შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კადრს მიღმა (თავი 3)


29-10-2022, 04:40
ავტორი Miss Highness Queen Ela
ნანახია 9 047

ნინა კვლავ მისაღებში ზის, ავა და ტრევისი ოთახში თამაშობენ. ამ სურათის შემყურე ქალი ნერვიულობას იწყებს იქნებ მისი საქციელი სწორი არ იყო? დიახ, ტრევისმა მას უღალატა ასევე მოატყუა ნარკოტიკებთან დაკავშორებით, მაგრამ მისი კარიერის რისკის ქვეშ დაყენება კაცისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება. ირგვლივ ვინც მას იცნობს იცის, როგორ უყვარს მუსიკა და ეს საქმე. თანაც ის ხომ ავას მამაა და ყოველთვის ასე დარჩება. ქალს გონებაში ყველაფერი აერია.
- ავა, დასაძინებლად წადი უკვე გვიანია მე და მამას რაღაც საქმე გვაქვს.
- ხვალ ტურნე უნდა განახლდეს ხომ იცი მინდა ბავშვთან ცოტა მეტი დრო გავატარო. თქვა კაცმა.
- შენც ხომ იცი, რომ მას თავისი გრაფიკი აქვს, რომელიც უკვე დაარღვია. უთხრა ქალმა აგრესიული ტონით თუმცა მალევე მიხვდა, რომ ავას წინ ტრევისთან კამათი სწორი არჩევანი არ იყო.
- ავა, წადი შენს ოთახში ითამაშე და მალევე ამოვალ. თქვა კაცმა თან ცოლს თვალს არ აშორებდა.
- ახლა რაღა პრობლემა გაქვს? ტრევისმა მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი რაც დარწმუნდა, რომ ბავშვი თავის ოთახში ავიდა.
- 2 დღეა ნამდვილ ჯოჯოხეთში მაცხოვრებ და თურმე პრობლემები მე მაქვს. კარგი, მე არ გაინტერესებ და მიღალატე შენს შვილზე მაინც გეფიქრა და მის წინ არ მიგეღო.
- ვიცი, შევცდი ბოდიშიც მოვუხადე და ავუხსენი.
- მაიც რა აუხსენი ტრევისს? მე ასეთი ვარ და ასეთ მდომარეობაში შეიძლება ხშირად მნახო თუ ?
- შენც მაპატიე.
- ზოგჯერ მგონია, რომ არ გიყვარვარ და არც არასდროს გყვარებივარ. რატომ გააკეთე ეს? მითხარი იქნებ მე ვიყავი პრობლემა. იქნებ მე ვერ გავაკეთე რაიმე სწორედ. ყველა და ყველაფერი ჩემს წინ დააყენე.
- ნარკოტიკზე იცი ნინა, ეს ასეთი ადვილი განსაკურნი არ არის, რაც შეეხება იმ ჭორს კიდევ ერთხელ გაუბნები არ ვიცნობ არ ვიცი ვინ არის.
- ქალს შენთან ფოტოები აქვს გადაღებული და ამბობს სხვებსაც გამოვაქვეყნებო და ამ ყველაფრის შემდეგ მეუბნები არ ვიცი ვინ არისო?
- ვამბობ არ მახსოვს. თქვა კაცმა და ხელი აიქნია.
- განქორწინება მინდა.
- კარგი. თქვა კაცმა მშვიდად.
- კარგი? ქალს თვალები ცრემლებით გაევსო და წყლის ჭიქა პირდაპირ მამაკაცისკენ მიმართა.
- კარგი არაა? ასე მარტივია 5 წლის ოჯახის დანგრევა? ავას რას ეტყვი კვირაში, რომ ორ დღეს ნახავ?
- ნინა, ეს შენი არჩევანი იყო მე კი დაგთანხმდი, რომ უფრო მეტი უსიამოვნება არ მოხდეს ჩვენს შორის. ერთად ვიქნებით თუ ცალ-ცალკე მე და შენ მაინც ავას მშობლები ვართ. არ მინდა ჩემი შვილი უყურებდეს, როგორ სძულთ მის მშობლებს ერთმანეთი.
- კარგი. თქვა ქალმა და ტირილი დაიწყო.
- არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ შენ ჩემი მოსმენა და გაგება არ გინდა მე კი ასე ცხოვრება არ შემიძლია. თქვა კაცმა და უკნიდან მოეხვია ქალს.
ნინა გაშეშდა, თვალები დახუჭა, ხელები გაუოფლიანდა, გულის ცემა გაუხშირდა უნდოდა მთელი ცხოვრება ასე დარჩენილიყო უბრალოდ მის გვერდით, ყველაფრის მიუხედავად ძალიან უყვარდა ეს კაცი. მის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოედგინა, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ეს აცოფებდა, როგორ შეეძლო ღალატი ტრევის იმ ქალისთვის, რომელიც უბრალოდ მისთვის ცხოვრობდა.
- რატომ მომექეცი ასე? ჩაიჩურჩულა ქალმა და ქმარს აკოცა.
- არ მახსოვს ნინა.
ქალი უკვე თავს კონტროლს ვეღარ უწევდა თან უნდოდა ტრევის ალერსი გაეგრძელებინა თან კი კადრებივით ხედავდა, როგორ აკეთებდა იგივეს მისი ქმარი სხვასთან.
- თვალები დახუჭე და წარმოიდგინე რასაც ახლა ვაკეთებთ იმას, რომ სხვასთან ვაკეთებდე. თქვა ნინამ და კაცს უტეხი მზერა მიაპყრო. კაცმა ქალი სწრაფად და აგრესიულად მოიშორა.
- რის თქმას ცდილობ? ხმაში გაღიზიანება იგრძნობოდა.
- არაფრის, უბრალოდ შენ თუ შეგიძლია. მეც შემი...
- შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს მგონი ჭკუიდან შეიშალე.
კამათი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ. - კოლი რეკავს. თქვა კაცმა და ტელეფონს უპასუხა. რამოდენიმე წამის შემდეგ თვალები ჩაუსისხლიანდა აშკარად მისმა გაბრაზებამ პიკს მიახწია.
- კარგი, კოლ.
- რა ჩაიდინე? იკითხა კაცმა.
- რას გულისხმობ? მიუგო ქალმა მშვიდად.
- განქორწინების განცხადება რატომ გააკეთე ჩემთან შეუთანხმებლად? კაცი მალე მწყობრიდან გამოვიდოდა.
- იმიტომ, რომ სულ ზემოქმედების ქვეშ ხარ შენთან ლაპარაკი შეუძლებელია მაინც ვერაფერს იგებ.
- როგორ გაბედე ის ჭორი დაგედასტურებინა, რომელიც არც კი იცი სიმართლეა თუ არაა.
- შენ მხოლოდ განცხადება გადარდებს იმაზე არ ფიქრობ მე რას ვგრძნობ, რას განვიცდი.
- საკუთარ თავს კარგავ ნინა და ეს შენთვისაა ცუდი.
- უბრალოდ დასვენება მინდა. თქვა ქალმა და ოთახში ავიდა.

როცა ნინა იღვიძებს უკვე თითქმის ოთხი საათი. სახლში არავინ არის. მისაღებ ოთახში პატარა ფურცელი დევს. ალბათ იცი, რომ დღეს ჩემი ტურნე განახლდა ამიტომ გეძლევა საშუალება მარტო შენს თავთან დარჩენილმა გადაწყვიტო რა ნაბიჯს გადადგამ.
ტელეფონის ბზუილი ნინას ყურადღებას იპყრობს და ვინსეტისგან გამოგზავნილ შეტყობინებას ხსნის.

''ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი, რომელიც მოკრძალებული ცხოვრებითა და რეპუტაციით არასდროს გამოირჩეოდა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორ დღეში საკუთარ თავსაც კი აჯობა. საუბარია რეპერ ტრევის კამერუნზე, რომელმაც შაბათს ცოლს უღალატა, კვირას კი ნარკოტიკის ზედმეტი დოზით საავადმყოფოში მოხვდა. ტრევისი ახლაგაზრდების საყვარელი რეპერია ის მათთვის მისაბაძი ადამიანია, მაგრამ არ მგონია ცოლის ღალატი და ნარკოტიკების მოხმარება ჩვენი ახალგაზრდებისთვის კარგის მომტანი იყოს. ის ყოველთვის გამოირჩევა აგრესიით, საკმაოდ უხამსი სიტყვებით. ამიტომ დარწმუნებულები ხართ, რომ ის თანამედროვე შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი უნდა იყოს? "
- მგონი ზედმეტად კრიტიკულია.
- სულაც არა უფრო უარესის დაწერას ვაპირებდი.
- ახლა რა მოხდება შენი აზრით?
- ყვითელი პრესა აიტაცებს ამ თემას მის ყველა გადადგმულ ნაბიჯს გამოიძიებენ ბოლოს კი რამეს მაინც იპოვნიან.
- მის კარიერას რა ემუქრება.
- დიდი ალბათობით დიდი დარტყმა, თუმცა შეიძლება სასიკვდილო სულაც არ აღმოჩნდეს.
- მადლობა ვინსენტ. თქვა ნინამ და მეგობარს დაემშვიდობა.
ტელეფონი, როგორც კი გათიშა მაშინვე ბოლო ხმაზე ტირილი დაიწყო. ახლა საკუთარ თავზე მეტად არავინ ეზიზღებოდა. ის რასაც ახლა აკეთებდა არაფერი კავშირი არ ჰქონდა ნინასთან, რომელსაც ის იცნობდა. მან ტრევის მახე დაუგო მისი ამდენი წლის შერომა ახლა შეიძლება უბრალოდ განადგურებულიყო.
- და ახლა რითი განსხვავდები მისგან ნინა? ჰკითხა საკუთარ თავს ქალმა.

დილის 6 საათზე ნინას ოთახში ვიღავ ათლეტური აღნაგობის კაცი შედის. სიბნელის გამო მისი სახის დანახვა შეუძლებელია, თუმცა ახალმოსული სინათლეს რამდენიმე წამში ანთებს.
- ტრევის რატომ დაბრუნდი? ქალი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ ეს არ უნდა შეემჩნია.
- ვიცი, რომ ეს შენ გააკეთე. თქვა კაცმა.
- რას გულისხმობ? თითქოს ვერ ხვდებოდა რაზეც კაცმა კონტროლი დაკარგა და ნინას ზემოდან გადაემხო მარცხენა ხელი სახეზე ის ძლიერად მოუჭირა, რომ ლამის ყველა ძვალი ჩაუტეხა.
- ნუ თამაშობ ბინძურად, თორემ დამიჯერე ჩემი მეორე მხარის გაცნობას არ გირჩევდი. უთხრა კაცმა და თავი მთელი ძალით დაარტყმენივა ბალიშზე.
- რას ამბობ? ან საერთოდ რას აკეთებ? როგორ ბედავ ჩემთან ასე მოქცევას.
- ეს როგორ გამიკეთე?
- არაფერი გამიკეთებია.
- ნუ მატყუებ, ნუ მატყუებ იღრიალა კაცმა და ფეხი გარდერობს მიარტყა, რომლის სარკეც ნატეხებათ იქცა.
- ახლავე წადი აქედან ! სრულ ჭკუაზე არ ხარ. ქალს შეეშინდა ასეთი ტრევისი მას არასდროს უნახავს.
- არ ვიცი, როგორ მაგრამ ამ ამბავს გამოასწორებ და ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრები. ავას ნახვის დროსაც შეეცადე შენთან შეხვედრა არ მომიწიოს თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
- მე არაფერი ჩამიდენია. თქვა ქალმა და ტირილი დაიწყო ხვდებოდა, რომ ყველაფერი თავზე ენგრეოდა.
- აი, ახლა შენ მოგიწევს ყოველღამე თვალების დახუჭვა და იმის წარმოდგენა თუ რას ვაკეთებ შენს გარეშე.
- მე შენ მიყვარხარ შენ კი როგორ მექცევი?
- გიყვარვარ ? კაცმა გაიცინა. ეს რანაირი სიყვარულია როცა ჩემს ზურგს უკან სამარეს თხრი. ამჯერად პარფიუმერიის მაგიდიდან გადმოყარა კაცმა ყველაფერი.
- ავას, უმადლოდე, რომ ახლა აქედან მივდივარ.
- ტრევის... ტრევის... ქალი უკან გაეკიდა.
- ....
- ხომ იცი, რომ შენს გარეშე ვერ ვიცხოვრებ.
- უფრო მეტად თავს ნუღარ დაიმცირებ. თქვა კაცმა და კარები მიიჯახუნა.
ნინა მთელი დღეა ოთახშია ჩაკეტილი და ტირის, რამოდენიმეჯერ ტრევისთან დარეკვა სცადა თუმცა უშედეგოდ ის არ პასუხობდა. ქალი მხოლოდ ახლა მიხვდა რამხელა შეცდომა დაუშვა ამით ტრევისის და საკუთარი კარიერაც ეჭვქვეშ დააყენა ქმარი კი სამუდამოდ დაკარგა ამის გააზრებისას ტირილს უფრო უმატა. ტელეფონის ზარი გაისმა ოთახში ნინა მაშინვე ფეხზე წამოხტა ეგონა ტრევისი რეკავდა, მაგრამ მისი ექიმი მარია რეკავდა.
- გისმენ მარია.
- ნინა როგორ ხარ?
- კარგად შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად. რაიმე სისუსტეები ხომ არ გაწუხებს.
- არაა, არაფერი.
- შენი ანალიზები მივიღე დღეს და თუ შეძლებ იქნებ საავადმყოფოში მოხვიდე დილით.
- რაიმე სერიოზულია?
- ცუდი არაფერი იფიქრო უბრალოდ არ მინდა ტელეფონში გითხრა.
მერე დილით ნინას მთელი სახე დასიებული ჰქონდა ტირილისგან თუმცა მაკიაჟისა და სათვალის წყალობით ყველაფერი დამალა. 30 წუთში მანქანა 6 სართულიანი შუშის კლინიკის წინ გაჩერდა.
- შემოდი ნინა. თქვა ნინას დანახვით გახარებულმა ქალმა.
- როგორ ხარ მარია?
- ამის კითხვას სწორედ მე ვაპირებდი. როგორ გრძნობ თავს? დაღლა ან ძილიანობა ხომ არ გაწუხებს?
- ჩემი კარიერის და პირადი ცხოვრების შემხედვარი მგონი საერთოდ არ მძინავს. თქვა ქალმა ღიმილით.
- მოკლედ შენი ანალიზები მივიღე და სწორედ ამიტომ გეკითხები ამ ყველაფერს.
- რაიმე სერიოზულია?
- სერიოზული ნამდვილად არის იმიტომ, რომ თითქმის ცრა კვირის ორსული ხარ. წამოიძახა ქალმა სიხარულით.
- რას ამბობ მარია?
- გილოცავ... შენ როგორ ვერ შეამჩნიე ამდენი ხანი?
ნინა შოკისგან დამუნჯდა ხმას ვერ იღებდა ბოლო სამი დღის შემდეგ ეს ბავშვი სრულიად ზედმეტი იყო.



№1 სტუმარი Mxolod is

Vaimee ra intrigaaa... Ekimma ro daurkea mivxvdi rom orsulobas sheAtyobinebA. Au treviss ragacnairad vendomi da ma qalis egoisturi siyvaruli makvirvebs axla mgonia rom qali ar etyvis an aborts gaiketebs arvcii dzaan chaxlartuliaa axali tavi male.dadee

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

სამივე თავი წავიკითხე. ძალიან საინტერესოა.
ტრევისი დიდ ზიზღს იწვევს ჩემში. აუტანელი ქმარი და ზოგადად პიროვნება. ნინა მაინც როგორ ვერ ელევა თავის ქმარს. მისი ნაბიჯი დიდად არ მომეწონა, მაგრამ არც ტრევისი შემცოდებია. დიდი ინტერესით ველოდები ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent