გზა შენამდე [თავი მე-7]
სანდროს თავიდანვე ეჭვობდა ტომზე და ემაზე, სწორედ ამიტომ დაავალა ეს საქმე თუ ვერაფერი გამოუვიდოდად ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ორიდან ერთ-ერთმა ცოტნე გააფრთხილა და ყველაფერი გადამალა, ახლა მოღალატე იცოდა რომ ამ ორს შორის იყო და საქმის დეტალებს მათ აღარ გაანდობდა, თუმცა მაინც უნდოდა გაერკვია მოღალატე ტომი იყო თუ ემა. ამ ამბის შესახებ ზის და ნინისაც უამბო, სთხოვა რომ ამის შემდეგ ცოტნესთან დაკავშირებულ არცერთ გეგმაზე მათთან არ ესაუბრათ. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს მაფიის საქმე დააყოვნოს, ამიტომ, დღე ახალი ქეისის სანდროსთვის შეტენვით დაიწყო, 5 მძარცველი ნიღბით ბანკებს და დიდ თანხებზე მომუშავე მაღაზიებს ძარცვავენ, შედიან იღებენ იმდენს რამდენსაც მოერევიან და გადიან, პოლიციის მისვლამდე ისინი უკვე აორთქლებულები არიან, არ ტოვებენ ანაბეჭდს და ლაპარაკითაც მხოლოდ ერთი ლაპარაკობს, დანარჩენები უბრალოდ თავიანთ საქმეს აკეთებენ, როგორც მოწმეები ამბობენ მათი ლიდერი კაცია და მხოლოდ ის გასცემს ბრძანებებს. მკვლელობები არ ყოფილა, მოწმეების მოშორებაზე არც ფიქრობენ, ძარცვა მხოლოდ 4 წუთს გრძელდება. სანდრო:- ტომ მინდა, რომ კამერების მიერ დაფიქსირებული მათი მანქანა მოძებნო ყველა მსგავსი მანქანა და მისი პატრონი, მათი წარსულიც შეამოწმე და ვინც საეჭვო იქნება დასაკითხად გამოიძახე. ნინი შენ შეისწავლე მათი ყველა ძარცვა და ნახე რამე ხომ არ გამორჩათ, ემა შენ ბოლო ძარცვის ადგილი დაათვალიერე, ზი შენ კი ჩემთნ ერთად წამოდი. -კარგით სერ. ზი და სანდრო ოთახიდან გავიდნენ, ემამ მათ თვალი გააყოლა და შემდეგ ინტერესით გახედა ტომს. -ესენი ბოლო დროს ძალიან უცნაურად დადიან, სულ ერთად რატომ არიან? რაღაც ხდება. ნინიმ უხეშდ გადახედა ორივეს, რაც ღალატზე გაიგო უჭირდა მათთან ერთად მუშაობა, უნდოდა რომ ორივე მაგრად ეცემა და ეკითხა თუ რატომ უღალატეს განყოფილებას, მაგრამ ამის გაკეთება არ შეეძლო, უბრალოდ ადგა და ოთახიდან ისიც გავიდა. ემა:-ამას რაღა დაემართა?! ყველამ ერთიანად გააფრინა. -არ ვიცი ბოლო დროს მართლაც უცნაურად იქცევიან, მაგრამ რა ჩვენი საქმეა რაც დაგვავალეს ის გავაკეთოთ. -არ ვიცი, არ ვიცი. -გეყოფა სხვების საქმეში ცხვირის ჩაყოფა, ერთ დღსაც მაგ ცხვირს ვიღაც მოგაჭრის. -ნუ ხარ ასეთი უხეში. -წადი საქმე ხო დაგავალეს, მე არ მცალია სალაპარაკოდ სანდრომ ძალიან დამტვირთა. -ნუ ღელავ ჩემს საქმეს მალე მოვრჩები და შემდეგ დაგეხმარები, შვთანხმდით? ტომმა ჩაიღიმა და თავი ბედნიერი ბავშვივით დაუქნია. ზი უკან მისდევდა სანდროს, არ იცოდა სად მიყვებოდა, მაგრამ ხვდებოდა რომ ეს ძარცვას არ ეხებოდა. იქვე განყოფილებასთან კაფეში შვიდა და ერთ-ერთ მაგიდასთან ჩამოჯდა. -ზი გადავწყვიტე ტომზე და ემაზე ყველა სახის ინფორმაცია მოვიძიო და შენ უნდა დამეხმარო, უნდა გავიგოთ როგორი ბავშვობა ჰქონდათ და ახლა როგორ ცხოვრობენ, ეს დაგვეხმარება გავიგოთ დაახლოებით რა დროს გადაიკვეთა მათი და ცოტნეს გზები და რამ უბიძგა ერთ-ერთ მადგანს ცოტნესთან გაერთიანება. -ამ ყველაფერს მე მივხედავ თქვენ ახალ ქეისზე კონცენტრირდით, თუ ქექიალს დაიწყებთ და საქმეს არ გააკეთებთ რამეს მიგიხვდებიან, ამიტომ როცა რამეს ვნახავ დაგიკავშირდებით, თქვენ კი მანამდე მათ გარშემო იტრიალეთ განყოფილებაში. -მართალი ხარ, ჯობს განყოფილებაში დიდი დრო გავატარო. -თუ გავლენ უკან ნუ გაყვებით, მარტივად შეგამჩნევენ, შეეცადეთ არ უთვალთვალოთ უბრალოდ მძარცველები დაიჭირეთ. -დროთა განმავლობაში უკეთესი პოლიციელი ხდები. -ეს თქვეა და ამაყად ჩაიღიმა. -თქვენთან მუშაობა ნამდვილად დამეხმარა განვითარებაში. -წადი და მათზე ინფორმაცია მოიტანე, მე კი განყოფილებაში დავბრუნები. -კარგით დაგემშვიდობებით. - ზიმ თავი ოდნავ დახარა და გარეთ გავიდა, სანდრო ცოტა ხანს იქ იჯდა შემდეგ ამოიოხრა და ისიც წავიდა. ყველა ამ საქმეზე იყო გადართული და ცდილობდნენ მძარცველები დაეჭირათ, ნელ-ნელა მაფია ყველას ავიწყდებოდა, მაია იმდენად ტვირთავდა ყველას სამუშაოთი, რომ დღის ბოლოს ცოტნე აღარავის ახსენდებოდა. ტომი თავის კაბინეტში იჯდა და ვიდეო კამერების ჩანაწერებს უყურებდა, ცდილობდა გაეგო დაახლოებით სად წავიდნენ მძარცველები,ამ დროს ემამ კარი შემოაღო და ტომს გვერდით ჩამოუჯდა. ემა:-აბა რა გაარკვიე? -უკვე მორჩი? -ჰო იქ ბევრი არაფერი იყო სანახავი, ანაბეჭდები არ დაუტოვიათ, არც რაიმე შეცდომა დაუშვიათ,როგორც ჩანს ყველაფერს იდეალურად აკეთებენ. -ჰო უკვე ვუყურე ძარცვის ჩანაწერებს, შედიან ფულს იღებენ და გადიან ზედმეტ ქმედებას არ ჩადიან, მაგრამ პირველი ძარცვისას ქალი მოკლეს, ეს უცნაურია. -იქნებ გამოუცდელები იყვნენ და პირველ ჯერზე რაღაც შეეშალათ და ამიტომ მოკლეს. -არ ვიცი აშკარა იყო რომ ყველაფეი ნორმალურად იყო და უცბად გაისროლეს, არანაირი მიზეზი არ იყო სროლის. -მიდი ეგ ვიდეო ჩამირთე და მეც დავაკვირდები. -კარგი. ემამ ვიდეოს ყურება დაიწყო, ტომმა კი თავისი საქმე გააგრძელა, შემდეგ ემამ მშვიდად წარმოთქვა სიტყვები ისე რომ კომპიუტერისთვის თვალიც არ მოუშორებია. -ტომ არ გეჩვენება რომ ამ ბოლო დროს სანდრო უცნაურად გვექცევა? -არა. -კარგი რა დებილი ნუ ხარ,თითქოს იმ დღის შემდეგ იშვიათად გველაპარაკება, ცოტნეზე აღარაფერს ამბობს და არც გამოძიებას აგრძელებს. -იქნებ აგრძელებს უბრალოდ ჩენ არ გვეუბნება. -და რატომ?! ჩვენ ხომ ყველაფერს ვაკეთებთ, ნუთუ აღარ გვენდობა. -ემა ეს მისი საქმეა რაც უნდა ის ქნას, რომ დავჭირდებით თვითონ მოგვაკითხავს. -ვფიქრობ აღარ გვენდობა. -არაუშავს ისეთი რაღაც მაქვს თუ ეგ გამოგვადგა ვფიქრობ ისევ ძველებურად შემოგვხედავს. -რა გაქვს? -ჯერ არ ვიცი გამოსადეგია თუ არა, როცა გავიგებ გეტყვი. -ეს რა საგონებელში ჩამაგდე, ვერ ვიტან ასე რომ იქცევი.... შეხედა როგორ ესროლა, იქნებ ამ ქალს იცნობდა და ამიტომ ესროლა. -მიდი მაგ ქალის ვინაობა გაიგე. თავიდან შავი მერსედესით მიდიან შემდეგ ეს მერსედესი ამ კუთხესთან ქრება სადღაც აქ უნდა იცვლიდნენ მანქანას. -და ასეთი მარტივი საქმე ვერ გახსნენ, ამ განყოფილებაში იდიოტები მუშაობენ, ჩვენ კი დროს გვაკარგინებენ. -დაწყნარდი ემა ვინმემ არ გაიგოს. -გაიგონ, მინდა რომ გაიგონ, თქვენ ყველანი იდოტები ხართ. - ოდნავ ხმამაღლა წამოიძახა ემამ. -იქნებ სწორედაც მაგიტომ გვავალებენ ასეთ მარტივ საქმეებს, რადგან უნდათ დრო დავკარგოთ. უცბად ორივე გაჩუმდა და საქმე განაგრძეს, თითქოს ორივემ იცოდა რომ აზრი არ ჰქონდა ამის განხილვას. სანდრო თავის კაბინეტში იჯდა და ფიქრობა, სიჩუმე ნინიმ დაარღვია, კარში უცბათ შემოვარდა და როცა გაანალიზა რომ უხეშად გამოუიდა თავი დახარა. -ბოდიშით სერ, მგონი მძარცველების შემდგომი გასაძარცვი ადგილი ვიცი. -ჯგუფი შეკრიფე და ყველამ ერთად მომახსენეთ. ამის გაგონებაზე ნინის ტომი და ემა შემოჰყვნენ ოთახში და სანდროს წინ ჩამწკრივდნენ. -გისმენთ. ნინი:-ყველა ძარცვას დავაკვირდი და გავაანალიზე, რომ მძარცველები ქალაქის ცენტრალურ გზაზე არსებულ ადგილებს ძარცვავენ, არცერთი ბანკი თუ ოქროს მაღაზია არ ყოფილა ცენტრალური გზიდან შორს, ასევე აღმოვაჩინე, რომ ქალაქის აღმოსავლეთიდან დაიწყეს და დასავლეთისკენ მიდიან, გზის მიხედვით შემდგომი, ოქროს ბანკი უნდა იყოს და ასევე მათ განრიგს თუ მივყევით დღეს ბანკის დაკეტვამდე უნდა მოხდეს ძარცვა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ ეს ვარაუდი თუ სწორია. -უნდა ვცადოთ სხვა იდეა მაინც არ გვაქვს. თქვენ რა გაიგეთ? ტომი:- მანქანის ნომრებს ყოველთვის ცვლიან, ძარცვის შემდგომ ერთი გზით არასდროს მიდიან, ყოველთვის სხვა და სხვა ადგილზე წყდება მათი მანქანის ჩანაწერები, თითქოს კარგად იციან ქალაქში სადაა კამერები და ზუსტად ხვდებიან სად უნდა გააჩერონ მანქანა, რომ შეუმჩნევლები იყვნენ, ბოლო ძარცვისდროს დაახლოებით სად უნდა გაჩერებულიყვნენ ის ადგილი ვიპოვნე და ხალხი გავაგზავნე. ემა:-მე კი პირველი ძარცვისდროს მოკლული ქალის შესახებ გავარკვიე და გავიგე რომ მკვლელობამდე ერთი თვით ადრე ქორწილი ჰქონდა, მაგრამ სანამ მაგ კაცზე დაქორწინდებოდა ვიღაც შეშლილს ხვდებოდა, ახლა ამ ყოფილს ვეძებ, უნდა გავარკვიო ძარცვასთან რამე თუ აკავშრებს. -კარგი ტომ შენ გაარკვიე და სანამ ბანკში წავალთ ყველაფერი მოგვახსენე, მინდა რომ ყვეა მზად იყოთ ტომის გარდა ყველა ბანკში წავალთ და მძარცველებს დავუცდით. კაბინეტიდან ყველა გამოვიდა, ემა ტომს გაყვა, ისევ კომპიუტერს მიუჯდა, ემამ იქვე ჩამოჯდა, ისე იქცეოდა თითქოს არსად ეჩქარებოდა, ტომის მაგიდას თვალი მოავლო, უცბათ ფურცელი შენიშნა, ზედ მისამართი ეწერა. -ტომ ეს რა არის? -ეს ის მნიშვნელოვანი რამაა, რაც სანდროსთვის წამოვიღე. -საიდან წამოიღე? -გახსოვს ცოტნეს კაბინეტში რომ ვერაფერი ვნახეთ? მე მაგიდასთან ბლოკოტი ვნახე, თუმცა წინა ფურცელი ამოხეული იყო, მაგრამ ფანქარს იმდენად ძლიერად დაწვა, რომ მეორე ფურცელზე მისი ნაწერის აღდგენა შევძელი, ხოდა აღმოვაჩინე რომ რაღაც მისამართია, ახლა მინდა გავიგო იქ რა არისს, შეძლება იქ რამე საინტერესო იყოს. -რააა? -ეს ხომ შესანიშნავია? -აა.. კი.. კი ძალიან კარგია, ყოჩაღ. -თუმცა საბუთებში ამ მისამართზე ბევრი ვერაფერი ვნახე, მხოლოდ ის რომ იქ ადრე სავაადმყოფო იყო, მაგრამ გარშემო სახლები არ იყო და ქალაქიდანაც შორსაა ამიტომ დაიხურა. -და რას აპირებ? -ვიფიქრე სანდროს ვეტყოდი და ერთად შევამოწმებდით. -სანდრო რატომ უნდა მოაცდინო, იქ რომ არაფერი იყოს დროს ტყუილად დააკარგინებ, მოდი მე და შენ წავიდეთ შევამოწმოთ, თუ რამე კარგს ვიპოვით სანდროს დავურეკოთ. -კი მაგრამ ეს სახიფათოა. -მეც ხომ იქ ვიქნები დაგიცავ, სახიფათო არაფერია, გპირდები სიცოცხლის დათმობაც რომ დამჭირდეს მაინც დაგიცავ. -კარგი რადგან ასე გსურს. -ძალიან კარგი, მაშინ ეგ გააკეთე რაც დაგავალა სანდრომ და შემდეგ წავიდეთ. -კარგი მაშინ სწრაფად ვიზავ. მთელი განყოფილება ირეოდა, მძარცველების დასაჭერად ემზადებოდნენ. ბანკში ყველაფერი ისე მოაწყეს რომ მძარცველები მარტივად აეყვანათ, ჩეულებრივი მოქალაქეებივით ჩაცმულები იყვნენ და ელოდნენ საჭირო მომენტს, სანდრო ტომს და ემას ელოდა, მაგრამ ისინი არსად ჩანდნენ, არც დაურეკიათ, ეს აშინებდა, ნუთუ გაიგეს სანდროს გეგმები და გაქცევა გადაწყვიტეს, აქ დგომა და უბრალო საქმის კეთება აღარ შეეძლო. ფიქრებში ისე იყო გართული ბანკში უცხო ხალხის შემოსვლა ვერც შეამჩნია. ყველას ქუდები ეფარათ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს გავდნენ, თუმცა უცბათ ერთ-ერთი ცენტრს მიუახლოვდა ქუდი მოიხადა და დაიძხა. -ყველანი ძირს დაწექით, თუ არაფერს მოიმოქმედებთ მალევე წავალთ. დანარჩენებმაც მოიხადეს ქუდები, თუმცა ნიღბები ეკეთათ, 10 მძარცველი მაინც იქნებოდა ამდენს არავინ ელოდა, ყველა გაუნძრევლად იდგნენ, სანდროს ბრძანებას ელოდნენ, მაგრამ სანდრო ხმას არ იღებდა. -არ გვინდა თქვენთვის რამის დაშავება, აქ მდიდარი ხალხის ფულია ჩვენ მათ ვძარცვავთ, რადგან ისინი თქვენ და ჩვენ გვძარცვავენ, ამიტომ არ გვინდა გმირობანას თამაში წყნარად დარჩით. ეს ქალაქი ყველას გვანადგურებს, ვინც მაღლა დგას დაბლა მდგომებს ჭამენ, ნუთუ თქვენ არ დაიღალეთ ამით?! აი ჩვენ დავიღალეთ და ამ ქალაქის ღერძის მორყევა გადავწყვიტეთ. ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა, სანდრომ სიარული დაიწყო და მძარცველისკენ წავიდა, თავი მაღლა აწია. -მაშ თქვენ დამნაშავეები კი არა გმირები ხართ?! რა განსხვავება, უბრალო ხალხს მდიდრები პარავენ, თქვენ კი მიდრებს პარავთ, საბოლოო ჯამში თქვენ რასაც იპარავთ ერთ დროს უბრალო ხალხს ეკუთვნოდა, რაც უფრო მეტს მოიპარავთ მით უფრო მეტს წაართმევენ უბრალო ხალხს მდიდრები, რათა დანაკარგი აინაზღაურონ. მაშ თქვენ კარგები ხართ?! და თუ კარგები ხართ ამდენ მოპარულ ფულს და ოქროს რას უშვებით?! პასუხი არ მჭირდება ყველამ კარგად იცის რომ მაგ ფულს თავად ჭამთ, თქვენ თავი უკეთესები გგონიათ, მაგრამ არაფრით განსხვავდებით ამ ქალაქის ღორი მდიდრებისგან. -ხმა ჩაიგდე, ვინ ხარ რომ განგვსჯი, შენ არ იცი ჩენ როგორ გვჭირდება ფული. -ფული გჭირდებათ? და რა გგონიათ ფული ამათ არ ჭირდებათ?! მათაც ჭირდებათ მაგრამ თქვენსავით სხვების ძარცვა არ დაუწყიათ. -და რა გავაკეთოთ, რით შევაჩეროთ მდიდრების სიხარბე? -მაგას მე გავაკეთებ. -და შენ ვინ ხარ რომ მათ წინააღმდეგობას უწევს? -მე ამ ქალაქის მცველი ვარ...- ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდგომ კი უფრო ხმამაღლა დაიძახა- იარაღი დაყარეთ და ჩაგვბარდით. -არა... პოლიციელები არიან, უკან არ დაიხიოთ ესროლეთ. თუმცა იარაღის აწევაც ვერ მოასწრო სანდრომ შუბლში ტყვია ესროლა. ამის დანახვაზე მძარცველები არივნენ, ერთიანობა დაკარგეს, სროლა ატყდა, ირგვლივ მხოლოდ ტყვიების ზუზუნის ხმა ისმოდა. სანდრომ ყველა კარის გადაკეტვა უბრძანა, გარეთ მძარცველები ვერ გადიოდნენ, მაგრამ პოლიციელებიც იგივე სიტუაციაში იყვნენ.თითქოს სანდრომ ყველა გაწირა გამარჯვებისთვის. რამდენიმე საათის შემდეგ ყველაფერი დასრულდა, 3 მძევლად აიყვანეს დანარჩენები დაიხოცნენ, 4 პოლიციელი მოკვდა 7 დაიჭრა, სანდროც მკლავში დაჭრეს, თუმცა საშიში არაფერი იყო და ხელის გადახვევის შემდეგ განყოფილებაში წავიდა, იქ ყველა ოვაციებით შეეგება, თუმცა სანდრ გიჟივით აცეცებდა თვალებს, თავიდან ვერ ამოიგდო ტომი და ემა, ბანკში არ იყვნენ, არ დაურეკიათ და ახლა არც განყოფილებაში არიან, მაშინ სად ჯანდაბაში წავიდნენ? იმ საღამოს ემამ ტომი ცოტნეს სახლში ნაპოვნ მისამართზე წაიყვანა.თავიდან ტომს ძალიან შეეშინდა, მაგრამ ემასთან ერთად თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, თან არ ესმოდა რატომ უნდოდა ემას ასე ძალიან რომ ერთად მარტო წასულიყვნენ. -ემა იქნებ სანდროსთვის ის ინფორაცია მაინც გვეთქვა რაც ვიპოვნეთ, რო წამომათრიე მძარცველებზე ვერაფერი ვუთხარი. -ნუ ღელავ მე ყველაფერი მოვაგვარე, სანდროს ყველაფერი გადავუგზავნე და ისიც ვუთხარი, რომ ერთად საქმეზე გავდიოდით. -მართლა?! მაშინ მშვიდად ვარ. -ჰო წამოდი და დღევანდელი დღის შემდეგ სანდროს ნდობას ისევ დავიმსახურებთ. უკან ისე დავბრუნდებით როგორც გმირები. -კარგი რადგან შენ ასე ფიქრობ მაშინ გენდობი. ემამ გაიღიმა- ნუ ღელავ მე მივხედავ ყველაფერს. ბალახებში მიიკვალავდნენ გზა, ემა წინ მიდიოდა ფანრით ხელში, ტომი კი უკან შეშინებული ბავშვივით მიყვებოდა.ბნელოდა და ქარი ქროდა, ეს ნამდვილად არ ყოფილა ის ადგილი სად ყოფნასაც ვინმე ისურვებდა, საერთოდ აქ სავაადმყოფო რა ჯანდაბისთვის ააშენეს?! გასაკვირი არაა რომ მალე დაკეტეს. ემა უშიშრად მიაბიჯებდა, თითქოს იცოდა რომ არაფერი დაემართებოდათ და არაფერი აბრკოლებდა, კარგია როცა საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, მაგრამ ზედმეტი არც ეს ვარგა. ბალახები წელამდე სწვდებოდათ, სიგიჟე იყო ამხელა ბალახში განა ცოტნე ფეხს შემოდგავდა, სრული სისულელე. მალე შენობაც გამოჩნდა, აი აქ მათ თვალწინ იდგა უზარმაზარი სავააადმყოფ, იქაურობა უკვე დაეფარა ბალახს, თუმცა შესასვლელისკენ მიმავალი გზა სუფთა იყო, თითქოს ვიღაცამ მოასუფთავა, კარს მიუახლოვდნენ და შიგნით შევიდნენ, შუქები არ ენთო ამიტომ ფანარით მოავლეს თვალი იქაურობას. ჩვეულებრივი მიტოვებული სავაადმყოფო იყო, ტექნიკა და მინის ნამსხვრევები ეყარა ირგვლივ, თაგვებიც დაძრებოდნენ. უცბად ემა წინ გავარდა და დერეფნისკენ გაიქცა. ტომმა შეშინებულმა წამოიყვირა. -ემა ნუ გარბიხარ დამიცადე. -სწრაფად მომყევი იქით რაღაც არის. -რა დაინახე? ემას პასუხი აღარ გაუცია, ტომი უკან ძლივს მისდევდა, თან მძიმედ სუნთქავდა, აშინებდა ეს სავაადმყოფო. მოულოდნელად ემა გაჩერდა, ტომი დაეწია მოიკუზა და მუხლებს ხელით დაეყრდნო, ძლივს სუნთქვდა. -ემა რა ჯანდაბა გეტაკა?! ასე აღარ გააკეთო. -რაიყო ხო არ შეგეშინდა?!- ეს თქვა და გაიკრიჭა. -ემა ეს სასაცილო არ არის, ხომ იცი რომ ვერ დავრბივარ. -კარგი კარგი ამას აღარ ვიზავ. -ემა. -რა იყო? -იქ... იქ.. შენს უკან... -ჩემს უკან რა? ემამ მოტრიალება ცადა, მაგრამ წინ იარაღი დახვდა, ვიღაც უმიზნებდა, სახეზე ვერც შეხედა, მხოლოდ იარაღის ცხვირს უყურებდა, მთელი ცხოვრებაა იარაღს ხედავდა და აქმდე არ შეუმჩნევია თუ რამდენად განიერი და ღრმაა იარაღის ლულა, ისე ჩანს თითქოს უსასრულო უფსკრულში იხედები სადაც სინათლე არ არსებობს, შიშმა აიტანა მულები აუკანკალდა. ტომსაც ვიღაც ამუდგა უკნიდან და იარაღი მიადო, ორივე თავს გასულელებულად გრძნობდა, ისინი ორი შტერი იყვნენ, რომლებმაც საკუთარი თავი საფრთეში თავდა ჩაიგდეს. -გაინძერით, იმ ოთახისკენ წადით სასწრაფოდ! ემა:-ვინ ხართ? -ბევრს თუ ილაპარაკებ თავს დაკარგავ, სწრაფად იარეთ! ორივემ ოთახისკენ სიარული დაიწყეს, კარს რომ მიუახლოვდნენ უცნობებმა ხელი კრეს და შიგნით შეყარეს, კარი მოაჯახუნეს და გარედან ჩაკეტეს. ემა მაშინვე კარისკენ მიტრიალდა და კარზე ბრახუნი დაიწყო, ტომი სასოწარკვეთილი იატაკზე იჯდა, ტირილი უნდოდა, თუმცა შერცხვა და ცადა შეეკავებინა, მაგრამ თვალები უკვე ჩაცრემლიანებული ჰქონდა. ემამა ოთახს თვალი მოავლო, ფანჯარა არსად იყო, ერთი გასასვლელი იყო და ისიც ჩაკეტილი. გაბრაზებულმა მთელი ხმით დაიღრიალა - აქ ვერ გამომკეტავთ, ყველას დაგხოცავთ. -ემა. -რა? შენ რაღა გინდა? -ყვირილს აზრი არ აქვს აქედან არავინ გაგვიშვებს. -და რა ვქნა შენსავით დავჯდე და ვიტირო? ტომმა ქვედა ტუჩზე იკბინა, თითქოს ასე ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა, თავი მაღლა აწია და გულნატკენი ხმით თქვა. -შენი ბრალია აქ მოსვლა შენ გინდოდა, ამიტომ მე ნუ მიყვირი, რადგან შენ გამო ვართ ასეთ სიტუაციაში. ემამ თავი მორცხვად დახარა, მიხვდა რომ არ უნდა ეყვირა და ზედმეტი მოუვიდა. ტომს ფრთხილად მიუახლოვდა, გვერდით ჩამოუჯდა და თავზე ხელი ნაზად გადაუსვა. -მაპატიე ტომ, არ უნდა მეყვირა, მართალი ხარ ჩემი ბრალია და ახლა შენზე ვანთხევ ბრაზს, მაპატიე. -არაუშავს. იქნებ სანდროს დავურეკოთ. -მართალია კარგი აზრია. ორივემ ტელეფონი ამოიღო, მაგრა ქალაქიდან შორს იყვნენ, თანაც სადღაც სარდაფში ეგდნენ, ამიტმ სიგნალი არ იყო, ემამ ყველა კუთხე მოიარა თუმცა უშედეგოდ, ტელეფონი სგნალს ვერ იჭერდა. შემდეგ მოწყენილი ჩამოჯდა, თავი უკან გადააგდო და ღრმაად ამოისუნთქა. -რამე უნდა მოვიფიქროთ. -რა? -აქედან რამენაირად უნდა გავიდეთ. -შეხედე ემა სადღაც ჯურღმულში ვართ, ერთი კარია ისიც ჩაკეტილია და დიდი ალბათობით დაცვაც დგას გარეთ, სასწაულიც რომ მოხდეს და გავიქცეთ სად წავალთ მანქანა აქედან შორს დავაყენეთ, მათ იარაღები აქვთ მაშინვე მკვდრები ვართ. -მაშ რა ვქნათ? -იქნებ მოველაპარაკოთ. -კი ეგ შეიძლება. -ემა. -ჰო. -მეშინია. -ნუ გეშინია მეც აქ ვარ. -რომ არ მოგვისმინონ მოვკვდებით. -არა ერთი მაინც გადარჩება. ტომს ამის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა, ვერ გაეგო ეს რას ნიშნავდა და ემას გახედა, ემა უცნაურად იკრიჭებდა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და ტომთან მივიდა, წინ გადაიხარა, თავისი სახე მის სახესთან ახლოს მიიტანა, ღიმილს არ წყვეტდა. -ემა. -გისმენ ტომ. -მაშინებ. -ნუ ღელავ ყველაფერი კარგად არის, მეც ხომ აქ ვარ. -ასე რატომ იღიმი. -რადგან ბედნიერი ვარ. -რა გიხარია? -ის რომ ყველაფერი კარგად არის. -რა არის კარგად?! ჩვენ მალე მოგვკლავენ. -არა, რადგან ერთ-ერთი ჩვენგანი გადარჩება. -რას გულისხმობ? -ერთადერთი ვინც ამ ბინძურ სოროში მოკვდება შენ ხარ.- ეს თქვა და ძალიან თბილად გაიღიმა, ხელი გაწია და ტომს თავზე მოეფერა, თითქოს უსახლკარო ლეკვს ეფერებოდესო. ტომს თვალზე ცრემლები მოაწვა, შიშისგან კანკალი დაეწყო, გაურკვევლობაში იყო. -არ მესმის. -ჩემო პატარა საწყალო ტომ შენ რასდროს არაფერი გესმის. ამ დროს კარი გაიღო და დაცვასთან ერთად ცოტნე შემოვიდა, ემა შეტრიალდა და მთელი გულით გაიღიმა, ცოტნესკენ გაიქცა და წინ ღიმილით ჩამოუდგა. ემა:-აი შენც მოხვედი, ძალიან დავიღალე ამ წუმპეში ჯდომით. -ბოდიში რომ გალოდინე. ტომი გაოგნებული მიშტერებოდა ამ სცენარს, ხმასაც ვერ იღებდა, თითქოს ხმის იოგები ჩაუწყდაო, უნდოდა რამე ეთქვა მაგრამ არ გამოსდიოდა, თავს ძალას ისე ძლიერ ატანდა, რომ ბოლოს ემოციებმა იფეთქა და ამდენი ხნის შეკავების შემდეგ ცრემლები ჩანჩქერივით გადმოეღვარა, უხმოდ ტიროდა, ძლივს სუნთქავდა. ცოტნემ ოდნავ ტუჩი ზევით აზიდა და დაიჭყანა ამის დანახვაზე, ემამ კი სიცილი შეწყვიტა, გაყინული სახით უყურებდა ტომს, თითქოს არ იცოდა რა ემოცია გამოეხატა, ვერ ხვდებოდა გული სტკიოდა თუ უხრაოდა.ცოტა ხნის შემდეგ ტომმა ხმის დამორჩილება შეძლო და ზიზღნარევი ხმით იღრიალა. -ემა მასთან რას აკეთებ და რატომ გიხარია? -ტომ გახსოვს ჩემი შეყვარებულის გაცნობა რომ გინდოდა?! ხო და გაიცანი, ცოტნე, ჩემი შყვარებული. -მაგრამ შენ ხომ პოლიციელი ხარ ნუთუ გვიღაატე? -არ მიღლატია, მე არც არასდროს ვყოფილვარ თქვენ მხარეს. -მაგრამ ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით? -მართალია და ბოლომდე ვიქნებით, ტომ მე შენ მართლა მიყვარხარ, ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ, მაგრამ მე და შენ სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, ჩემი ბრლი არ არის რომ არასწორი მხარე აირჩიე. -მე კი არა შენ აირჩიე არასწორი მხარე, ბოროტი მკვლელის გვერდით დგახარ და გგონია რომ ეს სწორია? -ტომ ადამიანები ყოველთვის კვდებიან დიდი ამბავი თუ რამდენიმე მისი ხელით მოკვდება. -ნუთუ შენ მართლა ის ემა ხარ ვისაც ვიცნობდი?! ვხედავრ რაც ყოფილხარ, ყველაფერი მოჩვენებითი იყო, შენ მე გამომიყენე. -წყნარად უნდა დარჩენილიყავი, უკვე ზედმეტად ჩაერიე ცოტნეს საქმეებში, შენი ტალანტი მისთვის საშიშია, მე კი ყველაფერს ვანადგურებ რაც მას საფრთხეს უქმნის. -რატომ? არ მესმის. -რადგან მე ის მთელი გულით მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. -მას შემდეგაც რაც ყველა შენს მეგობარს დახოცავს? -თუნდაც მეც მომკლას მაინც მეყვარება. -გასაგებია. -ნახვამდის ტომ. ეს თქვა და ცოტნესთან ერთად გარეთ გავიდა, უკან აღარ შემოუხედავს, ტომი იატაკზე იჯდა, იატაკის ფილებს მიშტერებოდა, უკვე ხვდებოდა რაც ელოდა, მაგრამ რატომღაც აღარ ეშინოდა, იქნებ გაძლიერდა ან იქნებ უბრალოდ შეეგუა ამ ყველაფერს, კი ნამდვილად შეეგუა იმ რეალობას სადაც უნდა მომკვდარიყო. ემა ცოტნეს ხელზე ჩამოკიდებული მიჰყვებოდა. -ცოტნე მას ხომ არ ატკენ?! -ის შენი მეგობარია, რა თქმა უნდა, არ ვატკენ. -ცოტათი მეცოდება, ალბათ მართლაც შევეჩვიე. -არაუშავს ახლა ის უკეთეს ადგილზე წავა. -მართალია, ჩვენ ერთ დღეს ისევ შევხვდებით. ბედნიერმა წამოიძახა და გაიღიმა, თითქოს რაღაც კარგი გააკეთაო, კმაყოფილი იყო. ხალხი ამბობს, რომ ,,უბედურია ადამიანი ვისაც არ ჰყავს მეგობრები,, მაგრამ ავიწყდებათ რომ ერთადერთი ვისაც შენი განადგურება შეუძლია თავად ეგ მეგობარია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.