ჩონჩხით აგებული ტყავი {ნაწილი I}
1894 წელს ბრიტანეთის ისტორიაში,ყველაზე დიდი ხანძარი დაიწყო.. ცეცხლი ღარიბი უბნების დიდ ნაწილზე გავრცელებულიყო. ქალაქში ჭორი გაჩნდა, რომ ხანძარს ბრიტანეთში მცხოვრები ამერიკელი მოწინააღმდეგეები აჩენდნენ. ამის გამო ბრიტანელებსა და ამერიკელებს შორის მტრობა წარმოიშვა,მაგრამ ქვეყანაში დატრიალებული უბედურების გამო, მათ არაფრის გაკეთება შეეძლოთ. საკვები აღარ იყო. ამის გამო ხალხი აჯანყებას იწყებდა.ბრიტანელებს მეზობელი ქვეყნები დიდ დახმარებას უწევდნენ. ხალხმა ნელ-ნელა ამოისუნთქა, ყველაფერი მწყობრში ჩადგა, მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის მტრობა არ ჩაწყნარებულა. ომი დაიწყო. ერთმანეთს ორი უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო ებრძოდა,რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ------------------ ------------------------------ ყვველაფერი განადგურებულია,შენობები დანგრეული,ხალხის უსულო სხეულები აქეთ-იქითაა მიმოფანტული და მიწა მათი სისხლითაა შეღებილი. ყურებში ხალხის განწირული ყვირილი ჩამესმის,თოფის გასროლის ხმები,გინება,ტირილი, ყველაფერი ერთმანეთშია შერეული და საბოლოოდ გულის ამრევ ფორმას იღებს. ირგვლივ სიკვდილის სუნი ტრიალებს, აქ ყველაფერი მკვდარია,მათ შორის მეც.სიკვდილის არსებობას თითოეულ ნაბიჯში შევიგრძნობ,თითოეულ ჩემს გადადგმულ ნაბიჯში ვგრძნობ თუ როგორ მიახლოვდება, მაგრამ მე მაინც ვახერხებ მისგან გაქცევას.ვუყურებ თუ როგორ ხოცავენ ერთმანეთს და სურვილი მიჩნდება აქედან ავვორთქლდე. არადა ეს ხომ ჩემი საქმეა,ჩემი სამუშაო, ესაა რასაც მე ყოველდღე ვაკეთებ. მომწონს როდესაც იმას ვუშვებ ღმერთთან ვინც ამას იმსახურებს. დედამიწას ერთი გამოსი**ბული ნაბი**რისგან ვათავისუფლებ, მაგრამ ბოლოს მე ვისვრი ცოდვაში ისევ ხელებს. უდანაშაულო ხალხის ხოცვა. აი, ეს არის ის, რაც არასდროს მომცემს მშვიდად ყოფნის საშუალებას,მაგრამ ეს ხომ ერთ-ერთი დევიზია "ჩვენი სამშობლოს დასაცავად„ . თუმცა ბოლო ერთია, ყველა ვკვდებით. ფიქრებში გართულს ყურებში რიგითი კარტერის ხმა ჩამესმის -გენერალო 16 მკვდარი, 24 მსუბუქად, ხოლო 14 მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. რა ვქნათ, ბრძანებას ველით სერ!-მეუბნება კარტერი და ჯარისკაცების საფირმო მოძრაობას აკეთებს, მარჯვენა ხელი თავთან მიაქვს, შემდეგ კი ისევ მხრებში გამართული ერთ ადგილას შეშდება. -მკვდრები ორმოში ჩაყარეთ, დაჭრილებს კი უმკურნალეთ, როდესაც მორჩებით "A გუნდი" ბაზაზე გამოცხადდეს-ვუბრძანე, შენიღბული ცივი მზერით გავხედე და-თავისუფლად, შეგიძლია წახვიდე-ამოვიფრუტუნე ფრაზა, რომელსაც თითქმის ყოველი წინადადების ბოლოს ვიმეორებ. -დიახ, სერ!-მიპასუხა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. ××× "თავს უშველე" , "გაიქეცი". ერთადერთი, რაც თავში მიტრიალებს დედის უკანასკნელი სიტყვებია, რომელიც ბოლო ხმაზე მიყვიროდა სწრაფად გავქცეულიყავი,ის კი იმ ეშმაკის მსახურთან დამეტოვებინა. სწრაფად მივრბივარ და ვცდილობ ჩუმად ვიყო,ვერავინ შემამჩნიოს, მაგრამ არ ვიცი როგორ გამომდის ყოველივე ეს, რადგან სირბილთან ერთად ვტირი. ყველანაირად ვდილობ ხმა დავაკავო,მაგრამ არაფერი გამომდის.თვალწინ სულ ერთი და იგივე სცენა მიტრიალებს.როგორ ცდილობენ დედის გაუპატიურებას და უსახიჩრებენ სხეულს,ბოლოს კი გასროლის ხმა...კვლავ ყურებში ჩამესმის და თვალები ნელ-ნელა ცრემლებით მებინდება,ხედვის არეალი უფრო და უფრო მცირდება.ხელს მაღლა ვწევ და თვალებს ვისრეს, რომ გამოსახულება გაიწმინდოს,შემდეგ კი დაღლილი იქვე ხესთან ვჩერდები, წელში ვიხრები და მუხლებს ვეყრდნობი. ღრმად და ნელა ვსუნთქავ, რაც სახლიდან გამოვიქეცი შეუსვენებლად მოვრბივარ.ღმერთო, თავიდან არ ამომდის ის სცენა. ხეზე მიყუდებული კვლავ ხმადაბლა ვსლუკუნებ, როდესაც ტყიდან ხმები მესმის, შემდეგ კვლავ გასროლის ხმა და მეც დაუფიქრებლად, თითქოს ინსტიქტურად, გავიქეცი. ომის 128_ე დღეა და ჩემი ცხოვრებაც ნელ-ნელა უფრო ემსგავსება ჯოჯოხეთს. ახლა ობლად დავრჩი,ასე რომ საზრუნავი და სანატრელიც აღარავინ მყავს. ძალიან დაღლილი ვარ,ამას მხოლოდ ახლა ვხვდები და როგორც კი პატარა ქოხს ვამჩნევ ვჩერდები და შიგნით შევდივარ. კარები საგულდაგულოდ მივხურე და ჩავკეტე. აქაურობაც,ისევე როგორც დანარჩენი სხვა,საზარლად გამოიყურება. ყველაფერი გადამწვარია,მინგრეულ-მონგრეული და მიტოვებული. კიბეებზე ჩავედი,ერთ ზოლად განლაგებულ მიმოფანტულ,კედელზე აკრულ პატარა ბავშვის ნახატებს გავუყევი და კედელთან ჩამოვჯექი,მუხლები მოვხარე,მკერდთან მივიტანე და ხელები შემოვხვიე.მხოლოდ ესღა დამრჩენია,ახლა მხოლოდ მე და ისევ მე დავრჩით. მესმოდა მათი ხმები,რომელიც თანდათან უფრო იზრდებოდა.ამაზრზენი როხროხი,სიცილი. მალე მათი ნაბიჯების ხმაც უფრო მკაფიოდ მოისმა.უცბად რაღაც დარტყმის ხმა შემომესმა, თვალები გავახილე და კარებს თვალებგაფართოებულმა, შეშუნებულმა გავხედე, ისინი მის შემომტვრევას ცდილობდნენ. ტირილი ამივარდა, ხელები უფრო მაგრად შემოვიხვიე,ვეცადე თავი შემემაგრებინა,მაგრამ სლუკუნი ვეღარ შევიკავე,თვალები კი ისე დავხუჭე თითქოს ამით მოსალოდნელ უბედურებას თავიდან ავიცილებდი. შანსი აღარ მქონდა, დავმარცხდი და ამ ფიქრებს შეგუებულს თითქოს მომეშვა,ლოდინი დავიწყე. ომმა ჩემში ყველაფერი ადამიანური ჩაკლა. სიკვდილის ჟამს უკანასკნელი გაბრძოლების სურვილიც კი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ადამიანის ინსტიქტს წარმოადგენს.წყალში ჩასახრჩობად გადამხტარი ერთს მაინც გაიფართხალებ,მე კი ამის სურვილიც აღარ დამრჩა. ცოტა ხანში ყველაფერი ჩაწყნარდა,სიჩუმემ დაისადგურა.თითქოს ყველაფერი მორჩა,თითქოს ჩემმა თვალების დახუჭვა შედეგი გამოიღო,საშინელმა სიზმარმა არსებობა შეწყვიტა. მაგრამ უეცრად კარებს მძიმე საგანი დაეტაკა და შემოინგრა,მისი ნაწილები აქეთ-იქით მიმოიფანტა,სინათლემ კი სხივები ისე ძლიერ სტყორცნა ჩემკენ,წამიერად სამყაროს აღქმა გამიჭირდა. მაგრამ გამორკვეული უკვე ყველაფერს მიმხვდარიყავი. ჩემმა თავისუფლებამ არსებობა სწორედ ამ წამიდან შეწყვიტა,სწორედ იმ წამიდან როდესაც ეშმაკისეული სილუეტი გამოჩნდა და ჩემკენ ნელი ნაბიჯებით დაიწყო სვლა. -ერთი ამას დამიხედეთ...,ჯო მოდი აქ-უკან მიიხედა და ვიღაცას დაუძახა. ფეხზე სწრაფად წამოვდექი, მაგრამ სისუსტე ვიგრძენი და იძულებული გავხდი კვლავ ჩავკეცილიყავი. -ნახე ვინ ვიპოვე, წავიყვანოთ?-კითხა კაცს, რომელიც დაძახებისთანავე მასთან გაჩნდა. -ჰა, რას იტყვი-გაიმეორა ისევ, მან კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა -ჰმ, გენერალს წავუყვანოთ, ასიამოვნებს.იქნებ ამით მაინც მოვიგოთ იმ სირ*ს გული-თქვა და გაიცინა. ამის გაკეთებას მირჩევნია მოვკვდე, გულში ჩემთვის ჩუმად ვფიქრობ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ.ჩემმა სხეულმა საბოლოოდ თქვა უარი ბრძოლაზე. ყველაფერი დამეჭიმა,გულმა საოცრად სწრაფ ტემპში დაიწყო ფეთქვა,იმაზე სწრაფად ვიდრე აქამდე. ისეთ ძალას ვგრძნობ,რომელიც აქამდე არასოდეს მიგრძვნია. უკანასკნელი გაბრძოლება? სხეული მზად არის,მაგრამ ტვინი არაფერს კარნახობს თავის დასაცავად. ერთმანეთს რაღაცას ანიშნეს,შემდეგ კი ჩემკენ იმდენად სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდნენ, რეაგირებაც ვერ მოვასწარი. რაღაც ამაფარეს. ნელნელა თვალები მეხუჭება,ვცდილობ არ დავმარცხდე,ვიბრძვი,ადამიანური ინსტიქტი მაიძულებს სხეულით მთელი ძალით შეეწინააღმდეგო, როგორც ჩანს ჩემი ჰიპოთეზა არასწორი აღმოჩნდა,რადგან წყალში ჩავარდნილი ცურვას ვცდილობ,მაგრამ მაინც... ყველაფერს ბურუსი იცავს.. *** დილით სიცივის შეგრძნება მაღვიძებს. კანი თითქოს რაღაც ბასრი საგნით დამისერეს. ცივ,მყარ ზედაპირზე ვწევარ, ხელები კი მჭიდროდ მაქვს შეკრული ისე თითქოს სადმე გაქცევის ძალა,ან უკვე სურვილი მქონდეს. ირგვლივ სიმშვიდეა. იარაღის ხმა,ტირილი,ბღავილი,დაჭრილების ოხვრა-კვნესა არ ჩამესმის ყველა მხრიდან,რაც ოდნავ მამშვიდებს და მადუნებს, მაგრამ გულის სიღრმეში ვხვდები რომ ამ სიჩუმეს დიდი აურზაური მოჰყვება. დაძაბულობისგან კუნთები მტკივა. ვცდილობ წამოვდგე,მაგრამ არ გამომდის, რადგან სხეული დაბუჟებული მაქვს ერთ მხარეს წოლისგან. ვჯდები და კედელს ვეყრდნობი, რომელსაც საშინელი ნესტის სუნი ასდის. ირგვლივ ყველაფერი ძველია,ძველი და დამტვრეული. თვალებს ვხუჭავ, ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო,რადგან ვიცი გულს მატკენს. ცდა ისევ ცდად რჩება. მაინც იმ მომენტებზე ვფიქრობ და თითქოს გულში ნემსები მთელი ძალით მერჭობა.ღრმად შედიან და მეორე მხარეს ნელა გამოდიან. მახსენდება დედა. მისი ჩაწითლებული თვალები.განწირული ყვირილი,რომელიც გაქცევისკენ მიმითითებს,შემდეგ კი გასროლის ხმა და მისი მკვლელის სახე. თვალებს ვხუჭავ და ამ ყველაფრისგან დაღლილი, ილუზიების სამყაროში ვინაცვლებ. იქ ყველაფერი კარგადაა. სამყაროში სიმშვიდეს აქვს გადგმული ფესვები,ხალხს ერთმანეთი უყვარს,დედაც კვლავ ჩემ გვერდითაა. *** ისევ მეღვიძება, ოღონდ ამჯერად ვიღაცის შეხება მაღვიძებს. მანჯღრევენ. შეშინებული სწრაფად თვალებს ვახელ და ქერა თმიან ქალს ვუყურებ,რომელიც მთელი ძალით,უხეშად მეხება. -გაიღვიძე.სწრაფად ადექი-მეუბნება და ფეხზე წამოდგომაში მეხმარება. სუნთქვა მიმძიმდება გაუგებრობისა და შიშისგან. -რა...რა ხდება-ვეკითხები თავზარდაცემული და ფეხზე ვდგები. ვკანკალებ. ნერვიულობისგან მუცელი მტკივა. -წამომყევი-უცნობი ხელს მკიდებს და ოთახიდან გავყავარ. დერეფანში მივდივართ, სადაც უამრავი ოთახია,იქიდან კი ქალების განწირული კვნესა ისმის.გული მიჩქარდება როდესაც წარმოვიდგენ, რომ შეიძლება მათ ადგილას მალე მე აღმოვჩნდე.არ მინდა.არ მინდა ის ტკივილი განვიცადო,რასაც ახლა ისინი განიცდიან.უნებურად მიცრემლიანდება თვალები და გამოსახულება კვლავ იბინდება. მინდა რომ მოვკვდე.მინდა ის დღეს დავწყევლო როცა ქალად დავიბადე,რადგან ქალები დაწყევლილები ვართ,ნებისმიერი საკითხი მათ ზურგზე ტყდება,ნებისმიერი წინ თუ უკან გადადგმული ნაბიჯი მათზე ტოვებს კვალს. მე კი სუსტი ვარ,ამისთვის ზედმეტად სუსტი და უსუსური ვარ. ვერ გავუძლებ. ამ უკანასკნელს,ჩემ პიროვნულ ღირსებას არ დავთმობ,თავს შევაკლავ და უარს არ ვიტყვი მის დაცვაზე. ფიქრებში მყოფმა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე. ქალი უცნობ ოთახთან ჩერდება და კარებზე აკაკუნებს.მალევე აღებენ კარს და ჩვენც დაუყოვნებლივ შიგნით შევდივართ. იქაურობას თვალს ვავლებ. ბევრი საწოლი დგას,საწოლებთან პატარა ტუმბო და იქვე ორი პატარა ფანჯარა. ოთახში მარტო გოგოები არიან,რომლებსაც დახეული,მოკლე კაბები აცვიათ საიდანაც ადვილად მოჩანს მათი ჩალურჯებები სხეულზე. მზერა მეყინება. მეცოდებიან,მაგრამ ჩემი თავი უფრო მეცოდება. საწოლთან მივყავარ და მსვამს.შემდეგ კი ლაპარაკს იწყებს -ამას ყურადღება მიაქციეთ,ცოტა აჭამეთ და არავის გაატანოთ. გენერლისთვისაა-ამბობს და გოგოებს თვალს ავლებს,შემდეგ კი ოთახიდან გადის. თვალები მიფართოვდება. ეს რას ნიშნავს. -რა გქვია?-მეკითხება კიდევ ერთი უცნობი და საწოლზე ჯდება. ტუჩები სულ გალურჯებული აქვს, იქიდან კი მისი ყვითელი კბილები მოჩანს. თავს კედლისკენ ვატრიალებ და ერთს ღრმად ვისუნთქავ,ნერვები მწყობრში არ მაქვს,შიშმა გონება საბოლოოდ გამოთიშა რეალობას,რათა ეს ყველაფერი სრულად არ აღიქვამს თორემ გავგიჟდები. არაფერს ვეუბნები, არ მინდა მათთან ლაპარაკი. აქ თითოეული მათგანი ჩემი მტერია. უცხოს არ უნდა ენდო. მათ არ უნდა ვენდო. -შეხედე ხმასაც არ გვცემს, 1-2დღე და შენც ჩვენ დღეში აღმოჩნდები,ქალწულო-მეუბნება შავთმიანი და კედელს ეყუდება. მე კი უბრალოდ ჩემ სახელს ვბურტყუნებ და საწოლის კიდეს ვეყრდნობი. ეს ყველაფერი არასოდეს დამთავრდება? *** ყველა დაწვა,სიწყნარეა. მხოლოდ ღრმა და მშვიდი სუნთქვის ხმა ისმის.მეცოდებიან ისინი, ალბათ თავს მშვიდად მხოლოდ მაშინ გრძნობენ როდესაც ძინავთ.თუმცა ზოგს ამის ფუფუნებაც არ აქვს. მათ შორის არც მე. ძველი დრო მენატრება. ოჯახი მყავდა, ტკბილი და წყნარი,მაგრამ ამ ამბის შემდეგ ყველაფერი აირია.მამა მოკლეს,შემდეგ დედა,ახლა კი მარტო დავრჩი. არ მინდა ასეთ ჯოჯოხეთში ცხოვრება. ამ ადგილის შესახებ არაფერი ვიცი, არც ის ვიცი აქ რატომ ვარ,მაგრამ მგონი ვხვდები.არ მინდა საკუთარ თავს დავაჯერო ის,რაც რეალურად ხდება.ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ თუ სადღაც, ვიღაც სხვა მე, სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, ის არასოდეს იფიქრებს ამ ჯოჯოხეთზე, რომელშიც მე ვიბრძვი. ვის ვებრძვი? საინტერესო კითხვაა. არა, ადამიანებს არ ვებრძვი, უკვე დიდი ხანია მივხვდი რომ მათთან არაფერი გამომივა, ისინი შეუცვლელები არიან,უბრალოდ არ ღირს. დინებას ვებრძვი და ვცდილობ მის საწინააღმდეგოდ წავიდე,მაგრამ არ გამომდის. მე კი ახლა უბრალოდ სიწყნარე მინდა. თვალებს ვხუჭავ და სიბნელეში ვუჩინარდები. იმედია სხვა სამყაროში,სხვა მე ბედნიერია. იმედია ბედნიერი ხარ აბი. *** -ადექი-მეუბნება ხმა და ხელს მკრავს. სიზმრიდან გამორკვეული საწოლზე სწრაფად ვჯდები და გვერდით მდგომს ვუყურებ. -რა მოხდა?-ვეკითხები უკვე ნაცნობ გოგოს და გაურკვევლობაში მყოფი ფეხზე ვდგები. -შენი წასვლის დროა-მეუბნება და ხელში რაღაც თეთრეულს მაწვდის-ეს ჩაიცვი. როდესაც მორჩები დამიძახე და წაგიყვან-ამბობს და კარებისკენ მიდის. -მოიცადე,სად წამიყვან?ან ვისთან? რა ხდება?-ხელს ვკიდებ დაბნეული და შეშინებული. ეს უკვე ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. -გენერალთან...-თქვა და შებრუნდა, მაგრამ, როდესაც კარებთან მივიდა უცბად გაჩერდა და შემოტრიალდა, შემდეგ კი ლაპარაკი დაიწყო-უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემ, გენერალს ნუ შეეწინააღმდეგები, რომ რიგითებთან არ გადაინაცვლო. ხომ ხედავ სხვებს რაც სჭირთ,ყურადღებით იყავი, სანანებელი არ გაგიხდეს შენი საქციელი.-ამბობს და გარეთ გადის. გავხევდი. გავიყინე. მოვკვდი. არ ვიცი რატომ,არ ვიცი რა მჭირს. ვიცი ეს არ უნდა გავაკეთო,მაგრამ ვაკეთებ.თითქოს ჩემი წინააღმდეგობა წამებში გატყდა,თითქოს ჩემს წინანდელ ფიქრებს აზრიც არ ჰქონია. კაბას ვიცვამ და ოთახიდან გავდივარ.წესიერად ვერ ვფიქრობ. თითქოს მე მე აღარ ვარ. უბრძოლველად დავთმე. მე,ჩემი თავი უბრძოლველად დავთმე? გვერდით ვუდგები უკვე ნაცნობს და მასთან ერთად მივაბიჯებ დერეფანში.სწრაფად და ღრმად ვსუნთქავ.ვცდილობ აკანკალებული სხეული გავაჩერო და აჩქარებული გულის ცემა დავაწყნარო, მაგრამ ეს შეუძლებელია,რადგან ძალიან მეშინია.მეშინია რომ ის მოხდება რაც ასე ძალიან არ მინდა. -აი,აქ შედი და დაელოდე-მეუბნება და სწრაფად მტოვებს.რამდენიმე წუთი ვუყურებ სახელურს, ესეც შენი დასასრული აბი. კარებს ვაღებ და ოთახში შევდივარ.ზუსტად აქ დავამთავრებ,ზუსტად აქ მოკვდება აბიგაილი. ეს საწოლი გახდება ჩემი კუბო,სამარე ჩემი სიცოცხლისა. საწოლს გვერდს ვუვლი, ფანჯარასთან მივდივარ. ვდგავარ. ვსუნთქავ,ან არა. მგონი სუნთქვაც დამავიწყდა. ველოდები. ველოდები როდის მოვა და იმ ერთადერთს წამართმევს, რაც დამრჩა. იმედს. იმედს ჩამიკლავს იმისა,რომ ეს ყველაფერი სიზმარია,თუმცა სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო. რეალობაა აბიგაილ,მწარე რეალობაა. ახლა აქ ომია და ომში ადამიანები კვდებიან,მაგრამ შენ დამატებით სხვა ომშიც გიწევს ბრძოლა,რადგან სამყარომ ჩვენი ბედი ასე გადაწყვიტა. კარები იღება და მაღალი სილუეტი შემოდის ოთახში.დიდია, მხარბეჭიანი. მაგრამ მაინც,პირველს რასაც ვამჩნევ, თვალებია. საზარელი თვალები,რომლებიც მე არც კი მიყურებენ. *** სიგარეტს მარჯვენა ხელში ვათამაშებ და ვუყურებ თუ როგორ მარხავენ ჯარისკაცები გარდაცვლილებს.ვუყურებ მათ ტანჯულ სახეებს,ნერვულ სიცილს,მათი ემოცია სრულიად საპირისპიროა ნორმალური ადამიანის განწყობასთან, როდესაც ამდენს მძორს ხედავს. ამ ყველაფერს მორჩებიან თუარა,იცით რა გააკეთებენ? დაჯდებიან და ისევ სიცილს დაიწყებენ, ერთმანეთს შეადარებენ თავიანთ საყვარლებს,იმ ქალებს, რომლებიც ამ დღეებში სასიკვდილოდ გაიმეტეს,ყოფილ ცოლებს, ვის როგორი აქვს,რამხელა მკერდი ან თუნდაც რომელი უფრო ამტანია სექსის დროს.ეს იქამდე სანამ სხვა საქმე არ გამოჩნდება,სანამ სიკვდილი კვლავ არ მიაკაკუნებს მათ კარებზე.სინამდვილეში კი, ამდროს ყველა თავიანთი შიშის დავიწყებას ცდილობს,შიშის რომელიც ადამიანს ნებისმიერი ნაბიჯის გადადმისკენ უბიძგებს. სიკვდილის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე სიკვდილის ყველაზე დიდი მონა ხდება. *** - მეზიზღებიან ეს ნაბიჭვრები - მხარზე ხელი მეგობრულად დამკრა სამუელმა. მისდამი დიდი ზიზღის მიუხედავად მაინც გავუღიმე წოდებით ჩემზე მაღლა მდგომს.არაფერი მიპასუხია, სიგარეტის მოწევა გავაგრძელე და მის ლაპარაკს ყური დავუგდე. -ხვალ რივერსაიდში გადავდივართ,აჯანყებას გეგმავენ იქ ის ბოზები-ამბობს სამუელი და სახეზე დაუფარავი ზიზღი ესახება. -როგორც ჩანს ჭკუა ვერ ისწავლეს-ვამბობ და სიგარეტის ნამწვავს ძირს ვაგდებ, შემდეგ კი ფეხს ვაბიჯებ. ახლა ჩემში არანაირი ემოცია აღარ ბუდობს. ასეა საქმისთვის საჭირო. -როგორც ჩანს... წამო დავლიოთ,ხვალ დამღლელი დღე იქნება,დიდიხანი ვერ დავისვენებთ-მეუბნება და მხარზე ხელს მკრავს, მეც ალკოჰოლის მიღების სურვილით ტვინარეული მის კარავში შევდივარ. *** უკვე მეხუთე ჭიქას ვსვამ სამუელთან ერთად და რაღაც უაზრობაზე ველაპარაკები. ის კიდევ ერთხელ მისხამს ჭიქაში ღვინოს,შემდეგ თავის ჭიქაში ასხამს და სვამს.მეც მას ვბაძავ და სულმოუთქმელად ვცლი სასმელს,თითქოს მეტი საქმე არ გვქონდეს. ჭიქის ჩაცლის შემდეგ სამუელი ფეხზე დგება და მხრებში სწორდება,იზმორება. -ეხლა კაი ქალი გაასწორებდა-ამბობს, თმებს უკან იწევს და ოხრავს. მეც ვგრძნობ როგორ მოძრაობს სხეულში რაღაც,შემდეგ მუცლისკენ მიდის და პ*ნისთან ჩერდება.ქალის სხეულის შეგრძნების სურვილით გაბრუებული ფეხზე ვდგები და კარავიდან მასთან ერთად გავდივარ. ××× შემოვიდა,ჩემ წინ დგას და მშვიდი,აუღელვებელი მზერით მიყურებს.ჩემკენ ნელი ნაბიჯებით მოიწევს და საწოლთან ჩერდება,ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებს,ერთ ღერს აცლის და ცეცხლს უკიდებს.ეს ყველაფერი წამის მეასედში, ერთმანეთის მიყოლებით ხდება. ეს თვალები,თითქოს სადღაც მინახავს. თითქოს ოდესმე ჩემთვის ამ თვალებით შემოუხედავთ. რამდენიმე წუთი დინჯი,შესაშურად მშვიდი მზერით მიყურებს და ალბათ ჩემს ფორმებს სწავლობს. ამ დროის მანძილზე კი გულს ბაგაბუგი გააქვს.სადაცაა საგულედან ამოხტეს და ჩემ მაგივრად გაიქცეს.მუხლები ისე მიკანკალებს მეშინია არ წავიქცე და მას ჩემი სისუსტე არ დავანახო. რომ შემომხედოთ გარეგნულად სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ამოიკითხავთ,მას ისე ვუყურებ თითქოს ჩემი ერთერთი,არასასურველი ნაცნობი იყოს და არა მტერი,თუმცა ეს გარეგნული სიმშვიდეც სადღაც ქრება, როდესაც მისი პირიდან ამოსული სიტყვები ჰაერს აპობს და ჩემს ყურთასმენამდე აღწევს. -ახლოს მოდი-ამბობს და ვგრძნობ ჩემში როგორ ღვივდება რაღაც ძლიერი,საოცრად ცხელი გრძნობა. იმის შიშით რომ არ გავაღიზიანო მას ოდნავ ვუახლოვდები, მასთან მხოლოდ ორი ნაბიჯი მაშორებს,მაგრამ იმ რამდენიმე ნაბიჯს უცნობი ფარავს და ხელს წელზე მხვევს. მოვლენები სწრაფად და მოულოდნელად ვითარდება. -ლამაზი ხარ-ჩურჩულებს ყურთან ახლოს და სიგარეტს ძირს აგდებს,შემდეგ კი ჩემთვის თვალმოუშორებლად ფეხს აბიჯებს. ისე ვარ შეშინებული პირიდან სიტყვები არ ამომდის,იმის თხოვნაც კი არ შემიძლია რომ არაფერი დამიშაოს,უბრალოდ გაშეშებული ვარ და მის თვალებს ვაშტერდები. რა მჭირს! საკუთარ კითხვაზე პასუხი პირველად არ მაქვს. -რა გქვია?-მეკითხება და ვერ ვხვდები რაში სჭირდება მას ჩემი სახელი. მე,თოჯინა,რომელსაც მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს ახლა,არავის ვჭირდები,ამიერიდან მხოლოდ ცხოველების სურვილების დასაკმაყოფილებელ მანქანად გამომიყენებენ. და რა? მე ამას ვეგუები?! თითქოს ყურს უკან ვიღაც პატარა ბავშვის ხმით მეჩურჩულება. ჩემს ხმას ჰგავს. -ა.აბიგაილი-ვეუბნები ხმის კანკალით და ძირს ვიყურები,თუმცა ის თავს მაღლა მაწევინებს და ჩემს გამომშრალ ტუჩებს თავისით ეხება. ისეთი სისწრაფით და სიუხეშით მკოცნის, რომ იძულებული ვარ ავყვე,თორემ შესაძლოა ტუჩები მომაჭამოს.ხელებს ფორმაზე ვადებ და მუჭებში ვიქცევ,ვცდილობ თვალებში დაგროვილი ცრემლი არ გავათავისუფლო და გადმოსვლის საშუალება არ მივცე, თუმცა არ გამომდის და ცრემლები ლოყაზე ერთიმეორის მიყოლებით ჩამომდის. მის ხელებს მკერდზე ვგრძნობ,ოდნავ მიჭერს კაბის გარედან და ცდილობს ყველგან შემეხოს, სადაც შესაძლებელია.მალევე ჩემი ტუჩებიდან ყელისკენ ინაცვლებს და ახლა მის დაკოცვნას იწყებს,დროდადრო კანს წოვს და შემდეგ ენას უსვამს,მე კი კბილებს მთელი ძალით ვაჭერ ტუჩებს, რათა პირიდან ტკივილიანი ოხვრა არ ამოვუშვა და ამით მას უფრო მეტი სიამოვნება არ მივაყენო.ისინი ხომ სწორედ ჩვენი ტკივილით საზრდოობენ. ჩვენი ტანჯვა აყენებთ სიამოვნებას. ტვინში განგაშის სიგნალები ანთებას მაშინ იწყებენ,როდესაც მის ხელებს მოკლე კაბის შიგნიდან ვგრძნობ და მკერდზე მთელი ძალით ვაწვები,ის კი უკან ორი ნაბიჯით ისე იხევს,თითქოს ჩემს გამხდარ ხელებში უდიდესი ძალა მქონდეს,რომლითაც ამხელა კაცს უკან დახევას ვაიძულებ. მიყურებს,როგორც ჩანს არ მოელოდა,მაგრამ დამყვა. ვუყურებ და ვცდილობ აკანკალებული სხეული დავაწყნარო,მაგრამ არ გამომდის. შიშმა მთელი ორგანიზმი შემიჭამა. -ხვდები რა გააკეთე აბიგაილ?-მეკითხება ის,ვისი სახელიც ჯერ არ ვიცი და არც მინდა გავიგო.არაფერს ვეუბნები და თავს უსიტყვოდ ვხრი დაბლა. შიში კიდევ უფრო ღრმავდება. ჩემში გაჩენილი ცხელი გრძნობა კი კიდევ უფრო უმატებს ტემპერატურას,თითქოს მალე ამოიფრქვევა. -ამის გამო შემიძლია რიგითების სათრევ მეძავად გაქციო-მეუბნება ზედმეტად მშვიდი ტონით და საწოლზე ჯდება.ამ სიტყვების გაგონების ვხვდები,რომ სრულიად მასზე და მის სურვილებზე ვარ დამოკიდებული. და გაუაზრებლად წამომხტარი მასთან ვიმუხლები, რომელიც საკუთარ მუხლებს იდაყვებით ზედ დაყრდნობია. -გთხოვთ...გთხოვთ ამას ნუ იზამთ...გევედრებით...-ვეუბნები ტირილით და ძირს ვიყურები. მისთვის თვალებში შეხედვა ახლა არ შემიძლია. რას აკეთებ აბიგაილ. ყურს უკან კვლავ პატარა ბავშვის ხმა ჩამესმის. -და ეს რატომ არ უნდა გავაკეთო?-მეკითხება ის და ფეხზე დგება. მისი ტონი ზედმეტად სერიოზულია,თითქოს ჩემს გასაუპატიურებლად კი არა,ჩემთვის სიამოვნების მოსაყენებლად მოვიდა. თითქოს სწორად ვერც იაზრებს რის გაკეთებას აპირებს. -მე...მე თქვენთვის არაფერი დამიშავებია-ვეუბნები მას და თვალებში ვუყურებ,თუმცა მალევე ვარიდებ მზერას.მრცხვენია. ზურგს რაღაც ამოუცნობი შეგრძნება მიწვავს,თითქოს ვიღაც მთელი ეს დრო მომშტერებია, თითქოს მთელი ძალით ცდილობს ყურადღება მიიქციოს. არაფერს მპასუხობს და ჩემ თვალწინ პირველად ცინიკურად იღიმის. სიგარეტს უკიდებს. უხმოდ ვართ რამდენიმე წუთი,მაგრამ შემდეგ ოთახში ბოხი ბარიტონი ისმის. -არ მაინტერესებს,ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენ სხვა არაფერში გამომადგები,დროის დახარჯვა არ ღირს.როგორც ჩანს "კარგი" დროის გატარებას რიგითებთან ყოფნა გირჩევნია,ვეტყვი რომ მათთვის განკუთვნილ საქონლებში გადაგიყვანონ-მეუბნება და კარებისკენ მიდის. ანუ? მორჩა? აქ დამთავრდა? ნუთუ ღმერთი მართლა გამიკეთებს ამას. ბრაზი ჩემში დაგროვილ გრძნობას უფრო აცხელებს.ორგანიზმი მემდუღრება და შეუკავებელი ემოცებისგან მეწვის. აბიგაილ. კივილი. დედაჩემის კივილი. თვალებს მთელი ძალით ვაჭერ,ეს რა გავაკეთე. ეს რა გაგიკეთე აბი. მთელი სიმტკიცით ფეხზე ამაყად ვდგები და თავს მაღლა ვწევ,უკვე აზრი აღარ აქვს, რაც მოსახდენია მაინც მოხდება, ყველანაირ შემთხვევაში განწირული ვარ. იქნებ ამჯერად მაინც მივიღო პასუხები ჩემს კითხვებზე. -კარგით,მაგრამ სანამ ამას გააკეთებდეთ,იქნებ ერთ კითხვაზე მიპასუხოთ-ვეუბნები მას სერიოზული,უშიშარი მზერით და მის პასუხს გულმოდგინედ ველი. დროა კითხვებზე პასუხები მივიღო. ××× -კარგით მაგრამ,სანამ ამას გააკეთებდეთ,იქნებ ერთ კითხვაზე მიპასუხოთ.-მესმის მისი ნაზი ხმა სანამ კარებიდან გავიდოდე და მეც მისკენ ვტრიალდები. ვუყურებ ამჯერად ამაყ,თავაწეულ ქალს და მაინტერესებს როგორ გაგრძელდება საუბარი,ამიტომ უხმოდ ვანიშნებ რომ გააგრძელოს. -ამას რატომ აკეთებთ-მეკითხება ის თითქოს გაუტეხავი მზერით და პასუხს ელოდება.ვუყურებ მას და ის,ბავშვური,ატირებული გოგო,რომელიც ცოტახნის წინ მთხოვდა მისთვის არაფერი დამეშავებინა სადღაც გამქრალიყო და მისი ადგილი ამაყ,ძლიერ და თავის თავში დარწმუნებულ, მაგრამ ამავე დროს სასოწარკვეთილ ქალს დაეკავებინა. პასუხს არ ვაყოვნებ,ეს ყველა ჯარისკაცისთვის მომზადებული პასუხია, პასუხი რომელიც საკუთარ სახელზე კარგად უნდა იცოდე. თავდაჯერებული ამაყად ვპასუხობ -ჩემი სამშობლოს დასაცავად-ვეუბნები მას ასევე საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული. -და რაში გამოიხატება თქვენი თავდაცვა? ეს თავდაცვა არაა,ეს თავდასხმაა.თქვენ მუდამ ცდილობთ რაიმე მიზეზი შექმნათ რათა ბრძოლა წამოიწყოთ,ჩვენ კი იძულებულნი ვხდებით თავი დავიცვათ და თქვენთან ერთად იმ მორევში ვვარდებით,საიდანაც ყველამ ვიცით ვეღარ ამოვალთ,ასე რომ სიმართლე მითხარით, ამას რატომ აკეთებთ-მეკითხება ის დაჟინებით და მეც უკვე ოდნავ გაღიზიანებული,მაგრამ მისთვის თვალის ასახვევად დაყენებული თავდაჯერებული ტონით იგივე პასუხს ვუმეორებ. -უკვე გითხარი,ჩემი სამშობლოს დასაცავად- საინტერესოა რატომ ვწევალ ამდენად საუბარს. ახლა ოთახში მისი სისხლის სუნი უნდა ტრიალებდეს,მიწა წითლად უნდა იყოს შეღებილი, მის შუბლში ნაპრალი დიდი ხნის წინ უნდა გაჩენილიყო. -კარგით ვთქვათ ასეა და თქვენ თქვენს სამშობლოს იცავთ,მაშ მითხარით რისგან.ჩვენ არ ვესხმით თავს თქვენს ქვეყანას,არ ვკლავთ ბავშვებს, არ ვაუპატიურებთ თქვენს ქალებს,არ ვჟლეტთ მთლიან მოსახლეობას,მაშინ მითხარით რისგან იცავთ თქვენს სამშობლოს-ისევ და ისევ მიტევს ის და მეც შეძრწუნებული ერთ ადგილას ვშეშდები, სწორი პასუხები არ მაქვს.ის პასუხები არ მაქვს,რომელიც ახლა მინდა მას გავცე,რათა გავაჩუმო და უკან დავახევინო.ამაზე ადრე არასოდეს დავფიქრებულვარ. ამისთვის დრო არც არადროს მქონია,ჩემთვის ეს კითხვები არასოდეს დაუსვამთ. ყოველთვის ბრძანებებს და მითითებეს მივყვებოდი,ვიბრძოდი და ვკლავდი.ეს იყო ჩემი ცხოვრება,ეს იყო ჩემი მიზანი,ქვეყანაში სიმშვიდის დაბრუნება.რა ჯანდაბაა.ღმერთო. წარბშეკრული გაღიზიანებული ვუყურებ რატომღაც ამაყ და საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულს და მინდება რომ იარაღი ამოვიღო,შუბლში დავაჭედო და ვუყურო როგორ დაეცემა უსულოდ მიწაზე,რადგან იმ დაკეცილი სურათის გაშლას ცდილობს,რომლის გახსნაც არადროს მდომებია,არაფა გულის ჯიბით მუდამ თან ვატარებდი. ეს ყველაფერი იმაზე ამაზრზენი ხდება ვიდრე აქ მოსვლამდე იყო. -სიკვდილი მოგინდა ბავშვო?-ვღრიალებ თავზარდაცემული და შარვალში ჩამალულ თოფს ვიღებ,შემდეგ კი მისკენ ვიშვერ-ეს გინდოდა რომ გამეკეთებინა?გინდა რომ მოგკლა არა?კარგი,უარს არ გეტყვი-ვეუბნები გამწარებული და საშინლად გაღიზიანებული,შემდეგ კი იარაღს ვტენი და ვუმიზნებ -კარგით მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ,ჩვენ, მშვიდობიანი მოსახლეობა,უარს ვამბობთ ძალადობასა და ომზე,გთხოვთ ამას შეხედოთ როგორც ჩვენს უდიდეს ძალას და არა სისუსტეს-ამბობს და თვალებს ხუჭავს.ელოდება როდის გამოვკრავ სასხლეტს თითს და ვესვრი.ვერც კი წარმოიდგენთ ისე მინდა ამ მწარე სიმართლისთვის მოვკლა, მაგრამ რაღაც მაჩერებს,უფლებას არ მაძლევს ერთი მოძრაობა გავაკეთო,ერთი საბედისწერო მოძრაობა,რის შემდეგაც ის მოკვდება. ეს სიტყვები ტვინში მიელვებს თუარა გონზე მოვდივარ და აკანკალებულ ხელს ძირს ვუშვებ,შემდეგ კი იარაღს თავის ადგილზე ვაბრუნებ.მე ის მჭირდება, გონებაში მხოლოდ ეს სიტყვები ტრიალებს. ××× ძილბურანში ვიყავი გახვეული და რაღაც უჩვეულო სიზმარს ვხედავდი,ირგვლივ ყველაფერი მწვანე იყო,არაფერი ხდებოდა,მხოლოდ მწვანე ფონი, რომელიც თანდათან ლპებოდა. უცბად მეღვიძება და მაღლა ვიხედები,ჩემი საწოლის გვერდზე ესმა დგას და რაღაცებს ალაგებს პატარა ნაჭერში,მაგრამ როდესაც გაღვიძებულს მხედავს ჩერდება და ჩემკენ მოდის,შემდეგ კი გადასაფარებელს ჩუმად მხდის. -სწრაფად ადექი და ჩაიცვი,მივდივართ-მეუბნება ჩუმად,მაგრამ მკაცრი ტონით და თავის საქმეს აგრძლებს. -რა? სად?-ვეკითხები ჩემგან ზურგით მდგომს,ისიც მოუტრიალებლად მეუბნება -გააკეთე რაც გითხარი...სწრაფად! მის ნათქვამს ვასრულებ და ფეხსაცმელს ვიცმევ.ბევრი ჩასაცმელი არც არაფერია,უფროსწორად საერთოდ არაფერია,საწოლშიც ჩემი ტანსაცმლით მძინავს. ცოტახანში ესმა თავის საქმეს ასრულებს და მაჯაზე ხელს მკიდებს,შემდეგ კი გარეთ ჩუმად გავყავარ. -იქნებ მითხრა სად მივდივართ?-ვეკითხები მას ისევ მაგრამ ის ხმას არ მცემს,ამიტომ გაღიზიანებული ხელს ვაშვებინებ და ოდნავ ხმამაღლა ვამბობ -ვერ გაიგე რა გკითხე? სად მივდივართ-მეთქი?-ის ჩემკენ ტრიალდება და ისიც ოდნავ გაღიზიანებული მპასუხობს -გავრბივართ,ახლა გასაგებია?ფეხი გამოადგი-მეუბნება და ტყეში შედის. დავიბენი,ვიცი რომ არ უნდა გავყვე,მაგრამ ფეხები თავისით მოძრაობს და მას მიყვება,მეც ინსტინქტებს მივყვები და ესმას გვერდით ვუდგები. დაახლოებით 20 წუთის სიარულის შემდეგ პატარა სარდაფში ჩავდივართ და კარებს ვკეტავთ,შემდეგ კი იქვე,კედელთან ვჯდებით. ××× -ბარგი შეკარით,იარაღები აიღეთ და აქაურობა გაასუფთავეთ,კვალი ვერ უნდა აიღონ-ვამბობ ხმამაღლა და კარისკენ ვტრიალდები,როდესაც ზურგს უკან ნაცნობ ხმას ვიგებ -გენერალო,გოგონებს რა ვუქნათ?-მეკითხება რიგითი რაიდერი და ჩემს პასუხს ელოდება.ცოტახანი ვჩერდები,მაგრამ საბოლოოდ ემოცია ჩაკლული ბრძანებას გავცემ და ოთახს ვტოვებ -...დახვრიტეთ! ××× ფიქრებში წასული გონს ყვირილის ხმას მოვყავარ.მალევე ვგრძნობ თუ როგორ ჩამოცხა და ჩემი სასუნთქი ორგანოც გამონაბოლქვით ნელ-ნელა იჟღენთება,ტვინში წითელი მენთება. ცეცხლი. ფეხზე სწრაფად ვდგები და ესმას გაღვიძებას ვცდილობ.თვალებს ახელს თუარა ისიც მაშინვე ფეხზე დგება და თვალებს დამფრთხალი აქეთ-იქით აცეცებს. -სწრაფად გარეთ გავიდეთ-უცბად ყვირის ხმამაღლა და კიბეებისკენ გარბის,მაგრამ გარეთ გასვლას ვერ ახერხებს, რადგან ირგვლივ ყველაფერი ცეცხლშია და კიბეებსაც ნელ-ნელა ეკიდება. ისევ უკან ბრუნდება და ხელს მკიდებს,შემდეგ კი ცდილობს ცეცხლისგან რაც შეიძლება შორს წავიდეს. -რას აკეთებ?სწრაფად გავიქცეთ!-ვეუბნები ხმამაღლა და ვცდილობ ჰაერი არ შევისუნთქო,რადგან უკვე ვგრძნობ ყელისა და ცხვირის წვას.ესმა არაფერს მპასუხობს,იქვე იკეცება და ვიღაცის მოლოდინში ლოცვას იწყებს.მგონი გიჟდება. -გაგიჟდი?რას აკეთებ?!ადექი,გავიქცეთ-ვუყვირი და მკლავში ხელს ვკიდებ,შემდეგ კი ჩემკენ ვქაჩავ,მაგრამ ის ადგილიდან არ იძვრის და რაღაც ამდაგვარს თავისთვის ბურდღუნებს."არა,გენერალს უნდა დაველოდო.ლივაის უნდა დაველოდო.მომკლავს" ვერ ვხვდები რა ხდება. *** ვეღარ ვსუნთქავ.ვგრძნობ როგორ მეკეტება სასუნთქი მილი და ფილტვებს ჰაერი აღარ მიეწოდება. ყელი ამდენი გამონაბოლქვისგან მეწვის.ვიხრჩობი. ვგრძნობ როგორ ვკარგავ გონებას. ძირს გაწოლილ ესმას ვუყურებ და მეშინია რომ თუ შევეხები და პულს გავუსინჯავ,გულის ცემას ვეღარ ვიგრძნობ. თვალები ცრემლით მევსება და თავბრუსხვებას გაძლიერებულად ვგრძნობ. კედელთან ძალადაკარგული ვიკეცები და ძირს თითქმის გონება დაკარგული ვვარდები,მაგრამ თვალების გახელას მაინც ვცდილობ და გასასვლელისკენ ვიყურები,რომელიც ცეცხლის ალშია გახვეული. მეტს ვეღარ ვუძლებ.თვალებს ნელ-ნელა ვხუჭავ,მაგრამ სანამ ბოლომდე დავხუჭავდე, ცეცხლში შემოვარდნილ მაღალ სილუეტს ვხედავ,შემდეგ კი გამოსახულება ქრება,ყველაფერი შავდება და გონებას საბოლოოდ ვკარგავ. *** თვალებს ნელ-ნელა ვახელ და ჩემ გვერდით,მუხლებზე მდგარ გენერალს ვუყურებ.ცოტახანი ისევ მის მკლავებში ვწევარ,მაგრამ გონება ამ ყველაფერს აანალიზებს თუ არა გული სწრაფად ფეთქვას იწყებს,ამას ემატება ატკიებული ყელი და წამომჯდარი ხველისგან წამოსულ ცრემლებს ვიწმენდ,გენერალი ზურგზე ხელს ნაზად მისვამს,მეკი მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ.ეს ზუსტად ის კაცია,ვინც ჩემს გაუპატიურებას აპირებდა? გარეგნობა ზუსტად მისი აქვს,მაგრამ მისი ბრაზით და ზიზღით სავსე თვალები ახლა მხოლოდ შფოთვას აჩვენებს.არ, ვიცი შეიძლება მე მეჩვენება ასე,ან მართლაც ასეა. -კარგად ხარ?-მეკითხება ბოხი ხმით და წამოჯდომაში მეხმარება.მე ხმას არ ვცემ,უბრალოდ იმ ყველაფრის გაანალიზებას და გადახარშვას ვცდილობ რაც ცოტა ხნის წინ მოხდა. ღმერთო. კინაღამ მოვკვდი. მართალია ბევრი ცუდი რამ გადამხდა თავს,მაგრამ მაინც არ მინდა სიკვდილი.არ მინდა ასე ახალგაზრდა მოვკვდე.არ მინდა მეც ჩემი მშობლების ბედი გავიზიარო.არ მინდა უბედური წავიდე ამ ქვეყნიდან. მინდა ბედნიერი ვიყო.ბედნიერი მოვკვდე და არა ასე,უბედური და მარტოსული. ფიქრებში უფრო და უფრო ღრმად ვიძირები და მოულოდნელად ვიაზრებ, რომ სიკვდილს სწორედ იმ კაცმა გადამარჩინა,რომლის სიკვდილსაც სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ ვნატრობდი,ახლა კი მისი მადლიერი უნდა ვიყო. უცბად ყელში რაღაცის მოწოლას ვგრძნობ და ხველა მივარდება.ვერ ვჩერდები,როგორც ჩანს ის ბოლი რომელიც სარდაფში ჩავისუნთქე,ჯერაც არ განეიტრალებულა. მოულოდნელად ფეხებქვეშ ხელებს ვგრძნობ და ჰაერში ვჩერდები.გაოგნებული ვუყურებ სწრაფად მიმავალ ჰარის და ისევ და ისევ ცრემლების მოწმენდას ვცდილობ. დაახლოებით ორი წუთის სიარულის შემდეგ წყაროსთან ჩერდება და ძირს მსვამს,შემდეგ კი წყალს მუჭებით ავსებს და მასმევს. ××× -ესმა წადი და ბანაკი შეამოწმე,ნახე წავიდნენ თუარა.იცოდე,არავინ შეგამჩნიოს!- ვეუბნები ესმას გამაფრთხილებელი მზერით და თვალს იქამდე არ ვაცილებ,სანამ ხეები არ დაფარავენ მის სხეულს,შემდეგ კი აბიგაილისკენ ვანაცვლებ მზერას. მოხრილი ზის და ღრმად სუნთქავს,ხელებით მიწას ეყრდნობა და წონასწორობას ამით ინარჩუნებს,ჩემკენ არ იხედება, მიწას თვალმოუშორებლად უყურებს,თითქოს მის გარშემო არავინაა, რაღაცაზე გამალებით ფიქრობს. ფიქრს არ ვაწყვეტინებ და მდინარისკენ მივდივარ. ხელებს წყალში ვყოფ,მუჭებში ვაგუბებ და სახეზე ვისხავ. რას ვაკეთებ? ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯი არასოდეს გადამიდგამს, ყოველთვის წინასწარ ვფიქრობდი ნებისმიერ საკითხზე,მაგრამ ომში ყველაფერი თავდაყირა დგება.ამდენ სიბინძურეს ვეღარ იტევს ჩემი ცოდვებით დამძიმებული სული. ისევ იმავეს ვიმეორებ. ხელებს წყალში ვყოფ და მუჭებში ვაგუბებ, როდესაც უკნიდან ნაცნობი არანორმალური სიცილი მესმის. უკან სწრაფად ვტრიალდები და ჩემ წინ მდგარ გამხდარ,მაღალ სხეულს ვუყურებ,რომელიც წელში მალევე სწორდება,იარაღს მიმიზნებს და ირონიულ მზერას მესვრის.ვერასდროს ვიტანდი ამ ნაბიჭვარს. -თვით ყველაზე ძლიერი,ყველაზე ერთგული,ყველასთვის მისაბაძი გენერალი მეძავთან ერთად გარბის,მშვენიერი სიყვარულის ისტორიაა გენერალო,მაგრამ როდის მოასწარით.მე და ჯომ ხომ სულ ორი დღეა რაც მოვიყვანეთ- ამბობს რაიდერი არანორმალური ღიმილით,ზურგზე გადაკიდებულ ესმას უსულო სხეულს ძირს აგდებს და ჩემკენ მოდის,მაგრამ იარაღისკენ წაღებულ ჩემ ხელს ხედავს თუარა ჩერდება. -აბა აბა,ეშმაკობებს არ ვიყოთ,იარაღი გადმომიგდე...სწრაფად-მიყვირის და იარაღისკენ მითითებს,მეც სხვა გზა აღარ მაქვს,იარაღს ხელი მოვკიდე და მისკენ ვისროლე. ყურადღება აღარ მიაქცია ძირს დაგდებულ თოფს და ისევ ჩემკენ განაგრძო სვლა.რა ს*რია.გავიფიქრე თუარა გონებაში აბიგაილისკენ გავიხედე, მაგრამ ის იქ აღარ დამხვდა.სად ჯანდაბაში წავიდა.ვფიქრობ ჩემთვის, როდესაც სახეში მუშტს მარტყამს და ძირს მაგდებს,ძირს დავარდნილს წიხლს მუცელში მირტყამს და ზურგზე მაბრუნებს. იარაღს იღებს და მიმიზნებს. თვალის გარსი მთლიანად ჩაწითლებული აქვს. -ჯგუფში შემოსვლის დღიდან ვერ გიტანდი,შენი მოკვლის ათასი ხერხი წარმოვიდგინე და ახლა იარაღით გკლავ,მადლობა მითხარი გულკეთილობისთვის სი*ო-იარაღს ტენის და სასხლეტს თითს ადებს.რა ჯანდაბა ხდება ამის დედაც. გაანძრიე შე *ვერო! საკუთარ თავს ბოლო ხმაზე ვუყვირი, მაგრამ სურვილი დიდად არ მაქვს ხელი გავანძრიო.გოგო გაიქცა.ის მაინც გადავარჩინე,დანარჩენი უკვე ფეხებზე *კიდია. სასხლეტს ნელ-ნელა აწვება და გასროლის ხმაც არ აყოვნებს,მაგრამ ეს რაიდერის იარაღიდან არ არის წამოსული. ცოტახანი გაოგნებული ვუყურებ რაიდერის უსულო სხეულს,შემდეგ კი თვალებს ჩემ წინ მდგარ აბიგაილს ვაპყრობ,რომელსაც ორივე ხელში იარაღი უჭირავს და მთლიანად ცახცახებს. *** არ ვიცი რა მოხდა. როგორ მოხდა ან რატომ. როდესაც ადამიანი ასეთ მდგომარეიბაში დავინახე...თითქოს ტვინში სისხლი ჩამექცა.იმ დროს ამის შედეგებზე არ ვფიქრობდი.სხეულის თავისით ამოძრავდა. მაგრამ, როდესაც მისი უსულო სხეული ძირს დავარდნილი,სისხლის გუბეში მწოლიარე დავინახე...არ ვიცი.ვერ ავღწერ რა დამემართა. თითქოს სხეულში რაღაც აფეთქდა. ცახცახი დამეწყო.ვუყურებდი მის გვამს და მთლიანად ვკანკალებდი. არ მჯეროდა რომ მეც იმ არსებებს დავემსგავსე,რომლებსაც ადამიანის მოკვლა ხელის აუკანკალებლად შეეძლოთ.ახლა ხო მე მათგან აღარაფრით განვსხვავდებოდი. ამ ფიქრებთან ერთად ყურში გენერლის ბოხი ხმაც მესმის,მაგრამ სიტყვებს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ,არ მესმის რას ამბობს. მოულოდნელად კი ხელებს ორივე მკლავში მავლებს და მთელი ძალით მანჯღრევს. -ამის დედაც აბიგაილ,შემომხედე...აი ასე,შემომხედე...მისმინე... მისმინე-მეთქი...შენ არ მოგიკლავს...მე ვიყავი გესმის?...მე მოვკალი...შენ არაფერ შუაში ხარ-ერთსა და იმავეს ათასჯერ მიმეორებს და თვალებში მიყურებს,მე კი მხოლოდ თავის დაქნევას ვახერხებდი-კარგია...ახლა კი ადექი,უნდა წავიდეთ. წინააღმდეგობა არ გამიწევია. ამის არც თავი მქონდა და სიმართლე რომ გითხრათ არც სურვილი. *** ჯეიმსის სახლის წინ ვდგავართ და ველოდებით კარს როდის გაგვიღებს. ეს ც ერთერთი ბრიტანელია,რომელიც მხოლოდ იმიტომ არ მოვკალით რომ უფროსი მეთაური გადაარჩინა.ახლა კი ჩვენი გადარჩენა მოუწევს. კიდევ ერთხელ ვწევ ხელს კარზე დასაკაკუნებლად, მაგრამ მოულოდნელად კარები იღება და იქიდან თეთრ წვერიანი,ღიპიანი კაცი მოჩანს,მაგრამ როგორც კი მხედავს კარების დაკეტვას ცდილობს,თუმცა არ გამოსდის. კარებს ვაღებ,ჯეიმს კი უკან ვაგდებ, შიგნით დაუკითხავად შევდივარ და აბიგაილსაც ვუშვებ. იარაღიან ხელს ჯეიმს არ ვაშორებ. -გამარჯობა ჯეიმს -ლივაი...აქ რა გინდა?-მეკითხება და შეშინებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. -საქმე მაქვს -საქმე? რა საქმე -ბრიტანეთის საზღვარზე უნდა გადამიყვანო და სადგურამდე მიმიყვანო,რათქმაუნდა თუ სიკვდილი არ გინდა-ვემუქრები და მის პასუხს ველოდები. ჯეიმსი გადამტანია. საზღვარზე გვამები გადააქვს,შემდეგ კი უკან ბრუნდება.ამიტომაც მოვაკითხე მას.ჩვენი ბრიტანეთის საზღვარზე გადაყვანა უსაფრთხოდ შეუძლია,რადგან გვამებით გატენილ მანქანას არავინ ამოწმებს. -შენი დედაც ლივაი.გაგიჟდი? ორივეს მოგვკლავენ. -მოკეტე ჯეიმს,შენც კარგად იცი რომ საზღვარზე ჩვენი უსაფრთხოდ გადაყვანა შეგიძლია,მაგრამ თუ არ გინდა...-იარაღს ვტენი, სასხლეტს თითს ვადებ და მისი ყვირილის ხმაც მალევე ვრცელდება ოთახში.ასეც ვიცოდი. ჩმორი ნა*იჭვარი -კარგი...კარგი,მოიცადე...იარაღი დაუშვი...გადაგიყვან...გადაგიყვან...ჯერ ეგ იარაღი დაუშვი-იარაღს ძირს ვუშვებ და მისკენ მივდივარ -მარტო მე არა,აბიგაილიც ჩემთან ერთად მოდის -ეს გოგო?კარგი,ცოტახანი მაცადეთ,გავემზადები და გაგიყვანთ. *** გზაში არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.ექვს საათიანი მგზავრობის შემდეგ სადგურამდე მივედით. ჩამოვედით თუარა ჯეიმსი უკან გაბრუნდა და წავიდა. ბილეთები ჩემი საბუთის საშვალებით ავიღე,სადაც ეწერა რომ შვებულებაში წასვლის შესაძლებლობა და უფლება მქონდა. ორი ბილეთი ავიღეთ და ერთერთ კუპეში მოვდავსდით. აბიგაილი მთელი მგზავრობის განმავლობაში ჩუმად იჯდა. ახლაც ჩუმად ზის.თავი ფანჯრაზე აქვს მიდებული და წვიმიან გზას გაჰყურებს. უეცრად კი ჩემკენ ტრიალდება და მზერას მისწორებს. ცივია, არაფრისმთქმელი. შემზარავი. გვამივით. -გენერალო? -დიახ?-ვკითხულობ გაკვირვებული და წარბებშეკრული ვუყურებ -აქ რატომ ვარ?რატომ გადამარჩინეთ-მეკითხება და ჩემი თვალებიდან მზერა ერთმანეთში ახლართული ხელებისკენ გადააქვს. არაფერი მითქვამს.ვერ ვეტყოდი. ვერ ვეტყოდი რადგან სათქმელი არც არაფერია. *** იარაღი.გენერალი.ესმა.სისხლი. გასროლის ხმა და ძირს დაგდებული,სისხლში მწოლიარე უსულო სხეული. ვუყურებ ჩემ თავს გვერდიდან და ახლა აბიგაილის მაგივრად მკვლელს ვხედავ. მკვლელი.მან ადამიანი მოკლა.მე მკვლელი ვარ. მკვლელი ვარ. გონებაში ათასჯერ მიმეორებს ხმა ამ სიტყვას და ლამისაა გავგიჟდე. "მკვლელი" "მკვლელი" "მკვლელი" "მკვლელო!" მოულოდნელად მესმის შორიდან შემზარავი ყვირილის ხმა და სხეული შოკისგან ვიბრაციებს გამოსცემს,შემდეგ კი ყვირილით მეღვიძება. -არა-ფანჯარაზე მიდებულ თავს შუშას ვაშორებ და წელში,სწრაფი სუნთქვით ვსწორდები, ოფლიან სახეს ხელის გულებით ვიწმენდ-...არა...მე მკვლელი არ ვარ. მე არავინ მომიკლავს.მე მკვლელი არ ვარ.მკვლელი არ ვარ.არა-სწრაფად ვლაპარაკობ და ათრთოლებული სხეულის დაწყნარებას ვცდილობ,მაგრამ არ გამომდის. გაუჩერებლივ ვსულუკუნებ და წელში ვიხრები,რომ სწრაფად აჩქარებული გულის გამო გამოწვეული ტკივილი შევიმსუბუქო. მოულოდნელად კარები იღება. იქ კი კარებში გაშეშებულ და გაკვირვებული გენერალს ვხედავ.რამოდენიმე წამი თვალმოუშორებლად მიყურებს,მაგრამ ჩემი სიძულვილით სავსე მზერა აიძულებს თავის ჩახრას და ხელში ჩაბღუჯული ქუდის მუჭში მწარედ მოქცევას. წამიერად ღრმად ისუნთქავს ჰაერს,თითქოს ატკიებულ ჭრილობას ამით მკურნალობსო და ჩემკენ ნელი ნაბიჯებით მოდის,გვერდით მიჯდება,ჩემგან მილიმეტრებით შორს მჯდარი მუხლებს ეყრდნობა. დიდი,ძლიერი სხეული ისეთ სიძლიერესა და სიბოროტეს ვეღარ ასხივებს,როგორიც პირველი შეხვედრისას ჰქონდა,მაგრამ შევიშალე.მისი დინჯი სუნთქვაც კი მაშინებს,ნერვებს მიშლის.როგორ შეუძლია, როგორ.. ალბათ მასაც რამდენი ქალი ჰყავს გაუპატიურებული,რამდენი ნაცემი და ნაწამები სხეული უნახავს მის თვალებს,რამდენი ადამიანის სისხლში უბანავია მის სხეულს,რამდენი სხეულის გული გაუჩერებია მის თვალებს. მატარებელს მიღმა წვიმას ცა ჩამოაქვს, მატარებლის გუგუნი ცის გრუხუნს და ღრიალს დიდის ამბით ესალმება.ცა ისეთ ღრიალს გამოსცემს წუთიერად დედაჩემი მახსენდება,თითქოს იქ,მაღლა ღმერთი ადამიანების ცოდვის მაყურებელი, იმედგაცრუებული მთელი ხმით ღრიალებს და ტკივილს მრისხანებაში აფრქვევს,რადგან შვილებმა იმედები ვერ გაუმართლეს. ვგრძნობ,რომ ნელნელა ვმშვიდდები,წვიმის ხმაური ისე მოქმედებს,თითქოს მზადაა ჩემი სატირალიც მან დაიტიროს.შემდეგ თითქოს ის სიზმარიც,ის ხმებიც წარსულს ბარდება,არაფერი ყოფილა,სხეული სხვა სხეულის სითბოს შეიგრძნობს,მის სურნელს და ნელნელა მშვიდდება. წვიმის ხმაში ორი ადამიანის გამალებული სუნთქვა ისმის, გული გულს ეწებება,მაგრამ შეერთებას არცერთი ლამობს. ცოდვის ბუღი მათ გარშემო ციბრუტივით ტრიალებს. ერთ-ერთი გულის ფიცარზე შანთით არის ამოტვიფრული სიტყვა "მტერი",მეორე კი გამალებით ეძებს წითლად გადადღაბნილ ასოებში გადამალულ სიტყვას-"ადამიანს". *** სხეულზე ცივი ხელების შეხება მაღვიძებს. თვალებს ნელა ვაშორებ ერთმანეთს,წამიერად დაზაფრული აწოწილ სხეულს დაძაბულ თვალებს არ ვაშორებ,გული დარტყამს დარტყამზე გზავნის,შიშს წამიც აღარ სჭირდება ორგანიზმში გასავრცელებლად. ზემოდან მიყურებს და მაკვირდება, მაგრამ მგონი ისევ ჩემი მზერა აფრთხობს,ნეტავ თუ კითხულობს ჩემს თვალებში რამეს,ნეტავ თუ შეუძლია მასში ის სიძულვილი დაინახოს რაც მათ მიმართ მაქვს. წელში ნელა ვსწორდები და მის მოძრაობებს ვაკვირდები,ვუყურებ თუ როგორ იღებს ხელში პატარა ზურგზაკს ,შემდეგ კი ჩემკენ მოდის და ხელს მიწვდის. რამოდენიმე წამი თვალს არ ვაშორებ,რა უნდა. ჩვენ მტრები ვართ. ასე უნდა იყოს. მან დედა მომიკლა,ის და მისნაირები რომ არა,რომ არა მათი ომში გამომჟღავნებული დიდგულობა ახლა ყველა ცოცხალი იქნებოდა. არც ამჯერად რჩება ჩემი თვალები მზერის მიღმა,მეც დიდგულობა მემატება,ვხვდები მასში ჩემი მზერა რაღაცას აწვალებს,რაღაცას მთელი ძალით კაწრავს,მაგრამ მისი სიჯიუტე მაინც არ ნებდება,ხელს დაბლა არ უშვებს,მზერა მტკიცეა,სხეული დიდი.ხელს ვკიდებ და ვდგები. მატარებლიდან ჩავდივართ თუარა იქვე მდგარ ეტლის კარებს აღებს და შიგნით ჯდება,შემდეგ კი მისამართს კარნახობს. -ბიბური მხოლოდ ეს და სხვა არაფერი,ამის შემდეგ ხმა არცერთს ამოგვიღია. სათქმელიც არაფერია. მხოლოდ მტრები. *** ხუთ საათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა ულამაზეს ადგილზე გაჩერდა,ირგვლივ ყველაფერი მწვანეში იყო ჩაფლული,მაგრამ ნელ-ნელა შემოდგომა თავის ფერებსაც ურევდა და ფოთლებსაც ეტყობოდათ მისი შემოსვლა.ირგვლივ სახლები იდგა,ძველი და რაც მთავარია მთელი,არანაირი დაზიანება,როგორც ჩანს ომს აქამდე ჯერ ვერ მოეღწია და იმედი მქონდა ვერც ვერასდროს მოაღწევდა. გენერალი მძღოლს ფულს დამატებით კიდევ უხდის,ჩვენ კი სიარულს ფეხით განვაგრძობთ,მის ხელისგულში ჩამალულ ჩემ ხელს კი არ უშვებდა და მაიძულებდა მას განვთანაბრებულიყავი, წარმოდგენაც კი შეუძლებელია სხვა ადამიანისთვის ახლა ისეთ შეგრძნებას განვიცდიდი,კანის წიწკვნას,ზიზღს, შიშს, სიმარტოვეს,მაგრამ სხვა ადამიანის სიახლოვე ამ ყველაფრის სიბნელეს გამოქვაბულში შემოპარული მცირე მზის სხივის მსაგსად ოდნავ ანათებდა. არ ვიცი რამდენი წუთი ვიარეთ,ფიქრებში ჩაკარგული შემოპარულმა სიცივემ რომ გამომაფხიზლა მაშინ გავჩერდით მაღალ,ორსალთულიან სახლთან, რომელიც გარედან მცენარეებით იყო დაფარული,უპატრონოს,მიგდებულს ჰგავდა,მაგრამ გენერალის ხელმა ჩუმი კაკუნით ანიშნა შიგნით მყოფი პიროვნება,რომ სახლის კარებს ვიღაც მოსდგომოდა. კარის გაღებას ჩუმად ველოდებით,სიჩუმე წესით უხერხული უნდა იყოს არა? მაგრამ ეს ჩემი და მისი ჩვეულებრივი მდგომარეობა გახდა. მინდა ვკითხოთ სად ვარ,აქ რატომ ვარ,მაგრამ გული რატომღაც ცუდს მიგრძნობს, პასუხის გაგება მინდა თუ არა ესეც არ ვიცი,წინა შემთხვევაშიც ხომ ისე მიმაყენეს უცხო კარზე. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ხი კარები ჭრაჭუნით იღება და ნახევრად დაკეტილი კარიდან ქალის სილუეტი მოჩანს,რომელიც გენერალს გაშეშებული,აწყლიანებული, მისი მსგავსი მწვანე თვალებით უყურებს.მოულოდნელად კი სახელს ყვირის და კისერზე ხელებს ხვევს, მთელი ძალით მონატრებული ეხუტება. ჯანდაბა.მეტკინა. ნუთუ მისნაირ ადამიანებსაც ელიან. ნუთუ მისნაირი ადამიანებიც უყვართ. ______ ისტორია სრულად დიდიხანია არსებობს,მხოლოდ რედაქტირებას საჭიროებს,ამიტომ მეორე ნაწილიც(სრულად) მალევე დაიდება. მე პირადად ვგიჟდები მსგავს სტილზე და იმედია თქვენც,ხოდა რომ წაიკითხავთ თქვენი აზრის დაფიქსირება ნუ მოგერიდებათ,სიყვარულით მე;;) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.