შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მცველი


9-10-2022, 00:53
ავტორი Margueritte
ნანახია 1 346

უკვე მერამდენე ჭიქას ცლიდა, სხეულს ელექტრონულ მუსიკას აყოლებდა, და თეძოებს გამომწვევად ამოძრავებდა, გარშემომყოფები არ აინტერესებდა, დავიწყებული ჰქონდა სამყარო, რეალობა, მთლიანად გართობაზე იყო გადართული, თითქოს გონება გაეთიშა…იგრძნო უხეში ხელები შიშველ თეძოებზე, და ირონულად ჩაეღიმა, უფრო მეტად მიეკრო უცნობ სხეულს, შევსებული ტუჩები ყურთან მიუტანა, ვნებიანად ჩაჩურჩულა
-დაახვიე - და სხეულს მოშორდა.
სკამზე მიტოვებულ პატარა ჩანთას ხელი დასტაცა, და შენობიდან გავიდა,გასულს ჩანთიდან ტელეფონის ხმა მოესმა, როდესაც ეკრანზე არსებული სახელი დაინახა გაეღიმა, და უპასუხა
-ხო
-ვივი, სად ხარ? თუმცა რატომ გეკითხები,როგორც ყოველთვის ბარში.შეგიძლია მითხრა ყოველდღე რას აკეთებ ბარში?
-ვსვამ - მხრები აიჩეჩა, და სიგარეტის ღერით გაჩხერილი პირი აამოძრავა. ნაპასი დაარტყა, და ტაქსი გააჩერა - ნუ ნერვიულობ თამარა, უკვე სახლში მივდივარ
-ძალიან დიდი მადლობა, ვივიენ, იქნებ ორი საათის წინ აგეღო ეგ დაწყევლილი ტელეფონი? რას ფიქრობ?
-როგორ უნდა ამეღო? ვერთობოდი - თავი გაისულელა, ფანჯარა ჩამოწია, და მომწამლავი კვამლი გარეთ გაუშვა
-გართობას ტეკილაში ამოთრობას ეძახი?
-შესაძლოა, თამარა რა გინდა? - მობეზრებული ტონით ჰკითხა
-ის მინდა რომ გონზე მოხვიდე! - მკაცრი ხმით უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. მეგობრის გაბრაზებაზე გაიცინა, და სევდით სავსე თაფლისფერი თვალები წვიმიან ცას გაუსწორა.
საფლავებს შორის დადიოდა, მისკენ მიმავალ გზას ეძებდა, ბოლოს კი ცივ ქვის მატერიაზე ჩამოჯდა, და თვალები დიდ ქვაზე გამოხატულ სახელს და გვარის მიაპყრო. “ნატალია დადიანი” ქალის წარმოდგენისას სევდიანად გაეღიმა, წვიმის წვეთებს ყურადღება არ მიაქცია, დ ტუჩები ქვას მიაკრო.
-ყვავილების გარეშე მოვედი…გპირდები შემდეგში იასამანებით მოვალ - გაეცინა, იგრძნო მლაშე სითხე ლოყებზე - ისევ არყის სუნად ვყროლვარ, და ისევ შენთან მოვედი, შეიძლება მალე შევხვდეთ კიდეც, ვინ იცის? ღამის სამი საათია თუ არ ვცდები- გაეცინა - არ ვიცი - მხრები აიჩეჩა, წამოდგა, და ღიმილიანი მზერა გაუსწორა საფლავს - მიყვარხარ დედა - თქვა და უკან მიუხედავად დატოვა სასაფლაო.
დიდი რკინის კარი შეაღო, და ცარიელ ცივ ბინაში ფეხი შედგა, მაღალ ყელიანი ჩექმები გაიხადა, და შემოსასვლელში დააგდო, ფეხშიშველი გატანტალდა საძინებელ ოთახში, საწოლზე დაემხო, და თვალი თავისივე ანარეკლს გაუსწორა, ჭერზე დაკიდებულ დიდ საკეში მუქი თაფლისფერებით იყურებოდა, წაბლისფერი თმები საწოლზე ალაგ - ალაგ დაყრილიყო. გამოკვეთილი ყვრილმანები და სწორი გრძელი ცხვირი ჰქონდა, შავი ფანქარი გადღაბნილი, და ჩაშავებული ჰქონდა, და თავისივე სუნი რომელიც არყის სუნად გადაქცეულიყო, ეზიზღებოდა. საათს გახედა, დილის ოთხი დაწყებულიყო, დროს ყურადღება არ მიაქცია, ტანსაცმელი გაიძრო, და ტრუსის ამარა შევიდა სააბაზანოში. ცხელი წყლის ქვეშ იდგა, უმოძრაოდ, წყლის წვეთების შეხებისას კი ეღიმებოდა , ზღვა გაახსენდა, სანაპირო, ნატალია და ის, ტალღები, რომლის ხმაც ახლაც ჩაესმოდა ყურებში, და მასთან ერთად სასიამოვნო ნაზი ბარიტონი, ადამიანისა რომელთანაც უკვე სასაფლაოზე დადიოდა.
10 წლის წინ
მეცამეტე წელი იყო, რაც ისევ ზღვისპირა სახლში ატარებდა დროს, ფეხშიშველა მის მსგავს ქალთან ერთად დადიოდა სნაპიროზე, და რბილ ქვიშაში ნაკვალევს ტოვებდა. დედას დამგვანებოდა 13 წლის ვივიენ ქალდანი, თხელ დედის თითებს ეჭიდებოდა, ძლიერად, და ქალთან ერთად მიაბიჯებდა სადღაც, სახლისგან შორს
-ნატალია
-ვივიენ - ქალმა გაიღიმა, და თავისზე დაბალ გოგოს ღიმილით შეხედა
-ხომ არასდროს დამტოვებ?
-მხოლოდ მაშინ თუ მოვკდები, ისე კი გამორიცხულია
-შენ არასდროს მოკვდები - ჩაეხუტა, და დედის სურნელი ისევ შეიგრძნო, ქალმა თავზე აკოცა, და ბავშური სუნელი ღრმად შეისუნთქა, დაიჯერებთ? ბოლო ჩახუტება იყო მათი. ნატალია და ვივიენ ქალდანების ბოლო ჩახუტება.
სახლში დაბრუნებულს, კითხვიანი მზერით დააკვირდა ქალს
-ნატალია, მამა სად არის?
-თბილისში ჩავიდა, დღეს ღამე აქ იქნება…ფორთოხლის წვენი გინდა? - მაცივრიდან ნარინჯისფერი სითხე გამოიღო
-კი,კი - უთხრა, და პატარა ხელზე ლოყათი დაეყრდნო
ის ის იყო ჭიქა უნდა მიეწოდებინა, როდესაც მსხვრევის და ყვირილის ხმა ერთდროულად ჩაესმა ყურში
-ვივიენ, ვივიენ - ქალის განწირულ ყვირილს ხელის ჩავლება მოჰყვა - ვივიენ, მომისმინე ჩემო პატარავ - თმებზე ხელებს უსმევდა - გახსოვს ერთხელ საიდუმლო ოთახი რომ განახე ჩემო გოგო? - თავის დაქნევის შემდეგ ქალმა ჩუმად განაგრძო, და თან გაფაციცებით აქეთ - იქით ატრიალებდა ზღვისფერ თვალებს - იქ უნდა წახვიდე ახლა კარგი?
-შენ? შენც წამოდი - ბავშური სახით დააკვირდა
-მე აუცილებლად მოვალ, ახლა შენ წადი კარგი? იქ ტელეფონი იდება, აკაკის ტელეფონი ხომ გახსოვს არა?
-კი
-დაურეკავ მამას, შემდეგ კი ერთად დავბრუნდებით თბილისში კარგი? იჩქარე ვივიენ! - ბოლოჯერ დაუყვირა. სწრაფად მორბენალი პატარა ოთახში შეიძურწა, სიბნელეში ხელების ფათურით ტელეფონი მოძებნა, და მამკაცთან დარეკა
-მამა!
-ვივიენ, ვივიენ რა მოხდა?
-მამა მეშინია…აქ არიან
-ვივიენ დამშვიდდი, ნელა მითხარი ვინ არიან მანდ
-დედა, დედა მიჰყავთ - განწირული ყვირილის გაგონების შემდეგ ცრემლებ მორეულმა ჩუმი აკანკალებული ხმით უთხრა მამაკაცს
-ვივიენ, სადაც ხარ იყავი, არავითარ შემთხვევაში არ გამოხვიდე, გესმის ჩემი? ჯანდაბა ვივიენ ხმა გამეცი
-მე..მესმის
-თვალები დახუჭე, და ყურებზე ხელები აიფარე კარგი, მიყვარხარ - და შემდეგ დაკიდა. ფეხები გულ მკერთთან მიიტანა, ეშინოდა, არა იმის რომ მოკლავდნენ, ან მას წაიყვანდნენ, მას დედასთან განშორების ეშინოდა. თვალებს ერთმანეთზე ძლიერ აჭერდა.
აწმყო
აბაზანიდან გამოსულს, კულულა სველი თმები შიშველ მხრებზე დაჰყროდა. ტრუსი ამოიცვა, და აივანზე ტრუსის ამარა დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, და სივრცეს ტვალი გაუსწორა, მაშინ მოვიდა გონს როდესაც შუშის მაგიდაზე დადებულმა ტელეფონმა წრიპინი დაიწყო, სახელის დანახვაზე ცინიურად ჩაეცინა, და ირონიული ხმით უპასუხა
-ალბათ განსაკუთრებული დღეა, ვინმე მოკლეს “მამა”?
-გეყოს ეს დაუსრულებელი ცინიმი - დაღლილი ბარიტონი გასიმა ტელეფონში
-შენ კი დაცვის მოყენება გეყოს ჩემს სადარბაზოსთან - ქვემოთ ორი ახმახი რომ დაინახა,მკაცრი ტონით უპასუხა “მამის” ნათქვამს
-ვივიენ, 12 საათზე ლისის სახლში შემხვდი, სალაპარაკო მაქვს, სერიოზულად!
-რა იყო ბატონო ირაკლი ხომ არ გაღარიბდთ? ძალიან მოწყენილი ჩანხართ
-ვივიენ!
-კარგი, მოვალ, იცოდე 5 წუთით მხოლოდ, არ მინდა შენთან ერთად სადმე ვიყო - უთხრა, და ამომავალ მზეს დააკვირდა. დაახლოებით 6 საათზე, საწოლზე პირქვე დაწოლილს ჩაეძინა.
ძილში ბრახუნი რომ მოესმა, თვალები ძვლივს გაახილა, და სახე უკმაყოფილებისგან დამანჭა, ნელა წამოდგა, თხელი ბრეტელებიანი მაიკა გადაცვა, და ფეხშიშველა გაემართა შემოსასვლელისკენ, ზღურბლს იქით მდგარი შეშლილი სახით მდგარი მეგობარი რომ დაინახა, გადაიკისკისა, და გზა დაუთმო
-გამახსენე, სად გადაგეყარე?
-ბარში - გაეცინა
-ღმერთო, კარგი, აღარ გამახსენო - ხელები სახეზე აიფარა
-რამე მოხდა?
-კი ნამდვილად მოხდა, 1999 წლის 11 მარტს ვივიენ ქალდანი ქვეყნიერებას მოევლინა - დაიყვირა, და მოკისკისე მეგობარს გახედა - ღმერთო ჩემო, ეშმაკის შვილო, გამეცალე - უხეშად კრა ხელი, და სამზარეულოსკენ გზა თმების აწევით გაიკვლია.
უყურებდა მის ცხოვრებაში ყველაზე მხიარულ, კარგ, ლამაზ მოვლენას, რომელიც ერთადერთი ნათელი სხივი იყო მის ბნელ ცხოვრებაში. 6 წელი სრულდებოდა რაც ორი განსხვავებული მოვლენა ერთმანეთს შეხვედროდა.
-დღეს ირაკლიმ დამირეკა - უთხრა, ჩამწყდარი ხმით, და დამრგვალებული თვალებით შეხედა სამზარეულოში მოფუსფუსე მეგობარს, რომელსაც ჩაიდანისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა.
თვალები გაახილა თუ არა უსიამოვნო გრძნობამ შეაწუხა, გაახსენდა გუშინდელი, შფოთვით წამოდგა საწოლიდან, და სახლში დედის სახელის ყვირილი დაიწყო
-ნატალია,ნატალია, აქ ხარ? - აქეთ იქით დარბოდა, და თითოეული ოთახის კარებს აღებდა. შეშინებული დამხმარეები პატარა სხეულს დასდევდნენ, და მის გავერებას, დამშვიდებას ცდილობდნენ.
-ვივიენ შვილო, გაჩერდი - ჩქარა სუნთქავდა 60 წლამდე ქალი, თუმცა მორბენალ ბავშვს არაფერი ესმოდა, მხოლოდ დედა აინტერესებდა, დედა რომელიც სახლში არ იყო.
-ბატონ ირაკლის დაურეკეთ - გახედა ორ გოგონას
როცა ქალი სახლში ვერ იპოვა, დაღლილ დაქანცული კედელთან ჩაიკეცა, ცრემლიანი სახე მუხლებს დაადო, თხელი მკლავები შემოიხვია, და თვალები დახუჭა.
რამდენიმე წუთში სახლში მამაკაცი შემოვარდა, რომელმაც თვალებით შვილის შენმა დაიწყო
-ნანო, სად არის?
-ვერ გავაჩერეთ, ბოლოს თავის ადგილას წავიდა, ხომ იცით…
-კი, ვიცი - კიბეები სწრაფად აირბინა, და კედელთან ჩაკეცილი სხეული რომ დაინახა, მას გვერდით მიუჯდა
-ნატალია სად არის? - ცრემლიანი თვალებით შEხედა მამაკაცს, ბოლო იმედს ებღაუჭებოდა თავისი პატარა გულით
-ის…მე.. - კაცმა ხელები სახეზე ჩამოისვა, სიტყვებს ვერ პოულობდა, როგორ უნდა ეთქვა? ნატალია წაიყვანეს, და მისი კვალიც არ ჩანსო? რა უნდა ეთქვა 13 წლის ბავშვისთვის? - მე არ ვიცი - თავი კედელს მიადო
-შენ ხომ მითხარი რომ ის დაბრუნდებოდა, მანაც მითხრა ის… - ადგილიდან წამოხტა, ჩაკეცილ სხეულს უყვიროა - ის…ის ხომ ცოცხალია…მან მე მითხრა რომ არასდროს დამტოვებდა, ხო ხო, არასდროს დამტოვებდა, მან თქვა რომ… - დედის სიტყვების გახსენებისას თვალები გაუფართოვდა - მან თქვა იმ შემთხვევაში არ დაბრუნდებოდა თუ ის…ის მკვდარი იქნებოდა…მე კი ვიცი რომ ცოცხალია…მამა ხომ ცოცხალია? - აკანკალებული ხმით ჰკითხა მამას, კაცი გაჩუმდა. ორივე შეკრთა, როდესაც ქვემოდან ქალის კივილი და ხმაური მოესმათ
-აქ დარჩი - მკაცრად შეხედა შვილს, და კიბეებზე დაეშვა. გარეთ გავარდნილმა ვერ გაიაზრა რა ხდებოდა, დამხმარე ადამიანები რაღაცას შემოჰხვეოდნენ
-ღმერთო ჩემო - სიტყვების გაგონებისას, ხალხს მიუახლოვდა.გული ცუდს უგრძნობდა, თითქოს სხეული მას არ ემორჩილებოდა, მიათრევდა კიდურებს, და ნელა დგამდა ნაბიჯებს, სუნთქვა შეკრული შეერია ხალხს. თვალებს ვერ უჯერებდა მიწაზე დაგდებული ქალი რომ შენიშნა, თითქოს ყველაფერი გაქრაო, არაფერი იყო, ხედავდა უსულოდ დაგდებულ სხეულს, რომელსაც ტანჯვა სახეზე ეტყობოდა, ზღვსფერი თვალები აღარ უჩანდა ქალს, გაშლილი თმები ქალდანების სახლის მინდორზე მიჰყროდა. შეშფოთებულები შეჰყურებდნენ ქალს, რომლის სიკვდილსაც ვერავინ წარ ოიდგენდა.
-დედა - განწირულმა კივილმა ყველას გული ნაკუწებად უქცია. გაშეშებულ მამაკაცს ექოდ ჩაესმოდა ბავშვის ყვირილი, გონს მოვიდა, ქალისკენ მიახლოვებული შვილს მაგრად იკრავდა გულში,
-არა, არა…გამიშვი, დაეხმარეთ, ის…ის ვიცი რომ ცოცხალია, რამე გააკეთეთ - მოგუდული ხმა გაისმოდა ბავშვის ხმაში. საზოგადოება სანახაობას უყურებდა, და ცრემლებად იღვრებოდა.
აწმყო
-რა გითხრა? - ჩაფიქრებულ მეგობარს გახედა თამარმა
- შევხვდეთო - ჩაიცინა, და სკამზე ჩამოჯდა
-ერთხელ მოუსმინე - შეპარვითი მზერით უთხრა
-თამარ! - გაბრაზებული სახით შეხედა
-კარგი, კარგი - ხელები დანებების ნიშნად აწია, და მეგობარს დააკვირდა, რომლის ბრჭყვიალა თაფლისფერ თვალებში სევდა იკითხებოდა. ჩუმად გასცქეროდა ვივიენი ერთ წერტილს. იქნებ თამარი მართალი იყო? იქნებ მოესმინა სერიოზულად ყოველგვარი ცინზმის და ირონიის გარეშე ირაკლისთვის? თუმცა მისი გონება ვერ ივიქყებდა თითოეულ წამს და წუთს რაც მან გადაიტანა ნატალიას სიკვდილის შემდეგ,უბრალოდ არ შეეძლო ვერ, ეს ყველაფერი სულს უხუთავდა, ის კი ამ ყველაფერს გართობით “ივიწყებდა”, ის თამაშობდა უდარდელ გოგონას თუმცა მან, თამარმა იცოდა სიმართლე, სიმართლე სინამდვილისა.
თამარა დაემშვიდობა, მან კი ჩაცმა დაიწყო.
სარკეში იყურებოდა, და საკუთარ თავს ამხნევებდა, რის ან ვის გამო? არც თავად იცოდა, ნერვიულობდა, უმიზეზოდ, მამას ხვდებოდა, მისი ნახვა უხაროდა? არ იცოდა, 10 წლიან დაბნეულობას ესეც მიემატა, ბუტბუტით დატოვა სახლი.
ორ სართულიანი სახლის წინ იდგა, და ეზოში შესვლას არ და ვერ ბედავდა, იცოდა რომ ვერ გაუძლებდა, იქნებ წავიდეს? “ვივიენ! მყარად უნდა იდგე” გაამხნევა საკუთარი თავი, და “საზღვარს” გადააბიჯა, წამის მეასედში გაიხედა იმ ადგილისკენ, რომელსაც “ნატალიას სისხლის კვალი” ისევ ეტყობოდა, ცრემლებ ჩადგმული მიუახლოვდა კარებს, და დააკაკუნა. სახლს ის ელფერი აღარ ჰქონდა რაც მაშინ 10 წლის წინ, კარი ერთმა ახმახმა გაუღო, ცინიკური ღიმილით შევიდა სახლში, ეს ხომ იმ ტკივილის დაფარვის ერთ - ერთი წესი იყო, რომელიც სრულიად სხვა ადამიანს ქმნიდა.ასე იცნობდა ყველა ვივიენ ქალდანს, “ცხოვრებაზე ხელ აღებულ, გართობის მოყვარულს გოგონას, რომელმაც სახლი რაღაცის დამტკიცების გამო დატოვა” ძალიან კარგი სახელია არა? ეს ხომ ის პიროვნებაა რომელიც ვივიენმა შექმნა, ახლა კი იმ ადამიანის როლს თამაშობდა.
-ღმერთო ეს რა დღე გამითენდა, თვით ირაკლი ქალდანმა შეხვედრა მთხოვა - შუა სახლში ოდნავი სიცილით ყვირილი დაიწყო - ახლა არ მითხრა სიურპრიზს გიწყობ, და ჩემთან ერთად ლიზიკოც არისო თორემ შეიძლება სიხარულისგან გავგიჟდე
-გეყოს! - უკნიდან ხმა რომ გაიგო, თითქოს ისევ 13 წლის ვივიენად გადაიქცა, დაპატარავდა, მაგრამ ცვლილება არ შეიმჩნია, და ღიმილით მიუბრუნდა კაცს, რომელიც შესამჩნევად შეცვლილიყო
-გამარჯობა “მამიკო”, მე კი მეგონა ლიზიკოც იქნებოდა, გული დამწყდა - ნაწყენი სახით შეხედა მამაკაცს
-მინდა ვიღაც გაგაცნო… - კაცმა ამოიოხრა
-შეიძლება თქმა დამავიწყდა - ჩაახველა - არავინ მინდა მაკავშირებდეს შენთან, გასაგებია? მე წავედი - შეხედა, და შებრუნდა
-ვივიენ! ერთხელ მოიქეცი ზრდასრულივით - ხვეწნის ნოტები შეერია კაცის ხმას
-კარგი, ჯანდაბას - უთხრა, და სვლა შეაჩერა - მაინც ვინ უნდა გამაცნო - წინადადება დაასრულა თუ არა ოთახში, მამაკაცი შემოვიდა, სერიოზული მზერით აკვირდებოდა გოგოს რომელიც გაკვირვეული ჩანდა.
-ვივიენ, მინდა გაგაცნო ივა დადეშქელიანი - უთხრა კაცმა, და შვილის რეაქციას დაელოდა.
კახმა თავი დაუკრა მისალმების ნიშნად, ვერ ხვდებოდა რატომ აცნობდა კაცი მას.
-დღეიდან იგი შენი დაცვა იქნება - კაცმა სათქმელი დაასრულა.სახლში სიჩუმე გამეფდა, როცა გაიაზრა მამის სიტყვები, პანიკური სიცილი დაიწყო, 3 წუთი ვერ ჩერდებოდა, ბოლოს ძვლივს ამოსუნთვით ორ სერიოზული სახით შემყურე მამაკაცს შეხედა, და ღიმილით უთხრა
-არასოდეს! - სახე დაუსერიოზულდა
-ვივიენ…
-არასოდეს მეთქი გაიგე? არასოდეს - ყვირილი დაიწყო
-არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ,უნდა მომისმინო - უთხრა კაცმა - დაგდევენ გესმის? გივალთვალებენ, გუშინაც ლადომ დამირეკა, რომ ტაქსისას ჩაჯდომისას მანქანა მოგყვებოდა, გუშინ შევაკავე, მაგრამ ყოველთვის ეს ასე არ იქნება, გასაგებია? ვივიენ? - გაქვავებული იდგა, და ყურებს არ უჯერებდა
სიტყვების თქმის გარეშე გამოვიდა სახლიდან, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, და ეზო დატოვა. არ იცოდა სად მიდიოდა, უბრალოდ ტბის პირას სეირნობდა, არ და ვერ იჯერებდა, სატირელადაც ვერ ეყო ეს ამბავი, თავის ცხოვრებასა და ბედს დასცინოდა. ჩანთIდან ტელეფონის ხმა რომ გაიგო, უპასუხა, თუმცა ხმა არ ამოუღია
-ვივი? ვივი სად ხარ?
-ლისზე
-დამელოდე, მანდ იყავი და მოვალ - გაეღიმა თამარის მიხვედრილობაზე, და სვლა ისევ უსასრულობისკენ განაგრძო. მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა, უკან მიიხედა თუ არა დადეშქელიანი დაინახა
-შენ აქ რას აკეთებ? - კაცს მიუბრუნდა, და გ ულ ხელ დაკრეფილი პასუხს ელოდებოდა, ივასგან ვერაფერი რომ ვერ მიიღო თვითონ წამოიწყო ისევ ლაპარაკი - ლაპარაკი არ იცი?
-ჩემს საქმეს ვასრულებ - უთხრა ბოხი ხმით. ერთი ტავით მაღალს ნაცრისფერ თვალებში ჩააშტერდა, რომლებსაც ღია ცისფერიც დაჰკრავდა.


არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა, ალბათ კი, მოხარული ვიქნები თუ აზრს გამიზიარებთ.



№1 სტუმარი ანათეა

საინტერესო ისტორიააა

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

რა თქმა უნდა, აგრძელებ???????????????????? და ჩვენ ვკითხულობთ????????????????

 


№3  offline წევრი ლელა მუმლაძე

აუცილებლად გააგრძელე, საინტერესოა❤️

 


№4 სტუმარი ნანამია

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები... ველოდები...

 


№5 სტუმარი nino

veli didi simovnebit wavikitxav

 


№6 სტუმარი ხათია

საინტერესო სიუჟეტია. გააგრძელე გთხოვ. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent