მცველი(2 თავი)
-შენ აქ რას აკეთებ? - კაცს მიუბრუნდა, და გულ ხელ დაკრეფილი პასუხს დაელოდა, ივასგან ვერაფერი რომ ვერ მიიღო თვითონ წამოიწყო ისევ ლაპარაკი - ლაპარაკი არ იცი? -ჩემს საქმეს ვასრულებ - უთხრა ბოხი ხმით. ერთი ტავით მაღალს ნაცრისფერ თვალებში ჩააშტერდა, რომლებსაც ღია ცისფერიც დაჰკრავდა. -შენი საქმე ჩემი დევნაა? - გაღიზიანებულმა ჰკითხა -შესაძლოა ასეც ითქვას - უთხრა ოდნავი ღიმილით მისი სიტყვები დააიგნორა, და გზა განაგრძო. მაშინ მიიხედა უკან, როდესაც თამარის ხმა გაიგონა -აქედან წამიყვანე - მხოლოდ ეს უთხრა დაბნეულ მეგობარს და მისი მანქანისკენ გაემართა. თამარი ხმას არ იღებდა, იცოდა რომ ახლა მეგობარს უბრალოდ სახლში ყოფნა სჩირდებოდა. ფანჯარას თავით მიყრდნობილს ისევ მამის სიტყვეი ჩაესმოდა თავში, არც იცოდა როგორი რეაქცია ქონოდა, დალოდებოდა როდის მიაკითხავდნენ? ფიქრებიდან თავი თამარის სიტყვებმა დააღწვინეს -ეს ვინ არის? - სარკეში იხედებოდა თამარი - გიჟია? - მანქანის სიგნალის შემდეგ მანქანა გადააყენა. როცა ნაცნობი სახე დალანდა, თამარს შეხედა -აქ დამელოდე - მანქანიდან გადავიდა, და განრისხებული მზერა გაუსწორა დადეშქელიანს -სერიოზულად? დავიჯერო ძალიან გინდა კუდში მსდიო? -ვივიენ მანქანაში ჩაჯექი - სერიოზული მზერით უთხრა კაცმა, და თავით თავის მანქანისკენ ანიშნა -მანქანა რომელშიც ჩავჯდები, ის არის - თამარის მანქანისკენ გაიშვირა თითი -ბევრი დრო არ გვაქვს, თუ არ ჩაჯდები მანქანაში თამარსაც შეიწირავ! -რას ქვია შევიწირავ? -ისინი მოგსდევენ გასაგებია? - გოგოს სახე წაეშალა, თითქოს დენმა დაარტყაო -ვივიენ, დრო არ არის - აყვირდა კაცი, თამარისკენ წავიდა, და დაძვრა მოსთხოვა -შენ რა გაგიჟდი? ვი…. -თამარ გააკეთე რასაც გეუბნება….მიყვარხარ - სევდიანად უთხრა, და უკან მოუხედავად ჩაჯდა ივას მანქანაში. 10 წლის წინ შავ სამისში ჩაცმულები მიასვენებდნენ ნატალია დადიანს, ისინიც მიჰყვებოდნენ,ემოციებისგან დაცლილი ორი სხეული. ახლა მისი პატარა თითები მამის ხელში მოქცეულიყო, არ უჭერდა თითებს, თითქოს ამით იმას ამტკიცებდა რომ დასაკარგი უკვე დაკარგა. ხალხი გაჩერდა, ხედავდა შავ კუბოში ჩაწვწნილ სხეულს, რომელიც შავი სამოსით შეემოსათ, როგორ უნდოდა ეყვირა რომ ნატალია შავ ფერს ვერ იტანდა, ის ხომ ფერადი იყო,მაგრამ ემოციებში იხრჩობოდა, მაგრამ გააჩნდა კი ემოციები? თითქოს გულ ამოგლეჯილი იდგა იქ, ორიოდე მეტრის მოშორებით, და ხედავდა განადგურებულ მამას, თვალებ ჩაწითლებულს, რომელსაც მზერა საყვარელ ქალზე მიშტერებოდა. პატარას გონება ფიქრებმა შეიპყრეს, ვერ გადაეწყვიტა მისულიყო? გაუძლებდა? ბოლოს? ბოლოს ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დედის უსულო სხეულს, ქალს დახედა, რომლის თეთრი კანიც უფრო გათეთრებულიყო, და ლურჯი თვალები? ისინი აღარ იყვნენ, მისკენ დაიხარა, ჯერ ხელი ლოყაზე მიადო, მუდამ თბილი სხეული ყინულივით ცივი იყო, “ალბათ ცივა” ბავშურმა მემ გამოსძახა გონებაში…შუბლზე ტუჩები მიაკრო, იგრძნო ეული ცრემლი ლოყაზე, რომელიც მკვდარ სხეულსაც შეხებოდა -მიყვარხარ, დედა - ჩაიჩურჩულა, და სხეულს გაეცალა. თითქმის სირბილით გაემართა მანქნაისკენ, ცრემლიანი თვალებით ჩაჯდა შიგ, გონებას აძალებდა რომ არ გაეხედა გვერდზე და ასეც მოიქცა… აწმყო შემაწუხებელი სიჩუმე გამეფებულიყო მანქანაში.ფანჯარაში იხედებოდა, ისევ ვერ გაეგო სად მიჰყავდა მამაკაცს -სად მივდივართ? -საშიშროებიდან შორს - უთხრა ჩვეული მკაცრი ტონით -როგორი ზუსტი ხარ - უთხრა ცინიკურად. რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ მამაკაცმა უპასუხა -სვანეთში მივდივართ -რა? - გაკვირვებული თვალები მიაპყრო -სვანეთში მივდივართ -არ მჯერა, მამაჩემს სახლი არასდროს ჰქონია სვანეთში -არ მითქვამს რომ ბატონი ირაკლის სახლში მივდივართ -აბა…მოიცა, შენს სახლში მიგყავარ? -როგორი მიხვედრილი ხარ - ცინიკური ტონი არ დააკლო -ცინიზმი გცოდნია -კარგია? -შეიძლება - მთელი 8 საათი არცერთ არ ამოუღია ხმა. დაღლილს მანქანაში ჩაეძინა. როცა შიშველ მხარზე შეხება იგრძნო გამოფხიზლდა -მოვედით - ჩუმად უთხრა და ნაცრისფერი თვალებით შეხედა ახლახან გამოფზილებულ გოგონას. უკვე დაღამებულიყო, ბილიკი ორ სართულიანი სახლისკენ გაიკვლიეს, საკმაოდ ციოდა მაისის თვეში, ივამ სახლის კარი შეაღო -მეორე სართულზე, მარჯვნივ შენი ოთახია, შიგნით ყველაფერია რაც გჭირდება ხვალ კი ლადო ამოგიტანს შენს ნივთებს. -საშიშები არიან? - ჩაწყვეტილი ხმით ჰკითხა, და თაფლის ფერი თვალები ნაცრისფერებს გაუსწორა -გეშინია? -რისი, მე რომ მომკლან? - გაიცინა - არა რა თქმა უნდა, თამარის გამო მეშინია -ირაკლის გამო? დაფიქრდა, გულში სადღაც ისევ მამად თვლიდა ირაკლის, ეშინოდა? კი ისევ იმ ტკივილის ეშინოდა, რომელსაც ვიღაცის დაკარგვის შემდეგ განიცდიდა…თიტქოს დაპატარავდა, ამ კითხვისთვის არ უპასუხია, ზურგი აქცია მამაკაცს, და კიბეებს აუყვა. იმ წამს მხოლოდ შხაპი სჭირდებოდა, გაშიშვლდა, და აბაზანაში შეიკეტა. ცხელი წყლის ქვეშ იდგა, გონება გათიშული, პირველად იყო, რომ არაფერზე არ ფიქრობდა, უბრალოდწყლის წვეთებს უსმენდა, რომელიც ზღვის ხმას წააგავდა… 8 წლის წინ ორი წელი გასულიყო რაც საბოლოოდ ნახა ნატალია. ეზიზღებოდა სკოლაში სიარული, ყველაფერი გაუფერებულიყო. სახლში მისულს, კარი როგორც ყოველთვის ნანომ გაუღო, ქალმა, რომელიც 65 წელს აღწევდა -გამარჯობა ნანო - ოდნავ გაუღიმა -არ შეჭამ ჩემო გოგო? -არა - როცა თავისი ოთახისკენ აიღო გეზი, ქალის ხმამ შეაჩერა -ირაკლი გელოდება მის გაბინეტში -კარგი - ამოისუნტქა, და ახლა გეზი მამის კაბინეტისკენ აიღო. კარი შეაღო, და სავარძელში მჯდომ მამაკაცს შეხედა, რომელიც ჩაფიქრებული მზერით იჯდა, და ერთ წერტილზე მიეშტერებინა მზერა -რამის ტქმა გიდოდა? - მამაკაცი ფიქრებისგან გამოერკვია, და შვილს შეხედა -როგორი იყო სკოლა? -ამის კითხვა გინდოდა? -არა,მაგრამ…კარგი დაივიწყე…რარაც მინდა გითხრა -ვიცი, რისი თქმა გინდა? კაცმა ერთი ამოისუნტქა, ეტყობოდა რომ ყოყმანობდა -დღეს ვახშამზე ვიღაც დაგვეწვევა -ირაკლი შენს ბიზნეს შეთანხმებებს არასდროს ვესწრებოდი, და არც დღეს საღამოს ვაპირებ - მოკლედ მოუჭრა -არა ეს ბიზნეს შეთანხმება არ არის, მინდა ერთი ქალი გაგაცნო -რა? - მზერა შეშლილი გაუხდა უმცროს ქალდანს -ის და მისი შვილი დაგვეწვევა - უთხრა მშვიდი ხმით -არ ვაპირებ ვიღაცასთან ერთად ვიჯდე ვახშამზე, მითუმეტეს ქალთან ერთად, რომელიც….ღმერთო - ვერ იჯერებდა, სკამიდან წამოვარდნილიყო, და ოთახში ბრაზს აფქვევდა -დღეს საღამოს ისინი ვახშამზე დაგვეწვევიან, მორჩა! -თუ ისინი იქნებიან მე არ ვიქნები! - იყვირა, და კარი გაიჯახუნა აწმყო შიშველი დადგა სარკის წინ, მის ანარეკლს ორთქლი ფარავდა, გრძელი თითები სარკეს გადაუსვა, და თავის თავს დააკვირდა, რამდენიმე წუთი ასე იდგა, შემდეგ კი სააბაზანოდან გავიდა. ტრუსს ეძებდა, როდესაც კარი ივამ შემოაღო -ამის დედაც - შეიკურთხა მამაკაცმა -არ მითხრა რომ შიშველი ქალი არ გინახავს - გადაიკისკისა - თინეიჯერი ბიჭივით იქცევი - გაიცინა, და უკვე მოძებნილი ტრუსი ამოიცვა. - შეგიძლია გამოიხედო - დოინჯშემორტყმული დადგა. მკაცრი სახით შეჰყურებდა ნახევრად შიშველ გოგოს, რომელსაც ბიუსჰალტერში მკერდი ლამაზად, და მიმზიდველად უჩანდა. -ჩაცმას არ აპირებ? -სამწუხაროდ ჩემი ტანსაცმელი ირეცხება - უდარდელად უთხრა, და იქვე მდგარ რბილ სავარძელში ჩაესვენა -დამელოდე რამეს მოგიტან - ოთახდიან გავიდა რამოდენიმე წუთში კი ცისფერი პერანგით ხელში დაბრუნდა პერანგში გამოწყობილმა, რომელიც მხოლოდ მის საჯდომს ფარავდა, სახელოები აიკეცა, და მამაკაცს დააკვირდა -თუ ჩემი ჩაცმულობით დაკმაყოფილდი, შეგიძლია გახვიდე? - გასულ მამაკაცს თვალი მიადევნა, ახლა კი მზერა ოთახს მოავლო, ეტყობოდა რომ აქ ხშირად მოდიოდნენ, სარკის გვერდით საკრავი რომ შენიშნა, ფეხშიშველა მიუახლოვდა, და ლამაზად ჩაწყობილ ფირებს დააკვირდა, მათგან ერთ - ერთი ამოარჩია, და მისი მოსმენა დაიწყო, გაეღიმა მელოდიის ნოტების მოსმენისას, ახლა კი ფანჯარაში გაიხედა, რომლიდანახ უშგული მოჩანდა. 8 წლის წინ მტკიცედ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ვახშამზე არ ჩავიდოდა, ყურსასმენებ გაყრილი იჯდა ფანჯრის რაფაზე, და ნოემბრის თვეში დაწყებულ წვიმას უყურებდა, რომლის წვეთებიც ფანჯარაზე ეცემოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კარი ნანომ შეაღო -ვივიენ, მოვიდნენ -ჩემგან შეერგოთ, ესე გადაეცი - ქალმა კარი მიხურა. შემდეგ კი ოთახში ირაკლი შევიდა, და სავარძელში ჩაჯდა -არ ჩამოდიხარ? -არა -უნდა ცამოხვიდე, და ეს თხოვნა არ არის! - ოთახიდან გავიდა. გოგომ ღრმად ამოისუნთქა, და ოთახიდან გავიდა. ქვემოდ ჩასულს მაგიდასთან მჯდომი ქალი, და მისი ტოლის გოგონა რომ შენიშნა, თითქოს და ზიზღის შეგრძნება დაეუფლა. -შენ ალბათ ვივიენი ხარ - ხელი გაუწოდა ქალმა, და მისკენ მიიწია -როგორ გამოიცანი - უთხრა ცინიკურად, და უკან დაიწია -ეს ლიზია- უთხრა, და გოგოსკენ მიუთითა, რომელიც ვივიენს ათვალიერებდა -არ მიკითხავს, სამწუხაროდ - დააყოლა, და მაგიდასთან დაჯდა, ირაკლის ეტყობოდა სიბრაზისგან ძარღვები. -ვივიენ! -ირაკლი - ქალმა ირაკლის ხელზე ხელი დაადო, კაცი დამშვიდდა. გოგოს მზერა ხელებზე გაუჩერდა, და წარსულის მონატრების გრძნობა დაეუფლა, ყველაფერს დათმობდა, რომ ახლა ისევ სანაპიროზე დედასთან ერთად ყოფილიყო, და დრო სასიამოვნოდ მამის მოლოდინში გაეტარებინა. მაგიდასთან იჯდა, და გოგოს მზერას ისევ არ იმჩნევდა, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა, ჩანგლით ხორცის ნაჭერს ჩიჩქნიდა, და თეფშს უინტერესოდ დაჰყურებდა, როდესაც ტავში რარაც აზრმა გაუელვა, თვიტონაც არ იცოდა ამასრატომ აკეთებდა, აი ასე უბრალოდ წამოდგა და მაგიდასთან მსხდომებს მზერა მოავლო -დიდი ბოდიშის მოხდით - სახეზე ღიმილი აიკრო - დავნაყრდი, გემრიელად მიირთვით, თქვა და თეფში მაგიდიდან აიღო, ის იყო ქალისთვის გვერდი უნდა ცაევლო როდესაც თეფში “ამოუტრიალდა”, კერძი კი ქალის კაბაზე იყო - ღმერთო ჩემო, ეს როგორ მომივიდა - გაფართოებული თვალებით ხელი მკერდზე მიიბჯინა - კარგად იყავით ქალბატონო…ბოდიშით თქვენი სახელი არ მახოსვს - სარკაზმით ჩაიცინა, და გზა ნელი ნაბიჯებით გაიკვლია კიბისკენ. არ მიქცევია ყურადღება ქალის ამღვრეულ თვალებზე, არარ ახსოვდა მისი გულწრფელი ღიმილი, უბრალოდ საკუთარი ტავით კმაყოფილი ოტახში შევიდა, და საწოლზე დაემხო. აწმყო მუსიკის მოსმენით გართულმა, ვერც კი შეამჩნია თუ როგორ შეწყდა მელოდია, ფანჯარას მზერა მოაცილა, და ოთახიდან გავიდა. ქვემოთ ჩასულმა მზერა გარემოს მოავლო, რომელშიც აშკარად არ იყო დადეშქელიანი, გაუკვირდა. სამზარეულოში შევიდა, კარადებს მზერა მოავლო, შემდეგ კი ერთ - ერთიდან არყის ბოთლი გამოიღო, გახსნა, და მოიყუდა. წარსულს ვერასოდეს ივიწყებდა, ერრთადერთი რამ იყო რომელსაც ვერ იშორებდა, ერთადერთი რამ რაც ძალიან ტკენდა. ნახევრად ჩაცლილი ბოთლით სამზარეულოს დახლზე იჯდა, სასმლის გამო თვალები ნახევრად დახუჭული, ლოყები კი გაწითლებული ჰქონდა. კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი მაღალი სხეული რომ დალანდა გეღიმა -აი ჩემი მცველიც - საკუთარ ნათქვამზე გაიცინა, და ისევ მოსვა მწარე სითხე - ახლა ის მომენტია როდესაც უნდა მითხრა “აღარ დალიო” - ხმა დაიბიზა, და შუბლზე ჩამოყრილი თმის ღერი გადაიწია. ტუჩები უფრო გავარდისფრებოდა, და გაებუშტა, ჩუმად ათვალიერებდა დადეშქელიანი გოგოს, რომელიც ბავშურად იქნევდა ფეხებს აქეთ იქით, პერანგის ღილები შეეხსნული ჰქონდა, და სივრცეს უმზერდა. ნელი დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა მთვრალს, და მის წინ დადგა -მგონი გეძინება - ბოხი ხმით თქვა -მე? ხედავ ამ ბოთლს? - ბოთლზე მიანიშნა - სანამ ეს ცარიელი არ იქნება, იქამდე უნდა დავლიო, დამეწვევი? - გაუღიმა, და ისევ მოსვა ბოთლიდან მწარე სასმელი -არ ვსვამ სამწუხაროდ - ნაცრისფერები გოგოს ჭრელ თვალებს გაუსწორა -კარგი - ამოიოხრა, და მხრები აიჩეჩა - და მაინც საშიშები არიან? -სიმართლე გითხრა? -კი - უთხრა -ისინი იღებენ იმას რაც მათ უნდათ -და რა უნდათ მათ, რომ მომკლან? ჯანდაბა ჩემს თავს მომკლან, მაგრამ…მაგრამ - ენას ძვლივს აბრუნდებდა - თამარას არაფერი დაუშავონ, ან ირაკ… - სახელის თქმის დროს გაჩერდა, და ივას გახედა, ოდნავ ჩაღიმებულს უმზერდა და მიხვდა საკუთარი თავი გაყიდა, მიხვდა რომ 10 წლის მანძილზე პირველად აღიარა რომ ირაკლიზე ღელავდა. რამოდენიმე წუთი უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ისევ მან დაარღვია სიჩუმე - არ მკითხავ? -რას? - წარბები შეკრა და ისევ აათვალიერა ქალი -ირაკლიზე, ან თუნდაც ამ ყველაფერზე -თუ რამის თქმა გინდა კითხვის გარეშე შეგიძლია თქვა - ვივიენის მოპირდაპირე მაგიდას ეყრდნობოდა -და შენც მომისმენ? - ცინიზმი გაურია წინადადებას, მაგრამ როცა მამაკაცის ზერიოზულ სახეს შეხედა ღრმად ამოისუნთქა - მეძინება - მხოლოდ ეს თქვა, მისთვის ზედმეტად უცნობს ვერ და არ მოუყვებოდა ყველაფერს, ამიტომ საკუთარი თავის გასაკონტრილებლად, ბოთლი დახლზე დადო -მეგონა ეს ბოთლი ცარიელი უნდა გაგეხადა -მართალია, ერთი წუთით - თითით აჩვენა, და სითხე ბოთლში მთლიანად გამოცალა. დახლიდან ჩამოვიდა, და გაბრუებულმა მამაკაცი ისევ აათვალიერა -ჯანდაბა, მგონი ორი მცველი მყავს ახლა - პირველად იყო ასეთი მთვრალი, ყოველთვის სვამდა იმდენს რომ საკუთარ თავზე თვითონ მოვლა შეძლებოდა, თუმცა ახლა ყველაფერს ორად ხედავდა -ზედმეტი მოგივიდა ქალდანის ქალბატონი - ჩაიცინა, და მისკენ წაიწია -ჩემით ვიზამ -შეაჩერა, და კარადებზე ხელით დაყრდობილმა განაგრძო გზა. დიდხანს ვიფიქრე გამეგრძელებინა თუ არა… ვაგრძელებ, და იმედი მაქვს არ ვინანებ… გამიხარდება თუ აზრს გამიზიარებთ… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.