შემიყვარე (თავი 8)
ლიკამ, თეასთან და ლანასთან ერთად კაბების არაერთი მაღაზია მოიარა, როგორც საქორწილო, ისე არასაქარწოლო. -ჰმმ, რავიცი...-უკმაყოფილოდ დაიჭყანა ლანა, როგორც კი ლიკა გასახდელიდან ახალი კაბით გამოვიდა. -მგონი დღეს ვერ შევარჩევთ.. არაუშავს, ლიკუ, ისეთი საოცრება გვყავხარ მაინც მოიხდენ ნებისმიერ კაბას..-უთხრა თეამ მზრუნველი ტონით. -იცით..-მოულოდნელად მათ შორის, ქერა, სანდომიანი სახის მქონე, ახალგაზრდა მამაკაცი გაჩნდა, კაბით ხელში, -ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს სათქვენოა.-უთხრა ლიკას უცნაური ღიმილით და კაბა ხელებში გადაულოცა. სანამ რამეს უპასუხებდა, კაცმა იქაურობა თვალისდახამხამებაში დატოვა. ქალებმა ერთმანეთს შეხედეს. -ვაა, ეს ვინ იყო? ახალი კონსულტანტი? ან სად გაქრა..-თქვა ლიკამ დაბნეული სახით და მის ხელებში აღმოჩენილ თეთრ კაბას ინტერესით დააცქერდა. -არა.. ვიღაც გოგოსთან ერთად იყო. ნახევარი საათის წინ მოვიდნენ. დავინახე როგორ გაკვირდებოდა..-თქვა ლანამ და თეას გადახედა. -ვითომ მართლა საშენო კაბაა?-ცნობისმოყვარედ შეხედა თეამ ლიკას,-შედი აბა, უცებ მოიზომე, ან რაც იქნება იქნება, რა. ხვალ ისევ გავიდეთ, კიდე რამდენიმე კარგი ადგილი ვიცი. ლიკამაც არ დააყოვნა და გასახდელში შევიდა. გამოვიდა თუ არა, მაღაზიაში არსებულ ყველა სულიერს, როგორც იტყვიან, ყბა ჩამოუვარდა, მისი დანახვისას. ლანამაც კი, რომელიც აქამდე დაქანაცული, ნირწამხდარი იჯდა და საერთოდ აღარ იყო ხასიათზე, ხმამაღლა შესტვინა და აღტაცებით შეხედა მეგობარს. -გეფიცები ფრთები გაკლია და ზეცაში გაფრინდები, გოგო.. რატო ხარ ასეთი ლამაზი..-თეას ცრემლი ჩამოუგორდა სიხარულისგან.-შენი კაბაა.. -ქალღმერთი გვყავხარ, რა!-ბედნიერი წამოხტა ფეხზე ლანა და ლიკას გადაეხვია. -მართლა, ასე მოგწონთ თუ მეხუმრებით, ხალხო?-გაოცებულმა ჰკითხა ლიკამ, რომ ლანამ იმ წამსვე მხრებში ჩაავლო ხელები და იქვე არსებული სარკისკენ მიაბრუნა. -შეხედე.. მაშინ კი, საკუთარ ანარეკლს შეხედა თუ არა, დანამდვილებით გაანალიზა ლიკამ, რომ შესანიშნავად გამოიყურებოდა და არავინ ეხუმრებოდა. -მაგ კაბაში გაგას ალბათ თავიდან შეუყვარდები, მართლა უძერსკესია. უფრო სწორად, შენ გვყავხარ ასეთი და შენი შესაფერია ეგ კაბაც, სადა და ძალიან დახვეწილია.. -არ ცხრებოდა თეა. -მადლობა იმ უცნობ ტიპს..-ხაზგასმით თქვა ლანამ,-თორემ ვინ იცის, კიდევ რამდენი მტანჯველი საათი მათრევდით მაღაზიიდან მაღაზიაში. წავედით ახლა, რა. -ჰოო, თან მეც გაგასთან სალაპარაკო მაქვს.. სამსახურში მივაკითხავ. ბოლოსდაბოლოს, ჯერ ხომ უნდა შევრიგდეთ.-თქვა ლიკამ და კვლავ გასახდელში შებრუნდა. ~~~~~~~~~~~~ გაგა თავის კაბინეტში იჯდა და მაქსიმალურად ცდილობდა საქმეზე კონცენტრირებას, რაც პრაქტიკულად არც გამოსდიოდა, რადგან მისი გონება სულ სხვა ფიქრებს მოეცვა. მოულოდნელად წამოვარდა ფეხზე და ბოთლიდან ვისკი გაავებულმა დაისხა ჭიქაში. -ესე იგი, ესე ხო, ლიკა.. გძულვარ, არა? აღარ გახსოვარ.. დამივიწყე..! შენთვის მხოლოდ მოღალატე ვარ!-გაბრაზებული ბუტბუტებდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. -შენ გგონია, შენ იდეალური ხარ? მართლა ასე გგონია?!-ხმამაღლა გაეცინა,-ნუთუ ყველაფერი დაგავიწყდა.. ნუთუ შენი თავი სრულყოფილი გგონია, მე კი მოღალატე.. კარგი. ასე იყოს..-თქვა ბოლოს შეცვლილი გამომეტყველებით. დაახლოებით ოცი წუთი დაყო კაბინეტის ფანჯრიდან გარეთ ცქერაში. თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობის გადაწყვეტილებას იღებსო. შავ სფეროებში ფიქრი, ბრაზი და ვნება ერთდროულად ეხატებოდა. ბოლოს, დარწმუნებული მზერით აიღო ხელში ტელეფონი და ნაცნობ ნომერზე დარეკა. ნახევარ წუთში გაისმა მისთვის სასურველი ხმა. -გ..გაგა?-ეს უთხრა გოგომ და გაჩუმდა. -გამარჯობა, ანი. როგორ გიკითხო?-ჰკითხა და მის მღელვარებაზე ღიმილი ვერ შეიკავა. -კარგად, მადლობა.-უპასუხა დაბნეული ხმით. -გცალია?-ჰკითხა კაცმა, თითქოს გამომწვევად. -რატომ?-კიდევ უფრო შეცბა ანა. -შენთან სალაპარაკო მაქვს.. მინდა, ჩემთან, კომპანიაში მოხვიდე. -ახლა?-გაუკვირდა გოგოს. -ჰო, ახლა.. რაც მალე, მით უკეთესი. -კარ..გი..-ჯერ ისევ დაბნეულმა ძლივძლივობით უპასუხა ანამ. გაგამ კი კმაყოფილმა გაუთიშა. ნახევარ საათში, კაბინეტის კარზე ნაზი კაკუნის ხმა მოესმა თუ არა, იმ წამსვე წელში გასწორდა და შემოდიო, ხმამაღლა დაიძახა. გაუბედავი, დაბნეული და მორცხვი მზერით შემოვიდა ანი. -გელოდებოდი..-გოგოსთვის მისგან უჩვეულო ტონით უთხრა გაგამ და თვალებში მომნუსხველი მზერით მიაჩერდა. ანი მაქსიმალურად ეცადა, რომ თვალი გაესწორებინა მისთვის. -მითხარი, რომ სალაპარაკო გქონდა.. გისმენ..-თქვა და მომლოდინე კრავივით მიაშტერდა. -ჰო..-დაიწყო გაგამ,-მე.. ზუსტად არც ვიცი რა როგორ გითხრა.. უბრალოდ, შენი ნახვა მომინდა.. აქ და ახლა.. თუმცა, სალაპარაკოც ბევრი გვაქვს. ანი უხერხულად შეიშმუშნა და შუბლზე გადმონაცვლებული ურჩი კულული ყურს უკან გადაიწია. -რას ამბობ, ვერ გავიგე..-თქვა და თვალები დახარა.-რას ნიშნავს ჩემი ნახვა მოგინდა? -შენ საერთოდ არ გინდოდა?-ჰკითხა ინტერესით კაცის ბოხმა ხმამ. -რა?-ამოთქვა გოგომ გულუბრყვილოდ. -ჩემი ნახვა..-წარმორთქვა ღიმილშეპარულმა. -ამას რა მნიშვნელობა აქვს..-მისდა გასაკვირად ვერ იუარა ანამ. ვერ მოიტყუა და გულში თავისი თავი კარგადაც გამოლანძღა. -აქვს.. დამიჯერე.-თქვა და ფეხზე წამოდგა მასთან მისაახლოებლად. გოგონას გააჟრჟოლა. გაგა მის წინ აისვეტა, მაგიდას მიეყრდნო, შემდეგ ოდნავ დაიხარა და ხელი ლოყაზე ნაზად დაუსვა, რაზეც ანას თითქოს განგაშის სიგნალები ჩაერთო ტვინშიო, იმ წამსვე ფეხზე წამოდგა. -რას აკეთებ?-ჰკითხა შეშფოთებული ხმით გაგას. -შენზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, იცი? არადა პატარა გოგოები მართლა არასდროს მიზიდავდნენ.. შენ.. ნამდვილად განსაკუთრებული ხარ.-უთხრა ანთებული მზერით, შემდეგ მკლავით მისკენ უფრო ახლოს მოიზიდა და ვნებიანად დააკვდა გამობურცულ ტუჩებზე. აი აქ კი, იგრძნო ანამ, როგორ გამოეცალა ფეხქვეშ მიწა, დედამიწა და სამყარო. არ უნდოდა სისუსტის გამოჩენა, თუმცა თავი ვერ შეიკავა და რამდენიმე წამში ასევე ვნებიანად აყვა კოცნაში, თან მთელი ძალით ეკვროდნენ ერთმანეთს, რომ კაბინეტის კარი გაიღო და ლიკა შემოვიდა, რომელსაც ერთი კივილისმაგვარი ხმაღა აღმოხდა და მთელი სიჩქარით გაიქცა იქედან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.