შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუათვლა თავი1


25-11-2022, 00:32
ავტორი crazy writer
ნანახია 9 286

***
ღია ფანჯრიდან სუფთა ჰაერი შემოდის, ფილტვები სუსხიანი აირით ივსება, ნაცნობი მელოდია სადღაც შორეთიდან სწვდება სმენას, უცნობი ქუჩები, კორპუსები და სილუეტები წამებში ენაცვლებიან ერთმანეთს. გონება დაცარიელებულია ფიქრებისგან. მთელი დღის მანძილზე მოუთმენლად ველი დღის ამ მონაკვეთს, რადგან შემიძლია საკუთარ თავს მარტოობისა და თავისუფლების წუთები ვაჩუქო. თუნდაც სულ ცოტა ხნით. უზარმაზარ სიცარიელეს ვგრძნობ, მაგრამ ამ მომენტში ეს საერთოდაც არ მაწუხებს. მობილურის ეკრანი 09:21 საათს აჩვენებს. პატარა ბავშვივით მიხარია. ვიცი, რომ კანონს ვარღვევ, ისიც ვიცი რომ თუ გამომიჭირეს უსიკვდილოდ დამაჯარიმებენ, ტანაც ისეთი თანხით ნულები უხვად რომ ექნება, მაგრამ ამას მაინც ვაკეთებ. თითქმის ყოველღამე. ვაღიარებ, პირველად ცხოვრებაში მთავრობის მადლიერი ვარ. კომენდანტის საათის წყალობით ქუჩები დაცარიელდა. ასეთ სიწყნარე მხოლოდ მაშინ თუ გექნება გვერდებს ოთხი ფიცრით რომ აგიჭედავენ. ვის აღელვებს!
მანქანას მიყრუებულ ადგილას ვაჩერებ. გარშემო ნანგრევებისა და ნაგავსაყრელის გარდა არაფერია. ფანჯარას ბოლომდე ვწევ. მალე გოგირდს ალი ეკიდება და პირველი ღრმა ნაფაზი ჩემზე როგორც მორფი ისე მოქმედებს. მანქანა ბოლით ივსება მე კი, ნელ-ნელა ფიქრების ღრმა მორევში ვიძირები. ჩემთვის ვფიქრობ, რა უაზროა ცხოვრება. განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიოს ერთი წვინტლიანი ვირუსი აზანზარებს. ჩემი ყოველდღიურობა ისედაც ძალიან ერთფეროვანი იყო ახლა მით უმეტეს. კვლავ მობილურის ეკრანს ვუყურებ. 09:45 საათს აჩვენებს. ჯანდაბა! დღეს კარგად მოვიქცევი. მანქანას ვქოქავ და გეზს სახლის მიმართულებით ვიღებ. როგორც ყოველთვის ისევ დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს. გამოცდილი მძღოლის კვალობაზე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცი ე.წ. „ჩორნი ხოდები“. ამიტომაც არანაირი კამერები, არანაირი პოლიცია და რაც მთავარია, არანაირი კანონდარღვევა.

***
სახლის კარს ხმაურით ვაღებ. ფეხსაცმელებს დაუდევრად ვიხდი და შემოსასვლელში ვტოვებ. ჩანთას კუთვნილ ადგილას (იატაკზე) ვაგდებ, გასაღებს გაუგებარი მიმართულებით ვისვრი და მოწყვეტით ვეშვები მდივანზე. მარტო ვცხოვრობ. დედაჩემი საზღვარ გარეთაა თავის დასთან ერთად, მამაჩემს ახალი ცოლი და ოჯახი ჰყავს. მარტივად, რომ ვთქვა ერთ დროს არსებული ჩვენი ოჯახი ახლა მარტივ დაშლილია როგორც სამეფო სამთავროები ერთ დროს. მართალია ფულიც მაქვს, დროც და საკმარისზე მეტი თავისუფლებაც, მაგრამ მარტო ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ არის. არ მყავს დედა, რომელიც სახლში მოსვლისას წვნიანს გამიცხელებს ან თუნდაც ფეხსაცმელების უადგილო ადგილზე დაყრისთვის გამიჯავრდება, არც მამა, რომელიც მკითხავს უნივერსიტეტში ვინმე ხომ არ მაწუხებს ცხვირ-პირი, რომ გაუერთიანოს. არავინაა ვისაც ვკითხავ ჩემთან ერთად ყავას ხომ არ დალევს ან თუნდაც მკითხავს როგორ ჩაიარა დღემ. მართალია, დედაჩემი ამას სულ მეკითხება მობილურზე საუბრისას ან ვიდეოთვალით ლაპარაკის დროს, მაგრამ უნდა ვაღიარო, ვერ ვიტან ვირტუალურ ურთიერთობებს. ღმერთმა დასწყევლოს! შეყვარებულიც კი არ მყავს. არც ერთდღიანი „ნაშები“. ხანდახან მთელი გულით ვწუხვარ, რომ მშობელმა დედამ ბიჭად არ გამაჩინა, მაგრამ რას იზამ განგებაა ასეთი. მე გულითადად განვაგრძობდი ჩემი მძიმე მორალური მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას სანამ მობილურზე მოსულმა შეტყობინებამ ეს საქმიანობა არ გამაწყვეტინა.
-გღვიძავს?- დედაჩემის ნათლი და ჩემი ბავშვობის მეგობარი სოფო. იმავე კორპუსში სამი სართულით მაღლა ცხოვრობს. ძირითადად ღამის საუბრები მასთან მაქვს ხოლმე, ამიტომაც ხშირად ამბობს, რომ რუტინა არ უნდა დავარღვიოთ.
-მძინავს ????
-მაშინ ჩამოვირბენ. დედაჩემმა გემრიელი პიცა გააკეთა. შენთვის შევინახე.
-კარგი ოღონდ ცოტა ხანში ჯერ გადავივლებ- პასუხს ღიმილით ვუბრუნებ და სააბაზონოსკენ მიმავალი ტანსაცმელს გზადაგზა ვიხდი.
წყლის წვეთები კანზე სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს. თვალებს ვხუჭავ და ონკანის ქვეშ ვიმუხლები. იყო დრო, როდესაც იმავე ონკანის ქვეშ „დღევანდელი დღის“ ჩამობანას ვლამობდი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. მგონია, რომ ადამიანი ცხოვრების თითოეულ წამსაც კი ძალიან უნდა აფასებდე, რადგან რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის არასდროს აღარ განმეორდება, ამიტომაც ყველაზე ცუდი დღეებიც კი ალბათ ყველაზე დიდ გამოცდილებას გვაძლევს.
მანამ სანამ, იმაზე ფიქრით ტვინს ვინაოჭებდი, თუ რაოდენ მდორედ და მოსაწყენად მიედინებოდა ჩემი ცხოვრება, თურმე ღმერთი მოწყალებას იჩენდა ჩემს მიმართ და ისეთ ავანტიურას მიმზადებდა, რომლის გახსენების დროსაც, კი გული იმდენად მიჩქარდებოდა, როგორც მარათონში გამარჯვებულ ადამიანს.

***
დიდი წითელი პირსახოცი და რბილი ბაჭიის ჩუსტები. მთელი ავლა-დიდება რითაც სააბაზანო დავტოვე. მისაღებ ოთახში შესვლისას სარკესთან გავჩერდი და ჩემს ანარეკლს შევხედე. პოზიორობა რამდენიმე წამს გაგრძელდა. საბოლოოდ დანახულით კმაყოფილმა ჩუმად ჩავიფრუტუნე და ჩემს ოთახში წავედი. მიყვარს სისუფთავის შეგრძნება. რეალურად ესაა მიზეზი, რის გამოც ამდენად ვიხარჯები. კარადა გავაღე და მის წინ დოინჯით დავდექი. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ღამის ადამიანი ვარ. დღისით, მზისით მე არაფერი მესაქმება გარე სამყაროსთან, მაგრამ ღამით შემიძლია გენერალური უბორკის გაკეთება, საჭმლის მომზადება, ოთახის დალაგება, წიგნის კითხვა, ფილმის ყურება. ყველაფერი, რაც ჩემს გულს გაეხარდება, ამიტომაც მაქვს დიდი სამზადისი.
ზარის ხმა ისმის. გულში რამდენჯერმე შევუკურთხე სოფოს. რა იქნებოდა 5 წუთით გვიან რომ ჩამოსულიყო. დაუდევარი ნაბიჯებით მივდივარ კარისკენ და გზად ვყვირი „მოვედიი“
კარის სახელური ჩამოვწიე და როგორც სტაჟიან „პადრუგას“ ეკადრება ისე დავიწყე მისი ქება-დიდება:
-გეხერხება ყოველთვის უდროო დროს მოსვლა. კიდევ 5 წუთი, რომ მოგეცადა დაგხვდებოდი ტანსაცმლით, ადამიანურ ფორმაში, მაგრამ არა იმხელა ნაბიჯებით მოალაჯე სამი სართული ერთ ამოსუნთქვაში ჩამოიარე..- რამდენიმე წამი და სიტყვები პირზე მეყინება. ჩემს წინ სოფოს მაგივრად ვიღაც სრულიად უცნობი მამაკაცი დგას, რომელიც აქამდე არასდროს მინახავს. გონება მაშინვე განგაშს ტეხს. რომ მომიტაცოს? ან მომკლას? უფრო უარესი რომ გამაუპატიუროს, მერე ფეხმძიმედ დავრჩე და ამ ბავშვის გაჩენა მომიწიოს? ადგილზე გაშეშებული ვდგავარ და უცნობს შევყურებ. ახლაღა ვამჩნევ თუ რამდენად სიმპათიურია.. ვხვდები, რომ ისიც უტეხად მათვალიერებს. თავხედი გაიძვერა.
-სანაძლეოს დავდებ პირსახოცში უფრო კარგი სანახავი ხარ, ვიდრე ტანსაცმელში- ამბობს და ცალყბად იღიმის. გამახსენდა რამდენიმე წლის წინ ხუმრობით ვთქვი, რომ იმ კაცზე ვიქორწინებდი, რომელიც „სახლის ფორმაში“ მნახავდა… ნეტა მიწა გამისკდებოდეს.
-ეს არასდროს არ მოხდება-ვამბობ დაბნეული და კარს ცხვირწინ ვუხურავ.

***
ირაკლი:
-ხომ გითხარი, ამდენი არ უნდა დაგელია. ახლა მთელი ღამე სასთუმალთან უნდა გეჯდე და მერე ტაშტებით უნდა ვირბინო წინ და უკან- საჭეს თვალი მოაშორა და მეგობარს გადახედა- ბედი შენი რომ იქამდე წამოგათრიე სანამ მაგ ღრეობისთვის ჯარიმას დაგიწერდნენ.
-კარგი რა! ადამიანი ერთხელ ცხოვრობ უნდა დალიო კიდეც..
-და უნდა გერგებოდეს კიდეც ზურიკო- სიტყვა გააწყვეტინა
მანქანამ მოსახვევში შეუხვია და სერი კორპუსის წინ გაჩერდა.
-რა დროს ქეიფია გაგანია კოვიდის სეზონზე
-მეც მაგას ვამბობ ძმაო, მაგრამ დაიჩემეს იმ ჩ*მისებმა სტერილიზაცია სტერილიზაციაო ჰო და აი სუფთა ვარ!- მეტი დამაჯერებლობისთვის ზურამ ხელები ჰაერში გაასავსავა.
-შევამჩნიე- ღიმილით უპასუხა ირაკლიმ და მანქანიდან გადმოვიდა. მეორე კარი გააღო და მეგობარს ხელი შეაშველა.
-მერამდენე სართული?-ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმა ეს მაინც თუ ახსოვდა
-მესამე
-კარგი წამოდი- კორპუსის კარი გაიღო და კედელზე მათი ჩრდილები გამოჩნდა.
-ტრულაილას ფული რად უნდა ტრულაილა თვითონ ფულია- ღიღინებდა სასმლისგან გაბრუებული ზურა და თან ძმაკაცს სახეს უკოცნიდა.
-ადარდე რაა- ჩაილაპარაკა თავისთვის და სიყვარულით სავსე მზერით შეათვალიერა ბავშვობის მეგობარი. თავისი საყვარელი მწერლის სიტყვები ამოუტივტივდა გონების საფარველზე „მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ხედავ რაოდენ სასაცილოა ხალხი, ხვდები თუ რაოდენ ძლიერ გიყვარს ისინი“.
-მოდი სულ რამდენიმე საფეხურიც და ეგ არის- მუქი ფერის კარებში გასაღებმა გაიჩხაკუნა. წამიც და საკმაოდ ტევად საწოლზე გაშხლართული იწვა ზურა.
-თავი მისკდება
-წამლები მოგეპოვება?- ჰკითხა ირაკლიმ და თავზე წამოადგა გაბრაზებული მშობელივით
-აზრზე არ ვარ სადმე თუ იპოვი. თუ არა და გვერდზე მეზობელთან გადი ჭოტია ის გოგო არ ეძინება. შეიძლება იმას ჰქონდეს.
-მოიცადე ერთი წუთით. ტყუილად შეწუხებას დავძებნი იქნებ გეგდოს რამე.
ირაკლი მოჰყვა გენერალურ ჩხრეკას. ყველგან მოძებნა, სადაც მისი აზრით წამლების დადება ლოგიკური იქნებოდა და ყველგან, სადაც ვერასდროს იფიქრებდა, რომ ადამიან ი შეიძლება წამლებს ინახავდეს, რადგან კარგად იცოდა ზურას დაუდევრობისა და გულმავიწყობის შესახებ.
-მოკლედ არ არის. იქნებ გაგიარა ტკივილმა?
-არა არა ელენესთან გადი რა გთხოვ იმას უეჭველი ექნება.
-ასეთ დროს უხერხული არაა?
-მარტო ცხოვრობს ვისთან უნდა იყოს უხერხული. მაგდენ ლაპარაკს აქამდე მოიტანდი.
-იცოდე ხვალ მოგთხოვ პასუხს ამ ყველაფრისთვის-მეტი დამაჯერებლობისთვის გამოსვლისას კარი გამოიჯახუნა.
ზურას გვერდზე მეზობლის კარმა ირაკლი ცოტა არ იყოს და გააკვირვა. მყვირალა ნარინჯისფერ საღებავზე სხვადასხვა ფერის ციფრები იყო მიმაგრებული და ძალიან გარკვევით, ეწერა „არ დააკაკუნოთ“. გულში გაეცინა „ალბათ ბავშვია“ გაიფიქრა თავისთვის და დააზარუნა. სახლის სიღრმიდან ხმა გაისმა „მოვედიი“ შიგნით მყოფი აშკარად სანამ კარებამდე მოვიდოდა რაღაცას წამოედო, რადგან ირაკლი საკმაოდ გარკვევით გაიგონა თუ როგორ მამა-პაპურად შეიკურთხა იმავე ხმამ.
კარი გაიღო და მის წინ პირსახოცშემოხვეული გოგო გამოჩნდა. აშკარად ვიღაც თავისიანს ელოდა, თორემ უცხოებს ასე არ ხვდებიან. ირაკლიმ მამაკაცის ხარბი თვალი შეავლო ლამაზმან მეზობელს და ძალიან მოიხიბლა. პატარა ლამაზ ცხვირზე აქა-იქ ჭორფლები ეყარა გოგონას, მოწითურო მონარინჯისფრო თმები მაღლა ჰქონდა აწეული და წითელ პირსახოცსს ცალი ხელით იჭერდა. სხეულზე ჯერ კიდევ ჰქონდა წყლის წვეთები შერჩენილი. ალუბლისფერი ლამაზი ტუჩები მოკუმული ჰქონდა და აშკარად მანიაკის როლში ხედავდა ირაკლის.
-სანაძლეოს დავდებ პირსახოცში უფრო კარგი სანახავი ხარ ვიდრე ტანსაცმელში-უთხრა მის წინ მდგომ არსებას და გაუღიმა. წამიც და მის თვალებში რაღაც სინათლე აკიაფდა. ზურას მიერ ელენედ წოდებულმა რაღაც გაუგებრად ჩაიბურტყუნა და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა ირაკლის. წამალი აღარც ახსოვდა ნანახით იმდენად იყო გაბრუებული, რომ მის კარებთან კიდევ რამდენიმე წამი დაჰყო და საბოლოოდ ისევ მეგობრის სახლში დაბრუნდა. ზურას უკვე საღათას ძილით ეძინა, მაგრამ მეგობრის მაინც მადლობელი დარჩა, რომ ასეთი სილამაზის ნახვის საშუალება ხელიდან არ გააშვებინა.



№1  offline წევრი დარინა

უკვე ძალიან მომწონს, მიყვარს მსუბუქი და ადვილად წასაკითხი ისტორიები, პერსონაჟებზე ძემდეგ თავში დავწერ რას ვფიქრობ, წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent