შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო შემთხვევა(თავი 1)


22-11-2022, 07:58
ავტორი analiza505
ნანახია 973

“ვიდეოში სიცილი ისმის, მოულოდნელად კომპიტერის ეკრანზე სანაპირო ჩანს, გრძელ, თეთრ ნაჭრის კაბაში გამოწყობილი გოგო ზურგით დგას, და შავ ზღვას გაჰყურებს
-მალენა, შემომხედე - ვიდეოში ბიჭის ხმა ისმის
-ნუ მიღებ - გასძახა გოგომ ისე რომ არ შებრუნებულა
-ერთი გაგვიღიმე…მალენააა - სახელი წაუმღერა
-ანდრეა გეყოს! - ბრძანებლური ტონით ეუბნება და ტრიალდება. მუქი ყავისფერი თმა თავზე აქვს დაკოსილი, ეკრანზე მისი სახე ახლა კარგად, და დიდად ჩანს, თმის რამოდენიმე ღერი ჩამოვარდნილი აქვს, ზოგი შუბლზე აქვს დაყრილი. გრძელი ლამაზი კისერი, და გამოკვეთილი ლავიწები გოგოს მეტ სილამაზეს სძენს, ლურჯი დიდრონი, გაბრაზებული თვალებით იყურება კამერაში, დოინჯშემორტყმული დგას, და წინ მდგომ ბიჭს წარბებ “შეჭმუხნული” უმზერს. ქარი კაბის ბოლოებს აქეთ - იქით არხევს.
-ყიფიანო, მაბრაზებ
-გაგვიღიმე! - ბრძანებასავით გაისმა ბიჭის ხმა, რომელიც კამერას თან და თანობით გოგოს სახეს “აზუმებდა”
-გეყოს…ანდრეა - ბოლოს გაეცინა და სახეზე წვრილი თითები ჩამოისვა
-ასე უფრო კარგია.
-კამერა მომეცი, ნახე როგორია როცა გიღებენ - კამერაში ახლა ბიჭი გამოჩნდა. ბავშურად “იკრიჭებოდა” კამერაში, და თან ოქროსფერ კულულებს დრო და დრო ისწორებდა.
-ესეც ასე, ვნახოთ ბატონი ანდრეა - ფეხებიდან ააყოლა კამერა მის სხეულს
-ხო, კარგი კარგი - დანებების ნიშნად ხელები აწია ბიჭმა - ვაღიარებ,მომაბეზრეელია - ორივემ ერთ ხმად გაიცინეს.”
ვიდეო შეწყდა.
მზერა ჩაბნელებულ ეკრანზე უშეშდება, უბრალოდ ზის და უყურებს კომპიუტერის ეკრანს რომელზეც რამოდენიმე წამის წინ მისი ბედნიერი წარსულის წუთები იყო გამოსახული, უყურებს და ვერ იჯერებს, ჯერ კიდევ აგონიაშია, თითქოს ღრმა კოშმარშია და ვეღარ ფხიზლდება.
ეტლს აბრუნებს, და აივანზე გადის, ჰაერს ღრმად ისუნთქავს. თვალებ დახუჭული ზის აივანზე, საღამოს გრილი ნიავი საამურივით ედება მის სახეს, ისევ ფიქრებით აქვს მოცული თავი, ღრმად სუნთქავს,ისევ მას წარმოიდგენს, ოქროსფერ თმიან ბიჭს, თაფლისფერი ციმციმა თვალებითა, და ბავშური ღიმილით, ისევ მას და მის შეხებას წარმოიდგენს, წამით თითქოს მის მის თბილ თითებს გრძნობს, თუმცა კარზე ზარი აიძულებს თვალების გახელას, და რეალობასთან თვალის გასწორებას. რამოდენიმე წამში შევიდა სახლში, და შემოსასვლელისკენ გაიკვლია გზა. კარი გააღო, და ზღურბლს იქით მდგარ მეგობარს ახედა, რომელიც შეშლილი სახით უმზერდა მალენას
-ღმერთო ჩემო - დაიყვირა გოგომ, და ფეხსაცმელები კარებთან მიყარა - ათასჯერ დაგირეკე მალენა, ათასჯერ, რა არ ვიფიქრე, ამის დედაც, იღიმი კიდეც? - ხელებს ჰაერში იქნევდა, როცა ოთახში შეიხედა, მაგიდაზე დადებული კომპიუტერი და ჩაბნელებული გარემო შენიშნა, ღრმად ჩაისუნთქა, და სევდა ჩამდგარი თვალებით გახედა მეგობარს
-მალენა… - რაღაცის თქმა დააპირა მეგობარმა რომ შეაწყვეტინა
-ნუცა ძალიან გთხოვ, აღარ მინდა იმის მოსმენა რომ მის გარეშე ყოფნას უნდა შევეჩვიო, ლალის მოთქმა - გოდებაც მყოფნის, რატომ ვერავინ იგებთ? რატომ? მე ასე ყოფნას და უმისობას ვერასოდეს გესმის? ვერასოდეს შევეჩვევი - ყოველთვის შენარჩუნებული შიმშვიდე სადღაც გამქრალიყო, აკანკალებული თითები თხელ სახეზე ჩამოისვა, თმა ყურზე გადაიწია, და არეული მზერით ჩააჩერდა ნუცას თვალებში - დავიღალე, მე…უბრალოდ დავიღალე, ასეთი სიცოცხლე უბრალოდ აღარაფერია, აღარ შემიძლია ვერ ვეგუები იმ ფაქტს რომ მე გადავრჩი და მან სამყარო დატოვა, ვერ ვეგუები… - თავისთვის ჩაიჩურჩულა ბოლო სიტყვეი - მახრჩობს ის გრძნობა როდესაც ვიხსენებ მარიკოს ცრემლებს - გაახსენდა ქალი, რომელიც მისთვის მეორე დედაც კი იყო, ქალი ანდრეას სასაფლაოდან.

“ერთი წლის წინ”
უკან მდგომი ნუცა მეგობრის ეტლის სახელურებს უჭერდა ხელებს, და ნელი ნაბიჯებით მიჰყავდა იგი სასაფლაოსკენ. შინაგანად დაცლილი, უემოციოდ იყურება აქეთ - იქით, ეზიზღებოდა ეს ადგილი, ვერ იტანდა იქაურობას…როცა ანდრეას სასაფლაოს მიუახლოვდნენ და სასაფლაოს კიდეზე მჯდომი ნაცნობი სხეული შენიშნა სუნტქვა შეეკრა, გულის ცემა გაუნელდა, ხელების გაიება იდგა,პირველად ხედავდა ქალს, რომელიც მთლიანად შავი ტანსაცმლით შემოსილიყო, და ჩაწითლებული თვალებით შესცქეროდა საფლავის ქვას, რომელზეც ოქროსფრად ამოტვიფრული მისი სახელი ეწერა “ანდრეა ყიფიანი” უყურებდა ქალს და თან და თანობით ზიზღი უჩნდებოდა საკუთარი თავის მიმართ. მუდამ მომღიმარი მარიკო, ქალი რომელიც ყოველთვის იღიმოდა, ახლა ოცი წლის უფრო დაებერებინა დარდს.
-მალენა იქნებ…
-ნუცა სასაფლაომდე მიმიყვანე, შემდეგ კი მეთვითონ წამოვალ - სევდიანად გაუღიმა მზრუნველი სახით მდგომ მეგობარს. ნუცამ თავი დაუკრა, და ეტლი ქალთან 1 მეტრში გააჩერა. რა უნდა ეთქვა? ვიზიარებ თქვენს მწუხარებას? უნდა გადახვეოდა დარდიანი, და დაემშვიდებინა ქალი? უხერხულად იჯდა, და ქალთან ერთად შესცქეროდა საფლავს
-მას უყვარდი - ამოიხრიალა ქალმა, და ცრემლ ჩამდგარი თვალებით გახედა ეტლში მყოფ გოგონას.
-მარიკო…მე…მე,მაპატიე თუ შეძლებ… - მუშტები შეკვრა, მკაცრად გადაწყვეტილი ჰქონდა რომ არ უნდა ეტირა
-რა უნდა გაპატიო მალენა? მის მის მიმართ სიყვარული უნდა გაპატიო? რა უნდა გაპატიო? ის რომ იმ წყეულ ღამეს შენც იჯექი იმ მანქანაში? - სასოწარკვეთილი ხმით ჰკითხა გოგონას, და მას მიუახლოვდა - ჩემო გოგო - მისკენ დაიხარა და მოეხვია, იმ წამს მისთვის მარიკო ყველაზე მისაბაძი ქალი, დედა იყო, შვილ მკვდარი დედა.”

“აწმყო”
ორივე სამზარეულოში ისხდნენ ჩაის ჭიქით ხელში გასცქეროდნენ ფანჯარაში განათებულ ანძას
-მალენა… - ნუცამ გოგონას გახედა
-ხო - ჭიქიდან ცხელი სითხე მოსვა
-რაღაც მინდა გითხრა, და არ გაბრაზდე - შესავალი გაუკეთა სათქმელს - რატომ არ გინდა გაიკეთო ოპერაცია? რომელსაც ისინი აფინანსებენ?
-ნუცა… - ჭიქა მაგიდაზე დადგა - ათასჯერ ვთქვი და ისევ ვიმეორებ, არ მჭირდება მათგან არაფერი, ერთი თეთრიც კი გასაგებია? - წყნარად უთხრა
-ხომ მაგრამ ეს შენ გჭირდება
-მე ანდრეა მჭირდება - თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა
-და რას აპირებ? ასე უნდე გაუბედურდე, სანამ არ მოკვდები? აპირებ ჩაბნელებულ ოთახში იჯდე ყოველ დღე და უყურო ვიდეოებს? არავინ გეუბნება ანდრეა დაივიწყეო, ყველას გვტკივა მომხდარი, მაგრამ ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებ თითქოს არც ცდილობ კარგად იყო, შანსი გაქვს ისევ იცეკვო, ჯანდაბა მალენა ცეკვაზე ვსაუბრობთ, ბალეტზე, შენს ცხოვრებაზე - მოულოდნელად აყვირდა გოგო, და ფეხზე წამოდგა - შენს გარშემო ადამიანებს აიძულებ ასეთს გიყურონ, სულ მგლოვიარეს, თითქმის ყველას დაავიწყდა ნამდვილი მალენა ათანელი, მალენა რომელიც…
-ის მალენა 2 წლის წინ გარდაიცვალა, ავტოსაგზაო შემთხვევაში, ანდრეა ყიფიანთან ერთად… - მანაც აუწია ტონს - არაფერი მინდა, არ მჭირდება ცეკვა მის გარეშე აღარაფერია, ღმერთო ჩემო რატომ არ გესმით?
-დიახ, ათანელო არ გვესმის, არ მინდა გავიგო თუ რატომ იტანჯავ თავს, და ყველაფერზე რატომ ამბობ უარს…დაწყევლილი ერთი წელი გიყურებდი ასეთს, თითქოს მხოლოდ შენ გტკივა, არც კი იცი მე როგორ მტკივა შენი ასეთი დანახვდა, უფრო მეტი ვერ ვიტან…
-თუ ვერ იტან შეგიძლია წახვიდე - კარზე მიუთითა, და ისევ ფანჯარაში გაიხედა. გაიგო მეგობრის ცრემლების ხმა, ახლა ყველაზე მეტად ვერ იტანდა საკუთარ თავს, სძულდა საქციელები რომელსაც ჩადიოდა, იცოდა თან და თანობით რომ კარგავდა საკუთარ თავს.



გამარჯობათ,იმედი მაქვს არ გასოვართ(ძალიან დიდი იმედი მაქვს)და თუ გახსოვართ, ბოდიშით. მრცხვენია ჩემი ისტორიების მიტოვებისთვის, თავის გამართლებას არ ვაპირებ თუმცა მართლა არ მინდოდა ისტორია გამეგრძელებინა და ასევე გამეფუჭებინა, ამიტომ ახალი რამ შემოგთავაზეთ, გპირდებით ამ ისტორიას დავასრულებ. დიდი დროის შემდეგ ისევ დავბრუნდი,მომენატრა აქაურობა.
ისტორიას რაც შეეხება,მოხარული ვიქნები თუ აზრს გამიზიარებთ.



№1 წევრი Daldoni Daldoni

საინტერესოა,ვნახოთ როგორ დაძლევს მალენა ამ უდიდეს ტკივილს, კარგი დასაწყისი იყო წინა ისტორიებისაც ,ანუ აღარ გააგრძელებ...

 


№2  offline წევრი analiza505

Daldoni Daldoni
საინტერესოა,ვნახოთ როგორ დაძლევს მალენა ამ უდიდეს ტკივილს, კარგი დასაწყისი იყო წინა ისტორიებისაც ,ანუ აღარ გააგრძელებ...

სამწუხაროდ არა. მადლობა რომ აზრი გამიზიარეთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent