შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 21 თავი


2-12-2022, 02:55
ავტორი ნეაკო
ნანახია 9 935

-იმ ყველფრის მერე რაც თორნიკემ ჩაიდინა კიდევ მას იცავ? -აფეთქდა უეცრად მია
-თორნიკეს საქცილეს არ ვამართლებ მაგრამ ჩემთვის ახსნადია ის რაც ჩაიდინა!- წამონთო ნიცა- ამიტომ ვფიქრობ, უფლება არ გაქვთ მოძალადე ნაბიჭვ.რი უწოდოთ მას მხოლოდ იმის მხოლოდ იმიტომ რომ ცხეში 8 წელი იჯდა
-ფიქრობ რომ მათ შორის ყველფერი ანას ნებით და სურვილით მოხდა მაშინ როცა ის სხვაზე იყო დანიშნული?- ავარდა მია
-არ ვიცი რა მოხდა იმ ღამეს მათ შორის ისევე როგორც თქვენ, მაგრამ დარწმენებული ვარ რომ ჩემი ძმა ანას არაფერს დაუშავებდა...
-კარგი მოვრჩეთ წარსულზე ლაპარაკს. არაფერის მომცემია ახლა ეს ყველაფერი. შენ ის გვითხარი წარმოდგენა მაინც თუ გაქვს სად შეიძლება იყვნენ
-შენი აზრით აქ ასე მშვიდად ვიჯდებოდი რომ ვიცოდე სად არიან?
-წავიდეთ-ჩავარდნილი ხმით უთხრა იმედდაკარგულმა კახამ გაღიზიანებულ მიას და პირველი წავიდა მანქანისაკენ.
............
ანას და თორნიკეს უღიმღამო ხელმოწერის ცერემონია, თავიდანვე როგორც დაგეგმილი იყო ყველაგან მალულად და ფარულად ანდრიას ბებიის სახლის ეზოში გაიმართა. ყველაფერმა მშვიდად, უხმაუროდ და უპრობლემოდ ჩაიარა რის გამოც თორნიკე აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მაგრამ მაშინვე ცივად მიეყინა სახეზე ღიმილი როცა კარზე ატეხილი ბრახუნის მიღამა ნიცას ხმა ამოიცნო.
-თქვენ რა გაგიგიჟდით? შეიშალეთმ-ბოლო ხმაზე, უმისამართოდ იყვირა გაგიჟებულ გოგონამ როცა კარი ანრიამ გაუღო და ეზოში შევიდა
-დაწყნარდი-დაუღრინა ანდრიამ და მისი შეჩერება სცადა
-როგორ შეგეძლოთ ასე მოქცეულიყავით-ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიცამ და მისი მარწუხივით შემოჭდობილი ხელებისგან თავის დახსნა სცადა
-როგორ გაიგე რომ აქ ვიყავით-ყურს უკან დაუჩურჩულა ანდრიამ და მისი სახლისკენ წაყვანა სცადა
-მხოლოდ ეს არის შენ პრობლემა?-აფეთქდა ნიცა
-კითხვაზე მიპასუხე
-ხელი გამიშვი
-ნიცა!-დაუღრინა ანდრიამ და მკაცრი ტონით გაუმერა კითხვა- საიდან გაიგე რომ აქ ვიყავით?
-შენს სახლში რომ გამომკეტე მთელი ღამე იოანესთან ერთად აბა რა გეგონა?-კმაყოფილი ტონით უთხრა ნიცამ და ცხვირწინ რაღაც ქაღალდი აუფრიალა
-ეს რა არის-დაიბნა ანდრია და უხეშად გამოსტაცა ხელიდან, მაგრამ წაკითხვა ვეღარ მოასწრო რადგან მის დაძაბულ სმენას კახას ყვირილის ხმა მიწვდა
-ანა!
-შენ მოიყვანე?-ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა ანდრიამ გაოგნებულ ნიცას და ღია კარში შესულ სახე გადაფითრებულ კახაზე და მიაზე მიანიშნა
-მე არაფერი გამიკეთებია-უემოციო ტონით უთხრა დაბნეულმა გოგონამ გაღიზიანებულ ბიჭს და როცა ანდრიამ მკლავზე უხეშად წაავლო ხელი, თავისკენ მიიზიდა და თვალებში უნდობლად ჩააცქერდა, ტირილის ნოტებ შეპარული ხმით უთხრა- მე მართლა არაფერი არ მითქვამს მათთვის
-კარგი-უნდობლად უთხრა, კახას და მიას უეცრაი გამოჩენით გაღიზიანებულმა ბიჭმა ასლუკუნებულ გოგონას და თორნიკეს გახედა, რომელიც მთელი ეს დროს ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა ჩახუტებულ მამა-შვილს.
-ეს რატომ გააკეთე?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა კახამ ატირებულ ანას და ხელში შერჩენილ ქორწინების მოწმობაზე მოანიშნა
-მამა გთხოვ ახლა არა-შეეხვეწა აღელვებული გოგონა გაღიზიანებულ კაცს და კიდევ უფრო ძლიერად ჩაეხუტა
-საშინელი შეცდომა დაუშვი-ვერ წყნარდებოდა კახა
-ვიცი, მაგრამ ეს ვაჩეს გამო გავაკეთე-ძლივს გასაგონად, უმისამართოდ დაიჩურჩულა ხმა ჩამწყდარმა გოგონამ და ოდნავ უკან დაიხია.
-ანა-დაიძაბა კახა როცა რამდენიმე ნაბიჯი უკან წადგა სახე წაშლილმა გოგონამ
-მამა-წყენა გაერია ხმაში ანას და მაშინვე ზურგი აქცია გაღიზიანებულ კაცს. ამდროს კახამ ვეღარ მოითმინა და მბრძანებლური ტონით მიმართა
-გაჩერდი!-და თან მისი შეჩერება სცადა
-მენდობი?-ინტერესით ჰკითხა ანამ, თავზე წამომდგარ ანერვიულებულ კაცს დ როცა ძალდატანებული თანხმობის ნიშნად თავი შეუმჩნევლად დაუქნია კახამ გვერდი აუქცია მას და თორნიკეს მიუახლოვდა რომელიც მთელი ეს დრო თავილს მოუშორებლად უყურებდა მათ.
-ის მოხდა რაც გინდოდა! დავქორწინდით და შენი ცოლი გავხდი- ზიზღით უთხრა ანამ და ხელში შეაჩეჩა ქორწინების მოწმობა-მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედავად შენი არასდროს გავხდები! იმიტომ რომ ისევე როგორც შენ! ეს ქორწინებაც არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის-ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოსთქვა და მაშინვე ზურგი აქცია.
-არაფერს გააკეთებ?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ანდრიამ ურექციოდ მდგომ ბიჭს რომელიც ცივი მზერით უყურებდა მანქანისაკენ აუღელვებლად მიმავალ მამა-შვილს
-სწორი გადაწყვეტილებაა!-თავხედური ტონით მიმართა მიამ თორნიკეს და ანდრიას გახედა რომელიც მკვლელი მზერით უყურებდა მას.
დაბნეული და გაოგნებული ქორწინების რეგისტრატორი წასვლის შემდეგ, გაგიჟებულმა თორნიკემ წამში ნაკუწებად აქცია ხელში შერჩენილი ქორწინების მოწმობა ხოლო ხელმოწერის ცერემონიისთვის სახელდსხელდ შექმნილი დეკორაცია დალეწა.
-შეშილი-აღმოხდა გაოგნებულ თათიას მას შემდეგ რაც ანდრიას ხვეწნა მუდარის მოუხედავად მაინც მიუჯდა საჭეს გაგიჟებული თორნიკე და შავი X6 საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი-ცინიკური ტონით მიმართა მიამ გასასვლელ კართან მისულ თათიას და წინ გადაეღობა
-არც მე-გულწრფელად უთხრა აღელვებულმა გოგონამ მას და გვერდი აუქცია.
-თათია-გასძახა ანდრიამ ჩქარი ნაბიჯით მიმავალ გოგონას და მაშინვე წინ აესვეტა შესაჩერებლად-საით?-ინნტერესით ჰკითხა და თვალებში ჩააცქერდა
-სახლში!
-ჩაჯექი წაგიყვან-მანქანაზე მიანიშნა ანდრიამ და გაუღიმა. ამ დროს თათიამ მიას გახედა რომელიც მთელი ეს დრო თვალის მოუშორებლად უყურებდა მათ-მინდა რომ მომხდარზე დაგელაპარაკო-არ ჩენდებოდა ანდრია და განზრახ ჯიუტად აიგნორებდა მიას მწველ მზერას ზურგს უკნიდან
-მე და შენ სალაპარაკო აღარაფერ არ გვაქვს-მკაცრი ტონით უთხრა თათიამ ზედმეტად ახლოს მდგომ ბიჭს თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მიას ალეწილი სახისთვის
-თათია-აღელდა ანდრია და მისი დარწმუნებ სცადა, მაგრამ როცა თათიას ცრემლებით აევსო თვალები გაჩუმდა, ოდნავ უკან დაიხია და წასვლის უფლება მისცა.
ანას დანახვით გამოწვეული სიხარულის და ბენდიერების ემოციები იმავე წამს უკვალო გაქრა თამუნას სახიდან, როგორც კი მან ანას და თორნიკეს ქორწინების შესახებ გაიგო
-ანა შენი არ მესმის-ჩამწყდარი ხმით თქვა გაოგნებულმა ქალმა და უღონოდ ჩამოჯდა დივანზე
-დედა გთხოვ-შეეხვეწა ატირებული გოგონა სახე გადაფითრებულ ქალს და სწრაფად მიუახლოვდა
-რატომ მოექეცი საკუთარ თავს სასტიკად და დაუნდობლად?-ნაწყენი ტონით ჰკითხა თამუნამ ტირილისგან თვალებდასიებულ გოგონას გულში ჩაიკრა
-ეს ვაჩეს გამო გავაკეთე-უმისმაართოდ დაიჩურჩულა ანამ და ჩუმად, აივნის ღია კართან მდგომ კახას გახედა რომელიც სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა
-ვაჩე?-აფეთქდა უეცრად თამუნა-რა შუაშია შენს ამ სულელურ ქორწონებასთან ვაჩე?
-დედა ვაჩემ რომ გაიგოს ის რაც რეალურად ჩემსა და თორნიკეს შორის მოხდა... დარწმუნებული ვარ რამე სისულელეს ჩაიდენს
-მართლა გგონია რომ თუ ვაჩე შთხვევით გაიგებს რომ თორნიკე შენი ნების და სირვილის წინანაღმდეგ შეგეხო ამას დაიჯერებს და მერე მის მოკვლას ეცდება?სერიოზულად?- აფეთქდა უეცრად წყობრიდან გამოსული კახა
-მამა მე...
-ანა ვაჩე არასდროს დაიჯერებს იმას რომ თორნიკემ წამალი ჩაგიყარა სასმელში და მერე შენი უმწეო მდოგარეობით ისარგებლა
-ასე რატომ ფიქრობ-ტირილის ნოტებ შეპარული ხმით ჰკითხ დაძაბულმა გოგონამ ანერვიულებულ კაცს
-ანა შენ ვაჩეს ცოლობაზე დათანხმდი და მისი ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი გაიკეთე თითზე... შესაბამისად ის არასდროს დაიჯერებს იმას რომ შენი პროვოცირების გარეშე, მითუმეტეს შენი ნების და სურვილის წინააღმდევ შეგეხო თორნიკე... ასე რომ სულ ტყულად ცდილობ მის დაცვას- მაქსიმალურად მშვიდი ტონით თქვა კახამ და მერამხე ეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა
-ხვალვე შეიტან განქორწინებაზე განცხადებას!-
-არ შემიძლია
-ანა!- მოიღუშა თამუნა
-დედა გთხოვ ძალას ნუ დამატანთ
-ანა ვერ ხვდები რომ ცხოვრებას ინგრევ?
-ჯერ უნდა დავრწმუნდე რომ ვაჩე მშვიდად იქნება...
-დარწმუნებული იყავი რომ სიმართლის გაგების შემთხვევაშიც კი შენ დაგადანაშაულებს ეგ ნაბ.ჭვარი და მთელს აგრესიას შენსკენ მომართავს! თორნიკესთან შენი უაზრო ქორწინება კიდევ უფრო მეტ საბაბას მისცემს რომ უარესად შეგიძულოს და ცხოვრება გაგირთულოს
-მირჩევნია ვძულდე ვიდრე სიმართლე გაიგოს და შურისძიების გამო ცხოვრება დაინგრიოს
-ანა ის შურს მხოლოდ შენზე იძიებს...
-და რა გინდათ რომ გავაკეთო?- აფეთქდა უეცრად ანა
-არაფერი უბრალოდ დაშორდი თორნიკეს სულ ესაა



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

დებილია ეს გოგო, მე მოვკვდე. რა კარგ ხასიათზე ვიყავი არადა smirk

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენე

არ უნდა გაგესულელებინა ეს გოგო.
ამ წამს ყველაზე მეტად მიას ამბები მაინტერესებს და ანდრიას სამომავლო საქციელი.

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმე ეგ ვერ გავიგე ზუსტად. თუ სახლში მიჰყვება მამამისს და თან იძახის ვაჩეს თვალის ასახვევადაა ყველაფერიო, რანაირი თვალის ახვევაა? smiley ვაჩე მაინცდამაინც საბუთებში ქექვას ხო არ დაიწყებს რომ ნახოს ოფიციალურად ცოლ-ქმარი მართლა არიან თუ არა?! ან ეგ რაში არგებს, თუ დაინახავს რომ ერთად არ ცხოვრობენ. ვერ გავიგე joy აშკარად უდროო დროს გაწყვიტა ნეაკომ joy

 


№4 სტუმარი Keira.კირა

რა ხდება მამაო no_mouth no_mouth no_mouth no_mouth

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
არ უნდა გაგესულელებინა ეს გოგო.
ამ წამს ყველაზე მეტად მიას ამბები მაინტერესებს და ანდრიას სამომავლო საქციელი.

ანდრია რომ კვლავ შენი ინტერესის ობიექტია ძალიან მიხარია❤ მია ძალიან მალე ძალიან ცუდად მოიქცევა და ბევრ ადამიანს ატკენს გულს... ვფიქრობ ანას გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არცისე სულელურია, რადგან რეალურად მხოლოდ ვაჩეს გამო მოიქცა ასე, მაგრამ აქ მთავარი ისაა რალურად ვისი გადარჩენა უნდოდა ამ ქორწინებით ვაჩესი, თუ საკუთარი თავის მისი აგრესიისგან.

nene gelovani
ე.ი. ხელი მოაწერეს და სახლში დაბრუნდა? მე მეგონა, რომ თორნიკესთან გადადიოდა საცხოვრებლად. თუ ფიქტიურად აქვთ მოწერილი, ეგ უფრო უკეთესი ვარიანტია.

ანუ ეს ყველაფერი ვაჩეს გამო გააკეთა მართლა, მაგრამ მას კი არ იცავს რეალურად, არამედ საკუთარ თავს იცავს მისი სამომავლო აგრესისგან და შეურაცხყოფისგან.

სტუმარი თიკო
ვაიმე ეგ ვერ გავიგე ზუსტად. თუ სახლში მიჰყვება მამამისს და თან იძახის ვაჩეს თვალის ასახვევადაა ყველაფერიო, რანაირი თვალის ახვევაა? smiley ვაჩე მაინცდამაინც საბუთებში ქექვას ხო არ დაიწყებს რომ ნახოს ოფიციალურად ცოლ-ქმარი მართლა არიან თუ არა?! ან ეგ რაში არგებს, თუ დაინახავს რომ ერთად არ ცხოვრობენ. ვერ გავიგე joy აშკარად უდროო დროს გაწყვიტა ნეაკომ joy

ხშირ შემთხვევაში მართლა უდროო დროს ვწყვეტ ხოლმე წერას, (ნუ მაწტვეტინებენ ხოლმე joy ) თან ისე რომ აზრს არ ან ვერ ვასრულებ ხოლმე , მაგრამ რა ვქნა სხვა გამოსავალი არ მაქვს და შესაბამისად მეც ვწვალობ და თქვენც გაწვალებთ... ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ ანას ამ უაზრო ქორწინებას სულ სხვა მიზეზი აქვს...ეს თავდაცვაა ვაჩეს სამომავლო აგრესიისგან და არა პირიქით, რომ ვითომ ანას ვაჩეს დაცვა უნდა რომ მან შურია არ იძიოს თორნიკეზე

Keira.კირა
რა ხდება მამაო no_mouth no_mouth no_mouth no_mouth

joy

 


№6 სტუმარი ელა1

ასეგონია რო ანამ ამ ქორწინებით მარტო თავისი თავი კი არა თირნიკეც გადაარჩინა მაგრამ რატო არ მესმის მას ხო სძულს ის.

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენე

რაც ნაკლებ სისულელეს ჩაიდენ ადამიანი, მით უფრო დაცული იქნები. ანამ რომ ახლა სიდებილე გააკეთა, ნეტა მაგით თავი როგორ უნდა დაიცვას, ერთი ეგ გამაგებინა.

 


№8 სტუმარი სტუმარი თიკო

ძლიერი და ჭკვიანი გოგო მეგონა და არა ასეთი სუსტი და სხვის აზრზე დამოკიდებული. ეგ ჩემს თვალში ვერ ამართლებს. შეიძლება მკაცრად ვუყურებ ამ ყველაფერს, თუმცა მიუღებელია და სრული სისულელე რასაც ეგ გოგო აკეთებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent