Forbidden Passion
1958 წელი, 7 ნოემბერი. 19 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენს პატარა და კოპწია იტალიურ ეზოში, ახალი მეზობლები გადმოვიდნენ. იმდენად უცხო იყო ჩვენთვის ეს ყველაფერი, ყველა გაფაციცებით ვუყურებდით მათ. ყველას შორის გამოვირჩეოდი, რადგან როდესაც მანქანის კარები გაიღო და იქედან მამაკაცი გადმოვიდა, შემიპყრო, დამიმონა და მის მზერაში, ყველა ნიშანს ვეძებდი იმისას, რომ შემამჩნია. მზერა გამეყინა, როდესაც მანქანას გვერდიდან შემოუარა და იქედან ჯერ ბავშვი, შემდეგ კი ულამაზესი ქალბატონი, ხელის ნაზი მოძრაობით გადმოიყვანა და ბაგეებზე ნაზად ეამბორა. დამაჟრიალა. სისხლი გამეყინა და მზერა ამემღვრა. სახლში შევვარდი და კარგა ხანს ვერიდებოდი გასვლას. მისი სახლი, ჩვენი სახლის გვერდით რომ დავიგულე, ვიგრძენი რომ გულმა მუშაობა შეწყვიტა, ჰაერი აღარ მყოფნიდა და 19 წლის გოგოს, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, 31 წლის მამაკაცი შემიყვარდა, თან ცოლიანი. 1959 წელი, 7 ნოემბერი. ამ დღეს, პირველად მოხდა ჩვენი უშუალო კომუნიკაცია, როდესაც სახლიდან გამოსულს, ისე მოულოდნელად შემეჩეხა, ვერც გავიაზრე. შავი თვალები ჰქონდა, უძირო, მკაცრი, მაგრამ ძალიან თბილი. ისეთი იყო, როგორსაც ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს ცნობიერებაში. -პატარა ქალბატონო, დილა მშვიდობისა.-მითხრა ღიმილით. -დილა მშვიდობისა.-გავუღიმე. არა, გავუცინე, რადგან მისმა ღიმილმა, სიცილი მომგვარა. -სკოლაში მიდიხარ?-ისე მკითხა, თითქოს დამცინა, მაგრამ ეს უფრო ირონია იყო? არც ვიცი. -სკოლაში? არა, უნივერსიტეტში ვსწავლობ უკვე.-წყრომით მივუგე. -ნუ, ბრაზდები,-ხელი ნაზად დამკრა ცხვირის წვერზე-ვიცი, რომ უკვე დიდი გოგო ხარ. წვიმს და წაგიყვან, თუ რა თქმა უნდა არ გაგიბრაზდებიან. -რა თქმა უნდა, გამიბრაზდებიან. უცხო ადამიანს რომ არ უნდა გავყვე, ბავშვობიდან მასწავლიდნენ. ისე გადაიხარხარა, ლამის გამეცინა. -და მე უცხო ვარ? -ჩემთვის უცხო ხარ, ნიკოლოზ!-ეს ვუთხარი, წელში გავიმართე და ამაყი ნაბიჯებით დავიძარი. ყრუდ, თუმცა მაინც გავიგე: "აუცილებლად გაგიცნობ, პატარა ქალბატონო." ამაღლებული განწყობა, მთელი დღე გამყვა. 1960 წელი, 7 ნოემბერი. საშინელი სუსხი იყო. ისე წვიმდა, თითქოს ცა ჩამოქცევას ლამობდა. დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტში წასვლა ახლა სულაც არ იქნებოდა სწორი, რადგან სუსტი იმუნიტეტი მქონდა, თან ცოტა სურდოხ ერთვოდა ყველაფერს. დასაძინებლად წავედი და რამდენიმე საათში, საშინელი ხმაური მაღვიძებს. როდესაც ოთახიდან გავდივარ, მას ვხედავ. "ტომი და ჯერის" საღამურები მეცვა. თმა სასაცილოდ ამრეოდა და რომ შევხედე, ჩვენი მზერა ერთმანეთს გადააწყდა. გამიღიმა, მაგრამ მე ქვასავით მყარად ვიდექი. ბოლოს დედაჩემის ხმამ გამომიყვანა სასიამოვნო ალმურიდან: -ლილე, წადი და მოწესრიგდი. საგიჟეთიდან გამოქცეულა ჰგავხარ.-დედასაც გაეღიმა, როდესაც უფრო კარგად დამაკვირდა. მე თვალს ვერ ვაშორებდი ჩემი ტრფობის ობიექტს. ის ისეთი უნაკლო იყო... -ახლავე, დედა.-ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და ოთახში შევედი. მალევე მოვწესრიგდი და სტუმრებს დავუბრუნდი. მის გვერდით მომიწია დაჯდომა. მთელი საღამო, ჩვენი მშვიდი სუნთქვის ხმა, იქ გამეფებულ ჟრიამულს ფარავდა. მისი სხეულიდან წამოსულ სითბოს, მთლიანად ვგრძნობდი და თავს ვკარგავდი. ამ ყველაფრიდან, ისევ იმ ქალის ხმა მაფხიზლებდა, რომელიც ამ რეალობაში მისი ცოლი იყო, თუმცა ჩემს ოცნებებში, ის ქალი არ არსებობდა. 1961 წელი, 7 ნოემბერი. -ლილე!-ფანჯარასთან ხმა გაისმა. გავხედე და ისევ ის... -ბატონო! მოხდა რამე? -მამაშენი სახლშია? -არა, ცოტა ხნის წინ წავიდა. რამე გინდოდა? -მანქანის ნაწილი გამიფუჭდა და ხელსაწყოები მინდოდა მეთხოვა. -მე დავძებნი.-მოვემზადე ასადგომად, მაგრამ მისმა ხმამ გამაჩერა. -არა, იყოს. მოვალ და დაველოდები. *** ...და სწორედ აქედან დაიწყო ის, რაზედაც ყოველთვის ვოცნებობდი და ვფიქრობდი. *** სახლში ისე შემოვიდა, თითქოს სულაც არ ყოფილიყო ეს სხვისი სახლი და თავისი საკუთრება იყო. -დალევ რამეს?-შევთავაზე, როდესაც ჩემს სავარძელში მოკალათდა. -ყავა, თუ შეიძლება. მიღიმოდა...უცნაურად, უცხოდ, მაგრამ ისე მომწონდა, თავს ვერ ვაკონტროლებდი. მთელი სხეული მიკანკალებდა იმის წარმოდგენაზე, რომ ოდესმე შემეხებოდა ოდნავ მაინც და იმ ყველა გრძნობას გაიგებდა, რაც კი მის მიმართ გამაჩნდა. როდესაც ყავა მივუტანე, მოულოდნელად მკითხა: -ლილე, რაზე ოცნებობ? -ბატონო?-არ ველოდი არ კითხვას. მეგონა რომ უკვე ყველაფერს მიხვდა, ამიტომ უფრო ჩავეძიე...-რას ნიშნავს, რაზე ვოცნებობ? -იმას, რასაც გესმის.-მშვიდად მოსვა ყავის მოზრდილი ყლუპი და ისევ გამიმეორა-რაზე ოცნებობ, ლილე? -იმდენ რამეზე ვოცნებობ... -მაინც...? მითხარი შენი ერთი ოცნება. -შენ? შენ რატომ უნდა გითხრა? -თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება მქონდეს იმის ძალა, რომ შენი ოცნებები რეალობას ვაქციო. -გამორიცხულია!-წამოვფრინდი დივნიდან. -მოიცადე, დამშვიდდი. რა დაგემართა?-ღიმილით მიპასუხა. -ოცნებები ისეთი რამეა, თუ ვინმეს გაუმხელ, შეიძლება არ ახდეს. მე კიდევ არ მინდა რომ ჩემი ოცნებები შენს ხელში იყოს. -და შენ რომ აღმოჩნდე ჩემს ხელში?! მაგაზე თუ გიფიქრია?-ისე მშვიდად და აუღელვებლად მკითხა, გავცოფდი. -როგორ? რა სისულელეს ლაპარაკობ, ნიკა! -ვხუმრობ...-ისევ იღიმის-იმდენად პატარა ხარ, მხოლოდ ზღაპარს თუ მოგიყვები და ისე დაგაძინებ. მეწყინა...არ ვიცი რატომ, მაგრამ მეწყინა მისი ასეთი დამოკიდებულება ჩემს მიმართ და არაფერი ვუთხარი. -ლილე...-ახლოს მომიჯდა.-გეწყინა? -არა. -მაშინ რატომ მოიწყინე?-ხელებში მოიქცია ჩემი სახე და მითხრა-ძალიან ლამაზი ხარ. ისეთი ვნებიანი, მომნუსხველი და განსხვავებული იყო მისი ხმა, სუნთქვა შევწყვიტე. ფილმებში მინახავს, რომ ასეთ დროს ერთმანეთს კოცნიან, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ვიყავით. -ლამაზი თვალები გაქვს, ლილე. ძალიან ნაზი და რბილი კანი...საოცარი სურნელი გაქვს. კაკაოს, ან ყავის...ვერ ვარჩევ. თბილი ხარ. წამით გაჩუმდა და გააგრძელა...-მინდა რომ რაღაცა გავაკეთო.-ხმა აუკანკალდა. მის გახშირებულ სუნთქვას, სახესთან ძალიან ახლოს ვგრძნობდი. -რა?-ძლივს ამოვილუღლუღე. წამიც არ იყო გასული და ისე ვნებიანად მაკოცა, ყველაფერი დამავიწყდა. ამ დღის შემდეგ, სრულიად სამყარო შეიცვალა. ჩვენს შორის დაიწყო ის ყველაფერი, რაც ორივესთვის აკრძალული იყო. 1962 წელი, 7 ნოემბერი. -ლილე...-ყურში ისე მიჩურჩულა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. -გისმენ, ნიკო...-არ მოგესმათ. ისე დავახლოვდით ერთ წელში, შემეძლო ყველანაირი სახელი მეწოდებინა მისთვის, რადგან "ჩემი" იყო. არც ახლა მოგესმათ! ჩემი იყო, დიახ! ჩემი აუხდენელი ოცნება ახდა და ის ჩემს გვერდით იყო. -მიყვარხარ და ყოველთვის მინდა რომ ჩემთან იყო. -ოჯახი...?-მიუხედავად ყველაფრისა, არ მინდოდა იმის დარღვევა, რაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების თვალში. არ მინდოდა, მისი სახელისთვის ჩრდილის მიყენება, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდით. -გთხოვ, ახლა მაგაზე ლაპარაკი არ გვინდა. უბრალოდ ახლოს მოიწიე. ორივე ხელი მომხვია და კალთაში ისე სწრაფად მომათავსა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. -რას აკეთებ?-ათრთროლებული ხმა, ვეღარ დავიმორჩილე... -მინდა რომ მთელი არსებით გიგრძნო. ერთ ხანს ვუყურე... შემდეგ პერანგში ხელი ჩავავლე, უხეშად გავწყვიტე ღილები და ისე დავეწაფე ბაგეებზე, ვერ გავიაზრე. იმხელა გამბედაობა მოვიკრიბე, თავადაც ვერ ვიჯერებდი. -დარწმუნებული ხარ?-გაეღიმა. -არ ვიცი...-უკან დახევას ვაპირებდი, როდესაც მისმა ხელებმა, უფრო მჭიდროდ დამიჭირეს და სუნთქვის საშუალება არ მომცეს. ვნებით მიკოცნიდა თვალებს, ბაგეებს... არ გამიპროტესტებია, როდესაც ჩემი სუსტი სხეული, წამებში ააფრიალა. არც შემდეგ გამიპროტესტებია, როდესაც ზურგს უკან, რბილი მატერია ვიგრძენი და არც მაშინ, როდესაც ჩემს შიშველ და გაყინულ სხეულზე, მისი თბილი თითები შემეხნენ. მტკივნეულად მიჭერდა მკერდზე ხელს, მაგრამ ყველა კვნესას, კოცნებით ახშობდა. ისეთი კოცნებით, რომელიც უფრო მაგიჟებდა სურვილს მიმძაფრებდა...სურვილს იმისას, რომ მისი ვყოფილიყავი. მე...მე მაშინაც გავჩუმდი, როცა ვიგრენი რომ ჩემი იყო...როცა ვიგრძენი რომ მთლიანად ჩემი ნაწილი გახდა. ჩვენმა სხეულებმა, რიტმულად იწყეს მოძრაობა. ხან ნელი, ხანაც კი სწრაფი ბიძგებით, უფრო მეტად ვგრძნობდი ჩემს სხეულში. ყოველი კვნესა, სახლს საოცარი, ჰარმონიული და გასაგიჟებელი ემოციებით ავსებდა. კედლები თითქოს გვეხმაურებოდნენ და ხმები ექოსავით ევლინებოდა ყველა კუნჭულს. არაფერი იმაზე საოცარი არ ყოფილა ჩემთვის, როდესაც ყველაფრისგან დაღლილს და ენერგიაგამოცლილს, საყვარელი მამაკაცის მკერდზე მშვიდად დამეძინა. 1963 წელი, 7 ნოემბერი. მთელი ორი თვე არ ჩანდა. მის გარეშე, უკვე ცუდად ვიყავი. ერხ ვურეკავდი, რომ ამბავი გამეგო. საშინლად ვგრძნობდი თავს... მენატრებოდა, მჭირდებოდა, ძალიან მაკლდა და თავსაც ვერ ვუხერხებდი ვერაფერს. მიყვარდა! დიახ, ასე უანგაროდ, უსაზღვროდ მიყვარდა. იმდენად ეგოისტურად ვიქცეოდი...არ მანაღვლებოდა რომ ცოლი ჰყავდა, არც ის რომ შვილებიც ჰაყვდა. მთავარი, მხოლოდ ერთი რაღაცა იყო-ჩემთან ყოფილიყო. იმდენად დამოკიდებული გავხდი მასზე, მის სითბოზე და მის შეხებებზე, მის გარეშე ვკვდებოდი. სრულიას ვიფიტებოდი. ხანდახან ვფიქრობდი...ჩვენს ერთად ყოფნაზე, იმ ღამეზე, როდესაც პირველად გავხდი მისი და ჩემი თავი, სრულიად მას მივანდე. არ ვფიქრობდი არაფერზე. არც იმაზე ვფიქრობდი, თუ რას იტყოდა ხალხი...არ ვფიქრობდი, თუ რა მოხდებოდა მაშინ, ყველაფერი რომ მის ცოლს გაეგო. მხოლოდ ერთი მადარდებდა-მის გვერდით ყოფნა იმდენ ხანს მინდოდა, სანამ სული არ შემეხუთებოდა და არ ვიგრძნობდი რომ სივრცე მესაჭიროებოდა. იქნებ... იქნებ მეჩვენება და სულაც არაა სიყვარული? იქნებ ვნებაა, რომელიც თავისი ამ საოცარი ეშხით, ისე გვხიბლავს რომ ორივეს გვითრევს ამ თამაშში...არ ვიცი. იცი რა მომწონს? მომწონს, როდესაც ჩემს დასანახად ეხუტები ხოლმე ცოლს და ეშმაკური ღიმილით, მზერას ჩემკენ აპარებ. მე კიდევ ურექციაოდ გიყურებთ ორივეს, სალამის ნიშნად გიღიმით და იმ ტანის რხევით მივდივარ, რომელიხ ასე გიყვარს, გაგიჟებს და შენში ყველა იმ ცხოველურ ემოციას აღვიძებს, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს ჰქონდეს. ო, სიამოვნებით ვიქნებოდი ეჭვიანი და ყველას თანდასწრებით მოგიწყობდი სცენებს, გავგიჟდებოდი და ჩემს დასამშვიდებლად, შენს თავს მომცემდნენ. შემდეგ გეტყოდი რომ მხოლოდ შენთვის მინდა ყოფნა, მხოლოდ შენით მინდა ვიცხოვრო და შენითვე ვიარსებო. გეტყოდი, რომ მხოლოდ შენი იყო ყველაფერი და უფლებას მოგცემდი, ისე მაგრად დაგეკოცნა მთელი სხეული რომ მტკენოდა. როგორ მჭირდებოდი...შენ კი არ ჩანდი. გაქრი ისე, როგორც ნისლი და დამტოვე მარტო. 1964 წელი, 7 ნოემბერი. ერთი წელი გავიდა და ისევ ვერ გნახე. თავს მარიდებდი? ჩემი მშობლები, საზღვარგარეთ წავიდნენ. მე და ღვინოს, პლატონუნი სიყვარული ჩამოგვიყალიბდა. ერთმანეთისთვი, სამუდამო მეგობრებად, ან საყვარლებად ვიქეცით. ტკივილს ყოველთვის მასთან "საუბრის" დროს ვახშობ. ზუსტად ისე ვახშობ, როგორც შენ ახშობდი ჩემს ხმას, რადგან არ გინდოდა ვინმეს გაეგო იმ გრძნობების შესახებ, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებდა. მერამდენე ჭიქაა, არ ვიცი, მაგრამ სასიამოვნოდ გაბრუებული მივდივარ ოთახისკენ, ვაღებ ოთახის კარს და ყველგან შენი სუნია. რატომ? მინდა რომ გაქრეს ეს სუნი და ფანჯრის გასაღებად მივიწევ, თუმცა ლოგინზე ვვარდები. -მომენატრე!-ვგიჟდები? უფრო ჩემთვის ვკითხულობ, მაგრამ ხმამაღლა ფიქრი გამომდის... -ვინა ხარ? -იმდენ ხანს ვიყავი წასული, დაგავიწყდი?-თან ლაპარაკობს, თან კიდევ ტუჩებიდან მკერდისკენ, კოცნებით იკვლევს გზას. ძალიან მტკივნეულია. ან იქნებ მე მგონია მტკივნეული? მაგრამ მეტი მინდა. სასმელი ისე მათამამებს, ყოველგვარი შესავლის გარეშე ვიძახი: -გაიხადე! მჭირდები, მინდიხარ! თვალებში მაცქერდები...არ ვიცი რისი დანახვა უნდა, მაგრამ ალბათ ხედავს ბოლოს, სწრაფად მახევს პენუარს და ისევ ჩემს სხეულშია. ისევ ივსება ოთახი იმ ხმებით, რომელიც თითქოს მონატრებია, მაგრამ ვერ ხვდებოდა. ისევ ხურდება სხეული ყველაზე ცხელი და მწველი ემოციებისგან, ისევ იცვარება ალაგ-ალაგ ჩვენი სხეულები და "საბოლოო ნოტის" გაბმული და ხმამაღალი ხმა, ჩვენს სმენას ახშობს. დილით თვალებს ვახელ და მის მკლავებში ვარ მოქცეული. -ლილე...-მეჩურჩულება. -რაღაცა მინდა გითხრა,-თავს მაღლა ვწევ და ვპასუხობ: -მითხარი.-სახეზე ნაზად ჩამოვუსვი ხელი და გავუღიმე. -ძალიან მიჭირს ამის თქმა...ჩემმა ცოლმა, გადაწყვიტა რომ საცხოვრებელი უნდა შევიცვალოთ. -ანუ?-სიტყვას ვაწყვეტინებ. -დამამთავრებინე, გთხოვ. ამის გამო, მიწევს გადასვლა სხვაგან, მაგრამ მაინც გნახავ ხოლმე, ჩემო პატარა ქალბატონო.-უნდოდა ჩამხუტებოდა, მაგრამ გავიწიე. -ნიკა, წადი. -რას მეუბნები?-გაოცება შევატყვე ხმაზე. -გთხოვ, წადი. დამივიწყე და დაივიწყე, რომ ოდესმე მიცნობდი. -ლილე, ამდენი ხნის ურთიერთობის მერე, ასე ავდგე და დაგივიწყო? -ჰო.-იმდენად ცივი და გამყინავი იყო ჩემი ხმა, ვერაფერი მითხრა. უთქმელად ადგა და წავიდა. 1965 წელი, 7 ნოემბერი. წვიმს. ღია ფანჯარასთან ვზივარ და გავყურებ ცას. როგორ მოუწყენია. ალბათ გაიგო რაც შემემთხვა და ცდილობს რომ თანაგრძნობა გამომიხატოს. ფანქარს და ფურცელს ვიღებ და ვიწყებ ხატვას. ბევრი გაურკვეველი ხაზია, ჩემი აზრების არ იყოს. საბოლოოდ ისე იქმნება ვიღაცის სილუეტი, ვერც ვამჩნევ. მწარედ მეღიმება, ვხევ და ვანაკუწებ ამ ფურცელს და ნაგავში ვისვრი-ყველა იმ ტკივილთან ერთად, რაც სამყარომ მარგუნა. 1966 წელი, 7 ნოემბერი. ჭიქა ღვინო, სახატავი მასალა და მუზა, რომელიც არ ჩერდება. იმდენი ნახატი შევქმენი ამ ერთ წელში, თავადაც მიკვირს. თითქოს ყველა მესაუბრება. მუდამ ერთი და იმავე სიუჟეტი აქვს ნახატებს, მაგრამ ყოველთვის სხვადასხვა დასასრული აქვს. ყველაზე მეტად, იცით რომელი მომწონს? სადაც ნახატის ორივე გმირი, ერთ წრეში აღმოჩნდებიან და იმ წრეზე ბრუნვას აგრძელებენ საუკუნოდ, მაგრამ მსგავსი დასასრული, მხოლოდ ჩემი ცნობიერების ნაყოფია. მტკივა... შიგნიდან მჭამს მონატრება, სიყვარული, ვნება და ყველა ის გრძნობა, რაც ნიკოლზთან მაკავშირებდა. განა შეიძლება ამ ყველაფრის დავიწყება? ვიცი, რომ ოდესღაც ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს... 1967 წელი, 7 ნოემბერი. დღეს გარეთ გავედი. ჩემს საყვარელ კაფეში შევედი და შოკოლადის ნამცხვარი შევუკვეთე-ცხელ შოკოლადთან ერათად. იმხელა ნაჭერი იყო, მთელი ერთი საათი ვიყავი და ვჭამდი. ეს ერთი საათი, ძალიაბ ტკბილი, თბილი და გასაოცარი იყო. თითქოს გამათბო და ის ტკივილები დაადნო, რასაც რამდენი ხანია ვატარებ და ვერ მოვიშორე. მთელ სხეულს დაეპატრონა ნამცხვრისა და ცხელი შოკოლადის სიტკბო, სურნელი და სითბო...ასე კარგად, დიდი ხანია აღარ მიგრძვნია თავი. ხელახლა დავიბადე.... უკვე წასვლა რომ დავაპირე, მზერა კარებისკენ გამექცა ბედის ირონიას უწოდებენ მგონი ამ ყველაფერს, არა?! არ შემიმჩნია, მაგრამ თვალებით მეფერებოდა. ამას მთელი არსებით ვგრძნობდი. -ლილე, როგორ ხარ?-მაინც დამინახა იმ ქალმა, ვინც ძალიან კარგი იყო რეალურად, მაგრამ მე სრულიად სხვაგვარად ვიყავი განწყობილი. -ნინა,-გახარებულმა შემოვძახე-კარგად ვარ, მადლობა. თქვენ როგორ ხართ? -ჩვენც არა გვიშავს, მადლობა. მოდი, დაჯექი ჩვენთან ერთად. გავიხსენოთ ძველი ამბები, ახლებიც მოგვიყევი... -სიამოვნებით, თუმცა საკმაოდ ბევრი სამუშაო მაქვს. -მუშაობ? სად?-ნიკას გავხედე და შევაყტვე რომ ძალიან აინტერესებდა. სპეციალურად გავაჭიანურე თქმის პროცესი. -ვხატავ...-მოკლედ ვუპასუხე. -მართლა? რა კარგია! აუცილებლად დამხატე, როცა კი მოიცალა.-გადაიკისკისა. -რა თქმა უნდა, ნინა. თქვენი წყვილის დახატვა, მართლაც რომ საოცრება იქნებოდა. -ერთ დღეს, აუცილებლად მოვალ შენთან ლილე და იმედი მაქვს რომ უარს არ მეტყვი.-ორაზროვანი იყო მისი ნათქვამი. პასუხიც არ დავაყოვნე: -მოდი. სიამოვნებით დაგელოდები. თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. კარგ დღეს გისურვებთ. -ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, ლილე.-მითხრა ნინამ. -მეც ნინ, მეც. შეხვედრამდე. 1968 წელი, 7 ნოემბერი. დღეს ჩემი ნახატების გამოფენაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ისე ვღელავ...ხელებიც მიკანკალებს. ალბათ ვნახავ კიდეც, მაგრამ არ ვიცი. მეშინია იმის, რომ ვერ შევიკავებ ემოციებს, მიმტყუმებენ და ტირილი თავისით აღმომხდება რაც არ უნდა მოხდეს, თავს აუცილებლად შევიკავებ და მის წინაზე, ახლა უკვე როგორც ქალი, ისე წავრსდგები. *** გამოფენამ, ძალიან კარგად ჩაიარა. ყველა აღფრთოვანებული დარჩა იმ საოცარი შტრიხებით, ჩემს ნახატებში ჩანდა. ქალის და მამაკაცის სილუეტები ისე ჰაეროვნად ერწყმოდა ერთმანეთს, უწონადობის შეგრძნებას უჩენდა მნახველებს. გავერთე, ჩემივე ნახატების თვალიერებაში და მათი უსასრულო სივრიცის მორევში ლივლივით. ყურთან ძალიან ახლოს, ცხელი და გახშირებული სუნთქვა ვიგრძენი. -ყოჩაღ!-ხმამ, მხოლოდ ეს მითხრა. ნაზადა მაკოცა და გაუჩინარდა. 1969 წელი, 7 იანვარი. საშინელი წვიმა და ქარია. ისეთია, თითქოს შტორმს ელოდება დედამიწა და გაფრთხილებასავით ჟღერს ყოველი ხმა ქარისა. კარებზე ისე ბრახუნის ხმები მესმის, წამით ვშეშდები და ვჩუმდები. ვფიქრობ რომ წავა, მაგრამ უფრო ძლიერდება. ნელა-ნელა მივდივარ კარისკან. ფრთხილად ვაღებ კარებს და გაოცებისგან, თვალები მიფართოვდება: -მოვედი! დასასრული. _______________________ ისევ მოვედი....))) ცოტა არ იყოს და ჩემს მოლოდინს გადავაჭარბე, ისე მალე დავწერე ახალი ჩანახატი. ისეთი რაღაცა შემომეწერა, მეც მიჭირს ახსნა. ალბათ ბევრი არ უნდა ვიფიქრო...))) არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრათ, არ წამიკითხავს. ალბათ იმიტომ რომ აუცილებლად წავშლიდი, რომ გადამეხედა. თუ ბევრი შეცდომა იქნება, მაპატიეთ))) გელოდებით, მართლა გულის ფანცქალით და მადლობა დიდი, თუ ოდნავ მაინც დამითმობთ დროს და წამიკითხავთ. პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.