ლ-ობსტერი (3)
სამი წლის წინ-2 სამი დღე გავიდა მას მერე რაც ლიზას გემო პირველად შევიგრძენი მთელს სხეულში. სამი უბედნიერესი, დაუვიწყარი დღე. არ არსებობს იმაზე უკეთესი გრძნობა როცა იცი რომ შენს გვერდით ის ადამიანი ზის რომელიც შენს ძარღვებში სისხლს ადუღებს, თავბრუს გახვევს და სამყაროსგან განცალკევებს. ამაზე აღმატებული გრძნობა ისაა, როცა იაზრებ რომ შენს გვერდით მჯდომ ადამიანს ზუსტად იგვე გრძნობა აკავშირებს შენს მიმართ. ყოველი გრძნობა, ყოველი ფიქრი ლიზას თვალებში იკითხება. მეგონა ეს ბედნიერება სამუდამოდ გაგრძელდებოდა. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. დასაწყისიც კი დასასრულით იწყება. - სკოლის შემდეგ სტადიონზე შევიკრიბოთ- გვითხრა ანამ რომელიც საკლასო ოთახში ჩვენს წინ იჯდა. - რამეს ვაპირებთ? - გვერდზე მჯდომმა თორნიკემ თავი ჩვენსკენ მოატრიალა მაგრამ თვალებით მასწავლებელს აკვირდებოდა, რომელიც ჟურნალში რაღაცას ავსებდა. - სკოლა მთავრდება თორნიკე, რათმაუნდა ვაპირებთ. შევიკრიბებით და გადავწყვეტთ რა ვქნათ.- ანამ თორნიკეს მკაცრი მზერა ესროლა და რვეულში ამოცანის ამოხნა განაგრძო. - გინდა წავიდეთ? -ჩუმად ვუთხარი ლიზას, თორნიკე ახლა უკვე მთელი სხეულით იყო ჩვენსკენ შემობრუნებული. - კი მომდევნო წლიდან გამოცდებისთვის მზადება დაიწყება და ვფიქრობ ცოტა განტვირთვა კარგი იქნებოდა. - ვეთანხმები- საუბარში ღიმილიანი სახით ჩაგვერთო თორნიკეც. ღიმილით დავუქნიე ორივეს თავი. მიუხედავად იმისა რომ წასვლა არ მინდოდა, ეს იმის მეოთხედიც არ იყო რასაც ლიზას გამო გავაკეთებდი. გული და გონება გაიყო. ერთი კის ამბობდა მეორე არას. სხეულში უსიამოვნო შეგრძნებები ალაგ-ალაგ მივლიდა. ვიცი რაღაც მოხდება. რაღაც რაც ბედნიერებას ხელიდან გამომგლეჯს. ცისანას გაკვეთილის დაწყებამდე ცოტახნით ადრე შევნიშნე როგორ მიყურებდა, თითქოს მის ცხოვრებაში არსებული ყველა პრობლემის მიზეზი მე ვიყავი. მეცხრე კლასელი მოსწავლე, ვისაც ისიც კი არ გაურკვევია თუ როგორ მოაგვაროს საკუთარ ცხოვრებაში პრობლემები, ხდება მიზეზი ორმოცი წლის ქალის ცხოვრებისეული პრობლემებისა. გაკვეთილის დაწყებიდან ზუსტად ხუთ წუთში ვიგებ რომ ცისანას ცხოვრებისეული პრობლემების მიზეზი არა მე, არამედ მამაჩემია. ბატონი ნუგზარი. -გილოცავ ნინი- თქვა ცინიკურად და წინა მერხს ხელებით დაეყრდნო- ბატონი ნუგზარი მალე მერობის კანდიდატურისთვის დაიწყებს ბრძოლას.- არ ვიცი უნდა გამიხარდეს თუ არა. ჩემს მშობლებს რომ ეთქვათ ალბათ გამიხარდებოდა, მაგრამ ცისანას პირიდან ნათქვამი სიტყვები უფრო მუქარას გავდა ვიდრე მოლოცვას. -მ-მადლობა- ოდნავ გავუღიმე და თორნიკეს გავხედე რომელსაც ზუსტად იგიგე გამომეტყველება ქონდა როგორიც ლიზას და მე. - ჩემი ქმარი- თქვა ცისანამ და მერხს მოშორდა- შვიდი წელია ამ დღეს ელოდება, მაგრამ მამაშენის დამსახურებით კიდევ რამდენიმე წელი მოუწევს ლოდინი. ალბათ ყველაფერი მაინც ნაცნობობით ხდება და რეალურ ნიჭიერებას დღეს აღარავინ აფასებს- თითქოს ცისანას ხმაში სინანულიც იგრძნობოდა. მაგრამ ყველა ემოციას ზიზღი ფარავდა. არაფერი ვუპასუხე, თვალებში ჩახედვაც ვერ გავბედე თავი დავხარე და თითები ერთმანეთ გადავაჭდე. ცისანას მზერას მთელი გაკვეთილის მანძილზე ვგრძნობდი. მთელი ეს დრო ტანში საშინელი ჟრუანტელი მივლიდა. ამ მტანჯველი წუთების შემდეგ ნამდვილად მჭირდება განტვირთვა. ან სახლი ან სტადიონი. თუ სახლში წავალ მომიწევს ნუგზარის „მეგობრების“ მოსმენა რომლებიც ალბათ საათში ოცჯერ მაინც მეტყვიან თუ რამხელა გოგო გავიზარდე და როგორ დავქალდი. საბოლოოდ ლიზასთან ერთად დროის გატარება ვამჯობინე და სტადიონზე კლასელებთან ერთად კალათბურთის, წრეში ბურთის და ჯოკრის თამაში. წამებს წუთები მისდევდა წუთებს საათები და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მეტად მინდოდა ლიზასთან მარტო დარჩენა. უბრალოდ მარტო ყოფნა. როცა არცერთი არაფერს არ ამბობს, როცა ორი გული ერთმანეთთან ახლოს ყოფნით ტკბება. როცა ორი გული ერთდროულად, რიტმულად ცემს. -წავიდეთ-ლიზას გავხედე რომელიც თორნიკეს რაღაცას უხსნიდა, არვიცი რას მაგრამ თორნიკეს გამომეტყველება ზუსტად ისეთივე იყო როგორც მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას არის ხოლმე. -კარგი- წამებში ლიზა ფეხზე წამოდგა, ჩანთა აიღო და თორნიკეს ზურგი აქცია. წამებში ლიზას გულმა ჩემი გული იპოვა. -ჩანთა კლასში მაქვს შევიაროთ და მერე თუ გინდა ან გავისეირნოთ ან ჩემთან წავიდეთ. იქნებ დედაშენს სთხოვო და დარჩე კიდეც. - წამოვდექი და ლიზას ხელი ჩავკიდე. -მე საპირფარეშოში უნდა შევიდე თორემ სახლამდე ცოცხალი ვერ მივალ.- თქვა თორნიკემ და ჩვენზე წინ წავიდა. სკოლაში მხოლოდ რამდნიმე მასწავლებელი დააბოტებდა დაზომბებული სახით. როგორც კი კლასს მივუახლოვდით თორნიკე საპირფარეშოსკენ გავარდა, მე და ლიზა კლასში შევედით. ლიზა მერხზე შემოჯდა. ჩანთა ორივე მხარზე მოვიკიდე და მისკენ წავედი. - მამაშენი პოლიტიკოსია- თქვა და ხელი გამომიწოდა - არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა, მეშინია პოლიტიკის. - პოლიტიკა საშიშია, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ჩემი მშობლები. - დარჩი- თემას სრულიად გადავუხვიე. მთელი არსებით მინდოდა ლიზასთან ერთად ფილმი მენახა, ჩიფსები იქამდე მეჭამა სანამ მუცელი არ აგვტკივდებოდა და ბოლოს დედაჩემის ყვირილზე, რომ ხვალ სკოლაში ვართ წასასვლელები, ორივეს ერთდროულად ჩაგვძინებოდა. - ვკითხავ დედაჩემს, თუ აქამდე უპრობლემოდ ვრჩებოდი არც ახლა იქნება პრობლემა- ისევ შემოდგომისფერი თვალები, ისევ წითელი ლოყები და ვარდისფერი ტუჩები. ჩემი ხელები ლიზას ლოყებზე, მისი ხელები ჩემს წელზე. რაც უფრო ახლოს მივდივარ ლიზასთან მით უფრო ჩქარა მიცემს გული. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ეხება, გული ყელში მებჯინება და ისევ უკან ბრუნდება, მშვიდ რიტმს უბრუნდება. ჩჩემი გული ვულკანს ემსგავსება. როცა ლიზას ტუჩებს ვეხები მაშინ ფეთქდება, მთელს სხეულში ადრენალინს აფრქვევს და შემდეგ ისევ წყნარდება. ვფიცავ ჯერ ამაზე აღმაფრთოვანებელი არაფერი ყოფილა ჩემთვის. კარები იღება, წამის მეასედებში ლიზას ვშორდები, კარისკენ ვიხედები და ცისანას გაოცებულ სახეს ვხედავ. ისევ ვულკანი აფეთქდა ჩემს სხეულში, ამჯერად ადრენალინის ნაცვლად შიში მიედინება ძარღვებში. შიში იმის რომ ამ წამიდან აღარფერი იქნება ისე როგორც იყო. ცისანა ჩემსკენ მოდის ხელს მაღლა წევს, ვიცი უნდა დამარტყას თვალებს ვხუჭავ რომ ტკივილი ნაკლებად ვიგრძნო, მაგრამ ცისანას ხელი მკლავზე ძლიერად მეხება და მექაჩება. საკლასო ოთახიდან გავყავარ, დირექტორის კაბინეტისკენ მიმაქანებს. -უსირცხვილო- ამბობს და დირექტორის კაბინეტში სკამზე მთელი ძალით მანარცხებს. ლოყები მეწვის. ამ წამამდე ვერ ვგრნობდი რომ ვტირი. ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ, ცრემლები ხელს მიშლის სრულად არვიქვა გარემო. ვულკანი ყოველ ამოსუნთქვაზე უფრო მეტად იფრქვევა ჩემს სხეულში. ტვინი მეთიშება და მთლიანად ემოციების კლანჭებში ვექცვი. ამ წამს არც ერთი დადებითი ემოცია ჩემს სხეულში არ არის. რამდენად ძლიერი და სასიამოვნოც არ უნდა იყოს დადებითი ემოციები, უაყოფითი ორჯერ უფრო ძლიერია. ათასჯერ უფრო მტკივნეული და სუნთქვის შემკვრელი. -მაინტერესებს მამაშენი რას იტყვის ამ ყველაფერზე- „მამაჩემი“ ტვინმა უსწრაფესად დაიწყო მუშაობა. მამაჩემი... მამაჩემი... ნუგზარი... -მოვახსენებ როგორი უსირცხვილო შვულიც ჰყავს. - ცისანა ტელეფონს იღებს ნომრებს კრეფს და ოთახიდან გადის. კარების გაღებისას ვხედავ თორნიკეს, რომელიც შეშფოთებული სახით დერეფანში მელოდება. ლიზა... ლიზას ვერ ვხედავ. ლიზა არ მელოდება. თორნიკეს მზერა ოდნავ რბილდება, იღიმის. ცერა თითებს მაჩვენებს. ჩემს გამხნევებას ცდილობს. მიუხედავად თორნიკეს ღიმილისა მისი ემოცია არ იცვლება, ყოველ წამს იმატებს მის სახეზე შეშფოთება. ნუგზარის აწითლებული და დედაჩემის ცრემლიანი თვალები გულში ათას ნემსს მარჭობს. სუნთქვა მეკვრის, არ ვიცი რა გავაკეთო. არ ვიცი რა ვთქვა. ცისანამ ყველაფერი დაინახა, ან არ დაუნახავს. ბოლომდე მაქვს იმის იმედი რომ არაფერი დაუნახავს, მაგრამ ფაქტია ახლა ლელა და ნუგზარი დირექტორს ელაპარაკებიან. ნუგზარი ხმამაღალია, ლელა ხმას არ იღებს. ცრემლიანი თვალებით მიყურებს. იმედგაცრუებით სავსე თვალებით. ვიცი ათასი ფიქრი უტრიალებს თავში და ჩემს გასასამართლებელ მიზეზს ეძებს. ყველაფერი შეიცვალა. სამყარო ჩემს მხრებზე კიდევ უფრო დამძიმდა. მანქანაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია. სიჩუმე ნებისმიერ წარმოთქმულ სიტყვაზე უფრო მტკივნეული და მძიმეა. თითქოს ათასი უთქმელი სიტყვა ჰაერში შენს ირგვლივ ტრიალებს, ყელზე გეხვევა და ნელა გახრჩობს. იქამდე გიჭერს სანამ სუნთქვას არ შეგიკრავს. მდუმარება ცინიზმია. უთქმელი სიტყვები ყურში გეჩურჩულებიან, დაგცინიან რადგან იციან, რომ ამ წამს მათზე დიდი ძალაუფლება ხელთ არავის და არაფერს აქვს. -დღეიდან არავითარი ლიზა. - ამბობს ნუგზარი სახლში შესვლის პირველივე წამს.- არ ვიცი როგორ მეგობრებს არჩევ მაგრამ იმედია ხედავ რამდენად ცუდი ზეგავლენა აქვთ შენზე. - სავარძელში ჯდება, პიჯახს ისწორებს და შუბლ შეკრული, დაჟინებული მზერით მიყურებს. -ნუგზარ, ბავშვია. შეცდომას ყველა ვუშვებთ. ყველაფერი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. - ლელას ცრემლიანი თვალებში ცოტაოდენ იმედს ვხედავ. ვამჩნევ როგორ იღიმის როცა მიყურებს. დედაჩემს საოცარი ღიმილი აქვს. ხშირად არ იღიმის მაგრამ როცა იღიმის მთელი სამყარო ანათებს. -სანამ დაუფიქრებელ და სულელურ ნაბიჯს გადადგამს უნდა ახსოვდეს ვისი შვილია და რას წარმოადგენს. ბავშვი აღარ არის, როგორც ხედავ შენი ქალიშვილი უკვე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და მამამისის სახელს არცხვენს- ნუგზარის მშვიდი მზერა იმაზე უფრო საშიშია ვიდრე ნებისმიერი ბუნებრივი სტიქია. -შენც დაგიშვია შეცდომა- ლელა ნუგზარს ლოყაზე ხელს კიდებს და ნაზად ეფერება- ხომ იცი რომ უბრალოდ ფაზაა. დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი გაივლის.- მიუხედავად იმისა რომ დედაჩემის ღიმილი სამყაროს ანათებს მისი სიტყვები ყველაზე ხმამაღალი ჭექა-ქუხილია რაც ოდესმე გამიგია. „უბრალოდ ფაზაა, გაივლის“ სიტყვები რომელიც არაერთხელ გამიგია. სიტყვები რომელიც არანაირ აზრს არ ატარებს მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთიანად გკლავს, გასახიჩრებს, სხეულს გიმძიმებს. ამ სიტყვებით გადმოსცემენ :„ბავშია, არ იცის რას აკეთებს. ექსპერიმენტია... შეიცვლება...“. - არ ვიცი ამ ყველაფერს შენს ძმას როგორ ვეტყვით როცა საქართველოში დაბრუნდება. გირჩევნია ეგ გატაცება მანამ მოიშორო სანამ გუკა დაბრუნდება. არ მაინტერესებს ფაზაა თუ არა. ისეთივე ნორმალური იქნები როგორიც სხვები არიან. არ მჭირდება შვილი რომელიც ასეთ უმსგავსობას აკეთებს. გამოსწორდი!-ამბობს ნუგზარი და ოთახიდან გადის. მისი სიტყვები სამუდამოდ ილექება ჩემს გონებაში. „გამოსწორდი... გამოსწორდი“ იმეორებს გონება, გრძნობს გული, კვდება სხეული. არვიცი როგორ უნდა გამოასწორო ის ვინც სინამდვილეში ხარ. ლელა თავს მაღლა მაწევინებს, ვიცი ჩემს სახეზე ტირილისგან დასიებულ და ჩაწითლებულ თვალებს ხედავს. მის თვალებიდან სითბო იფრქვევა. იმედი მეძლევა. ვიცი ლელა გაიგებს. -მამაშენი ცოტა განერვიულებულია, რთული დღე ჰქონდა. გულთან ახლოს ნუ მიიტან, ყველაფერი კარგად იქნება. - სამყაროს ნელ-ნელა ფერები უბრუნდება, ლელას ღიმილზე ვიღიმები- არაუშავს, ვიცი რომ რთული პერიოდიგაქვს, თინეიჯერი ხარ და გინდა ცხოვრებაში ყველაფერი სცადო. მეც ზუსტად შენსავით მინდოდა ყველაფერი გამომეცადა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია. ესეც გაივლის- სახიდან ღიმილი მიქრება, სამყარო ისევ კარგავს ფერებს, სხეული ავტომატურად უკან იხევს. -ნინი, ხომ იცი რომ ეს ყველაფერი სისულელეა. ასე არ გაგრძელდება. შეიცვლები.- გული ფეთქვას წყვეტს. იმედი რომელიც მქონდა გაქრა. ადამიანი, ვისი მხარში დგომაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა ზურგს მაქცევს. ჩუმად ვუქნევ თავს, ვთანხმდები სიტყვებს რომელმაც ამ წამს სხეულთან ერტად გულიც მომიკლა. თავს ვხრი და ნელი ნაბიჯით ოთახისკენ მივდივარ. იქნებ ნუგზარიც და ლელაც მართალია, იქნებ ფაზაა და გაივლის. არ ვიცი როგორი გრძნობაა ნამდვილი სიყვარული. ალბათ ლიზასთან სიყვარული არ მაკავშირებს. უბრალოდ ძლიერი მეგობრობა. გრძნობები მემღვრევა. ვეღარ ვხვდები რა დავიჯერო, რას მოვუსმინო, გონებას რომელიც ჩემი მშობლების მხარს იჭერს და მეუბნება რომ ყველაფერი გაივლის თუ გულს რომელიც ლიზას გარეშე ვერ ფეთქავს. გულს რომელიც ახლა გაჩერებულია, დამსხვრეული და განადგურებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.