უსასრულო (თავი პირველი)
ცა რომ ჩამოგექცევა ეგრე ვარ ზუსტად, თუმცა არც წვიმს და არც ქარიშხალია, პირიქით ისე აცხუნებს მზე, რომ ორთქლი ასდის ასფალტს. აი მე კი ყინულივით ცივი ვარ. გჯერათ? არ ვიცი, თქვენს ადგილას შეიძლება მეც არ დამეჯერებინა. ერთი სრულიად ჩვეულებრივი გოგო ვარ, არც ვარსკვლავებს ვწყვეტ და არც ია-ვარდივით მოფენილი ცხოვრების გზა მაქვს. როგორც ბევრი სტუდენტი, მეც სტუდენტური ცხოვრებით ვცხოვრობ, რომელიც უფრო სასიამოვნოდ მინდოდა გამეტარებინა, მაგრამ გადავყევი სიყვარულობანას, თან რა სიყვარულობანას, ვინ დამიფასა რო. -თათა სახლში ხარ? ამოვალ 10 წუთში -სახლში ვარ, მაგრამ თბილისში რა გინდა? ნუ გამაგიჟე -ნეტავ აქ მართლა რა მინდა, რომ მცოდნოდა რასაც შევესწრებოდი, ფეხს როგორ ჩამოვდგამდი საერთოდ -მეთქი, მოშორდა ჩემი ტკიპა დაქალი თავის შეყვარებულს და ცოტა ხანი ამოისუნთქათქო, შენ კი 5 დღეში უკან ბრუნდები, საერთოდ ნორმალური ხარ? რა მოხდა გამაგებინე -ვერც ვლაპარაკობ, გთხოვ უბრალოდ ამოვალ და მერე ვისაუბროთ სანამ თათასთან მივალ, გეტყვით თუ როგორ შემიყვარდა ჩემი "ტურფა". სკოლის ბოლო წელს დიდი პატივით წარგვიდგინეს დათა ზარქუა. სიმართლე გითხრათ დამრიგებლის არცერთი სიტყვა არ გამიგია. უბრალოდ, რომ შემოვიდა და დავინახე, გამოვეთიშე ყველაფერს. თქვენ გგონიათ მაგისნაირი სიმპათიური ბიჭი სკოლაში ან თუნდაც ქალაქში არ დადიოდა? არა, ცდებით. საერთოდ არაფრით გამორჩეული ბიჭი იყო, მაღალი თუმცა მოხრილი, ხმას თითქმის არ იღებდა. უბრალოდ მისი დანახვისთანავე მიხვდი რომ შემიყვარდა. მანამდე მქონია სიმპათიები, თუმცა ეს მათ სულაც არ გავდა. თავი დავკარგე, ვხურდი, საშინლად ვიყავი დაძაბული, ყოველი დილა მხოლოდ იმიტომ ვიღვიძებდი, რომ მენახა. ასე უთქმელობაში გავიდა თვეები, სკოლაში ვაცდენდით ბავშვები გაკვეთილებს, რეპეტიტორებთან სიარულით ვიყავით დაკავებული, მაგრამ ვაი ისეთ მეცადინეობას, ნახევარი არ შემდიოდა თავში. ასე ვაი-ვაგლახით მივედი ბოლო ზარამდე, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბოლო ზარის ღონისძიება ტირილში ჩავამთავრე. ყველას ეგონა სკოლას მივსტიროდი არადა, დათას რომ ვერ ვნახავდი მაგაზე ვდარდობდი, ეს მხოლოდ ჩემმა უახლოესმა სამმა დაქალმა იცოდა. საღამოს, კლასს დაგეგმილი გვქონდა სკოლის დამთავრება აღგვენიშნა. დიდად არც გამოვწყობილვარ, მუხლ ზემოთ ქვედაბოლო ჩავიცვი და თეთრი პერანგი. თმა ავიწიე. ტუში და ტუჩის ფერი პომადა წავისვი, რომელსაც არასდროს გავკარებივარ. მოკლედ მეგონა ყველაფერი უღიმღამოდ ჩაივლიდა, სუფრაზე სახე ჩამომტიროდა. რამდენიმე ხანში მოვედი ხასიათზე, ვცეკვავდი კიდეც, თუმცა რაღაც მაწუხებდა, ვერ ვხვდებოდი რა, მაგრამ როგორც კი დარბაზს მოვავლე თვალი და დათას სახე ვნახე, რომელიც წუთები იყო მომრჩერებოდა, მივხვდი, რომ ისე არ იყო ყველაფერი, როგორც მე მეგონა. როგორც მერე მივხვდი, მისმა ხასიათმა სასმელს ვერ აჯობა. ემოციებმა შემოუტია, გამოგლიჯა ჩემი ხელი ჩემ კლასელს, რომელთანაც ვცეკვავდი და რესტორნის უკანა მხარეს წამიყვანა, მაშინ ერთიანად დავიძაბე, საერთოდ აზრზე ვერ მოვედი რას აკეთებდა, პირისპირ დამაყენა და მიყურებდა დაახლოებით 5 წუთი, თუმცა ჩემთვის 5 საუკუნე ნამდვილად გავიდა და ბოლოს მეკითხება, "ნია რაზე აბარებ?" სრული შოკი მქონდა და უცებ ისტერიული სიცილი ამიტყდა, გულში ვფიქრობდი, ღმერთო რა შევცოდე ეს რეგვენი რამ შემაყვარათქო და გაცლა გადავწყვიტე, თუმცა ვერ მოვახერხე. ძლიერი ჩაჭიდება ვიგრძენი ჩემ სუსტ მაჯაზე, ასე მეგონა მომტყდებოდა, შემომაბრუნა და უხეშად დამაცხრა ტუჩებზე, თითქოს წყურვილით კვდებოდა, ისე მკოცნიდა სულ დამიხეთქა ჩემი ისედაც გამომშრალი ტუჩები და დარწმუნებული ვარ ჩემი სისხლის გემოსაც გრძნობდა, ორივე ხელი ჩემ ლოყებზე მოეკიდა და არ აპირებდა კოცნა მიეტოვებინა. მე კი სრულიად უუნარო გავხდი, არც ტუჩები გამიმოძრავებინა, არც თავის დახსნა მიცდია, უბრალოდ ვიდექი და საერთოდ მოწყვეტილი ვიყავი გარე სამყაროს, მერე უეცრად ფეხებში ძალა წამერთვა და ეუჭველი დავეცებოდი, წელზე რომ არ შემოერტყა თავის მკლავები და არ დავეჭირე. ვეჯექი მუხლებზე გაშტერებული, ის კი ძალიან თბილად მიღიმოდა, შემდეგ დამისვა თავის ხელები სახეზე, ტუჩებზე და თმებზე, თითქოს ცდილობდა მომხდარი წაეშალა ჩემი სახიდან, მე კი უცებ არ ვიცი რატომ, მაგრამ სწრაფად ავდექი და გავეცალე, რესტორანში შევედი, დაქალები გავაფრთხილე მივდივართქო, ჩანთას დავტაცე ხელი და დაღმართს დავუყევი. აზრზე მოსვლა მჭირდებოდა, უნდა გამეანალიზებინა რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, რატომ ჩაიდინა, ნეტავ მოვწონდი თუ უბრალოდ ხვდებოდა რომ მიყვარდა და უნდოდა ეს გამოეყენებინა. სახე გამიფითრდა, შემცივდა, არადა ივნისი იყო, უბრალოდ ასე ვიყავი, როცა ვნერვიულობდი ყინულივით ცივი ვხდებოდი, გარეთ რა ტემპერატურა ყოფილიყო იმისდა მიუხედავად. არც გაუგია როგორ წამოვედი. სახლში ემოციებისგან დაცლილი დავბრუნდი, ვერ გავიგე გამხარებოდა თუ არა მისი საქციელი, უბრალოდ ძალიან უხეში მეჩვენა, თითქოს წლები რომ აგროვებს ემოციებს და უცებ რომ ამოხეთქავს და გადათელავს ყველაფერს, ეგეთი ამბავი იყო. ვერ დავიძინე, ვფიქრობდი. დილის 5 საათზე შეტყობინება დავუტოვე სამივე დაქალს და ძილს მივეცი. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი რომ მომწერდა ან დამირეკავდა, ვიცოდი რანაირი უჟმური ადამიანი იყო და ამის იმედი ჩემი თავისთვის არ მიმიცია. არც მე ვაპირებდი რამე გამერკვია მასთან, მშვიდად დაველოდებოდი, ისევ ისეთი დარჩებოდა თუ შეცვლიდა თავის დამოკიდებულებას. შუადღის 12ზე ჩემი გოგონები უკვე ჩემთან იყვნენ და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. მათ კი მითხრეს რესტორანში რომ შემოვიდა თავი მაგიდაზე დადო და არც აუწევიაო. არც ვიცით ჩაეძინა თუ ფიქრობდაო, ხო იცი ისე ვერთობოდით დათას თავი ვის ჰქონდაო ან ვინ ვიფიქრებდით ასეთი რამ თუ გააკეთაო, ცოტა კი გაუგებარი სიტუაცია იყო რატომ წახვედი, მაგრამ ვიცოდით რასაც განიცდიდი და დარჩენა არ დაგაძალეთო. თავი არ გვიმტვრევია დასკვნის გამოტანისგან, ან რა დასკვნა უნდა გამოგვეტანა, როგორც გავაანალიზეთ სრულიად არაპროგნოზირებადი ადამიანი გამოდგა. რამოდენიმე დღეში საატესტატო გამოცდები გვქონდა და სრულად გადავერთე მეცადინეობაზე. სკოლაში რომ მივედი მანდ დამხვდა, არც შემიხედავს, მისგან კი ვგრძნობდი დაძაბულ მზერას, ყველაფრის მიუხედავად, თუ როგორ მიყვარდა, მაინც ვბრაზობდი კოცნის გამო, მართლა უხეშად გამოუვიდა. რა თქმა უნდა ჩავაბარე, ისეთი მარტივი იყო, გავბრაზდი კიდეც რას მოვიკალი მეცადინეობით თავითქო. გოგონები გავუშვი არ დამელოდოთ მამიდაჩემთან მივდივართქო, აქვე ცხოვრობდა ამიტომ აზრი არ ჰქონდა გოგონების დარჩენას, საუბარს წესიერად მაინც ევრ მოვახერხებდით. სკოლიდან გასვლის დროს პარალელურ კლასელმა გეგამ დამიძახა, დიახ დამავიწყდა მეთქვა, არ იყო ცუდი ბიჭი, დათა რომ არა, გეგა მისი აქტიურობის გამო შეიძლებოდა შემყვარებოდა კიდეც, მაგრამ თავს ვიტყუებ, დიახ, დათა რომ მიყვარდა ისე ნამდვილად ვერ შემიყვარდებოდა, მთელი სულითა და გულით, ჭკუას ვკარგავდი, თუმცა კოცნამ თითქოს რაღაც შეცვალა, ძალიან დავფრთხი, არც კი ვიცი რისი შემეშინდა, ნეტავ რამე იმედების დამსხვრევის? მოკლედ ვინ იცის, ამას არც ჩავუღრმავდი. გეგამ გაცილება შემომთავაზა რაზეც უარი ვუთხარი, ნამდვილად არ მქონდა მისი თავი, ზოგჯერ რაღაცნაირად ვღიზიანდებოდი, როცა ჩემ გვერდით ყოფნა უნდოდა, უცებ გავეცალე ჩქარი ნაბიჯებით, თუმცა ქუჩის კუთხეში სვლა შევანელე, არსად მეჩქარებოდა და ცოტა გასეირნება გადავწყვიტე, ყურსასმენები გავიკეთე და ესპანურ ჰანგებში ჩავიძირე. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ მხარზე შეხება ვიგრძენი, ისე შემეშინდა გული ამოვარდნას მქონდა, რომ შევბრუნდი დათა დავინახე, რა თქმა უნდა, ჩემმა გულმა არ მიღალატა და გამოტოვა რამდენიმე ფეთქვა, არც გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ ისევ მიყურებდა და ხმას არ იღებდათთქო. როგორ შევძელი არ ვიცი, თუმცა შევეკითხე თუ რა უნდოდა, ხელი ჩამჭიდა და ახლომდებარე პარკში შემიყვანა, გრძელ სკამზე დავსხედით, უფრო სწორად ის დაჯდა, მე კი მთელი ძალით დავეხეთქე, ეკლებზე ვიჯექი, ერთი სული მქონდა ეს გაურკვებლობა დასრულებულიყო. საუბრის დაწყება ძალიან გაუჭირდა, თუმცა რომ დაიწყო არც გაჩერებულა, ყველაფერი მითხრა, ყველაფერი ის რაც ასე მაინტერესებდა, ვუყვარდი, მხოლოდ ეს მიწვდა ჩემ ყურებს, მითხრა რომ შევუყვარდი სკოლის ბოლო პერიოდში, როცა ბოლო ზარისთვის ვემზადებოდით, რომ მოგწონვარ ვიციო, თუმცა როდესაც სხვას უღიმოდი ნერვებს მაგლეჯდა ეს ყველაფერი და საბოლოოდ ბოლო ზარის დღეს, სხვის გულ-მკერდზე მიყრდნობილი რომ გნახე, როცა ეცეკვებოდიო თავი ვერ შევიკავეო, არ ვიცი, ისევ ისე მოგწონვარ თუ ნაკლებადო,მაგრამ მინდა იცოდე, რომ მინდა ჩემი შეყვარეული გახდეო. რა უნდა დამმართნოდა თქვენი აზრით, აი რა დაემართებოდა ყურებამდე შეყვარებულ გოგოს, რომელსაც ამ სიტყვებს ეუბნებიან? ყველაფერი ცუდი დამავიწყდა, ის უხეში კოცნაც და გადათენებული ცრემლიანი ღამეებიც. ავტირდი, ოღონდ ბღავილი არ დამიწყია, ცოტა ქალურად, ლამაზად ავტირდი და გულ-მკერდზე მივეკარი. დიახ ასე მარტივად გავხდი მისი შეყვარებული, დიდი არაფერი ძალისმხნევა არ გამოუჩენია, არც ვაპირებდი გამეწვალებინა, რადგან ამით მას კი არა, ჩემ თავს უფრო გავაწვალებდი, ისედაც ნერვი აღარ შემრჩა მასზე ფიქრში და ოცნებაში. მიხვდა, ან რა დიდი მისახვედრი ის იყო, რომ მეც მინდოდა მასთან ყოფნა, ხელი ჩამჭიდა და მკითხა თუ სად მინდოდა წასვლა. ასე გავიდა ორი წელი, სიმართლე გითხრათ ამ ორ წელში უფრო დავიტანჯე, ვიდრე იმ ერთ წელში, როცა მიყვარდა და ჩემი არ იყო. სხვანაირი ადამიანი იყო, მოკითხვით თავს არ მოიკლავდა, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვსწავლობდით, მე არქიტექტურა ავირჩიე, მან კი სამედიცინო. ზოგჯერ ისეთი ცივი იყო, ხშირად ვფიქრობდი დაშორებაზე, თუმცა მაინც გადამაფიქრებინებდა, ზოგჯერ კი ისეთი მომთხოვნი ვერ ძღებოდა ჩემი კოცნით, ვხვდებოდი, მეტი რომ უნდოდა, მაგრამ შინაგანად რაღაც მაკავებდა, რაღაც მაიძულებდა ჩემი თავი მისთვის ბოლომდე არ მიმეძღვნა, არ ვიცი ეს რა იყო, ინტუიცია თუ რა, მაგრამ ფაქტია სწორად მოვიქეცი. მესამე კურსზე გადავდიოდით ორივე, ის უკვე პრაქტიკებს გადიოდა ერთ-ერთ კლინიკაში. აგვისტო იყო, მშობლებმა გონიოში ბინა იყიდეს, უნდა მოგვეწყო და ერთი თვის მივდიოდით, თუმცა უკვე ვხვდებოდი ერთი თვე მის გარეშე ვერ გავძლებდი. წასვლიდან მეორე დღეს გავიგე, მშობლები დასავლეთში ბებიასთან წავიდნენ და მარტო ვარო, ნუ გეშინია არ მოვიწყენ, პრაქტიკა დავიმატე და ღამისთევით ვიქნები კლინიკაშიო. არ ვიცი რა გადამიტრიალდა, არა რა, ზოგჯერ როგორი შტერები ვართ ეს გოგონები, ვხვდებოდი, რომ მეც სიგიჟემდე მინდოდა მასთან, ბოლო პერიოდში მეც ცოტა მაკლდა ზღვარს რომ არ გადავსულიყავი. მშობლებს ვუთხარი აქ ვერ გავჩერდები, რამოდენიმე დღით წავალ თბილისში, გოგონებთან მინდა 1 კვირა მაინც გავატარო და მალე ჩამოვალთქო. ასეც მოვიქეცი, სანამ წამოვიდოდი, მოვასწარი რუჯის მიღება, დილით ადრე წავედი ბათუმში, ლამაზი პენუარი ვიყიდე,მატარებელსაც მივუსწარი და საღამოს უკვე თბილისში სახლში ვიყავი. დილით შხაპი მივიღე, საჭირო ნივთები ნაჭრის ჩანთაში ჩავყარე და დათას ბინისკენ გავეშურე, ახლა მეფიქრება ასეთი სისულელე რამ გამაკეთებინა, ნუთუ ამ ორი წლის მანძილზე მისი სიცივე, არმოკითხვები, მოგდებული მიყვარხარ, "ხო იცი ასეთი ხასიათი მაქვს", ეს ყველაფერი როგორ დავივიწყე?! მაგრამ ხომ იცით ეს სიყვარული თავს გვაკარგვინებს, ყველაფრის მიუხედავად, უფრო მეტადაც მიყვარდა ვიდრე მანამდე. ისე მიხაროდა, რომ ჩემ თავს ვაჩუქებდი, ვიცი ძალიან უნდოდა და როგორ ბრაზობდა როცა ვაჩერებდი, მაგრამ ახლა მივხდი რომ არაფერს არ ჰქონდა აზრი, არც ჩემ ქალიშვილობას, არც ჩემ მომავალ ოცნებებს თუ ახლა არ ვაგრძნობინებდი, რომ მინდოდა მისი ვყოფილიყავი და ყველაფრისთვის ვიყავი მზად. და აი ასეთი ბედნიერი მივადექი მის ბინას, ვიცოდი კვირა იყო და ისვენებდა. რამდენჯერმე დავაკაკუნე, კუთხეს მივეფარე, არ მინდოდა სიურპრიზი ჩამშლოდა, მაგრამ თურმე თვითონ რა სიურპრიზს მახვედრებდა როგორ მეგონა. კარი გოგონამ გამიღო დათას დედის ხალათი ეცვა, თმა აბურდული და ჟოლოსფერი პომადა ტუჩის კუთხეებს აცილებული ჰქონდა, დიდი სჯა-ბაასი არ სჭირდებოდა ამ სალხში მომხდარ ამბავს, ეს გოგო გვერდით გავწიე და დათას გავძახე, გაფითრებული გამოვიდა, არაფერი მხოლოდ გავუღიმე და წამოვედი, ლიფტის ლოდინის თავი არ მქონდა ფეხით ჩამოვდიოდი 8 სართულიდან, ამ კიბეებზე ყოფნისას შემრცხვა ჩემი თვის, შემრცხვა იმის თუ რას ვაპირებდი, როგორი უთავმოყვარეო გავხდი ამ სიყვარულის გამო, ადამიანსაც ხომ გააჩნია ვის ჩუქნი შენს სულ და სხეულს, მე კი ვერ მივხდი თუ როგორს ვჩუქნიდი, ქვემოთ დამხვდა, ალბათ გულის სიღრმეში მინდოდა კიდეც, ცალკე იმ გოგოს გარეშე მენახა და მაგიტომ ჩამოვდიოდი კიბეებით. მართლა პირველად ვნახე ასეთი, როგორიც სულ მინდოდა მენახა, თითქოს ჩემი დაკარგვის ეშინოდა და ბრძოლა უწევდა, თუმცა უცებ გულის რევა ვიგრძენი, ამ გოგოს საშინელი სუნამო, რომელიც კარის გაღების დროს ვიგრძენი, ისე შერწყმოდა დათას სუნამოს, თავს ძლივს ვიკავებდი გული არ ამრეოდა. გვერდით გავწიე და გავეცალე, მივხდი მარტო სუნამო არ მირევდა გულს.ამ ყველაფრის მიუხედავად ზუსტად მახსოვს ჩვენი დიალოგი სანამ საბოლოოდ გავეცლებოდი და თათასთან დავრეკავდი. -შენ ხომ არ გაგიჟდი? ხელი გამიშვი, არ გამედო შენი ნაფერები ხელები შემახო -გთხოვ მომისმინეთქო, შენ კი გარბიხარ, სხვა რა დამრჩენია, ვცდილობ ძალით მაინც დაგაკავო და აგიხსნა ყველაფერი -რა უნდა ამიხსნა ნუ გამაცინე,სრულიად შტერი ადამიანი ჩამიგდე ხელში და გეგონა ყოველ შენს ქცევაზე თვალს დავხუჭავდი? -ასე არ არის შენც კარგად იცი -მთლად დებილი ნუ გგონივარ გეხვეწები რა?! -ნია შემომხედე გთხოვ -გიყურებ,დაამთავრე სათქმელი უნდა წავიდე -მიყვარხარ, უბრალოდ ეს ისეთი რამაა ვერ აგიხსნი -ყველაფერს ჰორმონებს ნუ აბრალებს გეხვეწები რა, შენს სიცივეს ვიტანდი, შენ უხეშ ქმედებებს ვიტანდი,ახლა ამის ატანაც არ მომთხოვო გეხვეწები რა, მორჩა ყველაფერი, უბრალოდ გისურვებ ისე შეგიყვარდეს ვინმე, რომ მერე ჩემსავით ასე დაგტანჯოს, თავს მიხედე კიდევ ბევრი გეყოლება დასაგემოვნებელი და ენერგია ხომ უნდა ამას?! სიტყვის თქმაც არ დავაცადე, იმდენად აუტანელი იყო მისი ყურება. 10 წუთის ნაცვლად 30 წუთის შემდეგ ვაკაკუნებ თათას კარზე, რომელმაც უკვე 20ჯერ მაინც დამირეკა. -რა მოხდა ნია, რა ეფრი გადევს -მითხარი რომ ყველაზე უპინციპო, უთავმოყვარო დაქალი გყავს დედამიწის ზურგზე -ნია გული ნუ გამიხეთქე, მომიყევი რა მოხდა -დათას მივადექი, ქალიშვილობა უნდა ჩამებარებინა, მანდ კი უკვე დაუწყნარებია ჰორმონები და აღარ დავჭირი -შენ გააფრინე გოგო? რეეებს მიედ-მოედები, მართლა მაგისთვის მიხვედი? -ხო, რაზე უნდა მეცადა, ორი წელი არ კმაროდა? მეც ვხვდებოდი კაცი მაინც კაცია, სჭირდება სითბო და სხვისკენ თუ გაიხედა, ისედაც ვხდებოდი რომ ვერ ვაპატიებდი, ამიტომ გადავწყვიტე ეს ნაბიჯი გადამედგა -ჯერ მაგის ტვინში ჩამახედა, თუ ქალი უნდოდა და მით უმეტეს გეუბნებოდა მიყვარხარო, მოეყვანე, რატომ უნდა ეტკინა შენთვის გული და ეგრე რატომ უნდა გეწანწალათ საყვარლებივით. მაგ პასუხისმგებლობასაც გაურბოდა, ძალიან კარგი რაც მოხდა, ვიღაც ნაბიჭვარს არ გადაულოცე შენი თავი. დედაშენს გული დაარტყამდა. არ იცი ამ უჟმურს ტვინში რა ჭანჭიკი გადაუბრუნდებოდა და როდის ჩაიდენდა მსგავსს საქციელს, იმისდა მიუხედავად რომ შენ თავს ბოლომდე მიუძღვენდი, ახლა კი არ უნდა ტიროდე ქალბატონო, პირიქით, იცინოდე ესეთი სარეველა რომ მოგშორდა. ან შენ თავს შეხედე, ამ სამ წელში ისე შეიცვალე ყოველი მეორე თუ არა მესამე მამაკაცი ქუჩაში თვალს გაყოლებს. დაქალდი დამშვენდი, რა გაგიხდა ეგ დათა, ვის არ ჰყვარებია, ნუ გადამრიე, არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. ცოლ-ქმრობაში შეიძლება ისე გაუჟმურებულიყო დაგამსგავსებდა 60 წლის ქალს. -არ ვიცი შენს გარეშე რა მეშველებოდა -არც არაფერი ქალაბტონო ნია, ახლა კი მოიცა, გათბობა არ ჩამართვევინო გეხვეწები, საბანს ჩამოგიღებ და საწოლში შეწექი.ამ სიცხეშიც არ მსიამოვნებს ისეთი ცივი ხარ და დაისვენე გესმის?! გამოიძინე, ჩემთან დარჩები ეს დღეები. მერე სანამ ზაფხული დამთავრდება ჩამოვა ის ორი გიჟიც საგურამოდან და წავიდეთ ზღვაზე. -აქ იქნები? -აბა სად წავალ? საჭმელს გავამზადებ სანამ გეძინება, მერე კი საღამოს ცოტა გავერთოთ. გამიხარდება თქვენი კომენტარების ნახვა და შეფასებები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.