შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 13 თავი


16-10-2022, 02:57
ავტორი ნეაკო
ნანახია 10 965

-კახა შეგიძლია დამშვიდდე და წესირად ამიხსნა რა ხდება?- გაბრაზდა მია
-უბრალოდ მითხარი სად წაიყვანა იმ ნაბ.ჭვარმა ჩემი გოგონა-ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა გაღიზიანებულმა კაცმა დაძაბულ გოგონას და მკვლელი მზერით მიაჩერდა სახეში
-კახა! უკვე მერამდენედ უნდა აგიხსნა რომ წარმოდგენა არ მაქვს რაზე მელაპარაკები- აფეთქდა უეცრად მია და მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგა მაჯების დახსნა სცადა
-მია ნუ მეთამაშები! არ გინდა!-გამაფრთხილებელი ტონით უთხრა სახე მონგრეულმა კაცმა მისი უხეშობით დაზაფრულ გოგონას და კარგა ხნის სიჩუმის მერე მუქარით დაამატა-იცოდე ჩემი პატარა გოგონას გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი...
-კახა მე მართლა არაფერი ვიცი... ჩემი რატომ არ გჯერა?!- სლუკინით უთხრა ანერვიულებულმა გოგონამ უნდობლად მომზირალ კაცს და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა
-მია ნუ მაგიჟებ-ავარდა უეცრად კახა და მოწოლილი ბრაზისა და მრისხანების დასაოკებლად გამეტებით დაარტყა კედელს ხელი რის გამოც, მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა შეშინებული გოგონა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ვიწრო დერეფანში რომელიც მიას მშვიდმა ხმამ დაარღვია
-კახა თუ დამშვიდდები და წესიერად ამიხსნი რა ხდება შენს თავს შეიძლება შევძლო შენი დახმარება
-დახმარება?-ცინიკური ტონით გაიმეორა გოგონას ნათქვამი გაღიზიანებულმა კაცმა და მოულოდნელად ისევ კედელზე ააკრა სუნთქვა აჩქარებული - შენ რა დამცინი?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა და ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა მწვანე ჩამუქებული სფეროებით
-კახა... გთხოვ
-რას მთხოვ?!-ავარდა უეცრად წყობრიდან გამოსული კაცი და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას- ამის დედაც, ამის დედასაც შევეცი- შეიგინა მოულოდნელად და სინდისის ქენჯნისგან გაწამებულმა ცივად გაიშვა ხელი მის წვრილ, ნატკენ და დაწითლებულ მაჯებს. ამ დროს მიამ სულ ერთი წამით, ნაწყენი მზერით შეხედა სახეში და ხმის ამოუღებლად ზურგი აქცია.
-მია- რაღაცის თქმა დააპირა კახამ მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა და ცივი მზერა გააყოლა ჰოლში მიმავალ გოგონას რომელმაც სამზარეულოში შესვლისთანავე სიგარეტის ბოლო ღერს სწრაფად მოუკიდა აკანკალებული თითებით და ნერვიულად გააბოლა-მია შენთვის ტკივილის მოყენება არ მონდოდა- კარგა ხნის სიჩუმის მერე არეული ხმით, უმისამართოდ თქვა კახამ და ნელ-ნელა მიუახლივდა ზურგით მდგომ გოგონას
-მაგრამ მატკინე... ძალიან მატკინე- ნაწყენი ტონით უპასუხა მიამ და მისკენ მიტრიალდა ცრემლიანი თვალებით
-ეს განზრახ არ გამიკეთებია-მკაცრი ტონით უპასუხა კახამ გრძნობა მორეულ გოგონას და ჰოლში გასული, გასასვლელი კარისკენ, ჩქარი ნაბიჯით წავიდა
-შემიძლია ანას პოვნაში დაგეხმარო- შესაჩერებლად მიაძახა მიამ და როგორც კი მისკენ მიტრიალდა გონება ამღვრეული კაცი სახეზე აშკარა და დაუფარავმა კმაყოფილების
ღიმილმა გადაურბინა
-იმ ყველაფერის მერე რაც ჩაიდინე გგონია ისევ გენდობი?-აფეთქდა უეცრად კახა და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი
-ჯერ მომისმინე და მერე გადაწყვიტე უნდა მენდო თუ არა!- ხმა გაიმკაცრა მიამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად განაგრძო საუბარი- თათიამ სიმართლე გითხრა...თორნიკე შერვაშიძე, მისთვის თორნიკე ასათიანი ჩემი ბავშვობის მეგობარია... ასევე ანდრია დადიანიც... მაგრამ...
-მისგამო დაგვიახლოვდი?-ავარდა უეცრად კახა
-შეგიძლია რომ მომისმინო?-მოიღუშა მია
-არ შემიძლია! მაგიჟებს იმაზე ფიქრი რომ ის ნაბ.ჭვარი გიყენებდა ჩვენთან დასაახლოვებლად
-რატომ არ მისმენ?-გაიბუტა მია და გაჩუმდა
-შეიძლება?-უინტერესოდ ჰკითხა კახამ ანერვიულებულ გოგონას როცა შარვლის ჯიბიდან სიგარეტის ნახევრად ცარიელი კოლოფი ამოიღო სანთებელასთან ერთად
-რა თქმა უნდა!- ცივად უთხრა მიამ და საფერფლე მისკენ გააცურა
-შეგიძლია გააგრძელო მოყოლა ყურადღებით გისმენ-კარგა ხნის სიჩუმის მერე უემოციო ტონით უთხრა კახამ დაძაბულ გოგონას მას შემდეგ როცა რამდენიმე ღერი სიგარეტი ზედიზედ მოწია და ოდნავ დამშვიდდა
-კახა ხომ იცი როცა მამაჩემი დედაჩემს დაშორდა... ჩვენ, მე და დედას ბათუმში მოგვიწია საცხოვრებლად გადასვლა... სწორედ იქ გავიცანი თორნიკე და ანდრია... მალევე დავმეგობრდით... ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა სამივეს-რატომღაც ძალიან გაუჭირდა მიას წარსულის გახსენება და მძიმედ განაგრძო საუბარი- თუმცა ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს- ბრაზნარევი ტონით თქვა და მას შემდეგ, რაც გაიაზრა რომ ახლა, ამ წამს კახასთის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდს მის გრძნობებს განცდებს და ემოციებს, მშვიდად განაგრძო-ყველაფერი იმ დღიდან აირია ჩვენს ცხოვრებაში როცა მეგობრის მანქანით ავარიაში მოყვა თორნიკე...
-ავარიაზე რაც იცი მომიყევი-სიტყვა გააწყვეტინა აღელვებულმა კაცმა დაბნეულ გოგონას და მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა
-იმ საშინელ ავარიაზე, ბევრი არაფერი ვიცი რადგან იმ დღიდან თორნიკესთან და ანდრიასთან ურთიერთობა თითქმის შევწყვიტე!
-რატომ?-დაინტერესდა კახა
-იმიტომ რომ...-ხმა დაეძაბა მიას- არასწორად მოიქცა ორივე
-რას გულისხმობ?
-იმ საშინელი დღის გახსენება არ მინდა-ანერვიულდა მია და კახას ნებართვით მისი სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და ნერვიულად მოუკიდა
- იცი ვის მანქანას მართავდა იმ ღამეს თორნიკე?- აღელვებით ჰკითხა კახამ და უნებურად ცივი მზერა მის არეულ სახეზე მიეყინა
-წარმოდგენა არ მაქვს და არც მაინტერესებს-გაბრაზადა უეცრად მია
-იცი რა იყო ავარიის გამომწვევი მიზეზი?
-ვიცი-მოიღუშა მია თუმცა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და გაჩუმდა
-როგორც ვიცი 8 წელი იჯდა თორნიკე ციხეში...მაგრამ ისე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება რომ დანაშაული არ უღიარებია
-შენ საიდან იცი?
-რა მნიშვნელობა აქვს-უემოციო ტონით უპასუხა კახამ და უნდობლად შეხედა დაბნეულ გოგონას
-კახა ამდენ კითხვას რატომ მისვამ ავარიის ღამეზე?- დაინტერსედა მია და ბოლო ღერი სიგარეტი, მისი ნებართვის გარეშე ამოიღო დაცლილი კოლოფიდან და ნერვიულად მოუკიდა
-იმიტომ რომ იმ ღამეს ჩემი შვილის, ალექსის მანქანას მართავდა თორნიკე!-ძლივს შეკავებული აგრესიით უპასუხა დაძაბულმა კაცმა და დაჟინებული მზერით მიაჩერდა სახეში ნერვიულებულ გოგონას
-რააა? კახა ხვდები ახლა რას მეუბნები?-გაოცება ვერ დამალა მიამ
-შენ რა? გინდა დამაჯერო რომ ამის შესახებ არაფერი იცოდი?-აფეთქდა უეცრად წყობრიდან გამოსული კაცი და ფეხზე წამოვარდა გაგიჟებული



№1  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო ბოდიშს გიხდით მაგრამ ამ ეტაპზე მეტის წერას მართლა ვერ ვახერხებ :( მიყვარხართ ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენე

ფოტოზე გოგო მიას ტიპაჟში ჯდება.
ისე დეიდა, ორ ადამიანს შორის "ფარული ვნების" გაჩაღება შენ რომ გამოგდის, ისე არავის დედამიწაზე. :დ ჩვეულებრივი დიალოგია თითქოს, არაფრით გამორჩეული, მაგრამ უყურებ და რაღაც დუღს ამ ორს შორის joy ავდუღდი მეც joy

 


№3 სტუმარი Keira.კირა

კახუნა როგორ მოლბა laughing არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება expressionless

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
ვაიმე, ხალხო, მენატრებით! სად დამეკარგეთ ყველანი? smiley

მე სულ შენთან ვარ ❤

 


№5 სტუმარი Keira.კირა

მეც როგორ მომენატრა თქვენი დამპლური კომენტარები bowtie

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

Keira.კირა
მეც როგორ მომენატრა თქვენი დამპლური კომენტარები bowtie

იმან ბოსტნეულზე წერა განაახლოს და დამპლურ კომენტარებს არ მოგაკლებ გპირდები kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent