შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 23 თავი


17-12-2022, 12:12
ავტორი ნეაკო
ნანახია 10 968

დედის მოულოდნელი ავადმყოფობის გამო ბათუმში 2 თვით ჩასული მია საშინლად იმედგაცრუებული და გულნატკენი იყო იმის გამო რომ მთელი ეს დროს მისი ბავშვობის მეგობრები ანდრია და თორნიკე ჯიუტად აიგნორებდნენ მას და დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობას თათიას ეკითხებოდნენ, რომელიც ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებით დღეში რამდენჯერმე ურეკავდა მას, ამხნევებდა, ამშვიდებდა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას სთავაზობდა. ამ ყველაფერის მიუხედავად მიამ ყველაზე მეტად ის განიცადა რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანმა ორმა მამაკაცმა კახამ და დავითმა, მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, მხოლოდ რამდენჯერმე დაურეკა და გულგრილად მოიკითხა დედამისი, რომლის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა.
საავადმყოფოს გრძელი დერეფნის ცივ იატაკზე, მარტოდ-მარტო იჯდა სასოწარკვეთილი მია და ცრემლიანი თვალებით ერთ წერტილს მიშტერებოდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა მის დაძაბულ სმენას უხმო რეჟიმზე დაყენებული ტელეფონის ზუზნის ხმა მიწვდა. მაშინვე ინატრა თათიას გარდა ვინმე სხვა ყოფილიყო, თუნდა უცნობი ადამიანი რომელსაც უბრალოდ ნომერი შეეშალა, რადგან ყოველ ჯერზე როცა თათია უკერავდა მოსაკითხად თავს კიდევ უფრო მარტოსულად გარიყურად და მიტოვებულად გრძნობდა. ეკრანს დახედა, მაგრამ ვერ გაარჩია ვისი სახელი ეწერა, ამიტომ იმედი ჩაესახა გულში რომ თათიას გარდა კიდევ ვიღაცს სხვასაც გაახსენდა ის და დედამისი, მაგრამ როგორც კი დაბინდული მზერა გადაეწმინდა და დის სახელის წაკითხვა შეძლო, მაშინვე ჩააქრო ეკრანი და ჯიბეში შეინახა მობილური რომელიც გაუჩერებლად რეკავდა.
ოპერაციის წარმატებით დასრულებამ ოდნავ დაამშვიდა აფორიაქებული მია, მაგრამ სიმარტოვის განცდამ იმდენად მოუწამლა სული რომ ვერაფრით შეძლო წინააღმდეგობა გაეწია მოწოლილი სიმწრის ცრემლებისთვის, რომლებიც ოდნავადაც ვერ უშუშებდბენ გულის იარებს. ფიქრებში წასული, დაღლილ-დაქანცული მია გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა თავზე წამომდგარმა პიროვნებამ უხეშად წაავლო ნიკაპზე ხელი და თავი ააწევინა
-აქ რას აკეთებ?-უემოციო ტონით ჰკითხა დაბნეულმა გოგონამ ანდრიას და სწრაფად მოიშორა მისი ხელი სახიდან
-რატომ არ უთხარი თათიას, რომ დედაშენი დღეს იკეთებდა ოპერაციას?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ანდრიამ ტირილისგან თავლებდასიებულ გოგონას და ოდნავ უკან დაიხია
-საჭიროდ არ ჩავთვალე
-იცი როგორ ნერვიულობდა თქვენზე?
-აქ თათიაზე სალაპარაკოდ მოხვედი?
-არა...შენს გამო მოვედი-გულწრფელად უთხრა ანდრიამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- რადგან არ მინდოდა თავი მარტოდ გეგრძნო
-ჩემს გამო ჩამოხვედი ბათუმში?-ინტერესით ჰკითხა მიამ და მოთმინებით დაელოდა მის პასუხს
-ამას შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ანდრიამ და უნებურად მზერა მის გადაფითრებულ სახეს მიაყინა
-არანაირი-მხერების აჩეჩვით უპასუხა მიამ და თავი დახარა რადგან ძალა აღარ ეყო გამკლავებოდა ანდრიას დაჟინებულ მზერას, რომელშიც მისი დაუნდობლად ნათქვამი სიტყვების მერე უსაზღვრო ტკივილი, იმედგაცრუება და სასოწარკვეთა გამოისახა
-რამდენიმე დღე ბათუმში ვიქნები, თუ რამე დაგჭირდება შემომეხმიანე-კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩამწყდარი ხმით უთხრა ანდრიამ დაძაბულ გოგონას და მაშინვე ზურგი აქცია
-თათიას არ უთხრა რომ დედამ ოპერაცია გაიკეთა
-რატომ?-დაინტერესდა ანდრია და მისკენ მიტრიალდა
-არ მონდა რომ ჩამოვიდეს და ასეთ მდგომარეობაში მნახოს
-კარგი როგორც გინდა-უემოციო ტონით უპასუხა ანდრიამ ფეხზე წამომდგარ გოგონას და მაშინვე მიტრიალდა
-მადლობა-მიაძახა მიამ, რის გამოც წამიერად ადგილზე გაიყინა დაბნეული ბიჭი
-რისთვის?-კარგა ხნის სიჩუმის მერე უინტერესოდ ჰკითხა ზურგით მდგომ გოგონას და ოდნავ შეტრიალდა მისკენ
-იმისთვის რომ ჩამოხვედი-მომღიმარი სახით უთხრა მიამ და სწრაფად მიუახლოვდა
-შენს გამო არ ჩამოვსულვარ ბათუმში- ბრაზნარევი ტონით უთხრა აღელვებულმა ბიჭმა ზედმეტად ახლოს მდგომ გოგონას და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა - საქმეები მქონდა აქ და ამიტომ ჩამოვედი, დედაშენის ოპერაციის ამბავი კი შემთხვევით გავიგე უბნის ბიჭებისგან
-გასაგებია-ცინიკური ტონით უთხრა მიამ და ოდნავ უკან დაიხია. ანდრია მაშინვე სიტყვის უთქმელად მიტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ.
.....
დედის პრეტენზიებით, შენიშვნებით და საყვედურებით დაღლილ-დაქანცული მია გაოცებული მზერით მიაჩერდა თათიას, რომელიც დაუკაკუნებლად შევიდა მათთან პალატაში, დიდი ყვითელი ვარდების თაიგულით და სასაჩუქრე პარკით ხელში.
-აქ რას აკეთებ?-ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა, მისი მოულოდნელი სტუმრობით დაბნეულმა მიამ მომღიმარ გოგონას და ინსტიქტურად დაკეტილ კარზე მიეყინა ცივი მზერა, რადგან თავისდაუნებურად დავითის ნახვის იმედი აუკიაფდა გულში.
-რატომ არ მითხარი რომ დედაშენმა ოპერაცია გაიკეთა?-უმისამართოდ იკითხა თათია და ახლად ჩაძინელბულ .... ახლოს დადო თაიგული
-საჭიროდ არ ჩავთვალე-დაუღრინა იმედდაკარგულმა მიამ და ცრემლიანი თვალები სწრაფად მოაშორა კარს
-რატომ?-ეწყინა თათიას
-გარეთ გავიდეთ-ჩავარდნილი ხმით უთხრა მიამ გაბუტულ გოგონას და ხელჩაკიდული გაიყვანა გარეთ, დედამის რომ არ გაღვიძებოდა
-გაბრაზებული ხარ ჩემზე? რამე არასწორად გავაკეთე?-ეზოში გასვლის თანავე მაშინვე ეს ჰკითხა ანერვიულებულმა გოგონამ გაღიზიანებულ დას და სევდით სავსე მზერა მის გადაფითრებულ სახეს გაუშტერა
-არა საიდან მოიტანე?-შეიცხადა მიამ და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა
-თუ გაზიღიანებს ჩემი აქ ყოფნა წავალ
-საიდან გაიგე რომ დედაჩემმა ოპერაცია გაიკეთა, ანდრიამ გითხრა?-სიტყვა ბანზე აუგდო მიამ და ჰკითხა ის რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა
-არა, დიდი ხანია ანდრიასთან არ მილაპარაკია... მამაჩემა გაიგო შემთხვევით და მაშინვე წამოვედი
-მარტო?-ჩაეკითხა მია, რომელსაც, რატომღაც კიდევ ჰქონდა იმედი იმისა, რომ მისთვის ასეთ რთულ და მძიმე დროს მაინც ჩამოაკითხავდა დავითი და ცხოვრებაში ერთხელ მაინც აგრძნობინებდა გვერდში დგომას...თუნდაც ცოტა ხნით
-ჩემს დეიდაშვილს ვთხოვე და იმან წამომიყვანა მანქანით- დაუფიქრებლად უთხრა თათიამ სახე წაშლილ გოგონას და იქვე ახლოს მხგომ ვერცისფერ მერსედესზე მიანიშნა
-ჩემსგამო ჩამოხვედი?-უინტერესოდ ჰკითხა მიამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა
-რა თქმა უნდა!-დარწმუნებით უთხრა თათიამ და თბილად გაუღიმა
-იცი? ანდრია აქაა ბათუმში
-არა და არც მაინტერესებს
-რატომ?-ირონია გაერია ხმაში მიას- შენ ხომ მოგწონს ის
-ანდრიაზე ლაპარაკი არ მინდა- მოიღუშა თათია და საუბრის დასრულება გადაწყვიტა თუმცა გულმა არ მოუთმინა და ...... ჯანმრთელობის მდგომარეობა დაწვრილებით გამოჰკითხა ხასიათზე მოსულ მიას.
.......
შუაღამისას, შინ დაბრუნებული მასვამი კახა უკმაყოფილო მზერით მიაჩერდა დივანზე მჯდომ თამუნას, რომელიც მშვიდად უყურებდა ტელევიზორს და მის იქ ყოფნას ოდნავადაც არ იმჩნევდა.
-თამუ-შეეხმიანა მისი იგნორით გაღიზიანებული კახა და ნელა მიუხალოვდა
-გშია?-უინტერესოდ ჰკითხა თამუნამ თავზე წამომდგარ კაცს და ინსტიქტურად საათს გახედა
-არა-ბრაზნარევი ტონით უთხრა კახამ და ტელევიზორი გამორთო- დაძინება მინდა! შენთან ერთად-ბოლო ორი სიტყვა ხაზგასმით წარმოსთვქა და აღელვებული ქალი ფეხზე წამოაყენა
-კახა-დაიძაბა თამუნა
-რა?
-მე...-რაღაცის თქმა დააპირა თამუნამ მაგრამ მაშინვე ხმა ჩაუწყდა როგორც კი საყვარელი მამაკაცის ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო ყელზე. თუმცა ეს სასიამოვნო მომენტი სულ რამდენიმე წამს გაგარძელდა, რადგან სწორედ ამ დროს ანა გამოვიდა ოთახიდან და უმისამართოდ იკითხა
-მოხვედი მა?
-ეს ხომ გათხოვდა! ისევ ჩვენთან რატომ ცხოვრობს?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა კახამ ცოლს და ანას გახედა, რომელიც დაბნეული მზერით მიაჩერდა სახეში მას
-რამე გინდა დე?-ღიმილით ჰკითხ თამუნამ დაბნეულ გოგონას და ნაბიჯი გვერდზე წადგა მაგრამ კახა მაშინვე წინ აესვეტა, თვალებში ჩააცქერდა და ინტერესით ჰკითხა
-საით?
-კახაა!-გეცინა თამუნას-ალბათ შია ბავშვს
-გათხოვება თუ მოახერხა საჭმლის მომზადებასაც მოახერხებს როგორმე- მკაცრი ტონით უთხრა კახამ ცოლს და საძინებელში შეიყვანა
-სულ გაგიჟდი?-შეიცხადა თამუნამ
-მომენატრე-ჩავარდნილი ხმით უთხრა კახამ და ქვედა ტუჩზე ნაზად აკოცა
-მორჩი!-გაუბრაზდა თამუნა. მოულოდნელად ხელიდან გაუსხლტა და ოთახიდან გავიდა -გშია დე?-მომღიმარი სახით ჰკითხა, იქვე დივანზე მჯდომ, გაბუტულ ანას და სამზარეულოში შევიდა. მას მალევე უკან მიჰყვნენ კახა და ანა, რომელთაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია სამზარაულოდან გამოსულ მადისაძვრელ სურნელს. შუაღამის ვახშამმა მხიარულად ჩაიარა, ამიტომ ხასიათი ყველას გამოუკეთდა, მაგრამ როგორც კი კახას შეტყობინება მიუვიდა რომელიც სასწრაფოდ წაშალა წაუკითხავად ყველაფერი აირია
-ვინ იყო?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თამუნამ ქმარს და მაგიდილს ალაგება განაგრძო
-ნომერი შეეშალათ-ჩამწყდარი ხმით უთხრა კახამ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო
-დარწმუნებული ხარ?-ჩაეკითხა თამუნა და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო საძინებელში შევარდა ანერვიულებული. ამ დროს გაბრაზებულმა კახამ უმისამართოდ შეიგინა და მიას მოკეტექსტური შეტყობინება მისწერა ,,ზღვარს გადადიხარ" შემდეგ კი ოთახში შევიდა და ზურგს უკნიდა აეკრო, სარკის წინ მდგომ თვალებაწყლიანებულ ქალს



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

Am mias ukve zedmeti Mozdis tavisi da rashuashia suleli gogoa

ისე თვითონ ისტორია კარგია ავტორს არეწყინოს მიას ეს საქციელი არმომწონს მარტო

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენე

"ეს ხო გათხოვდაზე" იმდენი ვიცინე, ახლაც ვერ ვჩერდები joy
კაი, კახა იქით იყოს და მიაზე უნდა დავწერო ცოტა გრძლად (როგორ მოახერხე, რომ ახალგაზრდებით უფრო დამინტერესე ვიდრე Sugar daddy-ით, ვერ ვხდები smiley ).
მიას ადგილას ან ერთხელ მაინც უნდა აღმოჩნდეს ადამიანი, ან მეგობარი უნდა ყავდეს მაგ დღეში და ყოველდღე უყურებდეს, ან განსაკუთრებული ემპათიით უნდა გამოირჩეოდეს, რომ რასაც ახლა მია აშავებს და ათეთრებს ყველაფერში უგებდეს და თანაუგრძნობდეს. მე რომელი შემთხვევა ვარ არ დავწერ joy , მაგრამ გულწრფელად თანავუგრძნობ და ნოლია ჩემი აგრესია მის მიმართ. გული ჩამეწვა იმდენჯერ ჰკითხა სხვადასხვა ახლობელს, ჩემ გამო ჩამოხვედიო? გასაგებია, რაც აკლია, ვისგანაც აკლია და რასაც ითხოვს დანარჩენებისგან. მართლა მეცოდება და გამიხარდება თუ ეს ისტორია მიას წარსულის დამარცხებით და ბედნიერი მომავლით დამთავრდება.

ამ თავით უცებ მივხვდი ვინ ვისთან მინდა რომ დარჩეს (უფრო სწორი სიტყვაა "განაწილდნენ" :D). ისე იყო აღწერილი სიტუაცია, რომ მარტივად დავალაგე წყვილების ჩემეული ვარიანტები (მაგრამ მგონი ჯობია ჯერ არ გავამხილო).

ანდრიაზე და თორნიკეზე მინდოდა კიდე წინა თავში რაღაცის თქმა. თიკო ძალიან ხაზს უსვამდა ამ ბიჭების უსაქციელობას, ხოდა მე რომ მაგათზე კითხვა მსიამოვნებს და მაინტერესებს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმეს საქციელს ვიწონებ, ან ვამართლებ. ერთადერთი ადამინი, ვინც თან არასწორად იქცევა და თან მაინც ჩემს თანაგრძნობას იწვევს - მიაა. ანდრიას და თორნიკეს მოტივები გასაგებია, მაგრამ არც ერთი ეს მოტივი არ აბათილებს მათ არასწორ საქციელს.

ტკბილო ნეაკო, მშვენიერი თავი იყო. kissing_heart
პ.ს. დავითზე თუ ვიღაც ჯანდაბაზე რომ ვიძახდი ცუდი და არასწორი ადამიანია-მეთქი, ეგეც გამართლდა ამ თავით. პირველივე ხსენებაზე ატანა არ მქონდა მაგ ხილფაფა კაცის და ახლა ხომ მითუმეტეს. unamused

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თაკო
Am mias ukve zedmeti Mozdis tavisi da rashuashia suleli gogoa

ისე თვითონ ისტორია კარგია ავტორს არეწყინოს მიას ეს საქციელი არმომწონს მარტო

მადლობა რომ გამომეხმაურე, არა საწყნი რა არის პირიქით მიხარია რომ შენი აზრი გამიზიარე ❤

სტუმარი ელენე
"ეს ხო გათხოვდაზე" იმდენი ვიცინე, ახლაც ვერ ვჩერდები joy
კაი, კახა იქით იყოს და მიაზე უნდა დავწერო ცოტა გრძლად (როგორ მოახერხე, რომ ახალგაზრდებით უფრო დამინტერესე ვიდრე Sugar daddy-ით, ვერ ვხდები smiley ).
მიას ადგილას ან ერთხელ მაინც უნდა აღმოჩნდეს ადამიანი, ან მეგობარი უნდა ყავდეს მაგ დღეში და ყოველდღე უყურებდეს, ან განსაკუთრებული ემპათიით უნდა გამოირჩეოდეს, რომ რასაც ახლა მია აშავებს და ათეთრებს ყველაფერში უგებდეს და თანაუგრძნობდეს. მე რომელი შემთხვევა ვარ არ დავწერ joy , მაგრამ გულწრფელად თანავუგრძნობ და ნოლია ჩემი აგრესია მის მიმართ. გული ჩამეწვა იმდენჯერ ჰკითხა სხვადასხვა ახლობელს, ჩემ გამო ჩამოხვედიო? გასაგებია, რაც აკლია, ვისგანაც აკლია და რასაც ითხოვს დანარჩენებისგან. მართლა მეცოდება და გამიხარდება თუ ეს ისტორია მიას წარსულის დამარცხებით და ბედნიერი მომავლით დამთავრდება.

ამ თავით უცებ მივხვდი ვინ ვისთან მინდა რომ დარჩეს (უფრო სწორი სიტყვაა "განაწილდნენ" :D). ისე იყო აღწერილი სიტუაცია, რომ მარტივად დავალაგე წყვილების ჩემეული ვარიანტები (მაგრამ მგონი ჯობია ჯერ არ გავამხილო).

ანდრიაზე და თორნიკეზე მინდოდა კიდე წინა თავში რაღაცის თქმა. თიკო ძალიან ხაზს უსვამდა ამ ბიჭების უსაქციელობას, ხოდა მე რომ მაგათზე კითხვა მსიამოვნებს და მაინტერესებს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმეს საქციელს ვიწონებ, ან ვამართლებ. ერთადერთი ადამინი, ვინც თან არასწორად იქცევა და თან მაინც ჩემს თანაგრძნობას იწვევს - მიაა. ანდრიას და თორნიკეს მოტივები გასაგებია, მაგრამ არც ერთი ეს მოტივი არ აბათილებს მათ არასწორ საქციელს.

ტკბილო ნეაკო, მშვენიერი თავი იყო. kissing_heart
პ.ს. დავითზე თუ ვიღაც ჯანდაბაზე რომ ვიძახდი ცუდი და არასწორი ადამიანია-მეთქი, ეგეც გამართლდა ამ თავით. პირველივე ხსენებაზე ატანა არ მქონდა მაგ ხილფაფა კაცის და ახლა ხომ მითუმეტეს. unamused

მეც არ ვიცი როგორ მივახერხე ის, რომ ასაკიან ხალხზე მეტად, ახალგაზრდების ისტორიით დაგაინტერესეთ, მაგრამ ძალიან მიხარია რომ ასე მოხდა. განსაკუთრებით ის მიხარია რომ ყველაზე მეტად მია გახდა განხილვადი ამ ისტორიაში და მისი ურთიერთობები ანდრიასთან და კახასთან.
შენგან მართლა მიკვირს ტკბილო ანრდიას და თორნიკეს მიმართ ინტერესი, მითუმეტეს მათ ფონზე კახას და თამუნას უკანა პლანზე გადაწევა, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ეს უზომოდ მახარებს... ❤
რაც შეეხება ხილფაფა კაცს, მასზე არაფერი მაქვს მასზე გარდა იმისა რომ ასეთი ,,მზრუნველი" მამიკოები უამრავია ჩვენს რეალობაში.
აი წყვილებს რაც შეეხება ჯერ არც მე არ დავწერ არაფერს ვინ ვისთან და რატომ, მაგრამ მგონი ისედაც ნათელია ყველაფერი, თუმცა რეალურად ყველაფერი ისე არ იქნება როგორც უნდა იყოს. ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent