ერთხელ...(4)
-ევა?-დიმიტრი გაოგნებული უყურებდა თავის ქალიშვილს უცხო კაცის სახლში, ცოტახანში ხელზე ბეჭედი რომ შეამჩნია საერთოდ ფერი წაუვიდა სახიდან. -თქვენ იცნობთ ჩემ ცოლს?-ალექსანდრემ მშვიდი ხმით ჰკითხა, ისიც საკმაოდ დაბნეული იყო. -ევა აქ რას აკეთებ?!-ჩემკენ წამოვიდა და მაშინვე უკან დავიხიე-რამდენი დღეა ვცდილობ დაგიკავშირდე. -იქნებ გამაგებინოთ რა ხდება?-ახლა მე შემომიტრიალდა და თვალებში უცნაური გამოხედვა უტრიალებდა, ვერ ვხვდებოდი რას გრძნობდა. მრისხანებას .. თუ? -დიმიტრი ჩემი ბიოლოგიური მამაა. წარმატებულ საღამოს გისურვებთ-წამითაც არ ვაპირებდი ამ კაცთან ერთად ოთახში გაჩერებას, დავემშვიდობე და ჩემს ოთახში ავედი. *** დიმიტრი ცუდად გრძნობდა თავს, სავარძელზე ჩამოჯდა და გულზე დაიდო ხელი. ალექსანდრემ წყალი მოუტანა და მის გვერდით ჩამოჯდა. -კარგად ხართ? -კი..-წყალი მოსვა და ამოისუნთქა-ახლა ამიხსენი, რამდენი ხანია რაც ევა შენი ცოლია? ალექსანდრე სახეზე გაწითლდა, სიმამრს არც კი იცნობდა. მისი ერთადერთი შანსი იყორომ მამამისის კომპანიის გარეთ შეექმნა რაღაც წარმოუდგენელი პროექტი და დიმიტრი ერთადერთი ინვესტორი იყო,რომელიც დაინტერესდა მისით. ახლა კი ევამ ყველაფერი დაუნგრია. -დაახლოებით ერთი კვირაა... ევამ მითხრა,რომ დედა გარდაეცვალა და მამამ... -მიატოვა არა?-დიმიტრი წამოდგა-ახლა შეხვედრას ნამდვილად ვერ ჩავატარებთ, ევას უთხარი რომ აუცილებლად დამირეკოს, ჩემი მდივანი შეგეხმიანება ამ დღეებში. -ბოდიშს გიხდით ბატონო დიმიტრი, ევას,რომ ეთქვა... -კარგად ბრძანდებოდეთ-დიმიტრი ვერ ხვდებოდა რა ემოცია უნდა გამოეხატა, უნდა გაბრაზებულიყო შვილის ამგვარი საქციელის გამო, უნდა გახარებოდა,რომ კარგ ადამიანს გაყვა ცოლად, თუ უნდა ეცემა ალექსანდრე, რადგან 21 წლის გოგო ისე მოყივანა ცოლად რომ არც უკითხავს წესიერად ნათესავების და მშობლების შესახებ. *** 3 დღე. სულ 3 დღე მაცადა ცხოვრებამ პრობლემებისგან დასვენება და ახლა ყველაფერი ისევ საშინელებას უბრუნდება. აბაზანაში შევედი, ვანა ავავსე და შიგნით ჩავწექი. დამშვიდებას ვცდილობდი, მთელი ის ემოციები რაც ბავშვობაში განვიცადე ბუმერანგივით მიბრუნდებოდა. თავიდან განვიცდიდი იმ ტკივილს რაც მამაჩემმა მოგვაყენა მე და დედაჩემს. მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი ტანში ჟრუანტელს მგვრიდა. ცოტახანში კარი იღება, წყლის ქვემოთ მქონდა თავი და ვერ ვხედავდი ვინ შემოვიდა, მაგრამ საშინელი ბრახუნი გავიგე. უცბად მკლავებში ჩამავლო ძლიერად ხელი და წყლიდან ამომიყვანა, მაშინვე პირსახოცი შემომაფარა და სახეზე მომკიდა ხელები, ოდნავ ძლიერად შემაჯანჯღარა. -რას აკეთებ?!-იმხელაზე ღრიალებდა, ლამის სმენა დავკარგე. ალექსანდრე იყო-მიპასუხე! -რ...ნორმლაური ხარ?-კანკალი ამივარდა , ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა-აბაზანაში რატო მივარდები ნორმალური ხარ? -5 წუთია გეძახი, გიბრახუნებ! რამდენჯერ გითხარი კარი არ ჩაკეტო თქო? ან წყალქვეშ თავჩაყოფილი ვინ ბანაობს?! -მე! მე ვბანაობ ასე! რო მინდოდეს იმ დღეს შენ ნმდვილად ვერ შემაჩერებდი! ამ სიტყვების შემდეგ ცოტათი დამშვიდდა. ხელები გამიშვა,რადგან მიხვდა,რომ სერიოზულად მტკენდა, ფრჩხილებით იყო ჩაჭიდებული. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და კარს გახედა,რომელიც საერთოდ ნახევრად ჩAმოვარდნილი იყო. მივიდა და მეორე ნაწილიც მოტეხა. -აბაზანაში კარის გარეშე როგორ ვიყოთ?!-ამჯერად მე ვუყვიროდი, ძალიან განერვიულებული ვიყავი და ტონის გაკონტროლება მიჭირდა. -იქნებ ესე მაინც ისწავლო, რომ კარი ამ სახლში არ ჩAიკეტება, არც ოთახის არც აბაზანის. -პირუტყვი ხარ? აბაზანაში როგორ შევიდე? -ახალ კარს დავაყენებ,რომელსაც საკეტი არ ექნება. გადი ეხლა ოთახში და ჩაიცვი-საკმაოდ გაბრაზებული იყო, ყველაფერზე ეტყობოდა. კარის მოგლეჯვას დიდი ძალა უნდა, ახლაც კი ვამჩნევდი,რომ თავს ძლივს იკავებდა. გადავწყვიტე უარესად არ გამერისხებინა და ოთახში გავედი ჩასაცმელად. ვიცოდი,რომ ამ საღამოს კითხვები არ ამცდებოდა და რაღაც მხრივ მართალიც იყო, დრო იყო ,რომ ერთმანეთთან გულახდილად გვესაუბრა თუ ვაპირებდით რომ ჩვენი ქორწინება ოდნავ მაინც დამსგავსებოდა რეალურს. დიმიტრი თავს არ დაგვანებებდა. მე კიდევ მხოლოდ ორი არჩევანი მქონდა ან ალექსანდრეს ცოლი უნდა ვყოფილიყავი ან მამაჩემთან გადავსულიყავი საცხოვრებლად. ცოტახანი კიდევ აბაზანაში იდგა, მერე კარი გაიტანა და გავიდა. თავი ვერ შევიკავე და კარი რომ არ გაიხურა მივუჯახუნე,ისე რომ ლამის კედლები აზანზარდა. ალბათ მეზობლებმაც კი გაიგეს. უცბად ჩავიცვი, პირველივე რაც შემხვდა და ქვევით ჩავედი. აღარ მინდოდა ლაპარაკის გადადება. ეზოში იყო გასული კარს დებდა და მალევე შემოვიდა. -ეხლა არ გვინდა ლაპარაკი-მანქანის გასაღები აიღო და წასვლას აპირებდა. -სად მიდიხარ? -საქმეზე. -რა საქმეზე? -საქმეზე მეთქი და ნუღა მისვამ ზედმეტ კითხვებს. -არ უნდა ვილაპარაკოთ? -რაზე?-შემოტრიალდა და გაოცებულმა მკითხა, თუმცა ბრაზიც ეტყობოდა ტონზე-კითხვებს ხომ არ ვუსვამთ ერთმანეთს? -მაშინ რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული? -გინდა აგიხსნა რატომ?! იმიტომ,რომ ერთადერთი შანსი იყო დიმიტრი უზნაძე,რომ რაიმეს მიმეღწია ჩემს კარიერაში ისე,რომ მამაჩემი არ ჩამერია!-ისევ წასვლას აპირებდა, მაგრამ რატომღაც ხელზე ჩავეჭიდე და გაკვირვებულმა გამომხედა. -ვილაპარაკოთ. -შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. 2 წუთის წინ ისევ ს აპირებდი და იმისი სიმამაცეც არ გყოფნის აღიარო. -ყველაფერს მოგიყვები. არ წახვიდე-მზად ვიყვი მუხლებში ჩავვარდნილიყავი, ოღონდ ახლა იმ მომენტში არ დავეტოვებინე. ყველაფრის მოყოლს ვაპირებდი, მაგრამ ისეთი განრისხებული იყო მეგონა ცოტაც და აფეთქდებოდა. ჩემი ხელი უხეშად მოიცილა და კარისკენ წავიდა. -სახლში დარჩი, არსად წახვიდე და არავის დაელაპარაკო. მამაშენსაც არ დაურეკო. დაიძინე, არ დამელოდო-წავიდა, თან იმდენი ხნით წავიდა რომ მეორე დილამდე არც გამოჩენილა. *** ალექსანდრე ბარში იყო წასული დაჩისთან ერთად. სმა არ უყვარდა, მაგრამ ახლა ისე ცუდად იყო, რომ არ დაელია ნახევარ სახლს დაამხობდა თავზე ევას და გაშორდებოდა. უკვე იმასაც ფიქრბდა,რომ შეცდომა დაუშვა და გოგო ცოლად უბრალოდ იმიტომ მოიყვანა,რომ გადაერჩინა. ევას სიტყვების შემდეგ,რომ არც აპირებდა ს , საერთოდ დაფიქრდა, რამდნად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვერავის უმხელდა და ეს კიდევ უფრო ამძიმებდა. -უკვე იჩხუბეთ?-დაჩი აზრზე არ იყო მომხდარის შესახებ და ყველაფერს საკმაოდ ლაითად უყურებდა,რაც ალექსანდრეს კიდევ უფრო აღიზიანებდა. -ხო. -არაუშავს, ძმაო. აბა რა გეგონა-გაიცინა-ცოლი მაგარი თავის ტკივილია. თან არ გეწყინოს ბიჭო და აი ცხოვრებაში არ გიხსენებია ეს გოგო არც თვალით გვინახავს და ესე მალე რამ გადაგრია? -შემეშვი დაჩი რა, ეხლა შენთან ჭორაობა მაგრა მეზარება. -კაი ის მაინც თქვი, რა მოხდა? -არაფერი, მოვრიგდებით, დაასხი რა-ბარმენს ჭიქა გაუწოდა და მთელი ღამე ლამის სმაში გაატარა. დაჩი მაინც არ ეშვებოდა. -მამაშენი ვნახე დღეს. ვერ ვუკავშირდებით ალექსანდრესო. -ვიცი. -აღარ ელაპარაკები შენებს? -აუ დაჩი-თავს ძლივს იკავებდა,მუშტები ჰქონდა შეკრული, ახლა ნებისმიერს ცემდა ვინც შეხვდებოდა, მაგრამ არ უნდოდა ეს დაჩი ყოფილიყო. ღრმად ამოისუნთქა და დამშვიდბა სცადა. თან სასმელიც თავისას შვებოდა და თავის კონტროლი უჭირდა. -ბიჭო, მე კი გავჩერდები,მაგრამ ცოდოა დედაშენი. ეს გოგო, არავინ იცის ვინაა, ან საიდანა,ა ან მშობლები სად ყავს ესეთი უპატრონო სად გაჩითე? ან ვაფშე არც ეტყობა რო უყვარხარ, ან შენ რო გიყვარდეს. რამდენი წელია გიცნობ, მითხარი მართლა რა ხდება-დაჩის ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ ისე არ ენდობოდა,რომ ეს ყველაფერი მოეყოლა. დაჩიც ტიპიური მამიკოს გაბლატავებული ბიჭი იყო,რომელიც ძირითადად სულ ფულზე ფიქრბდა,მიუხედავად იმისა,რომ თავზე საყრელად ჰქონდა. სიყვარული და მსგავსი ,,სენტიმენტები'' მისთვის არ იყო. ნაშა ნაშაზე ჰყავდა ყოველ ღამე. მისთვის ეს იყო ჩვეული ცხოვრება, ალექსანდრეს საქციელმა სწორად ამიტო გააკვირვა. -რაში უნდა გამოიხატებოდეს რო მიყვარს? საჯაროდ ვუმღერო სერენადები? თუ ხელი ხელ ჩაკიდებულებმა ვიაროთ საღამოობით ქუჩაში 50თეთრიანი ყავით ხელში? რეებს მელაპარაკები ვაფშე რამდენი დალიე, შემეშვი. -აუ შენ რა აჭრილი ხარ. წამო სახლში გაგიყვან. -არ მინდა, ჯერ სამსახურში უნდა გავიდე. -ესეთ მდგმოარეობაში? დაგბრიდავს მამაშენი. მართლაც გადაიფიქრა სასახურში ასვლა. დაჩისთან ერთად წავიდა სახლში. გასაღებით გააღო კარი და ჩუმად შევიდა, საკუთარ სახლში თითის წვერებზე დადიოდა. ევას მისაღებში ეძინა, სადაც უამრავი ყუთი ელაგათ, ჯერ კიდევ დასალაგებელი ჰქონდათ სახლი. კიბეებზე დააპირა ასვლა, როდესაც ევას გაეღვიძა და მაშინვე წამოდგა. უნდოდა ეკითხა სად იყო, მაგრამ გამახსენდა,რომ ერთმანეთს კითხვებს არ ვუსვამდით. თუმცა ალკოჰოლის მძაფრი სუნის შეგრძნების შემდეგ ეს კითხვაც გადამავიწყდა. ალექსანდრემაც წამიერად გამომხედა და ოთახში ავიდა. მეც გავყევი, ძალას ვიკრეფდი რომ დავლპარაკებოდი. ალექასნდრე აბაზანაში შევიდა და მაშინ ინანა გადაწვეტილება კარის ჩამოხსნის,როცა მიხვდა რომ მეც შევყვებოდი. შესვლას ვპირებდი და მაშინ შემომიტრიალდა ალექსანდრე და ლამის შემეჯახა. -რა გინდა ევა?-ხელით კედელს მიეყრდნო,რადგან ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ ამჯერად გაბრაზებული აღარ იყო. გაღიმებული სახით მაშტერდებოდა-რა გიყო ეხლა მე შენ? ჰმ?-თმა გადამიწია და ნიკაპზე მომკიდა ხელი-ტყუილებისთვის როგორ დაგსაჯო?-მისი ხელის მოცილება ვცადე,მაგრამ ისიც დამიჭირა და კედელთან კუთხეში მომიმწყვდია-თან როგორი ტყუილისთვის. ეხლა ალბათ გგონია,რომ გაგშორდები. მაგრამ პირიქით, მე გამოვიყენებ იმას რომ შენ დიმიტრის შვილი ხარ. მეტიც, შენ წახვალ მამაშენთან და შეურიგდები. -სულ შეიშალე. -არა, არ შევშლილვარ. -შენ იცი საერთოდ დიმიტრი ვინ არის? ან რა შეუძლია?! -არა და შენ თუ იცი მე ვინ ვარ? და რა შემიძლია? -ერთი მამიკოს გაბლატავებული ბიჭი ხარ-მეგონა,რომ ამაზე გაბრაზდბოდა და ისევ ღრიალს ატეხავდა,მაგრამ სახეზე გამომეტყველება არც შეცვლია, გაეცინა. -არ გამოგივა ჩემო ევა-კიდევ უფრო მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა. -მთვრალი ხარ-მიუხედავად იმისა,რომ ფეხზე ძლივს იდგა, მაინც ვერ ვერეოდი, როგორც არ უნდა მნდომოდა თავიდან ვერ ვიშორებდი. ან შეიძლება საკმარისად არც ვცდილობდი. -ვარ. გახსოვს შენ როცა მთვრალი იყავი?-გონებაში ის ღამე ამომიტივტივდა და სახეზე სულ გავწითლდი-შენ არ გახსოვს, მაგრამ მე არ დამავიწყდება-თვალი ჩამიკრა და ისევ საკოცნელად გამოიწია. -საბედნიეროდ ახლა ვარ ფხიზელი. -შეგვიძლია გამოვასწოროთ. წამოდი, მაგარ რაღაცას დაგალევინებ. -არ მინდა, შენ დალიე ყავა და მერე ვილაპარაკოთ. -არა, არა. ვერ დამისხლტები ეხლა ხელიდან, ძლივს ვერთობი-ისევ მისკენ მიმაბრუნა და მეორე ხელიც კედელს მიაყრდნო-რა თამაშს მეთამაშები? -ვერ გავიგე. -რამდენ რამეს მიმალავ კიდე? იქნება ჩვენი პრემიერი ნათლიაშენია? -არა, დიმიტრის არც ისეთი ძალაუფლება აქვს,როგორც შენ გგონია. -კარგად მომისმინე ლამაზო-ისევ ჩემი თმებით თამაშს შეუდგა-ეხლა მომიყევბი თავიდან ბოლომდე ყველაფერს. -თორე რა? -გამომწვევად გავხედე, მანაც შეამჩნია, თითქოს გამოწვევა მიიღო. -დამიჯერე არ გინდა იცოდე. ან ისე გააკეთებ,როგორც მე გეტყვი. ან მწარედ განანებ. ჩემ სიკეთესაც აქვს საზღვარი და ჯენლტმენობასაც-როგორც იქნა უკან დაიხია და ონკანთან მივიდა, მოუშვა და სახეზე წყალი შეისხა. -ზოგჯერ მგონია რომ ჩვეულებრივი მანიაკი ხარ. -ვარ. შუა ღამეს სახურავზე ახლადგაცნობილ გოგოს ცოლად რო მოიყვან ...მეტის ღირსიც ვარ. -ნამდვილად. -ეხლა ყველაფერზე უნდა მიპასუხო? -კარს როდის გააკეთებ?-ისე გამომხედა მეგონა ახლა ამ ონკანსაც მოხსნიდა და გამომიქანებდა. -მაცდი,რო რამე გავაკეთო საერთოდ? წამით მარტო გტოვებ თუ არა ხან თავს იხრჩობ და ხან არსაიდან შენი ოჯახის წევრები მეფეთებიან. დავაყენებ დღეს. ქვედა ვანით ისარგებლე, იქაც აღარ არის საკეტი. -ველური ხარ. -ვერ გავიგე?-მასთან ჩხუბის ნერვი აღარ მქონდა, ამიტო ეგრევე გამოვეცალე და ქვედა ვანაში ჩავედი მოსაწესრიგებლად. მეგონა დაიძინებდა,მაგრამ სამზარეულოდან მესმოდა როგორ დადიოდა აქეთ-იქით და წარა მარა ეძებდა რაღაცას კარადებში. მზარეული და დამლაგებელი გაშვებული ჰყავდა ეს რამდენიმე დღე ჩვენი ,,თაფლობის თვის'' გამო,რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დაწყებულიყო სადღაც კუნძულებზე. ვიბანავე, თბილი ხალათი მოვიცვი და ქვევით ჩავედი. არ გეგონოთ,რომ სპეციალურად,უბრალოდ დამეზარა ჩაცმა და თან ვიცოდი,რომ ჩემს მიმართ გულგრილი იყო. ყოველ შემთხვევაში მე მეგონა ასე. -ეს რა პერფორმანსი მოაწყე-დამცინავი ღიმილით გამომხედა-თუ რამე გინდოდა საძინებელში არ ვიყავით? -ძაან სასაცილოა თავი სექსუალური რომ გგონია. -იმ ღამეს სხვანაირად ფიქრობდი. -იცი მარტო შენ არ ხარ ვისაც კარის ჩამოგლეჯვა შეულია, როგორც მინიმუმ შემილია ეგ ჭიქა სახეში შეგალეწო იმ ღამეს თუ კიდევ ერთხელ ახსენებ. -მე არ დავდივარ ტიტველი სახლში. -გამოფხიზლდი?-არ მიპასუხა. ყავის კეთებას მიუბრუნდა. -დალევ? -თუ რამეს არ ჩამიყრი შიგნით კი. -ეხლა იმას მაბრალებ რომ ჩვენ... -აუ არ გვინდა, გეხვეწები დავიღალე. მართლა დავიღალე. არაფერი გვაქ საჩხუბარი, ნამდვილი ცოლ-ქმარიც კი არ ვართ. გვეყოფა ერთმანეთზე უაზრო გაბრაზება. არ უნდა გაგვაჩნდეს ერთმანეთის მიმართ ვაფშ ემოციები. თუ გინდა რომ წარმატებული ოჯახი შევქმნათ თუ რაც ქვია ამ ჩვენ ალიანსს, მაშინ ღიად უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს ალექსანდრე. -დაჯექი და დაიწყე-ყავა დამიდო და მეც ჩამოვჯექი. - 6 წლის ვიყავი მამამ რო მიგვატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.