შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი (თავი) 1


22-10-2022, 17:19
ავტორი Nostalgia
ნანახია 1 980

ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ ძალიან ველი თქვენს კომენტარებს...


ნაწილი 1





რაზე , ფიქრობ მაქსიმე შენ იქ მხოლოდ სამუშაოდ ხარ მისული ,ეს გახსოვდეს და მორჩი ამაზე ფიქრს!- გაიფიქრა  და შემდეგ სამზარეულოში შევიდა,  რადგან იგი სახლში მარტო ცხოვრობს უკვე წლებია, მან ყველა კერძინს მომზადებაც კარგად იცის     მაცივარი გამოაღო და იქიდან კვერხი გადმოიღო შემდეგ სხვა ინგრედიენტები ამოიღო  კვერხი ,ათქვიფა და ტაფაში დაასხა , შემდეგ კი ომლეტი მოამზადა, სუფრა გაშალა და გემრიელად მიირთვა.
მაქსიმე, თავისი უცნაუროებებით გამოირჩევა იგი ძალიან იდუმალი ადამიანია ზედმეტად ჩაკეტილიც კი  ამიტომ თითქმის შეუძლებელია მისი ემოციების გამოწვევა რადგან ერთი შეხედვით ცივი და მკაცრია თუმცა გული აქვს კეთილი და გულის სიღრმეში იგი ძალიან მზრუნველი და თბილი ადამიანია თუმცა თავის ნამდვილ სახეს გულმოდგინედ მალავს და ცივ  იერს იკრავს სახეზე ის ნაწილობრივ მისმა სამუშაომ აქცია ასეთად და ეს მას სისხლში გაუჯდა. ბევრი რამ გადაიტანა ამ წლების მანძილზე..



***


მია , თავის ოთახში იჯდა და იმაზე ფიქრობდა როგორ დაეღწია თავი ამ ახალი მცველისგან. თავის გონებაში უკვე გეგმავდა ამას თუმცა გამოუვა კი მას ეს და მაქსიმეს გაძევებს?
ამას მალე გავიგებთ.

საღამოს, მაქსიმე თავის მეგობართან შესახვედრად წავიდა.
იგი ბარში შევიდა და მეგობარი მოძებნა.
_ როგორც, იქნა  მოხვდი, უკვე მეგონა აღარ მოხვიდოდი.- უთხრა ძმაკაცმა
_ საცობში, მოვყევი და შემაგვიანდა.-  უთხრა მან.
_ კარგი,აბა რა ქენი იყავი გასაუბრებაზე?- შეეკითხა დემეტრე
_ კი, ვიყავი და ხვალიდან უკვე ვიწყებ მუშაობას.- უპასუხა მან
_ ძალიან, კარგი მინდა გითხრა რომ მაგ გოგომ.ყველა თავის მცველი გააძევა და ფრთხილად იყავი შენც იგივე არ გაგიკეთოს- უთხრა დემემ
_  ჩემთან, ეგეთი ნომერი არ გაუვა ისინი ალბათ სუსუტები იყვნენ ჩემთან კი  ვერაფერს გახდება. ხო იცი არა ?- ოდნავ შესამჩნევად ჩაეცინა მას .
_ კარგი,ახლა ისეც არ გააკეთო რომ საბრალო გოგო შეაშინო!
_ ნუ ღელავ. არაფერს არ ვაპირებ! უბრალოდ მკაცრად მოვეპყრობი და ვერაფერს გახდება.
_ გამძლეობას, გისურვებ ისე ამბობენ ძალიან ლამაზი გოგოაო და როგორია?- ინტერესით ჰკითხა
_ ძალიან,ლამაზია ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ როგორც ჩანს მოურჯულებელია . - თქვა მაქსიმემ - მაგრამ,მე ეგ არ მეხება ჩემი ვალია მისი დაცვა და მეტი არაფერი.იგი უბრალოდ ჩემი უფროსის ქალიშვილია.- განუმარტა ბიჭმა
_  ფრთხილად იყავი არ შეგიყვარდეს!- გაეცინა დემეს
_ ღმერთმა, დამიფაროს ეგ ალქაჯი როგორ უნდა შეგიყვარდეს თანაც მე ვინ ვარ ერთი უბრალო მცველი ის მე არასდროს შემომხედავს და ესეც რომ არ იყოს ბატონმა ნორადმა პირობა დამადებინა რომ მის ქალიშვილთან ურთიერთობა არ მქონდეს, ასე რომ არაფერი გამოვა.- უთხრა მაქსიმემ

_ რაო? გითხრა რომ არ შეგიყვარდეს?!მაგას ეგ ვერ გადაწყვეტს ჩემო კარგო და ვერც შენ ის თუ შენი ბედისწერა მაინც გაგიჩნდებათ ერთმანეთის მიმართ გრძნობები.- უთხრა მტკიცედ.

_ ოხ ,შენ და შენი ფილოსოფია მოკლედ რაა..- გაეცინა მაქსიმეს
_ სულაც,არა ფილოსოფია სრული სიმართლეა დამიჯერე, მაგრამ ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.- უთხრა დემემ

_ კარგი, როგორც იტყვი ახლა უნდა წავიდე ხვალ ადრე ვარ ასადგომი აბა შენ იცი.-  დაემშვიდობა და წავიდა.


**

დილით, ადრე მაქსიმე დგება და შხაპს იღებს შემდეგ კარადიდან იღებს შარვალ კოსტუმს და გამზადებას იწყებს იგი დიდ სარკის წინ დგება და პერანგს იცმევს, შარვალში იკეცავს შემდეგ მკლავებს ისწორებს, და მაჯის საათს იკეთებს ყველაფერს რომ რჩება სახლიდან გადის ,და შერვაშიძეების მამულში მიდის . რაღაც დროის შემდეგ  მანქანას დიდი კარების წინ აჩერებს იქიდან გადმოდის სათვალეებს ირგებს და ნელი და დინჯი ნაბიჯებით სახლისკენ მიდის და კარზე ზარს რეკავს  ცოტახანში კარს დამხმარე ქალი აღებს და მას ესალმება.
_ გამარჯობა! მობრძანდით- უთხრა ქალმა
_ მადლობა, ბატონო ნოდარი შინ არის?
_ არა , ყველა წასულია შინ მხოლოდ ქალბატონი მია ბრძანება.
_ კარგი, გასაგები.. მაშინ გარეთ დაველოდები.- უთხრა მაქსიმემ.
_ გარეთ , დიდხანს მოგიწევთ ლოდინი ამ სიცივეში აქ დაელოდეთ .- უთხრა ქალმა.
_ კარგი, მადლობა - უთხრა და მისაღებ ოთახში შევიდა და მიას დაუწყო ლოდინი. მაგრამ გოგონა არსად ჩანდა
_ ეს, გოგო გამაგიჟებს სად არის ამდენ ხანს ?!- მობეზრებულმა წამოიძახა.
_ უკაცრავად, მაგრამ ხო არ იცით მია მზად არის?- ჰკითხა ქალს

_   თქვენ, ძალიან ადრე მოხვედით ბატონო ის ჯერ ასე ადრე არ ადგება რადგან ლექციები   12 საათზე ეწყება.
_ გასაგებია, მადლობა.- უთხრა მაქსიმემ.
_ წამობრძანდით,სანამ ის გაიღვიძებს სამზარეულოში,ყავას გაგიკეთებთ.
_ ნუ, შეწუხდებით.- უთხრა ქალს
_ რა ,შეწუხება- უთხრა ქალმა
_ კარგი, რადგან ასეა მაშინ იქ დავუცდი.- უთხრა და ქალს შეჰყვა სამზარეულოში.
_ დაჯექი, შვილო. როგორ ყავას სვამ?- კითხვა ქალმა.
_ უშაქრო,თუ შეიძლება- უთხრა მოკრძალებით ბიჭმა
ქალმა ,ყავა გაუმზადა და წინ დაუდო
_ მიირთვი , შვილო..
_ გმადლობთ.
_ იმედია, ჩემს გადარეულს, შეეწყობი და შენც არ გაიქცევი მისგან
_ თქვენს?- იკითხა მაქსიმემ
_ დიახ, მია ჩემი გაზრდილია მე მისი ძიძა ვარ ჯერ კიდევ ჩვილობიდან ჩემს ხელში გაიზარდა.
_ გასაგებია..- უთხრა ბიჭმა.
- ერთი, შეხედვით ის ჯიუტი და განებივრებული შეიძლება გეჩვენოს,
მაგრამ სინამდვილეში ის ძალიან საყვარელი და  თბილი გოგოა.  რათქმაუნდა ის ბატონი ნოდარის ერთადერთი ქალიშვილია და არაფერს აკლებდნენ  , მაგრამ მთავარი რაც არის ის არ აქვს მას ზრუნვა და სიყვარული აკლია რაც მისი მშობლებისგან დააკლდა, რათქმაუნდა მათ უყვართ იგი მაგრამ თავიანთი სამუშაოს გამო დრო თითქმის არ ჰქონდათ გაეტარებინათ მასთან ამიტომ ის თავის თავში ჩაიკეტა და ცდილობდა თავისი პროტესტი ასე გამოეხატა სიჯიუტით და თავნებობით ამ რამდენიმე თვის წინ კი მისი მოკვლა განიძრახეს
_ მესმის, გასაგებია.
_ შვილო, მხოლოდ ერთს გეტყვი კიდევ გთხოვ გაუფრთხილდი მას არავის მისცე უფლება მას რამე დაუშავონ!- უთხრა ქალმა.
_ მეც, სწორედ ამისთვის ვარ აქ რომ მასზე ვიზრუნო. კარგი წავალ ვნახავ ხო არ გაიღვიძა - უთხრა მაქსიმემ და მისაღებში გავიდა მაჯის საათს დახედა და უკვე ცხრა ხდებოდა.
_ რამდენი ხანი გავიდა და მას კიდევ სძინავს!- თქვა მან.- კარგი ცოტას დავუცდი კიდევ..- გაიფიქრა მან. ბოლოს როცა,ნახა რომ მია არა და არ დგებოდა მობეზრებული წამოდგა და მისი ოთახის მოძებნა დაიწყო.
_ უკაცრავად,დეიდა ხო ვერ მეტყვით მისი ოთახი საით არის?- შეეკითხა ქალს
_ მეორე სართულზე ხელ მარცხნივ ყავისფერი კარებია.- აუხსნა ქალმა
_ მადლობა- უთხრა  ზევით ავიდა და მიას ოთახი მოძებნა შემდეგ რამდენჯერმე დააკაკუნა თუმცა ხმა არ არავინ გასცა ამის შემდეგ ის მიას ოთახში შედის და საწოლს უახლოვდება.
_ მაპატიე! მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე - სააბაზანოდან ვედრით სავსე წყალი გამოაქვს, და თავზე ასხავს მია.კი შეშინებული ხტება საწოლიდან.
_ რა ხდება?!- წამოიწია შეშინებულმა
და ამ დროს მაქსიმეს ხედავს
_ რას აკეთებ!! იდიოტი ვინ მოგცა უფლება რომ ჩემს ოთახში შემოდიხარ დაუკითხავად აა??! და მერე ცივ წყალს მასხავ - ჩხუბი დაუწყო მიამ
_ სხვა, გზა არ დამიტოვე !! თავის დროზე რომ ამდგარიყავი ეს არ მოხდებოდა..- უთხრა და მზერა მიეყინა მის სველ სხეულზე სადაც თეთრი გამჭირვალე მაიკა ეცვა და რომ დასველდა ყველაფერი გამოუჩნდა. მია მის მზერას დააკვირდა და როცა გაიაზრა  სიტვაცია შებრუნდა და დაუყვირა.
_ ახლავე, დატოვე ჩემი ოთახი!!- დაუყვირა. და მაქსიმეც უსიტყვოდ გავიდა
_ იდიოტი, ავადმყოფი!! ეს რა გამიკეთა?! არ შევარჩენ ამას ჯერ დამაცადოს ! ჭკუას ვასწავლი .- ჩაილაპარაკა და სააბაზანოში შევიდა წყალი გადაივლო და  თავი მოიწესრიგა. მაღალ წელიანი შარვალი ჩაიცვა ყელიანი სვიტერი, თმები კი ზევით აიწია და კოსა გაიკეთა და  სადა მაკიაჟი გაიკეთა შემდეგ ყველაფერს რომ მორჩა ჩანთა აიღო და ქვევით ჩავიდა. მისაღებში მაქსიმე დახვდა. მიამ ზედაც არ შეხედა და სამზარეულოში შევიდა.
_ დილამშვიდობისა,ძიძა გთხოვ.ყავა  მომიმზადე რაა თავი მისკდება.-  უთხრა მიამ
_ არ , ისაუზმებ?- ჰკითხა ძიძამ
_ არა,ხო იცი დილაობით ვერ ვსაუზმობ ხოლმე.
_ კარგი,რა შვილო ასეც არ შეიძლება ისედაც არაფერს ჭამ ნახე რა გამხდარი ხარ.
_ მე თავს კარგად ვგრძნობ ძიძა..- უთხრა თბილი ხმით მიამ.და ამდროს მაქსიმეც შევიდა სამზარეულოში და მიას წინ დაჯდა. მაგრამ მია მას არ აქცევდა ყურადღებას.
_ ძიძა, მშობლები სად არიან ?- იკითხა მიამ
_ სამსახურში წავიდნენ - უთხრა ძიძამ
_ გასაგებია!- მძიმედ ამოისუნთქა და ყავა მოსვა.


_ კარგი, შეგვიძლია უკვე წავიდეთ!- უთხრა მიამ ცივად მაქსიმემ თავი დაუქნია და ორივე გარეთ გავიდნენ.
_ წავედი, ძიძა საღამოს გნახავ.- უთხრა და გარეთ გავიდა.

_ მომისმინე, მაქსიმე მე ჩემი მანქანით წავალ და შენ შეგიძლია უკან გამომყვე .- უბრძანა მიამ
_ მაპატიე, მაგრამ არ შეიძლება მე სულ შენ გვერდით უნდა ვიყო ასეთია მამაშენის ბრძანება- აუხსნა მშვიდი ხმით
_ მაგრამ,მე არ მინდა სულ ჩემს გვერდით იყო ხო გაიგე შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას მაინც ჩემს გვერდით იტრიალებ ოღონდ ცოტა მოშორებით.

_ რადგან, ვთქვი რომ შენს გვერდით უნდა ვიყო სულ ისეიგი ასეც იქნება.. ახლა კი ჩაჯექი მანქანაში!- უთხრა მაქსიმემ
_ რატომ, გგონია რომ შენს ჭკუაზე ვივლი არ მინდა და არ ჩავჯდები!- უთხრა მიამ
_ მომისმინე ან შენი ნებით ჩაჯდები ან ძალით ჩაგსვავ აირჩიე რომელი გირჩევნია?- უთხრა მიას
_ ვერაფერსაც, ვერ იზავ! ერთი არ მინდა მომიახლოვდე!
_ და რომ მოგიახლოვდე რას იზამ?- უთხრა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.
_ გირჩევ არ იცოდე !- უთხრა მიამ
_ მემუარები??!- კითხვა გოგოს
_ შეიძლება ასეც ითქვას..- უთხრა მიამ
_ მომისმინე,თუ გგონია რომ შეძლებ და შემაშინებ ისევე როგორც შენს ძველ დაცვას ძალიან ცდები ,მე იმ ცინგლიანებში ნუ გეშლები!- უთხრა მკაცრად.და მას მიუახლოვდა. - აბა ჩაჯდები თუ ძალა გამოვიყენო?!- გააფრთხილა მაქსიმემ
_ არ ჩავჯდები!- უთხრა მტკიცედ.
_ კარგი,შენ ნება ! მე გაგაფრთხილე.- უთხრა და ზურგზე მოიკიდა.
_ რას აკეთებ, ხო არ გაგიჟდი ახლავე დამსვი იდიოტი!- უყვიროდა მია მაქსიმემ მანქამდე მიიყვანა კარები გააღო და შიგნით ჩასვა შემდეგ კი რემენი შეუკრა.
_ ველურო!- მიაძახა მიამ.როცა მაქსიმემ რემენი შეუკრა
_ მომისმინე, მე შენზე გაცილებით დიდი ვარ და  წესიერად მოიქეცი და ნუ მეუზრდელები! მე ვერ ავიტან მსგავს სითავხედეს!- გააფრხილა მკაცრად ბიჭმა . შემდეგ კი კარები მიხურა საჭესთან დაჯდა ძრავი ჩართო და ადგილს მოსწყდა მიას მეტი ხმა არ ამოუღია.  რამოდენიმე წუთის შემდეგ სიჩუმე მაქსიმემ დაარღვია.
_ საით, არის შენი უნივერსიტეტი? - იკითხა მან
_ იარე, და გეტყვი..!- ჩაილაპარაკა მიამ
ერთი საათის შემდეგ მანქნა შენობის წინ ჩერდება.
_ აი, მოვედით! - უთხრა და მანქანიდან გადავიდა.
_ მე აქ დაგიცდი!- უთხრა მაქსიმემ.
_ თუ არც დამიცდი კიდევ!- ჩაილაპარაკა და შენობაში დააპირა შესვლა გზად კი მეგობარს შეხვედა.
_ მია , როგორ ხარ ! - გადაეხვია დაქალი.
_ არამიშავს, შენ როგორ ხარ?
_ ნორმალურად,ეს ბიჭი ვინ არის,იქ რომ დგას ?- კითხვა და ანიშნა მაქსიმეზე რომელიც მოშორებით იდგა მანქანის წინ მიამ თვალები აატრიალა და უთხრა.
_ ჩემი, ახალი მცველია - თქვა მობეზრებით.
_ მართლა? მერე ნახე რა სიმპატიურია - უთხრა მიას
_ დიდი, არაფერი ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, კარგი წავიდეთ თორემ ლექციებზე დაგვაგვიანდება.- უთხრა და შიგნით შევიდნენ.

_ გოგო, დღეს ხომ მოდიხარ კლუბში ბექას დაბადების დღეზე?- ჰკითხა მიას
_ არამგონია,შევძლო მამაჩემი არ გამიშვებს თანაც მცველთან ერთად როგორ წამოვიდე..

_ მერე რა ეგეც წამოვიდეს.- მხიარულად უთხრა თაკომ
_ არამგონია,მაგ უჟმურს მოუნდეს იქ წამოსვლა ეგ ცოტა სხვანაირი ტიპია არ იზიდავს მსგავსი რამ.- უთხრა მიამ
_ იქნებ,როგორმე დაითანხმო ...?



№1 სტუმარი Black

ეს რაარი ვაიმეეე ;დდდდ სულ მთლა დახვეწილხარ

 


№2 სტუმარი Black

Nostalgia
Black
ეს რაარი ვაიმეეე ;დდდდ სულ მთლა დახვეწილხარ

ვაიმე დიდი მადლობა ვცდილობ ყველანაირად რომ ნაწერი გამოვასწორო მიხარია თუ ასე ფიქრობთ❣️

არა ანუ ბანძობაათქო. ვიწვი შენი სურვილით თურაცხა ჯობდა ამას ისევ ;დდდდ

 


№3  offline წევრი Soraya

ვგრძნობ რომ ძალიან ცდილობ რომ გაიზარდო, ანუ უფრო განვითარდე, ვთვლი რომ პირველი ისტროიის დასასრულის შემდეგ შეგეძლო დაგეწყო ახალი(იმიტომ რომ პირველიც ძალიან კარგი არ არის, ახლა ალბათ ფიქრობ იქნებ ახალი დავიწყო და თან განვითარდე, მაგრამ ეს ასე ა არის) ჩემი აზრით პრობლემა შენს ნაწერში არის სიუჟეტის არ ჩარღმავება. როგორ არის შნი ნაწერი იცი? აი ია ვსო, ესე არის, ეს რომ იყო აი იქ ძალიან ლამაზი იაა ეს უკვე კარგი იქნებოდა(იმედია მიხვდი) საქმე იმაშია რომ არ უღრმავდები და შედეგი არის ბოდიში მაგრამ არც ისე კარგი.
და ეს კომენტარები, ნუ მიაქცევ ყურადღებას, ფოკუსირდი წერაზე და არა იმაზე ვინ გეტყვის რომ კარგია და ვინ არა.
წარმატებები!

 


№4  offline წევრი Nostalgia

Soraya
ვგრძნობ რომ ძალიან ცდილობ რომ გაიზარდო, ანუ უფრო განვითარდე, ვთვლი რომ პირველი ისტროიის დასასრულის შემდეგ შეგეძლო დაგეწყო ახალი(იმიტომ რომ პირველიც ძალიან კარგი არ არის, ახლა ალბათ ფიქრობ იქნებ ახალი დავიწყო და თან განვითარდე, მაგრამ ეს ასე ა არის) ჩემი აზრით პრობლემა შენს ნაწერში არის სიუჟეტის არ ჩარღმავება. როგორ არის შნი ნაწერი იცი? აი ია ვსო, ესე არის, ეს რომ იყო აი იქ ძალიან ლამაზი იაა ეს უკვე კარგი იქნებოდა(იმედია მიხვდი) საქმე იმაშია რომ არ უღრმავდები და შედეგი არის ბოდიში მაგრამ არც ისე კარგი.
და ეს კომენტარები, ნუ მიაქცევ ყურადღებას, ფოკუსირდი წერაზე და არა იმაზე ვინ გეტყვის რომ კარგია და ვინ არა.
წარმატებები!

მადლობა რჩევისთვის ! ❣️ რათქმაუნდა ვფოკოსირდები მხოლოდ წერაზე და პირველ ისტორიასაც გავაგრძელებ აუცილებლად ოღონდ ცოტა დრო მჭირდება რადგან აზრები ამერია და კონცენტრაციას ვერ ვახერხებ

 


№5 სტუმარი მია

გეტყოდი რომ შენი ისტორია კარგია ძალიან ცუდი საქციელია სხვას შევადარო მაგრამ ბევრსას ჯობია ერთი რო დაიწუნებს მერე ყველას რაღაცნაერი ჰგონია მშვენიერია ყველას თავისი აზრიჰქონდეს კარგი მწერალიხარ წარმატებები

 


№6  offline წევრი Nostalgia

მია
გეტყოდი რომ შენი ისტორია კარგია ძალიან ცუდი საქციელია სხვას შევადარო მაგრამ ბევრსას ჯობია ერთი რო დაიწუნებს მერე ყველას რაღაცნაერი ჰგონია მშვენიერია ყველას თავისი აზრიჰქონდეს კარგი მწერალიხარ წარმატებები

დიდი მადლობა გაიხარე მიხარია თუ ასე ფიქრობ ვერ ვიტყვი გადასარევად ვწერ თუმცა არც ისე ცუდად ვწერ ❣️ მადლობა თბილი სიტყვებისთვის

 


№7 სტუმარი მია

კარგად წერ ♡♡♡

 


№8  offline წევრი Nostalgia

მია
კარგად წერ ♡♡♡

მადლობა დიდი ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent