შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე (თავი 10)


2-11-2022, 19:01
ავტორი ანა1
ნანახია 1 950

ლიკა ძალაგამოცლილი დაბრუნდა სახლში. ის რაც დღეს მოხდა, მის ცხოვრებაში ნამდვილად გარდამტეხი პერიოდის მომასწავებლი იყო, ამას კი მთელი არსებით გრძნობდა.
გაგასთან, ბოლო წლების განმავლობაში, თითქოს ყველაზე რეალური და სიმართლით გაჟღენთილი დიალოგი ჰქონდა დღეს. მათ ხომ აღიარეს, რომ დიდი ხანია ერთმანეთი აღარ უყვართ. გაგასა და მას შორის სიცარიელის უფსკრული მართლაც ხომ კარგა ხნის წინ გაჩნდა..
განვლილი წლები ახსენდებოდა და ცდილობდა ის დრო გაეხსენებინა, როცა ერთმანეთს სიყვარულით კოცნიდნენ ან ელაპარაკებოდნენ.. მოულოდნელად მწარედ ჩაეცინა. მისაღებში, დივანზე მოწყვეტით დაჯდა და ღრმად ამოისუნთქა. უნდოდა, თანაც როგორ, რომ ეტირა, ყველაფერში გაგა დაედანაშაულებინა და ეგინებინა, თუმცა თავს ძალას ვერ ატანდა ამის გასაკეთებლად. ეს აბსურდი იქნებოდა, ვინაიდანაც საკუთარ დანაშაულსაც გრძნობდა. მისი ერთადერთი უდიდესი ნაკლი, ალბათ მისივე მეამიტობა და ზედაპირულობაა. ის ხომ გამუდმებით სრულყოფისკენ ისწრაფვის, მისი ცხოვრებაც სრულყოფილი ეგონა აქამდე, თავისი თავიც, მისი ქმარიც.. თუმცა სულ ახლახან გაანალიზა, რომ ეს თავისივე შექმნილი ზედაპირული ილუზია უფრო იყო. მართლა არ ახსენდება, ქმართან ერთად გულწრფელად ბედნიერი როდის იყო. ან ის როდის იყო ბოლოს ბედნიერი მასთან ერთად. თითქოს კარგა ხანი იყო ის და გაგა ერთმანეთის შეუთავსებლობას გრძნობდნენ, თუმცა ორივე მათგანი თავს იტყუებდა, ბედნიერი წყვილის თამაშით შთაგონებული. მათ ხომ ყველა ასეთად აღიქვამდა. საზოგადოება, საქმიანი პარტნიორები, მეგობრები, ოჯახის წევრები, მედია.. ამ ყველაფრის გამო, მათ თვალში იმიჯის შელახვის გამო, ერთმანეთისთვის ოდესღაც ნათქვამი უამრავი სასიყვარულო სიტყვის და მოგონების გამო, მათი ურთიერთობა სიყალბეში უფრო გადაიზარდა, ვიდრე გაძლიერდა..
ემოციებისგან გადაღლილმა მძიმედ ამოიოხრა. ფეხსაცმელები გაიხადა და უმისამართოდ მოისროლა, შემდეგ მაისური და კაბაც იმავე გზას გაუყენა და ხმამაღალი მუსიკა ჩართო, დამქანცველი და დამთრგუნავი ფიქრების გასაფანტად. სამზარეულოდან ღვინის ბოთლი დაიტაცა და მოწყურებულმა აიყუდა ტუჩებზე, რამდენიმე წუთში კი ღვინის მაგიამ იმოქმედა თუ არა, სხეულში თავბრუდამხვევი ენერგიის მოზღვავებაც იგრძნო და ცეკვა დაიწყო.
-ჩვენს დაშორებას გაუმარჯოს, ძვირფასო ქმარო!-დაიძახა ექსტაზში მყოფმა. ერთის შემდეგ, მეორე, მესამე ღვინის ბოთლი ჩაცალა და თითქოს რაღაც გაახსენდაო, საძინებელში აირბინა და გაგასა და მისი წლისთავისთვის ნაყიდ თეთრ კაბას დახედა. სახე მოექუფრა.
მერე კარადაში პირველი რაც ხელში მოჰყვა ის ჩაიცვა და სახლიდან კაბით ხელში გავიდა, მანქანა დაძრა და ნაცნობ მაღაზიასთან გააჩერა. შიგნით კი ბარბაცით შეფრატუნდა, რომ ნაცნობი კონსულტანტი გოგონა შეეჩეხა, რომელმაც უცებვე შენიშნა ქალის არაფხიზელი მდგომარეობა და თავაზიანად გაუღიმა.
-რამით ხომ არ დაგეხმაროთ, ქალბატონო ლიკა?
-კი.. უნდა დამეხმაროთ! მე.. ეს კაბა აღარ მჭირდება, ესეთი მოდელი თუ გაქვთ, ოღონდ შავი, მომიძებნეთ..-თქვა ამრეზით ქალმა,-ზუსტად ესეთი, შავი კაბა მჭირდება, იცოდე,- ცხვირწინ აუფრიალა კაბა დამხმარეს,-ამას კი ჯანდაბამდე გზა ჰქონია, არაფერში მჭირდება.. დღეს ყველაფერი მორჩა..-წაიბლუყუნა ბრაზმორეული სიმთვრალით და კაბა ხელებით გაგლიჯა, ძირს დააგდო და ფეხებით შედგა, თან ხმამაღლა ბუტბუტს არ წყვეტდა,-არაფერში მჭირდები.. არაფერში!! დღეს ყველაფერი მორჩა.. რა სულელი ვარ...!
-ქალბატონო ლიკა, რას აკეთებთ? დამშვიდდით, გთხოვთ..-მის დამშვიდებას ცდილობდა გოგო, თან სიბრალულს ვერ იკავებდა მის მიმართ.
ლიკამ თავი ხელებში ჩარგო და ჩაიკეცა, შემდეგ კი ტირილი დაიწყო. ირგვლივ ყველა მას უყურებდა გაოცებული, თითქოს შეურაცხადს ხედავდნენო.
-რას მიყურებთ, რა მოხდა?! ყველა მეზიზღებით!!-ხმამაღლა შესძახა ქალმა და გაღიზიანებულმა მოავლო თვალი გარშემომყოფებს, რომ მოულოდნელად, უკნიდან, ზურგზე მსუბუქი შეხება იგრძნო, რაზეც გაბრაზებული მობრუნდა. სახეზე შეხედა თუ არა, სიმთვრალის მიუხედავად, უცებვე გაახსენდა, ეს ის კაცი იყო, კაბა რომ მისცა მაშინ და შემდეგ გაქრა.
-გატყობთ, ცუდად ხართ.. გთხოვთ, გამომყევით. აქვე კაფეა, ყავას და მინერალურ წყალს მოგართმევენ, არ გაწყენდათ, უკეთ გაგხდით.-თავაზიანად უთხრა მამაკაცმა, თან უჩვეულოდ, გაოცებული და შეშფოთებული თვალებით უყურებდა ქალს.
-არ მჭირდება არაფერი! საერთოდ ყველამ თავი გამანებეთ და თქვენ საქმეს მიხედეთ, ვითომ კეთილო ხალხო!..-წამოდგომა სცადა, რა დროსაც კინაღამ ისევ ძირს გაწვა, რომ არა კაცის ხელი. თავადვე მიხვდა რომ ძალიან მთვრალი იყო, სირცხვილი იგრძნო და ლოყები წითლად შეეფაკლა. სიარულიც კი არ შეეძლო გამართულად, თუმცა მაინც უხეშად შეაშვებინა კაცს ხელი და მაღაზიიდან გასაქცევად მოემზადა, როგორღაც გააღწია იქედან და მანქამადე მივიდა, თან გასაღებს ეძებდა, რომელიც არც ახსოვდა სად დადო. დამხმარე გოგო და ის მამაკაცი კვლავ მასთან გაჩნდნენ.
-ქალბატონო ლიკა, ძალიან ნასვამი ხართ, მესმის თვენი, თუმცა ასე არ შეიძლება.. ყველამ დაგინახათ, ხვალ ალბათ მთელ ქალაქს ეცოდინება!..-შეშფოთებული და მზრუნველი ტონით ელაპარაკებოდა გოგო.
-ანასტასია მართალია, ასე არ შეიძლება, ლიკა.-მიმართა უცნობმაც,-ასეთ მდგომარეობაში მანქანას ვერ მართავ, იცოდე. უფლებას ვერ მოგცემთ, შეიძლება რამეს შეასკდე, რაც ჩვენი დანაშაულიც იქნება. მე ამ მაღაზიის მეპატრონე ვარ, შეგიძლია მენდო, ალექსანდრე მქვია. ნება მომეცი, მიგაცილო..-უთხრა მზრუნველად ქალს და ანასტასიათან ერთად, უჰროგორღაც მის მანქანამდე მიიყვანა და წინააღმდეგობის გარეშეც ჩასვა.
-ძალიან კარგი..-ჩაიჩურჩულა ალექსანდრემ. -შენ მანქანას ხვალ მოაკითხე, ფხიზელ მდგომარეობაში.. ახლა, სახლის მისამართი მითხარი.
ლიკა უემოციოდ მიყრდნობოდა მინას, ჩაფიქრებული სახით, რამდენიმე წამში კი, სახლის მისამართი უკარნახა.
-საქმროს დაცილდი, სწორად მივხვდი?-ჰკითხა კაცმა შეპარვით.-თუ არ გინდა, ნუ მიპასუხებ..
ლიკას რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, შემდეგ ხმამაღლა და გაბედული ტონით დაიწყო საუბარი.
-დიახ, დავშორდი.. მივხვდი, რომ ერთმანეთისთვის არ ვართ შექმნილები.. თუმცა, საქმრო კი არა ქმარი იყო..
-შეიძლება ერთი რჩევა მოგცე, როგორც კაცმა?-ოდნავ დაჟინებული მზერით გახედა ალექსანდრემ.
-ჰო..-თითქოს სასხვათაშორისოდ უპასუხა ლიკამაც.
-ქმრის გამო, ზოგადად კაცის გამო, თავს ნუ დაიტანჯავ და ასეთ მდგომარეობაში ნუღარასდროს ჩავარდები, იცოდე. შეიძლება ბევრი კაცი საშენო მართლა არ არის ამ პლანეტაზე, თუმცა ამაში გასაკვირი არც არაფერია..-გადახედა უჩვეულო და დამარწმუნებელი მზერით კაცმა.
-მაგით რისი თქმა გინდა?-ბავშვივით გაიბუსხა ლიკა და გაკვირვებით იკითხა.
-ის, რომ შენ..-ოდნავ დაიბნა კაცი,-შენ.. ისეთი..
-მე ისეთი რა?!-ჰკითხა ლიკამ მოუთმენლად და ისეთი სახე მიიღო, თითქოს მისთვის განკუთვნილი ყველაზე საშინელი სიტყვების მოსასმენად ემზადებაო.
-ისეთი ლამაზი ხარ.. ქალური და მომაჯადოებელი.. როგორ შეიძლება, ვინმემ გულგრილად შემოგხედოს.. შენი ღირსი ნებისმიერი კაცი ხომ ვერ იქნება..-თქვა ალექსანდრემ, ცოტა ხანში კი გააანალიზა თუ არა, რომ ზედმეტად მოუვიდა გრძნობების გამომჟღავნება, უხერხულად ჩაახველა და გზას სერიოზული სახით შეხედა.
-გმადლობ..-ჩაიჩურჩულა ლიკამ ძლივსგასაგონად და ლოყებაწითლებულმა დაიხედა მუხლებზე. თავბრუ ალკოჰოლის გამო ისედაც ეხვეოდა, თუმცა ახლა უფრო გაუმძაფრდა, კაცის სიტყვების მოსმენისას.
-მგონი, მოვედით..-თქვა ალექსანდრემ რამდენიმე წამში.
ლიკამ კარი უმალ გააღო და გადასვლისას წაბარბაცდა, რაზეც ალექსანდრეც წამში მის წინ გაჩნდა და ხელი ჩაკიდა.
-მოიცადე.. რატომ არ დამელოდე, ლიკა..-უთხრა საყვედურის ტონით და სახლში შეაცილა. მისაღებამდე ხელგამოდებულმა მიიყვანა და დივანზე დასვა.
-ესეც ასე.. სახლში მარტო ხარ?-ჰკითხა და იქაურობას თვალი მოავლო.
-კი.. მადლობა, ჩემზე არ იდარდო სახლიდან გასვლას ასეთ მდგომარეობაში აღარ ვაპირებ.. ბოდიში, რომ შეწუხდი ჩემთვის..-ამოიბურტყუნა ლიკამ.
-არაუშავს, არ ვწუხდები.. იქნებ ყავა დალიო, ან დაძინებას ხომ არ აპირებ?-ჩაეძია მზრუნველი ტონით ალექსანდრე.
-იცი.. ჰო, ყავა მინდა. ახლავე, გინდა შენთვისაც მივამზადებ?-წამოდგა თუ არა ლიკა, კაცმა კვლავ ადგილზე დააბრუნა.
-მგონი ჯობია იჯდე შენ და დაისვენო, ყავასაც მე მოვამზადებ..-სიცილით თქვა, ლიკამ კი თავი დაუქნია და ალექსანდრეც სამზარეულოსკენ გაემართა. რამდენიმე წუთში მაგიდაზე ყავით სავსე ჭიქები, მინერალური წყალი და სენდვიჩები დააწყო.
-აჯობებს ცოტა ჭამო,-გაუღიმა, თვალებით მაგიდისკენ ანიშნა და მომლოდინედ მიაცქერდა ლიკას.
-კარგი, დიდი მადლობა..-თქვა ლიკამ და უხერხულად შეექცა ყავასა და სენდვიჩებს.
ალექსანდრე ინტერესით და აღტაცებით აკვირდებოდა მას. მისთვის ზედმეტად სრულყოფილი იყო ეს ქალი. ბოლოს ასეთი რამე ლუვრში ვნახეო, ისიც კი გაიფიქრა. კარგად სწავლობდა, მის სახეს, თვალებს, ტუჩებს, ყელს.. ჭამის მანერაც კი ისეთი მიმზიდველი ჰქონდა თითქოს. იგრძნო სხეულში ჟრუანტელმა როგორ დაუარა.. ნუთუ მართლა ჩემ წინ ზისო, გაიფიქრა კვლავ და წამიერად კმაყოფილებისგან გააკანკალა.
ალექსანდრე ცდილობდა ქალს არ შეენიშნა მისი ეს დაჟინებული მზერა, თუმცა ლიკა მშვენივრად გრძნობდა ამას. როგორც კი ყველაფერი მიირთვა, რიდით ახედა კაცს.
-თავს უკეთ გრძნობ?-გაუღიმა ალექსანდრემ და ფინჯნიდან მანაც ყავა მოსვა.
-კი, იცი.. გამოვფხიზლდი.. კიდევ ერთხელ გმადლობ..-უთხრა ლიკამ და საპასუხოდ თავაზიანად გაუღიმა.
-არაფრის. არაუშავს.. კარგი, მე წავალ. ნახვამდის!-ფეხზე წამოდგა ალექსანდრე, ლიკას ოდნავ ნაღვლიანი, გამოსამშვიდობებელი მზერით შეხედა და გასასვლელისკენ გაემართა.
-ალექსანდრე!-მოულოდნელად დაიძახა ლიკამ, თან ფეხზე წამოხტა. ალექსანდრემ გაიფიქრა ხომ არ მომესმაო, ორი წამით ერთ ადგილს მიეყინა, შემდეგ მისკენ მიბრუნდა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
ცოტა ხნით, ერთმანეთს თვალმოუშორებლად უყურებდნენ, როგორც, ორი ერთმანეთისთვის ყველაზე მონატრებული ადამიანი. ლიკას თითქოს ყველაფერი გადაავიწყდა, ახლა მხოლოდ მასთან სიახლოვის სურვილი ჰქონდა. ვნებიანად შეეხო ზურგზე და ხელი დაუსვა. ალექსანდრემ იმ წამსვე სიმხურვალე იგრძნო, იმ ადგილას, სადაც მისთვის ყველაზე სასურველი ქალი ეხებოდა. ხელები ძლიერად შემოხვია ლიკას და ტუჩებზე მოწყურებულივით დასწვდა, ლიკაც ვნებააშლილი აყვა კოცნაში, თან მისი პერანგის გახდას გამალებით ცდილობდა, შემდეგ კი მოთმინება რომ არ ეყო, შემოახია. ერთ წამში, თავისი კაბაც გაიხადა და ნახევრად შიშველი, ალექსანდრეს, სხეულზე ძლიერად აეკრო, თან ყელში კოცნა დაუწყო. კაცმა კი მოულოდნელად ხელში მსუბუქად აიტაცა და ამჯერად მან დაუწყო ყელში კოცნა, რაზეც ლიკამ ხმამაღალი კვნესა ვეღარ შეიკავა და საბოლოოდ, ორივე მათთვის ენითაუწერელ ნეტარებაში გადაეშვნენ.


~~~~~~~~~~

გაგამ ტელეფონი აიღო და ანისთან დარეკვა გადაწყვიტა.
-რა გინდა ჩემგან?!-ორიოდე წამში, გოგონას გაცოფებული და მომტირალი ხმა მოესმა ყურმილსიქეთ.
-ანი, შენთან ლაპარაკი მინდა. გესმის? ლიკას უბრალოდ ვესაუბრებოდი.. არ გეგონოს, რო შენი გამოყენება მინდოდა.. მოკლედ, ასე ნუ მახსნევინებ. შენი სახლის წინ რო
პატარა კაფეა იქ დამხვდი, ნახევარ საათში.-უთხრა და მანქანა ნაჩქარევად დაძრა. ზუსტად ნახევარ საათში მართლა დანიშნულების ადგილზე იყო, რომ კვლავ დარეკვა დააპირა, ამ დროს კი, წინ, გზიდან გადმომავალი ანი დაინახა.
გოგომ მტრულად შეუბღვირა და მიუსალმებლად შევიდა კაფეში. გაგამ თავი გააქნია და ისიც შეყვა. დარბაზის ბოლოში არსებულ პატარა მაგიდას მიუსხდნენ.
-მოკლედ..-გაგამ წინადადება დაიწყო თუ არა, მიმტანი დაადგათ თავზე.
-რას მიირთმევთ?
-წვენი, ანანასის..-უცბად უთხრა ანამ.
-მე რამე დასალევი მომიტანეთ..-თქვა გაგამაც და კვლავ ანას მიუბრუნდა.-ლიკას საბოლოოდ დავშორდი. ხომ ხვდები.. ეს ჩემთვის მარტივი არ ყოფილა, ამდენწლიანი ქორწინების შემდეგ, მაგრამ ამიერიდან თავისუფალი კაცი ვარ. მე ის დიდი ხნის წინ გადამიყვარდა, ანი, ისევე როგორც მას.. ეს თავადვე აღიარა..
-მერე ჩემგან რა გინდა?-ჰკითხა ანამ უხეშად და უემოციოდ გაუსწორა თვალი.
-კარგად ვიცი, ჩემ მიმართ რასაც გრძნობ..-ნიშნისმოგებით შეხედა გაგამ და ხელი ხელზე დაადო.-არც მე ვარ შენ მიმართ გულგრილი.. შენი გამოყენება არც მიფიქრია, მე მონსტრი არ ვარ.. მითუმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ რაც ჩაიდინე, შენი გულისტკენა საერთოდ არ მინდა.. ეს არაფერში მჭირდება. ჩემი გჯერა?-ხელზე ხელით ნაზად მიეფერა და მომლოდინედ შეხედა.
-კონკრეტულად, რომ მითხრა, შეიძლება?! ჩემგან რა გინდა, გაგა?-ცინიკურად ჰკითხა ანამ და ხელი გააშვებინა.
-ნუ ბრაზობ.. მინდა, რომ შევხვდეთ ხოლმე, ურთიერთობა ვცადოთ. ამის დიდი სურვილი მაქვს, თუ რა თქმა უნდა, თანახმა ხარ..-უთხრა გაგამ და ჭიქებით მოახლოებულ მიმტანს თავი დაუკრა.
-მე..-ჩაფიქრდა ანა,-არ ვიცი.. არ ვარ დარწმუნებული..
-არ ხარ დარწმუნებული, ჩემთან ურთიერთობა გინდა თუ არა?-იმედგაცრუებული სახით ჰკითხა კაცმა და სასმელი მოსვა.
-არ ვარ დარწმუნებული.. რომ შენც გიყვარვარ, გაგა..-გაუბედავად ამოთქვა გოგომ და დარბაზში სივრცეს გახედა, თან მძიმედ ამოისუნთქა.
-ნუ სულელობ. მე გეუბნები, რომ შენთან დაახლოება მინდა, უკეთ გაცნობა. მეტი დროის გატარება, შენთან.. ამაზე დამთანხმდი.. გთხოვ, შანსი მიეცი, ჩვენს ურთიერთობას, ახალ ეტაპზე გადავიდეს..-თქვა კაცმა და დაჟინებით შეხედა.
-კარგი..-რამდენიმე წამის შემდეგ უპასუხა გოგომ.
გაგას კმაყოფილს გაეღიმა. ანას ხელი მის ხელებში მოიქცია და მხურვალედ აკოცა,-მიხარია.
-მეც..-გაცისკროვნებულმა თქვა ანამ. გაგამ პირველად დაინახა მისი ასეთი ბედნიერი სახე. მოულოდნელად აწკრიალდა ანას ტელეფონი და დახედა თუ არა, კაცს შემცბარმა შეხედა.
-რა მოხდა?
-არაფერი. დედაა და მითხრა მალე დაბრუნდიო, ხომ იცი, მოსვენებას არ მაძლევს ხოლმე რა, როცა გარეთ ვარ..-თქვა და ნაჩქარევად წამოდგა.
-კარგი, რა თქმა უნდა. წადი..-თქვა გაგამაც.
-ნახვამდის! მომწერე.-უცებ მიაყარა გოგომ და წასვლა დააპირა, რა დროსაც კაცმა კვლავ მისკენ შეაბრუნა.
-მოიცადე. არ უნდა მაკოცო?- ნაწყენი ბავშვივით შეხედა.
-ხომ იცი, ხალხი გვიყურებს აქ, ბევრიც მიცნობს, თორემ დიდი სიამოვნებით გაკოცებდი..
-სად?-ეშმაკურად გაეღიმა გაგას.
-ყველგან..-ჩაიჩურჩულა ანიმ და მანაც მისნაირად გაიღიმა.
-მე უფრო მინდა შენი კოცნა, იცოდე.. თუმცა კარგი.-თქვა და შუბლზე ოდნავ აკოცა, წამში კი, ანაც გაუსხლტა ხელიდან და კაფე აჩქარებით დატოვა.



№1  offline წევრი Marselita

აუ რა მაგარია heart_eyes
--------------------
ლ. დ.

 


№2 სტუმარი 123

მე მეგონა გაგა რომ ლიკას დაშორდებოდა, ლიკა გაქრებოდა ისტორიიდან. არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ ნაკლებად საინტერესო პერსონაჟი მგონია. გაგაზე ბევრად კაია კითხვა
გაგას და ანას ნაწილი მომეწპნა. იმედია გამოუვატ ყველაფერი

 


№3  offline წევრი ანა1

123
მე მეგონა გაგა რომ ლიკას დაშორდებოდა, ლიკა გაქრებოდა ისტორიიდან. არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ ნაკლებად საინტერესო პერსონაჟი მგონია. გაგაზე ბევრად კაია კითხვა
გაგას და ანას ნაწილი მომეწპნა. იმედია გამოუვატ ყველაფერი

კი, ისტორია კონკრეტულად გაგასა და ანაზეა, თუმცა ლიკას მხარის აღწერაც, ჩემი აზრით მკითხველებისთვის ასევე საინტერესო და საჭირო უნდა იყოს, სხვაგვარად ჩაითვლება, რომ დაიჩაგრა, გარიყეს, უღალატეს, რაც გაგას და ანასაც ვერ წარმოაჩენს კარგ და სასურველ წყვილად, მოცემულ ნოველაში.
რასაც ვწერ, ყველაფერს გამიზნულად ვწერ და წინასწარ საკმაოდ ბევრს ვფიქრობ. გმადლობ კომენტარისთვის ♥️

Marselita
აუ რა მაგარია heart_eyes


ახალი თავი დადე შენ, გელოდები smirk????????????????

 


№4 სტუმარი 123

მე მაგ აზრს არ ვეთანხმები და დავწერ რასაც ვფიქრობ. ოღონდ იმიტო არა რო რამე შეცვალო. უბრალოდ აზრს დავაფიქსირებ.
ისტორიიდან პერსონაჟის გაყვანით არ იზომება ჩაგვრა.
ის რაც ლიკასა და გაგას შორის მოხდა, უკვე წარსულის ნაწილია და იქ ვეღარაფერი გადასხვაფერდება. ლიკა ახალ ადამიანს იპოვის თუ არა, მასთან ბედნიერი იქნება თუ უბედური, ეგ გაგასთან მიმართებაში რას შეცვლის?
ანუ მაგ ქალის სამომავლო ურთიერთობაზეა დამოკიდებული , ვის რა განწყობა ექნება გაგას და ანას მიმართ?
რაც მოხადა უკვე მოხდა და დაესვა წერტილი. ლიკამ თვითონვე თქვა რომ არც ერთს აღარ გვიყვარს ერთმანეთი დ ა ეს ორივეს ბრალიაო. ამიტომ ჩემთვის სულერთია მაგ ქალის სამომავლო ბედი, მითუმეტესგაგას კონტექსტში.
ისე ძაან დიდი დრო კი გავიდა და იმედია მალე იქნება ახალი თავი. :)))

 


№5  offline წევრი ანა1

123
მე მაგ აზრს არ ვეთანხმები და დავწერ რასაც ვფიქრობ. ოღონდ იმიტო არა რო რამე შეცვალო. უბრალოდ აზრს დავაფიქსირებ.
ისტორიიდან პერსონაჟის გაყვანით არ იზომება ჩაგვრა.
ის რაც ლიკასა და გაგას შორის მოხდა, უკვე წარსულის ნაწილია და იქ ვეღარაფერი გადასხვაფერდება. ლიკა ახალ ადამიანს იპოვის თუ არა, მასთან ბედნიერი იქნება თუ უბედური, ეგ გაგასთან მიმართებაში რას შეცვლის?
ანუ მაგ ქალის სამომავლო ურთიერთობაზეა დამოკიდებული , ვის რა განწყობა ექნება გაგას და ანას მიმართ?
რაც მოხადა უკვე მოხდა და დაესვა წერტილი. ლიკამ თვითონვე თქვა რომ არც ერთს აღარ გვიყვარს ერთმანეთი დ ა ეს ორივეს ბრალიაო. ამიტომ ჩემთვის სულერთია მაგ ქალის სამომავლო ბედი, მითუმეტესგაგას კონტექსტში.
ისე ძაან დიდი დრო კი გავიდა და იმედია მალე იქნება ახალი თავი. :)))

ლიკა ჩემი საყვარელი პერსონაჟია ჩემივე ისტორიაში :დდ რაღაცნაირად სიმპათიით ვარ განწყობილი, თუმცა განსხვავებული აზრიც მისაღებია და გავითვალისწინებ <3 ისე, ყველას ყავს თავისი ფავორიტი პერსონაჟი<3

 


№6 სტუმარი სტუმარი ქრისტინე

მე მესმის რომ აქ ავტორებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ,მ მაგრამ უფრო მეტ პატივისცემას თუ გამოიჩენთ მკითხველის მიმართ და უფრო ხშირად დადებთ ახალ თავს კარგი იქნება. სულ შემოვდივარ და ვამოწმებ, იქნებ ახალი თავი იყოს. ამასობაშ გადამავიწყდა წინა თავები.

 


№7 სტუმარი სტუმარი natalia

აუ მალე დადე რააა weary გაგას და ანას ამბები მინდა astonished ეს ლიკა მეც არ მხიბლავს confused

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent