ვიწვი შენი სიყვარულით 2
ესეც ახალი თავი ვინც ელოდებით მეგობრებო მინდა გითხრათ, რომ თუ სადმე შეცდომას შეამჩნევთ ნუ მიაქცევთ ყურადღებას უბრალოდ ტექნიკური პრობლემები მაქვს ტელეფონიდან ვწერ,და ტელეფონი ავტომატურად ცვლის სიტყვებს და შემდეგ ვეღარ ვცვლი.. ეს ისტორია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგისთვის შეიძლება ბანალურად ჩანდეს და მშრალად მაგრამ მე მთელი გულით ვწერ ამას დიდი ემოციებით შეიძლება დასაწყისში უინტერესო ჩანდეს მაგრამ ნელ-ნელა უფრო საინტერესო გახდება, ნაწილი 2 -შევთანხმდით?- უთხრა და ხელი გაუწოდა გოგონამ ყოყმანით ჩამოართვა ხელი. _ კარგი,იყოს ისე როგორც ამბობ მაგრამ მინდა იცოდე რომ არაფრის იმედი არ გქონდეს, მე შენ არასდროს შემიყვარდები! _ ძალიან, კარგი არც მე არ ვაპირებ შენს შეყვარებას ეს ქორწინება მხოლოდ ექვს თვეს გასტანს და ექვსი თვის შემდეგ ჩვენ ჩვენს გზებით წავალთ. ამის შემდეგ აჩიმ ძრავი ჩართო და მანქანა ადგილს მოსწყდა მალე მანქანა სახლის წინ გაჩერდა, _ აი, მოვედით..- უთხრა დეამ და მანქანიდან გადავიდა. _ კარგი,დეა შეხვედრამდე _ კარგად!- უთხრა დეამ და სახლში შევიდა აჩი კი მანქანა მოაბრუნა და ადგილს მოსწყდა. დეა, ოთახში ავიდა და მაშინვე თბილი დუშის ქვეშ დადგა და კვლავ ატირდა დიდხანს იყო დუშის ქვეშ შემდეგ საღამურები ჩაიცვა და საწოლში შეწვა. ემოციურად ისე გადაიღალა რომ მალევე გაითიშა. ცოტახანში მისი მშობლებიც დაბრუნდნენ შინ და მაშინვე დეას მიაკითხეს, მაგრამ რომ ნახეს რომ ეძინა გავიდნენ. _ ძალიან, მეცოდება გურამ, შენ მას მისი ცხოვრება წაარვი იქნებ მას თავისი გეგმები ჰქონდა, იქნებ სულაც იპოვა უკვე მისი გულის სწორი მაგრამ შენ მას ყველაფერი წაართვი.- წყრომით უთხრა თინამ _ დამიჯერე, მისთვის მხოლოდ კარგი მინდა იმასაც კარგად ვხვდები რომ მას მის დაუკითხავად დავუგეგმე ცხოვრება, მაგრამ რავქნა სხვა გზა არ მაქვს წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დავკარგავთ გესმის მაგრამ,ნუ გგონია რომ მას პირველ შემხვედრს ვაყოლებ ცოლად,მე ომარს უკვე დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი რომ კარგ ოჯახში შევა ბიჭიც ძალიან კარგია რამოდენიმეჯერ მყავს ნანახი და ძალიან მომეწონა მასზე უკეთეს ცხოვრების თანამგზავრს მეეჭვება ის შეხვდეს. *** დილით,დეა თავის ტკივილმა გააღვიძა საწოლიდან ადგომა უნდოდა მაგრამ როგორც კი ადგომა დააპირა თავბრუ დაეხვა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა მაგრამ,თავს მაინც დაატანა ძალა და , წამოდგა ხალათი გადაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. _ დილამშვიდობისა!- უთხრა ჩახლეჩილი ხმით. _ დილამშვიდობისა,შვილო რა გჭირს? რაღაც შენი ხმა არ მომწონს ?! _ არვიცი,დედა მაგრამ თავს კარგად ვერ ვგრძნობ.. - თინა შვილს მიუახლოვდა და შუბლზე ხელი მიადო. _ ღმერთო ჩემო! შვილო სიცხისგან იწვი..!- შეშფოთდა ქალი მაღალი სიცხე გაქვს და ამიტომ ხარ ცუდად მიდი დაბრუნდი ოთახში და მეც ახლავე მოვალ .- უთხრა შვილს. _ კარგი..- უთხრა და ოთახში ავიდა. თინამ ყველაფერი გაამზადა და დეას ოთახში ავიდა. მის საწოლთან მივიდა და ლანგარი ტუმბოზე დადო _ ჯერ ისაუზმე ჩაი და ბუტერბროდი მოგიტანე შემდეგ კი წამალი დალიე კარგი? _ კარგი,დედა..- უთხრა და ჩაის დალევა დაიწყო. _ შვილო, რატომღაც იკლავ თავს მითხარი რატომ გაიქეცი გუშინ რესტორნიდან..?- სევდიანი ხმით უთხრა. _ მაშინ, მხოლოდ ის მინდოდა სასწრაფოდ გაცლოდი იმ ადგილს ცუდად ვიყავი. შენ ვერ წარმოიდგენ გუშინ რა გადავიტანე მეგონა ჩემი ცხოვრება დასრულდა..იცი როგორი შეგრძნებაა როცა შენი მთელი ცხოვრება თავზე გემხობა. _ კარგი, შვილო ასე ცუდადაც არარის საქმე როგორც შენ გგონია კარგი ოჯახია ბიჭიც კარგი და ზრდილობიანი ახალგაზრდაა, ვიცი ძნელია შეეგუო ამ ყველაფერს მესმის შენი მაგრამ მაგრამ მამაშენსაც გაუგე მან მთელი ცხოვრება ამ კომპანიას შეალია და ისიც ხომ იცი როგორ უყვარხარ. _ ვიცი,დედა მაგრამ რა ვქნა მე ჩემი ცხოვრება მქონდა იცი რომ შეყვარებული მყავს და ის აპირებდა მოსვლას აქ რომ ჩემი ხელი ხელი ეთხოვა ჩემთვის _ რას ამბობ? - შეიცხადა ქალმა _ კი დედა აი ასე კარგი მე ჩემზე არაფერს ვამბობ მაგრამ მას რა ვუთხრა მოვიდე და ვუთხრა იცი გიო , ჩვენს შორის არაფერი გამოვა რადგან მე სხვაზე ვთხოვდები -თქო ეს როგორ ვუთხრა მითხარი?- ჩამწყდარი ხმით უთხრა დეამ. _ ძალიან, ვწუხვარ შვილო მაგრამ ვერაფერს შევცვლით ისეიგი ასე უნდა მომხდარიყო. კარგი ახლა დაგტოვებ და დაისვენე კარგი.- შუბლზე აკოცა და შემდეგ ოთახიდან გავიდა. დეამ,თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა ბალიშში ჩარგო თავი და ისე ატირდა ხმა რომ არ გასულიყო. _ რა გავაკეთო? რა ..? აჯობებს რაც შეიძლება მალე დაველაპარაკო მას. თქვა ტელეფონი აიღო და მისი ნომერი აკრიფა. _ ალო ,დეა კარგია რომ დამირეკე ახლა სწორედ შენზე ვფიქრობდი - უთხრა მხიარული ხმით. მისი ბედნიერი ხმის გაგონებისას დეას უფრო აუჩუყდა გული გული საშინლად ეტკინა.. _ დეა ჩუმად რატომ ხარ თქვი რამე?! _ გიო, შეგიძლია ერთ საათში შემხვდე რაღაც უნდა გითხრა.. _ რათქმაუნდა, შევხვდეთ _ კარგი, მაშინ ჩვენს ადგილას დაგელოდები.- უთხრა და ტელეფონი გაითიშა შემდეგ საწოლიდან წამოდგა თავი მოიწესრიგა,გაემზადა და ქვემოთ ჩავიდა _ სად , მიდიხარ შვილო ? _ დედა , უნდა გავიდე საქმე მაქვს და მალე მოვალ .- უთხრა და წავიდა ფეხით აუყვა გზას და ცოტახანში უკვე იმ სკვერში იყო სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ. გიორგი უკვე იქ დახვდა და როგორც კი დეა დაინახა მის ჩასატარებლად გაეშურა. _ ძალიან, მომენატრე ჩემო პატარავ.. _მეც..- უთხრა სევდიანი ხმით. _ დეა ,რა გჭირს რა სახე გაქვს..?- აღელდა ბიჭი _ გიო, რაღაც უნდა გითხრა მაგრამ არვიცი ეს როგორ გითხრა ძალიან გთხოვ ბოლომდე მომისმინე, და არ გამაწყვეტინო კარგი? _ კარგი, მაგრამ რა ხდება? _ გეტყვი მაგრამ არვიცი როგორ დავიწყო ძალიან მიჭირს ამის თქმა... გიო ვიცი ახლა რასაც გეტყვი გულს ძალიან გატკენს მაგრამ, აჯობებს თუ დამივიწყებ _ რას ამბობ დეა ხომ არ გაგიჟდი ?! რას ქვია დაგივიწყო.- ხმაში ბრაზი შეერია. _ ძალიან, ვწუხვარ მაგრამ ჩვენს შორის არაფერი გამოვა, სხვაზე ვთხოვდები მალე ...- ჩამწყდარი ხმით უთხრა დეამ _რაა?!- გაოგნდა ბიჭი _ მაპატიე, ძალიან ვწუხვარ მაგრამ ასე გამოვიდა და უკვე აღარაფრის შეცვლა შეიძლება. მშვიდობით!- უთხრა და აცრემლებული თვალებით დატოვა იქაურობა. _ დეა ,მოიცადე გთხოვ არ დამტოვო დეააა! - დაიყვირა და მუხლებზე დაეცა გოგონა , აცრემლებული თვალებით მირბოდა უნდოდა რაც შეიძლება მალე მოშორებოდა ადგილს. შემდეგ იქვე ახლოს სკამზე ჩამოჯდა თავი ხელებში ჩარგო და ატირდა , ძალიან სტკიოდა გული რომ ასე ატკინა თავის სიყვარულს გული მაგრამ ვერაფერს გააწყობდა ეს გარდაუვალი იყო ცოტახანი იჯდა და შემდეგ სახლში დაბრუნდა. ეზოში შევიდა და შემდეგ გასაღებით სახლის კარები გააღო. სახლში შესულს ხმაური მოესმა როგორ არ უნდოდა ახლა იქ შესვლა და მათი ნახვა მითუმეტეს ამ მდგომარეობაში. ამიტომ ეცადა ჩუმად ასულიყო თავის ოთახში. მაგრამ არ გამოუვიდა რადგან დაინახეს. _ დეა, შვილო როდის დაბრუნდი?- ჰკითხა დედამისმა . _ ახლა შემოვედი. რა ხდება? _შვილო, შენი საქმრო და მისი მშობლები არიან მოსული მიდი თავი მოიწესრიგე და ჩამოდი ყველა შენ გელოდება. _ კარგი.- ამოიხვნეშა და ზემოთ ავიდა _ როგორ, დამღალა ამ ყველაფერმა რაც ძალიან არ მიყვარს ეს პირფერობა და ყალბი ღიმილი ახლა უნდა ასე მოვიქცე . სააბაზანოში , შევიდა ხელ პირი დაიბანა შემდეგ ცოტა თავი მოისწერიგა და ქვემოთ ჩავიდა ბოლო საფეხურზე იყო უკვე როცა თავბრუ დაეხვა და უნდა დავარდნილი იყო როცა მოულოდნელად ვიღაცის მყარ მკლავებში აღმოჩნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.