ერთხელ...(1)
დაბადება არ არის ადვილი რამ. უსაფრთხო,მშვიდი, დაცული, ნაცნობი გარემოდან, დედის მუცლიდან, სახიფათო,ქაოტურ, ბოროტებით მოცულ და უცხო სამყაროში გადასვლა... თითქოს გასაკვირი არ არის თუ რატომ ტირის ბავშვი დაბადებისას. თითქოს ამას სხვა მეცნიერული და სამედიცინო ახსნა აქვს. ან იქნებ იმიტომ ტირის,რომ ამქვეყნად მოსვლა არ უხარია? იქნებ მას დაბრუნება უნდა, ახლა როგორც მე. როგორც მე მძულს ახლა მთელი არსებით სამყარო და მასში მცხოვრები თითოეული ბოროტი არსება. მძულს და თან ისე მძულს რომ მტკივა. გაუსაძლისად მტკივა. ვგრძნობ როგორ მეწამლება მთელი სისხლი ამ სიძულვილით,როგორ მიხშობს ეს ზიზღი სასუნთქ გზებს და ნელ-ნელა მახრჩობს. მე ვარსებობ, მაგრამ უკვე დიდი ხანია არ ვცხოვრობ. ყოვლად უსარგებლო,არავისთვის საჭირო, უაზრო მანეკენი ვარ, ან ნივთი,რომელიც აუქციონზეა გამოტანილი. ნივთი,რომელიც არავის არ უნდა. საქველმოქმედო საღამოზე გამოტანილი საქონელი,რომელსაც იმიტომ ყიდულობენ,რომ თანხა მაინც შეგროვდეს და არა იმიტომ,რომ ვინმეს მართლა მოეწონა.არ ველი ,რომ ახლა ჩემს ნაბოდვარს ვინმე გაიგებთ,ზუსტად ამიტომ ვდგავარ აქ. ღამის თბილისს არაფერი შეედრება. ისეთი სიმშვიდე სუფევს,თითქმის მავიწყდება ჩემი ქაოტური ცხოვრების შესახებ. ახლა გვიანია, კორპუსებში შუქიც კი არ ანთია. ნელ-ნელა ვუახლოვდები ნაპირს, თუმცა მინდა,რომ მალევე გადავეშვა და წამებში დავასრულო ეს ჯოჯოხეთი. უმტკივნეულოდ და რაც შეიძლება მალე... მეტი აღარ შემიძლია,მთელი ტანით ვცახცახებ,თითქოს ჩემი არჩევანი არ იყოს აქ დგომა. ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, გავიყინე. ველი რაღაცას.. რაღაც ნიშანს, საოცარ ზებუნებრივ ძალას,რომ შემაჩეროს, მანიშნოს,რომ ეს არ გავაკეთო. ღმერთის არსებობა არასდროს მწამდა,მაგრამ ახლა დავიჯერებ თუ ის შემაჩერებს.თუმცა.. არაფერი, არანაირი იმედი,არანაირი ღმერთი და არანაირი ნიშანი. კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ და თვალებს ვხუჭავ,რადგან შემდეგი ნაბიჯით ჩემი სიცოცხლე სრულდება. მხნეობას ვიკრებ, მუშტებს ვკრავ, ესაა,რომ უნდა გადავხდე,რომ უკნიდან საზარელი ბოხი ხმა მესმის. -ამასობაში დაგათედება-შევკრთი. ისე შემეშინდა,თითქოს ახლა ამ ხმამ რამე უნდა დამიშავოს. ირონიულია არა? ამ დროს მეთითონ ვაპირებ ჩემი თავისთვის ზიანის მიყენებას, არ ვინძრევი, უკან გახედვისაც კი მეშინია. თვალები ისევ დახუჭული მაქვს,არც ის ვიცი, ეს ხმა ნამდვილად მესმის, თუ ჩემს გონებაშია. ისევ ისმის-რას ელოდები? ერთი ნაბიჯიღა გაკლია-ალბათ ჩემს გონებაშია, ვფიქრობ ისევ. რეალური რომ იყოს, ხომ ეცდებოდა ჩემს შეჩერებას? თუმცა ახლა უკვე ნაბიჯების ხმაც გაისმა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა,თითქოს არჩევნის უფლება წამერთვა. ახლა იძულებული ვარ ეს გავაკეთო,ის ხომ მიყურებს. თვალები მაგრად დავხუჭე,რომ არ დამენახა. ნაბიჯების ხმა აღარ მესმის, აშკარად გვერდით მიდგას-აბა? გინდა ხელი მოგკიდო და ერთად გადავხტეთ? თუ გინდა ერთმანეთს გავეცნოთ. მე ალექსანდრე ვარ-ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემს ხელს და მაშინვე ინსტინქტურად უკან გადავხტი,თვალები გავახილე და მივხვდი,რომ ეს ხმა ჩემს გონებაში არ იყო, არც მფარველი ანგელოზი და არც ეშმაკი. სიბნელეში კარგად ვერ გავარჩიე როგორ გამოიყურებოდა. -შენ რა მანიაკი ხარ?!-სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ დავიხიე უკან, ან საერთოდ ის რატომ იყო მანიაკი,როდესაც მე ვიდექი დილის 4 საათზე სახურავზე დათავის მოსაკლავად ვემზადებოდი.ჯერ ყველაფერი მაინც ჰალუცინაციად მეჩვენებოდა. უკვე გადაიფიქრე? ახლა რა, მარტო მომიწევს გადახტომა?-დამცინავი ღიმილით მომიბრუნდა და თვითონაც უკან დაიხია. სახეზე უცნაური გამომეტყველება ჰქონდა. ვერ გაარჩევდით. სიბნელეში კიდევ არ ჩანდა,მაგრამ მართლაც უცნაურად იყურებოდა. მანიაკს ჰგავდა. სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ მის აღსაწერად. მენდეთ რომ უცნაური იყო.თვითონ სიტუაციაც უცნაურად განვითარდა-და შეიძლება გავიგო რამ გადაგაფიქრებინა? კაკრას ახალი სტატიის დაწერა მიწევს მალე, სუიციდზე. ინტერვიუს თუ მომცემ მადლობელი დაგრჩები. ჟურნალისტი ვარ, ვცდილობ მეტი ინფორმაცია მოგაწოდო ჩემს თავზე მართლა მანიაკი რომ არ გეგონო. -აქ რა გინდა? -ვეძებ რესპონდენტებს სტატიისთვის, აქ ხშირად ამოდიან ხოლმე თავის მოსაკლავად,ხოდა მეც ინტერვიუსთვის მოვედი. ახლა რომ ვუფიქრდები,მართლა ისე ჟღერს თითქოს მანიაკი ვარ-ისევ ეღიმებოდა.რომელ ადამიანს ეღიმება, როდესაც იძახის რომ მანიაკია. ნამდვილად შეშლილი იყო. იმ ადამიანის კვალობაზე,რომელიც ან ს აპირებდა, ან ჩემს შეჩერებას, საკმაოდ მშვიდად იქცეოდა. ამასობაში კანკალმაც გადამიარა, ახლა იმაზე ვფიქრობდი,როგორ მომეშორებინა,რომ პოლიციაში არ დაერეკა, დაეტოვებინა აქაურობა და ჩემი საქმე ბოლომდე მიმეყვანა. -არ მინდა, წადი აქედან. -მოდი ასე მოვიქცეთ-კეფა მოიფხანა და ოდნავ მომიახლოვდა-რამდენიმე კითხვაზე მიპასუხე,მერე თუ გინდა დაგეხმარები სიცოცხლის დასრულებაში. აბა რამდენი წლის ხარ? -21-ინსტინქტურად ვუპასუხე,თუმცა არ მინდოდა არანაირი ინტერვიუს მიცემა. და საერთოდაც რაღაცას იტყუებოდა. -სქესი? პრინციპში ჰო-წიგნაკი ამოიღო და რაღაცეების ჯღაბნას შეუდგა, მერე ისევ შემომხედა,ამათვალიერ-ჩამათვალიერა და შემდეგი კითხვაც მოიგონა-დაოჯახებული ხართ? -არა-ერთი სული მქონდა როდის მოვიშორებდი თავიდან ამ უცნაურ და გამაღიზიაებელ ადამიანს.ძალიან ნელა და დინჯად საუბრობდა,თითქოს დროს წელავდა, მაგრამ იმ მომენტში ამას შეუმჩნევლად აკეთებდა. ნელა-ნელა მომიახლოვდა,მაგრამ მე კიდევ უკან დავიღიე. მაშინებდა მისი გამბედაობა. თვითონ კი ისეთ ადამიანს ჰგავდა,რომელსაც არაფრის არ ეშინოდა. -ბოლო კითხვა, თავს საყვარელი ადამიანის გამო ხომ არ იკლავთ? -არავინ მიყვარს-მშვიდად ვუპასუხე. -გასაგებია. მშვენიერია-აღფრთოვანებული იყო-დაოჯახებული არ ხართ,არავინ არ გიყვართ, სავარაუდოდ ფინანსური პრობლემებიც გაქვთ. რაც არ უნდა იყოს, კარგი შემოთავაზება მაქვს, რა თქმა უნდა ამ შემოთავააზებაზეც თუ უარს მეტყვი, მერე შეგიძლია გადახტე. საცოლეს ვეძებ, უსიყვარულოდ მსურს ოჯახის შექმნა. ჩEმი მიზეზები მაქვს. მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა შენთვის, ხო შეიძლება უკვე შენობით გესაუბრო?-უკვე ჩქარა საუბრობდა, ვერ ვარჩევდ რას ბუტბუტებდა, თითქოს საკუთარ თავს თვითონ პასუხობდა-ერთი სიტყვით,ყოვლად უზრუნველყოფილი ცხოვრება გექნება. არაფერს მოგაკლებ. ყველა შენს პრობლემას მოვაგვარებთ, აბა რას ფიქრობ? მოდი დაფიქრდი,1-2 წუთს მოგცემ. -შენ ეხლა ამ გზით ცდილობ გადამაფიქრები...-არც დამაცადა კითხვის დასრულება,რომ ჩამეჭრა. -არა,მართლა მჭირდება ცოლი. რას იტყყვი? მოდი ცოტა ახლოს მოვალ,კარგად რომ დამინახო-სწრაფი ნაბიჯეებით წამოვიდა ჩემკენ,მე უკან დახევა ვცადე,მაგრამ კედელთან გამომიმწყვდია-გარეგნულადაც არაგიშავს, საკმაოდ კარგი აგებულება გაქვს. ხომ არ გწყინს ასე რომ გითხარი? -მ-მ-მე არ მინდა არაფერი. გამატარე-ისე ვუთხარი,თითქოს პურის რიგში ვიდექით და გადასწრება მინდოდა, ნაპირისკენ გავეშურე,მაგრამ არ მომეშვა. -არა,არა. ვერ ვხვდები რა არ მოგწონა. დამისახელე შენი პირობებიც. მოვილაპარაკოთ-გამომყვა და ისიც კიდეზე შედგა. ცუდად გავხდი. ახლა სულ დამავიწყდა ჩემი საფიქრალი. -რას აკეთებ?-იმხელაზე ვიღრიალე, თითქოს მართლა განვიცდიდი მის ბედს. ისე ირწეოდა ცოტაც და გადავარდებოდა-შენს სიკვდილს მე ნუ დამდებ ცოდვად! ჩამოდი დროზე. შენ რა მანიაკი ხარ?-ამ დროს უკვე ისტერიულად ვხაოტი და ვტიროდი. -არც ჟურნალისტი ვარ და არც მანიაკი, რას გადამეკიდე მანიაკი მანიაკი. იგივე მიზეზით ვარ აქ რაც შენ. თუ გამოსავალს არ ვიპოვი,შენთან ერთად ვხდები. აბა რას იტყვი? ვცადოთ? თუ?-ცალი ფეხი ჰაერში ჰქონდა, ახლოს მისვლა ვცადე,მაგრამ თითი დამიქნია და გამაჩერა-პასუხს ველი პატარძალო. -კარგი! ჩამოდი!-საღად ვერ ვაზროვნებდი,რა თქმა უნდ ვერ ვხვდბოდი რას დავთანხმდი. ადამიანს ცოლად ისე გავყევი,რომ წესიერადაც არ ვიცნობდი. ორივე ჩამოვედით. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.