შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი 26


31-10-2022, 09:57
ავტორი ნაამა
ნანახია 1 342

თითქმის მთელი კვირა არ გამოვჩენილვა მასთან.კარზე ზარი რომ დარეკა ჩაეღიმა და ფეხზე ჩუმი ლაპარაკით წამოდგა.
-მეტხანს უჩემოდ ვერ ძლებ...ოხ ნეა,ჩემს სულს რომელიც თურმე მქონია რატომ იპარავ?!
კარი გამოაღო თუ არა სახეზე ღიმილი შეაშრა და იმედგაცრუებულმა კოპები შეკრა.მის წინ მომღიმარი ბიჭი იდგა.
-ვინმე სხვას ელოდი ძამიკო?
-რა ნებავს ანგელოზზე მაღალსა და ღმერთის დარს?
ცინიკურად ჩაიღიმა და უმცროსი ძმა შეათვალიერა.
-დედამ და მამამ გადმოგცეს იმედია შემდგე კვირას ,ახალწელს ჩვენთან ერთად შეხვდებიო.
-ის შენი სატრფოთ-სატრფოც იქნება?-ისვე ცინიკურად იკითხა, მაგრამ ეს მართლა აინტერრსებდა.სურდა გაეგო იქ მაინც მნახავდა თუ ვერა.ეს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო,სწორედ ამით აპირებდა გადაეწყვიტა წავიდოდა თუ არა.
-რა თქმა უნდა.ისე ეგ ღიმილი მოიშორე არ გიხდება.
-როდის მორჩები ისე მოქცევას თითქოს არაფერი დაგეშავებინოს და უფრთო ანგელოზი იყო?
-მეც ისევე განვიცადე, როგორც შენ!
-შენ არც კი იცი კაკი თავს როგორ ვგრძნობდი,რა იყო ის გრძნობა ნელ-ნელა რომ მიმტვრევდა ძვლებს და ძარღვებში სისხლს მიყინავდა.შენ ამაზე არაფერი იცი.ჩემსავით ვერასოდეს გეტკინებოდა გული-მისკენ მიიწევდა,ყვიროდა და თითს მკერდზე ურტყავდა,თან თვალებს მის თვალებს არ აშორებდა. შეშინებული ოდნავ ათრთოლებული კაკი უკან-უკან იხევდა.კედელს რომ მიეჯახა და გასაქცევი არსად ჰქონდა თვალების ცეცება დაიწყო.-იმას ვერასდროს იგრძნობდი რაც მე ვიგრძენი,რადგან ეს შენი ბრალი იყო.შენი და სხვისი არავისი!!!შენ გული არ გაქვს ,არც გრძნობებიმ.არც ნეა გიყვარს,რომ გიყვარდეს გაუშვებდი.მისი ოდნავ მაინც გესმის?!
-შენ რა იცი ჩემზე და ნეაზე?!რა იცი ჩვენს ურთიერთობაზე?!6 წელია არ დამლაპარაკებიხარ,6 წელია 6ჯერ არ გიკითხავს როგორ ვარ!
-და უნდა გკითხო?შენ იფიქრე ჩემს გრძნობებზე?ჩემზე იფიქრე?! ეგოისტი ნაბიჭ**რი ხარ.ჩემზე იფიქრე როცა...ჯანდაბა მე შენი უფროსი ძმა ვიყავი,ჩემი ხელით გაჭმევდი,მე გზრდიდი,მე გივლიდი!ჩემი სიცოცხლე იყავი,შენს გამო შემეძლო მთებიც შემეძრა.ჩემთვის შენზე ძვირფასი ჩემივე თავიც არ იყო...შენთვის კი ალბათ ყოველთვის ის ვიყავი ვისი მეშვეობითაც მიზნებს იოლად მიაღწევდი!ამის მერე მე უნდა მეკითხა კიდვე როგორ იყავი?!იაპონიაში იმიტომ არ გადავსულვარ რომ მინდოდა,არც სახლიდნა წამოვსულვარ ამის გამო!.სახლიდნა შენს გამო წამოევდი,დედაშენის და მამაშენის.ახლა მოდიხართ და ყველა დღესასწაულზე მოსვლას მევედრებით!ჩემზე რომ გეფიქრათ,ჩემი შრომა რომ დაგეფასებინათ,ჩემი გრძნობები და სურვილები ახლა ასე არ იდგებოდი შეშინებული.!
-ჩემი ბრალი არაფერი იყო.
-აარფერი დაგიშავებია არა?მაშინ ვისი ბრალია რომ მე დღეს ასე ვარ?!ვისი?!მადლობა თქვი კაკი...მადლობა თქვი რომ იმ დროის ხათრით რაც ჩემს ძმად ყოფნაში გაატარე ცოცხალი ხარ.სხვას ჩემს ადგილზე 100 გზის მოკლული ეყოლებოდი.
სახლში შევარდა და კარი ძლიერად მიაჯახუნა.ოთახში რაც კი ნახა ყვეალფეირ მილეწ-მოლეწა და ბოლოს გაბრაზებული დივანთან იატაკზე ჩამოჯდა,თავი ხელებში ჩარგო და ხმამაღლა დაიყვირა.
<<<<<<<<<<<<<<♡>>>>>>>>>>>>>>
დარლასთან მივდიოდი,მაგრამ ეზოში კაკის მანქანას მოვკარი თვალი,ამიტიმ სანამ არ დავინახე როგორ ჩაჯდა და იქაურობას არ გასცილდა მანამდე დათოს მანქანით კორპუსთან ვიდექი და ნერვიულად ვათამაშებდი თითებს საჭეზე.ლიფტით მგზავრობაც უაზროდ გაიწელა.კარზე ვაკაკუნებდი,სახლიდან ყვირილის ხმა შემომესმა და გულგახეთქილი აღარ დავლოდებივარ როდის გამიღებდა კარს.პირდაპირ შევაჭერი და დარლას დანახვაზე შევქანდი.სახლში ყველაფერი არეულ დარეული იყო.შიშველი ტერფებიდაან სისხლი სდიოდა.იქვე ახლოში,იატაკზე დამსხვრეული ჭიქა ეგდო.მისი ნამსხვრევები კი ალაგ ალაგ მიმოფანტულიყო.უმწეოდ იჯდა ძირს და ტიროდა.წამში გავჩნდი მის წინ და ჩავიხარე.
-დარლაა....
თავი ასწია და აწყლიანებული ზღვისფერი თავლები მე შემომანათა.ისეთი ტკივილი ედგა იმ თვალებში სადღაც გულის ყვეალზე ღრმა ნაწილში ისიც კი ვიფიქრე რომ ვინმე გარდაეცვალა.
-როდის მოხვედი ?
-ახლა.
-იმ ნაგავვმა დაგინახა?!
ნაგავიც კი იმხელა ზიზღით წარმოთქვა აშკარა იყო იჩხუბეს.
-ის ნაგავი ,როგორც შენ ეძახი,ჩ..
-ვიცი ვინც არის კი თუ არა?!
-არა.
მოხრილი ფეხები გაშალა.წელზე ხელი მომხვია და მკერდზე ამიკრა.
ისე ვიჯექი რომ თავი ჩემს ყელში ჰქონდა ჩარგული.მე კი მთელი ძალით ვეხვეოდი კისერზე.მინდოდა ეგრძნო რომ მასთან ვიყავი,რომ არასოდეს ვაპირებდი მისი ამ მდგომარეობის ატანას.მინდოდა ეგძნო რომ მის გაგებას ვცდილობდი.
-კარგად ხარ?
-არა!ნეა მოდი ცოტახანს სადმე წავიდეთ დასასვენებლად,ეს კვირა.შემდეგ კვირას ახალი წელია და ჩემებთან უნდა მივიდე.
-შენც? კაკიმ მითხრა რომ ჩვენთან ერთად აღნიშნეო.
-ხო.წელს მთელ ოჯახს ერთად გვნახავ.სასიამოვნოა ვერაფერს იტყვი.
რომ დავფიქრდი იმ დღეს 21 იყო.შემეძლო მასთან ერთად სადმე მთელი კვირით წავსულიყავი.ისე რომ შედეგებზე არც მედარდა.მერე უკან დავბრუნდებოდი და დაველოდებოდი,როდის შევხვდებოდით ახალწელს.
-კარგი წავიდეთ.მხოლოდ ჩვენ?
-რა თქმა უნდა თუ იეჭვეს რამე ბიჭებს ვუხმოთ.
ცხელი ტუჩები მომაწება კანზე.თვალები უნებურად მიმენაბა და უფრო მეტად მოვეხვიე.
-იცი შენთან ერთად დროის გატარება მომწონს.
ამის გაგონებაზე ქვემოდან ამომხედა და გამიცინა.
-მეც .ზღვა ახლაც მახსოვს.
-სად წავიდეთ?
-რაჭა?
-წავიდეთ.თან თოვლიც იქნება.
ცოტახანს ასე ვისხედით მერე მისი ტერფები გამახსენდა და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დავუმუშავე და ასე თუ ისე გადავუხვიე.საწოლში იწვა და მშვიდად ეძინა.ნერვიულობამ და მოგონებებმა თავისი ქნეს და მკვდარივით დაეძინა.მისაღები, როგორც შევძელი, მივალაგ მოვალაგე და ჩემი უნიჭობისდა მიუხედავად მისთვის რამის მომზადება გადავწყვიტე. როგორც მოსალოდნელი იყო,საჭმელი არც თუ გემრიელი და ოდნავ დამწვარიც კი გამოვიდა,მაგრამ ეგ ფაქტი დავივიწყე და არეული სამზარეულო მოვაწესრიგე.მერე ჭიქაში ყავა ჩამოვასხი,დარლას სახლის მისაღებში მდგარი სავარძელი მინის კედელთან მივაჩოჩე და ფარდები გადავწიე. მოსაღამოვებული იყო და სუსტად თოვდა.დარლას ტანსაცმელი მეცვა,რადგან ჩემი სამსახურის გამო მუდამ კლასიკური და არცისე კომფორგული იყო.ფეხმორთხმით ჩავჯექი სავარძელში და ჭიქას ხელები შემოვხვიე.ისევ ვგრძნობდი როგორ ზვირთდებოდა ჩემში ტალღები და როგორ მინდოდა იმ გრძნობის გამოცდა ,რომელიც აქამდე არ გამოეცადა.მახსოვს კაკისთან მუდმა "პეპლებს" ვგრძნობდი,დარლასთან კი პირიქით სრული სიმშვიდე იყო.არცერთი კუნთი არ მიტოკდებოდა ჩემდა უნებურად.მხოლოდ მის შეხებაზე დამივლიდა სასიამოვნო თრთოლვა მთელს სხეულში,მხარზე ხელი ვიგრძენი და შევხტი.
-მოგწონს აქ ჯდომა არა?
-შემაშინე.
ხელი გულზე მივიდე და მისკენ მივტრიალდი.დარლა შეკრთა და ზღვისფერი თვალები შემომანათა,სუალც არ უნდოდა შევეშინებინე,უბრალოდ სურდა როგორმე მისთვის მიმექცია ყურადღება.
-ბოდიში,არ მინდოდა.
-არაუშავს,კითხვაზე გიპასუხო?
დარლა გაშეშდა,მის სახეზე მეც შემეშინდა.საშინელი დეჟავიუ ჰქონდა,ასე მხოლოდ მაშინბემართებოდა ზვიადაურის მონას რომ ვეძახდი,მერე თავი ფიქრებისა და მოგონებების გასაფანტად გადაქნია და მითხრა.
-კითხვები სწორედ მაგისთვის არის.
გაეცინა.
-კი მომწონს,თავს კომფორტულად ვგრძნობ.და შენ?კარგად ხარ?წეღან ფერი სულ მთლად დაკარგე.
-ყვეალფერი კარგად იქნება.მოდი ჩემთან.
ფეხზე წამოვდექი და მის მკლავებში გავეხვიე.საკუთარ სითბოს მიზიარებდა,საფეთქელზე მაკოცა და ღიმილით ჩამიხუტა.
-გიხდება ჩემი ტანსაცმელი.
-შენ კიდევ ასე საყვარელი და თბილი ადამოანის როლში ყოფნა.
-ძუნწო მეტი არაფერი გემეტება ჩემთვის?!
-მაგალითად?
-ყავა-საჭმელი გაგიკეთე.ჩაწექი დაისვენე და მოგიტან.
-ავად არ ვარ.
-ვიცი მაგრამ მიდი.მეც ჩავწვები და რამეს ვუყუროთ.
-კარგი მიდი.
ის იყო მოვშორდი და სამზარეულოსკენ გავბრუნდი რომ სულ ოდნავ წამომარტყა საჯდომზე. გაბრაზებულმა გავხედე.
-ნორმალური ხარ?
-ხომ იცი რომ არა.
-ნეტა მანახა ის ვიღაც ასე რომ შეგშალა ჭკუიდან.
-ოთახში სარკე მაქ და განახებ გინდა?
-გადარეულო.
გავიცინე და სამზარეულში გავედი.თეფშებზე საჭმელი გადმოვიღე და საძინებელში გავუტანე.მერე ისევ უკან გავბრუნდი და ჩემი ყავისჭიქით ხელში შევწექი საწოლში.ბალიშს ზურგით ვეყრდნობოდი და ჭიქაზე ხელებშემოხვეული დარლას ვაკვირდბეოდი,რომელიც ლეპტოპს რთავდა,მერე კი ფილმს არჩევდა.
-რას ვუყუროთ?
-სანამ გეძინა?
-მმ შეიძლება.
-მიდი ჩართე რა.
საყვარლად შევხედე და ისიც დამთანხმდა.მერე ლეპტოპი ცოტახანს გვერდზე გადადო.ჩემს ფეხებშორის ჩაწვა ,მეც უმალ ფეხებზე შემოვხვიე და თავი მკერდთან დამადი.ორივე ხელით მოვეხვიე.ლეპტოპი მუხლებზე დაიდო და გაჩუმდა.
ასე ერთმანეთზე ჩახუტებულები ხან ვუყურებდით და ხან ვარჩევდით ფილმის სიუჟეტს.
-ისე კაკი რომ კომაში იყოს უკეთესი იქნება უფრო ღიად შევხვდებოდით ერთმანეთს.
-ფუ რა იდიოტი ხარ.
-აპ არ მომშორდე კარგად ვარ ასე.
-მეც.
უფრო ქვევით ჩავიჩოჩე და მეტად მოვეხვიე.ლეპტოპი დაკეცა და გვერდით გადადო.მერე მუცელზე გადმოწვა და შემომეხვია.მის თმებში ხელები ავხლართე და კანზე მსუბუქად გავეთამაშე,ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა,ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა და წელზე ისე შემომხვია.
-არ გაჩერდე რა.
-კნუტი ხარ.პატარა დემონური კნუტი.
ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ტუჩები მაისური ზემოდან მუცელზე.
-შენც.
თავს კომფორტულად ვგრძნობდი,ოდნავ, ძლივს შესამჩნევად მეფერებოდა გვერდებზე და სანაცვლოდ თმაში თითებს დავუსრიალებდი.ასე კარგად არავისთან მიგრძვნია თავი.მის მკალვებში ვგრძნობდი რომ სამაყრო ჩემი იყო,რომ ის ოკეანე ჩემში რომ იყო სულ უფრო წყანრედებოდა და შემეძლო მის სიღრმეში ჩავსულიყავი.შემძლო ჩემი თავი მისი დახმარებით შემესწავლა.ასე მასზე შემოხვეულს ჩამეძინა,ნელ-ნელა ვარსკვლავებს ვუერთდებოდი.გამთენია იქნებოდა რაღაც უეცარმა ბიძგმა რომ გამომაღვიძა.ჩემს მკლავებში მოქცეული დარლა ძილში ბორგავდა და ბოდავდა.
-არა...არა.. რატო გააკეთე,ასე ვერ წახვალ...ვერ წახვალ.ვერ მიმატოვებს ...ასე ვერ წახვალ.
ოდნავ მოშორება დავაპირე რომ კარგად შემეხედა მისთვის და დამეწყნარებინა,მაგრამ ხელი ძლიერად შემომხვაი.
-არ დამტოვო,ამას ვერ იზავ...ვერა..ისევ ვერ მიმატოვებ!
ძლიერად შემოვეხვიე და ვცდილობდი გამეღვიძებინა.
-სიზმარია,სიზმარი..ყვეალფერი უეკთ იქნება.შენთან ვარ!არსად მივდივარ,არსად წავალ სანამ დაგჭირდები.გაიღვიძე.უბრალოდ გაიღვიძე.
მაინც არ იღვიძებდა.მერე უეცრად შეხტა და თვალები გაახილა.
-გაიღვიძე? კარგად ხარ? ბოდვადი...ვერ გაგაღვიძე.
-უბრალოდ ასე დარჩი.
ხმა საოცრად გაბზარული ჰქონდა.იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე.ნაწილებად პირდაპირ ჩემს ხელებში იშლებოდა.როგორც შემეძლო შემოვეხვიე და თმაზე მოვეფერე.
-როგორც გინდა,როგორც უკეთ იგრძნობ თავს.
-მადლობა რომ გესმის.
-იმათში ნუ აგერევი დარლა ვისაც არც გაგება უნდა და ვერც იგებს.
-რატომ დათბი ბოლო დროს?
-იმიტომ რომ შენც კარგად მექცევი,თავს კარგად და დაცულად მაგრძნობინებ,ჩემი პასუხი კი შენდამი სიმპათიაა.
თავი ოდნავ ავაწევინე და შუბლზე ვაკოცე.
-თანაც როცა ცუდად ვარ ჩემს გვერდით ხარ,ამიტომ ვალდებული ვარ არც მე მიგატოვო ასეთ დროს.
- ვალდებული რომ არ იყო ამას მაინც გააკეთებდი?
-არ ვიცი,ალბათ კი,რადგან არცისეთი უმნიშვნელო ხარ ჩემთვის როგორიც გგონია.
ისევ ისე დაწვა ჩემს მუცელზე როგორც ძილისას.ისევ შემომეხვია და გაინაბა.გრძნბდა რომ გულის ცემა უმშვიდდებოდა და წარსული ნელ-ნელა სცილდებოდა.როგორც იქნა წლების შემდეგ მხრებიდნა ტვირთი სულ უფრო ეხსნებოდა და თავს ისევ ისე კარგად გრძნობდა, მაგრამ განცდა რომ მე კაკისთან ვიქნებოდი,რომ თუ არჩევანის წინაშე დავდგებოდი კაკის ავირჩევდი მაინც არ შორდებოდა.ჯერ ვერ გაეგო ეს გრძნობა მხოლოდ მოწონება იყო თუ უფრო მეტი,მაგრამ იცოდა რომ ყველას გვერდით მდგომს ამიტანდა,გაუძლებდა და შეეგუებოდა,მაგრამ მე თუ ისევ კაკისი ვიქნებოდი ეს გაანადგურებდა.ისევ ისე ნაწილებად დაიშლებოდა, ისევ სისხლისგან დაიღვრებოდა,როგორც ადრე.
სუნთქვა სულ უფრო უმშვიდდებოდა და მალევე მორფეოსის სამყაროს შეუერთდა,იმ ზღვას შეერწყა მერომ ასე ძალიან მიყვარდა.დიდხანს ვერ დავიძინე იმაზე ფიქრით თუ როგორ იქნებოდა,რა ნახა ასეთი რომ განერვიულდა.მერე ფიქრებმა ისიც მკითხეს კაკიმ რა ქნა რომ მასთან მისულს მთელი სახლი ყირაზე დამხვდა.დიდიხნის შემდეგ როგორც იქნა მეც ჩამეძინა.არ ვიცი რატომ მგრამ საოცარი სიახლოვე ვიგრძენი როცა დილას იმავე პოზაში გამეღვიძა.მასზე შემოხვეულს.ცოტა დაბუჟებული ვიყავი მთელი ღამე ასე რომ მაწვა ის მუტრუკი ,მაგრამ მაინც მესიამოვნა.სახიდნა თმა გადავუწიე და დავაჩერდი. ცოტახანში ფშვინვით ამოთქვა.
-ნუ მიყურებ ვწითლდები.
მის სიტყვებზე გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე.
-მოგიხდებოდა მაგრამ უჯიშო ხარ და სირცხვილის გრძნობა არ გაქ.
-რას კადრულობთ ქალბატონი?ეს თქვენ არ გაქვთ სირცხვილი.
-მიდი გადაფოფხდი გვერდზე რა,დავბუჟდი.სახლში გავალ რომ ნივთები ავიღო წასასვლელად.
-მართლა მომყვები?
-რა თქმა უნდა,გუშინდელივით რამე ცუდი რომ დაგესიზმროს და არავინ იყოს შენთან?
თან საწოლიდან წაამოვხტი და თან მივაძახე.გაბრაზებულმა ბალიში მესროლა რომელიც ოსტატურად ავიცილე.
სახლიდან მოზრდილი ზურგჩანთით ტანსაცმელი ავიღე და გამოსვლისას ლანას დავუძახე.
-ვინმემ თუ მიკითხა სამსახურიდან წავედი მივლინებაში და ახალწლამდე დავბრუნდები კარგი?
-კარგი ქალბ...ნეა
-ძალაინ კარგი.გაერთე შეგიძლია მთელი სახლი თავზე დაიმხო.
ლანას გაეცინა და კარამდე მიმაცილა.ტაქსით გავედი დარლასღან.
-მოვედი.უი ბექა.მოდი ,რამდენი ხანია არ მინახავხარ .
-ხომ არ დაგავიწყდია როგორ გამივიყურები?
-მაგას რა დმაავიწყებს.
-ჩემ თვალწინ მაინც ნუ ფლირტაობთ.
-მორჩი რა ბუზღუნს.ეჭვიანი ესა.
ხელი ავუქნიე.
-ესეც მოდის?
-არა უბრალოდ გამომიარა.წავედით?
-სად მიდიხართ?
-ვიტაცებ შენს ძმაკაცს.უნდა ვიგულაოთ უშენოდ.
-აუ დარლა მაწავლებს.
-გადი ბიჭო იქით რას მეწებები.
-აუ გეხვეწენი წამიყავნე რა.
უფრო მეტად შემოეხვია ძმაკაცს ბექა .
-გადი მეთქი!სად წაგიყვანო?
-სადაც მიდიხართ.აუ შენი საყვარელი ადგილს რატო მახევს?!
-მოიცა აქამდე ბექა იყო შენი საყვარელი? აჰ მეწყინა მეგონა მარტო მე ვიყავი მაგ პოზიციით.
-რა საშინელი ასატანები ხართ ერთად.წამო რა წამო.
ხელი გადამხვია და ისე წავიდა გასასვლელისკენ.კართან რომ მივედით უცბად შეტრიალდა და ბექას ჰკითხა.
-შენ არ მიდიხარ შენს კუთვნილ სახლში?
-აუ რავი მეზარება დავრჩები რა აქ.
-დაიჭი მაშინ.
გასაღები ესროლა და თვალი ჩაუკრა.
-ჭკუით იცოდე.
-აუ ძმა ხარ რა.
დარლამ თავი გადააქნია.ბევრი ხვეწნა მომიწია რომ ავტობუსით წავსულიყავით და არა მისი მანქანით,მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ დავიყოლიე.
საღამო იყო რაჭაში,კერძოდ ონში რომ ჩავედით.სასტუმროში უკანასკნელი თავისუფალი ნომერი ავიღეთ და დარლამ პერსონალი გააფრთხილა თუ ვინმე იკითხავდა ნომერი მხოლოდ ერთის სახელზე იყო.არავითარი დრლა და ნეა,მხოლოდ ნეა ან მხოლოდ დარლა,გააჩნდა რომელზე ჰკითხავდნენ.ნომერში ავედით თუ არა ბარგი კართან დავტოვე და საწოლზე მოწყვეტით დავეცი.
-ტელეფონებიც ხომ არ გაგვეთიშა?
-შეიძლება,მაცდური აზრია.
ტელეფონს გადავწვდი და კაკის ნომერი ავკრიფე.
-რას აკეთებ?
-შენ ეჭვიან ძმას ვურეკავ რომ მივლინებაში ვარ და ტელეფონს ვერ ავიღებ.
რამდენიმე ზუმერის შემდეგ როგორც იქნა უპასუხა.
-ხო საყვარელო?
-რას შვები?
-არაფერს ბიჭებთან ერთად ვარ.
მისი ბიჭები დარლას მეგობრებისგან განსხვავებით არასოდეს მომწონდნენ,რამდენიმე ჰყავდა ,მაგრამ ერთმანეთზეპირწავარდნილები და არც თუ ნორმალური ტიპები.მდიდრები და თავსგასულები,დედიკოს თუ მამიკოს ფულებით რომ იკვეხნიდნენ.
-აჰა გასაგებია.მისმინე,მივლინებით გამიშვა ანიმ ჩემს ამ წელში უკანასკნელ საქმეზე,ტელეფონი არ დაიჭერს ვერ დაგიკავშირდები და შემდგე შაბათს დავბრუნდები.
-სად გაგიშვა ასეთში?
-რაჭაში.-დარლამ ხელზე დამქაჩა-რომელიღაც მიკარგულ სოფელში,ძან საყვარელი ახალგაზრდა 17 წლის გოგოა,კარგად წერს.თუ რამე საინტერესო ვნახე რასაც გამოვცემთ წამოვიღებ თუ არა და ხელცარიელი დაბრუნება მომიწევს.
-კარგი ლამაზო.
ყურმილი დავუკიდე და დარლას გავხედე რომელიც საწოლზე იწვა და მე მიყურებდა.მერე მისკენ გადავგორიდ და მთელი ტანით ავეკარი მის სხეულს.
-რაო?
-კარგიო.
-აბა ეჭვიანიო?შენ ჩემი ეჭვიანობა არ გინახავს ჯერ!
-როგორ არა?! ბექასთან ერთად რომ ვღლიცინებ ისეთი სახით მიყურებ მგონია ხოლმე რომ ან მე მომკლავ ან ბექას.
გულზე ოდნავ მოხვდა ჩემი სიტყვები.სახეზე ხელი ამისრიალა და თავი ამაწევინა.თავისი გამყინავი ზღვისფერი თავლებით ლამის სულში მიყურებდა.
-ვერასდროს მოგკლავ,ასე ვერასდროს მოგექცევი.
სიტყვები უნებლიედ წამომცდა,ამაზე არც კი მიფიქრია.არცერთხელ.ალბათ გულმა და გრძნობამ ყოველთვის უკეთ იცის რა უნდა თქვას ვიდრე მრავალგზის "დამუშავებულმა" გონებამ.ალბათ ამიტომ არის რომ დარლასთან სიტყვებს ვერასოდეს ვაკონტროლებდი,ისე უთქმელად და უნებართვოდ წამომცდებოდნენ,თითქოს მათ კი არა მე უნდა ამეღო ნებართვა როცა ჩემში ვინახავდი.
-დიდიხანია აღარ ვფიქრობ რომ სიცოცხლე არაფრად მიღირს,იმ წამიდნა რაც ჩემთან გამოჩნდი.
ტუჩები ტუჩებზე მომაკრო და იმაზე ნაზად მაკოცა ვიდრე ფაიფურს ეხებიან ხოლმე.მერე ნელ ნელა მომცილდა და უბრალოდ ჩამეხუტა.
დილას რომ გავიღვიძეთ 9 ახალი დაწყებული იყო.საწოლიდან ნახევრადშიშველი წამოვდექი და ფარდები გადავწიე. თოვდა,თანაც ისე ლამაზად კარგახანს ვიდექი ფანჯარაში.
-ეგრე მანდ ნუ დგახარ თორემ მერე ვინმეს ცემა მომიწევს.
-გაიღვიძე? რამე ხომ არ ვჭამოთ?
-მმმ მეზარება.
-ჭამა როგორ უნდა გეზარებოდეს?
თავი სიცილით გადავაქნიე და მივხვდი რომ მციოდა.ჩანთიდნა სქელი სვიტერი და ზამთრის შარვალიამოვიღე და კანკალით ჩავიცვი.
-თოვს. არც გარეთ გასვლა არ გინდა?
-კარგი ჯერ ვჭამოთ მაშინ.რამე კაფის მსგავსი ხო იქნება?!
-კი ,ალბათ, მიმღებში ვიკითხოთ.
-კამერა წამოვიღო?
-კამერა გაქ წამოღებული?
-აბა,ასე დაგვეტოვებინა ეს ერთი კვირა?
საწოლიდან წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა ნელი,მოზომილი ნაბიჯებით,თან თვალებში დაჟინებით მიმზერდა.
-წამოიღე.ოღონდ ისე დამალე მერე შენებმა რომ ვერ იპოვნონ.
-რატომ?ისევ ჩემს რძლობას უმიზნებ?
-ეგ არასოდეს ყოფილა ჩემი სამიზნე,მე შენს საწოლს და შენი ძმის შეყვარებულობას ვუმიზნებდი ხოლმე.
-როგორი ცხადი აღიარება იყო.არც კი გრცხვენია? ფუფ მრუში ქალი.
-შენ კიდევ მრუში კაცი ხარ.უნამუსო,უსინდისო.
-შენ კიდევ გათახსიერებული გოგო.
-აჰა ვარ კიდეც ვინ გეუბნება რომ არ ვარ.მოდი რამე ცხელი დავლიოთ,კარგად ვჭამოთ და საბოლოოდ თოვლით გავერთოთ.
-ისე როგორც ბავშვობაში?
-ზუსტად,ისე თითქოს არც არასოდეს გავიზრდებოდეთ.
-მთელს ბავშბობას აგინაზღაურებ, ოღონდ დანაკლისი უნდა გამიმხილო.
ჩემს წინ მდგომმა ხელები თეძოებზე მომიჭირა და საკუთარ ტანზე ამაკრა.
-მაგას თუ ვიზავ გამიგებ? ჩემს ყველა გრძნობას შენად მიიღებ?
-მივიღებ ,ყველას მივიღებ.-ყელში ნაწყვეტ-ნაწყვეტ მკოცნიდა.
-შენს ძმას არ ჰგავხარ ამიტომ მჯერა უკეთ გაიგებ რა სიყვარულით მიყვარს ზღვა.
ისე რომ არ მომშორებია ქვემოდან ამომხედა.
-ეგ ისედაც დიდიხანია მესმის,მაგ გრძნობას სრულიად ჩემად ვიღებ.
-მე კი შენს ვარსკვლავების ტრფობას მივიღებ საკუთრად.
-კიდევ?მითხრაი ის რაც არ ვიცი.
-ბავშვობაში,ის რაც მაკლდა მხოლოდ მშობლების სიყვარული იყო.
-აჰ მაგას ვერ აგინაზღაურებ,მაგრამ გეფიცები მაგ გრძნობასაც ჩემი გრძნობის დარად ვგრძნობ.
-კიდვე სულ მინდოდა მთელი დღე თოვლში მეგორავა,ანგელოზები მეკეთებინა და არავის ეთქვა "გაცივდები,არ გახვიდე!".თოვლიც და ყინულიც წყლის სახეა,ასე რომ ისინიც ისე მიყვარს როგორც ჩემი თავი.
-ზღვა ხარ.
-კი.მის მსგავსად ყველა ჩემია,ვისაც ვუნდივარ და ვინც მინდა,მაგრამ სანაცვლოდ არავისი ვარ.
მისი ტუჩები ჩემს ყელზე დაცოცავდნენ.ცალი ხელ წელზე ჰქონდა შემოხვეული,მეორეთი პულავერის საყელოს იჭერდა რომ ყელს მისწვდომოდა.ბოლოს იმდენი ქნა უკან საყრდენად და წონასწორობის შესანარჩუნებლად კედელს მივეყრდენი.
-ახლა შენ უნდა მითხრა..შენზე უნდა მითხრა.ჩემზე ყვეალფერი იცი!ყველა გაგებით გამაშიშვლე და აღარაფერი დაგრჩა ალბათ რაც ჯერ არ იცი,მაგრამ მე ჯერ ისევ იმ დარლას ვიცნობ რომელიც აწმყოში მყავს.წარსულიც მაინტერესებს,არა იმიტომ რომ განგსაჯო,არამედ იმიტომ რომ უბრლაოდ შენზე ყველაფრის ცოდნა მინდა.
-აჰ მოდი ახლა თავს შევიკავებ,წავიდეთ სადმე დავსხდეთ,მოგიყვები,ჩემ გრძნობას შენად მიიღებ და მერე მთელს დღეს თოვლში გავატარებთ,ამის შესრულება შემიძლია.
მომშორდა და ტანსაცმელი ჩაიცვა.
ვუყურებდი როგორ ნელა მოძრობდა.მისი ყევლა მოძრაობა მაჯადოვებდა.
დარლამ კარი გააღო და გამატარა,საშინლად ესიამოვნა ჩემი სიტყვები.ის რომ მის ყველა გრძნობას კვლავ ჩემსავით აღვიქვამდი და ის რომ მე ის მადარდებდა.
პატარა საყავრელი კაფე ვიპოვნეთ.შიგინით საოცარი სითბო იყო,ვიტრინასთან დავსხედით და ქალაქის შემოსასვლელს გავხედეთ,რომელიც სრულიად თოვლს დაეფარა.
-რას დალევ?
-ცხელიშოკოლადი მინდა.
-ბავშვო.
გაყინულ ცხვირზე თითი სიცილით დამკრა.
-მაშინ მეც.რამეს შეჭამ?
-რაც გინდა ის აარჩიე..
-უხორცო.
-მაცადე ხოლმე თქმა.
გავიბუტე ,სკამის საზურგეს მივეყრდენი და ხელები გულზე დავიკრიფე.მას ცალყბად გაეღიმა.
-ნეა კაკი არ ვარ.
მისი ხმა ისეთი თბილი იყო ,მეგონა დავდნებოდი.იმ ფიფქებივით გზაში ხელზე და სახეზე რომ მადნებოდნენ.
"სწორედ მაგიტომ ზიხარ ამ წამ ჩემს წინ."
გავიფიქრე და ფიქრზე გამეღიმა.დარლა თითქოს მიმიხვდა ღიმილის მიზეზს და ქალს რომელიც სავარაუდოდ კაფის მფლობელი იყო ცხელი შოკოლადი და ალუბლის ნამცხვარი სთხოვა.
-იცი რა ?
-რა?
-როცა თბილისში დავბრუნდებით ამას ხშირად გაგხსენებ ხოლმე.
მაგიდაზე მიდებული კამერა აიღო და ისე რომ განძრევაც ვერ მოვასწარი ფოტო გადამიღო.
-იმედია კარგი გამოვიდა.
-რა თქმა უნდა.ქალბატონო შეიძლება?
ხელით კამერაზე ანიშნა.მანაც თავი დაუქნია და გამოართვა.ბევრი ნამდვილად არ გადაგვიღია,მხოლოდ ისეთი უბრალო, ბუნებრივი ფოტოები.
-დიდი მადლობა.
-არაფრის,კარგი წყვილი ხართ.
თავი მადლობის ნიშნად ღიმილით დავუქნიე.ისიც წავიდა.
ცხელი შოკოლადით ხელში დარლას ვუსმენდი რომელსაც მისი ამბის თხრობა ის წუთია დაეწყო.
-დედა და მამა შენების მსგავსად სულ მუშაობდნენ.მე სულაც არ ვიყავი გატუტუცებული მდიდარი ბავშვი,პირიქით თუ რამე მინდოდა უნდა მეთხოვა და თხოვნაზე მუდამ პირობის წამოყენებით მპასუხობდნენ.ამიტომ ,როცა წამოვიზარდე მივხვდი რომ თუ რამე მინდოდა ჩემით უნდა მიმეღო და არავისთვის მიმეცა პირობების წამოყენების უფელბა.კაკი ჩემზე 3 წლით უმცროსია,ამიტომ მასზე მუდამ მე ვზრუნავდი.შეიძლება არცისე დიდი სხვაობა ჩანს, მაგრამ მონაყოლიდანაც და ისეც მახსოვს როგორ ვაძინებდი და თუ იტირებდა ვცდილობდი დამემშვიდებინა. სათამაშოებს მუდამ უპრობლემოდ ვუთმობდი.რჩევებს ვაძლევდი და როცა დახმარება სჭირდებოდა მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი.
-მისთვის მამაც იყავი...
-ზუსტად.მაგრამ მე თავად მიწევდა ყველაფერზე,ჩემთავზე ზრუნვაცკი.
-და შენ მისთვის კომფორტის შექმნა გინდოდა.თავს უსაფრთხოდ მაინც გრძნობდი?
-არა!მახსოვს ერთხელ შემთხვევით სარდაფში ჩავიკეტე.ძალიან პატარა ბნელ სარდაფში.მაშინ 7 წლის ვიყავი ძალიან დიდხანს ვერ შევდიოდი ლიფტში.დიდხანს მეშინოდა.მერე ჩემს ცხოვრებაში ჩემი პირველი სიყვარული გამოჩნდა-თვალებში უცნაური სევდა ჩაუდგა და ხმაც შეეცვალა-ყველაფერი გააკეთა რომ ამ შიშისგან ვეხსენი.
-გამოუვიდა?
-გამოუვიდა.
-ახლა სად არის?
-აქედან შორს.
-ისევ...
-მიყვარს თუ არა?კი,მაგრამ არა იმ სიყვარულით რომლითაც წლების წინ.ახლა ვიცი რომ დიდიხანია ჩემი გული მის მიმართ გაცივდა.
იგრძნო როგორ ეტკინა გული.სესილის მიმართ გრძნობები ისვე ჰქონდა,მაგრამისეთი რომელიც მკვდარი სიყვრულის მიმართ აქვთ.უსამართლობა იქნებოდა ადამიანს ვინმეს სიკვდილის მერე სხვისი შეყვარება რომ არ შეეძლოს.საერთოდ მგონია რომ შეუძლებელია ვინმე მანამ გიყავრდეს სანამ მოკვდები,ცოცხალზე არ ვამბობ ახლა მკვდრებზე ვსაუბრობ.მათზე ვინც ცოცხალი შეყვარებულები ნებით თუ უნებლიედ მიატოვეს და სიყვარულიც უნებლიედ გაქრა,რადგან ამ გრძნობას ორი სჭირდება.ორი სჭირდება რომ ერთმანეთის მიმართ გაცემული გრძნობები ანარეკლივით უკან უბრუნდებოდეთ.იმის მიუხედავად ვიცი თუ არა სად არის სესილი.ასეთი გამქრალი გრძნობა ცოცხალზე მხოლოდ მაშინ გაქვს როცა ის შენთვის სამუდამოდ კვდება.დარლა დარლა იყო,მის სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდი თუ თავად არ უნდოდა ან უეცრად გრძნობები არ უმტყუნებდნე.
-სხვა რას მეტყვი?
-იმას რომ ჩემი სამყაროც შენის მსგავსად დამსხვრეულია,შეიძლება სულ ოდნავ მეტად.
-გატეხილი სარკეებივით ცუდი იღბალიც მოგვაქვს ხალხისთვის?
-ჯერ შენს გამო არაფერი დამმართნია.
გაიცინა და საკუთარი ცხელიშოკოლადი მოსვა.
კაფიდნა რომ გამოვედით უკვე შუადღე იყო,მაგრამ ჯერ ისევ თოვდა.ქუჩაში კაციშვილი არ დადიოდა.ცარიელი ქუჩები ისეთ გრძნობას მიქმნიდა რომ ქალაქიც ჩვენ ორის მსგავსად მარტო იყო.
დათოვლილი ხეები და ორსართულიანი კერძო სახლები.ალაგ-ალაგ ბუხრებიდან კვამლი ამოდიოდა.წარმოვიდგენდი ღუმელთან შეყუჟულები როგორ თბებოდნენ და ოჯახურ სიყვარულს ინაწილებდნენ.ფიქრებში გართული ცივმა გუნდამ გამომაფხიზლა. მსროლელს გავხედე და თვალები მოვჭუტე.
-შე მოღალატევ.
-გართობა ხომ გინდოდა,ხო და მიიღე.
კიდევ ერთი გუნდა მესროლა.
ჩავიხრე და თოვლი ხელებში მოვიქციე.სიცივე თითებში ნემსებივით შემერჭო ,ნელ ნელა უფრო და უფრო ზევით წავიდა და მთელს სხდულში დამიარა.გუნდა კარგად შევკარი და ვესროლე, ავაცდინე.სანამ მე ახალს ვამზადებდი მისი ნასროლი ფეხში მომხვდა.ისევ ვესროლე და ამჯერად მხარში გაავრტყი.ის იყო შემდეგი გუნდა გამარტყა რომ ფეხი ამისრიალდა და მოლიპულ, თოვლიან გზაზე დავეცი.დარლა ჩემსკენ გამოიქცა და ზემოდან დამხედა.
-კარგად ხარ?
-კი.ამაყენე.
ხელი გამომიწოდა,ფუმცა ჩავჭიდე თუ არა ჩემსკენ დავქაჩე და ინერციით ზემოდან დამეცა.უნებურად ამოვიკვნესე.
-არ უნდა მექნა.
-აუტანელო.
-შენ ხო ასატანი ხარ რას მელაპარაკები.
-ავდგეთ თორე ბოლოს რამე გაგვიტანს.
-ასე წოლა მინდა.თან ცაც უკეთ ჩანს,შენც აქ ხარ და...
-არ შემიძლია შენი რომანტიულობა რა ნეა.
გაიცინა და ნახევარი ტანით ისვე გადამაწვა.
-არც იფიქრო,ქუჩაა ეს ...
-ოხ ნეა ნეა...
ჩაილაპარაკა და წამოდგა.მერე მე წამომაყენა და თოვლი ჩამომბერტყა.მისი ზღვისფერი თვალები თოვლის ფონზე უფრო მკვეთრი და ღაჟღაჟა ჩანდა.მისკენ მივიწიე და მოწყევტით ვაკოცე.
-დღეს ყველაფერში უნდა ამყვე.
-თანახმა ვარ.
თავი დამიქნია და შუბლზე მაკოცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent