შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ...(3)


26-11-2022, 22:52
ავტორი sati
ნანახია 2 400

წინა ღამიდან არაფერი მახსოვდა, ცხოვრებაში არ დამილევია ერთი წვეთი ალკოჰოლიც კი. ახლა ვხვდები რას ნიშნავს პახმელია. თავი მისკდებოდა, გამოსახულებას ბუნდოვნად ვხედავდი. ალექსანდრეს გულმკერდზე მედო თავი , ხელი ჰქონდა შემოხვეული წელზე და მეორე ჩემს მხარზე ედო. ნელ-ნელა მოვიცილე მისი ხელები და წამოვდექი, სირცხვილისგან მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი. ადამიანს არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა,რომ ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვიყავით, მასთან სექსი არც გამიფიქრებია. შანსი არ იყო,რომ ეს ყველაფერი ჩემი ინიციატივით მომხდარიყო.
-რომელი საათია?-ალექსანდრეს ბოხი ხმა ჩამესმა, ტელეფონი აიღო და ეკრანს დახედა-ცუდად ხარ? გუშინ იმდენი დალიე.
-სექსი გვქონდა?
-შენი აზრით?-დამცინავი ღიმილით მიყურებდა.
-სერიოზულად გეკითხები.
-წინააღმდეგი ნამდვილად არ იყავი.
-როგორ დაუშვი ეს?!-ყვირილით წამოვვარდი-ხომ ხედავდი რომ გახეული მთვრალი ვიყავი.
-შენ ყვირილიც შეგძლებია-ისიც წამოდგა საწოლიდან , არაფერი არ ეცვა და ეგრევე გავტრიალდი, საბანი შემოვიხვიე და აბაზანისკენ წავედი. ისიც გამომყვა, თან იცმევდა-მე არ გამიუპატიურებიხარ თუ მაგას მეკითხები. მეც საკმაოდ მთვრალი ვიყავი. ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ ევა, არაფერი ცუდი არ დაგვიშავებია. თუმცა ბოდიშს გიხდი თუ შენ ეს ჩემი მხრიდან უპატივცემულოდ ჩათვალე, მაგრამ მეც ისეთივე მთვრალი ვიყავი ბოლოს როგორც შენ.
-დაგვიშავებია! არ მიყვარხარ და სექსი უსიყვარულოდ არასდროს არ მექნება.
-რადგან გვქონდა, ესე იგი რაღაც მიზიდულობაც არსებობს-ისევ იმ დამცინავი ღიმილით მიყურებდა და ტანზე მაკვირდებოდა, მაშინვე მოვიფარე მხრებზეც ისე რომ ვერაფერი დაენახა.
-მეორედ ასეთი რამ აღარ განმეორდება. და ნუ მიყურებ ეგრე!
-ჩემი ცოლი ხარ, როგორც მინდა ისე გიყურებ-კარი მივუჯახუნე ცხვირწინ და მესმოდა როგორ კისკისებდა. მერე თეთრეული აიღო საწოლიდან და მოსამსახურეს დაუძახა. დიდი ხანი ვიყავი აბაზანაში , იმედი მქონდა,რომ მალევე წავიდოდა სამსახურში,მაგრამ აშკარად მე მელოდებოდა. სახლში 217 აბაზანა იყო და მაინც და მაინც აქ უნდა ებანავა? ცოტახანში კარზეც დამიკაკუნა-ევა?-არ ვუპასუხე-ევა თუ არ მიპასუხებ კარს გავაღებ-სახელური ჩამოწია,მაგრამ ჩაკეტილი იყო-მგონი გთხოვე აბაზანის კარი არ ჩაკეტო თქო. ევა?!
-გამოვალ-ეს კარის ჩამომნგრევი ნამდვილად იყო. კარი გავაღე და პირსახოცით გამოვედი, ტანსაცმელი ჯერ არ მქონდა ამოლაგებული და ჩემოდნის გახსნა დავიწყე.
-ჩაიცვი და სადმე წავიდეთ, ვისაუზმოთ.
-არ მინდა, სამსახური არ გაქვს?
-თაფლობის თვე მაქვს-ამაზე ისეთი სახით გავხედე სიცილი ვერ შეიკავა-კარგი, მაპატიე თუ გუშინდელს ესე განიცდი. უკან ვეღარ დავაბრუნებ ვერაფერს, მაგრამ გავითვალისწინებ ერთს.
-რას?
-რო აღარ დაგალევინებ.
-მაიკა ჩაიცვი-ისეთი გაბრაზებული ვიყავი , რომ კდიე შიშველი დადიოდა და გუშინდელზე ღადაობდა,რომ მაიკა ავიღე და ვესროლე.
მომიახლოვდა უკნიდან და გვერდით ჩაიკუზა.
-ეხლა მთელი ცხოვრება აღარ უნდა მელაპარაკო? ჰა?-ლოყაზე მაკოცა მოწყვეტით და ჩემოდნიდან კაბა ამოიღო-ეს მოგიხდება.
-ა...მაცადე, ჩავიცმევ და ჩამოვალ-სახეზე პატარა გოგოსავით გავწითლდი, ალექსანდრე კარგად ხალისობდა ამ სიტუაციით. ოთახიდან გავიდა თუ არა ტელეფონი ჩავრთე, ნახევრად დალეწილი იყო, მაგრამ მაინც მუშაობდა. მამაჩემის რამდენიმე გამოტოვებული ზარი დამხვდა, ისიც სულ 2. როგორც ჩანს დიდად არ ღელავდა ჩემს გაქრობას, როგორც ყოველთვის. ქვევით ჩავედი, ალექსანდრეც უკვე მზად იყო, მანქანაში ჩავჯექით და ღვინის ტერასაში წავედით. ბევრი ხალხი არ იყო, გარემოც საკმაოდ სასიამოვნო. გარეთ დავჯექით. სულ ტელეფონში წერდა ვიღაცას და ზოგჯერ ზარების გამო გადიოდა კიდეც, როგორც ჩანს სამსახურიდან არ ასვენებდნენ. როგორც იქნა შეკვეთის მოტანის შემდეგ დაჯდა და ტელეფონი გადადო.
-რა გეჩქარებოდა.
-უკვე ეჭვიანობაც დაიწყე, მომწონს. ცოტა გამოაჩინე ხასიათი, არ გიხდება სულ უემოციოდ ყოფნა-დილიდან მაღიზიანებდა,მგონი უარესი არჩევანი გავაკეთე-დღეს მთელი დღე ჩემთან ერთად უნდა იყო.
-კარგი დანარჩენი დღეები ანუ არა.
-არა, ეს დღეები უნდა იყო, რადაგნ ასეა საჭირო პიარისთვის, ყვლამ უნდა დაინახოს რომ დგებუაძეების ოჯახში ბედნიერება სუფევს-ამას ისეთი სერიოზული გამომეტყველებით ამბობდა,თითქოს თვითონვე ჯეროდა და არა მამამისის დაწერილი სიტყვები ყოფილიყოს-ხო მართლა, ჩემებს უნდათ რომ მომავალ კვირაში რაღაც გაზეთს თუ ჟურნალს ინტერვიუ მივცეთ.
-რა? შენები ხო ვერ მიტანენ?
-ვერ გიტანენ,მაგრამ დგებუაძეების ოჯახში რაც ხდება, ის გარეთ არ გადის. პრესისთვის ჩვენ იდეალური ოჯახი ვიქნებით.
-მთელი ოჯახი დარეხვილები ყოფილხართ.
-აი ეგ შეგიძლია მე მითხრა , მაგრამ უმორჩილესად გთხოვ პრესაში ნუ გაახმაურებ.
-თუ მაინც უსიყვარულოდ გინდოდა ცოლის მოყვანა, რატომ არ მოიყვანე ის გრძელფეხება ბარბი?
-შენ რა იცი რო გრძელფეხებაა?
-ისეთი დებილიც არ ვარ, რომ სრულიად უცხო ადამიანს გავყვე.
-რა, დამგუგლე?-გაეცინა. თითქოს არ ელოდა.
-შენ არა?
-არა-არ ვიცი რატომ მაგრამ ცოტა სხვა პასუხს ველოდი-არ მჭირდება შენი წარსულის ცოდნა. არც შენ გჭირდება. ამიტომ დავანებოთ ამ თემას თავი.
ტელეფონზე ისევ ზარი გაისმა, გავთიშე, მაგრამ ალექსანდრემ მოასწრო დანახვა ვინ რეკავდა.
-მეგონა მშობლები არ გყავდა.
-არ მყავს. როგორც ვთქვით, არ არის საჭირო ერთმანეთის წარსულის ცოდნა.
-თავს როგორ გრძნობ?
-უბედნიერესად.
-სერიოზულად გეკითხები და ცოტა მოუკელი დილიდან სარკაზმს. ბოლო-ბოლო 3 დღის წინ ასე არ გრძნობდი თავს, ამიტომ მინდა ვიცოდე...
-არ ვაპირებ ს. შეგიძლია მშვიდად იყო.
-ვერ ვიქნები, იმიტომ რომ არ ვიცი პირველ რიგში რატომ აპირებდი ამას.
-მოდი ასე ვთქვათ-მისკენ გადავიხარე და მაგიდაზე დავდე ხელები, თვალებში ჩავხედე და დავფიქრდი რამდენად მზად იყო ამ ყველაფრის მოსასმენად, მაგრამ მალევე გადავიფიქრე-ის მიზეზი,რომლის გამოც ამის ჩადენას ვაპირებდი,უკვე აღარ არსებობს.
-კარგი, როგორც ჩანს ვერ მოვიპოვე შენი ნდობა.
-ისევე როგორც მე შენი.
-გაგვიჭირდება ასე ცხოვრება ევა.
-უსიყვარულოდ?
-ნდობის გარეშე.
-ჩემი აზრით, საერთოდ არ არის საჭირო,რომ ამდენ დროს ვატარებდეთ ერთად. პირველი პერიოდი შეილება,მერე შეგვიძლია საღამოობით შემოვიფარგლოთ ვახშმით და დამთავრდა.
-და შენ ეს დაგაკმაყოფილებს?
-რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხო დაგაკმაყოფილებს.
-მართლა ასეთ მონსტრად ვჩანვარ?
-არა, უფრო უემოციო მარიონეტად.
-ვის მარიონეტად?
-მამაშენის.
-მგონი ისევ ის ჯობდა მთელი დღე რო ხმას არ იღებდი და გახევებული იჯექი უემოციოდ-ისეთ რაღაცეებს ვეუბნებოდით ერთმანეთს, თითქოს ვეჯიბრებოდით,რომელი უფრო შეძლებდა მეორეს გულის ტკენას. გუშინდელის შემდეგ ალექსანდრესთან არანაირი ურთიერტობის ან კავშირის სურვილი აღარ მქონდა.ორივე გავჩუმდით, რადგან თუ გავაგრძელებდით ამ მაგიდიდან ცოცხალი არც ერთი არ გავიდოდით. ჭამა დავასრულეთ თუ არა სახლში გავბრუნდით. ალექსანდრე ,,საქმეებზე '' გავიდა. ამ დროს დილით ორმ გეკითხათ თაფლობის თვე გვქონდა. საბანაოდ მინდოდა შესვლა, ცოტა მოდუნება, მაგრამ ამ დროს კარზე ზარი გაისმა. გავიხედე და მისი და იყო, დედამისთან ერთად. ღრმად ამოვისუნთქე, ტყუილების საფრქვევად მოვემზადე და კარი ყურებამდე გაქაჩული ღიმილით გავუღე, თითქოს ჩემი საყვარელი დედამთილი და რძალი ყოფილიყვნენ მოსულები.
-როგორ ხართ?-ორივე გადავკოცნე უბედნიერესი სახით, საკუთარ სიყალბეზე გული მერეოდა. მაგრამ ისევ ეს ჯობდა,იმ სიტუაციას რომელშიც აღმოვჩნდებდი ალექსანდრე რომ არა.
-როგორ, ქმარი სახლში არ გყავს?-თეკლამ გაკვირვებულმა გამომხედა.
-ასეც ვიცოდი, რომ ეს ქორწინება ალექსანდრეს მოფიქრებული ფარსი იყო-ნათია სახლში ,,შეიჭრა'' და ყველაფრის თვალიერება დაიწყო-სადილიც კი არ გაქვთმზად, ქმარი სახლში არ არის. ქორწინების პირველი დღეა და უკვე წასულია.
-სადილი იმიტომ არ გვაქვს მზად რომ გარეთ გადავწყვიტეთ ჭამა არ გვინდოდა პირველივე დღეს სამზარეულოს ხეხვა. მთელი დღე ვსეირნობდით, ვგეგმავდით სად გავემგზავროთ,რომ მარტო ვიყოთ და არავინ ირგვლივ არ შეგვაწუხოს. ახლა კი უბრალოდ მე გავაგზავნე მაღაზიაში.
-შენ გააგზავნე ჩემი შვილი მაღაზიაში?-ნათიამ თვალები დამიქაჩა-მძღოლი და მოსამსახურეები რისთვის გვყავს?
-მე მსურდა,რომ ალექსანდრე წასულიყო. ის ყოველთვის მიჯერებს. მივწერ რომ დროულად მოვიდეს, რადგან თქვენ გვესტუმრეთ-ტელეფონი ავიღე და ალექსანდრეს მივწერე რომ ნამცხვრები წამოეღო,რადგან მისი ოჯახი მოვიდა, ასევე რამე ისეთი წამოეღო, რასაც მე დავაბარებდი სახლისთვის. მართლაც 10 წუთში გაჩნდა სახლში და უამრავი რამ ჰქონდა ხელში. სამზარეულოში სწრაფი ნაბიჯებით სევიდა ყვლაფერი დატოვა და ნათია და თეკლასკენ გაეშურა. ორივე გადაკოცნა და თან სწრაფად სუნთქავდა, თითქოს მორბოდა.
-ასე გაუფრთხილებლად როდიდან მოდიხართ ჩემთან სახლში?-ოდნავ მკაცრი ხმით ჰკითხა-ზოგჯერ მგონია რო სათვალთვალო კამერა გიყენია და იცი როდის მივდივარ და მოვდივარ სახლში
-მძღოლი რატომ არ გაუშვი?-თეკლამ ჰკითხა.
-თეკლა, რამდენჯერ გასწავლო,რომ ჩემს საქმეში ცხვირი არ ჩაყო. ცოლმა მთხოვა საყიდლებზე წასვლა, ახლა თქვნე გკითხოთ ნებართვა?-ორივე გაისუსა. ხმა არ ამოუღიათ. ეტყობოდათ,რომ ალექსანდრეს რიდი ჰქონდათ. მე კი მეცნენ აფთარივით.
-ყველაფერი მოიტანე?-როლში შევიჭერი.
-კი.
-მაგიდის ტილოებიც?-ახლა მე გამომხედა მრისხანე მზერით, ძალიან მეცინებოდა,როდესაც ბრაზდებოდა.
-კი. ყველაფერი. ნამცხვრები გამოიტანე და ყავა დაადგი.
ამაზე ისეთი სახით გავხედე, ორივე წარბი ავუწიე, მაგრამ მანაც არ დამაკლო და ასე ვიდექით და ვაშტერდებოდით ერთმანეთს.
-ქმარს ასე უჯერებ?-ნათია თავისას არ იშლიდა.
-ერთად გამოვიტანთ-ალექსანდრეს მკლავზე ხელი მოვკიდე და სამზარეულოში შევედით.
-მე თუ ვთამაშობ ჩემს როლს დამჯერი ქმრის, კეთილი ინებე და
-რა დიასახლისის როლი ვითამაშო? 21 -ე საუკუნეა, ნამცხვრების თეფშზე დადება კაცებსაც შეგიძლიათ.
-ცოტა ძალიან გაგივიდა თავს ხო იცი შენ.
-დედაშენი და შენი და უკვე ერთი საათია დაკითხვას მიწყობენ, არაა მგონი გასაკვირი რო ვღიზიანდები.
-იცი რამდენად მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს 1 საათში? ჩემს მთელ კარიერას გადაწყვეტს. ახლა კი სახლში უნდა დავიბარო ის ხალხი,იმიტომ რომ ადგილის დაჯავშნას და გასვლას ვერ მოვასწრებ.
-დაპატიჟე მერე რა პრობლემაა?
-ხოდა მჭირდებარომ შენც აქ იყო. გამოეწყვე, კაბა გიყიდე. უფრო სწორად რამდნიმე, შევამჩნიე რომ არ იცმევ. ახლა კი საჭიროა, რადგან უფრო პრეზენტაბელურად უნდა გამოიყურებოდე.
-ახლა ჩემი ჩაცმულობაც არ მოგწონს.
-მგონი დაგავიწყდა რა პირობებით გამომყევი
-მახსოვს. თქვენო უდიდებულესობავ.
-ხოდა შეასრულე-დედამისთან გაბრუნდა , მე ნამცხვრები გავუტანე და მის გვერდით ჩამოვჯექი.
-მალე ჯვრის წერაა.მერე მიდიხართ თაფლობის თვეში. ჩვენ კი არაფერი ვიცით შენს შესახებ ევა. მამა არ გყავს?
-მამამ ბავშვობაში მიგვატოვა. მეტი რა გაინტერესებთ?
-რა გვარი ხარ?-ახლა თეკლა გადმოვიდა იერიშზე.
-დგებუაძე-ღიმილით მივუგე, ალექსანდრეს გვარზე გადავდიოდი.
-ძალიან გამახარა ამ გადაწყვეტილებით-ალექსანდრემ ხელი მომკიდა, რაზეც გაკვირვებულმა გავხედე. ვეცადე დიდად არ შემემჩნია. ვნერვიულობდი,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ყავა ავიღე და ოდნავ მოსვი.
-ბავშვს როდის გააჩენთ?-თეკლა დედამისის სრული ასლი იყო. ამ კიტხვაზე ყავა ზედაზე გადმომექცა და თან გადამცდა და ხველა დამეწყო.
-თეკლა-ალექსანდრემ გაბრაზეულმა გადახედა და თან ზურგზე მარტყამდა ხელს-ძალიან დაიწვი?-მერე ზედაზე მიყურებდა, რადგან სულ დამისველდა-კარგი წამოდი, დროზე გაიხადე-საძიებელში ავედით, აბაზანაში შევედი და ზედა გავიხადე, კარი ცხვირწინ მივუკეტე.
-კარგად ხარ?-კარზე კაკუნს არ წყვეტდა.
-ზედა მომაწოდე რამე.
ჩემოდანში დაიწყო ქექვა და შემომაწოდა რაღაც შავი ჯემპრი. რომ ჩავიცვი მერე მივხვდი,რომ ჩემი არ იყო და აბაზანიდან გამოვედი.
-ეს რა არის?
-ჩემი ჯემბრია, დედაჩემი იცნობს. უნდა დარწმუნდეს რომ მართლა გვიყვას ერთმანეთი. თუ არ გაგიგია, ქალებს უყვართ როდესაც საყვარელი მამაკაცის ტანსაცმელს იცვამენ-მინდოდა მიმესიკვდილებინა, ამას სერიოზულად ეგონა,რომ მე ცხოვრებაში არავინ მყვარებია. მაგრამ ჩემი მშვიდი ბუნებიდან გამომდინარე, ესეც ავიტანე და ქვევით ჩავედი. თეკლამ მაშინვე იცნო ეს ზედა, აღმოჩნდა,რომ მან აჩუქა ახალ წელს.
-კარგი.. რადგან ასე გეჩქარება ალექს და სტუმრებს ელოდები, ეხლა წავალთ. მაგრამ ევა, მინდა ხვალ მოხვიდეთ ჩვეთან ვახშამზე, ალექს შენ თუ გინდა ნუ მოხვალ. მე და თეკლას ჩვენი რძლის გაცნობა გვსურს.
-შენ ხო არ მოგწონდა ევა, ეხლა რა შეიცვალა?
-მისი გაცნობა მსურს, უკვე შენი ცოლია. სხვა გზა აღარ დაგვიტოვე-ნათიამ ცივად გადაკოცნა ალექსანდრე, მე არც დამემშვიდობა და თეკლა პატარა ბავშვივით გაიყოლა.
-20წუთი გაქვს, რომ მოემზადო. მაკიაჟიც წაისვი, მსუბუქად.
-ვინ არიან ეს ინვესტორები?
-გაიცნობ რომ მოვლენ, შენ მაინც არ გეცოდინება. თუ ბიზნეს სფეროში არ მუშაობდი,მაგრამ შენ ხომ არაფერს მეუბნები შენი წარსულიდან. დროზე გამოიცვალე.
-არ გინდა ამ ჯემპრით დავხვდე? კარგად დაინახონ რომ შენი ცოლი ვარ, ჩემით ვეტყვირ,ომ მიყვარს როდესაც შენი ტანსაცმელი მაცვია. როდესაც შენ სურნელს ვგრძნობ.თუ გინდა იმასაც ვეტყვი,რომ სექსის შემდეგ შენს საროჩკას მაძლევ ხოლმე ჩასაცმელად-გამომწვევად ვუყურებდი და თან მის სახეს ვაკვირდებოდი. ვერ ვხვდებოდი რას გრძნობდა ამ მომენტში,მაგრამ საუბარი რომ დავასრულე გამიღიმა, ნელა მომიახლოვდა და ისევ გამიმეორა.
-წადი ოთახში და გამოიცვალე. 19 წუთი გაქვს.
ღირსი იყო,რომ საშინლად ჩამეცვა, სახე ამედღაბნა და შემერცხვინა ინვესტორების წინ, მაგრამ ამდენისთვის მეცოდებოდა. კაბები,რომლებიც მას ჰქონდა ნაყიდი აბსოლუტურად ყველა იყო დახურული და მუხლს ქვემოთ, ერთადერთი აღმოვაჩინე,რომელიც შედარებით მოკლე და ღია იყო. ზუსტად ის ჩავიცვი, მაკიაჟიც მსუბუქად წავისვი და საათს დავხედე. 10 წუთი მქონდა კიდევ. არ მინდოდა დროზე ადრე მასთან ჩასვლა და ურთიერთობა. დღის განმავლობაში საკმაოდ მომიშალ ანერვები. კარზე ზარი გავიგე, როგორც ჩანს ზედმეტად პუნქტუალური ინვესტორები იყვნენ. სარკეში კიდევ ერთხელ ჩავიხედე, შევათვალიერე ჩემი თავი და ქვევით ჩავედი. ალექსანდრეს კარი უკვე გაღებული ჰქონდა, მეც მივედი შემოსასვლელთან და უცბად გულმა კინაღამ დამარტყა.
-ბატონო დიმიტრი, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაცნობა-ალექსანდრემ ხელი ჩამოართვა.
-ევა?



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

რადროს დამთავრდა .მალე დადე შემხეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent