შემიყვარე (თავი 4)
-ფუ ჯანდაბაა!.. ამის დედაც!..-შეიკურთხა ახალგაღვიძებულმა გაგამ, როგორც კი გვერდით მწოლიარე უცნობი შიშველი ქალი შენიშნა და მერე თავიც შეიგინა. სასწრაფოდ გააღვიძა და წასვლა უბრძანა. -დღეს აღარ გავერთობით?-მოწყენილი სახე მიიღო გოგონამ და წინ უხამსად აესვეტა. -ახლავე წადი, არ გამაღიზიანო..-დაიღრინა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დაწვდა. როგორც კი ოთახს თვალი მოავლო და ათეულობით ვისკის ბოთლი დაინახა დაცლილი, ტკივილისგან შეკუმშული სახე კიდევ უფრო დაემანჭა. -თავი მისკდება.. მეტის ღირსი არც ხარ გაგა პირველო.. რა *ირი ვარ.-ჩაიბურტყუნა და როგორც კი ტელეფონის ეკრანზე მისი ცოლის ურიცხვი ზარები ნახა, კიდევ უფრო მოყვა თავის თავის გინებას.. -ლიკა, აგიხსნი..-დაიწყო შეწუხებული ხმით როგორც კი ცოლმა ტელეფონი აიღო. -გაგა, ტელეფონით არაფერს ამიხსნი. ახლავე მოხვალ სახლში და ყველაფერს ასე მეტყვი.. გელოდები..-უჩვეულოდ ცივი და მკაცრი ხმით უთხრა ქალმა და გაუთიშა. -ჯანდაბა..-ჩაიჩურჩულა და თხუთმეტ წუთში უკვე სახლიდან გამოსულმა მანქანა ადგილს მოწყვიტა. ~~~~~ -მღალატობ?-ცდილობდა ცივად და უემოციოდ ესაუბრა თუმცა მაინც აღელდა და ცრემლები გადმოუგორდა კაშკაშა შავი თვალებიდან ლიკას. -მღალატობ ხო? მაინც ვისთან.. ვინაა ასეთი, გაგა.. იმ ყველაფრის მერე რაც მე და შენ გვქონდა.. როგორ ბედავ..-ატირდა და საშინლად გულნატკენი გამომეტყველება გამოესახა მშვენიერ სახეზე, რაზეც გაგას კიდევ უფრო ეტკინა გული და კიდევ უფრო გაუმძაფრდა საკუთარი თავის მიმართ ზიზღი, იმ წამიდან. -მაპატიე..-გამტყდარი ხმით ამოთქვა.. -არ მინდოდა.. გეფიცები მარტო შენ მიყვარხარ.. ჩემი ცხოვრების სიყვარული, ერთადერთი ქალი ხარ.. ეს არასდროს შეიცვლება.. -მაშინ რატომ.. რატომ მღალატობ?!-ნამტირალევი სიცილით კითხა. -რა იყო.. არ გაკმაყოფილებ საწოლში? -სისულელეებს ნუ ამბობ, რა.. შემთხვევით მოხდა ეს.. გთხოვ დაივიწყე.. -შეეცადა ჩახუტებოდა და ახლოს მოეზიდა ლიკა, თუმცა მხოლოდ სახეში გარტყმა მიიღო. -ნუ გგონია, რომ მიღალატებ, მერე მოხვალ და მეტყვი რომ თურმე მარტო მე გიყვარვარ და მეც ყველაფერს დაგიჯერებ და გაპატიებ! გესმის?!-უყვირა და კიდევ ერთხელ გააწნა სილა. -წადი!.. და აღარ დაბრუნდე.. -ლიკა..-მაინც არ იტეხდა იხტიბარს გაგა და ცდილობდა ლიკა მისკენ შემოუბრუნებინა. -გოგო, არ მიღალატია გესმის? დედამო*ნული სექსი იყო მხოლოდ ეს. მაგარი *ლეზე ყველა ქალი შენ გარდათქო!.. და შეიგნე! -კარგი..-ნერვიულად გაეცინა ლიკას,-ბოლო დროს სულ უხასიათოდ ხარ, მე რო გეხებოდი მაიგნორებდი.. არ ვიცი.. ამას რით ახსნი, გარდა იმისა, რომ გაციებული ხარ ჩემ მიმართ..-ცრემლები ცალი ხელით მოიწმინდა და ფანჯარას გაუშტერა თვალი. -ლიკა.. ჩემ უხასიათობას თავისი მიზეზები აქვს.. მშვენივრად იცი.. -აქ კი საკუთარი თავი გამოიჭირა გაგამ. გულში რაღაცამ ძლიერად გაკრა.. ამის მიზეზი კი მხოლოდ ანი იყო.. ლიკას და გაგას შორის დუმილი ჩამოვარდა. გაგას დანაშაულის შეგრძნებისგან თითქოს ცეცხლი ეკიდა.. მიხვდა, რომ დააშავა.. ანისთანაც და ლიკასთანაც.. რომ არაფრის ღირსი იყო იმ წამს გარდა ფურთხისა.. -რა ხდება..-ხმაჩამწყდარმა ჰკითხა ლიკამ,-რატო ვერ ამთავრებ სათქმელს, გაგა? ჰო, რა იყო, მეგონა რაღაც გქონდა სათქმელი?!.. -შეშლილი სახით გახედა ქმარს, რაც ორიოდე წამში იმედგაცრუებამ და სევდამ შეცვალა. -წადი.. გთხოვ.. ყველაფერი გასაგებია, გაგა.. საკმარისად კარგად გაგიცანი ამ წლების განმავლობაში, საიმისოდ რომ მივხვდე.. შენ მე აღარ გიყვარვარ.. თავს ნურც შენ მოიტყუებ და ნურც მე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.