შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენი (სრულად)


6-11-2022, 03:06
ავტორი tasusuna
ნანახია 9 438

-გოგოა-მძიმედ ჩამესმა აგონიაში მყოფს ბებიაქალის ხვნეშა..
იოტისოდენა ძალაც აღარ მქონდა ძარღვებში შემორჩენილი ხელი გამეწვდინა მარცვლის ხელა,ზარივით მოწკრიალე ატირებული ჩვილისთვის..
ფარდად მეფარებოდა ჩამობნელებულ ირისებზე ოთახში ჩამოწოლილი უჰაერობა..
-მომიყვანეთ,გევედრებით..-გაჭირვებით დავმარცვლე,უკანასკნელი ძალებით..
სადღაც შორს,
უკუნით სიბნელეში მივდიოდი ქანცგალეული..
-დააძინეთ!-ჯალათივით სისხლში ამოვლებული ქალი ბუბუნებდა ოთხ კედელში.
ერთიანად მომწყვიტეს ღვიძლ შვილს,ისე,რომ გულზეც არ ჩამიწვინეს..
___
****
-უნაყოფო არ იყოს!-თუთუნისგან ხმაშეცვლილ კაცს წარბი მაღლა აეზიდა..
ხმელ სახეზე ჭაღარა მოდებოდა..
მზისგან გაწითლებულ სახეზე ავი ზრახვები დაფენოდა..
საზარლად დაემუშტა კეცის ტოლა ხელის გულები..
გუშინ შემისრულდა სრული თექვსმეტი..
დღეს უკვე სავაჭროდ გავეზიდე უსისხლო პაპას..
ცივად შემიკრეს საგზალად ჩაწყობილი სამი ხელი ჩითის დედას ნაქონი ყვავილებიანი კაბა..
გამამზითვეს ბათმანი ლობიოთი..
საბოლოოდ გამომიხურებ შინის კარი..
-თვალები დახრილი გქონდეს ბატონთან!
ქალს ლამაზი სახისთვის არ ირთავენ,გახსოვდეს!-დარიგებებით დამიხუნძლა მოხრილი მხრები ბაბომ..
არცერთი სევდა..
არცერთი ნაღველი..
ჭირივით ამომგლიჯეს გულიდან და საჯიჯგნად მიმიგდეს ღმერთმა იცის ვის..
ღმერთმა იცის სად..
მჭიდროდ ჩამეჭიდა ხელები დედის დანატოვარისთვის და აღარცერთი მზერა,
იმ
დღიდან,უკანადკნელამდე,აღარ მიმიგდია უღლის გამყოფისთვის..
-შემომხედე..-ბნელ ოთახში,კედელზე მიმწყვდეულს,ჯერკიდევ ჩამებღუჯა ხელის გულეში, გუდაში გამოკრული სიფერადები.
ხმა ცივი,მომთხოვნი,
კლდესავით ბასრი ჰქონდა..
აღარ ვაზროვნებდი..
-შემომხედე მეთქი..-მეორედ დაეშვა ყინულივით ცივი ნოტები ოთახში..
აღარ ვსუნთქავდი..
-მე შენ გაჩვენებ..-აღარც დაასრულა..
დაკოჟრილმა ხელის უხეშმა გულმა
ამიწვა მარჯვენა ლოყა..
იმ
წამს
მოვკვდი..
მისი სიძლიერით ნააამებმა უსულოდ ამაცალა უკანასკნელი სიკეთე ხელებიდან და ოთახის კუთხეში მიაგდო..
ნივთივით ამიტაცა და ხის ზედაპირზე დამდო,
გაცეცხლებულმა..
ვიგრძენი შეხება..
უხეში..
უსულო..
უგულო..
უადამიანო..
უღმერთო..
კისერთან მჭიდროდ დაკრული საკინძე კბილებით ამაწყვიტა და ჯოჯოხეთურად გადაიხარხარა მე-უღლემ..
გავთავდი სირცხვილისგან..
დავპატარავდი..
თეთრ,გახამებულ თეთრეულზე ერთიანად დავილიე..
სახე აუნათდა კამკამა ყინულივით ვიცი კანის დანახვისას მას..
ვიგრძენი როგორ შეეცვალა სახე,
უბეში რომ ჩააცურა კუნძივით ხელები და მკერდზე მწარედ მომიჭირა..
ავხორცულად დაეღარა ნაკვთები..
ღილებს რიგრიგობით წყვეტდა და სიამოვნებისგან სხეული ეძაბებოდა..
ყოველ მისხალზე უღმერთოდ მძიმდებოდა მისი სხეული..
ყოველ მისხალზე ადამიანობა მეცლებოდა ხელებიდან,მისი შეხებისგან..
-ხმა არ გაიღო!-საკალთესთან შეჩერდა და ამომხედა..
ეშმაკს მიუგავდა თვალები..
საზარლად იღიმოდა..
თავზარი დამეცა,
წამებში მარჯვენა ხელი ძლიერად რომ დამაჭირა ტუჩებზე და სუნთქვა შემიწყვიტა..
თამბაქოს სუნად აყროლებულ თითებში ჩაიკარგა სასოწარკვეთილი ჩემი კივილი..
თითქოს შუაზე გამხლიჩეს..
დამანაწევრეს..
ცოცხლად დამწვეს..
-ფეხები გაშალე!-კბილებში სასტიკად გამოცრა არაკაცმა..
მუხლი მწარებ მომაბჯინა სიმწრით მიჯაჭვულ ფეხებზე და მთლიანი სხეულით გადმომაწვა..
ვიგუდებოდი..
ვგრძნობდი,როგორ შემეკრა ფილტვები და უჰაერობისგან ვკვდებოდი..
მძიმედ ჩავაჭირე ფრჩხილები ალიკაპად ქვეულ ხელზე,
მაგრამ,ამაოდ..
ვხედავდი,წინააღმდეგობისგან როგორ უწითლდებოდა უფრო ნაკვთები.
-ხმა ჩაიწყვიტე სალახანა!-ღმუილისგან აფორაჯებულ სახეზე შანთივით მომედო მწარემ მოჭერილი მისი თითები..
ამაზე მეტის ატანა ვერ წარმომედგინა,
მოულოდნელად კოშმარულმა ტკივილმა რომ მომკეცა ოთხად..
ფეხებშორის გველივით შემომძვრალი უცხო კაცი გამალებით მეხეთქებოდა და ღმუილისგან სახე ერთიანად წაშლოდა..
-ვკვდები!-მინდოდა ამომეხეთქა და ტუჩებსაც ვერ გაცდა კნავილი,
იოგებიც ჩაეწყვიტა უსისხლოს..
საათი,
ან იქნებ წამები ვეგდე ძალაგამოცლილი,
საჯიჯგნად მიგდებული მისი სხეულის ქვეშ..
დროის ათვლის უნარი ზუსტად იმ წამს გამიქრა,
მუცელში გვემასავით რომ დამიტრიალდა საზიზღარი სიმწარწ და არ გაჩერებულა მას შემდეგაც,
ხის მორივით რომ დამეცა სხეულზე ოფლის მწლაკე სუნით აქოთებული ტანი..
ღრმად ხვნეშოდა..
გული კისერში უცემდა..
ჩემი ერთიანად გაჩერებულიყო სუნთქვასთან ერთად..
ვეღარ გავიგე როდის მომაცილა ხელი სახიდან..
ვეღარც ის ვიგრძენი,როდის ადგა და ტანქვეშ გაფენილი თეთრი ზეწარი გამომაცილა..
უსულოდ მიგდებული,
ხის მომცრო სარკმლიდან უმიზნოდ ვუყურებდი დედამთილს,
სისხლით დალაქავებული სითეთრე რომ გადმოფინა ხის აივანზე..
-ბიჭის ძეობაში!-ძილბურანში თითქოს ჩამესმოდა მოქეიფეების ხმა..
ჯოჯოხეთი,რომელიც ყველაფრის უცოდინარმა,თავზარდამცემად გამოვიარე,არ მეგონა თუ კიდევ განმეორდებოდა,
მაგრამ,
შევცდი..
ეს ყოფილა თურმე ქალის წილი.
___
-სისხლი როდის უნდა წამოგივიდეს?!-მედიდურად გადმომხედა დედამთილმა..
-დღეს..-ჰაერს ამოვაყოლე ერთადერთი სიტყვა..
თვეც არ იყო გასული და საუკუნოდ გაიწელა..
ცოცხლად ვიგლეჯდი კანს,
მუხლისჩოქვით ვევედრებოდი უფალს,არ დაღამებულიყო,
მაგრამ,
ჩემი ცოდვისთვის ჩადიოდა მზე ყოველი დღით.
მთვარის პირველ გამონათებას ერწყმოდა ჰაერში ჩემი მოგუდული კივილი და მისი უხეში გმინვა გასაცოდავებულ გულის ფიცარზე..
-თუ ქალად გაგაჩინა ღმერთმა,ბიჭი უნდა აჩუქო ატოშს.
არცერთ ოჯახს,ჩვენი გვარისას,ქალი არ უშობია და ილოცე,ეს თვე ნაყოფიერი მოგცეს ღმერთმა..-ზიზღით მესროლა ფიქრებში წასულს.
არც კი შემეძლო ფიქრი,ღამეების შედეგზე..
არცერთი ბუნების
არცერთი შვილი არ მემეტებოდა ამ ჯოჯოხეთისთვის და მითუფრო ქალი..
არათუ ვაჟი..
არც უსულო საგანი არ იყო იმის ღირსი,თუნდაც დღე გაეთია ამ
ჭერის ქვეშ და ეწვნია სიკვდილი დედამიწაზე..
ეწვნია უბედო ქალად და უგულო კაცად ყოფნა..
მეასედ ვამოწმებდი იმ
დღეს მეც,დაბარებულივით ,იქნებ წყალობა გამოეღო უფალს და,სისხლი წამომსვლოდა..
მაგრამ,
ჩემი მომავლის სატანჯველად აღარ მომსვლია დედათა წესი არც ის დღე და მოლოდინად გადაქცეული ერთი სრული ტანჯვის კვირა..
ლხინის სუფრა დამახვედრეს კვირის თავს..
გვარი გვიგრძელდებაო,
სუფრის თავში ღიმილად გადაქცეულიყო ატოში.
არცერთი წამით არ შემეძლო იქ გაჩერება..
სხეულში დატრიალებული უცნაური შეგრძნებებისგან მთლიანად არეული ვიყავი..
სული მეწვოდა უსუსურობისგან..
ხის ზედაპირზე უმწეოდ მოვკუჭულიყავი და სად მეძებნა საშველი,
ანდა როგორ დავხსნოდი რეალობას,არ ვიცოდი..
მეცოდებოდა..
გული მიჩერდებოდა..
არ მინდოდა აქ ყოფილიყო,ჩემთან,ჩემს სხეულში ის,ვინც მას დაემგვანებოდა და მე ვერ გავზრდიდი ადამიანად..
ვერ შევწირავდი მსხვერპლად და ვერ დავამონებდი გარესამყაროს ციცქნა არსებას..
არ მეთმობოდა მისი სიცოცხლე ატოშისთვის და
მისი სული,ზიზღისთვის..
სასიკეთოდ,
ისიც კიარ ვიცოდი,
მის არმოსავლენად,
რა უნდა მექნა..
___
-ბიჭი იქნება..
გოგრის ოდენა ციცქნა,წამოზრდილ მუცელზე კოჟრიან ხელებს დაატარებდა მოხუცი დედაკაცი და დამჭკნარი ტუჩებით გაუგებარ ლოცვებს მიკითხავ და,სულთმებრძოლივით..
შვებისგან ისე ამოისუნთქეს ოთახში მყოფებმა,თითქოს რამედ უღირდათ ან ერთი,ან მეორე,ან მესამე ადამიანის სიცოცხლე..
მხრები მედიდურად გადაეშალა ატოშს.
არიცოდა სად წაეღო ქალზე აწეული ხელები..
კედელს მიყრდნობილიყო და სიამაყისგან სკდებოდა..
-ჩვენი გვარი გაგრძელდება!-დედამისს წუთში ერთხელ გადახედავდა და უხამსად ხითხითებდა..
არავის ვედებოდი ზედმეტად გულზე ერთიანად ჩამომხმარი მე..
ერთადერთი მიზნისთვის შემოსულს როვორც საგანს,ისე მიცქერდნენ და მხოლოდ ახლა დამადეს ფასი,ბიჭიაო,რომ თქვეს..
-დასვენება და კარგი ჭამა სჭირდება გოგოს,ხერხემალზეა თითქმის ბავშვი მიკრული,ალბათ ოც კილოსაც არ იწონის ..-საბრალოდ შემომხედა ბებიაქალმა გასვლამდე..
ვერ ვიკარებდი ლუკმას პირში..
ზიზღისგან ყველანაირი შეგრძნება მქონდა დაკარგული,საჭმელზე განსაკუთრებით გული მერეოდა..
არც მაშინ დავაკარე რამეს პირი,
სეზონის ხილი რომ შემომიტანა ატოშმა და თითქოს მომბალმა,
ხის დაბალ სკამზე დამიდო..
უცხო მზერა ჰქონდა.
თითქოს მადლიერიც და,სუსხიანი,ამავდროულად..
ვერ ვუყურებდი წამზე მეტად,
არ შემეძლო და თვალი რომ ავარიდე,
წეღანდელი განაფიქფი ერთიანად ჩმომექცა თავზე..
-ჭამე!-ცხოველის ხმა ამოუვოდა ყელიდან უსისხლხორცოს..
შიშით ავეკარი საზურგეს..
დასარტყამად მოქნეული ხელი ჰაერში გაუშეშდა და,აგიხგიზებული თვალებით ამათვალიერა..
-ჩემს ბიჭს უმადლოდე.-კარებში გაიყოლა..
საკუთარი უუნარობისგან ისე მოვიკეცე,
ზიზღით სავსემ,იქვე ამოვიღე ყველაფერი..
მეჯავრებოდა მასზე მეტად ჩემი უმოქმედობა..
მის სიტყვაზე მეტად ჩემი უსიტყვობა და
მის ძალაზე მეტად,საკუთარი უძლურება..
რითი მეშველა?!
როგორ გავქცეოდი და სად?
იქნებ იქ,საიდანაც სამი კაბით გამომიშვეს?!
იქნებ სიხარულისგანაც კი იცინოდნენ,უნაყოფო რომ არ აღმოვჩნდი და შერცხვწნილი,სალაფავ დასხმული არ მიმაბრუნეს..
ნუთუ ამაზე მეტად არ ვაჯავრებდი არავის და არ ვღიდრი მეტი,ვიდრე ქალიშვილის თავიდან მოცილება და უთვისტომო,30 ზე მეტის კაცზე გათხოვებაა?!
მეზიზღებოდა ყველა და ყველაზე მეტად საკუთარი თავი..
ვერც გავიაზრე,
შუაღამე მიტანებულზე,
როგორ წამოვდექი და როგორ გავიკვლიე გზა უკკუნით სიბნელეში..
თუთუნის მყრალი სუნით გაჟღენთილ მის სხეულს გვერდი მწარედ ჩავუარე და,
ხის სკამის საზურგეზე დაკიდებულ პერნგებში პატარა ბებუთს დავუწყე ძებნა,
სულ რომ დაატარებდა..
სიბნელეში ჭირდა მოძებნა,მაგრმ,კანმა მალევე იპოვნა სასურველი მეტალი..
გამაჟრჟოლა..
ყინულივით ცივი იყო ლითონი..
ცეცხლივით გიზგიზებდა სამაგიეროდ ცარიელი ჩემი თვალები..
კუთხეში მიყუჟულმა მჭიდროდ მოვიქციე სახელური ხელებში და,
სახეს გავუსწორე..
მხოლოდ ერთი.
მკვეთრი და სწორი მოძრაობა იყო საჭირო,
მუცელშივე რომ შემეწყვიტა მისთვის ჯერკიდევ არ დაწყებული სიცოცხლე..
მჯეროდა,ამით დავიხსნიდი და ვაპირწბდი კიდეც,
ღმერთის სამართალს ზუსტად მაშინ რომ არ ჩამოეკრა მძიმედ ზარი..
ვიგრძენი..
ის..
შვილი..
ჩემი..
ქალი
ან
ვაჟი.
მოცუცქნული ნაყოფი თითქოს მთლიანად შემოტრიალდა და თვეების შემდეგ,პირველად მაგრძნობინა,ააქამდე უძრავად მყოფმა,რომ არსებობდა..
პატარა თითები კანზე ძლიერად მებჯინებოდა და გულს მიძგერებდა მისი თითო გატოკებით..
-დედი!-წამომცდა..
სული გამილღვა..
-დე!-ვეღარ შევაჩერე ერთიანად მოხეთქილი გრძნობები..
გავცოცხლდი..
ვეღარ გავუძელი..
კედელთან სრულიად ძალაგამოცლილი ჩავიკეცე და მთელი ხმით,
მთელი განცდით და ზიზღში შემოპარული ოდნავი სითბოთი ავღრიალდი..
მას უნდოდა სიცოცხლე..
მაგრამ,
ვერ მეთმობოდა ერთიანად ჩაღვრილი სიყვარულის მიუხედავად..
___
****
უკუნით სიბნელეში ავზიდე ლოდივით მძიმე ქუთუთოები..
საუკუნეს გაევლო მკვდრის სხეულში მეგონა,
ისე მქონდა დაფლეთილი სული..
ჯერკიდევ იგრძნობოდა ოთახში სისხლის და ოფლის მწარე სუნი..
ჯერკიდევ სველი პერანგით ვიწექი საწოლზე..
-ატოშ!-სიმწრით ვიღრიალე,რომ ვეღარ წამოვდექი..
არცერთ კუნთში მისხალი ძალა არ მქონდა..
მხოლოდ თვალს ვავლებდი ოთახს,სადაც ჩემი გოგო აღარ იყო!
-ატოშ!-ცხოველის ხმა ამოვუშვი ყელიდან გააფთრებულმა..
გაჭირვებით გადმოვცოცდი საწოლოდან ხის ჭუჭყიან იატაკზე..
-ატოშ!-ჩამიწყდა იოგები ხავილისგან..
საწოლიდან კარამდე ზოლად ვტოვებდი კვალს ჯერკიდევ შეუმხმარი სისხლის.
ვბღაოდი და არსად ისმოდა ჩემის გარდა ხმა..
თითქოს ერთიანად გაწყვეტილიყვნენ და სხვა ჯოჯოხეთში გადავსულიყავი..
-ატოშ!-პარმაღამდე გაცოცებულმა ბოლო ძალით ამოვძახე უსულგულოს.
არავინ იყო..
სული სიმწრისაგან გაგლეჯაზე მქონდა,
სად იყო ჩემი გოგო?!
ხის საფეხურებს კანიდან გამოწოვილი ძალით ჩავუყევი,
წარმოუდგენლად ფეხზე დამდგარმა და
ორღობემდე ძლივს მივატანე..
-ატოშ!-იქვე ჩავიკეცე..
მხოლოდ მზის პირველ სხივებს მოყვა მისი სხეული,აღმართის თავზე..
გამწარებული,
ცოცხალმკვდარი შუა ქვაღორღზე ვეგდე და აღარცერთი ცრემლი აღარ მქონდა შერჩენილი ღაწვებზე..
აღარ ვიყავი ადამიანი.
-ატოშ,სადაა ჩემი გოგონა?!-სრულიად მტვერში ასვრილმა
ვკითხე..
გამოცვლილი მეჩვენა.
თითქოს,სევდით დამყურებდა..
თვალები უკიდეგანო ჯავრით ჰქონდა სავსე და პირველად,ის ვერ მისწორებდა მზერას..
-მკვდარი დაიბადა ათანასია..
___
-მისი ტირილი გავიგონე.
იტირა ლილემ.
პატარა,მრგვალი,ცის კამარასავით კამკამა,წყლიანი თვალები ჰქონდა..
ატმისყვავილისფერი ქუნქულა,ბუთქუნა პატარა ხელები და ლამაზი თითები..
დედას გავდა.
ტიროდა..
ისე ხმამაღლა
და ისე თავგამეტებით,
არ მომეჩვენებოდა..
არ დაბადებულა მკვდარი ლილე,
ცოცხალი იყო და სამყაროზე მშვენიერი..
გამიშვილეს..
მტარვალებმა მომწყვიტეს სხეულიდან და მას გააყოლეს ჩემი სულიც..
ვაჟი რომ ვერ გავაჩინე ალბათ მიტო გამოუტანეს განაჩენი ჩემ გოგოს.
ჩემ ლილეს.
ჩემ გულს..

დასასრული

__
გული გამიჩერდა..
გავიყინე..
უსაზღვროთ მომენატრეთ და უსაზღრვროდ გელით..
დავიცალე ყველა ნაგროვები ემოციისგან და იმედია,ის და ისე მოვა ყველაფერი,რაც მასშია..
მადლობა და
გელით
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი One

Rogor momenatre taso❤️
Chemo sayvarelo, rogor momnatrebia sheni emociebis gaziareba❤️
Rogori mzimea da tan saocrad kargi)
Ar daikargo**

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

One
Rogor momenatre taso❤️
Chemo sayvarelo, rogor momnatrebia sheni emociebis gaziareba❤️
Rogori mzimea da tan saocrad kargi)
Ar daikargo**

მეც,მეც და მეც ისე მომენაყრა თქვწნი ყოველთვის პირველი გამოჩენ ❤️❤️❤️❤️
გამახარეთ,უზომოდ ❤️❤️❤️
გელოდებოდით და გულში მჯეროდა,ტრადიციას რომ არ დაარღვევდით და,პირველი იქნებოდით ❤️❤️
მადლობა!

 


№3  offline წევრი Soraya

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო დიდი ხანია შენს ისტორიებსა თუ ჩანახტებს თვალს ვადევნებ,ათასჯერ მაინც წავიკითხე ისტორია ჩემს ოქროსფერ კულულებიან ბიჭზე,მეც დავიტირე ის ბიჭი,აი ის...ოქროსფერი კულულებით.
რაც შეეხება ამ ისტორიას,გავფითრდი,ტაომაც კი დამაყარა, და ცრემლმაც გაიკვლია გზა ჩემს ლოყაზე.ჩემი დები მაკავებდნენ რომ ქალბატონი დედამთილი არ ჩამეხრჩო, ეკრანშიც კი შევედი თითქმის,ეს ამაზრზენი ქალბატონი.საუბარი არ მაქვს ბატონ ატეშზე ალბათ ღამე დამესიზმრება როგორ ვკლავ.(სერიოზულად)
ყოველთვის მინდოდა მეკითხა, რატომ არის შენს ისტორიებში ქალეი ასე? სულ ვიღაცაზე თხოვდებიან, ან რაიმე ასეთი?
(აქვე დავამატებ მოველი რომ ქალი ძლიერ მხარზეე დაწერ ერთხელ ისტორიას და დაანახებ კაცობრიობას რომ ქალი ლამაზთან ერთად მეტად საშიში არსებაა დედამიწაზე)
წარმატებები!

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Soraya
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო დიდი ხანია შენს ისტორიებსა თუ ჩანახტებს თვალს ვადევნებ,ათასჯერ მაინც წავიკითხე ისტორია ჩემს ოქროსფერ კულულებიან ბიჭზე,მეც დავიტირე ის ბიჭი,აი ის...ოქროსფერი კულულებით.
რაც შეეხება ამ ისტორიას,გავფითრდი,ტაომაც კი დამაყარა, და ცრემლმაც გაიკვლია გზა ჩემს ლოყაზე.ჩემი დები მაკავებდნენ რომ ქალბატონი დედამთილი არ ჩამეხრჩო, ეკრანშიც კი შევედი თითქმის,ეს ამაზრზენი ქალბატონი.საუბარი არ მაქვს ბატონ ატეშზე ალბათ ღამე დამესიზმრება როგორ ვკლავ.(სერიოზულად)
ყოველთვის მინდოდა მეკითხა, რატომ არის შენს ისტორიებში ქალეი ასე? სულ ვიღაცაზე თხოვდებიან, ან რაიმე ასეთი?
(აქვე დავამატებ მოველი რომ ქალი ძლიერ მხარზეე დაწერ ერთხელ ისტორიას და დაანახებ კაცობრიობას რომ ქალი ლამაზთან ერთად მეტად საშიში არსებაა დედამიწაზე)
წარმატებები!

გამორჩეულად მიყვარს ჩემი მზისსხივისფერი ნოე ჩადუნსლი ❤️❤️❤️
როგორ მიხარია რომ
გახსოვთ ❤️❤️
მეც მსგავსი განცდა მიჩნდებოდა წერისას,იმ არა*აცისყვის ყველანაირ ჯოჯოხეთს გავამზადებდი, მზად ვიყავი,თუმცა მას მთელი ცხოვრება მაინც დატანჯავს გაშვილებული შვილის ცოდვა!
დავწერ,თან აუცილებლად და მყავს კიდეც მთების გადამდები ქალებიც,მაგრამ,აუცილებლად კიდევ დავწერ მათზე,ძლიერებზე,შეუდრეკელებზე,კლდესავით მგარ ქლებზე.. ისეთებზე როგორიც ხვენ ვართ,დღევანდელი დღის ქალები..❤️❤️❤️❤️
უუუღრმესი მადლობაა,რომ ამ განცდებამდე მიგუყვანა ამ პატარა ნაწერმა..
ყველაფერს ნიშნავს ეს შეფასება და ეს სიტყვები ❤️❤️❤️
ძალიან ძვირფასია და მადლიბა ! უდიდესი რომ წაიკითხე ! ❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი ლილილი

მძულს სამყარო ასეთი უთანასწორობის გამო,ზოგჯერ ქართული "ტრადიციებიც" მძულს ამის გამო და ამ ისტორიამ უფრო შემაძულა.

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ლილილი
მძულს სამყარო ასეთი უთანასწორობის გამო,ზოგჯერ ქართული "ტრადიციებიც" მძულს ამის გამო და ამ ისტორიამ უფრო შემაძულა.

გეთანხმები ლლილი,სშინელებაა.. ❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი Ana-maria

თავი დავანებოთ იმას,რომ უკვე დიდიხანია გელოდებით,ასეთ დაბრუნებას ვერ ვიფიქრებდი. ვიტირე,ახლაც კი გული გაბერილი მაქვს.ლილე-პაწაწინა უდანაშაულო პრინცესა,რომელიც არასწორ ოჯახში დაიბადა. მასზე უარი თქვეს,ღვთის საჩუქარზე უარი თქვეს....მხოლოდ იმიტომ რომ ის პრინცესაა. გული მეტკინა,ვიღაცისთვის როგორი ბედნიერება იქნებოდა ლილე. მაგრამ იმედს ვიტოვებ მას ყველაფერი კარგად ექნება. სხვა მშობელი ჩაიკრავს გულში და ეცდება დედის სუნი დაავიწყოს.
ანასტასია!როგორც ყოველთვის,საოცარ ისტორიებს წერთ,ყველა გულში რჩება,არსად მიდის........წარმატებები და მუდამ მოუთმენლად გელოდებით

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
თავი დავანებოთ იმას,რომ უკვე დიდიხანია გელოდებით,ასეთ დაბრუნებას ვერ ვიფიქრებდი. ვიტირე,ახლაც კი გული გაბერილი მაქვს.ლილე-პაწაწინა უდანაშაულო პრინცესა,რომელიც არასწორ ოჯახში დაიბადა. მასზე უარი თქვეს,ღვთის საჩუქარზე უარი თქვეს....მხოლოდ იმიტომ რომ ის პრინცესაა. გული მეტკინა,ვიღაცისთვის როგორი ბედნიერება იქნებოდა ლილე. მაგრამ იმედს ვიტოვებ მას ყველაფერი კარგად ექნება. სხვა მშობელი ჩაიკრავს გულში და ეცდება დედის სუნი დაავიწყოს.
ანასტასია!როგორც ყოველთვის,საოცარ ისტორიებს წერთ,ყველა გულში რჩება,არსად მიდის........წარმატებები და მუდამ მოუთმენლად გელოდებით

ანამაროა,თქვენი ყველა სიტყვიდან უდიდესი სითბო მოდის და გულში მრჩება ❤️❤️❤️❤️❤️ ლილემ იმედია ისეთი ოჯახი იპოვა,რომელთან უნდა და,ამ სამყაროს სხვაგვარად დაამახებენ ❤️❤️❤️❤️
უდიდესი მადლობა ანამარია ამ სიტყვებისთვის ❤️❤️❤️თქვენც სყლ
გულში ხართ თქვენი შეფასებებით ❤️❤️❤️
მადლობა ძვირფასო ❤️❤️

 


№9  offline წევრი ირო

სული არ ჩამყვა ბოლომდე,ემოციების ქარცეცხლში გამხვიე,სულ ვამბობ რომ ტრანსპორტში ასეთ ამბებს არ წავიკითხავთქო.სად დავმალო ცრემლებისგან გაბერილი თვალები,მეც ათანასიასავით ჩავხარე თავი,მეც მეტკინა მასავით და დღემდე ვაჟები რომ შვილები არიან და გოგოები გოგოები.როგორ უშვებენ შეცდომებს მშობლები დღესაც და თუ გგონიათ ახლა არ ხდება იგივე ძალიან ვცდებით ყველანი.

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ირო
სული არ ჩამყვა ბოლომდე,ემოციების ქარცეცხლში გამხვიე,სულ ვამბობ რომ ტრანსპორტში ასეთ ამბებს არ წავიკითხავთქო.სად დავმალო ცრემლებისგან გაბერილი თვალები,მეც ათანასიასავით ჩავხარე თავი,მეც მეტკინა მასავით და დღემდე ვაჟები რომ შვილები არიან და გოგოები გოგოები.როგორ უშვებენ შეცდომებს მშობლები დღესაც და თუ გგონიათ ახლა არ ხდება იგივე ძალიან ვცდებით ყველანი.

კი,იყო,დღესაც რატომღაც ანსხვავებენ და ძალიან ბედნიერი ვარ,რომ არასდროს მსგავსი არ მიგრხვნია მე ❤️❤️❤️❤️
მიხარია,რომ ემოციები მოვიდა ❤️❤️ მადლობა რომ წაიკითხე და სულ ჩემთან ხარ შენი ემოციური შეფასებებით ❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი მ.ათანასია

უბრალოდ საოცრებააა... დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ისტორიის გაგრძელებას ოღონდ ლილეზე და ვისურვებდი რომ ლილე ძლიერი აღმოჩნდებოდა და დედას დაუბრუნდებოდა

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მ.ათანასია
უბრალოდ საოცრებააა... დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ისტორიის გაგრძელებას ოღონდ ლილეზე და ვისურვებდი რომ ლილე ძლიერი აღმოჩნდებოდა და დედას დაუბრუნდებოდა

ლილე ძლიერია,მჯერა ❤️❤️❤️
უღრმესი მადლობა შეფასებისთვის ❤️❤️❤️ ყველაფერს ნიშნავს ეს სიტტვებუ ❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

ტასუსუნა, არ ვიცი რა ვთქვა, რომ ზუსტად გამოვხატო სათქმელი, თუმცა ეს შენს ნაწერს არ ეხება. შეუძლებელია, რომ ამ ნაწერზე თქვა ,,კარგია", ,,ლამაზია", ,,გუნება გამომიკეთა" და სხვ.
ეს სასტიკი რეალობაა, რომელიც ხანდახან საერთოდ შეგაზიზღებს ადამიანს, თუმცა მაგათ "ადამიანები " არ ჰქვიათ...
თუმცა, იმედი ნამდვილად მაქვს, რომ მომავალში ცნობიერება ამაღლდება და ელემენტალური ის მაინც ეცოდინებათ, მსგავს ჩამორჩენილ ხალხს, რომ ბავშვის სქესს კაცის ქრომოსომები განაპირობებენ და ეს განპირობება არ არის მათი ნებით. (იგულისხმება იდიოტური დაცინვები, ძმაკაცებში ,,ბიჭი ვერ გააკეთე". რამხელა სიმდაბლეა და ტვინის სიციცქნავე.)

შენ ნაწერში კი გულწრფრლობა მიყვარს, იმდენად შედიხარ ხოლმე პერსომაჟში, რომ ვხედავ, თითქოს საკუთარ ტკივილზე წერდე.
ლილე...

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი Life is beautiful
ტასუსუნა, არ ვიცი რა ვთქვა, რომ ზუსტად გამოვხატო სათქმელი, თუმცა ეს შენს ნაწერს არ ეხება. შეუძლებელია, რომ ამ ნაწერზე თქვა ,,კარგია", ,,ლამაზია", ,,გუნება გამომიკეთა" და სხვ.
ეს სასტიკი რეალობაა, რომელიც ხანდახან საერთოდ შეგაზიზღებს ადამიანს, თუმცა მაგათ "ადამიანები " არ ჰქვიათ...
თუმცა, იმედი ნამდვილად მაქვს, რომ მომავალში ცნობიერება ამაღლდება და ელემენტალური ის მაინც ეცოდინებათ, მსგავს ჩამორჩენილ ხალხს, რომ ბავშვის სქესს კაცის ქრომოსომები განაპირობებენ და ეს განპირობება არ არის მათი ნებით. (იგულისხმება იდიოტური დაცინვები, ძმაკაცებში ,,ბიჭი ვერ გააკეთე". რამხელა სიმდაბლეა და ტვინის სიციცქნავე.)

შენ ნაწერში კი გულწრფრლობა მიყვარს, იმდენად შედიხარ ხოლმე პერსომაჟში, რომ ვხედავ, თითქოს საკუთარ ტკივილზე წერდე.
ლილე...

გეთანხმები.. დღესაც რომ ისმის ხოლმე
მსგავსი შეძახილები სასაცილო და სატირალია,ამასდროულას.. თითქოს ქალა არ შეექმნათ და ციდან ჩამოსულიყვნენ “კაცებად”.
ფსევდო კაციზმი სჭორთ :დდდდ
დააავადება არის და ვერ ინკურნებიან თანამედროვეობაშიც..
მადლობა ❤️❤️❤️
თან უღრმესი ❤️❤️❤️
მიყვარს შენი შეფასებები ❤️❤️❤️
ემოციებიზ გარეშე არ შემიძლია და მიხარია,თუ მოდის ყველაფერი ❤️❤️❤️

 


№15 წევრი Daldoni Daldoni

უჰაა , იმდენი რამ ჩაატიე ერთ ციცქნა ისტორიაში, თითქოს არც თუ ისე შორეულ წარსულში გადაგვისროლე, დაუჯერებელია მაგრამ ყველა ქალის ტკივილი და რეალობა იყო ეს ან სადღაც ისევ არის..... უუფლებოების, განწირულების, მოკვეთილი ოჯახის და საზოგადოების მიერ რაღაცის ან ვიღაცის გამო, მძიმე და ემოციური იყო ...გელოდებით ახალი შენეული ისტორიით.

 


№16  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Daldoni Daldoni
უჰაა , იმდენი რამ ჩაატიე ერთ ციცქნა ისტორიაში, თითქოს არც თუ ისე შორეულ წარსულში გადაგვისროლე, დაუჯერებელია მაგრამ ყველა ქალის ტკივილი და რეალობა იყო ეს ან სადღაც ისევ არის..... უუფლებოების, განწირულების, მოკვეთილი ოჯახის და საზოგადოების მიერ რაღაცის ან ვიღაცის გამო, მძიმე და ემოციური იყო ...გელოდებით ახალი შენეული ისტორიით.

დალდონ ❤️❤️❤️ არც ისე იშვიათად ხდდება დღესაც მსგავსი და ძალიან ვწუხვარ..
იქნებ,დრომ ჩამოგვრეცხოს ეს ჩირქი..
მადლობა შეფასებისთვის ❤️❤️❤️❤️მახაეებ

 


№17  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმეე ემოციებიზ ზღვაა , მეზიზღება ასეთი კაცებიიი თავისი არაადამიანობებიით :((( საოცრება იყოოო :(( ველი ამ ისტორიის გაგრძელებას :((

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

uchveulo
ვაიმეე ემოციებიზ ზღვაა , მეზიზღება ასეთი კაცებიიი თავისი არაადამიანობებიით :((( საოცრება იყოოო :(( ველი ამ ისტორიის გაგრძელებას :((

საშინელებაა რომ არსებიბდნენ,არსებობენ და მგონი,ისევ იარსებებენ გოგოების “არმსურველები” :((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent