შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლ-ობსტერი (2)


16-12-2022, 04:47
ავტორი ლ_ილითი
ნანახია 14 657

სამი წლის წინ -1
-ლიზა- გული ყელში მებჯინება, ვერ ვიხსენებ სწორი ასოები გამოვიყენე თუ არა მისი სახელის წარმოთქმისას, არ ვიცი სწორად მივმართე თუ არა, არ ვიცი საერთოდ ხმამაღლა გავაჟღერე თუ არა მისი სახელი.
-ლიზა- ვთქვი და ახლა უფრო დარმწუნებული ვარ რომ ჩემი ხმა ხმხმაღალი იყო, მის სახეს შევხედე, წითელი ლოყები, შემოდგომისფერი თვალები და მომღიმარი ტუჩები. იდეალური სამეული რომელმაც ლიზას თავი მაშინ შემაყვარა როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი სიყვარული რას ნიშნავდა.
-გისმენ ნინი- არვიცი როგორ მოვიკრიბე ძალა, მაგრამ ვიცი რაც ვიგრძენი. ვიცი მისი ტუჩები, მისი გემო. ლიზას გემო. ნაზი კანი რომელსაც თითებით ვეხები, ლოყები რომელიც დარწმუნებული ვარ იმაზე უფრო წითელია ვიდრე აქამდე იყო, ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი. ვგრძნობ ლიზას ლოყების ფერს.
აქამდე სასაცილოდ მეჩვენებოდა ის თუ როგორ შეიძლება ფერები დანახვის მაგივრად იგრძნო. მაგრამ ახლა ამ მომენტში როცა ლიზას ტუჩები ჩემს ტუჩებს ეხება, ჩემმი ხელები მის ლოყებს და ჩვენი სხეულები ერთმანეთს, მგონია რომ სამყაროში ყველა ფერს ხელით ვეხები. ლიზას ლოყებზე შემიძლია წითელი ფერის შეგრძნება, შემიძლია მისი შემოდგომის ფერი თვალები მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელით შევიგრძნო, მის ტუჩებზე ვარდისფერ ფერს ჩემი ტუჩებით ვგრძნობ. ვგრძნობ ალუბლის არომატს. ლიზა ყოველთვის ალუბლის ტუჩსაცხს იყენებს, რომელიც ტუჩებს ოდნავ ვარდისფერ შეფერილობას აძლევს.
აქამდე მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მიკოცნია. თორნიკეს ტუჩები უხეშია, ლოყებზე კაცობის კვალი ეტყობა რომელიც კოცნისას იჩხვლიტება. თორნიკეს ლოყებზე წვერის მსგავსი ბუსუსების გამო მისი კოცნა ისეთი ნაზი და სათუთი არ არის როგორიც ლიზასი. ლიზას შეგრძნება იმაზე ბევრად უფრო სასიამოვნოა ვიდრე თორნიკეს შეგრძნება.
არმინდა ლიზას ტუჩებს მოვწყდე, მინდა მთელი ცხოვრება ამ წამიდან სიკვდილის ბოლო წამამდე მის ტუჩებს ვეხებოდე. მინდა ვგრძნობდე და არა ვხედავდე.
არმინდა, მაგრამ თავი გავწიე. ტუჩების დაშორებისას ლიზას ღიმილი ვიგრძენი.
- როგორც იქნა- ჩუმად თქვა და თვალებიდან შემოდგომა შემომანათა. ისეთი შემოდგომა რომელიც სუსხიანია მაგრამ მზის სხივებით გათბობს. არა ხშირი, მაგრამ ძლიერი სხვიებით.
- ბოდიში- ძლივს ამოვღერღე, მაგრამ არ ვიცი რისთვის ვიხდი ბოდიშს, როცა ლიზას თვალებში სულ სხვა რამეს ვხედავ. იმაზე მეტი დრო დამჭირდა გასააზრებლად რომ ლიზა ამ მომენტს ზუსტად ისევე ელოდებოდა როგორც მე, ვიდრე მეგონა.
- თუ ბოდიშს იმის გამო იხდი რომ მაკოცე, გთხოვ უფრო ხშირად მომიბოდიშე- ყელზე ხელები შემომხვია, ცივი თითების კეფაზე შეხებით ტანში თბილმა ჟრუანტელმა დამიარა. ალბათ ამ წამს ჩემი სხეული ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება მაგრამ ლიზას სიცივე სხეულს მითბობს. მისი შეხება იმაზე მხურვალეა ვიდრე მწველი მზე ზაფხულში.
ლიზას ტუჩები ისევ ჩემს ტუჩებს ეხება, ახლა უფრო მძაფრად, უფრო ვნებიანად. ჩვენი პირველი კოცნა შიშით და მოულოდნელობით სავსე იყო. მეშინოდა რომ ლიზა კოცნაზე არ მიპასუხებდა, მეშინოდა რომ სამუდამოდ დავკარგავდი. მაგრამ ახლა, როცა მისი ტუჩები ისევ ეხება ჩემს ტუჩებს და თითები ჩემს სახეს, შიში აღარ არსებობს.
არვიცი სიყვარულსა და ვნებას რას ეძახიან მაგრამ ის რასაც ახლა განვიცდი იმაზე მაღლა დგას რაც მომისმენია და მინახავს.
ზარი ირეკება, ლიზა წამებში მშორდება მაგრამ მისი თვალები ისევ ანათებს. ვიცი, თუ ვინმე დაგვინახავს ჩემი და ლიზას ისტორია აქ დამთავრდება. ისტორია ისე დამთავრდება რომ დასაწყისი არ ექნება. ვერ დავუშვებ, თავს ვერ მივცემ იმის უფლებას რომ ჩემი და ლიზას ისტორია აქ, სკოლის საპირფარეშოში დამთავრდეს, მხოლოდ ერთი კოცნით.
თბილად ვუღიმი, შუბლზე ვკოცნი, ხელს ვკიდებ და დერეფანში ერთად გავდივართ. ვიცი ამ წამიდან ყველაფერი კარგად იქნება, ვერავინ ვერაფერრს იეჭვებს, მე და ლიზა მესამე კლასიდან საუკეთესო მეგობრბეო ვართ. ლიზას გარეშე ნინი არ არსებობს, ნინის გარეშე კი ლიზა.
-სად იყავით? - სკოლის დერეფანში თორნიკე შეგვხვდა - ცისანა გაგიჟდა საპირფარეშოში 20 წუთი რას აკეთებენო- ლიზამ მორცხვად თავი დახარა, თორნიკეს მზერა ჩემზე გადმოვიდა, წამით უმეტყველო სახეზე ბედნიერება აუციმციმდა. მე და თორნიკეს ერთდროულად ჩაგვეცინა.
-ამ მომენტისთვის ნამდვილად ღირდა ცისანას გაკვეთილის გაცდენა- ღიმილით თქვა ხელი გადამხვია და დერეფანში ერთად გავაგრძელეთ გზა.
მე და თორნიკე ერთი წელია რაც დავვახლოვდით, პარალელურ კლასში გადასვლისას პირველივე დღეს ვიკამათეთ. მეხუთე კლასში დავმეგობრდით, მერე ისევ ვიკამათეთ, საბოლოოდ მითხრა რომ მოვწონდი, 1 წლის წინ კი პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს. თორნიკე იყო ის ადამიანი რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გადატრიალება მოახდინა.
მიუხედავად იმისა რომ ლიზას მიმართ პირველივე წამიდან უცნაურო გრძნობა გამაჩნდა, ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა. უფროსები ყოველთვის ამბობენ რომ ქალს კაცი უნდა უყვარდეს და პირიქით, კაცს ქალი. ღმერთმა ხომ ადამი და ევა შექმნა და არა ევა და ევა ან ადამია და ადამი. ამის გამო, მეგონა რომ ლიზა მხოლოდ საუკეთესო მეგობრის სტატუსით იარსებებდა ჩემს ცხოვრებაში. მეგონა ის გრძნობა რაც ლიზას მიმართ გამაჩნდა ყველას გააჩნდა თავისი „მეგობრის“ მიმართ.
თორნიკემ ეს ყველაფერი შეცვალა, მიუხედავად იმისა რომ ისიც ძალიან მიყვარდა, მიუხედავად იმისა რომ თორნიკე ჩემს ცხოვრებაში მეორე ადამიანი იყო რომელსაც სიცოცხლეს ვანდობდი, მისი კოცნა და შეხება ისეთი არ იყო როგორიც ლიზას შეხება.
ზუსტად მაშინ როცა ჩემი და თორნიკეს ტუჩები ერთმანეთს შეეხო სამყარომ სახე იცვალა, 360 გრადუსით შემოტრიალდა და თავბრუ დამახვია. თორნიკეს ბედნიერი თვალების დანახვისას მინდოდა გავჩუმებულიყავი, არაფერი მეთქვა და უბრალოდ მეც ბედნიერი ვყოფილიყავი ამ მომენტით. მაგრამ, გულმა ტვინზე სწრაფად იაზროვნა და თქვა:
- ლიზა მომწონს- წამებში გონს მოვეგე, გავიაზრე რომ ახლა იმ წამიდან ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი აღარ იქნებოდა. მხრები დამიმძიმდა თითქოს სამყაროს უდიდეს საიდუმლოს ვატარებდე. თორნიკეს სახეზე ორი ემოცია იკითხებოდა, გაოცება და იმედგაცრუება.
- ლიზა გოგოა- თქვა და ღიმილით შემომხედა. თავი დავხარე არ მინდოდა თორნიკეს ჩემი ცრემლიანი თვალები შეემჩნია, არ მინდოდა ასეთი ვყოფილიყავი-განსხვავებული. ბედნიერებას სინანული მოჰყვა.
- მაპატიე- ღრმად ამოვისუნთე და წამოვედი. მახსოვს მინდოდა შორს, რაც შეიძლება შორს წავსულიყავი თორნიკესგან. მინდოდა აღარ მეგრძნო ის რასაც ვგრძნობდი. მინდოდა ლიზა ჩემი ცხოვრებიდან გამქრალიყო და ბედნიერეად შემძლებოდა იმ ბიჭებთან ურთიერთობა რომლებსაც მოვწონდი.
ამ დღის შემდეგ თორნიკე რამდნიემე კვირა არ მელაპარაკებოდა, მაგრამ მაკვირდებოდა. ყოველ ჯერზე როცა ლიზას ბედნიერად ვუყურებდი მწველ მზერას ვგრძნობდი. ვერ იჯერებდა იმ ფაქტს რომ გოგოს შეიძლება გოგო მოსწონდეს. მიუხედავად იმისა რომ მეც ეჭვი მეპარებოდა იმაში თუ რამდენად წრფელი და ნამდვილი იყო მერვე კლასელის გრძნობა თავისივე კლასელი გოგონას მიმართ, ვიცოდი თორნიკესა და ლიზას მიმართ გრძნობებს შორის განსხვავება.
რამდნიმე კვირის შემდეგ შევრიგდით, თორნიკემ გუგლის დახმარებით ინფორმაცია მოიძია გოგოების შესახებ რომლებსაც გოგოები მოსწონს. იმაზე მეტი ინფორმაცია იცოდა ვიდრე მე. ხელოვნების გაკვეთილზე გვერდით მომიჯდა და ჩუმად მკითხა თუ როგორი იყო როცა გოგო გოგოს კოცნიდა. მახსოვს თვალები გამიფართოვდა- არ ვიცი რომ გამოვცდი გეტყვი- ვუთხარი და დაბნეულმა შევხედე. რამდენიმე წამმიანი სიჩუმე ჩვენმა ჩუმმა სიცილმა ჩაანაცვლა.
თორნიკე ამ წამიდან ჩემი ადამიანი გახდა. ადამიანი რომელიც ამ უზარმაზარ საიდუმლოს მხრებით, ჩემთან ერთად ატარებდა. ჩვენი მესამე ლობსტერი.



№1 სტუმარი სტუმარი Liza

ძალიან კარგად წერ ასე გააგრძელე ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent