შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დევდარიანები(თავი 2)


5-11-2022, 09:39
ავტორი camomille
ნანახია 9 910

3 თავი
თაია
შუა ღამე იყო, თითქოს ისევ ელოდა მას, მაგრამ უკვე წასვლის დრო იყო. ორი ჩემოდნით ხელში გავიდა სახლიდან, და კორპუსთან მდგარ ტაქსიში ჩაჯდა. ერთი დღით ადრე ჩასულს იცოდა რომ ყველას გაახარებდა.ენატრებოდა თუ არა თბილისი? მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი მიჩვევა და კომფორტულად ყოფნა იყო, ადამიანებთანაც ასეა. მიჩვევა ძალიან ცუდი რამ არის, თითქოს დამოკიდებულსაც კი გხდის, შემდეგ კი გაცილება რაღაცისგან ან ვიღაცისგან მთელ შენს სულში აღწევს, და ტკივილს გაყენებს.
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაფრინდა. აეროპორტიდან გამოსულმა ხარბად ჩაისუნთქა დილის გრილი ჰაერი, ჩქარი ნაბიჯებით წავიდა ტაქსისკენ.ტაქსი ათონელის ქუჩაზე გაჩერდა, ღიმილით ახედა მესამე სართულის აივანს,რომელიც თავის ხიბლსა და სილამაზეს არ კარგავდა. სადარბაზოში შევიდა, ნესტისა და მტვრის სუნმაც ძველი წლები გაახსენა, ჩაქარა აიარა კიბეები, და დიდ რკინის მასიურ კარსაც მიადგა. გასაღები საკეტს მოარგო, და კარი შეაღო, ზღურბლს გადააბიჯა, ცარიელ სახლს თვალი მოავლო, ფეხსაცმელები გაიხადა , და შემოსასვლელში მიყარა, შიშველი ტერფებით დააბიჯებდა აქეთ - იქით, და ძველ მოგონებებს თავში გასაქანს არ აძლევდა, ახლა მხოლოდ შხაპი სჭირდებოდა. ჩემოდნები ამოალაგა, გაშიშვლდა, და სააბაზანოში შევიდა. ფრენისაგან დაღლილს ცხელი წყლის წვეთები ესიამოვნა სხეულზე.
მზე ახლახანს ამოსულიყო, იმ ძველ აივანზე იჯდა, და ისევ გირგვლიანის სახე ჰქონდა წარმოდგენილი, თვალებ დახუჭული ეწეოდა, თავის გრძნობებს, წრფელ გრძნობებს გასაქანს არ აძლევდა,ყოველთვის ასე იყო რაღაცისგან ან ვიღაცისგან თავს იცავდა, გონებით მოქმედებდა, ეშინოდა შეცდომის რომელიც ტკივილს მიაყენებდა.ტუჩები აეწვა რომ გაიხსენა მისი ბაგეები მისაზე, დაბუჟებული ტუჩებით დაარტყა ღრმა ნაპასი, და ღია ცისფერი თვალები სივრცეს გაუსწორა. ფიქრი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა
-გისმენთ - სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა, და სკამიდან ოდნავ წამოიწია
-თაია დევდარიანი?
-დიახ
-ბატონმა შოთამ მითხრა რომ თქვენთვის დამერეკა, და მეთქვა ხვალ შეგიძლიათ მოხვიდეთ, საბუთებსა და კონტრაქტს გაეცნოთ და ხვალვე დაიწყოთ მუშაობა
-კარგი,მადლობა - ოდნავ გაიღიმა, და ყურმილი გათიშა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ წამოდგა , და სახლში შევიდა.სასტუმრო ოთახის კედლებს თვალი მოავლო, და რამოდენიმე ფოტოს დანახვისას გაეღიმა,ყველაზე მეტად ბავშვობა უყვარდა, ბავშვობა, რომელშიც ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს, მისი ფრაგმენტების გახსენებისას ან დანახვისას კი ეღიმებოდა. საძინებელ ოთახში გავიდა
-დროა ყველას გავაგებინო რომ ჩამოვედი - ჩაიჩურჩულა თავისთვის, და ტანსაცმელს გადაავლო მზერა, არჩევანი ღია მუხლს ოდნავ აცდენილ იისფერ კაბაზე შეაჩერა, ფეხშიშველა დადგა სარკესთან, საკუტარ თავს თვალი შეავლო, კაბის სამკუთხედი დეკოლტიდან დიდი მკერდი ლამაზად მოჩანდა, გრძელი კისერი, და გამოკვეთილი ლაბიწები მეტ სიამაზეს სძენდა ქალს, ფეხზე შავი “ბალეტები” მოირგო, ჩანთა აიღო, და სახლიდან გავიდა. მანქანას არ ატარებდა, არასდროს უცდია სწავლაც კი, ეშინოდა? კი, ძალიან ეშინოდა, ან მოგონებების განმეორების ეშინოდა, რომელიც სადღაც გონების უკანა მხარეს ჰქონდა “მიჩუჩქული”. ნაადრევად გამოძახებულ ტაქსიში ჩაჯდა, და ორსული დისკენ აიღო გეზი.
ნატალია
ისევ სამზარეულოში იყო, მხოლოდ ბიუსჰალტერითა, და სპორტული შარვლით იდგა, და “ნუტელას” დიდი სუფრის კოვზით მიირთმევდა. ჩხეიძე სახლში რომ შევიდა ჭამაში გართულმა ქალმა ვერაფერი გაიგო, მამაკაცი სამზარეულოს კარის ჩარჩოს მიეყუდა, და ღიმილით გახედა ცოტა, რომელსაც სამაგრით შეკრილი თმები არეოდა, და “ნუტელიან” ტუჩებს ილოკავდა დუდამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, და ცოლისკენ გაემართა. აგიჟებდა ყოველდღიურად, დღითი დღე უფრო მეტ გრძნობას გრძნობა ქალის მიმართ, ასე ბავშურად მყოფიც კი მეტ სექსუალურობას მატებდა ქალს.
თბილი ხელები რომ იგრძნო მუელზე კოვზი პირთან გაუშეშდა, დუდამ თავი ნატალიას კისერში ჩარგო, და საყვარელი სურნელი ხარბად შეისუნთქა,ყურთან ახლოს სველი კოცნა დაუტოვ
-დუდა… - სახელს კვნესა ამოაყოლა,გაეღიმა ქალს რომ მის შეხებაზე, არა თუ კოცნაზე ასეთი რეაქცია ჰქონდა. ნატალიამ ტუჩები გაილოკა
-ასე ნუ შვები - ტუჩებზე დააკვირდა
-გეყოს დუდა! - გაბრაზებულმა მკლავებიდან დაღწევა სცადა
-გაწითლდი ნატალია - გაუღიმა
-მე ისედაც წითელი ლოყები მაქვს - უთხრა, და წასვლა ისევ სცადა - არ გამიშვებ?
-სახლში ბიუსჰალტერით რატომ არ დადიხარ ხოლმე?
-იმიტომ რომ…ჩხეიძე გულს მირევ - დუდას სახეს რომ დააკვირდა, სახე შეჭმუხნა, და როგორც იქნა მამაკაცის მკლავებს მოშორდა. - ხამი! - ცხვირი ააიბზუა, და ტანის რხევით გავიდა სამზარეულოდან, იმ ტანის რხევით ასე რომ აუნთედა ხოლმე თვალებს ჩხეიძეს.
კარზე კაკუნი რომ გაისმა, ოთახიდან უკვე ჩაცმული ნატალია გამოვიდა, რომელაც ქმარს გასძახა
-მე გავაღებ - კარის გაღების შემდეგ კი გაოგნებული დარჩა.
თაია
ზღურბლს იქით გაბერილი და რომ დაინახა გაეცინა, პირველად იმ დღეს…გაფართოებული თვალებით შესცქეროდა დას, და რამოდენიმე წამში გახარებული მოეხვია თავის მოგონებებში მუდამ კამათისთვის მზად მყოფ პატარა გოგოს, რომელიც დაქალებულიყო
-მომენატრე - თავზე აკოცა
-მეც მომენატრე ნატალია, მაგრამ ნუ გამჭყლიტავ - უთხრა სიცილით და ზედმეტად მოხვეული მკლავები გააშვებინა, ნატალიას სახეზე ცრემლი რომ ჩამოუგორდა, დას გახედა - სანამ წავიდოდი მხოლოდ დაბადებისდღეებზე მეხუტებოდი, და ახალ წელს, რა მოგივიდა, და რატომ ტირი?
-მიხარია და იმიტომ….- უთხრა, და ცრემლი მოიწმინდა
-თამარა ჩამოსულა - სიცილით გამოვიდა სამზარეულოდან დუდა, რომელიც უკვე გაშლილი ხელეით მიემართებოდა, ზემოთ ხსენებულ “თამარასკენ”
-5 წლის წინ წავედი, და მაგ სახელით დამემშვიდობე, ისევ ვერ დაივიწყე?
-რა დამავიწყებს - მოეხვია მასზე ერთი თავით დაბალ - ჩემთვის მაინც გეთქვა რომ ჩამოდიოდი, ერთად გავაგიჟებდით - თვალებით ანიშნა ქალისკენ
-მესმის - უთხრა ნატალიამ, და ისევ სამზარეულოში შევიდა.
-როდის ჩამოხვედი? ეხლა რომ მითხრა მეორე შენ გნახეო, გავბრაზდები - ხელი ჰქონდა გადახვეული,და ორივე ნატალიას მიჰყვებოდა
-არავინ მინახავს ჯერ, გუშინ ჩამოსული ელი პირდაპირ მისის “სახლის” გზას დაადგა?
-აჰაამ - გაეკრიჭა
-და ნეტავ რატომ იმასაც ხომ არ იტყვი? - ცოლი შემოუბრუნდა
-დუდა რა ჩაიდინე? - სიცილით ჰკითხა
-არაფერი თამარა არაფერი, ხომ იცი არსად არ ვერევი, უბრალოდ მეგობარი დავპატიჟე, როდემდე არ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თან გუშინ და ჩემს სახლში თუ არა ზეგ შეხვდებოდნენ ქუჩაში
-რა გინდა რომ უთხრა? - ნატალიამ გადმოხედა
-შენ არაფერი თქვა ნატალია, ვერც იტყვი - თვალი ჩაუკრა, და კარისკენ წავიდა
-თავხედო - შეუყვირა
-ადიოს - უთხრა, და სახლიდან გავიდა
-ჩემი დები სად არიან? - ჰკითხა მომღიმარი სახით ნატალიას, რომელსაც ვაშლი მოემარჯვებინა ხელში, და გემრიელად მიირთმევდა
-არ ვიცი, ვურეკავ და არ იღებენ, ქეთევანთან არიან ალბათ
-პატარა ქეთო სადარის? - ჰკითხა, როდესაც მიხვდა რომ ბვშვი სახლში არ იყო
-კოჯორში აიყვანა ირამ, ხვალ ჩამოიყვანს
-კოჯორი,მომენატრა…- სევდიანად თქვა
-ხოდა შაბათს ისევ ავდივართ და წამოდი
-ხვალ ვიწყებ უკვე მუშაობას, არ მიყვარს ხომ იცი სამსახურის გაცდენები, თუ მოვახერხებ ამოვალ
-კარგი.დღეს რა უნდა გააკეთო
-ორი საათით დაგტოვებთ ქალბატოო ჩემო, მანუშაკა და რუსო უნდა ვნახო
-მომიკითხე - უთხრა წასასვლელად მომზადებულ დას - თაია
-ჰო
-დარწმუნებული ხარ რომ აქ კარგად იქნები?
-მეთვითონაც არ ვიცი ნატ, მეთვითონაც
-როდესაც გინდა მოდი, მოგისმენ - უთხრა დას
-კარგი, წავედი - გაუღიმა დას, და წავიდა.
თან და თანობით იხსენებდა თბილისის ქუჩებს, იცოდა ერთ დღესაც მას შეხვდებოდა, მას ვინც 5 წლის წინ თბილისის დაატოვებინა. დევდარიანიც ყველაფერს გაექცა, უკან მოიტოვა ყველაფერი, და მთელი მისის ძალებით ახალი ცხოვრებ დაიწყო, ახალი წარსულის ნაგლეჯებით, რომელიც ყოველთვის თან დაჰქონდა, თავადაც იცოდა რომ წარსული არ ჰქონდა დავიწყებული, ვერ ივიწყებდა ადენი ძალაც არ ქონდა, ისიც იცოდა რომ “ის” არ ჰყავდა დავიწყებული, მაინც შერჩენოდა პატარა გრძნობა რომელიც მასზე აფიქრებდა, ამ ფიქრისას სხეულში რაღაც დაუვლიდა კიდეც.
გეგმა ჰქონდა რომ თავისი მანუშაკა და რუსო გაეხარებინა.
ერთ - ერთ კაფეში შევიდა,ამ კაფესთან უამრავი კარგი მოგონება აკავშირებდა, ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დაჯდა, რამოდენიმე წამში კი ახალგაზრდა ბიჭი დადგა მაგიდასთან, რომელსაც უკვე მოემარჯვებინა კალამი და ფურცელი
-გამარჯობათ, როგორ ხართ?
-კარგად, თქვენ?
-კარგად, რას ინებებთ?
-ლუკა - მის მაისურზე რომ ამოიკითხა სახელი ბიჭს გაუღიმა - მინდა რაღაც გთხოვო
-გისმენთ - მომლოდინე მზერით დააკვირდა ბიჭი
-კაფის მეპატრონე აქ არის?
-დიახ, გნებავთ დავუძახო?
-არა, არა…მინდა რომ მას უთხრათ რომ უკმაყოფილო კლიენტი ვარ და მასთან შეხვედრას ვითხოვ, გამიკეთებ სიკეთეს?
-რა თქმა უნდა - გაუღIმა ბიჭმა
-მადლობა.
რამოდენიმე წუთში ორიოდე მეტრის მოშორებით მაღალი ქალი გამოჩნდა ოდნავ ღიმილით მიიწევდა თაიასკენ, მაგრამ როდესაც ნაცნობი სახე დალანდა სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა
-თაია - შეჰყვირა, თუმცა საზოგადოების ყურადღEბა რომ მიიქცია ბოდიში მოიხადა, და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა მეგობრისკენ, რომელიც სკამიდან წამომდგარი ელოდა თავის მანუშაკას. ეს სახელი ქალბატონ მანოს იმ დღიდან ქვია, როდესაც თაიამ მისი და “მზე,მთვარე და პურის ყანის” სიყვარულის შესახებ შეიტყო, რაც თავი ახსოვდათ ჩვენს მანოს მანუშაკა ერქვა, უხდებოდა კიდეც.
-მანუშაკა - სიცილით შეისუნთქა მონატრებული სურნელი, მასზე ოდნავ დაბალს ეხვეოდა.ათასი თვალი უყურებდა მეგობრებს,რომლებიც ხელებს არ უშვებდნენ ერთმანეთს
-როდის ჩამოხვედი…შე ძუ*ნა, არ უნდა გეთქვა? - შეურაწყოფა მიაყენა “გაბრაზებულმა”, და თაიასთან ერთად სიცილით გაუყვა კაბინეტისკენ გზას
-ლუკა,თუ შეიძლება ჩაი და შოკოლადიანი ბლინები მიართვი “ქალბატონს”, ხო გინდა?
-კი - დაუქნია თავი მონატრებულმა.ლუკამ უფროსს თავი ღიმილით დაუკრა თავი, და ოთახიდან გავიდა
-მე შენი გაკეთებული ბლინები მომენატრა - უთხრა და მეგობარს დააკვირდა - გიხდება სავარძელი და უფროსის როლი
-რუსო 15 წუთში მოვა, მოემზადე თაია - უთხრა, და მეგობარი “მოამზადა”
-მომკლავს
-გეკუთვნის
-ხომ გაგიხარდათ,და აეროპორტიდან გზა ვერ მივაგნებდი სახლამდე?
-ნატალისთან რჩები?
-არა
-აბა?
-ათონელზე - უთხრა ვითომ უდარდელად
-არ გინდა ჩემთან წამოხვიდე?
-მანუშაკა კარგად ვარ ნუ ღელავ, და თან სად წამოვიდე? გიორგის რას ეტყვი?უი იცი თაია ჩამოვიდა და ჩვენთან უნდა იცხოვროსო? Ხო მართლა როდის უნდა გამაცნო?
-გაგაცნობ გაგაცნობ, მაგრამ ეს გაცნობები ისე ცუდად მაქვს დაცდილი, რუსომ ლამის ისიც კითხა გიორგის ვაჟიშვილი ხომ არ ხარო, მაგრამ მოერიდა ალბათ - უთხრა, თაიამ კი ხმამაღლა გაიცინა - რა გაცინებს? თითებს ჭიქას ვუჭერდი თითებს რომ არ დამეხრჩო…ნუ იცინი!
-მანანაა, ვიცი რომ ჩემზე ფიქრობდი - გარედან ისმოდა რუსოს “მომღერალი” ხმა - ხმა არ უნდა გამცე შე ჩათლ*ხო? - კარი შემოგლიჯა, და გაფაციცებით დააკვირდა ტყავის სავარძელზე მჯდომ თაიას, რომელიც ელოდა რუსოს აფეთქებას
-ერთი წუთით - საჩვენებელი თითი აჩვენა, და ოთახიდან გავიდა, შემდეგ ისევ გააღო კარი და შეაბიჯა კაბინეტში.
-შეჩვენებულებო რამე ხომ რ გამიკეთეთ? - დაიყვირა ბოლო ხმაზე, მაგრამ რომ მიხვდა მეგობრის სამსახურში იყო გაჩუმდა, და თაიას წრეების რტყმა დაუწყო - მანანა მიშველე - უთხრა, და ლამის კალთაში ჩაუჯდა თაიას,მაგრად მოჰხვია ხელები 5 წლის მონატრებულ მეგობარს, 3 წუთი იყვნენ ასე.15 წუთი კი რუსოს ქოთქოთს ისმენდნენ თუ როგორ არ უთხრა თაიამ რომ ჩამოდიოდა
-რუსუდან - შეაჩერა მანომ
-რა გინდა?
-ამოისუნთქე - გაუღიმა
-დავიღალე - მეორე სავრძელზე მიესვენა
-დიდება უფალს რომ შენ დაიღალე - ხელები მაღლა ასწია მანომ - შენ არ თქვი 20 წუთის წინ რომ 15 წუთში მოხვიდოდი?
-მეგონა რომ 15 წუთში ვიქნებოდი - გახედა მობეზრებით - გაეცინა მეობრებზე რომლებიც მუდამ კამათში იყვნენ
-თქვენი კამათი მომენატრა
-ისევ ისეთია როგორიც დატოვე - თავით ანიშნა რუსოზე
-როგორც შენ,უბრალოდ ეხლა შენი კურო გყავს
-ვინ?
-კურო…- შეხედა თაიას რომელიც ვერ ხვდებოდა კურო რა შუაში იყო - ეეე გიორგი ნუ
-დაიწყო - ამოიოხრა მანომ - სხვათაშორის დღეს მივდივარ გიორგისთან ერთად წვეულებაზე
-წვეულებაზე?
-ეჰ თაია ჯერ სად ხარ…მერამდენე წვეულება არის უკვე?
-არ დამითვლია რუსოჯან, მეგონა შენ ჩამოწერილი გქონდა, რა არ გაქვს?
-გამომრჩა სამწუხაროდ…ეს ჩვენი გიორგი ბიზნესმენია
-და რას ერჩი? - ჰკითხა თაიამ
- არ შემიძლია ეს წვეულებები, გართობა თუ გინდა წადი და გართე ეს ყალბი ღიმილები ყელშია
-და იქნებ არ არის ყალბი
-საიდან იცი? თითქოს ყოველი იქ მყოფი უფრთო ანგელოზი იყოს
-გიორგიმ შენც დაგპატიჟა რუსო, მაგრამ ვხვდები არ წამოხვალ
-კარგია რომ ხვდები, თაია გაიყოლე
-დაღლილი არ ვარ მე? - ჰკითხა
-მოასწრებ დასვენებას, ჩემს აგივრად გამოუშრე სისხლი ყოველ მათგანს გიორგის ჩათვლით - წამოდგა ფეხზე, და ოთახიდან სანამ გავიდოდა მათკენ შებრუნდა და უთხრა - გიორგი კარგი ბიჭია, უბრალოდ ზედმეტად ბევრ საათს ატარებს მანანასთან.წავედი მე - კარი გაიხურა და წავიდა
-გიჟი - ჩაეცინა მანოს - წამოხვალ? - თხოვნა ჩამდგარი თვალებით შეჰურებდა მეგობარს
-წამოვალ, თან გიორგის გაცნობის შანსს როგორ გავუშვებ ხელიდან - გაიცინა, და ახლად მოტანილ ბლინებს შეექცია.


მინდოდა მალე დამედო, ვივი შეიძლება საკმარისი არ არის, მაგრამ მეგობრბებზე უნდა იდოს ერთი თავი.



№1 სტუმარი სტუმარი დეა

მაინტერესებს, დების ასაკის რიგითობა, რომელია, უფროსი, მეორე, მესამე და უმცროსი.

 


№2 სტუმარი Ani

სკამიდან წამოიწია, სიგარეტი ჩააჭყლიტა და მსგავსი რაღაცები ზედმეტია. ან შეგიძლია უფრო მხატვრულად აღწერო მათი მოქმედებები, ზერელე ნაწერი ინტერესს მაკარგვინებს. რასაწ წერ შენ თვითონ უნდა გაინტერესებდეს და მოგწონდეს, საკუთარი გრძნობები უნდა გაურიო და ხედავდე შენი შექმნილის აზრს❤️

 


№3  offline წევრი camomille

სტუმარი დეა
მაინტერესებს, დების ასაკის რიგითობა, რომელია, უფროსი, მეორე, მესამე და უმცროსი.

ელისაბედი არის პირველი,ქეთევანი,ნატალია და შემდეგ თაია.
მადლობა რომ დაინტერესდით

Ani
სკამიდან წამოიწია, სიგარეტი ჩააჭყლიტა და მსგავსი რაღაცები ზედმეტია. ან შეგიძლია უფრო მხატვრულად აღწერო მათი მოქმედებები, ზერელე ნაწერი ინტერესს მაკარგვინებს. რასაწ წერ შენ თვითონ უნდა გაინტერესებდეს და მოგწონდეს, საკუთარი გრძნობები უნდა გაურიო და ხედავდე შენი შექმნილის აზრს❤️

პირველ რიგში მადლობა რომ აზრი გამიზიარეთ,ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის,შევეცდები უფრო დავხვეწო ნაწერი,იმ კონკრეტულ ნაწილში კი უბრალოდ მისი ერთგვარი მოძრაოის აღწერა მინდოდა,უფრო კარგად რომ წარმომესახა მკითხველისთვის(და შეიძლება არ გამომივიდა). მიხარია რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent