მაგრამ ვერ გამოაფხიზლა, გონზე არ იყო, დროდადრო წამოიწევდა, ამღვრეული ჩაწითლებული თვალებით უაზროდ იყურებოდა სივრცეში და ჯიუტად ითხოვდა რომ დათა მოსულიყო.
- - - - - - -
- რა ხდება კარგად არის? -შეშინებული ხმით უპასუხა დათამ ტელეფონს.
- რასაც არ უნდა აკეთებდე მნიშვნელობა არ აქვს, ახლავე წამოდი, -მოკლედ მოუჭრა შაკომ.
- აქ ვარ.
- სად აქ?
- ქვემოთ მანქანაში.
- ჰოდა ამოდი სწრაფად, ვიცი რომ ხვალ დილით ლარა ამის გამო გამიბრაზდება მაგრამ ახლა ყველაზე მეტად შენ სჭირდები.

ის ღამე იყო ხელშესახები ტკივილით დარდით და გამოუთქმელი დანაშაულის გრძნობით გაჟღენთილი, საწოლზე ჩამომჯდარი დათას კალთაში ეძინა ლარას მის მკერდში თავჩარგულს, სიცხედამცხრალს და გაყუჩებულს, მის კეფაზე ედო ლოყა დათას და აბურდულ თმებს ცრემლებით უსველებდა, იმ ღამით აჩქარებული გულისცემით, სიყვარულით, იმედგაცრუებით და მომავლის მბჟუტავი იმედით პირთამდე იყო სავსე ოთახი...
-
-
-
-
ვიცი რომ პატარა თავია მაგრამ ამ ეტაპზე მეტი ვერ მოვახერხე, ჩემი აზრაელის მეათე თავის დასრულებას ვცდილობ და ამიტომ ასე ცოტ-ცოტა თუ გამომდის მხოლოდ :)



შაკოზე და ბიჭებზე ვგიჟდები❤️
შემეცოდა შაკო :( არცერთი შვილი არ იმსახურებს ასეთ მშობლებს :(
ლარას მშობლები კი ლარასნაირი შვილის კი არა საერთოდ შვილის ღირსებიც კი არ არიან. როგორ უნდა გაუთიშო შვილს ტელეფონინროცა გეუბნება რომ სჭირდები? მით უმეტეს რომ ლარა წესით სიყვარულის ნაყოფი უნდა იყოს, ესენი კი უგულოები არიან :(
არ ვიცი დათა რას იზამს, ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ალბათ შეძლებს. იმედია შეძლებს❤️
დათას და ბიჭებს საოცარი მეგობრობა აქვთ❤️ ბევრისთვის შესაშურიც კი❤️
ველოდები შემდეგს❤️

 


№2 სტუმარი ანათეა

რა მძიმე თავი იყოო....ძნელია ჭრილობების მოშუშება ამხელა ტკივილის შემდეგ ❤️❤️ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

როდის გააგრძელებთ. მოუთმენლად გელოდებით. გთხოვთ არ დააგვიანოთ. გელით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent