შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნავსაყუდელი ( 8 )


5-10-2022, 22:31
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 611

თვალი რომ გაახილა დილის თერთმეტი საათი იყო, სიცხე აღარ ჰქონდა, საწოლში წამოჯდა და ოთახი მოათვალიერა, მარტო იყო თუმცა საძინებლის ოდნავ შეღებული კარიდან ახლად მომზადებული ყავის სურნელი და ძლივსგასაგონი საუბრის ხმა შემოდიოდა, თვალები დახუჭა და გონებას ძალა დაატანა რომ წუხანდელი ღამე კარგად გაეხსენებინა, სიზმრად ნამდვილად ვერ ჩათვლიდა იმდენად კარგად ახსოვდა დათას მკლავების სითბო და მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები, აწითლებულმა და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა სახე ხელებში ჩარგო და ამოიოხრა... თავს საშინლად გრძნობდა, რომ შეძლებოდა ახლა საკუთარი ხელით გაიძრობდა კანს მის სხეულზე შერჩენილი დათას სითბო და სურნელი რომ აღარ ეგრძნო, ის სითბო და სურნელი რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვერ შეიზიზღა.
- ასე არ გამოვა ლარა, -ხმამაღლა უთხრა საკუთარ თავს და თვალები მაგრად დახუჭა, -ასე თუ გააგრძელებ მას ვერასოდეს დაივიწყებ არადა უნდა დაივიწყო, გონებიდან უნდა წაშალო რომ ცხოვრების გაგრძელება შეძლო.
იცოდა რომ ამას ვერ შეძლებდა თუ ყოველდღე დათას მეგობრებთან ექნებოდა ურთიერთობა, მათი დანახვა თავისთავად ნიშნავდა მის გახსენებას ეს კი არ უნდოდა, დარწმუნებული იყო რომ დათა მისაღებში არ დახვდებოდა ასე რომ გადაწყვეტილება მიღებული მტკიცე ნაბიჯით გავიდა საძინებლიდან, ისეთი გულწრფელი ღიმილით შეხვდნენ ბიჭები მაშინვე მიხვდა რომ მათთვის ამ ყველაფრის თქმა გაუჭირდებოდა თუმცა უკან დახევა არც უფიქრია, ჰაერში აწეული ხელით შეაჩერა მისკენ ჩასახუტებლად წამოსული ნიკუშა და რეზის და შაკოს გაოცებულ სახეს თვალი აარიდა.
- მინდა რომ დღეიდან აქ აღარ მოხვიდეთ ხოლმე, -ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა, -ნუ გამაწყვეტინებთ, თქვენთან კამათს არ ვაპირებ, დღეიდან თქვენი არცერთის დანახვა აღარ მინდა, არც ხმის გაგონება, არ მოხვიდეთ, არ დამირეკოთ, უბრალოდ მარტო მინდა ყოფნა, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით, შეგიძლიათ ჩემზე არ იდარდოთ, მე კარგად ვარ და კარგად ვიქნები, -სიტყვაც არ ათქმევინა არცერთს, ზურგი შეაქცია, ოთახიდან გავიდა საძინებლის კარი შეიკეტა და საკეტი გადაატრიალა...
რამდენიმე წუთში ოთახიდან გამოსულს სრულიად ცარიელი და უკაცრიელი მისაღები რომ დახვდა ეუცნაურა, გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა, ფეხებში სისუსტე იგრძნო, ლასლასით გავიდა სამზარეულოში სამზარეულოს მაგიდაზე მისი საყვარელი ჩაით სავსე ჭიქა იდგა რომელსაც ჯერაც ოხშივარი ასდიოდა, გვერდით კრემიანი ფუნთუშები ჰქონდა მიწყობილი, ჭიქის გვერდით პატარა ფურცელი მოხვდა თვალში რომელზეც გაკრული ხელით ეწერა რამდენიმე სიტყვა...
- მარტო არ ხარ, გახსოვდეს რომ ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვართ.
აკანკალებული თითებიც აიღო ცხელი სითხით სავსე ჭიქა და მოსვა, მოსვა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სულში სითბო ჩაეღვარა, უნებურად გაეღიმა და ფუნთუშას წაეტანა.
- - - - - - -
ერთი თვე გავიდა, ერთი უგრძესი, ტკივილით სევდით და სიცარიელით სავსე თვე, ამ ერთი თვის განმავლობაში ერთხელაც კი არ უნახავს დათა, არც ბიჭებს ეკონტაქტებოდა თუმცა ყოველთვის გრძნობდა მათ სიახლოვეს, სამუშაოს მოძებნა აღარ უცდია, ჯერჯერობით ამისთვის ნამდვილად არ იყო მზად, ტელეფონზე ზარებს არ პასუხობდა და მეილებსაც არ ამოწმებდა, თუმცა დარწმუნებული იყო ირაკლი დიდად არ იდარდებდა როცა მიხვდებოდა რომ ლარა სამსახურში არ აპირებდა დაბრუნებას, მალევე მიხვდა რომ მას და ელენეს კავშირი ჰქონდათ და ალბათ ყველაფერი ერთად მოაწყვეს თუმცა სულაც არ აპირებდა მათთვის დაებრალებინა დათას სისუსტე და თავისი გულუბრყვილობა...
თავიდან სახლიდან გარეთ გასვლას ერიდებოდა, არ უნდოდა დათას გადაყროდა სადმე, მითუმეტეს რომ ყოველღამე კოშმარულ სიზმრებში ხედავდა, ენატრებოდა, სიგიჟემდე ენატრებოდა, ცდილობდა ფიქრებში მაინც ეპატიებინა მისთვის, ათასგვარ გამართლებას უძებნიდა, ყოველ ღამე ძალაუნებურად მასზე ფიქრით იძინებდა მაგრამ მერე ღამით უწყინარი ფიქრები საშინელ კოშმარებად იქცეოდნენ ხოლმე და შუაღამისას დაფეთებულს ეღვიძებოდა, ესიზმრებოდა რომ ისევ ძალადობდა მასზე, ლარა კი ყვირილს ვერ ახერხებდა, ვერც შეწინააღმდეგებას, ვერც გაქცევას... გაოფლილი იღვიძებდა, აქოშინებული, თვალცრემლიანი და დიდხანს ვეღარ მშვიდდებოდა, საკუთარ თავთან წინააღმდეგობა კლავდა და ბოლოს უღებდა...
გახდა, თვალის უპეები ჩაუშავდა, აჩრდილს დაემსგავსა, ბოლო დროს სახლთან ახლოს ერთ პატარა მყუდრო კაფეს შეეჩვია, თითქმის ყოველ დილით ჩაიცმევდა ხოლმე სპორტულ შარვალს და ფეხსაცმელს, გრძელ თმას კაპიუშონის ქვეშ შემალავდა და ფეხით გაუყვებოდა ხოლმე გზას, თავდახრილი მიაბიჯებდა და საერთოდ არ აინტერესებდა რა ხდებოდა მის გარშემო, კაფეში ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული, კუთხეში ვიტრინასთან ახლოს პატარა მრგვალი მაგიდა იდგა რომელსაც რბილი სავარძლები ჰქონდა შემოწყობილი, შეუკვეთავდა ერთ ნაჭერ შოკოლადის ნამცხვარს, ყავას და ორიოდე საათს ერთ ადგილზე მჯდარი და გარინდებული ატარებდა, გაჰყურებდა ქუჩას, ქუჩაში უთავბოლოდ მოძრავ ავტომობილებს და ადამიანებს, მერე დგებოდა ანგარიშს ასწორებდა მიდიოდა და ხელუხლებელ ყავას და ნამცხვარს ტოვებდა.
იმ დღეს რატომღაც ჩვეულებრივზე დიდხანს შერჩა კაფეში, იქაური სითბო და სურნელი ესიამოვნა, ნამცხვარიც გასინჯა და ისე მოეწონა რომ კიდევ შეუკვეთა, ნაცნობმა მიმტანმა გაოცებულმა წაიღო ცარიელი თეფში და უმალვე მოუტანა მეორე ნაჭერი ნამცხვარი, კმაყოფილმა დატოვა ლარამ იქაურობა ''მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?''
გახალისებული გამოვიდა ქუჩაში, კაპიუშონი წამოიხურა და ჩვეულებისამებრ ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას სახლისკენ, რამდენიმე მეტრი თუ ექნებოდა გავლილი როცა მხარზე შეხება იგრძნო, შეკრთა და შეშინებული მიბრუნდა, მის წინ ირაკლი იდგა და ისე უღიმოდა თითქოს მისი დიდი ხნის უნახავი მეგობარი ყოფილიყოს.
- სად დამეკარგე იცი რამდენი ხანია ვცდილობ შენთან დაკავშირებას, მგონი იმას მაინც ვიმსახურებდი რომ მოსულიყავი და თუ წასვლას აპირებდი პირადად შეგეტყობინებინა ამის შესახებ, -მშვიდად, ღიმილით ესაუბრებოდა.
- მე კი ვიცი რასაც რასაც იმსახურებდი და დარწმუნებული ვარ შენც მშვენივრად იცი, მაგრამ ახლა შენთან ამ ყველაფრის გარჩევას არ ვაპირებ, არ ვარ მაგის ხასიათზე, -ცივად მიუგო და ზურგი შეაქცია, ორი ნაბიჯიც კი არ ექნებოდა გადადგმული მაჯაში რომ ჩაავლო ცივი თითები ირაკლიმ და აიძულა გაჩერებულიყო.
- თავი ვინ გგონია? ერთი უბრალო ფულზე მონადირე გოგო ხარ და ჩემთან გაქვს დიდი გული? აშკარად არ იმსახურებ ნორმალურ მოპყრობას, მე შენ გაჩვენებ...
- ხელი გაუშვი, -თავიდან ლარას ეგონა რომ მოესმა, რომ გონებამ რომელიც ქვეცნობიერად დათას მონატრებით კვდებოდა უღალატა და უბრალოდ მოეჩვენა მისი ხმა, მაგრამ არა... დათა ნამდვილად იქ იყო, მის გვერდით და გაცოფებული უყურებდა მოულოდნელობისგან დაბნეულ ირაკლის, ასეთი დათა არ ახსოვდა ლარას, მოუწესრიგებელი წვერით და თმით, უბრალო მაისურით და გაცრეცილი ჯინსის შარვლით, უძილარი ნატანჯი სახით...
- რა მოხდა მასზე ძალადობა არ გეყო და ახლა ძაღლივით კუდში დადევ და უთვალთვალებ? -როგორც იქნა გონს მოვიდა ირაკლი, დათას აღარაფერი უთქვამს, ირაკლის გულისპირში ჩაავლო ხელი და მთელი ძალით დაარტყა სახეში, ირაკლი შებარბაცდა, იქვე მდგარ ავტომობილს შეასკდა და ასფალტზე ჩაცურდა, ლარა თვალმოუშორებლად, უემოციოდ შესცქეროდა მის წინ გათამაშებულ სცენას.
- საიდან იცოდა? -ძლივსგასაგონად ჰკითხა მისკენ მობრუნებულ დათას.
- არ ვიცი, გეფიცები მართლა არ ვიცი, -უმწეოდ გაშალა ხელები და თავს ძალა დაატანა რომ მისთვის მზერა გაესწორებინა, -ლარა იქნებ მოვიდა დრო რომ ვისაუბროთ, იქნებ მე და შენ...
- ''მე და შენ'' არ არსებობს დათა, არც არასოდეს არსებულა, აზრი არ აქვს იმის გადასარჩენად ბრძოლას რაც არ ყოფილა, -ქვემოდან ახედა თაფლისფერი თვალებით და დათას გული მოუკლა მისმა ჩამქრალმა მზერამ, -ყველაფერი ჩემი ბრალია, ის დათა რომელზეც უბრალოდ ვგიჟდებოდი და რომელსაც სიცოცხლესაც კი ვანდობდი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მე გამოვიგონე, შენ კი უმოწყალოდ გაანადგურე, -სადღაც უმიზნოდ იყურებოდა სივრცეში და ისე საუბრობდა, მერე ხელი აიქნია და წასასვლელად შებრუნდა, რამდენიმე ნაბიჯი თუ ექნებოდა გადადგმული რომ თავბრუ დაეხვა და თვალებში დაუბნელდა, ერთხანს თავს ებრძოდა რომ არ დაცემულიყო, მერე უკან გადაქანდა, არ გაკვირვებია, როცა ასფალტის მაგივრად ძლიერი მკლავები და ნაცნობი სურნელი იგრძნო, მერე უკუნეთმა სიბნელემ უკითხავად ჩაითრია თავის სამყაროში.

თვალი საავადმყოფოს პალატაში გაახილა, გამოფხიზლდა თუ არა წამოჯდომა სცადა, თუმცა იქვე საწოლთან მჯდომმა დათამ ამის საშუალება არ მისცა.
- დამშვიდდი ჯერ ადგომას ნუ ეცდები, ჯობია ცოტა ხანს იწვე, -თბილი ხმით უთხრა და ბალიში გაუსწორა, დათას ცვლილება არ გამოპარვია ლარას, გაუკვირდა როცა მისი უჩვეულოდ ანთებული თვალები და ძლივსშეკავებული ღიმილი შეამჩნია.
- რა ხდება? რაშია საქმე? -დაეჭვებულმა იკითხა.
- რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ დამპირდი რომ სიმშვიდეს შეინარჩუნებ, -დათას ხმაში მოუთმენლობა იგრძნობოდა.
- რამე სერიოზული მჭირს?
- არ ვიცი სხვანაირად როგორ უნდა გითხრა ამიტომ პირდაპირ გეტყვი, -ცალი ხელი თავზე გადაუსვა და მეორე ნაზად დაადო მუცელზე.
- ფეხმძიმედ ხარ ლარა...
- - - - - - - -
- შენთვის არ უნდა დამეჯერებინა, საავადმყოფოდან არ უნდა წამოვსულიყავი, -დივანზე იჯდა, მოხრილ მუხლებზე ჰქონდა გამხდარი მკლავები მოხვეული და წინ და უკან ირწეოდა, დათა ფერდაკარგული უყურებდა და ვერ ბედავდა რომ მიახლოებოდა...
- გთხოვ ლარა, ასე ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ, დაფიქრდი, -მის წინ მუხლებზე დაეშვა და თავი დახარა, -გთხოვ, გემუდარები, ჩვენს პატარას ნუ მოკლავ, მიეცი სიცოცხლის უფლება, გპირდები ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ორივე უბედნიერესები იყოთ, უბრალოდ მაპატიე და უფლება მომეცი რომ თქვენს გვერდით ვიყო.
ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ლარას, ფიქრებში ჩაძირულს არც კი ესმოდა რას ეუბნებოდა, გაჭირვებით წამოდგა და საძინებელში გალასლასდა... იმ ღამით ლარას მშფოთვარე ძილს დარაჯობდა დათა, მბორგავს ამშვიდებდა, ძილში მტირალს ცრემლებს წმენდდა და თვითონაც ტიროდა ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა, გამთენიისას ჩაეძინა იატაკზე მჯდომარეს, თავი საწოლზე ჰქონდა ჩამოდებული და ისე ეძინა, არ გაუგია როგორ ადგა ლარა, როგორ ჩაიცვა და როგორ გავიდა სახლიდან, რომ გაიღვიძა და სახლში არ დახვდა მაშინვე მიხვდა სად შეიძლებოდა წასულიყო, კარი ხმაურით გაიხურა და გულამოვარდნილი სირბილით დაეშვა კიბეებზე.
- უნდა მივასწრო, ამას ვერ გააკეთებ, ამას ვერ გამიკეთებ ლარა, -შეშლილივით იმეორებდა და გიჟივით მართავდა ავტომობილს.

თეთრად შეღებილ, წამლების სუნით გაჟღენთილ პალატაში იწვა ლარა და უაზროდ შეჰყურებდა ჭერს, ჯერ კიდევ დამამშვიდებლის ზემოქმედების ქვეშ იყო და ძლივს ახელდა თვალებს, პალატის კარი რომ გაიღო და დათა რომ შემოვარდა შეშლილი სახით შეეშინდა...
- ვერ მოგისწარი, დამაგვიანდა, მაინც გააკეთე, როგორ შეძელი? ასე როგორ გაიმეტე? -ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა დათას, ადამიანს აღარ ჰგავდა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ღრმად სუნთქავდა.
- მისმინე, რაღაც უნდა აგიხსნა, -ლარა გაჭირვებით წამოჯდა საწოლზე.
- რა უნდა ამიხსნა, ის რომ არაადამიანი ხარ? -შეშლილივით გაეცინა და კეფაზე შემოიჭდო თითები, -ჰო მეც არაადამიანი ვარ, ნამდვილი არაკაცი მაგრამ შენ ჩემზე უარესი ყოფილხარ, საკუთარი სისხლი და ხორცი ასე უბრალოდ როგორ გაიმეტე, ეს როგორ გააკეთე...
- დათა მათქმევინე...
- გეყოფა, დღეიდან ერთმანეთისთვის აღარაფერი გვაქვს სათქმელი, შენი დანახვაც კი აღარ მინდა, -ერთხანს უძრავად იდგა, თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობსო, მერე შებრუნდა და უკანმოუხედავად გავიდა პალატიდან.

- ესეც ასე, -სიმწრის ღიმილი გადაეფინა ლარას სახეზე, -სხვა თუ არაფერი გადაწყვეტილების მიღება მაინც გამიადვილა, -ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და ტელეფონს გადასწვდა, რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა ცივმა მკაცრმა ხმამ.
- გისმენ საყვარელო, როგორც იქნა გაგახსენდი.
- შენთან სერიოზული საქმე მაქვს დეიდა...
-
-
-
-
-
არ მინდა იფიქროთ რომ ''ჩემი აზრაელი'' დამავიწყდა ???? უბრალოდ ეს ისეთი ისტორიაა ყოველთვის ვერ ვწერ, ხანდახან თავისთავად მინდება რომ დავწერო, ახლა გაჭედილი ვარ ჯერჯერობით, აზრაელის შემთხვევაში მუზა მღალატობს, იმედია ცოტახანში შევძლებ შემდეგი თავის დამთავრებას.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ახალი თავი მალე დადეთ გთხოოვთ არ გვალოდინოთ. იქნებ გაზარდოთ ცოტა

 


რაღაც მსგავსს ველოდი. ვხვდები რონ ლარას მუცელი არ მოუშლია, მაგრამ ეს ბიჭი როდემდე უნდა იყოს ასეთი დეგენერატი და როდის უნდა ისწავლოს ლარას მოსმენა?
ველოდები შემდეგს❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

შენი ისტორიები ყოველთვის განსხვავდება სხვებისგან და იმედია მათ არ დაემსგავსება იმით, რომ ლარა წავა ამერიკაში, იქ გააჩენს ბავშვს, მერე ჩამოვა და დათა სიმართლეს გაიგებს 6 წლის მერე ან რავიცი. ველოდებით მოულოდნელს და განსხვავებულს. წარმატებები <3

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნანა
ახალი თავი მალე დადეთ გთხოოვთ არ გვალოდინოთ. იქნებ გაზარდოთ ცოტა


უფრო დიდს ვერ დავდებ, ისედაც თითქმის ყოველ დღე ვტვირთავ, მეტი დიდი არ გამოდის სამწუხაროდ.

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

გაწყდეს დათასნაირი კაცების სინსილა! ჯერ რამხელა დანაშაული აქვს და აქეთ დიდ გულზე რომაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent