შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

SHAME (6)


24-10-2022, 23:41
ავტორი nenNGO
ნანახია 1 073

არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი კარის წინ გაყინული, ფიზიკურად არ მციოდა სისხლგაყინული, ემოციებ გაყინული, ბავშვობაგაყინული, იმედგაცრუებული და უსულო.. ვიცი რომ უმამოდ გავიზარდე.. მიგვატოვა ძალიან პატარა ვიყავიი როდესაც მიმატოვა... გგონიათ სხვა ქვეყანაში წავიდა? არა! სხვა ქალთან? არა! სხვა ქალაქში? არა! მეტსაც გეტყვით .. თარაში ჩვენი მეზობელია, უბნიდანაც კი არ წასულა უბრალოდ ჩვენსგან წავიდა. გეგამ იცოდა, გეგამ და თათამ ყველაზე მეტად იცოდნენ რა გავიარე.. რა ბავშვობა გამოვიარე, როგორ მიყვარდა მამაჩემი, როგორ მინდოდა ერთხელ მაინც სკოლიდან მას გამოვეყვანე, როგორ მიჭირდა, როგორ მაკლდა. და ამ ვირმა რა ქნა ? რა გააკეთა? ადგა და ახლა ამდენი წლის მერე წამომაძახა ?! გამაზსენა! მაგრძნობინა , ყველა იარა გამიხსნა და ამ ჩემს იარებზე ნელი მოძრაობით მაგრამ ყველაზე მტკივნეულად მარილს მაყრიდა! არაუშავს ელენე არაუშავს! შენ ელენე წილოსანი ხარ! გაიხსენე ვინ ხარ?! ცხოვრებაში დამარცხებული არავის უნახიხარ და არც უნდა გნახონ! ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა.. ალბათ ემოციებით იმდენად გადაღლილი ვიყავი რომ ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. შუაღამეს წყურვილმა გამომაღიძა, ისე მწყუროდა მეგონა ორგანიზმში სრული სიმშრალე იყო.. ძალიან ფრთხილად ავდექი და გასვლა დავაპირე, სანამ სამზარეულოსკენ გავიდოდი გეგას ხმა მომესმა, ვიდეოზარით ვიღაცას ესაუბრებოდა.. ღმერთო რა ნაცნობი ხმაა? ახლა გავგიჟდები აშკარად ჩემთვის ძალიან ახლობელია... ნეტავ ვის ელაპარაკება? გავშეშდი და ვეცადე გამომერკვია

-და შენ ავსტრიაში რა გინდა? აბა ბერვლლინიო?
-გადმოვუხვიე რა.. ჩაიცინა გეგამ ცალყბად
-ჰა ეხლა, აღმოთქვი რა ხდება თორემ გადაგახვევინე კაი ადგილას??(მომესმა აცის ნაცნობი სიცილი, ჯანდაბა ვინ არის, ვინ უნდა იყოს?)
-ელენე მომყავს.. (წამიერი პაუზის შემდეგ უთხრა გეგმა სერიოზული ხმით და ღრმა ნაპასი დაარტყა ახად მოკიდებულ სიგარეტის ღერს. რა იდიოტია ეს ბიჭი? რამდენს ეწევა.. ბარემ გამგუდოს პირდაპირ? გული საშინლად მერეოდა სიგარეტის კვამლზე თუმცა უნდა გამეგო ვის ესაუბრებოდა..)
-ვინ ელენე?
-ბევრი ელენე გყავს? წილოსანი ელენე
-ჩამოდის ნათლიას გოგო? შენ რატომ მოგყავს? ბავშვს რამე უჭირს?( საბა.. ღმერთო ნათლიაჩემი საბა... ამას და გეგას რა ჯანდაბა აკავშირებთ? გული უფრო მეტად მერეოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო უნდა მომეთმინა.. ახლა ნამდვილად უნდა გამეგო საბა გეგასთან რა შუაში იყო.. ან რატომ არავინ არაფერი ვიცოდით? )
-საბა ცოლად მომყავს(მძიმედ და უჩვეულოდ დაძაბულმა უპასუხა გეგამ)
-ახლა რომ მოგდებ ყბაში მერე განახებ ცოლს! რას ბოდავ შვილო შენ? რაის ცოლი? წადი მოფსი დაიძინე ეხლა რას ამიცუნდრუკდი? რადროს შენი ეგეთებია? ან ჩვენნაირებისტვის ცოლი მოსულა? თან ვინ? ელენე? ჩემი ელენე? აზრზე ხარ საერთოდ ვისზე საუბრობ? მესმის შენი დამოკიდებულების მაგრამ თარაშ წილოსანის შვილზე მაგის თქმა კი არა გაფიქრებაც როგორ სცადე? თავია რ გიყვარს შვილო???
-საბა ასეა საჭირო, გარემოება მოითხოვს და არ გინდა ახლა ეგ ბლეფი თარაშთან დავალაგებ
-რა გარემოება? რამე დაუშავე? მითხარი ამე დაუშავე? გააუ*ატიურე? გეგა მოგკლაააავ ჩემი ხელით გამოგღადრავ ყელს (ისე ღრიალებდა წამით ვიდიქრე თახში შევსულიყავი )
-ვის ეუბნები ბიჭო მაგას? მეე? ეგეთ კაცად მიცნობ ან ეგრე გამზარდეთ? ქალს და მითუმეტეს ელენეს? ან შენს ნათლულს არ იცნობ? ელენე წილოსანი ის გოგო ვინმემ თითი უნებართვოთ დააკაროს?(კბილებში სცრიდა გეგი)
-უნებართვოთ რას ქვია ბიჭო? არ ცხრებოდა საბა და ვგრძნობდი როგორ იმატა ავსტრია-საქართველოს შორის ატმოსფერულმა წნევამ
-საბა ხვდები და რა თემებს მალაგებინებ ტელეფონით? ხოა მშვიდობა?
-გეგა მომისმინე შვილო! კარგად მომისმინე! ელენე როა და წილოსანი როა იმიტომ გელაპარაკები, თავს რას ერჩი? რაც არ უნდა იყოს გამოსავალს ვიპოვით.. არარის ეს ქორწინება აუცილებელი.. მე ვხვდები რაც მოხდა მაგრამ, თარაში? მამამისი? შენ ის ლეგენდები მართალი ხომ არ გგონია არ გამომა*ლევო? რომ თითქოს ფეხზე დაიკიდა საკუთარი ცოლ-შვილი? ელენეს გამოო??! ელენეს გამო შენც ხო იცი რას იზამს? რაც შეუძლია და არ შეუძლია ყველაფერს.. ისიც ხო იცი რამდენი შეუძლია და რა სიმძიმის? ხოდა ახლა შეუძლებელი წარმოიდგინე?! მე ბიჭო? შენ გგონია მე ცოცხალს დაგტოვებ? ელენეს ეხება საქმე! მთელი სამეგობროს და საძმაკაცოს შვილია ბიჭო! წილოსანია! ჩვენ რომ ამოვწყდეთ მარტო გიტირებს დედას! 8 წლის იყო მამამისზე უკეთ ისროდა მიზანში შე*ემა და რას მებალამუტები რა ცოლად?! დაგაგდებს ! გეუბნები დაგაგდებს( თარაშს არ მივუტოვებივარ? გაგიჟდა საბა? გააფრინა? თუ სევ ძმაკაცს იცავს?? გონს ვერ მოვდივარ რა ხდებარა გეგა და საბა? რა თარაში და მამობა? ძილისწინ ბაბილინასაც ერთად ვუყურებდთ და არ მახსოვს ვითომ?)
-საბა ნუღრიალებ რა! ვიცი რასაც ამბობ მაგრამ ამ სიტუაციაში ასეა სწორი.. და ელენე წილოსანის ქმრობის რო არ მესინია ხვდები ხო?(ნასიამოვნებმა წარმოთქვა გეგიმ)
-კაროჩე როდის მოდიხართ?
-ჩამოვალთ და ნახავ რა, ზბოგამ(სიტყვაც არ ათქმევინა ისე გაუთიშა გეგიმ, ჯანდაბა ახლა რა ვქნა? როგორ გავარკვიო რა ხდება? )

შევბრუნდი ოთახში და ჩემი ზღვარსგადასული წყურვილიც კი გადამავიწყდა.. ერთადერთი გზა გეგის ცოლობა იყო და მერე ამათი საქმის შიგნიდან გახსნა... რაღაც ხდება რაღაც ძალიან დაფარული და მე ეს ბუნჩულა და ბლაჩუნა ბავშვი არ მცნობია თურმე? რა ბუნჩულა რეებს ძაბავდა? საბასთან! საბასთან მარტო თარაშს გასდის და იმასაც ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს და ამან პირდაპირ ტელეფონი არ გაუთიშა?! ახლა რომ ავდგე გავიდე და ვკითხო არაფერს მეტყვის, ეს ხელები რაღას მიკანკალებს? 2 წუთის წინ ლამის რკინის ქალად შემრაცხეს... გათენებას უნდა დაველოდო გეგის დაველაპარაკები... დავთანხმდები რომ ვითომ სწორი ნაბიჯია და ბავშვისთვის ასე ჯობია.. ბავშვს რომ ვაჩენ ეგ ცალკე ამბავია ცოტა არ მჯერა

ძლივს გათენდა ეს რამდენიმე საათი საუკუნოდ გაიწელა და მე ცალი ცოცხალი ნეირონიც კი აღარ გამაჩნდა თანის ტვინში იმაზე ფიქრით რა ჯანდაბა გავიგონე გუშინ.. რა ხდება საერთოდ და ამათ რა აკავშირებთ? ამხელა კაცები და საბა? მიუხედავად იმისა რომ თარაში სულ რაღაც 37 წლის არის (კიკი 17 წლის მამაჩემი იყო და 16ის დედაჩემი "უმყარესი" ოჯახი რომ შექმეს "ზრდასრულებმა") ზოგადად ამათ სამეგობროში ყველამ ადრე მოიყვანა ცოლი..ჩემი სიტკბო და სითბო ნათლიას გარდა.. გულწრფელად გამეღიმა ნათლიაჩემის გახსენებაზე, თავგანწირული რომ ღრიალებდა ელენე ყველას შვილია და წილოსანიაო.. გვარი? გვარი ჩემი მთელი ცხოვრების სტატუსია თურმე... თარაშის შვილი ვარ და ისე როგორ.. საოცრად მამსგავსებენ მამაჩემმს.. ვიზუალურად ასლი ვარ და ხასიათი? ხასიათი სამწუხაროდ თარაშის ანალოგი მაქვს, იმ განსხვავებით რომ მე ნინაზე უარს არ ვამბობ! ... გადავწყვიტე ოთახიდან გავსულიყავი

-დილამშვიდობის
-ავე (უკმეხად ვუპასუხე ჩემს სახლში ჩაცხორებულ ვირს და აბაზანისკენ ავიღე გეზი)
-თვალები რატომ გაქვს ჩაშავებული? თეთრი ხარ თანაც
-ანუ ახლა თუ მაცდი ორი წამით აბაზანაში შესვლას მოწესირებას და ამოსუნთქვას გამოვალ და დაგელაპარაკები(ვუპასუხე ჩვეულებრივზე მეტად გაღიზიანებულმა)
-აუუ ეს ვინარის(თავში წაიშინა ხელები) მიდი ხო მიდი

ვცდილობდი რაც შეიძლებოდა გამეწელა დილის რუტინა თორემ აი იმ ახმახთან დიალოგი სიკვდილამდე მეზარებოდა..მაგრამ სხვა რა გზა იყო კუს ნაბიჟებით მივღოღდი წინ დავუჯექი და ვეცადე მაქსიმალური სიმშვიდით დამეწყო საუბარი, ფვალი ჩემს წინ ჭიქას მოვკარი რომელშიც გაურკვეველი წარმომავლობის წითელი სითხე ესხა

-ეს რა არის? ვამპირი გგონივარ?
-ჭარხლის წვენია და უნდა დალიო, შენთვის აუცილებელია, ღამე წავიკითხე
-შენ ახლა ასე აპირებ ყველაფერი პირსი მტენო რაზეც ორ სიტყვას ამოგიგდეს გუგლი?(გამეცინა თან ირონიულად და თან გულწრფელად,)
-აუ ლელე.. ელენე ბავშვისთვის ვამბობ!თან ხო გევასება ეს სტრანნი რაღაცეები და რაღა ჭარხალზე დაიმართე გულყრა?(მუდარანარევი ტონით ეცადა თან ეხუმრა და თან დავერწმუნებინე რომ დამელია)
-ნუ კარგი, მოკლედ.. ვიფიქრე და მივხვდი რომ ჯობია დროებით, ანუ ფიქსიურად (სიტყვებს ვერ ვაბამდი)
-კი კი მივხვდი, მიხარია რომ განუმეორებელი პერფორმანსები არ დამადგმევინე, და გუშინდელისთვის კიდევ...
-არ მინდა საუბარი!(ზიზღნარევი ტონით ვუთხარი ძალიან მკაცრად)
-უბრალოდ ბოდიში, ასე არ მინდოდა(თავჩახრილი და გულდაწყვეტილი ბლუყუნებდა საწყლად)
-ოღონდ ჯერ აქ დედაჩემს უნდა ვუთხრა რა.. ისე ვერ ხოხვდები
-იცის!
-რასნიშნავს იცის?(ვხვდებოდი როგორ გადავდიოდი ყვირილზე)
-იქამდე იცოდა სანამ გაიგებდი, რადგან არქიტექტორია შენი აზრით მარტივ ბიოლოგიურ ჭეშმარიტებას ვერ ხვდება?
-ანუ ხო მაგრამ..
-გეგმაზეც იცის, შენ რომ ექიმთან იყავი მაშინ ვესაუბრე, მითხრა რომ ყველაზე სწორი გამოსავაი იყო ამ სიტუაციაშ (საკუთარი თავით კმაყოფილითვალებში მომშტერებოდა)
-კარგია რომ მაგ დიალოგს ავცდები..
-თათას დავურეკოთ საღამოს და გთხოვ აქედანვე ავუხსნათ, ანუ რომ ჩავალთ იქ ერთკვირანი სცენები და შოკები რომ არ იყოს, დაგძაბავს და არ შეიძლება.. არ ინერვიულო მიწა რომ გაუსკდეს შენ არ დაგკარგავს და არ გაგიბრაზდება(მიღიმის და ისევ ჩემს თვალებს აშტერდება, ვერ ვხვდები რა უნდა პირველად მხედავს?)
-აუ გეგა არ შემიძლია,(ისევ მუდარის ტონით ვეხვეწები)
-მე შემიძლია დამშვიდდი, შეიძლება შენნაირად არ ვუყვარვარ მაგრამ მეც ვნიშნავ რაღაცას
-თათასთვის მთელი სამყარო ნულია როცა შენ გეხება საქმე გეგა! ის რომ დაქალივით არ გეჭორავება არ უნდა გაფიქრებინებდეს რომ არ უყვარხარ ან ვინმეზე ნაკლებად უყვარხარ ! უმადური ხარ? შენი და შენს გამო მე კი არა დედაშენს და მამაშენს არ დაინდობს(ვუთხარი ძალიან ნაწყენმა, არავინ იცის თათას თავის ძმაზე რამდენად ჭკუა ეკეტება, მოკვდება რომ გაიგოს გეგა მასზე თუნდაც ხუმრობით ასეთ რამეს ამბობს აი ვერ გადაიტანს ზუსტად ვიცი!)
-დამშვიდდი ელენე, ჩემი და ჩემი სამყაროა ვიცი ისიც ვიცი მე რა ვარ თათასთვის, უბრალოდ ვიხუმრე თორემ ჩვენზე შესისხლხორცებული და ორგანული და-ძმა უბრალოდ არარსებობს( იმხელა სითბო და სიყვარული ჩააქსოვა, იმხელა ემოცია. წამით ძალიან გული დამწყდა რომ ჩემს გამო უნდა ეკამათათ, მსოფლიოში მართლა ყველაზე ორგანული და-ძმა არიან)
--გეგა
-გისმენ
-შენი აზრით მამაჩემი? ანუ რა რეაქცია ექნება?
-ძალიან მინდა პასუხი მქონდეს მაგრამ თარაში ბიძია არ ვიცი, ანუ ხასაითი ძალიან დამავიწყდა ხომ ხვდები. გადმოცემით რაც ვიცი ისაა რომ რთული ადამიანია, ასერომ წინასწარ ვერაფერს გეტყვი ლელე სამწუხაროდ. (ღმერთო რა უტიფარია, აი სახეში მიყურებს და მატყუებს, გუშინ ნათლიაჩემს ტრუსიკის ძმაკაცივით უხსნიდა თარაშთან მე მოვაგვარებო, ახლა გახდა ბიძია და ბაბუა კიდე, მთელი გულით მეცინება, ვერ ვხვდები სიმწრისგან თუ რისგან მაგრამ გულიანად გადავიხარხარე)
-რა გაცინებს ქალო წამოგიარა?(სიცილში ამყვა ისიც)
-ხო რავიცი უცებ თარაში ბიძიაო, რა ბიძია 2 წლითაა ჩვენზე უფროსი
-ნუ ჩემთვის ბიძიაა ხო ხვდები ამხელა კაცი მაინც (ცოტა მაკლია ენა არ ამოვგლიჯო, რა თავხედიაა ღმერთმანი, ნამდვილი არტისტი.. წარბიც არ შეხარა)
-თარაშია რა..

მთელი დღე გეგმებს ვალაგებდი როგორ რანაირად უნდა გვეთქვა თათასთვის, სახლის რომელი კუთხიდან უნდა დაგვერეკა, რამდენიმე შესაძლო რეაქციის შემთხვევაში პასუხებიც კი წინასწარ მოვამზადე, ძლის მისაღამოვდა გეგამ მიწერა თუ გხალია რომ დაგირეკო, სალაპარაკო მაქვსო და თათამაც 5 წუთში დაირეკავო, კანკალმა ამიტანა, ვხვდებოდი რომ არ ვიყავი მზად, მე ელენე წილოსანი მზად არ ვიყავი თათასთვის სიმართლე მეთქვა
-გეგ მოდი რა გავირეპეტიციოთ
-ხო და მეტი ეფექტისთვის სკმაებიც ჩავამწკრივოთ ვითომ მაყურებლები არიან(გამიცინა ისევ ირონიულად)
-აუ ძაან ვირი ხარ რა!
-რეკავს, თუ გინდა თავიდანვე ნუ გამოჩნდები კამერაში
-არა ჯობია ვიყო

მეხის დაცემის მოლოდინში ვუპასუხეთ თათას ზარს
-ხო გეგ რა ხდ..(ხმა გაუწყდა და ვხედავდი როგორ ჩამოუვარდა ყბა)
-აწიე ყბა და მომისმინე, ისტერიკების და რაღაცეების გარეშე არ იკივლო გთხოვ თავი მისკდება
-რა ჯანდაბა ხდებააა?!(მაინც იკივლა თათამ)
-მოკლედ თათ, საჭიროების და გარემოებების გათვალისწინებთ, მე და ეენე ჩამოვალთ 2 დღეში და მოვაწერთ ხელს, ანუ ასე ჯობია ამ ეტაპზე სამივესთვის
-გააფრინეთ? რა ხელის ოწერა? რა სამივესტვის? ჩემთვის რაღატო ჯობია? ანუ ახლა რატომ ვიგებ (ერთი ამოსუნთქვით მოგვაყარა კითხვები)
-შენთვის არა თათა, ჩვენ სამისთვის!
-შენ ელენე და მესამე ინ? (არ ტყდებოდა თათა, არ იჯერებდა არ წარმოედინა)
-თათ, (სიმწრისგან ცრემლები მაინც წამსკდა) აუ მაპატიე რა გთხოვ, მართლა არაა ისე როგორც გგონია გეფიცები. ანუ ასე არ გვინდდა მაგრამ რადგან მოხდა
-რა გაპატიო ელენე? მე რა გაპატიო? ის გაპატიო ამ სისულელის გამო რომ დაკარი ფეხი და გავარდი? დედა მომენატრაო და ზღაპრები? რომ გეთქვა რას გიზამდი? შეგჭამდი? გცემდი? უარს ვიტყოდი შენზე? ან თქვენზე? ასე არ მენდობი? არ ვიცი რა ვთქვა ღმეთო! საკუთარ დაქალს არ ვცნობივარ! დაბადებიდან რომ გვერდით ვყავვარ იმ ადამიანს! აღარ დამენახოთ უბრალოდ აღარ მესაუბროთ შემესვით!

ვგრძნობდი როგორ დაახეთქა ტელეფონი, როგორ გავუცრუე იმედები. იატაკზე ჩავიკეცე და მთელი ხმით ავტირდი, ყველაფერს ვტიროდი, ჩემს თავს თათას ემოციებს ამათი და-ძმობის გაფუჭებას, ყველაფერს აბსოლუტურად. თავში ვიშენდი ხელებს, მორჩეს! ხომ უნდა დამთავრდეს? ჩემს გამო ადამიანების ტკივილი აღარ უნდა დამთავრდეს? ჩემი სისულელის გამო! რა უპასუხისმგებლო ვარ ახლა ვხვდები! რრამდენად არარაობა! მინდა რომ გავქრე მიწამ ჩამიტანოს ან .. ან არ ვიცი, აღარ მინდა არსებობა!

-1 საათიც არ უნდა, გადმორეკავს(ჩემს წინ ჩამუხლული გეგა მიღიმოდა და ცრემლებს მწმენდდა)
-ხუმრობ ხო?(თვალებანთებულმა და გაბრაზებულმა ვუთხარი მე)
-არა, ვიცნობ!

დივანზე ვიწექი, გეგა ფილმს უყურებდა, წარმოდგენა არ მაქვს რატომ უყურებდა მხოლოდ ნახატებს , ენა არ იცის და აბა რას გებულობდა ნეტა? რა სასაცილო ბიჭია, უფრო სწორად როგორ სასაცილოდ წარმოაჩენს თავს თორემ რაც მე ღამე ჩემი ყურით გავიგონე... ვინ ხარ? ვინ ხარ გეგა შერმადინო? გამოგარკვევ! აუცილებლად გამოგარკვევ! ფიქრებში გართული მივჩერებოდი მაღალ შავგრემა ალუჩისფერ თვალება და სწორ ცხვირიან მამაკაცს, და იმის გაცნობიერება მიჭირდა რომ მთელი ბავშვობა მასთან გავატარე, ზარის ხმა გაისმა გეგას ტელეფონზე

-ხო თათ
-თათ და მეხი და ბნედა!
-ლამარა ხარ რო მწყევლი? სიცილი აუტყდა გეგას
-რძალი დამანახე, გავიხნო რა გოგოა ერთი?
-თათუუ (გიჟივით მივირბინე გეგასთან)
-ანუ თხა ხარ შვილო? რას დარბიხარ? მძლეოსანი შვილი გინდა? მომისმინეთ! ჯანსაღად ჭამე გაიგე? სუფთა ჰაეზე სეირნობა არ დაგეზაროს, ღმერთო ახლა 2 დღე უნდა ვინერვიულო როგორ მიხედავენ ეს ლაწირაკები ბავშვს (თავში წაიშინა ხელები)
-თვენახევრისაც არ ვარ თათა (ისტერიული სიცილი წამსკდა ისევ) რომელ ბავშვს?
-ესმის! ენებს ამოგაცლით! ბავშვს ყველაფერი ესმის! თაზოს და მაიას აქ მე დავულაგებ საკითხს, არ მინდა გადაიღალო ინერვიულო და რამის ახსნა მოგიწიოს, ისედაც იცი რომ შვილივით უყვარხარ და არავინ გაგკიცხავს, საერთოდაც ეგ როგორ უნდა გეფიქრა არ მესმის(ხელებს ასავსაბევებს ჰაერში)
-აუ ეს მართლა როგორ ემსგავსება ლამარას(გეგას გავხედე და ისევ ორივემ თათას ისტერიკაზე გადავიხარხარეთ)
-ანუ ბავშვს ვცემ პატივს ხვდებით ხო?!(წარბაწევით გვიყურებს)
-გოგო თუ იქნება თათას დავარქმევთ ხო? გამომცდელად მკითხა გეგიმ
-ანუ ეხლა რეებს გოიმობთ ?! ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელი! არარის საჭირო ეს ბიცოლა მამიდა ბებია ლალიძალო და ვიღაცეები გაახაროთ, თან თათა მხოლოდ მე ვარ!
-კაი თათ შენ არ ინერვიულო და ვაფშე არ დავარქმევ სახელს, დავშტამპავ რომ არ დამეკარგოს და ეგაა (ვუთხარი ვოთომ სერიოზულად)
-არა ახლა ამისთვის ბავშვი შეიძლება?! ღმერთო შენ არ ჩაერიო(აიხედა მაღლა)! რას დაშტამპავ გოგო ბოჩოლაა?!
-აუუ ძაან ტვინი ამხადეთ და მოდი რა რო ჩამოვალთ მერე იბაზრეთ(შეწუხებულმა გეგიმ აატრიალა თვალები)
-გაკოცეთ! სამივეს!

ისეთი ბედიერი ვიყავი როგორც არასდროს, რადგან თათაც გადაილახა.. რადგან მიიღო და რადგან ხელი არ მკრა

-გეგ ახლა რა იქნება?
-აი დრაკონის კვერცხის ომლეტები ტოქსიკოზები და რამე არ იყოს ვლოცულობ და დალშე რაც გინდა ის იქნება (ჩაიცინა გეგიმ)


ისევ წამოვწექი თავი ბალიშზე დავდე და ისევ იმ ფიქრებში წავედი, ორი დღეც, ორი დღეც და თბილისში დავბრუნდები... გამოგარკვევ გეგი შერმადინო! ვინ ხარ?




მკითხველს: ძალიან ვნერვიულობ იმედია მოგეწონებათ და მათ ვინც ელოდებით იმედებს არ გაგიცრუებთ!



№1 სტუმარი სტუმარი Daria

dzalian momwons,tavebs tu gazrdi uketesi iqneba watmatebebi ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან საინტერესო შინაარსის ისტორიაა ❤️

 


№3 სტუმარი One

Rogor vikhalisee)) kargia,gaagrdzelet kho? Warmatebebi))

 


№4  offline წევრი Lela leluka

ძალიან მომწონს აუცილებლად გააგრძელე

 


№5 სტუმარი ნანო

მართლა კარგად წერ.პერსონაჟების ხასიათი,მეტყველების მანერა, ქცევის ლოგიკური ახსნა გამოგდის მშვენივრად.ნუ დაგვაბერებ შემდეგის ლოდინში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent