შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიწვი შენი სიყვარულით


15-10-2022, 16:19
ავტორი Nostalgia
ნანახია 1 836

ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ, მეგობრებო ნელნელა იწყება მათი სიყვარულის ისტორია ველი თქვენს კომენტარებს


ნაწილი 9


_ არავის , მივცემ უფლებას ვინმემ გული გატკინოს.- ჩაილაპარაკა ჩუმად
_ მაგრამ,ბებიაშენს მე არ მოვწონვარ.- უთხრა დეამ
_ კარგი,დეა მას ნუ მიაქცევ ყურადღებას, მეტი ვეღარ გაბედავს შენს წყენინებას. და თუ გაბედავს,მერე მე ვიცი უკვე რასაც ვიზამ.- უთხრა,მტკიცედ . ჯერაც ჩახუტებულები იყვნენ ისინი. და სულაც არ ფიქრობდნენ რომელიმე ამდგარიყო.
_ როგორ,მინდა ახლა ძლიერ მოგეხვიო, და შენი სურნელი შევიგრძნო როგორ მინდა გითხრა თუ რაა ძლიერ მიყვარხარ, მაგრამ შენ სხვა გიყვარს...მე კი ვიწვი შენი სიყვარულით და იმის სურვილით რომ შეგეხო, და შევეხო შენს ტკბილ ბაგეებს- ფიქრობდა აჩი.
_ კარგი,მე აბაზანაში შევალ და მოვალ.- უთხრა დეამ
_ კარგი - უთხრა და ხელი შეუშვა.
დეა კი აბაზანაში შევიდა.


****
_ ხედავ, შენი შვილი როგორ მელაპაკა იმ გოგოს გამო ! - უთხრა საყვედურით ბებიამ. ომარს
_ ძალიანაც, კარგად მოიქცა ვამაყობ მისით.- გახარებული უთხრა ომარმა

_ანუ ,შენ ამართლებ მის საქციელს?!- შეიცხადა ბებიამ
_ დიახაც,იგი სწორად მოიქცა რომ თავისი ცოლი დაიცვა, და მეც გაფრთხილებ დედა იცოდე დეას თავი დაანებე შენ არა გაქვს იმის უფლება რომ მას რამე აუკრძალო.მას ჰყავს ქმარი და ჩვენ ვყავართ , ჩვენ მას არაფერს ვუშლით. და ვენდობით დეა მე როგორც. საკუთარი ქალიშვილი ისე მიყვარს გასაგებია! - გააფრხილა კაცმა

_ რა გჭირთ ყველას? იმ გოგომ ასე როგორ მოგაჯადოვათ? - წამოიძახა
ამ, დროს აჩიმ ჩაიარა და გაიგონა ეს სიტყვები.და გამწარებული შევიდა შიგნით
_ ბებია , თქვენ მაინც არ იშლით თქვენსას არა ?!- უთხრა გაბრაზებულმა
_ არც , არასდროს შევწყვეტ შენ ეგ გოგო არ შეგეფერება..- თქვა ბებიამ
_ მოდი ,ამას მე გადავწყვეტ ვინ არის ჩემი შესაფერისი და ვინ არა აი თქვენ კი არაგაქვთ , იმის უფლება ჩემს ცხოვრებაში ჩაერიოთ იცოდეთ ეს ბოლო გაფრთხილება იქნება ჩემგან თუ მაინც არ მოიშლით, თქვენსას მერე თქვენს თავს დააბრალეთ!- უთხრა და ცივი ნაცრისფერი თვალებით გახედა სადაც ბრაზი ელვარებდა.. შემდეგ კი ოთახი დატოვა ისე იყო გამწარებული რომ სახლში ვერ გაჩერდა და გარეთ გავიდა. უნდოდა რამე ნაირად, ეს ბრაზი ჩაეცხრო. როცა ის ბრაზობდა ყოველთვის ისვროდა მშვილდ- ისარს დიდი ხანია არ გამოუყენებია და ახლა გადაწყვიტა დაბრუნებოდა თავის ჰობის იგი,მივიდა იმ ადგილას სადაც ისვროდა ხოლმე ის ადგილი იყო დიდ ხეებს შორის სადაც სამიზნე ჰქონდა ჩამოკიდებული მივიდა მშვილდ- ისრები აიღო და სროლა დაიწყო

როდესაც დეა ოთახში დაბრუნდა აჩი იქ აღარ დახვდა სად წავიდაო? გაიფიქრა და აივანზე გავიდა ცოტახნით აივნიდან იყურებოდა როცა , უეცრად დაინახა აჩი რომელიც იქვე ახლოს გაუჩერებლად , ისვროდა ისრებს. დეა მას აკვირდებოდა ზემოდან. პირველად ნახა იგი ასეთი გამწარებული და მშვილდით, ხელში. ცოტახანში შიგნით შებრუნდა.
ქვემოთ ჩავიდა შემდეგ ეზოში გავიდა და აჩისთან მივიდა.

_ აჩი! დაუძახა გოგონამ და ბიჭიც მისკენ შემობრუნდა
_ დეა,აქ რას აკეთებ! მეგონა უკვე გეძინა?- უთხრა ბიჭმა
_ აბაზანიდან,რომ გამოვედი იქ არ დამხვდი შემდეგ კი აივნიდან დაგინახე რომ აქ იყავი მშვილდით ხელში - უთხრა და მსუბუქად გაუღიმა. - არ ვიცოდი თუ მშვილდით სროლა იცოდი?- დაამატა გოგონამ
_ კი, ვისვრი ეს ერთგვარი ჩემი ჰობია და ბევრ რამეში მეხმარება.- უთხრა ბიჭმა
_ მაგალითად რაში გეხმარება?- ჰკითხა დეამ

_ მაგალითად, ამას როცა ვისვრი ვწყნარდები კიდევ მეხმარება რომ აზრები დავალაგო გონებაში.- უთხრა აჩიმ
_ გასაგებია.
_ კარგი, შიგნით შედი უკვე ძალიან ცივა და არ გაცივდე.- უთხრა მზრუნველი ხმით
_ კარგი,სულ დამავიწყდა აქ რისთვის მოვედი - უთხრა დეამ - აი ეს გამომართვი გვირილის ნაყენია.და ცოტას გადამშვიდებს.
_ მადლობაა, მაგრამ არ იყო საჭირო..
რატომ შეწუხდი..- უთხრა და ჩაეღიმა.
_ არ ვწუხდები, კარგი მე შევალ და შენც დიდხანს არ დარჩე აქ .- უთხრა და შიგნით შევიდა
აჩის გული გაუთბო ამ უმნიშვნელო ყურადღებამ, გოგოს მხრიდან .
_ ნეტავ , ოდესმე თუ შემამჩნევ მე.. - ჩაილაპარაკა მან


დეა, სახლში შევიდა და ოთახში ავიდა , ჯერ არ ეძინებოდა ამიტომ უბრალოდ საწოლზე წამოწვა ზემოდან და აჩის დაუწყო ლოდინი. მაგრამ ბიჭი ჯერ არ ჩქარობდა სახლში შესვლას . და მის ლოდინში.დეას ისე ჩაეძინა ვერც გაიგო.
რაღაც, დროის შემდეგ აჩი ოთახში დაბრუნება და ოთახში შესულს ,დეა დაინახა რომელსაც მას ლოდინში ჩასძინებოდა. ბიჭს კუთხეში ჩაეღიმა და მას დააკვირდა გოგონას ისე საყვარლად ჩასძინებოდა კნუტივით მოკუნტულიყო ცალი ხელი თავის ქვეშ ამოედო, და ფშვნიტავდა . ბიჭმა მას დაუწყო ცქერა ჯერ მის ლამაზ სახეს დააკვირდა შემდეგ ტუჩებზე გადაიტანა მზერა და მათ დააკვირდა, შემდეგ სხეულს დააკვირდა. გოგონა ისეთი ლამაზი იყო რომ თვალს ვერ აშორებდა შემდეგ პლედი აიღო და მას ფრთხილად გადაფარა და თვითონ აბაზანაში შევიდა წყალი გადაივლო ოთახში დაბრუნდა და ისიც საწოლში ჩაწვა ძალიან ფრთხილად რომ გოგონა არ გაეღვიძებინა და მისი ცქერა გააგრძელა შემდეგ კი თვითონაც დაიძინა


***

დილით ,როცა გაიღვიძა დეა საწოლში არ დახვდა, მის მოძებნას აპირებდა როცა დეა დაინახა აბაზანიდან გამოსული რომელიც თმებს იმშრალებდა , აჩი საწოლში დაბრუნდა და გოგოს ცქერა დაიწყო იგი ვერ ძღებოდა მისი ცქერით დეას წყლის წვეთები,სახიდან ჩამოუცურდა და მის ლამაზ ყელზე გაიკვლია გზა, ბიჭი ცდუნებას ძლივს უძლებდა იმდენად სექსუალური იყო გოგო იმ წუთში, დეა თმების მშრალებით წამოვიდა საწოლის მიმართულებით, აჩიმ მაშინვე თვალები დახუჭა, დეას რომ არ გაეგო რომ მას ღვიძავს , დეა საწოლთან მივიდა და პირსახოცი იქვე დადო და რაღაცის კეთება დაიწყო აჩიმ თვალები გაახილა და კვლავ გააგრძელა მისი ცქერა შემდეგ წამოდგა , და მასთან ახლო მივიდა უნდოდა გოგოს თმის არომატი შეეგრძნო, თუმცა დეა წავიდა ასე დასდევდა გოგონას და ცდილობდა როგორმე მისი თმის სურნელი შეეგრძნო , თუმცა არ გამოუვიდა რადგან დეა გაურბოდა, აჩი საწოლთან ახლოს გაჩერდა თავზე ხელი მიიდო და გაეცინა ამდროს კი დეა გასვლას აპირებდა როცა აჩის დაეჯახა, ბიჭმა წონასწორობა დაკარგა და ინერციით უკან გადავარდა საწოლზე დაეცა და გოგონაც თან გაიყოლა დეა მის ზემოდან მოექცა. მათი მზერა კვლავ შეხვდა ერთმანეთს, აჩი მას თვალს არ აშორებდა, და იკარგებოდა მის ღრმა ჭაობის ფერ მწვანე თვალებში , რამოდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად იყვნენ. შემდეგ, დეა გონს მოვიდა და ადგომა დააპირა თუმცა ვერ შეძლო ადგომა რადგან ხელი ჰქონდა მოყოლილი.
_ მოიცადე!- უთხრა აჩიმ.და ოდნავ წამოიწია რადგან გოგონას ხელი ამოეღო, დეამ ხელი ამოსწოა და წამოდგა შემდეგ კი აჩიც ადგა.

_ კარგად, ხარ?- ჰკითხა აჩიმ და დეამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
_ შენ,როდის ადექი ვერ შეგნიშნე? მეგონა გეძინა დიდი ხანია გღვიძავს?- ჰკითხა დეამ
_ ახლახანს ავდექი,უფრო სწორად შენი თმის არომატმა გამაღვიძა..- უთხრა აჩიმ
_ რაა?თმის არომატმა ? - გაუკვირდა დეას
_ კი, იმდენად ტკბილი და ნაზი არომატი იყო რომ მისმა არომატმა გამომაღვიძა. თმას რომელი შამპუნით იბან?- ჰკითხა დეას
_ კარგად, ხარ თავი რამეს ხო არ დაარტყი ან სიცხე ხომ არ გაქვს ?!- შეშფოთდა და ხელი შუბლზე მიადო
_ კარგად,ვარ დაწყნარდი არაფრი მჭირს.- გაეცინა აჩის
_ აბა ,რა დაგემართა? ასე უცნაურად რატომ მელაპარაკები?- ჰკითხა დეამ
_ არაფერია , ყურადღებას ნუ მიაქცევ.- უთხრა აჩიმ.
_ კარგი , მაშინ წავალ მოვემზადები თორემ დამაგვიანდება.- უთხრა გამზადებული ტანსაცმელი აიღო და აბაზანაში შევიდა ისევ

_ აჩი,გონს მოდი ,რას აკეთებ? თავი შეიკავე და გაუძელი..! გესმის შენ მას ვერ შეხები. - იმედ გაცრუებული ჩაილაპარაკა მან


დეა , აბაზანაში იყო და ცდილობდა როგორმე დამშვიდებულიყო ,
_ რა გემართება დეა?! რატომ ხარ ასეთი აფორიაქებული? რატომ მიცემს გული ასე ნუ თუ მიყვარდება ? ეს შესაძლებელია? არა ეს ასე არარის .. - შემდეგ თავი მოიწესრიგა ჩაიცვა და ოთახში გაბრუნდა
ოთახში აჩი აღარ დახვდა.
დეა, ქვევით ჩავიდა და სასადილო ოთახში გავიდა. ყველა უკვე იქ იყვნენ
_ დილა მშვიდობისა! - მიესალმა დეა.
_ დილამშვიდობისა ! შვილო არ ისაუზმებ?- ჰკითხა.ნანამ

_ არა , მადლობა ვერ ვასწრებ უნდა წავიდე .- უთხრა და წასვლა დააპირა.
_ მოიცადე,მე წაგიყვან.- უთხრა აჩიმ
_ არა ,დარჩი ისაუზმე მე ჩემით მივალ .
_ დღეს , რამდენი ლექცია გაქვს? - ჰკითხა აჩიმ
_ დღეს ,ყველა ლექცია მიტარდება ამიტომ ცოტა გვიან მოვალ- უთხრა დეამ
_ კარგი , მაშინ როცა დაგიმთავრდება დამირეკე და მოგაკითხავ.
_ კარგი.- უთხრა და წავიდა

დეა უნივერსიტეტში. მოვიდა და ლექციებიც დაეწყო დრო ნელა გადიოდა შესვენებაზე, დეა მეგობრებთან ერთად კაფეში ჩავიდნენ, და თავიანთი ადგილი დაიკავეს.


_ რამდენი ხანია ერთად აღარ შევკრებილვართ .შენ სულ დაგვივიწყე რაც გათხობდი .- უსაყვედურა დაქალმა
_ რავქნა,დრო ვერ გამოვნახე იმდენი რამ გადამხდა თავს. ხო იცით არა ჩემი ქორწინება როგორ მოხვდა?
ძალიან ძნელი იყო შევგუებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ მადლობა ღმერთს აჩი გამგები და კარგი ადამიანი აღმოჩნდა და მისი ოჯახიც ასე რომ არ ყოფილიყო ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა.

_ ძალიან, მიხარია თუ ასეა ძვირფასო ,იმედია ბედნიერი იქნები ახალ ოჯახში.. და შეძლებ შეიყვარო შენი ქმარი
_ ხო იცი , რომ მე მხოლოდ გიორგი მიყვარს..- უთხრა დეამ
_ეგ , შენი გიორგი მე თავიდანვე არ მომხვდა თვალში კარგად რაღაც არის მაგ ბიჭში უცნაური რაც არ მომწონს,ასე ვთქვათ იდუმალებით არის სავსე..- უთხრა თამომ
_ კარგი, რაა გიორგი კარგი ადამიანია.
_ ეჰ,დეა დრო მოვა და მიხვდები რომ მართალი ვიყავი..- უთხრა მეგობარმა.
შემდეგ, ზარი დაირეკა და აუდიტორიაში დაბრუნდნენ.
როგორც იქნა, დასრულდა გაუთავებელი ლექციები და დეა წასასვლელად გაემზადა, გარეთ გავიდა და თან აჩის ნომერი უნდა აეკრიფა რომ მოულოდნელად, ვიღაცამ ხელი სტაცა და იქვე კუთხეში მიიმწყვდია. ისე რომ გააზრებაც ვერ მოასწრო მხოლოდ მაშინღა შენიშნა როცა ნაცნობი სახე დაინახა რომელიც ცივი ცისფერი თვალებით უყურებდა მას და სიძულვილს აფრქვევდა.
_გიო..! - შეშინებული ხმით უთხრა
_ ხო,მე ვარ.. მეგონა უკვე აღარ გახსოვდი ...- უთხრა ირონიულად.
ვხედავ, უკვე ახალი ცხოვრება დაგიწყია, და ბედნიერიც ხარ.- უთხრა გიორგიმ
_ რაა ?
_ შენ ,მე დამივიწყე და შენი ქმარი შეგიყვარდა!
_ ასე,არარის მე მხოლოდ შენ მიყვარხარ და ეს სულ ასე იქნება..- უთხრა ათრთოლებული ხმით.
_ მართლა? ანუ ისევ მე გიყვარვარ.. შენ რა გგონია ამ ზღაპრებს დავიჯერებ სახეზე გაწერია ყველაფერი,შენ აჩი შეგიყვარდა, გესმის , შეგიყვარდა !- დაუყვირა
_ არარის ,ასე !
_ ასეა, შენ ის გიყვარს შენ არ იცი მაგრამ მე ჩუმად გადევნებდი თვალს , და ყველაფერი კარგად ვიცი .. შენ ის გიყვარს გესმის! აი აქედან ჩანს შენი სიყვარული ჩემს მიმართ რა მალე დამივიწყე დეა !- უყვიროდა გოგონას და ხელს ძლიერ უჭერდა მკლავში.

_ მე , მხოლოდ შენ მიყვარხარ! ..- კვლავ გაიმეორა ჯიუტად დეამ
_რა სულელი ,ხარ თვითონაც ვერ ხვდები რომ შენი ქმარი შეგიყვარდა.- შეშლილივით დაიწყო სიცილი.

_ რა, გაცინებს??- ჰკითხა გაკვირვებულმა.
_ რა და ის რომ საცოდავი ხარ, ჩემო გოგოვ.
_ ასე , ნუ მელაპარაკები..შენ ასეთი არ იყავი.
_ აა,ახლა უკვე ჩემი ხასიათიც აღარ მოგწონს?- ჰკითხა გოგოს- ძალიან მეცოდები, რადგან არც კი იცი წინ რა გელის ძვირფასო..- ამაზრზენად გაუღიმა.
_ რაა? რას გულისხმობ?- ჰკითხა შეშინებულმა
_ დრო, მოვა და გაიგებ.- უთხრა და წავიდა. დეა შეშინებული და შოკირებული იყო . და სახლში გაბრუებული წავიდა. ისე რომ აჩის თვის დარეკვაც კი დაავიწყდა.
ფეხით,მარტო აუყვა გზას. ჯერაც ვერ მოსულიყო აზრზე ცრემლიანი თვალებით მიდიოდა და ვერ მოსულიყო აზრზე
_ ნეტა,ეს მართალია? მართალია რაც მან თქვა ნუთუ მართლა შემიყვარდა აჩი როგორ მოხვდა ეს რანაირად ვერ მივხვდი ამას კიმაგრამ? სახლში გაბრუებული მოვიდა და როცა სახლში შევიდა შინ განერვიულებული აჩი დახვდა.
_ დეა! რატომ არ დამირეკე რომ წამოხვედი? უკვე შენთან მოვდიოდი.- უთხრა ბიჭმა. მაგრამ გოგონას მისი არ ესმოდა.
_ დეა ! გესმის ჩემი!- უთხრა და გოგონა შეანძრია რომ გონს მოსულიყო.
_ აა,რა მითხარი? - ჰკითხა დეამ
_ რა გჭირს?! ყველაფერი რიგზეა?
_ არვიცი..- უთხრა და ოთახში აირბინა. ოთახში შესულს ხელი გულზე მიიდო და დამშვიდება სცადა.
_ ნუთუ მართალია? ის რაც გიორგიმ მითხრა მართლა დავივიწყე იან და აჩი შემიყვარდა.. როგორმე ეს უნდა გავიგო..! -ამ დროს ოთახში აჩი შევიდა
_ დეა , რა გემართება? - უთხრა ბიჭმა და ბიჭის ხმის გაგონებისას დეას გული აუჩქარდა და თითქოს მის გარშემო სამყარო გაჩერდა. და სახე აეწვა
_რა , გჭირს კარგად ხარ?-- ჰკითხა გაკვირვებულმა
_ არაფერია დაივიწყე უბრალოდ დღეს ძალიან დავიღალე თუ არ გეწყინება მე...ცოტას დავიძინებ კარგი?- უთხრა დეამ
_ რათქმაუნდა,არ მეწყინება დაისვენე მე ქვევით ვიქნები.- უთხრა და ოთახიდან გავიდა.
_ ესეიგი,ის მართალი იყო მე მართლა შემიყვარდა აჩი მაგრამ, როგორ ეს რაღაც სხვანაირი სიყვარულია როცა გიორგისთან ვიყავი მსგავსი რამ არ განმიცდია როცა აჩის გვერდით ვარ,თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ და მშვიდად მის სიახლოვეს გული გამალებით იწყებს ძგერას , მუცელში უცნაური შეგრძნება მიჩნდება ნუთუ ეს არის სიყვარული? მაგრამ აბა გიორგისთან რა გრძნობა მქონდა ვერ ვხვდები? ამის შემდეგ როგორ მოვიქცე?



№1 სტუმარი Lizii

აუუუუუუუუუ ხოვთქვი ხოვთქვიიი ანუ გიო არუყვარდა sweat

 


№2  offline წევრი Nostalgia

Lizii
აუუუუუუუუუ ხოვთქვი ხოვთქვიიი ანუ გიო არუყვარდა sweat
უყვარდა რათქმაუნდა მაგრამ ეს არ იყო ძლიერი გრძნობა ❣️

 


№3 სტუმარი Guest

აჩი დებილია

აჩი მახინჯი და დებილია გიორგი ლამაზი და საყვარელია

 


№4  offline წევრი Nostalgia

Guest
აჩი დებილია

აჩი მახინჯი და დებილია გიორგი ლამაზი და საყვარელია

რატომ არის დებილი კაცო რა დაგიშავათ

მეგობრებო ნუ იქნებით,ასე ნეგატიურად განწყობილი აჩის მიმართ მხოლოდ, იმიტომ რომ დეა შეუყვარდა, თავიდანვე გაგაფრთხილეთ ასე მოხდებოდა, ასე იყო საჭიროა სიუჟეტის თვის რომ გიორგის უნდა დაშორება

Nostalgia
Guest
აჩი დებილია

აჩი მახინჯი და დებილია გიორგი ლამაზი და საყვარელია

რატომ არის დებილი კაცო რა დაგიშავათ

მეგობრებო ნუ იქნებით,ასე ნეგატიურად განწყობილი აჩის მიმართ მხოლოდ, იმიტომ რომ დეა შეუყვარდა, თავიდანვე გაგაფრთხილეთ ასე მოხდებოდა, ასე იყო საჭიროა სიუჟეტის თვის რომ გიორგის უნდა დაშორება

დაშორებოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent