შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიწვი შენი სიყვარულით ( 7)


11-10-2022, 16:29
ავტორი Nostalgia
ნანახია 1 649

ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ ველი თქვენს კომენტარებს


ნაწილი


ოფისი , დატოვა და სახლში, წავიდა სულ მალე მანქანა მისი სახლის წინ გაჩერდა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა ეზოში შევიდა და სახლის კარები გასაღებით გააღო  სახლში შესულს ოთახში გემრიელი საჭმლის სუნები ეცა . იგი ნელი ნაბიჯით სამზარეულოს მიუახლოვდა,  და დაინახა თუ  როგორ ფუსფუსებდა,  დეა  სამზარეულოში   უსადენო ყურსასმენები მოერგო და თან რაღაცას საყვარლად ღიღინებდა.  თავისთვის, აჩი კარებთან დადგა ხელები ერთმანეთში გადააჯვარედინა მისი ცქერა დაიწყო და თან ეღიმებოდა ჩუმად.
თვითონაც,ვერ ხვდება მის თავს რა ხდებოდა რაც მის ცხოვრებაში დეა გამოჩნდა, თითქოს მასში რაღაც შეიცვალა,  რაღაცნაირად ეს გოგო მას ძლიერ იზიდავს  თითქოს იგი მისთვის ძალიან ძვირფასი გახდა  მაგრამ რაც ძალიან უცნაურია თვითონაც ვერ ხვდება ,თუ რა ხდება მის თავს ახლა იგი ჩუმად დგას და უყურებს დეას რომელიც რაღაცას ღიღინებს
თავისთვის და თან რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებს. ამდროს დეაც შემობრუნდა და როცა აჩი დაინახა მოულოდნელად შეჰკივლა
_ ვაიმე !! კარგი რა როდემდე უნდა მეპარებოდე ასე ჩუმად გამისკდა გული..უფ!!
_ რა ჩემი ბრალია,შენ თუ გართული ხარ შენი საქმით და ვერ შენიშნე როდის მოვედი.-  უთხრა და კუთხეში ღიმილი ჩატეხა.
_ ხო მაგრამ რატომ არ გამაფრხილე რომ მოხვედი? - ჰკითხა დეამ
_ ისე , საყვარლად მღეროდი რომ ხელი არ შეგიშალე..
_ჰომ, კარგი მიდი  მოწესრიგდი,და მოდი ვივახშმოდ.
_ კარგი - უთხრა და ოთახში ავიდა.

_ ღმერთო ჩემო,ეს ბიჭი მე ერთხელაც ბოლოს მომიღებს, ასე ჩუმად მოპარვით .   - თქვა და შემდეგ სუფთა გააწყო,   მალე აჩიც მოვიდა და მაგიდას. მიუჯდა.
_ დღეს , პირველად მოვამზადე ვახშამი, იმედია კარგი გამოვიდა.- თქვა  და შემდეგ აჩის მიაწოდა თეფში წვნიანით.
_ მადლობა.- უთხრა და ჭამას შეუდგა-მმ ძალიან გემრიელია ყოჩაღ. ისე სიმართლე გითხრა არ მეგონა თუ საჭმლის გაკეთება შეგეძლო. მაგრამ როგორც ჩანს შევცდი. თურმე შეგძლებია.- გაეცინა ბოლოს
_ დამცინი?!- შეიცხადა  დეამ -შენ ჩემზე ბევრი რამ არ იცი მე დამთავრებული მაქს კულინარიული კურსები ამ ზაფხულს გავიარე და გავიმარჯვე კიდეც.
_ მართლა? - გაოცდა ბიჭი.
_ კი, მართლა  დავამთავრე მაგრამ მაშსი არ მომეცა გამეკეთებინა აქამდე ხო და ახლა ვცადე ,მომეზადებინა რამე


_  უნდა, გითხრა, რომ ძალიან გემრიელი სადილის მომზადება შეგძლებია რადგან მე ძალიან მომეწონა ეს წვნიანი.
_ მიხარია, თუ მოგეწონა..- თქვა ღიმილით.
ცოტახანში ,ვახშმობას მორჩნენ  დეამ მაგიდის ალაგებდა დაიწყო და იქაურობა მიალაგა  აჩი მას ნელნელა მიუახლოვდა, მისკენ შემოაბრუნა ნიკაპზე ხელი მოკიდა და სახე ზევით ააწევინა შემდეგ სახე მისკენ დახარა და ლოყაზე მხურვალედ აკოცა მისი კოცნისას დეამ თვალები მინაბა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა მაგრამ, შემდეგ თითქოს რაღაც ძალამ ის გამოაფხიზლა გონს მოეგო თვალები ფართოდ,გაახილა აჩის ხელი ჰკრა  თავის ოთახში. გაიქცა და შიგნიდან ჩაიკეტა.
_ეს რა იყო ? რატომ იმოქმედა მისმა კოცნამ ასე...? რა მემართება?! -  გახშირებული სუნთქავდა და გული გამალებით უცემდა  თითქოს მზად იყო საგულედან ამოვარდნილიყო ისე უძგერდა  დეამ, გულზე მოიკიდა ხელი  თითქოს ამით  შეიძლება მის დამშვიდებას

. ის ადგილი კი სადაც აჩიმ აკოცა ჯერაც ეწვოდა.  - არა ეს არარის სწორი  დეა გონს მოდი!   შენ მხოლოდ გიორგი უნდა გიყვარდეს და არა სხვა.. ჩვენი ურთიერთობა არარის ნამდვილი,   ეს ყველაფერი ფარსია ,და ექვს თვეში დამთავრდება და საერთოდ რატომ ვიქცევი მისი ცოლივით , შენ არ უნდა დაივიწყო გიორგი გესმის არ უნდა დაივიწყო რაც არ უნდა მოხვდეს.


აჩი გახევებული იდგა ჯერაც იმ ადგილას, გაოგნებული თვითონაც კი ვერ იჯერებდა რომ მან ცოტახნის წინ დეას აკოცა , არა მაინც რისი იმედი ჰქონდა რომ კოცნიდა.., თვითონაც კარგად იცის რომ დეას მხოლოდ გიორგი უყვარს და სულ  მასზე ფიქრობს .

_ რა მემართება?! ეს რატომ გავაკეთე? რატომ. ვაკოცე თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ მიბიძგა რომ მისთვის მეკოცნა. მაგრამ ეს შეცდომა იყო არ უნდა გამეკეთებინა ეს ის ახლა ალბათ თავს ამარიდებს ჯანდაბა! შენს თავს აჩი _ ჩაილაპარაკა და  ისიც თავის ოთახში ავიდა. საწოლზე წამოწვა და  მომხდარზე ფიქრი დაიწყო, ვერ გაერკვია, თუ რა ემართებოდა  ეს ბოლო დღეებია თავს უცნაურად გრძნობს  ჯერ მხოლოდ ორი კვირაა რაც ერთად არიან და , უკვე ამ გოგომ  ,ღრმად შეაღწია მის გონებაში და შეიძლება ითქვას გულშიც კი პირველად გრძნობს თავს ასე უსუსურად და აღელვებული.   როცა მის სიახლოვეს არის გული ორმაგად სწრაფად უცემს, უნდა რომ სულ მის სიახლოვეს იყოს ხედავდეს მას, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ ეპოვა ვერ გაერკვია თუ რა ხდებოდა მის თავს   ეს რაღაც ახალი იყო მისთვის.
***

მეორე დილით დეამ როგორც კი გაიღვიძა საწოლიდან წამოდგა და მომზადებას, შეუდგა  პირველ რიგში საწოლი მიალაგა შემდეგ, აბაზანაში შევიდა წყალი გადაივლო და მომზადებას შეუდგა გარეთ უკვე საკმაოდ აგრილდა ამიტომ , შედარებით თბილი ჩასაცმელი ამოიღო კარადიდან,   შავი, ჯონსის შარვალი, თხელი ყელიანი სვიტერი თეთრი ფერის და შავი ტყავის ქურთუკი შემდეგ ჩაცმა დაიწყო როცა ჩაცმა დაასრულა სახეს და თმების მოწესრიგებას შეუდგა ყოველ დილით მას თმები ლომის ფაფარივით აქვს ხოლმე ხვეული თმის გამო.   თმები გაისწორა შემდეგ მაღალი ცხენის კუდი გაიკეთა,  მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა აქსესუარები მოირგო , შემდეგ ჩანთა და ტელეფონი აიღო ფეხზე ბოტასები ჩაიცვა და შეეცადა უხმაუროდ გასულიყო სახლიდან ისე რომ აჩის არ დაენახა. მაგრამ არ გამოუვიდა როგორც კი კარები გააღო კარის ზღურბლზე აჩი დაუხვდა. მის დანახვაზე დეა ადგილზე შედგა.
_ დეა .? სად მიდიხარ ამ დილა ადრიანად? - იკითხა გაკვირვებულმა
_მე..მე ისა დღეს ადრე მეწყება ლექციები ამიტომ ადრე უნდა გავიდე..- ძლივს მოამბა სიტყვებს აზრი.
_ მართლა? მაინც რომელზე გეწყება ? - ჩაეცინა ტუჩის კუთხეში რადგან მიხვდა რომ ატყუებდა.
_ ამ.. დღეს ცხრაზე მაქვს.- თქვა დეამ. აჩიმ მაჯის საათს დახედა და შემდეგ უთხრა.
_მერე ჯერ ძალიან ადრეა.. დაიცადე ვისაუზმოთ და მერე მე მიგიყვან უნივერსიტეტში.
_ არარის საჭირო,ნუ შეწუხდები ჩემითაც მივალ. - წამოიძახა უცებ

_ არ ვწუხდები, შენ ჩემი ცოლი ხარ და ვალდებული ვარ შენზე ვიზრუნო. - უთხრა და შიგნით შევიდა.
_ ხო , მაგრამ დღეს ადრე ვარ მისასვლელი ბიბლიოთეკაში მაქვს საქმე.
_ კარგი, რადგან არ იშლი ცოტახანი მოიცადე გამოვიცვლი და მოვალ.აქ დამელოდე და არსად წახვიდე! - გააფრთხილა და სწრაფად აირბინა კიბეები.

_ უფ! ჯანდაბა , რატომ არ მანებებს თავს არა რა მაინც რა ბედი მაქვს არაფერი გამომივიდა.- თქვა და პატარა ბავშვივით ფეხები დააბაკუნა იატაკზე.
_მზად ვარ, წავედით!- უთხრა აჩიმ როცა. ქვევით ჩამოვიდა.

_ ჩემს გამო ნუ წუხდები მე ჩემითაც მივალ!- უთხრა მკვახედ აშკარა იყო რომ მას ეს არ სიამოვნებდა ეს ყოველივე- აჩის ეს ტონი არ მოეწონა მკვლავში წვდა და მისკენ მიიზიდა.
_ მომისმინე, ქალბატონი !- უთხრა მკაცრად -რადგან გითხარი, რომ მე მიგიყვან ესეიგი ასეც იქნება, და ჩემს მოთმინებას ნუ ცდი რამდენადაც მშვიდი ვარ იმდენად მკაცრი და შეუვალი შემიძლია ვიყო და ჩემთან კამათს არ გირჩევ რადგან ვერაფერს გახდები, გასაგებია! - უთხრა და თვალებში ჩახედა. იმ წუთას გოგოს თვალებიდან მხოლოდ შიში და სიძულვილი ამოიკითხა. და ამან მასზე ძალიან იმოქმედა.

_ ხელი გამიშვი! პირუტყვო! მე შენი მუქარის არ მეშინია გასაგებია და ნუ ცდილობ, ჩემთან კარგი ქმრის როლი მოირგო, ზღვარი იცოდე გასაგებია?! რადგან კარგად გექცევი და მშვიდად ვარ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად არის, ჯერაც ვერ მოვინელე გუშინ რაც გააკეთე. შენ ჩემი ქმარი არ ხარ და არც არასდროს იქნები ნურც ის დაგვავიწყდება რაც გითხარი ნურაფრის იმედი ნუ გექნება გასაგებია შენთვის! - დაუყვირა აჩიმ აღარაფერი აღარ უთხრა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სახლი მანქანაში ჩაჯდა და ძალიან სწრაფად მოსწყდა ადგილს.
მან სიჩქარეს უფრო უმატა და მანქანამ დიდი სისწრაფით დაიწყო სვლა.
მიდიოდა, მაგრამ გზას არ უყურებდა მისი გონება ფიქრებით იყო მოცული გონებაში სულ დეას სიტყვები უტრიალებდა . თვალები მთლიანად ჩაუწითლდა. და ცრემლები მოაწვა ,
მაინც რისთვის დაიმსახურა ეს საშინელი სიტყვები,მას ხო მხოლოდ დახმარება უნდოდა მისთვის,დეამ კი იგი მიწასთან გაასწორა და გული მოუკლა. მის გონებაში სულ ეს სიტყვები ტრიალებდა " ვერ გიტან, მეზიზღები, შენ არ ხარ ჩემი ქმარი !და ვერც ვერასდროს გახდები.,, საჭეს ძლიერ უჭერდა ხელებს სიმწრისგან, იმდენად იყო მისი გონება გათიშული რომ ვერც კი შეამჩნია როგორ აღიმართა მის წინ დიდი სატვირთო მანქანა რომელიც გამუდმებით უსიგნალებდა თუმცა მას გამაფრთხილებელი სიგნალის ხმაც კი არ ესმოდა როცა უკვე სულ ახლოს იყო სატვირთო მანქანასთან მაშინ გამოერკვა და ძლიერი სიგნალის ხმა გაიგო , რომელიც მას გაუთავებლად უსიგნალებდა , როგორღაც მოახერხა გვერდის ავლა მაგრამ მანქანა მოუცურდა გზიდან გავიდა და დიდი სიმძლავრით, შეასკდა ხეს ამ უკანასკნელმა კი თავი ძლიერ დაარტყა საჭეს ტკივილისგან თვალები დაუტრიალდა, და თავიდან ძლიერი სისხლ დენა დაეწყო როგორღაც მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა თუმცა გადმოსულმა მაშინვე დაკარგა გონება.

ცოტახნის შემდეგ.



_ გისმენთ?- უპასუხა დეამ
_ დეა , შვილო მე ვარ ნანა .
_ ნანა ,დეიდა რა მოხდა? ყველაფერი რიგზეა?!- იკითხა დეამ რადგან პირველად იყო რომ აჩის დედა მას ურეკავდა.
_ შვილო... სად ხარ?- ჩამწყდარი ხმით უთხრა

_ უნივერსიტეტში რა მოხდა?- უკვე დეაც აღელვდა.
_ შვილო,აჩი ის ავარიაში მოყვა ცოტახნის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ის ავარიაში მოყვა და ძალიან მძიმედ არის. -ამის გაგონებაზე დეას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.
_ არა, შეუძლებელია ოღონდ ეს არა ..
_ დეა, შვილო გესმის?!- იკითხა ქალმა.
_ ნანა , დეიდა თქვენ სად ხართ?- იკითხა დეამ
_ ჩვენ უკვე სავადმყოფოში ვართ.
_ კარგი ,მეც მალე მოვალ .- უთხრა, ტელეფონი გათიშა და მაშინვე გაიქცა.
_ დეა,სად მიდიხარ?!- უთხრა მეგობარმა
_ უნდა ,წავიდე სასწრაფოდ!- უთხრა და პასუხს აღარ დაელოდა ისე წავიდა.
მალე უკვე საავადმყოფოში იყო.
როგორც,კი შიგნით შევიდა მაშინვე მოძებნა აჩის მშობლები.
_ ნანა, დეიდა! - დაინახა და მათკენ გაემართა
_ მოხვედი შვილო!- თქვა ქალმა და გოგონას მოეხვია.
_ როგორ არის?- უთხრა ცრემლიანი თვალებით.
_ ჯერ ოპერაციას უკეთებენ, შვილო - უთხრა ჩამწყდარი ხმით ქალმა
_ კი მაგრამ ეს როგორ მოხდა? რანაირად?!- იკითხა დეამ
_ პოლიციამ თქვა რომ იგი გადაჭარბებული სიჩქარით ატარებდა მანქანას რის გამოც ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა , უცნაურია მას არ ახასიათებს მსგავსი რამ ჩემი შვილი ყოველთვის მშვიდად ატარებდა მანქანას და ახლა რა მოხდა.
? შვილო მაპატიე რომ ამას გეკითხები მაგრამ თქვენს შორის რამე ხო არ მოხდა? რამაც ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა?!
_ დილით, ცოტა კი ვიკამათეთ, მაგრამ..
_ გასაგებია... აი თურმე გიჟივით რატომ მართავდა საჭეს..
_ მისმინე, შვილო აჩი შეიძლება მშვიდი ჩანდეს მაგრამ ის შინაგანად ძალიან ემოციური და ფეთქებადია ,ამიტომ როცა რაღაცაზე არის განერვიულებული ის თავს ვერ აკონტროლებს..
_ ჩემი, ბრალია...-( გაიფიქრა გულში მე მოვიყვანე ამ ზომამდე.. ) ფიქრობდა თავისთვის.
_ შვილო,შენ ნუ დარდობ აჩი კარგად იქნება ის ძალიან ძლიერია აი ნახავ მალე გამოკეთდება.- უთხრა კაცმა.
ცოტახანში საოპერაციო ოთახიდან ექიმი გამოვიდა.
_ ექიმო , როგორ არის?- ყველამ ერთად იკითხა.
_ მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია თუმცა ბოლო 24 საათი მაინც გადამწყვეტია თუ ამ დროისთვის გონს არ მოვა პაციენტი კომაში ჩავარდება

_ რას ამბობთ ექიმო?- წამოიძახა ქალმა
_ დიახ,საქმე იმაშია რომ მან დარტყმის დროს თავი ძლიერ დაარტყა
_ ექიმო, შეიძლება მისი ნახვა? - იკითხა დეამ
_ ცოტახანში მას პალატაში გადავიყვანთ და შეგეძლებათ მოინახულოთ .- გამოჯანმრთელებას გისურვებთ.- უთხრა და წავიდა
_ დეიდა ,მამა თქვენ თუ გინდათ შინ წადით მასთან მე დავრჩები ,აქ დარჩენას მაინც არ აქვს აზრი ის უგონოდ არის ახლა ხვალ დილით მოდით.
_ კარგი, შვილო თუ რამეა შეგვატყობინე .- უთხრა აჩის დედამ
_ აუცილებლად. შემდეგ მათ დაემშვიდობა და უკან დაბრუნდა. მალევე ექიმმა ნება დართო აჩი ენახა მან თეთრი ხალათი, ბათილები ჩაიცვა და შიგნით შევიდა .
შიგნით, შესულს ბიჭის დანახვამ გული მოუკლა რადგან გაუნძრევლად იწვა საწოლზე სახეზე ფერი დაკარგვოდა და თავი ჰქონდა მთლიანად დაბინტული.
_ რატომ, გააკეთე ეს ?რატომ მაიძულე შენთვის გული მეტკინა ?!ხომ გითხარი რომ ჩემით წავიდოდი მაგრამ შენ არ მომისმინე, ჩემთვის რომ მოგესმინა ეს ყოველივე ხო არ მოხდებოდა! - წყრომით უთხრა. მაპატიე არ მინდოდა შენთვის გულის ტკენა მაგრამ , არ მესმის რატომ იქცევი ასე დავიჯერო რამეს გრძნობ ჩემს მიმართ, თუ ასეა სულელო მე ხომ გითხარი, რომ არ შეგყვარებოდი , ამას ისევ შენთვის ვამბობ რადგან არ მინდა ჩემს გამო კიდევ ერთი ადამიანი დაიტანჯოს, მე ყველასთვის ტკივილი მომაქვს, ამიტომ აჯობებს თუ ჩემგან შორს დაიჭერ თავს...



№1 სტუმარი სტუმარი თამო

საინტერესოა...

 


№2 სტუმარი სტუმარი Natali

Auachi male gaxdi kargad gtxov♥️????

 


№3  offline წევრი Nostalgia

სტუმარი Natali
Auachi male gaxdi kargad gtxov♥️????

???? მალე დაგვიბრუნდება

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

როდის დაიდებაა შემდეგიი ?

 


№5  offline წევრი Nostalgia

სტუმარი მაკო
როდის დაიდებაა შემდეგიი ?

ვეცდები ხვალ დავდო დღეს ვერ მოვახერხე დაწერა ..❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent